მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერობის კანდიდატების დებატები, შემზარავი მკვლელობა მარნეულში, ტრიუდოს პარტიის გამარჯვება - 21 სექტემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ნარკომანობა, მოღალატეობა, სააკაშვილთან კავშირი, იზიარებ ამ ბრალდებებს?“ - გიორგი გახარია კახა კალაძეს

საქართველოს პირველ არხზე მიმდინარე დებატებში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მოქმედ მერს კახა კალაძეს კითხვით მიმართა, იზიარებს თუ არა საკუთარი გუნდის წევრების ბრალდებებს, რომელიც მის მიმართ გაჟღერდა.

კერძოდ გიორგი გახარიამ კალაძეს ჰკითხა, იზიარებს თუ არა „ნარკომანობის, მოღალატეობისა და „სააკაშვილთან კავშირის შესახებ ბრალდებებს“.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, რომ არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე.

ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როცა კითხვა გახარიას ეხება. მე პირველ რიგში ვარ კაცი და შემდეგ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ ვაპირებ ამ დისკუსიაში შემოსვლას, ყველაფერი თბილისელებმა გადაწყვიტონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერის კითხვის საპასუხოდ.

⏩ ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

⏩ „მმართველი პარტია მთელ საარჩევნო კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობას უძღვნის, რადგან მოსახლეობისთვის არაფერი აქვს სათქმელი“ - ანა დოლიძე

⏩ „ქოც-ნაცური იწილო-ბიწილო არ დამთავრდება, ორივე პარტია მოსკოვიდან ზარებით იმართება“ - გიორგი ქუთათელაძე

დღის პერსონა
კანადაში ტრიუდოს პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვა

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ 20 სექტემბერს გამართულ რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია - მან საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ტრიუდოს საპარლამენტო უმცირესობის მთავრობის ფორმირება მოუწევს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ლიბერალურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 31,8% მიიღო. ამ დროისთვის ბიულეტენების 85%-ია დამუშავებული, მაგრამ საბოლოო შედეგებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

საპარლამენტო უმცირესობის მთავრობის პირობებში ლიბერალებს კვლავ მოუწევს კვებეკის ბლოკის და ახალი დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც ოპოზიციური პარტიები არიან, მაგრამ ტრიუდო რთულ სიტუაციაში არაერთხელ გადაურჩენიათ. კერძოდ, მათ კონსერვატიული პარტიის მიერ ინიცირებული მთავრობის მიმართ უნდობლობის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კანადის პარლამენტში არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ლიბერალურ პარტიას სხვადასხვა კენჭისყრის დროს მოუწევს ხან კვებეკის ბლოკის, ხან ახალი დემოკრატების მხარდაჭერის მოპოვება. საქმე ისაა, რომ კანადის პარლამენტში კოალიციების შექმნის ტრადიცია არ არსებობს. ეს მხოლოდ ერთხელ. 1917-1920 წლებში მოხდა, როდესაც კოალიცია ლიბერალებმა და კონსერვატორებმა შექმნეს.

კანადაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წელს უნდა ჩატარებულიყო. იმის გამო, რომ ჯასტინ ტრიუდოს პარლამენტში მხოლოდ 155 მანდატი ჰქონდა, ის გარკვეულ კანონებს ვერ იღებდა. ამის გამო 15 აგვისტოს ტრიუდომ პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ტრიუდოს იმედი ჰქონდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების ტალღაზე ის გამარჯვებას მიაღწევდა და უმრავლესობის მთავრობას შექმნიდა, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიშალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ბრაზილიის პრეზიდენტი აუცრელობის გამო ნიუ-იორკის რესტორანში არ შეუშვეს

🔴 მაიამისა და ჰელსინკის აეროპორტებში კოვიდინფექციის გამოსავლენად ძაღლებს იყენებენ

დღის ფრაზები

მიხეილ სააკაშვილი:

