მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიაზე, ეს არ აძლიერებს დემოკრატიას - გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიაზე, ეს არ აძლიერებს დემოკრატიას“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში გაძლიერდეს სამოქალაქო ქვეყნის ინსტიტუტები და დემოკრატიული მისწრაფებები.

„ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და დეზინფორმაციაზე, აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს მედეგობა საზოგადოების, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პროევროპული მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე ზეწოლა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებს.

ჩვენ, ასევე, განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ რომელსაც დიდი შედეგები აქვს როგორც ევროპის ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ასევე, მნიშვნელოვანია აგრესორისადმი ეკონომიკური სანქციების დაწესება, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე მაისში, როცა კლინიკაში შემოვიდა“ - გიორგი გრიგოლია

👉 წონა რომ მცირდება, ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკიც მატულობს - თენგიზ წულაძე სააკაშვილზე

👉 კახეთში კაცი, რომელიც 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა, დააკავეს

👉 ადვოკატის განცხადებით, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით „გრინსერვის+“-ის დირექტორი თავს უდანაშაულოდ ცნობს

👉 გააზრებასთან ერთად პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვ, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით - იაგო ხვიჩია