მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია საქართველოს პირობებში მოხდება - ოთარ თოიძე

ნევროლოგი ოთარ თოიძე

ექიმი ნევროლოგი ოთარ თოიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილი იმ მედიკამენტებს იღებს, რომელიც მას ამ ეტაპზე არ სჭირდება. 

ექიმის თქმით, არ არის იმის მოლოდინი, რომ საქართველოში სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია მოხდება. 

თოიძე ამბობს, რომ სააკაშვილის მოთხოვნა უცხოეთში გადაყვანის თაობაზე ძალაში რჩება. 

„ეს არის დროებითი ღონისძიება, ვინაიდან მისი ძირითადი მოთხოვნა უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ძალაშია. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პირობებში მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია ან რომელიმე დაავადების დაძლევა. 

ახლა არის პალეატიური ღონისძიება, რომ დასტაბილურდეს მისი ჰომეოსტაზი ანუ ნორმაში მოვიყვანოთ მისი სასიცოცხლო ფუნქციები. იგი იღებს პრეპარატებს, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის აღარ არის საჭირო. მას სჭირდება პრეპარატები, რომელიც მისთვის დანიშნული არ არის“, - აცხადებს „მთავართან“ საუბარში ოთარ თოიძე. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴 მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით 5 პირობას აყენებს

🔴 ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 „ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში“ - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

🔴 საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? - თალაკვაძე სააკაშვილზე