„არ გიტყდებათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის?“

ირაკლი კობახიძე:

რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია

ივანე ჩხაიძე:

„ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს სერიოზული სიგნალია“

ალექსანდრე ცისკარიძე:

„ყნოსვის და გემოვნების მოშლა დელტა შტამისთვის ნაკლებად დამახასიათებელია“

დღის კარგი ამბავი
23 სექტემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება

დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს;

მარშრუტ N106-ს მიკროავტობუსი N406 ჩაანაცვლებს, რომელიც მგზავრებს ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება

მარშრუტი N19 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N407-ით და შოთა ნადირაშვილის ქუჩიდან („დირსი“) მეველეს ქუჩამდე გადაადგილდება;

მარშრუტი N217 ჩანაცვლდება N417-ით და მგზვრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგიწმინდას დასახლებამდე (დ. აღმაშენებლის ქ. N100-ს მიმდებარედ) მიიყვანს;

მარშრუტი N18 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N418 და გადასასვლელი ხიდიდან მერი შერვაშიძის ქუჩამდე (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩის გადაკვეთა) იმოძრავებს.

გარდა ამისა, N22 მარშრუტი N422 მიკროავტობუსით ჩანაცვლდება და მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელიდან ნესტან დარეჯანის ქუჩამდე (N40-ს მიმდებარედ) მოემსახურება;

მიკროავტობუსი N435 ჩაანაცვლებს N35 ავტობუსს და გადასასვლელი ხიდიდან დავით იოსელიანის ქუჩამდე (კორპუსი N205-ის მიდებარედ) გადაადგილდება.

დღის ცუდი ამბავი
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი მცირედით გამყარდა და ღირებულებამ 3.1163 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1099 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.64 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6570 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.41 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 22 სექტემბრიდან შევა ძალაში.

დღის უცხოური ამბავი
ბრაზილიის პრეზიდენტი აუცრელობის გამო ნიუ-იორკის რესტორანში არ შეუშვეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ნიუ-იორკის რესტორანში არ შეუშვეს და მას პიცის ჭამა ქუჩაში მოუწია. ამის მიზეზი გახდა ის რომ ბრაზილიის ლიდერს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონია. ამის შესახებ nbcnewyork.com იუწყება.

ბოლსონარუ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. გაეროს შენობაში შესასვლელად მას ვაქცინაციის ცნობა არ სჭირდებოდა, მაგრამ ნიუ-იორკის კვების ობიექტებში შესასვლელად ის სავალდებულოა.

მას შემდეგ, რაც ბოლსონარუ რესტორანში არ შეუშვეს. მან პიცა მთავრობის წევრებთან ერთად ქუჩაში მიირთვა. შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში ბრაზილიის ტურიზმის მინისტრმა გილსონ მაჩადომ გაავრცელა.

ჟაირ ბოლსონარუ ცნობილი ანტივაქსერია. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა ბრაზილიაში 585 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაქცინაციას არ აპირებს და არც სხვას დაავალდებულებს. ამის გამო ბოლსონარუ სერიოზული კრიტიკის ქვეშ მოექცა. Covid 19-გან გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ევროპაში ჩინური სიგარეტის კონტრაბანდით იტალიური, მოლდავური და რუმინული მაფიაა დაკავებული - ევრონიუსი
🔴 აზერბაიჯანში ტაქსის მძღოლებს კოვიდ პასპორტს მოსთხოვენ

დღის ფოტო
მზის ამოსვლა

„ამოსვლითაც როგორ ლამაზად იცის მზემ თავის მოწონება ჩვენს ქვეყანაში,“ - წერს ფოტოს ავტორი გოგა ჩანადირი.

დღის ვიდეო
ხმაური და დაპირისპირებაა კვლავ ჭყონდიდის ეპარქიაში — დეკანოზი ტარიელ რუხაძე განკვეთილ სასულიერო პირებთან ქონების დასალუქად მონასტერში მივიდა