მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკოლოზი ჩემი დასჯის მიზნით საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი“ - ნეკა დოროყაშვილი

 ნეკა დოროყაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. 

დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიას უთხრა, რომ საქმეში იმაზე მეტი მტკიცებულებაა, ვიდრე ზოგადად უნდა იყოს. 

„საქმეში არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება. იმაზე მეტიც კი ვიდრე ზოგადად უნდა იყოს ძალადობის ასეთ კონკრეტულ საქმეზე“, - აცხადებს ნეკა დოროყაშვილი. 

დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ფოტოები და აუდიოჩანაწერები წარადგინა. 

დოროყაშვილმა პროცესზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბასილაშვილმა მას ხელები გადაუგრიხა ძალადობის დროს. შესაბამისად, დოროყაშვილმა ხელების გადაგრეხის ფოტომასალაც წარადგინა სასამართლო პროცესზე. 

„სახლში ერთ-ერთი ძალადობის დროს მან გადამიგრიხა ხელი. ეს ფოტომასალაც ფაქტის მტკიცებულებაა და აქ ყველაფერი ჩანს“, - აცხადებს ნეკა დოროყაშვილი. 

ამასთან, დოროყაშვილმა თქვა, რომ როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ბასილაშვილი მას საბანკო ბარათს დასჯის მიზნით უბლოკავდა. 

„როცა კონფლიქტი ხდებოდა ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი. ამას ხშირი ადგილი ჰქონდა და ჩემი მეგობრებიც შესწრებიან, შემდეგ მიწევდა ამის ახსნა, რომ ბარათი იყო დაბლოკილი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე“, - დასძინა დოროყაშვილმა. 

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ამავე თემაზე: 

🔴 „თმაში მწვდა და ჩოგანს მირტყამდა, ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა“ - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

🔴 ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა, მეძახდა ვირთხას, რწყილს - ნეკა დოროყაშვილი

🔴 „ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას“ - ალეკო ელისაშვილი

🔴 „ჩანაწერები, რომლებიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

🔴 რატომ არ თანხმდებოდა ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშილს განქორწინებაზე?