მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა, მეძახდა ვირთხას, რწყილს - ნეკა დოროყაშვილი

 ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა 16 აგვისტოს სასამართლო პროცესზე მასსა და ბასილაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცნობილ ჩოგბურთელ ის არაერთხელ დაუმცირებია, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც. 

როგორც სასამართლოს სხდომაზე დოროყაშვილმა აღნიშნა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოროყაშვილი თმითაც ითრია და საჭმელი სახეშიც შეაყარა. 

„მამცირებდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის ყურში ჩაუსხამს, იყო თმით თრევა და საჭმლის სახეში შეყრა. ერთ დღეს გამომიცხადა, რომ იცი რა, მე ვარ მეფე და შესაბამისად მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი“, - აღნიშნა დოროყაშვილმა სასამართლოს სხდომაზე. 

ამასთან, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოს პროცესზე, ყოფილ დედამთილზეც ისაუბრა.

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ქორწილის დღესაც კი ძალიან უბედური იყო. 

„ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური. ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, დაელაპარაკა ნიკოლოზს. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა“, - აღნიშნა დოროყაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ორსულობის პერიოდში ნიკოლოზ ბასილაშვილი მას სხვადასხვა ცხოველების სახელს ეძახდა.

დოროყაშვილი აცხადებს, რომ მასზე ფსიქოლოგიურად მისი ყოფილი დედამთილიც ძალადობდა. 

„მეძახდა სხვადასხვა ცხოველების სახელს, ვირთხა, რწყილს,“ - ამბობს დორაყაშვილი.

გარდა ამისა, პროცესზე დოროყაშვილმა თქვა, რომ მას მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებითაც ამცირებდნენ.

ამასთან, ნეკა დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენა, რომ მათი საერთო ვაჟი დღენაკლული დაიბადა. 

„მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კილოგრამი მეთქი, რაზედაც მიპასუხა, „შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო,” - დასძინა ნეკა დოროყაშვილმა. 

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ამავე თემაზე: 

🔴 „ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას“ - ალეკო ელისაშვილი

🔴 „ჩანაწერები, რომლებიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

🔴 რატომ არ თანხმდებოდა ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშილს განქორწინებაზე?