მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გორის ჰოსპიტალში მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი რამდენიმე თვეა, გაფუჭებულია“ - ნიკა ოქრიაშვილი

ჯანდაცვის ექსპერტი ნიკა ოქრიაშვილი

ჯანდაცვის ექსპერტი ნიკა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში შესაძლო გადაყვანის შესახებ წერს. 

მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი გაფუჭებულია.

„ჩემი ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებული MRI - მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი რამდენიმე თვეა, გაფუჭებულია და არ მუშაობს“, - წერს ნიკა ოქრიაშვილი.

ინფორმაციისთვის, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი