მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში ქაოსი და გზების ბლოკირება იგეგმება - სუსი (ვიდეო)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში ქაოსი და გზების ბლოკირება იგეგმება“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც სუსში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

მათივე განცხადებით, საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით დაიბარეს გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიკითხებიან სასამართლოში.

„გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების მისასვლელი სხვადასხვა საავტომობილო გზების საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს.

მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

მსგავსს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმაც, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიკითხებიან სასამართლოში.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შეიძლება მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად), რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი“, - განაცხადეს სუსში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე:

🔴 „სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ არჩევნებისთვის მომხრეების მობილიზება სურდა“ - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „დასავლეთს დღეს სააკაშვილისთვის არ სცალია“ - ვადიმ კარასევი

🔴 სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო პატიმრობიდან

🔴 „დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს“ - მიხეილ სააკაშვილი