მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს სერიოზული სიგნალია“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1632226751
COVID-19

„ვაქცინაციის ამ მაჩვენებელზე შენარჩუნების შემთხვევაში, დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა, წლის ბოლოსთვის მოვახერხოთ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად ვაქცინაცია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ კოვიდვაქცინაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის, რაც მსოფლიოს წინაშე დგას და ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს ჩვენთვის სერიოზული სიგნალია, ვინაიდან ასეთი ტემპით ვაქცინირებულთა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნების შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა წლის ბოლოსთვის მოვახერხოთ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად ვაქცინაცია.

ამის უკან არ დგას ვაქცინების დეფიციტი, ამის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად პანდემიის მიმართ. ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის, რაც მსოფლიოს წინაშე დგას და ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ეს გამხდარიყო მარტივი არჩევანის საფუძველი. სერიოზული პრობლემა გვაქვს და გრძელდება ინფიცირებულთა რაოდენობის, ლეტალობის თვალსაზრისით. ამ მხრივ ერთადერთი გზა, რომ საქართველომ თავი დააღწიოს ყველაზე მძიმე გამოწვევას, ეს არის ვაქცინაცია.

ჯანმოს მიერ ავტორიზებული ოთხივე ვაქცინა არის საქართველოში დღეს შემოსული. აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ ამ სერიოზულ პრობლემასთან ბრძოლისთვის სხვა გზა გარდა ვაქცინაციისა, არ გაგვაჩნია. ყველა ის ქვეყანა, რომელმაც მიაღწია ვაქცინაციის 70%-იან ზღურბლს, თავისუფალია არჩევანში. ყველა შეზღუდვა მოხსნილია, ინფიცირებულთა რაოდენობა ერთეულია და გარდაცვლილთა რაოდენობა ნულის ტოლი. ჩვენი მიზანია ქვეყანას შესაძლებლობა მივცეთ იარსებოს და გააგრძელოს ცხოვრება“, - აღნიშნა ჩხაიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ამავე თემაზე:

🔴 „არასწორია მოსაზრება, რომ კორონავირუსი სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს“ - ივანე ჩხაიძე

🔴 „ავტორიტეტულია, თუმცა აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის“ - გოგინავა Washington Post-ის მიერ გავრცელებულ კვლევაზე