მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტელეფონი გამიტეხა და „სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალ ბრალდებას უყენებს

ნეკა დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ახალ ბრალდებას უყენებს. მისი თქმით, ბასილაშვილმა მას ტელეფონში მოსასმენი დაუმონტაჟა და ერთი თვის განმავლობაში უსმენდა.

„ტელეფონი გამიტეხა და „სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა“, - განაცხადა დოროყაშვილმა.

მისი თქმით, ის გატეხილ ტელეფონს ინახავს, - „ხანდახან ვჯდები და ჩემ სტრესებს ვახსენებ ჩემ თავს“.

მან, ასევე, დასძინა, რომ მაშინ როცა ყველაზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ბასილაშვილმა მეორე შვილის გაჩენა სთხოვა, რადგან ამ გზით უნდოდა, დოროყაშვილი მორჩილებაში ჰყოლოდა.

„ურთიერთობა დაძაბულ ფაზაში იყო, ღალატის ამბავი ახალი გაგებული მქონდა, მითხრა, ცუდი არ იქნება, მეორე ბავშვი გააჩინოო. განცდა მქონდა, რომ მას უნდოდა გაშორების შემდეგ მასზე მიჯაჭვული ვყოფილიყავი, რადგან იმ მომენტში ნიკას ჩემ მიმართ გრძნობები არ ჰქონდა და არც მე მქონდა. უნდოდა, ისევ მორჩილებაში ვყოფილიყავი და მისი ბრძანებების შესრულება გამეგრძელებინა“,- განაცხადა დოროყაშვილმა.

ამავე თემაზე:

🔴 „ქალბატონი ნელი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დაბადების დღეზე საკუთარ თავს აჩუქა ოსკარი, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის“ - ადვოკატი ირმა ჭკადუა

🔴 „ქორწილში კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მხარზე მიჩქმიტა“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 „თმაში მწვდა და ჩოგანს მირტყამდა, ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა“ - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

🔴 „ნიკოლოზი ჩემი დასჯის მიზნით საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი“ - ნეკა დოროყაშვილი

🔴 ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა, მეძახდა ვირთხას, რწყილს - ნეკა დოროყაშვილი