მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას“ - ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი ბასილაშვილზე

„ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და კულტურაც არის ერთბაშად,“ - ამის შესახებ აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი.

„მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილს.

შეიძლება, დიდ ქვეყნებში იქაურ სპორტსმენებს ასეთი ბევრი დიდი წარმატება აქვთ, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და კულტურაც არის ერთბაშად.

დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს, ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი მან ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა.

როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მზად ვართ, დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ, ყველა ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით.

მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის და მას და ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ,“ - აღნიშნა ელისაშვილმა საპარლამენტო სესიის სხდომაზე.

ინფორმაციისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხებით დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔶 ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

🔶 ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი დოჰაში გამარჯვების შემდეგ (video)

🔶 პრემიერი: გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

🔶 ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა