მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შექმნილ სიტუაციაში სჯობს, სააკაშვილი გადაიყვანოთ საზღვარგარეთ“ - გიორგი ფხაკაძე

„აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ წერს. 

მისი თქმით, ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში ექსპრეზიდენტი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. 

„გააკეთეთ ისე, რომ საქართველოში ყველა საავადმყოფო/პოლიკლინიკა/ამბულატორია (სახელმწიფო თუ კერძო, ციხის საავადმყოფოს ჩათვლით), რომელზეც სახელმწიფო ლიცენზიაა გაცემული, შეესაბამებოდეს მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს და ყველა პაციენტის მკურნალობა უმაღლეს დონეზე იყოს შესაძლებელი.

საქართველოში, სამწუხაროდ, ყველა პაციენტს ვერ მართავენ და იმიტომ არის, რომ მივდივართ ან თურქეთში ,ან ევროპაში ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ. 

გთხოვთ, გახსოვდეთ, კოვიდი არსად წასულა და ამჟამად განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. კოვიდის დელტა ვარიანტი არის უფრო ვერაგი და უფრო სასიკვდილო, განსაკუთრებით ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ, (შიმშილობის და სტრესის ფონზე). 100% პირბადის ტარება პაციენტებს და ყველას, ვისაც აქვს მათთან კონტაქტი და ასევე 100%-იანი აცრა ფაიზერით.

ხარისხიანი ჯანდაცვა - ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება. 

ადამიანის სიცოცხლე არის უმთავრესი, ვინც არ უნდა იყოს ის. 

სანამ ყველა საავადმყოფო ასეთი სტანდარტების არ გაქვთ, გადაიყვანეთ. 

შექმნილ სიტუაციაში სჯობს, გადაიყვანოთ საზღვარგარეთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი