მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვის რამდენი შესწირეს - პარტიების შემოწირულებები წინასაარჩევნოდ

პარტიების შეწირულებები

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები იმართება, შესაბამისად პარტიების შემოწირულებებიც იმატებს.

რა არის საარჩევნო შემოწირულება - საარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური და shemotsiruloba_o_h.jpegიურიდიული პირები ფულად სახსრებს რიცხავენ, აგრეთვე საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ უსასყიდლოდ მიიღონ მატერიალური ფასეულობა და მომსახურება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ ფიზიკური პირისგან ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულობები არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან - 120 000 ლარს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შექმნილია ვებპლატფორმა, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.

2020 წლის მაჩვენებლით, ყველაზე ბევრი შემოწირულება მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს

kartuli-otsneba_o_h.jpeg


⭕ შეწირული თანხის ჯამი - 15 041 226 ლარი

⭕ შემოწირულებების რაოდენობა - 643

⭕ ერთდორულად ყველაზე მეტი შეწირული თანხა - 60 000 ლარი

⭕ ყველაზე მცირე - 20 ლარი

ოპოზიციურ პარტიებს შორის, შემოწირული თანხის რაოდენობის მიხედვით „ლელო“ ლიდერობს

lelo_o_h.jpeg


⭕ 2020 წელს შეწირული თანხის ჯამი - 4 297 144 ლარი

⭕ შემოწირულებების რაოდენობა - 188

⭕ ერთდროულად ყველაზე მეტი შეწირული თანხა - 120 000 ლარი

⭕ ყველაზე მცირე - 100 ლარი

2020 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებები

giorgi-vashadze_o_h.jpeg


⭕ შეწირული თანხის ჯამი - 2 248 198 ლარი

⭕ შემოწირულებების რაოდენობა - 346

⭕ ერთდროულად ყველაზე მეტი შეწირული თანხა - 60 000 ლარი

⭕ ყველაზე მცირე - 1 ლარი

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2024 წლის და 2028 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვისაც დაიწყო „მომზადება“.

2024 წლისთვის ენმ-ს ამ ეტაპზე 1 შემომწირველი ჰყავს. შეწირული თანხის რაოდენობა 1 976 ლარს შეადგენს.

2028 წლისთვის შეწირული თანხის რაოდენობა 200 ლარია.

„ევროპული საქართველო“

evropuli-sakartvelo_o_h.jpeg


⭕ 2020 წელს შეწირული თანხის ჯამი - 2 195 175 ლარი

⭕ შემოწირულებების რაოდენობა - 271

⭕ ერთდროულად ყველაზე მეტი შეწირული თანხა - 70 000 ლარი

⭕ ყველაზე მცირე - 2 ლარი

2020 წელს „პატრიოტთა ალიანსის“ შემოწირულებები

patriotta-aliansi_o_h.jpeg


⭕ შეწირული თანხის ჯამი - 1 827 635 ლარი

⭕ შემოწირულობების რაოდენობა - 58

⭕ ერთდროულად ყველაზე მეტი შეწირული თანხა- 60 000 ლარი

⭕ ყველაზე მცირე - 2 000 ლარი

2020 წელს „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემოწირულობები

giorgi-vashadze_o_h.jpeg

⭕ შეწირული თანხის ჯამი - 1 391 277 ლარი

⭕ შემოწირულებების რაოდენობა - 54

⭕ ერთდროულად ყველაზე მეტი შეწირული თანხა - 60 000 ლარი

⭕ ყველაზე მცირე - 300 ლარი

„ლეიბორისტული პარტია“

leiboristuli-partia_o_h.jpeg


⭕ 2020 წელს შეწირული თანხის ჯამი - 111 066 ლარი

⭕ შემოწირულებების რაოდენობა - 27

⭕ ერთდროულად ყველაზე მეტი შეწირული თანხა - 10 000 ლარი

⭕ ყველაზე მცირე - 80 ლარი

„გირჩი“

zura-japharidze_o_h.jpeg


აღნიშნული ვების მონაცემებით, 2020 წელს „გირჩს“ შემომწირველი არ ჰყავს, თუმცა, პარტიას საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით 119 467 ლარი შესწირეს.

მათი მიზანია 125 000 ლარის შეგროვება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს 120/30-ზე მოდელით ჩატარდება, რაც გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ, რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

🛑 მასწავლებლის ხელფასი - წინასაარჩევნო დაპირებები

🛑 პენსიის ზრდა - რას გვპირდებიან პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ

🛑 პოლიტიკოსების პროფესიები - რა განათლება აქვთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს?

🛑აფხაზეთი და სამაჩაბლო - რა გეგმები აქვთ პარტიებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?