მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თმაში მწვდა და ჩოგანს მირტყამდა, ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა“ - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე იმ ვიდეოჩანაწერების შესახებ ისაუბრა, რომლებშიც მასზე ძალადობაა აღბეჭდილი. 

მისივე თქმით, ვიდეოზე აღბეჭდილი ძალადობა დიდი ხანი გრძელდებოდა. 

„თმაში მწვდა, რამდენიმე მეთოდით ძალადობა იყო. ბარგს რომ ალაგებდა, თან ბრუნდებოდა და თან მირტყამდა. ეს ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ძალიან მეშინოდა.

გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“, - განაცხადა დოროყაშვიმა. 

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ამავე თემაზე: 

🔴 „ნიკოლოზი ჩემი დასჯის მიზნით საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა, მეძახდა ვირთხას, რწყილს - ნეკა დოროყაშვილი

🔴 „ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას“ - ალეკო ელისაშვილი

🔴 „ჩანაწერები, რომლებიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

🔴 რატომ არ თანხმდებოდა ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშილს განქორწინებაზე?