მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წონა რომ მცირდება, ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკიც მატულობს - თენგიზ წულაძე სააკაშვილზე

ნევროლოგი თენგიზ წულაძე

ნევროლოგი თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ წინა თვესთან შედარებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი წონაში კიდევ მეტად დაკლებულია და გამოხატულია სისუსტე.

წულაძე აღნიშნავს, რომ პარენტერალური კვება, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში გამოსავალი არ არის. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა წონა კიდევ დაიკლო და 1 თვეში დაახლოებით 4 კილოგრამი დაიკლო და ახლა 63 კილოგრამია.

„წონაა ძალიან მნიშვნელოვანი ახლა და მერე წონას მოჰყვება ყველაფერი. შეიძლება წაიქცეს და მოტეხილობა მიიღოს ადვილად. იმიტომ, რომ წონა რომ მცირდება, ძვლების წონა და სიმკვრივეც მცირდება. ამასობაში წონა რომ მცირდება და სულ დაწოლილია, ფილტვების ემბოლიზმის და ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკიც მატულობს. მთელი ჩამონათვალია გართულებებისა, რომელიც შესაძლებელია, განვითარდეს“ , - აცხადებს თენგიზ წულაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით ქალბატონო სალომე - დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს

👉 რაც არ უნდა დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს, მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით - სალომე ზურაბიშვილი

👉 გააზრებასთან ერთად პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვ, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით - იაგო ხვიჩია

👉 თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს - სალომე ზურაბიშვილი

👉 არ შემიძლია ახლა არ გითხრათ სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? - ზურაბიშვილი „ოცნებას“