მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქალბატონი ნელი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დაბადების დღეზე საკუთარ თავს აჩუქა ოსკარი, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის“ - ადვოკატი ირმა ჭკადუა

ირმა ჭკადუა, ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება. ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დოროყაშვილი ცრუობს, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ბასილაშვილი მასზე ძალადობდა.

„ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც თავის დაბადების დღეზე, შარშან საკუთარ თავს აჩუქა ოსკარი, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის. თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ, როდის იქნება გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაადასტურებს იმას, რომ ქალბატონი ნელი დოროყაშვილი ცრუობს, ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ერთადერთი ინტერესი გახლავთ ის, რომ რეპუტაციულად გაანადგუროს ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რასაც ის ნამდვილად ვერ მიაღწევს.

არასოდეს, ბატონ ნიკოლოზ ბასილაშვილს ნელი დოროყაშვილზე არ უძალადია, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს შემდეგი გარემოება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქალბატონ ნელის არასოდეს არ განუცხადებია ამის თაობაზე და ქალბატონი ნეკა დოროყაშვილი არ იყო თანახმა განქორწინებაზე“, - განაცხადა ჭკადუამ.

ამავე თემაზე:

🔴 „ქორწილში კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მხარზე მიჩქმიტა“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 „თმაში მწვდა და ჩოგანს მირტყამდა, ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა“ - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

🔴 „ნიკოლოზი ჩემი დასჯის მიზნით საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა, მეძახდა ვირთხას, რწყილს - ნეკა დოროყაშვილი

🔴 „ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას“ - ალეკო ელისაშვილი