მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ არჩევნებისთვის მომხრეების მობილიზება სურდა“ - უკრაინელი ექსპერტი

უკრაინელი ექსპერტი იაროსლავ ბოჟკო

„სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება და არჩევნებამდე მას უკრაინას არავინ გადასცემს“, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში იაროსლავ ბოჟკომ უკრაინის „მე-4 არხის“ ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილის გადაცემა უკრაინისთვის დღევანდელ სიტუაციაში არარეალურია. ის ამჟამად შიმშილობს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე ემუქრება, მაგრამ დიდი ალბათობით სააკაშვილს უკრაინას არჩევნებამდე არავინ გადასცემს.

სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ როდესაც საქართველოში მიდიოდა, მას იქ დააკავებენ, მაგრამ მას სურდა მომხრეების მობილიზება არჩევნებისთვის. არსებობს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სააკაშვილს ორ საქმეზე სასჯელი მისჯილი აქვს, ასე რომ ეს საკითხი მალე ვერ მოგვარდება და სავარაუდოდ არ მოგვარდება არჩევნებამდე“, - აცხადებს ბოჟკო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე:

🔴 „დასავლეთს დღეს სააკაშვილისთვის არ სცალია“ - ვადიმ კარასევი

🔴 სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო პატიმრობიდან

🔴 „დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴 სააკაშვილმა სცადა, თავი წარმოეჩინა, თითქოს პატრიარქის ძალიან დიდი დამცველია, კაცი, პირდაპირ ებრძოდა ეკლესიებს, მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეკლესიებს და მონასტრებს აღადგენდა - ირაკლი ღარიბაშვილი