მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასავლეთს დღეს სააკაშვილისთვის არ სცალია“ - ვადიმ კარასევი

ვადიმ კარასევი

„დასავლეთს დღეს სააკაშვილისთვის არ სცალია. არავინ ყვირის „გაათავისუფლეთ სინდისის პატიმარი სააკაშვილი!“ - ამის შესახებ უკრაინის ტელეკომპანია „ნაშ“-ის ეთერში უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვადიმ კარასევმა განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებას დღეს არავინ არ აწვება. არავინ არ ეუბნება - „გაათავისუფლეთ სააკაშვილი“, როგორც ეს იქნებოდა დაახლოებით 5 წლის წინ. ეტყოდნენ „გაათავისუფლეთ სააკაშვილი, ის სინდისის პატიმარია! და აი, რატომ არ ამბობენ ამას. დასავლეთს მიშასთვის და საქართველოსთვის არ სცალია, არ სცალია იმისთვის, რომ ერთიანი ფრონტით - მედიამ, უფლებადამცველებმა, ხელისუფლებებმა, საელჩოებმა მოითხოვონ სააკაშვილის გათავისუფლება“, - განაცხადა ვადიმ კარასევმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე:

🔴 სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო პატიმრობიდან

🔴 „დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴 სააკაშვილმა სცადა, თავი წარმოეჩინა, თითქოს პატრიარქის ძალიან დიდი დამცველია, კაცი, პირდაპირ ებრძოდა ეკლესიებს, მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეკლესიებს და მონასტრებს აღადგენდა - ირაკლი ღარიბაშვილი