მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი

„მინდა მივმართო ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს, რომელთანაც შეხვედრა გვინდა. ეს შეხვედრა კარგი იქნებოდა დელეგაციის სახით. ეს მხოლოდ ჭირისუფლური საუბარი იქნება და ვფიქრობ, მათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეობა მართებთ, რადგან საქართველოს არის ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიღაც არ ჩამოდის, „ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი“.

თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს დაიჭერენ, მოძრაობა „სააკაშვილის დასაბრუნებლად“ კვლავ გააგრძელებს ბრძოლას.

„მისი დაჭერის შემთხვევაში, პირადად გარანტიას გაძლევთ მოძრაობა „სააკაშვილის დასაბრუნებლად“ კვლავ გააგრძელებს ბრძოლას უმწვავესად, მოსვენებას არ მოგცემთ კანონის და სამართლის ფარგლებში.

ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი, ეს თქვენც გჭირდებათ, იფიქრეთ სამომავლოდ, არ გაქვთ კარგი საქმეები ქვეყანაში გაკეთებული. ჩემი წინადადებაა, მშვიდობიანად მივცეთ საშუალება, დაჯდეს თვითმფრინავი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჭიდაობას და დატაკებას არავინ არ აპირებს“ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე (ვიდეო)

✅„ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ შევირცხვინოთ, არ გავასამართლებინოთ“ - თაკო ჩარკვიანი

✅„ე.წ. ოპოზიცია რომ არ შემხტარიყო პარლამენტში, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებული იქნებოდა“ - ირმა ინაშვილი (ვიდეო)