მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავიანთი პოლიტიკური ხარაკირი გამოაქვეყნეს - ნუგზარ წიკლაური სააკაშვილის ვიდეოკადრებზე

ნუგზარ წიკლაური

„თავიანთი პოლიტიკური ხარაკირი გამოაქვეყნეს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური რუსთავი 2-ის ეთერში პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას. 

ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ვიდეოკადრების გამოქვეყნებით მან რუსული რეჟიმის სახე იხილა. 

„მე ვიხილე რუსული რეჟიმის სახე, არ გახლავართ ახალგაზრდა, მოვსწრებივარ საბჭოთა კავშირს და ძალიან კარგად მახსოვს როგორ ეპყრობოდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს. მოდერნიზებული რუსული რეჟიმი ვიხილე, რომელიც ახლა სავარაუდოდ, უფრო ახლოს არის პუტინის რეჟიმთან, რომელიც ზუსტად ისე წამლავს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს როგორც ახლა არის მოწამლული მიხეილ სააკაშვილი და რაც არის დადასტურებული. 

ამათმა ახლა თავიანთი პოლიტიკური ხარაკირი გამოაქვეყნეს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს არის ყველაზე უფრო ზნედაცემული საბჭოთა რეჟიმისათვის დამახასიათებელი მოქმედებები“, - აცხადებს წიკლაური. 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაუძლურებულია, რაც ვნახე ძალიან არაადამიანურია - ალეკო ელისაშვილი 

✔️ სანამ არ იქნება ძლიერი ძალა, ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მარტო ცალკეულ ადამიანებს და მესამე პრეზიდენტს, არამედ ამ ქვეყნის მომავალს - ჯაფარიძე

✔️ კადრები მოიცავს სხვადასხვა პერიოდს და პირდაპირ ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი - გიორგი ვაშაძე

✔️ არა მხოლოდ შურისძიებაა რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა - ელენე ხოშტარია სააკაშვილის კადრებზე

✔️ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რეგვენებო, საქმე გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის კადრებზე

✔️ პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ასაჯაროებს