მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციხეში სააკაშვილის სანახავად უკრაინის სახალხო დამცველი მივიდა

უკრაინის სახალხო დამცველი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. იგი ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, უკრაინა სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებრივ მდგომარეობას გაეცნობა, რათა ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგას.

„გვქონდა საშუალება მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ, რომ მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა დავრწმუნდე, რომ მას საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს.

ჩემი მიზანია გავარკვიო რამდენად არის დაცული მისი უფლებები აქ. გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც ქვეყანაში არ შემოუშვეს. გავარკვევთ, რამდენად არგუმენტირებული იყო ეს. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო ბატონ მიხეილს რა უნდა, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა ლუდმილა დენისოვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

👉 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

👉 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

👉 სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან - სააკაშვილის ადვოკატი

👉 „გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ვაცხადებ“ - სააკაშვილი

👉 „პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება“ - ნიკა გვარამია