მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქორწილში კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მხარზე მიჩქმიტა“ - ნეკა დოროყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფეხბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბასილაშვილის ადვოკატმა დოროყაშვილს მათი პირველი კონფლიქტის შესახებ კითხვები დაუსვა.

ადვოკატმა თეონა გვაზავამ დოროყაშვილს ჰკითხა, მასსა და ბასილაშვილს შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია თუ არა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზის მეჯვარე არ უნდა ყოფილიყო გიორგი ნარსია, რადგან ის არაფოტოგენურია. აღნიშნულთან დაკავშირებით დოროყაშვილმა აღნიშნა, რომ ასე არ იყო.

„მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე“, - განაცხადა დოროყაშვილმა.

ადვოკატის კითხვაზე, მიწერა თუ არა მან დედამთილს, ნატალია ნაჭყებიას, რომ თუკი ნარსია იქნებოდა მეჯვარე, მას დეპრესია დაემართებოდა, დაზარალებულმა ასე უპასუხა: „არ მახსოვს, ნატალიას რა მივწერე, მე ნამდვილად ვერ შევარჩევდი ვიღაცის მეჯვარეს“.

„ახლა გამახსენდა, ნიკოლოზს გადაწყვეტილი ჰქონდა ერთ-ერთი მეჯვარე ჰყოლოდა და ის შეცვალა, ეს გამიკვირდა. ნარსია ქალბატონი ნატალიას მეგობრის შვილი იყო, ნიკამ მითხრა, ის ბიჭი აღარ არის ჩემი მეჯვარე და ეს არისო, უბრალოდ გამიკვირდა, თორემ ნატალიასთვის რომ მეთქვა, დეპრესია მექნებაო, მსგავსი არ მახსენდება“,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მან დასძინა, რომ ცესკოში მუშაობა ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნით შეწყვიტა, რადგან ბასილაშვილმა აიძულა ის, მიეტოვებინა კარიერა.

გარდა ამისა, დოროყაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ ყოფილი მეუღლე მასზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

„არსებობს მტკიცებულებები წარდგენილი სასამართლოში 2 წლის განმავლობაში და შესაბამისად, სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს. არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე ისეთი ჩანაწერი იარსებებს, რაზედაც შეიძლება, მე ინფორმაცია არ მქონდეს. ყველა მტკიცებულება ადასტურებს ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას“, - განაცხადა დოროყაშვილმა.

ამავე თემაზე:

🔴 „ტელეფონი გამიტეხა და „სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალ ბრალდებას უყენებს

🔴 „ქალბატონი ნელი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დაბადების დღეზე საკუთარ თავს აჩუქა ოსკარი, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის“ - ადვოკატი ირმა ჭკადუა

🔴 „თმაში მწვდა და ჩოგანს მირტყამდა, ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა“ - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

🔴 „ნიკოლოზი ჩემი დასჯის მიზნით საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა, მეძახდა ვირთხას, რწყილს - ნეკა დოროყაშვილი