მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ უკრაინის მიმართ მაქსიმალურად ხისტად იმოქმედოს

ვლადიმერ ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ უკრაინის მიმართ მაქსიმალურად ხისტად იმოქმედოს. ამის შესახებ ria.ru იუწყება. 

ჟირინოვსკის სიტყვები რუსეთის დუმას მისმა თანაპარტიელმა ბორის ჩერნიშოვმა გადასცა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჟირინოვსკიმ უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა 

„ის რაც უკრაინაში ხდება, არის ტრაგედია, რომელზეც პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმს ეკისრება. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივებს და რუსეთის შეიარაღებული ძალები მოუწოდებენ. მოვუწოდებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ მათ საკუთარი ტერიტორიიდან ნატოს შეიარაღებული ძალები და ბაზები გაიყვანონ“, - გადმოსცა ჩერნიშოვმა ჟირინოვსკის სიტყვები.

თავად ჟირინოვსკი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან მკურნალობენ. 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

ამავე თემაზე:

📢  როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 კიევსა და ნიკოლაევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

📢  „ვლადიმერ პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება მარცხით უნდა დასრულდეს“ - ბორის ჯონსონი

📢  რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს

📢   უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია მიუღებლად მიგვაჩნია - ერდოღანი

📢  ზელენსკიმ რადაში საყოველთაო მობილიზაციის კანონპროექტი შეიტანა

📢 უკრაინელებმა კიდევ 3 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

📢  უკრაინელებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

📢  „გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა - ეს ომი უფრო დიდ გაღატაკებას გამოიწვევს“ - ალექსეი ნავალნი სასამართლო სხდომაზე

📢 როგორ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)