მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ“ - ირაკლი ქადაგიშვილი

 მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ

„მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც და, რა თქმა უნდა, ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობაც. ისევე, როგორც ყველა ავტორიტარიზმი მოდის კეთილი სიტყვით, რეფორმებით და ამთავრებს სრული ძალაუფლებით, და ამ ძალაუფლების ტკბობით და მერე საშინელებებით, და მერე აი ამ „სტოკჰოლმის სინდრომით“ იმორჩილებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აი ეს სურათი გვაქვს ჩვენ დღეს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვერევით, ეს დასრულდება და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ამბავი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი როდესაც ამბობს, არ ზის თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დარბაზში და რატომ ლაპარაკობენ მასზეო, „ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორია „პოლიტიკური ინფანტილიზმი“.

„რას ჰქვია არ ზის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არსებობდეს, ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობდეს დემოკრატია, ყველაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ საქართველოში შექმნას რევოლუციური რეჟიმი და ის პოლიტიკოსები, რომლების ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, „მომავლისკენ მახედებლები“, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ, სწორედ ამ პოლიტიკური ინფანტილიზმის არიან დაავადებულები და მერე უკვირთ, რატომ არ არის მათ მხარეს ამომრჩეველი.

არ არის ისე მარტივად საქმე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. აი, ამ დარბაზში ვინც არ ზის, მან საქართველოს კონსტიტუცია, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რომ მოვიდა, აქცია სუპერპუტინისტურ კონსტიტუციად, და „ქართულმა ოცნებამ“ ის საქმე გააკეთა, რომ ჩვენ საუკეთესო ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია გვაქვს, დღეს სასამართლო გვაქვს, გვქონდა კი პროკურატურის ნოტარიუსი, საგნობრივად თქვით, რომელი კანონია მისაღების სასამართლოს მუშაობის გასაუმჯობესებლად, არ გვინდა ეს სიმბოლოები - მურუსიძე. უამრავი სიმბოლო გაქვთ შექმნილი, მოკლული, ნაწამები, იმ სიმბოლოებით შეირცხვინეთ ჯერ თავი, ვიდრე ჩვენ რამეს წამოგვაძახებთ.

ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი მეგობრები, კოლეგები ლობისტები და ა. შ. ხშირად გვეუბნებიან, რომ ის რომ ამ დარბაზში არ ზის „ნაციონალური მოძრაობა და მის ფეხს აყოლილი სხვა ოპოზიცია, არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად უნდა კრემლს. დღესაც გვეუბნებიან, ის რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, ყველაზე მეტად ახარებს კრემლს. ცოტა ღრმა ანალიზი გავაკეთოთ, რატომ მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ისე, რომ შედეგი ახარებს კრემლს.

2008 წელს, 2020 წელს, 2021 წელს. რატომ არის ამ ადამიანის ყველა ქმედება საბოლოო ჯამში კრემლის სიხარული და მიხვდით ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც და, რა თქმა უნდა, ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობაც. ისევე, როგორც ყველა ავტორიტარიზმი მოდის კეთილი სიტყვით, რეფორმებით და ამთავრებს სრული ძალაუფლებით, და ამ ძალაუფლების ტკბობით და მერე საშინელებებით, და მერე აი ამ „სტოკჰოლმის სინდრომით“ იმორჩილებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აი ეს სურათი გვაქვს ჩვენ დღეს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვერევით, ეს დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის

🔴 „სააკაშვილი არ ჩაბარებულა, შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს“ - მიხეილ ყაველაშვილი

🔴„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

🔴„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო