მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტერორისტული აქტები საქართველოს მიერ არის დაგეგმილი“ - ოკუპირებული აფხაზეთის „უსაფრთხოების სამსახური“ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

ოკუპირებული აფხაზეთის „უსაფრთხოება“ მოქალაქეებს აფრთხილებს

ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და გამოიჩინონ სიფხიზლე.

ამასთან, რუსული მედიასაშუალება წერს, რომ „არაოფიციალური ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტების ვინაობა იციან და ტერორისტული აქტები საქართველოს მიერ არის დაგეგმილი“.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ სამართალდამცავი ორგანოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

ქორწინების გარეშე სექსი ინდონეზიაში, სავარაუდოდ 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება

➖ ბოლო 24 საათში ლიკვიდირებულია 540 დამპყრობელი, ჯამში „კობზონის კონცერტზე“ უკრაინელებმა 91 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი გაგზავნეს

➖ დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ცოტა ხნის წინ საპირისპირო დავინახეთ - ენტონი ბლინკენი რუსეთზე

➖  პუტინთან ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კონტაქტს, იზოლაცია ყველაზე ცუდია - მაკრონი

➖ მაკრონი - პუტინმა ომის დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს

➖ ელენე ხოშტარია - ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო, მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: „არ ვიტყვი, არ დაუვალებიათ“

➖ ალა პუგაჩოვა უკრაინის დასახმარებლად საკუთარი სახლის დათვალიერების მსურველებისთვის ექსკურსიის ბილეთებს ყიდის (ფოტოები)