მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები, ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“ - ელენე ხოშტარიას დედა

„თქვენ არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები, ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა საელჩოს მიმართვას, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რადგან მისი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

ირინა გუნცაძის თქმით, მისი შვილი მკურნალობის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

„ძალიან ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან იმიტომ, რომ კიდევ მგონია, რომ თქვენ, ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის ნასახი, სინდისზე ვეღარ იტყვი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის ყველამ ვიცით სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია, 4 შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას გააკეთებთ აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. მაქვს კიდევ არ ვიცი რატომ, თქვენი ოდნავ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხილებთ, თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი“, - განაცხადა ირინა გუნცაძემ.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-17 დღეა შიმშილობს, განაცხადა, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აჩერებს. 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი