მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება“ - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას  მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

უკრაინული მხარე მიმართავს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს.

საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან დასტურს, რათა დღეს მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, თანამშრომლობენ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან, ასევე, რეგულარული კონტაქტი აქვთ ახლობლებთან.

უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და მის უკრაინაში დაბრუნებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.  

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი