მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

რუსეთ უკრაინის ომი

რუსეთ-უკრაინის ომი - ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, რომელიც 2021 წლის ბოლოს გამწვავდა.

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკები“ აღიარა

24 თებერვალს პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს პუტინის შეჩერებას სთხოვს

11.10.2022 10:53 უკრაინის შეიარაღებული ძალები დასახლება სვატოვოს მიუახლოვდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს მიუახლოვდნენ. სამის შესახებ deepstatemap იუწყება. 

სვატოვოს აღებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მასზე გზა გადის რომლითაც დონბასში მყოფი რუსული დაჯგუფება რუსეთის ტერიტორიიდან მარაგდება. უკრაინული ძალები სვატოვოს რამდენიმე მხრიდან უახლოვდებიან.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ რუსებმა სვატოვოსთან კონტრშეტევის ორგანიზება სცადეს. „მაგრამ ღამით მათ ბაზაზე რაღაცა მოფრინდა და ყველა მოკვდა“ - განაცხადა არესტოვიჩმა.

ბოლო დიდი დასახლებული პუნქტი, რომელიც უკრაინის ძალებმა აიღეს, ქალაქი ლიმანი იყო, რომელიც ასევე ლუგანსკის ოლქში მდებარეობს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები მასშტაბურ შეტევას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ამზადებენ, მაგრამ მისი მიმართულება მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ეს, შესაძლოა იყოს დარტყმა ბერდიანსკის მიმართულებით ან ხერსონის ალყაში მოქცევის ოპერაციის დასრულება.

10.10.2022 11:25 რუსეთმა დღეს უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა

რუსეთმა 10 ოქტომბერს დილით უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

დაბომბვა კიევზე, დნეპრზე, ლვოვზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე და სხვა ქალებზე განხორციელდა. არიან დაღუპულები და დაჭრილები, რომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. 

კიევში, 2 ან 3 რაკეტა ჩამოვარდა. კიევში მეტროს მუშაობა შეჩერდა და იქ ბომბსაცავებია მოწყობილი. დედაქალაქში ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემაა და ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარაკეტო იერიში თვითმფრინავებით განხორციელდა. უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კრემლი ასე ცდილობს შური იძიოს ყირიმის ხიდის აფეთქებაზე, რომელიც 8 ოქტომბერს მოხდა. 

10.10.2022 10:17 რუსულმა ძალებმა კიევი დაბომბეს

10 ოქტომბერს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქი რაკეტებით დაბომბეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

საერთო ჯამში 3-4 აფეთქების ხმა გაისმა. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაწერა, აფეთქებები შევჩენკოვსკის რაიონში გაისმა.

„ერთ-ერთი რაკეტა ვლადიმირსკის ქუჩაზე, გრუშევსკის ძეგლის სიახლოვეს ჩავარდა. იქ მაშველები მუშაობენ“ - დაწერა ტელეგრამში უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონი გერაშენკომ. 

წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებულები. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის სხვა ქალაქებიც დაბომბეს, რისთვისაც მათ რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. 

10.10.2022 13:34 ლუკაშენკო და პუტინი ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ

რუსეთის და ბელარუსის ლიდერები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. 

„საკავშირო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარზე ვითარების გამწვავების გამო რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონული დაჯგუფების შექმნაზე შევთანხმდით. თუ საფრთხის დონე კრიტიკული გახდა, ჩვენ საკავშირო სახელმწიფოს დაჯგუფებას ავამოქმედებთ“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამ შეთანხმებას პუტინმა და ლუკაშენკომ პეტერბურგში, დსთ-ს არაფორმალურ სამიტის ფარგლებში ტეტ-ა ტეტ შეხვედრაზე მიაღწიეს. ლუკაშენკოს თქმით, მან ყველა აუცილებელი განკარგულება გასცა და დაჯგუფების ფორმირება უკვე დაწყებულია. 

ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსს კვლავ ემუქრება დარტყმები უკრაინის ტერიტორიიდან და ამის შესახებ ის ოფიციალური არხებით გააფრთხილეს. 

07.10.2022 16:16 რუსეთის კალუგის ოლქში აეროდრომზე უკრაინული დრონი აფეთქდა

კალუგის ოლქში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა, რომელიც „უკრაინის ტერიტორიიდან მოფრინდა“. ინფორმაცია კალუგის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადისლავ შაპშამ გაავრცელა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

„კალუგის ოლქის შაიკოვკას სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა. ის, სავარაუდოდ უკრაინის საზღვრის მხრიდან მოფრინდა“ - დაწერა შაპშამ ტელეგრამ-არხზე.

მისივე ინფორმაციით აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ტექნიკას და აეროდრომის ინფრასტრუქტურას ზარალი არ მიადგა. ამჟამად ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

შაიკოვკას აეროდრომი კალუგის ოლქის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვრიდან 200 კმ-ში მდებარეობს მდებარეობს. იქ მძიმე ბომბდამშენების პოლკია განთავსებული.

თავად კალუგის ოლქი მოსკოვის ოლქს ესაზღვრება.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინაში კამიკაძე-დრონების გამოყენება აქტიურად დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რაკეტების სერიოზული დეფიციტია. რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს, თუმცა თეირანმა რუსეთისთვის საბრძოლო საფრენი აპარატების გადაცემა რამდენჯერმე უარყო. 

05.10.2022 11:24 რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე შეტევა კამიკაძე დრონებით განახორციელეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქის დასახლება ბელაია ცერკოვი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს,. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

შეტევის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაშავდა ერთი ადამიანი.

„მტერმა ბელაია ცერკოვი კამიკაძე დრონებით Shahed-136 დაბომბა. საერთო ჯამში 6 აფეთქება დაფიქსირდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა ერთი ადამიანი“ - განაცხადა კიევის ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა ალექსეი კულებამ.

ცნობისთვის, აგვისტოში უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს 1000-მდე საბრძოლო უპილოტო აპარატი გადასცა. კიევმა საპასუხოდ უკრაინაში ირანის საელჩოს პერსონალი შეამცირა. თეირანი რუსეთისთვის საბრძოლო დრონების გადაცემის ფაქტს დღემდე უარყოფს. 

01.10.2022 17:42 უკრაინის ძალები ლიმანში შევიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში შევიდნენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. 

პრო-კრემლის ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქი დატოვეს. ოფიციალურად ამ ინფორმაციას არც რუსეთის, არც უკრაინის სამხედრო სარდლობა არ ადასტურებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანში რუსების 5.5 ათასიანი დაჯგუფება ალყაში მოაქციეს. მათი ბედი ასევე უცნობია.

ლიმანი დონეცკის ოლქში შედის, რომელიც 30 სექტემბერს, პუტინის ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსია მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა. 

19.09.2022 13:48 რუსებმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაბომბეს - რაკეტა რეაქტორიდან 300 მ-ში აფეთქდა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ნიკოლაევის ოლქში მდებარე სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაბომბეს. რაკეტა ატომური რეაქტორიდან 300 მ-ში აფეთქდა. ამის შესახებ „უკრინფომი“ იუწყება. 

აფეთქების შედეგად სადგურში მინები ჩაიმსხვრა. გაითიშა ატომური სადგურის გვერდით მდებარე ალექსანდროვის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატი და მაღალი ძაბვის სამი ელექტროგადამცემი ხაზი.

საბედნიეროდ, სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად ატომური სადგურის სამი ენერგობლოკი ნორმალურად მუშაობს. „ენერგოატომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი „ბირთვული ტერორიზმის აქტებს ახორციელებდა, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება“.

„უკრინფორმის“ ცნობით, სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურის სიახლოვეს რაკეტები ადრეც ჩამოვარდნილა. უკრაინა მსგავსი ობიექტების, მათ შორის ზაპოროჟიეს სადგურის სრულ დემილიტარიზაციას მოითხოვს. 

16.09.2022 11:48 რუსეთმა უკრაინას უკვე 3800 რაკეტა ესროლა - ზელენსკი

ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიას 3800 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ესროლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

„სახელმწიფო-ტერორისტმა ჩვენს წინააღმდეგ  სხვადასხვა ტიპის 3800 რაკეტა გამოიყენა. მაგრამ არც ერთმა რაკეტამ რუსეთი მის მიერ დასახულ მიზანს არ დააახლოვა“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას ვერ დაიმონებს და თითოეული რაკეტა რუსეთის სულ უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციას იწვევს, რაც, თავის მხრივ, მის ეკონომიკურ დეგრადაციას და განვითარების შეფერხებას იწვევს.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც დამარხულ ადამიანთა ნაწილი, წინასწარი ვერსიით, დახვრეტილია.

16.09.2022 10:19 ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს, მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ pravda.com.ua იუწყება. 

როგორც ხარკოვის ოლქის პოლიციის წარმომადგენელმა სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, სამარხში 440 ცხედარია და ისინი ცალ-ცალკე არიან დასაფლავებულები.

მისივე თქმით, ზოგიერთი ადამიანი დახვრეტილი იყო, სხვები კი საარტილერიო და ავიადარტყმებს შეეწირა. „ბევრი ცხედარი ჯერ ამოცნობილი არ არის და გარდაცვალების მიზეზს გამოძიების შედეგად დავადგენთ“- განაცხადა ბოლვინოვმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იზიუმის მახლობლად სხვა სამარხებიც არის აღმოჩენილი. 

12.09.2022 18:32 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 500 კვ/კმ გაათავისუფლეს

უკრაინის სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა ძალებმა ორ კვირაში 500 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის მიმართულების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში 1800 ოკუპანტია გათავისუფლებული. მისი თქმით, უკან დახევისას მოწიბნააღმდეგემ ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და ეს შეტევის ტემპს ანელებს.

„ზოგიერთ მიმართულებაზე 4-დან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ. დასახლებები ვისოკოპოლიე, ნოვოვოზნესენსკოე, ბელოგორკა, სუხოი სტავოკი და მიროლიუბოვლა მტრისგან გავათავისუფლეთ. მტერმა ტერიტორია დანაღმა, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ძალზე ფრთხილად უნდა იყოს.  მხოლოდ ორ კვირაში გავანადგურეთ 500 ერთეული ტექნიკა. აქედან 122 ტანკი, ორი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და 10 ფრთოსანი რაკეტა“, - განაცხადა გუმენიუკმა.

მისივე ინფორმაციით, რუსული ძალები საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს განაგრძობენ, მათ შორის ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20 ათასზე მეტი ოკუპანტი მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს, ვინაიდან მარცხენა ნაპირთან მათი დაკავშირება დღეს ხიდებით შეუძლებელია და ერთადერთი გზა - საპონტონო გადასასვლელია, რომელსაც უკრაინელები მუდმივად საარტილერიო ცეცხლს უშენენ. 

12.09.2022 14:01 „უკრაინამ დაიბრუნა დიდი ლონდონის სიდიდის მინიმუმ ორჯერ მეტი ტერიტორია“ - ბრიტანული დაზვერვა

„უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსეთმა, სავარაუდოდ, ბრძანა თავისი ჯარების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან“, - ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა წერს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ დაიბრუნა დიდი ლონდონის სიდიდის მინიმუმ ორჯერ მეტი ტერიტორია. უწყება, ასევე, აღნიშნავს, რომ სამხრეთით, ხერსონის მახლობლად, რუსეთს, სავარაუდოდ, უჭირს საკმარისი რეზერვების მიტანა ფრონტის ხაზზე მდინარე დნეპრის გავლით.

„უკვე შეზღუდული ნდობა, რომელიც განლაგებულ ჯარებს აქვთ რუსეთის მაღალჩინოსნების სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება“, - დასძინა დაზვერვამ.

12.09.2022 11:57 უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, 2023 წელსაც გაგრძელდება - ISW

უკრაინამ ომში გარდატეხას მიაღწია, მაგრამ მხოლოდ ერთი კონტრშეტევით მისი დასრულება შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“  ავრცელებს. 

ინსტიტუტის ცნობით, ფრონტის ხაზის შეცვლის და სტაბილიზაციის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი შეტევის განხორციელება მოუწევთ და ომი, სავარაუდოდ, 2023 წელსაც გაგრძელდება.  ამ დასკვნის მიხედვით, ოკუპანტები ახალ დაცვის ხაზებს გაამაგრებენ და გარკვეულ ადგილებში შეიძლება კონტრშეტევებიც განახორციელონ.

ISW-ის ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისში უკრაინელებმა კარგად განახორციელეს რუსების დეზინფორმაცია, როდესაც ხერსონზე შტურმისთვის მზადება აჩვენეს. შედეგად რუსებმა იქ დიდძალი შეიარაღება და ცოცხალი ახლა გადაისროლეს, უკრაინელებმა კი შეტევა სულ სხვა მხარეს, ხერსონიდან 1200 კმ-ში დაიწყეს. ასევე ინსტიტუტი იუწყება, რომ უკრაინის ძალები კარგად იყენებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარებს HIMARS-ებს და მის მსგავს სისტემებს.

ექსპერტების აზრით, ხარკოვის ოლქში განხორციელებული შეტევის შემდეგ უკრაინის ძალები შეძლებენ თავისი ტაქტიკა მოწინააღმდეგეს თავს მოახვიოს. მიუხედავად ამისა, კიდევ არაერთი სისხლისმღვრელი ბრძოლაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში 6-7 სექტემბერს დაიწყო. სულ რამდენიმე დღეში უკრაინის ძალები მდინარე ოსკოლამდე და რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ. მათ აიღეს ისეთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები, როგორებიცაა ბალაკლეია, იზიუმი, კუპიანსკი და ვოვჩანსკი. საერთო ჯამში კი 20-მდე დასახლება იყო გათავისუფლებული. 

12.09.2022 10:35 რუსული ძალების დაბომბვის შედეგად უკრაინის ორ ოლქს დენი მთლიანად არ მიეწოდება, სამს კი, ნაწილობრივ - ზელენსკი

რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად  უკრაინის ორ ოლქს ელექტრომომარაგება მთლიანად შეუწყდა, სამს კი - ნაწილობრივ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

საერთო ჯამში 11 სექტემბერს საღამოს რუსეთმა უკრაინას 12 რაკეტა ესროლა. აქედან 9 უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ჩამოაგდო. 6 ფრთოსანი რაკეტა შავ ზღვაში მყოფმა ხომალდებმა ისროლეს და კიდევ 6 - სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა.

„მიზანმიმართული დარტყმები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე არის რუსეთის მიერ ტერორიზმის გამოვლინება. მათ სურთ უკრაინის მოსახლეობა დენისა და გათბობის გარეშე დატოვონ. ეს არის ლაჩრული პასუხი ბრძოლის ველიდან მათი ჯარის გაქცევის გამო“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად მათ ხარკოვის ოლქის დიდი ნაწილი გაათავისუფლეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკუთრი მიწის გათავისუფლებას გააგრძელებენ და ხერსონის გათავისუფლების შემდეგ „ყირიმის ჯერიც მოვა“.

08.08.2022 14:20 უკრაინა საკუთარ საბრძოლო დრონებს გამოუშვებს

უკრაინაში ქარხანა აშენდება, რომელიც მოიერიშე დრონებს, Bayraktar-ებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

როგორც თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა განაცხადა, დრონების მწარმოებელმა თურქულმა კომპანია Baykar-მა უკვე შექმნა უკრაინაში კომპანია, შეიძინა მიწის ნაკვეთი და ქარხნის პროექტი შეიმუშავა.

„ქარხანა აშენდება. ერთი კვირის წინ მთავრობამ ქარხნის მშენებლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება დაამტკიცა და ის პარლამენტს რატიფიკაციისთვის გადასცა“ - განაცხადა ელჩმა.

ბოდნარმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინულ Bayraktar-ში ადგილობრივი დეტალები და მექანიზმები იქნება გამოყენებული, მათ შორის ძრავი, ბორბლები და სხვა ნაწილები. 

03.08.2022 10:52 რუსეთმა უკრაინას 108 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა

რუსეთმა უკრაინას 108 მლრდ აშშ დოლარის ზარალი მიაყენა. ამის შესახებ აღნიშნულია კიევის ეკონომიკის სკოლის ანგარიშში. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ინფრასტრუქტურის აღსადგენად სულ მცირე 185 მლრდ აშშ დოლარი იქნება აუცილებელი. ყველაზე დიდი ზარალი საცხოვრებელ სახლებს მიადგა - დაზიანებული ან დანგრეულია 129 ათასი სახლი. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 140 ათას დანგრეულ საცხოვრებელ სახლზე საუბრობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს, ის 31,6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთო ჯამში, კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს ან დააზიანეს 338 საწარმო, 43 ათასი ერთეული სოფლის მეურნეობის ტექნიკა, 1991 მაღაზია, 511 ადმინისტრაციული შენობა, 18 აეროპორტი, 105 ათასი მსუბუქი ავტომობილი, 764 საბავშვო ბაღი, 634 კულტურული დაწესებულება, 27 სავაჭრო ცენტრი და  ნავთობის 28 ბაზა.

ამასთანავე, უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალი გაცილებით დიდია და 600 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. 

03.08.2022 13:00 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ საღამოს 91 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რუსული რაკეტები ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 აგვისტოს 8-დან 7 რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. Forbes-ს შეფასებით Х-101-ის და სხვა ტიპის რაკეტების ფასი 91 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, საზენიტო ძალებმა ექვსი რაკეტა გაანადგურეს, ხოლო ერთი ავიაგამანადგურებელმა ააფეთქა. ერთი რაკეტა უკრაინულ საზენიტო კომპლექსს მოხვდა ლვოვის ოლქში.

„უნიანის“ ცნობით, რუსეთი ყოველდღე უკრაინის ომზე 400 მლნ აშშ დოლარს ხარჯავს. ყველაზე მეტი თანხა რაკეტებსა და ჭურვებზე იხარჯება. 

01.08.2022 17:52 უკრაინამ გერმანული სარაკეტო სისტემები მიიღო

უკრაინამ გერმანული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები, MARS II მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

„უკრაინამ მესამე ტიპის შორი მოქმედების სარაკეტო სისტემა გერმანული MARS II მიიღო. დიდი მადლობა გერმანიას და პირადად ჩემს კოლეგას კრისტინე ლამბრეხტს ამისთვის. ჩვენი არტილერისტები გერმანელ პარტნიორებს მადლობას უხდიან,“ - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ში.

კონკრეტულად რამდენი ერთეული MARS II მიიღო უკრაინამ, უცნობია. სარაკეტო სისტემების გარდა, გერმანიას უკრაინას სამი ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი  PzH 2000 გადასცა.

გასულ კვირას უკრაინამ გერმანიიდან სამი ერთეული თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard მიიღო. მანამდე გერმანია უკრაინას, ძირითადად, მსუბუქ შეიარაღებას გადასცემდა. 

01.08.2022 17:52 უკრაინამ გერმანული სარაკეტო სისტემები მიიღო

უკრაინამ გერმანული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები, MARS II მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

„უკრაინამ მესამე ტიპის შორი მოქმედების სარაკეტო სისტემა გერმანული MARS II მიიღო. დიდი მადლობა გერმანიას და პირადად ჩემს კოლეგას კრისტინე ლამბრეხტს ამისთვის. ჩვენი არტილერისტები გერმანელ პარტნიორებს მადლობას უხდიან,“ - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ში.

კონკრეტულად რამდენი ერთეული MARS II მიიღო უკრაინამ, უცნობია. სარაკეტო სისტემების გარდა, გერმანიას უკრაინას სამი ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი  PzH 2000 გადასცა.

გასულ კვირას უკრაინამ გერმანიიდან სამი ერთეული თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard მიიღო. მანამდე გერმანია უკრაინას, ძირითადად, მსუბუქ შეიარაღებას გადასცემდა. 

01.08.2022 14:50 უკრაინაში რუსეთი სამხედრო ობიექტებზე 60-ჯერ ხშირად სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს

უკრაინაში 5 თვის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთმა სამოქალაქო ობიექტები 6-ჯერ უფრო ხშირად დაბომბა, ვიდრე სამხედრო სამიზნეები. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების ნაციონალური საბჭო იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„ვლადიმერ პუტინის განცხადებების მიუხედავად, რომ რუსული ჯარი სამოქალაქო ობიექტებს ცეცხლს არ უხსნის, 5-თვიანი ომის დროს რუსეთმა სამოქალაქო ობიექტები სამხედრო მიზნებზე 60-ჯერ უფრო ხშირად დაბომბა.  ციფრებში ეს არის 17,3 ათასი დარტყმა სამოქალაქო ობიექტებზე და 300 სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. პირველ რიგში ოკუპანტები ფრონტის ხაზთან მდებარე ობიექტებს უხსნიან ცეცხლს. ამ დროისთვის დაზიანებულია ან განადგურებულია მარიუპოლის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ბუჩის, სევეროდონეცკის, და ლისიჩანსკის სამშენებლო ფონდის 50%. უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების რაოდენობა 3,5 მლნ-ს აღწევს. ეს ქვეყნის მოსახლეობის 8%-ია.

კერძოდ, რუსული ძალების შეტევის ობიექტები ხდება სამედიცინო, საგანმანათლებლო, კულტურის ობიექტები. მთელ ქვეყანაში დაზიანდა ან განადგურდა ჯანდაცვის 830 დაწესებულება, 2129 სასწავლო ობიექტი, ასევე კულტურის და არქიტექტურის 530 ობიექტი. 

01.08.2022 13:42 რუსეთი სამხრეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით ძალების გადასროლას ახორციელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო რუსეთი უკრაინის სამხრეთ ნაწილში დიდი რაოდენობით ძალების გადასროლას ახორციელებს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

საუბარია პირველ რიგში საჰაერო-სადესანტო ძალებზე, რომელთა გადასროლაც სამხრეთ უკრაინაში  ყირიმის გავლით ხდება. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ გაავრცელა.

„ისინი ძალების რაოდენობას ზრდიან და ჩვენი კონტრშეტევის მოსაგერიებლად ემზადებიან. შესაძლოა, თავისი შეტევაც დაიწყონ. სამხრეთ მიმართულება ხომ მათთვის საკვანძოა, პირველ რიგში ყირიმის გამო. ახლა რუსეთის ძალები ცდილობენ საკუთარი პოზიციების გამაგრებას, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და შესაბამის მიმართულებებზე აქტიურობას აძლიერებენ.“ - განაცხადა მან.

სკიბიცკის თქმით, რუსეთს ომში გამარჯვების სტრატეგიული შანსი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციამ დონბასიდან საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები გამოიყვანა და ისინი ოკუპირებულ ხერსონში გადაისროლა. ასევე მიმდინარეობს აღმოსავლეთ სამხედრო ოლქიდან ძალების გადასროლა, რომლებიც სლავიანსკზე შეტევისთვის გამოიყენებოდა და ბელგოროდის ოლქში რეზერვში იმყოფებოდა.

ყველა ამ მანევრის მიუხედავად, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევებს განაგრძობს, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით. 

01.08.2022 10:53 რუსები, სავარაუდოდ, ხარკოვზე შეტევას ამზადებენ - ISW

რუსეთის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ხარკოვზე შეტევას ამზადებენ. ამის შესახებ  ომის შესწავლის ინსტიტუტის, ISW-ს მიერ მომზადებულ დასკვნაშია აღნიშნული. ინფორმაციას Deutche Welle  ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსები ქმნიან პირობებს ხარკოვის ოლქზე ან ქალაქ ხარკოვზე შეტევისთვის და შეტევას აღმოსავლეთი მხრიდან შეეცდებიან. 

ISW-ს ცნობით, რუსული ძალები ბალაკლეის მახლობლად არსებულ პოზიციებს გამოიყენებენ, რათა შეტევა გააგრძელონ.  ამავდროულად ინსტიტუტი რუსების მიერ ხარკოვის ოლქის აღებას ძალზე არარეალურს უწოდებს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი უკრაინის მახლობლად კიდევ ერთ შეტევით დაჯგუფებას ქმნის, რათა აგვისტოში ახალი შეტევა წამოიწყოს. ISW-ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსულ ძალებს მხოლოდ ორი შეტევითი ოპერაციის განხორციელება შეუძლიათ - ერთი შეიძლება იყოს სევერსკის აღების მცდელობა და მეორე - ბახმუტის.

22.07.2022 15:48 „დონეცკის რესპუბლიკაში“ Google დაბლოკეს და ის ტერორიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულეს

დონეცკის ე.წ. რესპუბლიკაში Google დაბლოკეს, რადგანაც ის, ადგილობრივი სეპარატისტების თქმით, კანონის ჩარჩოებს გასცდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.  

როგორც დონეცკის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, Google  თავისი ამერიკელი კურატორების ბრძანებით ღიად ეწევა ტერორიზმის პროპაგანდას, განსაკუთრებით რუსებისა და დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, როგორც კი სამძებრო სისტემა კანონის ჩარჩოებს დაუბრუნდება, მის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება.

21 ივლისს Google ლუგანსკის რესპუბლიკაშიც დაბლოკეს, სადაც ის ასევე ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

გაზაფხულზე სეპარატისტულმა მთავრობებმა Instagram და Facebook დაბლოკეს. პარალელურად ხერსონის ოლქში ადგილობრივმა საოკუპაციო ადმინისტრაციამ Instagram, YouTube და Viber  დაბლოკა. 

15.07.2022 12:46 ნიკოლაევში რუსული დაბომბვის შედეგად ორი უნივერსიტეტის შენობა დაინგრა

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიშის შედეგად უნივერსიტეტის ორი შენობა დაინგრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ნიკოლაევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ერთ-ერთ შენობაზე სარაკეტო იერიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. „რუსეთმა-ტერორისტმა ნიკოლაევში ორი უნივერსიტეტი დაბომბა. მინიმუმ 10 რაკეტა გაისროლეს. ახლა ისინი ჩვენ განათლებას ანადგურებენ. მე ვთხოვ, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტმა რუსეთს გამოუცხადოს, რომ ის ტერორისტია“ - დაწერა ვიტალი კიმმა.

14 ივლისს რუსეთმა ქალაქი ვინიცა დაბომბა, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

 

 

 

 

14.07.2022 13:07 უკრაინა უკვე 9 მლნ-მა ადამიანმა დატოვა

რუსული აგრესიის დაწყებიდან უკრაინა უკვე 9 მლნ-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იუწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთში გადავიდა - 1,2 მლნ. გერმანიაში 900 ათასამდე უკრაინელი იმყოფება, 391 ათასი ჩეხეთში და 150-150 ათასი თურქეთსა და იტალიაში. ლტოლვილები ასევე იმყოფებიან მოლდოვაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთში 1,6 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. რუსული მედიის ცნობით, უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი 2 მლნ-ს აღწევს. ზუსტი რიცხვი უცნობია. ოფიციალური კიევის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთში უკრაინელები ძალით გადაჰყავთ, იქ პასპორტებს ართმევენ და ადამიანები მუდმივი მუქარის ქვეშ იმყოფებიან.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ევროპის 6 ქვეყანაში მყოფი ლტოლვილების მესამედი ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ორი მესამედი კი სამშობლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ იქ საბოლოოდ მშვიდობა დამყარდება. 

12.07.2022 15:15 უკრაინულ პორტებში ხორბლის გასატანად უცხოური გემები შევიდნენ

პირველად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკრაინის პორტებში 8 უცხოური გემი შევიდა, რომლებიც იქიდან უკრაინულ ხორბალს გაიტანენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ხორბალს დუნაი-შავი ზღვის არხით გაიტანენ. გემებს უსაფრთხოების მიზნით სამხედრო ხომალდები აცილებენ. კიევის ინფორმაციით, ხორბლის გატანა უკრაინიდან კუნძულ ზმეინიზე კონტროლის აღდგენის შედეგად გახდა შესაძლებელი.

როგორც გაეროში აცხადებენ, ხორბლის ექსპორტი დუნაი-შავი ზღვის არხით მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ღარიბ ქვეყნებში შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის.

უკრაინა რუსეთს ოკუპირებული რეგიონებიდან ხორბლის მოპარვაში ადანაშაულებს. ამისთვის ოკუპანტების ბერდიანსკის და მარიუპოლის პორტებს იყენებენ. მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს რუსულმა ძალებმა კუნძული ზმეინი დატოვეს, უკრაინამ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე კონტროლი აღადგინა და ახლა აქ გემების უსაფრთხო გადაადგილება გახდა შესაძლებელი. 

11.07.2022 18:11 უკრაინაში ომის დაწყებიდან 7200 უკრაინელი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაიკარგა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ომში 7200 უკრაინელი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

როგორც უკრაინის მთავრობის რწმუნებულმა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხში ოლეგ კოტენკომ განაცხადა, მათი უმრავლესობა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. „საუბარია არა მარტო უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე. არის ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები. მაგალითად, „აზოვის “პოლკი, რომლის წარმომადგენლებთან „აზოვსტალიდან“ გამოსვლის შემდეგ კავშირი გაწყდა. საერთო ჯამში 7200 პირზეა საუბარი“ - განაცხადა კოტენკომ. 

უკრაინაში ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქების აღებას ცდილობენ. პარალელურად დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული მხარე ძალებს აგროვებს და სამხრეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის ემზადება. 

04.07.2022 12:28 უკრაინული ძალები ხერსონიდან 1 კმ-ში დგანან – Economist

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონს მიუახლოვდნენ და ამჟამად ქალიდან 1 კმ-ში იმყოფებიან. ამის შესახებ „უნიანი“ გამოცემა The Economist-ზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც The Economist-ს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცნობეს, ქალაქისთვის ბრძოლა საკმაოდ მძიმე იქნება, რადგანაც არც ერთი მხარე დანებებას არ აპირებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, „მომდევნო ორი კვირა ძალზე საინტერესო იქნება, რადგანაც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის ორი მიმართულებით ემზადებიან. 

ამასთანავე, გამოცემის წყაროს ცნობით, ის რაც ახლა ხდება, სრულფასოვანი კონტრშეტევა არ არის. უკრაინის ძალების ძირითადი ყურადღება კვლავ აღმოსავლეთ მიმართულებაზეა გამახვილებული, სადაც მოწინააღმდეგე წინ მიიწევს. 3 ივნისს მათ ქალაქი ლისიჩანსკი დაიკავეს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინულ ძალებს კვლავ არ ჰყოფნით საარტილერიო ჭურვები და ცოცხალი  ძალა, ხოლო სიტუაციის რადიკალურ შეცვლა მხოლოდ დასავლური იარაღის საკმარისი რაოდენობის მიწოდება შეცვლის. ამჟამად სამხრეთ მიმართულებაზე უკრაინულ ძალებს მხოლოდ რამდენიმე, ერთეული М777-ის ჰაუბიცა გააჩნიათ. ასევე ვითარებას ისიც ართულებს, რომ რუსული ძალები მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს, ისე იყენებენ. 

02.07.2022 17:21 ლვოვში ბელარუსის მხრიდან შეტევისთვის ემზადებიან

ლვოვში ბელარუსის მხრიდან რუსული ძალების მიერ შესაძლოა შეტევისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

მისი თქმით, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე სიტუაცია არაპროგნოზირებადია. „ქალაქის ყველა რაიონში თავდაცვის შტაბი და ტერაბარონის მოხალისეთა ქვედანაყოფების დამატებითი მომზადება მოხდა. ჯერჯერობით ისინი სადღეღამისო მორიგეობაზე არ გადაგვყავს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს“ - განაცხადა მან. ლვოვის მერის თქმით, ასევე სარეზერვო მოხალისეთა ბატალიონების შექმნის საკითხიც განიხილება.

ცნობისთვის, ბელარუსმა ივნისის ბოლოს სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო, უკრაინაში არ გამორიცხავენ, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე ახალი შეტევა მზადდებოდეს. მეორე ვერსიაა, რომ რუსეთის შეტევის იმიტაციას ცდილობს, რათა უკრაინა იძულებული იყო ამ რაიონებში დამატებითი ძალები ჰყავდეს და სხვა მიმართულებებზე მათი გამოყენება ვერ შეძლოს.

30.06.2022 16:42 მარიუპოლთან რუსული სადესანტო გემი ნაღმზე აფეთქდა

რუსული სადესანტო გემი მარიუპოლთან ახლოს ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ usm.media იუწყება. 

1176 პროექტის მცირე სადესანტო გემი შავი ზღვის სამხედრო ფლოტში შედიოდა. ინფორმაციას გემის აფეთქების შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. 

ცნობისთვის, უკრაინულმა მხარემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუნძულ ზმეინიზე მორიგი საარტილერიო და სარაკეტო იერიშის შემდეგ რუსულმა ძალებმა იქიდან გარნიზონის დარჩენილი წევრები სასწრაფოდ გაიყვანა. 

30.06.2022 13:04 რუსული ძალები ზმეინის კუნძულიდან გაიქცნენ - უკრაინული მხარე

კუნძულ ზმეინიზე ბოლო იერიშის შემდეგ რუსი ოკუპანტები კუნძულიდან გაიქცნენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

როგორც ფეისბუკში უკრაინის ოპერატიული მეთაურობის „პივდენის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეტევა ღამით განხორციელდა. „კუნძულზე საცეცხლე დარტყმების შედეგად, რომელშიც არტილერია და სარაკეტო ძალები მონაწილეობდნენ, მოწინააღმდეგემ გარნიზონის დარჩენილი ნაწილის სასწრაფო ევაკუაცია განახორციელა ორი სწრაფმავალი კატარღის მეშვეობით“ - წერია ამ ინფორმაციაში. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ზმეინიზე ამჟამად ხანძარია და იქ აფეთქებები გრძელდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ზმეინიზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს1“ გაანადგურეს. განადგურებულია 40 ოკუპანტი და საბრძოლო ტექნიკა.

კუნძული ზმეინი რუსულმა ძალებმა ომის პირველ დღეებში დაიკავეს და იქიდან ოდესაზე სადესანტო ოპერაციის განხორციელებას ცდილობდნენ. უკრაინულმა ძალებმა კუნძულზე რამდენიმე სერიოზული დარტყმა განახორციელეს. ბრიტანული „ჰარპუნების“ და ამერიკული HIMARS-ების მიღების შემდეგ კუნძულზე შეტევები უფრო ინტენსიური გახდა.

25.06.2022 10:36 ბელარუსის მხრიდან უკრაინას 24 რაკეტა ესროლეს

ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას 24 რაკეტა ესროლეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, რაკეტები ქალაქ ჟიტომირთან მდებარე სამხედრო ნაწილებში და ქალაქის შემოგარენში ჩამოვარდა. 

„ქალაქ ჟიტომირში რაკეტები არ ჩამოვარდნილა. ღამით დაიბომბა სამხედრო ობიექტები. რაკეტები თვითმფრინავებიდან იყო გამოშვებული, ბელარუსის მხრიდან. საერთო ჯამში 24 რაკეტა გაისროლეს“ - დაწერა ფეისბუკში ჟიტომირის მერმა სერგეი სუხომლინმა.

თავის მხრივ ჟიტომირის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ განაცხადა, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბელარუსის მხრიდან სარაკეტო იერიშების საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია. 

24.06.2022 10:22 უკრაინული ჯარი სევეროდონეცკს ტოვებს

უკრაინის ჯარი სევეროდონეცკს ტოვებს, სადაც ბოლო 2 თვის განმავლობაში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

ქალაქი მთლიანად არის განადგურებული და იქ თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელება შეუძლებელი გახდა. სევეროდონეცკში სახლების 90% არის დანგრეული.

„აუცილებელი გახდა ჩვენი ბიჭების გამოყვანა. არ შეიძლება დავუშვათ, რომ ისინი ალყაში მოექცნენ“, - განაცხადა გაიდაიმ. მან დაადასტურა, რომ ჯარის გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„ჩვენმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, რომ უკან დაიხიონ და კარგად გამაგრებულ პოზიციებზე დადგნენ. იქიდან კი მოწინააღმდეგისთვის ზარალის მიყენება გააგრძელონ“, - აღნიშნა ლუგანსკის ადმინისტრაციის უფროსმა.

ექსპერტების აზრით, სევეროდონეცკის აღება რუსული ჯარის მიერ ომის მსვლელობაზე მნიშვნელოვნად არ აისახება. უკრაინის ძალებმა მთავარი ამოცანა შეასრულეს - მათ მტერს ქალაქისთვის ბრძოლაში მაქსიმალური ზიანი მიაყენეს და შესაბამისად სხვა მიმართულებით რუსების შეტევები შეუძლებელი აღმოჩნდა. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, ქალაქისთვის ბრძოლამ რუსული ძალების საერთო შეტევითი პოტენციალი შეამცირეს. თავდაპირველი  გეგმით, რომლის განხორციელება რუსულმა ძალებმა აპრილში დაიწყეს, ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას და განადგურებას გეგმავდნენ. ასევე, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ტერიტორიის დაკავება ჰქონდათ დაგეგმილი.

ამ გეგმის შესრულება რუსებმა მხოლოდ ნაწილობრივ შეძლეს. ანუ გარკვეული ტერიტორია მართლაც დაიკავეს, თუმცა მათ მთავარი ამოცანა ვერ შეასრულეს -  უკრაინის ძალების ალყაში მოქცევა და განადგურება ვერ შეძლეს. ამასთანავე, დამკვირვებლები იუწყებიან, რომ სევეროდონეცკისთვის და მიმდებარე ტერიტორიისთვის ბრძოლა ყველაზე სისხლიანი იყო მთელი ომის განმავლობაში და მასში ორივე მხრიდან ათასობით სამხედრო დაიღუპა.   

23.06.2022 19:58 კიევში ორი დივერსანტი დააკავეს

„უკრაინაში მტრის აგენტების ქსელი კვლავ მოქმედებს, კიევში კიდევ ორი დივერსანტი დააკავეს“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, 

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დივერსანტები სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და გზის მონაკვეთებს ფოტოებს უღებდნენ.

„კიევში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებიც დედაქალაქის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ფოტოებს იღებდნენ. თავდაცვის ძალები აგრძელებენ კოორდინირებულ მოქმედებას და მტრის აგენტების გამოვლენას“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. 

23.06.2022 18:33 რუს ოკუპანტებს ცხელი ზაფხული ელის, HIMARS უკვე უკრაინაშია - რეზნიკოვი

ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები  HIMARS-ები უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

"HIMARS უკრაინაშია. მადლობა ამერიკელ კოლეგას და მეგობარს ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის. ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება. და ბევრი მათთვის ეს ბოლო ზაფხული იქნება“ - განაცხადა რეზნიკოვმა

HIMARS ამერიკული ზალპური ცეცხლის სისტემაა, რომლის წარმოება 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობს.  მისი გამოყენება ხდება საარტილერიო სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების, ტრანსპორტის, ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად და ქვეითი ძალების საცეცხლე მხარდაჭერისთვის.

სისტემა მართვად და არამართვად რაკეტებს იყენებს, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კმ-ს აღწევს. კონკრეტულად რამდენი ასეთი სისტემა მიიღო უკრაინამ, არ საჯაროვდება. 

23.06.2022 10:11 „რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, მათ რესურსი ეწურებათ“ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მის არმიას რესურსები ეწურება, - ამის შესახებ ევროპული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის ძალები წინ მიიწევენ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, თუმცა ეს მათ სამხედროების და შეიარაღების დიდ დანაკარგად უჯდებათ.

„ჩვენი სამხედრო სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში რუსეთი შესაძლოა, მივიდეს იმ წერტილამდე, საიდანაც აღარ იქნება წინსვლა, რადგან მან თავისი რესურსები ამოწურა. მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დინამიკის უკუქცევაში. მე ამ არგუმენტს დავიცავ დიდი შვიდეული სამიტზე. უკრაინელებს აქვთ კონტრშეტევის წამოწყების პოზიციები“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. 

23.06.2022 12:09 დროა ვაჩვენოთ, მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით - პოდოლიაკი

„კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო უკრაინით დაიღლება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის თამაშები გარდაიქმნა ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილის საფრთხედ. კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით“. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი.

23.06.2022 15:03 კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს პერსპექტივა - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭებას გულისხმობს, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. 

რეზოლუციას მხარი 529-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 45, ხოლო 14-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპის საბჭოს, უკრაინასა და მოლდოვას დაყოვნების გარეშე მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პუნქტებს შეასრულებს. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების რეალიზაციისთვის“, დააჩქარონ რეფორმები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს.

23.06.2022 15:04 „ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისთვის ბრძოლა კულმინაციაში შევიდა“ - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ბრძოლა ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისთვის კულმინაციაში შევიდა.

„ეს ეტაპი სამხედრო თვალსაზრისით საშინლად გამოიყურება. ნებისმიერი მხარე, რომელიც ორი ბატალიონის არტილერიას გაგზავნის, ამ ბრძოლაში იმარჯვებს. ვნახოთ, ვინ გაგზავნის. ვის ჰყავს [ბატალიონები] - მხოლოდ ორივე მხარის სამხედრო მეთაურებმა იციან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

22.06.2022 12:06 უკრაინულმა დრონმა როსტოვის ოლქში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ააფეთქა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში უკრაინულმა დრონმა ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ფართობმა 50 კვადრატული მეტრი შეადგინა. დაბომბვის მომენტი ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო. 

ომის დაწყებიდან რუსული ძალები უკრაინის ნავთობის ინფრასტრუქტურას აქტიურად ბომბავენ. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესაბამისი პასუხის გაცემას დაჰპირდა. 

 

21.06.2022 20:46 რუსებმა ლუგანსკის ოლქში კიდევ ორი დასახლება დაიკავეს

„მტერმა ლუგანსკის ოლქში პოდლესნოესა და მირნაია დოლინას დასახლებები დაიპყრო“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება

გარდა ამისა, უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ ოკუპანტები შეტევას სხვა მიმართულებებითაც აგრძლებენ. 

„სევერსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს სასაზღვრო ტერიტორიების დანაღმვას, აგრეთვე ჩერნიგოვის ოლქის დასახლებების ნაღმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბვას.

ამავდროულად, სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებასა და თავდაცვაზეა ორიენტირებული.

ასევე, მტერს ნაწილობრივი წარმატება აქვს სოფელ გორსკოეს მიდამოში.

დაზუსტებულია, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ვისოკოეს მიმართულებით თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. 

21.06.2022 20:20 „ოკუპირებულ ხერსონს მივუახლოვდით, ოკუპანტებს ძალიან უჭირთ“ - უკრაინული მხარე

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სამხედროები ქვეყნის სამხრეთით წარმატებას აღწევენ. 

უკრაინის სამხრეთის უშიშროებისა და თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის ნატალია გუმენიუკის თქმით, უკრაინელები დროებით ოკუპირებულ ხერსონს მიუახლოვდნენ. 

„ჩვენი ჯარების მოქმედებები სამხრეთის მიმართულებით, ხერსონის მიმართულებით, საკმაოდ წარმატებულია, ოკუპანტებს ძალიან უჭირთ, ძალები უკვე დაიხარჯა თავდაცვის მეორე და მესამე ხაზის მოწყობაზე, ჩვენ წინ მივდივართ“, - განაცხადა გუმენიუკმა. 

გუმენიუკმა უკრაინელებს მოუწოდა, დაელოდონ სამხედროების ოფიციალურ ანგარიშებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელონ.  

21.06.2022 20:20 „ოკუპირებულ ხერსონს მივუახლოვდით, ოკუპანტებს ძალიან უჭირთ“ - უკრაინული მხარე

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სამხედროები ქვეყნის სამხრეთით წარმატებას აღწევენ. 

უკრაინის სამხრეთის უშიშროებისა და თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის ნატალია გუმენიუკის თქმით, უკრაინელები დროებით ოკუპირებულ ხერსონს მიუახლოვდნენ. 

„ჩვენი ჯარების მოქმედებები სამხრეთის მიმართულებით, ხერსონის მიმართულებით, საკმაოდ წარმატებულია, ოკუპანტებს ძალიან უჭირთ, ძალები უკვე დაიხარჯა თავდაცვის მეორე და მესამე ხაზის მოწყობაზე, ჩვენ წინ მივდივართ“, - განაცხადა გუმენიუკმა. 

გუმენიუკმა უკრაინელებს მოუწოდა, დაელოდონ სამხედროების ოფიციალურ ანგარიშებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელონ.  

17.06.2022 00:46 უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 26 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების ერთი შეტევა მოიგერიეს

განეიტრალდა 26 ოკუპანტი და განადგურდა 1 უპილოტო საფრენი აპარატი. 

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანეიტრალეს 26 რუსი სამხედრო მოსამსახურე, გაანადგურეს 1 ჯავშანტექნიკა და 1 იარაღის საწყობი.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

16.06.2022 10:07 უკრაინის წინააღმდეგობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფერხებს რუსეთის გეგმებს - ISW

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პროუკრაინული ქმედებები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფერხებს რუსეთის გეგმებს ანექსიისა და სრულმასშტაბიანი ადმინისტრაციული კონტროლის შესახებ, - ამის შესახებ ამერიკის ომის კვლევების ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დაჰპირდა 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის მოწინავე სარაკეტო სისტემებს, არტილერიასა და საბრძოლო მასალებს. ნატოს წევრებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების და შორი დისტანციის სისტემების მიწოდებას.

ISW ექსპერტების აზრით, სამხედრო დახმარების ეს რაუნდი ფასდაუდებელი იქნება უკრაინის ოპერაციების მხარდასაჭერად რუსული ჯარების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, თუმცა უკრაინას დასჭირდება მუდმივი მხარდაჭერა.

ამავდროულად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ჯარებმა შესაძლოა მოაწყონ „ცრუ დროშის“ შეტევა დონეცკის გარშემო პროუკრაინული განწყობის შესაკავებლად.

ასევე, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა განაგრძეს სახმელეთო იერიშები სევეროდონეცკში და მის გარშემო, მაგრამ 15 ივნისის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ აუღიათ აზოტის სამრეწველო ქარხანა და სრულად ვერ აკონტროლებდნენ ქალაქს.

16.06.2022 10:17 ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით გვიტევენ - ზალუჟნი

ლუგანსკის ოლქისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით შეტევას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთით კონცენტრირდნენ და თავიანთი ძირითადი დამრტყმელი ძალები განათავსეს.

„შეტევა მიმდინარეობს პოპასნაია-კამიშევახის, ლისიჩანსკის, პოპასნაია-ნიკოლაევკას, პოპასნაია-ბერესტოვოეს, ბოგოროდიჩნოე-სლავიანსკის, იზიუმ-სლავიანსკის, პოპასნაია - სვეტლოდარსკის, სევეროდონეცკი-ლისიჩანსკისა და ტოშკოვკა-კამიშევახას მიმართულებებით,“- აღნიშნა ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, ოკუპანტები, უკრაინული ჯარების განსადევნად, იყენებენ ავიაციას, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებსა და არტილერიას.

„სევეროდონეცკი არის საკვანძო წერტილი ლუგანსკის ოლქის თავდაცვის ოპერაციების სისტემაში. ქალაქი სხვაგვარად არ შეიძლება განიხილებოდეს“, - განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

16.06.2022 13:47 უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, პუტინი გააბრაზოს - CNN

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააბრაზოს. მოსკოვი უკვე იმუქრება, რომ ამ ნაბიჯს აგრესიის აქტად ჩათვლის, - ამის შესახებ უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„ადრე მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნატოში გაწევრიანების ტოლფასი იქნებოდა და ეს მათთვის მიუღებელი იყო“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

ამერიკული მედიის წარმომადგენლის თქმით,  ფინეთის, შვედეთის და უკრაინის ევროკავშირში მიღება, პუტინის აგრესიის აქტად აღიქმება.

ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის ნიშნავს იმას, რომ უკრაინა იქნება მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ბლოკის, ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის წევრი და ექნება ევროკავშირის სასამართლოების დაცვა და წვდომა ევროკავშირის ბიუჯეტზე.

16.06.2022 14:26 მარიუპოლში მასობრივ საფლავებში 20 000-22 000 ადამიანია დაკრძალული - უკრაინული მხარე

„მარიუპოლში მასობრივ საფლავებში 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული,“ - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 20 000-22 000 ადამიანია დღეს  დაკრძალულია მასობრივ საფლავებში. უცნობია კიდევ რამდენია ნანგრევების ქვეშ მოყოლილი“, - აცხადებს ანდრიუშჩენკო.

მისივე თქმით, არცერთ აგრესორს არ აწუხებს ის, რაც ჩაიდინეს. 

„მოდით, გულწრფელად ვიყოთ, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მასობრივ საფლავებში არის დაკრძალული“, - აცხადებს ანდრიუშჩენკო.

მანვე დასძინა, რომ მარიუპოლში არ არსებობს მედიკამენტები, აღჭურვილობა და მოქალაქეებს ვერ უწევენ სამედიცინო დახმარებას.

16.06.2022 14:39 ჩვენ გავათავისუფლებთ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმსაც - ოლექსი რეზნიკოვი

„შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების მიერ გადაცემული იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის ყირიმი“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. 

„ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს, ყველას, ყირიმის ჩათვლით. ყირიმის გათავისუფლება უკრაინისთვის სტრატეგიული ამოცანაა, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინელი დამცველების შემდგომი ქმედებები შეიარაღების ახალი მიწოდების შემდეგ სამ ეტაპად დაიყოფა.

პირველი ნაბიჯი იქნება ხმელეთზე სიტუაციის სტაბილიზაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამატებითი დანაკარგები რუსეთის ძალების წინააღმდეგ.

მეორე ნაბიჯი, არის რუსული ძალების უკან დახევა იმ პოზიციებამდე, რასაც ისინი 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე იკავებდნენ.

მესამე ეტაპზე კი  უკრაინის პარტნიორებთან ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გათავისუფლების გზები განიხილება.

კითხვაზე, უკრაინის სურვილი, დაიბრუნოს ყირიმი სამხედრო გზებით, მოახდენს თუ არა რუსეთის, რომელიც ყირიმს საკუთარ ტერიტორიად თვლის, დამატებით პროვოცირებას, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ ეს საერთოდ არც განიხილება.

„არ აქვს მნიშვნელობა. რადგან ისინი [რუსები] ამას ნახავენ ხერსონში, ისინი ამას ნახავენ ზაპოროჟიეში და, ასევე, ნახავენ მარიუპოლში. მაგრამ ეს უკრაინის მიწებია და ყირიმიც, ასევე, უკრაინის მიწაა, მიუხედავად ყველაფრისა“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

16.06.2022 14:02 ჟიტომირის მედესანტეებმა ორი BMP-2 და რუსული არმიის პერსონალი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ჯარისკაცებმა ოკუპანტის კიდევ ორი ​​სამიზნე დააფიქსირეს. მათ ააფეთქეს  BMP-2 ეკიპაჟთან ერთად.

„ვიდეოში ნაჩვენებია უკრაინის შეიარაღებული ძალების 95 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ჯარისკაცები, რომლებიც ოსტატურად იყენებენ  Stugna-P ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას და წვავენ მტრის ორ BMP-2-ს ქვეით საბრძოლო მანქანას“, - აცხადებენ სარდლობაში.

ვიდეოში ჩანს, რომ პირველი სამიზნე ტყესთან საკმაოდ დიდი სიჩქარით მოძრაობდა. მანქანა უკვე ნაწილობრივ გაქრა მხედველობიდან, მაგრამ „სტუგნი-პ“-მ შეძლო ჭურვის ზუსტად დამიზნება და მისი აფეთქება. BMP-2-ის ეკიპაჟი სავარაუდოდ გარდაიცვალა.

მეორე სამიზნე ღია ცის ქვეშ იყო, გვერდით კი ოკუპანტები იდგნენ. უკრაინელებმა კი BMP-2-თან ერთად მოახერხეს რუსული არმიის პერსონალის ნაწილის ლიკვიდაცია.

16.06.2022 10:16 მტერი ამზადებს შეტევას ერთ-ერთი მიმართულებით - გენერალური შტაბი

მტერი გადაჯგუფებულია სლობოჟანსკოეს მიმართულებით, რათა განავითაროს შეტევითი შესაძლებლობები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„სლობოჟანსკოეს მიმართულებით, მტერი აგროვებს ჯარებს შეტევითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე.

„ჩვენი ქვედანაყოფების დასამაგრებლად და შეტევაზე გასვლის თავიდან ასაცილებლად, მტერმა განახორციელა ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა, მათ შორის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან“, - წერს გენერალური შტაბი.

15.06.2022 23:34 „უკრაინა კონტრშეტევას სექტემბრამდე დაიწყებს“- გენერალ-მაიორი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი დიმიტრი მარჩენკო აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები  წარმატებული კონტრშეტევის განხორციელებასა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას ზაფხულის ბოლომდე მოახერხებენ. 

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინა ყველა საჭირო იარაღს მიიღებს. 

„ალბათ ჩემი ინფორმაცია არ არის საკმარისი ამის პროგნოზირებისთვის, მაგრამ ის, რომ ეს სწრაფად არ მოხდება, ფაქტია. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მოგვცემენ ყველა იმ იარაღს, რაც გვჭირდება და  კონტრშეტევა ზაფხულის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა მარჩენკომ. 

15.06.2022 22:17 „როგორც კი მძიმე იარაღს მივიღებთ, უკრაინა კონტრშეტევას დაიწყებს“ - დანილოვი

„ფრონტზე ამჟამად რთული ვითარებაა, რადგან უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ მძიმე იარაღი. თუ ჩვენ მსგავს იარაღს მივიღებთ, უკრაინას მალე კონტრშეტევის დაწყებას შეძლებს“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა

დანილოვმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ამ იარაღის მიღებას, კონტრშეტევებზე გადასვლას და ოკუპანტების მიერ დროებით მიტაცებული ქალაქებისა და სოფლების დაბრუნებას შეძლებს.

კითხვაზე, თუ რატომ აკეთებენ რუსი პოლიტიკოსები ღია განცხადებებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურების განზრახვის შესახებ, დანილოვმა უპასუხა: ეს მათი ოცნებებია და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სახელმწიფოს დანგრევის მცდელობა მათ დიდი ხნის წინ დაიწყეს. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, ამიტომ გადადიან ექსტრემალურ ეტაპზე, ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, დასამალი არაფერია. პუტინიც კი ამბობს, რომ  მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს. ეს აღარ არის ბრძოლა ლუგანსკისთვის, დონეცკისთვის, პირდაპირ ამბობენ, რომ მათი ნომერ პირველი ამოცანა უკრაინისა და ჩვენი ერის განადგურებაა. 

15.06.2022 00:16 უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 70-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების ერთი შეტევა მოიგერიეს.

განეიტრალდა 73 ოკუპანტი და განადგურდა 2 ტანკი.

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანეიტრალეს 73 რუსი სამხედრო მოსამსახურე, გაანადგურეს 2 ტანკი, 3 ქვეითი საბრზოლო მანქანა, 3 ჯავშანტექნიკა, 5 საარტილერიო სისტემა და 1 ნაღმტყორცნი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

14.06.2022 19:28 „რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით დაინტერესებული არ ვართ“ - ზელენსკი

„უკრაინა აგრესორის წინააღმდეგ ომს აწარმოებს თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში და ჩვენ გვჭირდება შესაბამისი იარაღი აგრესორის მოსაგერიებლად. უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით“, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიელი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, დაიწყებდა თუ არა უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას, თუ დასავლელი პარტნიორებისგან შესაბამის იარაღს მიიღებდა. 

მისივე თქმით, უკრაინელები ტერორისტები არ არიან, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას თავს არასდროს დაესმხებიან. 

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები რომ მშვიდობიანი უბნები დავბომბოთ. ჩვენ ნორმალური, ჯანმრთელი ხალხი ვართ. ჩვენ ეს იარაღი ჩვენი სახელმწიფოს გასათავისუფლებლად გვჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

14.06.2022 17:33 უკრაინა გერმანულ ჰაუბიცებს უახლოეს მომავალში მიიღებს - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

უკრაინა უახლოეს მომავალში გერმანულ ჰაუბიცებს  Panzerhaubitze 2000-ს მიღებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს. 

„მალე უკრაინელი სამხედროების სწავლების კრუსი დასრულდება და უკრაინის არმიას ჰაუბიცები გადაეცემა“ - განაცხადა მინისტრმა. ამასთანავე, მან კონკრეტული თარიღი და მისი მიწოდების მარშრუტი არ დააკონკრეტა.

ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ის უკრაინელ კოლეგასთან ალექსეი რეზნიკოვთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება  მისი თქმით, გერმანია უკრაინას სხვა სისტემებსაც მიაწვდის, კერძოდ საზენიტო დანადგარებს Gepard-ს და რეაქტიული ცეცხლის ზალპურ სისტემებს Mars.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გერმანული ჰაუბიცები უკრაინაში 22 ივნისამდე ჩავა. ამასთანავე ელჩმა გერმანიის მთავრობა გააკრიტიკა, რომელმაც არაერთი დაპირების მიუხედავად დღემდე ურკაინას მძიმე შეიარაღება არ გადასცა.

გერმანიამ უკრაინას 7 თვითმავალი ჰაუბიცა უნდა გადასცეს, კიდევ 11 ერთეული - ნიდერლანდებმა.

14.06.2022 11:42 უკრაინის დროშა აუცილებლად აღიმართება ყირიმში - ზელენსკი

უკრაინის დროშა ყირიმში, იალტასა და ევპატორიაში აუცილებლად აღიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

ზელენსკიმ მოუწოდა ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ხმა მიაწოდოს ადამიანებს ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკში, ბერდიანსკში, გორლოვკაში, რომ უკრაინის არმია აუცილებლად მოვა და გაგათავისუფლებთ. „რა თქმა უნდა ჩვენ ყირიმსაც გავათავისუფლებთ. ხოლო თითოეულმა რუსმა ჩინოვნიკმა, რომელმაც ჩვენი მიწა მიიტაცა, უნდა იცოდეს, რომ ეს ის მიწა არ არის, სადაც მათ მოსვენება ექნებათ“ - განაცხადა ზელენსკიმ. 

14.06.2022 00:28 უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 50-მდე რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს.

განეიტრალდა 50-მდე ოკუპანტი და განადგურდა 1 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანეიტრალეს 48 რუსი სამხედრო მოსამსახურე, გაანადგურეს 1 სპეცტექნიკა, 2 ნაღმტყორცნი.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

13.06.2022 23:23 ხარკოვში უკრაინელმა სამხედროებმა მორიგი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს 

ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული KA-52-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. 

„ხარკოვის ოლქში , იზიუმის მიმართულებით, საზენიტო-სარაკეტო დივიზიამ გაანადგურა რუსი დამპყრობლების საბრძოლო ვერტმფრენი Ka-52“, - ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში.

ვერტმფრენი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

13.06.2022 22:20 ქართულმა ლეგიონმა რუსების ჯავშანტექნიკა 5 კილომეტრიანი მანძილიდან გაანადგურა

უკრაინაში მებრძოლმა ქართულმა ლეგიონმა რუსების ჯავშანტექნიკა 5 კილომეტრიანი მანძილიდან გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება

ლეგიონის წევრებმა რუსული ჯავშანტექნიკა უკრაინული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, „სტუგნას“ გამოყენებით ააფეთქეს.

ტექნიკის განადგურების ამსახველ კადრებს ლეგიონი Twitter-ზე ავრცელებს. 

13.06.2022 21:12 „რუსული არმია უკრაინის წინააღმდეგ აკრძალული იარაღების ფართო სპექტრს იყენებს“ - ჰანა მალიარი

უკრაინაში ბრძოლების დროს რუსული არმია აკრძალული იარაღების ფართო სპექტრს იყენებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა

მისივე თქმით, რუსეთი ომის ყველა კანონს არღვევს.

„რუსები იყენებენ საერთაშორისო ნორმებით აკრძალულ იარაღების ფართო სპექტრს. არსებობს ომის წესები, რომლებიც დამოწმებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ასე რომ არსებობს იარაღი, რომლის გამოყენებაც ნებადართულია და იარაღი, რომელიც აკრძალულია. რუსეთი ომის ყველა ნორმასა და წესს არღვევს“, - განაცხადა მალიარმა. 

13.06.2022 20:29 რუსები კრივოი-როგის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტები კრივოი-როგის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან. 

„მტერი აგრძელებს კრივოი-როგის მიმართულებით მოქმედი ჯარების ჯგუფის გაძლიერებას, ისინი შეტევისთვის ემზადებიან. 

სევერსკის მიმართულებით მტერმა ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან ესროლა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების დასახლებებს. აგრესორის ქვედანაყოფები ასევე აგრძელებენ სასაზღვრო ზონებში თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებასაც.

სლობოჟანსკოეს მიმართულებით, მტერი სისტემატურად ისვრის უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებისკენ და ატარებს საჰაერო დაზვერვას.

ამავდროულად, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება ვოლინისა და პოლისეას მიმართულებებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

13.06.2022 15:22 დონბასში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამი სოფელი გაათავისუფლეს

დონბასში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან სამი სოფელი გაათავისუფლეს და ფრონტის ხაზი 15 კმ-ით გადაიტანეს, - ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ჯგუფი იტყობინება.

„ოკუპანტის არტილერია ფრონტზე ერთი წუთითაც არ ჩერდება. მაგრამ დამპყრობლის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელნი რჩებიან. თითოეული ჩვენი ჯარისკაცი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ოკუპანტებს. დიახ, ჩვენმა ჯარისკაცებმა ახლახან გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სამი სოფელი და ფრონტის ხაზი 15 კმ-ით გადაიტანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

13.06.2022 14:21 ხარკოვის ოლქში რუსეთის აგენტი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის გარეუბანში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტი დააკავა, - ამის შესახებ სუს-ის პრესცენტრში განაცხადეს.

„ის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრები. კურატორის დავალებით, კაცმა ტელეფონში ჩაწერა რეგიონში შეიარაღებული ძალების და სხვა სამხედრო ფორმირებების მდებარეობები, დავალებები“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

მომხდარ ფაქტზე უკრაინის პროკურატურამ გამოძიება  უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-2 მუხლით (შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელება) დაიწყო.

ცნობისთვის, კაცს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

13.06.2022 14:11 „უკრაინელები სევეროდონეცკში უნდა დანებდნენ ან მოკვდნენ“ - სეპარატისტების ლიდერი

უკრაინელები სევეროდონეცკში უნდა დანებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებიან, - ამის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DPR) ლიდერმა განაცხადა.

„მათ ორი ვარიანტი აქვთ: ან მიჰყვნენ კოლეგების მაგალითს და დანებდნენ, ან მოკვდნენ. მათ სხვა გზა არ აქვთ“, - განაცხადა ედუარდ ბასურინმა,  ე.წ. დონეცკის სახალხო მილიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

სევეროდონეცკის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ ახერხებს ქალაქიდან ზოგიერთი ადამიანის ევაკუაციას, თუმცა მასშტაბური დაბომბვების გამო, შეზღუდულად.

13.06.2022 13:13 იზიუმში უკრაინელებმა რუსული სუ-34 ჩამოაგდეს

იზიუმში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო რაკეტებმა რუსული Su-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსული თვითმფრინავები წყვილ-წყვილად მუშაობდნენ და უკრაინელი დამცველების პოზიციებს უტევდნენ.

„ოკუპანტის თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინფორმაცია იმის შესახებ, მოახერხეს თუ არა  პილოტებმა გადარჩენა, ზუსტდება“, - აცხადებენ  უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში.

გარდა ამისა, 12 ივნისს საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ და საჰაერო ძალების დამრტყმელმა თვითმფრინავებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს საოკუპაციო ძალების მტრის პოზიციებზე. ძლიერი დარტყმა მიაყენეს ოკუპანტის ტექნიკის დაგროვებას და ცოცხალ ძალას. საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა სარაკეტო და საარტილერიო საცავი.

13.06.2022 09:30 სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფები, არტილერიის გამოყენებით, ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„სევეროდონეცკის მიმართულებით, ოკუპანტმა, არტილერიის მხარდაჭერით, ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში. 

გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, საოკუპაციო ძალები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, რათა ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები ქალაქების, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიებზე. ოკუპანტი ბლოკავს ლოგისტიკური მიწოდების მარშრუტებს ბახმუტის დასახლებაში.

„ოკუპანტი განაგრძობს ზომებს დანაკარგების ასანაზღაურებლად. კრემენნაიასა და სტარობელსკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით 80 ერთეულზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, გადაიტანეს”, - აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.

ამასთან, სლავიანსკის მიმართულებით, რუსულმა ქვედანაყოფებმა თავიანთი ძირითადი ძალისხმევა მიმართეს დოლინასა და ბოგოროდიჩნოეს დასახლებებზე თავდასხმის განხორციელებაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ამ მიმართულებით, ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერის ფარგლებში, 100 ერთეულზე მეტი დაზიანებული ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა შეცვალა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლიმანის მიმართულებით მტერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა.

13.06.2022 09:38 რუსეთი ხარკოვს აკრძალული საბრძოლო მასალით ურტყამს - Amnesty International

რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ხარკოვი აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით, - ამის შესახებ უკრაინული მედია Amnesty International-ზე დაყრდნობით იტყობინება.

Amnesty International-მა ხარკოვში 9n210 / 9n235 კასეტური საბრძოლო მასალის ფრაგმენტები აღმოაჩინა. მკვლევრებმა, ასევე, აღმოაჩინეს მრავალი ნამსხვრევები დაბომბვის  ადგილზე, რომელიც შეესაბამება 9n210 / 9n235 კასეტური საბრძოლო მასალას. 

ხარკოვის ორი საავადმყოფოს ექიმებმა Amnesty International-ის მკვლევრებს აჩვენეს კასეტური საბრძოლო მასალის თავდასხმის მსხვერპლთაგან ამოღებული გრანულები.

მთლიანობაში, ორგანიზაცაიამ დააფიქსირა 28 განურჩეველი დარტყმა ხარკოვზე, განხორციელებული რუსული ძალების მიერ 28 თებერვლიდან 30 აპრილამდე. კასეტური ბომბების გარდა მკვლევრებმა ნახეს „ურაგანის“ რაკეტების ფრაგმენტებიც.

ცნობისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები შეიცავს ათეულობით ქვეტყვიას. ის არ ფეთქდება დარტყმის დროს და, შესაბამისად, რეალურად გადაიქცევა ნაღმებად. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება (ისევე როგორც წარმოება, დაგროვება, გაყიდვა ან გადაცემა) აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით.

13.06.2022 09:50 ოკუპანტი ანგრევს ხიდებს სევერსკის დონეცზე - ISW

რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ორი ხიდი სევერსკი დონეცის გასწვრივ, როდესაც ცდილობდნენ მის გადალახვას, - ამის შესახებ ომის კვლევების ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ სახმელეთო იერიშებს სევეროდონეცკში და მის მიდამოებში მძიმე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ 12 ივნისის მდგომარეობით  ვერ დაამყარეს სრული კონტროლი ქალაქზე.

ამავდროულად, რუსული ჯარების მორიგი მცდელობა ტოშკივკაზე თავდასხმის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ანალიტიკოსების ცნობით, დამპყრობლებმა გაანადგურეს ორი ხიდი მდინარე სევერსკი დონეცზე სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ახორციელებენ მასიურ დაბომბვას.

„რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ხიდი, რადგან მათ უჭირთ მდინარე სევერსკი დონეცკის გადალახვა. მათ შეიძლება, იმედი ჰქონდეთ, რომ ჩაკეტავენ უკრაინელ დამცველებს სევეროდონეცკში“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

13.06.2022 10:01 რუსეთის ბლიცკრიგი სევეროდონეცკში ჩაიშალა - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი

უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ აზოტის ქარხანას სევეროდონეცკში, სადაც დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალება. კიდევ ერთი რუსული ბლიცკრიგი უკრაინაში ჩავარდა უკრაინელი სამხედროების მუდმივი წინააღმდეგობის გამო, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა განაცხადა. 

მისი თქმით, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, სევეროდონეცკში სიტუაცია არის ძალიან რთული, თუმცა ახლა მოვლენები უფრო დინამიკურად ვითარდება.

„იმართება ქუჩის ბრძოლები. ზოგიერთ ადგილას უკრაინის არმია ახორციელებს კონტრშეტევებს. ჩვენი არმია უფრო ეფექტურად განახორციელებს კონტრშეტევას, თუ უკრაინა მალე მიიღებს მძიმე იარაღს“, - აღნიშნა  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, უკრაინამ მიიღო და იყენებს ფრონტზე 150-155 მილიმეტრიან ჰაუბიცებს , მაგრამ სჭირდება მეტი შორეული საარტილერიო სისტემა.

„გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის MLRS... ახლა უკრაინას სჭირდება დაახლოებით 100 ასეთი სისტემა, რათა შეძლოს კონტრშეტევა და ჩვენი მიწის გათავისუფლება“, - დასძინა საკმა.

13.06.2022 10:17 უკრაინის ჯარები წარმატებით მიიწევენ ორი მიმართულებით - მელიტოპოლის მერი

ზაპოროჟიეში კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზი 5-10 კმ-ით გადაიტანეს და ჩვენი ტერიტორიები ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა. 

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენთვის, მელიტოპოლის მცხოვრებლებისთვის, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა უშუალოდ ხერსონის რაიონში, ხერსონის მიმართულებით. მეორე არის პირდაპირი მიმართულება ზაპოროჟიედან მელიტოპოლამდე. ანალოგიურად, ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზი 5-10 კმ-ით გადაიტანეს“, - განაცხადა მელიტოპოლის მერმა.

ამავდროულად, ფედოროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გმირული მიღწევების წყალობით, რუსული არმიის ძალები, რომლებიც 110 დღის წინ ათჯერ აღემატებოდა ჩვენს ჯარებს, დღეს მნიშვნელოვნად შემცირდა.

13.06.2022 10:36 „დასავლეთის დახმარების გარეშე, უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა“ - ალექსეი არესტოვიჩი

დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვნად ეხმარებიან უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუს უფლებადამცველთან და ადვოკატ მარკ ფეიგინთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა და უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა.

„დასავლეთი გვშველის ფინანსურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. ახლა რომ არ დაგვეხმარონ ან აქამდე არ დაგვხმარებოდნენ, ეჭვი მაქვს, რომ ლვოვის დაცვაზე ვილაპარაკებდით. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე. იმიტომ კი არა, რომ მშიშარები ვართ, უბრალოდ არაფერი გვექნებოდა თავის დასაცავად.

ჩვენ ახლა ფრონტის ხაზი გვიჭირავს დასავლეთის დახმარების წყალობით. ჩვენ ვიცავთ უკრაინას, ვამყარებთ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის დახმარების წყალობით. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მათი, რადგან, ფაქტობრივად, ისინი უზრუნველყოფენ ჩვენს გადარჩენას და ზოგადად, ჩვენი კულტურის შენარჩუნებას. პუტინს სურს, გაანადგუროს კულტურა და არა უბრალოდ ქვეყანა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

13.06.2022 10:50 ხარკოვის ოლქში რუსული არმია ახალ პოზიციებზე დამკვიდრდა - უკრაინის გენშტაბი

ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ტერნოვი-იზბიცკეს მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

როგორც აღინიშნა, ხარკოვის მიმართულებით რუსული ქვედანაყოფები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას პოზიციური თავდაცვის განხორციელებაზე და ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე უკრაინის სახელმწიფო საზღვრამდე.

„გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ოკუპანტმა ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები ტერნოვის - იზბიცკის მიმართულებით, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, დამკვიდრდა მის ჩრდილოეთ გარეუბანში“, - აცხადებენ გენშტაბში.

აგრეთვე გენერალური შტაბის ცნობით,  ოკუპანტმა შესტაკოვოს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დაზვერვა ჩაატარეს.

13.06.2022 11:01 ბოლო 48 საათის განმავლობაში სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ბრიტანული დაზვერვა

„შაბათ-კვირის განმავლობაში სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთა ომის მსვლელობისას  მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

„რუსეთის 90 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზი დონბასში, მდინარე სევერსკი დონეცის დასავლეთით მდებარეობს. დონბასში მიმდინარე თავდასხმების გამო, რუსეთს ან უკან დახევა ან მდინარის გადაკვეთა მოუწევს. უკრაინის სამხედრო ძალები ოკუპანტების შესაჩერებლად ხიდების დანგრევას ცდილობენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

13.06.2022 11:04 შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტების 6 რუსული გადამზიდი იმყოფება

შავ ზღვაში „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 6 რუსული გადამზიდი იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების ექვსი გადამზიდავი მზად არის შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, რუსი აგრესორები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გადაზიდვებს ბლოკავენ.

13.06.2022 11:10 პოდოლიაკმა განმარტა, შეიძლება თუ არა ბელორუსია იყოს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის

ოფიციალური მინსკი ვერ იქნება შუამავალი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. საერთაშორისო სამართალს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა ომის დანაშაულებზე, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ოფიციალური მინსკი რუსეთის არმიას უკრაინელების მოკვლაში ეხმარება.

„ბელარუსის ქცევა იურიდიული ფორმულებით იქნება აღწერილი, როგორც სატელიტური ქვეყანა, რომელმაც ხელი შეუწყო სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრას. ტერიტორიულად, ინფრასტრუქტურულად და დაზვერვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

თუმცა, მას მიაჩნია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს არ ესმის, როგორ მუშაობს საერთაშორისო სამართალი.

„ერთია, როცა ხურავთ მედიას და ართმევთ ხალხს კონკურენტულ პოლიტიკურ სისტემას და მეორეა, როცა კანონიერად ამტკიცებთ თანამონაწილეობას გარკვეულ სამხედრო დანაშაულებში. ყველაფერი, რაც მოხდა კიევის რეგიონში, გააკეთეს რუსეთის ჯარებმა“, - დასძინა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა. 

13.06.2022 11:10 პოდოლიაკმა განმარტა, შეიძლება თუ არა ბელორუსია იყოს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის

ოფიციალური მინსკი ვერ იქნება შუამავალი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. საერთაშორისო სამართალს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა ომის დანაშაულებზე, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ოფიციალური მინსკი რუსეთის არმიას უკრაინელების მოკვლაში ეხმარება.

„ბელარუსის ქცევა იურიდიული ფორმულებით იქნება აღწერილი, როგორც სატელიტური ქვეყანა, რომელმაც ხელი შეუწყო სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრას. ტერიტორიულად, ინფრასტრუქტურულად და დაზვერვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

თუმცა, მას მიაჩნია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს არ ესმის, როგორ მუშაობს საერთაშორისო სამართალი.

„ერთია, როცა ხურავთ მედიას და ართმევთ ხალხს კონკურენტულ პოლიტიკურ სისტემას და მეორეა, როცა კანონიერად ამტკიცებთ თანამონაწილეობას გარკვეულ სამხედრო დანაშაულებში. ყველაფერი, რაც მოხდა კიევის რეგიონში, გააკეთეს რუსეთის ჯარებმა“, - დასძინა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა. 

13.06.2022 09:15 სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 22 რუსი გაანეიტრალეს და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 22 რუსი დამპყრობელი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. 

როგორც ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება, ოკუპანტი აგრძელებს თავდაცვის ხაზების მოწყობას და გაძლიერებას, არ ატარებს აქტიურ შეტევითი ოპერაციებს. კერძოდ, დაპირისპირება ძირითადად საარტილერიო დონეზე მიმდინარეობს. 

„ნიკოლაევში ოკუპანტი ანადგურებს შენობებს, მინდვრებს. დამპყრობელი აგრძელებს ზეწოლას ნიკოლაევის მოსახლეობაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

11.06.2022 19:05 რუსეთი აძლიერებს საზღვრებს და აგროვებს რეზერვებს - ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი

უკრაინის სამხრეთით ვითარება კონტაქტის ხაზზე სტაბილურად დაძაბულია. რუსული ჯარები აძლიერებენ პოზიციებს და აგროვებენ რეზერვებს, - ამის შესახებ  ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება.

„ოკუპანტი აძლიერებს თავდაცვის ხაზებს, ამკაცრებს რეზერვებს, ცდილობს დაიცვას თავისი წყალმომარაგება ხერსონიდან ყირიმამდე. ჩრდილოეთ ყირიმის არხის გარშემო აშენდა დამცავი ბეტონის კონსტრუქციები და გაიზარდა საგუშაგოების რაოდენობა მისასვლელ გზებსა და ხიდებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა ოკუპანტების აქტიურობა, რომლებიც სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების დახმარებით აწვდიან ლოგისტიკას თავიანთ ქვედანაყოფებს ყირიმიდან.

ამავე ცნობით, საკმაოდ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს მეზობელ რეგიონებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე და ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში.

„დაზიანდა ბევრი სახლი და შენობა, დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები, რეგიონში მედიკამენტების პრობლემაა“, - აცხადებენ სარდლობაში. 

11.06.2022 19:23 უკრაინის მიწაზე რუსული ტექნიკა იწვის - უკრაინელებმა რუსული ტანკი ლითონის ჯართად აქციეს

უკრაინის მიწაზე რუსული ტექნიკა იწვის. 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი რუსული ტანკი ლითონის ჯართად აქციეს.

„მსხვრევა ჰაერში! რუსული ტანკი და 128-ე ბრიგადის თავდასხმის თვითმფრინავი ერთმანეთს შეხვდნენ...“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინელებმა რუსული ტანკი ლითონის ჯართად აქციეს.

11.06.2022 19:56 ქუჩები დანგრეულია, სასტიკი ბრძოლები სევეროდონეცკისთვის გრძელდება - სევეროდონეცკის მერი

სევეროდონეცკში სასტიკი ქუჩის ბრძოლები გრძელდება , ქალაქის მესამედს კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, - ამის შესახებ სევეროდონეცკის მერმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.

„დღეს არის სასტიკი ქუჩის ბრძოლები. მათ თან ახლავს მუდმივი დაბომბვა. ქალაქის მესამედს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ: აშენდა თავდაცვის ხაზი, ბრძოლები მიმდინარეობს მიმდებარე საცხოვრებელ უბნებში, - აცხადებს ქალაქის მერი.

მან დასძინა, რომ უკრაინას რუსული არმიის მუდმივი დაბომბვიდან თავის დასაცავად ესაჭიროება შორეული არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

სტრიუკმა, ასევე, დასძინა, რომ სევეროდონეცკს უკვე ორი თვეა წყალი არ მიეწოდება, რადგან ელექტროენერგია არ არის.

„ქალაქში ქვესადგურების 70% დაბომბვის შედეგად განადგურდა“, - აღნიშნა სტრიუკმა. 

11.06.2022 20:03 გახდება თუ არა სევეროდონეცკში მდებარე აზოტის ქარხანა მეორე აზოვსტალი? - სამხედრო ექსპერტის განმარტება 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სევეროდონეცკის აზოტის ქარხანა, რომელსაც ამჟამად უკრაინის არმია აკონტროლებს, შეიძლება გახდეს მეორე აზოვსტალი, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა სერხი გრაბსკიმ განაცხადა. 

„სიტუაცია სევეროდონეცკს და ლისიჩანსკში რადიკალურად განსხვავდება მარიუპოლის სიტუაციისგან, სევეროდონეცკში უკრაინულ ჯარებს მყარად უჭირავთ ტაქტიკური პოზიციები და ჩვენ მათ დავიცავთ მანამ, სანამ ეს ჩვენთვის მოგებიანი ან მიზანშეწონილი იქნება“, - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

სევეროდონეცკის მეზობელი ლისიჩანსკი, ექსპერტების აზრით, გამაგრებულია და თავდაცვისთვის მზადაა.

„სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ოკუპანტი შეეცდება ალყა შემოარტყას ჯარებს ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიდამოებში. ცხადია, ახალი თარიღებიც კი დაინიშნა: ეს უკვე არა 12, არამედ 22 ივნისია. ამიტომ, წინ ძალიან რთული ბრძოლები გველის“, - დასძინა გრაბსკიმ.

11.06.2022 21:16 რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია დაიპყროს მილიონიანი ქალაქები და ემზადება პოზიციური ომისთვის - შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველი

რუსული არმია ვერ დაიკავებს უკრაინის მილიონობით ქალაქებს, მათ შორის ნიკოლაევს და ზაპოროჟიეს. ერთადერთი შესაძლო ვარიანტია ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის ოლქების კონტროლი. ზოგიერთ პოზიციებზე ოკუპანტები უკვე ემზადებიან თავდაცვისთვის, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა. 

„მათ აღარ აქვთ პერსონალი და იარაღი, რომ დაიკავონ ქალაქები. ვერც ზაპოროჟიეს და ვერც ნიკოლაევის აღებას ვერ შეძლებენ“, - აღნიშნა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა.

შსს-ს უფროსის მრჩეველმა, ასევე, განაცხადა, რომ ზოგიერთ რაიონში ოკუპანტები აშენებენ სიმაგრეებს პოზიციური და თავდაცვითი ომისთვის.

„მაგრამ პრობლემა სხვაა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი პოზიციები, მაგრამ არ არის საკმარისი მძიმე იარაღი კონტრშეტევაზე გასასვლელად“, - დასძინა სმირნოვმა.

11.06.2022 21:50 რუსეთს 120-დღიანი ომის გეგმა აქვს, თუმცა წარუმატებლობის ფონზე 30 დღეში ერთხელ უწევს გეგმების კორექტირება - ვადიმ სკიბიცკი

რუსეთს აქვს 120-დღიანი ომის გეგმა უკრაინაში და მისი შემდგომი კორექტირება აღმოსავლეთში წარმატებაზე იქნება დამოკიდებული. რუსეთის გენერალური შტაბი 30 დღეში ერთხელ ცვლის მიზნებს ფრონტზე წარუმატებლობის გამო. თუმცა, ოკუპანტებს ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, გააგრძელონ ომი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ გაავრცელა.

„ჩვენ დავადასტურეთ, რომ რუსებს აქვთ 120-დღიანი ომის გეგმა. ამ გეგმის შემდგომი კორექტირება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ოკუპანტი აღმოსავლეთ უკრაინაში, თუმცა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანს, რომლის შესახებაც პუტინმა ომის დასაწყისში განაცხადა,  რუსებმა ვერ მიაღწიეს“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს სამხედრო წარუმატებლობის ფონზე ყოველ 30 დღეში ერთხელ უწევს გეგმების კორექტირება. რუსული სარდლობა იძულებულია ძალების კონცენტრირება მოახდინოს მხოლოდ გარკვეულ უბნებზე.

მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, აწარმოოს გაჭიანურებული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„უკრაინის ტერიტორიაზე კონცენტრირებულია მოწინააღმდეგის 103 ბატალიონურ-ტაქტიკური ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. კიდევ 40 BTG არის რეზერვში“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი. 

11.06.2022 22:03 რუსეთის საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში უკრაინაში გამოგზავნილ სამხედრო დახმარებაზე დარტყმისთვის ემზადება - ოლეგ ჟდანოვი

რუსეთის საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში უკრაინაში მოსულ სამხედრო დახმარებაზე დარტყმისთვის ემზადება, - ამის შესახებ ცნობილმა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, 10 ივნისს რუსებმა შავ ზღვაში ფლოტის ნახევარი და რაკეტებით აღჭურვილი ხომალდების უმეტესობა წაიყვანეს.

ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელოს.

„რუსები ცდილობენ იპოვონ საწყობები, სადაც უცხოეთიდან შემოდის აღჭურვილობა. ისკანდერები ბელორუსიაში და რუსული გემები შავ ზღვაში ემზადებიან  დარტყმისთვის“, - აღნიშნა ჟდანოვმა. 

11.06.2022 22:09 მარიუპოლში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ტრაქტორი ნაღმზე აფეთქდა - დაიღუპა 3 რუსი

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ტრაქტორი მარიუპოლში ნაღმზე აფეთქდა, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა. 

მისივე თქმით, შემთხვევა სუპერმარკეტ OBI-ს შენობასთან მოხდა. აფეთქებისას საგანგებო სიტუაციების ორი თანამშრომელი და რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

„სწორედ ახლა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ტრაქტორი აფეთქდა ნაღმზე სუპერმარკეტთან. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორი ოკუპანტი და ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა.ამ ამბავს ძნელია სამწუხარო უწოდო, შურისძიება არის გარდაუვალია“, - განაცხადა პეტრო ანდრიუშჩენკომ.

11.06.2022 22:17 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა პოპასნას მიდამოში შეაჩერეს - გენერალური შტაბი

სევეროდონეცკში უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით უწევენ წინააღმდეგობას ოკუპანტებს, - ამის შესახებ ნათქვამია  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რეზიუმეში.

„სევეროდონეცკის მიმართულებით, ოკუპანტმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რაიონებში, თუმცა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალურმა შტაბმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით დამპყრობელი ახორციელებდა უკრაინული პოზიციების საარტილერიო დაბომბვას. არმიის თვითმფრინავების გამოყენებით მან საჰაერო დარტყმა განახორციელა პოკროვსკის მახლობლად.

„პოპასნას რაიონში უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით შეაჩერეს ოკუპანტი შეტევა. ოკუპანტებს მოუწიათ უკან დახევა. ბრძოლა გრძელდება.

ოკუპანტებს აქტიური საომარი მოქმედებები არ ჩაუტარებიათ ავდიივკას, კურახივის, ნოვოპავლივისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

11.06.2022 17:09 ენერგოდარში ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს

დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, უკრაინელებმა ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

კონკრეტულად სად მოხდა რუსი ოკუპანტების ლიკვიდაცია და სხვა დეტალები არ არის ცნობილი. 

აღნიშნულია, რომ ენერგოდარში მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. იმის გამო, რაც ქალაქში ხდება, რუსმა სამხედროებმა კონტროლი გაამკაცრეს.

11.06.2022 17:05 უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქში კონტრშეტევას სამი მიმართულების ახორციელებენ

უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში კონტრშეტევას კისელევკას, სოლდაცკოესა და ალექსანდროვკას მიმართულებებით ახორციელებენ, - ამის შესახებ ხერსონის საკრებულოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი ტავრისკოე დაიბრუნეს და ის ახლა მთლიანად უკრაინის კონტროლს ექვემდებარება.

ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა თვითმფრინავებმა ხერსონის ოლქის ხუთ დასახლებაში მტრის საყრდენ პუნქტებსა და საწყობებს დაარტყეს. ავიადარტყმების და სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულების შედეგად განადგურდა 33 ოკუპანტი, „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რამდენიმე ჯავშანმანქანა და საბრძოლო მასალების 3 საცავი.

11.06.2022 16:54 ამერიკელმა კონგრესმენმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პუტინმა უკრაინაში შეჭრა

უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი და აიძულოს რუსები უკან დაიხიონ, მაგრამ კიევს ამისთვის უფრო ძლიერი არტილერია სჭირდება, - ამის შესახებ ტეხასელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მისცეს უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

„უკრაინამ გააკვირვა მსოფლიო იმით, რაც გააკეთა: გვითხრეს, რომ ეს ომი ოთხ დღეში დასრულდება და უკვე მეოთხე თვეა მიმდინარეობს. ახლა არის კრიტიკული მომენტი, რადგან რუსეთი აფართოებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - განაცხადა მაკკოლმა.

კონგრესმენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა პუტინისთვის მხოლოდ დროის საკითხი იყო, რადგან ის ამას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. მაგრამ კრემლის ლიდერმა გადაწყვიტა შეჭრა უკრაინაში, რადგან მან დაინახა სისუსტის ნიშნები ამჟამინდელი თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკაში სანქციების გაუქმების შესახებ Nord Stream 2-ზე და აშშ-ის ჯარების გაყვანა ავღანეთიდან.

„ჩემი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი დიდი ხანია გეგმავდა უკრაინაში შეჭრას, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლებელი გახდა, ნაწილობრივ „აშშ-ის სისუსტის“ გამო. პუტინმა დაინახა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სუსტია... პუტინს სურდა ევროპა მასზე დამოკიდებული გაეხადა... ეს იყო დიდი შეცდომა... პუტინმა  ჯარების გაყვანაში ავღანეთიდან და შესაძლებლობა დაესრულებინა მილსადენი ევროპაში სისუსტედ მიიჩნია და გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა“, - დასძინა  ტეხასელმა რესპუბლიკელმა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.

„მინდა უკრაინელებმა გაიმარჯვონ, შეაკავონ რუსები და შეძლონ მათი განდევნა. თუ ეს არ მოხდა, გვექნება ხანგრძლივი კონფლიქტი და არავის სჭირდება გრძელვადიანი კონფლიქტი“, - აღნიშნა მაკკოლმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ახლა რთულია მოლაპარაკებებზე საუბარი რუსეთის ომის დანაშაულების გამო.

„პუტინმა გადალახა სერიოზული ზღვარი სამხედრო დანაშაულების ჩადენით და ეს მნიშვნელოვნად ართულებს სიტუაციას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებების საკითხი დამოკიდებულია უკრაინელ ხალხზე და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე“, - განაცხადა  ტეხასელმა რესპუბლიკელმა.

11.06.2022 16:34 ბაიდენის სიტყვები ზელენსკის „მოსმენა არ სურდა“ დაზუსტებას საჭიროებს - ზელენსკის სპიკერი ბაიდენის განცხადებაზე

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფრაზა „ზელენსკის გაფრთხილების მოსმენა არ სურდა“ დაზუსტებას საჭიროებს. 

სერგეი ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე სთხოვდა პარტნიორებს რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ, მაგრამ მათ კიევის მიმართვის მოსმენა არ სურდათ.

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ბაიდენთან სამი-ოთხი სატელეფონო საუბარი გამართა და ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები და შეფასებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესახებ.

„ფრაზა „არ სურდათ მოსმენა“ ჩემი აზრით, დაზუსტებას საჭიროებს. გარდა ამისა, თუ გახსოვთ, უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს პრევენციული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. აი, აქ კი უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენს პარტნიორებს მოსმენა არ სურდათ“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

11.06.2022 16:26 რა შემთხვევაში ვერ შეძლებს რუსეთი მთელი დონბასის ოკუპაციას? - სამხედრო ექსპერტის განმარტება

უკრაინის არმიას აქვს შანსი რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდება აღკვეთოს, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა. 

„თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ლუგანსკის ოლქის მინიმუმ ერთ დასახლებას, მაშინ შევინარჩუნებთ დონეცკს. რუსეთის ფედერაციის შეტევითი ოპერაცია შეიძლება, ჩაითვალოს დასრულებულად. პრინციპში, ჩვენ გვაქვს მათი შენარჩუნების შანსი. ეს საკითხი დგას იარაღის მიწოდებაზე“, - განაცხადა ჟდანოვმა. 

მისი თქმით, მთელი ლუგანსკის ოლქის აღების გარეშე პუტინის არმია დონეცკის ოლქში ჩრდილოეთიდან ვერ შევა. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის და სევეროდონეცკის ოლქში უკვე გარკვეულ პროგრესს ახორციელებენ.

„სევეროდონეცკის გარშემო ამ კვირაში სიტუაცია დრამატულად შეიცვალა. ორიოდე დღის წინ ვფიქრობდით, რომ სევეროდონეცკს დავტოვებდით და ოკუპანტებს გადავცემდით. რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია! დღეს ის კრიტიკულია, მაგრამ არა კატასტროფული“, - დასძინა სამხედრო ექსპერტმა. 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკის მახლობლად განხორციელებული მოქმედებების გამო, შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ფაქტობრივად შეაჩერონ რუსი ოკუპანტების შეტევა ყველა სხვა მიმართულებით.

მისი პროგნოზით, როგორც კი ამერიკული მაღალმოძრავი საარტილერიო რეაქტიული სისტემები HIMARS ფრონტის ხაზამდე მოაღწევს, სიტუაცია დონბასში კიდევ უფრო შეიცვლება.

„თუ HIMARS-ის ოთხი გამშვები მაინც მოვა უახლოეს მომავალში, სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - დასძინა ჟდანოვმა.

ამასთან, ექსპერტის თქმით, შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა თავდაცვის ოპერაციის დასრულებაა.

ჟდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევის დაწყებას მხოლოდ საჭირო დასავლური იარაღის მიღების შემდეგ შეძლებენ.

11.06.2022 16:09 დნეპრში სპეცსამსახურებმა რუსი აგენტი დააკავეს

დნეპრში სპეცსამსახურებმა რუსი აგენტი დააკავეს, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას მობილური საკომუნიკაციო საშუალებებისა და უკრაინის სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება. 

დადგენილია, რომ მისი მოკავშირე რუსეთში იყო კრემლის ერთ-ერთი მომხრე ბლოგერი, რომელსაც 300 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მოღალატეს რეგიონის აღების შემთხვევაში საოკუპაციო ადმინისტრაციაში „პოზიციის“ დაკავების იმედი ჰქონდა.

დონეცკის ოლქში კიდევ ერთი მოღალატე დააკავეს. მან მტერს მიაწოდა ინფორმაცია კრამატორსკის რაიონში შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების შესახებ.

თავის მხრივ, ჟიტომირის რეგიონში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაანეიტრალა მტრულად განწყობილი ინტერნეტ აგენტების ჯგუფი, რომელშიც შედიოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. თავდამსხმელები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ პროპაგანდისტულ პუბლიკაციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდასაჭერად.

რეგიონში გამოაშკარავდნენ ოკუპანტ აგიტატორებიც, რომლებმაც ადგილობრივ მოსახლეობას საჯაროდ მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ ოკუპანტებს და გაამართლონ მათი დანაშაული.

11.06.2022 14:13 რუსეთი დომინირებს შეიარაღებაში და იწყებს ომში წარმატების მიღწევას - Washington Post

უკრაინაში საბრძოლო მასალა იწურება და ფრონტის ხაზზე პერსპექტივები ბუნდოვანია, - ამის შესახებ უკრაინული მედია The Washington Post-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ იმედები, რომ უკრაინა შეძლებს ტერიტორიის დაბრუნებას, ქრება.

„ეიფორია, რომელიც თან ახლდა უკრაინის არაპროგნოზირებად ადრეულ გამარჯვებებს რუსული ჯარების წინააღმდეგ, ქრება, რადგან მოსკოვი ცვლის თავის ტაქტიკას, აახლებს ნაბიჯებს და ამტკიცებს თავის უზარმაზარ საცეცხლე ძალას უკრაინული ძალების წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, ახალი დაპირებული დასავლური იარაღის სისტემები ჩამოდის, მაგრამ ძალიან ნელა და არასაკმარისი რაოდენობით.

„უკრაინელები კვლავ იბრძვიან, მაგრამ მათ ამოეწურათ საბრძოლო მასალა და დანაკარგები გაცილებით დიდია, ვიდრე ომის საწყის ეტაპზე. რუსები კვლავ უშვებენ შეცდომებს და კარგავენ ხალხს და აღჭურვილობას, თუმცა უფრო ნელი ტემპით, ვიდრე ომის დაწყების დროს“, - წერს გამოცემა.

ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ აღჭურვილობის ნაკლებობა აწუხებთ, ჩანს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში, სადაც საბჭოთა პერიოდის ასობით კონსერვირებული T-62 ტანკი საწყობებიდან ამოღებულია უკრაინაში გასაგზავნად.

მაგრამ ომის ზოგადი ტრაექტორია შეიცვალა და იხრება რუსეთის, როგორც აშკარად უფრო ძლიერი ძალის სასარგებლოდ.

„უკრაინისა და შეერთებული შტატების იმედები, რომ დასავლური იარაღის ახალი მიწოდება უკრაინას საშუალებას მისცემს განაახლოს ინიციატივა და დაიბრუნოს რუსეთის მიერ 24 თებერვალს მისი შეჭრის შემდეგ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%, ნაადრევია. რუსების სტრატეგია და ტაქტიკა ახლა სრულიად განსხვავებულია. ისინი წარმატებას მიაღწევენ. მათ აქვთ მეტი რესურსი, ვიდრე ჩვენ გვაქვს და არ ჩქარობენ“, - აღნიშნა ოლექსანდრ დანილიუკმა.

მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება გადასვლა უფრო შორსმიმავალ და უფრო რთულ დასავლურ სისტემებზე. HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები უკრაინელებისთვის უკვე გზაშია, მაგრამ ჯერ უკრაინელებს უნდა ასწავლონ მათი გამოყენება.

რუსებს უკეთ შეუძლიათ, საჰაერო მხარდაჭერის გამოყენება და ქვეითი ჯარის განლაგება. ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ტაქტიკა ხელს უწყობს რუსული ჯარების დანაკარგების შემცირებას, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სამოქალაქო პირებს, რომლებიც ცხოვრობენ თავდასხმის სამიზნე ქალაქებსა და სოფლებში.

დანილიუკის თქმით, უკრაინას არ აქვს აღჭურვილობა, მათ შორის დამცავი აღჭურვილობა და იარაღი, ისევე როგორც საარტილერიო სისტემები.

რუსებს, ასევე, ემუქრებათ ცოცხალი ძალის დეფიციტი იმ მძიმე დანაკარგების შემდეგ, რაც მათ განიცადეს ომის პირველ დღეებში. მაგრამ რუსეთმა აღადგინა მეტი ძალა, ვიდრე ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ელოდა, გაზარდა თავისი დაცლილი არმია 40,000-დან 50,000-მდე ბოლო ორი თვის განმავლობაში, გაზარდა რეზერვის ასაკი, განათავსა ახალი ძალები და აღადგინა განადგურებული დანაყოფები.

დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ელიან, რომ რუსული ჯარები მალე მოიპოვებენ სრულ კონტროლს ქალაქ სევერდონეცკზე და შემდეგ დაიკავებენ ლისიჩანსკს, რაც მათ საშუალებას მისცემს სრულად გააკონტროლონ ლუგანსკის ოლქი. 

11.06.2022 15:05 რაღაც არასწორად მოხდა, ბევრი დაღუპულია - სევეროდონეცკში ოკუპანტებმა დიდი ზარალი განიცადეს

სევეროდონეცკში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში გამართული შეხვედრისას, ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„რაშისტებმა სევეროდონეცკის ერთ-ერთ შენობაში შეხვედრის გამართვა სცადეს, მაგრამ რაღაც არასწორად მოხდა, ბევრი დაღუპულია. ვიცით, რომ ყუმბარები და ჭურვები ფანჯრებიდანაც კი ცვიოდა. მოგვიანებით, ალბათ, გვექნება ინფორმაცია, შეგვიძლია ვთქვათ, ვინ დაიღუპნენ ქიმიკოსთა კულტურის სახლში“, - აღნიშნა ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

11.06.2022 15:25 ბრიანსკის ოლქში რუსულ სამხედრო ნაწილს კვლავ ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში სამხედრო ნაწილი აფეთქდა. ვიდეო ადგილობრივმა ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს.

ადგილობრივების თქმით, 11 ივნისს სოფელ კლინცში ოთხი აფეთქება მოხდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცეცხლი სამხედრო ნაწილს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მისვლის შემდეგ ხანძარი ლოკალიზებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიანსკის გუბერნატორს ხანძრის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში გახშირდა ხანძარი სტრატეგიულ ობიექტებში: ნავთობის საცავებში, სამხედრო ნაწილებში და ელექტროსადგურებში. ოფიციალური პირები ხანძრებს უბრალოდ „ავარიებს“ უკავშირებენ.

რუსეთის ხელისუფლებამ, ასევე ,დაადანაშაულა უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაში. 

11.06.2022 16:05 რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბში განწყობა უარესდება, შტაბში წმენდა დაიწყო - ოლეგ ჟდანოვი

„რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბში განწყობა უარესდება, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა. 

„ამის მაჩვენებელია იმ მეთაურთა რაოდენობა, რომლებსაც არა მხოლოდ თანამდებობიდან ათავისუფლებენ, არამედ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მაგალითად შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, რუსეთის გენერალურ შტაბში მკაცრი წმენდები დაიწყო. რუსეთის უშიშროების სამსახური ცდილობს თავისი შეცდომები სამხედროებს დააბრალოს არასწორად დაგეგმილ ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“.

11.06.2022 13:09 რუსეთი იყენებს ძველ გემსაწინააღმდეგო რაკეტებს მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო - ბრიტანული დაზვერვა

ოკუპანტი იყენებს ძველ გემსაწინააღმდეგო რაკეტებს სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ოკუპანტებს სევეროდონეცკის სამხრეთით ტერიტორიული წინსვლისთვის არ მიუღწევიათ. ამასთან ერთად, ქალაქის ქუჩებში მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქვედანაყოფების დამარცხების მიზნით, თავის საარტილერიო და საჰაერო შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს.

აპრილიდან მოყოლებული, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, 1960-იანი წლებში შექმნილი ათობით მძიმე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვეს. ეს 5.5 ტონიანი რაკეტები, პირველ რიგში, ავიამზიდების გასანადგურებლად იყო შექმნილი. სახმელეთო თავდასხმებში გამოყენების დროს ისინი არაზუსტია და, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გვერდითი ზიანი და ადამიანური მსხვერპლი გამოიწვიოს.

რუსეთი, სავარაუდოდ, თანამედროვე რაკეტების სიმცირის გამო, მსგავსს მოწყობილობებს იყენებს. ოკუპანტები შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდიან, რაც სანქციებისა და შიდა წარმოების შეზღუდვით არის გამოწვეული“, - ნათქვამია ანგარიშში.

11.06.2022 13:01 ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინელებმა რუსულ ძალებს 7 კილომეტრით უკან დაახევინეს

ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების შედეგად ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზმა 7 კმ-ით უკან დაიწია. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. 

როგორც რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქ მელიტოპილის მერმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა, ქალაქ ზაპოროჟიეს უშუალო საფრთხე ამჟამად არ ემუქრება.  „მელიტოპოლის და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება. ოკუპაცია დროებითი“ - განაცხადა ფიოდოროვმა.

მისი თქმით, როდესაც თებერვალში რუსული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ, ზაპოროჟიეში მათი რაოდენობა უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობას ბევრჯერ აღემატებოდა. ახლა კი უკრაინელი სამხედროების გმირობის ფასად ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას, ფიოდოროვი არ გამორიცხავს, რომ რუსი  ოკუპანტები მას ჩაატარებენ, მაგრამ ამ ფსევდორეფერენდუმებს არანაირი იურიდიული შედეგები არ მოჰყვება. 

11.06.2022 12:31 უკრაინის ომი პუტინისთვის „პირად ვიეტნამად“ იქცევა - ამერიკელი ადმირალი

უკრაინის ომი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის „პირადი ვიეტნამი“ ხდება, - ამის შესახებ ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა. 

ამერიკელი სამხედროები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინაში ომის დასასრული არ ჩანს და ამ ფონზე გავრცელდა ჭორები, რომ შესაძლოა, უკეთესი იყოს პუტინის პირობებზე დათანხმება. 

სტავრიდისის თქმით, ის საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ გაიხსენოს აშშ-ის სამხედრო კამპანია ვიეტნამში. ამიტომ, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, სულ უფრო მეტად ახსენებს ამ წარუმატებელ სამხედრო კამპანიას.

„ის, რაც ელვისებური გამარჯვება უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ გადაიზარდა ბლანტ, რთულ და მახინჯ ომში დამარცხებით. მხოლოდ რუსეთია ახლა აშშ-ზე უარეს მდგომარეობაში. ათობით ქვეყანა, ასევე, აწვდის უკრაინას იარაღს, უკრაინის პარტნიორები ყველაზე მდიდარი ქვეყნები არიან მსოფლიოში. პუტინისთვის ეს კამპანია სამარცხვინო მარცხით დასრულდება“, - განაცხადეს სამხედროებმა.

11.06.2022 12:09 რუსული ძალები ავიაციასა და არტილერიას ოთხი მიმართულებით იყენებენ, სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

რუსული ძალები უკრაინელი სამხედროების შესაკავებლად ავიაციასა და არტილერიას ოთხი მიმართულებით იყენებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„სევეროდონეცკის მიმართულებით, ოკუპანტი ახორციელებს შეტევას ნოვოტოშკოვსკოე - ორეხოვოს მიმართულებით და ნაწილობრივი წარმატება აქვს. ოკუპანტი აგრძელებს შტურმს ქალაქ სევეროდონეცკზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ გადაჯგუფებას ნიკოლაევკას და კამიშევახას წინააღმდეგ შეტევის განხორციელების მიზნით.

„ავდიივკას, კურახოვოს, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით დამპყრობელი აქტიურად იყენებს ავიაციას და არტილერიას ჯარების დასამაგრებლად და სხვა მიმართულებებით რეზერვების გადაყვანის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 14 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს რუსების 4 ტანკი, 2 საარტილერიო სისტემა, 11 ჯავშანმანქანა, 3 საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ ჩამოაგდეს.

11.06.2022 11:06 რუსები ემზადებიან სლავიანსკზე და სივერსკზე თავდასხმისთვის - უკრაინის გენშტაბი

რუსები სლავიანსკსა და სივერსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„სლავიანსკის მიმართულებით, ოკუპანტი ფოკუსირებულია ჯარების მომზადებაზე სლავიანსკზე თავდასხმისთვის. აგროვებენ საბრძოლო მასალას, საწვავს და საპოხ მასალებს სლავიანსკსა და სივერსკზე შეტევისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხარკოვის მიმართულებით, დამპყრობლის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დაცვასა და სახელმწიფო საზღვრამდე ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე.

მანამდე ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ მცირე პროგრესს მიაღწია სლავიანსკში, მაგრამ მის შტურმამდე მას გარკვეული სირთულეების გადალახვა მოუწია. 

11.06.2022 10:40 ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული ბაზების განადგურებაში უკრაინელი ჯაშუშები დაეხმარნენ - NYT

უკრაინელი ჯაშუშები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპანტზე  სასიკვდილო დარტყმების მიყენებაში ეხმარებიან. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ჯაშუშებმა მათ შორის სამოქალაქო პირებმა ან ყოფილმა ჯარისკაცებმა, მიაწოდეს ინფორმაცია, რამაც ხელი შეუწყო შეიარაღებული ძალების თავდასხმას ხერსონის ოლქში ორ რუსულ ბაზაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნაკლებობა აფერხებს უკრაინელ სამხედროებს, ჯაშუშები ეხმარებიან უკრაინულ ძალებს სასიკვდილო დარტყმების განხორციელებაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც ეს საშიშია და ზოგჯერ შეუძლებელია. განადგურდა ორი რუსული ბაზა ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, რის შედეგადაც ათობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, იტყობინება უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი“, - წერს გამოცემა.

ამ კვირაში უკრაინელი ჯაშუშები მიუახლოვდნენ რუსული არმიის ობიექტს სოფელ ჭკალოვეში და ბაზაზე ბევრი რუსი ჯარისკაცი და მძიმე იარაღი იპოვეს. შეიარაღებულმა ძალებმა ბაზაზე ჭურვები ისროლეს, რის შედეგადაც ათობით ჯარისკაცი დაიღუპა.

„მოგვიანებით, უკრაინელებმა მორიგი საარტილერიო შეტევა, ამჯერად საკურორტო კომპლექსზე განახორციელეს მდინარე დნეპრის შესართავთან, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით რუსი ჯარისკაცი, მათ შორის ორი გენერალი“, - აღნიშნავს გამოცემა.

წყაროს ცნობით, დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბევრია. ჭურვები მოხვდა საბრძოლო მასალის საცავს, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია, საცავი ექვსი საათის განმავლობაში იწვოდა.

11.06.2022 10:15 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ოკუპანტის უპილოტო საფრენი აპარატი და რამდენიმე ათეული პერსონალი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ოკუპანტის საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.

„ეს არის რუსი ოკუპანტების მორიგი უპილოტო საფრენი აპარატი „Orlan-10“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა გაანადგურეს ყველა სახის საჰაერო სამიზნე: თვითმფრინავები, ვერტმფრენები, საკრუიზო რაკეტები, დრონები და ზოგჯერ რაკეტები. ოპერატიული და ტაქტიკური კომპლექსები.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ოპერატიული და ტაქტიკური დონის ორი უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ საჰაერო ძალების დამრტყმელი თვითმფრინავი  ურტყამს ოკუპანტის აღჭურვილობას, პოზიციებს და ლოგისტიკის დაგროვებას.

„განადგურდა სულ მცირე ხუთი ერთეული ჯავშანტექნიკა და რამდენიმე ათეული ოკუპანტი“, - განაცხადეს საჰაერო ძალებმა.

11.06.2022 10:25 სამხრეთში უკრაინის ჯარებმა რუსი მედესანტეების ჯგუფი გაანადგურეს

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ 39 რუსი ოკუპანტის განადგურების შესახებ  იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ოკუპანტი ოკუპირებულ თავდაცვის ხაზზე აგრძელებს ბრძოლას.

„ხმელეთზე წინსვლის წარუმატებლობის გამო, ოკუპანტი ამოწმებს ჩვენი პოზიციის სიძლიერეს შვეულმფრენის დარტყმით ჰაერიდან. საპასუხოდ, ჩვენმა Mi-8-მა დაარტყა დამპყრობლის კონცენტრაციას ხერსონის ოლქში, ხოლო Su-27-მა საბრძოლო მასალისა და მტრის აღჭურვილობას ნიკოლაევის ოლქში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში უკრაინულმა სადაზვერვო ჯგუფმა გაანადგურა რუსი მედესანტეების ჯგუფი, წაართვა მათ იარაღი და საკომუნიკაციო საშუალებები.

„საერთო ჯამში, ჩვენმა ქვედანაყოფებმა, მათ შორის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა, შეამცირეს მტრების რაოდენობა 39 რაშისტით და მინიმუმ 11 ერთეული აღჭურვილობით: T-62 ტანკი და 4 ჯავშანტექნიკა, 3 სატვირთო მანქანა, ავტომატური ელექტრონული საბრძოლო კომპლექსი „ბორისოგლებსკი -2”. და 2 ჰაუბიცა „Msta-B“. საველე საბრძოლო მასალის საცავი დავიდოვ ბროდის მიდამოში, ასევე, განადგურდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ შავი ზღვის საოპერაციო ზონაში გადაზიდვები დაბლოკილია.

11.06.2022 10:47 რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინაში 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

24 თებერვლის შემდეგ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო, 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ გადაცემა „ფეიგინ Live“ -ში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები რამდენჯერმე მეტია. „დაახლოებით 100 ჩვენი მებრძოლი იღუპება დღეში. ასე იყო ომის პირველი ფაზის დროსაც და ახლაც ასეა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ომის პირველი 20-30 დღეში ყოველდღიურად 1000 სამხედრო იღუპებოდა. ახლა კი მათ დღეში 200-300 სამხედრო ეღუპებათ“ - განაცხადა არსტოვიჩმა.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ომის დაწყების დღიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაღუპულების სახით სხვადასხვა მონაცემებით 32-დან 50 ათას სამხედრომდე დაკარგეს. 

11.06.2022 00:14 დღის განმავლობაში 14 მოგერიებული თავდასხმა, 20-ზე მეტი განადგურებული რუსული ტექნიკა და 4 ჩამოგდებული თვითმფრინავი - ვითარება დონბასში

დღეს, 10 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლების 14 თავდასხმა მოიგერიეს. ამის შესახებ გაერთიანებული ძალების დაჯგუფება წერს.

აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას პასუხისმგებლობის გარკვეულ არეალში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით.

„მტერი იყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, დიდი კალიბრის ქვემეხს, ტანკებს და სხვადასხვა სისტემის ნაღმტყორცნებს მთელი თავდაცვის ზონის გასწვრივ ჩვენი ჯარების პოზიციების წინააღმდეგ“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო დაბომბვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და მშვიდ საცხოვრებელ უბნებზე.

„უკრაინელმა დამცველებმა და გაერთიანებული ძალების ჯგუფის სამხედროებმა დღეს მოიგერიეს მტრის 14 თავდასხმა. ორ ლოკაციაზე ბრძოლები კვლავ გრძელდება. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ზარალს აყენებენ აგრესორის ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, გასული დღის განმავლობაში დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეებმა გაანადგურეს ოთხი ტანკი, ორი საარტილერიო სისტემა, 11 ჯავშანტექნიკა, სამი მანქანა და ერთი საბრძოლო მასალის საცავი.

„დონბასის ცაზე საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 4 უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10“, - წერს გაერთიანებული ძალები.

10.06.2022 17:35 რუსეთი უკვე ზღვარზეა, ოკუპანტი „სპეციალურ ოპერაციას“ სახის გადასარჩენად ატარებს - უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი

რუსეთი უკვე ბოლომდე იბრძვის. ახლა ოკუპანტები ცდილობენ უკრაინას რაც შეიძლება მეტი დასახლება წაართვან, ოკუპანტი წვავს ყველაფერს. დამპყრობელი ატარებს „სპეციალურ ოპერაციას სახის გადასარჩენად“, რუსეთში ესკალაციის შესაძლებლობა აღარ არის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა განაცხადა.

ყოფილი მინისტრის თქმით, რუსეთი უკვე თავისი შესაძლებლობების ზღვარზეა.

„აგრესორი ქვეყანა მალე გააძლიერებს რიტორიკას უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ. ოკუპანტს მეტი უკრაინის ქალაქის აღება სურს. რუსული ჯარები ცდილობენ აჩვენონ და დაამტკიცონ, რომ რაღაცის უნარი აქვთ. ახლა ეს არის უზარმაზარი ოპერაცია სახის გადასარჩენად, იმ ლიდერების გარკვეული შიდა რეპუტაციის შესანარჩუნებლად, რომლებიც ახლა ხელმძღვანელობენ ამ სამხედრო მოქმედებებს“, - აღნიშნა ზაგოროდნიუკმა.

10.06.2022 17:08 დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უკრაინაში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„იარაღი, ფინანსები, სანქციები ეს არის სამი რამ, რომლითაც დიდი ბრიტანეთი მუდმივად აჩვენებს თავის ლიდერობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვაფასებთ ასეთ რეალურ, ერთიან მუშაობას, როდესაც სიტყვები და კომუნიკაცია მუდმივად ქმედებად იქცევა. მადლობელი ვარ თავდაცვის მდივნის ბენ უოლესის და მისი გუნდის ამ ვიზიტისთვის, ისევე როგორც ზოგადად დიდი ბრიტანეთის, მთავრობისა და პრემიერ მინისტრის, გაწეული დახმარებისთვის“, - წერს ზელენსკი.

10.06.2022 13:19 „ლამაზად განათებული“ - უკრაინის 54-ე ბრიგადამ მტრის ტანკის განადგურების სანახაობრივი კადრები აჩვენა

საბრძოლო ჯგუფმა K2-მა, რომელიც მიეკუთვნება ჰეტმან ივან მაზეპას სახელობის 54-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას, გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო მტრის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას გარეუბანში.

„მინდორზე „ტურისტები“ მიდიოდნენ, უკრაინის მინდვრებს უყურებდნენ, სადაც ამასობაში K2 ჯგუფის მამაცი ბიჭები სხვა ცნობილ დანაყოფთან ერთად „მარცვლეულის თესვით“ იყვნენ დაკავებულნი და აღმოჩნდა, რომ ის „ტურისტული“ მანქანა შეხვდათ. დიახ, ის სამუდამოდ გაანადგურეს“, - წერენ უკრაინელი სამხედროები.

 

10.06.2022 09:03 გერმანიის კანცლერი უკრაინას დაპირებულ იარაღს არ გაუგზავნის - სამხედრო ექსპერტი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გააგრძელებს ანგელა მერკელის პოლიტიკას და უკრაინას არ გაუგზავნის დაპირებულ იარაღს რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა. 

მისი აზრით, შოლცი ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ გერმანული იარაღი უკრაინაში არ შევიდეს.

„არ მგონია, ჩვენ მივიღოთ გერმანიის მიწოდება. ეს ალბათ შოლცის საკუთარი პოლიტიკაა. შეიძლება მან ვერ შეძლოს ამის საჯაროდ აღიარება, მაგრამ ფარულად ახორციელებს მერკელის პოლიტიკას. ცოტა ხნის წინ Bild-მა ფაქტობრივად პირდაპირ დაადანაშაულა მერკელი და შოლცი. ამიტომ, ვფიქრობ, შოლცი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იარაღი არ შევიდეს უკრაინაში. ჩვენთვის ეს არ იქნება სასიკვდილო, მაგრამ იქნება მტკივნეული“, - განაცხადა ჟდანოვმა.

სამხედრო ექსპერტმა აღნიშნა, რომ უკრაინა შეძლებს გერმანული იარაღის ამერიკულით ჩანაცვლებას.

მისი თქმით, ამჟამად მხოლოდ ფინანსური დახმარება მოდის გერმანიიდან.

„ფულის გარდა ახლა არაფერი მოდის, ცოტა ჰუმანიტარული დახმარებაა... გერმანია აპირებს ფულით გამოისყიდოს ეს ყველაფერი, მართალია, თანხები დიდია, თუმცა მეტი იარაღი გვჭირდება. სამხედრო „საჰაერო თავდაცვა“, ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება, რადგან რუსული ავიაცია ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენს პოზიციებზე. მაგრამ არც გეპარდებს და არც ლეოპარდებს, როგორც მე ვუწოდებდი მათ, ჩვენამდე არ მოუღწევია“, - აცხადებს ოლეგ ჟდანოვი. 

10.06.2022 09:20 უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქში ოკუპანტის ბაზებს დაარტყა

უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქის ხუთ დასახლებაში ოკუპანტის ბაზებს დაარტყა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„ჩვენმა თვითმფრინავმა ხერსონის ოლქის ხუთ სხვადასხვა დასახლებაში - ოკუპანტის ბაზებს, ტექნიკის დაგროვებას, პერსონალს და საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის შვიდი შეტევა დონეცკსა და ლუგანსკში, გაანადგურეს ათი ტანკი, შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი სპეციალური ჯავშანმანქანა, ოთხი ერთეული მანქანა და ოკუპანტის საბრძოლო მასალის საცავი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10.

10.06.2022 09:39 ხარკოვის ოლქში მიღებული დანაკარგების გამო, პირველი არმიის რუსულმა ქვედანაყოფმა სრული ძალით უარი თქვა ბრძოლაზე - უკრაინის გენშტაბი

ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს მიღებული დანაკარგების გამო, 1-ლი არმიის კორპუსის რუსულმა მოტორიზებულმა ქვეითმა ქვედანაყოფმა სრული ძალით უარი თქვა ბრძოლაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„ცნობილი გახდა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინელ დამცველებთან ბრძოლის დროს მიღებული დანაკარგების გამო, პირველი არმიის კორპუსის მოტორიზებულმა ქვეითთა ქვედანაყოფმა მთლიანად თქვა უარი საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, საოკუპაციო ძალების სარდლობის მიერ განხორციელებული იძულებითი ზომების მიუხედავად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით მობილიზებული ქვედანაყოფების მიერ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა გრძელდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამართულ ბრძოლებში მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის 800 რუსი სამხედრო დაიღუპა. ამ ბრიგადის 400-მდე ოკუპანტი დაიჭრა.

10.06.2022 09:53 შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა? - ექსპერტის განმარტება

უკრაინას შეუძლია ჩაძიროს რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი Harpoon რაკეტების საჭირო რაოდენობით, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა. 

ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი არის 100 ერთეული სამხედრო ხომალდი.

ოლეგ ჟდანოვმა, ასევე, განაცხადა, რომ რაკეტების  Harpoon გამოყენებით, 500 კმ დიაპაზონით, უკრაინას შეუძლია გაანადგუროს შავი ზღვის ფლოტის ყველა ხომალდი.

სამხედრო ექსპერტი ამტკიცებს, რომ ეს წყალქვეშა ნავებსაც ეხება.

„შავ ზღვაში არის დიზელის წყალქვეშა ნავები, რომლებსაც უწევთ ცურვა. დიზელის წყალქვეშა ნავის საწვავის შევსება ხდება მხოლოდ ზედაპირულ მდგომარეობაში და თუ ის ცურავს, ეს შესანიშნავი სამიზნეა“, - განმარტა ჟდანოვმა. 

10.06.2022 10:15 სევეროდონეცკის დაკავება არ არის ბოლო პუტინის შიზოფრენიულ გეგმებში - სამხედრო ექსპერტი

სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ჯარების შეტევა სევეროდონეცკზე არ იქნება ბოლო ფართომასშტაბიანი ბრძოლა უკრაინის ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე კოვალენკომ განაცხადა. 

როგორც სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე კოვალენკომ აღნიშნა, ოკუპანტები ცდილობენ გადაადგილდნენ სლოვიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, სევეროდონეცკი არ არის ბოლო პუტინის შიზოფრენიულ გეგმებში, რადგან მას სჭირდება ლისიჩანსკი, რომელიც ახლა მტკიცედ უჭირავთ უკრაინელ დამცველებს“, - აღნიშნა კოვალენკომ.

ექსპერტის თქმით, თუ რაშისტები მოახერხებენ სევეროდონეცკის აღებას, მაშინვე დაიწყებენ ლისიჩანსკზე შეტევას.

„მაგრამ სევეროდნეცკში ყველაფერი არც თუ ისე კარგად მიდის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ქალაქისთვის ბრძოლებმა რუსული არმიის არაპროფესიონალიზმი აჩვენა“, - დასძინა სამხედრო ექსპერტმა.

კოვალენკომ გაიხსენა, თუ როგორ ანგრევდნენ რუსები ქალაქებს მათ ოკუპაციამდე. ასე  მოხდა მარიუპოლში,  პოპასნაში - ეს ქალაქები თითქმის არ არსებობს.

ექსპერტი ამბობს, რომ ეს ნგრევის სტილი მათთვის ნაცნობია და არ საჭიროებს სამხედრო უნარებს.

„ჩვენ დავინახეთ რუსეთის სისუსტე სწორედ მაშინ, როდესაც შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ყველაზე მოსახერხებელი თავდაცვითი პოზიციები ინდუსტრიულ ზონაში და არა უშუალოდ საცხოვრებელ უბნებს შორის“, - განაცხადა კოვალენკომ.

10.06.2022 11:10 სიტუაცია დონბასში - რუსებს დონეცკის ოლქში ნაწილობრივი წარმატება აქვთ, მიმდინარეობს ბრძოლა სევეროდონეცკისთვის

მტერი ახორციელებს შეტევას ვოზდვიჟენკას - როტას მიმართულებით და ნაწილობრივ წარმატებას აღწევს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

უკრაინის გენშტაბის ცნობით,  ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები აქტიურად იყენებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ და სამხედრო ავიაციას.

„დამპყრობლების ქვედანაყოფები ცდილობდნენ შტურმს ნირკოვისა და ნიკოლაევის დასახლებების მიმართულებით, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

ამავე ცნობით, რუსები სევეროდონეცკზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობენ.

„ოკუპანტი წარუმატებლად ცდილობს მოიპოვოს სრული კონტროლი ქალაქ სევეროდონეცკზე, ბრძოლა გრძელდება. სლავიანსკის მიმართულებით, მტერს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია, ის ახორციელებს ჯარების კონცენტრირებას, ცდილობს შექმნას პირობები შეტევის განახლებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, დამპყრობელი უკრაინულ ქვედანაყოფებს ცეცხლს უხსნის კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ, ახორციელებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე.

10.06.2022 11:58 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია რუსების თავდასხმა სამი მიმართულებით, ბრძოლა სევეროდონეცკისთვის გრძელდება - გაიდაი

უკრაინელმა მებრძოლებმა რუსული ჯარების შეტევა სამი მიმართულებით მოიგერიეს. ამავდროულად გრძელდება ბრძოლა სევეროდონეცკისთვის, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, საომარი მოქმედებები, ასევე, გრძელდება გორნაიასა და პოპასნიანაიას თემის დასახლებებში.

„რუსები ცდილობდნენ თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ნიკოლაევკას მიმართულებით, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მათ ზიანი მიაყენეს - დამპყრობლებმა უკან დაიხიეს. თავდასხმის დროს ცხრა სახლი დაინგრა“,- აცხადებს გაიდაი.

გარდა ამისა, ოკუპანტის თავდასხმა, ასევე, მოიგერიეს ტოშკოვკას ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში. ამავდროულად, 15 სახლი დაინგრა ორეხოვოში, ოთხი ლისიჩანსკში და კიდევ ოთხი გორნიში.

გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინელებმა მოიგერიეს მტრის 7 შეტევა, განადგურდა ათი ტანკი, შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი სპეციალური ჯავშანტექნიკა, ოთხი მანქანა და მტრის საბრძოლო მასალის საცავი.

„სევეროდონეცკის ქუჩებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. რუსებმა ისევ განიცადეს მარცხი. რეგიონალური ცენტრი უკრაინელების ხელშია. ლისიჩანსკი-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია“, - აღნიშნავს ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

10.06.2022 08:52 რუსეთის ფედერაციას გაუჭირდება სლავიანსკის აღება, უბედურება ელოდება ოკუპანტებს - ISW

რუსმა ოკუპანტებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს სლოვიანსკის ჩრდილოეთით, მაგრამ მის შტურმამდე მას გარკვეული სირთულეების გადალახვა მოუწია, - ამის შესახებ ამერიკის ომის კვლევების ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა.

„დღემდე, რუსეთის ჯარებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს სლავიანსკის ჩრდილოეთით. მათი შეტევა  სლავიანსკზე შეაფერხებს მათ გეგმას, წარმატებით გადალახონ  მდინარე სევერსკი დონეცი  ჩრდილოეთით (სვიატოგორსკ-ტეტიანივკასთან) და სლოვიანსკის აღმოსავლეთით. რუსეთის ფედერაციას გაუჭირდება სლავიანსკის აღება. უბედურება ელოდება ოკუპანტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

რუსეთის წინა მცდელობები, გადაელახათ მდინარე სევერსკი დონეცი, ცუდად დასრულდა.

მოხსენებაში, ასევე, ნათქვამია, რომ რუსეთი მძიმე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აგრძელებს უკრაინული ჯარების სევეროდონეცკიდან გაძევებას. ქალაქის საცხოვრებელი უბნები რუსეთის კონტროლის ქვეშაა, მაგრამ შეიარაღებული ძალები ინდუსტრიულ ზონაში თავდაცვას მუდმივი საარტილერიო და საჰაერო ცეცხლის ქვეშ ინარჩუნებენ.

ანალოგიურად, რუსული ჯარები მიიწევენ ბახმუტის მიმართულებით, აქვთ ნაწილობრივი წარმატება კომიშუვახასა და როტას დასახლებებში.

10.06.2022 10:31 ჩვენ თითქმის ამოგვეწურა საბრძოლო მასალა და ახლა დასავლეთის იარაღზე ვართ დამოკიდებული - ვადიმ სკიბიცკი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ფრონტზე რუსეთთან აგებს და ახლა დასავლეთის იარაღზე არიან დამოკიდებული.

„ეს არის საარტილერიო ომი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გვაძლევს დასავლეთი. უკრაინის ერთი საარტილერიო დანადგარის საპირისპიროდ, რუსეთს 10-15 დანადგარი აქვს. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვცეს მათი მარაგების 10%. ჩვენ თითქმის გამოვიყენეთ ჩვენი არტილერიის საბრძოლო მასალა და ახლა ვიყენებთ ნატოს 155 კალიბრის სტანდარტის ჭურვებს“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

სკიბიცკიმ ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ დასავლეთმა უკრაინას მიაწოდოს შორი მანძილის სარაკეტო სისტემები, რათა შორიდან გაანადგუროს რუსული საარტილერიო ნაწილები.

10.06.2022 11:09 სატელეფონო საუბარში მაკრონმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ მზადაა, უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება მიაწოდოს - ელისეის სასახლე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას უფრო მძიმე იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის მხარეს რჩება. მაკრონმა ზელენსკის ჰკითხა სამხედრო აღჭურვილობის, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ.

მან უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ საფრანგეთი დარჩება მობილიზებული უკრაინის საჭიროებების, მათ შორის მძიმე იარაღის დასაკმაყოფილებლად.

საფრანგეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას კეისრის ჰაუბიცები და უკრაინელ ჯარისკაცებს ამ იარაღის მართვაც ასწავლა. კეისრის ჰაუბიცებით უკრაინელებს შეუძლიათ, ზუსტად დაარტყან მტრის სამიზნეები 40 კილომეტრამდე მანძილზე.

10.06.2022 11:26 მოსკოვის ხელმძღვანელობამ სევეროდონეცკის აღების თარიღად დანიშნა „საზეიმო“ დღე - 22 ივნისი, გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის თარიღი - სერგეი გაიდაი

10 ან 12 ივნისს სევეროდონეცკის აღების აშკარა შეუძლებლობის შემდეგ, მოსკოვის ხელმძღვანელობამ დანიშნა კიდევ ერთი „საზეიმო“ თარიღი - 22 ივნისი (გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის დღე). ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაიმ, ასევე, დასძინა, რომ სევეროდონეცკისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება.

„სევეროდონეცკში სასტიკი ქუჩის ჩხუბი გრძელდება. ლისიჩანსკი-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია. „მშვიდი“ ევაკუაცია შესაძლებელია მხოლოდ ლისიჩანსკის და მთის თემებიდან. ჩვენს ჯარებს ლუგანსკის რეგიონში ალყა არ ემუქრება. ჩვენ ვაგრძელებთ! ”- განაცხადა გაიდაიმ.

10.06.2022 10:41 ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვაგნერის ბაზა გაანადგურეს

ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვაგნერის ბაზა გაანადგურეს, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„ამჯერად ვაგნერის საჰაერო თავდაცვის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას ზუსტად დაარტყეს. მხოლოდ ერთი რაშისტი გადარჩა“, - აცხადებს ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

გაიდაის თქმით, ოკუპანტის ბაზა სტახანოვში ადგილობრივ სტადიონზეა განთავსებული, რომელიც რუსებმა ჯერ კიდევ 2014 წელს იყიდეს.

10.06.2022 10:58 უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 200 ოკუპანტი გაანადგურეს - უკრაინული მხარე

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 200 ოკუპანტი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 10 ივნისამდე ასე გამოიყურება 👇

➖  ლიკვიდირებულია დაახლოებით 31900 რუსი სამხედრო 

➖   1409 ტანკი

➖  3450 ჯავშანტექნიკა

➖  712  საარტილერიო სისტემები

➖  222 MLRS

➖  97 საჰაერო სისტემა

➖  212  თვითმფრინავი

➖  178 ვერტმფრენი

➖  572 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

➖  125 ფრთოსანი რაკეტა

➖  2438 სატვირთო მანქანა

➖  54   სპეციალური ტექნიკა 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ხარკოვისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადა. მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება.

10.06.2022 00:47 უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 30-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს.

განეიტრალდა 32 ოკუპანტი და განადგურდა 1 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანეიტრალეს 32 რუსი სამხედრო მოსამსახურე, გაანადგურეს 1 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

09.06.2022 22:32 „სევეროდონეცკი დაეცემა“ - დასავლელი ოფიციალური პირი

„უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დაეცემა“, - ამის შესახებ დასავლელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურად დარჩენის პირობით, BBC-ის განუცხადა. 

„რუსეთი ახლა აკონტროლებს ქალაქ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს და საბოლოოდ უკრაინულ ძალებს ამ მხარეში ალყაში მოაქცევს“, -  ამბობს დასავლელი მაღალჩინოსანი.

მისივე თქმით, დონბასში უკრაინას კიდევ ბევრი ბრძოლა ელის.

გარდა ამისა, მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე იმ წინსვლის ტემპით ვერ მიდის, რომელსაც მოსკოვი თავდაპირველად იმედოვნებდა. 

09.06.2022 21:24 რუსეთი მთელი ზაპოროჟიეს დასაპყრობად შეტევას განაახლებს - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

რუსული ჯარები ცდილობენ განაახლონ შეტევა, რათა ზაპოროჟიეს ოლქი მთლიანად დაიპყრონ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა განაცხადა

მისივე თქმით, ხერსონის სრულად აღების შემთხვევაში, ოკუპანტები შეეცდებიან, რომ ნიკოლაევიც აიღონ. 

„მტერი არ აჩერებს მცდელობებს, რომ განაახლოს შეტევები, ალბათ იმისთვის, რომ მიაღწიოს ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

ხერსონის რეგიონის სრულად აღების შემთხვევაში, დამპყრობლები შეეცდებიან ნიკოლაევის აღებას, რათა შექმნან პირობები ოდესაზე თავდასხმისთვის“, - განაცხადა გრომოვმა. 

09.06.2022 00:41 დღის განმავლობაში უკრაინელებმა დონბასში რუსების 7 შეტევა მოიგერიეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 7 შეტევა წარმატებით მოიგერიეს

განადგურდა 3 რუსული ტანკი და 6 უპილოტო საფრენი აპარატი. 

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 7 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 3 ტანკი, 2 ჯავშანტექნიკა.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

08.06.2022 23:09 „სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის საფრთხე ჯერ არ არსებობს“ - სერგეი გაიდაი

„მტრის მიერ სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის საფრთხე ჯერ არ არსებობს, ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქის  ტერიტორიის 90%-ზე მეტი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება“, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა

მისივე თქმით, ქალაქში ქუჩის ბრძოლები ისევ გრძელდება.  

„ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქში, რომლის დიდ ნაწილს ნამდვილად რუსები აკონტროლებენ. ჩვენი ბიჭები მათ სევეროდონეცკის ქუჩებში იგერიებენ. რთული ვითარებაა, მაგრამ იგი სრულად კონტროლირებადია ჩვენი დამცველების მიერ.

რაც შეეხება ლისიჩანსკს, ქალაქი მთლიანად უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. რუსული არმია ბომბავს საავადმყოფოებს, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს და სხვა შენობებს“, განაცხადა გაიდაიმ. 

07.06.2022 23:51 დღის განმავლობაში უკრაინელებმა დონბასში რუსების 11 შეტევა მოიგერიეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 11 შეტევა წარმატებით მოიგერიეს. 

განადგურდა 3 რუსული ტანკი და 5 საარტილერიო სისტემა.

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 11 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 3 ტანკი, 2 ჯავშანტექნიკა, 5 საარტილერიო სისტემა.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

07.06.2022 23:27 რუსებმა დონბასში 16 დასახლება დაბომბეს

დღის განმავლობაში რუსებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 16-ზე მეტი დასახლება დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება

დაიღუპა ერთი და დაიჭრა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე.

„მტერი იყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებს, დიდი კალიბრის ქვემეხს, ტანკებს, ნაღმტყორცნებს, ახორციელებს სარაკეტო იერიშებსა და დაბომბვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე

ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 16-ზე მეტი დასახლება დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 39 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 36 საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, საბავშვო ბაღი, ელექტროგადამცემი ხაზი.

ამ თავდასხმების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაშავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

07.06.2022 22:41 „ლუგანსკის ოლქის დასაცავად შორ მანძილზე მოქმედი არტილერიაა საჭირო“ - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქში უკრაინელ დამცველებს შორ მანძილზე მოქმედი არტილერია სჭირდებათ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა

მისივე თქმით, ასეთი იარაღის ქონის შემთხვევაში, ბრძოლაში რუსეთი აუცილებლად წააგებს.

„თავისუფალი ლუგანსკის ოლქის ქალაქები, ყველა დასახლება ყოველდღიურად ნადგურდება მტრის ცეცხლით. გვჭირდება შორი მანძილზე მოქმედი არტილერია, რომელსაც შეუძლია მტრის მოგერიება, მაშინ ორკები ვერ შეძლებენ ჩვენი ქალაქებისკენ სროლას და ბრძოლაში დამარცხდებიან. რუსეთი აუცილებლად წააგებს“, - განაცხადა გაიდაიმ. 

07.06.2022 21:22 რუსი სამხედროები სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. 

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ქალაქ სევეროდონეცკზე კონტროლის მოპოვების მცდელობებს აგრძელებენ. 

„აგრესორი აგრძელებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს და არ წყვეტს ქალაქ სევეროდონეცკზე კონტროლის დამყარების მცდელობებს.

ვოლინისა და პოლისიას მიმართულებით განსაკუთრებული ცვლილებები არ არის .

დღის განმავლობაში მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩერნიგოვის ოლქის დასახლებებს.

ხარკოვის მიმართულებით, მტერი იბრძვის ოკუპირებული საზღვრების შესანარჩუნებლად. 

მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ჯარების მომზადებაზე ქალაქ სლავიანსკზე თავდასხმისთვის.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით აფერხებენ თავდასხმის ოპერაციებს სოფელ კომიშუვახას მიდამოებში.

ნაგირნის მახლობლად, უკრაინელმა დამცველებმა საოკუპაციო ძალებს ზარალი მიაყენეს. წარუმატებელი თავდასხმის მცდელობის შემდეგ, მტერი უკან დაიხია თავის ძველ პოზიციაზე.

ოკუპანტებს აქტიური საომარი მოქმედებები არ განუხორციელებიათ ავდიივკას, კურახივის, ნოვოპავლივისა და ზაპოროჟიეს დასახლებებში.

ბესარაბიის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

ჩვენი საჰაერო თავდაცვის წარმატებული მოქმედებების გამო, მტრის თვითმფრინავების გამოყენების ინტენსივობა შემცირდა. ძალისხმევა მიმართულია სახმელეთო ჯგუფის მოქმედებების მხარდაჭერაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

07.06.2022 19:38 „გათავისუფლებულია“ ლუგანსკის ოლქის 97%“ - რუსული მხარე

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსული ძალები ახლა უკრაინის თითქმის მთელ აღმოსავლეთ რეგიონს აკონტროლებენ. 

„ლუგანსკის ოლქის 97% “გათავისუფლებულია“, - აღნიშნა შოიგუმ.

შოიგუს მტკიცებით, ქალაქ სევეროდონეცკის საცხოვრებელი უბნები მოსკოვის ხელშია და შემდგომი მიზანი ინდუსტრიული ტერიტორიების მოპოვებაა.

ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი მხარე რომელ ტერიტორიას აკონტროლებს, რადგან ქალაქებისთვის ბრძოლები ისევ გრძელდება. 

07.06.2022 10:35 უკრაინამ სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნა - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინამ სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნა“, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

„უკრაინულმა ჯარებმა დაიბრუნეს სევეროდონეცკის ნაწილი, თუმცა რუსული ჯარები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ აღმოსავლეთის ტერიტორიების ოკუპაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა მიაღწია პროგრესს რეგიონის სამხრეთ ნაწილში, მაგრამ მისი პროგრესი პოპასნაიას მახლობლად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეჩერდა.

„იზიუმის მახლობლად ძლიერი დაბომბვის შესახებ ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ჩრდილოეთში ახალი შეტევისთვის ემზადება. რუსეთს აუცილებლად დასჭირდება გარღვევა, რათა ტაქტიკური მიღწევები ოპერატიულ წარმატებად გადააქციოს და გადავიდეს თავისი პოლიტიკური მიზნისკენ. ეს არის დონეცკის მთელი რეგიონის კონტროლი“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

07.06.2022 10:17 ბრძოლა დონბასისთვის - ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლისიჩანსკს, არიან დაჭრილები

რუსი სამხედროები აგრძელებენ ლუგანსკის ოლქის დაბომბვას, ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ლისიჩანსკში ოკუპანტებმა ბაზარი, სამთო კოლეჯი და სკოლა დაბომბეს. ლუგანსკის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 ადამიანი დაშავდა.

„ბაზრის ტერიტორიაზე მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. განადგურდა ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებიც - სამთო-სამრეწველო პროფესიული კოლეჯის შენობა, რომელიც თითქმის დაიწვა, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საიდანაც განხორციელდა ორი დაშავებულის ევაკუაცია. ლისიჩანკსა და პრივოლიეში დაშავებული კიდევ სამი პირი სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს“, - განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

07.06.2022 09:38 სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცებმა ოკუპანტის BMP-2 გაანადგურეს

სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცებმა ოკუპანტის BMP-2 გაანადგურეს, რომელიც დაზვერვის დროს აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უკრაინის სუსის პრესსამსახურში განაცხადეს.

კადრებში ჩანს, როგორ გაანადგურეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი დამპყრობლების BMP-2 RPG-ების დახმარებით. 

„BMP-2 უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა აღმოაჩინეს დაზვერვის დროს. სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცებმა კი მოწინააღმდეგის მანქანები  RPG-ების დახმარებით გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

07.06.2022 09:28 რუსები სევეროდონეცკის დაბომბვას აგრძელებენ, ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

ოკუპანტი აგრძელებს სევეროდონეცკის შტურმს, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„დონეცკის მიმართულებით, საარტილერიო დაბომბვის გარდა, ოკუპანტმა ისროლა თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან. აგრესორის ძირითადი ყურადღება გამახვილდა სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებზე. დამპყრობელი აგრძელებს ქალაქ სევეროდონეცკში შტურმს, ბრძოლა გრძელდება. 

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ჯარები წარმატებით დაუპირისპირდნენ და მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპანტმა აქტიური საომარი მოქმედებები არ ჩაატარა ლიმანის მიმართულებით. სარაკეტო დარტყმა მიაყენა ნიკოლაევკას დასახლებას.

07.06.2022 09:06 პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც უარყოფს ბრალს, სულ უფრო ცინიკური ხდება - ბორელი მარცვლეულის ტერმინალზე თავდასხმაზე

კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომელიც რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქ ნიკოლაევში მარცვლეულის უდიდესი ტერმინალის განადგურებას გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მეორე უდიდესი მარცვლეულის ტერმინალი უკრაინაში, ნიკოლაევში“, - წერს ბორელი.

ბორელმა აღნიშნა, რომ დარტყმა ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო დაპირებებს უკრაინის სავაჭრო საზღვაო პორტებიდან შავი ზღვის უსაფრთხოდ გადაკვეთის შესახებ.

„ასეთი ცნობების გათვალისწინებით, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც უარყოფს ბრალს, სულ უფრო ცინიკური ხდება“, - წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. 

07.06.2022 08:58 სევეროდონეცკზე კონტროლი ხელიდან ხელში გადადის - ომის შესწავლის ინსტიტუტი

რუსული ძალები კვლავ აკონტროლებენ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს, თუმცა ზუსტი ვითარება ქალაქში ჯერ კიდევ გაურკვეველია, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების აზრით, ქალაქის კონტროლი ხშირად ხელიდან ხელში გადადის.

ომის შესწავლის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსული არმია აგრძელებს უკრაინის კომუნიკაციების გაწყვეტის წარუმატებელ მცდელობებს ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები სევეროდონეცკში პოზიციებს არ თმობენ. 

07.06.2022 08:52 ოკუპანტებმა ხერსონის მახლობლად მდებარე სოფლიდან უკან დაიხიეს - არესტოვიჩი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონიდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელი ბლაგოდატნე დატოვეს, რათა გადაჯგუფდნენ, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. 

„რუსულმა ჯარებმა დატოვეს ბლაგოდატნე. ის ძალიან ახლოს არის ხერსონთან. მაგრამ ეს არ არის პანიკური გაქცევა, არამედ მანევრია. მათ გააძლიერეს ხერსონის მიმართულებით, მარჯვენა სანაპირო ჯგუფი“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, შეიარაღებული ძალების შეტევის გამო ყველა რუსი ჯარისკაცი ბლაგოდატნიდან ხერსონის რეგიონის სხვა ნაწილში გადაიყვანეს.

07.06.2022 08:44 რუსეთის ფლოტი უკრაინის სანაპიროს 100 კმ-ით დაშორდა, რაც შეამსუბუქებს პორტების ბლოკადას - ISW

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის სამხრეთ პორტების ბლოკადა შესაძლოა, შემსუბუქდეს უკრაინის სანაპიროებიდან რუსული ხომალდების გასვლის გამო, - ამის შესახებ  ინფორმაციას  ომის კვლევების ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

„უკრაინის არმიამ ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროდან რუსეთის ფლოტს 100 კმ-ით უკან დაახევინა, რაც სავარაუდოდ შეამსუბუქებს რუსეთის ბლოკადის ზეწოლას უკრაინის სამხრეთ პორტებზე“, - ვარაუდობენ ანალიტიკოსები.

ამავე ინფორმაციის თანახმად, უკრაინელებმა რუსეთის ფლოტს სრული კონტროლი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე ჩამოართვა.

ანალიტიკოსების და ბრიტანული დაზვერვის ცნობებით, რუსეთის საზღვაო ფლოტი იძულებული გახდა შეეცვალა ტაქტიკა შავ ზღვაში და უფრო მეტად დაეყრდნო სანაპირო თავდაცვის სისტემებს ოკუპირებულ ხერსონსა და ყირიმში, ასევე, გაეზარდა საჰაერო თავდაცვა.

ISW-მ, ასევე, გაითვალისწინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ჯარებმა ყირიმში S-300 საჰაერო თავდაცვის დამატებითი დივიზიები გადაიტანეს. 

„უკრაინის საზღვაო ზეწოლამ და გემსაწინააღმდეგო რაკეტებმა, მათ შორის ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ მოწოდებულმა, აიძულა რუსული ჯგუფი ჩრდილო-დასავლეთ შავი ზღვიდან უკან დაეხიათ“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

„უკრაინა, სავარაუდოდ, შეეცდება გამოიყენოს ეს წარმატებები უკრაინის პორტებზე რუსული ბლოკადის ეკონომიკური ზეწოლის შესამსუბუქებლად და დასავლეთში დამატებითი ეკონომიკური მხარდაჭერის მოსაძიებლად, მათ შორის უკრაინის საერთაშორისო დახმარებისთვის ახალი გზების გახსნის ჩათვლით“, - პროგნოზირებენ ISW ექსპერტები.

07.06.2022 00:26 დღის განმავლობაში უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების 10 შეტევა მოიგერიეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების 10 შეტევა მოიგერიეს.

განადგურდა 1 ტანკი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 1 ტანკი, 2 ჯავშანტრანსპორტიორი, 3 საარტილერიო სისტემა. 

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

06.06.2022 21:51 „რუსეთის ჯარებმა მელიტოპოლის რაიონში თითქმის ყველა საგუშაგო დატოვეს“ - მელიტოპოლის მერი

„რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის რაიონის თითქმის ყველა საგუშაგო დატოვეს“, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა

„სამი დღის წინ რასისტებმა დატოვეს მელიტოპოლის რაიონი თითქმის ყველა საგუშაგო, რადგან ჩვენი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორია დამპყრობლებისგან გაასუფთაონ. 

არავინ აპირებს ზაპოროჟიეს დათმობას და სახელმწიფოს პრიორიტეტია ჩვენი დროებით ოკუპირებული ქალაქების დეოკუპაცია“, - განაცხადა მელიტოპოლის მერმა.

06.06.2022 20:48 უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკს აკონტროლებენ, ბრძოლები აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკს აკონტროლებენ.

„დამპყრობლები ემზადებიან თავდასხმის ოპერაციების განახლებისთვის, ისინი ამზადებენ პერსონალს რუსეთის ტერიტორიაზე.

ჩვენმა ნაწილებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა დოლგენკოეს დასახლების მიმართულებით. მათ ზარალი მიაყენეს რუს დამპყრობლებს. მტერმა უკან დაიხია.

დონეცკის მიმართულებით საოკუპაციო ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. 

მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობებზე.

გარდა ამისა, ლიმანსკის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ესროდნენ უკრაინულ დანაყოფებს ტატიანოვკასა და პისკუნოვკას დასახლებებში, ასევე განახორციელეს სარაკეტო შეტევა ნიკოლაევზე.

ჩვენი ჯარისკაცები აკონტროლებენ ქალაქ სევეროდონეცკს, ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.

უკრაინის ჯარების განლაგების პოზიციების დასადგენად, მტერი იყენებს ბელოგორივკას ოლქში მოქმედ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

06.06.2022 19:11 რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო თავდაცვას აძლიერებს - უკრაინული მხარე

დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილო-დასავლეთით რუსული ჯარები საჰაერო თავდაცვას აძლიერებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა

„ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოლენევკასა და რაზდოლნოიეს დასახლებებში კიდევ ორი S-300 საზენიტო-სარაკეტო ბატალიონია განლაგებული“, - აღნიშნავს მოტუზიანიკი.

მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ 12 მაისს რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები ყირიმის დასავლეთ ნაწილშიც განათავსა.

გარდა ამისა,  ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა ჩრდილო-დასავლეთ ყირიმში ორი დამატებითი S-400 საზენიტო-სარაკეტო ბატალიონი განათავსეს.

06.06.2022 13:02 უკრაინა 12 ათასი ფიზიკური პირისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

ერმაკ-მაკფაულის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ, ინდივიდუალური სანქციების საგზაო რუკა შეიმუშავა. დოკუმენტი ასახავს სანქციების მიზნებს, მათი გამოყენების პრინციპებს, დეტალურად განსაზღვრავს ყველა კატეგორიის პირს და ვის უნდა დაუწესდეს პირადი სანქციები და გვთავაზობს სანქციების ზეწოლის გაზრდის სტრატეგიას, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი თქმით, ინდივიდუალური სანქციების ამოცანაა გაზარდოს ზეწოლა რეჟიმის ელიტაზე, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ. 

„შემოთავაზებულია სანქცირებული პირების შემდეგი კატეგორიები: ოლიგარქები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, კომპანიის ძირითადი მენეჯმენტი, მათ შორის უცხოელები, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ყველა ამ ადამიანის ოჯახის წევრები და მარიონეტები. ასევე შემოთავაზებულია განიხილოს ყველა რუსი სპორტსმენის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სანქციების პოტენციური კანდიდატების რაოდენობა მინიმუმ 12 ათასი ფიზიკური და 3 ათასი იურიდიული პირია. პრიორიტეტი ენიჭება რუსეთის Forbes-ის სიის 100 უმდიდრეს ადამიანს. 

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ოლიგარქებს, რომლებიც აქამდე ახერხებდნენ სანქციების თავიდან აცილებას. მაგალითად, ვლადიმერ პოტანინი, Norilsk Nickel-ის და სხვა მსხვილი აქტივების მფლობელი, ანდრეი ბოკარიოვი, Transmashholding და სხვა მსხვილი აქტივების თანამფლობელი, ისკანდერ მაჰმუდოვი, Transoil, Transmashholding-ის თანამფლობელი და სხვები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ერმაკ-მაკფაულის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის მოთხოვნით, სანქციების მექანიზმები უნდა იყოს აქტივების გაყინვა, იმ ქვეყნებში შესვლის აკრძალვა, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ და დასავლურ კომპანიებში უფლებამოსილების შეწყვეტა.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია სანქციების კოალიციაში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ჩართვა.

06.06.2022 14:33 ბელარუსის საზღვარზე რუსეთს სარაკეტო კომპლექსებით ჯარი ჰყავს განთავსებული - უკრაინის გენშტაბი

ბელორუსიაში, უკრაინის საზღვართან, რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფებიან, რომლებსაც სარაკეტო კომპლექსები აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან იმყოფებიან რუსეთის ცალკეული საჯარისო დანაყოფები, რომლებსაც შეიარაღებაში აქვთ სარაკეტო კომპლექსები - „Искандер-М“, „Панцирь-С1“, C400-ები და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები.

სასაზღვრო რეგიონებში ძალების სადემონსტრაციოდ მოწინააღმდეგე შეტევებს ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში“, - აღნიშნა გენშტაბის წარმომადგენელმა.

სევერსკის მიმართულებით, ოკუპანტი მკაცრად იცავს უკრაინა-რუსეთის საზღვრის ნაწილს ბრიანსკის და კურსკის რაიონებში. 

ხარკოვის მიმართულებით დამპყრობლები ტერიტორიას აქტიურად იცავენ, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ხაზების შეკავებაზე. ოკუპანტი აქტიურად ბომბავს სამხედროების პოზიციებს. 

ლიმანის მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, დამპყრობელი წინ მიიწევს სვიატოგორსკის მხარეში.

06.06.2022 15:01 მარინკაში 54-ე ბრიგადის მებრძოლებმა „დაუპატიჟებელ სტუმრებს“ სიურპრიზი მოუწყვეს - განადგურდა ოკუპანტის ქვეითი ჯარი

54-ე ბრიგადის მებრძოლებმა მარინკაში რუსებს, რომლებიც ქუჩაში „სეირნობდნენ“,  სიურპრიზი მოუწყვეს. ინფორმაციას 54-ე ბრიგადის მებრძოლები ავრცელებენ. 

„ოკუპანტების“ ბრბო ირგვლივ იყურებოდა, მაგრამ გზაზე სიურპრიზი ვერ დაინახეს, რომელიც სადაზვერვო ჯგუფის K2-ის ბიჭებმა მოაწყვეს. სიურპრიზმა იმუშავა, განადგურდა ოკუპანტის ქვეითი ჯარი“, - ნათქვამია ბრიგადის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„დაუპატიჟებელი სტუმრების“ განადგურების ვიდეო უკრაინელმა დამცველებმა გაავრცელეს. 

06.06.2022 16:20 „პუტინის ნდობა არ შეიძლება, მისი სიტყვები ცარიელია“ - კულება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვის, რომ რუსეთი არ გამოიყენებს სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის, ნდობა არ შეიძლება“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა. 

„პუტინი ამბობს, რომ ის სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. ეს იგივე პუტინია, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია“, - წერს კულება.

06.06.2022 16:54 „რუსეთის რესურსი დღითი დღე მცირდება“ - სამხედრო ექსპერტი

სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი დარწმუნებულია, რომ რუსული არმია საომარი მოქმედებებისთვის რესურსების ნაკლებობას განიცდის.

მისი თქმით, რუსეთის რესურსი დღითი დღე მცირდება.

„რუსეთი რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს. ფაქტია, რომ ეს ომი დიდხანს ვერ გაგრძელდება. რუსეთი არ ემზადებოდა ხანგრძლივი ომისთვის და რესურსები, რომლებსაც აგროვებენ, ყოველდღიურად მცირდება“, -  აცხადებს სამხედრო ექსპერტი. 

06.06.2022 17:19 უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის სპეციალური ბანაკი შეიქმნა

უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეებისთვის სპეციალური ბანაკი შეიქმნა, - ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ  განაცხადა.

„ვმუშაობთ ჟენევის კონვენციის სრული დაცვით. ჩვენ მოვაწყვეთ სამხედრო ტყვეთა სპეციალური ბანაკი დასავლეთ უკრაინაში, სადაც განთავსდება სამხედრო ტყვეები. ბანაკში გადაიყვანენ იმ სამხედრო ტყვეებს, რომელთა გაცვლაც ახლო მომავალში არ იგეგმება“, - აცხადებს უკრაინის იუსტიციის მინისტრი.

მისი თქმით, უკრაინის მთავარი მიზანი რუსი სამხედრო ტყვეების შენარჩუნებაა ისე, რომ არ იყოს ბრალდებები წამებისა და ომის დანაშაულებში.

03.06.2022 21:11 ოკუპანტები ცდილობდნენ კონტროლი აეღოთ მდინარე სევერსკი დონეცკის მარცხენა სანაპიროზე - უკრაინის გენშტაბი

რუსმა დამპყრობლებმა თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინეს ქალაქ სევეროდონეცკის მიდამოში და ცდილობდნენ კონტროლი აეღოთ მდინარე სევერსკი დონეცკის მარცხენა სანაპიროზე, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რეზიუმეში.

„დონეცკის მიმართულებით ოკუპანტმა ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა სევეროდონეცკის მიდამოში. საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აწარმოებდა თავდასხმის ოპერაციებს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის საცხოვრებელ ადგილებში. მას აქვს ნაწილობრივი წარმატება, აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ის ცდილობდა დაემორჩილებინა მდინარე სევერსკი დონეცკის მარცხენა ნაპირი “, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტებმა გამოიყენეს რეაქტიული და ლულის არტილერია ლიმანის მიმართულებით.

„სამხრეთით ზოგიერთ რაიონში ოკუპანტი ცდილობს დაკარგული მიწის დაბრუნებას, ახორციელებს საარტილერიო სროლას და გააძლიერა საჰაერო დაზვერვა, ბესარაბიის მიმართულებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა“, - აღნიშნავენ გენშტაბში.

03.06.2022 22:31 ოკუპანტების განადგურების მიზნით ლუგანსკის ოლქში საერთაშორისო ლეგიონის მებრძოლები ჩავიდნენ - გაიდაი

უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად ლუგანსკის ოლქში საერთაშორისო ლეგიონის მებრძოლები ჩავიდნენ, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოხალისეები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, სევეროდონეცკში ჩავიდნენ.

„მთელი მსოფლიო ეხმარება ლუგანსკის ოლქს. უცხოური ლეგიონი შემოვიდა სევეროდონეცკში. ბრძოლები ქალაქისთვის გრძელდება“, - აღნიშნა ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინელ სამხედროებს ,ასევე, გადაეცათ საბრძოლო მასალა, მედიკამენტები და საკვები. 

03.06.2022 23:40 „ბლეფია“ - რუსეთი ხელს არ უშლის უკრაინული ხორბლის გატანას - ვლადიმერ პუტინი

რუსეთი არ დგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებისა და შესაძლო გლობალური სასურსათო კრიზისის უკან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 

„ეს ბლეფია. და აგიხსნით რატომ. მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 800 მილიონი ტონა ხორბალი იწარმოება. გვეუბნებიან, რომ უკრაინა მზად არის 20 მილიონი ტონა ექსპორტისთვის. ეს მხოლოდ 2,5%-ია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, პირველი მეთოდია ის, რომ გაიტანონ იმ პორტებიდან, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს, პირველ რიგში, შავი ზღვის აუზიდან - ოდესიდან უახლოეს პორტებში.

„ჩვენ ხომ არ დაგვინაღმავს ამ პორტების მისადგომები. ეს უკრაინამ დანაღმა“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

03.06.2022 23:12 ოკუპანტებმა გაააქტიურეს სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობა უკრაინაში - გენერალური შტაბი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა იღებს ზომებს უკრაინაში დაზვერვისა და დივერსიული მოქმედებების გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რეზიუმეში.

გენერალურმა შტაბმა, ასევე, აღნიშნა, რომ დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი მობილიზაცია.

„მუქარით, საოკუპაციო ძალების სარდლობა ცდილობს აინაზღაუროს დანაკარგები, რომლებიც მათ განიცადეს უკრაინის დამცველებთან ბრძოლაში“, -  აცხადებენ გენერალურ შტაბში.

03.06.2022 23:22 დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ მებრძოლებმა ერთ დღეში 36 ოკუპანტი გაანეიტრალეს

აღმოსავლეთის ჯგუფის მებრძოლებმა დღეს 36 რუსი დამპყრობელი მოკლეს, - ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ იტყობინება.

ამრიგად, ხელმძღვანელობის თქმით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ აგრესორის შეკავებას პასუხისმგებლობის არეალში. 

„დღეს, 3 ივნისს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს: პირადი შემადგენლობა - 36, BMP - 1, ჯავშანტრანსპორტიორი - 1, ATT - 1, შემადგენლობა b/n - 1“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში უკრაინის არტილერიამ გაანადგურა რუსული ძალების სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტი: დაიღუპა ათობით ოკუპანტი.

ამრიგად, მტრის დანაკარგები აღმოსავლეთის მიმართულებით გასული დღის განმავლობაში არის: პერსონალი - 32, ტანკი - 2, ქვეითი საბრძოლო მანქანა - 1, ჯავშანტექნიკა - 1, საარტილერიო სისტემა - 2, ნაღმსატყორცნები - 1, უპილოტო საფრენი აპარატი - 1.

06.06.2022 09:59 უკრაინელებმა პოლტავაში ოკუპანტების რაკეტა ჩამოაგდეს

შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოლტავას ოლქში მტრის რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა განაცხადა.

„პოლტავას რეგიონის ცაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო მტრის რაკეტა!“, - აცხადებს პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

დიმიტრი ლუნინი, მოსახლეობას მოუწოდებს საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს ყურადღება მიაქციონ. 

06.06.2022 10:11 უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში 60 ოკუპანტი გაანეიტრალეს და 15 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთით თითქმის 60 ოკუპანტი გაანადგურეს, - ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.

„ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული ზონაში ვითარება დინამიკური და დაძაბულია. ოკუპანტი ცდილობს პოზიციების გაუმჯობესებას, მაგრამ უშედეგოდ, ძლიერდება თავდაცვითი ხაზებზე“, - განაცხადა ვლადისლავ ნაზაროვმა.

ნაზაროვის თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა უკრაინულ პოზიციებს კა-52 ვერტმფრენებით დაარტყა, საპასუხოდ უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებს 3 მარცხი მიაყენა.

ასევე, ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულებისას განადგურდა 60 რაშისტი, ტანკი და 6 სხვა ჯავშანმანქანა, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „TOR M1“, სარაკეტო ყუმბარმტყორცნი, თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზტიკა“.

„ხოლო ხერსონის ოლქის 3 სხვადასხვა დასახლებაში განადგურდა საველე საბრძოლო მასალის 3 საცავი“, - დასძინა სარდლობის სპიკერმა.

06.06.2022 10:30 რუსეთმა კიევს დასავლური იარაღის მიწოდების ჩაშლის მიზნით ესროლა - ბრიტანული დაზვერვა

კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა, სავარაუდოდ, დასავლური სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხების მცდელობა იყო, - ამის შესახებ  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

„ოკუპანტებმა რუსული X-101 საკრუიზო რაკეტებით დაბომბეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სავარაუდოდ, დაბომბვა ფრონტის ხაზზე უკრაინული დანაყოფებისთვის დასავლური სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხების მცდელობისთვის განხორციელდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

რაც შეეხება დონბასში ბრძოლებს, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ სასტიკი ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკში. ამავე ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ წინსვლას სლავიანსკში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მიზნით.

რაც შეეხება ზღვაზე არსებულ ვითარებას, აპრილში კრეისერის „მოსკოვის“ დაკარგვის შემდეგ, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ გველზე გადაიტანეს რამდენიმე საჰაერო თავდაცვა, მათ შორის SA-15 და SA-22 სისტემები (SAM). Thor and ZRGK Pantsir- C1 - Ed.)

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის აქტიურობა გველების კუნძულზე ხელს უწყობს უკრაინის სანაპიროს ბლოკადას და აფერხებს საზღვაო ვაჭრობის აღდგენას, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს.

06.06.2022 11:31 ლისიჩანსკი-ბახმუტის მარშრუტს ოკუპანტები არ აკონტროლებენ - გაიდაი

რუსი სამხედროები ამჟამად არ აკონტროლებენ ლისიჩანსკი-ბახმუტის ტერიტორიას, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

„ჩვენ დიდი ხანია არ გამოგვიყენებია ეს მარშრუტი, ვიყენებთ სხვა შესაძლებლობებს ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებისა და ლისიჩანსკიდან ხალხის ევაკუაციისთვის. ამ მარშრუტს დღეს რუსები არ აკონტროლებენ. უზარმაზარი, მარშრუტის გაკონტროლებას ვინ შეძლებს - ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა გაიდაიმ.

მან, ასევე, დაამატა, რომ დღეს სევეროდონეცკში 15 000-მდე ადამიანია დარჩენილი, მაგრამ მათი გამოყვანა შეუძლებელია, რადგან ბრძოლები უშუალოდ ქალაქში მიმდინარეობს. ლისიჩანსკში 15 000-ზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

06.06.2022 11:08 უკრაინელებმა ჩეჩნეთის სპეციალური პოლკის მეთაურის მოადგილე ახმატ კადიროვი დაჭრეს

უკრაინელმა სამხედროებმა „ჩეჩნეთის“ სპეციალური პოლკის მეთაურის მოადგილე ახმატ კადიროვი{მოჯაჰედინი} დაჭრეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

წინასწარი მონაცემებით, მოჯაჰედინი 2 ივნისს ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ კამიშევახაში შეიარაღებული ძალების წარმატებული დაბომბვის შედეგად დაიჭრა.

მეთაური ჩეჩნეთის სპეციალური პოლკის ჯარისკაცებთან ერთად ერთ-ერთ სახლი ჩასაფრებული იყო. ოკუპანტების ბუნაგი უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა.

შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით შეუტიეს დამპყრობლის საცეცხლე პუნქტს და აიძულეს კადიროველები გაქცეულიყვნენ.

05.06.2022 10:39 31 150 სამხედრო, 1 381 ტანკი, 3 392 ჯავშანტექნიკა - ბოლო ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 5 ივნისამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

🔵 31 150-ზე მეტი (+100) სამხედრო მოსამსახურე

🌕 1 381 (+5) - ტანკი

🔵 3 392 (+13) - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 686 (+6) - საარტილერიო სისტემა

🔵 207 (+0) - MLRS

🌕 95 (+0) - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 210 (+0) - თვითმფრინავი

🌕 175 (+0) - ვერტმფრენი

🔵 2 360 (+23) - სატრანსპორტო საშუალება

🌕 13 (+0) - გემი / ნავი

🔵 122 (+0) - საკრუიზო რაკეტა

🌕 548 (+8) - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 53 (+1) - სპეციალური ტექნიკა

„გასული დღის განმავლობაში მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადა. მონაცემები ზუსტდება“, - დასძინა გენერალურმა შტაბმა.

03.06.2022 00:44 დღის განმავლობაში უკრაინელებმა დონბასში რუსების 5 შეტევა მოიგერიეს და 5 ტანკი გაანადგურეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 5 შეტევა მოიგერიეს

განადგურდა 5 რუსული ტანკი და 3 საარტილერიო სისტემა.

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 5 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 5 ტანკი, 2 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 საარტილერიო სისტემა.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

02.06.2022 12:31 30 850 სამხედრო, 210 თვითმფრინავი, 1 363 ტანკი - ბოლო ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 2 ივნისამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

🔵 30 850-ზე მეტი (+150) სამხედრო მოსამსახურე

🌕 1 363 (+2) - ტანკი

🔵 3 354 (+11) - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 661 (+2) - საარტილერიო სისტემა

🔵 207 (+0) - MLRS

🌕 95 (+1) - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 210 (+2) - თვითმფრინავი

🌕 175 (+0) - ვერტმფრენი

🔵 2 325 (+35) - სატრანსპორტო საშუალება

🌕 13 (+0) - გემი / ნავი

🔵 120 (+0) - საკრუიზო რაკეტა

🌕 521 (+2) - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 51 (+2) - სპეციალური ტექნიკა

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი რუსეთის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

02.06.2022 00:42 დღის განმავლობაში უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 40-მდე რუსი სამხედრო გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების ერთი შეტევა მოიგერიეს

განეიტრალდა 40-მდე რუსი სამხედრო და განადგურდა 1 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 40-მდე სამხედრო, 1 ჯავშანტრანსპორტიორი, 1 საარტილერიო სისტემა, 2 ნაღმტყორცნი.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

01.06.2022 22:43 უკრაინელებმა სევეროდონეცკში საცდელი კონტრშეტევა განახორციელეს და 6 რუსი სამხედრო დაატყვევეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკში საცდელი კონტრშეტევა განახორციელეს და 6 რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა

გაიდაის თქმით, სევეროდონეცკის დაახლოებით 80% ოკუპირებულია, თუმცა ქალაქზე კონტროლის დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

„ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ჩვენმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს. ჩატარდა სატესტო კონტრშეტევები და 6 რასისტი ტყვედ აიყვანეს.

მთელი ლუგანსკის ოლქი ცეცხლის ქვეშაა. ჩვენ ვახერხებთ ბევრ დასახლებულ პუნქტში სატვირთო მანქანების შეყვანას და ხალხის ევაკუაციასაც კი. სევეროდონეცკს არ დავთმობთ“, - განაცხადა გაიდაიმ. 

01.06.2022 20:04 „დნეპროპეტროვსკის ოლქში 20-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა“ - ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი ლაგუტა აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 20-ზე მეტი დასახლების გათავისუფლება შეძლეს

„დნეპროპეტროვსკის ოლქში 20-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა“, - აღნიშნა ლაგუტამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მთლიანად განთავისუფლების მიზნით წინსვლას აგრძელებენ. 

ლაგუტამ ასევე აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქი მოსახლეობის დაახლოებით 50%-მა დატოვა.

01.06.2022 00:22 დღის განმავლობაში უკრაინელებმა დონბასში რუსების 9 შეტევა მოიგერიეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 9 შეტევა მოიგერიეს

განადგურდა 2 რუსული ტანკი და 13 საარტილერიო სისტემა. 

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 9 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 2 ტანკი, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა, 13 საარტილერიო სისტემა, 6 სამხედრო მანქანა“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

31.05.2022 21:41 „რუსული ჯარები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ“ - სერგეი გაიდაი

„რუსული ჯარები ამჟამად სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ, მძიმე ბრძოლები ისევ გრძელდება“, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა

მისი თქმით, ქალაქში გამარჯვება რუსეთისთვის დიდი მორალური სტიმული იქნება, მაგრამ უკრაინული ძალები არ დანებდებიან. 

„რუსები ქალაქის 70%-ს აკონტროლებენ. სამხედრო თვალსაზრისით, ქალაქი არ არის მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკში უფრო მეტი ბორცვია და პოზიციურად იგი უფრო მნიშვნელოვანია. 

მიუხედავად ამისა, უკრაინის არმიის გადაიარაღების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ექნებათ არამხოლოდ მტრის შეჩერების, არამედ კონტრშეტევის კარგი შანსები“, - განაცხადა გაიდაიმ. 

31.05.2022 00:31 დღის განმავლობაში უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 50-მდე რუსი სამხედრო გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს

განეიტრალდა 50-მდე რუსი სამხედრო და განადგურდა 1 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 50-მდე სამხედრო, 1 ტანკი, 1 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 1 ნაღმტყორცნი.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

30.05.2022 22:53 დანიამ რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

დანია რუსი ტურისტებისთვის მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემას აჩერებ, - ამის შესახებ მოსკოვში დანიის საელჩოში განაცხადეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება დანიაში ოფიციალურ ვიზიტებს არ ეხება.  

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში დანიამ განაახლა ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები ასევე მოიხსნა ყველა მოგზაურისთვის, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სტატუსისა.

30.05.2022 21:25 რუსეთი უკრაინაში სამი მიმართულებით შეტევისთვის ემზადება - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტები სლობოჟანსკოეს, სლავიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებებზე შეტევისთვის ემზადებიან. 

„ვოლინისა და პოლისეას მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. 

სევერსკის მიმართულებით დამპყრობლები რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიებიდან საარტილერიო დაბომბვას აგრძელებენ. 

სლობოჟანსკოეს მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევისთვის მომზადებას, ეძებს რუსეთის ტერიტორიიდან იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და მასალების მიწოდების შესაძლო გზებს.

ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტებს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებიათ, ისინი უკრაინული შენაერთების მოქმედებების შეკავებაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

სლავიანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ჯარების გადაჯგუფებას, რათა განაახლოს შეტევა იზიუმ-ბარვენკოვოსა და იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით. კურულკას დასახლების მიმართულებით მან სცადა თავდასხმის ოპერაციების ჩატარება, თუმცა იგი წარუმატებელი იყო. 

დონეცკის მიმართულებით, დამპყრობლებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმები ნოვოსელივკასა და ლისიჩანსკის რაიონებში.

ლიმანსკის მიმართულებით მტერი გადაჯგუფებულია და ემზადება შეტევისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

30.05.2022 20:58 უკრაინელები ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - რუსულ ჯარში პანიკაა

უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრშეტევის დროს რუსებმა ხერსონის ოლქში უკან დაიხიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის დროს, მტერმა განიცადა ზარალი და უკან დაიხია ხერსონის ოლქის ნიკოლაევკას დასახლებიდან, რამაც გამოიწვია პანიკა რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში წარმატებულ კონტრშეტევას აგრძელებენ.

30.05.2022 20:11 ერდოღანმა პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრის გამართვა შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

საუბრისას ერდოღანმა პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრის გამართვა შესთავაზა. 

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ორივე მხარე შეთანხმებას მიაღწევს, თურქეთი მზად არის შეასრულოს თავისი როლი და რუსეთის, უკრაინისა და გაეროს შეხვედრაზე სტამბოლში გამართოს. 

საუბარში ერდოღანმა ხაზი გაუსვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომლებიც შეამცირებს ომის ნეგატიურ შედეგებს და გააძლიერებს ნდობას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის საფუძვლების რაც შეიძლება მალე აღდგენით.

საუბარი ასევე შეეხო თურქეთისა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს, სირიაში არსებულ ვითარებას“, - აღნიშნულია თურქული მხარის განცხადებაში. 

30.05.2022 10:51 „ჩვენი დამცველები ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით 8-10 კილომეტრით დაწინაურდნენ“ - ვადიმ დენისენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, უკრაინელი დამცველები საშუალოდ 8-10 კმ-ით დაწინაურდნენ.

„უკრაინის სამხრეთით, კვირა საღამოს მდგომარეობით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ზოგიერთ რაიონში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში, ჩვენ საშუალოდ 8-10 კილომეტრით დავწინაურდით“, - აღნიშნა დენისენკომ.

რაც შეეხება სევეროდონეცკს, დენისენკომ აღნიშნა, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის გარეუბანში - „ეს არის ყველაზე ცხელი წერტილი ამჟამად“.

მანამდე, ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსული ჯარები შევიდნენ სევეროდონეცკის გარეუბანში, დაიღუპა ორი მოქალაქე და დაიჭრა ხუთი.

30.05.2022 10:30 რუსეთმა დამანგრეველი ზარალი განიცადა საშუალო და უმცროსი წოდების ოფიცრებს შორის, რაც გამოიწვევს მორალის შემდგომ დაქვეითებას რუსულ ჯარში - ბრიტანული დაზვერვა

„უკრაინის ომში რუსეთმა დამანგრეველი ზარალი განიცადა საშუალო და უმცროსი დონის ოფიცრებს შორის, რაც გამოიწვევს მორალის შემდგომ დაქვეითებას და ცუდ დისციპლინას რუსულ ჯარებში“, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური წერს.

დაზვერვა განმარტავს, რომ ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურები იგზავნებიან ფრონტზე, რადგან მათ ეკისრებათ უკომპრომისო პასუხისმგებლობა მათი ქვედანაყოფების ქმედებებზე. ასევე, უმცროს ოფიცრებს უწევდათ ყველაზე დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების მართვა, რადგან არმიას აკლია კარგად გაწვრთნილი და უფლებამოსილი სერჟანტთა კადრები დასავლურ ძალებში ამ როლის შესასრულებლად.

აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ შესაძლოა, გააძლიეროს არსებული პრობლემები მართვისა და კონტროლის მიდგომის მოდერნიზებასთან დაკავშირებით.

უკრაინაში რუსულ ძალებს შორის ლოკალიზებული არეულობების მრავალი სანდო ცნობის გათვალისწინებით, გამოცდილი ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, მორალის შემდგომ დაქვეითებას და ცუდ დისციპლინას გამოიწვევს.

მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა სათანადოდ ვერ გამოიყენა თავისი საჰაერო-სადესანტო ჯარები უკრაინაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაკარგები ამ ძალების ბევრ ელიტარულ ქვედანაყოფში.

28.05.2022 23:03 დონბასში უკრაინელემა ოკუპანტების 7 თავდასხმა მოიგერიეს - სამ რაიონში ბრძოლები კვლავ გრძელდება

დონბასში, დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს რუსი დამპყრობლების 7 თავდასხმა, სამ რაიონში ბრძოლები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გაერთიანებული ძალების დაჯგუფება წერს.

კერძოდ, მთელი თავდაცვის ზონის გასწვრივ, ოკუპანტები იყენებენ საბრძოლო თვითმფრინავებს, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, მსხვილი კალიბრის ქვემეხს, ტანკებს, სხვადასხვა სისტემის ნაღმმტყორცნებს, სარაკეტო და ბომბდამშენებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მშვიდობიან საცხოვრებელ უბნებზე.

„უკრაინელმა დამცველებმა და გაერთიანებული ძალების ჯგუფის დამცველებმა დღეს მოიგერიეს მტრის 7 თავდასხმა. ბრძოლები კვლავ გრძელდება 3 ლოკაციაზე“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს 1 ტანკი, 6 მანქანა და ჩამოაგდეს უპილოტო თვითმფრინავი Orlan-10.

28.05.2022 21:13 ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ სურს მოლაპარაკება პირადად ვლადიმერ პუტინთან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მისი თქმით, რუსეთის ყველა სხვა წარმომადგენელი არაფერს წყვეტს. 

„საკითხი ის კი არ არის, რომ მე მინდა მასთან (პუტინთან) მოლაპარაკება, საკითხი ისაა, რომ მოლაპარაკება არავისთანაა შესაძლებელი მის გარდა. მან ააშენა სახელმწიფო, რომელშიც არავინ არაფერს წყვეტს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. არ აქვს მნიშვნელობა იმ დელეგაციას, რომელსაც გამოგვიგზავნის სასაუბროდ. ყველა ეს ადამიანი, სამწუხაროდ, არავინაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, როცა უკრაინა რუსეთს 23 თებერვლის პოზიციებზე დააბრუნებს.

28.05.2022 18:23 „ხერსონის ხელისუფლებამ დაკეტა საზღვარი კიევის მიერ კონტროლირებად რეგიონებთან“ - რუსული მედია

ხერსონის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის „ხელისუფლებამ“ დაკეტა საზღვარი უკრაინის რეგიონებთან, რომელსაც კიევი აკონტროლებს.

„ნიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან საზღვრის გადაკვეთა ძალიან საშიშია უკრაინელი ბოევიკების სისტემატური დაბომბვის გამო. ბოლო დაბომბვის შემდეგ, ბუფერულ ზონაში მოხვედრილი მშვიდობიანი მოქალაქეები მათ მხარეს დაიღუპნენ. ამიტომ, ჩვენ არ გირჩევთ უკრაინაში გამგზავრებას. ჩვენ არაერთ განცხადებას ვიღებთ იმის შესახებ, რომ უჩინარდებიან კაცები, რომლებიც სასწრაფოდ მიჰყავთ ჯარში ქვემეხების საკვებად“, - განაცხადა სტრემუსოვმა.

28.05.2022 18:23 „ხერსონის ხელისუფლებამ დაკეტა საზღვარი კიევის მიერ კონტროლირებად რეგიონებთან“ - რუსული მედია

ხერსონის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის „ხელისუფლებამ“ დაკეტა საზღვარი უკრაინის რეგიონებთან, რომელსაც კიევი აკონტროლებს.

„ნიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან საზღვრის გადაკვეთა ძალიან საშიშია უკრაინელი ბოევიკების სისტემატური დაბომბვის გამო. ბოლო დაბომბვის შემდეგ, ბუფერულ ზონაში მოხვედრილი მშვიდობიანი მოქალაქეები მათ მხარეს დაიღუპნენ. ამიტომ, ჩვენ არ გირჩევთ უკრაინაში გამგზავრებას. ჩვენ არაერთ განცხადებას ვიღებთ იმის შესახებ, რომ უჩინარდებიან კაცები, რომლებიც სასწრაფოდ მიჰყავთ ჯარში ქვემეხების საკვებად“, - განაცხადა სტრემუსოვმა.

28.05.2022 18:02 მელიტოპოლის შესასვლელთან რუსულ ენაზე წარწერა „მელიტოპოლი - რუსეთი სამუდამოდ“ დამონტაჟდა

რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ წერს, რომ როკ მომღერალმა იულია ჩიჩერინამ მონაწილეობა მიიღო მელიტოპოლში შესასვლელი აბრის შეცვლაში.

აქამდე მელიტოპოლი აბრაზე უკრაინულ და ლათინურ ენაზე ეწერა. ახლა კი ქალაქის შესასვლელში წერია - „მელიტოპოლი - რუსეთი სამუდამოდ“.

28.05.2022 18:02 მელიტოპოლის შესასვლელთან რუსულ ენაზე წარწერა „მელიტოპოლი - რუსეთი სამუდამოდ“ დამონტაჟდა

რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ წერს, რომ როკ მომღერალმა იულია ჩიჩერინამ მონაწილეობა მიიღო მელიტოპოლში შესასვლელი აბრის შეცვლაში.

აქამდე მელიტოპოლი აბრაზე უკრაინულ და ლათინურ ენაზე ეწერა. ახლა კი ქალაქის შესასვლელში წერია - „მელიტოპოლი - რუსეთი სამუდამოდ“.

28.05.2022 13:25 ზაპოროჟიეში უკრაინელებმა რუსებს „ჯოჯოხეთური წვეულება“ მოუწყვეს - გაანადგურეს აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა

ზაპოროჟიეს ოლქის გულიაიპოლის მახლობლად, 45-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის სამხედროებმა გაანადგურეს რუსი დამპყრობლების აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადა წერს და თან ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„გულიაიპოლის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ორკებმა მასობრივი მოძრაობა მოაწყვეს. ძალიან დაკავებულები იყვნენ – ალბათ დიჯეის და მუსიკალურ ინსტრუმენტებს ეძებდნენ. საჰაერო დაზვერვის თანამშრომლობით, მათ მოაწყვეს ჯოჯოხეთური წვეულება“, - წერს 45-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადა.

 

28.05.2022 11:32 „ხერსონის რაიონში საინტერესო მოვლენებია, მტერმა დიდი აურზაური მოაწყო“ - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთით შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს. მისი თქმით, ბრძოლები სოფელ დავიდოვ ბროდში გაიმართა. 

„ხერსონის რაიონში საინტერესო მოვლენებია. დღეს დავიდოვ ბროდზე თითქმის ჩვენი კონტრშეტევა გამოცხადდა, რომელიც ჯგუფმა გაჭრა. ჯერ არ მივცემდი მას ასეთ სტატუსს, მაგრამ უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევის სტატუსს მივცემდი. ეს არც თუ ისე მცირეა, რადგან იქ მტერმა დიდი აურზაური მოაწყო და სუ-35 ჩამოაგდეს უკრაინული თავდასხმის შეჩერების მცდელობისას“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

28.05.2022 11:18 უკვე 30 000 რუსი სამხედრო, 207 თვითმფრინავი, 1 330 ტანკი- ბოლო ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 28 მაისამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

🔵 30 000 (+250) სამხედრო მოსამსახურე

🌕 1 330 (+8) - ტანკი

🔵 3 258 (+12) - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 628 (+5) - საარტილერიო სისტემა

🔵 203 (+2) - MLRS

🌕 93 (+0) - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 207 (+1) - თვითმფრინავი

🌕 174 (+4) - ვერტმფრენი

🔵 2 226 (+0) - სატრანსპორტო საშუალება

🌕 13 (+0) - გემი / ნავი

🔵 116 (+1) - საკრუიზო რაკეტა

🌕 503 (+0) - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 48 (+0) - სპეციალური ტექნიკა

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი ავდეევსკის და კრივოი როგის მიმართულებებზე დაფიქსირდა.

26.05.2022 23:42 დღის განმავლობაში უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 80-ზე მეტი რუსი სამხედრო გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს

განეიტრალდა 80-ზე მეტი რუსი სამხედრო და განადგურდა 1 ვერტმფრენი. 

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 80-ზე მეტი სამხედრო, 5 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 3 საარტილერიო სისტემა, 2 ნაღმტყორცნი.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 1 ვერტმფრენი და 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

26.05.2022 19:14 „ნიკოლაევში რუსებმა წინსვლა სცადეს, მაგრამ მათი შეტევა მოვიგერიეთ“ - უკრაინული მხარე

ნიკოლაევის ოლქში რუსული ჯარები უკრაინელი სამხედროების პოზიციების გვერდის ავლით და ოლქის ცენტრისკენ წინსვლას ცდილობდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება

რუსების შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

„ნიკოლაივისკენ წინსვლის უმცირესი შესაძლებლობის ძებნისას, მტერი ცდილობდა, რომ ცოცხალი ძალით, ტანკებითა და ქვეითი საბრძოლო მანქანებით, ჩვენი პოზიციების გვერდის ავლით, უკან დაეხია ჩვენი თავდაცვითი ხაზები. თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწეს. 

ნიკოლაევის რაიონში კუცურუბის თემში დაზიანებულია სოციალური და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის 4 ობიექტი. დაშავდა ერთი ადამიანი. სოფელ პერვომაისკეში ერთი ადამიანი დაიღუპა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

26.05.2022 01:02 დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 7 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურა

დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება

„25 მაისს ოკუპანტებმა განაგრძეს უკრაინის მიმართულებით საკრუიზო რაკეტების სროლა. 2 საკრუიზო რაკეტა უკრაინის საჰაერო ძალების მებრძოლებმა გაანადგურეს. 

გარდა ამისა, სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვამ და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია გაცხადებაში. 

26.05.2022 00:09 „ლუგანსკის ოლქის 95% რუსებმა დაიკავეს“ - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ ოლქის 95% უკვე რუსების მიერაა ოკუპირებული. 

მისივე თქმით, დონბასში ვითარება ძალიან მძიმეა.

„ლუგანსკის ოლქში არის 25 მტრის ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფი, თითოეული 300-დან 500 კაცამდე, მათ აქვთ დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და მუდმივად ისვრიან ყველა დასახლებულ პუნქტში. სევეროდონეცკი უბრალოდ განადგურებულია. უკვე ოკუპირებულია ოლქის დაახლოებით 95%.

უხეში შეფასებით, 15 000-მდე მოსახლე რჩება სევეროდონეცკში და ზოგადად, ჩვენს მიერ კონტროლირებად ლუგანსკის რეგიონში, 40 000-ზე მეტი ადამიანი. ზოგიერთს ჰგონია, რომ დაბომბვა დამთავრდება და თავიანთ ბინებსა და სახლებში დაბრუნდებიან. მოხუცებს არ სურთ სახლიდან გასვლა, რადგან არ იციან, შემდეგ რა გააკეთონ და სად წავიდნენ“, - განაცხადა გაიდაიმ.

25.05.2022 23:43 დღის განმავლობაში უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 60-ზე მეტი რუსი სამხედრო გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს

განეიტრალდა 60-ზე მეტი რუსი სამხედრო და განადგურდა 1 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 60-ზე მეტი სამხედრო, 1 ჯავშანტრანსპორტიორი, 6 საარტილერიო სისტემა, 4 ნაღმტყორცნი.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

25.05.2022 22:08 „დონბასში რუსებს ყველა შეტევა ჩაუვარდათ, ისინი დანაკარგებით უკან იხევენ“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ დონბასში რუსმა დამპყრობლებმა რამდენიმე მიმართულებით შეტევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. 

„მტერმა სცადა შეტევითი ოპერაციების განხორციელება სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით, ბერესტოვოეს, ლიპოვოისა და ნირკოვოეს დასახლებებში, მაგრამ არ გამოუვიდა და უკან დაიხია.

რუსმა დამპყრობლებმა შეტევითი ოპერაციები ავდიივკას მიმართულებითაც განახორციელეს. ისინი თავს დაესხნენ კრასნოგოროვკას, კამენკას, ავდიივკასა და პესკის დასახლებებს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავი წარმატებით დაიცვეს. 

რაც შეეხება დონეცკის მიმართულებას, აქ მტერი ახორციელებს საარტილერიო და საჰაერო შეტევებს. რაშისტებმა განახორციელეს დაბომბვა დონეცკის ოლქის ლიმანისა და კამიშევახის დასახლებებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

25.05.2022 00:06 რუსი სამხედროები ხარკოვის ოლქში შეტევის განახლებისთვის ემზადებიან - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

დღის განმავლობაში ხარკოვის ოლქში რუსული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა

მისივე თქმით, რუსები შეტევის განახლებისთვის ემზადებიან. 

„ოკუპანტები აგრძელებენ ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.

რუსი დამპყრობლები ხარკოვის ოლქში ორიენტირებული არიან თავიანთი პოზიციების შენარჩუნებაზე და ემზადებიან შეტევის განახლებისთვის. დღეს იზიუმთან მტერმა ჩაატარა დაზვერვა პასეკის დასახლების მიდამოში. ჩვენმა დამცველებმა მათ ზარალი მიაყენეს და აიძულეს, რომ უკან დაეხიათ“, - განაცხადა სინეგუბოვმა. 

24.05.2022 23:09 დღის განმავლობაში უკრაინელებმა დონბასში 180-მდე რუსი სამხედრო გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 3 შეტევა მოიგერიეს

განადგურდა 2 რუსული ტანკი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 3 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 2 ტანკი, 180-მდე სამხედრო, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 საარტილერიო სისტემა, 3 ნაღმტყორცნი. 

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

24.05.2022 21:46 რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი დაბომბეს

სუმის ოლქში რუსმა სამხედროებმა ორი დასახლება, ბოიარო-ლეჟაჩი და ტოვსტოდუბოვო დაბომბა, - ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება

„მტერმა კვლავ გაისროლა სუმის ოლქის საზღვარზე. დაფიქსირდა 7 აფეთქება სოფელ ბოიარო-ლეჟაჩის მიმართულებით, სავარაუდოდ. ნაღმტყორცნებით. ასევე დაფიქსირდა 8 აფეთქება ტოვსტოდუბოვოს დასახლების მიდამოში.

მსხვერპლის, დაშავებულების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში

24.05.2022 20:10 შეიარაღებულმა ძალებმა 17 რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მთლიანად გაანადგურეს - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაისის ბოლოს რუსების 17 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი სრულად გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა

მისივე თქმით, ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ყველაზე აქტიური ეტაპი მიმდინარეობს.

„რუსეთმა უკრაინასთან ომში თითქმის 170 000 ცოცხალი ძალა გამოგზავნა, ჯამში 90-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, თუმცა შეიარაღებული ძალები მტერს აქტიურად ანადგურებენ. მაისის ბოლოს 17 რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მთლიანად განადგურდა.

ახლა რუსები ცდილობენ სრულად აიღონ კონტროლი დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ისინი ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის ჯარების ჯგუფი და უზრუნველყონ სტაბილური სახმელეთო დერეფნის გახსნა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიასთან. სიტუაცია ახლა საკმაოდ რთულია, თუმცა რუსები სტრატეგიულ მარცხს აუცილებლად განიცდიან“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

24.05.2022 00:00 უკრაინელებმა დონბასში რუსების 16 შეტევა მოიგერიეს და 8 ტანკი გაანადგურეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 16 შეტევა მოიგერიეს

განადგურდა 8 რუსული ტანკი და 6 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 16 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 8 ტანკი და 22 ერთეული ჯავშანტექნიკა. 

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

23.05.2022 23:12 უკრაინელებმა ლუგანსკში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი სამხედროები ტოშკოვკადან განდევნეს და პოზიციები გააძლიერეს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„ტოშკოვკაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსები დაამარცხეს და ჩვენი პოზიციები გააძლიერეს“, - აცხადებს გაიდაი.

რუსებმა ლუგანსკის ოლქზე თავდასხმისთვის 25 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, ანუ დაახლოებით 12 500 ჯარისკაცი გაგზავნა. 

23.05.2022 20:21 უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 24 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი დამპყრობლებისგან ხარკოვის ოლქის 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა

მისივე თქმით, ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო დახმარება გაუწიეს.

„სულ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 24 დასახლება, მათ შორის სოფელი კუტუზოვკა. აქ რუსები მაისის დასაწყისში შევიდნენ.

ერთ-ერთ სარდაფში ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა 170-მდე ადგილობრივი მცხოვრები. მათ შორის 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის 40 ბავშვი.

სოფლის გათავისუფლების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა ადგილობრივებს პირველადი დახმარება გაუწიეს. უკრაინელი სამხედროები აწვდიდნენ წყალს, საკვებსა და ტანსაცმელსაც კი იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას გადაურჩნენ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. 

19.05.2022 20:48 „რუსი ოკუპანტები დემორალიზებულები არიან, განიცდიან დანაკარგებს და უარს ამბობენ ბრძოლაზე“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების უმრავლესობას ბრძოლა აღარ სურს და ბრძოლის ველის დატოვებას ცდილობს

„მტრის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, საომარი მოქმედებებში მონაწილეობისთვის დაპირებული ანაზღაურება მათ არ გადაეცათ. 

უკრაინის თავდაცვის ძალებთან ბრძოლებში რუსები ისევ მნიშვნელოვან დანაკარგებს იღებენ.

ფიქსირდება საოკუპაციო ძალების ცალკეული ქვედანაყოფების მიერ ბრძოლის ველის დატოვების შემთხვევები“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. 

19.05.2022 20:15 რუსები ცდილობენ, რომ უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა შეაჩერონ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

მარიუპოლში ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირებულია და უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა

მისივე თქმით, რუსები ცდილობენ, რომ ხარკოვის მიმართულებით უკრაინელთა კონტრშეტევა შეაჩერონ. 

„მტერი აგრძელებს ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვას, რათა მოგვაყენოს ზარალი, შეაჩეროს უკრაინული ჯარები და გადაიტანოს მათი ყურადღება ძირითადი მიმართულებებიდან.

რივნესა და ჟიტომირის მიმართულებით მტრის რეგულარული ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ შეინიშნება.

ნიკოლაევის მიმართულებით მტერი აგრძელებს უკრაინული დივიზიების მიმართულებით სროლას, მაგრამ არ აწარმოებს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს. მტრის ძირითადი ყურადღება კეთდება დაზვერვაზე, ოკუპირებული საზღვრებისა და მათი საინჟინრო აღჭურვილობის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა გრომოვმა. 

19.05.2022 00:29 „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი შემოდგომამდე დასრულდეს“ - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩის აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ომი შემოდგომამდე დასრულდეს. 

მისივე თქმით, ამ მიზეზით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივების ინიციატივით გამოვიდა. 

„ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ეს ომი ნაკლებად სავარაუდოა, შემოდგომამდე დასრულდეს. ომის დროს აუცილებელია საზოგადოებასთან გულწრფელი კომუნიკაცია. საომარი მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს მოიხსნას, მაგრამ მისი გაგრძელება შესაძლებელია ომში გამარჯვების შემდეგაც კი ცალკეულ ადგილებში. ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა დაიწყება, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი ჩვენი ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდაა. 

გამარჯვების შემდეგაც კი გარკვეული საფრთხე დარჩება, ქვედანაყოფები დაიცავენ სახელმწიფო საზღვარს, ყველა სამხედრო მაშინვე სახლში არ დაბრუნდება“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

18.05.2022 23:38 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 220-მდე რუსი სამხედრო გაანეიტრალეს და 2 ტანკი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების 7 შეტევის მოგერიება შეძლეს.

განადგურდა 2 ტანკი და განეიტრალდა 220-მდე რუსი სამხედრო.

„18 მაისს, ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს რუსული ფაშისტური ჯარების 7 თავდასხმა.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 220-მდე მტრის პერსონალი, 2 ტანკი, 2 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 1 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

18.05.2022 22:37 დღის განმავლობაში დონეცკის ოლქში რუსებმა 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დღის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის ოლქში რუსულ დაბომბვას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკო იუწყება

„18 მაისს რუსებმა დონეცკში 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 7 ლიმანში და 3 ბახმუტში. ბახმუტში დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დღეს კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.

24 თებერვლიდან დონეცკის ოლქში 392 ადამიანი დაიღუპა და 1 103 დაიჭრა.

ამასთან, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია“, - აცხადებს კირილენკო. 

18.05.2022 22:07 „რუსეთი „სამხედრო წარმატებების“ ილუზიებით ცხოვრობს“ - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია

მისივე თქმით, რუსები კვლავ ილუზიაში ცხოვრობენ და მიიჩნევენ, რომ ომში წარმატებას მიაღწევენ. 

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები დღეს შეჩერებულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია. როდესაც ის იტყვის, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება, რაღაც შედეგების მიღწევა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. რუსეთს აქვს ილუზია, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ გარკვეულ სამხედრო წარმატებას უკრაინის აღმოსავლეთში, ეს კი ასე არ არის. მათ აქვთ ილუზია, რომ მათ შეუძლიათ შეებრძოლონ სანქციებს, რომელთა ზემოქმედება ჯერ ბოლომდე არ უგრძნიათ“, - განაცხადა პოდოლიაკმა. 

18.05.2022 20:50 უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტრიევკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება

„ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა იყო კონცენტრირებული ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე და უკრაინული ჯარების განადგურებაზე. მტერი დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდა.

ჩვენი ჯარების შეტევის შედეგად განთავისუფლდა დასახლება დემენტიევკა. მტერი ახორციელებს შეტევას ტერნოვაიას დასახლების ტერიტორიაზე, ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

18.05.2022 00:29 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 10 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა დღის განმავლობაში 15 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

რუსებმა 10 თვითმფრინავი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო რაკეტა დაკარგეს.

„სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვამ 10 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

18.05.2022 00:00 უკრაინელებმა დონბასში 3 რუსული და ტანკი გაანადგურეს და 12 შეტევა მოიგერიეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 12 შეტევა მოიგერიეს.  

განადგურდა სამი რუსული ტანკი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს სამი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, ექვსი ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა. 

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

17.05.2022 23:17 მარიუპოლი შესაძლოა, კადიროველების კონტროლის ქვეშ მოექცეს - ქალაქის საკრებულო

რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, მარიუპოლის გაკონტროლება კადიროველებს დაავალოს, - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო იუწყება

„დღეს მარიუპოლში ჩეჩნეთის დელეგაცია იყო ჩამოსული. როგორც ჩანს, ქალაქი შესაძლოა, კადიროველებს გადასცენ. უშიშროების ძალები ძირითადად იქიდან ჩამოვლენ. ასე უნდათ რუსებს აჯანყებულ ქალაქზე კონტროლის შენარჩუნება.

იმ ფაქტმა, რომ ადგილობრივები 9 მაისს „ზეიმზე“ არ მივიდნენ, მხოლოდ დაადასტურა საოკუპაციო ძალაუფლების მიმართ მაქსიმალური არალოიალობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

17.05.2022 22:49 „რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება“ - ოლექსი რეზნიკოვი

„რუსეთი ომის გაჭიანურების და გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა

მისივე თქმით, რუსი დამპყრობლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ახორციელებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვაზე გადავიდნენ.

„ჩვენ გვსურს დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით. ფაქტია, რომ რუსეთი ომის გაჭიანურებისთვის ემზადება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოების ახორციელებენ, რათა შესაბამის მომენტში თავდაცვაზე გადავიდნენ“, - აცხადებს რეზნიკოვი. 

17.05.2022 21:40 რუსებმა ბახმუტის მიმართულებით ჩვენი დაცვის გარღვევა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დონბასში არსებული ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებმა ბახმუტის მიმართულებით შეტევა სცადეს, თუმცა წარუმატებლად. 

„რუსი დამპყრობლები ბახმუტის მიმართულებით ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი ჯარების თავდაცვა, მაგრამ არ გამოუვიდათ და იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.

ავდიივკას მიმართულებით, მტერმა წარუმატებლად სცადა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებზე შტურმი, რათა დაეპყრო ნოვობახმუტოვკა-ნოვოსელივკას მეორე გზის მონაკვეთები. საოკუპაციო ნაწილებმა ასევე წარუმატებელი შეტევა განახორციელეს მარინკას მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

17.05.2022 00:26 „აზოვსტალი“ უკრაინელი სამხედროებით სავსე ათამდე ავტობუსმა დატოვა - Reuters

უკრაინელი სამხედროებით სავსე ათამდე ავტობუსი „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან გავიდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

„16 მაისს Reuters-მა დააფიქსირა ათამდე ავტობუსი, რომლებსაც, სავარაუდოდ, უკრაინელი მებრძოლები გადაჰყავდათ. ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მათში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მონაცემებით, 600-მდე მებრძოლი კვლავ იმყოფება, მათ შორის ათობით დაჭრილია.

17.05.2022 00:06 უკრაინელებმა დონბასში რუსების 11 შეტევა მოიგერიეს - ბრძოლა კიდევ 3 ლოკაციაზე გრძელდება

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 11 შეტევა მოიგერიეს

განადგურდა 5 რუსული ტანკი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 11 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 5 ტანკი, 6 საარტილერიო სისტემა, 12 ერთეული ჯავშანტექნიკა.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის სუ-25 ტიპის თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

16.05.2022 23:40 მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლში, თანამგზავრის დახმარებით, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება

„სატელიტმა დააფიქსირა მასობრივი დაკრძალვის ადგილი ოკუპირებულ მარიუპოლის ცენტრალურ სასაფლაოს მახლობლად. სატელიტურ სურათებში 30 მეტრზე მეტი სიგრძის 2 თხრილი ჩანს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ეს არის მეოთხე მასობრივი დაკრძალვის ადგილი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციისა და სატელიტური სურათების დახმარებით დააფიქსირეს.

16.05.2022 23:07 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 178-მდე რუსი გაანეიტრალეს და 5 ტანკი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების 8 შეტევის მოგერიება შეძლეს.

განადგურდა 5 ტანკი და განეიტრალდა 178-მდე რუსი სამხედრო.

„16 მაისს, ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს რუსული ფაშისტური ჯარების 6 თავდასხმა.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 178-მდე მტრის პერსონალი, 5 ტანკი, 7 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანტრანსპორტიორი, 3 საარტილერიო სისტემა, 2 ნაღმტყოცნი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

16.05.2022 21:35 „აზოვსტალში“ 15 ახალგაზრდა ქალი დაიღუპა“ - მარიუპოლის მერი

„აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში სამხედრო და სამედიცინო მუშაკი 15 ახალგაზრდა ქალი დაიღუპა“, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

„ეს არის ტრაგედია მთელი უკრაინელი ხალხისთვის. „აზოვსტალში“ ახალგაზრდა უკრაინული ოჯახები იღუპებიან, ქარხანაში სამხედროები მთელი ოჯახი არიან და მას ერთად იცავენ, ერთმანეთს მხარს უჭერენ და ერთად, სამწუხაროდ, კვდებიან.

ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლისთვის, როგორც ისინი იბრძვიან ჩვენი ქალაქისთვის”, - განაცხადა ბოიჩენკომ. 

16.05.2022 00:09 უკრაინელებმა დონბასში მტრის 17 თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს 80-ზე მეტი ოკუპანტი, ჩამოაგდეს 2 ვერტმფრენი და 5 „ორლან-10“

დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა დღეს {15 მაისს} მტრის 17 თავდასხმა მოიგერიეს. ბრძოლა კიდევ ორ ლოკაციაზე გრძელდება. ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ჯგუფის პრესცენტრი წერს.

მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროები იყენებენ საბრძოლო თვითმფრინავებს, მრავალჯერადი რაკეტების გამშვებს, არტილერიას, ტანკებს და ნაღმტყორცნებს. დარტყმები ხორციელდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ უბნებზე.

დღევანდელი დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს 23 დასახლებას. დაინგრა და დაზიანდა 32 სახლი.

დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით გაანადგურეს:

🔵 3 ტანკი

🌕 1 საარტილერიო სისტემა

🔵 6 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 1 მანქანა

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს 2 ვერტმფრენი (Ka-52 და Mi-28) და 5 უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ტიპის.

15.05.2022 18:39 უკრაინამ აშშ-დან დაპირებული M-777 ჰაუბიცები მიიღო

ამერიკამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს M-777 ჰაუბიცები გადასცა, რაც 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინაში აშშ-ის საელჩო წერს.

„M-777 ჰაუბიცები მოქმედებაშია. ეს არის უახლესი $800 მილიონიანი დახმარების პაკეტის ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი 90 ჰაუბიციდან ყველა, ერთის გარდა, ახლა უკრაინაშია, ბევრი მათგანი უკვე მუშაობს ფრონტის ხაზებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

15.05.2022 11:38 უკრაინის 13 რეგიონში სირენების ხმა ისმის

კვირას, 15 მაისს, 9:13 საათისთვის, 13 რეგიონი საჰაერო მზადყოფნის ზონაშია. ამის შესახებ RBC-ukraine საჰაერო განგაშის შესაბამის რუკაზე მითითებით წერს.

როგორ უკრაინული მედია წერს, ჯერჯერობით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და ბომბის დარტყმის დიდი ალბათობაა.

შედარებითი უსაფრთხოების ზონაში ახლა არიან:

◾ ოდესა

◾ ხერსონი

◾ ნიკოლაევი

◾ ივანო-ფრანკოვსკი

◾ ჩერნივცი

◾ ტრანსკარპათი

◾ ლვოვი

◾ ტერნოპოლი

◾ ხმელნიცკი

◾ რივნე

◾ ვოლინი

12.05.2022 23:48 აზოვის პოლკი შეტევაზე გადავიდა - რუსებმა „აზოვსტალში“ დაკავებული ტერიტორიების ნაწილზე კონტროლი დაკარგეს

მარიუპოლში აზოვის პოლკის ჯარისკაცები შეტევაზე გადავიდნენ და „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რუსები მანამდე დაკავებული ტერიტორიების ნაწილებიდან განდევნეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„სრულმასშტაბიანი ომის 78-ე დღეს, სრული ალყის პირობებში, მიუხედავად უკიდურესად მძიმე ვითარებისა, საბრძოლო მასალის ნაკლებობისა და დაჭრილთა დიდი რაოდენობისა, აზოვის პოლკის ჯარისკაცები აგრძელებენ მტრის დარტყმას მანამდე დაკავებულ პოზიციებზე.

მარიუპოლის დამცველები შტურმით უტევენ მტრის პოზიციებს, აკეთებენ შეუძლებელს, მიუხედავად მტრის მიერ ავიაციის, არტილერიის, ტანკებისა და სხვა იარაღის მუდმივად გამოყენებისა. 

რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ჯარისკაცების ბრძოლა უკრაინისთვის ბოლომდე გრძელდება“, - აღნიშნავენ აზოვის პოლკში.

12.05.2022 23:25 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 180-მდე რუსი გაანეიტრალეს და 6 ტანკი გაანადგურეს.

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების 6 შეტევის მოგერიება შეძლეს.

განადგურდა 6 ტანკი და განეიტრალდა 180-მდე რუსი სამხედრო. 

„12 მაისს, ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს რუსული ფაშისტური ჯარების 6 თავდასხმა.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 180-მდე მტრის პერსონალი, 6 ტანკი , 6 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანტრანსპორტიორი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

12.05.2022 22:20 დონეცკის ოლქში რუსულ დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა. 

„12 მაისს რუსებმა კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს დონეცკის რეგიონში: 2 ნოვოსელივკაში, 1 ავდიივკაში და 1 ლიმანში. დაშავდა კიდევ 5 ადამიანი.

საერთო ჯამში, 24 თებერვლის შემდეგ დონეცკის ოლქში 356 ადამიანი დაიღუპა და 1 038 დაიჭრა.

მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია“, - განაცხადა კირილენკომ. 

12.05.2022 20:02 ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების დარიგებას გეგმავენ - უკრაინული მხარე

რუსი ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირებას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე მიზნით ოკუპანტები აპირებენ, რომ მოსახლეობას რუსული პასპორტები დაურიგონ. 

„რუსეთის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები იღებენ ზომებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად. აპირებენ რუსული პასპორტების გაცემას. 

ამავდროულად რუსული არმია აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს, აგრეთვე არტილერიით დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ოდესისა და სუმის ოლქებში საცხოვრებელი უბნების და ინფრასტრუქტურის დაბომბვას“, - განაცხადა მოტუზიანიკმა. 

12.05.2022 19:31 რუსები განადგურებულ მარიუპოლში ყალბი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ - უკრაინული მხარე

„რუსი ოკუპანტები აპირებენ, რომ განადგურებულ მარიუპოლში ყალბი რეფერენდუმი ჩაატარონ, რათა იგი რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად მიუერთონ“, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა

მისივე თქმით, ფსევდორემერენდუმის თარიღად თვითდანიშნულმა მერმა 15 მაისი დაასახელა.

„მათი პირველი ნაბიჯი არის რუსეთის მობილური კომუნიკაციის კოდზე გადასვლა. ახლა რუსული ბანკები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა შევიდნენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“. ისინი დონეცკის გარდა მარიუპოლის მიერთებასაც გეგმავენ. მათ „რეფერენდუმის“ ჩატარება აქვთ დაგეგმილი, რომლის მიხედვითაც მარიუპოლი როსტოვის ოლქის ნაწილი უნდა გახდეს“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ. 

12.05.2022 11:32 26 650 სამხედრო, 1 195 ტანკი, 199 თვითმფრინავი - ბოლო ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 12 მაისამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

🔵 26 650 (+300) - სამხედრო მოსამსახურე

🌕 1 195 (+8) - ტანკი

🔵 2 873 (+17) - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 534 (+6) - საარტილერიო სისტემა

🔵 191 (+6) - MLRS

🌕 87 (+0) - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 199 (+0) - თვითმფრინავი

🌕 161 (+1) - ვერტმფრენი

🔵 2 019 (+22) - სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი

🌕 13 (+1) - გემი / ნავი

🔵 398 (+8) - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🌕 41 (+0) - სპეციალური ტექნიკა

🔵 94 (+0) - საკრუიზო რაკეტები 

„მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი (გასულ დღეს) კურახივის მიმართულებით დაფიქსირდა. მიმდინარეობს მონაცემების განახლება“, - წერს გენერალური შტაბი.

11.05.2022 22:45 ხარკოვის ოლქში რუსები სრულ თავდაცვაზე გადავიდნენ, უკრაინელებმა კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსები ხარკოვის ოლქში სრულ თავდაცვაზე არიან გადასული. ~

„ხარკოვის მიმართულებით მტერს არ ჩაუტარებია შეტევითი მოქმედებები, საოკუპაციო ძალები იცავდნენ თავს, რათა შეანელონ ჩვენი ჯარების შეტევის ტემპი.

მტრის ქვედანაყოფები აგრძელებდნენ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მარაგის შევსებას შეტევითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

ასევე ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ბევრ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე რჩება. 

დამპყრობლების უდიდესი აქტიურობა კვლავ შეიმჩნევა სლობოჟანსკოესა და დონეცკში.

დონეცკის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ რუბეჟნოეზე სრული კონტროლის მოპოვებაზე და სოფელ ლიმანის მიმართულებით შეტევის განხორციელებაზე. მტერი ცდილობს დაიკავოს პოზიციები მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა სანაპიროზე. 

მტერი აგრძელებს ჩვენი ჯარის პოზიციების მიმართულებით სროლას. გაიზარდა საჰაერო დაზვერვის ინტენსივობა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

ბახმუტის მიმართულებით, შეტევისთვის მოსამზადებლად, რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ჩვენი ჯარების პოზიციების საარტილერიო დაბომბვას სვიტლოდარსკის და ტროიცკოეს დასახლებებში. მტერმა თავდასხმის ოპერაციები ორიხოვოსა და ტოშკოვკას მიმართულებით განახორციელა, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ჩვენი სახელმწიფოს ობიექტებზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე კვლავ რჩება.

ჩრდილოეთის მიმართულებით, მტერი აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას ბრიანსკის და კურსკის ოლქებში. 

მტერი განიცდის ზარალს, იგი დეზორგანიზებული და დემორალიზებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

11.05.2022 21:25 ზელენსკი: ომი დასრულდება, როცა უკრაინა თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი იქამდე არ დასრულდება, სანამ უკრაინა თავის დაკარგულ ტერიტორიებს არ დაიუბრუნებს. 

მისივე თქმით, უკრაინელებს მხოლოდ თავიანთი მიწა და თავისუფლება სურთ.

„ომი უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. მე ღიად ვამბობ: ძალიან ბევრი არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწას.

რუსეთი ცდილობს, რომ ყველაფერი, ყველა უფლება წაგვართვას, მაგრამ ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11.05.2022 10:48 უკრაინელებმა რუსებს „ფეიერვერკი“ მოუწყვეს - მათ დამპყრობლების პოზიციებს დაარტყეს

ზამთრის კამპანიის რაინდების სახელობის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეომრებმა მოაწყვეს „ფეიერვერკი“ რუსი დამპყრობლებისთვის. უკრაინელებმა იზიუმთან ახლოს ხარკოვის რეგიონში მათ პოზიციებს დაარტყეს.

კადრებში ჩანს, რომ დამპყრობლების პოზიციები უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა დააფიქსირა. როგორც ჩანს, დამპყრობლები არ ელოდნენ „საჩუქრებს“ უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიისგან, მაგრამ მათ ბევრი მიიღეს.

„ჩვენი რაინდებისგან დამალვის მცდელობისას ოკუპანტებმა დაივიწყეს ორი ჭეშმარიტება: ჩვენი თვალები ყველგანაა და ჩვენი იარაღი მათ მიწიდანაც კი ამოიღებს“, - წერს ზამთრის კამპანიის რაინდების სახელობის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა.

11.05.2022 00:31 უკრაინელებმა დონბასში რუსების 12 შეტევა მოიგერიეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 15 შეტევა მოიგერიეს

განადგურდა 12 რუსული ტანკი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი. 

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 12  ტანკი, 4 საარტილერიო სისტემა, 19 ერთეული ჯავშანტექნიკა, 2 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა და 7 სამხედრო მანქანა. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უკრაინის დონბასის ცაზე ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Mi-24 და 3 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

11.05.2022 00:14 რუსები მარიუპოლში დაღუპულთა რეალური რაოდენობის დამალვას ცდილობენ - უკრაინული მხარე

მარიუპოლის მცხოვრებლები უარს ამბობენ რუსი სამხედროების მიერ დანგრეული დრამატული თეატრის ნანგრევებისგან გაწმენდაში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტები ცდილობენ, რომ გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა დამალონ. 

„რუსი ოკუპანტები განაგრძობდნენ დრამატული თეატრის ნანგრევებისგან გაწმენდას. გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ დაღუპულთა ნამდვილ რაოდენობას. რუსეთი ძალიან სწრაფად მალავს საკუთარი დანაშაულის კვალს“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

10.05.2022 20:35 უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რამდენიმე დასახლება რუსებისგან გაათავისუფლეს

„ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან რამდენიმე  დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. 

გარდა ამისა, რუსული არმიის ნაწილს დანაკარგების გამო, უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწია. 

„უკრაინის თავდაცვის ძალების პერსონალის კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, ხარკოვის ოლქშიგანთავისუფლდა დასახლებები ჩერკასი ტიშკი, ტიშკი, რუბეჟნოე და ბაირაკი.

ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსეთის 138-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ნაწილები აღდგენისთვის გაიყვანეს ბელგოროდის ოლქში.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დარჩენილი ხელშეკრულების ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხსენებები დაწერა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

10.05.2022 20:16 „პუტინს დონბასსა და დნესტრისპირეთს შორის „ხიდის“ აშენება კვლავ სურს“ - აშშ-ის დაზვერვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს შექმნას „სახმელეთო ხიდი“ დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორია დნესტრისპირეთს შორის, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი გაჭიანურებული საომარი მოქმედებებისთვის ემზადება.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტისთვის, რომლის დროსაც ის კვლავ აპირებს მიზნების მიღწევას დონბასის გარეთ. მომდევნო თვეებში ბრძოლები შეიძლება გადავიდეს უფრო არაპროგნოზირებად და პოტენციურად ესკალაციის დონეზე. პუტინს დონბასსა და დნესტრისპირეთს შორის სახმელეთო ხიდის აგება სურს “, - განაცხადა ჰეინსმა.

10.05.2022 11:07 „უკრაინელები მათი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთში მიჰყავთ“ - პენტაგონი

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ნახა მინიშნებები, რომ უკრაინელები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილად ვნახეთ მინიშნებები, რომ უკრაინელები საკუთარი ქვეყნიდან რუსეთში გადაჰყავთ. ვერ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენი ბანაკია, ან როგორ გამოიყურებიან ისინი. მაგრამ ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ უკრაინელები მათი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ რუსეთში. ეს არის არაკეთილსინდისიერი ქმედება. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ პუტინი უბრალოდ არ მიიღებს და პატივს არ სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და იმას, რომ ისინი სხვა ერის მოქალაქეები არიან“, - განაცხადა კირბიმ.

10.05.2022 00:00 უკრაინელებმა დონბასში რუსების 15 შეტევა მოიგერიეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 15 შეტევა მოიგერიეს

განადგურდა 9 რუსული ტანკი 

„მიმდინარე დღეს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 15 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს დამპყრობლებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს. 

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 3 საზენიტო სარაკეტო სისტემა, 9 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 25 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა და 3 სამხედრო მანქანა“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

09.05.2022 23:07 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 250 ოკუპანტი გაანეიტრალეს და 13 ტანკი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების 8 შეტევის მოგერიება შეძლეს

განეიტრალდა 250-მდე ოკუპანტი და განადგურდა 13 ტანკი. 

„9 მაისს, ქვეყნის აღმოსაველთში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს რუსული ფაშისტური ჯარების 8 თავდასხმა.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 250-მდე დამპყრობელი, 13 ტანკი , 10 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 1 ჯავშანტრანსპორტიორი, 1 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2 ნაღმტყორცნი და 1 დრონი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

09.05.2022 22:39 რუსებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქს სამი რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხუთი შენობა განადგურდა, - ამის შესახებ ოდესის ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური  იუწყება

„მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესის ოლქში. 5 შენობა განადგურდა. ხანძარი ლიკვიდირებულია, 2 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის ადგილზე უკრაინის ეროვნული პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

09.05.2022 21:57 რუსი ოფიცრები დონბასში შეტევის გაგრძელებაზე უარს ამბობენ - CNN

შეერთებული შტატები იღებს დაუდასტურებელ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები და ოფიცრების ნაწილი უარს ამბობენ დონბასში შეტევის გაგრძელების ბრძანების შესრულებაზე, - ამის შესახებ CNN პენტაგონის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. 

ოფიციალური პირის თქმით, ამ ოფიცრებმა ან უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე, ან მათ შესრულებას გამიზნულად აჭიანურებენ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებს ომის პირველივე დღიდან უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მორალური პრობლემები ჰქონდათ.

გარდა ამისა, ოკუპანტები აწყდებიან ლოგისტიკურ პრობლემებს, რაც მათ წინსვლას მნიშვნელოვნად ანელებს. 

09.05.2022 21:13 „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალია“, - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. 

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსებმა რამდენიმე მიმართულებით წარუმატებელი შეტევები განახორციელეს. 

„რუბეჟნოესთვის ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის მიმართულებით. მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება, დაიპყროს ქალაქი და შექმნას ხელსაყრელი პირობები შეტევითი ოპერაციების შემდგომი განვითარებისთვის ლიმანისა და სევეროდონეცკის დასახლებების მიმართულებით. რუსებმა წარუმატებლად შეუტიეს ვოევდოვკას დასახლებას. 

ყველაზე დიდი აქტივობა შეიმჩნევა სლობოჟანსკოეს და დონეცკის მიმართულებით. უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალია.

ვოლინისა და პოლესიას მიმართულებით მტერმა არ ჩაატარა აქტიური ოპერაციები, არ გამოვლენილა შეტევითი დაჯგუფებების ფორმირების ნიშნები.

სევერსკის მიმართულებით ვითარება არ შეცვლილა. 

იზიუმის მიმართულებით გრძელდება ტექნიკური საშუალებების მარაგების შევსება, ქვედანაყოფების წვრთნა შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის იზიუმ-ბარვენკოვოსა და იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით. მტერი ახორციელებს საჰაერო დაზვერვას.

ბახმუტის მიმართულებით დამპყრობლები წარუმატებლად უტევდნენ ტოშკოვკას დასახლების მიდამოებს.

ნოვოპავლოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებში მტრის გარკვეული ნაწილები ახდენენ ჯარების გადაჯგუფებას შემდგომი აქტიური ოპერაციებისთვის მოსამზადებლად. 

ბესარაბიის მიმართულებით მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში ვითარება უცვლელი დარჩა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

09.05.2022 20:37 „რუსები „აზოვსტალზე“ შტურმს აგრძელებენ“ - მარიუპოლის მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსები „აზოვსტალზე“ შტურმს აგრძელებენ. 

მისივე თქმით, ახლა ოკუპანტები ერთ-ერთი ხიდის აფეთქებაზე არიან ფოკუსირებულები, რომლითაც მანამდე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოკუპანტი ტრანსპარანტებით დადის მარიუპოლის გამზირებზე, სხვები „აზოვსტალზე“ შტურმს აგრძელებენ. დღეს რუსებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ხიდის აფეთქებაზე, რომელზედაც ევაკუაცია მიმდინარეობდა, ჯოჯოხეთი გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გმირები გადარჩებიან, მათ წინაშე ყველა ვალში ვართ“, - აცხადებს ანდრიუშჩენკო.

09.05.2022 20:08 „პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ - შოლცი უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდებაზე

გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვა გზა არ დაუტოვა.

„დიახ, გერმანია აწვდის უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს, როგორც ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, იგი ევროპაში არსებულ მშვიდობას ემუქრება, სწორედ ამიტომ ვეხმარებით უკრაინას.

პუტინმა რუსეთის იმპერიის რევანშისტული პროექტისთვის ევროპაში საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი დაივიწყა, ამაზე პასუხის გაცემაზე უარის თქმა კი დანაშაულებრივ საქმიანობაში აგრესორის წახალისებას ნიშნავს“, - განაცხადა შოლცმა. 

09.05.2022 19:13 „რუსები ვოევოდივკაში რამდენჯერმე შევიდნენ, მაგრამ უკრაინელებმა ისინი უკან განდევნეს“ - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ რუბეჟნოესა და სოფელ ვოევოდივკას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა

„რუბეჟნოეში ჩვენი გვარდიელები იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები აქ არ მთავრდება, გუშინდელი დღე ჩვენთვის ძალიან პროდუქტიული იყო და ორკებისთვის არც თუ ისე კარგი. ინფორმაცია, რომელიც რუსებმა ადრე ქალაქის დაპყრობის შესახებ გაავრცელეს, სიცრუეა. 

რუსი დამპყრობლები რამდენჯერმე შევიდნენ სოფელ ვოევოდივკაში, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა ისინი განდევნეს. გარდა ამისა, ქალაქი სევეროდონეცკი მთლიანად კონტროლდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ“, - განაცხადა გაიდაიმ. 

09.05.2022 18:10 ნიკოლაევის მედესანტეებმა გაანადგურეს რუსული ჯავშანმანქანა „ვეფხვი“ და მისი ეკიპაჟი

ნიკოლაევის მედესანტეებმა გაანადგურეს რუსული ჯავშანმანქანა „ვეფხვი“ და მისი ეკიპაჟი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების პრესსამსახური წერს.

„ნიკოლაევის მედესანტეებმა ეკიპაჟთან ერთად გაანადგურეს რუსული ჯავშანმანქანა „ვეფხვი“. ასე „მიულოცეს“ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე ნიკოლაეველმა მედესანტეებმა რუს ოკუპანტებს. სიკვდილი რუს ოკუპანტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

09.05.2022 17:23 რუსეთმა შავ ზღვაში კალიბრის ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტების რაოდენობა გააორმაგა - ალექსანდრე მოტუზიანიკი

9 მაისის მდგომარეობით, რუსეთმა გააორმაგა შავ ზღვაში კალიბრის ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტების რაოდენობა - ახლა შავ ზღვაში რუსეთს 50 რაკეტა აქვს კონცენტრირებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, შავ ზღვაში არის შვიდი კალიბრის ტიპის SLCM გადამზიდი, რომელთა ჯამური რაოდენობა 50-მდე რაკეტაა“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემები შავი და აზოვის ზღვების წყლებში აგრძელებენ დავალებების შესრულებას „საომარი მოქმედებების ზონის იზოლირების, დაზვერვისა და სახანძრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით“.

09.05.2022 16:35 „რუსეთი დონბასის პრობლემას მშვიდობიანად გადაწყვეტდა, ამის საშუალება რომ მისცემოდა“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს დონბასის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ერთი შანსი მაინც რომ მისცემოდა, ის გამოიყენებდა, მაგრამ ასეთი შანსი არ მიეცა.

პუტინმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და უდავოა, რომ ყველა დავალება შესრულდება. რუსეთის ლიდერმა ასეთი განცხადება დონბასში დაღუპული სპარტის ბატალიონის მეთაურის, ვლადიმირ ჟოგას მამასთან, არტემ ჟოგასთან შეხვედრისას გააკეთა. პრეზიდენტმა არტემ ჟოგას რუსეთის გმირის ვარსკვლავი გადასცა, რომელიც მის შვილს სიკვდილის შემდეგ გადაეცა.

„ერთი შანსი მაინც რომ ყოფილიყო ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებდით ამ შანსს, მაგრამ მათ ეს შანსი არ დაგვიტოვეს, უბრალოდ არ მოგვცეს. უბრალოდ არ იყო სხვა არჩევანი“, - განაცხადა პუტინმა. 

09.05.2022 11:46 „ოკუპანტებმა კვლავ დაიწყეს იერიში „აზოვსტალზე“, მას შემდეგ რაც გაეროს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა“ - პეტრ ანდრიუშჩენკო

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე თავდასხმა მას შემდეგ განაახლეს, რაც გაეროს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც გაეროს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა, დამპყრობლებმა შეტევა დაიწყეს „აზოვსტალზე“. კერძოდ, მათ სცადეს ხიდის გარღვევა, რომელიც ევაკუაციის კარიბჭე იყო, თუმცა  წარუმატებლად“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ძნელია იმის გაგება, თუ როგორ ებრძვიან უკრაინელი გმირები თავდასხმას და გამოთქვა იმედი, რომ ყველა დამცველი გადარჩება.

 

09.05.2022 11:14 25 650 სამხედრო, 1 145 ტანკი, 158 ვერტმფრენი - ბოლო ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 9 მაისამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე) 

🔵 25 650 (+150) - სამხედრო 

🌕 1 145 (+15) - ტანკი

🔵 2764 (+23) - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 513 (+4) - საარტილერიო სისტემა

🔵 185 (+6) - MLRS

🌕 87 (+1) - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 199 (+0) - თვითმფრინავი

🌕 158 (+2) - ვერტმფრენი

🔵 1970 (+9) - სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი

🌕 12 (+1) - გემი / ნავი

🔵 377 (+17) - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🌕 41 (+2) - სპეციალური ტექნიკა

🔵 94 (+2) - საკრუიზო რაკეტები 

„მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი (გასულ დღეს) ავდიივკას მიმართულებით განიცადა. მიმდინარეობს მონაცემების განახლება“, - წერს გენერალური შტაბი.

09.05.2022 10:44 არ იქნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი მშვიდობა - ოლაფ შოლცი

G7 ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მშვიდობა რუსეთის პირობებით არ მიიღება.

„ერთი რამ ცხადია: მშვიდობა არ იქნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი. უკრაინელები ამას არ მიიღებენ და არც ჩვენ“, - ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გადარჩება.

„თავისუფლება და უსაფრთხოება გაიმარჯვებს - ისევე როგორც თავისუფლებამ და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა მონობაზე, ძალადობასა და დიქტატურაზე 77 წლის წინ. ეს არის 8 მაისის მემკვიდრეობა“, - დასძინა შოლცმა.

09.05.2022 00:42 „მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა ახლა შეუძლებელია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად შეუძლებელია მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო გზით. ამის შესახებ მან კიევში კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ქალაქ მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ უკრაინას ამჟამად არ აქვს ისეთი მძიმე იარაღი, რომელიც მას სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვის საშუალებას მისცემს.

„ეს არ არის მოსაზრებები, ეს არის ჩვენი არმიის ხელმძღვანელობის დასკვნები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

09.05.2022 00:27 უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთში გაანადგურეს 190-მდე დამპყრობელი და მტრის ტექნიკა

კვირას, 8 მაისს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთში გაანადგურეს 15 ტანკი, 12 ჯავშანტრანსპორტიორი და მტრის სხვა ტექნიკა. ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ წერს.

„უკრაინელი დამცველები აგრძელებენ აგრესორის შეკავებას ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში. კერძოდ, 8 მაისს რუსეთის ფაშისტურმა ჯარებმა 4 თავდასხმა განახორციელეს. ბრძოლა გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 190-მდე რუსი ჯარისკაცი, 15 ტანკი, 12 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 12 ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ერთი MTLB, 6 ATT და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.

09.05.2022 00:17 „პოპასნაია რეალურად ჩვენს ხელში აღარ არის, ჩვენმა ჯარებმა უკან დაიხიეს“ - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა პოპასნაიადან (ლუგანსკის რეგიონიდან) უკან დაიხიეს. მისი თქმით, საომარი მოქმედებების და ნგრევის შედეგად ქალაქი პრაქტიკულად არ არსებობს.

„პოპასნაია რეალურად ჩვენს ხელში აღარ არის. ჩვენმა ჯარებმა უკან დაიხიეს და დაიკავეს ხაზები დასავლეთით. პოპასნაიაში უკვე არაფერია. პრაქტიკულად ქალაქი აღარ დარჩა“, - თქვა არესტოვიჩმა.

09.05.2022 00:11 მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“ კიდევ 173 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მარიუპოლიდან და „აზოვსტალის“ ქარხნიდან კიდევ 173 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი სოციალურ ქსელში წერს. ამ ეტაპზე მარიუპოლიდან ევაკუირებულთა რაოდენობა 600-ზე მეტია.

„მარიუპოლის მახლობლად მდებარე მეტალურგიული საწარმო „აზოვსტალიდან“ და სხვა თემებიდან 170-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ახლახან მიაღწიეს ზაპოროჟიეს, სადაც ამჟამად იღებენ დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ დახმარებას.

გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ უსაფრთხო გამგზავრების ოპერაციის წყალობით, ევაკუირებულთა საერთო რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა.

ჩვენ ვიცით იმ ადამიანების დიდი რაოდენობის შესახებ, რომლებიც ბოლო დღეებში ვერ შეუერთდნენ ევაკუაციას. გავაგრძელებთ კონფლიქტურ მხარეებთან ჩართულობას, რათა მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მასშტაბით და უზრუნველვყოთ, რომ მსურველები უსაფრთხოდ და მათთვის სასურველი მიმართულებით გადავიყვანოთ“, - წერს გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი.

09.05.2022 00:01 „ყირიმის ხიდი აუცილებლად განადგურდება, ეს დროის საკითხია“ - ვიქტორ ანდრუსივი

„ყირიმის ხიდი მომავალში აუცილებლად განადგურდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა.

ყირიმის ხიდზე თავდასხმის რეალობის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემისას ანდრუსივმა აღნიშნა, რომ „აზოვის ზღვის სანაპიროსთან გაცილებით ახლოს უნდა მივიდეთ. ერთი რამის თქმა შემიძლია, ყირიმის ხიდი აუცილებლად დაინგრევა. ერთადერთი საკითხია, როდის მოხდება ეს“, - განაცხადა ანდრუსივმა.

ასევე, ხერსონიდან და ხერსონის მიმართულებიდან რუსების განდევნის შესახებ კითხვებზე მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ იქ კონტრშეტევითი ოპერაციები ჩატარდება.

„მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქალაქ ხერსონზე თავდასხმა სტრატეგიულად წაგებიანია, რადგან ეს დიდ ნგრევას გამოიწვევს. ჩვენთვის სტრატეგიულად მოგებიანია მისი რინგზე გაყვანა. ამისთვის კი ცოტა მეტი აღჭურვილობა და იარაღი გვჭირდება“, - დასძინა ანდრუსივმა.

კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე შანსი იმისა, რომ დნესტრისპირეთიდან რუსებს შეეძლოთ შესვლა და დაკავება, მაგალითად, ოდესის სამხრეთით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა თქვა, რომ სიტუაცია სრულიად საპირისპიროა.

„რაშისტები დნესტრისპირეთის დასაცავად ემზადებიან. ანუ მთლიანად გადაკეტავენ გზებს, იქნება საგუშაგოები, რადგან ეშინიათ, რომ დნესტრისპირეთზე თავს დავესხმებით და იქ იარაღის საცავებს წავართმევთ, რომლებიც, სხვათა შორის, ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და დავიპყრობთ მათ ჯარებს, რომლებიც რეალურად იქ ძალიან მცირეა. ფაქტობრივად, ის, რაც ხდება ოდესის რეგიონში, არის მცდელობა, ხელი შეგვიშალონ დნესტრისპირეთში რაიმე ქმედების განხორციელებაში“, - განაცხადა ანდრუსივმა.

მან დასძინა, რომ უკრაინა არ აპირებს დნესტრისპირეთში შესვლას და ამას მოლდოვის ნებართვის გარეშე ვერ გააკეთებს.

„მაგრამ თუ მოლდოვა იძლევა ნებართვას, მაშინ ჩვენ გვექნება ძალა, ჩავატაროთ ასეთი ოპერაცია“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

08.05.2022 23:21 უკრაინელებმა ოდესის რაიონში მტრის ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს

8 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ოდესის ოლქის თავზე მოწინააღმდეგის ოთხი რაკეტა გაანადგურეს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, ბოლგრადის რაიონის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის მცხოვრები დაშავდა. ამის შესახებ  ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა.

„8 მაისის დღის დასაწყისიდან მოწინააღმდეგემ ოდესის რეგიონში სარაკეტო დარტყმების სერია განახორციელა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მოახერხეს მოწინააღმდეგის ოთხი რაკეტის ჩამოგდება. მაგრამ, სამწუხაროდ, რაკეტა სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი მცხოვრები დაშავდა. ბოლგრადის რაიონში ელექტრო ქვესადგური განადგურდა, რის შედეგადაც ექვს დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ასევე, დაზიანდა რეგიონის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული ობიექტები“, - განაცხადა მარჩენკომ.

მარჩენკომ აღნიშნა, რომ „მტერი, რომელსაც არ ძალუძს ოდესის რეგიონის დაპყრობა, ცდილობს, გაანადგუროს იგი სარაკეტო დარტყმით. მაგრამ ოდესელები დაუოკებელი ხალხია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

08.05.2022 21:54 სუმის რეგიონის დაბომბვისას რაკეტა ებრაულ სასაფლაოს მოხვდა

რუსებმა რაკეტები გაისროლეს სუმში შოსკას რაიონში, სადაც დაზიანდა გლუხოვის ებრაული სასაფლაო. ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

მოგვიანებით კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ დაადასტურა, რომ რუსული რაკეტა მოხვდა გლუხოვის ებრაულ სასაფლაოზე.

„გლუხოვის ებრაული სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალეს ებრაელები - 1918 წლის მსხვერპლნი. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ძეგლი, ეს არის განსაკუთრებული სიმბოლო ებრაელი ხალხისთვის“, - აღნიშნა ტკაჩენკომ.

08.05.2022 21:36 დღის განმავლობაში ხარკოვის რეგიონში დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

8 მაისს ხარკოვის რეგიონში რუსი დამპყრობლების დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

ბოგოდუხოვისა და მისი შემოგარენის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი. ხარკოვის რაიონში მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, 1 გარდაიცვალა.

კალინოვოში სახლზე ჭურვის მოხვედრის შედეგად კი ორი ადამიანი დაიღუპა. სოფელი დაახლოებით 16:00 საათზე დაიბომბა.

08.05.2022 21:21 აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ „გზაშია“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ „გზაშია“.

„ევროპაში გამარჯვების დღეს, მე და ენტონი ბლინკენმა უკრაინის გამარჯვების მოსაახლოებლად შემდგომ ნაბიჯებს კოორდინირება გავუწიეთ. აშშ-ის ახალი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გზაშია. ჩვენ განვიხილეთ უკრაინული საკვების ექსპორტის განბლოკვისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები“, - წერს კულება.

 

08.05.2022 20:55 აშშ რუსული მედიისა და ბანკების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს - აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

დღეს, 8 მაისს, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები შეეხო რუსულ მედიასა და ბანკებს. ასევე, დანერგილია ექსპორტის კონტროლი. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

სანქციები რუსული მედიის წინააღმდეგ

რუსული ტელეარხები „პირველი არხი“, „რასია-1“ და „НТВ“ აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ. აკრძალვა ეხება მათთვის აღჭურვილობის მიწოდებას და ამერიკული კომპანიების ამ არხებზე რეკლამის გაკეთების შესაძლებლობას.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, ეს ტელეარხები არის „კრემლის რუპორი“, რომლებიც უკრაინის ომს მოსკოვისთვის სასარგებლოდ აშუქებენ. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა განმარტა, რომ ახალი სანქციების პაკეტი კრძალავს სამაუწყებლო ტექნოლოგიების, ვიდეოკამერების, მიკროფონების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას.

სანქციები რუსული ბანკების წინააღმდეგ

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რამდენიმე რუსულ ბანკზე, მათ შორის „სბერბანკსა“ და „გაზპრომბანკზე“. შეზღუდვების ქვეშ მოექცა მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი და მისი ათი შვილობილი კომპანია.

ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გაზპრომბანკის“ მიმართ დაწესებული სანქციები არ ეხება მისი აქტივების გაყინვას და მასთან ყოველგვარი ტრანზაქციის აკრძალვას.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, გაზპრომბანკის ლიდერების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმის სიგნალია, რომ რუსული ბანკი არ არის „უსაფრთხო თავშესაფარი“.

რუსეთის წინააღმდეგ ექსპორტის შეზღუდვები

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ექსპორტის ახალი შეზღუდვებიც დაუწესა. ისინი გავლენას ახდენენ სამრეწველო პროდუქტების მიწოდებაზე, მათ შორის ძრავებსა და ბულდოზერებზე.

თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო შეზღუდვების გაფართოება პირდაპირ ზიანს აყენებს რუსეთის სამხედრო მანქანას. გარდა ამისა, ისინი შეზღუდავენ მოსკოვის წვდომას კომპონენტებზე, რომლებიც გამოიყენება იარაღის წარმოებაში.

08.05.2022 18:45 „ჩვენმა მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი, ხელისუფლების მრავალი ოფიციალური წარმომადგენელი ახორციელებდა უკრაინის დაცვის საბოტაჟს“ - „აზოვის“ ოფიცერი

„აზოვის“ პოლკი უკრაინის ხელისუფლებას მარიუპოლის თავდაცვისთვის მზადების დივერსიაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერმა ილია სამოილენკომ განაცხადა.

სამოილენკოს თქმით, მარიუპოლის აღება უკვე 2,5 თვეა გრძელდება და ეს არის ალყა, როგორიც „ისტორიაში არასდროს ყოფილა“.

„ამდენი მსხვერპლი ჯარისკაცებს შორის და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 25 000 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა რუსეთის არმიას“, - დასძინა მან.

ოფიცერმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედროების ამოცანა და მორალური მოვალეობა ქვეყნის დაცვაა. მაგრამ მთავრობამ, მისი თქმით, ვერ მოახერხა მარიუპოლის თავდაცვის ორგანიზება.

„სიმართლე ის არის, რომ ჩვენ უნიკალური ვართ. არავინ მოელოდა, რომ ამდენ ხანს დავდგებოდით (და ახლაც ვდგავართ). ჩვენმა მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი, ვერ მოამზადა მისი დაცვა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გმირებს გვეძახიან. გმირობა მოდის მაშინ, როდესაც დაგეგმვა და ორგანიზაცია მარცხდება“, - განაცხადა სამოილენკომ. 

ოფიცერმა ხაზი გაუსვა, რომ ბევრმა „აზოველმა“ სიცოცხლე გაწირა ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, უკრაინის ხალხისთვის.

„და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ მარტივად შეგვეძლო მარიუპოლიდან გასვლა, უკან დახევა, რადგან ვითარება დავინახეთ, მაგრამ გადავწყვიტეთ ქალაქის დაცვა და მარიუპოლის დაცვის ბრძანება გვქონდა. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლების მრავალი ოფიციალური წარმომადგენელი ახორციელებდა საბოტაჟს უკრაინის დაცვის, მე ვიტყოდი - დაახლოებით 8 წელი. ეს ომი 24 თებერვალს არ დაწყებულა. მათ სულ იცოდნენ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიდი ომი ახლოვდებოდა“, - აღნიშნა ილია სამოილენკომ.

08.05.2022 17:36 შეერთებული შტატების პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში 8 მაისს ჩავიდა. კერძოდ, იგი ჩავიდა უჟგოროდში. ამის შესახებ ტრანსკარპატების რეგიონალური საბჭო წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკაიას შეხვდა. მათ ერთ-ერთი სკოლა დაათვალიერეს, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება.

„პირველი ლედის ბაიდენის ვიზიტი არის აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯილ ბაიდენის ვიზიტი საჯაროდ არ გამოცხადებულა, საიდუმლოდ ინახებოდა და მედიისთვისაც უცნობი იყო. შეხვედრას მხოლოდ თეთრი სახლის პრესსამსახური ესწრებოდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის მან უკვე დატოვა უკრაინა.

08.05.2022 17:01 „აზოვის“ მებრძოლებმა მარიუპოლში დაახლოებით 2 500 რუსი სამხედრო გაანადგურეს - „აზოვის“ პოლკის ოფიცერი

მარიუპოლის დამცველები აგრძელებენ კოლოსალური ზარალის მიყენებას რუს დამპყრობლებისთვის. „აზოვის“ პოლკის თანახმად, 1 მაისის მდგომარეობით, მისმა მებრძოლებმა გაანადგურეს 2500-ზე მეტი მტრის ცოცხალი ძალა და შეძლეს კიდევ 5000-ის დაჭრა.

„ჩვენ, ასევე, გავანადგურეთ 60-ზე მეტი ტანკი. ეს არის მტრის დანაკარგების 10%-ზე მეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითქმის იგივე სიტუაციაა ჯავშანტრანსპორტიორებთან და საარტილერიო სისტემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა აზოვის დაზვერვის ოფიცერმა ილია სამოილენკო.

სამოილენკომ აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველებმა ეს მოახერხეს ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერის გარეშე და განმარტა, რომ იყო ისეთი დღეებიც, როდესაც რუსული თვითმფრინავების დაახლოებით ნახევარი მონაწილეობდა ქალაქზე დარტყმებში.

მარიუპოლი სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაში იყო. როგორც უკრაინული მედია UNIAN წერს, ქალაქში კვლავ რჩება 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე, აზოვის პოლკის დამცველები და საზღვაო ქვეითები. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%.

08.05.2022 16:43 სატელიტმა დააფიქსირა რუსული არმიის საზენიტო სარაკეტო ძალების შეგროვება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით

სატელიტმა დააფიქსირა სამხედრო აღჭურვილობის, კერძოდ, რუსული არმიის საზენიტო სარაკეტო ძალების შეგროვება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით - სოფელ ფილატოვკამდე, რომელიც მდებარეობს ხერსონის რეგიონის მახლობლად.

რუსმა სამხედროებმა განათავსეს ტექნიკა სოფელ ფილატოვკაში დასახლების ორ მონაკვეთზე. სურათები ასახავს რუსული სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის საზენიტო და სარაკეტო სისტემების ზრდას.

როგორც უკრაინული „რადიო თავისუფლება“ წერს, სამხედრო ექსპერტის თქმით, ამ ტერიტორიაზე ყაზარმის გარდა არის საწვავის მასალების საწყობი. ასევე შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ტიპის ორასამდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და სატვირთო და სამეთაურო მანქანები. ცალკე გამოჩნდა დიდი აღჭურვილობა, რომელიც, ექსპერტების აზრით, შეიძლება იყოს საზენიტო და სარაკეტო მობილური სისტემები.

„გარეგნულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სამი ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან ერთ-ერთი, კერძოდ: ტორნადოს მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები, S-300 საზენიტო სისტემა ან ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

ასეთი ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია უკრაინის სამხედრო პოზიციებზე სროლისთვის.

27 აპრილის ამ ტერიტორიის სატელიტურ სურათთან შედარებით, აღჭურვილობა გაცილებით ნაკლები იყო.

08.05.2022 15:42 უკრაინელებმა სამხრეთით 22 ოკუპანტი და რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს - სარდლობა „სამხრეთი“

სამხრეთის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა 22 დამპყრობელი და სადესანტო ვერტმფრენი გაანადგურეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ წერს.

„ღამის განმავლობაში ჩვენი ქვედანაყოფები ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში აგრძელებდნენ ოკუპირებული ხაზების დაცვას. რაშისტები არ ატარებდნენ აქტიურ შეტევით ოპერაციებს, მაგრამ განაგრძობდნენ საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებს ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებზე და ნიკოლაევის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

„სამხრეთის“ ინფორმაციით, მტრის მთლიანი დანაკარგი ღამის განმავლობაში არის 22 დამპყრობელი, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და ტანკი ხერსონის რაიონში, ასევე, ვერტმფრენი.

08.05.2022 14:10 უკრაინის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ზაპოროჟიესა და ხარკოვის მახლობლად - უკრაინული მედია

ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით ახორციელებენ კონტრშეტევას ზაპოროჟიეს რეგიონში.

„მტერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია ზაპოროჟიეს მიმართულებით. ჩვენი სამხედროები ადეკვატურად უძლებენ დარტყმას, ახორციელებენ წარმატებულ კონტრშეტევას, რასაც მოწმობს ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული არმიის დანაკარგების სტატისტიკა“, - წერს პრესსამსახური.

გარდა ამისა, უკრაინის ჯარები ავითარებენ კონტრშეტევას ხარკოვის მიმართულებით და უახლოეს რამდენიმე კვირაში მათ შეუძლიათ რუსეთის საზღვართან მისვლა.

სიტუაციის გადასარჩენად და უკრაინის შეიარაღებული ძალების ბელგოროდის რეგიონში შესვლის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის ჯარებმა სასწრაფოდ განალაგეს დამატებითი ძალები იზიუმთან.

08.05.2022 12:48 25 500 სამხედრო, 1 130 ტანკი, 199 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 8 მაისამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

🔵 25 500 (+400) - სამხედრო მოსამსახურე

🌕 1 130 (+8) - ტანკი

🔵 2 741 (+28) - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 509 (+0) - საარტილერიო სისტემა

🔵 179 (+7) - MLRS

🌕 86 (+2) - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 199 (+0) - თვითმფრინავი

🌕 156 (+1) - ვერტმფრენი

🔵 1961 (+27) - სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი

🌕 12 (+1) - გემი / ნავი

🔵 360 (+19) - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🌕 39 (+1) - სპეციალური ტექნიკა

🔵 92 (+2) - საკრუიზო რაკეტები 

„მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა (გასულ დღეს) ნოვოპავლივსკის მიმართულებით. მიმდინარეობს მონაცემების განახლება“, - წერს გენერალური შტაბი.

08.05.2022 12:39 უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 225 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

2022 წლის 8 მაისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 638-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 225 ბავშვი და დაშავდა 413-ზე მეტი. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა წერს.

როგორც პროკურატურა წერს, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 139, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 98, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 46, მიკოლაევის ოლქში - 44, ლუგანსკის ოლქში - 42, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის რეგიონში - 17, კიევში - 16, ჟიტომირის რეგიონი - 15.

08.05.2022 11:55 „რისი იმედი მაქვს? სასწაულის! იმის, რომ უმაღლესი ძალები იპოვიან გამოსავალს ჩვენი გადარჩენისთვის და ეს ჯოჯოხეთური რეალითი შოუ დასრულდება“ - „აზოვსტალის“ მებრძოლი პოსტს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინი მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციაზე საუბრობს. ის „აზოვსტალის“ ქარხანაში იმყოფება, საიდანაც ფეისბუკ გვერდზე წერილს აქვეყნებს.

მისი თქმით, უმაღლესმა ძალებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მებრძოლები გათავისუფლდნენ. 

„რას ვგრძნობ? თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალით შოუში ვარ, სადაც ჩვენ სამხედროები ვართ, ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ გადარჩენის ყველა შანსს და მთელი მსოფლიო უბრალოდ უყურებს საინტერესო ამბავს! ასეთ ისტორიებს იყენებენ ფილმებსა და სატელევიზიო შოუები. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ფილმი არ არის და ჩვენ არ ვართ გამოგონილი გმირები! ეს არის რეალური ცხოვრება! ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, ცრემლები, შიში, სიკვდილი - ყველაფერი რეალურია!

რა მიკვირს? ცინიზმი! ადამიანურ ცინიზმს საზღვარი არ აქვს! ზოგადად მიღებული წესები ყველასთვის ერთნაირია, დამოწმებულია მთელი რიგი კანონებით, ხელმოწერებით და ბეჭდებით, მაგრამ არ მუშაობს! მერე რისთვის არის საჭირო? რისი იმედი მაქვს? სასწაულის! იმის, რომ უმაღლესი ძალები (ამ სიტყვის ფართო გაგებით) იპოვიან გამოსავალს ჩვენი გადარჩენისთვის და ეს ჯოჯოხეთური რეალითი შოუ დასრულდება... უმაღლესო ძალებო, ჩვენ ველოდებით თქვენი ქმედებების შედეგებს... დრო იწურება და დრო - ეს ჩვენი ცხოვრებაა“, - განაცხადა სერგეი ვოლინმა.

08.05.2022 11:36 „სამწუხაროდ, ჩვენმა ჯარებმა პოპასნადან უკან დაიხიეს“ - სერგეი გაიდაი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანგრეული პოპასნადან უკან დაიხიეს უფრო გამაგრებულ პოზიციებზე, რომლებიც წინასწარ იყო მომზადებული. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენმა ჯარებმა მართლაც ცოტა უკან დაიხიეს პოპასნადან, რადგან ქალაქი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იბომბება. არის ბომბები, რაკეტები, ნაღმები და არტილერია. იქ ყველაფერი მიწამდე განადგურებულია. ამიტომ, ჩვენებმა უკან დაიხიეს უფრო ძლიერ პოზიციებზე, რომლებიც წინასწარ იყო მომზადებული“, - განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკი-ვოევოდოვკასა და გორსკაიას თემის ტერიტორიაზე.

08.05.2022 11:23 „ბაირაქტარებმა“ ზმეინის კუნძულთან 3 რუსული სადესანტო კატარღა გაანადგურეს - სარდლობა „სამხრეთი“

„ბაირაქტარებმა“ ზმეინის კუნძულის მახლობლად რუსული სადესანტო ნავი „სერნა“ და ორი სადესანტო თავდასხმის ნავი „რაპტორი“ გაანადგურეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ წერს.

„ზმეინის კუნძულის მახლობლად „ბაირაქტარების“ ზუსტმა თავდასხმებმა გაანადგურა სადესანტო კატარღა „სერნა“ და 2 სადესანტო თავდასხმის კატარღა „Raptor“.

„სამხრეთის“ ინფორმაციით, კიდევ ერთი „რაპტორი“ ძლიერ დაზიანებულია. როგორც ცნობილია, ეკიპაჟიდან მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას გამოაკლდა 46 რუსი სამხედრო.

08.05.2022 10:39 რუსებმა დონეცკის ოლქში შანდრიგოლოვოს მიდამოები აიღეს - უკრაინის გენშტაბი

ლიმანის მიმართულებით, თავდასხმის შედეგად, რუსებმა აიღეს შანდრიგოლოვოს (დონეცკის ოლქი) ჩრდილოეთ გარეუბნები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

როგორს შტაბის წერს, რუსები აგრძელებენ შეტევას ლიმანის, პოპასნაიას, სევეროდონეცკის და ავდეევკას მიმართულებით. კურახოვსკის მიმართულებით არტილერიის მხარდაჭერით, მტერი ცდილობს, აღადგინოს შეტევა ნოვომიხაილოვკას მიმართულებით.

„მარიუპოლის მიმართულებით, რუსი სამხედროები აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოში. არტილერიისა და სატანკო ცეცხლის მხარდაჭერით ის იერიშს ახორციელებს. აგრძელებს იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის მიწოდებას, რათა დააკმაყოფილოს ჯარების საჭიროებები“, - ვკითხულობთ გენშტაბის განცხადებაში.

08.05.2022 10:19 უკრაინელების კონტრშეტევა გაფართოვდა და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში რუსეთის საზღვრისკენ გადაინაცვლებენ - ომის კვლევის ინსტიტუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა კიდევ უფრო გაფართოვდა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ან კვირებში გადაინაცვლებს რუსეთის საზღვრისკენ. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის 7 მაისის დილის მდგომარეობის ანგარიშში ვკითხულობთ.

უკრაინული ძალები აგრძელებენ რუსეთის წინსვლის წინააღმდეგ ბრძოლას ბარვენკოვოზე (იზიუმის სამხრეთ-დასავლეთით). რუსებმა, როგორც ჩანს, უარი თქვეს პირდაპირ სამხრეთ-აღმოსავლეთ სლოვიანსკისკენ.

როგორც ანგარიშში წერია, უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ჯარების განდევნას ხარკოვის საარტილერიო განადგურების ზონიდან. ასევე, მათი მიზანია, მიაღწიონ რუსეთის საზღვართან - ბელგოროდის რეგიონამდე.

„უკრაინული ძალების წინსვლის ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, რუსებმა შესაძლოა, ხელი ვერ შეუშალონ უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვართან მისვლას, თუნდაც დამატებითი გაძლიერებით... უკრაინის კონტრშეტევა აჩვენებს პერსპექტიულ შესაძლებლობებს და შეუძლია შექმნას პირობები შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით“, - ნათქვამია ანგარიშში.

06.05.2022 15:35 ხარკოვის ოლქში უკრაინელებმა 11 რუსი სნაიპერი დაატყვევეს, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს

ომის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 140-ზე მეტი მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი და გამოავლინეს 4000 კოლაბორატორი. ასევე, ხარკოვის ოლქში ტყვედ ჩავარდა 11 რუსი სნაიპერი, რომლებიც უკრაინის პოზიციებს ესროდნენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები წერს.

გარდა ამისა, ხმელნიცკის რეგიონში, შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვამ გაანეიტრალა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც სამი ადამიანისგან შედგებოდა. ისინი რეგიონში დივერსიას გეგმავდნენ.

ასევე, უკრაინელებმა ჟიტომირის რაიონში დააკავეს რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც აგროვებდა დაზვერვას უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების რაოდენობისა და საბრძოლო მზადყოფნის შესახებ.

გარდა ამისა, სუმის რაიონში მტერთან თანამშრომლობის ფაქტზე გამოავლინეს ერთ-ერთი საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

06.05.2022 14:26 რუსეთის არმიამ ავიაციისა და არტილერიის აქტიური გამოყენება ამჯერად ზაპოროჟიეს რეგიონში დაიწყო - უკრაინული მედია

რუსულმა არმიამ აქტიურად დაიწყო სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების გამოყენება ზაპოროჟიეს რაიონზე, კერძოდ, ქალაქ გულიაიპოლსა და ორეხოვზე. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივანმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა ივან არეფიევმა განაცხადა.

„ბოლო დრომდე, მტერი არ ატარებდა აქტიურ საომარ მოქმედებებს ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაგრამ ახორციელებდა საცეცხლე მოქმედებებს ჩვენი ჯარების შეზღუდვისა და ჩვენი საარტილერიო ნაწილების განადგურების მიზნით.

დღეს {6 მაისს}, დაახლოებით 11:00 საათზე გულიაპოლში მტერმა აქტიურად გამოიყენა თვითმფრინავი და არტილერია. მასიური დაბომბვით რუსული არმია ანადგურებს ორეხოვის ინფრასტრუქტურას, ახორციელებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს“, - განაცხადა არეფიევმა.

06.05.2022 12:15 გერმანია უკრაინაში თვითმავალ ჰაუბიცებს აგზავნის - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანია უკრაინაში თვითმავალ ჰაუბიცებს აგზავნის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

უფრო ზუსტად, ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია ომში მყოფ ქვეყანას შვიდ თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას (Panzerhaubitze 2000) გაუგზავნის. 

Panzerhaubitzen 2000 არის მძიმე არტილერიის სისტემა, რომელსაც შეუძლია 40 კილომეტრამდე მანძილზე სროლა. ბუნდესვერი Panzerhaubitze 2000-ს აღწერს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემას მსოფლიოში. მისი სიძლიერე სიზუსტესა და შორ მანძილზე ბრძოლაში მდგომარეობს.

მანამდე ნიდერლანდები დაჰპირდა კიევს ხუთი ასეთი ჰაუბიცის მიწოდებას.

06.05.2022 11:21 რუსეთი ცდილობს უკრაინელების დეჰუმანიზაციას, რათა გაამართლოს თავისი სისასტიკე - მაიკლ კარპენტერი

„რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკე არის კრემლის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი უკრაინელი ერის დეჰუმანიზაციისა“, - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მაიკლ კარპენტერმა ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო 10 კვირაა, მსოფლიო უყურებს, როგორ სჩადიან რუსული ჯარები უკრაინაში ენით აუწერელ სისასტიკეს. ყოველი სიკვდილი ან გაუპატიურება არის უმაღლესი სისასტიკისა და გარყვნილების სერიოზული დანაშაულის მტკიცებულება. თუმცა რუსი ჯარისკაცები ამ მოქმედებებს მარტო არ ახორციელებენ. მოსკოვის მექანიზმის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, რომ მართლაც არსებობს რუსული ჯარების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის აშკარა ნიმუში. ეს ნიმუში ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება“, - განაცხადა კარპენტერმა.

აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ „არსებობს კავშირი რუსეთის მთავრობისა და მისი წარმომადგენლების დეჰუმანიტარულ რიტორიკას შორის, მათ შორის ამ საბჭოში მსხდომთა და რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს შორის“.

მისი თქმით, რუსული რიტორიკა „ცდილობს, წაშალოს უკრაინული იდენტობის იდეა“. გარდა ამისა, კრემლი აცხადებს, რომ უკრაინა არის „ხელოვნური სტრუქტურა“ და რომ უკრაინის სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ფარგლებშია შესაძლებელი.

06.05.2022 09:53 უკრაინელების წინააღმდეგობა „აზოვსტალში“ ზრდის რუსეთის დანაკარგებს და აფერხებს გეგმებს დონბასში - ბრიტანული დაზვერვა

რუსული ჯარები მეორე დღეა აგრძელებენ სახმელეთო შეტევას მარიუპოლში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაზე, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის განცხადებებისა, რომ ისინი მხოლოდ მის დაბლოკვას შეეცდებიან. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე წერს.

სამინისტროს თქმით, რუსეთის განახლებული მცდელობები „აზოვსტალის“ ხელში ჩაგდებისა და მარიუპოლის აღების დასრულებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 9 მაისის გამარჯვების დღის დღესასწაულთან და ვლადიმერ პუტინის სურვილთან, მიაღწიოს სიმბოლურ წარმატებას უკრაინაში.

„ამ ძალისხმევას რუსეთმა პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის ფასად მიაღწია. სანამ უკრაინული წინააღმდეგობა გაგრძელდება „აზოვსტალზე“, რუსული დანაკარგები გაიზრდება და ჩაშლის მათ ოპერაციულ გეგმებს დონბასში“, - წერს ბრიტანული დაზვერვა.

 

06.05.2022 09:15 რუსები აგრძელებენ „აზოვსტალის“ ბლოკირებას, განაახლეს საჰაერო თავდასხმა - უკრაინის გენშტაბი

მარიუპოლში რუსები აგრძელებენ „აზოვსტალის“ თავდაცვის ძალების დანაყოფების ბლოკადას და ზოგიერთ რაიონში მათ განაახლეს საჰაერო თავდასხმა ქარხნის კონტროლის მიზნით. ამის შესახებ გენერალური შტაბის 6 მაისის დილის შეჯამებაში ვკითხულობთ.

შტაბი, ასევე, წერს, რომ  მტერს აქტიური მოქმედებები არ განუხორციელებია ვოლინისა და პოლესის მიმართულებით. ბელორუსის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში კი ძალების საბრძოლო მზადყოფნა მოწმდება. გარდა ამისა, სევერსკის მიმართულებით მტრის მიერ შეტევითი დაჯგუფების ჩამოყალიბების ნიშნები არ აღმოჩნდა. სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის აქტიური მოქმედებები არ ყოფილა. დონეცკისა და ტაურიდისკენ კი მტერი აგრძელებს აქტიურ საომარ მოქმედებებს.

უკრაინული ჯარების პოზიციებისა და შემდგომი წინსვლის მიმართულებების გასარკვევად, მტერი ახორციელებს საჰაერო დაზვერვას.

გენერალური შტაბის შეჯამებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე მტრის 11 შეტევა მოიგერიეს. განადგურდა რვა ტანკი, თერთმეტი ჯავშანმანქანა და მტრის ხუთი საბრძოლო მანქანა.

06.05.2022 08:48 პენტაგონი: რუსული ჯარების უმეტესობა მარიუპოლიდან გავიდა

პენტაგონის შეფასებით, რუსული ძალების უმეტესობა გავიდა მარიუპოლიდან და გადავიდა ქალაქის ჩრდილოეთით. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენი ცოდნა რუსული ძალების განლაგების შესახებ თქვენ იცით, არ არის სრულყოფილი... ზოგადად, ჩვენ შეფასებით, რუსული ძალების უმეტესობა, სახმელეთო ჯარები, რომლებიც გაგზავნეს მარიუპოლში, გაიყვანეს და გადავიდნენ მარიუპოლის ჩრდილოეთით. მცირე რაოდენობა, დაახლოებით ორი ბატალიონის ჯგუფის რაოდენობა, ჯერ კიდევ მარიუპოლში და მის შემოგარენშია“, - განაცხადა კირბიმ.

აღნიშნულია, რომ რუსები ძირითადად საჰაერო იერიშებს მარიუპოლსა და მის შემოგარენში ახორციელებენ, კერძოდ „აზოვსტალზე“, სადაც უკრაინელი დამცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან განლაგებული.

06.05.2022 00:14 „უკრაინას კონტრშეტევისთვის დიდი რაოდენობით იარაღი სჭირდება“ - არესტოვიჩი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევისთვის დიდი რაოდენობით იარაღი სჭირდებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, უკრაინულ არმიას ამისთვის მომზადება სჭირდება. 

„საჭიროა რამდენიმე ბრიგადა, გადაიარაღება, მომზადება და კოორდინაცია. ამ დროისთვის კონტრშეტევა არ იგეგმება. ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, რომელიც მტრის შეჩერებაში უნდა დაგვეხმაროს. თუმცა ჩვენი შეტევა დაიწყება არაუგვიანეს ივნისის მეორე ნახევრისა, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი პირობების დროს“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

05.05.2022 23:42 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 3 რუსული ტანკი გაანადგურეს და 32 რუსი გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 32 რუსი ოკუპანტი გაანეიტრალეს და 3 ტანკი გაანადგურეს

ჯამში, უკრაინელებმა აღმოსავლეთში რუსების 2 თავდასხმის მოგერიება შეძლეს.

„ბრძოლის შედეგად განადგურდა 32 რუსული ჯარისკაცი, სამი ტანკი, ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ერთი ჯავშანტრანსპორტიორი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

05.05.2022 20:45 რუსებმა რამდენიმე დასახლებაზე კონტროლის აღება სცადეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსების უკრაინის რამდენიმე დასახლების დაკავებას წარუმატებლად ცდილობენ. 

„მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთში, რათა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყაროს და ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო დერეფანი დააყენოს. 

ამავდროულად, მტერი დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში.

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტები აგრძელებენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების პროდუქციის მოპარვას და უკრაინის მთავრობას ადანაშაულებენ ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნაში.

მტერი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რათა თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილება და სამხედრო-ტექნიკური დახმარება. 

მტერს ვოლინისა და პოლეკოეს მიმართულებით აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია.

სევერსკის მიმართულებით ამჟამად მიმდინარეობს პოზიციების საინჟინრო აღჭურვა კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში.

გარდა ამისა, მტერი არ წყვეტს მცდელობას გააუმჯობესოს თავისი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიციები იზიუმის მიდამოში, ახორციელებს ახლომდებარე დასახლებების საარტილერიო დაბომბვას, მაგრამ არ აქვს წარმატება.

მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო მტერმა 1-ლი სატანკო არმიის მე-4 სატანკო დივიზიიდან და რუსეთის შეიარაღებული ძალების 106-ე საჰაერო სადესანტო დივიზიიდან ქვედანაყოფები გადაჯგუფების მიზნით გაიყვანა. 

დონეცკის მიმართულებით მტერი ცდილობდა პოპასნაიას ხელში ჩაგდებას, ქალაქ რუბეჟნოეს სრული კონტროლის ქვეშ აყვანასა და და ხელსაყრელი პირობების შექმნას ლიმანისა და სევეროდონეცკის მიმართულებით, მაგრამ არ გამოუვიდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

05.05.2022 17:03 უკრაინელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით - ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შეერთებული შტატების შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის, ხარკოვსა და იზიუმზე უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ აცნობა. ამის შესახებ მან ტელეგრამ არხზე დაწერა.

„ტრადიციულად ჩემს ამერიკელ კოლეგას ვაცნობე ოპერატიული ვითარების შესახებ. კერძოდ, ლუგანსკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევის ცვლილების შესახებ. პოპასნას, კრემინას, ტორსკეს მიდამოებში მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. ასევე, ვაცნობე ხარკოვისა და იზუმის მიმართულებით უკრაინელების კონტრშეტევებზე გადასვლაზე“, – აღნიშნა მთავარსარდალმა.

მან ხაზი გაუსვა რუსი აგრესორის მიერ საკრუიზო რაკეტების გამოყენების განახლებას.

„ამ ქმედებების მთავარი მიზანი უკრაინის სამხედრო-ტექნიკური დახმარების ლოგისტიკური მარშრუტების განადგურებაა. 3 მაისის განმავლობაში გამოიყენეს 14 საკრუიზო რაკეტა, რომლებიც კასპიის ზღვიდან გაისროლეს TU-160 სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გუშინ საღამოს მდგომარეობით, ჩვენს ტერიტორიაზე 8 საკრუიზო რაკეტის გაშვება დაფიქსირდა. ამიტომ, უკრაინის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით, როგორიცაა M142 HIMARS და M270 MLRS მიწოდების საკითხი გადამწყვეტია“, - განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

05.05.2022 14:21 „აზოვსტალში“ უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების მოგერიება შეძლეს და მათი ნაწილი ქარხნის ტერიტორიიდან გააძევეს - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მღცეველის ალექსეი არესტოვიჩს განცხადებით, „აზოვსტალში“ უკრაინელმა სამხედროებმა, ოკუპანტების მოგერიება შეძლეს და მათი ნაწილი, ქარხნის ტერიტორიიდან გააძევეს.

მისი თქმით, დიდი ძალების და ინტენსიური იერიშების მიუხედავად, მტერმა ქარხნის აღება ვერ მოახერხა. როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, ვითარება მძიმეა და რუსი ოკუპანტები ქარხნის ტერიტორიის ბოლომდე დაკავებას ცდილობენ, რათა 9 მაისს გამარჯვება გამოაცხადონ.

„რუსებმა „აზოვსტალის“ საბოლოო აღება გადაწყვიტეს და ინტენსიური იერიშების მიტანა დაიწყეს. როგორც ვიცი, პუტინის წარმომადგენელი კირიენკოც ადგილზეა. როგორც ხვდებით, რუსებს უნდათ, რომ 9 მაისისთვის გამარჯვება და მარიუპოლის აღება გამოაცხადონ. რუსები შეიჭრნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა უკან დაახევინეს. ყველაფრის მიუხედავად, ვითარება კრიტიკულია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა მთელი ძალისხმევა და დიპლომატიური არხები მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენა. ვნახოთ, რა გამოვა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

05.05.2022 12:41 ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ლუგანსკსა და დონეცკში ფრონტის ხაზი ვერ გაარღვიეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ხუთშაბათის დილის შეჯამებაში წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ვერ შეძლეს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში ფრონტის ხაზის გარღვევა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის თერთმეტი შეტევა მოიგერიეს.

„მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან“, - წერს უკრაინის გენშტაბი.

შტაბის ცნობით, ვოლინის, პოლისიისა და სივერსკის მიმართულებით მტერს აქტიური მოქმედება არ მიუღია.
სლობოჟანსკის მიმართულებით ის აგრძელებს ქალაქ ხარკოვის დაბომბვას და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაზვერვას. ქალაქ იზიუმის ჩრდილოეთით რაიონში კი გრძელდება საარტილერიო დაბომბვა.

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბი წერს, რომ „მტრის ქვედანაყოფები ცდილობენ, განახორციელონ შეტევითი ოპერაციები ლიმანის, სევეროდონეცკისა და პოპასნაიას რაიონებში, მაგრამ წარუმატებლად. მარიუპოლის რაიონში რუსი ოკუპანტები ძალისხმევას მიმართავენ „აზოვსტალში“ უკრაინელი შენაერთების დაბლოკვაზე და განადგურებაზე“.

05.05.2022 12:05 სიმბოლიზმი მნიშვნელოვანია კრემლისთვის, პუტინი იმ ჯარებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღლუმში, პირდაპირ ფრონტზე გაგზავნის, როგორც ეს სტალინმა გააკეთა 1941 წელს - სამხედრო ექსპერტი

„არავინ იცის, რა უდევს პუტინს თავში. ყველაფერი, რისი პროგნოზირებაც შესაძლებელია, სხვა არაფერია, თუ არა ვერსიები და ვარაუდები, რომლებიც დაფუძნებულია საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებებზე. არა მგონია, პუტინმა 9 მაისს რუსეთში მობილიზაცია და უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადოს“, -  ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა მიხაილ ჟიროხოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინმა თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, დასავლეთთან კიდევ უფრო გაამძაფრებს დაპირისპირებას. თუმცა, მეორე მხრივ, თავად პუტინისთვის ეს ნაბიჯი სასწრაფოდ არის საჭირო ქვეყნის შიგნით. ომის პირობებში შეუძლებელია მასობრივი ღონისძიებების შეკრება. ახლა რუსული არმიის სამხედრო მოსამსახურეები იძულებულნი არიან აინაზღაურონ დანაკარგები. ადრე თუ გვიან მათ დასჭირდებათ დაკომპლექტება რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ნაწილიდან, განსაკუთრებით მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან.

„ანუ ამ ორ მეგაქალაქში - პეტერბურგსა და მოსკოვში მცხოვრები რუსები უფრო მობილურები არიან, უფრო მეტად არიან ჩართულნი საინფორმაციო სივრცეში. მათ, მიუხედავად მაკონტროლებელი და სამართალდამცავი უწყებების უზარმაზარი რაოდენობისა, ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიონ კრემლის რეჟიმს. ამიტომ, მეჩვენება, რომ პუტინს ნამდვილად არ სურს მასობრივი მობილიზაცია, რადგან მაშინ ყველას მოწვევა მოუწევს და ყველაზე დიდი მობილიზაციის პოტენციალი სწორედ ამ ორ მეგაქალაქშია“, - განაცხადა ჟიროხოვმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ომის და მობილიზაციის გამოცხადებამდე პუტინი ყურადღებით აწონ-დაწონის ამ ორ ფაქტორს.

„შესაძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი, იმის გათვალისწინებით, რომ სიმბოლიზმი მნიშვნელოვანია კრემლის ელიტისთვის, პუტინი იმ ჯარებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღლუმში, პირდაპირ ფრონტზე გაგზავნის, როგორც ეს სტალინმა გააკეთა 1941 წელს“, - დასძინა ექსპერტმა.

მან, ასევე, ისაუბრა მოლდოვაზე შესაძლო თავდასხმის სცენარზე და აღნიშნა, „რაც შეეხება მოლდოვაში „სპეციალური ოპერაციის“ ვერსიას, ომისთვის მზადებას დრო სჭირდება. უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადება რამდენიმე თვე გაგრძელდა. მოლდოვას საზღვარზე ამ დრომდე არანაირი მომზადება არ შეინიშნება და მეორეც, ახლა არ არსებობს ძალები და საშუალებები სრულფასოვანი ომის დასაწყებად“.

„ასე რომ, სცენარები შეიძლება განსხვავებული იყოს. ბევრი მოუთმენლად ელის 9 მაისს, როგორც ომში გარდამტეხ მომენტს. მაგრამ ცოტა თუ აღიარებს, რომ პუტინი 9 მაისს არაფერს მნიშვნელოვანს არ გამოაცხადებს და არაფერი მოხდება. რუსეთი შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული აღლუმით, რაც ადრე ვნახეთ. აშკარაა, რომ პუტინს საამაყო არაფერი აქვს“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა მიხაილ ჟიროხოვმა.

05.05.2022 11:45 24 700 სამხედრო, 1 092 ტანკი, 196 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

🔵 24 700 (+200) - სამხედრო მოსამსახურე

🌕 1 092 (+15) - ტანკი

🔵 2 651 (+41) - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 499 (+8) - საარტილერიო სისტემა

🔵 169 (+6) - MLRS

🌕 83 (+2) - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 196 (+2) - თვითმფრინავი

🌕 155 (+0) - ვერტმფრენი

🔵 1907 (+40) - სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი

🌕 10 (+0) - გემი / ნავი

🔵 312 (+9) - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🌕 38 (+0) - სპეციალური ტექნიკა

🔵 საკრუიზო რაკეტები - 89 (+2)

„მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა (გასულ დღეს) პოპასნას მიმართულებით. მიმდინარეობს მონაცემების განახლება“, - წერს გენერალური შტაბი.

05.05.2022 00:20 „რუსეთი ცდილობს, ჩვენი ლოგისტიკა გაანადგუროს, რადგან ბრძოლის ველზე ვერ იმარჯვებს“ - ანდრეი ერმაკი

რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რადგან ბრძოლის ველზე ვერ იმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა

„რუსეთი აგრძელებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. ინფორმაცია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დნეპერზე დარტყმის შესახებ უკვე დადასტურდა. რუსები ცდილობენ გაანადგურონ ჩვენი ლოგისტიკა, რადგან ბრძოლის ველზე ვერ იმარჯვებენ. რუსეთის მცდელობები, შეაჩეროს ჩვენი ქვეყანა, წარმატებას ვერ მიაღწევს, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი დამცველების, რკინიგზის, გზის მუშაკების და ყველა უკრაინელის გამბედაობის გამო.

ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი , მეტი სანქციები, მეტი მხარდაჭერა. მოკავშირეებმა უნდა გაიგონ, რომ ყოველი საათი ჩვენ თავისუფლებისთვის ომში ძვირად ფასობს“, - განაცხადა ერმაკმა.

05.05.2022 00:00 „რუსები „აზოვსტალის“ ქარხანაში არიან, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - აზოვის პოლკის მეთაური

მარიუპოლში მყოფი აზოვის პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

პროკოპენკო „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რუსების შეჭრას ადასტურებს და ამბობს, რომ უკრაინელები ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მტერი ქარხანამდე მოვიდა.
რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურმა. 

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლში რუსულმა ჯარებმა ავიაციის მხარდაჭერით შეტევა განაახლეს, რათა „აზოვსტალზე“ კონტროლი აეღოთ, თუმცა უშედეგოდ.

04.05.2022 23:11 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების 2 შეტევა მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების 2 შეტევა მოიგერიეს. 

უკრაინელებმა 36 ოკუპანტის განეიტრალება შეძლეს. 

„უკრაინის აღმოსავლეთით 4 მაისს რუსეთის ფაშისტურმა ჯარებმა 2 თავდასხმა განახორციელეს უკრაინელი დამცველების პოზიციებზე.

მტერმა დაკარგა 36 ერთეული პირადი შემადგენლობა, ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, სამი ერთეული სამხედრო მანქანა“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

04.05.2022 22:42 „რუსების თავდასხმების გააქტიურება მომავალ 9 მაისს უკავშირდება“ - არესტოვიჩი

რუსმა ოკუპანტები შეტევას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ, ზეწოლა მომავალ 9 მაისს უკავშირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ფრონტზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

„მტერს უნდა მიაღწიოს ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს. ფრონტზე არის პაუზები, მაგალითად, იზიუმის მიმართულებით, ეს გაგრძელდა 4 დღე. ეს არ ნიშნავს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, უბრალოდ ინტენსივობა შემცირდა. ასევე, ოკუპანტებმა განახორციელეს გარკვეული როტაცია, ისინი უკვე გამოფიტულები არიან,  უზარმაზარ ზარალს განიცდიან“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

04.05.2022 21:45 განგაში უკრაინაში - რუსები მთელი ქვეყნის ტერიტორიას საჰაერო იერიშებით უტევენ

უკრაინის მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

აფეთქებების ხმა ისმის დნეპროპეტროვსკის ოლქსა და ქალაქ ჩერკასისა და ზაპოროჟიეში

გავრცელებული ინფორმაციით, ჩერკასში ორი აფეთქება მოხდა.

გარდა ამისა, არის ინფორმაცია კიევის მიმართულებით რაკეტა მიფრინავს. 

უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავშესაფარში გადავიდნენ. 

04.05.2022 20:45 რუსები „აზოვსტალს“ უშედეგოდ უტევენ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რუსები წარმატებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ. 

„მარიუპოლში „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ჩვენი დანაყოფების განადგურების მცდელობები გრძელდება. ზოგიერთ რაიონში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა ქარხნის კონტროლის მიზნით, შეტევა განაახლა, თუმცა უშედეგოდ. 

რუსული ჯარების სარდლობა ცდილობს გაზარდოს შეტევის ტემპი აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა მიაღწიოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს, ასევე განავითაროს შეტევა ზაპოროჟიესა და კრივოი-როგის ოლქებში. ამისათვის მტერი ცდილობს ზარალი მიაყენოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, გადააჯგუფოს და გააძლიეროს თავისი ჯარები.

მტერმა ასევე უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, სარაკეტო იერიშები და დაბომბვები გააძლიერა.

ხარკოვში საჰაერო დარტყმები და საარტილერიო დაბომბვა გრძელდება.

რუსმა დამპყრობლებმა ბელგოროდის ოლქში განალაგეს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 36-ე სამხედრო არმიის დამხმარე სამეთაურო პუნქტი.

იზიუმის მიმართულებით მტერი ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას და შეტევითი ოპერაციების ჩატარებას იზიუმ-ბარვინკოვის მიმართულებით. 

დონეცკის მიმართულებით მტერი უტევს ლიმანის, ორიხოვეს, პოპასნაიას, ველიკა ნოვოსილკას, გულიაიპოლეს, კომიშუვახასა და ორეხოვის დასახლებებს.

სევეროდონეცკის მიმართულებით დამპყრობლებმა შეტევა დაიწყეს ვოევოდივკას დასახლების მიმართულებით, მაგრამ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა.

მტერი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ავდიივკას, მარიუპოლის, სევეროდონეცკის, კრამატორსკისა და გულიაიპოლეს დასახლებებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

04.05.2022 20:29 რუსული არმია უკრაინის სიღრმეში წინსვლას ვერ ახერხებს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

„რუსული არმია გარკვეული მიმართულებით წინსვლას ცდილობს, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ დიდ წინააღმდეგობას უწევენ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა

„დღეს ისეთი ვითარებაა, რომ რუსები ცდილობენ, ჩვენს გაერთიანებულ ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ალყა შემოარტყან, მათ მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურთ, მაგრამ ისინი ამჟამად ამას ვერ აკეთებენ.

ამავდროულად, რუსები უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში წინსვლას ვერ ახერხებენ. ისინი ცდილობენ დროებით მოიკიდონ ფეხი, წინ წავიდნენ, მაგრამ უკრაინელები მათ უკუაგდებენ“, - განაცხადა მალიარმა.

04.05.2022 17:15 მარიუპოლის დრამატულ თეატრში 600 ადამიანი დაიღუპა - მედია

Associated Press-ის გამოძიება აღნიშნავს, რომ რუსული თავდასხმა მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რეალურად ბევრად უფრო სასიკვდილო იყო, ვიდრე ფიქრობდნენ, დაიღუპა დაახლოებით 600 ადამიანი შენობის შიგნით და მის გარეთ.

16 მარტს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსულმა თვითმფრინავმა ავიაბომბი ჩამოაგდო. მას ასობით ადამიანი აფარებდა თავს, დაბომბვის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში თეატრის შენობაში მყოფი ადამიანების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. 

ბევრი გადარჩენილი ვარაუდობს, რომ საჰაერო თავდასხმის დროს შიგნით დაახლოებით 1000 ადამიანი იმყოფებოდა.

04.05.2022 16:00 აზოვსტალში უკრაინელ სამხედროებთან კავშირი დაიკარგა - მარიუპოლის მერი

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან, დღეს ქალაქის მერს არ დაკავშირებიან. ამის შესახებ თავად მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან კომუნიკაცია დაიკარგა. არანაირი კავშირი არ არის იმის გასაგებად, თუ რა ხდება იქ. გუშინ გვქონდა კომუნიკაცია, დღეს კი არ არის“, - განაცხადა ბოიჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 მაისს, რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე ძლიერი იერიში მიიტანეს . იქ იმყოფებიან უკრაინელი სამხედროები, ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მიწისქვეშა საწყობებში რუსულ ბომბებს ემალებიან.

04.05.2022 14:26 პუტინი მაკრონს: დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას ომის დასრულებაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე მეტი ზეწოლით და მისი ძალებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით. ამის შესახებ BBC წერს. 

პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც მაკრონმა კვლავ მოუწოდა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას სთხოვა, დაეშვა შემდგომი ევაკუაცია ქალაქ მარიუპოლში.

მარიუპოლში ომის ყველაზე მძაფრი ბრძოლები იყო და როგორც ცნობილია, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება გამომწყვდეული ფოლადის ქარხნის ნანგრევების ქვეშ, რომელსაც უკრაინული ძალები ფლობენ. 

04.05.2022 13:08 კრემლის უმაღლესი თანამდებობის პირი მარიუპოლში ჩავიდა - ის დანგრეულ ქალაქში „გამარჯვების აღლუმს“ ამზადებს

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების „კურატორი“, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო 9 მაისის ორგანიზებისთვის დანგრეულ მარიუპოლში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

„პუტინის ჩინოვნიკის მთავარი ამოცანაა 9 მაისს „ცერემონიალური ღონისძიებების“ მომზადება“, - წერს დაზვერვა.

აღნიშნულია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები, პირიქით, უარს ამბობენ „დღესასწაულზე“, მათ შორის „სამხედრო აღლუმის“ იმიტაციაზე.

„ამიტომ მარიუპოლი, რუსების გეგმების მიხედვით, უნდა გახდეს „სადღესასწაულო“ ცენტრი. ამ მიზნით, ქალაქში მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების ნანგრევებისგან სასწრაფო გაწმენდა“, - დასძინა დაზვერვამ.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო წერს, რუსეთში გრძელდება ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანია, რომლის დროსაც რუსებს აჩვენებენ ისტორიებს ოკუპანტებთან შეხვედრისგან ადგილობრივი მაცხოვრებლების „სიხარულზე“.

შესაბამისი მასალების მოსამზადებლად რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი და დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დენის პუშილინი მარიუპოლს ეწვივნენ.

04.05.2022 11:37 ვასილკოვოში მდინარე შტუგნას სანაპირო ბორის ჯონსონის სახელობის იქნება - ვასილკოვას მერი

ვასილკოვში მდინარე შტუგნას სანაპიროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ვასილკოვას მერმა ნატალია ბალასინოვიჩმა განაცხადა.

„ჩვენი ახალი სანაპირო მდინარე შტუგნაზე, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა ვასილკოვის ქალაქის დღეს, ახლა უკრაინის დიდი მეგობრის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელობის იქნება.

სწორედ ჯონსონი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინისთვის სრულმასშტაბიანი სამხედრო დახმარება გაეწია, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სურვილს, დაამარცხონ რუსი დამპყრობელი“, - წერს ბალასინოვიჩი.

04.05.2022 10:53 „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვმა არ იტიროს, თქვენ კი ასობით ადამიანს ტანჯავთ“ - კადიროვი „აზოვის“ ჯარისკაცებს მიმართავს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის განცხადებით, „აზოვსტალის“ სარდაფებში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა. 

კადიროვმა „აზოვსტალში“ მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა და აღნიშნა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებდა, რათა ბავშვს არ ეტირა, მათ კი სარდაფებში ასობით მშვიდობიანი დაჭრილი მოქალაქე ჰყავთ.

„ნაციონალისტებს მარიუპოლის ქარხნის „აზოვსტალის“ სარდაფებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილები ჰყავთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვმა არ იტიროს, თქვენ კი ასობით ადამიანს ტანჯავთ. ერთ ბუნკერში 170 დაჭრილი გყავთ, მეორე ბუნკერში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და მშვიდად გაგყავთ დრო“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

04.05.2022 10:33 ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „ბუკი“ გაანადგურეს და ლითონის ჯართად აქციეს

სამშაბათს, 3 მაისს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული Buk-M2 ლითონის ჯართად აქციეს. ამის შესახებ უკრაინაში მოხალისეთა ჯგუფის დამფუძნებელი და ლიდერი რომან დონიკი წერს.

„გუშინ 100%-ით დარწმუნებული არ ვიყავით, ამიტომ არაფერი დავწერე. მაგრამ უკვე დადასტურებულია, ასე რომ, დილა ცოტა სასიამოვნოა. სლობოდას ზონაში არტილერისტებმა გაანადგურეს 9S36 რადარი (სარადარო სადგური სამიზნეების განათებისთვის და რაკეტებისთვი) და 9K317 Buk-M2“, - განაცხადა დონიკმა.

04.05.2022 10:16 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიკოლაევთან და ხერსონთან ახლოს 4 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიკოლაევის და ხერსონის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს ოთხი დასახლება გაათავისუფლეს. დროებით ოკუპირებულ ტოკმოკში კი მტერი კერავს უკრაინელი სამხედროების ფორმას პოტენციურ პროვოკაციებში გამოსაყენებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

ოკუპანტებს შეუძლიათ გამოიყენონ უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი დამცველების დისკრედიტაციისთვის და დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის მოულოდნელი თავდასხმების მიზნით დაპირისპირების ხაზზე.

„სამხრეთის“ ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში მტერს არ უცდია აქტიური შეტევა, მაგრამ ახორციელებდა დაბომბვას არტილერიისა და სხვა ტექნიკის გამოყენებით. 3 მაისისთვის დამპყრობლების ზარალმა შეადგინა:

🔵 47 პერსონალი

🌕 2 საზენიტო სარაკეტო სისტემა

🔵 8 საბრძოლო მანქანა

🌕 2 უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ასევე, გაანადგურეს 7 საწყობი და მტრის კოლონა საბრძოლო მასალებით და საწვავით.

04.05.2022 00:11 დღის განმავლობაში უკრაინელებმა დონბასში 6 რუსული ტანკი და 5 დრონი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსი ოკუპანტების 12 შეტევის მოგერიება შეძლეს

განადგურდა 6 რუსული ტანკი და 5 დრონი. 

„3 მაისს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს ოკუპანტებს ზარალი ოსტატურად მიაყენეს. კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 6 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 სამხედრო მანქანა. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ერთი საკრუიზო რაკეტა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

03.05.2022 22:42 რუსები ლვოვის დაბომბვას აგრძელებენ - ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება

უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვზე რუსებმა რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

თავდასხმის გამო ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

„სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ელექტრო ქვესადგური დაზიანდა. ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია არ არის“, - აცხადებს ქალაქის მერი ანდრეი სადოვი.

პარალელურად უკრაინის რკინიგზა ლვოვში სარკინიგზო ქვესადგურების დაბომბვის შესახებ იუწყება.

„მტრის მიერ რკინიგზის ქვესადგურების დაბომბვის გამო, რამდენიმე მატარებელი შეფერხებით იმოძრავებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

03.05.2022 21:57 მასშტაბური საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე - აფეთქებების ხმა ისმის ლვოვში, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქში

უკრაინის მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

ლვოვში ადგილობრივი მოსახლეობა 5 აფეთქების შესახებ იუწყება.

„ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის. ყველა თავშესაფრებში რჩება“, - განაცხადა ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ.

დნეპროპეტროვსკში, თვითმხილველების თქმით, სულ მცირე სამი აფეთქება მოხდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევისა და კიროვოგრადის ოლქებშიც. 

03.05.2022 21:37 „აზოვსტალში“ 40-ზე მეტი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება“ - ირინა ვერეშჩუკი

„აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე 40-ზე მეტი მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა

მისივე თქმით, მარიუპოლიდან მძიმედ დაჭრილი სამხედროების ევაკუაციაა საჭირო. 

„ამჟამად 40-ზე მეტი მძიმედ დაჭრილია, მათ გადარჩენა სჭირდებათ. უკრაინის ხელისუფლებამ მიმართა რუსეთს და მოითხოვა გამოსავლის მოძებნა და მათი ჩვენთან ექსტრადირება, რადგან ისინი მძიმედ არიან დაშავებულები და საჭიროებენ დახმარებას“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში „აზვოსტალიდან“ რამდენიმე ათეული უკრაინის მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. 

2 მაისს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და ქარხანაზე შტურმი კიდევ ერთხელ დაიწყეს.

03.05.2022 18:40 „დამპყრობლებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი დაატყვევეს“ - უკრაინის ვიცე-პრემიერი

რუსმა დამპყრობლებმა სოფელ ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი იგორ დუდარი დააპატიმრეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დუდარი სავარაუდოდ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა. რუსული მედია, ასევე, წერს, რომ სოფელში აღმართულია რუსეთის დროშა. 

03.05.2022 17:53 ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელებმა მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს

ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე განადგურებულია მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი, სამი საბრძოლო მასალის საწყობი და ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის რამდენიმე პუნქტი. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ პრესსამსახურმა განაცხადა.

„ჩვენმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 40-ზე მეტი საცეცხლე დავალება. ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განადგურდა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალის 3 საცავი, 1 საწვავის საცავი და რამდენიმე ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის პუნქტი. ზარალის საერთო რაოდენობა ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ღამით ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში უკრაინული ქვედანაყოფები აგრძელებდნენ ოკუპირებული საზღვრების დაცვას, ხოლო მტერი ცდილობდა საჰაერო დაზვერვის ჩატარებას უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით. ნიკოლაევის თავზე უკრაინელებმა გაანადგურეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა ნაშთები წყალში ჩავარდა.

03.05.2022 17:43 „ფრონტზე მდგომარეობა ორ კვირაში შეიცვლება“ - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ფრონტზე ვითარება 2 კვირაში შეიცვლება.

„სადღაც 2 კვირაში ყველაფერი შეიცვლება. ბრძოლების რაოდენობა გაიზრდება. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დასავლეთმა ჩვენს დასახმარებლად მიიღო, ორ კვირაში იქნება მოწოდებული. ორ კვირაში კი უკვე ვიხილავთ პრინციპულ ცვლილებებს“, - განაცხადა გაიდაიმ.

03.05.2022 17:20 „დღეს შემიძლია, გამოვაცხადო ბრიტანეთის ახალი 300 მილიონი ფუნტის დახმარების პაკეტი“ - ბორის ჯონსონი უკრაინის მორიგ სამხედრო დახმარებაზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ბრიმსტონის საზენიტო რაკეტებს, Stormer საზენიტო სისტემებსა და 300 მილიონი ფუნტის სხვა სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ჯონსონმა უკრაინის უმაღლესი რადასთვის ონლაინ მიმართვისას ისაუბრა.

„დღეს შემიძლია გამოვაცხადო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ახალი 300 მილიონ-ფუნტიანი დახმარების პაკეტი. მომავალი კვირების განმავლობაში, ჩვენ დიდი ბრიტანეთიდან გამოგიგზავნით Brimstone საზენიტო რაკეტებს და Stormer საზენიტო სისტემებს“, - მიმართა ჯონსონმა რადას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის იარაღით, ფინანსურად და ჰუმანიტარულად დახმარებას.

ჯონსონმა დააკონკრეტა, რომ უკრაინას შესაბამის მხარდაჭერას გაუწევს მანამ, სანამ არ განხორციელდება გრძელვადიანი მიზანი, გაძლიერდეს უკრაინა ისე, რომ ვერცერთმა ქვეყანამ ვერასოდეს გაბედოს მასზე თავდასხმა.

03.05.2022 15:33 „ახლა აზოვსტალში შტურმით იჭრებიან“ - „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე

რუსმა დამპყრობლებმა დაიწყეს „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალები იცავენ. ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. 

პალამარის ცნობით, დამპყრობლები ქარხანაში შეჭრას სწორედ ახლა ცდილობენ. თავდასხმამდე კი რუსულმა ავიაციამ ქარხანა დაბომბა.

„მთელი ღამე გვბომბავდნენ, დაიღუპა ორი მშვიდობიანი ქალი, ახლა კი „აზოვსტალში“ შტურმით იჭრებიან“, - განაცხადა პალამარმა.

03.05.2022 14:23 პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში შესაძლოა, სექტემბრამდე გაგრძელდეს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, მათ საოკუპაციო ძალების სამხედროებისგან გაიგეს, როდემდე აპირებს რუსეთი ომის გაგრძელებას. აღმოჩნდა, რომ 9 მაისს „გამარჯვების“ მოლოდინი აღარ იქნება.

„საოკუპაციო არმიის სამხედროებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვადა 2022 წლის სექტემბრამდეა განსაზღვრული“, - წერს დაზვერვა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია, უახლოეს დღეებში გამოაცხადოს დონბასის და სამხრეთის ნაწილის აღება, როგორც გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ ომში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი ამ ტერიტორიების რეალურად ანექსიას აპირებს.

03.05.2022 13:12 უკრაინელებმა ოდესის თავზე მე-15 დრონი ჩამოაგდეს - ამჯერად Forpost

3 მაისის დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის კიდევ ერთი, მეთხუთმეტე დრონი ოდესის თავზე. ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

„ოდესა. რუსეთის გემს მიჰყვა კიდევ ერთი მტრის Forpost-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. მადლობა საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა ბრაჩუკმა.

დამრტყმელ უპილოტო თვითმფრინავს Forpost შეუძლია დაზვერვის ჩატარება 5 კილომეტრამდე სიმაღლეზე 16 საათის განმავლობაში. მისი დიაპაზონი 400 კილომეტრამდეა.

03.05.2022 12:09 ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინელებმა 2 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის თითქმის 20 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი დოლარია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

„ბოლო 2 დღის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის თითქმის 20 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი დოლარია“, - განაცხადა მეთაურმა.

მისი თქმით, უკრაინელებმა გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატი Ornal და Tahion აღმოსავლეთში და ZALA ჩრდილოეთში.

03.05.2022 11:43 ომი 2042 წლამდე გაგრძელდება, მაგრამ სხვაგვარად წარიმართება - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შეიძლება მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდეს.

მისი თქმით, გაჭიანურებული ომი არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა და საომარი მოქმედებები ნაკლები იქნება.

„ომი ცივილიზებული გაგებით, სულაც არ ნიშნავს სამხედრო შეტაკებებს... ეს შეიძლება იყოს 2042 წლამდე. უნდა გვესმოდეს როგორ და რა ფორმით გაგრძელდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მანამდე არესტოვიჩი ამბობდა, რომ ომი შეიძლება 2035 წლამდე გაგრძელდეს, ამ პერიოდში კი რეგულარული სამხედრო შეტაკებები „გარანტირებულია“.

„ჩვენ გარანტირებული გვაქვს რამდენიმე სამხედრო შეტაკება 2035 წლამდე. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორ და შესაძლოა ხუთ წელიწადში ერთხელ. დიდი შეტაკებები ყოველ 7-8 წელიწადში ერთხელ“, - ამბობდა არესტოვიჩი.

03.05.2022 00:07 უკრაინელებმა დონბასში რუსების 12 შეტევა მოიგერიეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 12 შეტევის მოგერიება შეძლეს

უკრაინული მხარის განცხადებით, განადგურდა 6 რუსული ტანკი და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი.

„მიმდინარე დღეს, სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზარალი რუს დამპყრობლებს ოსტატურად მიაყენეს. კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ექვსი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, 22 ერთეული ჯავშანტექნიკა და რვა სამხედრო მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია უკრაინელთა განცხადებაში. 

02.05.2022 21:57 „ამ დროისთვის საკმარისი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გვყავს“ - ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ხელახალი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში ამ დროისთვის არ იგეგმება. 

„დღეს გვყავს სამხედრო მოსამსახურეების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც უკვე გამოცხადნენ სამხედრო სამსახურში და რომლებიც დავაკომპლექტეთ. დღეს ჩვენი გამოუცდელი მებრძოლები წვრთნებს გადიან და ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა შევძლოთ“, - განაცხადა დანილოვმა.

02.05.2022 20:40 რუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

თავდასხმის დროს ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

„მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. თავს ოდესის საქალაქო ინფრასტრუქტურას დაესხნენ, კერძოდ, დაზიანდა ერთ-ერთი რელიგიური შენობა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში. 

02.05.2022 19:01 კიევის ოლქში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის კიდევ 8 მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

კიევის ოლქში უკრაინელმა სამართალდამცველებმა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის კიდევ 8 მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსის მოადგილემ მაქსიმ ოჩერეტიანიმ განაცხადა.

„რვა საფლავი აღმოვაჩინეთ. სამარხებში რუსების მიერ მოკლული 148 მოქალაქე ვიპოვეთ. ფიზიკური დაზიანება ყველა მსხვერპლს აღენიშნება, ამ დროისთვის მიმდინარეობს ექსპერტიზა.

გარდა ამისა, ჯამში კიევის ოლქში ნაპოვნი 1 202 მოქალაქის ცხედრიდან თითქმის 280 ამოუცნობი რჩება.

არადა, ფაქტობრივად, ცხედრების უმეტესობა უკვე იდენტიფიცირებულია, ამ საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ოჩერეტიანიმ. 

02.05.2022 17:23 კრასნოდარში დამპყრობლების ათობით ახალი საფლავი აღმოაჩინეს - უკრაინული მედია

კრასნოდარში ადგილობრივმა ჟურნალისტებმა რუსი ჯარისკაცების 26 საფლავი ნახეს, რომლებიც დაიღუპნენ 24 თებერვლის შემდეგ.

მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში განათავსეს ფოტოები სასაფლაოდან - ამ ფოტოების მიხედვით, ზოგიერთ საფლავზე საჰაერო-სადესანტო და საზღვაო ძალების დროშები ფრიალებს.

ჟურნალისტებმა 24 თებერვლის შემდეგ გაუჩინარებული ოკუპანტების 26 საფლავი დათვალეს.

საფლავებზე მოფენილია ჯერ კიდევ ახალი ყვავილები, ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გვირგვინები.

როგორც უკრაინული მედია წერს, სასაფლაოს თანამშრომელი ამბობს, რომ ეს მიწა სპეციალურად სამხედრო მოსამსახურეებისთვის იყო გამოყოფილი.

02.05.2022 11:08 უკრაინელებმა ზმეინის კუნძულთან ორი რუსული ნავი გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 2 მაისს უკრაინელმა სამხედროებმა ზმეინის კუნძულის მახლობლად ორი რუსული ნავი გაანადგურეს.

„დღეს გამთენიისას ზმეინის კუნძულთან განადგურდა რაპტორის ტიპის ორი რუსული ნავი. ბაირაქტარი მუშაობს“, - წერს ზალუჟნი.

 

02.05.2022 10:18 რუსეთმა უკრაინაში თავისი სახმელეთო ძალების 65% უკვე განათავსა - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მისი მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65% განათავსა. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა Twitter-ზე წერს.

დაზვერვის თანახმად, ომის დასაწყისში რუსეთმა განალაგა 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რაც მისი მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65%-ს შეადგენს.

ამავდროულად, რუსეთმა სერიოზული დანაკარგები განიცადა, მისი საბრძოლო შესაძლებლობები შემცირდა. დაზვერვის მონაცემებით, დაზარალდნენ აგრესორი ქვეყნის ყველაზე ელიტარული სამხედრო ნაწილები. 

„სავარაუდოა, რომ ამ ქვედანაყოფების მეოთხედზე მეტი ამჟამად უმოქმედოა. რუსეთის ზოგიერთი ყველაზე ელიტარული ქვედანაყოფები, მათ შორის საჰაერო-სადესანტო ძალები, გამოიფიტნენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ რუსეთს ამ ძალების ხელახლა შექმნისთვის წლები დასჭირდება.

 

01.05.2022 20:18 რუსულ არმიას შეტევა 4 მიმართულებით ჩაუვარდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა ზარალი განიცადეს სლობოჟანსკოეს, იზიუმის, დონეცკისა და ტავრიის მიმართულებით.

„სლობოჟანსკოეს მიმართულებით მტერმა ნაღმტყორცნებიდან ესროლა თავდაცვის ძალების პოზიციებს უდისა და პრუდიანკას დასახლებებში. ასევე, რუსმა დამპყრობლებმა დანაკარგები განიცადეს სტარი სალტოვის დასახლების მიდამოებში. 

იზიუმის მიმართულებით მტერი ცდილობდა შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, განიცადა დანაკარგები.

დონეცკისა და ტავრიის მიმართულებით მტერი ცდილობდა სრული კონტროლი დაემყარებინა რუბეჟნიესა და პოპასნაიას დასახლებებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და ასევე განიცადა ზარალი.

გარდა ამისა, რუსმა დამპყრობლებმა წარუმატებლად განახორციელეს თავდასხმის ოპერაციები ოზერნოესა და მარინკას დასახლებებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

01.05.2022 16:37 რუსებმა ნიკოლაევი არტილერიით დაბომბეს და დაახლოებით 600 კილოგრამი სასუქი გაანადგურეს

ნიკოლაევის ოლქში მტრის თავდასხმის შედეგად სასოფლო-სამეურნეო საწყობზე 600 კგ-მდე სასუქი განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება.

„ნიკოლაევში საარტილერიო და ნაღმტყორცნების შეტევების გაგრძელებით, მტერმა სასუქებით სავსე სასოფლო-სამეურნეო საწყობს დაარტყა. აფეთქდა 600 კგ-მდე სასუქი, გაჩნდა ხანძარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

01.05.2022 15:01 უკრაინის მოქალაქეები დღეს მარიუპოლიდან ევაკუაციას შეძლებენ

უკრაინის მოქალაქეები დღეს მარიუპოლიდან ევაკუაციას შეძლებენ, - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური იუწყება

„ოფიციალურად, დღეს შესაძლებელია მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ხალხის შეკრება 16:00 საათზე სავაჭრო ცენტრ „პორტ-სიტის“ მახლობლად იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულომ ასევე ყველა უკრაინელს, ვისაც ნათესავები ან ნაცნობები ჰყავს მარიუპოლში, მოუწოდა, რომ  ყველანაირად ეცადონ მათთან დაკავშირებას და ევაკუაციის გეგმის შესახებ უთხრან.

01.05.2022 14:31 რუსი სამხედროები ოკუპირებულ სამხრეთში მოსახლეობას აწამებენ - უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი

არ არის გამორიცხული, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ სამხრეთში ბუჩას მსგავსი დანაშაულები ჩაიდინონ, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ განაცხადა.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ იგივე საზარელი დანაშაულების განმეორებას და ჩადენას, როგორც ბუჩაში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა. უფრო მეტიც, უკრაინის დაზვერვა პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ სამხრეთში რუსები უამრავ დანაშაულს სჩადიან: ქრება ხალხი, ზოგიერთს სიკვდილით სჯიან, ქალებს აუპატიურებენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის რუსეთში ომის წარმოების მეთოდი, რაზედაც მას საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება“, - განაცხადა ვენისლავსკიმ. 

01.05.2022 13:26 ვალერი გერასიმოვი იზიუმთან დაჭრეს - უკრაინული მედია

უკრაინის ქალაქ იზიუმთან რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაჭრეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ჟურნალისტსა და ბლოგერზე ალექსანდრე შულმანზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, 28 აპრილს უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში, რათა ქალაქზე შეტევისთვის პირადად ეხელმძღვანელა. 

01.05.2022 13:04 23 500-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 026 ტანკი, 192 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან პირველ მაისამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა დაკარგეს:

🔵 23 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 1 026 - ტანკი

🔵 2 471 - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 451 - საარტილერიო სისტემა

🔵 151 - MLRS

🌕 80 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 192 - თვითმფრინავი

🌕 155 - ვერტმფრენი

🔵 1 796 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 8 - გემი / ნავი

🔵 84 - საკრუიზო რაკეტა 

🌕 245 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 32 - სპეციალური ტექნიკა

30.04.2022 00:10 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 170-ზე მეტი ოკუპანტი და 4 ტანკი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში 170-ზე მეტი რუსი ოკუპანტი და 4 ტანკი გაანადგურეს. 

დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების 4 თავდასხმა მოიგერიეს. 

„უკრაინელმა დამცველებმა 173 რუსი დამპყრობელი, 4 ტანკი, 6 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანტრანსპორტიორი, 5 საარტილერიო სისტემა, 2 ნაღმტყორცნი და 5 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის განცხადებაში. 

29.04.2022 22:21 რუსებმა მელიტოპოლში სკვითური ოქროს კოლექცია მოიპარეს - მელიტოპოლის მერი

რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში სკვითური ოქროს კოლექცია მოიპარეს, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

„ორკებმა მოიპარეს ჩვენი სკვითური ოქრო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული კოლექცია უკრაინაში და დღეს ჩვენ არ ვიცით, სად გაგზავნეს იგი. ჩვენ არ ვიცით მისი ბედი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის მოპარული ოქრო და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ მის დაბრუნებას“, - განაცხადა ფედოროვმა.

შეგახსენებთ, ქალაქი მელიტოპოლი რუსმა ოკუპანტებმა 26 თებერვალს დაიკავეს. 

29.04.2022 22:00 დაიღუპა „კიევის აჩრდილი“, რომელმაც 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო

უკრაინელი პილოტი, რომელიც ცნობილია როგორც „კიევის აჩრდილი“, საჰაერო ბრძოლაში დაიღუპა, - აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა წყაროებმა The Times-ს დაუდასტურეს. 

29 წლის მაიორი სტეპან ტარაბალკა და მისი MiG-29 13 მარტს ჩამოაგდეს, თუმცა მისი გარდაცვალების ფაქტი და ვინაობა ახლახან გასაჯაროვდა. 

უკრაინელები აცხადებენ, რომ მისი ჩაფხუტი და სათვალე მალე ლონდონის აუქციონზე გაიყიდება, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუსახელებიათ.

ტარაბალკამ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ ჩამოაგდო 6 რუსული თვითმფრინავი ოკუპანტების შეჭრის პირველ დღეს.

11 მარტს, ტარაბალკას სიკვდილამდე ორი დღით ადრე, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა „აჩრდილის“ კიდევ ერთი ფოტო, რომელიც მისი MiG-29-ის კაბინაში იჯდა, თუმცა სახე დამალული ჰქონდა.

ტარაბალკა დასავლეთ უკრაინაში, სოფელ კოროლივკაში დაიბადა. დაამთავრა ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტი. სავარაუდოდ, მან ომის განმავლობაში 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო. პილოტს ცოლი და 8 წლის ვაჟი დარჩა.

ტარაბალკას სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. 

29.04.2022 20:15 „ჩვენ ოკუპანტებს იქამდე გავანადგურებთ, სანამ ჩვენს მიწასა და ხალხს არ გავათავისუფლებთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი გმირების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

მისი თქმით, უკრაინა ბოლომდე ბრძოლას აპირებს. 

 „დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადების 65-ე დღეა. რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ 5 დღეც ვერ გავძლებდით, მაგრამ მადლობა იმ გმირებს, რომლებიც დღეს აქ არიან და მადლობა გმირებს, რომლებიც ჩვენგან შორის არიან. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლებაში ცხოვრების სურვილისთვის. 

ჩვენ ოკუპანტებს იქამდე გავანადგურებთ, სანამ არ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, სანამ არ გავათავისუფლებთ ჩვენს ხალხს, სანამ არ ვაგებინებთ პასუხს ყოველ სიკვდილზე და ყველა დაცინვაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

29.04.2022 19:59 ხარკოვის ოლქში რუსებმა უკრაინელი მედიკოსი აწამეს და დახვრიტეს - უკრაინული მხარე

ხარკოვის ოლქში რუსმა რუსმა სამხედროებმა აწამეს და დახვრიტეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც სამხედრო მედიკოსი იყო, - ამის შესახებ ხარკოვის ეროვნული პოლიციის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი სერგეი ბოლვინოვი იუწყება.  

„სოფელ გუსარივკაში იპოვეს 27 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მედიკოსის რანგში მონაწილეობდა. მას სხეულზე აქვს მრავლობითი დაზიანებები, დახვრეტილი აქვს მუხლები და ტერფები, აქვს თავის ტვინის დაზიანება და მოხვედრილი აქვს ტყვია გულმკერდის არეში, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა ბოლვინოვმა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები მოქალაქეების წამების გარდა, უკრაინელების ძარცვითაც არიან დაკავებული. 

„მათ ყველაფერი წაიღეს სამზარეულოს ტექნიკიდან დაწყებული, მანქანებით დამთავრებული და ეს მხოლოდ ერთ დასახლებაში“, - წერს ბოლვინოვი.

29.04.2022 18:26 ნორვეგია ხურავს პორტებს რუსული გემებისთვის და საზღვრებს სატვირთო მანქანებისთვის - Reuters

ნორვეგია ხურავს თავის საზღვრებსა და პორტებს რუსული სატვირთო მანქანებისთვის და გემებისთვის. ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უერთდება.

სანქციები არ შეეხებათ რუსულ თევზსაჭერ გემებს, რომლებიც ხშირად იჭერენ ნადავლს ჩრდილოეთ ნორვეგიის პორტებში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნორვეგიის არქტიკული არქიპელაგი სვალბარდი, რომელზედაც უცხოური ქვეყნების წვდომას 1920 წლის შეთანხმება არეგულირებს, ასევე, გათავისუფლდება სანქციებისგან.

29.04.2022 16:16 რუსებმა უკრაინაში ორი ბრიტანელი მოხალისე გაიტაცეს - იყვნენ თუ არა ისინი „ბრიტანელი ჯაშუშები“?

ორი ბრიტანელი მოხალისე, რომლების მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებდნენ უკრაინაში, რუსულმა ძალებმა გაიტაცეს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს არაკომერციული პრეზიდიუმის ქსელის თანადამფუძნებელმა და მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა დომინიკ ბირნმა CNN-ს განუცხადა.

მოხალისეები ორგანიზაციას 25 აპრილის შემდეგ არ დაკავშირებიან, ამ დროს ისინი ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეს სამხრეთით მიემგზავრებოდნენ, რათა სამოქალაქო ევაკუაციაში მიეღოთ მონაწილეობა.

ოჯახი, რომლის ევაკუაციის პროცესში ორი მოხალისე იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით რუსმა ჯარისკაცებმა წაიყვანეს და დაკითხეს. რუსებმა მათ ჰკითხეს, იყვნენ თუ არა მოხალისეები „ბრიტანელი ჯაშუშები“. როგორც ცნობილია, ეს ოჯახი გაათავისუფლეს და ახლა უსაფრთხოდ არიან პოლონეთში.

29.04.2022 15:02 უკრაინელებმა დამპყრობლებისგან სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლება გაათავისუფლეს - უკრაინის დაზვერვა

უკრაინელმა სამხედროებმა დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება რუსკაია ლოზოვაია ხარკოვთან. სწორედ ამ ადგილიდან ესროლა მტერმა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ უბნებს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს.

„თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თავდასხმის ქვედანაყოფის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკის ხელმძღვანელობით დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონის სოფელი რუსკაია ლოზოვაია.  ახლა ის მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება, რომელიც მდებარეობს ხარკოვ-ბელგოროდის გზატკეცილზე.

„სწორედ ამ გარეუბნიდან, ოკუპაციის დროს, მტერმა ცეცხლი გაუხსნა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ უბნებს“, - წერს დაზვერვა.

29.04.2022 13:46 „რუსული ძალები დაიშლება და პუტინი „ომის მთავარი სტრატეგიული ცვლილების“ შემდეგ გადატრიალების წინაშე აღმოჩნდება“ - მაიკ თრეშერი

„რუსული ძალები დაიშლება და პუტინი „ომის მთავარი სტრატეგიული ცვლილების“ შემდეგ გადატრიალების წინაშე აღმოჩნდება“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ლონდონის კინგს კოლეჯში ომის შემსწავლელმა თანამშრომელმა მაიკ თრეშერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმა დონბასზე „ჩამქრალია“ და მოსკოვმა გაფლანგა თავისი ერთი შანსი, აეღო რეგიონი - და მიეღწია იმისთვის, რაც შეიძლება წარმატებულ შედეგად წარმოეჩინა.

თრეშერი მიიჩნევს, რომ ბრძოლა კიდევ ორ-ოთხ კვირას გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი და ასევე, უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს.

სამხედრო ექსპერტის განმარტებით, ომმა ახლა აჩვენა „ძირითადი სტრატეგიული ცვლილება“.

29.04.2022 11:37 „რუსულ ჯარს ახლა არ აქვს შანსი დაიკავოს ხარკოვი, ქალაქი საიმედოდ არის დაცული“ - ოლეგ ჟდანოვი

„რუსულ ჯარს ახლა არ აქვს შანსი დაიკავოს ხარკოვი, ქალაქი საიმედოდ არის დაცული“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ხარკოვი არის აუღებელი ციხესიმაგრე და მისი აღების საკითხი რუსები მიერ ჯერ არ დგას.

„ვფიქრობ, დღეს ხარკოვის აღების საკითხი არ განიხილება, რადგან დღეს ის ფაქტობრივად ციხედ არის ქცეული. ხარკოვზე თავდასხმა კი არ იქნება მარიუპოლზე თავდასხმის მსგავსი. ეს არის აუღებელი ციხესიმაგრე. ხარკოვის დაკავების საკითხი ჯერ არ დგას“, - განაცხადა ჟდანოვმა.

29.04.2022 10:14 ბრიტანეთის დაზვერვის ომის რუკაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ოდნავ გაიზარდა - უკრაინული მედია

უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რუსეთის ტერიტორიული მიღწევები დონბასში შეზღუდულია და მიღწეულია მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, დონბასისთვის ბრძოლა რჩება რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად, რათა მიაღწიოს დასახულ მიზანს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე კონტროლის უზრუნველსაყოფად.

ბრძოლები განსაკუთრებით მძიმე იყო ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში, იზიუმიდან სლავიანსკამდე სამხრეთით წინსვლის მცდელობებით.

„უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რუსეთის ტერიტორიული მიღწევები შეზღუდული იყო და მცირე წინსვლა მიღწეულ იქნა რუსული ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავდროულად, 27 აპრილიდან 28 აპრილის დღის განმავლობაში ბრიტანეთის დაზვერვის ომის რუკაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ოდნავ გაიზარდა.

28.04.2022 17:36 რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა, რათა პირადად უხელმძღვანელოს შეტევას - უკრაინული მედია

უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტებმა თავიანთი წყაროებიდან შეიტყვეს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი პირადად ჩავიდა იზიუმში, რათა ჯარს უხელმძღვანელოს. ამის შესახებ უკრაინული მედია Defence Express წერს, რომელიც თანამშრომლობს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და სამხედრო ექსპერტებთან.

გამოცემის წყაროების თანახმად, გერასიმოვი, სავარაუდოდ, უკვე მივიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტში, იზიუმის რეგიონში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გერასიმოვის პოზიცია გულისხმობს სტრატეგიული დონის ოპერაციების მეთაურობას და არა ოპერატიულ-ტაქტიკურს. ეს შეიძლება იყოს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა სერიოზულად არის ორიენტირებული დონბასში გარკვეული ტაქტიკური გამარჯვების მიღწევაზე.

როგორც უკრაინული მედია წერს, გარდა ამისა, გერასიმოვის საველე სამეთაურო პუნქტებში ჩამოსვლა იმაზე მიუთითებს, რომ გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვის დანიშვნამ უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურად არ გააუმჯობესა ვითარება ქვედანაყოფების კოორდინაციასა და კონტროლთან დაკავშირებით.

28.04.2022 13:55 „გადავარჩენთ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვას და საქართველოს“ - „აზოვის“ პოლკის კარისკაცი

მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაში მებრძოლმა 39 წლის კაპიტანმა, „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ მისი ძალები იბრძოლებენ მანამ, სანამ საჭირო იქნება. მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, იპოვონ გზა, რათა გადაარჩინონ მშვიდობიანი მოსახლეობა.

„სანამ ჩვენ აქ ვართ და დაცვას ვიკავებთ... ქალაქი მათი არ არის”, - აღნიშნა პალამარმა როიტერთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები კვლავ მძვინვარებს და მათ მუდმივად ბომბავენ.

„ტაქტიკა შუა საუკუნეების ალყას ჰგავს. ჩვენ ალყაში ვართ. ისინი ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს. რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსები არ არის უსასრულო და ისინი მცირდება ინტენსიური ბრძოლების რეჟიმში. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ მანამ, სანამ მოგვიწევს“, - განაცხადა პალამარმა.

როგორც ჯარისკაცმა აღნიშნა, მისი მთავარი გზავნილი მსოფლიოსთვის არის გამოფხიზლდეს რუსეთის საფრთხის წინაშე და შეწყვიტოს რბილი დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ.

„იმედი მაქვს, მსოფლიო ახლა მიხვდება თავის შეცდომას... ყველაფერს, რასაც ჩვენი ჯარისკაცები აკეთებენ აქ - არა მხოლოდ მარიუპოლში, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე - ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადავარჩენთ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვასა და საქართველოს“, - განაცხადა „აზოვის“ პოლკის ჯარისკაცმა.

28.04.2022 12:47 რუსეთმა მხოლოდ მარიუპოლის ომზე 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა - „აზოვის“ პოლკი

უკრაინულმა პოლკმა „აზოვმა“ გამოთვალა, დაახლოებით რამდენი დახარჯა რუსეთმა მარიუპოლის ომში. ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

„ჩვენ გამოვთვალეთ თანხების სავარაუდო ოდენობა, რომელიც ურდომ დახარჯა არა საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, უნივერსიტეტების აშენებაზე ან პენსიონერებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად, არამედ მარიუპოლში ომის წარმოების შესახებ. ეს კოლოსალური რიცხვებია. ნორმალური ადამიანისთვის უბრალოდ შეუძლებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის ლოგიკის გააზრება“, - განაცხადა პალამარმა.

მისი თქმით, საუბარია 1,1 მილიარდ დოლარზე, საწვავის, აღჭურვილობის, საკვების და ა.შ. ხარჯების გამოკლებით.

28.04.2022 10:38 უკრაინელებმა ერთ დღეში მტრის რვა სამიზნე გაანადგურეს - უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა

27 აპრილის დღის განმავლობაში საჰაერო ძალების და სახმელეთო ჯარების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა რვა საჰაერო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის, ერთ თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა წერს.

განადგურებულ ტექნიკას შორისაა :

1 თვითმფრინავი (სავარაუდოდ სუ-34)

1 საკრუიზო რაკეტა 

6 უპილოტო საფრენი აპარატი

როგორც საჰაერო ძალების სარდლობა წერს, საჰაერო ძალების თვითმფრინავები აგრძელებენ უკრაინის ცაზე სპეციალური დავალებების შესრულებას: ტრანსპორტირება, საჰაერო სივრცის პატრულირება, სახმელეთო ჯარების დაფარვა და საჰაერო დარტყმებს ოკუპანტებზე.

28.04.2022 10:26 დღის განმავლობაში უკრაინელებმა სამხრეთით 49 რუსი სამხედრო და 14 ტექნიკა გაანადგურეს - ოპერატიული სარდლობა

სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს 49 რუსი დამპყრობელი და 14 ერთეული მტრის ტექნიკა. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ წერს.

აღნიშნულია, რომ 27 აპრილს ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში რუსული ჯარები ცდილობდნენ ნიკოლაევის მიმართ ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას, მაგრამ არ გამოუვიდათ.

უკრაინელმა დამცველებმა არტილერიის მხარდაჭერით მოიგერიეს მტრის შეტევა ნოვოგრიგორივკას მახლობლად და ორი ოლექსანდრივკას მახლობლად. საომარი მოქმედებების ეფექტურმა წარმართვამ დაარღვია მტრის მომზადება ნიკოლაევკაზე თავდასხმისთვის.

მათ, ასევე, ნოვოვორონცოვკას რაიონში საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა რუსული თვითმფრინავი Orlan-10 გაანადგურეს.

სამხრეთში მტრის მთლიანმა დანაკარგებმა გასული დღის განმავლობაში შეადგინა 49 ადამიანი და 14 ერთეული ტექნიკა, რომელთაგან - ექვსი ჯავშანტექნიკაა, სამი საბრძოლო მანქანა, სამი ერთეული სარაკეტო და საარტილერიო და საზენიტო იარაღი.

ასევე, „სამხრეთოს“ ცნობით, მოლოდეცკისა და ველიკა ოლექსანდრივკას მიდამოებში მტრის საბრძოლო მასალის საცავი ორმაგი დარტყმით გაანადგურეს.

27.04.2022 17:50 „დონბასში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება.

„დონბასში სპეცოპერაცია ტარდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სხვა ადამიანების სცენარით“, - განაცხადა პუტინმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს ყველა გამოწვევას და საფრთხეს. მისი თქმით, სამშობლოს სიყვარული არის რუსული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც უცვლელად იჩენს თავს ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში.

„ადამიანთა ასეთი ერთობა ძვირფასია, ის გარანტიას იძლევა, რომ რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს ყველაზე რთულ გამოწვევებს და საფრთხეებს, თავდაჯერებულად გაივლის ყველა განსაცდელს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება ახლაც“, - განაცხადა პუტინმა საკანონმდებლო საბჭოში.

27.04.2022 17:38 მტერი აგრძელებს სარაკეტო ძალების რაოდენობის გაზრდას ბელგოროდის რეგიონში - თავდაცვის სამინისტრო

სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს საჰაერო დარტყმებსა და არტილერიის სროლას ხარკოვში. გარდა ამისა, აგრესორი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას იზიუმის მიმართულებით მთელ რიგ დასახლებებზე. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„აგრესორი ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს ველიკა კომიშუვახას დასახლებაზე, ქალაქ იზიუმიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ში, ასევე, დაიკავოს სოფელი კურულკა, იზიუმიდან სამხრეთით 20 კმ-ში“, - განაცხადა სპიკერმა.

მისი თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ სარაკეტო ძალების რაოდენობის გაზრდას რუსეთის ბელგოროდის რეგიონში.

27.04.2022 14:04 „კარგი დილა ჩვენთვის, არც ისე კარგი ორკებისთვის“ - უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს

27 აპრილის დილას უკრაინელმა დამცველებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

„კარგი დილა ჩვენთვის, არც ისე კარგი ორკებისთვის. ჩვენმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მტრის რაკეტა დნეპროპეტროვსკის თავზე“, - აღნიშნა რეზნიჩენკომ.

27.04.2022 13:39 რუსეთმა უკრაინაში 1300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, მათი მარაგი განახევრებულია - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთმა უკრაინაში 1300 რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. 

„ჩვენი მონაცემებით, მათი რეზერვები უკვე განახევრებულია, რადგან 24 თებერვლიდან აქტიურად იყენებენ რაკეტებს უკრაინაში. დაახლოებით 1000-ზე მეტი რაკეტა უკვე გამოიყენეს, უფრო ზუსტად, 1300-ზე მეტი რაკეტა“, - განაცხადა მალიარმა.

27.04.2022 12:35 „აზოვსტალის“ ქარხანასთან ქუჩის ბრძოლები გრძელდება“ - მარიუპოლის მერის მრჩეველი

„აზოვსტალზე“ საჰაერო თავდასხმები არ წყდება, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა

მისივე თქმით, ქარხანაზე რუსები შტურმს ისევ აგრძელებენ. 

„აზოვსტალზე“ საჰაერო თავდასხმები არ წყდება. ცეცხლი შეწყვეტილი არ არის, შტურმი ისევ გრძელდება.  ერთადერთი ის არის, რომ ბრძოლების შესახებ განცხადებები მოულოდნელად გაქრა საჯარო ინფორმაციის ველიდან.

ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია. ოკუპანტებმა ქალაქი ნამდვილ გეტოდ აქციეს. ისინი მარიუპოლის მცხოვრებლებს მონებივით ექცევიან. გარკვეულ დათმობებზე მიდიან მოხუცებისა და ბავშვების მიმართ, ყველა დანარჩენი მუდმივი ზეწოლის ქვეშაა“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ. 

27.04.2022 12:30 ლუგანსკის რაიონის სოფელ ორიხოვოს მახლობლად სატანკო ბრძოლები მიმდინარეობს - ალექსეი ბაბჩენკო

ლუგანსკის რაიონში, სოფელ ორიხოვოს მახლობლად, მთის თემში ამჟამად სატანკო ბრძოლები მიმდინარეობს და თითქმის მთელი მოსახლეობა ევაკუირებულია. ამის შესახებ მთის ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ბაბჩენკომ განაცხადა.

„მტერი უახლოვდება ორიხოვს. ახლა ორიხოვოს მიდამოში სატანკო ბრძოლები მიმდინარეობს. ათამდე ადამიანია დარჩენილი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირებულია“, - განაცხადა ბაბჩენკომ.

მისი თქმით, როგორც ცნობილია, ყველა, ვინც იქ დარჩა, „ევაკუირებული იქნა ოკუპირებულ დასახლებებში“.

„ორი კვირის წინ ვიყავი იქ, ჰუმანიტარულ დახმარებას ვატარებდით. ორიხოვი უკვე მთლიანად დანგრეულია, არც სახლებია შემორჩენილი, არაფერია დარჩენილი“, - დასძინა ბაბჩენკომ.

როგორც ცნობილია, ლუგანსკის რეგიონი მუდმივად ექვემდებარება რუსული არმიის თავდასხმას. რეგიონში მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ინფრასტრუქტურული ობიექტი, სასწავლო დაწესებულება განადგურდა, დაზიანდა ყველა საავადმყოფო.

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რეგიონში დარჩა 60 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებმაც უარი განაცხადეს ევაკუაციაზე.

27.04.2022 12:17 ავსტრალია უკრაინას M777 ჰაუბიცებს და საბრძოლო მასალას უგზავნის

ავსტრალია უკრაინას გადასცემს ექვს 4 100 კგ-იან იარაღს, რომელთა მოქმედების მანძილი 30 კილომეტრია, რათა დაეხმაროს ქვეყანას „რუსეთის სასტიკ, შეუპოვარ და უკანონო შეჭრაზე“ საპასუხოდ. ამის შესახებ Sky News წერს.

ექვსი M777 155 მმ-იანი მსუბუქი ბუქსირებული ჰაუბიცები და ჰაუბიცის საბრძოლო მასალები გაეგზავნება ევროპაში შეერთებული შტატებისა და უკრაინის ელჩის მოთხოვნის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მძიმე საარტილერიო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

„ეს დამატებითი სამხედრო დახმარება კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას რუსეთის სასტიკ, შეუპოვარ და უკანონო შეჭრაზე საპასუხოდ“, - ნათქვამია ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონისა და თავდაცვის მინისტრის პიტერ დატონის განცხადებაში.

27.04.2022 12:08 22 400 რუსი სამხედრო, 939 ტანკი, 185 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 27 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე) 

🔵 22 400 - ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 939 - ტანკი

🔵 2 342 - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 421 - საარტილერიო სისტემა

🔵 149 - MLRS

🌕 71 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 185 - თვითმფრინავი

🌕 155 - ვერტმფრენი

🔵 1 666 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 8 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 207 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 31 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4 - მობილური SRBM სისტემა

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

27.04.2022 10:03 რუსული ცხოვრების წესი შეიცვლება მხოლოდ სამხედრო დამარცხების შემდეგ - ვიქტორ ანდრუსივი

„რუსული ცხოვრების წესი მხოლოდ სამხედრო  დამარცხების შემდეგ შეიცვლება“, - ამის შესახებ ეროვნული მარათონის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა.

„არსებობს მხოლოდ ერთი ისტორიული გზა, როდესაც რუსეთში ცხოვრების წესი იცვლება და ეს არის სამხედრო მარცხი. ყოველთვის, როცა რუსეთი სამხედრო მარცხს განიცდიდა, მისი ძალა იცვლებოდა“, - აღნიშნა ანდრუსივმა.

მის ამ მოსაზრებას რამშტეინის კონფერენციის ყველა მონაწილე დაეთანხმა. რამშტეინის კონფერენცია 26 აპრილს გაიმართა, რომელსაც 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.

„რამშტეინის კონფერენციის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, მისი არმია უნდა დამარცხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ დავინახავთ, რა პროცესები განვითარდება რუსეთში იმ საშინელი დანაკარგების შედეგად, რაც მას აქვს ომში“, - განაცხადა ანდრუსივმა.

რამშტეინში შეხვედრის შემდეგ, ანდრუსივმა აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე არის საერთაშორისო ანტირუსული კოალიციის ნაწილი. მხოლოდ ჩინეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს ძალების განლაგებაზე.

„არსებობს აზრი, რომ ომს მოიგებს უკრაინის მხარდამჭერი კოალიცია. თუმცა, არსებობს მხოლოდ ერთი საშიში ფაქტორი, ეს არის ჩინეთი, თუ იგი გადაწყვეტს რუსეთის მხარდაჭერას, ჩვენი კონფლიქტი მსოფლიოში ახალ განზომილებას მიიღებს. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჩინეთი არასოდეს დგას დამარცხებულთა მხარეს, რუსეთი რომ არ მარცხდებოდეს, ჩინეთი მას დიდი ხნის წინ დაუჭერდა მხარს“, - განაცხადა მან.

27.04.2022 09:44 უკრაინელებმა ზმეინის კუნძულზე მტრის პოზიციებს და სამეთაურო პუნქტს დაარტყეს - ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს მტრის პოზიციებს ზმეინის კუნძულზე, დაარტყეს სამეთაურო პუნქტს და გაანადგურეს საზენიტო სარაკეტო სისტემა Strela-10. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ წერს.

„ამასობაში, ჩვენი ჯარები აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას ოკუპირებულ ხაზზე. მტერი ცდილობდა წინსვლას ნიკოლაევის სოფლების ტავრისკოესა და ნოვაია ზარიას მიდამოებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და უკან დაიხია.

შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში ჩვენმა ძალებმა დაამარცხეს მტრის პოზიციები კუნძულ ზმეინზე. დაფიქსირდა საკონტროლო პუნქტზე დარტყმა, გაანადგურეს Strela-10 საზენიტო სარაკეტო სისტემა, ზუსტდება რაშისტების დანაკარგები“, - წერს ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“.

27.04.2022 09:22 „რუსეთში მოსახლეობის ორ კატეგორიას შეუძლია დაუპირისპირდეს მთავრობას“ - მიხაილო პოდოლიაკი

„რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის ორ კატეგორიას შეუძლია დაუპირისპირდეს მთავრობას, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს - მათ, ვინც ეწინააღმდეგებიან რუსეთის ხელმძღვანელობის ნაცისტურ და მიზანთროპიულ ფილოსოფიას და ასევე, ადამიანებს, რომელთაც პრობლემები შეექმნებათ მაცივრის შევსებაში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ბევრი იქნება ის, ვინც მაცივართან დაკავშირებული პრობლემების გამო ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას შეძლებს.

პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები ეტაპობრივად მიიღებს იმპულსებს.

„ბევრი გამოვა, როცა მაცივრებთან, მუცელთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებათ და შიმშილის დაკმაყოფილების უფრო და უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

27.04.2022 09:09 რუსეთი ვერ აცნობიერებს, რა არის ჩერნობილი, შექმნა ახალი საფრთხეები, რომლებმაც შეიძლება გადააჭარბოს ყველაზე საშინელ უბედურ შემთხვევასაც კი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა შექმნა ახალი საფრთხეები უკრაინის ატომურ ობიექტებზე, რომლებმაც შეიძლება გადააჭარბოს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას. ამის შესახებ მან ომის 62-ე დღის შედეგებზე საუბრისას ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ოფისმა გაავრცელა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყოველწლიურად 26 აპრილს მსოფლიო იხსენებს ჩერნობილის კატასტროფას - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ ბირთვული კატასტროფას.

„მაგრამ წელს საკმარისი არ არის მხოლოდ ჩერნობილის გახსენება. საკმარისი არ არის იმის გახსენება, თუ რატომ და როგორ მოხდა ეს კატასტროფა. რუსეთმა შექმნა ახალი საფრთხეები, რომლებმაც შეიძლება გადააჭარბოს ყველაზე საშინელ უბედურ შემთხვევასაც კი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან გაიხსენა მიმდინარე წლის 4 მარტის ღამე, როდესაც რუსული ტანკების მიერ ქარხნის დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა.

„მათ ზუსტად იცოდნენ, რომელ ობიექტზე ისროდნენ. მაგრამ მათ ჰქონდათ ბრძანება, ნებისმიერ ფასად დაეპყროთ ობიექტი და  არაფერი აინტერესებდათ“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ იმ ღამეს მსოფლიოს უამრავ ლიდერს ესაუბრა. ყველას, ვისაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სიტუაციაზე და შეეჩერებინა რუსეთი.

„იმ ღამეს მსოფლიო რომ არ გამოფხიზლებულიყო, ჩვენ დღეს ჩერნობილი არ გვემახსოვრებოდა. მთელი ფიქრი იმაზე იქნება, თუ რა გააკეთა რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

27.04.2022 08:56 ნიკოლაევის რაიონში უკრაინელებმა რამდენიმე დასახლებაზე სრული კონტროლი დაიბრუნეს - ანტონ გერაშჩენკო

ნიკოლაევის რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ სრული კონტროლი აიღეს სამ დასახლებულ პუნქტზე.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, სოფელი შიროკოე და ორი სოფელი - ნოვოპეტროვკა და ლიუბინო კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ მოხვდა დასახლებები უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაუბრუნეს სნეგირევკას დასავლეთით სამ სოფელზე: შიროკოეს, ლიუბინოს და ნოვოპეტროვკას“, - ვკითხულობთ გერაშჩენკოს პოსტში.

27.04.2022 08:48 ომი უკრაინაში შესაძლოა ახალ წლამდე გაგრძელდეს - ალექსეი არესტოვიჩი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი საკმაოდ გრძელი ამბავია.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მიერ მიღებულ ახალ იარაღს ბრძოლის ველზე სერიოზული ზემოქმედება მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში შეეძლება. თავად ომი კი, მისი თქმით, შეიძლება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

„ჩვენ უნდა მივუდგეთ ომს, როგორც გრძელ ისტორიას. დონბასში აქტიური ფაზის შეწყვეტა არ ნიშნავს ომის დასრულებას. იქნება ტაქტიკური მოქმედებები, დარბევები, რეიდები, ომი... ეს შეიძლება იყოს ახალ წლამდე, ეს ყველაფერი რიგ გარემოებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

26.04.2022 18:29 „ეს დანიშვნები უკანონოა“ - ხერსონში ოკუპანტებმა თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლები დანიშნეს

ხერსონის დატყვევებულ საქალაქო საბჭოში დამპყრობლებმა გამართეს შეხვედრა, რომელზედაც დანიშნეს ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ე.წ. თავმჯდომარე ვოლოდიმირ სალდო და ხერსონის ქალაქის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე კობეცი. ამის შესახებ ხერსონის მერმა გენადი ლაგუტამ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ეს კოლაბორატორები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ. ეს დანიშვნები უკანონოა“, - განაცხადა ლაგუტამ.

გამოცხადდა, რომ ხერსონის მერის უფლებამოსილება დელეგირებულია, რუსეთის ფედერაციის რეგიონალური სამხედრო კომენდანტის ალექსანდრე კობეცის ბრძანებით, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, ვლადიმირ სალდოს.

კობეცმა განაცხადა, რომ დღეიდან ის „კოორდინაციას გაუწევს იმ პროცესებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას“.

26.04.2022 17:47 „აშშ და მოკავშირეები მზად არიან, უკრაინის მხარდასაჭერად ცა და დედამიწა შეძრან“ - ლოიდ ოსტინი

დღეს, 26 აპრილს, შეერთებულმა შტატებმა მოკავშირე 40 ქვეყანასთან ერთად უკრაინის არმიის დახმარებაზე მოლაპარაკებები გამართა.

„შეერთებული შტატები მზად არის „შეძრას ცა და დედამიწა“, რათა დაეხმაროს უკრაინას, მოიგოს რუსეთთან ომი“, - ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში 40 მოკავშირე ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გააკეთა, რომელიც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერასა და გაძლიერებას ეძღვნებოდა.

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამოსვლისას ოსტინმა პირობა დადო, რომ „დაეხმარება უკრაინას, გაიმარჯვოს რუსეთის უსამართლო შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

„როგორც დღეს ვხედავთ, მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანებულნი არიან ჩვენს გადაწყვეტილებაში, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინას აშკარად სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს და აქაც ყველას გვჯერა ამის“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

26.04.2022 16:51 „სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ ჩასვეს ციხეში“ - მარგარიტა სიმონიანი

RT-ის მთავარმა რედაქტორმა და ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასთან მიმართებით საკმაოდ მშვიდად იქცევა და მხარს არ უჭერს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათ სამშვიდობოებს ესროლა, ახლა კი თავად ზის ციხეში.

„შერიგების დროა? საქართველო საკმაოდ მშვიდად იქცევა უკრაინასთან არსებულ სიტუაციაში. იქნებ თბილისთან ურთიერთობის გაუმჯობესების დროა?“, - ამბობს სიმონიანი.

სიმონიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მშვიდად უყურებს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, არ აკეთებს ანტირუსულ განცხადებებს და არ უჭერს მხარს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.

„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ვითარებაში ზოგადად საოცრად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ ჩასვეს ციხეში, მათ არ დაუჭირეს მხარი სანქციებს, რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ზოგიერთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრის. გავაუქმოთ მათთან საჰაერო კომუნიკაციის აკრძალვა?“, - განაცხადა სიმონიანმა.

26.04.2022 15:29 ლუგანსკის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ პოპასნაიაში რუსული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი იუწყება

მისივე თქმით, თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 

„ისინი სარდაფში რუსულ ჭურვებს ემალებოდნენ, თუმცა ჩამონგრევას ვერ გადაურჩნენ. დაბომბვის შედეგად მაღალსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, მაგრამ სამი ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა, უკვე დაღუპული იყო, ერთი ქალი კი გადარჩა“, - განაცხადა გაიდაიმ.

26.04.2022 15:29 ლუგანსკის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ პოპასნაიაში რუსული დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი იუწყება

მისივე თქმით, თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა. 

„ისინი სარდაფში რუსულ ჭურვებს ემალებოდნენ, თუმცა ჩამონგრევას ვერ გადაურჩნენ. დაბომბვის შედეგად მაღალსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, მაგრამ სამი ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა, უკვე დაღუპული იყო, ერთი ქალი კი გადარჩა“, - განაცხადა გაიდაიმ.

26.04.2022 15:17 მტერმა „აზოვსტალს“ დღის განმავლობაში 35 საჰაერო დარტყმა მიაყენა - დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა

ბლოკირებულ მარიუპოლში რუსმა აგრესორებმა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებიან, ბოლო დღეებში 35 საჰაერო დარტყმა მიაყენა. დაშავებულები ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან. ამის შესახებ მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ პოლკის მებრძოლები საუბრობენ.

„აზოვსტალის“ ქარხანა, სადაც მარიუპოლის დამცველები არიან განლაგებული და რომლის სარდაფშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებიან, კვლავ დაფარულია მტრის ცეცხლით. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელდა 35 საჰაერო იერიში, რა დროსაც ერთ-ერთ მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„აზოვის“ პოლკის ჯარისკაცები მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ და ნანგრევებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასათავისუფლებლად ყველა ღონეს მიმართავენ.

26.04.2022 14:55 „აზოვსტალში“ ვითარება უკიდურესად მძიმეა, ხალხს წყალი და საკვები უთავდება“ - მარიუპოლის მერი

ამჟამად განიხილება მარიუპოლის მცხოვრებლების ევაკუაცია ბლოკირებული „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის თავშესაფრიდან, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, „აზოვსტალის“ დაბომბვა ერთი დღითაც არ გაჩერებულა. 

„აზოვსტალში“ ვითარება კრიტიკული და უკიდურესად მძიმეა. ხალხს წყალი და საკვები უთავდება. ეს არის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა. დღეს უკრაინის პრეზიდენტი და მთელი მოლაპარაკების ჯგუფი ყველა შესაძლებლობას ამუშავებს, რათა გადავარჩინოთ მთავარი - სიცოცხლე.

რუსული მხარის ყველა დაპირების მიუხედავად, ქარხნის დაბომბვა ერთი დღის განმავლობაშიც არ გაჩერებულა. იქ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ოჯახები ბავშვებთან ერთად“, - განაცხადა ბოიჩენკომ. 

შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, უკრაინელები „აზოვსტალში“ არიან გამაგრებული და დანებებას არ აპირებენ.

26.04.2022 14:55 „აზოვსტალში“ ვითარება უკიდურესად მძიმეა, ხალხს წყალი და საკვები უთავდება“ - მარიუპოლის მერი

ამჟამად განიხილება მარიუპოლის მცხოვრებლების ევაკუაცია ბლოკირებული „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის თავშესაფრიდან, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, „აზოვსტალის“ დაბომბვა ერთი დღითაც არ გაჩერებულა. 

„აზოვსტალში“ ვითარება კრიტიკული და უკიდურესად მძიმეა. ხალხს წყალი და საკვები უთავდება. ეს არის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა. დღეს უკრაინის პრეზიდენტი და მთელი მოლაპარაკების ჯგუფი ყველა შესაძლებლობას ამუშავებს, რათა გადავარჩინოთ მთავარი - სიცოცხლე.

რუსული მხარის ყველა დაპირების მიუხედავად, ქარხნის დაბომბვა ერთი დღის განმავლობაშიც არ გაჩერებულა. იქ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ოჯახები ბავშვებთან ერთად“, - განაცხადა ბოიჩენკომ. 

შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, უკრაინელები „აზოვსტალში“ არიან გამაგრებული და დანებებას არ აპირებენ.

26.04.2022 14:38 „ეფესბე“ ჩეჩენ პატიმრებს და ოპოზიციონერების ნათესავებს უკრაინის ომში აგზავნის - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, „ეფესბე“ ინფორმაციას აგროვებს ჩეჩენ პატიმრებზე, რათა შემდგომ უკრაინის ომში გააგზავნონ.

„ეფესბეს“ ჩეჩნეთის ფილიალი აგროვებს ინფორმაციას ადგილობრივ ციხეებში მყოფი პატიმრების შესახებ ომის ზონაში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით. FSB-ს ოფიციალური პირების მიმოწერა შეიცავს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების მიწოდების მოთხოვნას, კერძოდ: სრული სახელი, სახლის მისამართები, ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, მოწყობილობების IP მისამართები, რომლებიც გამოიყენება ინტერნეტში“, - წერს უკრაინის დაზვერვა.

მათი ინფორმაციით რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ითხოვს: „დაუყოვნებლივ შეაგროვეთ და მოგვაწოდეთ ინფორმაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შესახებ მათი შემდგომი ჩართვისთვის უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარებაში“:

📢 პრობაციონერები;
📢 მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის მსჯავრდებულები;
📢 მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები;
📢 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები.

ჩეჩენი ოპოზიციონერების თქმით, მსგავს ქმედებებს ორი მიზანი აქვს. უპირველესად, იმ ქვედანაყოფების „ადამიანური რესურსით“ შევსება, რომლებმაც მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინელ დამცველებთან ბრძოლებში. მეორე, ეს არის ჩეჩნეთში ნებისმიერი საპროტესტო განწყობის ჩახშობა. ახლა მათ ემუქრებიან იძულებითი გაგზავნით ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში. კერძოდ, ჩეჩენი ოპოზიციის ცნობილი ლიდერის ხასან ხალიტოვის ძმა ფრონტის ხაზზე მდებარე ერთ-ერთ ქვედანაყოფში უკვე გადაიყვანეს. ხალიტოვის სხვა ნათესავები გაიტაცეს და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

26.04.2022 13:54 გერმანია უკრაინას Gepard-ის საზენიტო სისტემებს გაუგზავნის - Reuters

„გერმანია ოფიციალურად დაამტკიცებს გეპარდის საზენიტო სისტემების უკრაინისთვის მიწოდებას“, - ამის შესახებ მმართველი კოალიციის ერთ-ერთი პარტიის მაღალჩინოსანმა დეპუტატმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული სამხედრო მარაგებიდან უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღს მიაწოდებს. მანამდე შოლცი როგორც გერმანიაში, ისე მთელ მსოფლიოში კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან უკრაინისთვის სამხედრო დამხარებაზე უარი თქვა.

26.04.2022 13:38 „აზოვსტალის“ ქარხანას, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩნდა - Skynews

მარიუპოლში მდებარე „აზვოსტალის“ ფოლადის ქარხნიდან შავი ფერის კვამლი ამოდის, - ამის შესახებ Skynews იუწყება. 

ქარხანას, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩნდა. 

უკრაინულ და რუსულ მხარეებს გავრცელებულ ფოტოებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

მანამდე უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ კომპლექსი რუსული ძალების მიერ გამუდმებით იბომბებოდა.შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, უკრაინელები „აზოვსტალში“ არიან გამაგრებული და დანებებას არ აპირებენ.

26.04.2022 13:02 გლობალური კატასტროფის საფრთხე: ორი რუსული რაკეტა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაფრინდა

მტრის ორმა საკრუიზო რაკეტამ დღეს დილით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბლა გადაუფრინა. ამის შესახებ Energoatom-ის პრესსამსახური წერს.

„დღეს 6:41 და 6:46 საათზე მტრის ორმა საკრუიზო რაკეტამ დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ზაპოროჟიეს მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში წერია, რომ „მოგვიანებით ზაპოროჟიეში აფეთქებები დაფიქსირდა რუსული საკრუიზო რაკეტებიდან“.

როგორც ენერგოატომი წერს, რუსეთის ბირთვული ტერორიზმი საფრთხე მზარდია. ჩერნობილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგ, რუსეთი მთელ მსოფლიოს ბირთვული კატასტროფის განმეორების საფრთხის წინაშე აყენებს.

„დაბალ სიმაღლეზე რაკეტების ფრენა, სადაც განთავსებულია 7 ბირთვული ობიექტი, უზარმაზარ რისკებს წარმოადგენს. ყოველივე ამის შემდეგ, რაკეტებს შეუძლიათ დაარტყან ერთ ან მეტ ბირთვულ ობიექტს და ეს საფრთხეს უქმნის ბირთვულ და რადიაციულ კატასტროფას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ატომური ენერგიის გენერირების ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელმა პეტრო კოტინმა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში. 4 მარტის ღამეს რუსმა სამხედროებმა ის ტანკების შეტევის შემდეგ დაიპყრეს და დღემდე მტრის კონტროლის ქვეშაა.

26.04.2022 12:49 ხარკოვთან სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ვიაჩესლავ ზადორენკო

ხარკოვის მახლობლად მდებარე დერგაჩივის თემის ტერიტორიაზე ბრძოლები გრძელდება, ხოლო ზოგიერთი დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ თემის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ზადორენკომ განაცხადა.

„ბრძოლები გრძელდება დერგაჩივის ოლქის ტერიტორიაზე. მტერი მუდმივად ბომბავს ჩვენს დასახლებებს, რის შედეგადაც ბეზრუკიში ბოლო 24 საათის განმავლობაში სამი ადამიანი დაიღუპა. გუშინდელი ინტენსიური დაბომბვის გამო ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო ქალაქის მესამედი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სტაროსტინსკის რაიონებში გაზმომარაგების პრობლემაა.“, - განაცხადა ზადორენკომ.

26.04.2022 12:14 ჭურვები წარწერით „ქრისტე აღდგა“ - აღდგომაზე მტერმა უპრეცედენტო დარტყმა მიაყენა უკრაინას

აღდგომაზე მტერმა უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის რეგიონებზე. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

„დღეს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების მიუხედავად, აღდგომის დღესასწაულზე ზავის გამოცხადების შესახებ, მტერმა უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განახორციელა არა მხოლოდ დონბასში, არამედ უკრაინის სხვა რეგიონებშიც. განსაკუთრებით ცინიკური იყო, რომ ოკუპანტების მიერ გასროლილ ჭურვებს ეწერა „ქრისტე აღდგა“, - განაცხადა მონასტირსკიმ.

როგორც ცნობილია, აღდგომის დღესასწაულზე უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები მასიური დაბომბვის მსხვერპლნი გახდნენ. კერძოდ, რუსეთის ფედერაციამ გრადებიდან ესროლა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს ოლექსიევკას.

26.04.2022 12:04 „კონტროლი ავიღეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის შესანახ ბაზაზე“ - რუსული მხარე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში შეიარაღებული ძალების ტექნიკის შესანახი ბაზა დაიკავეს. 

რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ბაზაზე სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო მასალა იპოვეს.  „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა კონტროლი აიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის შესანახ ბაზაზე. ბაზის ტერიტორიაზე არის დიდი რაოდენობით საჰაერო თავდაცვის სისტემები, სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო მასალა. აგრეთვე, სარადარო სადგურების სათადარიგო ნაწილები“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

26.04.2022 00:41 პუტინის ბუნკერში პარანოია სუფევს და უკრაინის ომის შესახებ ცუდი ამბების მიტანა არ შეიძლება - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუს პოლიტიკოსსა და აქტივისტ მარკ ფეიგინის ეთერში განაცხადა, რომ პუტინის ბუნკერში პარანოია სუფევს.

„რუსმა სამხედროებმა დაიწყეს რუსეთის ფედერაციის მეთაურისთვის „მომავალი გამარჯვებების“ მიყიდვა, რაც საერთოდ არ არის დაგეგმილი. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბუნკერში პარანოია სუფევს და უკრაინის ომის შესახებ ცუდი ამბების მიტანა არ შეიძლება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

26.04.2022 00:14 „აზოვსტალში“ 1000-ზე მეტი ქალი და ბავშვი და 500-ზე მეტი დაჭრილი იმყოფება - ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში 1000-ზე მეტი ქალი და ბავშვი და 500-ზე მეტი დაჭრილი იმყოფება, მათგან რამდენიმე მძიმედ დაჭრილი.

„ჩვენი სამხედროები არ აპირებენ დანებებას. მაგრამ „აზოვსტალის“ ქარხანაში მშვიდობიანი მოსახლეობაა - 1000-ზე მეტი ქალი და ბავშვი, 500-ზე მეტი დაჭრილი, მათ შორის, მძიმედ დაჭრილები! მათ აქვთ არჩევანის უფლება! ეს ყველაფერი რუსეთში იციან. მათ იციან, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქეა იქ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, რუსეთს არ სურს რაიმე მოლაპარაკებაზე წასვლა.

„მინდა, მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ იცოდეს და ზუსტად აღიქვას, რა ხდება ახლა „აზოვსტალში“. მათ არ სურთ რაიმე მოლაპარაკებაზე წასვლა. და ეს არის ომის დანაშაული, რომლისთვისაც იქნება სასჯელი“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

25.04.2022 23:29 პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა - მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დაადასტურა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას თავისი ტანკები გადასცა და სანაცვლოდ ბრიტანეთისგან აღჭურვილობა მიიღო. თუმცა, მორავეცკიმ სამხედრო დახმარების დეტალების გამხელაზე უარი თქვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ჭეშმარიტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადება, რომ პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა და სანაცვლოდ ბრიტანული აღჭურვილობა მიიღო, მორავეცკიმ უპასუხა: „დიახ“.

ამასთან, მორავეცკიმ უარი თქვა პასუხის გაცემაზე უკრაინის არმიისთვის გადაცემული ტანკების რაოდენობის შესახებ.

„დღეს ამაზე არ ვისაუბრებ. ამის შესახებ თავის დროზე მოგახსენებთ“, - დასძინა მან.

25.04.2022 23:08 დღის განმავლობაში უკრაინელებმა აღმოსავლეთში მტრის სამი ტანკი და 160-მდე სამხედრო გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთში გაანადგურეს სამი ტანკი და დაახლოებით 160 რუსი დამპყრობელი. ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ წერს.

„დღის განმავლობაში, 25 აპრილს, ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში, რუსეთის ფაშისტურმა ჯარებმა განახორციელეს 3 თავდასხმა. ასევე, განაგრძეს სარაკეტო და საჰაერო დარტყმები და მძიმე არტილერიით დაბომბვა. ბრძოლა გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 160-მდე სამხედრო, 3 ტანკი, 1 ჯავშანტრანსპორტიორი, 3 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 12 საბრძოლო მანქანა, 2 საარტილერიო სისტემა, 1 საზენიტო იარაღი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი.

25.04.2022 22:35 აზერბაიჯანი რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის - სოკარი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა (აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია) განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ გადაიხდის რუსულ გაზს რუბლებში.

SOCAR-მა უარყო რუსული მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციასთან რუბლებში იმპორტირებულ გაზზე ორმხრივ ანგარიშსწორებას განახორციელებს.

„ორშაბათს (25 აპრილი) მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა რუბლებში გადაიხდის რუსეთიდან შემოტანილი გაზის ღირებულებას. ეს ინფორმაცია რეალობას არ ასახავს“, - აცხადებენ SOCAR-ში.

აზერბაიჯანისთვის რუსული გაზის მიწოდება ხორციელდება ბუნებრივი აირის სეზონური გაცვლის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც 2021 წლის ივლისში გაფორმდა სახელმწიფო კომპანია Azerkontrakt-სა და გაზპრომის ჯგუფს შორის. ხელშეკრულების ვადა 2023 წლამდეა.

25.04.2022 22:18 რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის საკრებულოს შენობა დაიკავეს და იქ თავიანთი „მართვა“ დაიწყეს

რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა ხერსონის საკრებულოს შენობა აიღეს და იქ „მართვა“ დაიწყეს.

25 აპრილის საღამოს ხერსონის საკრებულო რუსმა სამხედროებმა დაიპყრეს. შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს.

რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა მესაზღვრეებს წაართვეს შენობის გასაღები და ცდილობდნენ, გარკვეულიყვნენ, რომელ საათზე იწყება ჩვეულებრივ სამუშაო დღე. მერს და საკრებულოს თანამშრომლებს სახლში წასვლის საშუალება მისცეს.

სამშაბათს, 26 აპრილიდან, საკრებულო არ იმუშავებს, რადგან ყველა შენობას დროებით რუსი დამპყრობლები გააკონტროლებენ.

25.04.2022 21:59 უკრაინის უშიშროების სამსახური არ აპირებს სოლოვიოვის მოკვლას, მას შეუძლია, თავისით ჩაიხრჩოს საკუთარი პროპაგანდისტული საქმიანობის „პროდუქტებში“ - უკრაინის უშიშროების სამსახური

„უკრაინის უშიშროების საბჭო სისტემატურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს, სერიოზული კომენტარი გააკეთოს რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთის ბრალდებებს, თითქოს უკრაინა ამზადებდა რუსი ტელეწამყვანის ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას.

უკრაინის სპეცსამსახურის განცხადებით, მათ ინტერესით წაიკითხეს რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ კიდევ ერთი „კრეატივი“, რომელმაც „გმირულად დააკავა ნეონაცისტები“, რომლებიც უკრაინის დაკვეთით გეგმავდნენ „საზოგადო მოღვაწის“ ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას.

„უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უშიშროების საბჭო სისტემატურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარი გააკეთოს რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომლებსაც უბრალოდ რუსული აუდიტორიისთვის იგონებენ.

მეორე - სოლოვიოვი არა საზოგადო მოღვაწე, არამედ ჩვეულებრივი პროპაგანდისტია - გებელსის რუსული ანალოგი, რომელიც უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს საერთაშორისო სასამართლოებში.

მესამე - უკრაინის უშიშროების სამსახური არ აპირებს ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას. ამავდროულად, იმ რაოდენობის ყალბი და ანტიუკრაინული სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს, მას შეუძლია, თავისით ჩაიხრჩოს საკუთარი პროპაგანდისტული საქმიანობის „პროდუქტებში“, - ვკითხულობთ უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

25.04.2022 21:43 რუსეთი უტევს რკინიგზას, რათა გაანადგუროს პარტნიორი სახელმწიფოებისგან სამხედრო დახმარების მიწოდების გზები - უკრაინის გენშტაბი

რუსული ჯარები ცდილობენ, გაანადგურონ პარტნიორი ქვეყნებიდან სამხედრო-ტექნიკური დახმარების მიწოდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

25 აპრილის 18:00 საათის შტაბის მონაცემებით, მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში გაერთიანებული ძალების დამარცხების, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარების და დროებით ოკუპირებულ ყირიმში სახმელეთო მარშრუტის შესანარჩუნებლად. 

„რუსული ჯარები ახორციელებენ სარაკეტო დაბომბვას სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით სტრატეგიული ბომბდამშენების, გემების და წყალქვეშა ნავების მონაწილეობით. ისინი ცდილობენ. გაანადგურონ პარტნიორი სახელმწიფოებიდან სამხედრო-ტექნიკური დახმარების მიწოდების გზები. ამისათვის კონცენტრირდნენ სარკინიგზო კვანძებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

25.04.2022 21:19 „როგორ შეიძლება, არ გჯეროდეს კარმის?“ - პოდოლიაკი ბრიანსკის ნავთობსაცავის ხანძარზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ბრიანსკში ნავთობსაცავში გაჩენილ ძლიერ ხანძარს Twitter-ზე გამოეხმაურა. მან ფაქტს კარმა უწოდა.

„ბელგოროდი, მოსკოვი, ბრიანსკი, მუდმივი „წარმოების ექსცესები“. როგორ შეიძლება არ გჯეროდეს კარმის ბავშვების მკვლელობისთვის? კიდევ რაღაც საინტერესოა. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ მზადაა, თვალი დახუჭოს ტერორიზმის დაფინანსებაზე ნავთობის ყიდვით. მაგრამ უნდა იყოს თუ არა ევროპა დამოკიდებული ქვეყანაზე, რომელიც თანდათანობით თვითგანადგურებას განიცდის?” - წერს პოდოლიაკი.

 

25.04.2022 20:54 მარიუპოლის მახლობლად სატელიტმა მესამე მასობრივი საფლავი დააფიქსირა

სატელიტებმა დააფიქსირეს მარიუპოლის გარეუბანში მშვიდობიანი მოსახლეობის მესამე მასობრივი საფლავის გამოჩენა. 

სოფელ სტარი კრიმში, მარიუპოლიდან 5 კილომეტრში, თანამგზავრებმა დააფიქსირეს 200 მეტრზე მეტი სიგრძის თხრილები, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება მოკლული მარიუპოლის მაცხოვრებლების კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იყოს.

25.04.2022 20:24 „მუდმივად არის კონტაქტი, რომ პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს და მის ბიზნეს-აქტივებს“ - დავით არახამია

პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, მიმართავს ევროკავშირსა და შეეღტებულ შტატებს, რათა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.

„ბიძინა ივანიშვილის დიალოგებით საქართველოს ხალხს შეუძლია ერთხელაც დარწმუნდეს, რომ ის, რომელიც არის ყველაზე მსხვილი ოლიგარქი და დღეს ხელმღვანელობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, არის ჭეშმარიტად პრორუსი ბიზნესმენ-პოლიტიკოსი. ივანიშვილი გულმოდგინედ ცდილობს, დამალოს ის ფაქტი, რომ დავალებებს კრემლიდან იღებს და ამის მერე ახდენს ტრანსლირებას საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებაზე.

აქედან გვაქვს ყველა ის ნეგატიური ეფექტი საქართველოს პრორუსულ პოზიციაზე რუსეთის მხრიდან აგრესიისთვის მხარის დაჭერაზე, რუსეთის მოქალაქეების და პოლიტიკოსების მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლის ეშმაკურ სქემებზე, რაც დაკისრებული აქვთ ევროკავშირის და აშშ-ის მეშვეობით. მე დღეს განვაცხადე, რომ მივმართავ ევროკავშირის და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას. ჩვენ დღეს უკვე გვყავდა რამდენიმე საერთაშორისო კონგრესმენი. მუდმივად არის კონტაქტი, რომ განვიხილოთ შესაძლებლობა, პერსონალური სანქციები დააკისრონ ივანიშვილს და ასევე, სანქციები მთელ მის ბიზნეს-აქტივებზე, იმისთვის რომ აღიკვეთოს საქართველოს ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში. დღეს ივანიშვილი გახდა საქართველოს იანუკოვიჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას მხარს არ უჭერს. უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი ქმედებაა და უახლოეს მომავალში ველით შედეგებს“, - განაცხადა არახამიამ.

25.04.2022 19:58 „მტერს არ აქვს წარმატება, ნელა მოძრაობს“ - არესტოვიჩი დონბასში არსებულ ვითარებაზე

„რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კვლავ რუბიჟნე-სევეროდონეცკი-პოპასნაიას მიმართულებაზეა ორიენტირებული“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ასევე, დამპყრობლები ცდილობენ გადაადგილებას იზიუმის მიმართულებით - ქალაქების სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ, მაგრამ მათ ამაში წარმატება არ აქვთ.

რაც შეეხება ხერსონსა და ხერსონის რეგიონს, მტერი ცდილობს გადაადგილდეს რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების მიმართულებით, თუმცა, ის უკრაინელი სამხედროებისგან საარტილერიო დარტყმებს იღებს.

არესტოვიჩმა დონბასში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „მტერს არ აქვს წარმატება, ნელა მოძრაობს“.

25.04.2022 19:48 მარიუპოლში ოკუპანტები პუტინის ბრძანებას არღვევენ - ალექსეი არესტოვიჩი

„დონეცკის ოლქში, მარიუპოლში, მტერი არღვევს საკუთარი მთავარსარდლის - რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას - არ შეუტიოს „აზოვსტალის“ ქარხანას“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.    

„ქალაქში, მტერი აგრძელებს შეტევას უკრაინის ძალების თავდაცვის ზონაზე - „აზოვსტალის“ ქარხანაზე, იყენებს არტილერიას, თვითმფრინავს, ისვრის ტანკებიდან და იქ გადაადგილებას ცდილობს თავდასხმის ჯგუფებით“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

25.04.2022 19:38 რუსეთის ქმედებები უკრაინაში სისულელეს ან სასოწარკვეთას აჩვენებს - ექსპერტი

რუსეთი უკვე ერთი კვირაა, ცდილობს აგრესიულად შეტევას უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე და მას „სპეციალური ოპერაციის მეორე ეტაპი“ უწოდა. თუმცა დამპყრობლებს წარმატებები და მნიშვნელოვანი შედეგები არ მიუღიათ. ამის შესახებ სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორმა ფილიპს ო'ბრაიენმა განაცხადა.

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთის სარდლობამ სისულელისა და სასოწარკვეთის ნიშნები გამოავლინა. ოკუპანტების კოლოსალური დანაკარგები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ფრონტის ხაზის ცენტრიდან გადატანას. „რუსული არმია დემორალიზებულია მთელი რიგი დანაკარგების შემდეგ, ამიტომ ჯარისკაცები არ არიან ეფექტური ბრძოლებში“.

„ფაქტობრივად, მათ ძალიან მცირე პროგრესს მიაღწიეს. იმდენი ზარალი განიცადეს კიევის კამპანიაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არც თუ ისე ჭკვიანურად იბრძვიან“ - განაცხადა ო'ბრაიენმა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ დამარცხებული სამხედროები ჩრდილოეთიდან დონბასში გადაიყვანეს. „ჯარი დამარცხებული, გამოფიტული და არაეფექტური იყო“.

„ეს ჯარისკაცები, რომლებიც კიევიდან გამოიყვანეს, დამარცხებული ჯარისკაცები იყვნენ - დაინახეს და ჩაიდინეს ომის დანაშაულები, დაინახეს, რომ დაიღუპნენ ადამიანები, დაიღალნენ, დაკარგეს ტექნიკა. ის, რომ რუსები არ აძლევენ უკრაინას მშვიდობას, სისულელის ან სასოწარკვეთის ნიშანია“, - დაასკვნა ანალიტიკოსმა.

25.04.2022 19:32 აზერბაიჯანისთვის რთულია შეიარაღებით დაეხმაროს უკრაინას, რადგან მათ აქვს მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, რომელთა ნეიტრალურობის ბალანსი ჩვენთვის გასაგებია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანის ნეიტრალური პოზიცია კიევისთვის გასაგებია, თუმცა დიდხანს ეს გაგებაც ვერ გასტანს. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა უცხოელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინა აზერბაიჯანისგან მეტს ელოდება.

„მე აზერბაიჯანისაგან ჯერ არ გამიგია, რომ ის მზადაა, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ პრეზიდენტი ალიევი მუდამ მხარს უჭერდა უკრაინას. იყო ჰუმანიტარული დახმარება, იყო სამედიცინო მხარდაჭერა. რაც შეეხება შეიარაღების საკითხს. ჩემი აზრით, დღეს აზერბაიჯანისთვის რთულია შეიარაღებით დაეხმაროს უკრაინას, ეს სიმართლეა და ამის გაგება შესაძლებელია, რადგან მათ აქვს მთიანი ყარაბაღი, არსებობს ეს საკითხი, ის ისტორიული და ძალიან რთული საკითხია, მე ეს მესმის. ასევე, გეტყვით, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, რომელთა ნეიტრალურობის ბალანსი ჩვენთვის გასაგებია. მე მესმის, რადგან აი, ახლა შეიძლება დაიწყოს ომი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მეტს ველოდებით, დიდხანს ჩვენი მხრიდან ეს გაგება ვერ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ყოველდღე იღუპებიან ჩვენი ბიჭები, თქვენც უნდა გაიგოთ ჩვენი. აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

25.04.2022 18:58 „საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ“ - კულება მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიო ლიდერებს მიმართა. მისი თქმით, მათ თუ მართლა სურთ ომის დასრულება, მაშინ რუსული ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ.

„თუ მსოფლიო ლიდერები და ბიზნესი სერიოზულად არის განზრახული რუსეთის ომის დანაშაულების დასრულებაზე, მათ ჯერ პუტინს უნდა ჩამოართვან ნავთობის შემოსავალი. საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ. რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა“, - განაცხადა კულებამ.

კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, რეალური ემბარგო დააწესოს რუსულ ნავთობზე.

„ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე რეალური ემბარგო უნდა დააწესოს. გარდა ამისა, რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს. მოდით ვიყოთ ნათელი: ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს, როგორც 100% რუსული ნავთობი. ნუ მისცემთ რუსებს უფლებას, თავი აარიდონ შეზღუდვებს“, - დაწერა კულებამ.

 

25.04.2022 18:34 „ვაგნერის ჯგუფის“ სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში შეტევა ვერ განახორციელეს და ზარალი განიცადეს - რომან ციმბალიუკი

კერძო სამხედრო კომპანია „ლიგას“ (ყოფილი „ვაგნერი“) დაქირავებულები ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაკავებას ლუგანსკის რეგიონში. თუმცა, დამპყრობლების გეგმები უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს. ამის შესახებ ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი წერს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა მოიგერიეს „ვაგნერის“ შეტევა, გაანადგურეს 6 დამპყრობელი და დაჭრეს კიდევ 13 დაქირავებული. თავდასხმის წარუმატებლობის შემდეგ დაქირავებულებს არ სურთ საბრძოლო ზონებში დაბრუნება.

„აღსანიშნავია, რომ კერძო სამხედრო კომპანიის ჯარისკაცები არ არიან განსაკუთრებით აქტიურად ჩართულნი საომარ მოქმედებებში. ურჩევნიათ, რაც შეიძლება შორს იყვნენ ფრონტის ხაზებიდან. ამ ინციდენტის შემდეგ ისინი საერთოდ არ გეგმავენ რაიმე ქმედების განხორციელებას, რადგან, მიუხედავად მათი მიღწევებისა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, მათ ხელფასი ერიცხებათ“, - განაცხადა ციმბალიუკმა.

25.04.2022 17:51 „რუსეთს შავ ზღვაში 58 საკრუიზო რაკეტა აქვს კონცენტრირებული“ - ალექსანდრე მოტუზიანიკი

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, შავ ზღვაში 8 რუსული საკრუიზო ხომალდი იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა ბრიფინგზე განაცხადა.

მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ მტრის საზღვაო ჯგუფები შავ და აზოვის ზღვებში აგრძელებენ საომარი მოქმედებების ზონის იზოლირებას, დაზვერვის ჩატარებას და თავიანთი ჯარებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენას.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დაზვერვის მიხედვით, ამჟამად შავ ზღვაში იმყოფება „კალიბრის“ საზღვაო საკრუიზო რაკეტების 8 გადამზიდი. სულ 58 რაკეტა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

25.04.2022 17:07 სარაკეტო თავდასხმა ვინიცას რაიონზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ვინიცას რაიონის ქალაქ ჟმერინკასა და კაზატინის მახლობლად სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ამის შესახებ ვინიცას საოლქო პროკურატურა სოციალურ ქსელში წერს.

„25 აპრილის დილას, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ვინიცას რაიონის ქალაქ ჟმერინკასა და ქალაქ კოზიატინის მახლობლად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რაკეტები გაისროლეს. მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 18 ადამიანი“, - წერს პროკურატურა.

შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები, პროკურორები და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

25.04.2022 16:54 რუსეთს „აზოვსტალში“ ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმაზე უარი არ უთქვამს - უკრაინის დაზვერვა

რუსეთმა არ შეუწყვეტია ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმები უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში არიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ტელეგრამ არხზე წერს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ „აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს“, - წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

25.04.2022 16:27 „ამის დაჯერება შესაძლებელი იქნებოდა, რუსებს აქამდე არაერთხელ რომ არ გაეტეხათ სიტყვა ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ“, - ვერეშჩუკის უარყოფს რუსეთის განცხადებას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, რათა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ამის შესახებ შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად, ევაკუაცია უსაფრთხო არ არის.

„ამის დაჯერება შესაძლებელი იქნებოდა, რუსებს აქამდე არაერთხელ რომ არ გაეტეხათ სიტყვა ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ. ვიცი, რასაც ვამბობ, რადგან პრეზიდენტის სახელით მე პირადად ვაწარმოებ ასეთ მოლაპარაკებებს და ვაწყობ ჰუმანიტარულ დერეფნებს“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა მხოლოდ ცალმხრივად გამოცხადდა და შესაბამისად, საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კვლავ არსებობს.

„ასე რომ, მე ოფიციალურად და საჯაროდ ვაცხადებ: სამწუხაროდ, დღეს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმებები არ არსებობს“, - დასძინა ვერეშჩუკმა.

მინისტრმა, ასევე, მოუწოდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, იმოქმედოს როგორც ინიციატორი და გარანტორი „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში.

„იმედი გვაქვს, რომ გაეროს გენერალურ მდივანსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება“, - დასძინა მინისტრმა.

25.04.2022 16:12 კადიროვმა ქალაქ რუბეჟნოეს სრული გათავისუფლება გამოაცხადა - რუსული მედია

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ტელეგრამ არხზე წერს, რომ მისმა მრჩეველმა აპტა ალაუდინოვმა ქალაქ რუბეჟნოეს „ნაციონალისტებისგან“ გათავისუფლება გამოაცხადა.

„ლუგანსკის მიმართულებაზე პასუხისმგებელი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის მრჩეველი აპტა ალაუდინოვი აცხადებს ქალაქ რუბეჟნოეს სრულ გათავისუფლებას უკრაინელი ნაციონალისტებისგან“, - წერს კადიროვი.

კადიროვის თქმით, ახმატის სპეცრაზმი მე-2 არმიის კორპუსის სადაზვერვო დანაყოფებთან ერთად „უკრაინელების ბოლო პოზიციებს თავს დაესხა რუბეჟნოეში“.

„ახლა რუსული არმიისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფები ასუფთავებენ ქალაქ რუბეჟნოეს შენობების სარდაფებს და საცხოვრებელ ოთახებს, ბანდერას ნარჩენებს. ვულოცავ ქალაქ რუბეჟნოეს მცხოვრებლებს კრიმინალური რეჟიმისგან გათავისუფლებას“, - დასძინა მან.

25.04.2022 15:04 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ხარკოვის რეგიონში რუსული სუ-34 გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ხარკოვის რეგიონში რუსული სუ-34 გამანადგურებელი ჩამოაგდო. ამის შესახებ საჰაერო სარდლობა „აღმოსავლეთი“ წერს.

„წინასწარი მონაცემებით, საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა სუ-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი“, - წერს სარდლობა.

25.04.2022 14:54 რუსეთი მზადაა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი მოქალაქეები აზოვსტალის ქარხნიდან - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათი შეიარაღებული ფორმირებები 25 აპრილს 14:00 საათიდან (კიევის დროით) არ გაისვრიან და მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების საშუალებას მისცემენ.

რუსული მხარე, ასევე, ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი 36-ე დღეა ფუნქციონირებს, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს. მათი ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვა არ წყდება. 

„წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები 2022 წლის 25 აპრილს 14:00 საათიდან (მოსკოვის დროით) ცალმხრივად წყვეტენ საომარ მოქმედებებს, ქვედანაყოფები გაყვანილია უსაფრთხო დისტანციაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსული მხარის თქმით, რუსი სამხედროები ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისას მთელ პერიმეტრზე ან „აზოვსტალის“ გარკვეულ რაიონებში თეთრ დროშებს აღმართავენ.

რუსეთის ფედერაცია საჯაროდ და ოფიციალურად აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად, გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ფორმირებების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, გააგრძელონ მშვიდობიანი მოქალაქეების „ადამიანის ფარად“ შენარჩუნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დასძენს, რომ ეს განცხადება „აზოვსტალში“ უკრაინელ სამხედროებს უწყვეტად მიეწოდებათ რადიოარხებით ყოველი 30 წუთის ინტერვალით, ასევე, ოპერატიული საკომუნიკაციო არხებით ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის მეშვეობით.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, პასუხისმგებელია „ჰუმანიტარულ რეაგირებაზე“.

25.04.2022 13:57 რუსები ჩაძირული კრეისერ „მასკვადან“ რაკეტებისა და დოკუმენტების მოპოვებას ცდილობენ - Bild

იმ ადგილას, სადაც რუსული კრეისერი „მასკვა“ ჩაიძირა, სპეციალური სამაშველო გემი „კომუნა“ მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა Bild წერს.

„რუსეთი ცდილობს ჩაძირული კრეისერიდან „მასკვა“ მიიღოს საზენიტო რაკეტები, რითაც აღჭურვილი იყო გემი, ასევე, საიდუმლო დოკუმენტები და სამხედრო აღჭურვილობა “, - ნათქვამია განცხადებაში.

„მასკვას“ სიდიდის გამო (სიგრძით 187 მეტრი), 110 წლის „კომუნამ“ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაძირული კრეისერის სიღრმიდან ბოლომდე აწევა შეძლოს. 

25.04.2022 13:25 „რუსებმა აღდგომა უკრაინელების სისხლისაგან გააწითლეს, ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინელების სისხლის დაღვრით უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული ზნეობა მათ არ ეხებათ.

„რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავდა რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში, რომელსაც განსაკუთრებული სიტყვები სჭირდება, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც ე.წ. რწმენა და ქრისტიანული სიკეთე ჰქვია.

რუსმა ჯარმა ეს აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარში გააწითლა, არამედ სისხლით გააწითლა. ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ, მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ. ასე რომ, ეკლესიაში სანთლის ხელში ტარება არ ნიშნავს იყო ქრისტიანი. ყოველწლიურად აღდგომის აღნიშვნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო ადამიანი, იყო ქრისტიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25.04.2022 12:31 რუსები „აზოვსტალს“ ისევ ბომბავენ - უკრაინის გენშტაბი

„მტერი აწარმოებს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამარცხოს მოკავშირეთა ძალები, დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს სახმელეთო გზა ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

შტაბის ინფორმაციით, ვოლინის, პოლისიასა და სევერსკის რაიონებში მტერმა არ განახორციელა აქტიური მოქმედება, არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ცვლილებები მტრის ქვედანაყოფების პოზიციასა და საქმიანობაში, რომლებიც იცავენ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკრაინულ-ბელორუსულ და უკრაინულ-რუსულ მონაკვეთებს.

რაც შეეხება სლობოჟანსკის მიმართულებას, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დაბომბვას საარტილერიო და სარაკეტო ყუმბარმტყორცნებით ხარკოვის, კარასივკას, პრუდიანკასა და კორორბოჩკინოს დასახლებებში.

იზიუმ - ბარვინკოვისა და იზიუმ - სლოვიანსკის მიმართულებით, მტერი ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„დონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საარტილერიო დაბომბვა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. ქალაქ მარიუპოლში, მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ჩვენი ჯარების პოზიციებზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ასევე, თავდასხმის ოპერაციებს ატარებს სოფელ პოპასნაზე“, - წერს უკრაინის გენერალური შტაბი.

25.04.2022 12:21 უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა - ლოიდ ოსტინი

შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ „სწორი აღჭურვილობითა და სწორი მხარდაჭერით“. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეუძლიათ, გაიმარჯვონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ უკრაინისთვის ისეთი სახის მხარდაჭერა, რომელიც ეფექტური იქნება ბრძოლის ამ ეტაპზე“, - განაცხადა ოსტინმა.

25.04.2022 12:04 21 900 რუსი სამხედრო, 884 ტანკი, 181 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 25 თებერვლიდან 25 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე) 

🔵 21 900 - ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 884 - ტანკი

🔵 2 258 - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 411 - საარტილერიო სისტემა

🔵 149 - MLRS

🌕 69 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 181 - თვითმფრინავი

🌕 154 - ვერტმფრენი

🔵 1 566 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 8 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 201 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 28 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა

25.04.2022 11:40 „დამოუკიდებელი უკრაინა პუტინზე ბევრად დიდხანს იარსებებს“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ რომ სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ბევრად მეტხანს იარსებებს. ამის შესახებ ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მახლობლად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა ვლადიმერ პუტინზე ბევრად დიდხანს იარსებებს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ ვნახავთ საბოლოო წარმატებას“, - განაცხადა ბლინკენმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა „უკრაინაში მარცხი განიცადა“ და „უკრაინამ წარმატებას მიაღწია“.

„რუსეთი ცდილობდა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წართმევას. ეს ვერ მოხერხდა. ის ცდილობდა, დაედასტურებინა მისი სამხედრო ძალა, მისი ეკონომიკა. თუმცა საპირისპიროს ვხედავთ“, - დასძინა ბლინკენმა.

25.04.2022 11:31 „ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ს მაღალჩინოსნების ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“ - ზელენსკი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.

 „აშშ-ს მაღალჩინოსნების დელეგაციის ვიზიტი კიევში ამ გადამწყვეტ მომენტში უკრაინის სახელმწიფოსთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ერთად თავდაცვითი დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდა, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები განვიხილეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მათმა თავდაცვის მხარდაჭერამ უკვე მიაღწია $3,4 მილიარდს. მან, ასევე, ისაუბრა სანქციების პოლიტიკაზე.

„ჩვენ გვესმის, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები ამ გზაზე. პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს ზელენსკი.

25.04.2022 11:05 წარუმატებლობის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, ტერორისტულ ზომებს მიმართოს - Bellingcat-ის ჟურნალისტი

რუსეთის ფედერაცია უკრაინის სამხრეთ ნაწილის, მათ შორის, ოდესის დაკავებას 9 მაისამდე გეგმავს. ამის შესახებ Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან პანიკა და 9 მაისამდე რაიმე სახის „გამარჯვების“ „გაყიდვის“ სურვილი.

„მათ ესმით, რომ თუ ხალხს არ აჩუქებენ რაღაც ლამაზს, მაგალითად, ოდესის სავსე დერეფანს, მაშინ ხალხი დაიწყებს კითხვების დასმას“, - განმარტავს გროზევი.

გროზევის განცხადებით, კრემლი ეძებს ნებისმიერ „მიღწევას“, რომელიც 9 მაისამდე საკმარისი იქნება.

„თუ ისინი არ მიაღწევენ წარმატებას - და მეჩვენება, რომ ვერ მიაღწევენ წარმატებას - მაშინ ისინი მზად იქნებიან იმისთვის, რომ ბოლო წუთს მეტი ტერორისტული ზომები მიიღონ და ეს მოიცავს ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - დასძინა ხრისტო გროზევმა.

ჟურნალისტის თქმით, რუს ხალხს აღარ სჯერა მათი ხელისუფლებისა და პროპაგანდის.

25.04.2022 10:35 უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ჩაიშლება და აგრესორის ჯარების უკან დახევით დასრულდება - ხრისტო გროზევი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე ეტაპი ჩაიშლება და დასრულდება აგრესორის ჯარების უკან დახევით. ამის შესახებ Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა განაცხადა.

მისი თქმით, მარიუპოლისთვის ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაშიც კი, უკრაინას მაინც შეუძლია გამარჯვებული გამოვიდეს შეტევის მეორე ტალღაში. გროზევმა ამ ქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრისას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ პრობლემად იქ იარაღის საჭირო რაოდენობის ნაკლებობა დაასახელა.

„რაც შეეხება იარაღს, ყოველკვირეულად მოდის, დრო შენთვის მუშაობს. რაც ერთი კვირის წინ შეუძლებელი იყო, დიდი ალბათობით ორ-სამ კვირაში იქნება შესაძლებელი“, - ამბობს ჟურნალისტი.

გროზევის თქმით, მთავარია უკრაინას მიეწოდოს იარაღი.

„დასავლეთის ქვეყნები, კერძოდ, 19 დასავლელი პარტნიორი უკრაინას მაღალტექნოლოგიურ იარაღს აწვდის, ეს იმედს იძლევა“, - დარწმუნებულია ექსპერტი.

დონბასის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით გროზევი ამბობს, რომ თუ რუსეთის ფედერაცია უახლოეს მომავალში, გარდა „მინიმალური ტაქტიკური“ წართმევისა, ახალ ტერიტორიებს ვერ დაიკავებს, მაშინ ომის მეორე ეტაპი მისთვის წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში, მისი პროგნოზით, ორ-სამ კვირაში დაიწყება რუსული ჯარების გარღვევა საპირისპირო მიმართულებით.

„ეს საშუალებას მისცემს უკრაინას გახსნას მეორე ფრონტი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ორ-სამ კვირაში მოხდება და არა ორ დღეში“, - შეაჯამა ჟურნალისტმა.

25.04.2022 10:22 რუსეთი მცირე პროგრესს აღწევს დონბასის შეტევაში - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთმა მცირე პროგრესი განიცადა ზოგიერთ ადგილას მას შემდეგ, რაც მან ყურადღება გაამახვილა დონბასის სრულ ოკუპაციაზე. საკმარისი ლოგისტიკური და საბრძოლო მხარდაჭერის გარეშე რუსეთმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან გარღვევას. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.

როგორც დაზვერვის განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის გადაწყვეტილება მარიუპოლში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ალყაში მოქცევისა და არა თავდასხმის შესახებ ნიშნავს, რომ ბევრი რუსული ქვედანაყოფი ქალაქში რჩება და მათი გადანაწილება შეუძლებელია. მარიუპოლის უკრაინულმა თავდაცვამ, ასევე, ამოწურა მრავალი რუსული ქვედანაყოფის რესურსი და შეამცირა მათი საბრძოლო ეფექტურობა.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა გაკონტროლდება სამხედროების მიერ და არა ოფიციალური პირების მხრიდან.

„ალბათ, ეს ასახავს სურვილს, რომ შიდა მოსახლეობისგან დაიმალოს რუსეთის დანაკარგების რეალური სურათი“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

25.04.2022 10:02 რუსეთის მიზნის მისაღწევად ხერსონი არის გასაღები - ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის განცხადებით, რუსეთი აპირებს ხერსონში ფსევდორეფერენდუმის მოწყობას, რაც დამპყრობლებისთვის მათი ოკუპაციის გასამართლებელი იქნება.

„რუსეთი გეგმავს „რეფერენდუმის“ მოწყობას ქალაქ ხერსონში თავისი ოკუპაციის გასამართლებლად. ქალაქი საკვანძოა რუსეთის მიზნის მისაღწევად - ყირიმთან სახმელეთო კავშირის დამყარება და სამხრეთ უკრაინაში დომინირება“.

19 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ამზადებდნენ ფსევდორეფერენდუმების ჩატარებას ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ გამოცხადებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ.

ასევე, ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსი დამპყრობლები მაისის დასაწყისისთვის რეგიონში ფსევდორეფერენდუმს ამზადებდნენ.

 

24.04.2022 23:30 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით ასამდე რუსი ოკუპანტი და სამი ტანკი გაანადგურეს

დღის განმავლობაში უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსების ერთი შეტევა მოიგერიეს. 

უკრაინელებმა ოკუპანტებს დიდი ზარალი მიაყენეს, დაიღუპა 100-მდე რუსი სამხედრო. 

„დღის განმავლობაში აღმოსავლეთში რუსეთის ჯარებმა განახორციელეს ერთი შეტევა.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 100-მდე რუსი ჯარისკაცი, 3 ტანკი , 17 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 10 სამხედრო მანქანა, ორი საარტილერიო სისტემა და ერთი მტრის უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში. 

24.04.2022 22:48 რუსები სუმის ოლქს არტილერიით ესვრიან - უკრაინული მხარე

რუსი ოკუპანტები სუმის ოლქში მდებარე სოფელ ატინსკოეს არტილერიით ესვრიან, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური იუწყება.

„ატინსკოეს გარდა, რუსეთის ტერიტორიიდან დაიბომბა სოფელ ბოიარო-ლეჟაჩში მდებარე კერძო სახლები. საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლი არ არის.

ამ დროისთვის სუმის ოლქში რუსი აგრესორის მხრიდან სხვადასხვა პროვოკაციების შესაძლებლობა კვლავ არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

24.04.2022 20:36 ომის დაწყების შემდეგ მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - მარიუპოლის მერი

რუსეთის მიერ გაჩაღებული სისხლიანი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მარიუპოლის 20 ათასზე მეტი მცხოვრები დაიღუპა, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. 

„დღეს უკვე გვაქვს სამწუხარო მაჩვენებელი - 20 ათასზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, ესენი არიან ქალები, ბავშვები, სამწუხაროდ, ისინი დაიღუპნენ.

100 000-ზე მეტი ადამიანი, სამწუხაროდ, რჩება ქალაქში. ისინი ითხოვენ ხსნას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - სამწუხაროდ, ორი დღეა რუსული საოკუპაციო ჯარები არღვევენ ევაკუაციის პროცესს, არ უშვებენ მოსახლეობას, რომლებიც ევაკუაციისთვის განკუთვნილ ლოკაციებზე იკრიბებიან“, - აცხადებს ბოიჩენკო..

24.04.2022 17:50 „ლუკაშენკო დასავლეთთან მოლაპარაკებას პუტინის გარეშე აწარმოებს“ - არესტოვიჩი

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთთან ცალკე მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის თანხმობის გარეშე აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა

„ჩვენი ინფორმაციით, ის აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ამის შესახებ გვეუბნება ბელარუსის ოპოზიციაც და დასავლური დაზვერვაც. დეტალები არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ ლუკაშენკო ამბობს: მე დამნაშავე არ ვარ, ის თვითონ მოვიდა ჩემთან.

ჩვენ ვნახეთ, რომ ბელორუსი ხალხი ჩვენთან ომის წინააღმდეგი იყო. ამჟამად ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე სარაკეტო იერიშების განსახორციელებლად პრაქტიკულად არ გამოიყენება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

24.04.2022 17:29 „გავანადგურეთ უკრაინის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 25 უბანი“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

რუსულმა ჯარებმა უკრაინაში ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების სახელოსნოები გაანადგურეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

„მაღალი სიზუსტის სახმელეთო რაკეტებმა პავლოგრადის ოლქში გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დენთის საწარმოები.

გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 26 სამხედრო ობიექტს დაარტყა. მათ შორის განადგურდა ბატალიონის სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტი, ასევე ცოცხალი ძალისა და უკრაინული სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 25 უბანი“, - განაცხადა კონაშენკოვმა.

24.04.2022 16:51 რუსებმა ხარკოვის ოლქი კვლავ დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელი კალინოვო დაბომბეს, - ამის შესახებ ზოლოჩოვის დასახლების ხელმძღვანელი ვიქტორ კოვალენკო იუწყება

თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. 

„ერთი საათის წინ 60 წლის ქალმა თავშესაფარში მისვლა ვერ მიასწრო და დაბომბვისას გარდაიცვალა. ჯამში სოფელში დღეს ორი სახლი მთლიანად დაინგრა, კიდევ ოთხი დაზიანდა“, - განაცხადა კოვალენკომ.

24.04.2022 15:18 დაჭრილი უკრაინელი სამხედროების 80%-ზე მეტი სამსახურს უბრუნდება - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

„სამხედრო მედიკოსების ძალისხმევით, დაჭრილი უკრაინელი სამხედროების 80%-ზე მეტი სამსახურს უბრუნდება“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სამხედრო მედიკოსები დღესაც ფრონტზე არიან, ისინი, ფაქტობრივად, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა სიცოცხლესა და ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უკრაინული სამხედრო მედიცინის უზარმაზარი გამარჯვება, დაჭრილების უკიდურესად მაღალი პროცენტი უბრუნდება სამსახურს - 80 პროცენტზე მეტი“, - განაცხადა მალიარმა.

24.04.2022 14:05 დონეცკის ოლქში რუსულ დაბომბვას 5 და 14 წლის გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში მდებარე ოჩერეტინის დასახლებაში რუსულ დაბომბვას 5 და 14 წლის გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება

„ოჩერეტინის დასახლებაში ორი ბავშვს სიცოცხლე რუსმა ოკუპანტებმა აღდგომის დილით წაართვეს. სახლი მირუს ქუჩაზე, სადაც მათი ოჯახი ცხოვრობდა, დაინგრა, 14 და 5 წლის გოგონები დაიღუპნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

24.04.2022 12:57 „ამ დიდებულ დღესაც კი მარიუპოლში მტერი უდანაშაულო ბავშვების თავზე ბომბებს ისვრის“ - „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე

„აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი მსოფლიოს ლიდერებს სთხოვს, რომ რუსები მარიუპოლში ზავის გამოცხადებაში დაარწმუნონ. 

„ამ დიდებულ დღეს მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ჯარისკაცები, რომლებმაც ზეადამიანური საქციელი შეასრულეს მიტოვებულ ქალაქში, შეძლონ, რომ თავიანთი ძმებისა და დების საფლავებზე მივიდნენ. 

მაგრამ დაიმახსოვრეთ, ამ დროსაც კი მარიუპოლში მტერი უდანაშაულო ბავშვების თავზე ბომბებს ისვრის.

24.04.2022 12:20 „გამოაცხადეთ ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლზე“ - პოდოლიაკი რუსებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთს „აზოვსტალზე“ გაუთავებელი თავდასხმების შესაჩერებლად მოლაპარაკებებს სთავაზობს. 

„რუსეთის ფედერაციას ვთავაზობ, იფიქროს დარჩენილ რეპუტაციის, ამისთვის მხოლოდ სამი „მარიუპოლის საფეხურია“ საჭირო.

1. გამოაცხადეთ ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლზე.

2. დაუყოვნებლივ გააკეთეთ ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

3. შევთანხმდეთ„მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდზე“, რათა დატყვევებული სამხედროები გაცვალოთ“, - აცხადებს პოდოლიაკი. 

24.04.2022 11:51 რუსების დაბალი საბრძოლო სულისკვეთება მათი შეტევის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს - ბრიტანული დაზვერვა

დემორალიზაცია და გადაჯგუფებისთვის შეზღუდული დრო რუსეთის შეტევის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტი იუწყება. 

ბრიტანული დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გასულ დღეებში უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების არაერთი შეტევა მოიგერიეს. 

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ რუსეთმა გარკვეული ტერიტორიული მონაპოვარი მოიპოვა, თუმცა უკრაინის წინააღმდეგობა ყველა მიმართულებით ძლიერი იყო, რის გამოც ოკუპანტებმა დიდი ზარალი განიცადეს. 

24.04.2022 11:11 რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება

რაკეტები სარკინიგზო ინფრასტრუქტურას მოხვდა.

თავდასხმას 48 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, განადგურდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ახლომდებარე ავტომობილები.  

23.04.2022 17:55 თუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთს „დაუყოვნებლივი“ შურისძიებით დაემუქრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, მისი ქვეყანა ომში ჩაერთვებოდა.

მისი თქმით, რეალური ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა წინასწარ კონსულტაციებს მოკავშირეებთან არ გამართავს, არ გაითვალისწინებს მათ აზრს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

„რუსეთს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენც გვაქვს ბირთვული იარაღი. თუ პუტინი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, ამის გაკეთებას ჩვენც შევძლებთ. რუსეთი ვეღარავის დაემუქრება. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. პუტინის დიქტატურა და რუსული იმპერიალიზმი დაიმარხება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

23.04.2022 18:14 უკრაინამ ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი გაანადგურა - ლიკვიდირებულია ორი გენერალი

უკრაინის შეიარაღებამ რუსეთის საოკუპაციო ძალების 49-ე გაერთიანებული არმიის წინა სამეთაურო პუნქტს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია 22 აპრილს ჩატარდა.

შედეგად, დამპყრობლების უმაღლესი ოფიცრები „განადგურდნენ“ - ლიკვიდირებულია ოკუპანტების ორი გენერალი, ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია.

დაზვერვის ცნობით, სამხედრო ბაზა შეტაკებების ხაზიდან ახლოს, ხერსონის რეგიონში მდებარეობდა.

22.04.2022 00:40 დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის ათი შეტევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკავშირეთა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის ათი შეტევა და გაანადგურეს ათობით მანქანა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

„მიმდინარე დღეს, 21 აპრილს, მოკავშირეთა ძალების სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 10 თავდასხმა. ოსტატურად მოქმედებისა და ოსტატობის წყალობით ჩვენმა ჯარისკაცებმა ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს. კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 6 ტანკი, 4 საარტილერიო სისტემა, 8 ჯავშანტექნიკა და 15 მანქანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

22.04.2022 00:26 ეთიოპიელები რიგში დგანან უკრაინის წინააღმდეგ ომში მოხალისეებად წასასვლელად - Reuters

რუსეთის ფედერაციას შეუძლია მიმართოს ფარულ რეკრუტირებას ეთიოპიიდან და ერიტრეიდან. რუსეთის საელჩოებთან ასობით მოხალისე შენიშნეს. ამის შესახებ reuters წერს.

როგორც გამოცემა წერს, ორი კვირის განმავლობაში მოხალისეები მიდიოდნენ რუსეთის საელჩოებში ფულის გამო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის სურვილით.

იმ ტერიტორიის მცხოვრებლების თქმით, სადაც საელჩო მდებარეობს ეთიოპიაში, ბოლო დროს მოხალისეთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა. მამაკაცებს სთავაზობენ სავარაუდოდ დიდ ანაზღაურებას. ზოგიერთი ინფორმაციით, ომის შემდეგ მოხალისეებს შესთავაზეს 2000 დოლარი და დასაქმება რუსეთში.

19 აპრილს რამდენიმე ასეულმა კაცმა შეავსო კითხვარები ეთიოპიის სამართალდამცავ თანამშრომლებთან, სადაც მითითებულია მათი მონაცემები და საბრძოლო გამოცდილების მტკიცებულება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ თარჯიმნის მეშვეობით მამაკაცმა რუსულად მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი კონტაქტები შეინახება და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდებიან.

რუსეთის საელჩომ უგულებელყო გამოცემის მოთხოვნა, რომ ამ თემაზე გაეკეთებინათ კომენტარი და 19 აპრილს გაავრცელა განცხადება, თითქოსდა ეთიოპიის მოქალაქეებმა გამოხატეს სოლიდარობა და ძმური მეგობრობა რუსეთის მიმართ.

The Times დაზვერვის წარმომადგენლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მეზობელ ერიტრეიდან რუსეთის არმიის რიგებში 5000 მოხალისის გაგზავნა იგეგმება. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სავარაუდოდ, გაფრინდა ერიტრეაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ, სადაც შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ისაია აფევერკის.

21.04.2022 23:57 დღის განმავლობაში უკრაინელებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაანადგურეს 200-მდე დამპყრობელი და ხუთი ტანკი

დღის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაანადგურეს 200-მდე დამპყრობელი, ხუთი ტანკი, ერთი თვითმფრინავი და სხვა მტრის ტექნიკა. ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ წერს.

„უკრაინელი დამცველები აგრძელებენ აგრესორის შეკავებას ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში. კერძოდ, 21 აპრილს რუსეთის ფაშისტურმა ჯარებმა სამი შეტევა განახორციელეს. ასევე, ჩვენმა არტილერიამ ზარალი მიაყენა პერსონალსა და ტექნიკას. ბრძოლა გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაზუსტებულია, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს: პერსონალი - 200-მდე, ხუთი ტანკი , ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ერთი ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი საარტილერიო სისტემა, ერთი თვითმფრინავი, ცხრა ერთეული საავტომობილო ტექნიკა, სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

21.04.2022 22:59 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რუსული ვერტმფრენი Mi-8 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული Mi-8 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. აღნიშნულია, რომ როდესაც მტრის ეკიპაჟის კიდევ ერთი ვერტმფრენი გაფრინდა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ის გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმის ჯარების სარდლობა წერს.

ვერტმფრენის განადგურებაში უკრაინელ სამხედროებს დაეხმარა პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემა Stinger.

„შემდეგ, კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი, რომელიც შესაძლოა, გადარჩენილი ეკიპაჟის ევაკუაციას ცდილობდა, წარმატებით გაანადგურეს ჩვენმა საზღვაო ქვეითებმა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე, დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კიდევ ერთი k-52 „ალიგატორი“, სუ-34, სუ-25 და „ორლან-10“ გაანადგურეს.

21.04.2022 22:17 „ომის 57 დღის განმავლობაში ჩვენ გავათავისუფლეთ ათასზე მეტი დასახლება, მაგრამ ოკუპირებულთა რაოდენობა მეტია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტისთვის მიმართვის დროს განაცხადა, რომ უკრაინელებმა 1 000-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს რუსებისგან, თუმცა ოკუპირებული ქალაქებისა და თემების რაოდენობა მეტია.

„57-დღიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ჩვენ გავათავისუფლეთ უკრაინის ათასამდე დასახლებული პუნქტი, რომელიც დაიპყრო რუსეთმა, მაგრამ ოკუპირებული ქალაქებისა და თემების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ჯარები არ წყვეტენ უკრაინის ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების დაბომბვას, ნებისმიერი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, საკვების საწყობების, სკოლების, საავადმყოფოების, ეკლესიების, უნივერსიტეტების აფეთქებას.

21.04.2022 21:58 „მარიუპოლი ჩვენია!“ - კადიროვმა მარიუპოლის აღება გამოაცხადა

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ტელეგრამზე წერს, რომ რუსებმა მარიუპოლი აიღეს. 

„მარიუპოლი ჩვენია! იმ მომენტიდან, როდესაც ქალაქის დაცვა დაირღვა, მსგავსი შედეგი გარდაუვალი იყო. ნაციონალისტური ფორმირებების მებრძოლები მტკიცედ არიან დაფუძნებული ამ ქალაქში. რუსული ჯარების მოსვლამდე ნაციონალისტებმა მოახერხეს ქალაქის ყოველი სანტიმეტრის შესწავლა, ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში იარაღისა და მარაგის შეგროვება და გონივრულად მძევლად აიყვანეს ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. როგორც ჩანს, ნაცისტებმა განჭვრიტეს მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტი. მათ არ გაითვალისწინეს ყველაზე მთავარი - ჩვენი ვაჟკაცი მებრძოლები. ბანალურმა შეუფასებლობამ გამოიწვია ბანდერას სიმაგრეების თანმიმდევრული დაცემა“, - წერს კადიროვი.

რამზან კადიროვის თქმით, კონტროლის ქვეშ მოექცა „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობაც.

„ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, ჩემი ძვირფასი ძმის, ადამ დელიმხანოვის კომპეტენტური მეთაურობით, რომელიც პასუხისმგებელია მარიუპოლის მიმართულებით, რუს სამხედროებთან და დონეცკის მებრძოლებთან ერთად, მუშაობდნენ უმაღლეს დონეზე, ქალაქი მთლიანად და შეუქცევადად აიღეს. მთელი ტერიტორია სისტემატურად გაიწმინდა ნაციონალისტების, ბანდერას, შაიტანებისა და სხვა ნაგვისგან, კონტროლის ქვეშ მოექცა „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობაც, რომელიც განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობისაა და გაიწმინდა მთელი მიმდებარე ტერიტორია. ნაცისტები ქარხნის ტერიტორიაზე ბეტონისა და რკინის სისქის ქვეშ იყვნენ ჩაკეტილები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კედლები ბოლოა, რასაც ისინი ცხოვრებაში ნახავენ. ნაციონალისტების არაადამიანური მეთოდების გამო ჩვენს მებრძოლებს პერიოდულად უჭირდათ. ფაშისტური რაზმი საცეცხლე პოზიციებად შეგნებულად ირჩევდა საცხოვრებელი კორპუსების უშუალო სიახლოვეს ან თავად საცხოვრებელ კორპუსს. ამის საფუძველზე ორმაგად გართულდა ლიკვიდაციის ამოცანები. შეუძლებელი იყო მშვიდობიანი მოსახლეობიდან მსხვერპლის დაშვება, მაგრამ ამავე დროს საფრთხის განადგურება იყო საჭირო. ჩვენმა უშიშროების ძალებმა სასწრაფოდ მოსწიეს ბანდერას ძაღლები პოზიციებიდან, რის შემდეგაც დავალება გადავიდა უფრო მარტივ ფაზაში - განადგურებაში“, - წერს კადიროვი ტელეგრამზე.

კადიროვმა მადლობა გაუხადა ყველას, ვინც, როგორც თავად ამბობს „წვლილი შეიტანა მარიუპოლის განთავისუფლებაში“.⠀„გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ მეთაურს, მებრძოლს, მოხალისეს, ვინც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მარიუპოლის განთავისუფლებაში! თქვენი ვაჟკაცობის და გამბედაობის წყალობით მარიუპოლის მკვიდრნი სამუდამოდ გათავისუფლდებიან ნაციონალისტური ჩაგვრისგან. დარწმუნებული ვარ, რომ რუს ჯარისკაცებს, ისევე როგორც ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მებრძოლებს, კიდევ უფრო ნათელი გამარჯვება ელის. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ დაკავებულები ვართ მართლაც დიდი მიზნების შესრულებით და იღბალი ყოველთვის თან ახლავს კარგ საქმეს“, - წერს რამზან კადიროვი.

21.04.2022 21:40 მტერი არ წყვეტს უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბომბვას - უკრაინის გენშტაბი

მარიუპოლში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს და თავდასხმის მცდელობებს საზღვაო პორტისა და „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოებში. ზოგადად, უკრაინის მასშტაბით სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დაბომბვა არ წყდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„მტერმა განაგრძო შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად. ამავდროულად, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმები უკრაინის მასშტაბით არ წყდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

21.04.2022 21:31 ახლა უკრაინას უკრაინაში უფრო მეტი ტანკი აქვს, ვიდრე რუსებს - Washington Post

პენტაგონის გათვლებით, უკრაინას უფრო მეტი ტანკი აქვს, ვიდრე რუსეთს. ამის შესახებ Washington Post წერს.

„ახლა უკრაინელებს უკრაინაში უფრო მეტი ტანკი აქვთ, ვიდრე რუსებს... და მათ, რა თქმა უნდა, აქვთ მათი გამოყენების უფლება“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Washington Post-თან.

თუმცა, მხოლოდ ტანკების შედარებითი რაოდენობა არ არის განმსაზღვრელი იმისა, თუ რომელ მხარეს აქვს უპირატესობა. მაგრამ უკრაინის უპირატესობა ტანკებით - ჯავშანტექნიკით, რომლებიც მძლავრი იარაღია სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში - მნიშვნელოვანი მონაცემებია, რადგან მოკავშირეები აერთიანებენ რესურსებს, რათა დაეხმარონ უკრაინელ სამხედროებს რუსული შემოჭრის თავიდან აცილებაში.

ამავდროულად, Washington Post-ს მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადა, რომ 20-მდე რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გადაიარაღება და შევსება მიმდინარეობს.

21.04.2022 20:59 ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული ტექნიკის გადაადგილების ინტენსივობა შემცირდა - უკრაინის გენშტაბი

დაფიქსირდა ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ინტენსივობის მნიშვნელოვანი შემცირება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

შტაბი, ასევე, წერს, რომ მტერმა განაგრძო შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დასამყარებლად.

„ამავდროულად, უკრაინის მასშტაბით სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და დაბომბვები არ წყდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ვოლინის, პოლისიისა და სევერსკის მიმართულებებში მტერს არ განუხორციელებია აქტიური მოქმედებები. ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალები კრძალავენ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას, დაბლოკილია უკრაინული მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

„გარდა ამისა, მტერი ცდილობდა მარიუპოლის სრული კონტროლის აღებას. მან განაგრძო საჰაერო დარტყმების განხორციელება და თავდასხმის მცდელობა საზღვაო პორტისა და „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოებში“, - ვკითხულობთ გენშტაბის განცხადებაში.

21.04.2022 20:49 უკრაინელებმა რუსული პოლკის მეთაური გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი დენის მეჟუევი, ამავე ფორმირების ხელმძღვანელობის კიდევ ორი ​​დამპყრობელი კი მძიმედ დაიჭრა და მოსკოვში გადაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

13 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოკლეს რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის პოლკის მეთაური დენის მეჟუევი. 

21 აპრილს საღამოს შეჯამებაში, გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ მეჟუევი მოკლეს, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დეტალები არ დაასახელა.

„მტერი განიცდის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს. განახლებული მონაცემებით, პოდპოლკოვნიკი დენის მეჟუევი ლიკვიდირებული იქნა უკრაინის დამცველების მიერ. ამავე ქვედანაყოფის ხელმძღვანელობის ორი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ხარიტონოვი და პოდპოლკოვნიკი სმირნოვი დაიჭრა“, - ვკითხულობთ შტაბის განცხადებაში.

21.04.2022 20:07 საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა - ესპანეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა

ესპანეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, რომელიც შეიცავს 200 ტონა საბრძოლო მასალას, სატვირთო მანქანებს და ჯავშანმანქანებს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კიევში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა განვაცხადო, რომ უკრაინაში გაიგზავნა იარაღის ახალი ტვირთი. ესპანურ გემ „იზაბელს“, რომელიც დღეს ესპანეთის პორტიდან პოლონეთში გაემგზავრა, გადააქვს 200 ტონა საბრძოლო მასალა და სხვა მასალები, 30 სატვირთო მანქანა დატვირთული სამხედრო მასალებით და 20 ჯავშანტექნიკა“, - აღნიშნა სანჩესმა.

მან დასძინა, რომ ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ესპანეთს ოდესმე გაუგზავნია სხვა ქვეყნისთვის.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

21.04.2022 19:11 რუსები აგრძელებენ „აზოვსტალის“ დაბომბვას - პეტრო ანდრიუშჩენკო

მარიუპოლში რუსული ჯარები აგრძელებენ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მცდელობებს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო წერს.

„სწორედ ახლა ხდება „აზოვსტალის“ ტერიტორიის დაბომბვა და დაბომბვა... დარწმუნებული ვარ, ოკუპანტები არ გაჩერდებიან „აზოვსტალში“ მყოფთა სრულ განადგურებამდე“, - წერს ანდრიუშჩენკო.

მას მიაჩნია, რომ მარიუპოლისა და მათი დამცველების გადარჩენა მხოლოდ გარე ჩარევას და უსაფრთხოების გარანტიებს შეუძლია.

მერის მრჩეველმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ტრამვაის დეპოს მიდამოში, რომელიც აზოვსტალის ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. ეს ადასტურებს რუსეთის პრეტენზიების უსაფუძვლობას ქალაქზე სავარაუდო სრული კონტროლის შესახებ.

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი სამხედროა, მათ შორის, 500-მდე დაჭრილია. უკრაინის ხელისუფლება რუსებისგან მეტალურგიული ქარხნიდან სასწრაფო ჰუმანიტარული დერეფნის გამოყოფას ითხოვს.

21.04.2022 18:36 „ნატოსთან კონსულტაციის გარეშე“ - ჯონსონი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯს გადადგამს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუ პუტინი გადაწყვეტს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ, ბრიტანეთი არ გაჩუმდება. საპასუხო დარტყმა იქნება დაუყოვნებლივ, დამატებითი კონსულტაციების გარეშე.

„მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო იტოვებს უფლებას, უპასუხოს ნატოს სხვა ქვეყნებთან კონსულტაციის გარეშე“, - განაცხადა ჯონსონმა.

21.04.2022 18:04 უკრაინელებმა კიდევ ერთი სუ-34, სუ-25 და „ორლან-10“ გაანადგურეს

დღეს, 21 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების სუ-34, სუ-25 და „ორალან-10“ გაანადგურეს.

სუ-34 უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის რეგიონში ჩამოაგდეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. 

„დღეს ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს კიდევ ერთი მტრის თვითმფრინავი სუ-34. რუსული საბრძოლო ტექნიკა ჩამოგდებულია იზიუმის რეგიონში, სადაც ოკუპანტებთან ბრძოლა მიმდინარეობს“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

თვითმფრინავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ დროისთვის უცნობია გადარჩნენ თუ არა პილოტები.

რაც შეეხება სუ-25-სა და „ორლან-10“-ს, ისინი საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს.

„21 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების სამხედრო ნაწილების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის საჰაერო თავდასხმის თვითმფრინავი სუ-25 და მრავალფუნქციური უპილოტო საჰაერო სისტემა „ორლან-10“, - ვკითხულობთ საჰაერო ძალების პრესცენტრის განცხადებაში.

21.04.2022 17:45 უკრაინული დაზვერვა რუსი არტილერისტების სიას აქვეყნებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სამსახური იმ რუსი არტილერისტების სიას აქვეყნებს, რომლებმაც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს და არაერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. 

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა მონაცემები რუსი სამხედრო დამნაშავეების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან უმაღლესი სარდლობის შტაბს და შეგნებულად ასრულებენ პუტინის რეჟიმის ბრძანებებს!“, აღნიშნულია განცხადებაში.

სიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის 1-ლი სატანკო არმიის 288-ე საარტილერიო ბრიგადის სამხედროები შედიან. 

სამხედრო დამნაშავეთა სია ასე გამოიყურება:

🔴 ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ალექსანდრე ბლაჟკო. 

🔴 მიხაილ ანდრიანოვი. დაბადებული 1986 წლის 5 სექტემბერს. 

🔴 ევგენი ბიკოვი. დაბადებული 1988 წლის 23 თებერვალს.

🔴 ვლადიმერ ვასილენკო. დაბადებული 1984 წლის 8 ივლისს.

🔴 ალექსანდრე ვლასოვი. დაბადებული 1988 წლის 15 ივლისს. 

🔴 ბორის გლაზკოვი. დაბადებული 1987 წლის 3 იანვარს. 

🔴 პაველ გოლცოვი. დაბადებული 1985 წლის 21 თებერვალს. 

🔴 ალექსეი გოლუბევი. დაბადებული 1971 წლის 21 იანვარს. 

🔴 სერგეი გოროდილოვი. დაბადებული 1985 წლის 8 იანვარს. 

🔴 ვლადიმერ ელაგინი. დაბადებული 1969 წლის 16 დეკემბერს.

🔴 ანდრეი კადაკოვი. დაბადებული 1969 წლის 8 სექტემბერს. 

🔴 დენის კადიკოვი. დაბადებული 1990 წლის 15 ნოემბერს.

🔴 მაქსიმ კლიმოვი. დაბადებული 1985 წლის 15 სექტემბერს.

🔴 ალექსეი კოლედენკო. დაბადებული 1991 წლის 12 ნოემბერს.

🔴 ილია კრასილნიკოვი. დაბადებული 1978 წლის 28 თებერვალს, შტაბის უფროსი - რუსეთის ფედერაციის დასავლეთ შეიარაღებული ძალების 288-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი.

🔴 ალექსეი მიგუნოვი. დაბადებული 1979 წლის 22 თებერვალს, 288-ე საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო დივიზიის მეთაური.

🔴 ალექსეი პეტროვი. დაბადებული 1985 წლის 23 აგვისტოს. 

🔴 ევგენი პეშკოვი. დაბადებული 1980 წლის 19 სექტემბერს.

🔴 მიხაილ პუხლიაკოვი. დაბადებული 1985 წლის 27 აპრილს. 288-ე საარტილერიო ბრიგადის სადაზვერვო საარტილერიო განყოფილების საკონტროლო ბატარეის მეთაური, მაიორი. 

🔴 გენადი რეიდა. დაბადებული 1982 წლის 3 ნოემბერს.

🔴 ალექსეი რომანოვი. დაბადებული 1981 წლის 12 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის შეიარაღებული ძალების 1-ლი სატანკო არმიის თვითმავალი საარტილერიო დივიზიის მეთაური, კაპიტანი. 

🔴 იგორ რიბინი. დაბადებული 1989 წლის 22 აგვისტოს. რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის შეიარაღებული ძალების 1-ლი სატანკო არმიის 288-ე საარტილერიო ბრიგადის სადაზვერვო საარტილერიო განყოფილების მეთაური, კაპიტანი. 

🔴 გენადი რიჟოვი. დაბადებული 1982 წლის 5 თებერვალს. რუსეთის ფედერაციის დასავლეთ შეიარაღებული ძალების 1-ლი სატანკო არმიის 288-ე საარტილერიო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიის მეთაური, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი.

🔴 ვადიმ სონკინი. დაბადებული 1986 წლის 10 ივნისს. 288-ე საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსის თანაშემწე

🔴 რამილ ტინჩურინი. დაბადებული 1986 წლის 6 ივნისს. თვითმავალი საარტილერიო ბატარეის მეთაური, კაპიტანი. 

🔴 ევგენი ქრისტოფოროვი.  დაბადებული 1983 წლის 13 მაისს. რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის არმიის 1-ლი სატანკო არმიის 288-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 თვითმავალი საარტილერიო დივიზიის მეთაური, კაპიტანი.

🔴 ვიქტორ შევჩენკო. დაბადებული 1985 წლის 1 იანვარს. რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის არმიის 1-ლი სატანკო არმიის 288-ე საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო დივიზიის მეთაური, კაპიტანი.

21.04.2022 17:39 კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის ადგილზე მტერი სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს - ვლადისლავ ნაზაროვი

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც მტრის კრეისერი „მოსკოვი“ გუნდის ნაწილთან ერთად ჩაიძირა, რუსებმა სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ისინი ასევე ახორციელებენ სანაპიროს საჰაერო დაზვერვას. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ წარმომადგენელმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.

„მტრის ფლოტი ატარებს სადაზვერვო, ტვირთის გადაზიდვას და სამძებრო სამუშაოებს კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის ადგილზე“, - განაცხადა ნაზაროვმა.

მისი თქმით, ოდესისა და სხვა რეგიონების ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება. ნაზაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონის დასახლებები სისტემატურად ექვემდებარება საარტილერიო და ნაღმტყორცნების დაბომბვას.

21.04.2022 14:46 რუსებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაცია იუწყება

„რუსებმა ზაპოროჟიეს 2 რაკეტით დაარტყეს, მათ ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანება კიდევ ერთხელ სცადეს. მსხვერპლი არ არის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აფეთქების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები არ გადაიღონ და არ გაავრცელონ. 

21.04.2022 14:27 შოიგუმ პუტინი მარიუპოლის აღების შესახებ მოატყუა - უკრაინული მედია

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის აღების შესახებ მოატყუა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

შოიგუმ პუტინს მოახსენა „მარიუპოლის გათავისუფლების“ შესახებ, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ ქალაქში 2 000-ზე მეტი უკრაინელი დამცველი დარჩა.

შოიგუმ მარიუპოლს „ნაციონალისტური „აზოვის“ დედაქალაქი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ალყაში მოქცევის დროს, უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 8 100 ადამიანი იყო, ახლა კი 2 000-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდ არის დაბლოკილი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე“.

შოიგუმ, ასევე, დასძინა, რომ  „აზოვსტალზე“ ოპერაციის დასრულებას სამი ან ოთხი დღე სჭირდება“.

როგორც უკრაინული მედია წერს, მინისტრმა პუტინს „აზოვსტალში“ შტურმი შესთავაზა. პუტინს კი ეს იდეა არ მოეწონა და მან განაცხადა, რომ „არ არის საჭირო კატაკომბებში ასვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა ამ სამრეწველო ობიექტებში. გადაკეტეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია, რომ ბუზი არ გაფრინდეს“.

21.04.2022 13:46 „რუსების მიერ რუბეჟნოეს აღების შესახებ განცხადება ყალბია, ქალაქს უკრაინელები აკონტროლებენ“ - სერგეი გაიდაი

რუსების მიერ „რუბეჟნოეს გათავისუფლების“ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი იუწყება

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვლავ განაცხადა რუბეჟნოეს „გათავისუფლების“ შესახებ, ინფორმაცია ისევ ყალბია. ეს არის მესამე ასეთი „გათავისუფლება“ რუბეჟნოეს ოკუპანტების მიერ. პირველად ეს დასახლება პირველ მარტს დამპყრობლების „კონტროლის ქვეშ მოექცა“. შემდეგ, 18 მარტს, რუსულმა პროპაგანდამ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია რუბეჟნოეს „გათავისუფლებისა“ და მისი უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან „განწმენდის“ შესახებაც კი, თუმცა, 20 მარტს ჩვენ უარვყავით ეს ინფორმაცია. ყალბი ქვეყანა არ გაჩერდება, ასე რომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში რუსულმა პროპაგანდამ რუბეჟნოეს მეოთხედ „გათავისუფლების“ შესახებაც განაცხადოს“, - განაცხადა გაიდაიმ.

21.04.2022 12:47 „ქალაქ ავდეევკაში რუსებმა ჩვენი დაცვის ხაზის გარღვევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ“ - უკრაინული მხარე

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას მიმართულებით რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ, უკრაინელი დამცველების დაცვა გაერღვიათ, მაგრამ ვერ შეძლეს, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო იუწყება

„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები ყველაზე აქტიურად დაბომბვას მარინკის, ავდეევკაში, ოჩერეტინსკის და ტორეცკის მიმართულებით აგრძელებენ. ავდეევკას მიმართულებით რუსებმა სცადეს ჩვენი თავდაცვის გარღვევა, მაგრამ ვერ მოახერხეს.

თავად ქალაქ ავდეევკაში რუსულმა ჭურვებმა დღის განმავლობაში რამდენიმე სახლი, სასოფლო-სამეურნეო საწარმო და სამედიცინო დაწესებულება დააზიანა. ასევე გუშინ გაითიშა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

ოჩერეტინსკში დაზიანდა სახლები და გაითიშა ელექტროგადამცემი ხაზები.

ჩვენ ვაფიქსირებთ რუსი დამპყრობლების ყველა დანაშაულს!” - განაცხადა კირილენკომ.

21.04.2022 12:03 რუსული არმია მოძველებული საბჭოთა სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად ემზადება - უკრაინის დაზვერვა

რუსული არმია უკვე ემზადება მოძველებული საბჭოთა სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს.

„უკრაინის არმიის მტკიცე წინააღმდეგობამ და გამძლეობამ ჩაშალა რუსეთის გეგმები, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მიზნისთვის მიეღწიათ და შექმნა რუსული ჯგუფის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის მუდმივი შევსების აუცილებლობა დიდი დანაკარგების გამო”, - განაცხადა დაზვერვამ.

საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო ხშირად იყენებენ საბჭოთა წარმოების აღჭურვილობას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში (1970-იანი წლებიდან) შენახული იყო. თავდაცვის სამინისტრო, ასევე, წერს, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების შესაძლებლობების გაზრდას უკრაინის ქალაქების უწყვეტი დაბომბვის განსახორციელებლად.

21.04.2022 11:34 „ბუზი არ გაფრინდეს“ - პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება ბრძანა - რუსული მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას მარიუპოლში „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანაზე თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და გაუქმების ბრძანება გასცა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Tass წერს.

„პრეზიდენტმა მოითხოვა „აზოვსტალის“ ინდუსტრიული ზონის გადაკეტვა, რათა „ბუზი არ გაფრინდეს“, - წერს რუსული მედია.

პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მიზეზით ახსნა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო კატაკომბებში ასვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა ამ სამრეწველო ობიექტებში. გადაკეტეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია, რომ ბუზი არ გაფრინდეს. რუსეთი გარანტიას აძლევს უკრაინელი სამხედროების სიცოცხლეს და ღირსეულ მოპყრობას, რომლებიც „აზოვსტალს“ დატოვებენ“, - განაცხადა პუტინმა.

სერგეი შოიგუ პუტინის ბრძანებას დაემორჩილა და უპასუხა „დიახ“. მან პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ 2 000 ბოევიკი რჩება ქარხნის ტერიტორიაზე.

„რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს მარიუპოლი, მაგრამ 2 000 ბოევიკი რჩება აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

21.04.2022 11:05 21 000 რუსი ჯარისკაცი, 2 118 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

🔵 21 000 - ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 829 - ტანკი

🔵 2 118 - საბრძოლო ჯავშანტექნიკა

🌕 393 - საარტილერიო სისტემა

🔵 136 - MLRS

🌕 67 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 172 - თვითმფრინავი

🌕 151 - ვერტმფრენი

🔵 1 508 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 8 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 166 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 27 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა

21.04.2022 10:45 „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ - კადიროვი დარწმუნებულია, რომ დღეს „აზოვსტალის“ ქარხანას აიღებს

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ დღეს „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ გადავა.

„მინდა გაგიზიაროთ კარგი ამბავი - ხვალ, უფრო სწორად, დღეს, ლანჩამდე ან ლანჩის შემდეგ, „აზოვსტალი“ მთლიანად იქნება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. ყველაფერი მზად არის, სტრატეგია მზად არის, ჯარისკაცები მზად არიან. ამას უბრალოდ დრო სჭირდება და სულ ეს არის“, - განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, თუ „აზოვსტალში“ ბოევიკები დადებენ იარაღს, „რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, უმაღლესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით, მიიღებს საუკეთესო, სწორ გადაწყვეტილებას მათთვის“.

21.04.2022 09:46 უკრაინელებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსების 9 შეტევა მოიგერიეს 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. 

„დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული ჯარების 9 თავდასხმა მოიგერიეს. განადგურდა ერთი ტანკი, ათი ჯავშანტექნიკა, ორი სამხედრო მანქანა, ერთი საარტილერიო სისტემა, ორი სპეციალური საინჟინრო ტექნიკა, საზენიტო-სარაკეტო სისტემა და მტრის საბრძოლო მასალის საცავი.

უკრაინის საჰაერო ძალებმა დღის განმავლობაში ოთხი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს: სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი საკრუიზო რაკეტა.

მტერი ცდილობს, განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთში, რათა სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე.

ვოლინის, პოლესიესა და სევერსკის მიმართულებით მტერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებია. 

სლობოჟანსკოეს მიმართულებით, მტერი აგრძელებს ლოგისტიკური მხარდაჭერის გაზრდას.

ბალაკლეიაში დაჭრილი რუსი სამხედროების მოთავსება ქალაქის პოლიკლინიკაში დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მუსიკალური სკოლის შენობაში რუსი სამხედროებისთვის ჰოსპიტალი იყო განთავსებული. ქალაქის პოლიკლინიკაში ოკუპანტების მოთავსება მიუთითებს დაჭრილთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე და მათ შემდგომ სამედიცინო ევაკუაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას და დაბომბვას. დონეცკისა და ტავრიისკის მიმართულებით მტერი აგრძელებს საარტილერიო დაბომბვას.

ხერსონის ოლქში დამპყრობლები გეგმავენ მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის ორგანიზებას უკრაინასთან ომისთვის. ამავდროულად, ოკუპანტებმა დაისახეს მიზანი, რომ მთლიანად შეაჩერონ ოლქის ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.

ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტა ბალკაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ აღარ იქნება „მწვანე დერეფნები“ და ხალხს დასახლების დატოვება აუკრძალეს. გარდა ამისა, მათ გააფრთხილეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ რუსების პოზიციების დაბომბვის შემთხვევაში, რუსი დამპყრობლები დასახლების დაბომბვას დაიწყებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

21.04.2022 09:18 რუსეთმა სააღდგომო პერიოდში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა

რუსეთმა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის წინადადება სააღდგომო პერიოდში ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადების შესახებ უარყო, - ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგი კისლიცია იუწყება.

„ანტონიუ გუტერეშმა რუსეთს 21 აპრილიდან 4 დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამ საკითზე მოსკოვის ფიურერის უარყოფითი პოზიცია უშიშროების საბჭოში რამდენიმე საათში გამოცხადდა“, - განაცხადა კისლიციამ.

გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებს უწოდა „ფსევდოსამშვიდობო, ტყუილი და არაგულწრფელი“ უწოდა და თქვა, რომ პაუზა უკრაინას იარაღის მიღებისთვის ხელსაყრელ პირობებს მისცემს.

20.04.2022 18:50 „სახელმწიფოს აქვს სტრატეგია უკრაინის მთელი სამხრეთის დეოკუპაციისთვის“ - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას აქვს სტრატეგია უკრაინის სამხრეთით მდებარე ყველა დასახლების დეოკუპაციისთვის.

„არც შეგეპაროთ ეჭვი, რომ სახელმწიფოს აქვს სტრატეგია უკრაინის სამხრეთით მდებარე ყველა ქალაქისა და სოფლის დეოკუპაციისთვის. ჯერ ერთი, ჯარი, მოკლედ და ნათლად. მეორეც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უბრალო ხალხის 90%-ზე მეტი ნათლად აცხადებს თავის პროუკრაინულ პოზიციას. შესაბამისად, არ იქნება დროებითი ოკუპაციაც კი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

20.04.2022 18:32 ხარკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საბრძოლო მასალის საიდუმლო საწყობი აღმოაჩინა

ხარკოვის ოლქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საბრძოლო მასალისა და 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკის კომპონენტების საიდუმლო საწყობი აღმოაჩინა.

„მთელი ეს ტექნიკა უკვე გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. წინასწარი მონაცემებით, იქ არსებული ნაწილები განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის დაზიანებული ტექნიკისთვის“, - წერს პრესსამსახური.

ჩხრეკისას უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო და თავდაცვის სამინისტროს გადასცა 60 სრული სატანკო ძრავა და დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები. გარდა ამისა, აღმოაჩინეს 26 საჰაერო მართვადი რაკეტა.

უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ამ საწყობში არსებული აღჭურვილობა ადრე იყო მოპარული სამხედრო არსენალებიდან. შეჭრის წინა დღეს კი საწყობის მფლობელები აპირებდნენ საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას და მტრის აღჭურვილობით უზრუნველყოფას. უკვე ცნობილია, რომ დანაშაულში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულია.

20.04.2022 15:58 „იზიუმის რაიონში მტრის შეტევა წარუმატებელია“ - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსები იზიუმის მიდამოში (ხარკოვის რეგიონი) შეტევას ცდილობენ, თუმცა წინსვლას ვერ ახერხებენ. 

მისი თქმით, ხარკოვის რეგიონში ბრძოლები გრძელდება. მანამდე გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია რამდენიმე გათავისუფლებული დასახლების შესახებ. არესტოვიჩმა დააზუსტა, რომ უკრაინელი სამხედროები ამ მიმართულებით ნელ-ნელა წინ მიიწევენ.

„მტრის ძალისხმევის კონცენტრაციის მთავარი მიმართულება არის იზიუმი. ისინი ცდილობენ წინსვლას, მაგრამ უშედეგოდ, არ გამოსდით“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

20.04.2022 14:05 ბერდიანსკში რუსები 9 მაისისთვის კონცერტის გამართვას ითხოვენ - ალექსანდრ სვიდლო

ბერდიანსკში (ზაპოროჟიეს რაიონი) რუსმა სამხედროებმა კულტურის სახლის დირექტორად თავიანთი წარმომადგენელი დანიშნეს. დამპყრობლები 9 მაისისთვის კონცერტების მომზადებას ითხოვენ. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია წერს.

ბერდიანსკის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ სვიდლომ განაცხადა, რომ ოკუპანტები ერევიან კულტურული დაწესებულებების მუშაობაში და იქ მომუშავეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

„რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ჩვენს კულტურის სახლში მოვიდნენ და მოითხოვეს 9 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტები. მათ უკანონოდ დანიშნეს დირექტორი. ეს ძალიან აწუხებს ხალხს, ისინი აღშფოთებულნი არიან. მეტიც, ოკუპანტები აკეთებენ ყალბ განცხადებებს და დაჟინებით ითხოვენ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა სვიდლომ.

20.04.2022 10:58 ნორვეგია უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემებს „მისტრალს“ გადასცემს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

ნორვეგია უკრაინას 100-მდე „მისტრალის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემას გაუგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა.

„კარგი ამბავი დილიდან. ნორვეგიამ უკრაინაში 100-მდე „მისტრალის“ საზენიტო სარაკეტო სისტემის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, - წერს ერმაკი.

20.04.2022 10:44 „უკრაინისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო“ - ალექსანდრე მოტუზიანიკი

„უკრაინელ დამცველებსა და რუს დამპყრობლებს შორის დონბასისთვის ბრძოლა რამდენიმე დღეა გრძელდება. დამპყრობლებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მტერმა საგრძნობლად დააჩქარა შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში და გაზარდა სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების რაოდენობა პრაქტიკულად მთელ ხაზზე.

„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადამწყვეტი ბრძოლა უკვე დაიწყო“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

მისი აზრით, რუსი დამპყრობლების ფართო შეტევა ქვეყნის აღმოსავლეთით ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამასთან, პოლკოვნიკმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინის ქალაქები და სოფლები და დიდი და პატარა ციხე-სიმაგრეებია. ისინი გაბედულად იკავებენ თავდაცვას და ხელს უშლიან მტერს.

„ისინი არ აძლევენ საშუალებას რუსებს, რომ მათი გეგმები განხორციელდეს და უკრაინის ყველა ტერიტორია მიიტაცონ. ამიტომ, ბრძოლა დონბასში, გადაჭარბების გარეშე, გადამწყვეტი ბრძოლაა უკრაინისთვის“, - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

20.04.2022 00:12 კადიროველებმა სამხედროების ბუნტის მცდელობა ჩაახშვეს - მოკლულია სამი რუსი

„ზაპოროჟიეს ოლქში კადიროველებმა მოკლეს რუს სამხედროებს შორის ბუნტის სამი წამქეზებელი, რომლებიც მზად იყვნენ, იარაღი დაეყარათ და სახლში წასულიყვნენ“, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა ივან არეფიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტებს ბრძოლა არ სურთ, რადგან დაპირებულ ხელფასს ვერ იღებენ. 

„უკრაინის დაზვერვის თანამშრომლების თქმით, გუშინ დაიწყო რუსი სამხედროების ბუნტი პოლოგოვსკის რაიონში: რუს ჯარისკაცებს არ სურთ ბრძოლა, რადგან არ უხდიან დაპირებულ ფულს. თუმცა, კადიროველებმა სასტიკად მოკლეს ბუნტის სამი წამქეზებელი, რომლებიც მზად იყვნენ, რომ სახლში წასულიყვნენ“, - განაცხადა არეფიევმა. 

19.04.2022 23:33 „რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში, როგორც ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული არმიის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, რუსები თავიანთი ქმედებების გამო შევლენ ისტორიაში როგორც ყველაზე ბარბაროსული არმია. 

„ამ ომით რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ალბათ ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ყველა სახის, მათ შორის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის გამოყენება რუსეთის არმიის ხელწერაა. ეს არის ისეთი სისასტიკე, რომელიც თაობების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოს, როგორც აბსოლუტური ბოროტების წყაროს წარმოაჩენს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

19.04.2022 23:07 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების 3 შეტევა მოიგერიეს და 30 ოკუპანტი გაანეიტრალეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 30 ოკუპანტი გაანეიტრალეს

დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების 3 შეტევა მოიგერიეს. 

„ბრძოლის შედეგად განადგურდა: პირადი შემადგენლობა - 30, ტანკი - 2, ჯავშანტრანსპორტიორი / ქვეითი საბრძოლო მანქანა - 8, ვერტმფრენი - 1“, - აცხადებენ უკრაინელები. 

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, 24 თებერვლიდან 19 აპრილის ჩათვლით რუსეთში 20 800-მდე რუსი ოკუპანტი დაიღუპა. 

19.04.2022 21:19 „მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ თითქმის მთლიანად განადგურდა“ - აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარა აცხადებს, რომ მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. 

მისივე თქმით, ქარხანა თითქმის მთლიანად განადგურდა.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, - განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს.

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

19.04.2022 20:29 „ჩვენი ჯარების კონტრშეტევის შედეგად, დონეცკის ოლქში რუსებმა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთით შეტევა სცადეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. 

„რუსული ტერორისტული ძალების ქვედანაყოფებმა ქალაქ იზიუმის სამხრეთით თავდასხმას სცადეს, მაგრამ იგი წარუმატებელი აღმოჩნდა, ზარალი განიცადეს და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

ვოლინის, პოლესიესა და სევერსკის მიმართულებით მტერს აქტიური შეტევა არ განუხორციელებია. 

ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომების ქსელის გამოყენებას აგრძელებენ.  

სლობოჟანსკოეს მიმართულებით, ქალაქ ხარკოვის მხრიდან მტრის ბლოკადა გრძელდება.  

დონეცკის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მახლობლად, უკრაინის ჯარების კონტრშეტევის შედეგად, მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია. თავდაცვის ძალების ნაწილებმა დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს.

ბრძოლა გრძელდება ოლექსანდრივკას მიდამოში სამხრეთ ბაგის რაიონში, თუმცა მტერი წარუმატებელია. ის ცდილობს მიაღწიოს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს, არ წყვეტს დასახლებების დაბომბვას.

რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშების განხორციელებასა და დაბომბვას. 

მტერს მნიშვნელოვანი საკადრო დანაკლისი აქვს. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების დანაყოფების დაკომპლექტების პრობლემის გადაჭრის მიზნით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გააფორმოს მოკლევადიანი კონტრაქტები სამთვიანი ვადით და გაამარტივოს მომავალი კანდიდატების ფსიქოფიზიკური შერჩევის ფორმა, თუმცა ამ ზომებმა სასურველი შედეგი არ მოიტანა. 

არსებული ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 42 ნაწილში მხოლოდ 130 საკონტრაქტო მოსამსახურე შეირჩა. მათგან 22-მა უკვე თქვა უარი უკრაინაში ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე.

რუსებს დიდი დანაკლისიც აქვთ. ჩრდილოეთ ფლოტის სანაპირო ძალების მე-14 არმიის კორპუსის 200-ე ცალკეულ მოტორიზებულ ბრიგადაში ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის პირადი შემადგენლობა განადგურდა. გარდა ამისა, უკრაინაში განადგურდა 51-ე პარაშუტის პოლკის სამი ასეული და 137-ე პარაშუტის პოლკის ასეული, რომლებიც 106-ე პარაშუტის დივიზიის შემადგენლობაში შედიან“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. 

19.04.2022 20:06 „მარიუპოლში მყოფი დანებებული უკრაინელი სამხედროებისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს ვხსნით“ - რუსული მხარე

რუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლში მყოფი იმ უკრაინელი სამხედროებისთვის, რომლებიც დანებებაზე დათანხმდებიან, ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის.  

„ქალაქ მარიუპოლში „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით და ასევე წმინდა ჰუმანური პრინციპების გამო, 2022 წლის 19 აპრილს მოსკოვის დროით 14:00 საათიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჰუმანიტარული დერეფანი გახსნეს უკრაინელი სამხედროებისა და ნაციონალისტური ფორმირებების მებრძოლებისთვის, რომლებმაც ნებაყოფლობით დაყარეს იარაღი.

სამი ჰუმანიტარული კოლონა განლაგდა აზოვსტალის რაიონში: დასავლეთიდან - შევჩენკოს ქუჩაზე, აღმოსავლეთიდან - პობედას გამზირზე და ჩრდილოეთიდან - ტაგანროგსკაიას ქუჩაზე. თითოეულ კოლონაში შედის 30 ავტობუსი და მანქანა ხალხის გადასაყვანად და ათი სასწრაფო დახმარების მანქანა.

კიევის ოფიციალურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გამოიჩინონ წინდახედულობა, მისცეს შესაბამისი მითითებები მებრძოლებს, რომ შეწყვიტონ უაზრო წინააღმდეგობა და დატოვონ წინააღმდეგობის ცენტრი. მებრძოლებს მოვუწოდებთ, რომ მათ კიევის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და დაყარონ იარაღი. ყველა ჩაბარებულს გარანტირებული აქვს სიცოცხლის შენარჩუნება, სრული უსაფრთხოება და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა“ - განაცხადა რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა.

19.04.2022 19:32 რუმინეთი უკრაინას იარაღს მიაწოდებს

რუმინეთი ეროვნული თავდაცვის სისტემის ზოგიერთი ინსტიტუტის რეზერვიდან უკრაინას იარაღს მიაწოდებს, - ამის შესახებ რუმინული მედია იუწყება. 

რუმინელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის აღნიშნული დახმარების მიწოდება რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე მნიშვნელოვანია. 

შეგახსენებთ, უკრაინამ ნატოს ქვეყნებს იარაღის შემოწირულებისკენ ან გაყიდვისკენ მოუწოდა. დიდი ალბათობით, უკრაინას შესთავაზებენ ყოფილი სსრკ-ის მიერ წარმოებულ იარაღს, რომლის გამოყენებაც უკრაინელმა სამხედროებმა ძალიან კარგად იციან.

19.04.2022 17:18 „ომის დასრულება ბრძოლის ველზე გადაწყდება“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულება ბრძოლის ველზე გადაწყდება. მისი თქმით, ამ საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა არ იგეგმება.

„ამ ომის დასრულება ბრძოლის ველზე გადაწყდება და არა მოლაპარაკების მაგიდასთან“, - ასე უპასუხა კულებამ კითხვას, შეიძლება თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებას მოჰყვეს ომის დასრულება.

19.04.2022 17:09 ხარკოვში დაბომბვის ინტენსივობა გაიზარდა, დაშავდა 16 და გარდაიცვალა 3 ადამიანი - ოლეგ სინეგუბოვი

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ხარკოვში და მთლიანად რეგიონში გაუარესებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხარკოვის საცხოვრებელი უბნები კვლავ მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. რუსი ოკუპანტები 35-40 კილომეტრის მანძილიდან მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს იყენებენ. 

„სამწუხაროდ, ხარკოვში 16 ადამიანი დაიჭრა, 3 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. დაბომბეს დერგაჩევსკისა და ჩუგუევსკის რაიონები“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, ხარკოვში დაბომბვის საერთო ინტენსივობა გაიზარდა.

19.04.2022 17:00 „უკრაინაში რუსული სამხედრო სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი იწყება“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში მოსკოვი ომის ახალ ეტაპს იწყებს.

მისივე თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის „გათავისუფლებაა“. 
 
„ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ განთავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება, ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება და ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. 

ჩვენ, კეთილგანწყობის ჟესტის გამო, შევცვალეთ კონფიგურაცია ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში, თუმცა, თქვენ იცით, ეს მათ არ დააფასეს. სამაგიეროდ, ბუჩაში სპექტაკლი დადგეს“, - განაცხადა ლავროვმა.    

19.04.2022 16:31 უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეხუთედ გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები მეხუთედ გაცვალეს, 76 სამხედრო უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრუნდება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. ასევე სახლებში ბრუნდება 16 მშვიდობიანი მოქალაქე“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა 14 აპრილს მოხდა, რომლის დროსაც 30 უკრაინელი გათავისუფლდა.

19.04.2022 15:34 „მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია გახაროთ, მარიუპოლში „აზოვსტალს“ დღეს ავიღებთ“ - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიას დღეს დაიკავებენ. 

„მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია ვახარო იმ ხალხს, ვინც ელოდება უკრაინის რესპუბლიკაში მშვიდობასა და  სტაბილურობას. დღეს, ყოვლისშემძლე ალაჰის დახმარებით, ჩვენ დავასრულებთ ბენდერებს მარიუპოლში და „აზოვსტალს“ მთლიანად ავიღებთ“, - განაცხადა კადიროვმა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს.

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

19.04.2022 14:58 უკრაინის რვა რეგიონში ოკუპაციისგან 919 დასახლება გათავისუფლდა - ტიმოშენკო

900-ზე მეტი დასახლება ოკუპირებულია ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, კიევის, ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და ჩერნიგოვის რეგიონებში. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

„ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, კიევის, ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და ჩერნიგოვის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 11 ათასზე მეტი დასახლებაა. მათგან სამი ათასზე მეტი იყო ან რჩება ოკუპაციის ქვეშ. ამ დროისთვის დეოკუპირებულია 919 დასახლებული პუნქტი“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

ტიმოშენკომ განმარტა, რომ გათავისუფლებული დასახლებების 29%-მა უკვე გაააქტიურა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი აღმასრულებელი ორგანოების მუშაობა. ასევე, მისივე თქმით, ჰუმანიტარული შტაბის მუშაობა დაიწყო 192 დასახლებაში. მან დასძინა, რომ „სამოცდაათზე მეტი ტერიტორია განადგურდა“.

19.04.2022 13:30 დონბასისთვის ბრძოლა განსაზღვრავს ომის მესამე ეტაპს - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ომის მესამე ეტაპს გადაწყვეტს დონბასისთვის ბრძოლა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია და მისი ბედი განსაზღვრავს ომის მესამე ფაზას, ეს ფაზა ისეთივე დამღუპველი იქნება, როგორც პირველი ეტაპი. ძალთა ბალანსის მხრივ, ეს არ გვაძლევს შესაძლებლობას, გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც დასახულია“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია დახარჯავს ბოლო საოპერაციო რეზერვებს, მას მხოლოდ ტაქტიკური მოქმედებების უნარი ექნება.

„მათ სამი ვარიანტი აქვთ: დადგნენ თავდაცვაზე, შეეცადონ, მხარი დაუჭირონ ამას ხერსონის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური განცხადებებით, ან წავიდნენ. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - დასძინა არესტოვიჩმა.

19.04.2022 13:11 რუსულმა ტანკმა საკუთარ ჯარისკაცს გადაუარა - უკრაინული მედია

„რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ უარყვეს მითი, რომ „ისინი არ ტოვებენ საკუთარ ჯარისკაცებს“, - ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

ამჯერად, შესაძლებელი გახდა ჰაერიდან იმის დაფიქსირება, თუ როგორ გადაუარა დამპყრობლების ტანკმა საკუთარ ჯარისკაცს.

კადრებში ჩანს, რომ რუსულმა ტანკმა მიწაზე დაგდებულ ჯარისკაცს გადაუარა.

 

19.04.2022 12:07 უკრაინელმა მედესანტეებმა რუსული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა გაანადგურეს

უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოტორიზებული ქვედანაყოფი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების სარდლობა ავრცელებს. 

„ჩვენ ვაგრძელებთ განადგურებული რუსი ოკუპანტების დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომლებიც სახელმწიფო ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებების შემდეგ, უკრაინაში ჩავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასამხობად. ამრიგად, ახლახან ინტენსიური ბრძოლების არეალში, უკრაინელმა მედესანტეებმა დაამარცხეს და გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური შეიარაღებული ძალების, ტომსკის, 21-ე ცალკეული გვარდიის წითელი დროშის ომსკ-ნოვობუჟსკაიას მოტორიზებული ბრიგადის ერთ-ერთი ჯავშანტექნიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ამ სამხედრო ნაწილის ქვედანაყოფები მუდმივად მონაწილეობდნენ საერთაშორისო წვრთნებში, სადაც პრიზებს იღებდნენ. ამ დღეს უკრაინელ ჯარისკაცებთან ბრძოლისას ბევრი „განმათავისუფლებელი“ დაიწვა განადგურებული საბრძოლო მანქანების ცეცხლში. უკრაინულმა მხარემ მხოლოდ ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება შეძლო არსებული დოკუმენტებით.

19.04.2022 11:07 რუსებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში „აზვოსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს

დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიციის“ წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა განაცხადა, რომ „აზოვსტალს“ ყველა შესაძლო საშუალებით უტევენ. 

„სამხედრო დანაყოფებმა, რომლებიც სპეციალურად შეირჩნენ ამ ობიექტზე თავდასხმისთვის, უკვე დაიწყეს მუშაობა. შტურმის ბრიგადას ჰაერიდან ეხმარება რუსეთის საჰაერო ძალების ავიაცია, ხმელეთიდან კი არტილერია“, - აცხადებს ბასურინი. 

შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

19.04.2022 10:17 რუსებმა აღმოსავლეთით ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა არ ჩანს - გაერო

რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, ამიტომ არ არსებობს წინაპირობები უახლოეს მომავალში საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.

ოფიციალურმა პირმა შეაფასა უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმატების ალბათობა. მისი აზრით, უახლოეს კვირებში საომარი მოქმედებების შეწყვეტის იმედი არ არსებობს.

„ცეცხლის შეწყვეტა ახლა ჰორიზონტზე არ არის, ეს შეიძლება რამდენიმე კვირაში იყოს“, - თქვა გრიფიტსმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ თურქეთში გაემგზავრება ერდოღანთან შესახვედრად, სადაც განიხილავენ სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის შესაძლო გზებს. მისი თქმით, უკრაინამ მიიღო წინადადებების უმეტესობა ჰუმანიტარულ საკითხებზე, მაგრამ რუსეთს პასუხი არ გაუცია.

19.04.2022 10:00 ბუჩასა და ირპენში თავდასხმებმა შეანელა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული კურსი - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა შეანელა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული კურსი.  

„მხარეებმა მიაღწიეს ხელშესახებ პროგრესს მოლაპარაკებებში, მაგრამ ბუჩას და ირპენის კადრებმა და კრამატორსკის მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ გამოყენებამ ჩრდილი მიიტანა ჩვენს ძალისხმევაზე“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ამავე დროს, მან დასძინა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა საჭირო ძალისხმევას, რათა დასრულდეს საომარი მოქმედებები უკრაინაში.

„ზავის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა ჩვენს ორ მეზობელს შორის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც გაკეთდება კაცობრიობის სახელით. ამ ომში გამარჯვებული არ იქნება, რადგან მთელი კაცობრიობა აგებს. ფაქტობრივად, კონფლიქტები გრძელდება, იზრდება როგორც ადამიანური დანაკარგები, ასევე ეკონომიკური ხარჯები. ჩვენი სამყარო დიდი გაურკვევლობისკენ მიდის“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება დიალოგის გზით და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე.

19.04.2022 09:50 რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების ნაწილმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლებში მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების ნაწილმა უარი თქვა ბრძოლაზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„შავი ზღვის ფლოტის 126-ე სანაპირო თავდაცვის ბრიგადის დანაკარგები 75%-ს შეადგენს. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, დაახლოებით 500 დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამ ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაწერა მოხსენება და უარს აცხადებენ ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე“, - აღნიშნავს გენერალური შტაბი.

მანამდე CIT-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ყველა საზღვაო ბრიგადამ ზარალი განიცადა.

19.04.2022 09:41 რუსეთის ყველა საზღვაო ბრიგადამ უკრაინაში მსხვერპლი განიცადა - Conflict Intelligence Team

ანალიტიკურმა ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის საზღვაო ქვეითთა ​​ყველა ბრიგადამ მსხვერპლი განიცადა.

კერძოდ, CIT-ის ანგარიშმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის საზღვაო ქვეითების 61-ე ცალკეული ბრიგადის საზღვაო ქვეითთა გარდაცვალების ამბებზე.

ანალიტიკოსების თქმით, საზღვაო ქვეითები ერთ-ერთი ყველაზე ქმედუნარიანი და გაწვრთნილი ქვედანაყოფია რუსეთში.

„მათი დანაკარგები შესამჩნევია მოლდოვაზე შესაძლო შემდგომი თავდასხმის შესახებ ჭორების ფონზე. თუ ყველაზე ქმედუნარიანი ქვედანაყოფები დიდწილად დაიკარგება, მოლდოვაზე, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმა არაფერია“, - განაცხადა CIT-მა.

19.04.2022 09:32 იტალია უკრაინას იარაღს გაუგზავნის - პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინაში იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილებას რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად. 

„იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილება პარლამენტში თითქმის ერთხმად მიიღეს. საკითხის პირობები ნათელია: ერთის მხრივ არის ხალხი, რომელსაც თავს დაესხნენ და მეორე მხრივ, აგრესორის არმია“, - განაცხადა დრაგიმ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია აგრესორის დასუსტებისთვის, მაგრამ ისინი ვერ შეაჩერებენ რუსეთის არმიას მოკლევადიან პერიოდში. ამიტომ უკრაინას იარაღით დახმარება სჭირდება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, აღიარა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ფიქრობდა, რომ კრემლი სწრაფად გაიმარჯვებდა. ახლა პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინელები არ მიიღებენ რუსულ ოკუპაციას.

19.04.2022 09:08 მტერმა ხარკოვის რეგიონში დამატებითი საზენიტო-სარაკეტო ბატალიონები განათავსა - უკრაინის გენშტაბი

რუსი დამპყრობლები ხარკოვის რეგიონში ათავსებენ საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით საზენიტო-სარაკეტო ბატალიონებს, ასევე, ბელგოროდის რეგიონში ათავსებენ S-400 და S-300. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„მტერი ცდილობს, განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან“, - ვკითხულობთ შტაბის განცხადებაში.

სლობოჟანსკის და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში აგრესორი ახორციელებს შეტევით და თავდასხმის ოპერაციებს ცალკეული მიმართულებით.

ასევე, რუსები აგრძელებენ უკრაინაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადატანას რუსეთის ფედერაციის ცენტრალური და აღმოსავლეთი რეგიონებიდან. საბრძოლო ნაწილებთან ერთად ახორციელებს დამხმარე ნაწილების გადაყვანას.

გარდა ამისა, ლოგისტიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დამპყრობლები განალაგებენ ლოგისტიკურ ცენტრებს და ქმნიან საველე ბაზებს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისა და აღდგენისთვის.

რუსები ძალების გარკვეული შემადგენლობით აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას.

„იზიუმის მიმართულებით, მტერი აწარმოებს შეტევითი ოპერაციებს მდინარე სევერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროზე. მითითებულ მიმართულებით დაჯგუფების შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად, მტერმა შექმნა სარაკეტო და ქვემეხი არტილერიისთვის მთავარი და სარეზერვო საცეცხლე პოზიციების სისტემა“, - წერს შტაბი.

როგორც გენშტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის ჯარების თავდაცვის გარღვევაზე ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში, ასევე, ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე. ზაპოროჟიეს რაიონში საოკუპაციო ჯარების ნაწილები კონცენტრირებულია გარკვეულ რაიონებში. იუჟნობუჟსკის მიმართულებით კი ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლაზე. ხოლო ვოლინსკის , პოლანსკის და სევერსკის მიმართულებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება.

18.04.2022 18:44 უკრაინელებმა ოდესის თავზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო დანაყოფმა ოდესის თავზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო თავდაცვის პრესსამსახური იუწყება

„ოდესის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფის სამხედროებმა ოპერატიული და ტაქტიკური დონის რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც ახორციელებდა საჰაერო დაზვერვას“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

18.04.2022 18:44 უკრაინელებმა ოდესის თავზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო დანაყოფმა ოდესის თავზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო თავდაცვის პრესსამსახური იუწყება

„ოდესის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფის სამხედროებმა ოპერატიული და ტაქტიკური დონის რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც ახორციელებდა საჰაერო დაზვერვას“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

18.04.2022 18:33 აგრესორმა დაასრულა ჯარების გადაჯგუფება აღმოსავლეთით და მზად არის შეტევისთვის - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ალექსანდრე მოტუზიანიკის განცხადებით, რუსეთმა აღმოსავლეთით ჯარების გადაჯგუფება დაასრულა და უკვე მზად არის შეტევისთვის.

„ამჟამად აგრესორმა დაასრულა ჯარების გადაჯგუფება აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში შეტევისთვის. შეტევითი დაჯგუფება ძლიერდება დამატებითი რუსული შენაერთების განლაგებით. ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სლობოჟანსკის და დონეცკის რეგიონებში“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ ოპერატიულ ზონაში შეტევითი დაჯგუფების შექმნას ასრულებენ. ამავდროულად, მტერი არ წყვეტს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო იერიშს.

„კერძოდ, ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის ფრენები. ოკუპანტი ემზადება შეტევისთვის უკრაინის აღმოსავლეთში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს სახმელეთო დერეფნის სტაბილურობა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიასთან“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

18.04.2022 17:20 „აზოვის“ მებრძოლები მარიუპოლში კონტრშეტევაზე გადავიდნენ

„აზოვის პოლკის“ სამხედროები ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში კონტრშეტევაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ პოლკის მიერ „ტელეგრამზე“ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

„მარიუპოლის დაცვა გრძელდება. მიუხედავად მტრის უპირატესი ძალებისა, აზოვის პოლკის მებრძოლები ახორციელებენ კონტრშეტევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

18.04.2022 17:15 უკრაინელებმა ქალაქ იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს - ალექსანდრე მოტუზიანიკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„დიახ, შემიძლია დავადასტურო. ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს. მეტ ინფორმაციას ვერ მოგცემთ“, - განაცხადა სპიკერმა.

მან დასძინა, რომ რუსებს ძირითადი ძალების სლობოჟანსკის მიმართულებით აქვთ კონცენტრირებული და შეტევის განხორციელებას აღმოსავლეთიდან შეეცდებიან.

18.04.2022 17:01 რუსეთმა გაუძლო უპრეცედენტო სანქციების ზეწოლას დასავლეთის მხრიდან - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა დასავლეთის მხრიდან სანქციების ზეწოლას გაუძლო.

„ცხადია, ბოლო დროს ეკონომიკისთვის მთავარი ნეგატიური ფაქტორი იყო სანქციების ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებიდან. მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფად შერყევა. პანიკის გამოწვევა ბაზრებზე, საბანკო სისტემის კოლაფსი, საქონლის დიდი დეფიციტი მაღაზიებში, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა “, - განაცხადა მან სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეკონომიკური ბლიცკრიგის სტრატეგია ჩაიშალა“. 

„უფრო მეტიც, სანქციები არ იყო უშედეგო თვით ინიციატორებისთვის, ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას, ევროპელების ცხოვრების დონის დაქვეითებას, მათი დანაზოგების გაუფასურებას. რუსეთმა, როგორც უკვე ვთქვი, გაუძლო ამ უპრეცედენტო ზეწოლას, ვითარება სტაბილიზდება“, - განაცხადა მან. 

18.04.2022 16:16 „რუსები ლუგანსკის ოლქში რუბეჟნოესა და პოპასნაიას აღებას ეცდებიან“ - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ კრემენაიას დაკავების შემდეგ, რუსები ეცდებიან, რომ ქალაქი რუბეჟნოე და პოპასნაია აიღონ. 

მისივე თქმით, ოკუპანტები წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან ამ ქალაქების დაცვის ხაზი ძალიან ძლიერია. 

„რუბეჟნოე და პოპასნაია ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან. ჩვენი თავდაცვის ხაზი იქ ძალიან ძლიერია, თითქმის ორი თვეა, დილიდან საღამომდე ბომბავდნენ და იქ გარღვევას მაინც ვერ ახერხებენ, მაგრამ ისინი ემზადებიან. მათ მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა უკვე მოაგროვეს და სწორედ აქ იქნება შეტევის მთავარი  მიმართულება“, - განაცხადა გაიდაიმ.

18.04.2022 15:52 „რუსეთის არმიაში უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის ტალღა გრძელდება“ - უკრაინის დაზვერვა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში იზრდება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარის თქმა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს.

„რუსეთის არმიაში გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარის თქმის ტალღა. დადასტურდა, რომ რუსეთის სამხედრო ოლქის მე-8 არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის ქვედანაყოფებში შეიარაღებულ ძალებში უარის რაოდენობამ 60-70%-ს მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, დაზვერვა წერს, რომ სამხედრო-პოლიტიკური ქვედანაყოფების მეთაურის მოადგილეები და FSB-ს (რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) ოფიცრები „მუშაობენ“ იმ სამხედროებთან, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში წასვლაზე.

„ხალხს არწმუნებენ შეურაცხმყოფელ მოქმედებებში მონაწილეობაზე. განმეორებითი უარის შემთხვევაში ახლობლების მიმართ ანგარიშსწორებით ემუქრებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

18.04.2022 14:31 რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს ზაპოროჟიეს რეგიონში, დაახლოებით 10 000 რუსი მიემართება სამხრეთით - არესტოვიჩი

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონში შეტევა დაიწყეს. დაახლოებით 10 000 მტრის ჯარისკაცი მიემართება სამხრეთით გულიაიპოლისკენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დამპყრობლებმა შეძლეს ორ-სამ დასახლებაში შეჭრა, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ამისთვის მზად არიან.

„საბოლოოდ, რუსული დაჯგუფების სამხრეთ ფრონტმა დაიწყო მოძრაობა. ჩვენ ველოდით ამ დღეს... გადაადგილდებიან გულიაიპოლის მიმართულებით. ისინი ძალიან ფრთხილად მოძრაობენ. ჯერჯერობით ორ-სამ დასახლებაში შევიდნენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

18.04.2022 14:03 კიევი სააღდგომოდ ეკლესიების დაბომბვით ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებს - რუსული მხარე

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ოპერატიული მტკიცებულების ბაზა იმ პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც კიევი აღდგომისთვის ამზადებს.

„კიევის რეჟიმი მრავალი დასავლური ქვეყნის მხარდაჭერით ამთავრებს დახვეწილი ამაზრზენი პროვოკაციების მომზადებას მრავალი მსხვერპლით ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში. ამ რეგიონებში, აღდგომის ღამეს (24 აპრილი) იგეგმება მართლმადიდებლურ ეკლესიებზე ნაღმტყორცნების გასროლა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების შემდგომი ბრალდებისთვის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში“, - განაცხადა მიზინცევმა.

18.04.2022 12:49 უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაური გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსი პოლკოვნიკი გაანადგურეს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. ის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაური იყო. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი წერს.

როგორც დეპარტამენტი წერს, 49-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაური, სმოლენსკელი ივან გრიშინია. სხვა დეტალებს დეპარტამენტი არ ავრცელებს.

18.04.2022 12:43 „დაღუპულია სულ მცირე 22 000 მოქალაქე, ქალაქში ექიმები აღარ არიან“ - მარიუპოლის მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსულ ალყას ქალაქში უკვე სულ მცირე 22 000 მოქალაქე ემსხვერპლა. 

მისივე თქმით, მარიუპოლში ექიმები აღარ არიან, რაც ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

„დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად დაახლოებით 22 000 ადამიანია, ციფრები, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მარიუპოლის ირგვლივ 4 ბანაკია განთავსებული, რომლებშიც მოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში დეპორტაციამდე იმყოფებიან.

ქალაქში ექიმები დარჩენილი აღარ არიან, რის გამოც ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება“, - აცხადებს ანდრიუშჩენკო. 

შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

18.04.2022 11:58 ბაიდენი და აშშ-ს მოკავშირეები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ახალი დილემის წინაშე დგანან - CNN

უკრაინულმა ჯარმა დაუმორჩილებელი პოზიცია დაიკავა - უარი თქვა რუსეთის მოთხოვნაზე, რომ კიევის ჯარები საპორტო ქალაქ მარიუპოლში დანებებულიყვნენ. ამის შესახებ CNN წერს.

CNN-ის ცნობით, ამის პარალელურად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მოკავშირეები ახალი დილემის წინაშე დგანან, რათა გადაწყვიტონ, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს შეერთებული შტატები დაპირისპირებული ქვეყნის შეიარაღებაში, რადგან რუსეთი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, უფრო აგრესიული ქმედება განახორციელოს აშშ-დან და ნატოდან იარაღის ნაკადის შესაჩერებლად.

გაჩნდა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ამოეწუროს უკრაინას საბრძოლო მასალა, რადგან დონბასში ბრძოლები ძლიერდება. აქ რუსეთი ცდილობს, ალყა შემოარტყას ტერიტორიას და შეაჩეროს უკრაინული ძალების მიერ ამ რეგიონის კონტროლი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს ეს ბრძოლა, როგორც კრიტიკული წერტილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აღვირახსნილი ამბიციების შესაჩერებლად და დემოკრატიის დაცვის ვალდებულებად ავტოკრატიული ძალაუფლებისგან. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი შეძლებს დონბასის რეგიონის აღებას, სავსებით შესაძლებელია, რომ პუტინმა განაახლოს კიევზე კონტროლის მცდელობა.

18.04.2022 10:56 რუსული გემებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტი დაკეტილია - ერმაკი

ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტმა დახურა წვდომა რუსული გემებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ევროკავშირის დირექტივა რუსებისთვის აკრძალვის შესახებ ძალაში შევიდა. ის ვრცელდება რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემზე, ასევე მათზე, რომლებმაც შეცვალეს რუსეთის ფედერაციის რეგისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ“, - განაცხადა ერმაკმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ არის გარკვეული გამონაკლისები - შეზღუდვა არ გავრცელდება იმ გემებზე, რომლებმაც SOS სიგნალი გაგზავნეს. მათზე გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღება.

18.04.2022 10:56 რუსული გემებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტი დაკეტილია - ერმაკი

ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტმა დახურა წვდომა რუსული გემებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ევროკავშირის დირექტივა რუსებისთვის აკრძალვის შესახებ ძალაში შევიდა. ის ვრცელდება რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემზე, ასევე მათზე, რომლებმაც შეცვალეს რუსეთის ფედერაციის რეგისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ“, - განაცხადა ერმაკმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ არის გარკვეული გამონაკლისები - შეზღუდვა არ გავრცელდება იმ გემებზე, რომლებმაც SOS სიგნალი გაგზავნეს. მათზე გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღება.

18.04.2022 10:46 რუსები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ - მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები

რუსი ოკუპანტები ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი იუწყება

„რუსები შევიდნენ კრემენაიაში. დაიწყო ქუჩის ბრძოლები. ევაკუაცია შეუძლებელია“, - აცხადებს გაიდაი.

მანამდე გაიდაიმ განაცხადა, რომ კრემენაიაში საარტილერიო დაბომბვა 17 აპრილს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, ღამით კი გახშირდა და ძლიერი გახდა. ხანძარი შვიდ საცხოვრებელ კორპუსსა და სამეურნეო შენობაში გაჩნდა. 

გარდა ამისა, რუსები თავს დაესხნენ კრემენაიაში მდებარე ოლიმპის სპორტულ კომპლექსს.

18.04.2022 10:30 რუსეთის სარდლობა შეშფოთებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დასჭირდება მარიუპოლის აღებას - ბრიტანეთის დაზვერვა

მარიუპოლის ალყის დროს რუსეთმა გამოიყენა ჩეჩნეთისა და სირიის ომის ტაქტიკა. თუმცა, რუსეთის სარდლობა შეშფოთებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დასჭირდება ქალაქის აღებას. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.

„კოორდინირებულმა უკრაინულმა წინააღმდეგობამ რუსეთის ძალები მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა და შეანელა რუსეთის წინსვლა სხვაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, მარიუპოლის აღების მცდელობა მის მოსახლეობას ძვირად დაუჯდა. განადგურდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და მოსახლეობამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

„მარიუპოლის დასახლებულ პუნქტებზე დარტყმები ემთხვევა რუსეთის მიდგომას ჩეჩნეთთან 1999 წელს და სირიასთან 2016 წელს. ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი არ დაარტყამს ქალაქებს და არ დაემუქრება უკრაინის მოსახლეობას“, - ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის ტვიტში.

 

18.04.2022 10:14 რუსებმა თითქმის შექმნეს შეტევითი დაჯგუფება აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში - უკრაინის გენშტაბი

„მტერი წარუმატებლად ცდილობდა ფეხის მოკიდებას კრემენაიასა და რუბეჟნოეს რაიონებში და წარუმატებელი იერიში მიიტანა ნოვოტოშკოვსკოეს, პოპასნაიას, ავდეევკასა და მარინკის დასახლებების რაიონებში“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 18 აპრილის დილის შეჯამებაში წერს.

შტაბის ინფორმაციით, რუსებმა თითქმის შექმნეს შეტევითი დაჯგუფება აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და არ წყვეტენ სარაკეტო დაბომბვას უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერმა არ ჩაატარა აქტიური ოპერაციები, შეტევითი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ აღმოჩნდა. ბელორუსის ჯარების დივიზიები აგრძელებენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის დაფარვას ბრესტისა და გომელის რეგიონებში. რუსების დაზიანებული ჯავშანმანქანები ბელორუსის ტერიტორიიდან სარკინიგზო გზით გაჰყავთ.

სევერსკის მიმართულებით რუსები მკაცრად აკონტროლებენ საზღვრის მონაკვეთებს. გრძელდება პოზიციების აღჭურვა საგუშაგოების რაიონებში და რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის და კურსკის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. შესაძლებელია, რომ მათ გამოიყენონ დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები და სარაკეტო დარტყმები რუსეთის მხრიდან.

სლობოჟანსკის მიმართულებით რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას და ცდილობენ, უკრაინის ჯარებს ცეცხლი გაუხსნან.

დონეცკისა და ტაურიდის მიმართულებით მტერი აღადგენს საბრძოლო შესაძლებლობებს და ავსებს მარაგს. ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია და გაააქტიუროს ბრძოლა. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სევერსკის და პოკროვსკოეს დასახლებების დაბომბვას.

მტრის ძირითადი ძალისხმევა - ლიმანის, კრემენნაიას, პოპასნაიას და რუბეჟნოეს დასახლებების რაიონებში. ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს მარიუპოლზე. ასევე, შეტევა განახორციელეს სევეროდონეცკის, პოპასნაიას და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

იუჟნობუჟის მიმართულებით მტერს თავისი ძირითადი ძალისხმევა მიმართული აქვს პოზიციების დაკავებაზე და აგრძელებს ცეცხლის გახსნას ნიკოლაევისა და ალექსანდროვკას მიმართულებით.

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 12 შეტევა, გაანადგურეს 10 ტანკი, 15 ჯავშანტექნიკა, 5 მანქანა და 5 საარტილერიო სისტემა.

უკრაინაში საბრძოლო დავალების შესასრულებლად დაჯგუფებებში ჩართული იყო 87 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი.

17.04.2022 10:06 რუსული არმია უკრაინაში საზღვაო სადესანტო ოპერაციას ამზადებს - უკრაინის გენშტაბი

საოკუპაციო არმია სადესანტო საზღვაო ოპერაციას ამზადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

„საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის 810-ე და 155-ე ცალკეული ბრიგადების ქვედანაყოფები საზღვაო სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, გრძელდება რუსული შენაერთების მოძრაობა უკრაინის ტერიტორიაზე კურსკის, ბრაიანკის და ვორონეჟის რეგიონებიდან. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა შეძლეს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგების დაგროვება.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, პირდაპირი კონტაქტის ხაზზე მდებარე ოკუპანტების ქვედანაყოფებში პერსონალის უკმაყოფილება იზრდება, მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალ დონეზე რჩება. რუსი სამხედროები მუდმივად უჩივიან როტაციის ნაკლებობას, მუდმივად ფუჭებად აღჭურვილობას, საწვავის და საკვების ხარისხს.

სევერსკის მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის შესაძლებლობა ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

დამპყრობლები აგრძელებენ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას და მისი საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვას.

დონეცკისა და ტაურიდის მიმართულებით მტერმა განახორციელა საჰაერო დარტყმები მარიუპოლზე. ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები საზღვაო პორტის მიდამოში.

იუჟნობუგსკის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია მათი პოზიციების შენარჩუნებაზე.

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლები აგრძელებენ ძარცვას და ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

17.04.2022 00:01 ერთი დაღუპული და ორი დაშავებული - რუსებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხარკოვი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა

„ხარკოვის ერთი რაიონი ახლახან დაიბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

დაშავებულები ახლა საავადმყოფოში არიან და ჩვენი ექიმები მათი სიცოცხლეს გადარჩენას საოპერაციო მაგიდაზე ცდილობენ. ეს დაბომბვები მიზნად ქაოსის დათესვასა და ხალხის დაშინებას ისახავს“, - განაცხადა ხარკოვის მერმა.

16.04.2022 23:27 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების შეტევა მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების შეტევა მოიგერიეს. 

უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტების ოთხი საარტილერიო სისტემა და სამი დრონი გაანადგურეს.

„უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღიურად იგერიებენ რუს ფაშისტებს. კერძოდ, ჩვენმა დამცველებმა აღმოსავლეთით მოიგერიეს მტრის 1 თავდასხმა. მოწინააღმდეგის დანაკარგებია: პერსონალი - 16, საარტილერიო სისტემა - 2,უპილოტო საფრენი აპარატი. - 3“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის განცხადებაში.

16.04.2022 21:07 „მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების ლიკვიდაცია რუსეთთან მოლაპარაკებებს დაასრულებს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთთან მოლაპარაკებებზე, რომელიც ბუჩასა და ბოროდიანკაში ოკუპანტების მიერ განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ჩიხში შევიდა.

ზელენსკის თქმით, მარიუპოლში უკრაინელი დამცველების ლიკვიდაცია რუსეთთან მოლაპარაკებებს დაასრულებს.

„მარიუპოლში შეიძლება 10-ჯერ დიდი დანაკარგი და განადგურება ვნახოთ, ვიდრე ბოროდიანკაში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების ლიკვიდაცია ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს.

ჩვენ ჩვენი ტერიტორიებითა და ხალხით არ ვვაჭრობთ და რაც უფრო მეტი ადგილი იქნება ბოროდიანკას მსგავსი, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება. 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიუპოლში უკრაინელი დამცველების დასახმარებლად, მაგრამ რუსეთი მათ დანებებას ითხოვს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

16.04.2022 19:54 ზაპოროჟიეში უკრაინელებმა რუსების ორი რაკეტა ჩამოაგდეს ჩამოაგდეს, დაშავდა ახალგაზრდა ქალი

ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელებმა რუსების ორი რაკეტა ჩამოაგდეს, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს მტრის ორი რაკეტა, რომელთა ფრაგმენტები საცხოვრებელ ზონაში დაეცა. აფეთქების შედეგად ახლომდებარე სახლებში ფანჯრები ჩაიმსხვრა. განადგურების მასშტაბები და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

წინასწარი მონაცემებით, 29 წლის ქალი დაშავდა, რომელიც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

16.04.2022 19:24 „მარიუპოლში მყოფი უკრაინელები, რომლებიც დანებებაზე უარს იტყვიან, განადგურდებიან“ - დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი აცხადებს, რომ ის უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლში დანებებაზე უარს იტყვიან, განადგურდებიან. 

„რეგულარული არმიის ის წევრები, ისევე როგორც საზღვაო ქვეითები, რომლებიც მზად არიან ჩაბარებისთვის, ჩაჰბარდნენ. ნაციონალისტური ბატალიონების წევრები, როგორც ჩანს, არ აპირებენ დანებებას, ამიტომ ისინი უნდა განადგურდნენ“, - განაცხადა პუშილინმა. 

შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც უკრაინული ძალები პირობას დებენ, რომ თავიანთ პოზიციებს არ დათმობენ.

13 აპრილს მოსკოვმა განაცხადა, რომ მარიუპოლში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჩაბარდა, მაგრამ კიევმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 

16.04.2022 18:52 მარიუპოლის ერთ-ერთ რაიონში მობილური ინტერნეტი ამოქმედდა - უკრაინელები ქალაქში დარჩენილ სამხედროებს უკავშირდებიან

უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლის ერთ-ერთ რაიონში სტაბილური ინტერნეტკავშირი ამოქმედდა, - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო იუწყება. 

მობილური ინტერნეტის ამოქმედება უკრაინელებს საშუალებას აძლევს, რომ ქალაქში დარჩენილ სამხედროებს დაუკავშირდნენ. 

„მარიუპოლი. პორტ-სიტის ტერიტორიაზე გაჩნდა სტაბილური მობილური ინტერნეტი. ის საშუალებას გვაძლევს, რომ ვიდეოზარები განახორციელოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. მობილური ინტერნეტის სერვისი ქალაქში აქამდე არ მოქმედებდა. 

16.04.2022 17:34 „დემოკრატია ამ თამაშით ვერ გაიმარჯვებს, უკრაინას იარაღი ახლავე სჭირდება“ - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების აუცილებლობის შესახებ წერს. 

მისი თქმით, უკრაინამ იარაღი ახლავე უნდა მიიღოს და არა ერთი თვის შემდეგ. 

„უკრაინა ევროპას სთხოვს იარაღს. ევროპელები მხარს უჭერენ მათი მთავრობებისთვის მოწოდებას. ევროკავშირი უკრაინას აწვდის იარაღს, არა იმას, რომელიც ჩვენ ვითხოვეთ. შეიარაღების ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო მიაქვს. დემოკრატია ამ თამაშით ვერ გაიმარჯვებს. უკრაინას სჭირდება იარაღი. არა ერთ თვეში, არამედ ახლა“, – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

16.04.2022 13:04 „გავანადგურეთ უკრაინის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 67 უბანი“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ რუსულმა ავიაციამ ღამით უკრაინელთა პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 67 უბანი გაანადგურა.

გარდა ამისა, რუსები აცხადებენ, რომ იზიუმთან ახლოს უკრაინული სუ-25 ჩამოაგდეს. 

„ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ ღამით გაანადგურა უკრაინის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 67 უბანი.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან განადგურდა უკრაინელთა 133 თვითმფრინავი, 458 უპილოტო საფრენი აპარატი, 246 საზენიტო სარაკეტო სისტემა, 2 246 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 981 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები“, - განაცხადა კონაშენკოვმა. 

16.04.2022 12:21 20 100-ზე მეტი სამხედრო, 762 ტანკი, 1 982 საბრძოლო ჯავშანმანქანა - რუსული არმიის დანაკარგები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 16 აპრილამდე პერიოდს. 

ოკუპანტებმა დაკარგეს: 👇

🔵 20 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 762 - ტანკი

🔵 1 982 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 371 - საარტილერიო სისტემა

🔵 125 - MLRS

🌕 66 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 163 - თვითმფრინავი

🌕 145 - ვერტმფრენი

🔵 1 458 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 8 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 138 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 26 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა

16.04.2022 11:59 რუსებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა

„უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს ოთხი საკრუიზო რაკეტა!“, - განაცხადა კოზიცკიმ.

ჩამოგდებული რაკეტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაეცა, რომლებშიც არავინ ცხოვრობდა. 

16.04.2022 11:31 საოკუპაციო ძალებმა 200 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 360 კი დაშავდა

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში 200 ბავშვი მოკლეს, -  ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში  დაიღუპა 200 ბავშვი და დაშავდა 360-ზე მეტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

16.04.2022 11:16 რუსებმა კიევი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბეს. 

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, თავდასხმა დარნიცკის რაიონზე განხორციელდა.

„მეგობრებო! დილით კიევი დაიბომბა. აფეთქებები მოხდა ქალაქის გარეუბანში მდებარე დარნიცკის რაიონში. ახლა ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა კლიჩკომ. 

კიევის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ, რომ საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალები არ უგულებელყონ.

16.04.2022 10:28 „რუსი ოკუპანტები ხარკოვის დასაბომბად ემზადებიან, იზიუმთან კი პოზიციებს აძლიერებენ“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები იზიუმთან პოზიციებს აძლიერებენ, ხარკოვი ნაწილობრივ ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული.

„ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან 22-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია თავმოყრილი. დამპყრობლები ასევე ემზადებიან საომარი მოქმედებების გასაძლიერებლად დონეცკის ოლქში მდებარე ავდეევკას მახლობლად.

რუსული არმია ყველაზე აქტიურია სლობოჟანსკოესა და დონეცკის მიმართულებით.

მტერი ჯარების გადაჯგუფებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული, ემზადებიან ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკადის გაგრძელებასა და არტილერიის გამოყენებით დაბომბვისთვის.

დონეცკისა და ტავრიჩესკოეს მიმართულებით მტერი ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გაძლიერებას. ის თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს პოპასნაიასა და რუბიჟნოიეს დასახლებებზე კონტროლის აღებაზე, მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე. იღებს ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად და საბრძოლო მასალის შესავსებად. ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიცია. აგრძელებს დაბომბვას უმეტესი მიმართულებით.

სევეროდონეცკის მიმართულებით ვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, მტერმა გაზარდა ცეცხლით ზემოქმედების ინტენსივობა.

პოპასნაიის რაიონის მიმართულებით მტერი მუდმივად ცეცხლს უხსნის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებს. ისინი ცდილობენ, გააუმჯობესონ ტაქტიკური მდგომარეობა, უფრო ღრმად შევიდნენ პოპასნაიაში. ჯერჯერობით წარმატებას ვერ აღწევენ. 

მოსალოდნელია, რომ მტერი გააგრძელებს საომარი მოქმედებების წარმოებას ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისასვლელად და შეეცდება, განაახლოს შეტევა.

აზოვის ზღვის წყლებში მტერი აგრძელებს მარიუპოლის პორტის ბლოკირებას.

ვოლინის, პოლანსკისა და სევერსკის მიმართულებებზე მტერმა აქტიური ოპერაციები არ ჩაატარა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

16.04.2022 10:07 ზელენსკიმ დაღუპული და დაშავებული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული და დაშავებული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა დაასახელა. 

CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 10 000-მდე კი დაშავდა. 

დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა ზელენსკიმ მეორედ გაასაჯაროვა. 

პირველად, ერთი თვის წინ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომს დაახლოებით 1 300 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომში უკვე 20 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. 

16.04.2022 10:07 ზელენსკიმ დაღუპული და დაშავებული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული და დაშავებული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა დაასახელა. 

CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 10 000-მდე კი დაშავდა. 

დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა ზელენსკიმ მეორედ გაასაჯაროვა. 

პირველად, ერთი თვის წინ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომს დაახლოებით 1 300 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომში უკვე 20 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. 

15.04.2022 18:33 „კუპიანსკის მერმა ქალაქი რუსებს ჩააბარა, თავად კი რუსეთში გაიქცა“ - ოლეგ სინეგუბოვი

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მერი გენადი მაცეგორა რუსი დამპყრობლებისთვის ქალაქის ჩაბარების შემდეგ რუსეთში გაიქცა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„კუპიანსკიზე თუ ვსაუბრობთ, ამ ქალაქის მერი იყო პირველი მოღალატე. ჩვენი ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად უკვე გაემგზავრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, ქალაქ ბალაქლეას მერის მსგავსად. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭერდა დამპყრობლებს“, - ისაუბრა სინეგუბოვმა.

სინეგუბოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვოლჩანსკში, რომელიც, დროებით დატყვევებული იყო, დამპყრობლები ცდილობდნენ, შეექმნათ ისეთი განწყობა, თითქოს მოსახლეობა მათ მხარს უჭერს, თუმცა ეს ვერ შეძლეს. მან დასძინა, რომ ხარკოვის მახლობლად დატყვევებულ სოფელ ლიპცში რუსმა ჯარებმა თავიანთი „ლიდერი“ მიიყვანეს, ადგილობრივი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.

„მათ ეს დასახლება სჭირდებათ როგორც განლაგების ადგილი ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისთვის“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

15.04.2022 17:57 მარიუპოლში რუსული ჯარები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას, მძიმე ბრძოლები გრძელდება - ალექსანდრე მოტუზიანიკი

მარიუპოლში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსული ჯარები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„მარიუპოლში ორი სამხედრო ფორმირების შერწყმა ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციაა. ვითარება მარიუპოლში რთულია. ბრძოლები გრძელდება. რუსული არმია მუდმივად იღებს დამატებით დანაყოფებს ქალაქის შტურმისთვის. ამ დროისთვის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს ილიჩის ქარხანასთან და მარიუპოლის პორტის ზონაში. მაგრამ რუსებს არ შეუძლიათ ამ ქალაქის სრულად აღება“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

სპიკერმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ მარიუპოლის განბლოკვისთვის.

15.04.2022 16:44 „რუსეთი კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვისთვის შურისძიებას ეცდება“ - უკრაინული მხარე

„რუსული კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვამ მტრის ამბიციებს მძიმედ დაარტყა და ის შურისძიებას ეცდება“, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„უკრაინის სამხრეთში ვითარება დაძაბულია. კრეისერ „მასკვას“ დამარცხებამ დაარტყა არამხოლოდ გემის შემადგენლობას, არამედ მტრის იმპერიულ ამბიციებს. რასაკვირველია, ყველა გვესმის, რომ ისინი ამას არ გვაპატიებენ. 

ჩვენს მიერ განხორციელებულმა სპეცოპერაციამ კრეისერზე საბრძოლო მასალა ააფეთქა და გემმა ჩაძირვა დაიწყო. ჩვენ ვუყურებდით სხვა გემებს, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ ბუნების ძალებიც კი უკრაინის მხარეზე იყვნენ. ქარიშხალმა რუსებს სამაშველო ოპერაციის ჩატარებისა და ეკიპაჟის ევაკუაციის საშუალება არ მისცა“, - განაცხადა ჰუმენიუკმა. 

15.04.2022 16:44 „რუსეთი კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვისთვის შურისძიებას ეცდება“ - უკრაინული მხარე

„რუსული კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვამ მტრის ამბიციებს მძიმედ დაარტყა და ის შურისძიებას ეცდება“, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„უკრაინის სამხრეთში ვითარება დაძაბულია. კრეისერ „მასკვას“ დამარცხებამ დაარტყა არამხოლოდ გემის შემადგენლობას, არამედ მტრის იმპერიულ ამბიციებს. რასაკვირველია, ყველა გვესმის, რომ ისინი ამას არ გვაპატიებენ. 

ჩვენს მიერ განხორციელებულმა სპეცოპერაციამ კრეისერზე საბრძოლო მასალა ააფეთქა და გემმა ჩაძირვა დაიწყო. ჩვენ ვუყურებდით სხვა გემებს, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ ბუნების ძალებიც კი უკრაინის მხარეზე იყვნენ. ქარიშხალმა რუსებს სამაშველო ოპერაციის ჩატარებისა და ეკიპაჟის ევაკუაციის საშუალება არ მისცა“, - განაცხადა ჰუმენიუკმა. 

15.04.2022 16:08 „პუტინს ძალიან სურს ბირთვული იარაღის გამოყენება, ასეთი შიშები არსებობს“ - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ პუტინს სურს, სადმე გამოიყენოს რაიმე სახის ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შიშები არსებობს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინასთან ომში დამარცხების რეალური შესაძლებლობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენებას მიმართოს.

ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ვლადიმერ პუტინს ამას არ აპატიებს.

„ვთქვათ, მათ გამოიყენეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. რა იქნება შემდეგ? მთელი მსოფლიო, გამონაკლისის გარეშე, მიხვდება, რომ საქმე გვაქვს შეშლილ მანიაკთან, რომელიც არაფერზე ჩერდება“, - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

15.04.2022 15:32 შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება - CNN

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება“ - ამის შესახებ CNN ორ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

CNN-ის ცნობით, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ომის მოკლევადიანი დასასრული არ არის მოსალოდნელი.

ოფიციალურმა პირებმა CNN-თან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი, მაგრამ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზნები შეიცვლება და ის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს განახორციელებს სამხედრო მარცხის პირისპირ.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბრძოლები გაგრძელდება „თვეებით ან კიდევ უფრო მეტხანს“, ხოლო ორი ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიძლება ოთხიდან ექვს თვემდე გაგრძელდეს.

15.04.2022 14:08 რუსულ სარაკეტო იერიშს ხერსონის ოლქში ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი კი დაიჭრა

ხერსონის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა კახოვკაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს

კახოვკის საკრებულოს ცნობით, თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. 

„დღეს კახოვკის საქალაქო საავადმყოფოში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოათავსეს. ორი გარდაიცვალა, სამი კი დაჭრილია. ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციაშია მოთავსებული, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

15.04.2022 13:54 რუსეთი „არაპროგნოზირებადი შედეგებით“ იმუქრება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში - Washington Post

ამ კვირაში რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს „არაპროგნოზირებადი შედეგები“. ამის შესახებ Washington Post წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო ნოტა მას შემდეგ გააგზავნეს, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს შორი მანძილის არტილერიას, თვითმფრინავებს, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო უკრაინაში შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, მათ შორის, სლოვაკეთიდან S-300-ის.

„ის, რასაც რუსები პირადად გვეუბნებიან, იგივეა, რასაც ვეუბნებოდით მსოფლიოს საჯაროდ - რომ უზარმაზარი დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, ძალზე ეფექტურია“, - განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობის დაცვით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებასა და დიპლომატიური ნოტის შინაარსზე საუბარზე.

15.04.2022 13:03 „რუსი დამპყრობლები ხარკოვის აღებას ვეღარ შეძლებენ, რუსეთმა უკვე წააგო ეს ბრძოლა“ - ოლეგ სინეგუბოვი

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი მიიჩნევს, რომ რუსი დამპყრობლები ხარკოვის აღებას ვეღარ შეძლებენ. მისი თქმით, რუსეთმა უკვე წააგო ეს ბრძოლა.

სინეგუბოვი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, რუსეთის ფედერაცია დაუბრუნდეს მთელი რეგიონის აღების გეგმას, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან საპასუხოდ.

„არ გამოვრიცხავთ ამ განზრახვას. სავსებით მზად ვართ ამისთვის, არ ვამცირებთ სამხედრო მზადყოფნას ხარკოვსა და იმ ფრონტებზე, სადაც უკვე ვიდექით. ჩვენ მხოლოდ ვაძლიერებთ ჯარებს“, - თქვა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები ხარკოვის აღებას ვეღარ შეძლებენ, რადგან დამპყრობლებმა ამ მიმართულებით დიდი ზარალი განიცადეს. ახალი ძალების შეგროვებას კი შემდგომი შეტევის განსახორციელებლად ვეღარ შეძლებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მათ რეალურად წააგეს ბრძოლა ქალაქ ხარკოვისთვის. ისინი ამას მიხვდნენ ომის პირველივე კვირას. დამპყრობლებმა აქ დაკარგეს საკმაოდ დიდი ცოცხალი ძალა, ბევრი ჯავშანტექნიკა, ავიაცია. ახლა ხარკოვის თავდაცვა ბევრად უფრო ძლიერია. ამიტომ, მათ უბრალოდ არ აქვთ შანსი. თუ გადაწყვეტენ ხარკოვზე შტურმს, მაშინ მათ გაცილებით მეტი ჯარის მოყვანა დასჭირდებათ, ვიდრე ადგილზე არიან. მათთვის უაღრესად რთული იქნება ასეთი რაოდენობის შეგროვება“, - დასძინა სინეგუბოვმა.

15.04.2022 12:54 20 000-ზე მეტი სამხედრო, 756 ტანკი, 1 976 - საბრძოლო ჯავშანმანქანა - რუსული არმიის დანაკარგები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 15 აპრილამდე პერიოდს. 

ოკუპანტებმა დაკარგეს: 👇

🔵 20 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 756 - ტანკი

🔵 1 976 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 366 - საარტილერიო სისტემა

🔵 122 - MLRS

🌕 66 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 163 - თვითმფრინავი

🌕 144 - ვერტმფრენი

🔵 1 443 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 8 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 135 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 25 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა

15.04.2022 11:33 „მარიუპოლში ილიჩის მეტალურგიული კომბინატი უკრაინელებისგან გავათავისუფლეთ“ - რუსული მხარე

რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ილიჩის მეტალურგიული კომბინატი დაიკავეს

ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა დაადასტურა. 

„ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ჯარებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფებმა შეტევითი მოქმედებების შედეგად, მთლიანად გაათავისუფლეს ილიჩის მეტალურგიული კომბინატი უკრაინელი ნაციონალისტებისგან“, - განაცხადა კონაშენკოვმა.

უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

15.04.2022 11:33 „მარიუპოლში ილიჩის მეტალურგიული კომბინატი უკრაინელებისგან გავათავისუფლეთ“ - რუსული მხარე

რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ილიჩის მეტალურგიული კომბინატი დაიკავეს

ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა დაადასტურა. 

„ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ჯარებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფებმა შეტევითი მოქმედებების შედეგად, მთლიანად გაათავისუფლეს ილიჩის მეტალურგიული კომბინატი უკრაინელი ნაციონალისტებისგან“, - განაცხადა კონაშენკოვმა.

უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

14.04.2022 23:49 უკრაინის ჯარებმა აღმოსავლეთით მოიგერიეს მტრის 4 თავდასხმა და გაანადგურეს 30 დამპყრობელი

14 აპრილის დღის განმავლობაში აღმოსავლეთში რუსეთის ჯარებმა 4 შეტევა განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად უპასუხეს 4-ვე შეტევას. ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „ვოსტოკი“ წერს.

ამის შედეგი კი 3 ათეულით ნაკლები რუსი სამხედრო და რამდენიმე ერთეული მტრის ტექნიკაა.

კერძოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს:

🔵 პერსონალი - 30

🌕 ტანკები - 2

🔵 MTLB (მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა) - 1

🌕 საარტილერიო სისტემა - 1

14.04.2022 23:36 რუსული ჯარები დონეცკის რეგიონს თავს დაესხნენ - არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის დასავლეთ და ჩრდილოეთ ტერიტორიები დაბომბეს. კერძოდ, მტერმა დაარტყა ველიკა ნოვოსელკას, დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა პაველ კლიმენკომ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ველიკა ნოვოსელკაში ერთ-ერთი ბომბი მაღალსართულიან შენობას მოხვდა. ყველა მცხოვრები უკვე ევაკუირებულია.

ასევე, სროლის ქვეშ მოხვდნენ ზარეჩნოე, უგლედარი და ბოგოროდიჩნოე. ზარეჩნიში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, უგლედარში ერთი გარდაიცვალა და სამი დაიჭრა, ზარეჩნიში კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„ველიკა ნოვოსელკას დღევანდელი მაგალითი ნათლად ადასტურებს, რომ ევაკუაცია სასიცოცხლოდ აუცილებლობაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რაც შეიძლება მალე დატოვოს რეგიონი“, - ნათქვამია განცხადებაში.

14.04.2022 23:17 „ვეფხვი“, „კამაზი“, „ურალი“: უკრაინელებმა გაანადგურეს მტრის ტექნიკის კოლონა, რომელიც იზიუმისკენ მიემართებოდა

უკრაინის სპეცოპერაციის ძალებმა ააფეთქეს ხიდი რუსული ტექნიკით, რომელიც იზიუმისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„გაცნობთ ხარკოვის რეგიონში არსებულ ვითარებას: დღის განმავლობაში რუსებმა 34 დარტყმა მიაყენეს ხარკოვის რაიონში MLRS-ს (მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა) და არტილერიას. დღეს დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ზოლოჩოვსა და მიმდებარე დასახლებებს. სამწუხაროდ არის მსხვერპლი. რეგიონში დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს ხარკოვის ოლქში 503 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 24 ბავშვი იყო. 

„რეგიონში იზიუმის მიმართულება რთულია, ბრძოლები იქ გრძელდება. მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები იკავებენ თავიანთ პოზიციებს და უამრავ სამხედრო გამარჯვებას აღწევენ, რაზედაც დაუყოვნებლივ ვერ ვისაუბრებ, რადგან სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. სპეცოპერაციის ძალებმა ააფეთქეს ხიდი რუსული აღჭურვილობით, რომელიც იზიუმისკენ მიდიოდა. ეს არის ჯავშანმანქანა „ვეფხვი“, „კამაზი“ და 3 „ურალი“. ჩვენმა მებრძოლებმა გაანადგურეს მტრის მთელი კოლონა“, - განაცხადა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.

14.04.2022 23:02 კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვა რუსეთის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს – New York Times

„რუსეთის არაკომპეტენტურობაზე მოწმობს შავ ზღვაში ფლაგმანი კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვა“ - ამის შესახებ New York Times დასავლეთის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

წყაროს დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, რუსულ კრეისერს უკრაინული რაკეტა მოხვდა თუ შემთხვევითი ხანძრის შედეგად დაზიანდა. მაგრამ ორივე ვერსია, მისი თქმით, რუსეთის უზარმაზარ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.

როგორც გამოცემა წერს, თუ გემს მოხვდა უკრაინული საკრუიზო რაკეტა, რაც დამაჯერებლად ჟღერს, მაშინ ეს დიდ დაუდევრობას აჩვენებს, იმის გათვალისწინებით, რომ „მასკვა“ აღჭურვილი იყო კომპლექსური სამფენიანი დაცვითი სისტემით სარაკეტო დარტყმისგან.

ოფიციალური პირის თქმით, რაც არ უნდა იყოს, ასეთი მნიშვნელოვანი გემის ასეთი დიდი ზიანი რუსეთის საზღვაო ძალებისთვის ღრმა სირცხვილია და ბევრ რამეში აამაღლებს უკრაინელების ზნეობას, რადგან წინ უფრო დიდი ბრძოლა გველოდება დონბასში. 

14.04.2022 22:50 ხერსონის ოლქში ქალაქი ალიოშკი ოკუპაციის ქვეშ მოექცა - იქ რუსული დროშა ფრიალებს

რუსმა სამხედროებმა ხერსონის რაიონში ქალაქი ალიოშკას ოკუპაცია შეძლეს. ქალაქის მერმა ევგენი რიშჩუკმა ქალაქის ოკუპაცია გამოაცხადა.

„რუსული დროშები უკვე კიდია ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე. სამწუხაროდ, ახლა მთლიანად ქალაქში შედიან“, - განაცხადა რიშჩუკმა.

მისი თქმით, უკრაინის პატრული ქუჩაში აღარ იმუშავებს და ამას დამპყრობლები გააკეთებენ.

14.04.2022 21:42 „სიმართლე პუტინის გიჟურ რეჟიმს ისევე ურტყამს, როგორც ჯაველინები“ - ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის დასავლეთს მოუწოდებს, დაიწყოს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია „პუტინის გიჟური რეჟიმის“ წინააღმდეგ.

ნავალნი, რომელსაც გასულ თვეს თაღლითობისთვის 9 წელი მიუსაჯეს და სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის, წერს, რომ „სიმართლე და თავისუფალი ინფორმაცია პუტინის გიჟურ რეჟიმს ისევე ურტყამს, როგორც ჯაველინები“.

ნავალნი, ასევე, წერს, რომ კრემლმა მოიტყუა, როცა ამტკიცებდა, რომ რუსეთში საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინაში შეჭრას. „რა სახის სოციოლოგიურ გამოკითხვაზეა საუბარი მაშინ, როცა კითხვაზე „მომხრე ხართ თუ არა უკრაინის ომის?“ ამ კითხვაზე პასუხს „არას“ შეიძლება სოციოლოგისა და რესპონდენტის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოჰყვეს“, - წერს ოპოზიციონერი.

მისი თქმით, მოსკოვში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ქუჩაში იდგა და ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ ეჭირა.  

ალექსეი ნავალნიმ, აღნიშნა, რომ პუტინმა დახურა ყველა დამოუკიდებელი მედია. მან მოუწოდა დასავლელ ლიდერებს და ინსტიტუტებს, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და ევროკავშირს, „სასწრაფოდ იპოვონ გამოსავალი პუტინის პროპაგანდის ჩახშობისთვის, სოციალური მედიის სარეკლამო ძალის გამოყენებით“.

 

14.04.2022 21:19 „აზოვს“ მიაჩნია, რომ მარიუპოლის განბლოკვა რუსი სამხედროებისგან შესაძლებელია

აზოვის პოლკში მიაჩნიათ, რომ მარიუპოლის დებლოკირება შესაძლებელია და ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან შესაბამისი გადამწყვეტი ქმედებების მოლოდინში არიან.

„იმედი გვაქვს, ვიბრძვით ოპტიმიზმით და ველოდებით ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადამწყვეტ ქმედებებს ქალაქის დებლოკადასთან და ამ ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ქალაქის განბლოკვა შესაძლებელია“, - განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარიმ.

მისი თქმით, არცერთ სამხედრო ექსპერტსა და ანალიტიკოსს არ ეგონა, რომ მარიუპოლის დამცველთა ჯგუფი ამდენ ხანს გაძლებდა, მაგრამ ისინი აგრძელებენ ქალაქის დაცვას.

პალამარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველებს აქვთ გამბედაობა, დაიცვან ქალაქი „სანამ საჭირო იქნება“.

14.04.2022 21:03 დამარცხებულ „მასკვას“ ომში გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს - ამერიკელი ექსპერტი

„რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრეისერის „მასკვას“ დამარცხება კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში“ - ასე გამოეხმაურა The Jamestown Foundation-ის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი შავ ზღვაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს.

„ფაქტობრივად, უკრაინა იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ შავ ზღვაში და მშვენივრად სჩადის ამას. „მასკვა“ თუ ნამდვილად იძირება, მას გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ჰოვარდმა ამერიკულ-უკრაინულ ბიზნესსაბჭოს შეხვედრის დროს.

მან განაცხადა, რომ „ეს რაღაც მხრივ კიევის ჩრდილო-დასავლეთით რუსების დამარცხების ტოლფასია. ეს ნამდვილად არის კიდევ ერთი შემობრუნება ომში“.

მისი თქმით, ბრძოლები თუ გაგრძელდება, ხანგრძლივი იქნება და ყოველ შემთხვევაში ომი არ დასრულდება 9 მაისს „გამარჯვების აღლუმით“ და მარიუპოლის აღებით. როგორც ჰოვარდმა აღნიშნა, რუსებს სურთ უკრაინის დაჩოქება, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ.

14.04.2022 20:51 მტერმა ვერ შეძლო თავდაცვის გარღვევა რუბეჟნოეს, ნოვოტოშკოვსკის და მარინკას რაიონებში - გენერალური შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს, რომ რუსული ჯარები ცდილობდნენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას რუბეჟნოეს, ნოვოტოშკოვსკის (ლუგანსკის ოლქი) და მარინკას (დონეცკის ოლქი) დასახლებაში, თუმცა ვერ შეძლეს.

ასევე აღნიშნულია, რომ მტერი განაგრძობდა მარიუპოლზე საჰაერო დარტყმებს. გარდა ამისა, დონეცკის მიმართულებით დამპყრობლებმა, ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით, განაგრძეს შეტევა გარკვეული მიმართულებით. თუმცა, ძირითადი ძალისხმევა პოპასნაიას, რუბეჟნოეს, სევეროდონეცკის და სლავიანსკის დასახლებებზეა მიმართული, რათა მათზე კონტროლის დამყარება შეძლონ.

14.04.2022 20:33 „მთავარი ამოცანა ზელენსკის განადგურება იყო“ - ალექსეი დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ისაუბრა რუსეთის გეგმაზე და იმაზე, თუ რას აპირებდნენ დამპყრობლები უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მისი თქმით, მთავარი ამოცანა უკრაინის პრეზიდენტის განადგურება იყო.

„გეგმა იყო გაბედული - უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განადგურება. მათთვის ეს იყო ნომერ პირველი საკითხი და იყო რამდენიმე მცდელობა ამ საკითხზე“, - განაცხადა დანილოვმა.

თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ 22 თებერვალს, დაახლოებით 19:20 საათზე, ინფორმაცია მიიღო, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ზელენსკის განადგურება მომხდარიყო.

„პროცედურის მიხედვით, ამის შესახებ ვაცნობე ჩვენი სახელმწიფოს პრეზიდენტს, პირად დაცვას, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს, პრემიერ-მინისტრს, მის დაცვის სამსახურს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა შესაბამის ორგანოს“, - განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფიზიკური განადგურება 4-ჯერ სცადეს. ბოლო 7 მარტს იყო.

14.04.2022 20:00 Forbes-მა კრეისერი „მასკვა“ 750 მილიონ დოლარად შეაფასა

„უკრაინელების მიერ ჩაძირული რუსული კრეისერი Moskva რუსეთის ფედერაციის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო დანაკარგი გახდა უკრაინასთან ომში“ - ამის შესახებ Forbes წერს.

14 აპრილის ღამეს ორი უკრაინული ნეპტუნის რაკეტა მოხვდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს - „კრეისერი გადაბრუნდა და ჩაძირვა დაიწყო“.

2021 წელს უკრაინამ 26 მილიონი დოლარი დახარჯა ნეპტუნის რაკეტების შესაძენად. ამ რაკეტების ორი გასროლა კი რუსეთს 750 მილიონი დოლარი დაუჯდა. Forbes-მა ეს ღირებულება 1995 წლის 720 მილიონი დოლარის ღირებულების უკრაინის კრეისერს შეადარა.

როგორც Forbes წერს, „მასკვამ“ მონაწილეობა მიიღო ოდესის ოლქის ზმეინის კუნძულის მახლობლად ჩატარებულ ოპერაციაში და სწორედ ამ კრეისერს უთხრეს: „Русский Карабл! Иди На...“

14.04.2022 19:37 რუსებმა ჩერნიგოვის ქალაქის დაბომბვისას აკრძალული რაკეტა „ტოჩკა-უ“ გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რაიონის ქალაქ გოროდნიას დაბომბვისას რაკეტა „ტოჩკა-უ“ გამოიყენეს. ამ იარაღის გამოყენება საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთი“ ავრცელებს.

„დამპყრობლები აგრძელებენ ჩერნიგოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სროლას საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული იარაღიდან. დღეს დამპყრობლებმა გოროდნიას რაიონში ერთ-ერთ კერძო სახლს დაარტყეს. დარტყმა „ტოჩკა-უ“ ტაქტიკური რაკეტიდან განხორციელდა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

14.04.2022 19:23 რუსეთის შემოჭრას 22 თებერვალს ველოდით და არა 24 თებერვალს - ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ იცოდა რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრისთვის მზადების შესახებ, მაგრამ ომის დაწყებას 22 თებერვალს ელოდნენ და არა 24 თებერვალს.

„ჩვენ ვიცოდით, რა მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფრო მეტიც, თავდასხმის თარიღი იყო არა 24 თებერვალი, არამედ 22 თებერვალი. ისინი ჩვენს ქვეყანას 22 თებერვალს უნდა დასხმოდნენ თავს. ერთადერთი, რასაც არ ველოდით, იყო ბელორუსის ტერიტორიის ჩარევა. იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ საბოლოოდ ვიფიქრეთ, რომ სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა.

ჩვენი დადანაშაულება, რომ არ ვემზადებოდით, სრულიად არასწორია. ჩვენ არ შეგვეძლო, გამოვსულიყავით და მოსახლეობისთვის საჯაროდ გვეთქვა: „მეგობრებო, 22 თებერვალს ომი იწყება“. ეს მიუღებელია საჯარო მმართველობის თვალსაზრისით.

მე შემიძლია გითხრათ, რომ 24 თებერვალს შეჭრა რეალურად დაიწყო დილის 3:40 საათზე და არა 5 საათზე. სწორედ მაშინ შემოვიდა რუსული ტანკების პირველი კოლონა ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე და ვინც ამბობს, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ, მას უბრალოდ არ ესმის, როგორ ხდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლების მომზადება მტკიცდება იმით, რომ ქვეყანა უკვე 50 დღეა წარმატებით იგერიებს რუსული ჯარების შეტევას.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, 22 თებერვლის საღამოს, უკრაინის დაზვერვის ოფიცრებს ჰქონდათ მტკიცებულებები, რომ გაიცა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება, მაგრამ შემდეგ რუსეთის სარდლობამ ოპერაციის დაწყების თარიღი 24 თებერვლით შეცვალა.

14.04.2022 19:02 „ბაირაქტარზე მაგარი“ - უკრაინამ შესაძლოა, შოკური ამერიკული თვითმფრინავები MQ-9 Reaper მიიღოს

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკული წარმოების მძიმე თავდასხმის თვითმფრინავების შესაძენად, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ რუსეთ-უკრაინის ომის ბალანსი. ამის შესახებ Forbes წერს.

უკრაინის ოფიციალური პირები გასულ კვირას ვაშინგტონში შეხვდნენ საბრძოლო თვითმფრინავის მათ შორის, MQ-9 Reaper-ის (აშშ-ს საჰაერო ძალების პირველადი მზვერავი და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი) მწარმოებელს General Atomics-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი გაყიდვის დამტკიცება აშშ-ის მთავრობას მოუწევს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ს თავდაცვის კონტრაქტორს შორის ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მწვანე შუქის გარეშე მოხდეს.

„აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, ეს თვითმფრინავები შესაძლოა რამდენიმე დღეში უკრაინელი სამხედრო მფრინავების ხელში აღმოჩნდეს“, - განაცხადა General Atomics-ის სპიკერმა.

MQ-9 Reaper არის აშშ-ს არმიის სადაზვერვო და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც აქვს 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე.

14.04.2022 17:46 რუსეთმა თავის ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელება უკვე დაიწყო, რათა უკრაინას დააბრალოს - დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი

რუსეთის სპეცსამსახურებმა მათ ტერიტორიაზე ტერაქტების გეგმის განხორციელება დაიწყეს, რაშიც უკრაინას ადანაშაულებენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი წერს.

ცენტრის ცნობით, მტრის სპეცსამსახურებმა დაიწყეს ამ გეგმის განხორციელება, რათა რუსეთში ანტიუკრაინული ისტერია გააღვივონ. 14 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის საზღვარზე რამდენიმე „ტერორისტული თავდასხმა“ მოხდა, რომლის ჩადენაშიც რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინულ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს ადანაშაულებს.

„პროპაგანდისტულმა მედიამ კურსკის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 13 აპრილს კორენევსკის რაიონში რუსული სასაზღვრო პატრულის შენობა დაბომბეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბომბვა უკრაინის ტერიტორიის ტყის ზოლიდან განხორციელდა“, - წერს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი.

მანამდე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ 14 აპრილს უკრაინამ დაბომბა სასაზღვრო გამშვები პუნქტი ბრიანსკის ოლქში.

12 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები გეგმავდნენ ტერაქტების სერიას რუსეთის დასახლებებში. კერძოდ, სახლების, საავადმყოფოების და სკოლების აფეთქებას. 

14.04.2022 16:23 უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები მეოთხედ გაცვალეს - გათავისუფლებულია 30 ადამიანი

უკრაინამ და რუსეთმა დღეს, 14 აპრილს, პატიმრები მეოთხედ გაცვალეს, მათ შორის, 22 სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს მოხდა სამხედრო ტყვეების მორიგი, მეოთხე გაცვლა. გავცვალეთ 5 ოფიცერი და 17 რიგითი ჯარისკაცი. ასევე, გაათავისუფლეს 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 1 ქალი. სულ 30 ჩვენი მოქალაქე დღეს სახლში მიდის“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

14.04.2022 16:03 უკრაინელმა მედესანტეებმა სამხრეთში რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს და მტერი გაანადგურეს - უკრაინის სარდლობა

სამხრეთში, უკრაინის საჰაერო თავდასხმის ჯარები აგრძელებენ მტრის განადგურებას. კერძოდ, 14 აპრილის მდგომარეობით, უკრაინელი ჯარისკაცები მორიგი ბრწყინვალე ოპერაციის შესახებ იუწყებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმის ჯარების სარდლობა წერს.

„კერძოდ, წინასწარ იქნა მიღებული აუცილებელი ზომები სარდლობის პუნქტებზე, იარაღსა და სხვა მნიშვნელოვან სამიზნეებზე ცეცხლის იდენტიფიცირებისთვის და ჩახშობისთვის. ამის შემდეგ შეტევითი ოპერაციები ჩატარდა თავდასხმის ქვედანაყოფების მიერ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსმა დამპყრობლებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და დემორალიზებულები არიან. გარდა ამისა, მათ დაიწყეს უკან დახევა, დატოვეს თავიანთი პოზიციები. შედეგად, ლვოვის მედესანტეებმა რამდენიმე უკრაინული დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამხედრო ოპერაციებს, ვანადგურებთ დამპყრობლებს ჩვენს მშობლიურ მიწაზე. ენდეთ ჩვენს ჯარისკაცებს, ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - დასძინა სარდლობამ.

14.04.2022 15:29 ხარკოვის ოლქში სარდაფში ნაწამები და დახვრეტილი უკრაინელების ცხედრები იპოვეს (ფოტოები)

ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელ შევჩენკოვოს სარდაფიდან რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები და დახვრეტილი უკრაინელების ცხედრები ამოასვენეს. 

სარდაფში 40-დან 50 წლამდე ასაკის 6 მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გვამებს წამების კვალი აღენიშნებოდათ და თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.

მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სიკვდილით დასჯის ადგილი კიევის ოლქის პოლიციამ აღმოაჩინა.

14.04.2022 15:28 რუსული ტყვეობიდან ორი უკრაინელი სამხედრო მფრინავი გათავისუფლდა - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს, რომ რუსული ტყვეობიდან ორი უკრაინელი მფრინავი, ივან პეპელიაშკო და ალექსეი ჩიჟი, გათავისუფლდა.

პილოტები 8 მარტს ჩერნიგოვის რეგიონში ტყვედ აიყვანეს. ოკუპანტებმა ჩიჟისა და პეპელიაშკოს დაკავების ადგილი რამდენჯერმე შეუცვალეს, სანამ ისინი კურსკის დაკავების ცენტრში არ გადაიყვანეს. იქ მფრინავები საკანში უკრაინის შეიარაღებული ძალების რვა სხვა ოფიცერთან ერთად იყვნენ.

ივან პეპელიაშკოს თქმით, უკრაინელების უმეტესობას სერიოზული დაზიანებების მიუხედავად, არ ეძლევათ ძირითადი სამედიცინო დახმარება.

უკრაინელი მფრინავების თქმით, ისინი გამუდმებით მიჰყავდათ დამქანცველ დაკითხვებზე, რომელიც ტრადიციულად პროპაგანდისტული სულისკვეთებით იწყებოდა - „უკრაინა ლენინმა გამოიგონა“. გარდა ამისა, პილოტებს წამების ქვეშ პროპაგანდისტული ვიდეოების გადაღებას აიძულებდნენ.

კიევში სამხედრო პილოტებს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი პირადად შეხვდა. დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ძალისხმევას ტყვეობიდან ყველა უკრაინელი მებრძოლის გასათავისუფლებლად.

14.04.2022 14:37 რუსეთი სამხედრო წვრთნების ქვეშ გეგმავდა კიევის აღებას - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ხელში ჩაგდებას სტრატეგიული სამხედრო წვრთნების ნიღბის ქვეშ გეგმავდა.

კერძოდ, დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტები მოწმობს ოკუპანტების განზრახვაზე, რომ მათ ნამდვილად სურდათ უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდება.

„რუსული ჯარების ჯგუფმა „ცენტრმა“, რომელიც მოქმედებდა ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებით, მიიღო დავალება, დაეპყრო კიევის მარცხენა სანაპირო ნაწილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ნათქვამია 96-ე ცალკეული სადაზვერვო ბრიგადის მეთაურის საბრძოლო ბრძანებაში, რომელიც მან რუკასთან ერთად მიიღო დასავლეთის სამხედრო ოლქის 1-ლი სატანკო არმიის შტაბიდან ომის წინა დღეს, 23 თებერვლის საღამოს.

8-გვერდიანი დოკუმენტი განსაზღვრავს შეტევის ეტაპებს და ბრიგადის პერსონალის დავალებებს.

14.04.2022 13:11 მტერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივების დასატერორებლად „სახალხო მილიციას“ აყალიბებს - დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი

„რუსები ქმნიან „სახალხო მილიციის“ რაზმებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელთა  რეპრესირებისთვის“ - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი წერს.

„სახალხო მილიციას არაფერი აქვს საერთო სამართალდამცველებთან“- წერს ცენტრი.

რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან განსხვავებით, რომ „უკრაინის ოკუპაცია არ არის რუსეთის გეგმების ნაწილი“, ზოგიერთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტერი მიმართავს ე.წ. „სახალხო მილიციის“ ქვედანაყოფების ფორმირებას.

8 წელია იგივე დანაყოფები უკრაინელებს ავიწროებენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში.

„ამ სამხედრო ფორმირების შეიარაღებული კრიმინალების მთავარი ამოცანებია ადგილობრივი მოსახლეობის ტერორი, მათი წინააღმდეგობის გატეხა და ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების იზოლაცია უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ასევე, „სახალხო მილიცია“ ახორციელებს ბინების ჩხრეკას და ცდილობენ, მოქალაქეებს საბუთები და პასპორტები წაართვან“, - წერს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი.

14.04.2022 12:20 რუსეთი კრამატორსკის და კონსტანტინოვკას მასიურ დაბომბვას გეგმავს - ბრიტანეთის დაზვერვა

„ქალაქები რუსეთიდან განურჩეველი თავდასხმების წინაშე დგანან მთელი კონფლიქტის განმავლობაში. კრამატორსკი და კოსტიანტინივკა, სავარაუდოდ, მსგავსი დონის ძალადობის სამიზნეები იქნებიან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან“ - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე წერს.

„მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების ერთობლიობა და შეტევაზე ძალების კონცენტრირება წარმოადგენს დაბრუნებას ტრადიციულ რუსულ სამხედრო დოქტრინაზე“, - ვკითხულობთ ტვიტში.

თუმცა, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ამას დასჭირდება რუსეთის მხრიდან ძალების მნიშვნელოვანი დონე. დაზვერვის განცხადებით, უკრაინის მიერ მარიუპოლის მუდმივი დაცვა ამჟამად ბორკილებში აქცევს რუსულ ჯარებსა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან რაოდენობას.

დაზვერვა, ასევე, წერს, რომ 12 აპრილს პუტინის საუბარმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მას მუდმივი ინტერესი აქვს დონბასის მიმართ.

 

14.04.2022 10:28 „საბერძნეთი უკრაინაში იარაღის გაგზავნას აღარ აპირებს“ - საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს პანაგიოტოპულოსმა განაცხადა, რომ ათენი აღარ აპირებს იარაღის ან სხვა სამხედრო ტექნიკის გაგზავნას უკრაინაში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეტი იარაღის გაგზავნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საბერძნეთის ტერიტორიის დაცვაზე, განსაკუთრებით კუნძულებზე.

„ტექნიკა, რომელიც ჩვენ უკრაინაში გავგზავნეთ, ჩვენი მარაგებიდან წავიდა. მეტის გაგზავნა არ განიხილება“, - განუცხადა მან ბერძენ დეპუტატებს საპარლამენტო განხილვისას.

მანამდე, საბერძნეთის მთავრობამ უკრაინაში გაგზავნა ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი S-130 და სხვა სამხედრო დახმარება.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ბერძნების 66% არ ეთანხმება უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნას და მხოლოდ 29% უჭერს მხარს მთავრობის გადაწყვეტილებას.

14.04.2022 00:32 უკრაინელებმა კრეისერი „მოსკოვი“ ააფეთქეს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრეისერი „მოსკოვი“ უკრაინელებმა ააფეთქეს, - ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი სერჟ მარკო იუწყება

„კრეისერ „მოსკოვს“ ახლახან მოხვდა ორი ნეპტუნის ფრთოსანი რაკეტა. ის დგას, იწვის. ზღვაზე კი შტორმია. ტაქტიკური დატბორვაა საჭირო, როგორც ჩანს“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

რუსულ კრეისერზე დარტყმა ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომაც დაადასტურა.

„ნეპტუნის რაკეტებმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსულ ხომალდს. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა მარჩენკომ.

აღსანიშნავია, რომ კრეისერი „მოსკოვი“ იგივე რუსული ხომალდია, რომელსაც უკრაინელი მესაზღვრეები გველის კუნძულზე არ დანებდნენ. 

13.04.2022 23:03 საარტილერიო სისტემები, ჯავშანტექნიკა და ვერტმფრენები - აშშ უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას უგზავნის

ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

საუბრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დონბასის დასაცავად მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. 

„მე ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და ვამცნე მას, რომ ჩემი ადმინისტრაცია დამატებით 800 მილიონი დოლარის იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო ტექნიკით უკრაინისთვის გაგზავნაზე თანახმაა. ვინაიდან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გასაძლიერებლად ემზადება, შეერთებული შტატები უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობების მიწოდებას გააგრძელებს. დახმარების ეს ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო სისტემებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ვერტმფრენების დამატებით რაოდენობას.  იარაღის მუდმივმა მიწოდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლის შესანარჩუნებლად. ეს დაეხმარა იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა უკრაინის დაპყრობა ვერ შეძლო. ახლა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. პრეზიდენტი ზელენსკი დავარწმუნე, რომ ამერიკელი ხალხი მამაცი თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

13.04.2022 22:13 „თუ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიის მცდელობები გაგრძელდება, კიევს დავბომბავთ“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას კიევის დაბომბვით დაემუქრა. 

მოსკოვში აცხადებენ, რომ თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაბომბვასა და საზღვარზე დივერსიას გააგრძელებს, რუსი სამხედროები მზად არიან, უკრაინის სამთავრობო შენობები დაბომბონ.

„ჩვენ უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დივერსიისა და დარტყმის განხორციელების მცდელობებს ვხედავთ.

თუ მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბომბავენ სამთავრობო ცენტრებს, მათ შორის კიევში“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა. 

13.04.2022 20:34 მელიტოპოლში უკრაინელთა წინააღმდეგობის მოძრაობა გამოჩნდა, რომლებმაც 70 რუსი სამხედრო მოკლეს - უკრაინული დაზვერვა

დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში უცნობმა უკრაინელებმა 70 რუსი სამხედრო მოკლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო იუწყება

„დადგინდა, რომ 20 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდში დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ღამით პატრულირებისას 70 რუსი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის კადიროველებიც იყვნენ. გარდაცვალების მიზეზი დანით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები იყო. საოკუპაციო ადმინისტრაცია საგულდაგულოდ მალავს ინფორმაციას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობისა და მათი გარდაცვალების გარემოებების შესახებ. საოკუპაციო ძალების ნაწილები რუსი სამხედროების განადგურებაში მონაწილე ადამიანების პოვნას ვერ ახერხებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მელიტოპოლი რუსებმა 25 თებერვალს დაიკავეს. 

13.04.2022 20:03 მარიუპოლთან 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფება - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მარიუპოლის მახლობლად 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია, რომლებიც ქალაქის აღებას ცდილობენ.

მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლის დაცვას აგრძელებენ.

„ჩვენი სამხედროები კვლავ იბრძვიან და დიდი რაოდენობით ძალებს აკავებენ. ახლა მარიუპოლთან 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფება“, - განაცხადა რეზნიკოვმა. 

შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 6 კვირაზე მეტია, რაც ალყაშია. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა რუსების შიდა ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ

13.04.2022 19:25 უკრაინელებმა მორიგი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზის მე-4 ბატალიონის სამხედრო კოლონა გაანადგურეს

„დავალებების შესრულებისას ერთ-ერთ ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემტევმა ნაწილმა სახელმწიფო თავდაცვის ძალების სხვა თანამებრძოლებთან ერთად გაანადგურა რუსი ოკუპანტების სამხედრო კოლონა. კერძოდ, ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის 201-ე სამხედრო ბაზის მე-4 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მობილური საკონტროლო პუნქტი“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

13.04.2022 18:49 შორი მანძილის რაკეტების შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს აღმოსავლეთიდან მტრის უკან დახევას - ოლექსი რეზნიკოვი

„რუსი დამპყრობლები გეგმავენ უკრაინის ჯარების შემორტყმას გარემოს დაცვის ზონაში, მაგრამ თუ საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მოწოდებას, უკრაინა შეძლებს მტრის უკან დახევას დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან“ - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა ვითარებაა გარემოს დაცვის ზონაში რეზნიკოვმა უპასუხა - „დიახ, კრემლის გეგმა არის გარემოს დაცვის ზონაში ჩვენი ჯარების ალყაში მოქცევა. ისინი გააგრძელებენ მარიუპოლის და სხვა ქალაქების დაბომბვას“. ამავდროულად, კითხვაზე, დაეხმარება თუ არა უკრაინას მიწოდებული შეტევითი იარაღი მტრის აღმოსავლეთიდან გაყვანაში, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, ჩვენ მათ განვდევნით ჩვენი ქვეყნიდან“.

გარდა ამისა, რეზნიკოვმა დასძინა, რომ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროები თავს იცავენ, მიუხედავად 10 000 მტრის ჯარისკაცისა, რომელიც ქალაქს აკრავს.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინას საჭირო იარაღს მიაწვდიან, მაშინ უკრაინა „რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს“.

13.04.2022 17:28 პუტინს დონბასში ძალების შეკრება სურს, რომელიც 5-ჯერ მეტი იქნება უკრაინულ ჯარზე - The Times

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს დონბასში ჯარის შეკრება, რომელიც 5-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე უკრაინული. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს საკმარისი არ იქნება რუსეთის ფედერაციის გამარჯვებისთვის. ამის შესახებ The Times წერს.

აღნიშნულია, რომ მოსკოვი მთელ ძალებს დონბასთან ახლოს მდებარე რეგიონებში გადაიყვანს შემდგომი დაპირისპირებისთვის, რომელიც „გადამწყვეტი“ გახდება. მედია ირწმუნება, რომ საუბარია ათიათასობით ჯარისკაცზე.

ამავდროულად, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსეთი აგროვებს ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინის საზღვარზე მინიმუმ სამ ადგილას - ბელგოროდისა და ვორონეჟის რაიონებში, ასევე, მათ მახლობლად.

ზოგიერთი დასავლური წყარო ელოდება, რომ შეტევა კვირის ბოლოს დაიწყება.

13.04.2022 15:18 ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 206 რუსს, მათ შორის, მედვედჩუკს - კრძალავს რკინისა და ფოლადის იმპორტს

დიდი ბრიტანეთის მორიგი სანქციები რუსულ ბიზნესსა და რუს ფიზიკურ პირებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციების სიას კიდევ 206 რუსი ფიზიკური პირი და ბიზნესი დაემატა.

როგორც Sky News წერს, აქცენტი კეთდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს უკრაინაში.

ბრიტანეთის მიერ სანქცინირებულთა სიაში მოხვდა ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინულმა ძალებმა დაატყვევეს. ბრიტანეთმა მისი აქტივები გაყინა. სიაშია, ასევე, რუსი ნავთობის მაგნატი და LUKOIL-ის ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი.

„აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საშინელი სარაკეტო თავდასხმების კვალდაკვალ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც მხარს უჭერს უკანონო სეპარატისტულ რეგიონებს და მონაწილეობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა.

გარდა ამისა, ბრიტანეთი კრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს.

„ხვალიდან ჩვენ ავკრძალავთ რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს, ასევე, კვანტური ტექნოლოგიებისა და მოწინავე მასალების ექსპორტს, რომლებიც პუტინს ძალიან სჭირდება. ჩვენი მისიაა, პუტინის ომის მანქანა თავის გზაზე გავაჩეროთ“ - აღნიშნა მინისტრმა. 

13.04.2022 15:16 „დნიპროს მორგში 1 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია დაღუპული, რომელთა წაყვანაც არავის სურს“ - დნიპროს მერის მოადგილე

უკრაინის ქალაქ დნიპროს მერის მოადგილე მიხაილო ლისენკო აცხადებს, რომ მორგში უკვე 1 500-ზე მეტი რუსი სამხედროს ცხედარი ჰყავთ. 

მან რუს დედებს მოუწოდა, რომ უკრაინაში ჩავიდნენ და თავიანთი დაღუპული შვილები რუსეთში გადაასვენონ.

„ამჟამად დნიპროს მორგში 1 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია დაღუპული, რომელთა წაყვანაც არავის სურს. ვიმედოვნებთ, რომ რუსი დედები ჩამოსვლას შეძლებენ და მათ ვაჟებს წაიყვანენ, რომლებსაც მთელი ცხოვრება ზრდიდნენ. ჩვენ უკვე გვაქვს რუსი ჯარისკაცებით სავსე ოთხი მაცივარი. რაც არ უნდა იყოს, ისინი ვიღაცის შვილები არიან“, - განაცხადა ლისენკო. 

13 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში 19 800 რუსი სამხედრო დაიღუპა.

13.04.2022 14:21 ეროვნულმა მესაზღვრეებმა მტრის საბრძოლო მასალის დიდი მარაგი იპოვეს - ეროვნული გვარდია

უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა კიევის რეგიონში აღმოაჩინეს ადგილი, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებს საბრძოლო მასალის საწყობი ჰქონდათ. ამის შესახებ ეროვნული გვარდიის პრესსამსახური წერს.

„მომსახურება გრძელდება კიევის რეგიონის გათავისუფლებულ დასახლებებში, სადაც დამპყრობლებმა დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა დატოვეს. კერძოდ, დღეს კიევის რაიონის სოფელ კოროლევკაში ეროვნულმა გვარდიელებმა აღმოაჩინეს ადგილი, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საბრძოლო მასალის საწყობი შექმნეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია 125 კალიბრის ჭურვის 100 ყუთი.

13.04.2022 12:15 ბრძოლა მარიუპოლისთვის - ალყაშემორტყმული ქალაქი, რომელიც ომის ბედს გადაწყვეტს

ალყაში მოქცეულ უკრაინის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლში ექვსკვირიანი უწყვეტი თავდასხმის შემდეგ მძიმე ვითარებაა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ისინი ქალაქს წარმატებით იცავენ და თავიანთ ჯარისკაცებთან უწყვეტ კონტაქტზე არიან, მაგრამ აღიარებენ, რომ საბრძოლო მასალა ეწურებათ და მოსკოვი მალე შეეცდება, ქალაქი სრულად დაიკავოს.

ქალაქის ბედი, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება ომის შემდეგი ეტაპისთვის. რუსეთის ხელში ჩავარდნილი მარიუპოლი უკრაინის სამხრეთისა და აღმოსავლეთის სრულ კონტროლს უზრუნველყოფს, რადგან მისი დაკავება დიდ რუსულ სამხედრო კონტინგენტს გამოათავისუფლებს, შექმნის დამაკავშირებელ ხიდს დონბასსა და ყირიმს შორის და გარკვეულწილად იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სტრატეგიული „გამარჯვების“ მომენტი ომში.უკრაინისთვის მარიუპოლის დაცემა უზარმაზარი დანაკარგი იქნება. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკური ცენტრის თანახმად, ბოლო დღეებში რუსული ძალები ქალაქში დარჩენილი უკრაინელი მებრძოლების პოზიციებისკენ მიიწევენ. ოკუპანტებმა უკრაინელები მარიუპოლის პორტის არეალში და აზოვსტალის ქარხანაში უკუაგდეს, საიდანაც ისინი კვირების განმავლობაში კონტრშეტევებს ახორციელებენ.  

მიუხედავად ალყისა და რუსების აშკარა უპირატესობისა, უკრაინელი მებრძოლები დანებებას არ აპირებენ. უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მებრძოლებმა პირობა დადეს, რომ პოზიციებს არ დათმობენ. 

„ჩვენ ვიკავებთ ქალაქის ყოველ ნაწილს, სადაც ეს შესაძლებელია. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ქალაქი ბლოკადაშია. საბრძოლო მასალისა და საკვების მოწოდება ვეღარ ხერხდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა მებრძოლმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალები კვირების განმავლობაში ახერხებდნენ, რომ ალყა ფარულად გაერღვიათ და მარიუპოლში მყოფი მებრძოლებისთვის საჭირო აღჭურვილობა და საკვები მიეწოდებინათ, მაგრამ რუსების გააქტიურებასთან ერთად ეს სულ უფრო და უფრო რთული გახდა.

„საბოლოოდ, რუსებმა ქალაქი ბლოკადაში ისე მოაქციეს, რომ მარაგების მიღების შანსი აღარ არსებობს. ქალაქმა ბევრად მეტხანს გაძლო, ვიდრე ვინმე იწინასწარმეტყველებდა, ძნელია იმის თქმა, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, მაგრამ მაინც, უკრაინელებმა ძალიან ცოტა რესურსით არაჩვეულებრივ შედეგს მიაღწიეს“, - აცხადებს თავდაცვის კვლევითი ცენტრის გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ჯასტინ ბროკი. უკრაინის ძალების როტაციის ან დაჭრილების ევაკუაციის მცდელობები სულ უფრო მაღალი რისკის ქვეშაა, რადგან რუსეთმა ალყა გაამკაცრა.

12 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 100-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა ალყის გარღვევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

მოგვიანებით ერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა და თქვა, რომ უკრაინის მომავალი თითოეული ქალაქისა და სოფლის წინააღმდეგობაზე იყო დამოკიდებული.

„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც წინააღმდეგობას არ წყვეტს მაშინაც კი, როცა ჩანს, რომ შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. ცალკე მინდა მივმართო იმ გმირებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ: მათ, ვინც იცავს მარიუპოლს. მარიუპოლი არის ომის გული, თუ ის ცემას შეწყვეტს, მაშინ ჩვენ უფრო სუსტები ვიქნებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.ქალაქის სრულად აღება რუსებს საშუალებას მისცემს, რომ ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებსაც მარიუპოლი ალყაში ჰყავთ მოქცეული, უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში გადაისროლონ, საიდანაც მოსკოვი ძირითადი შეტევისთვის ემზადება.

რუსეთს ასევე შეუძლიათ, რომ აღნიშნული ძალები ჩრდილოეთით მიმართონ და მორიგი დიდი ფრონტი გახსნან.

ოკუპანტთა ძალები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის გასაძლიერებლად, რომლის გათავისუფლებასაც უკრაინული ჯარები აქტიურად ცდილობენ. 

ფაქტია, რომ მარიუპოლი მართლაც ამ ომის „გულია“, რომლის გადარჩენისთვის ბრძოლა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

13.04.2022 12:09 მაკრონი უარყოფს ტერმინი „გენოციდის“ გამოყენებას უკრაინაში რუსეთის სისასტიკის აღსაწერად - CNN

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა უკრაინაში რუსული ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე საზოგადოებრივ მაუწყებელ France 2-თან სატელევიზიო ინტერვიუში. ამის შესახებ CNN წერს.

კითხვაზე გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინს „გენოციდს“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა: „დღეს ასეთი ტერმინების გამოყენებასთან ფრთხილად ვიქნები, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“.

„მინდა გავაგრძელო ცდა, რამდენადაც შემიძლია, შევაჩერო ეს ომი და აღვადგინო მშვიდობა“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა საფრანგეთის თანამშრომლობა უკრაინასთან სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად.

„რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო უკიდურესად სასტიკი ომი, ახლა უკვე დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა ომის დანაშაულები და ახლა ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პასუხისმგებელი პირები“, - განაცხადა მაკრონმა.

13.04.2022 11:50 „ბერლინი უკრაინას იარაღს მიაწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ეს არ შეესაბამებოდა ბერლინის უსაფრთხოების ფილოსოფიას“ - გერმანიის პრეზიდენტი

ბერლინი უკრაინას იარაღს მიაწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ეწინააღმდეგებოდა გერმანიის უსაფრთხოების ფილოსოფიას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ასეთ რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება არ შეიძლება. ომის დანაშაულები მთელმა მსოფლიომ დაინახა. გამოძიებული უნდა იყოს ეს დანაშაულები, ხოლო დამნაშავეები და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

მისი თქმით, გერმანიისა და პოლონეთის მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის მხარდაჭერის ნაბიჯებზე.

„ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ“, - განაცხადა შტაინმაიერმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის გაყოფა, თუმცა გააძლიერა ძალისხმევა გარე აგრესიისთვის.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსული ბარბაროსობა უკრაინაში უნდა შეწყდეს. მან რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუშვას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

სანქციების კომენტირებისას შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაზარდონ. მისი თქმით, ყველა ქვეყანა შეეცდება, შეამციროს ენერგორესურსების ექსპორტი რუსეთიდან და აღნიშნა, რომ გაზის იმპორტი რუსეთიდან გერმანიაში 60%-დან 40%-მდე შემცირდა.

13.04.2022 11:06 19 800-ზე მეტი სამხედრო, 739 ტანკი, 158 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 13 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

🔵 19 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 739 - ტანკი

🔵 1 964 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 358 - საარტილერიო სისტემა

🔵 115 - MLRS

🌕 64 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 158 - თვითმფრინავი

🌕 143 - ვერტმფრენი

🔵 1 429 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 7 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 132 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 25 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13.04.2022 10:49 „1 000-ზე მეტი აზოვის მებრძოლი ჩაგვბარდა“ - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ალყაში მოქცეულ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში 1 000-ზე მეტი აზოვის მებრძოლი ჩაბარდა

კადიროვმა აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში მყოფ სხვა უკრაინელებს მოუწოდა, რომ ჩაბარებულიყვნენ.

„აზოვსტალში ამ დროისთვის დაახლოებით 200 დაჭრილია, რომელთა სამედიცინო დახმარება შეუძლებელია. მათთვისაც და ყველა დანარჩენისთვისაც უკეთესი იქნებოდა ამ უაზრო წინააღმდეგობის დასრულება და ოჯახებში წასვლა“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელში. 

კადიროვის გაკეთებულ განცხადებას უკრაინელი ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები აზოვსტალსა და მარიუპოლის პორტზე თავდასხმებს აგრძელებენ. 

13.04.2022 10:43 რუსეთი ბელგოროდის რეგიონში აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ჯარს აგროვებს - სატელიტური სურათები

ამერიკული კომპანია Maxar Technologies-ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსეთი ბელგოროდის რეგიონში ჯარებს აგროვებს აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის.ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე განაცხადა.

„სატელიტური სურათები ცხადყოფს, რომ რუსული ძალები აგრძელებენ მოძრაობას აღმოსავლეთ უკრაინაში. სამხედრო განლაგება დაფიქსირდა 14k-34 ავტომაგისტრალისა და დერეფნის გასწვრივ“, - ვკითხულობთ ტვიტში.

აღსანიშნავია, რომ სურათები 11 აპრილს არის გადაღებული.

 

13.04.2022 10:14 „თუ ომი წლები გაგრძელდება“: პენტაგონი უკრაინის დასახმარებლად იარაღის მწარმოებლებს უმასპინძლებს - reuters

13 აპრილს პენტაგონი უმასპინძლებს აშშ-ში იარაღის რვა საუკეთესო მწარმოებელს, რათა განიხილონ ინდუსტრიის უნარი, დააკმაყოფილოს უკრაინის იარაღის საჭიროებები, თუ რუსეთთან ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ reuters წერს.

იარაღზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთის შეჭრამ აიძულა აშშ და მოკავშირეები უკრაინისთვის იარაღი გადაეცათ.

reuters-ის წყაროებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე განიხილება იარაღის მარაგებისა და ასევე, უფრო ხანგრძლივი ომის დაგეგმვა. პენტაგონის შესყიდვებისა და მხარდაჭერის ოფისი 90-წუთიან შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრას, სავარაუდოდ, დაესწრება თავდაცვის მდივნის მოადგილე კეტლინ ჰიქსი.

პენტაგონმა განაცხადა, რომ ყველაზე სასარგებლო იარაღი არის ისეთი სისტემები, როგორიცაა Javelin ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და Stinger საზენიტო რაკეტები, რომლებსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინას „თითქმის ყოველდღიურად“ აწვდიან.

Raytheon Technologies და Lockheed Martin Corp ერთობლივად აწარმოებენ Javelins-ს, ხოლო Raytheon აწარმოებს Stingers-ს. იარაღის სხვა წამყვანი მწარმოებლები არიან Boeing Co, Northrop Grumman, General Dynamics და L3Harris Technologies.

12.04.2022 14:57 რატომ არის დონბასი პუტინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?

კიევის დაკავებისა და უკრაინის „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციის“ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ მათი ახალი მიზანი დონბასის „სრული განთავისუფლებაა“.

დონბასში პუტინი, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს გულისხმობს, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მნიშვნელოვანი ტერიტორია 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ დაიკავეს.

დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი დონბასში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაორმაგებას ან გასამმაგებას ელოდებიან.

სატელიტურ სურათებზე უკვე ჩანს, რომ რუსული ძალების დაგროვება უკრაინის საზღვართან ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში მიმდინარეობს.

როდესაც პუტინი საუბრობს დონბასზე, ის გულისხმობს უკრაინის ნახშირისა და ფოლადის მწარმოებელ ძველ ზონას, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარია. 

გარდა ამისა, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი მარიუპოლი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ალყაშია, უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქია, რომლის დაუფლებაც პუტინს ნამდვილად სურს. 

და ბოლოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც დონბასის დაკავების შემთხვევაში ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით გაჩნდება. 

რუსეთის ლიდერმა არაერთხელ წამოაყენა უსაფუძვლო ბრალდება, რომ უკრაინამ აღმოსავლეთში „გენოციდი“ განახორციელა და ომიც სწორედ ამ მიზეზით დაიწყო. 

ომამდე აღმოსავლეთ ოლქების ორი მესამედი უკრაინელთა ხელში იყო, დანარჩენს კი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. ჯერჯერობით უკრაინელი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ფრონტის ხაზს წარმატებით აკონტროლებენ. 

პუტინის თავდაპირველი მიზანი, კიევის აღება, ფაქტია, რომ წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა მისთვის „გამარჯვების“ მიღწევის ერთადერთი გზა დონბასის დაკავებაა, რადგან თუ ეს 9 მაისამდე მოხდება, მას შეეძლება, რომ ნაცისტური გერმანიის დამარცხების დღესთან ერთად უკრაინასთან ომში მიღწეული „წარმატებაც“ აღნიშნოს.  

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

12.04.2022 14:48 პუტინი უკრაინელებს ციმბირსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს - The Independent

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ციმბირში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს. დაახლოებით 100 000 ადამიანი უკვე ათასობით კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა საკუთარი სახლებიდან. ამის შესახებ The Independent წერს.

გამოცემის მიერ ციტირებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, კრემლმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების 95 739 მაცხოვრებლის მათი სახლებიდან 5 500 მილის (8 850 კმ-ზე მეტი) დაშორებით გადასახლების შესახებ ბრძანება გასცა.

„განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით“, რუსეთის ფედერაცია „კოორდინირებს“ მოქალაქეების განაწილებას „რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში“ და სთხოვს ხელისუფლებას უზრუნველყოს 95 739 ადამიანის მიღება“, - ნათქვამია გამოცემაში.

მითითებულია, რომ კრემლი გეგმავდა 11 398 ადამიანის გაგზავნას ციმბირში, 7 218 ადამიანის შორეულ აღმოსავლეთში და 7023 ადამიანის ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში.

დოკუმენტებზე დაყრდნობით, The Independent, ასევე, წერს, რომ მარიუპოლის ხალხს უბრძანეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, სადაც ეწერა, რომ „უკრაინის ჯარებმა დაბომბეს მათი ქალაქი“.

12.04.2022 14:16 რუსეთმა ლუგანსკში 65 წლამდე მამაკაცების მობილიზების მორიგი ტალღა გამოაცხადა - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსი რაშისტები ლუგანსკში 65 წლამდე მამაკაცებზე „ნადირობენ“, რათა უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაუშვან.

„ოკუპანტები მამაკაცებზე ნადირობენ. საოკუპაციო ხელისუფლებამ ლუგანსკში 65 წლამდე მამაკაცების მობილიზების მორიგი ტალღა გამოაცხადა... ორკებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს მამაკაცებზე, რომ უკრაინასთან საომრად წავიდნენ“, - წერს გაიდაი.

გაიდაიმ აღნიშნა, რომ „რუსეთის ფაშისტური ფედერაციის ბოევიკები“ ახორციელებენ რეიდებს, რათა ამოიცნონ წვევამდელები და იძულებით გაგზავნონ სამხედრო ოპერაციებში.

12.04.2022 13:57 რუსი ოკუპანტების შეტევა ლუგანსკის ოლქში გადაუღებელმა წვიმამ შეაფერხა

„რუსი დამპყრობლების შეტევა შენელებულია ლუგანსკის ოლქში გადაუღებელი წვიმის გამო, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება“, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შეტევისთვის მოსამზადებლად რუსებმა მძიმე ტექნიკის მობილიზება უკვე დაიწყეს. 

„რუსებს შეტევა დღეს ან ხვალ უნდა დაეწყოთ, მაგრამ ძლიერი წვიმა დაიწყო. პროგნოზის მიხედვით, ეს წვიმა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. 

ამავდროულად ოკუპანტების მიერ ლუგანსკში მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გახშირდა. რუბეჟნოეში და პოპასნაიაში პოზიციური ბრძოლები ქალაქების შუაგულში გრძელდება. სამწუხაროდ, ამ ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის შესაძლებლობა არ არსებობს“, - განაცხადა გაიდაიმ. 

12.04.2022 11:51 რუსებმა სავარაუდოდ, უკრაინაში ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს - უკრაინის თავდაცვა

უკრაინის სამხედრო უწყება მარიუპოლში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა სავარაუდოდ, ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი აცხადებს.

მისი თქმით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო საქმის გამოძიების პროცესშია.

„ამ დროისთვის, ჩვენ გავრცელებულ ინფორმაციას ვამოწმებთ, ვცდილობთ გავიგოთ, თუ რა იყო ეს. წინასწარ მონაცემებით, არის ვარაუდი, რომ ეს იყო ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა ყოფილიყო. საბოლოო ინფორმაციას ოფიციალური პირი მოგვიანებით გაცნობებთ“, - დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამავდროულად, მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი ნამდვილად არსებობს და ამის ალბათობაც საკმაოდ მაღალია.

12.04.2022 10:02 საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში 186 ბავშვი მოკლეს, -  ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

„12 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის შედეგად დაზარალდა 530-ზე მეტი ბავშვი, მათ შორის 186 დაიღუპა და 344-ზე მეტი ბავშვი დაშავდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 113, კიევის ოლქში - 99, ხარკოვის ოლქში - 76, ჩერნიგოვის ოლქში - 54, მიკოლაევის ოლქში - 40, ლუგანსკის ოლქში - 36, ხერსონის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს რეგიონში - 22, დედაქალაქში - 16.  სუმის რეგიონი - 16, ჟიტომირის რეგიონი - 15.

კიევის ოლქის ბუჩას რაიონის სოფელ გავრილივკას ტერიტორიის ჩხრეკისას იპოვეს ხუთი წლის ბავშვის ცხედარი საარტილერიო ჭურვის რღვევის შედეგად მიღებული მრავლობითი დაზიანებებით.

8 აპრილს მარიუპოლში რუსული ჯარების მიერ სახლის დაბომბვისას წელიწად-ნახევრის გოგონა დაიღუპა.

11 აპრილს ხარკოვის მორიგი რუსული დაბომბვის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 938 სასწავლო დაწესებულება, აქედან 87 მთლიანად განადგურდა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

12.04.2022 10:21 „მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ოკუპანტების მიერ განადგურებული მარიუპოლის კადრებს ავრცელებს და წერს, რომ მსოფლიო გენოციდს ონლაინ უყურებს.

„მარიუპოლი, სიკვდილი აქ რუსეთის დროშის ქვეშ მოვიდა. ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, შენობების 90% გაანადგურეს. უკრაინელი სამხედროები გარშემორტყმული არიან. დასაწყისშივე ვთხოვდით ჩვენს პარტნიორებს შანსს - ტანკებსა და თვითმფრინავებს. მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“, - წერს პოდოლიაკი. 

12.04.2022 11:10 რუსებმა ლისიჩანსკი დაბომბეს - ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 სახლი დაანგრიეს, ლისიჩანსკში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი  გაიდაიმ განაცხადა. 

„კიდევ 12 სახლი დაანგრიეს რუსებმა, 7 - ღამით. ყველაზე მეტად დაზარალდა რუბეჟნოე, ლისიჩანკსი, სევეროდონეცკი და ნოვოდრუჟესკი. სამწუხაროდ, ლისიჩანსკში არის მსხვერპლი - ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა“, - აღნიშნავს რეგიონის ხელმძღვანელი.

მთლიანობაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დამპყრობლების მიერ 17 ობიექტი დაზიანდა - 12 საცხოვრებელი და 4 არასაცხოვრებელი შენობა.

12.04.2022 11:30 რუსეთს არ ჰყავს დამრტყმელი ძალა სუმის რეგიონის საზღვარზე - რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია

სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა, რომ 11 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის არმიას არ ჰყავს დამრტყმელი ჯგუფი სუმის რეგიონთან.

„ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვუთხარი Deutsche Welle-ს, თითქოს არის ჯარების კონცენტრაცია სუმის რეგიონში და რომ არის შემოჭრის დიდი საფრთხე - ეს სიტყვები ოდნავ ამოღებული იყო კონტექსტიდან. 

მართლაც, არის ჯარები სუმის რეგიონის საზღვარზე - ისინი მუდმივად მოძრაობენ, გადანაწილდებიან, ხან მეტი, ხან ნაკლები. მაგრამ, ამ დროისთვის, სუმის რეგიონის საზღვარზე ასეთ დამრტყმელ ძალას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, ვლოცულობთ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ მოხდეს სუმში შეჭრა“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

ჟივიცკიმ დასძინა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსმა სამხედროებმა აღარ იმოგზაურონ რეგიონში, „როგორც საკუთარ სახლში“. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ცდილობენ, აღკვეთონ მტრის სუმის რეგიონში შესვლა.

12.04.2022 10:24 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 12 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

🔵 19 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 732 - ტანკი

🔵 1 946 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 349 - საარტილერიო სისტემა

🔵 111 - MLRS

🌕 63 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 157 - თვითმფრინავი

🌕 140 - ვერტმფრენი

🔵 1 406 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 7 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 124 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 25 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა 

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12.04.2022 09:58 აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა ორი-სამი კვირის განმავლობაში გაძლიერდება - ბრიტანეთის დაზვერვა

მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები გაძლიერდება, რადგან რუსეთი აგრძელებს ძალისხმევის გადახედვას ომში. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.

„რუსული თავდასხმები კვლავ ფოკუსირებულია უკრაინის პოზიციებზე დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, ბრძოლები გრძელდება ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში, ხოლო წინსვლა კრამატორსკისკენ განახლდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, აღნიშნულია, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ ბელორუსიიდან გაყვანას, რათა გადანაწილდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციების მხარდასაჭერად.

 

12.04.2022 09:42 რუსეთმა დონეცკის გარშემო პოზიციები გააძლიერა - პენტაგონი

რუსეთმა დონეცკის გარშემო სამხედრო პოზიციები გააძლიერა. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობის დაცვით The Washington Post-ს განუცხადა.

კოლონა, რომელიც ამჟამად მოძრაობს რუსეთის საზღვრის სამხრეთით, მოიცავს სარდლობის ელემენტს, დამხმარე ბატალიონს, ვერტმფრენის მხარდაჭერას და ქვეითებს. აშშ-ის სპიკერმა მას „ნათელი მტკიცებულება“ უწოდა, რომ რუსეთს უკვე აქვს დონბასის აღების მიზანი, მას შემდეგ, რაც კიევი ვერ აიღო.

ბოლო დღეებში რუსეთმა თავისი საჰაერო თავდასხმების უმეტესი ნაწილი დონბასში განახორციელა. აღნიშნულია, რომ უცნობია, როდის შეძლებს რუსეთი ახალი შეტევის დაწყებას.

12.04.2022 09:36 მარიუპოლში 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - მარიუპოლის მერი

რუსეთის მიერ მარიუპოლის ალყის დროს 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს, რადგან კვირების განმავლობაში თავდასხმები მარიუპოლის მცხოვრებლების ცხედრებს „ქუჩებში ხალიჩაზე“ ტოვებს.

როგორც ბოიჩენკომ განაცხადა, რუსებმა მრავალი ცხედარი მიიტანეს უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში, სადაც განთავსებულია მაცივრები.

მარიუპოლი რამდენიმე კვირის განმავლობაში ალყაში იყო რუსი დამპყრობლების მიერ.

12.04.2022 09:25 რუსეთი ერაყიდან უკრაინაში ომისთვის კონტრაბანდულ იარაღს იღებს - The Guardian

რუსეთი ერაყიდან უკრაინაში სამხედრო ოპერაციებისთვის ირანული იარაღის კონტრაბანდის ქსელების დახმარებით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას იღებს. ამის შესახებ The Guardian ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყელი მებრძოლებისა და რეგიონული სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, მარტში მოსკოვის უკრაინაში წარუმატებელი კამპანიის შემდეგ ერაყიდან რუსეთში RPG (სარაკეტო ყუმბარა) და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე, ბრაზილიური დიზაინის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გაიგზავნა.

ირანული წარმოების Bavar 373 სარაკეტო სისტემა რუსული S-300-ის მსგავსია, რომელიც, ასევე, მოსკოვს თეირანის ხელისუფლებამ გადასცა.

გამოცემა წერს, რომ ეს ფაქტი რუსეთის სტრატეგიის დრამატულ ცვლილებას მიანიშნებს, რადგან მოსკოვი, უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული ახალი სანქციების შემდეგ, იძულებულია, დაეყრდნოს ირანს, მის სამხედრო მოკავშირეს სირიაში.

12.04.2022 09:13 პუტინი ავსტრიის კანცლერს: უკეთესი იქნებოდა, ომი ადრე დამთავრებულიყო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს კარლ ნეჰამერს უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა „ომი უფრო ადრე დამთავრებულიყო“ – მაგრამ გაუგებარია, რას გულისხმობდა პუტინი ამ სიტყვებში. ამის შესახებ New York Times წერს.

ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ამ სიტყვების შინაარსი გაურკვეველია, რადგან ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ პუტინი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ან რომ ის შესაძლოა, დონბასზე სწრაფ და სასტიკ თავდასხმას გეგმავდეს. კანცლერმა აღნიშნა, რომ „არავითარი ილუზიები არ შეიძლება გვქონდეს: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად მიიღო ომის ლოგიკა და შესაბამისად მოქმედებს... ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, მას მუდმივად დავუპირისპიროთ ომის ფაქტები“.

ნეჰამერმა თქვა, რომ პუტინმა უარყო უკრაინის მიერ სამხედრო დანაშაულების შესახებ ბრალდებები. ავსტრიის კანცლერმა პუტინის უკრაინაში განხორციელებული სისასტიკე უარყოფითად შეაფასა.

ნეჰამერმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშკარაა, რუსული ძალები მობილიზდებიან დონბასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.

12.04.2022 08:58 რუსები იბრძვიან სამოქალაქო ტანსაცმელში, ზრდიან დანაყოფებს, აძლიერებენ საჰაერო თავდაცვას - უკრაინის გენშტაბი

ომის 48-ე დღეს რუსეთის ჯარებმა ნაწილობრივ დაბლოკეს ხარკოვი. მელიტოპოლისა და ილოვაისკის მახლობლად გააძლიერეს საჰაერო თავდაცვა, ცდილობენ მარიუპოლისა და პოპასნას კონტროლს, ასევე, ცდილობენ დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევას. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 12 აპრილის დილის 6:00 საათის შეჯამებაში წერს.

რუსეთის არმია ცდილობს, დაასრულოს დანაყოფების გადაჯგუფება და გადაადგილება ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონების კონცენტრაციის რაიონებში, აგრეთვე, საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის გადანაწილებას აეროდრომებზე, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთნ ახლოს მდებარეობს.

რუსი ოკუპანტები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფით, აგრძელებენ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის უშუალოდ საცხოვრებელ ადგილებში განთავსების ტაქტიკას. ამრიგად, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დამპყრობლები იყენებენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შენობებს, ენერგეტიკულ და სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და დასახლებების ცენტრალურ უბნებს.

დაფიქსირდა მტრის მიერ სამოქალაქო ტანსაცმელში საბრძოლო მოქმედებების წარმოების შემთხვევები.

ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებში მტერს აქტიური მოქმედებები არ მიუღია. ამ მიმართულებით მტრის ქვედანაყოფების პოზიციისა და მოქმედებების ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

შტაბის ცნობით, სევერსკის მიმართულებით, მტერი ასრულებს ცალკეული ქვედანაყოფების გადანაწილებას აღმოსავლეთ ოპერატიულ ზონაში. ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე გაერთიანებული არმიის ქვედანაყოფების მოძრაობა ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონების გარკვეულ რაიონებში გრძელდება.

11.04.2022 15:08 ფრანგი ჟანდარმები რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად უკრაინაში ჩავიდნენ

ფრანგი ჟანდარმები ლვოვში ჩავიდნენ, რათა რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად უკრაინელ კოლეგებს დაეხმარონ, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი უკრაინაში ეტიენ დე პონსინმა იუწყება.  

„ლვოვში ტექნიკური და სამეცნიერო ჟანდარმთა რაზმი იმყოფება, რომლებიც უკრაინელი კოლეგების დასახმარებლად კიევის ირგვლივ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ჩამოვიდნენ. საფრანგეთი პირველია, ვინც უკრაინას ასეთ დახმარებას გაუწევს“, - აცხადებს ელჩი.

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას თქმით, უკრაინის ჩრდილოეთის გათავისუფლების შემდეგ, კიევის ოლქში რუსი დამპყრობლების მიერ მოკლული 1 222 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

11.04.2022 14:06 „განადგურებულია უკრაინისთვის გადაცემული S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები“ - რუსული მხარე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები გაანადგურეს, რომლებიც უკრაინას ევროპიდან მიაწოდეს

კონაშენკოვმა მიმწოდებელი ქვეყანა არ დააკონკრეტა, თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ S-300 კომპლექსები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სლოვაკეთმა გაუგზავნა.

„10 აპრილს, დნეპროპეტროვსკის სამხრეთით მაღალი სიზუსტის რაკეტებმა გაანადგურეს ფარდულში დამალული S-300 საზენიტო-სარაკეტო დივიზიის აღჭურვილობა, რომელიც კიევის რეჟიმს ევროპის ერთ-ერთმა ქვეყანამ მიაწოდა“, - განაცხადა კონაშენკოვმა.

მანამდე რუსულმა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლაევის ოლქის სოფელ სტარობოგდანოვკაში და ხარკოვის ოლქში მდებარე ჩუგუევის სამხედრო აეროდრომზე სლოვაკეთიდან გაგზავნილი S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები განადგურდა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 

„სლოვაკეთი კატეგორიულად უარყოფს რუსულ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ უკრაინაში S-300 თავდაცვითი სისტემა განადგურდა. ეს სიცრუეა, რაც უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა“, - წერს ჰეგერი სოციალურ ქსელში.

11.04.2022 09:22 უკრაინის საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ერთ დღეში მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს. 

„10 აპრილს უკრაინის საჰაერო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რუსი დამპყრობლების 11 საჰაერო სამიზნე“, - ნათქვამია ანგარიშში.

კერძოდ, ჩამოაგდეს:

👉 ერთი თვითმფრინავი (Su-34)

👉 ოთხი ვერტმფრენი (Mi-24, Ka-52)

👉 სამი უპილოტო საფრენი აპარატი (OTR)

👉 სამი საკრუიზო რაკეტა (X-59)

11.04.2022 09:45 რუსებმა ერთ დღეში 10 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის ერთი ბავშვი - ოლეგ სინეგუბოვი

ხარკოვის რეგიონის დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 11 კი დაშავდა, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„რუსები ისევ უტევენ მშვიდობიან მოსახლეობას. დღისით ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ძლიერი დაბომბვა მოხდა ზოლოჩოვსა და დერგაჩში.

სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ დროისთვის ცნობილია 11 მსხვერპლის შესახებ, დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი“, - აღნიშნავს ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სინეგუბოვის თქმით, რეგიონში ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ქალაქი იზიუმი.

„ჩვენი არმია იქ წარმატებას მიაღწევს, ღამით შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მტრის ტანკების კოლონა და დაიკავეს პოზიციები, არ მისცეს საშუალება რუსებს გადასულიყვნენ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში“, - აღნიშნა სინეგუბოვმა. 

11.04.2022 10:17 19 500 რუსი სამხედრო, 1 923 ჯავშანმანქანა, 725 ტანკი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა დაკარგეს: 👇

🔵 19 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 725 - ტანკი

🔵 1 923 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 347 - საარტილერიო სისტემა

🔵 111 - MLRS

🌕 55 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 154 - თვითმფრინავი

🌕 137 - ვერტმფრენი

🔵 1 387 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 7 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 119 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 25 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა 

11.04.2022 10:40 რუსები შეეცდებიან განაახლონ შეტევა სლობოჟანსკის მიმართულებით - გენერალური შტაბი

უახლოეს დღეებში დამპყრობლები შეეცდებიან განაახლონ შეტევა სლობოჟანსკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„მტერი აგრძელებს შეტევითი დაჯგუფების შექმნას სლობოჟანსკის მიმართულებით ოპერაციებისთვის. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დამპყრობლები შეეცდებიან განაახლონ შეტევა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ, სავარაუდოდ, მტერი, საომარი მოქმედებების ადგილებზე საქონლის მიწოდების შეფერხების მიზნით, გააგრძელებს დარტყმებს  სატრანსპორტო  ობიექტებზე მათი განადგურების მიზნით.

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ სლობოჟანსკის მიმართულებით, მე-6 გაერთიანებული შეიარაღების ცალკეული ნაწილები და ჩრდილოეთ ფლოტის სანაპირო ჯარები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას და ქალაქის გარკვეული ტერიტორიების დაბომბვა გრძელდება.

გენერალური შტაბის ცნობით, მტერმა უკან დაიხია.

11.04.2022 11:20 თუ პუტინის არმია დონბასის ტერიტორიას სრულად დაიკავებს, უკრაინა მისთვის ბოლომდე იბრძოლებს - არესტოვიჩი

იმ შემთხვევაში, თუ პუტინის არმია დონბასის ტერიტორიას სრულად დაიკავებს, უკრაინა მისთვის ბოლომდე იბრძოლებს, რასაც დიდი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური დანაკარგი მოჰყვება, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, არც უკრაინელი ხალხი, არც არმია და არც პრეზიდენტი არ შეეგუება დონბასის აღებას.

„ამ პირობებში სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმდება, ომი გაგრძელდება. თანაც იმ პირობით, რომ ჩვენ ვიღებთ შეიარაღებას, რუსეთი კი მას ვერსაიდან მიიღებს და ამ უპირატესობის რეალიზებას მოვახდენთ. ამ დროს ძალიან ბევრი სისხლი დაიღვრება ჩვენი მხრიდან, დამატებითი ძალისხმევის გაწევა მოგვიწევს და გრანდიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკას.

ჩვენ კი თანდათანობით, მილიმეტრებით, სისხლით გამოვიყენებთ ამ უპირატესობას. ჩვენ გავანადგურებთ, გავანადგურებთ და გავანადგურებთ, სანამ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ მიწაზე მოვიდა“, - აცხადებს არესტოვიჩი. 

11.04.2022 11:47 დონეცკის რეგიონში ჩეჩენი დამპყრობლები გაანადგურეს (ფოტოები)

ლუგანსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ჯარებმა ჩეჩენი დამპყრობლების ნაწილი გაანადგურეს, დამპყრობლების ნაწილი სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში მონსწილეობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა იტყობინება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ცნობით, განადგურდნენ სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 42-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ჯარისკაცები.

„მათი დასახიჩრებული სხეულების ეს გროვა მხოლოდ ტაქტიკური ჯგუფის ნაწილია, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა გაანადგურეს დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე თავდასხმის დროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არმიის  მეთაური, შტაბის უფროსთან ერთად, ლიკვიდირებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა აღნიშნავს, რომ განადგურებულ ქვედანაყოფში შედიოდა სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე მრავალი პირი.

11.04.2022 11:18 პუტინის ახალი გეგმა - როგორ დაესხმება რუსეთი უკრაინის ახალ ფრონტის ხაზებს?

რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ უკრაინის ჩრდილოეთის დატოვების შემდეგ კონფლიქტმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საუკეთესო ქვედანაყოფები აღმოსავლეთში არიან გამაგრებულნი.

ჯერჯერობით, უკრაინული ჯარები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის წინსვლას, თუმცა საინტერესოა, თუ რა იქნება პუტინის ახალი გეგმა და როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის აღმოსავლეთში.

სად გაიმართება მთავარი ბრძოლები?

რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი ძალები ახლა დონბასის „სრული გათავისუფლებაზე“ არიან ფოკუსირებული.

აღმოსავლეთ უკრაინის რელიეფი რუსებს თავდასხმის დროს დიდ გამოწვევას შეუქმნის. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ღია ფრონტის შესაძლოა, უკრაინელი დამცველებისთვის უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ტყიანი რელიეფი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, სლოვიანსკისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, ომის შემდეგი გადამწყვეტი ბრძოლა იქნება. თუ რუსეთის ჯარები, რომლებიც იზიუმიდან დაიძრნენ, ქალაქის აღებას შეძლებენ, მათ შეეძლებათ, რომ წინსვლა აღმოსავლეთით რუბიჟნესკენ გააგრძელონ, რათა ალყა შემოარტყან უკრაინული ძალების შედარებით მცირე ჯგუფს, ან გაემართონ უფრო სამხრეთით, რათა ალყა უფრო დიდ უკრაინულ კონტინგენტს შემოარტყან.

გარდა ამისა, თუ მარიუპოლი დაეცემა, რუსებს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა სხვა ფრონტებზე საბრძოლველად გამოუთავისუფლდებათ. 

როგორ ემზადებიან უკრაინელები?

პენსიაზე გასული ბრიგადირის ბენ ბარი განცხადებით, უკრაინული ძალები ქვეყნის დასაცავად წლების განმავლობაში ემზადებოდნენ და რუსებს მათი აღმოსავლეთიდან განდევნა შესაძლოა, ძალიან გაუჭირდეთ. 

„უკრაინელებს აქვთ გამაგრებული საკვანძო ქალაქები და სოფლები, რომელთა დაცვაც სურთ. გარდა ამისა აღმოსავლეთით უამრავი სანგარია გათხრილი, რაც რუსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს”, - აცხადებს ბენ ბარი.

აღმოსავლეთში მყოფი ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი ძალიან გამოცდილია - ისინი რუს სეპარატისტებს 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ აკავებენ. მათი რიცხვი ასევე შეიძლება გაიზარდოს, თუ უკრაინის სამხედრო მეთაურები ჩრდილოეთიდან სამხედროების ნაწილს აღმოსავლეთით გააგზავნიან. 

როგორ დაესხმება რუსეთი თავს აღმოსავლეთის ფრონტებს?

ბრიგადირი ბარი ამბობს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გამოიყენებს არტილერიას, რათა ძლიერი უკრაინული თავდაცვა გაანადგუროს. 

უკრაინულ ჯარებზე ქვეითებით თავდასხმა რუსეთისთვის ძალიან სარისკოა, რადგან ამ შემთხვევაში მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება. 

პუტინი, სავარაუდოდ, მთავარ აქცენტს, არტილერიაზე, მძიმე შეიარაღებაზე, სარაკეტო იერიშებსა და ავიაციით შეტევებზე გააკეთებს. 

რამ შეიძლება, რომ რუსეთი შეაჩეროს?

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაურკვეველია, გადაჭრეს თუ არა რუსულმა ძალებმა ის სერიოზულ ლოგისტიკური პრობლემები, რომლებიც მათ სამხედრო კამპანიის პირველ კვირებში შეექმნათ. 

რუსული ჯარები არასაკმარისი საწვავით, საკვებით, წყლითა და ძირითადი აღჭურვილობის გარეშე იბრძოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ომში სამჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა, ვიდრე უკრაინამ.

როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს აღმოსავლეთში ომზე, გაურკვეველია, მაგრამ დაკარგული აღჭურვილობის ხელახლა შევსებამ შესაძლოა, სერიოზული გამოწვევები წარმოქმნას.

Oryx-ის, დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკური ვებსაიტის, მონაცემებით, რუსეთმა დაკარგა 400-ზე მეტი ტანკი, 20 თვითმფრინავი და 32 ვერტმფრენი, ასევე ასობით ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა.

ამ ფონზე უკრაინის მცირე დანაკარგები შესაძლოა, უკრაინის სამხედრო ტექნიკის მცირე რაოდენობას ასახავდეს, მაგრამ ასევე შეიძლება, მათ ტაქტიკურ წარმატებაზე მიუთითებდეს. 

გარდა ამისა უკრაინელები რუსული აღჭურვილობის მნიშვნელოვან რაოდენობას დაეუფლნენ, მაგრამ გაურკვეველია, რამდენად სასარგებლო იქნება იგი მათთვის.

ფაქტია, რომ ომი ახალ ფაზაში გადადის, რომელიც უკრაინელებისთვის გადამწყვეტი იქნება. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

11.04.2022 00:39 დამპყრობლები იზიუმის გავლით დნეპრზე თავდასხმას ამზადებენ - New York Times

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, დნეპერზე თავდასხმას მიმართოს. ამის შესახებ The New York Times წერს.

აღნიშნულ განცხადებას სატელიტური სურათების მიხედვით აკეთებენ, სადაც ნაჩვენებია ასობით სამხედრო მანქანა, რომელიც მოძრაობს ველიკა ბურლუკის გავლით იზიუმის მიმართულებით. ამავდროულად, იზიუმის ირგვლივ ბრძოლები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა ბრძოლის აღმოსავლეთში კონცენტრირებისა და ჯარების ჩრდილოეთიდან გაყვანის შესახებ.

„ჩვენ უკვე დღეებია ვსაუბრობთ, რომ იზიუმი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მდებარეობს დონბასის თითქმის ცენტრში, დასავლეთით”, - აღნიშნა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

დამპყრობლებს სჭირდებათ იზიუმი, რათა საბრძოლო ხაზები დასავლეთის მიმართულებით გამართული იყოს და დნეპრისკენ, ისევე როგორც დონბასის სხვა სტრატეგიული ქალაქებისკენ, წინსვლის საშუალება მიეცეთ.

11.04.2022 00:33 კრამატორსკის სადგურზე დასისხლიანებული სათამაშოები გაეროს გადაეცემა

კრამატორსკის რკინიგზის სადგურიდან სისხლიანი სათამაშოები, რომლებსაც რუსი აგრესორების რაკეტები მოხვდა, გაეროს გაეგზავნება. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსეი ბილოშიცკიმ Facebook-ზე დაწერა.

„ამ სათამაშოს ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა. იგი გახდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რაშისტული საზიზღარი რეჟიმის მიერ გამოწვეული საშინელი კატასტროფის სამწუხარო სიმბოლო“, - წერს ბილოშიცკი და თან სურათს ურთავს.

11.04.2022 00:33 კრამატორსკის სადგურზე დასისხლიანებული სათამაშოები გაეროს გადაეცემა

კრამატორსკის რკინიგზის სადგურიდან სისხლიანი სათამაშოები, რომლებსაც რუსი აგრესორების რაკეტები მოხვდა, გაეროს გაეგზავნება. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსეი ბილოშიცკიმ Facebook-ზე დაწერა.

„ამ სათამაშოს ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა. იგი გახდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რაშისტული საზიზღარი რეჟიმის მიერ გამოწვეული საშინელი კატასტროფის სამწუხარო სიმბოლო“, - წერს ბილოშიცკი და თან სურათს ურთავს.

11.04.2022 00:01 დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელებმა მოიგერიეს 4 შეტევა, გაანადგურეს 5 ტანკი და ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენი

დღეს უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის ოთხი თავდასხმა დონეცკსა და ლუგანსკში, გაანადგურეს ხუთი ტანკი და ჩამოაგდეს მტრის სამი ვერტმფრენი. ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრმა Facebook-ზე განაცხადა.

„მოკავშირეთა ძალების დახელოვნებული მოქმედებებისა და ოსტატობის წყალობით, ამ დროისთვის მტრის ოთხი შეტევა წარმატებით იქნა მოგერიებული. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ხუთი ტანკი, რვა ჯავშანტექნიკა, ექვსი სამხედრო მანქანა და მოწინააღმდეგის რვა საარტილერიო სისტემა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს დამპყრობლების სამი ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი.

10.04.2022 23:39 უკრაინის აღმოსავლეთში სამხედროებმა ორი ვერტმფრენი, დრონი და 26 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს

აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ორი ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი და 26 რუსი დამპყრობელი. ამის შესახებ Facebook-ზე ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ წერს.

„დღის განმავლობაში, 10 აპრილს, ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში, რუსმა ნაცისტებმა განაგრძეს სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელება მძიმე არტილერიით.  განადგურდა 2 ვერტმფრენი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

10.04.2022 23:05 „რუსებმა შესაძლოა, კვლავ სცადონ „კიევის აღება 2 დღეში“ - ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, ​​რომ რუსული ჯარები კვლავ შეეცდებიან დედაქალაქის აღებას. ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა.

„ის, რომ მტერმა უკან დაიხია კიევიდან, არ ნიშნავს იმას, რომ მან შეწყვიტა დედაქალაქის აღების სურვილი. ამიტომ, ორკების შემდგომი მცდელობა „აიღონ კიევი 2 დღეში“ არ არის გამორიცხული. დედაქალაქი კი თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს“, - განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ ამერიკულ ტელეარხ ABC-სთან ინტერვიუს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის და მისი ძმა ვლადიმერ კლიჩკო არიან.

„ჩვენ ველით, რომ რუსული ჯარები დაბრუნდებიან და თავს დაესხმებიან უკრაინის დედაქალაქს“, - განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ.

10.04.2022 22:38 „პუტინი არასოდეს დაჯდება უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს მისთვის სირცხვილი იქნება“ - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არასოდეს დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. მისი თქმით, პუტინს მთელი გულით სძულს უკრაინა, ამიტომ ყველა შეთანხმება შეიძლება იყოს მხოლოდ დროის გაჭიანურების მცდელობა.

გაიდაიმ ისაუბრა, თუ რატომ აღიარა პუტინმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები. გაიდაი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს სურდა, ამ გზით გაემართლებინა თავისი ქმედებები. 

„იმისთვის, რომ მოგვიანებით უკრაინა ნაწილებად გაანადგუროს. მის მიმიკას თუ დააკვირდებით, როგორ მიმართა თავისი ფედერაციის მოსახლეობას, როცა უკრაინაზე ლაპარაკობდა, ცხადი იყო, რომ ჩვენ ყველა უჯრედით ვძულვართ“, - განაცხადა გაიდაიმ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინი არასოდეს დაჯდება უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან.

„ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს დაჯდება ჩვენთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. არასოდეს. იმიტომ რომ ეს მისთვის სირცხვილი იქნება“, - განაცხადა ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

თუმცა, გაიდაი მიიჩნევს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება რუსეთთან მოლაპარაკება. „ბოლოს და ბოლოს, თუ ზელენსკის მილიონში ერთი შანსი მაინც აქვს, ხელი მოაწეროს დოკუმენტებს, რომლებიც შესაძლებელს გახდის ომის შეჩერებას ტერიტორიების დაკარგვის გარეშე, მაშინ ღირს ამ მოლაპარაკებებზე წასვლა“.

10.04.2022 21:35 „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინელები 80 წელი არ დაელოდონ სამართალს“ - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველა ღონეს იხმარს, რათა რაც შეიძლება მალე დაისაჯოს ყველა, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყველა სამართლებრივ და დიპლომატიურ ქმედებაში, რომელიც მიზნად ისახავს იმ დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირების დასჯას, რასაც ამჟამად რუსები სჩადიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაზარალებულ უკრაინელებს არ მოუწიოთ სამართლიანობისთვის 80 წელი ლოდინი!“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

10.04.2022 20:38 რაშისტებთან ბრძოლაში დაიღუპა გმირი მედესანტე „ბალუ“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა

გმირი მედესანტე ვოლოდიმირ ბალიუკი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ჯარების მე-80 ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის საბრძოლო ნაწილებში ერთ-ერთი მთავარი თანამდებობა ეკავა, გმირულად დაიღუპა რაშისტ დამპყრობლებთან ბრძოლაში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა წერს.

„ვოლოდიმირ ბალიუკი გმირულად დაიღუპა 5 აპრილს უკრაინის სამხრეთში, მტრის უზარმაზარ ძალებთან ბრძოლის დროს ... ბრძოლაში მან პირადად გაანადგურა მტრის ორი BMD და ბევრი მტრის ცოცხალი ძალა... ბალუ, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება. შურს ვიძიებთ შენზე, ძმაო!“ - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სერჟანტი ვოლოდიმირ ბალიუკი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების თანამედროვე სერჟანტთა კორპუსის სამაგალითო წარმომადგენელი. მას ჰქონდა მაღალი პროფესიული მომზადება და მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება.

10.04.2022 20:30 „სრულმასშტაბიანი ომის მეორე ეტაპი ხუთი დღის წინ დაიწყო“ - ალექსეი არესტოვიჩი

რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის მეორე ეტაპი ხუთი დღის წინ დაიწყო. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა არხ 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მეორე ეტაპი უკვე ხუთი დღეა გრძელდება. ერთადერთი ის არის, რომ ისე არ დაიწყო, როგორც რუსები ფიქრობდნენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, რუსული ჯარები ცდილობდნენ დარტყმას როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე, სამხრეთიდან, ანუ იზიუმიდან და ვოლნოვახადან. თუმცა, როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მუშაობის გამო მტერი ვერ ახერხებს წინსვლას.

10.04.2022 19:51 „გერმანიის და საფრანგეთის შეცდომას ახლა უკრაინელი ხალხი იხდის“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 2008 წელს უკრაინის ნატოში მიღებაზე გერმანიისა და საფრანგეთის უარს „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, მაშინ რუსეთი ვერ გაბედავდა ომის გაჩაღებას. კულებამ გაიხსენა, თუ როგორ დაბლოკა 2008 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა, შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების განზრახვები, რომ უკრაინა ალიანსში მიეღოთ.

კულებას თქმით, ბერლინმა და პარიზმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომისთვის ახლა უკრაინელი ხალხი იხდის.

„ამ შეცდომისთვის გერმანია და საფრანგეთი კი არ იხდის, არამედ - უკრაინა“, - განაცხადა კულებამ.

10.04.2022 19:38 აშშ უკრაინას რუსული ჯარების ახალი მეთაურის სისასტიკეზე აფრთხილებს - „განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში ელის გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს, რომელიც პუტინმა დანიშნა ჯარების მეთაურად, რათა უფრო მეტად ბოროტი თავდასხმები განახორციელოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

„ამ კონკრეტულ გენერალს აქვს რეზიუმე, რომელიც ასახავს სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ოპერაციების დროს, კერძოდ, სირიაში. ეს გენერალი იქნება კიდევ ერთი დამნაშავე“, - განაცხადა სალივანმა.

საინფორმაციო-საკონსულტაციო კომპანია Defence Express-ის დირექტორმა სერგეი ზგურეცმა რადიო NV- ის ეთერში აღნიშნა, რომ ეს გენერალი იბრძოდა სირიასა და ჩეჩნეთში. საომარი მოქმედებების დროს დვორნიკოვი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

„მას აქვს სიტუაციის ჩახშობის გამოცდილება ჩეჩნეთში, გროზნოში 2000 წელს. შემდეგ ის მეთაურობდა რუსეთის ჯარების ჯგუფს სირიაში. მას ჰყავს პოლიტიკური მხარდამჭერები კრემლში. ერთ დროს ის განიხილებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე. ფაქტობრივად, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური ამბიციები და სამხედრო გამოცდილება“, - განაცხადა ზგურეცმა.

10.04.2022 18:56 რუსეთის ფედერაცია დონბასისთვის ბრძოლაში „ბოლო ჯარისკაცებს“ აგზავნის - ალექსეი არესტოვიჩი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთს ამოეწურა საბრძოლო რესურსი უკრაინაში.

„როგორ განვითარდება ყველაფერი, უცნობია. უცებ დავიწყებთ შეტევას დონბასში, მოგვიწევს უკან დახევა და ისინი როგორ იბრძოლებენ. ესენი არიან „დიდი რუსეთის“ უკანასკნელი ჯარისკაცები. რუსეთი ცარიელია. რუსი ჯარისკაცები ან აქ არიან, ან საზღვარზე, ან მიწაზე“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

10.04.2022 18:27 ბრძოლა დონბასისთვის - „დაახლოებით დილის 3-4 საათზე დაიწყება მასიური დაბომბვა, ჩაერთვება მძიმე და მსხვილკალიბრიანი ნაღმტყორცნები“ - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ ისაუბრა, როგორი შეიძლება იყოს ბრძოლა დონბასისთვის. გაიდაი დარწმუნებულია, რომ შეტევა იქნება უახლოეს მომავალში, რადგან ხდება რუსული ძალებისა და დიდი რაოდენობით ტექნიკის დაგროვება.

„ვფიქრობ, რომ იქნება ასეთი: დაახლოებით დილის 3-4 საათზე დაიწყება მასიური დაბომბვა, ჩაერთვება მძიმე და მსხვილკალიბრიანი ნაღმტყორცნები, არტილერია, ავიაცია, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, გრადი, „ტოჩკა-უ“... რაც აქვთ, ყველაფერს გამოიყენებენ. ეს გაგრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში ზუსტად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, შემდეგ კი შეტევაზე გადავლენ დიდი რაოდენობით ტანკებით, ქვეითებით“, - ასე აღწერა გაიდაიმ სავარაუდო სცენარი.

გაიდაი, ასევე, მიიჩნევს, რომ რუსი დამპყრობლები ვერ შეძლებენ შეტევას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად. რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების პროცესი კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება ბრძოლა დონბასისთვის.

10.04.2022 18:08 რუსებმა ჩერნობილიდან რადიოაქტიური მასალა მოიპარეს, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს - Sky News

უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯარებმა ჩერნობილის კვლევითი ლაბორატორიებიდან მოიპარეს რადიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს. Facebook პოსტში უკრაინის აკრძალული ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო ამბობს, რომ რუსი ჯარისკაცები შევიდნენ საწყობში და წაიღეს 133 რადიოაქტიური ნივთიერება.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური თებერვლის ბოლოდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა რუსეთის კონტროლის ქვეშ, მაგრამ ეს ტერიტორია ახლახან დაუბრუნდა უკრაინას.

სააგენტოს განცხადებით - „ამ აქტივობის მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოდ საშიშია, როდესაც მას არაპროფესიონალურად და უკონტროლოდ ექცევიან“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მასალის ადგილმდებარეობა უცნობია. იმავდროულად, ჩერნობილში მყოფებმა განაცხადეს, რომ ატომური ელექტროსადგურის შიგნით ორი ოფისი და ლაბორატორია „გაძარცვეს და გაანადგურეს“ რუსეთის ძალებმა.

10.04.2022 17:24 „რა გამარჯვებაა ნანგრევების გროვაზე დროშის დადგმაში?“ - პაპი ფრანცისკე

დღეს, 10 აპრილს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას, რომის პაპმა ფრანცისკემ ომს სისულელე უწოდა, რომელსაც მოჰყვა „საშინელი ხოცვა-ჟლეტა“ და „საშინელი სისასტიკე“ დაუცველი ხალხის მიმართ.

გარდა ამისა, პაპმა უკრაინა-რუსეთს შორის სააღდგომო ზავის დადებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მშვიდობას გამოიწვევს.

„დაყარეთ იარაღი! დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი, მაგრამ არა იმისთვის, რომ ხელახლა დატენოთ და ისევ დაიწყოთ ბრძოლა“, - განაცხადა ფრანცისკემ.

პაპმა, ასევე, გამოხატა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს უკრაინაში ბრძოლების შეჩერებაში და განაცხადა, რომ მზად იქნება კიევში წასასვლელად.

10.04.2022 17:04 „დასავლური იარაღის ნაწილი ძალიან გვიან იქნა მოწოდებული“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან იარაღი ძალიან გვიან იქნა მიწოდებული. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მთელი აღჭურვილობა, ყველაფერი, რასაც უკვე აგზავნიან, ზოგიერთი ტიპის ტექნიკისთვის ეს ძალიან გვიან გაკეთდა. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად, მარიუპოლზე, როცა ათასობით ადამიანი დავკარგეთ და რა ახლა? ზოგიერთი ქვეყნის ლიდერისგან მე ვხედავ 100%-იან მხარდაჭერას. ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა შეცვალა პოზიცია, მაგრამ თქვენ ხედავთ ამ ცვლილებების ფასს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, მიიღო თუ არა უკრაინამ იმდენი იარაღი, რომ ომში ცვლილებები შეიტანოს, პრეზიდენტმა უპასუხა: „ჯერ არა, ჯერ არა“.

პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ეს ომი არ მოხდებოდა, ან სხვანაირად განვითარდებოდა.

„ეს სხვაგვარად განვითარდებოდა, ახლო მეზობლების მხარდაჭერა გვექნებოდა. შევძლებდით ერთად ბრძოლას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ომი არ იქნებოდა“, - დასძინა ზელენსკიმ.

10.04.2022 16:51 უკრაინელმა სამხედროებმა ბრიტანული Starstreak-ით „Orlan-10“ გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის საჰაერო თავდაცვის ნაწილმა ბრიტანული MANPADS Starstreak-ით წარმატებით გაანადგურა კიდევ ერთი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „Orlan-10“. ამის შესახებ Telegram-ში თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის საჰაერო თავდაცვის ნაწილმა ბრიტანული MANPADS Starstreak-ით წარმატებით გაანადგურა კიდევ ერთი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „Orlan-10“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პრესსამსახურში აღნიშნეს, ეს უკვე არის მტრის მეორე ჩამოგდებული მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატი „Orlan-10“.

ვიდეოში ნაჩვენებია Starstreak MANPADS-ის პირველი საბრძოლო გამოყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების ქვედანაყოფის მიერ.

 

10.04.2022 16:06 რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე კვლავ განახორციელა სარაკეტო დარტყმა - განადგურებულია აეროპორტი

დღეს, 10 აპრილს, რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის რეგიონზე. ზვონეცკის შტატში ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს, დნეპრში კი აეროპორტს დაესხნენ თავს. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეს ორკებმა გაააქტიურეს თავიანთი თავდასხმები. ზვონეცკიში მათ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს. ახლა იქ მაშველები მუშაობენ. ჩვენ ვაზუსტებთ მონაცემებს ნგრევისა და მსხვერპლის რაოდენობაზე. განადგურებულია თავად აეროპორტიც და მიმდებარე ინფრასტრუქტურაც. რაკეტები დაფრინავენ და დაფრინავენ“, - წერს რეზნიჩენკო.

მისივე თქმით, ამჟამად დაზარალებულთა რაოდენობა ზუსტდება.

10.04.2022 15:50 რუსებმა უკრაინის 436 უპილოტო საფრენი აპარატი, 2052 ჯავშანმანქანა, 127 თვითმფრინავი გაანადგურა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 436 უპილოტო საფრენი აპარატი, 232 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და უკრაინის შეიარაღებული ძალების 2052 ტანკი და ჯავშანტექნიკა. ამის შესახებ 10 აპრილის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

„საერთო ჯამში, სპეცოპერაციის დაწყებიდან 127 თვითმფრინავი, 98 ვერტმფრენი, 234 S-300, Buk-M1, Osa AKM საზენიტო სარაკეტო სისტემა, 436 უპილოტო საფრენი აპარატი, 2052 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა განადგურდა, ასევე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა 232, 894 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები, 1975 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა“, - განაცხადა კონაშენკოვმა.

10.04.2022 15:07 ზელენსკიმ და შოლცმა სამხედრო მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ისაუბრეს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

„სატელეფონო საუბარი მქონდა ოლაფ შოლცთან. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. ჩვენ განვიხილეთ ანტირუსული სანქციები, ასევე, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა“, - ვკითხულობთ ტვიტში.

 

10.04.2022 14:53 მონომახის სახელობის მექანიზებული ბრიგადა აგრძელებს რუსი სამხედროების „თბილად“ მიღებას - „ნადირობა“ რუსულ ტექნიკაზე

პრინც ვლადიმერ მონომახის სახელობის ცალკეულმა მექანიზებულმა ბრიგადამ გაანადგურა რუსი დამპყრობლები და მტრის ტექნიკის რამდენიმე ერთეული. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახური წერს.

„პრინცი ვლადიმერ მონომახის სახელობის ცალკეული მექანიზებული ბრიგადა აგრძელებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების „თბილად“ მიღებას. დიახ, ჩვენმა ჯარისკაცებმა რამდენიმე ერთეულ სამხედრო ტექნიკაზე „ნადირობა“ განახორციელეს. რუსი ოკუპანტების ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ლამაზად არის მიმოფანტული უკრაინის ველზე. დაკარგულმა რუსმა სულებმა თავშესაფარი ჯოჯოხეთში იპოვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

10.04.2022 14:31 გათავისუფლებულ ჰოსტომელში უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ მტრის საბრძოლო მასალის დიდი მარაგი იპოვა

კიევის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქ ჰოსტომელში ეროვნულმა გვარდიელებმა მტრის საბრძოლო მასალის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდია ავრცელებს.

ჰოსტომელში ნაპოვნი იქნა შემდეგი საბრძოლო მასალა: საბრძოლო მასალა ტანკისთვის - 90 ყუთი (180 ერთეული), ვაზნები - 430 ერთეული, ასევე, RPG-სთვის ტყვიები - 46 ერთეული.

ვაზნების მარაგი აღმოჩენილია სხვა გათავისუფლებულ ქალაქებშიც - ირპენში, ბუჩაში, მაკაროვში -  დაახლოებით 170 ერთეული.

10.04.2022 13:42 „რუსეთი შესაძლოა, გათავისუფლებულ ქალაქებში დაბრუნდეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს დეოკუპირებულ უკრაინის ქალაქებში, თუ ოფიციალური კიევის პოზიცია მოლაპარაკებებში სუსტი იქნება. ეს, თავის მხრივ, დამოკიდებულია ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, მარიუპოლში და ქვეყნის აღმოსავლეთში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თუ ჩვენი მდგომარეობა სუსტი იქნება ყველა ამ სფეროში, მაშინ შეიძლება არ ველოდოთ შეხვედრას, რადგან მაშინ რუსეთი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმ ქალაქებში დაბრუნებაც კი, რომლებიც ჩვენ დეოკუპირებული გვაქვს. აქ უკვე ჩვენი მდგომარეობა მოლაპარაკებებში იქნება უფრო სუსტი და შესაძლოა, უინტერესო რუსული მხარისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

10.04.2022 13:19 იზიუმისკენ მიმავალი მტრის კოლონა უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს

10 აპრილის ღამეს ხარკოვის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის კოლონა, რომელიც იზიუმისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. 

„ამაღამ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს - განადგურდა მტრის აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის დიდი კოლონა, რომელიც მიემართებოდა იზიუმისკენ. ასევე, ოლხოვკაში შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად დაასრულეს ტერიტორიის გაწმენდა. 92-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა იპოვეს ორმო რუსი ჯარისკაცების ცხედრებით“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

10.04.2022 13:03 სატელიტმა დააფიქსირა რუსული ჯარების 12 კილომეტრიანი კოლონა ხარკოვის აღმოსავლეთით - CNN

Maxar Technologies-ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ 8 აპრილს რუსული სამხედრო მანქანების 12 კილომეტრიანი კოლონა სამხრეთით მოძრაობდა ხარკოვის რეგიონში ველიკა ბურლუკის გავლით. ამის შესახებ CNN წერს.

ველიკა ბურლუკი არის ურბანული ტიპის დასახლება, რომელიც მდებარეობს ხარკოვის აღმოსავლეთით, უკრაინისა და რუსეთის საზღვრიდან არც თუ ისე შორს.

სურათზე ნაჩვენებია „ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები ბუქსირებული არტილერიით და დამხმარე აღჭურვილობით“, რომლებიც ქმნიან კოლონას.

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელმა 8 აპრილს განუცხადა CNN-ს, რომ რუსული ჯარები საზღვრის გასწვრივ გადაჯგუფდებიან და გეგმავენ ხარკოვში წინსვლას.

10.04.2022 12:30 უკრაინა გერმანულ ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების შეძენას უშუალოდ მწარმოებლისგან ცდილობს - Bild

უკრაინა გეგმავს გერმანული ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების (IFVs) Marder შეძენას პირდაპირ Rheinmetall-ისგან. ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე 35 ავტომობილის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Bild წერს.

Bild-ის ცნობით, Rheinmetall-მა შესთავაზა ბუნდესვერს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სახელწოდება) სასწრაფოდ გადაეტანა საბრძოლო გამზადებული Marder უკრაინაში, შემდეგ კი მწარმოებლისგან მიიღებდა დასრულებულ აღჭურვილობას. მაგრამ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინიციატივა დაბლოკა.

ამასთან, Bild-ის ცნობით, სამინისტროს არც კი შეუფასებია BMP-ის (საბრძოლო მანქანის) მდგომარეობა. გარდა ამისა, მარტის ბოლოს Rheinmetall-მა გაუგზავნა თხოვნა გერმანიის თავდაცვის მინისტრს ქრისტინე ლამბრეხტს საბრძოლო მასალის შესაძენად და უკრაინაში მიწოდების შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

„მართალი თუა ის, რომ სამინისტროს ჯერ არ შეუმოწმებია მარდერი, მაშინ ეს არის სკანდალი. რუსეთის ომი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მიზნით 45 დღეა მძვინვარებს, მაგრამ ბერლინს, როგორც ჩანს, არსად ეჩქარება“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა.

10.04.2022 12:12 ლუგანსკის რეგიონში მესაზღვრეებმა მტრის შეტევა მოიგერიეს და არტილერისტი ტყვედ აიყვანეს

ლუგანსკის რაიონში მესაზღვრეებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა და ტყვედ აიყვანეს არტილერისტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

უკრაინელი ოფიცრის თქმით, ეს რუსი დამპყრობლების თავდასხმის უკვე მეოთხე მცდელობაა.

ამჯერად, ისინი ცდილობდნენ, მალულად შეპარულიყვნენ უკრაინელი მებრძოლების პოზიციებზე. მესაზღვრეები დაუპატიჟებელ „სტუმრებს“ ტყვიით გულუხვად დახვდნენ.

„რამდენიმე დამპყრობელი დარჩა უკრაინის შავი ნიადაგის გასანაყოფიერებლად. ერთი დაჭრილი ითხოვდა, არ ესროლათ მისთვის და დანებდა. ტყვემ აღიარა, რომ 2019 წლიდან არტილერისტად მსახურობს. მონაწილეობდა თუ არა იგი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, ჯერ გასარკვევია“, - წერს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

10.04.2022 11:58 19 300-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 911 ჯავშანტექნიკა, 152 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 10 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

🔵 19 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 722 - ტანკი

🔵 1 911 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 342 - საარტილერიო სისტემა

🔵 108 - MLRS

🌕 55 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 152 - თვითმფრინავი

🌕 137 - ვერტმფრენი

🔵 1 384 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 7 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 112 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 25 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა 

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10.04.2022 11:49 რუბეჟნოეს შუაგულში პოზიციური ბრძოლა დაიწყო, შესაძლოა თავდასხმა სევეროდონეცკზეც - სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეს შუაგულში პოზიციური ბრძოლა დაიწყო. იმავდროულად, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ შეტევა განახორციელონ სევეროდონეცკზე ოკუპირებული შჩასტიის მხრიდან. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„რუბეჟნოეში პოზიციური ბრძოლა დაიწყო ქალაქის შუაგულში. დამპყრობლებმა მთელი ღამის განმავლობაში დაბომბეს თავისუფალი ლუგანსკის რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, ოკუპანტები არ წყვეტენ პოპასნასა და რუბიჟნესთან გარღვევის მცდელობებს, მაგრამ უშედეგოდ, მტერი ზარალს განიცდის. ყველა შეტევა მოგერიებულია.

„სევეროდონეცკზე შესაძლო თავდასხმა შეიძლება მოხდეს ოკუპირებული შჩასტიიდან. რუსების დაჯგუფება ლუგანსკის რეგიონში - დაახლოებით 60 ათასი მკვლელი. უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან საპასუხოდ“, - შეაჯამა გაიდაიმ.

10.04.2022 11:25 უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

10 აპრილს დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ორი დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

„კარგი ამბავია. ღამით, დნეპროპეტროვსკის რეგიონის თავზე, ჩვენმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მტრის ორი თვითმფრინავი“, - აღნიშნა რეზნიჩენკომ.

როგორც მანამდე უკრაინული მედია UNIAN წერდა, 10 აპრილის ღამეს დამპყრობლებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები გაანადგურეს, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

კერძოდ, რუსული რაკეტა პავლოგრადსკის რაიონში სამრეწველო ობიექტს დაეჯახა, გაანადგურა შენობა, ასევე, გამოიწვია ხანძარი.

10.04.2022 10:57 დამპყრობლები ცდილობენ, გაარღვიონ იზიუმის ტერიტორია და მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარონ - უკრაინის გენშტაბი

რუსი დამპყრობლები ქალაქ იზიუმის ტერიტორიის გარღვევას ცდილობენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

შტაბის ცნობით, 10 აპრილის 06:00 საათისთვის, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

კერძოდ, რუსული ჯარები ცდილობენ, გაარღვიონ შეიარაღებული ძალების თავდაცვა ქალაქ იზიუმთან და დაამყარონ სრული კონტროლი მარიუპოლზე. ასევე, ცდილობენ, გააუმჯობესონ დივიზიების ტაქტიკური პოზიცია ნიკოლაევის მიმართულებით.

ვოლინის, პოლისიისა და სევერსკის რაიონებში რუსული ჯარების მდგომარეობასა და საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

შტაბის ინფორმაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერმა განაგრძო ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკირება, დაბომბა ქალაქი რეაქტიული, საარტილერიო და ნაღმტყორცნების სისტემების გამოყენებით.

დონეცკისა და ტავრიას საოპერაციო რაიონებში მტერი ახორციელებს საარტილერიო და ნაღმტყორცნების დაბომბვას უმეტესი მიმართულებით, ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს მარიუპოლში, იწყებს საჰაერო დარტყმებს და ცდილობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაკავებას.

10.04.2022 10:16 დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ჯარში დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები აიყვანეს - ბრიტანეთის დაზვერვა

მზარდ დანაკარგებთან დაკავშირებით რუსული არმია ახალი ჯარისკაცების გადაბირებას ცდილობს. ისინი, ასევე, იწვევენ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.

როგორც ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალები 2012 წლიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პერსონალის რაოდენობის შევსებას ცდილობს.

„საბრძოლო ძალაუფლების გაზრდის მცდელობები, ასევე, მოიცავს მოლდოვის დნესტრისპირეთის არაღიარებული რეგიონიდან რეკრუტირების მცდელობებს“, - ვკითხულობთ ტვიტში.

 

10.04.2022 10:09 ალექსანდროვკას აღების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა ასამდე სამხედრო და უამრავი აღჭურვილობა - უკრაინის გენშტაბი

რუსი სამხედროები ჯიუტად ცდილობენ სოფელ ალექსანდროვკაზე კონტროლის დამყარებას. თუმცა, იუჟნობუგსკის მიმართულებით თავდასხმამ კვლავ არ მისცა მტერს სასურველი შედეგი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბი წერს. მათი განცხადებით, მორიგი შეტევისას მტერმა დაკარგა ტაქტიკური ჯგუფის პერსონალის თითქმის ასეული.

შტაბიც ცნობით, რუსებს აღჭურვილობითაც დიდი დანაკარგი აქვთ. ამის გამო კი დამპყრობლებმა მოაწყვეს სამხედრო ჰოსპიტალი და სამხედრო აღჭურვილობის სარემონტო მაღაზიები ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, რუსებს პრობლემები აქვს მედიკამენტების მარაგთან დაკავშირებით, რომელთა შევსება პრაქტიკულად არ ხორციელდება. 

შტაბის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე უკრაინელებმა მოიგერიეს მტრის 8 შეტევა გასული დღის განმავლობაში, გაანადგურეს 4 ტანკი, 8 ჯავშანტექნიკა და მტრის 7 მანქანა.

09.04.2022 15:42 დამპყრობლებმა ლუგანსკის რეგიონი დაბომბეს - არიან დაჭრილები

რუსმა დამპყრობლებმა ლუგანსკის რეგიონი დაბომბეს, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, დაბომბვას ერთია ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.

„დილით ორკებმა დაიწყეს მუშაობა საყვარელ საქმეზე - ანადგურებდნენ მშვიდობიანი ქალაქების საცხოვრებელ უბნებს. რუბეჟნოეში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სევეროდონეცკის ძველ უბანში ქალი გარდაცვლილი იპოვეს“, - აცხადებს რეგიონის ხელმძღვანელი.

მან აღნიშნა, რომ  ხანძარი მაღალსართულიან კორპუსში, ბენზინგასამართ სადგურში და საწარმოში გაჩნდა.

09.04.2022 16:17 მტერი ოდესის სანაპიროს ბლოკავს - სერგეი ბრაჩუკი

შავ ზღვაში მტრის ფლოტი ოდესის რეგიონის სანაპიროების ბლოკირებას  აგრძელებს, - ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივანმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

„შავ ზღვაში რუსეთის ფლოტი ბლოკავს ჩვენს სანაპიროებს. ასევე, პერიოდულად ახდენს თავისი ძალებისა და რესურსების გადაჯგუფებას“, - აცხადებს ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივანი.

მისი თქმით, ასევე, დიდია მტრის სარაკეტო დარტყმის ალბათობა ოდესაზე.

„ახლა ვითარება ქალაქსა და რეგიონში კონტროლს ექვემდებარება. ჩვენს სამხედროებს აქვთ საკმარისი ძალა და საშუალებები მტრის გასანადგურებლად“, - აღნიშნა სერგეი ბრაჩუკმა.

09.04.2022 15:06 დამპყრობლები შეეცდებიან დონბასის აღებას, მძიმე ბრძოლები ორი კვირა გაგრძელდება - არესტოვიჩი

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დონბასში მძიმე ბრძოლები გაიმართება, რომელიც ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავს. გარდა ამისა, დამპყრობლებმა გააძლიერეს ძალისხმევა ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით“, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, დამპყრობლები ყურადღებას ამახვილებდნენ მთავარ მიზანზე - დონბასის ხელში ჩაგდებაზე.

„პუტინი აპირებდა ცხრა ოპერატიული ზონის დაკავებას - კიევი, ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, ლუგანსკი და დონეცკის რეგიონები, მარიუპოლი, ხერსონი, მელიტოპოლი, ზაპოროჟიე. ახლა ის მხოლოდ ორის ქალაქის დაკავებაზეა ორიენტირებული - მარიუპოლი და ზაპოროჟიე. ისინი ექვსი მიმართულებით დამარცხდნენ. მათ არ შესწევთ ძალა შეტევაზე გადმოვიდნენ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ფარული მობილიზაციის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ დამპყრობლებს ჯერ კიდევ აკლიათ აღჭურვილობა და პერსონალი.

„რუსეთი ახლა ცარიელია, იქ პრაქტიკულად არ არის ჯარი, 120 ბატალიონიდან, რომელიც მათ გამოგზავნეს, 20-მდე მთლიანად განადგურდა. ეს ნიშნავს, რომ მათ სამხედრო პერსონალის 60%-ზე მეტი დაკარგეს. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი თავდასხმას ცდილობენ, არის დონბასი“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

09.04.2022 14:33 მხოლოდ პუტინი წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა.

ზელენსკის თქმით, ის მზადაა დღესაც აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

„დღეს უკრაინას სხვა გზა არ აქვს გარდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. რუსეთში კი სხვა ძალას არ ძალუძს ამ ომის შეჩერება. მხოლოდ პუტინი წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

09.04.2022 10:07 დამპყრობლებმა ავდეევკაში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ ავდეევკაში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, საიდანაც 4 ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ განაცხადა. 

„ავდეევკაში რუსებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის ოთხსულიანი ოჯახი. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა უგლედარში. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ვუჰლედარში. კრამატორსკში დაჭრილების გარდა, რეგიონში კიდევ 4 ადამიანი დაშავდა: 2 ავდეევკაში, 1 კრასნოგორივკაში და 1 ვუჰლედარში. მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელია. რუსებს ადამიანური არაფერი დარჩათ - და მსოფლიომ უნდა იცოდეს ეს და შესაბამისად იმოქმედოს“, - აცხადებს კირილენკო.

09.04.2022 10:18 უკრაინელებმა რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა  რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი გეორგი პეტრუნი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„უკრაინაში რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი გეორგი პეტრუნინი ლიკვიდირებულია. ის იყო სამარას სამხედრო მეთაური, ჰქონდა საბრძოლო გამოცდილება ჩეჩნეთსა და სირიაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, „კომსომოლსკაია პრავდა“ წერს, რომ ოკუპანტი მარტის ბოლოს გარდაიცვალა და 5 აპრილს ვოლგოგრადში დაკრძალეს.

პეტრუნინი იბრძოდა ჩეჩნეთსა და სირიაში. 

09.04.2022 10:29 რუსებმა პოლტავას რეგიონში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ინფრასტრუქტურულ ობიექტს პოლტავას რეგიონში, მიროროდში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, - ამის შესახებ პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა განაცხადა. 

„რუსმა ოკუპანტებმა კვლავ განახორციელეს სარაკეტო დარტყმა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. სამწუხაროდ, დაშავდა ორი ადამიანი. ისინი იღებენ ყველა საჭირო დახმარებას“, - ნათქვამია ლუნინის განცხადებაში.

09.04.2022 10:54 რუსეთი შესაძლოა, სუმის რეგიონში დაბრუნდეს - რეგიონის ხელმძღვანელი

რუსული ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებულია უკრაინის საზღვართან სუმის რეგიონში. მტრის ჯარის შემდეგი შემოსვლის საფრთხე საკმაოდ სერიოზული რჩება, - ამის შესახებ DW- თან ინტერვიუში რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

„ჩვენ ნაწილობრივ ვაკონტროლებთ საზღვარს, ნაწილობრივ ისევ ღიაა. აგრესორ ქვეყანასთან გვაქვს ერთ-ერთი უდიდესი საზღვარი. ეს არის 564 კილომეტრი და უკიდურესად პრობლემურია ასეთი მონაკვეთის კონტროლი“, - აღნიშნა ჟივიცკიმ.

ამასთან, რეგიონის ხელმძღვანელმა რეგიონში თავდაცვის გაძლიერების აქტიურ ღონისძიებებზე ისაუბრა და ოკუპანტებს „თბილი დახვედრა“ დაჰპირდა.

„ჩვენ ვემზადებით ახალი შეტევისთვის სუმის რეგიონში. საგუშაგოები ძლიერდება და გვესმის, რომ უახლოეს წლებში, თუნდაც ომი მოვიგოთ, თუ რუსეთში არ იქნება პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილება, მაშინ ჩვენ ვერ დავრჩებით მშვიდად“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  აუცილებელია სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„უკრაინას უნდა ჰქონდეს სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემა. რადგან ის, რომ ჩვენი ქალაქები იბომბება და ჰაერიდან ისვრიან, ეს სერიოზული პრობლემაა, ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს აღარ განმეორდება“, - განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.

09.04.2022 11:29 რუსული ავიაციის აქტიურობა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში გაიზრდება - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთი გაზრდის საავიაციო მხარდაჭერას უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ბრძოლებში, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

„რუსული ჯარები კვლავ ფოკუსირებულია დონბასზე, მარიუპოლსა და ნიკოლაევზე, ასევე, რუსი სამხედროები  აგრძელებენ უკრაინაში საკრუიზო რაკეტების გაშვებას.

რუსეთის საჰაერო აქტივობა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში გაიზრდება. უკრაინელების წინააღმდეგობა კვლავ აფერხებს რუსეთის განზრახვებს, შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და დონბასს შორის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, აღნიშნა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ საჰაერო თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორც ეს გუშინ მოხდა კრამატორსკის სადგურზე.

09.04.2022 12:11 რუსეთმა საბრძოლო ძალის 15-20% დაკარგა - პენტაგონი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსმა დამპყრობლებმა საბრძოლო ძალის 15-დან 20%-მდე დაკარგეს. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა კი დაკარგა შეტევითი ოპერაციების განხორციელების უნარი, - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული არმიის ზოგიერთმა შენაერთმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაიხიეს კიევიდან, ამოწურა რესურსები. 

„ჩვენ ვნახეთ ნიშნები იმისა, რომ ზოგიერთი დანაყოფი ფაქტობრივად განადგურდა“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

წყაროს თქმით, რუსეთის ფედერაციამ რეზერვისტების ნაწილის მობილიზება დაიწყო. სავარაუდოდ, აგრესორი ელის, რომ კიდევ 60 000 ჯარისკაცს შეაგროვებს და უკრაინაში გაგზავნის.

პენტაგონის ოფიციალური პირის თქმით, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების აღდგენის შემდეგ, ისინი, სავარაუდოდ სამხრეთით, დონბასში გადაინაცვლებენ.

09.04.2022 12:26 არ არის გამორიცხული, რომ კიევი და ოდესა რუსეთის შემდეგი თავდასხმების მიმართულება იყოს - დენისენკო

არ არის გამორიცხული, რომ კიევი და ოდესა იყოს რუსეთის შემდეგი თავდასხმების მიმართულება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„თუ ვისაუბრებთ რუსული ჯარების დაჯგუფებაზე ბელორუსიაში - სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ კიევი იყოს მათი თავდასხმის შემდეგი ეტაპი. ისევე როგორც არ არის გამორიცხული, რომ ოდესა თეორიულად მათი შეტევების შემდეგი ეტაპი იყოს. მაგრამ ახლა ყველა საკვანძო სამხედრო ქმედება იქნება ორიენტირებული დონბასზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, პრიორიტეტული მიმართულებები იგივე რჩება, რაც ბოლო დღეებში იყო.

„ლუგანსკის რეგიონში ეს არის პოპასნა, რუბეჟნოე, დონეცკის რეგიონში ეს არის მარიუპოლი, რომელიც აგრძელებს მხნედ დგომას და ბრძოლას. და ეს არის მიმართულება სლავიანსკისკენ - კრამატორსკისკენ“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

09.04.2022 13:07 პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსეთმა განახორციელა

პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე  ჩამოგდებული რაკეტა „ტოჩკა-უ“ რუსებმა გაისროლეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა რუსული მხარის, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მათ არ ჩაუდენიათ. თავდაპირველად მათ წარმატებული სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადეს, უარყოფა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დარტყმის შედეგები გახდა ცნობილი“, - აცხადებენ პენტაგონში.

პენტაგონი, ასევე, მიიჩნევს, რომ კრამატორსკზე შეტევისთვის რუსეთი მე-18 მოტომსროლელ დივიზიას გამოიყენებს, რომელიც  2021 წელს შეიქმნა

დივიზია შედგება სამი მოტორიზებული ქვეითი პოლკისგან, ასევე, ჯავშანტექნიკისგან.

„კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი სარკინიგზო კვანძია. ჩვენ ვხედავთ ქვედანაყოფებისა გადაადგილებას და ძალის გამოყენებას ამ ზონაში“, - დასძინა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

09.04.2022 10:36 19 100 რუსი სამხედრო, 1 895 ჯავშანმანქანა, 705 ტანკი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 9 აპრილამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა დაკარგეს: 👇

🔵 19 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 705 - ტანკი

🔵 1 895 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 335 - საარტილერიო სისტემა

🔵 108 - MLRS

🌕 55 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 151 - თვითმფრინავი

🌕 136 - ვერტმფრენი

🔵 1 363 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 7 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 112 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 25 - სპეციალური ტექნიკა

🌕 4- მობილური SRBM სისტემა 

09.04.2022 00:19 პენტაგონი: რუსეთი 60 000-ზე მეტი წვევამდელისა და რეზერვისტის მობილიზებას გეგმავს

რუსეთი უკრაინაში შეტევითი პოტენციალის გაზრდის მიზნით, 60 000-ზე მეტი წვევამდელისა და რეზერვისტის მობილიზებას გეგმავს, - ამის შესახებ CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

„შეერთებულმა შტატებმა დაინახა ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ცდილობს 60 000-ზე მეტი წვევამდელისა და რეზერვისტის მობილიზებას თავისი შეტევითი ძალების გასაზრდელად. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოემზადებიან და სად გაიგზავნებიან ეს ძალები“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში განცდილი დანაკარგების შემდეგ, რუსული ჯარების პოტენციალი თებერვალთან შედარებით ახლა 80-85%-ია.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების შეფასებით, რუს სამხედროებს ჯერ არ მოუგვარებიათ ლოგისტიკური პრობლემები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მათ ძალების ძალიან სწრაფად აღდგენა შეძლონ.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს მათთვის სწრაფი პროცესი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ადამიანური ძალის დაკარგვისა და მათი დანაყოფების საბრძოლო მოტივაციის დაკარგვას“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

08.04.2022 23:04 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების ორი შეტევა მოიგერიეს - განადგურდა 50-მდე ოკუპანტი

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის რუსი ოკუპანტების ორი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინელი სამხედროების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ იუწყება

„რუსული ფაშისტური ჯარები არ წყვეტენ მცდელობებს, რომ აღმოსავლეთით ჩვენი თავდაცვა გაარღვიონ. კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 2 შეტევა, გაანადგურეს 50-მდე ოკუპანტი, 4 ტანკი , 1 BMP, 1 BBM, 3 საარტილერიო სისტემა, ერთი ვერტმფრენი. უკრაინელი ჯარისკაცები გააგრძელებენ ოკუპანტის განადგურებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

08.04.2022 20:05 კიევის ოლქში 132 დახვრეტილი უკრაინელის ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქში მდებარე მაკაროვის დასახლებაში 132 დახვრეტილი უკრაინელის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ მაკაროვის დასახლების წარმომადგენელმა ვადიმ ტოკარმა განაცხადა.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ 132 მოქალაქის ცხედარი, რომლებიც რუსმა ორკებმა დახვრიტეს. გარდაცვლილები მასობრივ საფლავებში იპოვეს“, - განაცხადა ტოკარმა. 

მისივე თქმით, ომამდე დასახლებაში 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი ათასზე ნაკლები დარჩა.

ტოკარმა აღნიშნა, რომ მაკაროვის 40% განადგურებულია.

08.04.2022 18:57 „ჩვენ ვნახეთ პუტინის არმიის საშინელი სახე“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი ჟოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დახვდათ.

„ჩვენ ვნახეთ პუტინის არმიის საშინელი სახე. მთელი მსოფლიო ბუჩასთან ერთად გლოვობს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც იცავდნენ დემოკრატიას, მოქალაქეებს. ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში ჩვენ მათ გვერდით ვართ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

08.04.2022 18:13 „უკრაინის თავდაცვის ძალების რაოდენობა 110 000-მდე გაიზარდა“ - თავდაცვის ძალების სარდალი

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიარაღებული ძალების ყველაზე ახალგაზრდა განყოფილებაა, რომელიც სამი თვისაა. ამ ხნის განმავლობაში ტერორისტების თავდაცვის ძალებს შეუერთდა 110 000-ზე მეტი პატრიოტი. ამის შესახებ თავდაცვის ძალების სარდალმა იური გალუშკინმა განაცხადა.

„ჩვენ სამი თვის ვართ. ამ ხნის განმავლობაში ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა 110 000-ზე მეტი პატრიოტი. გარდა ამისა, უკვე შეიქმნა ტერიტორიული თემების 450-ზე მეტი მოხალისეთა ფორმირება“, - განაცხადა მეთაურმა.

გალუშკინის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს ჯარების ძალებში მხოლოდ 6 000 პროფესიონალი სამხედრო და მცირე რაოდენობით რეზერვისტი იყო, მაგრამ 24 თებერვალს ცხელი ხაზი გადატვირთული იყო თავდაცვის ძალებში შეერთების მსურველთა ზარებით. როგორც გალუშკინმა აღნიშნა, უკრაინის დაცვის სურვილი გამოთქვა სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და რწმენის ადამიანმა. 

გალუშკინმა, ასევე, დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვა იქცა უკრაინის წინააღმდეგობის პერსონიფიკაციად და ფენომენად, რომელსაც რუსი დამპყრობლები არ ელოდნენ.

08.04.2022 17:50 რუსებმა გრადებიდან კახოვკას წყალსაცავში საევაკუაციო გემს ცეცხლი გაუხსნეს - არიან გარდაცვლილები

ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 7 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა გრადებიდან კახოვკას წყალსაცავში საევაკუაციო გემს ცეცხლი გაუხსნეს. მასში 14 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 3 ბავშვი. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა წერს.

„გუშინ დილით, კახოვკას წყალსაცავის ნაპირზე, მარიანსკის, კრივოი-როგის რაიონში, რეკრეაციულ ცენტრ რასვეტის მახლობლად, რაშისტებმა ესროლეს გემს, რომელიც მიცურავდა ხერსონის ოლქის პერვომაიკაში, რათა გაეყვანათ ხალხი რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან“ – განაცხადა დენისოვამ.

როგორც დენისოვა წერს, ნავში 14 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 3 ბავშვი. ქალი და 2 მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, 13 წლის ბავშვი ცოტა მოგვიანებით გარდაიცვალა. კიდევ 2 ადამიანი დაკარგულია. დანარჩენები საავადმყოფოში არიან, მათ შორის არიან 4 წლის და 16 წლის ბავშვები.

08.04.2022 17:48 ჩეხეთმა უკრაინას ტანკები, სარაკეტო სისტემები და არტილერია მიაწოდა - Reuters

ჩეხეთმა უკრაინას ტანკები, სარაკეტო სისტემები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და არტილერია მიაწოდა, - ამის შესახებ Reuters-ი ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

„რამდენიმე კვირაა, ჩვენ უკრაინას ვაწვდით მძიმე სახმელეთო აღჭურვილობას. ამას ზოგადად ვამბობ, მაგრამ, რომ განვმარტოთ, ეს მოიცავს ტანკებს, ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, არტილერიასა და სარაკეტო სისტემებს. ის, რაც ჩეხეთიდან წავიდა, ასობით მილიონი დოლარი ღირს“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა. 

მისივე თქმით, ჩეხები უკრაინას საზენიტო იარაღსაც აწვდიან.

გარდა ამისა, ჩეხეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაზიანებული უკრაინული ტექნიკა შეაკეთოს. 

წყაროებმა მიწოდებული იარაღის რაოდენობის განხილვაზე უარი თქვეს.

08.04.2022 17:48 ჩეხეთმა უკრაინას ტანკები, სარაკეტო სისტემები და არტილერია მიაწოდა - Reuters

ჩეხეთმა უკრაინას ტანკები, სარაკეტო სისტემები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და არტილერია მიაწოდა, - ამის შესახებ Reuters-ი ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

„რამდენიმე კვირაა, ჩვენ უკრაინას ვაწვდით მძიმე სახმელეთო აღჭურვილობას. ამას ზოგადად ვამბობ, მაგრამ, რომ განვმარტოთ, ეს მოიცავს ტანკებს, ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, არტილერიასა და სარაკეტო სისტემებს. ის, რაც ჩეხეთიდან წავიდა, ასობით მილიონი დოლარი ღირს“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა. 

მისივე თქმით, ჩეხები უკრაინას საზენიტო იარაღსაც აწვდიან.

გარდა ამისა, ჩეხეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაზიანებული უკრაინული ტექნიკა შეაკეთოს. 

წყაროებმა მიწოდებული იარაღის რაოდენობის განხილვაზე უარი თქვეს.

08.04.2022 17:03 დამპყრობლებმა გაანადგურეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის არქივი და ანალიტიკური ლაბორატორია

გრძელვადიანი არქივი, რომელიც უკრაინელებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე შეაგროვეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის აკრძალული ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ სიროტამ განაცხადა.

„ეს არის ყველაფერი, რაც რჩება ჩვენი ჩერნობილის დოკუმენტებიდან და არქივებიდან. რასაც ჩვენ ვაგროვებდით ათწლეულების განმავლობაში, რუსებმა ნაგავში გადაყარეს“, - წერს სიროტა.

სიროტამ, ასევე, დასძინა, რომ ჩერნობილის ზონაში რუსებმა შენობების თითქმის ყველა ოფისი მნიშვნელოვნად დააზიანეს და გაძარცვეს.

„დამპყრობლებმა მოიპარეს არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების ქონება, არამედ თანამშრომლების პირადი ნივთებიც. ჩერნობილში გაძარცვეს და გაანადგურეს თანამედროვე ანალიტიკური ლაბორატორია, რომლის ღირებულება 6 მილიონი ევრო იყო.

ეს იყო უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით და ახერხებდა მომსახურების გაწევას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ეტაპებზე“, - განაცხადა ალექსანდრ სიროტამ.

08.04.2022 16:46 დამპყრობლების მორიგი დაბომბვა სუმის რაიონში - არის მსხვერპლი

8 აპრილის დილით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს სუმის რაიონის შოსკას რაიონს. თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ სუმის რაიონის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სოფელ სობიჩევოში, დამპყრობლების მოქმედების შედეგად კერძო სახლი დაზიანდა, ერთი პირი კი დაიჭრა.

08.04.2022 16:06 „პუტინი თავის გარშემო საკუთარ გალიას აშენებს“ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაგმო კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა. მან დასძინა, რომ პუტინი და მისი გენერლები ომს აწარმოებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამის შესახებ Sky News წერს.

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულია“, - განაცხადა უოლესმა რუმინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ზუსტი მართვადი რაკეტები მოხვდა, რომლებიც მიმართული იყო იმ ადამიანებისკენ, რომლებიც ცდილობდნენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნას. უოლესმა დასძინა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ობიექტებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი და მისი გენერლები ცდილობენ ომის გაჩაღებას მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი უბნების და ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მან დასძინა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე.

„რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, ჩვენ არ უნდა მივცეთ საერთაშორისო საზოგადოებას საშუალება, დაივიწყოს, რომ დღეს პუტინი თავის გარშემო საკუთარ გალიას აშენებს“, - განაცხადა უოლესმა.

08.04.2022 16:02 „რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად დაქირავებულ ჯარისკაცებსა და ტერორისტებს მთელ მსოფლიოში აგროვებს“ - ზელენსკი

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაქირავებული მებრძოლებისა და ტერორისტების შეგროვებას აგრძელებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

„რუსეთმა თავისი არმიის მთელი საბრძოლო ძალები უკრაინის დასაპყრობად გამოუშვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, რუსეთი აგროვებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაგრძელებლად იარაღის ხელში აღება შეუძლიათ. ეძებენ დაქირავებულებს მთელ მსოფლიოში, აგზავნიან მებრძოლებს სხვადასხვა დე ფაქტო ტერორისტული ჯგუფებიდან და ზოგიერთი რუსი ოფიციალური პირების მიერ შექმნილი ე.წ. კერძო არმიებიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

08.04.2022 15:53 უკრაინის ეროვნული გვარდია ღალატშია ეჭვმიტანილი - რუსებს სამხედრო ნაწილების შესახებ მონაცემები მიაწოდეს

უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურე ღალატშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, მან მტერს მიაწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების ფოტოები და კოორდინატები. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უკრაინის ეროვნულ გვარდიაში საომარი მდგომარეობის პირობებში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე იყო. ის განზრახ ეხმარებოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში.

მან, ასევე, შეაგროვა და მტრებს გადასცა ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საქმიანობის შესახებ, რომელიც გამოიყენება უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

გარდა ამისა, მან რუს სამხედროებს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო აქტივობების შესახებ, გადასცა ფოტოები და სამხედრო ნაწილების კოორდინატები.

უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. ის სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 

08.04.2022 15:25 დენისენკომ კრამატორსკის სადგურის დაბომბვის სავარაუდო მიზეზი დაასახელა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ კრამატორსკში რკინიგზის სადგურის დაბომბვა რუსეთის ფედერაციის კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. მისი თქმით, რუსულ მედიაში კრამატორსკის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი, სანამ ამას მსოფლიო გაიგებდა.

დენისენკოს განცხადებით, რუსები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ტოჩკა-უ, მაგრამ ერთი თვის წინ, ბელორუსიაში წვრთნებისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თუ როგორ ვარჯიშობდნენ ტოჩკა-უ-დან სროლაზე.

გარდა ამისა, დენესენკოს თქმით, რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ჯერ კიდევ უკრაინულ მედიაში ინფორმაციის გავრცელებამდე წერდა, რომ უკრაინის არმიამ ცეცხლი გაუხსნა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - განაცხადა მან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კრამატორსკის დაბომბვის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ რუსებს სურთ, უკრაინელები წარმოაჩინონ ფაშისტებად, რომლებიც საკუთარ ხალხს ესვრიან.

„პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოახდინონ მოსახლეობის ზომბირება უკრაინელი ფაშისტების მიმართ, რომლებიც ცეცხლს უხსნიან საკუთარ ხალხს“ - ხაზგასმით აღნიშნა დენისენკომ.

08.04.2022 15:01 კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის დროს იქ 4 000 ადამიანი იმყოფებოდა

8 აპრილს კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე მტრის სარაკეტო თავდასხმის დროს იქ 4 000 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური წერს.

 „იმ მომენტში ხდებოდა მოსახლეობის ევაკუაცია და სადგურზე თითქმის 4 000 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, უმეტესობა ქალები და ბავშვები.

წინასწარი მონაცემებით, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ სრული ინფორმაცია დგინდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

08.04.2022 13:31 ომის ახალი ეტაპი - რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირებში დონბასში?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან ჯარები გაიყვანა და გადაწყვიტა, რომ ძალები უკრაინის სამხრეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიისკენ მიმართოს.

პუტინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახლა დონბასია. 

სახმელეთო ომის ანალიტიკოსმა ნიკ რეინოლდსმა უკრაინა-რუსეთის ომის ახალ ეტაპზე გადასვლასა და დონბასში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

იყო თუ არა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ზუსტი, როცა თქვა, რომ დონბასში ბრძოლები შეიძლება მეორე მსოფლიო ომს დაემსგავსოს?

„დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ასეა. უკრაინის ჩრდილოეთიდან გადასროლილი მთელი ძალებით ჩვენ ვიხილავთ შეტაკებას ევროპულ მიწაზე, რომელიც თაობების განმავლობაში აქ არ ყოფილა“. 

შეუძლია თუ არა უკრაინას ტერიტორიების უკან დაბრუნება?

ამ შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარება ნათელი ჯერ კიდევ არ არის. ბევრი უკრაინელი აღფრთოვანებულია რუსული ძალების გაყვანით ჩრდილოეთიდან, მაგრამ სამხრეთში და აღმოსავლეთში რუკა ნელ-ნელა წითლდება. ასე რომ, რუსეთს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქვს გარკვეული წინსვლის იმპულსი უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში.

რამდენად დიდი როლი შეიძლება ითამაშოს უკრაინისთვის დასავლურმა იარაღმა?

დასავლური იარაღის მიწოდება უახლოეს კვირებში აუცილებელი იქნება, მაგრამ ძნელია იმის ცოდნა, თუ როგორ გადაიტანენ მათ უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც იარაღი ყველაზე მეტად არის საჭირო. 

დახვეწილი იარაღის სამრეწველო წარმოების გაზრდა, როგორიცაა „ჯაველინი“, „სტინგერი“, ადვილი არ არის, რადგან მათ რთული მიწოდების ჯაჭვები აქვთ.

„კამიკაძე“ დრონებს შეუძლიათ, რომ ხმელეთზე ვითარება ძალიან მოკლე დროში შეცვალონ“, - განაცხადა ნიკ რეინოლდსმა BBC-სთან ინტერვიუში.

08.04.2022 13:23 გერმანიის პრეზიდენტი პუტინის სამხედრო დანაშაულებისთვის ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოითხოვა ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე, პასუხისგება მოუწევს. ჯარისკაცებისა და სამხედრო ლიდერების ჩათვლით. რა თქმა უნდა, მათაც, ვინც პოლიტიკურად პასუხისმგებელია“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

 შტაინმაიერმა აღნიშნა - „მე ჯერ კიდევ ვლადიმირ პუტინისგან რაციონალურობის ნარჩენების იმედი მქონდა“.

08.04.2022 11:17 რუსები ქალაქ ავდეევკას ერთ-ერთ დასახლებას თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ავდეევკას ერთ-ერთ დასახლებას რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ, - ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა

მისივე თქმით, თავდასხმისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაიჭრა, განადგურდა 5 სახლი. 

გარდა ამისა, კირილენკომ აღნიშნა, რომ ოლქში ვითარება სტაბილურად დაძაბულია.

„რუსები მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სროლას აგრძელებენ. ბრძოლები მარინკის მიმართულებით მიმდინარეობს, ფრონტზე ვითარება არ შეცვლილა. ავდეევკას მიმართულებით რუსებმა დღის განმავლობაში შეტევის რამდენიმე მცდელობა განახორციელეს, ჩვენმა სამხედროებმა ყველა მათგანი მოიგერიეს. მტერი ასევე ცდილობს შეტევას ოჩერეტინის, ტორეცკისა და ბახმუტის მიმართულებით შეტევას, თუმცა ყველა მიმართულებით წარუმატებლად“, - განაცხადა კირილენკომ. 

08.04.2022 10:29 ხერსონის ოლქში რუსებმა ორსული გოგონა და 78 წლის ქალი გააუპატიურეს

ხერსონის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 16 წლის ორსულ გოგონასა და 78 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს, - ამის შესახებ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა

„ხერსონის ოლქის განთავისუფლებულ სოფლებში მშვიდობიანი ცხოვრებას აღდგენაზე ვმუშაობთ, თუმცა სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ისეთ საზარელ ამბებს, როგორიცაა 16 წლის ორსული გოგონასა და 78 წლის ბებიის გაუპატიურება“, - განაცხადა ვილკულმა.

08.04.2022 10:15 „საფრანგეთი მზად არის, ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს“ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ მისი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი უნდა გახდეს. 

მისივე თქმით, „რაღაც მომენტში“ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე მზადაა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარი გააგრძელოს. 

გარდა ამისა, მაკრონმა აღნიშნა, რომ იგი ჰუმანიტარულ სიტუაციას უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ყურადღებით აკვირდება და იმედოვნებს, რომ წითელი ჯვრის შუამავლობით ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.

08.04.2022 00:45 „ყველას რომ ჰქონოდა უკრაინელების გამბედაობის 10% მაინც, მსოფლიოს საფრთხე არ დაემუქრებოდა“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთხე არ დაემუქრება, თუ მსოფლიო ლიდერებს უკრაინელების გამბედაობის მეათედი მაინც ექნებათ.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით ყველაზე მამაცები - ყველაზე მამაცები მსოფლიოში. კიდევ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, რასაც უკრაინელები აკეთებენ? სხვას ვის ექნებოდა ამდენი გამბედაობა, გამუდმებით ებრძოლა ტირანიის ყოველგვარ გამოვლინებასთან, დაეცვა თავად თავისუფლება?

სხვას ვის ექნებოდა ასეთი გამბედაობა, შებრძოლებოდა რუსეთის მთელ ძალებს ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე? კიდევ ვის ექნებოდა გამბედაობა, რომ შიშველი ხელით წასულიყო რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, სადაც რუსებმა მოახერხეს დროებით „რაღაცის ხელში ჩაგდება“?

კიდევ ვის აქვს გამბედაობა, ეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ თვალთმაქცობა ცუდი იარაღია? კიდევ ვის ექნება გამბედაობა, მოუწოდონ უმსხვილეს გლობალური კომპანიებს, დაივიწყონ ბუღალტერია და იფიქრონ მორალზე.

მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის 10% მაინც, რაც ჩვენ, უკრაინელებს, გვაქვს, საერთაშორისო სამართალსა და ხალხთა თავისუფლებას საერთოდ არ დაემუქრებოდა საფრთხე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში წარმატების კრიტერიუმი უნდა იყოს გამბედაობა და უპირველეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

მისი აზრით, დასავლურ მედიაში მესიჯების საჯაროობა იმის თაობაზე, რომ „სანქციები მნიშვნელოვანია, საკმარისია“, მიზნად ისახავს საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ შემოღებული ზომები მუშაობს. თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არსებული სანქციები საკმარისი რომ იყოს, ჟურნალისტებს არ მოუწევდათ, იმის დამტკიცება, რომ ეს სანქციები მნიშვნელოვანი და ეფექტურია.

08.04.2022 00:24 უკრაინაში რუსეთის სადესანტო ძალების ელიტური პოლკის 55 მედესანტე გაანადგურეს - უკრაინული მედია

უკრაინაში 55 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ pravda.com წერს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ფოტოებზე ასახულია სტავროპოლში დისლოცირებული 247-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო კავკასიური კაზაკთა პოლკის სამხედროები. დაღუპულებს შორის არიან, კერძოდ, პოლკისა და რამდენიმე ასეულის მეთაური. „როგორც ჩანს, 55-ვე გარდაცვლილი ერთ პოლკში მსახურობდა. ისინი ყველა დაიღუპნენ უკრაინის ომის დროს“.

ასევე, ჟურნალისტებმა შეძლეს სამხედროების იდენტიფიცირება. მათ შორის იყვნენ პოლკოვნიკი კონსტანტინე ზიზევსკი, სადაზვერვო ასეულის მეთაური ალექსანდრე ლისენკო, სატანკო ასეულის მეთაური ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვი და სხვა პირები.

მათი სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაჯიმაგომედოვს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.

08.04.2022 00:15 უკრაინელებმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ გაანეიტრალეს

დანილოს სახელობის 24-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ გაანეიტრალა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური Telegram-ში წერს.

„რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი „ორლან-10“ ელექტრონული ომის სპეციალისტებმა ლუგანსკის რეგიონში დარგეს. ურწმუნოები მუდმივად იყენებენ ასეთ უპილოტო საფრენ აპარატებს დაზვერვის ჩასატარებლად და საარტილერიო ცეცხლის დასარეგულირებლად უკრაინელი დამცველების პოზიციებზე“, - წერს პრესსამსახური.

„P.S. ფოტო ნათლად წარმოაჩენს „მსოფლიოს მეორე არმიის“  მთელ სიდიადეს“ - წერს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური და თან ფოტოს აქვეყნებს.

07.04.2022 23:42 „დღეს ბოროდიანკაში ბებიისა და ბავშვების გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა“ - უკრაინის გენპროკურორი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში ოკუპაციის დროს ბებიისა და ბავშვების გაუპატიურების ფაქტები დაფიქსირდა.

„ხალხმა განიცადა საშინელი ტრაგედიები, ხალხი ისევ იქაა, სადაც ეშინია... სექსუალურ ძალადობაზე რომ ვსაუბრობდით, ოპერატიულად ვიცით, რომ არსებობს. უფრო მეტიც, სექსუალური დანაშაულია არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების მიმართაც! დღეს ბოროდიანკაში ბებიისა და ბავშვების გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს სექსუალური დანაშაულები, ასევე, ომის დანაშაულია, რომელსაც  არ აქვს ხანდაზმულობის ვადა.

07.04.2022 22:38 „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა“ - პესკოვმა რუსული არმიის დიდი დანაკარგი აღიარა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული არმიის მძიმე დანაკარგები აღიარა. თუმცა, კრემლის სპიკერმა კონკრეტული ციფრები არ დაასახელა. ამის შესახებ პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„დიახ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა“, - განაცხადა პესკოვმა და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას რუსული არმიის დანაკარგების შესახებ.

კრემლის სპიკერმა უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ ათასობით ჯარისკაცის, ექვსი გენერლის და ასობით ტანკის დაკარგვა რუსეთის დამცირებაა. მისი თქმით, ეს არის „მოვლენის გაუგებრობა“.

პესკოვმა, ასევე, კომენტარი გააკეთა კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსული არმიის უკან დახევაზე. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დროს მან ამას „კეთილგანწყობის ჟესტი“ უწოდა. ამასთან, პუტინის პრესმდივანმა გამოთქვა მზადყოფნა დიალოგის გასაგრძელებლად.

07.04.2022 22:08 ლოიდ ოსტინი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას საიდუმლო სამთავრობო დაზვერვის მონაცემებს აწვდის - CNN

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის დაზვერვა უკრაინელ დამცველებს უზიარებს უახლეს მონაცემებს, კერძოდ, რუსების დონბასის და ლუგანსკის რეგიონის დაკავების გეგმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მათ ვაწვდით სადაზვერვო ინფორმაციას დონბასში ოპერაციებისთვის“, - განაცხადა ოსტინმა.

ლოიდ ოსტინმა აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე სენატორ ტომ კოტონის კითხვას უპასუხა, აწვდის თუ არა აშშ სამთავრობო დაზვერვის მონაცემებს უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში საბრძოლო ოპერაციებისთვის. ოსტინმა ყირიმის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

გარდა ამისა, ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატებს არ აქვს რაიმე მცდელობა, ხელი შეუშალოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებაში.

CNN-ის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მთავრობიდან ასეთი მაღალი თანამდებობის პირი საჯაროდ ადასტურებს საიდუმლო სამთავრობო დაზვერვის ინფორმაციის გაცვლას აშშ-სა და უკრაინას შორის.

07.04.2022 21:46 „პუტინის ნათლულის, მედვედჩუკის, თვითმფრინავი უკვე მუშაობს უკრაინის დასაცავად“ - ალექსეი დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნათლულის ვიქტორ მედვედჩუკის თვითმფრინავი წარმატებით ემსახურება უკრაინას.

„მინდა ყველა დავარწმუნო და დავამშვიდო, დედაქალაქის საჰაერო ჭიშკარი უსაფრთხოდ არის ჩაკეტილი, ფუტკარიც ვერ გაფრინდება ნებართვის გარეშე ჩვენი თავდაცვის ძალების გვერდით.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს - მოღალატე მედვედჩუკის ქონება უკვე მუშაობს უკრაინის დასაცავად. იმ შემთხვევაში, თუ რაშისტები არ მიატოვებენ თვითმკვლელობის ზრახვებს, პუტინის ნათლულის პირადი „ბორდი“ პირველი იქნება, ვინც „გმირულად“ შეხვდება რუს მეგობრებს, საიმედოდ გადაკეტავს ასაფრენ ბილიკს“, - წერს დანილოვი.

დანილოვის თქმით, თვითმფრინავი დროულად დააკავეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით მედვედჩუკისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ.

დანილოვმა დასძინა, რომ თვითმფრინავი ჟულიანის (კიევის) აეროპორტშია.

07.04.2022 21:17 ამერიკელმა გენერალმა უკრაინაში ომის „იდეალური დასასრულის“ რეცეპტზე ისაუბრა - უკრაინული მედია

ომის იდეალური დასასრული იქნებოდა რუსეთის აგრესიის დასრულება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, მაგრამ ახლა სიტუაციის ასეთი გადაწყვეტა არ ჩანს. ეს მოსაზრება აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ აშშ-ის სენატში გამოსვლისას გამოთქვა.

„როგორი გამარჯვება წარმომიდგენია? მე მჯერა, რომ გამარჯვება იქნება უკრაინის, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის შენარჩუნება, როგორც ეს იყო 1991 წლიდან, აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობით. ეს ძალიან რთული იქნება“ - თქვა მილიმ.

გენერალმა დასძინა, რომ უკრაინელმა დამცველებმა მოახერხეს რუსების შეტევის მოგერიება კიევზე, ​​მაგრამ წინ არის ბრძოლა დონბასისთვის.

„მაგრამ წინ სერიოზული ბრძოლაა სამხრეთ-აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, სადაც რუსები აპირებენ ძალების მოკრებას და შეტევის გაგრძელებას“, - აღნიშნა გენერალმა.

ერთი დღით ადრე, წარმომადგენელთა პალატაში, მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შექმნა „საშიში ისტორიული შემობრუნება“. როგორც მან აღნიშნა, ომი, წლების განმავლობაში გაგრძელდება. 

„მჯერა, რომ ეს არის გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც გაგრძელდება წლების განმავლობაში“, - განაცხადა მილიმ.

07.04.2022 20:59 ლვოვის რეგიონში მერის მოადგილე დააკავეს, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაყიდა და ქრთამი აიღო

ლვოვის რაიონში ქრთამის აღების ფაქტზე თანამდებობის პირი დააკავეს. მან მოხალისისგან 100 000 გრივნა მოითხოვა უკრაინელი სამხედროებისთვის ავტობუსის გადაცემისთვის, რომელიც საკრებულომ ჰუმანიტარული დახმარების სახით ფინეთისგან მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

„გამოძიების სახელმწიფო ბიურო აგრძელებს ღონისძიებების კომპლექსის განხორციელებას არაკეთილსინდისიერი თანამდებობის პირების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ფული იშოვონ გარიგებებით, თუნდაც საომარი მდგომარეობის პირობებში.

ამრიგად, ლვოვის რეგიონში, ოფიცრებმა დააკავეს ერთ-ერთი საკრებულოს მერის პირველი მოადგილე. ჩინოვნიკმა მოხალისესგან 100 000 გრივნა მოითხოვა ვოლვოს ავტობუსის სამხედროებისთვის გადაცემისთვის. ეს მანქანა ადრე მიიღო ქალაქის საკრებულომ ჰუმანიტარული დახმარების სახით ფინეთიდან“, - წერს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო.

07.04.2022 20:30 რუსები ყურადღებას ამახვილებენ მარიუპოლის აღებასა და იზიუმის შეტევაზე - გენერალური შტაბის შეჯამება

რუსების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მარიუპოლის აღებაზე, შეტევაზე იზიუმის რაიონში და დონეცკის მიმართულებით თავდაცვის გარღვევის მცდელობებზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„მტერი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის მომზადებას. ოკუპანტები ახორციელებენ ჯარების გადაჯგუფებას, რათა დაასრულონ შეტევითი ჯგუფის ფორმირება. ისინი იღებენ ზომებს საავიაციო კომპონენტისა და კონტროლის სისტემის გაზრდის მიზნით და აგრძელებენ დაზვერვის ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ რუსული ჯარის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ მარიუპოლის აღებაზე, ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტევის განხორციელებაზე და დონეცკის მიმართულებით თავდაცვის გარღვევის მცდელობებზე. 

შტაბის ინფორმაციით, სამხრეთით რუსი სამხედროები ცდილობენ, თავიდან აიცილონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების შემდგომი წინსვლა და გააუმჯობესონ თავიანთი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ზოგიერთ რაიონში.

როგორც გენერალური შტაბი წერს, ვოლინის მიმართულებით, ბელორუსის ტერიტორიიდან მტრის სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობა არის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. 

რაც შეეხება ჩრდილოეთის მიმართულებას, აქ რუსული კარი ასრულებს ცენტრალური სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების გადაჯგუფებას და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას ბრიანსკისა და კურსკის რეგიონების გარკვეულ რაიონებში.

ხარკოვის რეგიონში, მტრის ბატალიონის ხუთამდე ტაქტიკური ჯგუფი აგრძელებს ქალაქის ბლოკირებას და მასზე სროლას მრავალი სარაკეტო სადგურიდან, არტილერიიდან და ნაღმტყორცნებიდან.

07.04.2022 20:02 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის ელიტური ქვედანაყოფი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 38-ე შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც განლაგებული იყო ამურის ოლქის სოფელ კატერინოსლავკაში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახური ტელეგრამზე წერს.

„38-ე მოტორიზებული მსროლელი ბრიგადა მისი ჯართით. უფრო სწორედ, ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენი დამცველები აქცევენ, როგორი „ელიტარულიც“ არ უნდა იყვნენ ისინი“, - წერს სახმელეთო ჯარები.

07.04.2022 18:57 „დონბასისთვის ბრძოლა იქნება მთავარი რუსეთ-უკრაინის ომში, რაც მოვლენების შემდგომ კურსს განსაზღვრავს“ - ანდრეი ერმაკი

დონბასისთვის ბრძოლა მთავარი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. ის განსაზღვრავს მოვლენების შემდგომ განვითარებას. ამის  შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამაში განაცხადა.

„დონბასისთვის ბრძოლა ახლა იქნება საკვანძო ჩვენს პატრიოტულ ომში. ჩვენ უკვე გავუძელით ბრძოლას კიევისთვის, ხარკოვისთვის, ჩერნიგოვისთვის, სუმისთვის, ნიკოლაივისა და მრავალი სხვა ქალაქისთვის. არმია მარიუპოლს ფლობს. დონბასისთვის ბრძოლა რუსეთთან ომის შემდგომ კურსს განსაზღვრავს“, - აღნიშნა ერმაკმა.

07.04.2022 18:48 „მტერი დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში შოკის მომგვრელი ჯგუფების შექმნას ცდილობს“ - თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

რუსეთმა გამოაცხადა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული მზაკვრული და არაპროვოცირებული ომის ე.წ. „პირველი ეტაპის“ დასრულება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„რას ვხედავთ ახლა? მართლაც, საოკუპაციო ჯარები გაიყვანეს კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის ძირითადად რუსული არმიის ქვედანაყოფებია, რომლებმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები ცოცხალი ძალით და აღჭურვილობით და ფაქტობრივად დაკარგეს საბრძოლო შესაძლებლობა. ფაქტობრივად, სწორედ ეს მიგვაჩნია ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად, რამაც აიძულა, რუსეთი მიეღო ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

მისი თქმით, რუსეთი გეგმაა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სრული კონტროლის დამყარება.

ჩვენი დაზვერვის თანახმად, მტერი ცდილობს, შეავსოს თავისი ქვედანაყოფები, რომლებიც გაიყვანეს ბელორუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ტერიტორიაზე. მომავალში კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების განახლებაზე უკრაინის აღმოსავლეთში და გეგმავს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მტერი სრულ უარს არ ამბობს სამომავლოდ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთის სხვა ქალაქებზე თავდასხმაზე.

მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ ცხრება.

„24 თებერვლიდან დაწყებული რუსეთის შემოჭრა სხვადასხვა ფაზაში გადაიზარდა. ვაკვირდებოდით აქტიურ საომარ მოქმედებებს. იყო ოპერატიული პაუზა. მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში დაძაბულობა ფაქტობრივად არ ცხრება. მტრის თავდასხმა და შეტევითი მოქმედებები თითქმის აქ არ ჩერდებოდა. ამ რაიონებში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება. მტერი გამუდმებით უტევს ქალაქებსა და სოფლებს. უკრაინული ჯარები მათ უკან უბიძგებენ, ისინი გადაჯგუფდებიან, ავსებენ დანაკარგებს და ისევ ცდილობენ შტურმს“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

07.04.2022 18:11 „ბელარუსის ომში ჩართვის საფრთხე კვლავ არსებობს“ - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

„უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვის საფრთხე კვლავ არსებობს“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული ქვედანაყოფები უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე მორიგეობას აგრძელებენ. 

„ვოლინის მიმართულებით ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიაში ჩართვის ალბათობა ისევ არსებობს. უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში რუსული ჯარების მოქმედებების დამალვის მიზნით, ბელარუსის ხელისუფლებამ მოსახლეობის გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა. ბელარუსთან ჩვენი საზღვარი დაცულია და თავდასხმის შესაკავებლად მზად არის“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

07.04.2022 18:00 „დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს დაემსგავსება“ - დმიტრო კულება

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ფარგლებში დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს დაემსგავსება. მოსალოდნელია, რომ ის ათასობით ტანკისა და სხვა იარაღის გამოყენებით გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„დონბასისთვის ბრძოლა შეგახსენებთ, ამას სინანულით ვამბობ, მაგრამ მართალია, მეორე მსოფლიო ომს გაგახსენებთ. დიდი ოპერაციებით, მანევრებით, ათასობით ტანკის, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავისა და არტილერიის გამოყენებით“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, რუსეთს აქვს თავისი გეგმა, უკრაინას აქვს თავისი და ამ ომის შედეგი ბრძოლის ველზე გადაწყდება.

07.04.2022 17:47 „დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაციის მცდელობის შემდეგ, მეორე შეტევას კიევზე უნდა ველოდოთ“ - ალექსანდრე გრუზევიჩი

უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ჯარების გადანაწილებისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების კონტროლის მცდელობის შემდეგ, მეორე შეტევა კიევის წინააღმდეგ უნდა ველოდოთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე გრუზევიჩმა განაცხადა.

„სიტუაცია კვლავ დაძაბულია. მტერმა შეიცვალა მიმართულება და უახლოეს მომავალში შეეცდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების კონტროლს, რის შემდეგაც დედაქალაქზე მეორე თავდასხმას უნდა ველოდოთ“, - განაცხადა გრუზევიჩმა ბრიფინგზე. 

მისი თქმით, მიიღება ზომები კიევისა და კიევის რეგიონის თავდაცვის გარე წრის გასაზრდელად, ასევე, პერსონალის მომზადებისთვის.

07.04.2022 17:26 „აშშ უბიძგებს უკრაინას, გააგრძელოს საომარი მოქმედებები“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კიევს ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ, რომლებიც უბიძგებენ უკრაინას საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ. ხოლო კიევის მიერ წარდგენილი ახალი ხელშეკრულების პროექტი, რომელშიც ადრე შეთანხმებული პუნქტები შეიცვალა, საუბრობს უკრაინის უუნარობაზე.

ლავროვის თქმით, უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ ხელი მოაწერა სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღებულ დოკუმენტს, მაგრამ შეთანხმების ახალ პროექტში, რომელიც კიევმა გასულ დღეს წარადგინა, არის გადახვევა ადრე შეთანხმებული პოზიციებისგან. კერძოდ, მინისტრის თქმით, კიევი თავდაპირველად შეთანხმდა, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდებოდა ყირიმსა და სევასტოპოლზე და ნებისმიერი სამხედრო წვრთნები უკრაინაში უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნებისა და რუსეთის თანხმობით მოხდებოდა, თუმცა, ახალ დოკუმენტის პროექტში ეს პუნქტი ჩანაცვლებულია გარანტი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობის მიღების აუცილებლობით.

„ასეთი შეუსაბამობა კიდევ ერთხელ ახასიათებს კიევის ნამდვილ განზრახვებს, მის ხაზს, რომელიც აჭიანურებს და ძირს უთხრის მოლაპარაკებებს მიღწეული ურთიერთგაგებიდან “ - განაცხადა ლავროვმა. 

07.04.2022 15:40 ბალაკლეიას მერი ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა და რუსეთში გაემგზავრა

უკრაინის ქალაქ ბალაკლეიას მერი ივან სტოლბოვი ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა და ოჯახთან ერთად რუსეთში გაემგზავრა, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა

„ჩვენი ინფორმაციით, ბალაკლეიას მერმა ოჯახთან ერთად ქალაქი დატოვა და რუსეთში გაემგზავრა. იგი ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასეთი ფაქტი და დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატე ადამიანები სამართლიანად და მკაცრად დაისჯებიან თავიანთი ქმედებებისთვის, უკრაინისა და თავიანთი დასახლების ყველა მაცხოვრებლის ღალატისთვის“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

07.04.2022 15:18 „რუსეთს მთელი უკრაინის აღება კვლავ სურს“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახლა უკრაინის აღმოსავლეთზე არის ფოკუსირებული, მათ გრძელვადიანი მიზანი მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებაა“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანი იყო და არის უკრაინის მთელი ტერიტორიის აღება. იგი გეგმავდა ამის სწრაფად გაკეთებას, მაგრამ პუტინის ბლიცკრიგი ჩავარდა. მიუხედავად ამისა, რუსეთს არ უთქვამს უარი უკრაინის მთელი ტერიტორიის აღების გეგმაზე. დღეს მდგომარეობით, რუსეთი გეგმავს მიაღწიოს უფრო მცირე მიზნებს, რათა აჩვენოს შედეგი, მაგრამ რეალურად მას შურს, რომ შეტევა უკრაინის ბოლომდე დაუფლებამდე განაგრძოს“, - განაცხადა მალიარმა.  

მისივე თქმით, რუსული დაზვერვა კიდევ უფრო გააქტიურებულია და ოკუპანტები უკრაინული არმიის გამკლავებას თანდათან სწავლობენ. 

„მტერი სწავლობს ჩვენთან ბრძოლას. თუ პირველ დღეებში რუსული არმია დეზორიენტირებული იყო, ახლა ისინი ჩვენს ტაქტიკასა და სტრატეგიას სწავლობენ და ერგებიან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

07.04.2022 14:58 „რუსებმა გაზარდეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, რადგან თვითმფრინავების გამოყენების ეშინიათ“ - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა გაზარდეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, რადგან მათ ეშინიათ თვითმფრინავების გამოყენება.

„უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მკვეთრი ზრდა აჩვენებს, რომ მტერს ეშინია გამოიყენოს ავიაცია, განსაკუთრებით არმიის ავიაცია, ანუ ვერტმფრენები მათი ჯარების პირდაპირი მხარდაჭერისთვის. მან თავისი ავიაციის ძირითადი ძალისხმევა ძირითადად ერთობლივი ძალების  ზონაში გაამახვილა, რადგან უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე მას თავდაჯერებულად ჩამოაგდებენ ჩვენი საჰაერო ძალები“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები აღმოსავლეთით ცდილობენ უკრაინის ჯარების გარშემორტყმას და მარიუპოლზე შეტევას.  

„რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის 43-ე დღეს პოლიტიკურ ვითარებას უკრაინის ხელისუფლება და თავდაცვის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აკონტროლებს. იმ 9 მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ჯარები დაწინაურებული იყვნენ, მტერი მხოლოდ დონეცკში, ლუგანსკსა და სანახევროდ მარიუპოლში რჩება. რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში წინ აღარ მიიწევს, არამედ თავდაცვის რეჟიმშია“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა, ასევე, თქვა, რომ ამჟამად ყველაზე დიდი მოვლენები და ყველაზე სასტიკი ბრძოლები იმართება ლუგანსკის რეგიონში: რუბეჟნოეში, პოპასნაიაში, სევეროდონეცკში.

„ეს არის ტერიტორიები, სადაც ჩვენი ჯარები იცავენ, ახორციელებენ კონტრშეტევებს, აჩერებენ მტერს. სიტუაცია ძალიან რთულია ეს არის ჩვენი ჯარების ალყაში მოქცევის მცდელობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან იქ ვითარება მეტისმეტად არახელსაყრელია მტრისთვის“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

07.04.2022 11:34 18 900 რუსი სამხედრო, 1 891 ჯავშანმანქანა, 698 ტანკი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 7 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).   

🔵 18 900-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 698 - ტანკი

🔵 1 891 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 332 - საარტილერიო სისტემა

🔵 108 - MLRS

🌕 55 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 150 - თვითმფრინავი

🌕 135 - ვერტმფრენი

🔵 1 358 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 7 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 111 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 25 - სპეციალური ტექნიკა

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

07.04.2022 10:12 აშშ-ის სენატმა უკრაინის დასახმარებლად „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ამოქმედებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს აამოქმედოს „ლენდ-ლიზის“ პროგრამა, რომელიც აშშ-მა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა დასახმარებლად გამოიყენა

დოკუმენტი, რომელიც ცნობილია როგორც კანონი უკრაინის დემოკრატიის დაცვის შესახებ, მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მარაგების უკრაინისთვის გადაცემის პროცესს დააჩქარებს. 

აღნიშნული კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დასავლურ სამყაროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვების სჯერა. 

მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი „ლენდ-ლიზის“ პროგრამა ითვლებოდა გარდამტეხად ომში, რადგან იგი შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევდა, სწრაფად შეევსო მოკავშირეთა მარაგი პროცედურული დაბრკოლებების გარეშე.

07.04.2022 10:10 საოკუპაციო ძალებმა 167 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 167 ბავშვი დაიღუპა და 297-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„რუსეთში შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 167 ბავშვი დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 464-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. 7 აპრილის დილის მდგომარეობით, დაღუპულ ბავშვთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა - 167. დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა - 297-ზე მეტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევში - 86, დონეცკში - 81, ხარკოვში - 73, ჩერნიგოვში - 50, მიკოლაევში - 39, ლუგანსკში - 32, ზაპოროჟიეში - 22, ხერსონში - 29, დედაქალაქში - 16, სუმი - 16, ჟიტომირი - 15.

„ცნობილი გახდა, რომ მარტში კიევის რეგიონის ვიშჰოროდის რაიონის ტერიტორიების დროებითი ოკუპაციის დროს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და სხვა სამხედრო ფორმირებების სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ დიმერის სამოქალაქო მოსახლეობას. სროლის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა, მამა კი ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, 22 მარტს ხარკოვის დაბომბვისას მძიმედ დაშავდა 4 წლის ბიჭი.

ასევე, ყოველდღიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 928 სასწავლო დაწესებულება, აქედან 84 მთლიანად განადგურდა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

07.04.2022 09:58 „ყოველ რუსულ ერთ ტანკზე უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მივაწვდით“ - ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ყოველ ერთ რუსულ ტანკზე ამერიკა და მოკავშირე ქვეყნები უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მიაწვდიან. მისი თქმით, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. ამის შესახებ ბლინკენმა NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ ჩვენ უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მალე მივაწვდით. მათ აქვთ საჭირო იარაღი და ისინი განაგრძობენ ჩვენგან მიღებას. გვინდა, რომ ომის დასრულება მალე დავინახოთ, დასრულდეს სიკვდილი და დესტრუქცია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

ასევე, არსებობს სავარაუდო სცენარი, რომ ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ისინი აღმოსავლეთით დონბასში აძლიერებენ ძალებს. მათ ჯერ კიდევ ბევრი ძალა ჰყავთ. უკრაინელებს კი აქვთ რაღაც, რაც საბოლოოდ უფრო ძლიერია და ეს არის ძლიერი გამბედაობა და სურვილი დაიცვან თავიანთი ქვეყანა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მხარდაჭერით“, - განაცხადა ბლინკენმა.

06.04.2022 18:29 მარიუპოლში აზოვის მებრძოლებმა 2 რუსული ტანკი, საბრძოლო მასალის საცავი და ქვეითი ჯარი გაანადგურეს

დღის განმავლობაში მარიუპოლში აზოვის პოლკის ჯარისკაცებმა ორი რუსული ტანკი დააზიანეს, ასევე, გაანადგურეს საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ქვეითი ჯარისკაცი. ამის შესახებ აზოვი-მარიუპოლი ტელეგრამზე წერს.

„დღის განმავლობაში აზოვის პოლკის მებრძოლებმა დააზიანე 2 ტანკი, გაანადგურა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ქვეითი ჯარი“.

აზოვის პოლკში განაცხადეს, რომ საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ სამხედრო დანაშაულების ჩადენას, კერძოდ, იყენებენ ფოსფორის ბომბებს.

06.04.2022 17:54 „ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში ამერიკულ მედიას ვადანაშაულებ“ - მარია ზახაროვა

მოსკოვი დასავლურ მედიას, პირველ რიგში, ამერიკულ მედიას ადანაშაულებს ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში. ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ვადანაშაულებ დასავლურ მედიას და უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ მედიას, არა მხოლოდ გაყალბებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში, არამედ ქალაქ ბუჩაში მომხდარ დანაშაულში თანამონაწილეობაში“, - თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.

06.04.2022 17:09 პუტინმა შესაძლოა, კვლავ სცადოს კიევზე თავდასხმა - CNN

რუსეთის ბოლოდროინდელი სტრატეგიული ცვლილება შესაძლოა, არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა უკრაინის დედაქალაქის კიევის აღების მცდელობაზე. ამის შესახებ აშშ-ისა და დასავლელი ოფიციალური პირები საუბრობენ.

ამერიკის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, პუტინის გრძელვადიანი მიზნები გაურკვეველია, მაგრამ ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს CNN-ს, რომ კიევის რეგიონში ხელახალი შეჭრა ჯერ კიდევ შესაძლებელია - მიუხედავად რუსეთის სტრატეგიული ცვლილებისა და უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა.

როგორც CNN წერს, აშშ-ს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი გააგრძელებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს უკრაინის მასშტაბით, მათ შორის, ქალაქების კიევის, ოდესის, ხარკოვისა და ლვოვის წინააღმდეგ.

06.04.2022 16:02 რუსებმა ხარკოვის რეგიონის სოფელ ზოლოჩოვს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსულმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონის სოფელ ზოლოჩოვს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაბომბვის დროს ერთია ადამიანი დაიღუპა 3 კი დაშავდა. 

„დაბომბვისას დაინგრა 18 სახლი, დაზიანდა საავადმყოფო.  ასევე, დაბომბვისას დაიღუპა 33 წლის კაცი და დაშავდა 3 ადამიანი. დაჭრილები საავადმყოფოში იმყოფებიან. დაბომბვა არ წყდება“, - განაცხადა თემის ხელმძღვანელმა.

06.04.2022 16:54 „გერმანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“ - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიევთან უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების შესახებ, რომლითაც მას შეუძლია შესთავაზოს უკრაინას, დაიცვას ის რუსეთის შეჭრის შემდეგ.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან გარანტიების შესახებ. ეს მოლაპარაკებები კონფიდენციალურია“, - განაცხადა შოლცმა.

06.04.2022 15:53 „შეაჩერე ეს დესტრუქციული და თვითგამანადგურებელი ომი“ - გერმანიის კანცლერი პუტინს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას კრემლის ხელმძღვანელს ვლადიმერ პუტინს მიმართა. კანცლერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს დესტრუქციული ომი უკრაინაში.

„შეაჩერე ეს დესტრუქციული და თვითგამანადგურებელი ომი - სასწრაფოდ. გაიყვანეთ თქვენი ჯარები უკრაინიდან“, - განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა, ასევე, დასძინა, რომ გერმანია შოკირებულია ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკით.

„ბუჩას საშინელმა კადრებმა ღრმად შეგვძრა ყველა ჩვენგანი. ჯარების გაყვანამდე რუსი ჯარისკაცები ხოცავენ იქ უკრაინელ სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს“, - აღნიშნა შოლცმა.

ოლაფ შოლცის თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

„მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია. ნათლად რომ ვთქვათ, ვინც ამის ბრძანება გასცა, პასუხი უნდა აგოს“, - დასძინა შოლცმა.

06.04.2022 15:37 სკადოვსკის მერმა რუსების მუქარის გამო ქალაქი დატოვა

სკადოვსკის მერმა ალექსანდრე იაკოვლევმა რუსი აგრესორების მუქარის გამო ქალაქი დატოვა

მისი თქმით, იგი ახლა უსაფრთხო ქალაქში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. 

„ოკუპანტების მხრიდან მუდმივი მუქარისა და თანამშრომლობის მოთხოვნის გათვალისწინებით, იძულებული გავხდი, რომ ქალაქი დამეტოვებინა. მესმის, ბევრისთვის უფრო კარგი იქნებოდა, რომ ქალაქში ყოფნა გამეგრძელებინა, მაგრამ ცალსახად მითხრეს, რომ ან ვითანამშრომლებდი ან საკანში წამიყვანენ“, - განაცხადა იაკოვლევმა. 

06.04.2022 14:47 მარიუპოლში რუსებმა „მობილური კრემატორიუმები“ აამოქმედეს - ცხედრებს აგროვებენ და წვავენ

მარიუპოლის საკრებულო წერს, რომ რუსებმა მობილური კრემატორიუმები აამოქმედეს, რათა თავიანთი სისასტიკის დანაშაულები დაფარონ. ისინი მოკლულ ცხედრებს წვავენ.

„მკვლელები კვალს ფარავენ. მარიუპოლში რუსული მობილური კრემატორიუმები ფუნქციონირებს. ბუჩაში ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო გენოციდის შემდეგ, რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ბრძანა, გაენადგურებინათ მარიუპოლში მისი არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები“, - წერს საკრებულო.

როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ, უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვი 5000-მდე იყო. მაგრამ, როგორც საკრებულო წერს, ქალაქის სიდიდის, კატასტროფული ნგრევის, ბლოკადის ხანგრძლივობისა და სასტიკი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მარიუპოლიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება გახდეს ოკუპანტების მსხვერპლი.

საკრებულო წერს, რომ რუსები აგროვებენ და წვავენ მათ მიერ მოკლულ და დაღუპულ მარიუპოლის მცხოვრებლების ცხედრებს. ამ ჯგუფების მუშაობას უშუალოდ კოორდინაციას უწევს თვითგამოცხადებული მერი კოსტანტინ ივაშჩენკო. 

„მსოფლიოს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების შემდეგ არ უნახავს ტრაგედიის ასეთი მასშტაბები, როგორც მარიუპოლში მოხდა. რაშისტებმა მთელი ჩვენი ქალაქი სიკვდილის ბანაკად აქციეს. ეს არის ახალი ოსვენციმი და მაიდანეკი. მსოფლიო უნდა დაეხმაროს პუტინის ბოროტმოქმედების დასჯას“, - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

06.04.2022 14:32 რუსებმა ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ რუბეჟნოეს 60% დაიკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ რუბეჟნოეს 60%-ზე კონტროლი აიღე, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერგი გაიდაიმ განაცხადა

მისივე თქმით, რუსებს ერთ-ერთი ყოფილი ოფიციალური პირი დაეხმარა, რომელმაც მათ საჭირო ინფორმაცია გადასცა. 

რუბეჟნოე ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტებმა რამდენჯერმე დაბომბეს. 

დღის განმავლობაში ლუგანსკის ოლქში რუსებმა 81 საარტილერიო და სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 

06.04.2022 13:48 დონეცკის რეგიონში რუსებმა ჰუმანიტარული დახმარების საწყობს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

დონეცკის რეგიონში რუსმა აგრესორმა ჰუმანიტარული დახმარების საწყობს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის გახსნის დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა 

„ადგილს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება დარიგდა, რუსმა ფაშისტებმა არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი. ჩვენ ვადასტურებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილ ყველა დანაშაულს. პატიება არ იქნება“, - აღნიშნავს რაიონის უფროსი.

06.04.2022 13:32 რუსებმა ვინიცაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსეთის ჯარებმა ვინიცას რეგიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ ვინიცის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ბორზოვმა განაცხადა.

„ვინიცას რეგიონზე  სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მაგრამ მივმართავ ყველას: ნუ დაეხმარებით მტერს. ნუ გამოაქვეყნებთ სოციალურ ქსელებში სად და რას დაეცა რაკეტა, ნუ გაავრცელებთ ფოტოებსა და ვიდეოებს“, - განაცხადა ვინიცის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ბორზოვმა დასძინა, რომ მსხვერპლთა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

06.04.2022 13:39 „გავანადგურეთ 1 981 უკრაინული ტანკი და ჯავშანტექნიკა, 125 თვითმფრინავი და 93 ვერტმფრენი“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა უკრაინული მხარის დანაკარგების შესახებ ისაუბრა

კონაშენკოვის თქმით, რუსებმა ომის დაწყების შემდეგ 1 981 უკრაინული ტანკი და ჯავშანტექნიკა, 125 თვითმფრინავი და 93 ვერტმფრენი გაანადგურეს. 

„საერთო ჯამში, განადგურდა: 125 თვითმფრინავი, 93 ვერტმფრენი, 407 უპილოტო საფრენი აპარატი, 227 საზენიტო სარაკეტო სისტემა, 1 981 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 215 MLRS, 854 საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები, ასევე 1 882 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

06.04.2022 13:21 კრემლმა კიევის რეგიონიდან ძალების გაყვანას „კეთილგანწყობის ჟესტი“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კიევის რეგიონიდან რუსული ძალების გაყვანაs კეთილგანწყობის ჟესტი უწოდა. ამის შესახებ რუსული მედია „რია ნოვოსტი“ წერს. 

„მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, ჩვენ გვინდოდა კეთილგანწყობის ჟესტი გაგვეკეთებინა. ჩვენ შეგვიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკებების დროს, ამიტომ პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა ჩვენს ჯარებს დაეტოვებინათ რეგიონი (კიევის რეგიონი)“ - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს სამხედრო ოპერაციის დასრულება მოლაპარაკებების გზით და დაინტერესებულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდეს წამოყენებულ პირობებს.

06.04.2022 12:53 პუტინის პრესმდივანმა უარყო, რომ რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა სურს

ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა სურს, სიცრუეა. ზელენსკის მკვლელობის სურვილი, უარყო კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. 

„არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინელი ლიდერი დაეთანხმოს მოსკოვის მიერ მოლაპარაკებებზე წამოყენებულ პირობებს. როგორც პესკოვმა აღნიშნა, ამ გზით შესაძლებელია უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა.

06.04.2022 12:51 „უკრაინელებმა ჩვენს მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს“ - რუსული მხარე

უკრაინელმა სამხედროებმა რუს მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ კურსკის ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა

გარდა ამისა, ბელგოროდის მერის განცხადებით, ქალაქის დაბომბვის გამო, სკოლები ევაკუირებული იქნა. 

„უკრაინელებმა ჩვენი მესაზღვრეების პოზიციებს ნაღმტყორცნებით ესროლეს, რუსმა მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ჩვენს მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა“, - განაცხადა კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა.

უკრაინულ მხარეს რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

06.04.2022 12:39 რუსეთის საელჩომ ბუქარესტის ინციდენტი ბუჩაში მომხდარ პროვოკაციას დაუკავშირა - რუსული მედია

რუმინეთში რუსეთის საელჩომ დაადასტურა ინციდენტი, რომლის დროსაც მამაკაცი დიპლომატიური წარმომადგენლობის კარებს მანქანით დაეჯახა და შეჭრას ცდილობდა, შემდეგ კი თავი დაიწვა. „სიტუაცია ანტირუსულ ისტერიასთან იყო დაკავშირებული“ - ამის შესახებ რუსული  მედია „რია ნოვოსტი“ წერს.

„სამწუხაროდ, უნდა განვაცხადოთ, რომ მძღოლს რა მოტივიც არ უნდა ჰქონოდა, ეჭვგარეშეა, რომ მან ეს ქმედება ჩაიდინა ქალაქ ბუჩაში დადგმულ პროვოკაციასთან დაკავშირებით ანტირუსული ისტერიის აფეთქების გავლენის ქვეშ“, - წერს დიპლომატიური მისია ვებგვერდზე.

ხაზგასმულია, რომ ინციდენტის შედეგად საელჩოსა და რუმინეთის უსაფრთხოების ძალების არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

როგორც რუსული მედია წერს, მამაკაცი ყვიროდა ლოზუნგებს „უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის წინააღმდეგ“.

ტელეკომპანია Antena 3-ის წყაროების ცნობით, გარდაცვლილის სახელი იყო ბოგდან დრაგიჩი. წინა დღით მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დედინაცვლის მიმართ ძალადობისთვის, მაგრამ არ დააკავეს, რადგან გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო. გარდა ამისა, მამაკაცი სექსუალური ძალადობის კიდევ ერთ საქმეში იყო ჩართული, მას აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა.

მომხდარს ბუქარესტის პროკურატურა და მეტროპოლიტენის პოლიციის საგამოძიებო სამსახური იძიებს.

06.04.2022 09:15 ოკუპანტებმა სოფელი რუბეჟნოე დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსმა ჯარისკაცებმა სოფელი რუბეჟნოე დაბომბეს, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

მისი თქმით, დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. 

„დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. რუსული დაბომბვის შედეგად, ასევე, დაზიანდა ორი მაღლივი კორპუსი და ცხრა კერძო სახლი. ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა ძველ უბანში. პოპასნაიაში მდებარე სახლში ერთდროულად სამი სართული დაიწვა“, - აღნიშნა გაიდაიმ.

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან  7 ადამიანი  ცოცხალი ამიყვანეს.

06.04.2022 09:04 ჰოსტომელში სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

რუსეთის ძალების მხრიდან ოკუპაციის 35 დღის განმავლობაში,​ ჰოსტომელში 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, - ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტარას დუმენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, აქვთ დადასტურებული ცნობები მოქალაქეების მკვლელობის შესახებ, თუმცა ცხედრების მოძიება ვერ ხერხდება.

დუმენკომ აღნიშნა, რომ რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს შლიდნენ. 

„ჩვენ ვიცით ადამიანების შესახებ, რომ ისინი მოკლეს, არის ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა, თუმცა მაინც ვერ ვპოულობთ. ჰოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო დახვრეტილი ავტომობილები, სადაც ადამიანები ესვენა, მათ შორის ბავშვი. ეს ცხედრები გაქრა“, - აცხადებს ტარას დუმენკო.

ტარას დუმენკოს ცნობით, ჰოსტომელში რუსებმა მოკლეს სოფლის უფროსი იური პრილიპკო, მასთან ერთად დაიღუპნენ მოხალისეები რუსლან კარპენკო და ივან ზარია, რომელთა ცხედრებიც იპოვეს.

06.04.2022 09:52 ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები რუსული ოკუპაციის დროს იყო - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩას ქუჩებში სულ მცირე ათი დღის განმავლობაში იყო მანამ, სანამ უკრაინელი სამხედროები ქალაქს რუსული ძალებისგან გაათავისუფლებდნენ, - ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება. 

„2022 წლის 21 მარტის სატელიტური სურათების ანალიზმა გვიჩვენა, რომ  ბუჩას ქუჩაში სულ მცირე 8 ცხედარი იყო. ბუჩა კი 2022 წლის 31 მარტამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ოკუპირებული“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა და ფაქტს დადგმულ სპექტაკლს უწოდეს. 

06.04.2022 11:22 18 600 რუსი სამხედრო, 1 861 ჯავშანტექნიკა, 150 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 6 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

🔵 18 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

🌕 684 - ტანკი

🔵 1 861 - საბრძოლო ჯავშანმანქანა

🌕 332 - საარტილერიო სისტემა

🔵 107 - MLRS

🌕 55 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

🔵 150 - თვითმფრინავი

🌕 135 - ვერტმფრენი

🔵 1 324 - სატრანსპორტო საშუალება

🌕 7 - გემი / ნავი

🔵 76 - საწვავის ავზი

🌕 96 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

🔵 25 - სპეციალური ტექნიკა

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

06.04.2022 10:22 შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ქიმიური იარაღისგან დაცვის საშუალებები მიაწოდა - reuters

შეერთებული შტატები უკრაინას აწვდის სიცოცხლის გადამრჩენ დამცავ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება განლაგდეს, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს. ამის შესახებ reuters ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის თქმით, აღჭურვილობისა და მარაგის მიწოდება, რომელიც კიევმა მოითხოვა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ნაწილი კი უკრაინას უკვე მიეწოდა.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა უკრაინის მთავრობას გადასცემს დამცავ აღჭურვილობას და მარაგს, რომელიც შეიძლება განთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს გამოიყენებს.

06.04.2022 09:25 უკრაინელებმა ხერსონის ოლქში 3 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა ჯარებმა ხერსონის რეგიონში ოკუპანტებისგან  3 სოფელი გაათავისუფლეს და მასზე კონტროლი დაიბრუნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

გენერალური შტაბის ცნობით, გრძელდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი. მტერმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად, დაკარგა კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოეს და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე.

გენერალური  შტაბის ინფორმაციით, ბრძოლები სოფელ ალექსანდროვკას მიდამოებში გრძელდება.

06.04.2022 09:39 საჰაერო იერიში დნეპროპეტროვსკზე - დაბომბილია ნავთობის საცავი და ქარხანა

დნეპროპეტროვსკზე რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიში მიიტანეს - დაბომბილია ნავთობის საცავი და ქარხანა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. 

„ღამე იყო რთული, მტერმა ჩვენს ტერიტორიას ჰაერიდან შეუტია და ნავთობის საცავს და ერთ-ერთ ქარხანას დაარტყა. განადგურდა ნავთობის საცავი. ქარხანაში გაჩენილ ცეცხლს მაშველები ამ დრომდე ებრძვიან. ძლიერი ხანძარია. საწვავი იწვის“, - აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.

მისი თქმით, მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება.

06.04.2022 00:18 უკრაინელებმა დონბასში რუსების შეტევა მოიგერიეს და 80-მდე ოკუპანტი მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების შეტევა მოიგერიეს და 80-მდე ოკუპანტი მოკლეს

„5 აპრილს რუსეთის ფაშისტურმა ჯარებმა განახორციელეს 1 თავდასხმა. ჩვენმა არტილერიამ მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დამპყრობლებმა დაკარგეს პერსონალი - 80-მდე ადამიანი, ტანკები - 4 ერთეული, 9 ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 1 ნაღმტყორცნი და ერთი დრონი“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის განცხადებაში. 

05.04.2022 23:52 განგაში უკრაინაში - რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, ზოგიერთში კი უკვე აფეთქებების ხმა ისმის. 

საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევის, ლუგანსკის, ჟიტიმორის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, ვოლინის, რივნეს, ტერნოპოლის, ვინიცის, ლვივისა და ჩერნიგოვის ოლქებში. 

აფეთქებების ხმა გაისმა ვოლინში, ხარკოვში, ასევე ლვივისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. 

05.04.2022 21:35 „რუსები ხერსონის დატოვებისთვის ემზადებიან“ - არესტოვიჩი

„რუსებმა ხერსონი უკვე ჩაბარებისთვის მოამზადეს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, მაგრამ ისინი სერიოზულად განიხილავენ ხერსონის დატოვებას. ეს არ ნიშნავს, რომ ხერსონი ხვალ განთავისუფლდება, მაგრამ მაინც“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ოკუპანტებმა ნიკოლაევი უკვე სრულად დატოვეს, ბრძოლები კი ახლა ხერსონის ოლქში მიმდინარეობს. 

„რუსები ძალიან კონსტრუქციულები და აქტიურები არიან. ისინი ითხოვენ მოლაპარაკებებს, ბრძოლები ახლა ხერსონის ოლქში მიდის, მაგრამ მთავარი ინტრიგა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვარია“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

05.04.2022 18:55 „ნატო უკრაინაში ჯარებსა და თვითმფრინავებს არ გაგზავნის, რუსეთთან ომი თავიდან უნდა ავიცილოთ“ - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი უკრაინაში ჯარისკაცებისა და თვითმფრინავების გაგზავნის წინააღმდეგია

მისივე თქმით, ნატო ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინის დასახმარებლად სხვა გზა გამოძებნოს. 

„ხვალ და ზეგ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და მოუთმენლად ველი დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ გავუწიოთ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას, რათა რუსებს წინააღმდეგობა გაუწიონ. 

ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ამავდროულად, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ არ უნდა გავაგზავნოთ ნატოს ჯარები უკრაინაში და არ უნდა გავაგზავნოთ ნატოს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში. ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთთან ომი, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ ნგრევასა და სიკვდილს გამოიწვევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

05.04.2022 17:18 ჩეხეთმა უკრაინას ტანკები გაუგზავნა - ჩეხური მედია

ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას დასახმარებლად ტანკები გაუგზავნა, - ამის შესახებ Reuters-ი ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. 

„ჩეხეთმა უკრაინას რამდენიმე T-72 ტიპის ტანკი და BMP-1 - საბჭოთა წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაუგზავნა“, - განაცხადეს ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ და მისი მოკავშირეები დონბასის დაცვის უზრუნველსაყოფად კიევს სწორედ საბჭოთა წარმოების ტექნიკას მიაწვდიდნენ. 

05.04.2022 15:45 „პუტინისა და ზელენკის შეხვედრა მოხდება მაშინ, როდესაც ქვეყნები საერთო დოკუმენტზე შეთანხმდებიან“ - პესკოვი

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას მოსკოვი არ უარყოფს

„რუსეთი არ უარყოფს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ დოკუმენტის შეთანხმების შემდეგ“ - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი და კიევი მოლაპარაკებებს ონლაინფორმატში „ინტენსიურად“ აგრძელებენ. 

პესკოვმა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. 

05.04.2022 15:19 „ორი ვარიანტი გვაქვს, ვანადგურებთ მათ სრულად ან მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას“ - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი აპრილის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. მისი თქმით, თუ ამ თარიღამდე სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, პარტიზანული ომი დაიწყება.

„აქტიური ფაზა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს, შემდეგ კი პარტიზანული ომის დაიწყება. ჩვენ ყველას მოვკლავთ ბოლომდე, თუ ისინი არ დათანხმდებიან სამშვიდობო შეთანხმებას. ბევრი ჩვენგანი დაიღუპება. ამიტომ გვაქვს ორი ვარიანტი: ვანადგურებთ მათ სრულად ან მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ვნახოთ, რა და როგორ იქნება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

05.04.2022 14:27 როგორ გახდა პუტინის არმია მძარცველებისა და მკვლელების თავშესაფარი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

რუს დამპყრობლებს დაჰპირდნენ ტრიუმფალურ მსვლელობას, პატივს, კარგ ფულს და „ოქროს მთებს“.სანაცვლოდ „აუნაზღაურებელი“ დარჩნენ. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს.

იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა „მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია“ თანდათანობით მძარცველების, მკვლელებისა და მოძალადეების გროვად - ტყვე რუსი ურწმუნოები ჰყვებიან ვიდეოში, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა.

ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს, რომ მის ბატალიონს დაევალა ბელორუსიიდან კიევში 5 დღეში ჩასვლა და დედაქალაქში 3 ხიდის აღება. მაგრამ გადარჩენის მიზნით 40-დღიანი ხეტიალის შემდეგ დანებდა. მისი თქმით, ჯარისკაცები სისასტიკესა და ძარცვას სჩადიოდნენ. ის აღიარებს, რომ დაინახა, როგორ მოიპარეს აღჭურვილობა, გასაბერი ნავები, ძვირფასეულობა...

კიდევ ერთი რუსი სამხედრო ამბობს, „ერთადერთი, რასაც მე მივხვდი ჩემი სამხედრო გამოცდილებიდან, იყო ის, რომ აქ ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და არ სჭირდებათ ჩვენი გათავისუფლება“.

„ამ „გმირებს“ საკმარისი ჭკუა აღმოაჩნდათ, რომ დანებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე გადაარჩინეს სიცოცხლე“ - წერს უსაფრთხოების სამსახური.

05.04.2022 13:25 მარიუპოლის პორტში რუსებმა დომინიკის რესპუბლიკის დროში ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაბომბეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გვიან ღამით მარიუპოლის პორტში მორიგი დაბომბვის დროს, რუსეთმა დაარტყა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს, რომელიც მდებარეობდა ერთ-ერთ ნავმისადგომთან.

გემზე ხანძარი გაჩნდა, ეკიპაჟის ერთი წევრი დაშავდა. საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების არხს კაპიტანმა „SOS“ სიგნალი გადასცა და შეატყობინა:
„გაფრთხილება! გაფრთხილება! დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მყოფი გემი სასტიკად განადგურდა, დაინგრა ყველაფერი, არიან დაჭრილები“.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა დახმარება გაუწიეს დაჭრილებს და ეკიპაჟის ევაკუაციაც განახორციელეს. სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან რუსი სამხედროები კვლავ ხსნიან ცეცხლს.

05.04.2022 12:52 „თუ შემოგვთავაზებენ, ხვალვე შევუერთდებით ნატოს, მაგრამ ეს არ მომხდარა და არც მოხდება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლეთის მზაობის შემთხვევაში, უკრაინა მზადაა, ნატოს ხვალვე შეუერთდეს, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ მომხდარა და არც მოხდება

ზელენსკიმ აღნიშნა, სამხედრო ალიანსი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

„თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას, ჩვენ მათ შევუერთდებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა და არც მოხდება. ამიტომ, ჩვენ ავაშენებთ ამ უსაფრთხოების გარანტიებს მათთან ერთად, ვისაც შეუძლია ჩვენი დახმარება, ჩვენი სიცოცხლის დაცვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

05.04.2022 12:34 „რუსები დონბასისთვის იბრძვიან, მარიუპოლი კი მათთვის მედალია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსული ჯარები დონეცკის, ლუგანსკისა და სხვა რეგიონებისთვის იბრძვიან, მარიუპოლი კი დამპყრობლების კიდევ ერთი მედალია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაციაში დიდი სტრატეგია არსებობს. მათ დონბასი დაიკავეს. დონბასი და უკრაინის სამხრეთი, დერეფანი ყირიმისკენ, ხერსონის ოლქი და ზაპოროჟია - პრინციპში გვესმის, რას აკეთებენ. ისინი იბრძოლებენ დონბასისთვის, მარიუპოლი კი ჩვენთვის სიცოცხლეა და მათთვის, სამწუხაროდ, ეს არის მედალი, რომელიც უნდათ მკერდზე ჩამოიკიდონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

05.04.2022 11:36 რუსეთმა ბელორუსიიდან უკრაინაში ოთხი საკრუიზო რაკეტა გაისროლა - „დასავლეთის“ სარდლობა

რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაში ოთხი საკრუიზო რაკეტა გაისროლა, თუმცა, ოთხივე რაკეტა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების „დასავლეთის“ საჰაერო სარდლობა წერს.

„5 აპრილის ღამეს ოკუპანტმა ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე საკრუიზო რაკეტებით დარტყმა დაიწყო. რაშისტების სამიზნე, ალბათ, დასავლეთის რამდენიმე რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები უნდა ყოფილიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო თავდაცვის საშუალებებით განადგურდა სამი საკრუიზო რაკეტა, დაზიანდა მეოთხე, რამაც ხელი შეუშალა მიზანში ზუსტად დარტყმას.

მტრის მიერ რაკეტების დამიზნება ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ორი უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელდა, რომლებიც, ასევე, გაანადგურეს „დასავლეთის“ საჰაერო სარდლობის საზენიტო სარაკეტო ძალების დანაყოფებმა.

05.04.2022 10:11 რუსეთის ჯარებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ ორ-სამ დასახლებაში - უკრაინის გენშტაბი

ომის 41-ე დღეს, რუსული ჯარების უშუალო მიზანია დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დაპყრობა. მტერი მიიწევს სლავიანსკის მიმართულებით, ბლოკავს ხარკოვს. ცდილობს, გააკონტროლოს ალექსანდროვკა ნიკოლაევსკში მარიუპოლი დონეცკში, პოპასნა და რუბიჟნე ლუგანსკის რაიონებში. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი წერს.

„მტერი აგროვებს ჯარებს და ამახვილებს ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით შეტევითი ოპერაციის მომზადებაზე. მიზანია დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება“, - ვკითხულობთ უკრაინის გენერალური შტაბის შეჯამებაში.

შტაბის ინფორმაციით, პოლესეიდან და სივერშჩინადან გაყვანილი ქვედანაყოფების გადაადგილება ახალ საოპერაციო რაიონებში გრძელდება. უკრაინის ტერიტორიიდან ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების გადანაწილება დასრულდა.

რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკადას მუდმივი საარტილერიო დაბომბვით და შემდგომ ანადგურებენ საცხოვრებელ უბნებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას.

გენერალური შტაბის ცნობით, სლავიანსკის (დონეცკის ოლქი) მიმართულებით მტერი ცდილობს, განაახლოს შეტევითი ოპერაციები. ქალაქ ბარვენკოვოს მიმართულებით მან ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია, დაწინაურდა 7 კმ-ით, აიღო კონტროლი სოფელ ბრაჟკოვკაზე (ხარკოვის ოლქი). ასევე, იგი დაწინაურდა სოფელ სულიგოვკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

04.04.2022 11:09 განადგურებულია 18 300-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 844 ჯავშანტექნიკა, 647 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა დაკარგეს: 👇

👉18 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 147 - თვითმფრინავი

👉 134 - ვერტმფრენი

👉 647 - ტანკი

👉1 844- საბრძოლო ჯავშანმანქანა

👉 330 - საარტილერიო სისტემა

👉 54 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 76 - საწვავის ავზი

👉 92 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

👉 7 - გემი / ნავი

👉 1 273 - მანქანა

👉 25 - სპეციალური ტექნიკა

👉 107 - MLRS 

04.04.2022 11:27 „კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს“ - ალექსეი რეზნიკოვი

„კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსები მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად  კლავდნენ. 

„ეს არ არის სპეცოპერაცია, ეს არ არის პოლიციის ქმედებები. ისინი არიან რიგითი რასისტები და ფაშისტები. ნამდვილი არაადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ  ჩადიან  დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აუპატიურებენ, კლავენ, ადამიანს თავში ესვრიან, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს ამის შესახებ.

კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს. ნიურნბერგის სასამართლო ჩატარდება: ჰააგაში ან ხარკოვში, ბუჩაში, ირპენში დღეს ყველა ეს ქალაქი გმირია და ისინი იმსახურებენ რომ ახალი ნიურბერგის სასამართლო პროცესები ჩატარდეს ფაშისტების წინააღმდეგ“, - აცხადებს ალექსეი რეზნიკოვი. 

04.04.2022 12:05 რუსული ჯარები ლუგანსკის რეგიონში უზარმაზარი გარღვევისთვის ემზადებიან - გაიდაი

რუსი დამპყრობლები ემზადებიან უზარმაზარი გარღვევისთვის ლუგანსკის რეგიონში, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„შეინიშნება პერსონალის, აღჭურვილობის უზარმაზარი დაგროვება, რუსები ემზადებიან უზარმაზარი გარღვევისთვის. ღამით რუბეჟნეს რაიონში გარღვევის მცდელობა იყო, მაგრამ ჩვენმა დამცველებმა შეტევა მოიგერიეს,  მტრებს შორის ათობით დაღუპულია“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები იცავენ ტერიტორიებს, თუმცა მტრის ჯარების მობილიზება შეინიშნება. 

გაიდაიმ ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან  მისი თქმით, მტერი  გაანადგურებს ყველაფერს თავის გზაზე.

04.04.2022 12:40 რუსეთი „აისისზე“ უარესია - დმიტრო კულება

„ბუჩაში და მის მიმდებარედ ნანახ ფაქტებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთი ჩადენილი დანაშაულების მასშტაბებითა და დაუნდობლობით „ასისზე“ უარესია“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინას ამ რთულ სიტუაციაში თვითმფრინავები და საჰაერო დაცვის სისტემები სჭირდება.

„რაც ბუჩაში ვნახეთ, ცხადყოფს ფაქტს, რომ რუსეთი „აისისზე“ უარესია. მშვიდობიანი მოქალაქეების გაუპატიურება, წამება, მკვლელობა შოკის მომგვრელია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ დანაშაულებში მონაწილეების სამართლებრივ დევნაზე. შეიძლება ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად, რათა ყველამ პასუხი აგოს. ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ამ დანაშაულის ჩამდენებზე, არამედ ბრძანების გამცემებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე.

მჯერა, რომ თუკი ვინმე მომდევნო დღეებში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უკრაინის ნებისმიერი ტიპის იარაღით უზრუნველყოფის საჭიროებას, რომელსაც უკრაინა ითხოვს, პირადად ვუპასუხებ ამ ადამიანს, რომ თუ არ მოგვაწვდით იარაღს, პასუხისმგებლობას გაიზიარებთ არამხოლოდ ბუჩას მასობრივი მკვლელობის მსხვერპლის გამო, ასევე, რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ყველა დანაშაულის გამო“, - აცხადებს დმიტრო კულება. 

04.04.2022 13:13 ბუჩაში სასაკლაო ვიცე-პოლკოვნიკმა აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვმა მოაწყო - უკრაინული მედია

წინასწარი ინფორმაციით, კიევის რეგიონში, ბუჩაში სამხედრო დანაშაული რუსეთის 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელთა ბრიგადამ ჩაიდინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, რუსებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ბუჩასა და კიევის რეგიონის სხვა დასახლებებში საშინელ სისასტიკეში, პასუხი უნდა აგონ. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც იქ აწამა და დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა.

InformNapalm-ის მოხალისეებმა აღმოაჩინეს ბრიგადის მეთაურის მონაცემები, რომელმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინა. ბრიგადის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი ომურეკოვი აზატბეკ ასანბეკოვიჩი.

ცნობისთვის, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩას ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები ხელებშეკრული იპოვეს. რუსები აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ხალხს. მათი მსხვერპლი კაცები, ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. ოკუპანტებმა დაღუპული უკრაინელებიც კი დანაღმეს.

04.04.2022 13:54 ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება - ევროკავშირი

„ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება, პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, - ამის შესახებ  ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის რიგ ოკუპირებულ ქალაქებში, რომლებიც ახლა განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შემზარავი კადრები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება.

ომის დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენნი, ასევე, პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, - ნათქვამია განცხადებაში.

04.04.2022 16:18 უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე რუსულმა ჯარებმა ჩაიდინეს - ევროკომისიის სპიკერი

„უკრაინის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები და საშინელი სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ახორციელებდნენ სრულ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორმა დაიწყო გამოძიება რუსი აგრესორის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და სხვა სამხედრო დანაშაულებზე. ტერიტორიები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იყო ოკუპაციის ქვეშ და აგრესორის, რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ. ამიტომ მათ გარდა ვერავინ ჩაიდენდა ამ სისაძაგლეებს“, - განაცხადა სტანომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოძიება, რათა პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი იქნენ ამ საზარელი დანაშაულებისთვის, რომელშიც ჩაერთვება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა ICC და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საგამოძიებო კომისია.

04.04.2022 16:35 ეს საშინელებათა სცენებია - კლიჩკო ბუჩასა და ირპენზე

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქის მახლობლად მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები საშინელებათა ფილმის სცენებს შეადარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

კლიჩკოს თქმით, უკრაინა რუსებს ამ სისასტიკეს არ აპატიებს. 

„რასაც ახლა ვხედავთ ირპენში და ბუჩაში - ეს არის საშინელებათა სცენები. სამწუხაროდ, ისინი ფილმებიდან არ არის. ეს არის რეალობა. ეს არის საშინელი რეალობა, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს, ზურგზე შეკრული ხელებით ვხედავთ. არ მესმის არცერთი ადამიანის, ვისაც შეეძლო ამის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, იგივე სცენები მრავალია უკრაინის სხვა ქალაქებშიც. აგრესორმა, ათასობით უკრაინელის მკვლელობისთვის მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ არ ვაპატიებთ იმას, რაც გაუკეთეს ჩვენს ქალაქებს და ჩვენს მოსახლეობას“, - აცხადებს ვიტალი კლიჩკო.

04.04.2022 18:23 რუსეთი ხარკოვის ასაღებად ემზადება - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის ასაღებად ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი ოპერაციების განახლებაზე და ქალაქ ხარკოვის აღებაზე. მტერი აძლიერებს ჯგუფს დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებში.  ამას აკეთებს როგორც სხვა სამხედრო ოლქებიდან ჯარების გადაყვანით, ასევე, სამობილიზაციო სარეზერვო ნაწილების ჩართვის გზით.

მტერი, ასევე, ადგენს ჯარების ლოგისტიკის მარშრუტებს, ქმნის საბრძოლო მასალის, რაკეტების და საწვავის მარაგს და ამზადებს სამედიცინო დაწესებულებებს დიდი რაოდენობით დაჭრილების მისაღებად“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 

04.04.2022 20:29 ნიკოლაევში ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს  რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  

„სხეულის დაზიანება მიიღეს როგორც ქუჩაში, ასევე, გაჩერებაზე მყოფმა ადამიანებმა და მიკროავტობუსების მგზავრებმა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. გარდა ამისა, დაზიანებულია კონსტრუქციები და მანქანები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

04.04.2022 17:59 „რაც უფრო მეტხანს აყოვნებს რუსეთი, მით უარესია მისთვის და ამ ომისთვის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებს რუსეთი უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრას, მით უარესი იქნება თავად რუსეთისთვის.

„რაც მეტხანს აჭიანურებს რუსეთის ფედერაცია შეხვედრის პროცესს, მით უარესია მათთვის და პრინციპში ამ ომისთვისაც. რადგან ყოველდღე, როცა ჩვენი ჯარები შედიან და იკავებენ გარკვეულ ტერიტორიებს, ხედავთ რა ხდება. ძალიან რთულია საუბარი, როცა ხედავ, რა გააკეთეს აქ. ყოველდღე პოულობენ სარდაფებში დახრჩობილ და ნაწამებ ხალხს. ამიტომ, მიმაჩნია, თუ აზროვნება შეუძლიათ, დროულად დაფიქრდნენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

04.04.2022 17:48 აშშ-ის ელჩი გაეროში ითხოვს, რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხონ - „რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში ფარსია“

შეერთებული შტატები გაეროს გენერალურ ასამბლეას სთხოვს, რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხონ. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინამ რუსი ჯარები დაადანაშაულა ბუჩაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში. 

4 აპრილს ბუქარესტში გამოსვლისას ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა: „რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში ფარსია. ეს არასწორია, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ დროა, გაეროს გენერალური ასამბლეამ  კენჭი უყაროს რუსეთის გარიცხვას. სურათები ბუჩადან და უკრაინის განადგურების სურათები მოითხოვს, რომ ჩვენი სიტყვები ქმედებებს შეესაბამებოდეს”, - განაცხადა ლინდა ტომას-გრინფილდმა.

reuters-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში 193-წევრიანი ასამბლეის ხმების ორი მესამედის უმრავლესობით შეიძლება რუსეთის საბჭოდან გარიცხვა ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევის გამო. 

04.04.2022 17:00 პუტინმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ საპასუხო სავიზო ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სავიზო ზომების შესახებ უცხო სახელმწიფოების არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“. 

როგორც რუსული მედია წერს, განკარგულებას ხელი მოეწერა „ევროკავშირის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობის საფუძველზე“. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა ევროკავშირთან, ნორვეგიასთან, დანიათან, ისლანდიასთან, შვეიცარიასთან და ლიხტენშტაინთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებების რამდენიმე პუნქტი.

კერძოდ, პუტინმა გადაწყვიტა, შეაჩეროს 2006 წლის 25 მაისს რუსეთსა და ევროკავშირს შორის რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების გარკვეული დებულებები. ამრიგად, უქმდება მოგზაურობის მიზნით დოკუმენტების წარდგენის გამარტივებული პროცედურა და ოფიციალური დელეგაციებისა და ჟურნალისტებისთვის მრავალჯერადი ერთწლიანი ვიზები, ხოლო ეროვნული და რეგიონული მთავრობების წევრებისთვის, პარლამენტებისა და სასამართლოების წევრებისთვის მრავალჯერადი ხუთწლიანი ვიზა. გარდა ამისა, უქმდება ოფიციალური დელეგაციების, მთავრობებისა და პარლამენტების წევრებისთვის სავიზო გადასახადისგან გათავისუფლება და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო შესვლა.

პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა დააწესოს პერსონალური შეზღუდვები რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებიც ჩადიან „არამეგობრულ ქმედებებს“.

04.04.2022 14:55 „დადგმული, ყალბი თავდასხმა“ - სერგეი ლავროვის შეფასება ბუჩაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებული მოვლენები რუსეთის წინააღმდეგ „დადგმული, მორიგი ყალბი თავდასხმა“ იყო.

მისივე თქმით, მსგავსი „პროვოკაციები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია“.

„გუშინ, კიდევ ერთი ყალბი თავდასხმა განხორციელდა კიევის რეგიონის, ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ რაც რუსმა სამხედროებმა ეს ადგილი გეგმის მიხედვით დატოვეს. ჩვენ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა ამ კონკრეტულ საკითხზე, რადგან ასეთ პროვოკაციებში, ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მარტინ გრიფიტსთან შეხვედრის დროს.

04.04.2022 14:48 უკრაინულმა დაზვერვამ ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე რუსების სია გამოაქვეყნა

უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა და გაასაჯაროვა იმ რუსი ჯარისკაცების სია, რომლებმაც კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს

„ყველა უკრაინელმა უნდა იცოდეს მათი სახელები! უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მიიღო სამხედროების სია, რომლებმაც ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები უკრაინის ხალხის წინააღმდეგ ქალაქ ბუჩაში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინელებმა პირობა დადეს, რომ ყველა ომის დამნაშავე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს. 

რუსი დამპყრობლების სია, რომლებმაც ბუჩაში უკრაინელი ხალხის მიმართ სისასტიკე ჩაიდინეს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

04.04.2022 14:44 ბუჩაში რუსული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია სერიოზულად უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ - დმიტრი პესკოვი

ბუჩაში განვითარებულ ხოცვა-ჟლეტას, რომელი რუსულმა მხარე მოაწყო, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე დმიტრი პესკოვი უარყოფს. მისი თქმით, ფაქტები და მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობაც ამაზე მეტყველებს.

„ფაქტები და მოვლენების კალენდარული თანმიმდევრობა, ასევე, არ მეტყველებს ამ განცხადებების სანდოობაზე. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებებს. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ თემა მაქსიმალურად მაღალ დონეზე უნდა განიხილებოდეს. ჩვენი დიპლომატები გააგრძელებენ აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში გადაიტანონ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბუჩაში რუსული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია სერიოზულად უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოქვეყნებულ ვიდეოებს, მისი თქმით, ფალსიფიკაციის ნიშნები აქვს.

04.04.2022 13:30 „რუსეთმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი ამ ქმედებებზე“ - იაპონიის პრემიერ-მინისტრი ბუჩაზე

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დაგმო კიევის რეგიონში, ბუჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა. ამის შესახებ CNN წერს.

„ღრმად ვარ შოკირებული იმ ფაქტით, რომ კიევის გარეუბანში საშინელი დანაშაულების განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, - თქვა კიშიდამ.

კაშიდას თქმით, რუსეთმა ამ დანაშაულების გამო მკაცრად უნდა აგოს პასუხი.

„უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. ეს აბსოლუტურად აუტანელია და იაპონია გმობს მას მკაცრად. რუსეთმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი ამ ქმედებებზე“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

04.04.2022 13:02 „რას მიაღწიეთ? მოლაპარაკებას აპირებდით ჰიტლერთან?“ - პოლონეთის პრეზიდენტმა მაკრონი გააკრიტიკა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა. გარდა ამისა, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანელ ფიურერ ადოლფ ჰიტლერს შეადარა ამის შესახებ rmf24 წერს.

„პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან, რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა რაიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა?“ - მიმართა მორავეცკიმ მაკრონს.

მისი თქმით, კრიმინალებთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

„კრიმინალებთან არ აწარმოებენ მოლაპარაკებას, უნდა ებრძოლო კრიმინალებს. არავინ არ აწარმოებდა მოლაპარაკებას ჰიტლერთან. მოლაპარაკებას აპირებდი ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან?" - ჰკითხა მორავეცკიმ.

04.04.2022 12:21 „რუსეთმა სამი მიზანი დაისახა და სამივე მიმართულებით წარუმატებლობა აქვს“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენი განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სამი მიზნის განხორციელება სურდა, თუმცა სამივე მიმართულებით წარუმატებლობა აქვს. 

„რუსეთი სამ მიზანს ესწრაფვოდა: უკრაინის დამორჩილება, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ჩამორთმევა, რუსეთის ძალაუფლების დამყარება და დასავლეთის დაყოფა. სამივე მიმართულებით წარუმატებლობა აქვს“, - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ რუსეთის თავდაპირველმა გეგმებმა, მთელი უკრაინა ჩაეგდო ხელში, გამანადგურებელი მარცხი განიცადა, მაგრამ რუსული ჯარები ახდენენ გადაჯგუფებას და კვლავ შეუძლიათ თვითმფრინავებითა და რაკეტებით ნგრევის მოტანა ისეთ ადგილებში, როგორიცაა კიევი.

ბლინკენმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმია დასუსტებულია, ომი უკრაინაში გრძელდება - და საკითხავია, კიდევ რამდენ სიკვდილსა და ნგრევას მოუტანს რუსეთი უკრაინას. მისი თქმით, სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უნდა დარჩეს, სანამ ომი არ დასრულდება.

04.04.2022 10:27 ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა დაადანაშაულეს რუსული ძალები ბუჩაში მომხდარ სისასტიკეში.

„ასეთი დანაშაულები არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი“- განაცხადა კრისტინ ლამბრეხტმა.

ბერლინი აქამდე ეწინააღმდეგებოდა რუსეთიდან ენერგეტიკულ იმპორტზე ემბარგოს დაწესების მოწოდებას და აღნიშნავდა, რომ მისი და სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი აწვდის ევროპას გაზის საჭიროების 40%-ს. 

ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გაიმეორა მთავრობის პოზიცია და აღნიშნა, რომ გერმანია ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგეტიკაზე, მაგრამ ამის განხორციელება დაუყოვნებლივ შეუძლებელია.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები უახლოეს დღეებში შეთანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე.

04.04.2022 10:12 რუსებმა ნიკოლაევსა და ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსებმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში რამდენჯერმე მიიტანეს

„მეგობრებო, დილიდანვე რუსულმა ჯარებმა რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქზე“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლაევის მერი ალექსანდრე სენკევიჩი. 

გარდა ამისა, ღამით რუსებმა ჰაერიდან ოდესასაც შეუტიეს. 

„ოდესაში ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ერთ-ერთ ობიექტზე. დამატებითი ინფორმაცია მალე დაზუსტდება“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა. 

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ოდესაზე 2 აპრილსაც მიიტანეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

04.04.2022 09:43 რუსული ჯარები, მათ შორის, „ვაგნერის“ დაქირავებული პირები, დონბასში აგრძელებენ გადაჯგუფებას - ბრიტანული დაზვერვა

რუსული ძალები აგრძელებენ კონსოლიდაციას და გადაჯგუფებას. ისინი თავიანთ თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის რეგიონზე გაამახვილებენ. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე twitter-ზე წერს.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის ჯარები, მათ შორის, სახელმწიფოსთან დაკავშირებული რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებული პირები, გადაადგილდებიან ამ ტერიტორიაზე.

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, მარიუპოლში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, რუსული ჯარები ქალაქის აღებას ცდილობენ. ქალაქში კვლავ ინტენსიური დაბომბვა მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინული ძალები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ და ინარჩუნებენ კონტროლს ცენტრალურ უბნებზე.

 

04.04.2022 09:23 „უკრაინის დამცველებს სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი“ - პოლონეთის პრეზიდენტი ბუჩას ტრაგედიაზე

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა თვლის, რომ ბუჩაში რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინელების ხოცვა-ჟლეტა შეუძლებელს ხდის აგრესორთან კომპრომისის პოვნას. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა .

მისი თქმით, კრიმინალს უნდა ეწოდოს კრიმინალი და ტრაგედიის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„კრიმინალებს უნდა ეწოდოს დამნაშავეები, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ და დაისაჯონ. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ვეძიოთ კომპრომისი. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს, უპირველეს ყოვლისა, სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი“, - წერს პოლონეთის პრეზიდენტი.

 

04.04.2022 09:15 რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს, უკრაინაში 60 000 ადამიანის გაგზავნა სურს - უკრაინის გენშტაბი

რუსეთის ფედერაციამ ფარული მობილიზაცია დაიწყო და უკრაინის წინააღმდეგ ომში 60 000-მდე ადამიანის გაყვანას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

რუსეთი გეგმავს დანაყოფების აღჭურვას მოძველებული აღჭურვილობით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გამოიყენებოდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაიწყო რეზერვისტების ფარული მობილიზება, რათა სამხედრო ნაწილები საომარი მოქმედებების ქვეყნებში შეიყვანონ. უპირატესობა ენიჭება მათ, ვისაც უკვე აქვს საბრძოლო გამოცდილება. პარალელურად მობილიზებულია რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები.

აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია ფარულად ახორციელებს გარკვეული რეგიონების მცხოვრებლების მობილიზებას: კრასნოდარის ტერიტორია, პერმის ტერიტორია, დაღესტნის, ინგუშეთის, ყალმუხის რესპუბლიკები.

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ რეზერვისტების მთავარ მოტივაციად რჩება მატერიალური წახალისება. რუსეთის მოსახლეობა, ასევე, დარწმუნებულია, რომ უკრაინასთან ომის მონაწილეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა ე.წ. „ტროფების“, ანუ ძარცვის გზით.

რუსეთის სარდლობას მობილიზაციის პროცესში დაახლოებით 60 000 ადამიანის ჩართვა სურს.

04.04.2022 09:07 „აშშ-მა შეგნებულად უგულებელყო ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარების გაყვანისთანავე უკრაინამ ბუჩაში ცეცხლი გახსნა“ - აშშ-ში რუსეთის ელჩი

აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან იმ დროს, როცა ქალაქი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარებოდა. 

„ეს ცრუ ბრალდებები უკვე მთლიანად უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა დატოვეს 30 მარტს. მთელი ამ დღეების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება დუმდა და ახლა მოულოდნელად სენსაციურ კადრებს აქვეყნებენ რუსეთის იმიჯის შესალახად“, - განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიზანმიმართულად უგულებელყო ის ფაქტი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი დაბომბეს რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში, როცა ეს დასახლება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარებოდა, არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ განუცდია ძალადობრივი ქმედებები. შეერთებულმა შტატებმა მიზანმიმართულად უგულებელყო ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარების გაყვანისთანავე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბუჩას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში. ამრიგად, აშკარაა, რომ კიევის რეჟიმი ცდილობს, მთელი თავისი სისასტიკე რუსეთზე გადაიტანოს“, - განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა.

კვირას ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო კიევის რეჟიმის ბრალდებები კიევის რაიონის სოფელ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ ბუჩა მთლიანად დატოვა 30 მარტს და „დანაშაულის მტკიცებულებები“ მხოლოდ მეოთხე დღეს გამოჩნდა, როდესაც ქალაქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩავიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 31 მარტს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა თავის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ ქალაქში რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ, მაგრამ არც კი უხსენებია ქუჩებში დახვრეტილი ადგილობრივი მცხოვრებლები.

03.04.2022 08:34 რუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსი ოკუპანტები ოდესას თავს ჰაერიდან დაესხნენ

საჰაერო თავდაცვამ რაკეტების ნაწილი ჩამოგდება შეძლო. 

ქალაქის საკრებულოს ცნობით, ქალაქის ზოგიერთ რაიონში ხანძარი გაჩნდა

ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევენ, დაკეტონ ფანჯრები და შესაბამის სამსახურებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში ხელი არ შეუშალონ.

03.04.2022 05:26 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

03.04.2022 03:46 რუსები უკრაინაში სარაკეტო დარტყმების ინტენსივობას ამცირებენ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსები სარაკეტო დარტყმების ინტენსივობას ამცირებენ.

„მტერი აგრძელებს სისტემატურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე, მაგრამ სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა შემცირდა.

ამავდროულად, სლობოჟანშჩინაში, მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას და ქალაქის საცხოვრებელ და სამრეწველო უბნებს სხვადასხვა ტიპის საარტილერიო სისტემებისგან დაბომბვას.

,ტერი ცდილობს დაზვერვის ჩატარებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.

გარდა ამისა, დონეცკის მიმართულებით მტერმა განაგრძო ცეცხლი გახსნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგიერთ ქვედანაყოფზე.

ამავდროულად, პოლესიეს მიმართულებით, რუსული ჯარები აგრძელებენ დანაყოფების გაყვანას ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

03.04.2022 02:57 თურქეთის მოთხოვნით, რუსეთი მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას დათანხმდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თხოვნით, მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ 3 აპრილს საევაკუაციო კოლონების მისამართით არ გაისვრიან. 

მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ რუსების მიერ განადგურებული ქალაქი ხმელეთით და ზღვით დატოვონ და ბერდიანსკში, იქიდან კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ოლქებში წავიდნენ.

03.04.2022 02:27 „ახლა რუსებს მთელი დონბასისა და სამხრეთ უკრაინის დაპყრობა სურთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსების ახლა დონბასისა და სამხრეთ რეგიონის სრულ ოკუპაციას გეგმავენ.

„ჩვენი დამცველები აგრძელებენ კონტროლის დაბრუნებას გადის თემებზე კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში.  უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უშვებენ დამპყრობლებს უბრძოლველად არ უშვებენ. ჩვენ ვაძლიერებთ თავდაცვას აღმოსავლეთის მიმართულებით და დონბასში. ჩვენ ვიცით, რომ მტერს აქვს რეზერვები ზეწოლის გასაძლიერებლად სახელმწიფოს აღმოსავლეთში. რა არის რუსეთის ჯარების მიზანი? მათ სურთ დაიპყრონ როგორც დონბასი, ასევე სამხრეთ უკრაინა. რა არის ჩვენი მიზანი? დავიცვათ - ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი. ყველაფერი გავაკეთოთ მის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

03.04.2022 01:32 „რუსებისგან გათავისუფლებულ ბუჩას განაღმვას მინიმუმ ათი დღე დასჭირდება“ - ბუჩას საკრებულო

„კიევის ოლქში რუსებისგან გათავისუფლებულ ბუჩას განაღმვას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება“, - ამის შესახებ ბუჩას საკრებულო იუწყება.

გარდა ამისა 2 აპრილიდან 5 აპრილის დილამდე ადგილზე კომენდანტის საათი წესდება.

„ეს კეთდება იმისთვის, რომ სპეციალისტებმა შეაფასონ სამუშაოს მოცულობა. ამის შემდეგ, განაღმვითი და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პროცესი გეგმურ ხასიათს მიიღებს. ყველას გვსურს სახლში წასვლა. თუმცა, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ტერიტორიები კვლავ სახიფათოა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

03.04.2022 00:45 ბუჩას დანგრეული ქუჩები გვამებითაა მოფენილი, ქალაქში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

ქალაქ ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ ქალაქში იპოვეს მასობრივი საფლავი, სადაც 300-მდე ადამიანი იყო დაკრძალული, ათობით ცხედარი ქუჩების გასწვრივ ეგდო, ზოგიერთ მათგანს კი ხელები ჰქონდა შეკრული.

მისი თქმით, ქალაქის დანგრეული ქუჩები გვამებითაა მოფენილი. კერძოდ, ჟურნალისტების ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე რუსული ჯარისგან გათავისუფლების შემდეგ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მინიმუმ 20 მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

„ქუჩებში არის ხელებშეკრული ადამიანების ცხედრები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს. ეს ადამიანები ჯარისკაცები არ იყვნენ, იარაღი არ ჰქონდათ, საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა ხდება ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

 

03.04.2022 00:33 კულება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ახალ სანქციებსა და სამხედრო დახმარებაზე ესაუბრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და სამხედრო დახმარება იყო.

„ველაპარაკე ანნალენა ბურბოკს და მადლობა გადავუხადე გერმანიას რუსული გაზის რუბლით გადახდაზე უარის თქმისთვის. მან აღნიშნა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ახალი სანქციების შემოღების აუცილებლობა. ისაუბრა ფრონტზე განვითარებულ ბოლო მოვლენებზე. სასწრაფოდ აუცილებელია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერება“, - წერს კულება.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბოლო საუბრის შემდეგ, განაცხადა, რომ შვიდი ქვეყნის ჯგუფის შეთანხმება რუსული ენერგიის მიწოდების მხოლოდ ევროში ან დოლარში გადახდის შესახებ, როგორც ეს ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული, ძალაში რჩება.

03.04.2022 00:01 „ზელენსკი და პუტინი, სავარაუდოდ, სტამბოლში ან ანკარაში შეხვდებიან“ - დავით არახამია

პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და რუსებთან მოლაპარაკების დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია მიიჩნევს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პერსონალური მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შესაძლებელია სტამბოლში ან ანკარაში გაიმართოს.

„ჩვენ ვემზადებით ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტისთვის - მათ (რუსეთის მხარემ) დაადასტურეს ჩვენი თეზისი, რომ დოკუმენტების პროექტი უკვე საკმარისად არის შემუშავებული იმისთვის, რომ ჩატარდეს პირდაპირი კონსულტაცია ორ ლიდერს შორის. 

ამიტომ, ახლა, ჩვენი ამოცანაა, სწრაფად შევიმუშაოთ არა თავად დოკუმენტის, არამედ იმ საკითხების საბოლოო ეტაპი, რომლებსაც უკვე შევეხეთ და მოვამზადოთ პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა.

ბატონმა ერდოღანმა გუშინ ჩვენც დაგვირეკა და ვლადიმერ პუტინსაც. თითქოს გამოჩნდა, რომ მზად იყვნენ უახლოეს მომავალში შეხვედრის მოწყობისთვის. ჯერ კიდევ ველოდებით. რა თქმა უნდა, არც თარიღია ცნობილი და არც ადგილი. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ დიდი ალბათობით, ადგილი იქნება ანკარაში ან სტამბოლში“, - განაცხადა არახამიამ.

არახამიამ აღნიშნა, რომ დელეგაციები სამუშაო ჯგუფების ფორმატში კომპრომისული პოზიციების წინასწარ ვერსიას ამუშავებენ, რომელსაც უკვე პირადად განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

02.04.2022 23:54 უკრაინამ იანვარში აშშ-სგან კიევის დასაცავად საიდუმლო ინფორმაცია მიიღო - Wall Street Journal

იანვრის შუა რიცხვებში აშშ-ის დაზვერვამ უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობას დეტალური ინფორმაცია გადასცა რუსული გეგმების შესახებ კიევის წინააღმდეგ შეტევასთან დაკავშირებით, რომელსაც შეეძლო, გადამწყვეტი როლი შეესრულებინა დედაქალაქის წინააღმდეგ თავდასხმის წარმატებით შეკავებაში. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal წერს.

გამოცემა წერს, რომ იანვრის შუა რიცხვებში კიევში საიდუმლო ვიზიტის დროს, დაზვერვის უფროსი უილიამ ბერნსი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და გააცნო ახალი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის გეგმების შესახებ, რომლებიც აშშ-მა მიიღო.

იმ დროს ამერიკულმა დაზვერვამ უკვე იცოდა რუსების განზრახვების შესახებ, რომ შეტევა განხორციელდებოდა ბელორუსის ტერიტორიიდან ჩერნობილის აკრძალული ზონის გავლით, უმოკლესი მარშრუტით. გეგმა იყო გოსტომელის აეროპორტის ხელში ჩაგდება და საკვანძო პლაცდარმად გამოყენება კიევზე თავდასხმისთვის.

სტატიაში, ასევე, საუბარია სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დასავლური მთავრობების ლიდერების ურთიერთქმედების შესახებ.

ჟურნალისტების თქმით, ყველა დასავლელ მოკავშირეს არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის, რომ პუტინი ნამდვილად გეგმავდა შეჭრას.

02.04.2022 23:13 დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელებმა მოიგერიეს მტრის 6 შეტევა და გაანადგურეს 17 ტექნიკა

„უკრაინელი მცველები აგრძელებენ ჩვენი მიწის დაცვას დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით“, - ამის შესახებ ერთობლივი ძალების ოპერაცია სოციალურ ქსელში წერს.

„გაერთიანებულმა ძალებმა ოსტატური მოქმედებებისა და უნარების წყალობით მიმდინარე დღის განმავლობაში მტრის 6 შეტევა წარმატებით მოიგერია. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს.
კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 4 ტანკი, 6 ჯავშანტექნიკა და 7 ერთეული მანქანა.

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ გაბედულად და გმირულად აგრესორის შემოსევის შეკავებას!

ერთად გამარჯვებამდე!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

02.04.2022 22:40 „რუსეთი ჩვენს წინადადებებს, ყირიმის გარდა, სიტყვიერად დათანხმდა“ - დავით არახამია

რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია მიიჩნევს, რომ მტერი ზოგადად მზადაა, მიიღოს უკრაინის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობები.

„სტამბოლში ჩვენი პოზიცია გამოვაცხადეთ. პრინციპში, რუსეთის ფედერაციამ უკვე გასცა თავისი ოფიციალური პასუხი, რომელიც არის ის, რომ ისინი ეთანხმებიან ამ პოზიციას, გარდა ყირიმის საკითხისა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. დმიტრო კულებამ (უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი) თქვა, რომ ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არის. ის ელოდება წერილობით პასუხს“ - განაცხადა პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ.

არახამიას თქმით, რუსეთის ფედერაცია სიტყვიერად დათანხმდა წინადადებებს. ახლა მხარეები ხელშეკრულებების იურიდიულად გაფორმებაზე იმუშავებენ.

თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციამ შესთავაზა რუსეთს ყირიმის სტატუსზე 15 წლით მოლაპარაკება. კრემლმა მალევე უარყო საკითხის განხილვა.

02.04.2022 22:21 „უკრაინა ჩვენთვის ძალიან რთული ქვეყანაა, ის ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილია“ - პუტინის პრესმდივანი

უკრაინა თანამედროვე პირობებში რუსეთისთვის „რთული“ და მტრული ქვეყანაა. ამის შესახებ ტელეკომპანია Belarus 24-ის ეთერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„უკრაინა ჩვენთვის ძალიან რთული ქვეყანაა. დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კიევთან დიალოგის გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ მხარეს არ სურს მოლაპარაკებების გაგრძელება ბელორუსიაში.

„ჩვენ სიამოვნებით გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ბელორუსიაში, მაგრამ უკრაინელებს ეს არ სურთ. რატომღაც მათთვის ეს არ არის მოსახერხებელი ან სხვა მიზეზის გამო. მთავარია იმ ადგილის პოვნა, სადაც ჩვენ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, გაგრძელდეს თუნდაც სტამბოლში, ნებისმიერ ადგილას“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა დასძინა, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია მიმდინარეობს.

„დემილიტარიზაცია ნამდვილად მიმდინარეობს. უკრაინის სამხედრო პოტენციალი, სამხედრო ინფრასტრუქტურა დიდწილად განადგურდა ჩვენი შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის დროს. რაც ამ ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია“, - აღნიშნა პესკოვმა.

02.04.2022 21:42 მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა დამპყრობლებისგან - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

კიევის რეგიონი გათავისუფლებულია რუსი დამპყრობლებისგან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განნა მალიარმა Facebook გვერდზე დაწერა.

„ირპინი, ბუჩა, გოსტომელი და მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა დამპყრობლებისგან“, - წერს მალიარი.

02.04.2022 20:31 უკრაინელმა ადგილობრივებმა რუსი სამხედროები ალკოჰოლით მოწამლეს - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის 500-მდე რუსი სამხედრო ალკოჰოლით მოიწამლა. მათი თქმით, უკრაინელები ოკუპანტებს ყველანაირი საშუალებით უწევენ წინააღმდეგობას.

„ისინი გაურკვეველი წარმოშობის მძიმე ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად საავადმყოფოებში მოხვდნენ. რუსეთის სარდლობა ამ შემთხვევებს ე.წ. „არასაბრძოლო დანაკარგებს“ აწერს.

ჯარი კი არა, მთვრალთა რაზმი“, - წერს უკრაინის დაზვერვა.

02.04.2022 19:38 რუსმა სამხედროებმა ბალაკლეაში საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნენ - ოლეგ სინეგუბოვი

რუსმა დამპყრობლებმა ბალაკლეას რაიონულ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს. შენობა ნაწილობრივ დაზიანდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„პაციენტებსა და პერსონალს სასწრაფო ევაკუაცია ესაჭიროებათ, დაახლოებით 70 პაციენტი და სამედიცინო პერსონალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ხალხის გადასარჩენად“, - წერს სინეგუბოვი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ხარკოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მისი თქმით, დამპყრობლები შეეცდებიან, დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულონ, რადგან ბალაკლეა დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა.

„ბალაკლეა ხარკოვის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა, სადაც მერი დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე დათანხმდა. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა არის დამპყრობლების მცდელობა, დაადანაშაულონ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმაში, ეს რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი ცინიკური ტყუილი და სამხედრო პროვოკაციაა“, - აღნიშნა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

02.04.2022 17:55 „ყველაფერს ვაკეთებთ“ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად - პაკისტანს სურს რუსეთმა და უკრაინამ ომი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს

პაკისტანის არმიის შტაბის უფროსის ყამარ ჯავედ ბაჯვას თქმით, პაკისტანს სურს, რომ რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, ამისთვის კი ყველაფერს აკეთებენ.

„რუსეთის აგრესია უკრაინაზე ძალიან სამწუხაროა. ეს არის უზარმაზარი ტრაგედია. პაკისტანს არ სჯერა ბანაკის პოლიტიკის და სურს, ჰქონდეს შესანიშნავი ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, რუსეთთან და სხვებთან“, - განაცხადა შტაბის უფროსმა.

არმიის მეთაურის ეს განცხადება განიხილება, როგორც წინააღმდეგობა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პოზიციასთან, რომელიც საჯაროდ ამბივალენტური დარჩა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.

მარტის ბოლოს პაკისტანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა ისლამაბადში კიევის საელჩოს მოთხოვნით. 

02.04.2022 16:54 „არ მინდა დავიჯერო, რომ ბაიდენს პუტინის ეშინია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox news-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, დღის წესრიგიდან მოხსნას ყირიმის საკითხი. მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები წამყვანი ქვეყნებისგან სჭირდება. 

„რუსეთთან ჩვენს ტერიტორიაზე ვაჭრობას არ ვაპირებთ. არსებობს რთული საკითხები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ჩვენ მზად ვართ დღის წესრიგიდან მოვხსნათ ისეთი საკითხი, როგორიცაა ყირიმი. ყირიმის დეოკუპაცია დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას, მაგალითად, დაახლოებით 10 წლის შემდეგ.

ჩვენ უსაფრთხოების შესახებ გარანტიები წამყვანი ქვეყნებისგან გვჭირდება. ეს შეიძლება იყოს, როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი ქვეყანა. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებზე. გვსურს, ეს ქვეყნები ღიად შემოგვიერთდნენ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი. ეს არასრული ჩამონათვალია, სადაც გვინდა ვიხილოთ, ასევე, ჩინეთიც. რუსეთსაც სურს, ამ შეთანხმებაში თავისი ადგილი იპოვოს, რადგან ეს უკრაინა რუსეთს შორის შეთანხმებაა. ამ ალიანსში უკრაინის უსაფრთხოების გარანტორად ყოფნა სურს გარკვეულ სახელმწიფოებს, მათ შორის, ისრაელს, ირლანდიას... მე არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენი რომელიმე პარტნიორი გვეთამაშება, ან ის, რომ ბაიდენს პუტინის ეშინია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

02.04.2022 16:08 „ბელორუსის მოქალაქეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან“ - ბელორუსელი ოპოზიციონერი

ბელორუსმა ოპოზიციონერმა ვალერი კოვალევსკიმ განაცხადა, რომ ბელორუსის მოქალაქეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. 

მისი თქმით, ბელორუსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის გამარჯვება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ბელორუსის აღმშენებლობას გამოიწვევს.

„ბელორუსიიდან ბევრი მიდის უკრაინაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იარაღით ხელში. რიცხვები განსხვავდება, დაახლოებით 500-დან 1500 ათასამდე ბელორუსი უკვე იბრძვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში“, - თქვა კოვალევსკიმ. 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბელორუსის მცხოვრებლები ახორციელებენ დივერსიულ აქტებს თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე ომის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

„ის, რაც დღეს ხდება, ლუკაშენკოს ბრალია, მის გარეშე ეს ომი საერთოდ ვერ მოხდებოდა. ბელორუსია აგრძელებს რუსული ჯარების მატერიალურ დახმარებას, საიმედო კომფორტული ზურგის უზრუნველყოფას“, - განაცხადა კოვალევსკიმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელორუსი პარტიზანები აფუჭებენ რუსულ აღჭურვილობას და აჩერებენ მატარებლებს.

02.04.2022 15:40 „იტალია მზადაა, იმოქმედოს როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტი“ - ლუიჯი დი მაიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ იტალია მზად არის, იმოქმედოს როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტი. ამის შესახებ მან ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იტალია შეუჩერებლად მუშაობს ამ კონფლიქტის სანქციებით დასასრულებლად და არასოდეს დათმობს დიპლომატიურ არხს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება და ჰუმანიტარული ზავი პრიორიტეტია. ჩვენ აღვნიშნავთ თურქეთში მიღწეულ პროგრესს ორი დელეგაციის შეხვედრის შემდეგ. იტალიის მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და იმოქმედოს როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტი“, - განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.

02.04.2022 13:07 გერმანიის ვიცე-კანცლერმა უარყო ინფორმაცია უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის შესახებ მისი ქვეყნის უსაფრთხოების მოტივით

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა უარყო ინფორმაცია უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის შესახებ მისი ქვეყნის უსაფრთხოების მოტივით. ამის შესახებ მან Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ძალიან ფრთხილად ვართ, რომ არ გადავდგათ ნაჩქარევი ნაბიჯები, რამაც შეიძლება გერმანია რუსეთის სამიზნედ აქციოს“, - განაცხადა ჰაბეკმა.

მისი თქმით, უკრაინას ამის გაგება უჭირს.

„პოლიტიკაში არ არსებობს მორალურად უნაკლო პოზიცია. მაგრამ ყოველთვის არის მსჯელობა უფრო დიდი ბოროტების თავიდან აცილებაზე. ყველა პოლიტიკური ნაბიჯი აქედან გამომდინარეობს“, - დასძინა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბურბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება და მხოლოდ მას შეუძლია ამ ომის შეჩერება.

02.04.2022 12:13 უკრაინელების მიერ ლიკვიდირებულია რუსეთის მოტომსროლელი ბატალიონის კიდევ ერთი მეთაური

უკრაინაში ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის მოტომსროლელი ბატალიონის კიდევ ერთი მეთაური. როგორც უკრაინული მედია წერს, ის არის მაიორი რუსლან პეტრუხინი.

„მოკლულია აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე არმიის 38-ე ცალკეული გვარდიის მოტორიზებული შაშხანის ბრიგადის შეიარაღებისთვის მოტორიანი შაშხანის ბატალიონის მეთაური, მაიორი რუსლან პეტრუხინი“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც UNIAN წერს, რუსი მაიორი უკრაინაში „დენაციფიკაციის“ საბაბით გაემგზავრა. რუსეთში ოკუპანტის სიკვდილს ისე წარმოაჩენენ, თითქოს მან ჩაიდინა „გმირობა“. 

02.04.2022 12:00 631 ტანკი, 1 776 ჯავშანტექნიკა, 134 ვერტმფრენი - უახლესი ინფორმაცია რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 2 აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე). 

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 17 800

❗ ტანკი - 631

❗ ჯავშანტექნიკა - 1 776

❗ საარტილერიო სისტემები - 317

❗ MLRS - 100

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 54

❗ თვითმფრინავი - 143

❗ ვერტმფრენები - 134

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 1 236

❗ გემები / ნავები - 7

❗ საწვავის ავზი - 76

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 87

❗ სპეციალური აღჭურვილობა - 24

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

02.04.2022 11:53 უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მძიმე სარაკეტო სისტემა „ბურატინო“ გაანადგურეს

უკრაინელი დამცველები აგრძელებენ რუსი დამპყრობლების ტექნიკის განადგურებას. ამჯერად, უკრაინელმა სამხედროებმა მძიმე სარაკეტო სისტემა „ბურატინო“ გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

რუსული „ბურატინოს“ განადგურებაში ჩართული იყო სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა, სახმელეთო ჯარები და ტერიტორიული დაცვა.

„რუს დამპყრობლებს უკრაინელი ხალხისგან კიდევ ერთი გამარჯობა გავუგზავნეთ. კერძოდ, განადგურდა „ბურატინოს“ მძიმე ცეცხლსასროლი სისტემაც. ერთად გავიმარჯვებთ!“ - ნათქვამია განცხადებაში.

02.04.2022 11:39 დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსებმა „ნაციონალიზაცია“ გამოაცხადეს

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლებმა უკრაინის ქონების „ნაციონალიზაცია“ გამოაცხადეს

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ყველა მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში იყო, სავარაუდოდ, გადადის „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საკუთრებაში. „ნაციონალიზაციის“ ქვეშ არის ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების ობიექტები, სამაშველო სამსახურები (მათ შორის საცხოვრებელი ფართი), საზოგადოებრივი საცხოვრებელი ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები.

02.04.2022 11:02 რუსული ჯარები გადიან გოსტომელიდან, სადაც ომის დაწყებიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა - ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები გაიყვანეს უკრაინის დედაქალაქთან ახლოს მდებარე გოსტომელის აეროპორტიდან, სადად ბრძოლები კონფლიქტის დაწყების დღიდან მიმდინარეობდა.

„უკრაინული ძალები აგრძელებენ წინსვლას კიევის მახლობლად რუსული ძალების გაყვანის წინააღმდეგ“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 2 აპრილის ბრიფინგზე.

სამინისტრომ, ასევე, დასძინა, რომ აღმოსავლეთის ღერძის გასწვრივ, უკრაინამ ხელახლა აიღო რამდენიმე სოფელი. უკრაინის აღმოსავლეთით, უკრაინულმა ძალებმა უზრუნველყო ძირითადი მარშრუტი აღმოსავლეთ ხარკოვში მძიმე ბრძოლების შემდეგ.

გოსტომელში 24 თებერვლიდან (ომის დაწყების დღიდან) მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გოსტომელი არის პატარა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი. ომამდე იქ იყო უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატვირთო აეროპორტი და ძირითადი სამხედრო ავიაბაზა.

 

02.04.2022 10:38 რუსულ ბომბებს უკრაინაში უკვე 158 ბავშვი შეეწირა

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 412-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, მათგან 158 დაიღუპა და 254-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში და მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, ქალაქ მარიუპოლში, კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რეგიონების ზოგიერთ რაიონში“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევში - 75, დონეცკში - 71, ხარკოვში - 56, ჩერნიგოვში - 46, ნიკოლაევში - 31, ლუგანსკში - 31, ზაპოროჟიეში - 22, ხერსონში - 29,  სუმიში - 16, ჟიტომირში - 15.

02.04.2022 10:13 რუსეთის ჯარები დნესტრისპირეთში უკრაინის საზღვარზე პროვოკაციას ამზადებენ - უკრაინის გენშტაბი

რუსეთმა დაიწყო თავისი ჯარის ნაწილების მოზიდვა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის ტერიტორიაზე პროვოკაციების განსახორციელებლად უკრაინის საზღვარზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„2 აპრილის 06:00 საათისთვის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. დაფიქსირდა მტრის ქვედანაყოფების ცალკეული მიმართულებით გაყვანა, სავარაუდოდ, საოკუპაციო ძალების დაჯგუფების გაძლიერების მიზნით, შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის სლობოჟანსკის, დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით. ამავდროულად, გააქტიურდა მუშაობა მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში დაფუძნებული რუსული ჯარების ქვედანაყოფების ჩართვაზე პროვოკაციებისა და დემონსტრაციების განსახორციელებლად უკრაინის საზღვარზე“, - წერს გენშტაბი.

როგორც გენერალური შტაბი წერს, ასევე, დადგინდა, რომ მტერმა გაააქტიურა მუშაობა ე.წ. „მოხალისეებთან“. კერძოდ, გენერალური შტაბის ინფორმაციით, 1 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 4 აპრილიდან 23 მაისამდე რეზერვისტებთან სამხედრო შეხვედრის გამართვის შესახებ.

02.04.2022 09:33 რუსებმა ქალაქ პოლტავასა და კრემენჩუგზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ პოლტავასა და კრემენჩუგზე საჰაერო იერიშები მიიტანეს, - ამის შესახებ პოლტავის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე დიმიტრი ლუნინი იუწყება.

„ორკებმა პოლტავაში ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ღამით სარაკეტო დარტყმა განახორციელეს,  კრემენჩუგში დაარტყეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებს“, - განაცხადა ლუნინმა.

დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

02.04.2022 09:33 რუსებმა ქალაქ პოლტავასა და კრემენჩუგზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ პოლტავასა და კრემენჩუგზე საჰაერო იერიშები მიიტანეს, - ამის შესახებ პოლტავის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე დიმიტრი ლუნინი იუწყება.

„ორკებმა პოლტავაში ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ღამით სარაკეტო დარტყმა განახორციელეს,  კრემენჩუგში დაარტყეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებს“, - განაცხადა ლუნინმა.

დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

02.04.2022 04:47 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

02.04.2022 03:58 უკრაინელებმა ჩერნიგოვის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის „ჩრდილოეთი“ ოპერატიული ძალების სამხედროებმა ჩერნიგოვის ოლქში სოფელი შესტოვიცა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობა იუწყება

„ორკები ისხდნენ ჩერნიგოვის ტყეში, ეწეოდნენ, სვამდნენ წყალს, მაგრამ ჩვენი ბიჭები მათ თავს დაესხნენ და ოკუპანტებისგან შესტოვიცა გაათავისუფლეს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

02.04.2022 03:37 რუსები ქალაქ იზიუმის ნაწილის კონტროლს აგრძელებენ და შეტევისთვის ემზადებიან - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსები მორიგი შეტევისთვის ემზადებიან. 

„პოლეზიის მიმართულებით მტერი მოქმედებს ცალკეული ქვედანაყოფების ძალებით. იგი კონცენტრირდა თავისი ძირითადი ძალისხმევა ცალკეული ხაზების დაცვაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსში გაყვანილი რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები კონცენტრირებულია კიროვის, ხილჩიხას, ნაროვლიასა და ვოლოხოვსჩინას დასახლებების რაიონებში.

სევერსკის მიმართულებით მტერმა შეტევითი მოქმედებები არ განახორციელა.

ჩერნიგოვის მიმართულებით მტერი აგრძელებს ჩერნიგოვის ბლოკადას და ახორციელებს საარტილერიო დარტყმებს ქალაქის საცხოვრებელ უბნებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე.

ხარკოვის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის ბლოკადას, ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და საცხოვრებელი უბნების დაბომბვას. 

იზიუმის მიმართულებით დამპყრობლები აკონტროლებენ ქალაქ იზიუმის ნაწილს და აკავებენ გადასასვლელებს მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ, აჯგუფებენ ჯარებს შეტევითი ოპერაციისთვის.

დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს თავდასხმის ოპერაციების განხორციელებას. ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ჩვენი ჯარების ნაწილებზე რუბიჟნოიეს, ბელაია გორას, მარინკას, სევეროდონეცკის დასახლებებში. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოპასნაიასა და რუბიჟნოეს დასახლებების კონტროლის აღებაზე. მან დაიწყო შეტევითი ოპერაციები ველიკაია ნოვოსელკასა და რაზდოლნოეს მიმართულებით. ოკუპანტები ორივე მიმართულებით შეჩერდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

02.04.2022 03:17 რუსები კრივოი-როგს „გრადებით“ ბომბავენ

რამდენიმე საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს.

„კრივოი-როგის ოლქში, ინგულეტში გასასვლელი გრადებით დაიბომბა, ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა“, - განაცხადა უკრაინელმა მებრძოლმა ალექსანდრე ვილკულმა.

გარდა ამისა, მოქალაქეები სოციალური ქსელებში დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ იუწყებიან. 

02.04.2022 02:50 რუსეთმა ჯარები ბელარუსის ტერიტორიაზე საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად გაიყვანა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

რუსებმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან ბელარუსის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად გაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიიდან საფრთხე კვლავ არსებობს.

„ბელარუსის ტერიტორია კვლავ აქტიურად გამოიყენება რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის. ისინი ასევე იყენებენ ბელარუსის სამედიცინო ინფრასტრუქტურას დაჭრილებისთვის. გარდა ამისა, ფაქტობრივად, ბელარუსის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან, ასე საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა უკრაინის შეიარაღბული ძალები მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არიან“, - განაცხადა მალიარმა. 

02.04.2022 01:54 დღის განმავლობაში ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს

დღის განმავლობაში უკრაინის ქალაქების მიმართულებით ბელარუსის ტერიტორიიდან 20-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. 

„დღეს ღამით ჩვენმა სადამკვირვებლო ჯგუფმა დააფიქსირა რაკეტების დიდი რაოდენობის (20-ზე მეტი) გაშვება ბელარუსის ტერიტორიიდან. გავრცელებულ ინფორმაციას ათობით სანდო წყარო ადასტურებს“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის განცხადებაში.

02.04.2022 01:23 უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. 

განგაშია დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოგრადისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

„ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში!“, - ნათქვამია გამაფრთხილებელ განცხადებაში.   

01.04.2022 17:46 თვითმფრინავისთვის მილიონი დოლარი - რადამ რუსული ტექნიკის უკრაინელებისთვის გადაცემისთვის ჯიდლო დააწესა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს მატერიალური ჯილდოს დაწესებას რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემისთვის. ამის შესახებ ukrinform წერს. 

ანაზღაურება გათვალისწინებულია როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედროებისთვის, ასევე, უკრაინის მოქალაქეებისთვის.

Ukrinform-ის თანახმად, საპარლამენტო ფრაქცია „ხმის“ სახალხო დეპუტატის იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, 320-მა პარლამენტარმა ხმა მისცა დოკუმენტს „აგრესორი სახელმწიფოს მიერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის ნებაყოფლობით გადაცემული სამხედრო აღჭურვილობისთვის ჯილდოს დადგენის შესახებ“.

01.04.2022 15:51 დმიტრო კულება: ვერ დავადასტურებ, რომ უკრაინა რუსეთში საწვავის საცავზე თავდასხმაში მონაწილეობდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა „ვერ ადასტურებს ან უარყოფს“ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, საწვავის საცავზე თავდასხმაში მის შესაძლო მონაწილეობას. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამის შესახებ დმიტრო კულებამ პოლონეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე არ შემიძლია არც დავადასტურო და არც უარვყო მტკიცება, რომ ამაში უკრაინა იყო ჩართული, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვფლობ სამხედრო ინფორმაციას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

01.04.2022 15:51 დმიტრო კულება: ვერ დავადასტურებ, რომ უკრაინა რუსეთში საწვავის საცავზე თავდასხმაში მონაწილეობდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა „ვერ ადასტურებს ან უარყოფს“ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, საწვავის საცავზე თავდასხმაში მის შესაძლო მონაწილეობას. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამის შესახებ დმიტრო კულებამ პოლონეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე არ შემიძლია არც დავადასტურო და არც უარვყო მტკიცება, რომ ამაში უკრაინა იყო ჩართული, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვფლობ სამხედრო ინფორმაციას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

01.04.2022 15:02 ოკუპანტები კოლონების გადაადგილებისას უკრაინელ ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

ბევრი შემთხვევაა, როდესაც საოკუპაციო ძალები უკრაინელ ბავშვებს სამხედრო ტექნიკისთვის ცოცხალ ფარად იყენებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო წერს.

სამინისტრო წერს, რომ რუსი სამხედროები ბავშვებს მძევლად იყვანენ, რათა თავიანთი კოლონა დააზღვიონ.

„სოფელ ნოვი ბიკივში (ჩერნიგოვის ოლქი) ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი ბავშვები მძევლად აიყვანეს და სატვირთო მანქანებში ჩასვეს. ამ ქმედებების მიზანია სამხედრო ტექნიკის კოლონის დაზღვევა“, - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, დაზვერვის თანახმად, მტერი იყენებს ბავშვებს მძევლებად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინელ დამცველებს მათი გადაადგილების კოორდინატებს არ მისცემს.

მსგავსი ქმედებები დაფიქსირდა სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს რაიონებში.

„უკრაინული მხარისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ბავშვებთან არაადამიანური ქცევის შემთხვევები ფიქსირდება. თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოებში გადაინაცვლებს. ოკუპანტები პასუხს აგებენ ყოველი ომის დანაშაულისთვის“, - წერს თავდაცვის სამინისტრო.

01.04.2022 13:24 რუსები ანადგურებენ საკუთარ ტექნიკას და წარმოაჩენენ მას როგორც „განადგურებულ უკრაინულ ტექნიკას“ - უკრაინის უშიშროების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპანტები საკუთარ სამხედრო ტექნიკას ანადგურებენ და მას „განადგურებულ უკრაინულ ტექნიკად“ წარმოაჩენენ. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც ისმის, რომ მეთაური ჯარისკაცს ავალებს, „განადგურებული“ ნაღმტყორცნებს ფოტო და ვიდეო გადაუღოს.

„გიჟურად ჟღერს, მაგრამ რაშისტები უკრაინაში თავიანთი „წარმატების“ იერსახეს ქმნიან. ჩვენ მოგვწონს რაშისტების ასეთი ქმედებები! დაე, კიდევ იყოს ასეთი დავალებები! ჩვენი გამარჯვება დღითი დღე უფრო ახლოვდება!“, - ვკითხულობთ უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

01.04.2022 13:06 17 700 რუსი სამხედრო, 143 თვითმფრინავი - რუსული არმიის დიდი დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 17 700

❗ ტანკი - 625

❗ ჯავშანტექნიკა - 1 751

❗ საარტილერიო სისტემები - 316

❗ MLRS - 96

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 54

❗ თვითმფრინავი - 143

❗ ვერტმფრენები - 131

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 1 220

❗ გემები / ნავები - 7

❗ საწვავის ავზი - 76

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 85

❗ სპეციალური აღჭურვილობა - 24

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01.04.2022 11:44 NYT: რუსეთი სირიიდან კიდევ 16 000 დაქირავებული მებრძოლის ჩართვას აპირებს

რუსეთში, დაქირავებული სირიელი ჯარისკაცების პირველი კონტინგენტი, უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად, უკვე ჩავიდა. ამის შესახებ  The New York Times იტყობინება.

გამოცემის თანახმად, ჯგუფი მინიმუმ 300 ჯარისკაცისგან შედგება, რომლებიც აქამდე, სირიის არმიის დაზვერვაში მსახურობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ 6 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ 1 200 დოლარს გადაუხდიან, ხოლო სირიაში დაბრუნებისას კი, ბონუსის სახით 3 000 მისცემენ.

The New York Times-ის წყაროს ცნობით, რუსეთი სირიიდან კიდევ 16 000 დაქირავებული მებრძოლის ჩართვასაც აპირებს.

ბრძოლის მასშტაბის, დაღუპული და დაჭრილი რუსების დიდი რაოდენობისა და რუსეთის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, უკრაინის ომმა შეიძლება, სირიელი ჯარისკაცების კიდევ უფრო დიდი რაოდენობა მიიზიდოს.

მედია იუწყება, რომ რეკრუტერები სირიაში, ათასობით დაინტერესებული კანდიდატის სიას უკვე ადგენენ. ჯარისკაცთა კანდიდატურის არჩევის დროს, უპირატესობა საბრძოლო გამოცდილების მქონე მამაკაცებს ენიჭებათ. ისინი თავიანთ ჯარისკაცებს, რუსებს სირიის უშიშროების სამსახურებში შემოწმების გავლის შემდეგ გადასცემენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიელი სამხედროები რუს ოფიცრებთან „მჭიდროდ თანამშრომლობენ“. მიუხედავად ამისა, ხაზგასასმელია, რომ საქმიანობის ფარული ხასიათის გამო, ბევრი რამ მათი განლაგებისა და ზუსტი საქმიანობის შესახებ გაურკვევლად რჩება.

01.04.2022 11:32 რუსებმა უკრაინაში 6 მარცვლეულის საცავი დააზიანეს, რაც მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება - reuters

უკრაინაში რუსული სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს სულ მცირე ექვსი მარცვლეულის საწყობს აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც მიუთითებს რუსეთის თავდასხმების სიმძიმეზე, რაც გავლენას ახდენს სურსათის გლობალურ მიწოდებაზე. ამის შესახებ reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა არაერთხელ დააზიანეს მარცვლეულის საწყობები აღმოსავლეთ უკრაინაში.

„მარტის ბოლოსთვის, სულ მცირე ექვსი მარცვლეულის შესანახი ობიექტი დაზიანდა ამ თავდასხმების შედეგად”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალურმა პირმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეს ქმედება საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.

„რუსეთის მიერ ამ მარცვლეულის სილოსების დაუფიქრებელი დაზიანება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს პუტინის ომი უშუალოდ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე და ემუქრება სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც გამოცემა წერს, ვინაიდან აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დამოკიდებულნი არიან უკრაინულ ხორბლის ექსპორტზე, ამ საკვების მარაგებისა და შესანახი ობიექტების განადგურებამ შეიძლება, გამოიწვიოს დეფიციტი და უფრო მაღალი ფასები ისედაც დაუცველ ეკონომიკებში.

01.04.2022 09:53 რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური სრულად დატოვეს - ატომური ენერგიის სამინისტროს

რუსულმა ჯარებმა მთლიანად დატოვეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ინფორმაციას უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტრო ადასტურებს

სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სადგურის თანამშრომლები აიძულეს, ხელი მოეწერათ „ოფიციალურ“ დოკუმენტებზე, თითქოს რუსეთის ფედერაცია ობიექტს 24 თებერვლიდან „იცავდა“.

გასვლისას რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა შენობა გაძარცვა, მოიპარეს აღჭურვილობა და სხვა ნივთები.

„დამპყრობლებმა სადგურზე არსებული კომპიუტერები, ჩაიდნები, ყავის მადუღარა, კონტეინერები მოიპარეს. ატომური ელექტროსადგურის გვერდით მდებარე სასტუმროც დაარბიეს - სამზარეულოს ჭურჭელი, ჩანგლები, კოვზები და სერვისი წაიღე“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენი კრამარენკომ.

გარდა ამისა, ჩერნობილის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, მათ ტყვედ წაიყვანეს ნაციონალური გვარდიის წევრები. როგორც ცნობილია, გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

„დადასტურდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა, რომლებმაც დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და სხვა ობიექტები, ორ კოლონად დაიძრნენ უკრაინის საზღვრისკენ ბელორუსის რესპუბლიკასთან. დამპყრობლებმა სადგურის უკრაინელ პერსონალს დღეს დილით განუცხადეს, რომ ტოვებდნენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს“ - აცხადებენ ენერგოტომში.

01.04.2022 09:28 რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალებს გადაანაწილებს უკრაინაზე შეტევის გასაძლიერებლად - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების ნაწილს გადაანაწილებს უკრაინაზე შეტევის გასაძლიერებლად, რასაც თავდაპირველად, სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში არ გეგმავდა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1200-დან 2000-მდე ჯარისკაცი უნდა იყოს ორგანიზებული სამი ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფად.

„ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის იძულებული გახდა, მიეღო სასოწარკვეთილი ზომები უკრაინაში შეჭრის დროს მიღებული „მოულოდნელი დანაკარგების“ გამო“ - განაცხადა დეპარტამენტმა.

„დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნაზე - როგორიცაა უფრო გრძელი არტილერია, საბრძოლო მასალა და საზენიტო იარაღი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.

 

01.04.2022 09:04 „პუტინის გეგმა, ხელში ჩაეგდო უკრაინა, უკვე ჩავარდა“ - ბრიტანული არმიის მეთაური

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელში ჩასაგდებად კატასტროფული შეცდომები დაუშვა. ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომზე განახლებული ინფორმაცია გააჟღერა.

რადაკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინი შეცდომაში შეიყვანეს რუსული არმიის სამხედრო ძალასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მათ ვერ შეძლეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ახირება - უკრაინის ოკუპაცია განეხორციელებინათ.

ადმირალის თქმით, დიდი ბრიტანეთი იყო „წარმოუდგენლად ფრთხილი“ რუსეთის მიერ კიევიდან ჯარების გაყვანის შესახებ, მაგრამ რადაკინმა აღნიშნა, რომ არსებობს ნიშნები, რომ კრემლი ემზადება თავისი ძალისხმევის ფოკუსირებისთვის უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე.

„ჩვენ ვიწყებთ პირველი ნიშნების დანახვას, რომ რუსული ძალები ბრუნდებიან კიევიდან და უკან იხევენ როგორც რუსეთში, ასევე, ბელორუსიაში. ეს თავისთავად რთული მანევრია რუსეთისთვის... უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხმება რუსებს, როცა ისინი უკან დაიხევენ“, - განაცხადა რადაკინმა.

რადაკინმა, ასევე, დასძინა, რომ მომავალი კვირები ძალიან რთული იქნება უკრაინისთვის, თუმცა, მისი თქმით, - „ბევრი თვალსაზრისით, პუტინმა უკვე წააგო ... პუტინმა საკუთარ თავს ზიანი მიაყენა კატასტროფული შეცდომების სერიის გამო”.

01.04.2022 08:26 „უკრაინელი სამხედროები უკან დახეული რუსების დევნას აგრძელებენ“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები კიევის ოლქის ჩრდილოეთიდან ბელარუსის სახელმწიფო საზღვრისკენ გადაადგილებას აგრძელებენ.

„კიევის ოლქის ჩრდილოეთიდან ბელარუსის სახელმწიფო საზღვრისკენ რუსული ჯარების ნაწილობრივი გაყვანა გრძელდება. გარდა ამისა, მტერი ახორციელებს გაძარცული ქონების გატანას.

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტერი აგრძელებს უკანონო ქმედებებს, ზღუდავს მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილებას, იყენებს ადგილობრივი მოსახლეობის სახლებსა და ბინებს პერსონალის დასაბინავებლად, მძევლად იყვანს ადგილობრივ მოსახლეობას. უკრაინის მოქალაქეების მიმართ ძალადობა და ძარცვა გრძელდება.

მოკავშირეთა ძალებმა დღის განმავლობაში მოიგერიეს მტრის 7 შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 3 ტანკი, 2 ჯავშანმანქანა და 2 საარტილერიო სისტემა, ასევე ჩამოაგდეს ორლან-10-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის თავდაცვის ძალები თავიანთი ამოცანების წარმატებით შესრულებას, უკან დახეული მტრის დევნას, რუსი დამპყრობლების თავდაცვითი პოზიციების გარღვევას და უკრაინის მიწების თანდათან გათავისუფლებას კვლავ აგრძელებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

01.04.2022 05:23 „რუსები სარაკეტო სისტემებს გომელის რეგიონში აგზავნიან“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

რუსები სარაკეტო სისტემებს გომელის რეგიონში აგზავნიან და იქ მობილიზებას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

„მტერი უარს არ ამბობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად აღების გეგმებზე. ის ცდილობს ხარკოვის ოლქში პოზიციების განმტკიცებას, ჯარების გადაჯგუფებასა და გაძლიერებას. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ სარაკეტო სისტემები იგზავნება გომელის ოლქში. გარდა ამისა, ბელარუსის ტერიტორია კვლავაც აქტიურად გამოიყენება უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად“, - განაცხადა მალიარმა.

01.04.2022 04:36 „მომდევნო კვირები უკრაინისთვის რთული იქნება, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით პუტინმა უკვე წააგო“ - ბრიტანელი ადმირალი

კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა რუსეთისთვის რთული მანევრია, რადგან უკან დახევის დროს მათ უკრაინელები თავს დაესხმებიან, - ამის შესახებ ბრიტანელმა ადმირალმა ტონი რადაკინმა განაცხადა

„ჩვენ ვიწყებთ პირველი ნიშნების დანახვას, რომ რუსული ძალები ბრუნდებიან კიევიდან და უკან იხევენ. მომდევნო კვირები უკრაინისთვის რთული იქნება, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით პუტინმა უკვე წააგო. მან კატასტროფული შეცდომების სერიის გამო თავისი თავი დაიზარალა“, - განაცხადა რადანკინმა. 

01.04.2022 02:53 „ვითარება სამხრეთის მიმართულებით და დონბასში ისევ უკიდურესად მძიმეა“ - ზელენსკი

„ვითარება სამხრეთის მიმართულებით და დონბასში ისევ უკიდურესად მძიმეა, დამპყრობლები თავიანთ სასტიკ ქმედებებს კვლავ მიმართავენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

„რაც უფრო მეტად გამოიჩენენ იქ აქტიურობას, მით უფრო სერიოზული იქნება ზარალი თავად რუსეთის და თავად რუსებისთვის,  სხვა ვინ გადაიხდის უცხო მიწის ოკუპაციისთვის? გარდა ამისა, დონბასში, მარიუპოლში და ხარკოვის მიმართულებით რუსული ჯარები კვლავ მობილიზებას ახდენენ. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ დამპყრობლები და გავწმინდოთ ჩვენი მიწა ბოროტებისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

01.04.2022 01:52 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

01.04.2022 01:09 რუსებმა მელიტოპოლში 14 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მოიპარეს

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში, რომელსაც ამჟამად რუსები აკონტროლებენ, ოკუპანტებმა ავტობუსებიდან 14 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მოიპარეს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანების ევაკუაციისთვის დღეს მელიტოპოლში 12 ავტობუსი მივიდა.

„მთელი ჰუმანიტარული დახმარება საოკუპაციო ჯარებმა წაიღეს - ეს არის 14 ტონა საკვები და წამალი. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რომ ავტობუსები დაბრუნდნენ და მელიტოპოლის მცხოვრებლებმა ხვალ ზაპოროჟიეში წასვლა შეძლონ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

31.03.2022 19:00 უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლები გაანადგურეს, რომლებიც აფხაზეთიდან ჩავიდნენ

უკრაინელმა სამხედროებმა მე-7 სამხედრო ბაზიდან დამპყრობლები გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თვითგამოცხადებული „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიიდან ჩავიდნენ. ამის შესახებ RBC-ukraine ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ „ვოსტოკზე“ დაყრდნობით წერს.

გამოცემა, ასევე, წერს, რომ რუსეთს დიდი საკადრო პრობლემები აქვს, ამიტომ დაქირავებულებს უკრაინაში უბიძგებს. გარდა ამისა, თავად რუსები მასიურად წერენ მოხსენებებს საოკუპაციო არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ.

31.03.2022 17:54 ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ კონტროლდება - მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ კონტროლდება. ამის შესახებ RBC-ukraine სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით წერს.

„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დაბინძურების დონის მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს“, - წერს სააგენტოს ხელმძღვანელი ევგენი კრამარენკო.

მისი თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის დაკვირვება შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში. ახლა მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ რადიაციული დაბინძურების დონის ცოდნა შეუძლებელია.

რადიაციული მონიტორინგის სისტემის უახლესი მონაცემები 25 მარტს მიიღეს. მაშინ რადიაციულმა ფონმა 7-ჯერ გადააჭარბა.

31.03.2022 17:14 „ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი გარანტი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, მაგრამ ამისთვის დეტალების დაზუსტებაა საჭირო. ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV საუბრობს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებებმა, რომლებშიც უკრაინამ წერილობითი წინადადება წარუდგინა რუსეთს ომის დასრულების შესახებ, პროცესს „მნიშვნელოვანი იმპულსი“ მისცა.

„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი გარანტი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დეტალები დაზუსტებას საჭიროებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

31.03.2022 16:45 უკრაინელმა მესაზღვრეებმა გაანადგურეს მტრის ქვეითი ჯარი, რომელიც ფარულად მიიწევდა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებისკენ

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ერთ-ერთ მიმართულებით შეაჩერეს რუსული ქვეითი ჯარის წინსვლა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური წერს.

„მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს მტრის ქვეითი ჯარი, რომელიც ფარულად მიიწევდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები სტუმართმოყვარეობით მოეპყრნენ დამპყრობლებს ავტომატური ყუმბარსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან. ამის შემდეგ მტერი დაწვა - სამუდამოდ“ , - ვკითხულობთ სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

31.03.2022 13:45 უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა დამცველებმა ზაპოროჟიეს ოლქის რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარი Telegram-ში წერს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ნაწილებმა თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებები: ზატიშიე, მალინოვკა, ვესელე, ზელენი გაი და ჩერვონე“, - ნათქვამია განცხადებაში.

31.03.2022 09:43 პენტაგონის თქმით, რუსული ძალების ნაწილი ჩერნობილიდან გავიდა

რუსული ძალების ნაწილი გაყვანილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან, - ამის  შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით წერს.

რუსული ჯარების მოძრაობა ჩერნობილთან და კიევის გარშემო სხვა ადგილებში მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ძალები დეესკალაციას აპირებენ კიევის გარშემო.

უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მიზნად ისახავს ბირთვული ობიექტების ხელში ჩაგდებას. პირველად, რუსული ჯარები შეიჭრნენ გამორიცხვის ზონაში და დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

რუსებმა უარი განაცხადეს სადგურის მუშაკების როტაციაზე და საბრძოლო მასალის საწყობი მოათავსეს საშიშ უბანში. გარდა ამისა,  რუსები ცდილობდნენ დაედანაშაულებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმაში.

ტერორისტების მოქმედების შედეგად ჩერნობილის სადგურზე ავარია დაფიქსირდა, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. უკრაინელების ძალისხმევით საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შემდეგ თავიდან იქნა აცილებული კატასტროფა.

შემდგომში რუსები, ასევე, გამოჩნდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რისთვისაც აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა. მტერმა დაბომბა ზაპოროჟიეს სადგური, რამაც სადგურზე ცეცხლი გამოიწვია. 

31.03.2022 10:30 საოკუპაციო ძალებმა 148 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე  148 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უფლებათა კომისარზე ლუდმილა დენისოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„31 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 148 ბავშვი დაიღუპა და 232-ზე მეტი დაიჭრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მისი თქმით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

31.03.2022 11:24 განადგურებულია 17 500-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 735 ჯავშანტექნიკა, 614 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა დაკარგეს: 

👉17 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 135 - თვითმფრინავი

👉 131 - ვერტმფრენი

👉 614 - ტანკი

👉1 735- საბრძოლო ჯავშანმანქანა

👉 311 - საარტილერიო სისტემა

👉 54 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 75 - საწვავის ავზი

👉 83 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

👉 7 - გემი / ნავი

👉 1 201 - მანქანა

👉 22 - სპეციალური ტექნიკა

👉 96 - MLRS 

31.03.2022 13:04 უკრაინა ვერ ხედავს რუსული ჯარების რეალურ გაყვანას - ანდრეი ერმაკი

„უკრაინა ვერ ხედავს რუსეთის განცხადებების რეალურ დადასტურებას ფრონტის გარკვეული რაიონებიდან ჯარების გაყვანის შესახებ“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას მეტი იარაღის მიწოდება  სჭირდება, რადგან ის  იცავს დემოკრატიული სამყაროს ღირებულებებს აგრესორთან ბრძოლაში.

„ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეცვალეს სტრატეგია და გეგმები. მაგრამ ეს, სამწუხაროდ, არ ნიშნავს ომის დასრულებას. შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. განსაკუთრებით მინდა შევეხო ჰუმანიტარულ მდგომარეობას - ყველაფერი ძალიან ცუდადაა“, - აღნიშნა ერმაკმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლი კატასტროფულ მდგომარეობაშია, სადაც ადამიანები საკვებისა და წყლის გარეშე იღუპებიან და რუსები მათ ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

მისი თქმით, მარიუპოლში მომხდარი კატასტროფა ძალიან ჰგავს მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის ბლოკადას.

„ჩვენი უკრაინის პოზიცია არის ძალიან ღია და ძალიან გამჭვირვალე: ჩვენ გვინდა შეწყდეს ეს ომი, გვსურს რუსული ჯარების გაყვანა ჩვენი ტერიტორიიდან. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას, განსაკუთრებით მარიუპოლიდან“, - დასძინა ერმაკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია აგრძელებს რთულ მოლაპარაკებებს რუსებთან და სტამბოლში შეხვედრის გამართვა ასეთი დიალოგის დასტურია.

31.03.2022 12:07 შეერთებული შტატები ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს - თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს. ამის შესახებ  თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა განაცხადა.

„როდესაც პრეზიდენტი გადაწყვეტს კონკრეტულად რა გაუგზავნოს უკრაინას, ის ითვალისწინებს ორ რამეს:“- მისი თქმით, პირველი არის სამხედროების შეფასება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მეორე ფაქტორი კი, არის ის, რომ ბაიდენი „არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის“.

როგორც ბედინგფილდმა ხაზგასმით აღნიშნა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

„ის არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ კონფლიქტამდე მიგვიყვანს აშშ-სა და რუს სამხედროებს შორის“, - დასძინა ბედინგფილდმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ასევე, იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც აშშ უწევს უკრაინას - „აშშ-ს მიერ უკრაინას გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა და მასშტაბები უპრეცედენტოა“, - განაცხადა ბედინგფილდმა.

გარდა ამისა, ბედინგფილდმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უკრაინასთან მიმდინარე დისკუსიების პროცესში ვართ იმ გზების შესახებ, რომლითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებზეც ამ მომენტში ვისაუბრებ“.

31.03.2022 11:35 უახლოეს დღეებში კიევის გარეუბანში სასტიკი ბრძოლები გაიმართება - ბრიტანული დაზვერვა

უახლოეს დღეებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის შესაძლოა, კიევთან სასტიკი ბრძოლები გაიმართოს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სადაზვერვო ანგარიშში წერს.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, მიუხედავად ცალკეული ქვედანაყოფების გაყვანისა, მტერი აგრძელებს პოზიციების შენარჩუნებას კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით. ამის გამო უახლოეს დღეებში შესაძლოა, სასტიკი ბრძოლები გაიმართოს დედაქალაქის გარეუბანში. რომელი მხარე წავა თავდასხმაზე, დაზვერვა არ აკონკრეტებს.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სროლას და სარაკეტო თავდასხმებს ჩერნიგოვზე. ამ მიმართულებით სამხედრო აქტივობის შემცირება, რომლის შესახებაც რუსულმა მხარემ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, არ შეინიშნება.

ანგარიშში საუბარია მარიუპოლზეც. დაზვერვის ინფორმაციით, ქალაქში კვლავ მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქზე კონტროლს ინარჩუნებე.

 

31.03.2022 06:41 რუსებმა შემთხვევით თავიანთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსებმა შემთხვევით თავიანთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ CNN ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯერემი ფლემინგმა განაცხადა, რომ პუტინი როგორც უკრაინის წინააღმდეგობას, ასევე დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს არ აფასებს.

მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცების დემორალიზებული არიან. 

„ჩვენ ვნახეთ რუსი ჯარისკაცები შეიარაღებისა და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ისინი უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე, ნაწილი დივერსიასაც კი ახდენს. მათ შემთხვევით საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს“, - განაცხადა ფლემინგმა.

31.03.2022 03:20 „რუსეთთან ონლაინფორმატში მოლაპარაკებები 1-ლი აპრილიდან განახლდება“ 

„რუსეთის დელეგაციასთან ონლაინფორმატში მოლაპარაკებები 1-ლი აპრილიდან განახლდება“, - ამის შესახებ უკრაინის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია იუწყება.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მალე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შედგება.

„თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ახლა საჭიროა ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა. რუსულმა დელეგაციამ უპასუხა, რომ ჯერ უფრო კოორდინირებული ხელშეკრულების პროექტი უნდა გვქონდეს. ერთ კვირაში შევიმუშავებთ, რა არის დამოკიდებული მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებზე და იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყნების პრეზიდენტები შეხვედრას გამართავენ. ამავდროულად, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ასეთი შეხვედრა არც რუსეთის და არც ბელორუსიის ტერიტორიაზე არ იყოს“, - განაცხადა არახამიამ.

31.03.2022 02:32 „დონბასში ახალი დარტყმების განსახორციელებლად რუსული ჯარები მობილიზებას ახდენენ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული ჯარების დონბასში ახალი დარტყმების განსახორციელებლად მობილიზებას ახდენენ.

„მოდის ცნობები კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსული ჯარების სავარაუდო გაყვანის შესახებ, ამ ოლქებში დამპყრობლების აქტივობის სავარაუდო შემცირების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის არა გაყვანა, არამედ განდევნის შედეგი, ჩვენი დამცველების მუშაობის შედეგები, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ამავდროულად, რუსული ჯარები დონბასში ახალი დარტყმების განსახორციელებლად გროვდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

31.03.2022 01:21 დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„საღამოს მტერმა ოლქში ცენტრში საჰაერო დარტყმა განახორციელა. ორი რაკეტა მოხვდა საწვავით სავსე ნავთობის საცავს, ობიექტი განადგურდა. ორი ​​საწვავის მანქანა მეორე რაკეტის ფრაგმენტებით დაზიანდა. დაშავებულები და დაღუპულები არ არიან“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი ლუკაშუკმა.

30.03.2022 17:13 „მისთვის რუსეთიდან ბრძანებები უფრო ძვირფასია“ - კულება უნგრეთის ბრალდებას გამოეხმაურა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიჯარტომ უკრაინა საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კულებამ დაურეკა უკრაინის ელჩს და ურჩია „არჩევნების შედეგებზე მოეხდინა ზემოქმედება“. 

დმიტრო კულებამ ბრალდებებს უპასუხა და სიჯარტოს უსაყვედურა, რომ ის რუსეთის ბრძანებას უფრო აფასებს, ვიდრე ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეტალები არ დააკონკრეტა და არც განმარტა, საიდან მიიღო სატელეფონო საუბრის შინაარსის მონაცემები.

როგორი რეაქცია ჰქონდა კულებას?

„უკრაინის მიმართ უნგრეთის ქცევისგან განსხვავებით, ჩვენ არასდროს ჩავერევით უნგრეთის საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით, არჩევნების წინა დღეს. სირცხვილია იმის დანახვა, თუ როგორ არის მინისტრი სიჯარტო მზად, მოკლევადიანი წინასაარჩევნო მოგების გამო გამოიგონოს სისულელეები და გაანადგუროს ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაშენებდით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სიჯარტოსთვის, ალბათ, უფრო ღირებულია ლავროვის ბრძანება, ვიდრე უკრაინასთან ურთიერთობა.

30.03.2022 16:10 გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში

გერმანია მზად არის გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი რუსეთის ფედერაციასთან მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში. მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, მოიცავს თუ არა ასეთი გარანტიები სამხედრო კომპონენტს. ამის შესახებ reuters წერს.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა „ზოგადი მზადყოფნა“.

ამავდროულად, ჰებესტრეიტმა არ დააკონკრეტა, შეიცავდა თუ არა უსაფრთხოების გარანტის როლი სამხედრო კომპონენტსაც.

30.03.2022 14:58 უკრაინელი ვიცე-პოლკოვნიკი რუსების მხარეს გადავიდა და მარიუპოლიდან ხალხის გასვლას აკონტროლებს

უკრაინის პოლიციის გენერალი ვიაჩისლავ აბროსკინი წერს, რომ მარიუპოლში, კალმიუსკის პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ვალენტინ პოპოვი რუსების მხარეს გადავიდა. მისი თქმით, ის უკვე დგას საგუშაგოზე და ქალაქიდან ხალხის გასვლას აკონტროლებს.

„რუსი ოკუპანტების მხარეს გადასული დონეცკის პოლიციელის გვარს რომ ვისმენ, ჯერ წყენა მიჩნდება, მერე მძვინვარებს სიძულვილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს ნაძირალა უკვე დგას საგუშგოზე და აკონტროლებს ქალაქიდან ხალხის გასვლას. ასეთი ნაძირალაა კალმიუსკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ვალენტინ პოპოვი.

ერთხელ ვუთხარი უკვე გარდაცვლილ პოლკოვნიკს, რომ ვალენტინ პოპოვი სულიერად ძალიან სუსტია. საწინააღმდეგოში დამარწმუნა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ის მხოლოდ სულით სუსტი კი არა, მოღალატე და ნაძირალაა, რომელმაც თავისი ლიდერების შეურაცხყოფით ცხოვრების მარტივი წესები დაარღვია - ადამიანობა.

ყველამ, ვინც მარიუპოლელებს ეხმარება ქალაქიდან გასვლაში, აუცილებელია, გაითვალისწინოს მოღალატის ყოფნა რუსი ოკუპანტების ბლოკადაში!“, - წერს აბროსკინი.

30.03.2022 12:44 დამპყრობლები შეგნებულად ბომბავენ წითელ ჯვრიან შენობებს - აზოვი

მარიუპოლში ოკუპანტები განზრახ ანგრევენ თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახულ შენობას საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით. ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები წერენ.

„რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ომის დამნაშავეები, რომლებიც არ იცავენ ომის წესებსა და პრინციპებს. ამჯერად მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინააღმდეგ. დამპყრობლები მიზანმიმართულად ანადგურებენ თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახულ შენობას საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით. ეს არის ომის დანაშაული. ასეთი ჯვრები ხომ აღნიშნავს ადგილებს, სადაც შეიძლება იყოს დაჭრილი, სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული ტვირთი“, - განაცხადა „აზოვმა“.

30.03.2022 11:56 ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტები ჩერნიგოვს მთელი ღამე ბომბავდნენ - ვიაჩესლავ ჩაუსი

მიუხედავად რუსული დელეგაციის განცხადებებისა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში დაბომბვის ინტენსივობის შემცირების შესახებ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ღამით დაბომბეს ჩერნიგოვი და რეგიონის სხვა ქალაქები. ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსიმ განაცხადა.

„გუშინ რუსებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ამცირებენ თავდასხმას და სამხედრო აქტივობას ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით. გვჯერა თუ არა ამის? რა თქმა უნდა არა. და ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის და ჩერნიგოვის რეგიონში მტერთან შეხვედრაც არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

ჩერნიგოვის რაიონში „აქტივობის შემცირება“ მტერმა აჩვენა ნიჟინის წინააღმდეგ დარტყმებით, მათ შორის საჰაერო დარტყმებით. მთელი ღამის განმავლობაში ისინი ბომბავდნენ ჩერნიგოვს.

დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დანგრეულია ბიბლიოთეკები, სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები, ასევე უამრავი სახლი“, - განაცხადა ჩაუსიმ.

30.03.2022 11:08 17 300 სამხედრო, 1 723 ჯავშანტექნიკა, 131 თვითმფრინავი - რუსული არმიის დიდი დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 30 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 17 300

❗ ტანკი - 605

❗ ჯავშანტექნიკა -  1 723

❗ საარტილერიო სისტემები - 305

❗ MLRS - 96

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 54

❗ თვითმფრინავი - 131

❗ ვერტმფრენები - 131

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 1 184

❗ გემები / ნავები - 7

❗ საწვავის ავზი - 75

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი  - 81

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

30.03.2022 10:24 ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას „უფრო მომაკვდინებელი“ იარაღი მიაწოდოს - The Times

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა სურს. ამის შესახებ The Times წერს.

თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლონდონი უკრაინის მხარდაჭერის ახალი ეტაპისთვის ემზადება. რადგან კონფლიქტი გადაიზარდა „უფრო ტრადიციულ ომში“ და უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგობის გაწევიდან პოზიციებისა და ტერიტორიების დაბრუნებაზე გადავიდა.

„უკრაინის არმია არა მხოლოდ დიდ ქალაქებს ფლობს, არამედ რუსებს აიძულებს უკან დახევას. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხარდაჭერაც უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა წყარომ.

The Times წერს, რომ ბორის ჯონსონმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ მას სურს, უკრაინას „უფრო მომაკვდინებელი“ სამხედრო დახმარება გაუწიოს. 

წყარომ უარი თქვა, გაემხილა თუ რა ახალი აღჭურვილობა გაიგზავნება უკრაინაში. მაგრამ აღნიშნა, რომ ის არ იქნება ტანკები ან სხვა აღჭურვილობა, რადგან მოსკოვი მათ მიიჩნევს როგორც თავდასხმის საშუალებას და არა თავდაცვის.

30.03.2022 09:59 ბრიტანეთმა მზადყოფნა გამოაცხადა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის „ითამაშოს თავისი როლი“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაში, თუ კიევი ამას ითხოვს. ამის შესახებ pravda.com ბარბარა ვუდვორდის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანეთის წარმომადგენელმა უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა ლონდონს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს.

მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს. უკრაინის დახმარებაზე დახარჯული მთლიანი თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს. გარდა ამისა, ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღე აქვთ სატელეფონო საუბრები.

„ჩვენ რაც გვინდა, არის ის, რომ დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი, უზრუნველვყოთ რუსული დამპყრობელი ძალების გაყვანა. მოხარული ვიქნებით ვითამაშოთ როლი ამაში, თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს - დიახ“, - განაცხადა ვუდვორდმა.

მანამდე ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთისთვის, რომ სანქციები მოხსნას.

30.03.2022 09:24 რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის რაიონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა დამპყრობლებმა მძიმე იარაღით დაბომბეს ლუგანსკის რაიონის ლისიჩანსკის საცხოვრებელი უბნები, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ Facebook-ზე დაწერა.

„დაახლოებით დილის 6:30 საათზე მტერმა მძიმე იარაღით ცეცხლი გაუხსნა საცხოვრებელ უბნებს ლისიჩანსკის ერთ-ერთ რაიონში. გვაქვს მაღლივი შენობების მნიშვნელოვანი ნგრევა. დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობაზე ინფორმაცია ზუსტდება. ბევრი ბლოკირებაა. მაშველები ცოცხლების გადარჩენას ცდილობენ“, - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ.

როგორც Ukrinform იტყობინება, ლუგანსკის რეგიონში ღამის დაბომბვის შემდეგ ხანძრის შედეგად ნანგრევებიდან ექვსი ადამიანი გამოიყვანეს.

30.03.2022 08:57 დამპყრობლები ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მორიგ მობილიზაციას გეგმავენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები 1-ლი აპრილიდან ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მორიგი მობილიზაციის ტალღის გამართვას გეგმავენ.

„ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს მობილიზაციის მორიგი ტალღის გამართვას მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან. შესაძლოა, მსგავსი ძალისხმევა განხორციელდეს რეგიონის ახლახან ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლები აგრძელებენ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს. ველიკა ბილოზირკაში რუსული ჯარი მიმოფანტული იყო დასახლებაში და საცხოვრებელ კორპუსებს შორის განათავსეს აღჭურვილობა.

როგორც გენერალური შტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, მელიტოპოლში დამპყრობლებმა ქალაქის გარეუბანში აღჭურვეს საგუშაგოები და გააძლიერეს შემოვლითი რეჟიმი. გარდა ამისა, რუსი სამხედროები აგრძელებენ ადგილობრივი მოსახლეობის სახლების ძარცვას, უკრაინის პრო-უკრაინელი აქტივისტების და ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებას.

30.03.2022 08:00 ომის დაწყების შემდეგ უკრაინულმა პოლიციამ 500-მდე დივერსანტი დააკავა

24 თებერვლის შემდეგ უკრაინულმა პოლიციამ პოლიციამ საბოტაჟში მხილებული 486 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო იუწყება.

„საერთო ჯამში, პოლიციამ ქვეყანაში დივერსიულ საქმიანობაში ჩართული 486 ადამიანი გამოავლინა.

ბოლო 24 საათში ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 5 პირი, რომლებიც რუსი დამპყრობლებისთვის ინფორმაციას აგროვებდნენ და მტერს მხარს უჭერდნენ.

ლვივის ოლქში დააკავეს სიმფეროპოლის მკვიდრი, რომელიც რეგიონში დივერსიულ და დესტრუქციულ საქმიანობაში იყო ჩართული.

დნეპროპეტროვსკის ოლქში პოლიციამ იპოვა სამი მოქალაქე, რომლებიც აგროვებდნენ შენობების, სტრუქტურების, საგუშაგოების, მოხალისეთა ცენტრების ფოტოებს და ინფორმაციას რუსებს აწვდიდნენ“, - განაცხადა კლიმენკომ.

30.03.2022 07:02 უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. 

განგაშია დნეპროპეტროვსკის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში.

„ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში!“, - ნათქვამია გამაფრთხილებელ განცხადებაში.  

30.03.2022 06:21 რუსებისგან გათავისუფლებულ ირპენში ხალხს ნანგრევების ქვეშ ეძებენ

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ირპენში ხალხს ნანგრევების ქვეშ ეძებენ, - ამის შესახებ კიევის ოლქში უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიევის რეგიონში 100 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

„მხოლოდ კიევის რეგიონში, სულ მცირე, 100 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, ასევე კერძო ტრანსპორტით. ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში ვმუშაობდით და რაც მთავარია, ეს ხალხი გადავარჩინეთ.

სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ გათავისუფლებულ ირპენში ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ეძებენ. არიან ადამიანებიც, რომლებიც სახლებსა და სარდაფებში რჩებიან. მათ მედიკამენტებით, წყლით, საკვებითა და საწვავით ეხმარებიან“, - განაცხადა ნებიტოვმა.

30.03.2022 04:50 „რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთი სანქცია საერთოდ არ მუშაობს“ - უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ონლაინშეხვედრა გამართა უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფთან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეალურ გავლენას აანალიზებენ.

შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი რეალურად არ მუშაობს.

„ჩვენი პარტნიორები თითქმის ყოველკვირეულად აწესებენ სანქციებს. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო მუშაობა და რუსეთზე გავლენას ახდენს, ზოგიც თითქოს სანქციებად ჟღერს, მაგრამ ისინი საერთოდ არ მუშაობს. ზოგიერთმა რუსმა უკვე იპოვა მათი გადაჭრის გზები, ჩვენთვის კი მთავარი მიზანია, რომ სანქციებმა ეფექტურად იმოქმედოს“, - განაცხადა იერმაკმა.

30.03.2022 04:07 ოდესაში რუსებთან თანამშრომლობისთვის ორი ეჭვმიტანილი დააკავა

უკრაინის პოლიციამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ საგუშაგოსთან ორი პირი დააკავა, რომლებიც შეიარაღებული ძალების პოზიციებს იღებდნენ და რუს დამპყრობლებს ინფორმაციას აწვდიდნენ.

„ოდესის ეროვნულმა გვარდიამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, ინფორმაციას რუს დამპყრობლებს გადასცემდნენ. ორივე დააკავეს ერთ-ერთ საგუშაგოზე მორიგეობის დროს, როდესაც ისინი მანქანიდან ვიდეოს იღებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულებმა სამართალდამცველებს ვერ უპასუხეს კითხვაზე, თუ რატომ იღებდნენ ვიდეოს. დოკუმენტების შემოწმებისას გაირკვა, რომ ისინი ლუგანსკისა და ოდესის ოლქის მკვიდრნი არიან.

30.03.2022 03:41 უკრაინელები ბერდიანსკის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ღალატში ადანაშაულებენ

ბერდიანსკის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ღალატშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

„გამოძიების თანახმად, იგი ნებაყოფლობით დათანხმდა და დაეხმარა რუსეთის ფედერაციის FSB-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების და ოკუპირებული ბერდიანსკის პატრიოტი მოსახლეობის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში. იგი მონაწილეობდა აგრესორი სახელმწიფოს საოკუპაციო ადმინისტრაციის საქმიანობის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

30.03.2022 02:12 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

30.03.2022 02:04 კიევის მახლობლად დაბომბვა გრძელდება - BBC-ის ჟურნალისტი

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა თავისი ოპერაციები კიევის გარშემო შეწყვიტა, მაგრამ კიევის მახლობლად დაბომბვა ისევ გრძელდება, - ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტმა ჯერემი ბოუენმა განაცხადა.

„ჩვენი ადგილმდებარეობიდან ალბათ, 24 კილომეტრის მანძილზე ფაქტია, რომ დაბომბვა ისევ ხდება. ასე რომ, თუ არსებობს გეგმა, რომ შემცირდეს სამხედრო აქტივობის დონე ამ ქალაქის განაპირას, ფაქტია, რომ ის ჯერ არ დაწყებულა“, - აღნიშნა ბოუენმა.

29.03.2022 20:03 უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება დასავლელი პარტნიორებისგან ომის მოსაგებად - ანდრეი ერმაკი

უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი დასავლელი პარტნიორებისგან, რათა დაამარცხოს რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს დაწყებულ სრულმასშტაბიან ომში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. 

„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ამ ომის მოსაგებად. რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც დასავლეთი უკრაინას უწევს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჩათვლით, მაგრამ ომი გრძელდება. ადამიანები კარგავენ სახლებს და სიცოცხლეს. რუსები ჩვენს ქალაქებს დღეში რამდენჯერმე ესვრიან რაკეტებს და ანადგურებენ მათ. და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ომში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება“, - განაცხადა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

იერმაკის თქმით, უკრაინას რაც შეიძლება მალე ესაჭიროება მძიმე იარაღი, შორი დისტანციური არტილერია, მრავალი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, ხომალდ საწინააღმდეგო რაკეტები და საბრძოლო დრონები.

29.03.2022 13:11 კიევთან ახლოს სვიატოპეტროვსკში მტრის დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

კიევთან ახლოს სვიატოპეტროვსკში მტრის დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„გამოძიების თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფით, დაბომბეს ბუჩას რაიონის სოფელი სვიატოპეტრივსკე. დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სახლები დაინგრა და დაზიანდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სოფელ სოფივსკა ბორშჩაჰივკაში სარაკეტო სროლის შედეგად დაიჭრა ადგილობრივი მცხოვრები და დაზიანდა სახლები.

ბორისპოლის რაიონში, ერთ-ერთ სოფელში სარაკეტო სროლამ კერძო სახლებიც გაანადგურა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

29.03.2022 14:03 „უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულდა, ფოკუსირება დონბასის გათავისუფლებაზე უნდა მოხდეს“ - სერგეი შოიგუ

„უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულდა, რომლის დროსაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა“, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ  გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულდა. უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ძალისხმევა გავამახვილოთ მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლებაზე“,- აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. 

შოიგუს თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

„უკრაინის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემა პრაქტიკულად განადგურდა“, - დასძინა მინისტრმა.

29.03.2022 17:54 რუსეთს არ შესწევს ძალა, აიღოს ჩერნიგოვი და აქციოს მარიუპოლად - არესტოვიჩი

„რუს სამხედროებს არ აქვთ ძალა ჩერნიგოვი აიღონ და მარიუპოლად აქციონ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. 

„ჩერნიგოვი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა, შემონახულია მიწოდების მარშრუტები. ანუ ხიდის დანგრევა ყველაფრის დანგრევას არ ნიშნავს. ჩერნიგოვი მტერს წინააღმდეგობას უწევს. ვფიქრობ, ჩერნიგოვს შევინარჩუნებთ, სანერვიულო არაფერია. მაგრამ, ისინი იმავეს გააკეთებენ იქ, რაც გააკეთეს მარიუპოლში. თუ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებენ, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს დაიწყებენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში ყველაფერი თანდათან უნდა დასრულდეს.

29.03.2022 18:31 უკრაინელებმა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე „ტაიფუნი“ გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე „ტაიფუნი“ გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი წერს.

„ანალოგი არ ჰყავს. რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე - კამაზის „ტაიფუნი“.

მაღალი უსაფრთხოების უნივერსალური ჯავშანმანქანა. ეკუთვნის MRAP (ნაღმსაწინააღმდეგო) კლასის მანქანებს - დაცულია ნაღმებისა და ჩასაფრებისგან.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ის უნიკალური გახადეს - ის ნამდვილად არ ჰგავს არაფერს მსოფლიოში“, - ვკითხულობთ უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

გენერალური შტაბის ცნობით, დაზიანებულია დამპყრობლების სხვა ტექნიკაც.

29.03.2022 17:59 „რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის“ - პუტინის თანაშემწე

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი უკრაინის ევროკავშირში შესვლის. ამის შესახებ პრეზიდენტის თანაშემწემ და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.

„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ ეხება ყირიმისა და დონბასის ტერიტორიას, მაგრამ, მისი თქმით, უკრაინამ უარი უნდა თქვას ამ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე.

29.03.2022 16:39 მოსკოვმა კიევს პრეზიდენტების შეხვედრის დაჩქარება შესთავაზა - ვლადიმერ მედინსკი

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ მედინსკის თქმით, მოსკოვმა კიევს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.

„შემოთავაზებული ფორმატი არის შემდეგი - ჯერ მზადდება ხელშეკრულება, შემდეგ ხელშეკრულება დამტკიცდება მომლაპარაკებლების მიერ, რომელსაც მხარი უნდა დაუჭირონ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რის შემდეგაც განიხილება სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის შესაძლებლობა ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთვის“, - განაცხადა მედინსკიმ.

მან დასძინა, რომ მოსკოვმა შესთავაზა სახელმწიფოთა მეთაურთა შეხვედრის გამართვა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად.

„დღევანდელი შინაარსიანი საუბრის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით და ვთავაზობთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად. უფრო მეტიც, ამ პარაფირებისა და ხელშეკრულების დეტალების განხილვის დროს, შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკური ნიუანსისა და დეტალის განხილვა“, - განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

29.03.2022 15:04 „ომის შედეგად მიყენებული ზარალი მომავალი დანაკარგების გათვალისწინებით, ტრილიონ დოლარს აჭარბებს“ - დენის შმიგალი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად მიღებული ზარალი, მომავალი დანაკარგების გათვალისწინებით, 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. პირდაპირი ზარალი 600 მილიარდ დოლარს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა interfax-თან განაცხადა.

„ზარალი, ირიბად გათვლილი, მომდევნო წლებში დანაკარგების გათვალისწინებით, ტრილიონ დოლარზე მეტია“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, პირდაპირი ინფრასტრუქტურის დანაკარგები, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სამოქალაქო ხარჯების გათვალისწინებით, 270 მილიარდ დოლარს აღემატება.

მეორე კომპონენტი არის ეკონომიკის დაკარგვა.

„ეს არის მშპ-ის ვარდნა, რომელიც გამოითვლება იმ თვეების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ გავაგრძელებთ საომარ მოქმედებებს. ეს არის დაკარგული მოგება და ჩვენი საწარმოების განუხორციელებელი ინვესტიციები. ჩვენი გათვლებით, ეს თანხა $290 მილიარდზე მეტია“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიგალმა.

მესამე კომპონენტი არის ზარალი, რომელსაც უკრაინა მშპ-ს შემცირების შედეგად მიიღებს.

„საწარმოები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის შემოსავალი უნდა მოეტანა, განადგურდა. ამიტომ, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კორექტირება იქნება“, - დასძინა მან.

29.03.2022 14:18 უკრაინელებმა ხარკოვის მახლობლად მე-200 ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის მეთაური გაანადგურეს

ხარკოვის მახლობლად გამართულ ბრძოლებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მე-200 ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი დენის კურილო. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახური წერს.

მოგეხსენებათ, მე-200 ბრიგადამ დიდი დანაკარგი განიცადა ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მე-200 ბრიგადის ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განადგურდა. ბრიგადის პერსონალის ჯამურმა დანაკარგმა 1500 სამხედრო მოსამსახურეს გადააჭარბა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის შვიდი გენერალია ლიკვიდირებული. 

29 მარტის დილის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობის ჯამური საბრძოლო დანაკარგი 17 200 ადამიანს შეადგენს.

29.03.2022 13:45 სერგეი შოიგუ გამოჩნდა - „უკრაინაში სპეცოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება“

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოჩნდა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass წერს.

შოიგუს თქმით, რუსი სამხედროები სპეცოპერაციის დროს აქტიურად ეხმარებიან ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისა და უკრაინის მოსახლეობას მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებაში.

შოიგუმ დასძინა, რომ ამ დროისთვის 684 ჰუმანიტარული აქტი განხორციელდა. გარდა ამისა, 210 დასახლებაში 6079 ტონა ტვირთი იქნა მიტანილი.

თავდაცვის მინისტრი, ასევე, უკრაინაში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ მონაცემებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვი აკვირდება ნატოს განცხადებებს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ.

„მოსკოვი თვალყურს ადევნებს ნატოს ქვეყნების ლიდერების განცხადებებს უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. თუ ეს გეგმები განხორციელდება, რუსეთის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვება“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ კონფერენციაზე. 

რუსი მინისტრის თქმით, უკრაინაში მოსახლეობისა და დაქირავებული ჯარისკაცებისთვის იარაღის უკონტროლო დარიგებამ მომავალში შესაძლოა, საფრთხე თავად ევროპელებს შეუქმნას.

29.03.2022 13:22 პუტინთან მოლაპარაკებებზე ნატოს წევრი ქვეყნების აზრი გაყოფილია - Bloomberg

ნატოს წევრი ქვეყნები ვერ მიდიან კონსენსუსამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ალიანსის ზოგიერთი წევრი მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს.ამის შესახებ Bloomberg წერს.

აღნიშნულია, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრენი არიან, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სამშვიდობო პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას.

თუმცა, ნატოს ზოგიერთი მოკავშირე უფრო რადიკალურია. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, პოლონეთსა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მთელ რიგ ქვეყნებზე, უნგრეთის გამოკლებით. ამ ქვეყნების ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ პუტინთან საუბარი არაპროდუქტიულია.

ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ნათქვამია, რომ პარიზსა და ბერლინს შორის მოსკოვთან დიალოგმა შეიძლება „პუტინის ხელში ითამაშოს“.

29.03.2022 12:59 გერმანიის ფინანსთა მინისტრმა უკრაინის ელჩს ბერლინში განუცხადა, რომ „უკრაინას სულ რამდენიმე საათი დარჩა“

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა უკრაინის ელჩს ბერლინში განუცხადა, რომ უკრაინას სულ რამდენიმე საათი დარჩა, ამიტომ იგი ეწინააღმდეგებოდა კიევისთვის იარაღის მიწოდებას და რუსეთის SWIFT-დან გათიშვას. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან განაცხადა.

მელნიკმა აღნიშნა, რომ როდესაც საქმე გერმანელ პოლიტიკოსებს ეხება, ის არ განასხვავებს პარტიებს. ის განასხვავებს მათ, ვინც უკრაინას სერიოზულად აღიქვამს და მათ, ვინც უბრალოდ თავს იჩენს.

ელჩმა გამოცემას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რამდენიმე გერმანელ პოლიტიკოსთან საუბრის შესახებ განუცხადა. მისი თქმით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი „ისეთი თავაზიანი ღიმილით“ ეჯდა გვერდით და ისე ლაპარაკობდა, თითქოს უკრაინელების დამარცხება უკვე წინასწარ დასრულებული იყო.

„თქვენ მხოლოდ რამდენიმე საათი გაქვთ“ - უთხრა ლინდნერმა უკრაინის ელჩს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, მელნიკის თქმით, ელჩს უთხრა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ან რუსეთის SWIFT-დან გამორიცხვა უაზროა. 

„ეს იყო ყველაზე ცუდი საუბარი ჩემს ცხოვრებაში“, - თქვა მელნიკიმ.

მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ფედერაციაში ღია შეჭრის დაწყებამდე გერმანია კატეგორიული წინააღმდეგი იყო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის. მიაჩნდა, რომ ეს გამოიწვევს დონბასში ესკალაციას.

29.03.2022 12:08 თურქეთმა და რუმინეთმა შავ ზღვაში ნაღმები აღმოაჩინეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლო დღეებში შავ ზღვაში მეორე საზღვაო ნაღმი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, ამჯერად ნაღმი ბულგარეთის საზღვართან, დასახლება იგნეადასთან, ზღვაში აღმოაჩინეს.

თურქული მედიის ცნობით, აღმოჩენილი ნაღმი განეიტრალებულია.

გარდა ამისა, ნაღმი აღმოაჩინეს რუმინეთის სანაპიროებთან. რუმინეთის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ  საზღვაო ნაღმი განეიტრალებულია.

რუსეთმა განაცხადა, რომ შავი ზღვა დანაღმულია, ამაში კი უკრაინული მხარე დაადანაშაულა.

29.03.2022 10:29 მტერმა კრივოი-როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დაიხია - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის ჯარები კრივოი-როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დახიეს, - ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, სადემარკაციო ხაზი ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გადავიდა.

ბრძოლის შედეგად უკრაინელმა სამხედროებმა რუსებს  ტექნიკა წაართვეს.

„ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ხედავთ, ქალაქი ცხოვრობს და მუშაობს“, - დასძინა ვილკულმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.

29.03.2022 10:39 განადგურებულია 17 200-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 710 ჯავშანტექნიკა, 597 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 29 მარტამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა დაკარგეს: 👇

👉17 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 127 - თვითმფრინავი

👉 129 - ვერტმფრენი

👉 597 - ტანკი

👉 1 710- საბრძოლო ჯავშანმანქანა

👉 303 - საარტილერიო სისტემა

👉 54 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 73 - საწვავის ავზი

👉 71 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

👉 7 - გემი / ნავი

👉 1 178 - მანქანა

👉 21 - სპეციალური ტექნიკა

👉 96 - MLRS 

29.03.2022 08:38 კიევში ჩამოგდებული რუსული რაკეტა უკრაინის ყოფილი პრემიერის სახლს მოხვდა

რუსული რაკეტა, რომელიც კიევში, დარნიცკის რაიონში ჩამოაგდეს, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრის ვიტოლდ ფოკინის სახლს მოხვდა.

„ჩემი სახლი დაზიანდა. ახლა ჩემს მეგობარს ვსტუმრობ მოლდოვაში, სახლში ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წასასვლელი არსად მაქვს, რადგან ფანჯრები და კარები დაზიანებულია, თუმცა ეს ზიანი ვერ შეედრება იმას, რასაც ოკუპანტები ახლა ჩვენს სხვა ქალაქებში აკეთებენ. მარიუპოლი დედაჩემის მშობლიური ქალაქია და როცა ვუყურებ თუ რა ხდება იქ, ცრემლების შეკავება შეუძლებელია“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

რაკეტის ნამსხვრევებით კიდევ რამდენიმე სახლი და ავტომობილი დაზიანდა.

29.03.2022 05:37 ხერსონის ოლქში უკრაინელებმა რუსების შეტევა მოიგერიეს

სამხრეთის ჯარების შენაერთებმა ხერსონის ოლქში რუსი დამპყრობლების შეტევა წარმატებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა ორი რუსული ჯავშანმანქანა გაანადგურეს, ხოლო ორი T-64 ტიპის ტანკი კი ხელში ჩაიგდეს.

სამხედრო ტექნიკა რუსეთის 56-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო ნაწილებს ეკუთვნოდა. 

29.03.2022 04:22 უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. 

განგაშია დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

„ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში!“, - ნათქვამია გამაფრთხილებელ განცხადებაში. 

29.03.2022 03:14 „მტერი დასუსტებულია, დეზორიენტირებულია, მისი დიდი ნაწილი მოწყვეტილია ძირითადი ძალებისგან“ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლას აკავებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსები დაბნეულები და დასუსტებულები არიან. 

„უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით და ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს სლავიანსკის და ბარვენკოვოს დასახლებების მიმართულებით. აგრეთვე, მტრის თავდასხმების შეკავება ხდება რუბიჟნოიეს, ლისიჩანსკის, პოპასნაიას დასახლებებში.

მტერი დასუსტებულია, დეზორიენტირებულია, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოწყვეტილია ლოგისტიკური მხარდაჭერისა და ძირითადი ძალებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

29.03.2022 02:36 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 8 რუსული თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსების 17 საჰაერო სამიზნე, მათ შორის 8 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება.

„28 მარტს საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 17 საჰაერო სამიზნე: 8 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 4 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 საკრუიზო რაკეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ სხვადასხვა მიმართულებით უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის სარაკეტო იერიშებითა და დაბომბვით განადგურებას. 

29.03.2022 02:18 „იტალია მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იტალიამ უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად გახდომისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

„28 მარტს მოლაპარაკებები მქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან. მოლაპარაკებების შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ იტალია თანახმაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი იმ ახალ საგარანტიო სისტემაში, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

29.03.2022 01:11 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

29.03.2022 00:48 „არ მაინტერესებს რას ფიქრობს ის... უბრალოდ არ არის რაციონალური“ - ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, მისი განცხადება ვარშავაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა გადაეყენებინათ ხელისუფლებიდან, ასახავდა მის მორალურ აღშფოთებას და არა ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილებას.

„მე არც მაშინ დამიფიქსირებია და არც ახლა ვაფიქსირებ პოლიტიკის ცვლილებას. მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რასაც ვგრძნობდი და ბოდიშს არ ვიხდი“, - აღნიშნა ბაიდენმა. 

პოლონეთის დედაქალაქში ვიზიტისას ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი „ვერ დარჩება ხელისუფლებაში“. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩქარობდნენ იმის გარკვევას, რომ თეთრი სახლი არ უჭერდა მხარს რუსეთში რეჟიმის შეცვლას.

ბაიდენმა ორშაბათს დაამატა, რომ ის „უკან არ იხევს“. კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს განცხადება პუტინის უარყოფით პასუხს, ბაიდენმა უპასუხა: „არ მაინტერესებს რას ფიქრობს ის... ის გააკეთებს იმას, რასაც აპირებს“.

მაგრამ ბაიდენმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ პუტინი არ უნდა ხელმძღვანელობდეს რუსეთს.

„თუ პუტინი გააგრძელებს იმ კურსს, რომელსაც ის მიჰყვება, ის გახდება გაძევებული მთელი მსოფლიოდან... უბრალოდ არ არის რაციონალური“, - განაცხადა ბაიდენმა.

29.03.2022 00:24 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საოკუპაციო პოლკის მეთაური გაანადგურეს

ომის 33-ე დღეს რუსეთი უკრაინის ქალაქებზე სასტიკ დარტყმებს ახორციელებს. თუმცა, დღეს, 28 მარტს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს საოკუპაციო პოლკის მეთაური და უფროსი. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსეთის 58-ე გაერთიანებული არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის 503-ე მოტომსროლელი პოლკის მეთაური და შტაბის უფროსი.

„დღეს, საბრძოლო მოქმედებების დროს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოაწყვეს შეხვედრა ეშმაკთან რუსი ომის დამნაშავეების კიდევ ერთი ჯგუფისთვის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

29.03.2022 00:09 ბალაქლეას მერი დამპყრობლების მხარეს გადავიდა, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება

ბალაქლეას ტერიტორიული თემის თავმჯდომარემ ივან სტოლბოვოიმ დაიწყო თანამშრომლობა რუს ოკუპანტებთან. მას ღალატისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ RBC-Ukraine ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ოლეგ სინეგუბოვის ტელეგრამის არხზე დაყრდნობით წერს.

„მან უღალატა ქვეყნის ინტერესებს, უღალატა უკრაინელ დამცველებს და თანასოფლელებს. ივან სტოლბოვოი ახლა აპირებს იმუშაოს მათთან, ვინც ჩვენს ხალხს კლავს და ანადგურებს ჩვენს ქალაქებს“, - წერს სინიგუბოვი.

სახელმწიფო ღალატისთვის სტოლბოვოის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

29.03.2022 00:02 აბრამოვიჩი კრემლში პუტინს შეხვდა და ზელენსკის ნოტა გადასცა - The Times

გასულ კვირას, 23 მარტს, დილით, კერძო თვითმფრინავი Hawker 800XP აფრინდა სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან, გაემართა აღმოსავლეთით შავი ზღვის თავზე და შევიდა რუსეთის საჰაერო სივრცეში სოჭის ზემოთ.  ამის შესახებ The Times წერს.

იმავე საღამოს, იგივე თვითმფრინავი მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტიდან გაფრინდა და სტამბოლში დაბრუნდა. ბორტზე იყო რომან აბრამოვიჩი, ოლიგარქი და ჩელსის საფეხბურთო კლუბის ყოფილი მფლობელი, რომელიც ასრულებდა პრეზიდენტ პუტინის არაოფიციალური წარმომადგენლის როლს უკრაინასთან მოლაპარაკებებში.

მოსკოვში, The Times-ის ჟურნალისტების ცნობით, აბრამოვიჩი კრემლში პუტინს შეხვდა და ზელენსკის ნოტა გადასცა. მასში უკრაინის პრეზიდენტმა გამოავლინა შესაძლო კომპრომისები, რომელთათვისაც კიევი მზად არის ომის დასასრულებლად.

პუტინმა თითქოს გაბრაზებულმა უპასუხა აბრამოვიჩს: „უთხარი, რომ მათ გავანადგურებ“.

სტამბოლში აბრამოვიჩმა, სავარაუდოდ, უამბო თავისი შეხვედრის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატს რუსტემ უმეროვს, რომელსაც კიევმა უფლება მისცა მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებებში. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ იბრაჰიმ კალინთან ერთად, ბრიტანული გამოცემის ცნობით, მათ სტამბოლის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში შეხვედრების სერია გამართეს.

პუტინის აღშფოთების მიუხედავად, ჟურნალისტების წყაროები ამბობენ, რომ მხარეები სულ უფრო უახლოვდებიან ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმებას.

კალინმა, რომელიც მიჩნეულია საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ექსპერტად, მხარეებს კომპრომისის სახით შესთავაზა, რომ ოკუპირებული ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი იჯარით გადაეცა რუსეთს, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი აკონტროლებდა ჰონკონგს. 

პუტინი განიხილავს ასეთ წინადადებას, მაგრამ მისი გაბრაზება უკრაინაში რუსი სამხედროების წარუმატებლობის გამო და ზელენსკისადმი მისი პირადი სიძულვილი ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას.

როგორც გამოცემა წერს, სტამბოლში ამ საუბრის შემდეგ აბრამოვიჩი და უმეროვი ვარშავაში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ კიევში, სადაც ბანკოვას მახლობლად შეხვდნენ ზელენსკის.

პროცესში ჩართული პირები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აბრამოვიჩს წმინდა მერკანტილური ინტერესები ამოძრავებდა, რათა დაეხსნა თავისი ქონება სანქციების ზეწოლისგან, განსაკუთრებით ბრიტანეთში და აღედგინა რეპუტაცია. თუმცა, სტატიის ავტორების თქმით, როგორც ჩანს, აბრამოვიჩს ნამდვილად სურს ომის დასრულებაში დახმარება და შეშინებულია განადგურების მასშტაბებითა და ომში დაღუპულთა რაოდენობით.

დედამისი ირინა უკრაინაში დაიბადა, ხოლო მისმა ქალიშვილმა სოფიამ ღიად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

არც აბრამოვიჩმა, არც კალინმა და არც უმეროვმა არ უპასუხეს The Times-ის თხოვნას კომენტარისთვის.

28.03.2022 23:20 პუტინმა კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა. ამის შესახებ რუსული მედია „რია ნოვოსტი“ წერს.

ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის, მაგომედ დაუდოვის განცხადებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს რამზან კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა .

„ძვირფასო მეგობრებო, მთელი გულით ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რუსეთის გმირს რამზან ახმატოვიჩ კადიროვს რუსეთის პრეზიდენტის, უზენაესი სარდლის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებას!“- დაწერა დაუდოვმა ტელეგრამის არხზე.

მანამდე ორშაბათს, ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა „რია ნოვოსტის“ დაუდასტურა, რომ კადიროვი ახლა მარიუპოლში იმყოფება „ჩვენი მებრძოლების ზნეობის ასამაღლებლად“.

28.03.2022 23:08 ოკუპანტებმა რივნეს რეგიონში ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რივნეს რაიონში რუსმა დამპყრობლებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ RBC-Ukraine ხელმძღვანელ ვიტალი კოვალზე დაყრდნობით იტყობინება.

„მტერმა კვლავ დაიწყო სარაკეტო იერიში რივნეს რაიონზე. ეს ისევ ნავთობის საცავია. ადგილზე გაემგზავრა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და ქიმიური ლაბორატორია“, - განაცხადა კოვალმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი აქტიურად უტევს უკრაინაში ნავთობის საცავებს. 26 მარტს მტრის რაკეტებმა დაარტყეს ლვოვში ნავთობის საცავს. 27 მარტს კი დამპყრობლებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ლუცკის ნავთობის საცავზე. ის განადგურებულია. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.

28.03.2022 22:34 დასავლეთის ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები აქვთ უკრაინის ომში - ზელენსკიმ ქვეყნები 5 ნიშნით განასხვავა

დასავლეთის ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები აქვთ ომში, რომელიც რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ქვეყნები 5 ძირითადი მახასიათებლით განასხვავა, თუ ვის როგორ აწყობს უკრაინაში ომის წარმართვა. 

❗ მისი თქმით, დასავლეთში არის ქვეყნები, რომლებსაც „არ ადარდებთ ხანგრძლივი ომი, რადგან ეს რუსეთის გამოფიტვას ნიშნავს, თუნდაც უკრაინის და უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე“.

❗ ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სხვა სახელმწიფოებისთვის უფრო მოგებიანია, რომ ომი სწრაფად დასრულდეს, რადგან რუსეთის ბაზარი დიდია და მათი ეკონომიკა ზარალდება ომის შედეგად, ამ ქვეყნებს „სურთ, რომ რუსეთმა გარკვეული ბაზრები შეინარჩუნოს“.

❗ ამავე დროს, მდიდარი ქვეყნები „აღიარებენ ნაციზმს რუსეთში“ და აუცილებლად სურთ უკრაინის გამარჯვება, დასძინა ზელენსკიმ.

❗ გარდა ამისა, როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, არიან „პატარა ქვეყნები“, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს კიევს, მაგრამ „ისინი უფრო ლიბერალური სახელმწიფოები არიან და ჰუმანიტარული საკითხები აწუხებთ“. ისინი მომხრენი არიან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების „ნებისმიერ ფასად“. მიაჩნიათ, რომ „ხალხი პირველ ადგილზეა“, - განმარტა ზელენსკიმ.

❗ ასევე, პრეზიდენტის თქმით, არის მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც ნებისმიერი გზით სურთ ომის სწრაფად დასრულება უკრაინაში, რადგან ისინი შეიძლება ჩაითვალოს „რუსეთის ფედერაციის ოფისებად ევროპაში“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ნამდვილად არის კიევის მხარეს და მას სურს უკრაინის გამარჯვება. პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ეხმარება უკრაინას და „ბევრ ქვეყანას უბიძგეს, რომ დაგვეხმარონ“, მაგრამ „ცოტა ნელა, ვიდრე გვჭირდება“ - შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა.

28.03.2022 22:11 ოკუპანტები სამხრეთ ოსეთში „მოხალისეების“ ფარულ მობილიზაციას ახორციელებენ - უკრაინის გენშტაბი

რუსმა დამპყრობლებმა სამხრეთ ოსეთიდან 150-მდე მებრძოლი დროებით ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში რუსეთი ფარულ ოკუპაციას ახორციელებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„სამხრეთ ოსეთიდან 150-მდე ადამიანი გადაიყვანეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის მეზობელ რეგიონებში შემდგომი ქმედებებისთვის. ასევე, დაფიქსირდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ფარული მობილიზების ღონისძიებები უკრაინასთან ომში მისი შემდგომი ჩართვის მიზნით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბი, ასევე, წერს, რომ რუსეთს „მოხალისედ“ მიჰყავს ყველა, მათ შორის, დამნაშავეებიც. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელები, ხოლო საბრძოლო გამოცდილება საჭირო არ არის.

„პერსონალის დანაკარგის ასანაზღაურებლად რუსეთის ფედერაციაში სამხედრო კომისარიატები აგრძელებენ მოქალაქეების რეკრუტირებას ე.წ. „მოხალისეების“ დანაყოფების შესაქმნელად, რომლებიც ჩაერთვებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთგვარი საოკუპაციო „წესრიგის“ უზრუნველსაყოფად. კანდიდატების ძირითადი მოთხოვნები არის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა. სამხედრო სამსახურში გამოცდილება არ არის საჭირო. ასევე, მიჰყავთ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები“, - განაცხადა უკრაინის გენშტაბმა.

28.03.2022 21:04 ხერსონისა და ოდესის რეგიონებში რუსეთმა აკრძალული კასეტური ჭურვები გამოიყენა - უკრაინის პროკურატურა

გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ დაადასტურა რუსეთის მიერ ხერსონისა და ოდესის რეგიონებში აკრძალული კასეტური ჭურვების გამოყენება. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ ვისაუბრებ (კიევში აკრძალული იარაღის გამოყენებაზე) სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება. მაგრამ რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები ოდესის ოლქში, ხერსონის რაიონში, სადაც კასეტური ჭურვები იქნა გამოყენებული“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.

ვენედიქტოვამ აღნიშნა, რომ პროკურატურას აქვს ინფორმაცია სხვა აკრძალული იარაღის გამოყენების შესახებ ჟურნალისტების წყალობით. მაგრამ მას ამის თქმა ჯერ არ შეუძლია, რადგან მტკიცებულებები არ აქვს.

„დღეს შემიძლია დაგარწმუნოთ კასეტური ჭურვების გამოყენების შესახებ ხერსონისა და ოდესის რეგიონებში. ჩვენ ვმუშაობთ კიევში“, - შეაჯამა გენერალურმა პროკურორმა.

28.03.2022 20:42 „ჩვენ გყავს წყაროები კრემლში... ნოემბერში ვიცოდით რუსეთის შემოჭრის შესახებ“ - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გასული წლის ნოემბერში იცოდა რუსეთის ფედერაციის მზადება უკრაინაში შეჭრისთვის. ამის შესახებ მან Coffee or Die-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დაზვერვის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციიდან იღებს უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც ისინი კონტრმოქმედებისთვის იყენებენ.

შეჭრამდე და მის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის წყაროებმა უკრაინულ დაზვერვას უამრავი ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის გეგმების შესახებ. ბუდანოვმა განმარტა, რომ საუბარია კრემლში არსებულ წყაროებზეც. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უკრაინამ მიიღო სანდო მონაცემები რუსული შეჭრისთვის ინტენსიური მზადების შესახებ.

„ჩვენ გვყავს წყაროები, ბევრი წყარო, რომელიც ჩვენთვის მუშაობს. ჯარში, პოლიტიკურ წრეებში და ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში", - განაცხადა ბუდანოვმა.

როგორც ბუდანოვმა განაცხადა, წარმატებული კიბერდაზვერვის ოპერაციის წყალობით, უკრაინამ, ასევე, შეძლო „რუსეთის სამხედრო თავდაცვის მთელ კომპლექსზე წვდომა“. მიღებული მონაცემების წყალობით კრემლის გეგმები დაირღვა.

28.03.2022 20:28 რუსებმა უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ის ჟურნალისტი მძევლად აიყვანეს

რუსი დამპყრობლები მძევლად ჰყავთ UNIAN-ის ჟურნალისტი დიმიტრი ხილიუკი. ამის შესახებ ინფორმაციას pravda.com არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს კიევის რეგიონის ვიშგოროვსკის რაიონის სოფელ კოზაროვიჩში, დაახლოებით მარტის დასაწყისში. გაუჩინარების წინა დღეს დიმიტრიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი სოფელი ოკუპაციის ქვეშ იყო.

კოზაროვიჩის ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დიმიტრი ახლა იმყოფება კიევის რეგიონის სხვა დასახლებაში - დიმერის ერთ-ერთი საწარმოს შენობაში. 

სოციალური აქტივისტების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტები, აქტივისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დააკავეს და გაიტაცეს.

ამიტომ უფლებადამცველებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, აიძულონ რუსეთი, შეასრულოს ჟენევის კონვენციის დებულებები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი.

28.03.2022 20:18 აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს მოლაპარაკებებზე მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ - WSJ

რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს რუსეთთან მოლაპარაკებებში მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს. აღნიშნული შემთხვევა მარტის დასაწყისში კიევში მოხდა.

გამოცემის თანახმად, აბრამოვიჩსა და კიდევ ორ მომლაპარაკებელს ერთნაირი სიმპტომები გამოუვლინდათ - თვალების სიწითლე, მუდმივი ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახესა და ხელებზე.

WSJ-ის წყაროების თანახმად, აბრამოვიჩი და მომლაპარაკებლები ეჭვობენ, რომ აღნიშნული შემთხვევა უკავშირდება რუსეთში მკაცრი ხაზის წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟი. თუმცა, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ამ დროისთვის, გამოცემის ცნობით, აბრამოვიჩი და მომლაპარაკებლები, მათ შორის რუსტემ უმეროვი, ნორმალურ მდგომარეობაში არიან, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

შეგახსენებთ, რუსტემ უმეროვის მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გავრცელდა, თუმცა მან ეს ფაქტი მალევე უარყო.

WSJ-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დასავლელმა ექსპერტებმა, რომლებმაც განიხილეს ინციდენტი, განაცხადეს, რომ ძნელი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა სიმპტომები გამოწვეული ქიმიური ან ბიოლოგიური შხამით, ან რაიმე სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივებით.

28.03.2022 19:51 როგორც ჩანს, პუტინი მზად არ არის უკრაინასთან კომპრომისებზე - reuters

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არ არის, უკრაინაში ომის დასასრულებლად კომპრომისზე წავიდეს. ამის შესახებ reuters წერს.

„ყველაფერი, რაც მე ვნახე, არის ის, რომ მას არ სურს კომპრომისზე წასვლა ამ ეტაპზე“, - განუცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა როიტერს ანონიმურობის პირობის დაცვით. 

დღესვე, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი გარღვევის შანსები, რომლებიც უნდა გაიმართოს სტამბოლში 29-30 მარტს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ნეიტრალური სტატუსი მიიღოს, როგორც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, მაგრამ ასეთი შეთანხმება უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და რეფერენდუმზე გატანილი.

ზელენსკიმ გამორიცხა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ძალით აღდგენის მცდელობა და განაცხადა, რომ ეს გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს და თქვა, რომ მას სურს, მიაღწიოს „კომპრომისს“ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები 2014 წლიდან ფლობენ.

28.03.2022 19:30 100 ჩეჩენი პატიმარი - რუსეთში ფარული მობილიზაცია გრძელდება

1 აპრილიდან რუსეთის ფედერაციის მასშტაბით BARS-2021 პროგრამის (ქვეყნის საბრძოლო არმიის რეზერვის) ფარგლებში მობილიზაცია დაიწყება. მასობრივი მობილიზაციის ღონისძიებების დასამალად ის სამხედრო სამსახურში დაგეგმილ გაწვევასთან ერთად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვოს მთავარი სამმართველო ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ეს რეზერვისტები გაიგზავნება უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების ნაწილების შესავსებად.

ამავდროულად, BARS პროგრამის დახმარებით მალავენ რუსი პატიმრების მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. კერძოდ, კოლონიაში „ჩერნოკოზოვოში“ (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) დაკავებული 100-მდე დამნაშავე უკვე ემზადება უკრაინაში გასაგზავნად. ყველა მათგანი ნასამართლევი იყო მძიმე სისხლის სამართლის მუხლით (ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკოტიკების გავრცელება). მსჯავდადებულებს, რომლებმაც სასჯელი პოლიტიკური მუხლებით (ექსტრემიზმი, ტერორიზმი) მიიღეს, ასეთ შეთანხმებას არ სთავაზობენ.

ვინც დათანხმდა საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, მათ, იმ შემთხვევაში თუ ცოცხლები დაბრუნდებიან, სრულ ამნისტიას დაჰპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ასეთ პირებს არ ეძლევათ საშუალება, ნახონ ახლობლები და საერთოდ აცნობონ მათ უკრაინის ომში მონაწილეობის შესახებ.

"BARS" არის პროგრამა რუსული არმიის რეზერვების სასწრაფო ფორმირებისთვის. ისინი, ვინც აფორმებენ კონტრაქტებს პროგრამის ფარგლებში, იღებენ მუდმივ ფინანსურ მხარდაჭერას (თუნდაც რეზერვში ყოფნისას) სამუშაო ადგილისა და საშუალო შემოსავლის შენარჩუნებისას. წლის განმავლობაში რეზერვისტები შეიძლება გამოიძახონ შეკრებაზე (1 თვემდე), სადაც შეიძლება ჩაერთონ წვრთნაში და სხვა დავალებებში. ხელშეკრულებით ყოველთვიური ანაზღაურება სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის 12%-ს აღწევს (წოდებისა და თანამდებობის მიხედვით). BARS-ის ფარგლებში კონტრაქტებზე გაფორმებული პირთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 100 000-ა.

28.03.2022 19:02 „ხარკოვის რეგიონში ტრადიციულად ცხელა“ - უკრაინის საჰაერო სარდლობა რუსული არმიის მორიგ დანაკარგზე

დღეს, 28 მარტს ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი გაანადგურეს. ასევე, განადგურდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ RBC-ukraine ვოსტოკის საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით წერს.

„ხარკოვის რეგიონში ტრადიციულად ცხელა. დილით, რუსებმა საჰაერო თავდაცვის ცეცხლის ქვეშ დაკარგეს თვითმფრინავი, ხოლო შუადღის 2-ის ნახევარზე საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ეკიპაჟმა გაანადგურა მტრის კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, რუსი დამპყრობლების პერსონალის დანაკარგებმა 17 000 ადამიანი შეადგინა. ამასთან, 28 მარტის დილის მდგომარეობით ჩამოაგდეს 123 ოკუპანტი თვითმფრინავი და 127 ვერტმფრენი.

28.03.2022 18:21 მარიუპოლში დაახლოებით 5000 ადამიანი დაიღუპა - ალყის 27 დღე და განადგურებული ქალაქი

რუსეთის ალყის დროს მარიუპოლში დაიღუპა თითქმის 5000 ადამიანი, მათგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო.
მონაცემები მედიას მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ მიაწოდა. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.

„ალყის 27 დღის განმავლობაში, 27 მარტის მდგომარეობით, მარიუპოლში თითქმის 5 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ პერიოდში მტრის დაბომბვამ დააზიანა 2 340 საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც 1 560 (60%) პირდაპირ მოხვდა კორპუსს, 1 040 (40%) კი განადგურდა. კერძო სექტორში დაზიანდა 61 200 (90%) შენობა, საიდანაც 40 800 (60%)  შენობას პირდაპირ მოხვდა, ხოლო 27 200 (40%) განადგურდა.

ასევე, განადგურდა 3 საავადმყოფო, დაზიანდა კიდევ 7. გარდა ამისა, დაზიანდა 57 სკოლა და 70 საბავშვო ბაღი.

ქალაქში, ასევე, დაზიანდა ორი ქარხანა, პორტი და სამხედრო ნაწილი.

მარიუპოლი ბლოკადამდე 140 000-მდე ადამიანმა დატოვა. შემდეგ კი 150 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 170 000 ადამიანი დარჩა ალყაში, 30 000 კი დეპორტირებული იქნა რუსეთის მიერ.

მარიუპოლის მერმა აღნიშნა, რომ ეს მონაცემები მხოლოდ მიახლოებითია, რადგან დაღუპულთა ზუსტი დათვლა ამჟამად შეუძლებელია, რადგან ბრძოლა მიმდინარეობს.

მარიუპოლში რუსეთის ჯარებმა ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. დამპყრობლები ბომბავენ უიარაღო ადამიანებს და ბლოკავენ ჰუმანიტარულ დახმარებას.

28.03.2022 18:06 „ჩვენი ირპენი გათავისუფლდა რუსი ნაძირლებისგან“ - ირპენის მერი

კიევის ოლქის ქალაქი ირპენი განთავისუფლდა დამპყრობლებისგან. ამის შესახებ ირპენის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა  ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის ნაძირლებისგან! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს!“ - თქვა ქალაქის მერმა.

ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ახლა ქალაქის წმენდა მიმდინარეობს. თუმცა, მარკუშინმა, ასევე, აღნიშნა, რომ ირპენში დაბრუნება კვლავ სახიფათოა.

„ჩვენ ვიკიდებთ ფეხს ჩვენს ახალ საზღვრებზე და გავაგრძელებთ წასვლას და გავათავისუფლებთ ბუჩას, გოსტომელს, ვორცელს. გვესმის, რომ მეტი თავდასხმა იქნება ჩვენს ქალაქზე და ჩვენ გაბედულად დავიცავთ მას. ირპენი უკრაინაა“, - განაცხადა ალექსანდრე მარკუშინმა.

28.03.2022 17:48 დონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ დონეცკის მიმართულება ამ დროისთვის უკიდურესად რთულია, რადგან რუსეთი იქ შეტევას არ აჩერებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს. 

„დონეცკის მიმართულება ახლა უკიდურესად რთულია, რადგან სხვა ოპერატიული ზონებისგან განსხვავებით, რუსეთი არ წყვეტს იქ შეტევითი ოპერაციების განხორციელების მცდელობას. რაც შეეხება მარინკას და სხვა ქალაქებს, ასევე, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები და სხვა თავდაცვის ძალები წარმატებით იცავენ ამ დასახლებებს“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ხელიდან არ უშვებს უკრაინის დედაქალაქის აღებისა თუ დაკავების მცდელობებს.

„ასევე, ვამბობთ სხვა ქალაქებზეც – ჩერნიგოვზე, ხარკოვზე, სუმიზე. როგორც კი დავინახავთ რუსეთის არმიის შესაბამისი ქვედანაყოფების მოძრაობას დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, ამას აუცილებლად გამოვაცხადებთ. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის რაიმე აქტიურ მოქმედებას ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების აღება არის „რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა - მთლიანად დაიპყროს ეს ორი რეგიონი ადმინისტრაციულ საზღვრებში“.

„გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს გაარღვიოს სახმელეთო დერეფანი და გააერთიანოს ეს ტერიტორიები, რათა პირდაპირი წვდომა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე. ჩვენ ამას აქტიურად ვეწინააღმდეგებით“, – აღნიშნა მოტუზიანიკმა.

28.03.2022 15:26 კადიროვი მარიუპოლშია და პირადად ხელმძღვანელობს სპეცოპარაციას - რუსული მედია

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მარიუპოლში ჩავიდა და სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის გარემოცვასთან დაახლოებული წყაროებიდან ცნობილია, რომ რამზან კადიროვი იმყოფება მარიუპოლში და პირადად ხელმძღვანელობს სპეცოპერაციას”, - წერს ტელეგრამ არხი Opersvodka.

28.03.2022 13:44 „მათ რუსეთის ეშინიათ“ - ზელენსკიმ მაკრონი გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინასთან მისი პოზიციის გამო გააკრიტიკა. ზელენსკის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ასეთი ქმედებები განპირობებულია იმით, რომ მათ „რუსეთის ეშინიათ“. ამის შესახებ მან The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანია რუსეთსა და უკრაინას შორის ბალანსის პოვნას ცდილობს.

„მათ რუსეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ და სიტუაციას ეკონომიკის პრიზმიდან უყურებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ სურთ ისეთ ლიდერებს, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მიაწოდონ ტანკები უკრაინას, რათა დაეხმარონ ქვეყანას აგრესორის დამარცხებაში, მან უპასუხა:

„რუსეთის ეშინიათ, სულ ესაა“.

28.03.2022 13:24 „დამპყრობლების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი გარდაცვლილი იპოვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი მერი, რომლებიც ოკუპანტებმა გაიტაცეს, ცოცხალი აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაციას pravda.com პრეზიდენტის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. ზოგი მოკლეს. ზოგიერთს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი კი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, დასძინა, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე მერი შეცვალეს. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენა.

28.03.2022 12:41 რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი მოწამლეს

უკრაინის სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, კიევში მოწამლეს. ამის შესახებ inforesist წერს.

როგორც სააგენტოს რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები უყვებიან, პოლიტიკოსი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, უმეროვმა უკრაინის დელეგაცია მარტში დატოვა. 

უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მომხდარზე დახურულ გამოძიებას აწარმოებენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მანამდე, კრემლთან დაკავშირებულ რუსულ მედიაში უმეროვის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. მას აშშ-ის აგენტობას აბრალებდნენ და ასევე, ამბობდნენ, რომ ის მოლაპარაკების პროცესის შენელებას ცდილობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს წყარომ განუცხადა, უმეროვთან მომხდარი ინციდენტი შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მოლაპარაკებები გარკვეული დროით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

28.03.2022 12:11 რუსეთის ჯარს უსაფრთხოების კუთხით მზარდი პრობლემები აქვს - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის ჯარებს უსაფრთხოების კუთხით მზარდი პრობლემები აქვთ, კერძოდ, უკრაინელების აგრესიული წინააღმდეგობის გამო. ამის შესახებ ukrinform წერს.

„ლოგისტიკის მუდმივ ნაკლებობას ამძაფრებს დინამიზმის მუდმივი ნაკლებობა და ზნეობა რუს სამხედროებს შორის, ასევე, უკრაინელების აგრესიული წინააღმდეგობა“, - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, დაამატა, რომ მარიუპოლის რაიონში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, რადგან რუსეთი ადგილობრივი პორტის დაკავებას ცდილობს.

 

28.03.2022 11:56 „რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ნეიტრალურ სტატუსთან და არაბირთვულ საკითხთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს.

„უკრაინა მზად არის წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ სტატუსთან და ქვეყნის არაბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა ომი სწორედ ამიტომ დაიწყო. უკრაინას შეუძლია რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ საკითხზე, მაგრამ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საერთოდ არ დაჯდება, თუ რუსეთი დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე გააგრძელებს საუბარს. ზელენსკიმ პუტინის გეგმებს არასტრატეგიული უწოდა.

„პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, მსოფლიოში მის ადგილზე, ლიდერობასთან დაკავშირებით, ყველა იმაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება რუსეთის ნაწილი არ იყოს, აქ მთელი ისტორიაა. კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდაველები მოლდაველები არიან და უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია.

უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, რუსული ენის გავლენის დაკარგვა, მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. ახლა უნდა ეს ძალით დაიბრუნოს, რაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს, მაგრამ მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ. მეორეა, რა თქმა უნდა უკრაინის წარმატება გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული და მოსახლეობის თვალსაზრისით.

ამბიცია, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენ ხნიანია ეს ამბიცია? რამდენ წლიანი სიცოცხლე დარჩა? ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს? ვფიქრობ, მისი გეგმები არასტრატეგიულია. მე არ ვარ რუსი ხალხის მრჩეველი, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სტრატეგია. პუტინს განსხვავებული მიდგომა აქვს.

რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც. მაგრამ პრობლემა ისაა, მერე ამ ხალხმა როგორ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება?

დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია - ამას საერთოდ არ განვიხილავთ. ჩვენ საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან თუ რაიმე სახის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზე ვისაუბრებთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

28.03.2022 11:13 17 000 რუსი სამხედრო, 123 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგი ომის 33-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 28 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 17 000

❗ ტანკი - 586

❗ ჯავშანტექნიკა - 1 694

❗ საარტილერიო სისტემები - 302

❗ MLRS - 95

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 54

❗ თვითმფრინავი - 123

❗ ვერტმფრენები - 127

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 1 150

❗ გემები / ნავები - 7

❗ საწვავის ავზი - 73

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 66

❗ სპეციალური აღჭურვილობა - 21

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28.03.2022 08:24 მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, სლავუტიჩი რუსმა სამხედროებმა დატოვეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური სადგურის მახლობლად მდებარე ქალაქი სლავუტიჩი მოსახლეობის პროსტესტის შემდეგ დატოვეს, - ამის შესახებ BBC სლავუტიჩის მერ იური ფომიჩოვზე დაყრდნობით იუწყება.

ფომიჩოვის თქმით, რუსებმა დაასრულეს ის სამუშაო, „რასაც აპირებდნენ“ და ქალაქი დატოვეს.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა სლავუტიჩი 26 მარტს დაიკავეს.

ოკუპაცია ასობით ადგილობრივმა უკრაინელმა გააპროტესტა, რომლებიც ქუჩებში უკრაინის დროშებით გამოვიდნენ.

28.03.2022 05:03 უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. 

განგაშია პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, სუმის, ჟიტომირის რეგიონებსა და ქალაქ კიევსა და კრივოი-როგში.

„ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში!“, - ნათქვამია გამაფრთხილებელ განცხადებაში. 

28.03.2022 04:27 „წინ მოლაპარაკებების ახალი რაუნდია, ჩვენ ისევ მშვიდობას ვეძებთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს გამოეხმაურა

მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინისთვის პრიორიტეტული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოებაა.

„წინ არის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, ჩვენ ვეძებთ მშვიდობას. როგორც მე მაცნობეს, არსებობს შესაძლებლობა პირისპირ შეხვედრის უკვე თურქეთის ტერიტორიაზე. მოდით შევხედოთ შედეგს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის მთავარია. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები სავალდებულოა. ჩვენი მიზანიც აშკარაა - მშვიდობა და ნორმალური ცხოვრების სწრაფი აღდგენა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

28.03.2022 02:57 „რუსებმა ძირითადი ძალისხმევა აღმოსავლეთისკენ გადაიტანეს“ - არესტოვიჩი

„რუსებმა ძირითადი ძალისხმევა აღმოსავლეთისკენ გადაიტანეს, ცდილობენ, რომ იზიუმსა და ვოლნოვახას შორის ჩვენს ჯარებს ალყა შემოარტყან“, - ამის შესახებ  ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„მძიმე ბრძოლები გრძელდება იზიუმის მახლობლად და მტრის მოძრაობის შესახებ ცალსახა მონაცემები ჯერ არ არსებობს. უკრაინელები ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

აშშ-ის შეფასებით, უკრაინის სწრაფად დაპყრობის გეგმის ჩავარდნის გამო, პუტინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპაციაზე, რათა მომავალში ყირიმისთვის სახმელეთო დერეფანი გახსნას.

28.03.2022 01:46 რუსებმა ვოლინის ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ვოლინის ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ვოლინის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური პოგულაიკო იუწყება.

„ვოლინში იყო აფეთქებები. ეს იყო სარაკეტო იერიში ნავთობის საცავზე. საჰაერო თავდასხმა გრძელდება. იყავით თავშესაფრებში!“, - წერს პოგულაიკო „ტელეგრამზე“.

27.03.2022 09:16 რუსეთმა უკრაინაში აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალა კიდევ ერთხელ გამოიყენა

რუსეთმა ოკუპანტებმა ავდეევკაში აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალა კიდევ ერთხელ გამოიყენეს, - ამის შესახებ BuzzFeed News-ის ჟურნალისტი კრისტოფერ მილერი იუწყება

„ეს ხდება ფრონტის ხაზზე, ავდეევკას მახლობლად, რუსული ჯარები უკრაინელების წინააღმდეგ იყენებენ თეთრ ფოსფორს. ფოტოები უკრაინელი ლეიტენანტისგან მივიღე, მან არსებულ სიტუაციას „სიგიჟე“ უწოდა“, - აღნიშნა მილერმა.

27.03.2022 07:21 აშშ უკრაინას სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის 100 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის 100 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს, - ამის შესახებ BBC აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. 

უკრაინას აღნიშნული თანხა არსებითი საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციების შესანარჩუნებლად და კრიტიკული სამთავრობო ინფრასტრუქტურის დასაცავად გადაეცემა.

შეგახსენებთ, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვრიდან 70 კილომეტრში იმყოფება. 

27.03.2022 06:17 „უკრაინა რუსულ რაკეტებს თოფებითა და ტყვიამფრქვევებით ვერ ჩამოაგდებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინა რუსულ რაკეტებს თოფებითა და ტყვიამფრქვევებით ვერ ჩამოაგდებს, ჩვენ სხვა თავდაცვითი საშუალებები  გვჭირდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის დახმარება მალე გადასცენ. 

„ჩვენი წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი პოლონეთში შეხვდნენ კოლეგებს შეერთებული შტატებიდან. მათ შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. როგორც მე მაცნობეს, მოლაპარაკებები ეხებოდა ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბებს: ისინი შეეხნენ იმას, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება - ვინ და როგორ უნდა მოგვცეს თვითმფრინავები და სხვა თავდაცვითი იარაღები“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

27.03.2022 06:08 რუსეთი უკრაინას რაკეტებს შორი დისტანციიდან ესვრის, რადგან მათი საჰაერო თავდაცვის ეშინია - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი უკრაინას რაკეტებს შორი დისტანციიდან ესვრის, რადგან მათი საჰაერო თავდაცვის ეშინია და თვითმფრინავებს უფრთხილდება, - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება

„რუსეთი აგრძელებს რუსეთის საჰაერო სივრციდან გაშვებულ „დისტანციური“ რაკეტების გამოყენებას, რათა შეამციროს მისი თვითმფრინავების დაუცველობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

27.03.2022 05:30 თუ რუსები ჯარებს გაიყვანენ, სანქციები შესაძლოა, რომ მოიხსნას - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„რუს ოლიგარქებს, ბანკებსა და ბიზნესს შესაძლოა, მათ მიმართ სანქციები გაუუქმდეთ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თავის შეჭრას დაასრულებს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა „მოლაპარაკებების განყოფილება“, რათა შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

მისივე თქმით, „სანქციების უკან დაბრუნების“ საფრთხე შენარჩუნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი შეტევას კვლავ განახორციელებს.

27.03.2022 04:21 ვოლინში უკრაინელებმა ჩამოაგდეს სამი რაკეტა, რომლებიც ბელარუსიდან იყო გასროლილი

ქალაქ ვოლინში უკრაინელებმა ოთხი რაკეტიდან სამი ჩამოაგდეს, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიიდან იყო გასროლილი, - ამის შესახებ ვოლინის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური პოგულაიკომ განაცხადა.

„ოთხი რაკეტა გვესროლეს ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ოთხი რაკეტიდან სამის ჩამოგდება სამხედროებმა შეძლეს“, - განაცხადა პოგულაიკომ.

მანამდე იური პოგულაიკომ განაცხადა , რომ ვოლინის ოლქში ვითარება მშვიდია, სამხედროები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან.

27.03.2022 04:07 დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 18 რუსული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო

დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა 1 რუსული თვითმფრინავი, 12 დრონი და 5 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება.  

„ოკუპანტები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც საჰაერო დაზვერვისა და სარაკეტო იერიშების განხორციელების მიზნების იყენებენ. დღის განმავლობაში გავანადგურეთ 12 ასეთი დრონი, ერთი თვითმფრინავი და 5 საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნულია განცხადება. 

27.03.2022 03:25 „რუსები განზრახ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებენ საცხოვრებელ ადგილებს“ - ზელენსკი

„რუსი დამპყრობლები განზრახ კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებენ საცხოვრებელ ადგილებს, შედიან თავშესაფრებში, საავადმყოფოებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„80 წლის წინ ნაცისტები ცდილობდნენ ევროპის დაპყრობას ამ გზით. ზუსტად ისე, როგორც ოკუპანტები მოქმედებენ უკრაინაში. ამას მათ არავინ აპატიებს, დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ისევე როგორც 77 წლის წინ. სავარაუდოდ, არა ნიურნბერგში, მაგრამ ამ აქტის მნიშვნელობა იგივე იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

27.03.2022 02:57 „რუსეთი მალე კიევისა და ხარკოვის ოლქებიდან ჯარს დონბასში გადაიყვანს“ - არესტოვიჩი

„რუსი ოკუპანტები ახლა „დონბასის გათავისუფლებაზე“ არიან კონცენტრირებული, მათ გადაიფიქრეს კიევის ხარკოვისა და ოდესას აღება“, - ამის შესახებ აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა

მისი თქმით, რუსეთში მიხვდნენ, რომ დიდი ქალაქების აღებას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ ყურადღებას დონბასზე გაამახვილებდნენ.

„რუსეთი ერთ-ორ კვირაში გაიყვანს ჯარებს კიევისა და ხარკოვის ოლქებიდან და გადაისროლის მათ დონბასში. ისინი მიხვდნენ, რომ დიდი ქალაქების აღებას ვერ შეძლებდნენ, მათ გამოაცხადეს „სპეციალური ოპერაციის“ პირველი ეტაპის დასრულება და მეორის დასაწყისი - დონბასის განთავისუფლება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

27.03.2022 02:43 „თავად რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დერუსიფიკაციისთვის“ - ზელენსკის

„უკრაინა გაერთიანებულია თავისუფლად, დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილში. ჩვენი ბრძოლა ადასტურებს, რომ უკრაინა არის სიცოცხლით სავსე ქვეყანა, რომელსაც აქვს ისტორიული ფესვები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თავად რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დერუსიფიკაცია უზრუნველყოს. ეს მათი სუიციდური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. უკრაინაში რუსული ენის პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ რუსი დამპყრობლები ახლა ქმნიან ამ პრობლემას და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავად უკრაინელებმა თავიდან მოიცილონ რუსული ენა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

27.03.2022 02:16 „თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაგვეხმარება“ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დამატებითი ფრონტების გახსნა სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას დიდად დაეხმარება.

„მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღმა დღეს თავის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა შემოიღო, შემიძლია ვთქვა: იქ მართლაც ხდება დიდი მოვლენები. იქ დღეს სომხეთი სთხოვს რუსეთს, რომ დახმარება გაუწიოს მის ჯარებს,  მაგრამ მათ იქიდან ჯარები გამოიყვანეს და გასულ კვირას გაგზავნეს ჩვენს ქვეყანაში.

გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დღეს, იაპონიის განცხადების შემდეგ, რომ კურილის ჯაჭვის ოთხი კუნძული უშუალოდ იაპონიას ეკუთვნის, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო წვრთნები, მაგრამ სამხედრო პერსონალის რაოდენობა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სექტორში იმყოფება, ძალიან მცირეა, რადგან ყველა მათგანი აქ არის გამოგზავნილი.

საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა. თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“, - განაცხადა დანილოვი. 

27.03.2022 01:24 რუსებმა ქალაქი სლავუტიჩი სრულად დაიკავეს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე ქალაქი სლავუტიჩი რუსმა ოკუპანტებმა სრულად დაიკავეს, - ამის შესახებ სლავუტიჩის მერი იური ფომიჩოვი იუწყება

მისი თქმით, შეტაკებებისას 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„სლავუტიჩი დღეიდან ოკუპაციაშია. ჩვენ მტკიცედ ვიცავდით ჩვენს ქალაქს. სამი დღის წინ მივიღეთ ულტიმატუმი, რომ იგი უბრძოლველად დაგვეთმო, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა და ეროვნულმა პოლიციამ ქალაქის დაცვა გადაწყვიტეს. როდესაც მტერი მიუახლოვდა ქალაქს, როცა დაიწყო საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, გადაწყდა, რომ არ დავმალულიყავით მშვიდობიანი მოქალაქეების უკან, რათა მსხვერპლი უფრო დიდი არ ყოფილიყო. ამ დროისთვის დადასტურებულია სამი გარდაცვალების ფაქტი, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ფომიჩოვმა.

26.03.2022 09:03 Reuters: რუსეთმა გეგმები შეცვალა - ოკუპანტებს აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობა სურს და არა კიევის

აშშ-ს მიაჩნია, რომ შეტევითი ოპერაციის ჩავარდნის გამო, რუსეთი ყურადღებას აღმოსავლეთ უკრაინის ხელში ჩაგდებაზე გაამახვილებს და არა კიევის შტურმზე, - ამის შესახებ Reuters-ი პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები შეეცდებიან, რომ დონბასი ალყაში მოაქციონ, რათა ზელენსკის ოფისთან მოლაპარაკებების დროს ბერკეტები ჰქონდეთ.

„ისინი ამას ანიჭებენ მთავარ პრიორიტეტს და ჩვენი ინფორმაციაც ამას ემთხვევა”, - განუცხადა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს.

რუსული ჯარები კიევთან ახლოს არიან ჩარჩენილი და თავდაცვით პოზიციებს იკავებენ. ამავდროულად, უკრაინის არმია თანდათან ჩერნიგოვისკენ წინ მიიწევს. 

26.03.2022 08:53 გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს რუსი დამპყრობლების სამი თვითმფრინავი და სულ მცირე ხუთი საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება.

„25 მარტს მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა. ზოგიერთი მათგანი ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ნაწილი კი სამიზნეებმა მოხვდა. არის გარკვეული ნგრევა. ხანძარი სწრაფად ლოკალიზდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 3 რუსული თვითმფრინავი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

26.03.2022 08:09 უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. 

განგაშია ქალაქ კიევში, დნეპრში, ხარკოვში, კრივოი-როგში და კიევის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და სუმის ოლქებში.

„ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში!“, - ნათქვამია გამაფრთხილებელ განცხადებაში. 

26.03.2022 07:00 „ვაგნერის“ მებრძოლები ზელენსკისა და შმიგალის მკვლელობას გეგმავდნენ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი.

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის მკვლელობას გეგმავდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა მარკიან ლუბკოვსკიმ განაცხადა.

„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ხელმძღვანელობა: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი. ეს იყო მათი მიზანი, დაჯგუფების ზოგიერთი წევრი წარუმატებლად გაგზავნეს უკრაინაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყველა არსებული მტკიცებულება საერთაშორისო სასამართლოს წარედგინა“, - განაცხადა ლუბკოვსკიმ.

26.03.2022 05:12 ოკუპანტები მელიტოპოლში რუსეთის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ხალხს ფულს სთავაზობენ

რუსი ოკუპანტები დაპყრობილ მელიტოპოლში რუსეთის ხელისუფლების მხარდასაჭერად აქციის გამართვას გეგმავენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

აქციაში მონაწილეობისთვის უკრაინელებს 1 200 რუბლს სთავაზობენ.

„რუსეთმა ოკუპანტებმა 26 მარტს ქალაქ მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე „ფასიანი“ აქციის გამართვა გადაწყვიტეს, რომელიც მიზნად „რუსეთის ხელისუფლების“ მხარდაჭერას ისახავს. მოქალაქეებს ისინი რუსეთის დროშის დაჭერას სთხოვენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

26.03.2022 04:28 უკრაინის ეფექტური საჰაერო თავდაცვა რუსეთს აიძულებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენოს - ბრიტანული დაზვერვა

„რუსეთი იძულებული გახდა, რომ მეტი დრონები გამოეყენებინა, რადგან უკრაინის ძლიერმა საჰაერო თავდაცვამ თითქმის მთლიანად შეზღუდა მისი პილოტირებული ფრენები“, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დაზვერვის რეზიუმეშია აღნიშნული.

„უპილოტო საფრენი აპარატები ფართოდ გამოიყენებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. საიმედო უკრაინის საჰაერო თავდაცვა თითქმის მთლიანად ზღუდავდა პილოტირებული ფრენებს მათი ფრონტის ხაზის მიღმა, ამიტომ რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, იძულებული გახდა სანაცვლოდ მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გამოეყენებინა. რაც იწვევს ამ აქტივებზე მოთხოვნის ზრდას და მათ ამოწურვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

26.03.2022 03:02 რუსეთი საომარი მოქმედებებისთვის ემზადება და ძალების მობილიზებას ახორციელებს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

„მტრის მხრიდან საომარი მოქმედებების ინტენსივობის შემცირების მიუხედავად, მდგომარეობა რთულია, ამიტომ უნდა მოვემზადოთ მორიგი შეტევისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა

„თუ ვსაუბრობთ ზოგადად ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, მაშინ, ჯერ ერთი, ფრონტი უზარმაზარია - 1800 კილომეტრი. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ რეალურად ის ამ მოქმედებების გასაგრძელებლად ემზადება. რუსული არმია ახორციელებს ძალების და პირადი შემადგენლობის მობილიზებას“, - განაცხადა მალიარმა.

26.03.2022 02:45 საფრანგეთი, თურქეთი და საბერძნეთი მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ ოპერაციას ამზადებენ

საფრანგეთი მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციისთვის თურქეთთან და საბერძნეთთან კოორდინაციით ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ჩვენ თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად ვაპირებთ ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებას ყველა იმ პირის ევაკუაციისთვის, ვისაც მარიუპოლის დატოვება სურს“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დეტალებისა და უსაფრთხოების საკითხების შესათანხმებლად განიხილება და ევაკუაცია შემდეგ დაიწყება.

26.03.2022 02:26 „დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებელი აშენდება“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

„იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ომის გამო საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწიათ, დროებითი საცხოვრებელი აშენდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

მისივე თქმით, უკეთესია, რომ ამ დევნილ ადამიანებს საცხოვრებელი უკრაინაში ჰქონდეთ, ვიდრე საზღვარგარეთ. 

„რეგიონულ ადმინისტრაციებს მიეცათ მკაფიო დავალება: სწრაფად გამოიყოს მიწა დევნილთა დროებითი საცხოვრებლის ასაშენებლად. ეს არის დროებითი საცხოვრებელი, მშვიდობის დამყარების შემდეგ დავიწყებთ ჩვენი სახელმწიფოს მასშტაბურ რეკონსტრუქციას, მაგრამ ახლა ხალხს სჭირდება დროებითი სახლი და ეს სახლი უკეთესია იყოს უკრაინაში, ვიდრე საზღვარგარეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

26.03.2022 01:21 რუსებმა ჟიტიმორზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ჟიტიმორზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ჟიტიმორის მერი სერგეი სუხომლინი იუწყება. 

მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ დააკავეს ორი პირი, რომლებმაც რაკეტის ჩამოვარდნისას ობიექტს ფოტოები ფარულად გადაუღეს. 

ამასთან დაკავშირებით მერმა ჟიტომირის მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ნახეთ ვინ არის თქვენს ირგვლივ, რადგან ისეთი ვითარებაა, რომ ქალაქში უამრავი ადამიანია, რომელიც აქ „რუსულ მშვიდობას“ ელოდება“, - განაცხადა სუხომლინმა.

25.03.2022 22:59 რუსეთმა ხერსონზე კონტროლი დაკარგა - The New York Times

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე, რომელიც მათ უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს აიღეს, კონტროლი დაკარგეს. ინფორმაციას დასავლური გამოცემა The New York Times პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სასტიკ ბრძოლაში არიან ჩართულები, მათ მოახერხეს ხერსონის დაბრუნება.

„უკრაინული ძალები ამჟამად სასტიკ ბრძოლებს მართავენ ხერსონში და რუს დამპყრობლებს არ ნებდებიან, რითაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი, კვლავ „სადავო ტერიტორიად“ იქცა“, - განუცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

ამ დროისთვის უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

25.03.2022 21:34 საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს, იგი სამხედრო დამნაშავეა - ჯო ბაიდენი

„საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს, იგი სამხედრო დამნაშავეა“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბაიდენმა სამხედროებთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა.

ბაიდენის თქმით, მსოფლიომ ერთიანად უნდა დაიცვას დემოკრატია და ამ თემაზე მუშაობა უნდა გაძლიერდეს.

„მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა ერთიანი ძალებით დემოკრატიის დაცვა, რადგან ჩვენ ვხედავთ საზარელ სცენარს უკრაინაში, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს. ჩემი გულწრფელი აზრით, ესაა ერთი კაცი, – სამხედრო დამნაშავე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ერთიანობა, ისტორიაში უპრეცედენტო ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური სანქციების წნეხი.

ყოველი ჩვენგანი ყოფილა ამ წლების განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკებში.

ესაა ომის საზარელი შედეგი. მინახავს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომით დაზარალებული ბავშვები, რომლებიც დედებს შესცქერიან შეშინებული თვალებით. ამ თვალებში ტკივილი იკითხება, მხოლოდ ტკივილი და სხვა არაფერი. პოლონეთშიც ახლა ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ, რაც ომის შედეგია. ვხედავთ საზღვარზე უკრაინელ ხალხს, რომელთაც მინდა, გულწრფელად ვუთხრა, რომ გვესმის მათი ხმა, ტკივილი. 

ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება ამ ომს. უკრაინის განადგურებული ქალაქები ფილმის მძიმე კადრებს ჰგავს და არა რეალობას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ადამიანების დახმარება მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის პერიოდში, უნდა მივაწოდოთ საკვები და საჭირო მედიკამენტები რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, უნდა ვიმუშაოთ ინტენსიურად უკრაინის მთავრობასთან ერთად“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა უპრეცედენტო მოვლენების მიმდინარეობისას, უპრეცედენტო სიძლიერეს ავლენს.

„ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა უკრაინელი ხალხის სიმამაცემ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობამ, როცა უყურებ, რომ 30 წლის ახალგაზრდა ქალი შიშველი ხელებით წინ ეღობება ტანკს“, - დასძინა მან.

25.03.2022 20:18 შვეიცარიამ სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს დაუწესა

შვეიცარიამ დაამტკიცა დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის სანქციების უახლესი პაკეტის შესაბამისად, რომელიც, ამ შემთხვევაში, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ისახავს მიზნად. ამის შესახებ ვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ფედერალური საბჭოს 25 მარტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შვეიცარია რჩება შესაბამისობაში ევროკავშირის მიერ 9 და 15 მარტს დაწესებულ ზომებთან, რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ.

16 მარტს შვეიცარიამ უკვე მიიღო ევროკავშირის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების ქვეშ მყოფი პირებისა და სუბიექტების გაფართოებული სია“, - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

შვეიცარიამ აკრძალვები დააწესა ენერგეტიკისა და ფინანსური სექტორების მიმართ, ასევე, ფუფუნების, რკინისა და ფოლადის საქონლის წარმოებაზე. 

„რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის საქონლისა და მასთან დაკავშირებული სერვისების ექსპორტი ახლა აკრძალულია. ასევე, აკრძალულია ენერგეტიკის სექტორში აქტიურ ბიზნესში მონაწილეობა და ასეთი ბიზნესისთვის სესხების ან სხვა ფინანსური რესურსების გაცემა.

ასევე, აკრძალულია ფუფუნების საქონლისა და საზღვაო ნავიგაციის საქონლის რუსეთში ექსპორტი. საფინანსო სექტორში აკრძალულია ტრანსაქციები ცალკეულ სახელმწიფო კომპანიებთან და ასევე, საკრედიტო რეიტინგის სერვისების მიწოდება“, - ნათქვამია ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

25.03.2022 19:33 უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული - კულება ერდოღანის განცხადებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უარყო ერდოღანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ უკრაინა და რუსეთი 4 პუნქტზე შეთანხმდა. კულებამ ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

კულება გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ პუტინი და ზელენსკი მოლაპარაკებების 6-დან 4 პუნქტზე კონსენსუს უახლოვდებიან.დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ იმ პუნქტებზე, რაზედაც თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა,მხარეებს შორის კონსენსუსი არ მიღწეულა.

დმიტრო კულებამ თურქეთს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის ობიექტურად შეფასება. 

„ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ თურქული მხარის და კონკრეტულად პრეზიდენტ ერდოღანის იმ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს.

რუსეთთან თურქეთის პრეზიდენტის ნახსენებ 4 პუნქტზე კონსენსუსი არ მიღწეულა.

კონკრეტულად, უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“ - განაცხადა დმიტრო კულებამ.

25.03.2022 14:02 რუსეთმა შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღით პოლონეთს დაარტყას - ნატოს ყოფილი მეთაური

„იმისათვის, რომ შეარყიოს ნატოს მზადყოფნა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთმა შესაძლოა, პოლონეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღით  დაარტყას“, - ამის შესახებ ევროპაში მოკავშირეთა ძალების ყოფილმა სარდალმა გენერალმა უესლი კლარკმა განაცხადა.

„თუ პუტინს ნამდვილად სურს ნატოს ინტერვენციის შეზღუდვა და მას სჯერა, რომ მას შეუძლია მისი გაყოფა, მაშინ შესაძლოა, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. სად გამოიყენებს? ალბათ არა უკრაინაში, არამედ სამხედრო ბაზებსა და პოლონეთის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში“, - აღნიშნავს უესლი კლარკი.

ამერიკელი გენერლის თქმით,  ბირთვული დარტყმა ნატოს უკან დახევას აიძულებს, რადგან ალიანსს არ სურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება.

კლარკმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის ფართომასშტაბიან გამოყენებაზე საუბარი შეიძლება „ნაადრევი იყოს, გარდა მარიუპოლისა“.

„ვფიქრობ, ქიმიური იარაღის გამოყენება უფრო შორსმჭვრეტელ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა ყოფილმა გენერალმა.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება, პუტინი მალე დაარტყამს ვარშავას, ჰელსინკს და ბუქარესტს.

ნატოს ქვეყნებმა განაცხადეს, რომ დაეხმარებიან უკრაინას თავდაცვის უფლების განხორციელებაში, მაგრამ უშუალოდ არ ჩაერევიან კონფლიქტში, რათა ნატოს რუსეთთან დაპირისპირების შედეგად არ მოხდეს ახალი მსოფლიო ომი.

ამავე მიზეზით, წამყვანმა დასავლურმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნაზე, რომელმაც უნდა შეაჩეროს მშვიდობიანი მოსახლეობის და უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელი უბნების ბარბაროსული დაბომბვა.

25.03.2022 12:53 განადგურებულია 16 100-ზე მეტი ჯარისკაცი, 1625 ჯავშანტექნიკა, 561 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.  მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა  დაკარგეს: 👇

👉16 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 115 - თვითმფრინავი

👉 125 - ვერტმფრენები

👉 561 - ტანკი

👉 1625 - საბრძოლო ჯავშანმანქანები

👉 291 - საარტილერიო სისტემა

👉 80 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 49 - საჰაერო თავდაცვის საშუალება

👉 72 - საწვავის ავზი

👉 53 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

👉 5 - გემები / ნავები

👉 1 089 - მანქანა

👉 18 - სპეციალური ტექნიკა

👉 90 - MLRS 

25.03.2022 12:46 რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვში პოლიკლინიკას ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაღუპულები

რუსმა დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ოსნოვიანსკის რაიონში მდებარე პოლიკლინიკას, არიან დაღუპულები და დაჭრილები, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის პოლიცია ავრცელებს. 

„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 4 დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის პოლიკლინიკას ოსნოვიანსკის რაიონში, სადაც განთავსებულია ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი. ახლოს არ არის სამხედრო ობიექტები.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

25.03.2022 12:40 უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან თითქმის 60% წარუმატებელი იყო - „როიტერი“

უკრაინაში რუსეთის მიერ გასროლილი მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების თითქმის 60%-მა არ იმუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

მედიის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, თუ რა განაპირობებს რუსული რაკეტების მარცხის მაღალ მაჩვენებელს.

აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით, სამი ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთის წარუმატებლობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იცვლებოდა და დამოკიდებული იყო გაშვებული რაკეტის ტიპზე და რომ ზოგჯერ ის შეიძლება აღემატებოდეს 50%-ს. ორმა მათგანმა თქვა, რომ მაჩვენებელმა მიაღწია 60%-ს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის საჰაერო ხომალდის საკრუიზო რაკეტებს ჰქონდათ წარუმატებლობის მაჩვენებელი 20-დან 60%-მდე.

ექსპერტების თქმით, რაკეტების გაშვების ნებისმიერი წარუმატებლობის მაჩვენებელი 20%-დან ზევით უკვე მაღალია. 

25.03.2022 17:48 პუტინი მარტო დარჩა - ლავროვი დისტანცირებას ცდილობს - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყველასგან იზოლირებული ხდება - სერგეი ლავროვიც კი პუტინისგან დისტანცირებას ცდილობს. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა უკრაინის 24-ე არხზე ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინი დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულია. რუსეთის პრეზიდენტი ურთიერთობას უახლოეს გარემოცვასთანაც კი წყვეტს. უკრაინელი სამხედრო ექსპერტის ოლეგ ჟდანოვის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კრემლის ლიდერს ორ კვირაზე მეტია არ უნახავს. 

სამხედრო ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი მხოლოდ და მხოლოდ პესკოვის იმედად დარჩა.

„ლავროვი ცდილობს, როგორმე შეინარჩუნოს კავშირები საგარეო დიპლომატიურ დონეზე, მაგრამ მე მას ვერ ვხედავ შეხვედრების სიაში. ის ცდილობს დისტანცირებას პუტინისგან, რომელსაც დიმიტრი პესკოვის გარდა აღარავინ დარჩა“, - განაცხადა ოლეგ ჟდანოვმა.

სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ დისტანცირების ინიციატივა თავად ლავროვს ეკუთვნის და ეს პროცესი 2021 წლის ბოლოს დაიწყო. ჟდანოვმა თქვა, რომ ლავროვმა ჯერ კიდევ მაშინ გადადგა ნაბიჯი უკან, როდესაც 17 დეკემბერს დასავლეთისთვის ულტიმატუმის გამოცხადებაზე უარი თქვა და ამის გაკეთება, თავის მოადგილეს დაავალა.

„და როდესაც მან უარი თქვა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელობაზე, როდესაც ულტიმატუმი განიხილებოდა, მან დაიწყო საერთაშორისო შეხვედრების გამართვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაეროს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, მან დატოვა რუსეთი“, - განაცხადა ჟდანოვმა.

25.03.2022 11:54 რუსმა ოფიცერმა რუს სამხედროებს უკრაინის მხარეს საბრძოლველად გადასვლისკენ მოუწოდა

რუსეთის თავისუფლების ლეგიონის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის, რუს სამხედროებს  მიმართა, იარაღით ხელში უკრაინის მხარეზე  გადავიდნენ. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„24 თებერვალს შევედით დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე დიქტატორი პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების შემდეგ. მივხვდი, რომ ჩვენ აქ არ მოვსულვართ კეთილი განზრახვით, აქ არავინ გველოდა ყვავილებით, არამედ პირიქით, გაგვაძევეს და ფაშისტები გვეძახეს.

ამხანაგებო, სამხედროებო, პუტინის დანაშაულებრივი ბრძანების მიხედვით, თქვენ უდიდეს შეცდომას უშვებთ. 27 თებერვალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, მე და ჩემი ასეული უკრაინის მხარეს გადავედით, რათა ნამდვილად დავიცვათ ხალხი ნაცისტებისგან. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა შეაჩეროთ სისასტიკე. ძმებო, მოგიწოდებთ გამოფხიზლდეთ: შემოუერთდით ჩვენს რიგებს“, - აცხადებს რუსი სამხედრო. 

უკრაინის მხარეს რუსი ჯარისკაცების მასობრივი გადასვლა უკრაინის დაზვერვამ ადრეც დაადასტურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში, ასევე, ათასობით უცხოელი იბრძვის აშშ-დან, ბრიტანეთიდან, დანიიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან.

25.03.2022 10:50 რუსებმა ხერსონში დეპუტატი გაიტაცეს

ხერსონში რუსებმა საოლქო საბჭოს დეპუტატი და ევროკავშირის ფრაქციის ხელმძღვანელი დმიტრი აფანასიევი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი, ევროპული სოლიდარობის ფრაქციის ხელმძღვანელი დმიტრო აფანასიევი გაიტაცეს ხერსონში. ის არის მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენი, საერთაშორისო კლასის ინსტრუქტორი, უკრაინის ტაეკვონდოს ნაკრების მწვრთნელი“, - აცხადებს  ხერსონის რეგიონალური საბჭოს დეპუტატი სერხი ხლანი.

ცნობისთვის, მანამდე დმიტრო  აფანასიევი სასტიკად სცემეს. 

25.03.2022 14:14 „ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში“ - ერდოღანი რუსულ გაზზე

თურქეთის პრეზიდენრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტიდან დაბრუნებისას,  ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თურქეთს არ შეუძლია სანქციების დაწესება რუსეთზე, მისი ენერგეტიკული საჭიროებებისა და მასთან თანამშრომლობის გამო. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს. 

ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ცალ-ცალკე გამართავს ზარებს უკრაინელ და რუს კოლეგებთან სამიტის შესაფასებლად.

ნატოს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივე მხარესთან, რის გამოც ქვეყანამ არაერთხელ შესთავაზა კონფლიქტში შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას. უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის მიმართ კრიტიკის მიუხედავად, ოფიციალური ანკარა მოსკოვის მიმართ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ვყიდულობთ ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან. ამასთან, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს აკუიის ატომურ ელექტროსადგურს რუსეთთან ერთად. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი განზე გადავდოთ", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ სიტუაციაში თურქეთი რადიკალურ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ეს ყველაფერი თურქეთის მოსახლეობისთვის ზარალის მომტანი იქნება.

„ასე რომ, ამ საკითხებთან მიმართებით ვერაფერი გაკეთდება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას.

ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი“, - დასძინა მან.

25.03.2022 10:26 ომის 30-ე დღე - საოკუპაციო ძალებმა 135 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 135 ბავშვი დაიღუპა და 184-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„25 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 135 ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 184 ბავშვი.

ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 64, ხარკოვის ოლქში - 44, დონეცკის ოლქში - 46, ჩერნიგოვის ოლქში - 34, მიკოლაივის ოლქში - 25, ზაპოროჟიეში - 26, კიევის რეგიონში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15, ხერსონის ოლქში - 15. და სუმის რეგიონი - 14“,  - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში სასტიკი ბრძოლების შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა.

24 მარტს დონეცკის ოლქის მარიინსკის რაიონის სოფელ ნოვომიხაილოვკაში რუსმა სამხედროებმა 6 და 13 წლის ბავშვები დაჭრეს.

ასევე, 24 მარტს ზაპოროჟიეს რაიონის მელიტოპოლის რაიონის სოფელ ობილნეში სამი მოზარდი - 13, 14 და 15 წლის - ნაღმზე აფეთქდა. ისინი მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია  და რეანიმაციაში.

უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 566 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა. დაზიანდა და განადგურდა 230-ზე მეტი სკოლა და 155 საბავშვო ბაღი. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაივში, სუმში, კიევში, ხერსონში, ჩერნიგოვსა და კიევში.

გარდა ამისა, ხანძრის შედეგად დაზარალდა 40-ზე მეტი ბავშვთა დაწესებულება, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

25.03.2022 12:32 ოდესისკენ რუსული ჯარების მოძრაობა შენელდა - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვა twitter-ზე წერს, რომ რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ ნიკოლაევის გვერდის ავლით ოდესისკენ სვლას, მაგრამ მათი წინსვლა ლოგისტიკური პრობლემებისა და უკრაინის წინააღმდეგობის გამო შენელებულია.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, უკრაინულმა კონტრშეტევებმა და რუსული ძალების უკანდახევამ უკრაინას საშუალება მისცა დაებრუნებინა ქალაქები და თავდაცვითი პოზიციები კიევის აღმოსავლეთით 35 კილომეტრში.

უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ძალისხმევას ჩრდილო-დასავლეთით კიევიდან გოსტომელის აეროდრომისკენ რუსული ძალების შესაჩერებლად.

 

25.03.2022 12:32 უკრაინა რუსეთთან ერთად საერთო მომავალს ააშენებს - ნარიშკინი

„უკრაინა რუსეთთან ერთად საერთო მომავალს ააშენებს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სერგეი ნარიშკინის თქმით, უკრაინა რუსეთთან ერთად ააშენებს საერთო მომავალს მაშინ, როდესაც ის გათავისუფლება ბანდეროველთა მოძრაობისგან და საზღვარგარეთის ჩარევებისგან. 

ნარიშკინის განცხადებით, რუსი და უკრაინელი ხალხის ისტორიული ერთიანობა „ჩვენი მტრების (რუსეთის) ყველაზე ძალადობრივი, ყველაზე ძლიერი ძალისხმევითაც ვერ დაიმსხვრევა“.

„ამაზრზენი ბანდეროველთა მოძრაობის ბატონობის, უკრაინაში მრავალწლიანი დაშინების მიუხედავად, იქ არის ბევრი ნიჭიერი ლიტერატურის ოსტატი, რომლებმაც შეინარჩუნეს სწორი მორალური პრინციპები“, - განაცხადა ნარიშკინმა მოსკოვში გამართულ საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე.

რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის კვლავაც რჩება ძმური კულტურის ფესვები, რომლები აუცილებლად აღმოცენდებიან, როდესაც უკრაინა დასავლეთის ჩარევებისგან გათავისუფლდება.

„ჩვენს შორის ძმური კულტურის ფესვები რჩება, რომლებიც აუცილებლად აღმოცენდებიან, აუცილებლად გაიხარებენ და მოიტანენ მდიდარ მოსავალს, როდესაც უკრაინა გათავისუფლდება საზღვარგარეთის ჩარევებისგან. შედეგი კი იქნება შემდეგი: უკრაინა რუსეთთან ერთად გადალახავს მიმდინარე განხეთქილების შედეგებს, ააშენებს ჭეშმარიტად თავისუფალს, საერთო ისტორიულ მომავალს“, - დასძინა ნარიშკინმა.

25.03.2022 10:40 ომი გაგრძელდება პუტინის დასახული მიზნების მიღწევამდე - მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ომი უკრაინაში პუტინის დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედვედევის თქმით, „სპეცოპერაცია“ უპირველეს ყოვლისა იმიტომ დაიწყო, რომ ის მიზნები, რასაც რუსეთის სახელმწიფო ისახავდა, ვერ იქნა მიღწეული დიპლომატიური გზით. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით პუტინის მიზნები ქვეყნის(უკრაინის) დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა, რის შედეგადაც უკრანია უნდა გახდეს ნეიტრალური, არ გაატაროს ანტირუსული პოლიტიკა და იყოს ნორმალური მეზობელი.

„აშკარაა, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმ მიზნების მიღწევამდე, რაც დასახული იყო ქვეყნის პრეზიდენტის მიერ. ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს: უკრაინის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფო, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი, ამიტომ, ვიდრე უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის თაობაზე შედეგები არ მიიღწევა, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს – როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ქვეყნის პრეზიდენტის მიერ“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

25.03.2022 08:38 სულ უფრო მეტი რუსი სამხედრო გადადის უკრაინის მხარეს - დაზვერვა

ოკუპანტებს შორის იზრდება მათი რიცხვი, ვინც უკრაინის მხარეს გადადის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან ბრძოლას იწყებს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა იუწყება.

„უფრო და უფრო მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე, არამედ იარაღით ხელში უკრაინის მხარეს გადადის, რათა მონაწილეობა მიიღოს პუტინის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის არმიამ ვერ აიღო კიევი და სხვა დიდი ქალაქები. მათ აქვთ სურსათისა და შეიარაღების მომარაგების პრობლემა.

ყველა ეს გარემოება დამპყრობელთა განწყობასა და მოტივაციაზე აისახება.

25.03.2022 07:49 რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ობიექტებს ორი რაკეტა მოხვდა.

სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხედრო შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

25.03.2022 03:40 რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსმა აგრესორებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სამხედრო ობიექტს რაკეტა ესროლეს, - ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობა იუწყება.

„დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელდა სარაკეტო დარტყმა სამხედრო ობიექტზე. შედეგები ზუსტდება“, - აცხადებენ სარდლობაში.

აღნიშნულია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე 1200-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული, მათგან მიზანს მხოლოდ 39%-მა მიაღწია.

25.03.2022 03:20 „რუსი სამხედროები ვერ ხედავენ, რა არის ღირსება, არ იციან რა არის სინდისი“ - ზელენსკი

„უკრაინელები და რუსები განსხვავებულ სამყაროს ეკუთვნიან, ცხოვრებისადმი განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

„სიტყვა „ომისაც“ კი რცხვენიათ, ამას „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ, თუმცა აქ მოაწყვეს ხოცვა-ჟლეტა, როგორც ნაცისტებმა გააკეთეს. ჩვენ და ისინი, ეს არის სხვადასხვა სამყარო, ეს არის განსხვავებული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. რუსი სამხედროები ვერ ხედავენ რა არის ღირსება, არ იციან რა არის სინდისი, არ ესმით, რატომ ვაფასებთ ასე თავისუფლებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25.03.2022 03:06 დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 6 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურა

დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ერთი რუსული სუ-34, ოთხი საკრუიზო რაკეტა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება

„რუსმა დამპყრობლებმა შეამცირეს საავიაციო აქტივობა უკრაინის საჰაერო სივრცეში, მაგრამ ზრდიან ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედების სიხშირეს. ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს საზენიტო რაკეტებით, ხოლო საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ხარკოვის ოლქში გაანადგურეს ერთი სუ-34 და ოთხი საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

25.03.2022 01:55 „რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა პუტინს კიევის 5 დღეში აღებას ჰპირდებოდა“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰპირდებოდა, რომ ხუთ დღეში დაიკავებდა კიევს, ორ კვირაში კი მთელ უკრაინას - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა

„ომის დაწყებამდე სამხედრო მაღალჩინოსნებმა პუტინს უთხრეს, რომ ხუთ დღეში აიღებდნენ კიევს, შემდეგ კი უკრაინაზე კონტროლს ორ კვირაში მოიპოვებდნენ. იმის გამო, რასაც ყველა უკრაინელი ახლა აკეთებს, ეს არ მომხდარა და რუსი სამხედროების შეტევა თითქმის შეჩერებულია“, - განაცხადა ნულანდმა. 

25.03.2022 01:36 დღის განმავლობაში უკრაინელებმა დონბასში 200-ზე მეტი რუსი მოკლეს და 12 ტანკი გაანადგურეს

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების 9 შეტევა მოიგერიეს, მოკლეს 200-ზე მეტი სამხედრო და გაანადგურეს 12 ტანკი. 

„მოკავშირეთა ძალების სამხედრო მოსამსახურეების დახელოვნებული მოქმედებებისა და ოსტატობის წყალობით, მიმდინარე დღის განმავლობაში მტრის 9 თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს ოკუპანტებს ზარალი მიაყენეს, კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 12 ტანკი, მტრის დაახლოებით 20 ერთეული ჯავშანტექნიკა და ცხრა საარტილერიო სისტემა. დამპყრობელთა საერთო ზარალმა 200 ადამიანს გადააჭარბა.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის ორი თვითმფრინავი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი“, - იუწყებიან უკრაინელები. 

25.03.2022 00:27 ხარკოვის რეგიონში რუსულმა ვერტმფრენმა საკუთარ სამხედროებს ესროლა - უკრაინული მედია

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში რუსული ავიაციის მოულოდნელ „დახმარებაზე“ ისაუბრა. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს. 

სოფელ მალაია როგანში რუსული ვერტმფრენი თავს დაესხა რუსული ჯარების პოზიციებს. სინეგუბოვის თქმით, ეს რუსი სამხედროები საარტილერიო იარაღითა და მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებით მუდმივად ბომბავდნენ ხარკოვს.

„დილით რუსულმა ვერტმფრენმა „ხარისხობრივად შეიმუშავა“ საკუთარი პოზიციები, გაანადგურა საოკუპაციო ძალების უზარმაზარი პერსონალი და სამხედრო ტექნიკა მალაია როგანში“, - წერს სინეგუბოვი.

24.03.2022 23:11 უკრაინელებმა სოფელი მალინოვკა გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს ზაპოროჟიეს ოლქის ჰულიაიპოლსკის რაიონის სოფელი მალინოვკა. ამის შესახებ pravda.com მალინოვკას თემის ხელმძღვანელის ვოლოდიმირ შიშას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ხუთი დიდი სოფლიდან, რომლებიც ქმნიან თემს, სამი სოფელი მთლიანად ოკუპირებულია მტრის ჯარების მიერ - ლიუბიმოვკა, ნოვოზლატოპოლი და დღემდე მტერი მალინოვკაში იმყოფებოდა. ამჟამად ჩვენი ჯარების მიერ წმენდა მიმდინარეობს, ამიტომ მალინოვკა გათავისუფლდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ შიშამ.

როგორც შიშამ აღნიშნა, საზოგადოებაში მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, ოკუპანტებმა საგზაო ბლოკები მოაწყვეს და გარშემორტყმულ სოფლებში არავის უშვებენ. შედეგად იქმნება ჰუმანიტარული პრობლემები - საკვებით, წყლით, მედიკამენტებით, პურით, ინსულინით. 

თემის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საჭიროა ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მუდმივი მოვლა და მკურნალობა ესაჭიროებათ.

24.03.2022 22:21 რუსები იძულებულნი არიან ომი 9 მაისამდე დაასრულონ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ამკვიდრებენ მოსაზრებას, რომ უკრაინასთან ომი 2022 წლის 9 მაისამდე უნდა დასრულდეს. ინფორმაციას pravda.com ავრცელებს.

„არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის მუდმივად მიმდინარეობს პროპაგანდისტული სამუშაოები, ამკვიდრებენ მოსაზრებას, რომ ომი უნდა დასრულდეს 2022 წლის 9 მაისამდე“, - ვკითხულობთ უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

გენერალური შტაბი, ასევე, აღნიშნავს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა და დემორალიზებული პერსონალისა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უარს არ ამბობს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაზე.

24.03.2022 21:59 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში ბიოლოგიურ ლაბორატორიებს ჯორჯ სოროსი და ჯო ბაიდენის შვილი აფინანსებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების დაფინანსებაში მონაწილეობას იღებს საინვესტიციო ფონდი Rosemont Seneca, რომელსაც ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი ხელმძღვანელობს. 

რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ წერს, რომ ფონდსა და პენტაგონის კონტრაქტორებს შორის არსებობს „მჭიდრო კავშირი“. სავარაუდოდ მათ კავშირი აქვთ, ასევე, კომპანია Metabiota-სთანაც, რომელიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, არის „პენტაგონის ბიოლაბორატორიების აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პენტაგონის გარდა, პროგრამის განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობენ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ჯორჯ სოროსის ფონდი და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები. სამეცნიერო ზედამხედველობას კი ახორციელებს, ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ავითარებს ბირთვულ იარაღს მანჰეტენის პროექტის ფარგლებში.

24.03.2022 21:39 შვეიცარიამ 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში შვეიცარიამ დაახლოებით 5,75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი (6,17 მილიარდი დოლარი) რუსული აქტივები გაყინა. ეს თანხა სავარაუდოდ გაიზრდება. ამის შესახებ Reuters ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლის ერვინ ბოლინგერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„დღეს, პირველად შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია გაყინული თანხების ოდენობის შესახებ. დღეისათვის დაახლოებით ეს არის 5,75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის აქტივები“, - განაცხადა ბოლინგერმა.

ეს თანხა, ძირითადად, მოიცავს მთელ რიგ ქონებას შვეიცარიის ტურისტულ კურორტებზე. სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

სხვადასხვა შეფასებით, შვეიცარიაში შესაძლოა 213 მილიარდ დოლარამდე რუსული აქტივები იყოს განთავსებული. ამავე დროს, არ არის ცნობილი, რომ შვეიცარიაში გაყინული ასობით მილიარდი რუსული ქონება სანქციებს ექვემდებარება.

24.03.2022 21:24 „რუსული ჯარების შეტევა გაიყინა, ოკუპანტებს რესურსები აკლიათ“ - არესტოვიჩი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების შეტევა უკრაინაში პრაქტიკულად შეჩერებულია, სამხრეთით კი განადგურდა ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი. ამის შესახებ არესტოვიჩმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„გვახსოვს, როგორ ცდილობდნენ ოკუპანტები კიევის აღებას სამი დღის განმავლობაში. ახლა ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია. გენერალური შტაბის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ცნობით, მტერი მრავალი მიმართულებით მოძრაობს, მას არ გააჩნია შეტევის გასაგრძელებლად რესურსი, ის პრაქტიკულად გაყინულია და აქვს პრობლემები საწვავის, საბრძოლო მასალების მომარაგებასთან და სხვა სახის მატერიალურ დახმარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა, აღნიშნა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც რუსები ახერხებენ ძალების კონცენტრირებას იზიუმი და მარიუპოლია.

„ერთადერთი ადგილი, სადაც ის აგრძელებს ძალისხმევის კონცენტრირებას, არის მიმართულება იზიუმში, მარინკასკენ და მარიუპოლისკენ“, - დასძინა არესტოვიჩმა.

24.03.2022 21:03 „სჯობს, უკრაინას ახლა აღმოუჩინოთ დახმარება იარაღით, ვიდრე შემდეგ ეძებოთ სხვა ქვეყნებისთვის, მაგალითად, საქართველოსთვის...“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის (დიდი შვიდეულის) ქვეყნებს მიმართა და მათ უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა. 

„სჯობს, უკრაინას ახლა აღმოუჩინოთ დახმარება იარაღით, რომელიც ნამდვილად გვჭირდება, ვიდრე შემდეგ ეძებოთ სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, შუა აზიის ქვეყნები. რაც უფრო მალე მოხდება ის, რასაც ვითხოვთ, მით მალე იქნება აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობა. ესაა ჩვენ ინტერესებში და ესაა თქვენს ინტერესებშიც. სიცოცხლემ უნდა დაამარცხოს სიკვდილი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

24.03.2022 20:18 რუსებმა მარიუპოლში რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აიღეს და საბრძოლო პოზიციებით აღჭურვეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედია UNIAN წერს, რომ რუსებისთვის წმინდა არაფერია. სამხედროებმა მარიუპოლში რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აიღეს და იქიდან ისვრიან. 

როგორც UNIAN წერს, წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ავრცელებდა მითს იმის შესახებ, რომ რუსები ღვთისმოსავი ხალხია. თუმცა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს „მორწმუნე“ ოკუპანტებმა აჩვენეს თავიანთი ნამდვილი ბუნება. მათთვის არაფერია წმინდა. არც ეკლესიები და ტაძრები არ არის გამონაკლისი. მაგალითად, მარტის დასაწყისში ჩერნიგოვის რაიონის სოფელ კორიუკოვკაში რუსმა ჯარისკაცებმა ეკლესია გაძარცვეს. ახლა კი გადაწყვიტეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მარიუპოლის საკათედრო ტაძარი საცეცხლე პოზიციად აქციონ. პუტინის ტერორისტებისთვის მკვლელობები ხატების წინ ნორმალურია.

„ოკუპანტებს აქვთ არამართლმადიდებლური დამოკიდებულება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმინდეების მიმართ. ამგვარად, პუტინის ურდომ მარიუპოლის ღვთისმშობლის ტაძარი დაიპყრო და ისვრის ეკლესიის ფანჯრებიდან“, - წერს აზოვის პოლკი ტელეგრამის არხზე.

24.03.2022 20:08 უკრაინელებმა ხარკოვის თავზე რუსების სუ-34 ჩამოაგდეს

აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობა წერს, რომ ხარკოვის მიმართულებით საჰაერო თავდაცვამ მტრის სუ-34 თვითმფრინავი და დრონი ჩამოაგდო.

„ისევ, საჰაერო თავდაცვას აქვს ნაყოფიერი დღე ხარკოვის მიმართულებით! მტერმა ხელიდან გაუშვა 1 უპილოტო საფრენი აპარატი და კიდევ ერთი სუ-34 გამანადგურებელი“, - წერს აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობა.

24.03.2022 19:30 უკრაინული არმია ირპენს ათავისუფლებს - ვადიმ დენისენკო

უკრაინელი სამხედროები ირპენს რუსი დამპყრობლებისგან ათავისუფლებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ ტელეგრამე დაწერა.

„ქალაქ ირპენის 80% უკვე გათავისუფლებულია, იქ პოლიცია მუშაობს“, - განაცხადა დენისენკომ.

ირპენის მერის, ალექსანდრე მარკუშინის თქმით, რუსმა ჯარებმა ირპენს გრადებიდან ესროლეს.

„დღეს რუსულმა არმიამ გრადებიდან ირპენი დაბომბა, ჩვენი დამცველებისგან ღირსეულ პასუხი იქნება“ - დასძინა მარკუშინმა.

24.03.2022 13:54 ბრიტანეთმა 59 რუსსა და 6 ბელარუსულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 59 რუსსა და 6 ბელარუსულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, საქნციათა ახალი პაკეტი მიმართულია რუსული სტრატეგიული ინდუსტრიების, ბანკებისა და ბიზნეს ელიტების მიმართ.

სანქცცირებულთა სიაში მოხვდა ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას - მათ შორისაა: „ვაგნერ ჯგუფი“, თავდაცვის სხვადასხვა კომპანიები და რუსეთის რკინიგზა.

საქნცირებული იქნება კიდევ ექვსი ბანკი, მათ შორის „ალფა“ ბანკი, რომლის თანადამფუძნებლები არიან ადრე სანქცირებული ოლიგარქები მიხეილ ფრიდმანი, პიოტრ ავენი და გერმან ხანი. ასევე სანქცირებულია ალმასის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი „ალროსა“.

„ეს ოლიგარქები, ბიზნესები და დაქირავებული ავაზაკები უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის თანამონაწილეები არიან და სწორია, რომ ისინი ამ ყველაფრისთვის საფასურს იხდიან.

პუტინს არ უნდა ჰქონდეს ილუზიები - ჩვენ გაერთიანებულები ვართ ჩვენს მოკავშირეებთან და გავაგრძელებთ რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას, რათა დავაჩქაროთ მისი წარუმატებლობა უკრაინაში.

ყველას, ვინც დღეს სანქცირებულია, დიდ ბრიტანეთში გაეყინებათ აქციები, რაც ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს არცერთ მოქალაქეს ან კომპანიას, არ შეეძლება მათთან ბიზნესსაქმიანობა. ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სანქციები დაუწესდა მოგზაურობასთან დაკავშირებით, ასევე, აეკრძალებათ მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში ან გაერთიანებული სამეფოდან.

ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა გაამარტივა წინა კანონმდებლობა, რაც დიდ ბრიტანეთს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად უპასუხოს მიმდინარე კრიზისს.

მთავრობა გააგრძელებს ზეწოლას და სანქციებს გამოიყენებს რუსეთის ეკონომიკის დეგრადაციისთვის, ისეთი მასშტაბით, რომელიც კრემლს ან რომელიმე სხვა მასშტაბურ ეკონომიკურ სივრცეს აქამდე არასდროს უნახავს“, - განაცხადა ტრასმა.

24.03.2022 12:00 „პუტინმა წითელი ხაზი გადაკვეთა“ - ბორის ჯონსონი

ბრიუსელში ნატოსა და G7-ის ქვეყნის ლიდერების შეხვედრების დაწყებამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინმა „წითელი ხაზი გადაკვეთა“, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება მასზე „ზეწოლას გააძლიერებს“. ჯონსონის თქმით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იქნება. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ეკონომიკური სანქციები. ბრიტანეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია გაძლიერდეს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერაც.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოვლინდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ახლა მთელმა მსოფლიომ იცის - უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. მათ სჯერათ თავიანთი ქვეყნის, უყვართ თავიანთი ქვეყანა. ისინი აპირებენ მის დაცვას.

ეს იყო ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით ერთი თვის წინ და ეს ყველაფერი ახლა სრულიად ნათელია. ამან შეცვალა გეოპოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ მათ. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ მათ საკუთარი თავის და მათი საყვარელი ადამიანების დაცვაში და ა.შ.

დიდი ბრიტანეთი კვლავ აგრძელებს წინსვლას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჯონსონმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ „მალე" შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ჯერჯერობით უცნობია რა სახის იქნება დაგეგმილი შეხვედრა.

24.03.2022 11:02 108 თვითმფრინავი, 530 ტანკი, 15 800 სამხედრო - რუსული არმიის დიდი დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 24 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 15 800

❗ ტანკი - 530

❗ ჯავშანტექნიკა - 1 597

❗ საარტილერიო სისტემები - 280

❗ MLRS - 82

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 47

❗ თვითმფრინავი - 108

❗ ვერტმფრენები - 124

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 1 033

❗ გემები / ნავები - 4

❗ საწვავის ავზი - 72

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 50

❗ სპეციალური აღჭურვილობა - 16

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24.03.2022 10:41 ომის დაწყებიდან დღემდე კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ვიტალი კლიჩკო

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის დედაქალაქში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

კლიჩკოს თქმით, ამ დროის მონაცემებით, 300-მდე ადამიანი საავადმყოფოში დაზიანებების გამო გადაიყვანეს და რუსული დაბომბვების შედეგად, სულ 80-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი განადგურდა.

„აგრესორების მთავარი სამიზნე დედაქალაქია“, - განაცხადა კიევის მერმა.

ომის დაწყებამდე კიევში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღეის მდგომარეობით მათი რაოდენობა განახევრებულია.

„ჩვენ გვჭირდება დახმარება, ამ ძალიან რთულ პერიოდში, ახლავე.

ყველას უკვირს რამდენად ძლიერია უკრაინული არმია, რა ძლიერები არიან უკრაინელი ჯარისკაცები, რადგან ჩვენ მსოფლიოს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის - რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ვდგავართ“, - განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინელები „ძალიან ძლიერები“ არიან, რადგან რუსი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, ისინი იბრძვიან თავიანთი შვილების, ოჯახების, ქალაქისა და მომავლის დასაცავად.

მისი თქმით, რუსეთს სურს აღადგინოს თავისი იმპერია, მაგრამ უკრაინას სურს „იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, როგორც დემოკრატიული, თანამედროვე ევროპული ქვეყანა“.

24.03.2022 07:18 მელიტოპოლის აეროდრომიდან რუსები უკრაინის ქალაქებს რაკეტებს ესვრიან - მელიტოპოლის მერი

მელიტოპოლის გარეუბანში რუსმა დამპყრობლებმა სამხედრო ბაზა ადგილობრივ სამხედრო აეროდრომთან განათავსეს - ამის შესახებ მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი იუწყება.

მისი თქმით, რუსი მელიტოპოლის აეროდრომიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რაკეტებს ისვრიან.

„ოკუპანტები თავიანთ სამხედრო ბაზას აშენებენ ჩვენს ქალაქში საჰაერო ქალაქის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიიდან უკრაინის სხვა ქალაქების მიმართულებით რაკეტებს ისვრიან. ისინი მელიტოპოლის მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ“, - აცხადებს ფედოროვი. 

24.03.2022 06:08 „ბელარუსის არმია მზად არ არის და არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა“ - დმიტრო კულება

„კიევმა ნათლად განუცხადა ბელორუსულ მხარეს, რომ თუ მათი შეიარაღებული ძალები შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე და დაიწყებენ საომარ მოქმედებებს, ისინი განადგურდებიან დაუნდობლად, როგორც რუსული ჯარები“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ბელორუსულ მხარეს ძალიან მარტივად და გარკვევით ვუთხარით, რომ თუ მათი შეიარაღებული ძალები შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე და დაიწყებენ რაიმე საომარ მოქმედებებს აქ, ისინი დაუნდობლად განადგურდებიან, ისევე როგორც რუსული არმია ნადგურდება და ვფიქრობ, ბოლო, რაც ბელორუსებს უნდა აინტერესებდეს, არის ის, რომ მათი შვილები, ძმები და ქმრები აქ პუტინისა და ლუკაშენკოს რაღაც აბსურდული იდეების გამო დაიღუპონ“, - განაცხადა კულებამ.

24.03.2022 04:00 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 7 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

„23 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ რუსების 7 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდო“, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

„23 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა გაანადგურეს რუსი ოკუპანტების 11 საჰაერო სამიზნე. კერძოდ, ჩამოაგდეს 7 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი, გარდა ამისა, განადგურდა 2 საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

24.03.2022 03:21 უკრაინელმა სამხედროებმა რუსებს კიევიდან კიდევ უფრო უკან დაახევინეს

გასული დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსული ძალებს კიევიდან კიდევ უფრო უკან დაახევინა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსებმა კიევის აღმოსავლეთით კიდევ 25-35 კმ-ით უკან დაიხიეს.

„რუსული ძალები კიევის ცენტრიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 55 კილომეტრში არიან, რაც 25-35 კილომეტრით მეტია გუშინდელთან შედარებით“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამავდროულად, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რუსული არმია დონბასში კიდევ უფრო გააქტიურდა და მის დასავლეთ ნაწილში ფეხის მოკიდებას ცდილობს.

24.03.2022 01:06 უკრაინელმა მედესანტეებმა მოკლეს რუსი დივერსანტები, რომლებიც სამოქალაქო მანქანებით გადაადგილდებოდნენ 

ქალაქ ლვივის მედესანტეებმა მოკლეს რუსი დივერსანტები, რომლებიც სამოქალაქო მანქანებით გადაადგილდებოდნენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ნაწილი იუწყება

„უკრაინის ერთ-ერთ რეგიონში 80-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ნაწილებმა წარმატებით გაანადგურეს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. რუსი დივერსანტები იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო ტრანსპორტს დივერსიებისა და პროვოკაციების განსახორციელებლად, თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ რუსების დივერსანტების გამოვლენისა და განეიტრალების პროცესს შეუერთდნენ. 

23.03.2022 18:38 დანაშაული კაცობრიობის წინაშე - რუსეთმა ირპენში ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა

22 მარტის ღამეს რუსებმა კიევის რეგიონში, ირპენის თავზე, ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ამის შესახებ ირპენის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა  ტელეგრამზე დაწერა. ინფორმაციას UKRINFORM ავრცელებს.

„გუშინ, 22 მარტს, გვიან საღამოს, რუსმა დამპყრობლებმა გამოიყენეს აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალები კიევის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში. განადგურების სავარაუდო ზონაა გოსტომელ-ირპინი“, - წერს მარკუშინი.

მარკუშინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთი იარაღის გამოყენება არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევა.

23.03.2022 00:58 საფრანგეთი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არსებობს

„უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არსებობს“, -  ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესაუბრა თავის რუს და უკრაინელ კოლეგებს.

„ამ დროისთვის შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ პრეზიდენტი [მაკრონი] დარწმუნებულია, რომ საჭიროა მისი ძალისხმევის გაგრძელება. სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისა რუსეთსა და უკრაინას შორის“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.

23.03.2022 00:27 რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან - პენტაგონი

​აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან​.

„სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობას ემატება რუსულ ძალებს შორის საკვებისა და საწვავის დეფიციტი“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს ლოგისტიკის და მდგრადობის პრობლემები. 

„რუს ჯარისკაცებს აქვთ აღჭურვილობის პრობლემა. გვაქვს ინდიკატორები, დავასკვნათ, რომ ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიყვანეს, რადგან გაიყინენ“, - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

​აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსებს, ასევე, აქვთ სარდლობის პრობლემებიც, რაც ართულებს მათ შორის კომუნიკაციას. 

23.03.2022 12:24 „რუსები ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინული ჯარები აღმოსავლეთით“ - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსი დამპყრობლები აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას ცდილობენ.

„რუსული ჯარები ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინული ჯარები აღმოსავლეთით, როდესაც ისინი წინ მიიწევენ ჩრდილოეთით ხარკოვიდან და სამხრეთით მარიუპოლიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ ნიკოლაევის გვერდის ავლით, ოდესაში დასავლეთისკენ გადაადგილებას.

23.03.2022 12:49 სერგეი შოიგუ გაუჩინარდა - რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ საზოგადოებაში გამოჩენა 11 მარტიდან შეწყვიტა, ის 12 დღეა არავის უნახავს, - ამის შესახებ რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები იტყობინებიან.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ შოიგუმ საზოგადოებაში გამოჩენა 11 მარტიდან შეწყვიტა.

შოიგუ, როგორც წესი, ძალიან აქტიურია მედიაში. თავდაცვის სამინისტროში მისი მოსვლისთანავე პრესსამსახურის პერსონალი მკვეთრად გაიზარდა.

სააგენტო იტყობინება, რომ 11 მარტამდე შოიგუ თითქმის ყოველდღე ჩნდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში.

„შოიგუს ჯანმრთელობის,  გულის პრობლემები აქვს“, - განუცხადა სააგენტოს მინისტრის ახლობელმა.

23.03.2022 13:25 ხერსონის რეგიონალური დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი გაიტაცეს

რუსმა აგრესორებმა გაიტაცეს ხერსონის რეგიონალური დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „მელპომენე ტავრიის“ პრეზიდენტი, ევრაზიის თეატრალური ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე კნიგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ოლეშკოვის მერზე ევგენ რიშჩუკმაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

„დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჩვენი ხერსონის დრამატული თეატრის დირექტორი ალექსანდრე კნიგა გაიტაცეს“, - განაცხადა რიშჩუკმა.

რიშჩუკის თქმით, ალექსანდრე კნიგა ოლეშოკის მკვიდრია და რუსმა აგრესორებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

რიშჩუკის თქმით, რუსი აგრესორები სულ უფრო მეტ ადამიანს იტაცებენ. თუმცა, ამან პანიკა არ უნდა გამოიწვიოს. 

23.03.2022 13:36 ვლადიმერ პუტინმა ჩერნიგოვზე სპეციალური ფსონი დადო - ანტონ გერაშჩენკო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნიგოვზე სპეციალური ფსონი დადო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

„მარიუპოლში ოკუპანტებმა შეგნებულად შექმნეს ისეთი პირობები, რომ უკრაინელები ქვეყნიდან ვერ გასულიყვნენ, სამაგიეროდ ისინი მიჰყავთ რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამბობენ, ვითომ უკრაინელებს ეს უხარიათ. უკრაინის ტერიტორიებიდან გაძევებულ უკრაინელებს შეუძლიათ დაბრუნდნენ სხვა ქვეყნების გავლით“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

გერაშჩენკოს თქმით, ჩერნიგოვში  საგანგაშო სიტუაციაა.

„დამპყრობლებმა ღამით დესნაზე ხიდი დააზიანეს. არსებობს ინფორმაცია, რომ მტერმა დაიწყო იქ მძიმე ტექნიკის გამოყენება. სავარაუდოა, რომ პუტინმა სპეციალური ფსონი დადო ამ ქალაქზე“, - აღნიშნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

ამავდროულად, გერაშჩენკო ირწმუნება, რომ დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების საფრთხე თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა.

„პუტინის გეგმები დივერსანტების გამოყენების შესახებ არ განხორციელებულა, ყველა დივერსიული ჯგუფი განადგურდა“, - დასძინა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

23.03.2022 13:50 ომში მონაწილეობისთვის ბელორუსებს ფულს და რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლებას სთავაზობენ - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის ომში მონაწილეობისთვის ბელორუსებს სთავაზობენ ხელფასს თვეში 1000-1500 დოლარს, ასევე, შეღავათებს რუსეთის  სამხედრო უნივერსიტეტებში სწავლისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„რუსული სპეცსამსახურები სწავლობენ ბელორუსის სამხედრო მოსამსახურეების მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ ბელორუსი სამხედროები მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ომში.

ბელორუსებს სთავაზობენ თვეში 1000-1500 დოლარს „სპეციალური დავალებისთვის“. გარდა ამისა - შეღავათიანი სწავლება რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტებში (მაგალითად, რიაზანის საჰაერო სადესანტო სამეთაურო სკოლა)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ასეთი შემთხვევები უკრაინულმა დაზვერვამ დააფიქსირა ბელორუსის შეიარაღებული ძალების 103-ე საჰაერო სადესანტო დივიზიისა და გომელის სასაზღვრო ჯგუფში.

23.03.2022 00:16 თურქეთი გემებს შავ ზღვაში მცურავი ნაღმების არსებობის შესახებ აფრთხილებს

თურქეთი შავ ზღვაში შემოსულ გემებს რუსული არმიის მიერ განთავსებული ნაღმების თაობაზე აფრთხილებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

საზღვაო ნაღმები კერძოდ, ოდესასთან, ოჩაკოვთან, ჩერნომორსკთან და იუჟნისთან არის განთავსებული.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გემებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან ტერიტორიაზე და აღმოაჩინეს ნაღმები, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს და მიუთითონ მათი მდებარეობა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  საზღვაო ნაღმები ოდესიდან ბოსფორამდეა განთავსებული. ნაღმების არსებობას რუსეთიც ადასტურებს, თუმცა მის განთავსებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

22.03.2022 10:39 🎥რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებას

კრამატორსკში  რუსი დამპყრობლების მიერ ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბილოშიცკიმ განაცხადა.

ჭურვისგან პირდაპირი დაზიანებების საშიშროების გარდა, თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა იწვევს შინაგანი ორგანოების დამწვრობას ორთქლის ჩასუნთქვის გამო. 

„აკრძალვები და კონვენციები ცივილიზებული სამყაროსთვისაა და ორკები მოვიდნენ გასათავისუფლებლად.  მათ მხოლოდ ასე იციან როგორ „გაათავისუფლონ“,- აღნიშნა ბილოშიცკიმ.

თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღი აკრძალულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით სამხედრო მიზნებისთვის, რომლებიც მდებარეობს დასახლებულ პუნქტებში ან მის მახლობლად.

22.03.2022 11:33 რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 117 უკრაინელი ბავშვი მოკლეს - უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 117 ბავშვი დაიღუპა და 155-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„2022 წლის 22 მარტის დილის მდგომარეობით 117 ბავშვი დაიღუპა და 155-ზე მეტი დაშავდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევში - 58, ხარკოვში - 40, ჩერნიგოვში - 31, დონეცკში - 30, მიკოლაევში - 24, კიევში - 16, ჟიტომირში - 15, ხერსონში - 15 და სუმის - 14 ოლქებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ 2022 წლის 21 მარტს ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ბავშვების საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გუხსენს. ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 548 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 72 მთლიანად განადგურდა.

ყველაზე მეტად დაზიანდა დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში. ასევე, განადგურდა 40-ზე მეტი ბავშვთა დაწესებულება, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.

22.03.2022 12:33 უკრაინელებმა რუსი ვიცე-პოლკოვნიკი დაატყვევეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ოლეგოვიჩ კოშელი ტყვედ აიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ახალი ტყვე, ალექსანდრე ოლეგოვიჩ კოშელი, რუსული არმიის 47084 სამხედრო ნაწილის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ჯგუფის უფროსი. სამხედრო წოდება - ლეიტენანტი პოლკოვნიკი. ის აიყვანეს რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ქვედანაყოფთან შეტაკების დროს“, - აცხადებს  იაროსლავ გალასი.

ვიცე-პოლკოვნიკ კოშელს  ეცვა სამხედრო ფორმა წარწერით „უკრაინის შეიარაღებული ძალები“.

22.03.2022 13:30 განადგურებულია 15 300-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 556 ჯავშანტექნიკა, 509 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.  მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 22 მარტამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა  დაკარგეს: 👇

👉15 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 99 - თვითმფრინავი

👉 123 - ვერტმფრენები

👉 509 - ტანკი

👉 1 556 - საბრძოლო ჯავშანმანქანები

👉 252 - საარტილერიო სისტემა

👉 80 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 45 - საჰაერო თავდაცვის საშუალება

👉 70 - საწვავის ავზი

👉 35 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

👉 3 - გემები / ნავები

👉 1000 - მანქანა

👉 15 - სპეციალური ტექნიკა 

👉 80 - MLRS 

22.03.2022 14:30 ხარკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამპყრობლების კოლონა გაანადგურეს

ხარკოვის რაიონში, ქალაქ იზიუმთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამარცხეს დამპყრობლების კოლონა, ხოლო სოფელ ნოვაია ვოდოლაგასთან ახლოს ჩამოაგდეს საკრუიზო რაკეტა, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„უკრაინულმა არმიამ გაანადგურა ოკუპანტების კოლონა, ისინი უბრალოდ გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, დატოვეს ტექნიკა. ასევე, ნოვაია ვოდოლაგას რაიონში ჩამოაგდეს დამპყრობლების საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, სახელმწიფო და ადმინისტრაცია ცდილობს  იმ თემებს, რომლებსაც  ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება სწრაფად მიაწოდონ.

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ დერეფნებს: პრეზიდენტის აპარატთან, ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკთან ერთად ვმუშაობთ ახალ ჰუმანიტარულ მარშრუტებზე. ჩვენ მოვამზადეთ საევაკუაციო ავტობუსები და ჰუმანიტარული დახმარება“, - აღნიშნავს  ოლეგ სინეგუბოვი.

22.03.2022 14:57 როდის დასრულდება უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები? - არესტოვიჩის განმარტება

უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები რუს ოკუპანტებთან, შესაძლოა, ორ-სამ კვირაში დასრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. 

მისი თქმით, აქტიური საომარი მოქმედებები შესაძლოა, მალე დასრულდეს, რადგან მტერს არაფერი ექნება საბრძოლველად, ეს კი მტრის ძალების ეფექტურობის შესუსტებას უკავშირდება.

„ისინი ძალიან სწრაფად ამოწურავენ საკუთარ ძალებს. ორ-სამ კვირაში აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდება, რადგან არაფერი ექნება მტერს. სამ კვირაში იქნება „ოპერაციული პაუზა“. და იმ ადგილებში, სადაც მტერი დგას, ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება მათი განადგურება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

22.03.2022 16:15 „ნუ იქნებით მკვლელების კურორტი“ - ვოლოდიმერ ზელენსკი იტალიის პარლამენტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს სიტყვით მიმართა და მათ მოუწოდა: „არ გახდნენ მკვლელების კურორტი“.

ზელენსკიმ იტალიელებს, რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. 

„თქვენ კარგად იცნობთ ჩვენს ხალხს, რომლებსაც არასდროს სურდათ ბრძოლა, ისინი ისეთივე ევროპელები არიან, როგორც თქვენ. თქვენ იცით, ვინ მოიტანა ომი უკრაინაში. თქვენ აშკარად იცნობთ მათ, ვინც ბრძანებს მკვლელობას და მათ, ვინც პროპაგანდას აკეთებს, თითქმის ყველა იტალიას დასასვენებლად იყენებს. ნუ გახდებით საკურორტო ადგილი მკვლელებისთვის.

დაბლოკეთ ყველა უძრავი ქონება, ანგარიშები, იახტები, დაბლოკეთ ყველა, ვისაც რუსეთში რაიმე გავლენა აქვს. მხარი დაუჭირეთ სანქციების უმეტესობას რუსეთის წინააღმდეგ: ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესებით დაწყებული, თქვენს პორტებში რუსული გემების შემოსვლის აკრძალვით დამთავრებული. სასანქციო რეჟიმში არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი გამონაკლისი“, - აცხადებს ზელენსკი.

მან იტალიელებს მოუწოდა დაეხმარონ უკრაინას, რადგან ახლა უფრო, ვიდრე ოდესმე არის საჭირო მშვიდობის უზრუნველყოფა.

„უკრაინა რუსული არმიისთვის არის კარიბჭე ევროპაში. მათ შემოჭრა უნდათ, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა გაუვიდეთ. უკრაინელები იყვნენ პირველები, ვინც დაგეხმარათ, როცა კოვიდპანდემიის  რთულ ფაზაში იყავით და ეს გჭირდებოდათ. გამოგიგზავნეთ ჩვენი ექიმები“, - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი. 

22.03.2022 19:10 კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა

ამერიკელი ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი კიევის მახლობლად ფრონტის ხაზზე გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

უკრაინულ მედიას აღნიშნულის შესახებ, მაქსიმ ლევინის მეგობარმა, მარკიან ლისეიკომ შეატყობინა.

„ცნობილი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, კიევთან ახლოს გაუჩინარდა ჟურნალისტი 13 მარტს ბრძოლების გადასაღებად საკუთარი მანქანით წავიდა. მან მანქანა სოფელ ჰუტა მეჟიჰირსკასთან დატოვა და სოფელ მოშჩუნისკენ წავიდა. ფოტორეპორტიორის ტელეფონიდან შეტყობინება 11:23 საათზე შევიდა, რის შემდეგაც არ გამოჩენილა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ის სამუშაოს ასრულებდა, ინტენსიური თავდასხმები დაიწყო“, - წერია განცხადებაში.

მაქსიმ ლევინი ფოტოკორესპონდენტად და დოკუმენტურ ფოტოგრაფად მუშაობს, თანამშრომლობდა ბევრ უკრაინულ და საერთაშორისო მედიასთან.

22.03.2022 19:43 რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ამინდის მონაცემები უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმისთვის

რუსული სააგენტოები აგრძელებენ დასავლური ამინდის მეტეოროლოგიური მონაცემების მიღებას. ექსპერტების აზრით, ეს მონაცემები, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმის დასაგეგმად. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ადრე გააფრთხილეს, რომ მოსკოვი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას გეგმავს. თუმცა, ამინდის მონაცემები ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, ეცნობება რუსულ სააგენტოებს. ეს მოიცავს ქარის, მზის სინათლის, ნალექის და სხვა ფაქტორების სიჩქარის და მიმართულების გაზომვას, რომლებიც შეიძლება, გადამწყვეტი იყოს ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენებით თავდასხმის დაგეგმვისას.

ამინდის მონაცემები  მნიშვნელოვანია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისას.

მეტეოროლოგიური თანამგზავრების ექსპლუატაციის მთავრობათაშორისი ევროპული ორგანიზაცია (EUMETSAT), რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ამბობს, რომ აგრძელებს რუსული ორგანიზაციებისთვის მონაცემების მიწოდებას.

მეტეოროლოგიური თანამგზავრების ექსპლუატაციის მთავრობათაშორისი ევროპული ორგანიზაცია, მართავს ტექნიკურ ინფრასტრუქტურას.

მეტეოროლოგიური თანამგზავრების ექსპლუატაციის მთავრობათაშორისი ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაციამ ევროკომისიის მითითებით შეწყვიტა ევროკავშირის თანამგზავრებიდან მონაცემების გაგზავნა რუსეთსა და ბელორუსიაში, მაგრამ იგი აგრძელებს ინფორმაციის გადაცემას ამ ორ ქვეყანაზე სხვა ევროპული თანამგზავრებიდან.

ორგანიზაციის ცნობით, წევრი სახელმწიფოების სპეციალურმა საბჭომ უნდა განიხილოს, გააგრძელებს თუ არა მონაცემების მიწოდებას.

22.03.2022 20:44 სარაკეტო დარტყმა პავლოგრადზე - არის მსხვერპლი

დნეპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადში, სარაკეტო დარტყმის შედეგად რკინიგზის სადგური განადგურდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. 

„სარაკეტო დარტყმა პავლოგრადში. განადგურდა რკინიგზის სადგური პავლოგრადი-2. დანგრეულია სარკინიგზო ხაზი და ლიანდაგები. 15 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა ერთი ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სადგურზე მოძრაობა გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.

22.03.2022 21:13 მარიუპოლის ბლოკადას გენერალი მიხაილ მიზინცევი ხელმძღვანელობს - გერაშჩენკო

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის ბლოკადას პუტინის არმიის გენერალი მიხაილ მიზინცევი ხელმძღვანელობს. სწორედ მან გასცა ბრძანება დაებომბათ დრამატული თეატრი და სამშობიარო, სადაც იმ დროს მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.

გერაშჩენკოს თქმით, მიზინცევი პუტინის ფავორიტია. ის ადრე ხელმძღვანელობდა ოპერაციას სირიაში.

„გასცა ბრძანება სამშობიარო სახლის, ბავშვთა სახლის, დრამატული თეატრისა და სამოქალაქო სახლების დაბომბვის შესახებ. ის ანგრევს მარიუპოლს, როგორც ადრე ანადგურებდა სირიის ქალაქებს“, - აცხადებს გერაშჩენკო.

22.03.2022 21:23 ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ სიმართლეს იმ ბარბაროსობის და ველურობის შესახებ, რომელსაც რუსეთი სჩადის უკრაინაში - ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიისა და ირლანდიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა.

„გაიმართა დიალოგი უკრაინის რამდენიმე ქალაქის მერსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.  კერძოდ, საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიისა და ირლანდიის. ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ სიმართლეს ბარბაროსობისა და ველურობის შესახებ, რომელსაც რუსეთი სჩადის უკრაინისა და უკრაინელების განადგურებით“, - განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გაზარდონ.

„ხაზგასმით ვუთხარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი ქალაქებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძვით იმ ღირებულებებისა და ძირითადი პრინციპებისთვის, რომლებსაც რუსეთი არღვევს. პუტინის „მადა“ და გეგმები შეიძლება, არ შემოიფარგლოს მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოთი, არამედ გავრცელდეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც და ეს ევროპელებმა უნდა გაიგონ! ამიტომ, საუბარია რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე. აგრესორის შეჩერება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების ერთობლივი და გაბედული ძალისხმევით შეიძლება. იმიტომ, რომ რუსეთი დაემუქრა მთელ ცივილიზებულ სამყაროს“, - აცხადებს კიევის მერი. 

22.03.2022 22:52 საჰაერო დარტყმა ობოლონზე - ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

ობოლონსკის რაიონში რუსი დამპყრობლების დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ობოლონზე დარტყმა: ხანძარი გაჩნდა 2 კორპუსში, ასევე, ცეცხლი გაუჩნდა 1 მანქანას. თავდასხმისას  დაიღუპა ერთი ადამიანი და სამი დაიჭრა. ერთი რაკეტა დნეპერში ჩავარდა, არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაციამ, ასევე, აღნიშნა, რომ კიევში წინააღმდეგობის მთელი 27 დღის განმავლობაში დაზიანდა 72 მაღალსართულიანი შენობა, 6 კერძო სახლი, 11 სკოლა და 5 საბავშვო ბაღი. ქალაქში მტრის 162 დივერსანტი დააკავეს.

„კიევის მცხოვრებლებს ვთხოვთ,  არ გადაიღონ სამხედრო ობიექტები, აღჭურვილობა და დაბომბვის შედეგები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

22.03.2022 23:07 „უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის მტაცებლური გზის მხოლოდ დასაწყისია“ - პოდოლიაკი

„უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის მტაცებლური გზის მხოლოდ დასაწყისია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა  „ტვიტერი“ გვერდზე დაწერა. 

„დროა ევროპამ გაიაზროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის მტაცებლური გზის მხოლოდ დასაწყისია. რუსულმა პროპაგანდამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რატომ უნდა დააჩოქოს ახლა ევროპა. ანალოგიურად, რუსული პროპაგანდა უკრაინის განადგურების აუცილებლობაზე საუბრობს. დასკვნები ძალიან აშკარაა“, - წერს მიხაილ პოდოლიაკი.

23.03.2022 13:38 მაკაროვთან რუსმა სამხედრომ თავის მეთაურს ტანკით გადაუარა - უკრაინული მედია

კიევის ოლქის მაკაროვის რაიონში რუსმა დამპყრობელმა ტანკით გადაუარა თავის მეთაურს, პოლკოვნიკ იური მედვედევს. ამის შესახებ უკრაინული მედია რომან ციმბალიუკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„37-ე მოტომსროლელი ბრიგადის სატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი იური მედვედევი მეგობრებისა და კოლეგების სიკვდილში დაადანაშაულა. ბრძოლის დროს ხელსაყრელ მომენტში სამხედრომ გვერდით მდგარ ტანკის მეთაურს გადაუარა, ორივე ფეხი დაუზიანა. ახლა პოლკოვნიკი მედვედევი ბელორუსის საავადმყოფოშია და ელოდება ფულად კომპენსაციას საბრძოლო ჭრილობებისთვის“ - წერს ციმბალიუკი.

ციმბალიუკმა, ასევე, დაწერა, რომ 37-ე მოტორიზებული ბრიგადამ 1500-ზე მეტი სამხედროდან ბრძოლებში ნახევარი დაკარგა.

„37-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადამ მაკაროვის რაიონში (კიევის რეგიონი) ბრძოლების დროს 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურედან დაკარგა პერსონალის დაახლოებით 50%“,- წერს ციმბალიუკი.

23.03.2022 12:38 „თუ არ გინდათ, სიზმარში მოკლული ბავშვები ნახოთ, გააკეთეთ ეს ოთხი რამ“ - პოდოლიაკი დასავლეთს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მოუწოდებს დასავლეთს, დაეხმარონ უკრაინის არმიის შეიარაღებას და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი twitter-ზე წერს. 

კერძოდ, პრეზიდენტის აპარატი დასავლეთის მხრიდან გადასადგმელ ოთხ ნაბიჯზე საუბრობს. პოდოლიაკი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას დაეხმარონ თანამედროვე საჰაერო თავდაცვით, საკრუიზო რაკეტებით. ასევე, დააწესონ ნავთობის მკაცრი ემბარგო და რუსული გემებისთვის ყველა პორტი დახურონ.

„ძვირფასო პარტნიორებო! არ გინდათ, სიზმარში მოკლული უკრაინელი ბავშვების თვალები ნახოთ და მარიუპოლის წვა იგრძნოთ? ამისთვის საჭიროა მხოლოდ ოთხი ნაბიჯი: თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თუ ცას ვერ დახურავთ; საკრუიზო რაკეტები, ნავთობის მკაცრი ემბარგო და რუსული გემებისთვის პორტების სრული დახურვა“, - ვკითხულობთ პოდოლიაკის ტვიტში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მილიონობით ადამიანის გადასარჩენად საკმარისია ერთი ადამიანის შეჩერება. ზელენსკი, რა თქმა უნდა, პუტინს გულისხმობდა.

 

23.03.2022 12:07 15 600 რუსი სამხედრო, 1 578 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 23 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე). 

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 15 600

❗ ტანკი - 517

❗ ჯავშანტექნიკა - 1 578

❗ საარტილერიო სისტემები - 267

❗ MLRS - 80

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 47

❗ თვითმფრინავი - 101

❗ ვერტმფრენები - 124

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 1 008

❗ გემები / ნავები - 4

❗ საწვავის ავზი - 70

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 42

❗ სპეციალური აღჭურვილობა - 15

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

23.03.2022 12:04 „ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა: ვის ვესაუბრებით - კიევს თუ ვაშინგტონს?“ - ზახაროვა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს არსებულ სირთულეებსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. ზახაროვას თქმით, უკრაინა მოლაპარაკებების დროს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ნაცვლად, შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ დოკუმენტებითა და  დავალებებით ხელმძღვანელობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ზახაროვამ უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებისას არსებულ სირთულეებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია შეიქმნა იმის გამო, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესისას არა უკრაინის, არამედ შეერთებული შტატების ინტერესებით მოქმედებდა და მოქმედებს.

„კიევის რეჟიმთან დიალოგის გამართვა დღემდე არ იყო იოლი...

პრობლემა ის იყო და არის, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლები მთელი ამ წლების მანძილზე და ბოლო რვა წელზეც კი არ ვსაუბრობთ, არ აწარმოებენ დიალოგს.

ისინი არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას...

მათ არასოდეს ჩაუტარებიათ ეს მოლაპარაკებები თავად.

მათი პოზიციის გამომხატველი ყოველთვის იყო „სახელმძღვანელოები“ და დოკუმენტები, რომლებსაც ამზადებდა და ამზადებს შეერთებული შტატები“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, უკრაინის წარმომადგენლებს არასდროს უცდიათ ემოქმედათ უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„მხოლოდ იმ თემებისა და იდეოლოგიების შესახებ იყო საუბარი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის წარმომადგენლების მეშვეობით ავრცელებდა

ანუ ისინი იყვნენ არა კიევის, არამედ შეერთებული შტატების წარმომადგენლები, რომლებიც კიევის რეჟიმის ნიღაბს ატარებენ. 

ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა: ვის ვესაუბრებით - კიევს თუ ვაშინგტონს?“, - დასძინა ზახაროვამ.

23.03.2022 10:29 „პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში“ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინის გვერდით დგას და ის აუცილებლად გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს. ამასთან, ბაიდენმა დაადასტურა, რომ ის ევროპაში ვიზიტს აპირებს. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბაიდენის თქმით, მისი ევროპაში ვიზიტი უკრაინის მხარდასაჭერად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ის შეხვდება მოკავშირეებს, რათა დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დააკისროს.

ბაიდენი ჯერ ბელგიას, შემდეგ კი პოლონეთს ეწვევა.

„ხვალ მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი ომი წამოიწყო.

ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც ნატოს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს შევხვდები, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ.

შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში.

პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში.

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს“, – აცხადებს ბაიდენი.

 

23.03.2022 10:08 საზღვაო ქვეითების მეთაური, რომელსაც ოდესა შტურმით უნდა აეღო, გაანადგურეს

უკრაინაში რუსების საზღვაო ქვეითთა ​​ბრიგადის მეთაური გაანადგურეს. ამის შესახებ Rbc-ukraine ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერის სერგეი ბრაჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მას და მის შენაერთს დავალება ჰქონდათ, რომ ოდესა მალე შტურმით უნდა აეღოთ. გარდა ამისა, მანამდე, უკრაინელებმა გაანადგურეს რუსი საზღვაო ქვეითები ნიკოლაევთან და მარიუპოლთან, რომლებიც ოდესაზე თავდასხმას ცდილობდნენ

23.03.2022 09:51 რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და თბილი ტანსაცმლის დეფიციტი აქვთ - პენტაგონი

პენტაგონის განცხადებით, რუსი სამხედროები კვლავ განიცდიან საწვავის დეფიციტს, რასაც საკვებისა და თბილი ტანსაცმლის არ ქონა დაემატა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ისაუბრა.

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში შეჭრილ რუს ჯარებს არ გააჩნიათ საბრძოლო მასალა, რაც დამატებითი პრობლემაა საწვავის და სურსათის დეფიციტის ფონზე.

„ჩვენ უკვე ვხედავთ  პრობლემებს მარაგთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ერთი თვეა მიმდინარეობს „ისეთი მასშტაბის ოპერაცია, რომელიც რუსებს არასოდეს ჩაუტარებიათ“, მათ უკვე სასწრაფოდ სჭირდებათ საბრძოლო მასალისა და მარაგის შევსება. თუმცა, აგრესორებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მათ უკვე ჰქონდათ პრობლემები ლოგისტიკასთან დაკავშირებით.

„27-ე დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მათ კვლავ აქვთ პრობლემები საწვავთან, საკვებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში რუსული ხომალდებიც კი განიცდიან საწვავის დეფიციტს.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ გარკვეული ნიშნები იმისა, რომ რუს სამხედროებს თბილი ტანსაცმელი არ აქვთ“, - დასძინა კირბიმ.

პენტაგონის სპიკერმა, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმაში პუტინმა ჩართო ყველა არსებული ბატალიონისა და ტაქტიკური ჯგუფის დაახლოებით 75%.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე, თქვა, რომ სამშაბათის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში 1100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამასთან დაკავშირებით, პენტაგონის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები „არა მხოლოდ კარგად იცავენ“ საკუთარ ქვეყანას, არამედ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასაც ახერხებენ.

23.03.2022 09:51 რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და თბილი ტანსაცმლის დეფიციტი აქვთ - პენტაგონი

პენტაგონის განცხადებით, რუსი სამხედროები კვლავ განიცდიან საწვავის დეფიციტს, რასაც საკვებისა და თბილი ტანსაცმლის არ ქონა დაემატა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ისაუბრა.

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში შეჭრილ რუს ჯარებს არ გააჩნიათ საბრძოლო მასალა, რაც დამატებითი პრობლემაა საწვავის და სურსათის დეფიციტის ფონზე.

„ჩვენ უკვე ვხედავთ  პრობლემებს მარაგთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ერთი თვეა მიმდინარეობს „ისეთი მასშტაბის ოპერაცია, რომელიც რუსებს არასოდეს ჩაუტარებიათ“, მათ უკვე სასწრაფოდ სჭირდებათ საბრძოლო მასალისა და მარაგის შევსება. თუმცა, აგრესორებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მათ უკვე ჰქონდათ პრობლემები ლოგისტიკასთან დაკავშირებით.

„27-ე დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მათ კვლავ აქვთ პრობლემები საწვავთან, საკვებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში რუსული ხომალდებიც კი განიცდიან საწვავის დეფიციტს.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ გარკვეული ნიშნები იმისა, რომ რუს სამხედროებს თბილი ტანსაცმელი არ აქვთ“, - დასძინა კირბიმ.

პენტაგონის სპიკერმა, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმაში პუტინმა ჩართო ყველა არსებული ბატალიონისა და ტაქტიკური ჯგუფის დაახლოებით 75%.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე, თქვა, რომ სამშაბათის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში 1100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამასთან დაკავშირებით, პენტაგონის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები „არა მხოლოდ კარგად იცავენ“ საკუთარ ქვეყანას, არამედ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასაც ახერხებენ.

23.03.2022 07:44 რუსებმა ჩერნობაევკას აეროდრომიდან თავისი თვითმფრინავების უმეტესი ნაწილი გაიყვანეს

ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსეთის არმიამ თავისი თვითმფრინავების უმეტესი ნაწილი ხერსონის მახლობლად მდებარე აეროდრომიდან გაიყვანა.

უკრაინელების აზრით, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთის შეტევა ამ მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ჩერნობაევკას მახლობლად აეროდრომი რუსული საოკუპაციო არმიისთვის სტრატეგიული პუნქტია. იქ ოკუპანტები უამრავ აღჭურვილობასა და რესურსს აკონცენტრირებენ, რის გამოც ისინი მუდმივად ხდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე.

23.03.2022 05:55 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 6 რუსული თვითმფრინავი და 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 6 რუსული თვითმფრინავი და 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

„საჰაერო თავდაცვა არ შეჩერებულა მტერს მნიშვნელოვანი საჰაერო დანაკარგი მიაყენა. მტრის ორი საკრუიზო რაკეტა. საერთო ჯამში, 22 მარტის დღისთვის ოკუპანტების დანაკარგები ასეთია: ექვსი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი, ხუთი საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

23.03.2022 05:28 სუმის ოლქში რუსები მოქალაქეებს დაღუპულების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ - დმიტრო ჟივიცკი

სუმის ოლქში მდებარე ქალაქ ტროსტიანეცში რუსები მოქალაქეებს დაღუპულების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ, - ამის შესახებ სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა.

„ძალიან დიდი პრობლემაა მორგში მოკლულთა ცხედრების შენახვასთან დაკავშირებით, რუსები დაკრძალვის საშუალებას არ გვაძლევენ. სამწუხაროდ, ისინი ესვრიან ხალხს. ქალი, რომელიც უბრალოდ ველოსიპედით გადაადგილდებოდა ქალაქში, მოკლეს“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

23.03.2022 04:07 რუსებმა ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია გაძარცვეს

რუსმა დამპყრობლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს უახლესი 6 მილიონი ევროს ღირებულების ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურთან მდებარეობს.

„რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ჩერნობილის უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც არის უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია მომსახურების გაწევა რადიო ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, კონდიცირებისგან დაწყებული განადგურებამდე“, - აცხადებენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლები.

23.03.2022 03:23 ბელარუსის სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს მასობრივად ამბობენ - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

„რუსეთის ფედერაციის მხარეზე უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ბელარუსის სამხედროები უარს ამბობენ მასში მონაწილეობაზე“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„არსებული ინფორმაციით, პერსონალის დიდი ნაწილი და ზოგიერთი მეთაური უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში თანამონაწილეობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

23.03.2022 02:25 დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელებმა 7 რუსული ტანკი და ოთხი თვითმფრინავი გაანადგურეს

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა სამხედროებმა რუს აგრესორებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, - ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესსამსახური იუწყება.

„მოკავშირეთა ძალების დახელოვნებული მოქმედებებისა და ოსტატობის წყალობით, ამ დროისთვის მტრის 7 თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს.

ამრიგად, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 7 ტანკი, 6 საარტილერიო სისტემა, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 თვითმფრინავი, დაიღუპა 100-მდე ოკუპანტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

23.03.2022 02:16 ოხტირკის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე რუსების ტყვეობისგან გათავისუფლდა 

ერთკვირიანი ტყვეობის შემდეგ, ოხტირკის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე რუსებისგან გათავისუფლდა, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ოლენა შულიაკი იუწყება.

„სერგეი კირიჩკო ბორისოვიჩი რუსმა ოკუპანტებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ის სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში იყო დატყვევებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

შულიაკმა აღნიშნა, რომ კირიჩკო ამჟამად აგრძელებს პრო-უკრაინულ საქმიანობას და ტყვეობიდან გათავისუფლების პირველივე საათებიდანვე უბრუნდება სამსახურს.

23.03.2022 01:33 დონეცკის ოლქში რუსებმა მოქალაქეები შეიპყრეს და დაატყვევეს

დონეცკის ოლქში მდებარე საგუშაგოზე რუსებმა ხალხი შეიპყრეს და დაატყვევეს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, მძევლად 15 ადამიანია აყვანილი.

„ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 4 თანამშრომელი და 11 მძღოლი. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათ გათავისუფლებაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

23.03.2022 01:14 კიევში 2 რუსი დივერსანტი დააკავეს

უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულმა ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის ტერორისტული თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კიევში 2 რუსი დივერსანტი დააკავა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი იუწყება.

„ერთ-ერთ საგუშაგოზე საეჭვო მამაკაცები იპოვეს. არანაირი საბუთი არ ჰქონდათ. პერსონალურ მონაცემებს მკაფიოდ ვერ ასახელებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცებს ჰქონდათ სამუშაო წიგნაკი, იარაღი და დამცავი აღჭურვილობა. ერთ-ერთი  მათგანის ტელეფონი დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერაციის მობილურ ოპერატორთან, საიდანაც აგრესორი ქვეყნის აბონენტებთან აქტიური კომუნიკაცია ხორციელდებოდა.

22.03.2022 18:53 ბელარუსი „მალე“ რუსეთთან ერთად იბრძოლებს უკრაინის ომში - აშშ-სა და ნატოს ოფიციალური პირები

აშშ და ნატო თვლიან, რომ ბელარუსი შეიძლება „მალე“ შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ აშშ-ის და ნატოს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს. 

ოფიციალური პირების თქმით, ბელარუსი ომში ჩართვისთვის ნაბიჯებს დგამს.

„სულ უფრო "სავარაუდოა", რომ ბელარუსი კონფლიქტში ჩაერთვება“, - განაცხადა ნატოს სამხედრო ოფიციალურმა პირმა.

„პუტინს მხარდაჭერა სჭირდება. ყველანაირი დაეხმარება, ”- განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

წყარომ ბელარუსის ოპოზიციიდან განაცხადა, რომ ბელარუსის საბრძოლო ნაწილები მზად არიან უკრაინაში შევიდნენ უახლოეს დღეებში, რომ ისინი მზად არიან განლაგებისთვის.

ნატოს დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ალიანსი ფიქრობს, რომ ბელარუსის მთავრობა „ამზადებს საფუძველს უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის შეტევის გასამართლებლად“.

წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დღემდე არ არსებობდა რაიმე მინიშნება იმისა, რომ ბელარუსი ამჟამად მონაწილეობს უკრაინაში ბრძოლებში და ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პენტაგონს არ ჰქონია „არავითარი მინიშნება იმისა, რომ ბელარუსები ემზადებოდნენ უკრაინაში გადასასვლელად, რომ მათ დადეს რაიმე შეთანხმება ამის გასაკეთებლად“.

ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ბელარუსის ომში ჩართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მოსკოვში უნდა იქნეს მიღებული და ამ დროისთვის, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ ბელარუსის ძალებმა უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მიიღონ მონაწილეობა.

„ეს არ არის ის, რაც [ალექსანდრე] ლუკაშენკოს სურს“, - განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„საკითხავია: სურს პუტინს კიდევ ერთი არასტაბილური ქვეყანა რეგიონში?

ოში ჩართვა ბელორუსის დესტაბილიზაციას მოახდენს“, - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

22.03.2022 14:15 „რუსმა ჯარისკაცმა ჯილდოდ ტანკი გადმოგვცა“ - ვიქტორ ანდრუსივი

რუსი ოკუპანტი უკრაინელ სამხედროებთან მივიდა, ტანკი გადასცა და ჩაბარდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.

„რუსმა ჯარისკაცმა ჯილდოდ ტანკი გადმოგვცა!.. რამდენიმე დღის წინ დაგვირეკა მიშამ {რუსი სამხედრო, რომელმაც ტანკი უკრაინელებს გადასცა}. მის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს მივაწოდეთ. ის დააკავეს“, - გვიზიარებს მან.

აღმოჩნდა, რომ დამპყრობელი თავისი ეკიპაჟიდან მარტო დარჩა, დანარჩენები კი გაიქცნენ. 

„მიშამ თქვა, რომ საკვები პრაქტიკულად აღარ დარჩათ, ჯარების სარდლობა და კონტროლი ქაოსურია და პრაქტიკულად არ არსებობს. დემორალიზაცია კი კოლოსალურია“, - დასძინა ანდროსივმა.

მისი თქმით, ახლა დაკავებულ რუსს ძალიან კარგი პირობები აქვს. ის, ასევე, ომის შემდეგ ტანკისთვის მიიღებს 10 000 დოლარს და მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.

22.03.2022 13:56 უკრაინელებმა გაანადგურეს რუსი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ოდესაზე თავდასხმას ცდილობდნენ

უკრაინელმა სამხედროებმა ნიკოლაევისა და მარიუპოლის მახლობლად გაანადგურეს რუსი საზღვაო ქვეითების პირადი შემადგენლობა, რომლებიც ოდესაში შტურმისთვის ემზადებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერის სერგეი ბრაჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ნაწილობრივ ეს არის ის პერსონალი, რომელიც ცდილობდა ოდესის სანაპიროზე დაეშვა დიდი ომის დასაწყისი. ეს პერსონალი განადგურებულია და ლპება ნიკოლაევთან და მარიუპოლთან“, - განაცხადა ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა.

22.03.2022 13:02 უკრაინაში რუსული ჯარების ქაოტური ქმედებები მეთაურის არარსებობაზე მიუთითებს, ან იმაზე, რომ ეს ადამიანი „არაკომპეტენტურია“ - CNN

შეერთებულმა შტატებმა ვერ დაადგინა, დანიშნა თუ არა რუსეთმა უკრაინის ომის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი მეთაური. ამის შესახებ უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რუსებს სერიოზული კომუნიკაციის პრობლემები აქვთ. ჯარისკაცები და მეთაურები იყენებენ ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონებს და ურთიერთობენ სხვა დაუცველი საკომუნიკაციო არხებით, რაც უადვილებს უკრაინელ მებრძოლებს კონტრშეტევის განხორციელებას.

CNN-ის თქმით, პენტაგონის წყაროების მიხედვით, ამ ყველაფერმა გამოიწვია ქაოტური სამხედრო ოპერაციები, რომელმაც გააოცა ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთმა დანიშნა უმაღლესი მეთაური, რომელიც აკონტროლებდა უკრაინაში შეჭრას და მისი იდენტიფიცირება აშშ-მა ვერ შეძლო,  საბრძოლო მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი არაკომპეტენტურია“ - წერს CNN წყაროებზე დაყრდნობით.

შეერთებულმა შტატებმა, ასევე, ხაზი გაუსვა უკრაინაში ლიკვიდირებული რუსი მაღალი რანგის ოფიცრების დიდ რაოდენობას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსების მეთაურობა და კონტროლი ჩაიშალა.

22.03.2022 12:01 ხარკოვში რუსებმა მანქანაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს

ხარკოვში რუსებმა მანქანაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ukrinform წერს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები მანქანიდან თეთრ დროშას აფრიალებდნენ და ყვიროდნენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რუსმა სამხედროებმა მაინც ისროლეს. დაიღუპა სამი ადამიანი, მშობლები და შვილი - 9 წლის გოგონა. ასევე, დაშავდა 17 წლის ბიჭი.

„ხარკოვის რაიონში რუსულმა ტანკმა ორშვილიანი ოჯახის მანქანას ესროლა. ოჯახი ყვიროდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. დაიღუპა მშობლები და 9 წლის გოგონა, დაშავდა 17 წლის ბიჭი“, - უკრაინის გენერალური პროკურატურა

22.03.2022 10:00 🎥აზოვის პოლკმა ერთი ზუსტი დარტყმით გაანადგურა რუსი დამპყრობლების ქვეითი პოზიციები

აზოვის პოლკმა ერთი ზუსტი დარტყმით გაანადგურა რუსი დამპყრობლების ქვეითი პოზიციები. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. 

ნგრევის ვიდეო „აზოვმა“ საკუთარ ტელეგრამზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დამპყრობლები დარტყმას არ დაელოდნენ, ზოგიერთმა მათგანმა გაფანტვა დაიწყო.

„აზოვის პოლკის მიერ მტრის ქვეითი ჯარის განადგურება“, - წერია განცხადებაში.

 

22.03.2022 09:42 „ოკუპანტებს საბრძოლო მასალების და საკვების 3 დღის მარაგი დარჩათ“ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუს სამხედროებს სამი დღის სამყოფი საკვები და საბრძოლო მასალა დარჩათ. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

გენშტაბის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ავზების ტრანსპორტირებით ხორციელდება. შტაბმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის ავიაციის გააქტიურება შეინიშნება.

„წინა დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 9-ზე მეტ საჰაერო სამიზნეს მოხვდა. ეს არის 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი, ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა ზუსტდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები აღინიშნა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შტაბის მონაცემებით, რუსები აგრძელებენ ბელარუსების დარწმუნებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთონ. გარდა ამისა, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 300-მდე რუსმა სამხედრომ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე და ტერიტორია დატოვა.

„რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ბელარუსებთან აგრესიულ პროპაგანდისტულ მუშაობას, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დამპყრობლების მხარეზე მიიღონ მონაწილეობა. სუმის რაიონში  რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა. 300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების ბრძანების შესრულებაზე და 70 ტექნიკით დატოვა ოპერაციის ტერიტორია“, - წერია განცხადებაში.

შტაბის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს.

„უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 13 შეტევა და გაანადგურეს 14 ტანკი, 8 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2 MTLB, 3 საარტილერიო სისტემა და 4 მანქანა. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის 2 საჰაერო სამიზნეს დაარტყეს. მტრის პერსონალის დანაკარგი დაახლოებით 300 ადამიანია. გარდა ამისა, მარიუპოლის დამცველებმა გაანადგურეს Raptor საპატრულო ნავი და Leer-3 ელექტრონული სისტემა“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის შეჯამებაში.

22.03.2022 07:40 მიმდინარე ბრძოლების გამო, ბორისპოლის მერმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა

ბორისპოლის მერმა ვოლოდიმირ ბორისენკომ მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ქალაქის გარშემო ბრძოლები მიმდინარეობს.

„მივმართავ მშვიდობიან მოსახლეობას, გამოიჩინონ გონიერება და დაუკავშირდნენ ჩვენს ქოლცენტრს და თუ შესაძლებელია, დატოვონ ქალაქი. ვისაც საშუალება არ აქვს - გამოვიყვანთ, ვისაც აქვს - შეგიძლიათ ქალაქი ჯგუფურად, საკუთარი მანქანებით დატოვოთ“, - განაცხადა ბორისენკომ.

22.03.2022 05:35 უკრაინელებმა კიევის ოლქში მაკაროვის რაიონი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ოლქში მაკაროვის დასახლება გაათავისუფლეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ჩვენი დამცველების გმირული მოქმედებების წყალობით, მაკაროვის თავზე აღმართეს უკრაინის სახელმწიფო დროშა, მტერმა უკან დაიხია“, - ნათქვამია განცხადებაში. 

22.03.2022 04:41 „ჩერნიგოვში რუსები საცხოვრებელ უბნებს განზრახ ბომბავენ“ - ჩერნიგოვის მერი

ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ განაცხადა, რომ რუსული ჯარები ქალაქის საცხოვრებელ უბნებს განზრახ ბომბავენ.

 .„ქალაქს პერიმეტრზე შეიარაღებული ძალები იცავს, ქალაქი პრაქტიკულად ყველა მხრიდან არის გარშემორტყმული, მტერი ურტყამს ქალაქს, ჩერნიგოვი კი მცირე ზომისაა, ამიტომ ყველა დაბომბვა პირდაპირ ქალაქს ხვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ატროშენკომ აღნიშნა, რომ თუ საომარი მოქმედებების დასაწყისში არსებობდა გარკვეული შერჩევითობა, როდესაც მტერი ცდილობდა თავდასხმას უპირველეს ყოვლისა სამხედრო ობიექტებზე, დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში მათი ტაქტიკა შეიცვალა.

22.03.2022 03:38 „პუტინი შეგნებულად აყენებს პირობებს, რომლებსაც უკრაინა ვერ დათანხმდება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი უკრაინას ისეთ პირობებს უყენებს, რომლებზეც იგი ვერ დათანხმდება.

„შემთხვევითი არ არის, რომ ის აყენებს ისეთ პირობებს, რომლებზეც უკრაინა ვერ დათანხმდება. ყველა ამ საკითხის დასმა ისეთი მახეა, რომ ვერ შევთანხმდით. მერე კი იგი იმას იტყვის, რომ მშვიდობა არ გვინდოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ პუტინს შეხვდეს, მაგრამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ეს მესამე მსოფლიო ომის მომასწავებელი იქნება.

22.03.2022 02:32 ზელენსკიმ დაასახელა საკითხები, რომლებსაც პუტინთან შეხვედრისას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის საკითხები დაასახელა, რომელთა განხილვასაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აპირებს

ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნების საკითხს „ყველასთვის რთული ამბავი“ უწოდა.

„იმისთვის, რომ რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯი, რომელიც მე ვთქვი: უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულება. რუსეთის პრეზიდენტთან პირველ შეხვედრაზე მზად ვარ ეს საკითხები დავაყენო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ იქნება მიღებული. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში.

მასთან ყველა საკითხს დეტალურად განვიხილავ, ადგილი არ დავუტოვებ ჩვენი სახელმწიფოს მომავალ რისკებს. ვეცდები გავიარო ყველაფერი, რაც აბნევს და აღიზიანებს რუსეთის ფედერაციას და ვიტყვი ყველაფერს, რასაც ფიქრობს უკრაინელი ხალხი. თუ შესაძლებლობა მექნება და თუ რუსეთს აქვს სურვილი, მაშინ ჩვენ ყველა საკითხს გადავწყვეტთ. პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ჩვენი განადგურებით, საკუთარ თავს ანადგურებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

22.03.2022 02:08 უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 13 შეტევა მოიგერიეს და 300-მდე რუსი მოკლეს

უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსების 13 შეტევა წარმატებით მოიგერიეს და 300-მდე ოკუპანტი მოკლეს.

„მოკავშირეთა ძალების ოსტატური მოქმედებებისა და ოსტატობის წყალობით, ამ დროისთვის მტრის 13 თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს“, - ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში.

უკრაინელმა დამცველებმა დღის განმავლობაში გაანადგურეს 14 ტანკი, 8 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანტრანსპორტიორი და 3 საარტილერიო სისტემა.

ოკუპანტთა ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგმა დაახლოებით 300 ადამიანი შეადგინა.

22.03.2022 01:47 14 უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება - ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსებმა უკვე 14 უკრაინელი ჩინოვნიკი დაატყვევეს.

„უკვე 14 თანამდებობის პირი, მაგალითად, მერი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები, ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს. ეს არის ტერორისტული აქტი“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს, სად იმყოფებიან დატყვევებული პირები. რუსულ მხარესთან კომუნიკაცია ამჟამად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით მიმდინარეობს.

22.03.2022 00:38 გაყარეთ ოკუპანტები, გაყარეთ ეს მონები - ზელენსკი ოკუპირებული ქალაქების მცხოვრებლებს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა უკრაინის ქალაქების მცხოვრებლებს, რომლებიც დროებით არიან ოკუპირებული რუსი დამპყრობლების მიერ და მოუწოდა მათ, გაყარონ ბოროტი სულები უკრაინული მიწიდან. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ამ ვიდეოში მინდა ცალკე მივმართო უკრაინის ქალაქებს და ამ ქალაქების მამაც მოსახლეობას. უკრაინის სამხრეთით... ბერდიანსკს, კახოვკას, ენერგოდარს, მელიტოპოლს და, რა თქმა უნდა, ხერსონს...

რუსეთის მიერ გამოგზავნილ ამ მონებს არ უნახავთ ამდენი თავისუფალი ხალხი მოედნებზე, ქუჩებში. მონები თავისუფლებას აღიქვამენ როგორც ველურობას, როგორც საფრთხეს. მათ აქვთ შიში. შიში, რომელიც პროპაგანდისტებს სიძულვილში გადასდით, შემდეგ კი - მშვიდობიან თავისუფალ ხალხს თავს ესხმიან.


ხერსონ, მოითმინე! ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ კადრებს. 

მივმართავ ყველა უკრაინელს. სადაც არ უნდა ვიყოთ. ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად.

ჩვენი ხალხის გადასარჩენად ვიბრძოლოთ. იბრძოლეთ და მართეთ ეს მონები! დაედევნეთ დამპყრობლებს! იმისთვის, რომ უკრაინამ იცხოვროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

21.03.2022 23:46 ოკუპანტებმა მელიტოპოლში ისრაელის სამი მოქალაქე გაიტაცეს

მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა ისრაელის სამი მოქალაქე: ტატიანა კუმოკი და მისი მშობლები ვერა და მიხაილ კუმოკები გაიტაცეს. ინფორმაციას ვიცე-პრემიერი და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს ხელმძღვანელი ირინა ვერეშჩუკი Facebook-ზე ავრცელებს.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისრაელის მოქალაქეებს არ უნდა ეთქვათ: რა არის ომი, როცა იბომბება საცხოვრებელი უბნები? როდის იბომბება ჰუმანიტარული კოლონები, როცა ალყაში მოქცეულ ქალაქებში წყალი და მედიკამენტები არ არის ნებადართული? ან, როცა მშვიდობიან მოქალაქეებს უბრალოდ იტაცებენ, როგორც ამ შემთხვევაში მელიტოპოლში მცხოვრებ ოჯახს დაემართა, რომლებიც ისრაელიდან არიან.

და თუ ისრაელს ეს ყველაფერი ესმის, რატომ უჭერს მხარს ირიბად რუსებს?

აქ არ უნდა დაიმალოს: უკრაინელი ებრაელები და სხვა უკრაინელები იმედგაცრუებულნი არიან ისრაელის პოზიციითა და ტონით უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში“, - წერს ვერეშჩუკი.

21.03.2022 21:59 მარიუპოლში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაჰყავდათ - დაშავდნენ ბავშვები

მარიუპოლის მიმართულებით საევაკუაციო დერეფნების დატოვებას ორ ათეულზე მეტი ავტობუსი ცდილობდა, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ამ ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძალიან რთული იყო სამშვიდობოზე გასვლა, რადგან იყო დაბომბვა, იმედია შევძლებთ ხალხის გამოყვანას და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში დაბრუნებას.

დღეს რთული დღეა, რადგან ბავშვები ისევ იტანჯებიან. ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამ ბავშვს ცეცხლი გაუხსნეს ყოფილ ჰულიაიპილის რაიონში. ოჯახებმა დატოვეს მარიუპოლი, გაიქცნენ. ერთი ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია .

სოფელ კამიანსკეში ცეცხლი გაუხსნეს კიდევ ერთ ოჯახს, ასევე, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვსაც.

ეს ბოროტმოქმედები აგრძელებენ ბავშვებთან ბრძოლას, მაგრამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოგვიწევს. თითოეული ბავშვისთვის, ყოველი ცხოვრებისთვის“, - წერია განცხადებაში.

21.03.2022 20:37 რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებით, რუსეთს აღარ სურს ზელენსკის ჩანაცვლება ან უკრაინის დემილიტარიზაცია. ინფორმაციას ისრაელის მედიასაშუალება ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რუსეთი აღარ ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაყენებას და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, რაც განპირობებულია იმით, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით უკან დაიხია.

„ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ შუამავლობას, მაგრამ წინ დიდი გზაა. ისრაელმა დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ორივე მხარესთან უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდეს. ეს კომუნიკაცია გულწრფელი, ღიაა და შესაძლოა რამეს მივაღწიოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა მეგობრებთან ერთად მხარეებს შორის ხიდის დადებას, რათა ომი დასრულდეს. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს დღეს“, - განაცხადა ბენეტმა.

21.03.2022 18:21 დეზინფორმაცია არის კრემლის მეთოდოლოგიის ნაწილი, რომელიც პუტინის სასოწარკვეთილებას ასახავს - დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის მთავრობა თვლის, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის სახელით უცნობი პირის მიერ ორ მინისტრთან განხორციელებული ზარის უკან რუსეთი დგას. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ავრცელებს.

ბორის ჯონსონის პრესსპიკერის თქმით, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ზარების სერიაზე, რომელიც შმიგალის სახელით განხორციელდა. იყო სამი მცდელობა - დაურეკეს თავდაცვის მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე, კულტურის მინისტრს ნადინ დორისს.

„ეს არის სტანდარტული პრაქტიკა რუსეთის საინფორმაციო ომისთვის. დეზინფორმაცია არის კრემლის მეთოდოლოგიის ნაწილი, რათა განახორციელოს უკანონო ქმედებები უკრაინაში, რაც უკრაინელი ადამიანების უფლებების დარღვევაა. ჩვენ ვხედავთ უამრავ დამაბრკოლებელ ამბებსა და აშკარა სიცრუეს, რომლებიც ასახავს პუტინის სასოწარკვეთილებას  და მის ძალისხმევას  დამალოს კონფლიქტის მასშტაბები და რუსეთის წარუმატებლობა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ჯონსონის სპიკერმა ჟურნალისტებთან. 


შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ მინისტრებთან განხორციელებული ორი ყალბი ზარი გახდა ცნობილი საზოგადოებისთვუს. თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა პირველმა შეატყობინა ინციდენტი მთავრობას და თქვა, რომ ის მიხვდა ამ სიცრუეს და შემაშფოთებელი კითხვების შემდეგ დაასრულა საუბარი. უოლესმა მაშინვე განაცხადა, რომ ის, ამ ყველაფერში, დამნაშავედ რუსეთს თვლის.

ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო სპეციალური გამოძიება იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა შესაძლებელი განხორციელებულიყო ყალბი ზარები.

როგორც ცნობილია, დენის შმიგალმა ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, კოლეგებს ურჩია გამოიყენონ კოდური სიტყვა, მაგალითად, როგორიცაა „palyanitsa“.

21.03.2022 11:56 ომის 26-ე დღე - საოკუპაციო ძალებმა 115 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

2022 წლის 21 მარტის დილის მონაცემებით, რუსმა ჯარებმა უკრაინაში 115 ბავშვი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 26-ე დღის დილისთვის 115 ბავშვი დაიღუპა და 148-ზე მეტი დაიჭრა.

ცნობილია, რომ ბავშვების უმეტესობა კიევის რეგიონში დაზარალდა - 58. ხარკოვში - 38, დონეცკში - 29, ჩერნიგოვში - 31, ნიკოლაევში - 22, კიევში - 16, ჟიტომირში - 15, ხერსონში - 15 და სუმიში - 14 რეგიონში.

გარდა ამისა, გენერალური პროკურატურა იუწყება, რომ დაბომბვის შედეგად ამ დროისთვის დაზიანებულია 530 სასწავლო დაწესებულება, აქედან 72 მთლიანად განადგურდა.

საგანმანათლებლო დაწესებულებები დონეცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და კიევში ყველაზე მეტად განადგურდა. დაზიანდა ობოლ ბავშვთა 40 დაწესებულება.

21.03.2022 12:09 უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში ორი რუსული დრონი ჩამოაგდეს (ფოტო)

უკრაინელმა დამცველებმა ხარკოვის რეგიონში მტრის ორი რუსული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ინტერნეტში შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ფოტო გავრცელდა.

მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები მთლიანად განადგურებულია. 

„Orlan-10“ არის რუსული მრავალფუნქციური უპილოტო საჰაერო სისტემა, რომელიც შექმნილია ძნელად მისადგომ ადგილებში მონიტორინგისთვის.

21.03.2022 12:53 განადგურებულია 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 535 ჯავშანტექნიკა, 498 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.  მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა  დაკარგეს: 👇

👉15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 97 - თვითმფრინავი

👉 121 -  ვერტმფრენები

👉  498 - ტანკი

👉 1 535 - საბრძოლო ჯავშანმანქანები

👉 240 - საარტილერიო სისტემა

👉 80 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 45 საჰაერო თავდაცვის საშუალება

👉 60 - საწვავის ავზი

👉 24 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

👉 3 - გემები / ნავები

👉 969 - მანქანა

👉 13 - სპეციალური ტექნიკა 

21.03.2022 13:39 მარიუპოლის გმირი დამცველები მთელ უკრაინას გადაარჩენენ - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მარიუპოლის გმირი დამცველები დღეს მთელ უკრაინას გადაარჩენენ.

„მტერი აღარ ოცნებობს კიევის აღებაზე, მტკივნეულ დარტყმებს იღებს ხარკოვის მახლობლად, მიკოლაივის რეგიონში, ხერსონის ოლქში და ლუგანსკის ოლქში“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, მარიუპოლის დამცველები ანადგურებენ მტრის გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით.

„მტრის გეგმები ნადგურდება და ჩვენი თავდაცვა უფრო აქტიურდება. მათი თავდადებისა და ზეადამიანური სიმამაცის წყალობით მთელ უკრაინაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. დღეს მარიუპოლი გადაარჩენს კიევს, დნეპროს და ოდესას, ეს ყველამ უნდა გაიგოს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ხერსონის, ენერგოდარისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც რუს ოკუპანტებს იარაღის გარეშე ებრძვიან, აჩვენებენ, რომ უკრაინელი ხალხის ნება ურღვევია.

„უკრაინელების ბრძოლა თავიანთი მიწისთვის აიძულებს მსოფლიოს საბოლოოდ გააცნობიეროს ის, რაზედაც ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით. გაეროს გენერალურმა მდივანმაც კი უკვე აღიარა, რომ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე, შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სასურსათო კრიზისი“, - დასძინა მინისტრმა.

21.03.2022 14:08 „რუსეთი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს“ - პოდოლიაკი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ უკრაინაში საკუთარი სახლების დატოვება იძულებით 11-12 მილიონ ადამიანს მოუწია. 

„3 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა გამგზავრებულიყო ევროპის ქვეყნებში. არის 11-12 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, ვინც ომის გამო დატოვა ქალაქები და სამსახური. გააცნობიერეთ ეს ციფრი! რუსეთის ფედერაცია ანადგურებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ხალხო, ეს ჯერ კიდევ არ არის გლობალური ჰუმანიტარული კატასტროფა“, - წერს პოდოლიაკი.

21.03.2022 14:42 კადიროველების მთავარი ამოცანა ბრძოლის ველიდან გაქცეული რუსების დაბრუნება ან მოკვლაა - უკრაინის უშიშროების სამსახური

უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინაში მებრძოლ კადიროველებს შორის საუბარი მოისმინა. მათი თქმით, კადიროველების მთავარი ამოცანა ბრძოლის ველიდან გაქცეული რუსების დაბრუნებაა. 

„კადიროველები ომის დროს გამოირჩეოდნენ მხოლოდ ვიდეო კადრებით და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკით“, - აღნიშნავენ უკრაინის უშიშროების სამსახურში. 

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, კადიროველების მთავარი ამოცანაა ბრძოლის ველიდან გამოქცეული რუსი ჯარისკაცების დაბრუნება ან მოკვლა. ანუ „გარნიზონის“ ფუნქციას ასრულებენ. თუმცა რუსებს თავისიანად არ მიიჩნევენ, „ტილიანებს“ ეძახიან და  სიამოვნებით კლავენ.

„ჩვენი მიზანი ომიდან გამოქცეული რუსების ფრონტის ხაზისკენ განდევნაა“ - ამის შესახებ საუბარია იმ სატელეფონო საუბარში, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა.

საუბრისას აგრესორი მეუღლეს ეუბნება, რომ უკრაინული არტილერია მათ დღედაღამ წვავს და ანადგურებს. 

„ჩვენ გვაქვს საკმარისი ჭურვები მტრისთვის! ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას გამარჯვებამდე!“- აცხადებენ უკრაინის უშიშროების სამსახურში. 

21.03.2022 15:11 რუსებმა ჟიტომირის რეგიონი დაბომბეს - არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის რეგიონი დაბომბეს. დაბომბვას მსხვერპლიც მოყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი ბუნეჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, დაიღუპა 4 ადამიანი. 

„თავდასხმა განხორციელდა რეგიონის ჩრდილოეთით. დაბომბვისას დაიღუპა სამი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საზღვრების გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აცხადებს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

21.03.2022 17:01 მელიტოპოლში ოკუპანტებმა ადგილობრივი ჟურნალისტები გაიტაცეს

რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში შეიარაღებულმა რუსის ჯარისკაცებმა ოთხი ჟურნალისტი გაიტაცეს - ინფორმაციას bbc უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულ კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„დღეს შეიარაღებული პირები მივიდნენ MV-Holding-ის ჟურნალისტების სახლში. გამომცემელი მიხაილ კუმკო, რედაქტორი ევგენია ბორიანი, ჟურნალისტები იულია ოლხოვსკაია და ლიუბვი ჩაიიკა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მედიის ცნობით,  სამი ჟურნალისტი მოგვიანებით გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს, ხოლო ერთის მიხაილ კუმოკის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

21.03.2022 15:33 რუსების „ოპერატიული პაუზა“ და მიზეზები - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუსების „ოპერატიულ პაუზაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა, ადგილობრივი ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას UNIAN არესტოვიჩის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

არესტოვიჩის თქმით, „ოპერატიული პაუზას“ მტრის წინსვლის შეფერხება განაპირობებს. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები ახლა ადგილობრივი მნიშვნელობის ტაქტიკურ ბრძოლებს აწარმოებენ.

„ზოგადად, ახლა ასეთი ვითარებაა: მიმდინარეობს ოპერატიული პაუზა და ადგილობრივი ბრძოლები. იმ ქალაქებშიც კი, სადაც მტერს კონცენტრირებული აქვს თავისი ძირითადი ძალისხმევა - მარიუპოლი, იზიუმი, ვოლნოვახა, ხერსონი, ნიკოლაევი - მტერი წინსვლას ვერ ახერხებს, იქ ადგილობრივი მნიშვნელობის ტაქტიკური ბრძოლები მიმდინარეობს“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი განმარტებით, ეს ოპერატიული პაუზა განპირობებულია იმით, რომ მტერს „შეტევის შესაძლებლობა არ აქვს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსეთი ეძებს მიდგომებს, რათა ბელარუსის ომში ჩათრევა მოახერხოს და ასევე, ეძებს შესაძლებლობას „ფარული მობილიზაციისთვის“.

არესტოვიჩის თქმით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მესამედი უკვე განადგურებულია.

21.03.2022 11:18 კიევი რუსეთის მთავარ სამხედრო სამიზნედ რჩება - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევი რუსეთის პრიორიტეტად რჩება და ისინი ელიან, რომ უახლოეს კვირებში, რუსეთი განაახლებს ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებულ განახლებულ ანგარიშშია ნათქვამი. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასტიკი ბრძოლები გრძელდება დედაქალაქის ჩრდილოეთით, თუმცა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქალაქში მიმავალი რუსული ჯარები შეჩერებულია.

„გოსტომელიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალი ძალები უკრაინელების მიერ მოგერიებულია. რუსული ჯარების უმეტესობა ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრის მოშორებით არიან“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„მიუხედავად პროგრესის არ ქონისა, კიევი რჩება რუსეთის მთავარ სამხედრო სამიზნედ“, - განაცხადეს სამინისტროში. 

მათივე თქმით, რუსები პრიორიტეტს, სავარაუდოდ, ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობებს მიანიჭებენ.

21.03.2022 10:48 პეკინი რუსეთს იარაღს არ გაუგზავნის - ჩინეთის ელჩი აშშ-ში

უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა ცინ განგმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩინელი დიპლომატის თქმით, პეკინი ყველაფერს გააკეთებს კრიზისის დეესკალაციისთვის.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა თავისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, რომ თუ პეკინი მატერიალურ დახმარებას გაუწევდა ოფიციალურ მოსკოვს, ამას „შედეგები“ მოჰყვებოდა.

ჩინეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ამბობს, რომ ჩინეთი არ გაუგზავნის იარაღს და საბრძოლო მასალას უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად და რომ პეკინი „ყველაფერს გააკეთებს კრიზისის დეესკალაციისთვის“.

პეკინმა უარყო გასულ კვირას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი მზად იყო მოსკოვისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის. საუბრისას განგმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ საჯარო დაგმობა სიტუაციას „არ შველის“ და ამისთვის, საჭიროა „კარგი დიპლომატია“.

21.03.2022 08:36 ომის დაწყების შემდეგ რუსებმა 900-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - გაერო

24 თებერვლის შემდეგ რუსებმა უკრაინაში 902 მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს, 1 459 კი დაიჭრა, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იუწყება.

„სულ დაიღუპა 902 ადამიანი - 179 მამაკაცი, 134 ქალი, 39 ბავშვი და 514 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ კიდევ უცნობია.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში: დაიღუპა 248 ადამიანი, 744 კი დაშავდა. უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 195 დაიღუპა, 561 დაშავდა. სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 53 დაიღუპა და 183 დაშავდა.

მოქალაქეების უმეტესობა ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების შედეგად, მათ შორის მძიმე არტილერიით დაბომბვისა და სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების შედეგად გარდაიცვალა“, - აღნიშნულია გაეროს განცხადებაში. 

21.03.2022 07:38 რუსების მიერ დაბომბვის გამო, სუმიხიმპრომის ქარხნიდან ამიაკმა გაჟონა

სუმიხიმპრომის ქარხანაში რუსი დამპყრობლების მიერ დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა, - ამის შესახებ ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრო ჟივიცკიმ  განაცხადა.

ოფიციალური პირის ინფორმაციით, დაზარალებული ტერიტორიის რადიუსი დაახლოებით 5 კმ-ია.

ჟივიცკიმ აღნიშნა, რომ ამიაკი არის უფერო გაზი მკვეთრი მახრჩობელი სუნით, წყალში კარგად ხსნადი, ფეთქებადი და ტოქსიკური.

ამიაკი ჰაერზე მსუბუქია, ამიტომ დაცვისთვის თავშესაფრები, სარდაფები და ქვედა სართულები უნდა იქნეს გამოყენებული.

21.03.2022 06:17 კიევში განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ  უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი დეპარტამენტი იუწყება

„ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავდა. ინფორმაცია ზუსტდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. 

ხანძრის ქრობის სამუშაოებში 11 ერთეული სახანძრო მანქანა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 63 თანამშრომელი იყო ჩართული.

21.03.2022 03:34 „რუსი სამხედროები დაისჯებიან ყველა იმ ტანჯვისთვის, რაც მათ მშვიდობიან მოსახლეობას მიაყენეს

'რუსი სამხედროები ვერ პოულობენ გზას სახლისკენ, ამიტომაც ჩვენი ჯარისკაცები მათ ღვთის სასამართლოსკენ მიმავალი გზისკენ წასვლაში ეხმარებიან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

„ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს ჩვენი ხალხის, რიგითი უკრაინელების წინააღმდეგ, ისინი აუცილებლად პასუხს აგებენ. მათ დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, სადაც მოსახლეობა იმალებოდა, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები. ისინი ნანგრევების ქვეშ არიან. არ ვიცით რამდენია ცოცხალი. იცოდეთ, რომ მფრინავს, რომელმაც ეს ბომბი ჩამოაგდო, ჩვენ აუცილებლად ჩამოვაგდებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

21.03.2022 02:47 დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 7 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურა

„დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ რუსი დამპყრობლების თვითმფრინავი, ორი საკრუიზო რაკეტა და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

„საჰაერო ძალების მთავარი სამიზნე იყო უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სულ ოთხი ერთეული ჩამოაგდეს. გარდა ამისა, ჩამოაგდეს მტრის ერთი თვითმფრინავი და ორი საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 25 დღეში რუსებმა 96 თვითმფრინავი, 118 ვერტმფრენი, ათობით დრონი და საკრუიზო რაკეტა დაკარგეს.

21.03.2022 02:28 ოკუპანტების ულტიმატუმი - მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეზე გადასვლა შესთავაზეს

ოკუპანტებმა მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეზე გადასვლა შესთავაზეს, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„რუსები მარიუპოლის მერიას მათ მხარეზე გადასვლას სთავაზობენ. ადგილობრივ ხელისუფლებას დილამდე მიეცა დრო, რათა პასუხი ჩამოაყალიბონ და რატომ უნდა ველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზადაა - „Иди на х*й!“, - წერს მერის მრჩეველი სოციალურ ქსელში.

21.03.2022 01:47 „კიევში რამდენიმე სახლი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი დაიბომბა“ - ვიტალი კლიჩკო

რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე წუთის წინ კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების შემდეგ რამდენიმე სახლი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის 

„პოდოლსკის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. კერძოდ, ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, იერიში შეეხო რამდენიმე სახლსა და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს. ადგილზე უკვე არიან მაშველები, მედიკოსები და პოლიცია“, - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.

21.03.2022 01:06 განგაში კიევში - დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, - ამის შესახებ ინფორმაცია „ტელეგრამის“ უკრაინულ არხებზე ვრცელდება.

„ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში!“, - ნათქვამია გამაფრთხილებელ განცხადებაში. 

21.03.2022 00:27 „თუ ერთი ბელარუსი ჯარისკაცი მაინც გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ის განადგურდება“ - ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები გაანადგურებენ ბელარუსის ჯარისკაცებს, რომლებიც გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს. ამის შესახებ pravda.com წერს.

„თუ ერთი ბელარუსი ჯარისკაცი მაინც გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ის განადგურდება. ბელარუს ხალხს ეს ნამდვილად არ სჭირდება, ეს მხოლოდ პუტინისთვისაა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აიძულებს ალექსანდრე ლუკაშენკოს, გადაწყვიტოს ბელორუსის არმიის შეჭრა, მაგრამ ლუკაშენკოს ესმის, რომ ეს ბელარუსის კოლაფსი იქნება“, - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა დასძინა, რომ რუსეთი უკვე იყენებს ბელარუსის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდასაჭერად, მაგრამ სურს მათი ომში კიდევ უფრო ჩათრევა.

21.03.2022 00:16 უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსი ბოევიკების მეთაური ნიშნით „კანიბალი“ გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში გაანადგურეს რუსი ბოევიკების ასეულის მეთაური ე.წ. „კანიბალი“. ამის შესახებ ინფორმაციას pravda.com ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „ვოსტოკის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიშნით „კანიბალი“ გაანადგურეს სერგეი მაშკინი, რომელიც მეთაურობდა 1-ლი არმიის კორპუსის მე-11 მოტომსროლელი პოლკის ასეულს. 

უკრაინის დაზვერვის თანახმად, ბოევიკები ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაში ავრცელებდნენ პროპაგანდისტულ ინფორმაციას, თითქოს მაშკინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმავალი საარტილერიო სამაგრების მთელი ბატალიონი „წერტილოვანი დარტყმით“ გაანადგურა.

21.03.2022 00:12 უკრაინელებმა დონბასში შვიდი თავდასხმა მოიგერიეს და 170 რუსი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში შვიდი თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს 170 დამპყრობელი და მათი თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ უკრაინის მიწის დაცვას დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით.

„ჩვენმა ჯარისკაცებმა დახელოვნებული მოქმედებებისა და ოსტატობის წყალობით, მიმდინარე დღის განმავლობაში მტრის 7 შეტევა წარმატებით მოიგერიეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 12 ტანკი, 9 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 3 მანქანა.

„მტრის ცოცხალი ძალის მთლიანმა დანაკარგმა დაახლოებით 170 ადამიანი შეადგინა “, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დონბასის ცაზე მტრის სუ-34 თვითმფრინავი და დამპყრობლების ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

20.03.2022 23:21 „პუტინის განცხადებები „ნეონაცისტების“ შესახებ ამბობს, რომ მას საშინელი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია“ - ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება უკრაინაში სავარაუდო „ნეონაცისტების“ შესახებ ნიშნავს, რომ კრემლის ხელმძღვანელს შეუძლია „ძალიან საშინელი და საშიში ნაბიჯების გადადგას“. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული ტელეარხის CNN-ის ეთერში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი საინფორმაციო ბუშტშია, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ქმნიდა. 

„ხალხის გარდა, არაფრის არ მეშინია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ის სერიოზულად უყურებს ამ განცხადებას {განცხადებები ნეონაცისტების შესახებ}, მას შეუძლია ძალიან საშინელი ნაბიჯების გადადგმა. თუ მას {ვლადიმერ პუტინს} მიაჩნია, რომ მისი მისიაა ჩვენი ტერიტორიის დაპყრობა და თუ ხედავს ჩვენს ქვეყანაში ნეონაცისტების ნიშნებს, მაშინ ჩნდება ბევრი კითხვა, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მას თავისი ამბიციებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინული მედია UNIAN წერს, ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ არის კომპრომისები, რომლებზეც უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებში ვერ წავა.

20.03.2022 22:38 „გულგრილობა კლავს“ - ზელენსკიმ ისრაელის ქნესეთს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ებრაელ ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია, რომელმაც მთელი ქვეყანა გაანადგურა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს პარტიაც ზუსტად იმ დღეს დაარსდა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა - 24 თებერვალს.

„ჩვენ ვართ სხვადასხვა ადგილას და სრულიად განსხვავებულ პირობებში. მაგრამ გვაქვს ერთი საფრთხე - ხალხის, სახელმწიფოს, კულტურის და თუნდაც სახელის სრული განადგურების. მინდა, იფიქროთ 24 თებერვალზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისზე. ეს დღე ორჯერ შევიდა ისტორიაში და ორივეჯერ როგორც ტრაგედია უკრაინელებისთვის და ებრაელებისთვის. 1920 წლის 24 თებერვალს დაარსდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მთელი ქვეყანა გაანადგურა.

102 წლის შემდეგ, ასევე 24 თებერვალს, ბრძანება გაიცა „რუსეთის უკრაინაში შეჭრის“. ეს არის შემოჭრა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით ადამიანი გადაასახლა. ჩვენი ხალხი ახლა მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში და ეძებს უსაფრთხოებას, როგორც ოდესღაც თქვენ ეძებდით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

20.03.2022 22:03 კიევზე თავდასხმისას რუსეთმა დაკარგა მე-6 სატანკო პოლკის გაერთიანებული რაზმი - უკრაინის გენშტაბი

კიევზე წინსვლის მორიგი მცდელობის დროს რუსმა დამპყრობლებმა დაკარგეს მე-6 სატანკო პოლკის გაერთიანებული რაზმი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებების შედეგად, ბროვარსკის რაიონში ზოგიერთი მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფებს საწვავი და საკვები არ მიეწოდებათ.

გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ჯარებმა დაკარგეს შეტევითი პოტენციალი და მათი წინსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მტერს კვლავ დიდი დანაკარგები აქვს. ასევე, პრობლემები აქვს ლოგისტიკის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

გენერალური შტაბი, ასევე, წერს, რომ რუსეთის ფედერაციასა და ლიბიას შორის შეთანხმებაა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მებრძოლების მიწოდების შესახებ.

„არსებული ინფორმაციით, ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურის, ხალიფა ჰაფთარის მოსკოვში ვიზიტის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება უკრაინაში ლიბიელი „მოხალისეების“ გაგზავნის შესახებ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად“, - ვკითხულობთ უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

20.03.2022 21:04 მარიუპოლში უკრაინელებმა 50 სამხედრო, 2 ტანკი და 2 ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს

უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მარიუპოლის დაცვას. უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალური რაზმის ჯარისკაცები წარმატებით ანადგურებენ მტრის აღჭურვილობასა და ცოცხალ ძალას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მომდევნო დარბევის დროს განადგურდა ჯავშანტექნიკა და საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა.მხოლოდ გასულ დღეს მტრის ზარალმა მიაღწია 50 ქვეითს, 2 ტანკს, 2 ჯავშანტრანსპორტიორს, ასევე, განადგურდა რამდენიმე სატვირთო მანქანა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

20.03.2022 19:17 საფრანგეთმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 22 მილიარდი ევრო გაყინა

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები 22 მილიარდი ევროს ოდენობით და სანქციების ქვეშ მოქცეული ფიზიკური პირების ანგარიშები და უძრავი ქონება გაყინა. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გავყინეთ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივები 22 მილიარდი ევროს ოდენობით. ასევე, გავყინეთ ფულადი აქტივები

ფრანგულ დაწესებულებებში ფიზიკური პირების ანგარიშებზე 150 მილიონი ევროს ოდენობით“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაიყინა ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უძრავი ქონება, რომელიც 30-მდე რუსს ეკუთვნოდა და დააკავეს ორი დიდი იახტა, რომლის საერთო ღირებულება 150 მილიონი ევროა.

„ჩვენ შევძელით საფრანგეთში რუსი ოლიგარქების 850 მილიონი ევროს ღირებულების აქტივების იდენტიფიცირება და გაყინვა“, - დასძინა ბრუნო ლე მერმა.

მინისტრმა განმარტა, რომ უძრავი ქონების გაყინვა არ გულისხმობს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ გასხვისებას. საუბარია იმაზე, რომ მფლობელებმა ეს ქონება ვერ გაყიდონ და ვერ გამოიყენონ მოგებისთვის.

20.03.2022 18:20 „რუსეთის არმიაში რეპრესიები დაიწყო“ - ალექსეი არესტოვიჩი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში წარუმატებლობის გამო რუსულ არმიაში რეპრესიები დაიწყო. 

„დაიწყო რეპრესიები რუსულ ჯარში და დაიწყო უკრაინაში წარუმატებლობის პასუხისმგებელთა ძებნა. ახლა, როდესაც რუსეთის სარდლობამ ვერ შეასრულა მთავარი ამოცანა, დაიწყო რეპრესიების ფაზა. ჩვენი სპეცსამსახურებიდან, გენერალური შტაბიდან გვაქვს არაერთი ინფორმაცია, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში და სხვა ფორმირებებში, ასევე, ეროვნულ გვარდიაში წარუმატებლობაში პასუხისმგებელთა ძებნა დაიწყო. ასობით და ათეულობით რუს სამხედრო მოსამსახურეს ექვემდებარება დამამცირებელ შემოწმებას, მათ ბრალი ედებათ საომარ მოქმედებებზე უარის თქმაში, ხასიათის სისუსტესა და სიმხდალეში“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინის არმიის გენერლები და უმაღლესი სამხედრო ლიდერებიც კი უკრაინელი სამხედროების თავდასხმის ქვეშ არიან. მისი თქმით, რუსეთმა რაც არ უნდა ახალი ძალები დააყენოს ფრონტის ხაზზე, ყველა მცდელობა წარუმატებელი ექნებათ.

20.03.2022 17:36 რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი 21 მარტს გაიმართება - უკრაინული მედია

21 მარტს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკება კვლავ ვიდეოზარის ფორმატში ჩატარდება. ამის შესახებ pravda.com წერს.

„მოლაპარაკებები გრძელდება ყოველდღე ექსპერტთა ჯგუფების დონეზე“, - განაცხადა „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ.

20.03.2022 17:18 ახალი კვლევის თანახმად, რუსების 86,6% მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას ევროპის სხვა ქვეყნებშიც

რუსების 86,6% მხარს უჭერს პოტენციურ თავდასხმას ევროკავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის: პოლონეთში ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და სხვა ქვეყნებში. აღნიშნული სოციოლოგიური კვლევა “Active Group-მა“ ჩაატარა.

რუსების 75,5% ეთანხმება შემდეგ ქვეყანაში სამხედრო შეჭრის იდეას და მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს პოლონეთი. რესპონდენტების აზრით, ეს იქნება ე.წ. რუსეთის ფედერაციის სამხედრო სპეცოპერაციის ლოგიკური გაგრძელება. უფრო მეტიც, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 75% თანახმაა მათი მთავრობის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე.

გამოკითხულთა მხოლოდ 13,4%-ს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებში სამხედრო შეჭრაზე. 46% კი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რუსეთის მთავრობამ უნდა შეუტიოს ევროკავშირს, ხოლო 40,6% ვარაუდობს საომარი მოქმედებების გაფართოებას.

სამი ქვეყანა, რომელიც გამოკითხვის მიხედვით რუსეთის სამიზნე იქნება არის: პოლონეთი (75,5%), ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი (39,6%). გამოკითხვაში რესპონდენტებს საშუალება ჰქონდათ შეერჩიათ რამდენიმე ქვეყანა.

რუსების მხოლოდ 25,5% ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გამოყენებას. გამოკითხულთა 40,3% მიიჩნევს, რომ ბირთვული თავდასხმა აბსოლუტურად მისაღებია, ხოლო 34,3% მხარს დაუჭერს გარკვეულწილად რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრი შეიძლება იყოს კრემლის პოტენციური ქმედებების ნიშანი მსოფლიო საზოგადოებისთვის.

„გამოკითხვის ზოგადი შთაბეჭდილება ისეთია, რომ რუსები, რომლებიც დათანხმდნენ გამოკითხვაში მონაწილეობას, აგრესიულები არიან არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირის მიმართაც. რესპონდენტები ან უარს ამბობდნენ გამოკითხვაში მონაწილეობაზე, მას შემდეგ რაც თემის შინაარსს იგებდნენ, ან ამბობდნენ, რომ მხარს უჭერენ რუსეთის შემდგომ შეჭრას სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა კვლევითი კომპანია „Active Group“-ის დამფუძნებელმა ანდრი ერემენკომ.

20.03.2022 16:31 რუსმა დამპყრობლებმა ენერგოდარის მერის მოადგილე გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა ენერგოდარის მერის მოადგილე ივან სამოიდიუკი გაიტაცეს. მან უარი თქვა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე. ამის შესახებ RBC-ukraine ენერგოდარის მერის დიმიტრი ორლოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„ოკუპანტები, რომლებსაც არანაირი თანამშრომლობა არ მიუღიათ ქალაქის ხელისუფლებისგან, წავიდნენ აშკარა დანაშაულებრივ ქმედებებზე. მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი გაიტაცეს! ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაშია ის ახლა! კონტაქტზე გუშინდელი დღიდან არ გამოდის. დღეს კი მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის გაიტაცეს“, - განაცხადა ენერგოდარის მერმა.

20.03.2022 16:12 პუტინი და შოიგუ უკრაინის ომში არასრულწლოვნების ჩართვისთვის ემზადება - უკრაინის დაზვერვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინის წინააღმდეგ ომში არასრულწლოვანთა გამოსაყენებლად ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს.

„ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო საოკუპაციო არმიის რიგების შესავსებად კრემლის ხელმძღვანელობა განიხილავს საომარ მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის არასრულწლოვანი მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელს.

„რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ რაც შეიძლება მალე უნდა წარმოადგინოს წინადადებები მითითებული პერსონალის მომზადების შესახებ. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელს გენადი ჟიდკოს“, - აღნიშნავს დაზვერვის სამსახური.

უკრაინის დაზვერვა წერს, რომ მსგავსი მეთოდები ნაცისტური გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელდა.

20.03.2022 15:58 „დაღუპულთა რიცხვი მოსახლეობაში გაცილებით მეტია, ვიდრე სამხედროებს შორის“ - ოლგა სტეფანიშინა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მშვიდობიანი მოსახლეობაში გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. ამის შესახებ RBC-Ukraine Sky News-ზე დაყრდნობით იუწყება.

„რუსეთმა ჩაიდინა თითქმის ყველა შესაძლო სამხედრო დანაშაული, რაც კაცობრიობას ოდესმე უნახავს. დაღუპულთა რიცხვი მშვიდობიან მოსახლეობაში გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის", განაცხადა სტეფანიშინამ.

ამასთან, სტეფანიშინამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მტერს წინააღმდეგობას გაუწევს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„აუცილებელია, არავინ შეეგუოს ომს. ჩვენ ვდგავართ, ვეწინააღმდეგებით და ასე გავაგრძელებთ. უკრაინა გაუწევს წინააღმდეგობას მანამ, სანამ საჭირო იქნება, რომ 21-ე საუკუნეში ამ მიწაზე არც ტერორი და არც გენოციდი არ განხორციელდეს“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.

სტეფანიშინამ კითხვაზე, მიაჩნია თუ არა გენოციდად ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ასე უპასუხა: „ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. პუტინი და კრემლი ომის დამნაშავეები არიან“.

20.03.2022 15:32 რუსეთმა უკრაინაში ზელენსკის ლიკვიდაციისთვის მორიგი ჯგუფი გაგზავნა - უკრაინის დაზვერვა

რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთი ჯგუფი გაგზავნეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გასანადგურებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს. 

„დღეს უკრაინაში ბოევიკების მორიგი ჯგუფების ჩამოსვლა დაიწყო, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტ ევგენი პრიგოჟინთან. კრიმინალების მთავარი ამოცანაა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, მორიგი თავდასხმის ბრძანება პუტინმა პირადად გასცა. სამიზნეები კი ვოლოდიმირ ზელენსკი, ანდრეი ერმაკი და დენის შმიგალია.

„შემდეგი თავდასხმების განხორციელების ბრძანება პუტინმა პირადად გასცა. ყველა წინა მცდელობა მარცხით და ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. დაქირავებული მებრძოლების ძირითადი სამიზნეები, ვოლოდიმირ ზელენსკი, ანდრეი ერმაკი და დენის შმიგალია. რუსი ურწმუნოები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზნებს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, აგრძელებენ უკრაინის მთავრობის მუშაობის დესტაბილიზაციის, საზოგადოების დემორალიზებისა და უკრაინის საერთაშორისო თანამშრომლობის შენელების მცდელობებს. ჩვენი სახელმწიფოს პირველ პირებზე მკვლელობის მცდელობების ორგანიზება რუსების სტრატეგიის ნაწილია. უკრაინის არმიამ, სპეცსამსახურებმა და ძალოვანმა უწყებებმა კარგად იციან კრემლის გეგმები. ჩვენ მზად ვართ მოვიგერიოთ. არცერთი ტერორისტული თავდასხმა არ იქნება წარმატებული“, - ვკითხულობთ დაზვერვის განცხადებაში.

20.03.2022 15:14 მარიუპოლი რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა დაბომბა

მარიუპოლი რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა დაბომბა. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე სპეციალური რაზმი „აზოვი“ იტყობინება, ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.

„ქალაქი მარიუპოლი ახლახან დაბომბა რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა. მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქის ცინიკურად განადგურებას ყველა არსებული არსენალის გამოყენებით. თვითმფრინავების, არტილერიის, სხვადასხვა სისტემებისა და ტანკების შემდეგ, რუსი ოკუპანტები ქალაქს ანადგურებენ მძიმე იარაღით“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც Ukrinform იტყობინება, რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიეს. დამპყრობლები ბომბავენ უიარაღო ადამიანებს, ბლოკავენ ჰუმანიტარულ დახმარებას. საკრებულოს მონაცემებით, მარიუპოლში დაღუპულთა რიცხვი 14 მარტის მდგომარეობით იყო დაახლოებით 2357 ადამიანი.

20.03.2022 14:13 14 700 რუსი სამხედრო, 476 ტანკი - რუსული არმიის დიდი დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 14 700

❗ ტანკი - 476

❗ ჯავშანტექნიკა - 1 487

❗ საარტილერიო სისტემები - 230

❗ MLRS - 74

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 43

❗ თვითმფრინავი - 96

❗ ვერტმფრენები - 118

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 947

❗ გემები / ნავები - 3

❗ საწვავის ავზი - 60

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 21

❗ სპეციალური აღჭურვილობა - 12

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20.03.2022 13:18 კიევისა და დიდი ქალაქების ხელში ჩაგდების რუსული კამპანია ჩაიშალა - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

„რუსეთის არმიას არ გააჩნდა საკმარისი ძალა კიევის, ხარკოვის, ოდესისა და სხვა დიდი ქალაქების ასაღებად“ -  აცხადებენ ამერიკელი სამხედრო ექსპერტები. ამის შესახებ ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსული ჯარების მიერ უკრაინის დიდი ქალაქების ხელში ჩაგდების კამპანია ჩაიშალა. ეს კამპანია მიზნად ისახავდა საჰაერო-სადესანტო და მექანიზებული ოპერაციების ჩატარებას კიევის, ხარკოვის, ოდესისა და უკრაინის სხვა დიდი ქალაქების დასაპყრობად, რათა უკრაინაში ხელისუფლება შეეცვალათ.

რუსული ძალები იჭრებიან კიევის პერიფერიაზე, ცდილობენ გააძლიერონ პოლიტიკური კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად ოკუპირებული აქვთ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ უკრაინაში ომი ჩიხში მოექცევა, რუსული ძალები გააგრძელებენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას, მათ განადგურებას და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას. 

20.03.2022 12:10 ავსტრალია რუსეთში იარაღის დასამზადებლად საჭირო მასალების მიყიდვას კრძალავს

ავსტრალია რუსეთში იარაღის დასამზადებლად საჭირო ალუმინის მადნის მიყიდვას კრძალავს. ამის შესახებ the guardian წერს.

ქვეყნის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვას იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში. რუსეთი ალუმინის მოთხოვნილების 20%-ს ავსტრალიიდან იღებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ავსტრალია კატეგორიულად გმობს პუტინის გაჩაღებულ ომს უკრაინაში, რის გამოც მთავრობამ გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი მასიური დახმარების პაკეტი - 70 000 ტონა ნახშირი. დახმარების პაკეტი, ასევე, მოიცავს დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას და ახალ ჰუმანიტარულ ვიზას, რომელიც დროებით ხელმისაწვდომი იქნება უკრაინელი ლტოლვილებისთვის.

ავსტრალიამ, ასევე, გაზარდა უკრაინის სამხედრო დახმარება 21 მილიონი დოლარით. ჯამური სამხედრო დაფინანსება 91 მილიონი დოლარია. ახალი დახმარება მოიცავს დამატებითი მასალების გაგზავნას ავსტრალიის თავდაცვის ძალების მარაგიდან, დეტალები არ არის დაკონკრეტებული.

„რუსეთმა თავისი სისასტიკისთვის ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. მან ეს ფასი უნდა გადაიხადოს როგორც ეკონომიკურად, ისე დიპლომატიური თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა. 

20.03.2022 11:53 უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე გაანადგურეს

უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში და პირველი რანგის კაპიტანი, ანდრეი პალი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები Facebook-ზე წერს. 

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში, 1-ლი რანგის კაპიტნის ანდრეი პალის ლიკვიდაცია მოახდინეს. დილა მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ!“ - ვკითხულობთ განცხადებაში. 

20.03.2022 11:33 რუსებმა მარიუპოლის სკოლაში, სადაც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ბომბები ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარები კვლავ იმ ადგილს დაესხნენ თავს, სადაც მარიუპოლის მცხოვრებლები რუსულ ბომბებს ემალებოდნენ. რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის სკოლას, სადაც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ბომბები დაუშინეს. ამის შესახებ rbc-ukraine წერს.

„გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს ოლქის მე-12 სამხატვრო სკოლაში, სადაც მარიუპოლის 400-მდე მცხოვრები - ქალები, ბავშვები და მოხუცები იმალებოდნენ“, - ვკითხულობთ მარიუპოლის საკრებულოს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილია, რომ შენობა განადგურდა, ხოლო მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

20.03.2022 10:53 პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს - უკრაინელი გენერალი

უკრაინელი გენერლის მიკოლა მალომუჟის განცხადებით, პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს.

„რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა, ამზადებს მიწისქვეშა ქალაქს ქვეყნის აღმოსავლეთით ბირთვული ომის შემთხვევაში. ამაზე ირიბად მოწმობს 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები. კავშირის დროს არსებობდა მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები, სადაც რამდენიმე თვე შეგეძლო ოფლაინში ცხოვრება“, - ამის შესახებ Obozrevatel-თან ინტერვიუში არმიის გენერალმა მიკოლა მალომუჟმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა დააჭიროს „ბირთვულ ღილაკს“, თუმცა, მან ისიც იცის, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს ნატოსთან გლობალური კონფლიქტის დეტონატორი. 

მალომუჟის განცხადებით, ბუნკერი, რომელშიც შესაძლოა, პუტინი დაიმალოს, არის მიწისქვეშა, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე. იქ არსებობს ყველა საკომუნიკაციო სისტემა, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები სხვა რეგიონებთან. ასევე, შესაძლებელია ელექტრომომარაგება გარე წყაროებისგან და ჰაერის გაწმენდა. მალომუჟის თქმით, ასეთ ბუნკერში 1 წლის განმავლობაშია ცხოვრება შესაძლებელი.

მანამდე, სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის ინსტიტუტის დირექტორმა ილია ნესხოდოვსკიმ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პუტინს ფიზიკური ლიკვიდაციის ეშინია, რის გამოც კრემლში დიდი ხანია არ ყოფილა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის სპეციალურ დაცულ ბუნკერში გადავიდა.

20.03.2022 10:15 კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია

ჩეჩნეთის მეთაურმა შეცდომა დაუშვა, მას დაავიწყდა, რომ რუსეთში სიტყვა „ომი“ აკრძალულია. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. 

რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თუმცა, მან მალევე შეასწორა სტატუსი. უცნაური შესწორება ტელეგრამის არხმა „კათარსისმა“ შეამჩნია. 

როგორც უკრაინული გამოცემა უწოდებს კადიროვს, „პუტინის ქვეითმა“ გამოქვეყნებულ სტატუსში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი კადიროველების სამედიცინო დახმარებაზე ისაუბრა.

მან დაწერა, რომ „არ არსებობს ომი მსხვერპლის გარეშე“. კადიროვი მალევე მიხვდა, რომ აკრძალული სიტყვა გამოიყენა, რადგან რუსეთში უკრაინაში შეჭრას არა ომს, არამედ „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ.

რედაქტირების შემდეგ ტექსტის ეს ნაწილი ასე გამოიყურება: „არ არსებობს ბრძოლა მსხვერპლის გარეშე“.

20.03.2022 11:45 აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება დაადასტურა

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს რუსეთი იყენებდა ჰიპერბგერით რაკეტებს. ამის შესახებ CNN წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საომარი მოქმედებებში „კინჟალის“ რაკეტა გამოიყენეს. 

ცნობილია, რომ ახალ რაკეტას შეუძლია საათში 6000 კმ-მდე სიჩქარე მიაღწიოს, რაც ხუთჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს. მისი მახასიათებლებია დაბალი ფრენის გზა და მანევრირება. ეს ფაქტორები ართულებს თანამგზავრებისა და სპეციალური რადარების მიერ, ჰიპერბგერითი რაკეტების აღმოჩენას.

20.03.2022 12:35 რუსეთსა და უკრაინას შორის კრიტიკულ საკითხებზე დაახლოებაა - მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კრიტიკულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შეინიშნება, თუმცა ზოგიერთი საკითხი ამ ქვეყნების ლიდერების დონეზე უნდა გადაიჭრას. ამის შესახებ rbc-ukraine წერს. 

„მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებზე ორივე მხარის პოზიციების დაახლოებაა. კერძოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიციები თითქმის ემთხვევა პირველ ოთხ პუნქტს. ზოგიერთი საკითხი ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ თუ მხარეები ამჟამინდელ პოზიციებს არ უარყოფენ, მაშინ ცეცხლის შეწყვეტის იმედი არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის პირობები დაასახელა.

20.03.2022 06:17 „რუსი ოკუპანტების ზოგიერთი შენაერთის 80-90% განადგურებულია“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ ოკუპანტების ზოგიერთი შენაერთის  80-90% გაანადგურა.

მისივე თქმით, ოკუპანტებს საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები ბრძოლის ველიდან არ გაჰყავთ.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას ყველა ძირითად ოლქში. რუსეთის ჯარებს უპრეცედენტო ზარალი აქვს, ოკუპანტების ზოგიერთი შენაერთის 80-90% განადგურებულია. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი უბრალოდ სავსეა რუსი ჯარისკაცების ცხედრებით. მათი ცხედრები არავის გადაჰყავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

20.03.2022 04:41 „რუსების მორალური მდგომარეობა დაბალია, მათ იზიუმის მიმართულებით წინსვლა ვერ შეძლეს“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა იზიუმის მიმართულებით უკრაინელების პოზიციების გარღვევა ვერ შეძლეს

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტთა მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალია 

„იზიუმის მიმართულებით მტერი ცდილობდა გაერღვია ჩვენი თავდაცვა, მაგრამ წარმატებას მიაღწია, დამპყრობლის თავდასხმის ნაწილები ფაქტობრივად განადგურდა. პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალია და საომარი მოქმედებების ყოველი მომდევნო დღე უარესდება. სამხედრო მოქმედებებში ჩართულმა ნაწილებმა დაკარგეს მნიშვნელოვანი რაოდენობით იარაღი და სამხედრო ტექნიკა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

20.03.2022 04:02 რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცის კონტროლს ვერ ახერხებს - ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეს ვერ აკონტროლებს.

სამინისტროს უახლესი დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ვერ შეძლო ჰაერზე კონტროლის მოპოვება და დიდწილად რუსეთის საჰაერო სივრციდან გაშვებულ იარაღს ეყრდნობა.

„ჰაერზე კონტროლის მოპოვება იყო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონფლიქტის დაწყების დღეებში და მათმა მუდმივმა წარუმატებლობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მათი ოპერატიული პროგრესი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

20.03.2022 02:46 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 3 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვამ დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების სამი ვერტმფრენი ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

„19 მარტს მტერმა საგრძნობლად შეამცირა ყოფნა უკრაინის ცაზე. ამიტომ, სამწუხაროდ, დღეს საჰაერო თავდაცვამ რუსი ნაცისტების მხოლოდ სამი ვერტმფრენი ჩამოაგდო. შესაბამისად მათი ყოველდღიური გეგმა არ შესრულდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

20.03.2022 02:33 ახალი რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინას ბელარუსის საზღვრიდან უახლოვდება - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

„რუსული სამხედრო ტექნიკა ბელარუსის საზღვარს უახლოვდება, რათა გარკვეული ძალით უკრაინაში შემოვიდეს“, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„გვესმის, რომ რუსები არ თმობენ ქალაქ კიევზე მორიგი შტურმის განხორციელების მცდელობის. კარგი, ჩვენ მათთან ერთად ვიბრძოლებთ“, - განაცხადა დენისენკომ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, რომ ბელარუსი კონფლიქტში ჩაერთოს. 

„მე ბელარუსის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის შესაძლებლობას 60-40-ზე შევაფასებდი. მაინც მგონია, რომ ლუკაშენკო თავისას გააკეთებს. მისი ჯარი შედარებით მცირეა, ბელარუსელთა მთელი არმია დაახლოებით 40 ათას ადამიანს შეადგენს. ჩვენ მზად ვართ მათი შემოჭრისთვის“, - აღნიშნა დენისენკომ.

20.03.2022 01:50 რუსებმა ჩერნიგოვის საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის საქალაქო საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ განაცხადა.

„ჩერნიგოვში გრძელდება სამოქალაქო დაწესებულებების არამიზნობრივი საარტილერიო დაბომბვა, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვი და ქალი. ქალაქი განიცდის აბსოლუტურ ჰუმანიტარულ კატასტროფას. არ არის ელექტროენერგია, სითბო და წყალი, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია“, - განაცხადა ატროშენკომ.

20.03.2022 01:30 ხარკოვის ოლქში უკრაინელებმა რუსი სამხედროებისა და ტექნიკის დიდი რაოდენობა გაანადგურეს

ხაროკოვის ოლქში დერჩაგევსკის რაიონში უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროებისა და ტექნიკის დიდი რაოდენობა გაანადგურეს, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი იუწყება.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ, ზოგიერთ რაიონში ისინი კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ხოლო ხარკოვის შორეულ მისადგომებზე მტრის კოლონები გაარღვიეს.

„დღეს, დერგაჩოვის რაიონში, დამპყრობლებთან ბრძოლაში ეროვნული გვარდიის მობილური ნაწილი შევიდა. შედეგად, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული მტრის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ოკუპანტების დანაკარგების შესახებ დეტალებია ზუსტდება“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

19.03.2022 17:31 ავიაიერიში ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნზე - დაიღუპა ორი ბავშვი და ერთი ქალი

ოკუპირებული ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნზე ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა მათ შორის 2 ბავშვი, ერთი ბავშვი კი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ჯერ 2 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. მოგვიანებით მათ ქალი და კიდევ ერთი ბავშვი იპოვეს. ჩატარებული დახმარების მიუხედავად ქალი გარდაიცვალა, ხოლო ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

19.03.2022 17:51 მარიუპოლში აზოვის პოლკის მებრძოლებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს

მარიუპოლში „აზოვის“ პოლკის მებრძოლებმა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„დღეს დილით, სპეცოპერაციისას, აზოვის პოლკის ჯარისკაცებმა დაარბიეს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტი, რა დროსაც განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი, მტრის ოფიცრები და ქვეითი ოცეული“, - ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია ერთი ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი და სატვირთო მანქანა.

აზოვის პოლკის კაპიტნის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, მარიუპოლი კვლავ უკრაინულ ქალაქად რჩება და ტერორისტებთან ქუჩის ბრძოლები გრძელდება.

19.03.2022 19:07 მტრის შეტევა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

დღის განმავლობაში ოპერატიულ ვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, მტერი თითქმის ყველა მიმართულებით გააჩერეს, სადაც მიიწევდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„ზოგიერთი მიმართულებით მტერმა უკან დაიხია. კერძოდ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მტერი დედაქალაქს დაახლოებით 70 კმ-ით დაშორდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე მეოთხე კვირაა ებრძვიან რუს დამპყრობლებს და ისინი მათ ეფექტიანად უმკლავდებიან“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი.

განადგურებული მტრის რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა, ალბათ, სამჯერ მეტია. ამავდროულად, მტერმა უკვე დაკარგა თვითმფრინავის მესამედი.

19.03.2022 19:11 თუ ახლა არ დასჯით რუსეთს, მაშინ სხვა აგრესორები დაიწყებენ ომებს მსოფლიოში - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში ომის შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თუ რუსეთს ახლა არ შეაჩერებენ, მსოფლიოში სხვა აგრესორი ქვეყნებიც ომს დაიწყებენ. 

„თუ რუსეთს ახლა არ შევაჩერებთ, თუ რუსეთს ახლა არ დავსჯით, სხვა აგრესორები მსოფლიოში დაიწყებენ სხვა ომებს. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. სხვადასხვა კონტინენტებზე. ყველგან, სადაც რომელიმე სახელმწიფო ოცნებობს მეზობლის დაპყრობაზე“, - წერს ზელენსკი. 

19.03.2022 20:24 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევთან რუსების ტექნიკა გაანადგურეს (ფოტოები)

რუსი დამპყრობლები კიევის რეგიონში გამანადგურებელ მარცხს განიცდიან, კიევთან დაახლოების ყველა განზრახვა მარცხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

„კიევის რეგიონში განადგურდა რუსული ტექნიკა. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა  Strela-10 “, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გენერალური შტაბი განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ფოტოებსაც აქვეყნებს.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე გრუზევიჩმა განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები კიევს დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან 70 კილომეტრამდე დაშორდნენ.

19.03.2022 20:49 ერდოღანმა ჩამოთვალა მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც პუტინი უკრაინისგან მოითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგასთან რეჯეპ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას გამოყო რამდენიმე ფაქტორი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა თურქულ გაზეთ Hürriyet-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ერდოღანმა შესთავაზა პუტინსა და ზელენსკის თურქეთში შეხვედრის გამართვა რათა აღნიშნული დაპირისპირება მოგვარდეს.

ერდოღანის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ თუ ზელენსკი მზად არის შეხვედრისთვის, მაშინ პუტინს აქვს მოთხოვნები, რომლებიც, მისი თქმით, უნდა გადაიჭრას მანამ, სანამ სახელმწიფოს მეთაურების დონეზე რაიმე მოლაპარაკება გაიმართება.

„პირველ რიგში, ეს არის უკრაინის ნეიტრალიტეტი, ანუ უარი  ნატოში გაწევრიანებაზე. მეორე, განიარაღება და უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები ავსტრიული მოდელის კონტექსტში. მესამე, პროცესი, რომელსაც რუსული მხარე უწოდებს „დენაციფიკაციის“, მოხსნას. უკრაინაში რუსული ენის ფართო გამოყენებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები. გარკვეული პროგრესი მიმდინარე მოლაპარაკებებში არის. თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ არსებობს სრული შეთანხმება“, - აღნიშნა კალინმა.

მან დასძინა, რომ პუტინმა წამოაყენა კიდევ ორი ​​მოთხოვნა, რაც იყო „ყველაზე რთული საკითხი“ - კიევის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება და ორი ე.წ. დონბასის „რესპუბლიკები“.

სპიკერის თქმით,  ეს ორი ბოლო მოთხოვნა, მიუღებელი მოთხოვნებია უკრაინისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

სპიკერმა დასძინა, რომ თუ მოლაპარაკებები გაიმართება, „ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა შეთანხმებისა და ომის დასრულების“.

19.03.2022 22:15 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიკვიდირებული რუსი გენერლების სია გამოქვეყნეს - UNIAN

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განადგურებული რუსი გენერლების სია გამოაქვეყნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ომის სამი კვირის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 10-ზე მეტი რუსი მეთაური, მათ შორის ექვსი გენერალი.

კერძოდ, გამოქვეყნებულ სიაში არიან:

„როსგვარდიის“ 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური, გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი; აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი; 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი; სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიის საერთო საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.

„რუსეთში ფედერალურ დონეზე არავინ საუბრობს ზოგად დანაკარგებზე. რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ ასახელებს „უკრაინაში სპეცოპერაციის“ ოფიციალურ ხელმძღვანელს“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

19.03.2022 22:32 🎥 უკრაინელმა ბებომ ღვეზელებით 8 ოკუპანტი მოწამლა - UNIAN

უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ უკრაინელმა ბებომ 8 რუსი სამხედრო ღვეზელებით მოწამლა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო დაზვერვის მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ოკუპანტი მეგობარ გოგოს ელაპარაკება.

საუბარში ოკუპანტი ამბობს, რომ შიმშილით იხოცებიან და საჭმელი არაფერი აქვთ.

„აქ საჭმელი არაფერი გვაქვს. გუშინ იხვი მოვიპარეთ! ვბომბავთ მაღაზიებს. ვშიმშილობთ...ერთმა ბებომ ღვეზელები მოიტანა - 8 ადამიანი კუბოთი უკან დაბრუნდა“, - თქვა რუსმა სამხედრომ და აღნიშნა, რომ ღვეზელები მოწამლული იყო. 

19.03.2022 17:10 უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსი მაიორი, რომელიც საქართველოს 2008 წელს ბომბავდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინცი მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, ვოლინცი უკრაინის ტერიტორიაზე თითქმის ყველა დაბომბვას ხელმძღვანელობდა.

გამოცემა, ასევე, აღნიშნავს, რომ მაიორი საქართველოსაც ბომბავდა. 

ინფორმაციას ადასტურებს პრიმორსკო-ახტარსკის ოლქის ხელმძღვანელი, მაქსიმ ბონდარენკო.

მისი თქმით, ადრე რუსი მფრინავი მონაწილეობდა საქართველოს დაბომბვაში 2008 წელს, ასევე სირიაში, სადაც კრემლის რეჟიმი მხარს უჭერდა დიქტატორ ბაშარ ასადს.

19.03.2022 10:21 ლიკვიდირებულია რუსი გენერალი - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

„მტრის მიმართულებით სროლების შედეგად, დაიღუპა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი“, - აცხადებენ  უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ამასთან, უწყების ცნობით, ქალაქ გომელში დაჭრილი ოკუპანტების მიღებასა და მკურნალობაში ჩართულია ყველა სამედიცინო დაწესებულება ქირურგიული განყოფილებით. 

19.03.2022 10:57 დონეცკის რეგიონში რუსებმა ერთ დღეში 12 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონში რუსებმა ერთ დღეში 12 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„კრამატორსკი ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული ჭურვებით. აქ რუსებმა მოკლეს 5 და დაჭრეს 25 მშვიდობიანი მოქალაქე.

ავდიივკაში რუსებმა მოკლეს 2 და დაჭრეს 4 ადამიანი, პოკროვსკში - 1 ადამიანი მოკლეს და 6 დაჭრეს. ერთი მსხვერპლია სტეპში, ერთი კი ბახმუტში.

მარიუპოლში 4 დაღუპული და 1 დაჭრილი, ნეტაილოვოში 1. მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია“, - აცხადებს დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

19.03.2022 11:09 „ომი უნდა დასრულდეს, შეხვედრის დროა“ - ვოლოდიმერ ზელენსკი

„ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

„როგორც წესი, ასეთ დროს ვამბობდით – გაზაფხული მოვიდა; ახლა კი ვამბობთ – ომი მოვიდა. მაგრამ ჩვენ მაინც დავამარცხებთ ყველას, რადგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ერი ვართ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 14 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ათობით ათასი დაშავდა და მან რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

19.03.2022 11:24 ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა რუბიჟნეზე მტრის წინსვლა შეაჩერეს და 20 დამპყრობელი გაანადგურეს

ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა შეაჩერეს მტრის წინსვლა რუბიჟნეზე და გაანადგურეს 20 დამპყრობელი, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ განაცხადა.

„რეგიონის ყველა ქალაქი ცეცხლის ქვეშაა. ოთხი დაღუპული და 10 დაჭრილი. დაზიანებულია 50-ზე მეტი შენობა. გაანადგურეს 2 ათეული რუსი დამპყრობელი და აიძულეს უკან დაეხიათ. ქალაქი იბომბებოდა ნაღმსარტყორცნებით“, - აცხადებს გაიდაი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, გირსკოე, კრემენნაია, პრივოლიე, ზოლოტე.

გაიდაის თქმით, დაზიანდა 19 მრავალბინიანი და 19 კერძო საცხოვრებელი კორპუსი, ორი სამედიცინო დაწესებულება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცავი და გარე შენობები.

გარდაცვლილები არიან სევეროდონეცკსა და რუბიჟნიში.

„გაზმომარაგების გარეშე არის 23 დასახლებული პუნქტი მთლიანად და 7 ნაწილობრივ, ჯამში დაახლოებით 35 ათასი აბონენტი.  ელექტროენერგიის გარეშეა 103 ათას 490 მომხმარებელი“, - აღნიშნავს გაიდაი. 

19.03.2022 12:02 ომის 24-ე დღე - საოკუპაციო ძალებმა 112 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

რუსმა ჯარებმა უკრაინაში 112 ბავშვი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 24-ე დღის დილისთვის 112 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაიჭრა.

ყველაზე მეტი მსხვერპლი კიევის ოლქში - 57, ხარკოვის ოლქში - 36, დონეცკის ოლქში - 28, ჩერნიგოვის ოლქში - 30, მიკოლაევის ოლქში - 21, ჟიტომირის ოლქში - 15, სუმის ოლქში - 14 და ხერსონის რეგიონში - 14 იყო.

18 მარტს 16 წლის ბიჭი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

18 მარტს მაშველებმა ჩერნიგოვის საერთო საცხოვრებლის ნანგრევებიდან 7 წლის ტყუპების, ბიჭის და გოგოს ცხედრები ამოიყვანეს.

გენერალური პროკურატურა, ასევე, აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების რეგულარული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება. მათგან 69 მთლიანად განადგურდა.

ყველაზე მეტად დაზიანდა სკოლები და საბავშვო ბაღები დონეცკის ოლქში - 138, ხარკოვის ოლქში - 77, კიევის ოლქში - 41, მიკოლაევის ოლქში - 39, სუმის რეგიონში - 33, ხერსონის ოლქში - 21, დედაქალაქში - 43.

19.03.2022 11:46 სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს - პოდოლიაკი

„სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან შეიძლება გაგრძელდეს „რამდენიმე კვირა“, თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ მოსკოვის პოზიცია „უფრო ადეკვატური გახდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს. 

„მოლაპარაკებების ძირითადი საკითხები მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტას, რუსული ჯარების გაყვანას და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს კონკრეტული ფორმულებით. ამ პროცესს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს“, - აღნიშნავს პოდოლიაკი. 

მისი თქმით, უკრაინა არ აპირებს გარკვეული საკითხების ირგვლივ დათმობაზე წასვლას.

„ჩვენ ვერ დავთმობთ ტერიტორიებს“, - განაცხადა  პრეზიდენტის მრჩეველმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ „რუსული არმია არ ებრძვის უკრაინის არმიას - ისინი ომობენ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“. 

19.03.2022 12:12 განადგურებულია 14 400-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 470 ჯავშანტექნიკა, 466 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.  მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა  დაკარგეს: 👇

👉14 400 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 95 - თვითმფრინავი

👉 115 -  ვერტმფრენები

👉  466 - ტანკი

👉 1 470 - საბრძოლო ჯავშანმანქანები

👉 213 - საარტილერიო სისტემა

👉 44 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 60 - საწვავის ავზი

👉 17 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

👉 3 - გემები / ნავები

👉 614 - მანქანა

19.03.2022 12:34 უკრაინამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა, მას შემდეგ რაც, რუსულმა ძალებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

„ოკუპანტებმა ნაწილობრივ მიაღწიეს წარმატებას დონეცკის საოპერაციო ოლქში და დროებით ჩამოართვეს უკრაინას წვდომა აზოვის ზღვაზე“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, აღადგინეს თუ არა უკრაინის ძალებმა ზღვაზე გასასვლელი.

„როიტერის“ ცნობით, 24 თებერვალს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები ერთ-ერთ პირველ სამიზნეს სწორედ მარიუპოლი და აზოვის ზღვის სანაპირო წარმოადგენდა.

19.03.2022 12:52 ჩერნიგოვში რუსებმა სათხილამურო ბაზა დაბომბეს

ჩერნიგოვში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად სათხილამურო ბაზა განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, განადგურდა ჩერნიგოვის ბაზის მთავარი შენობა, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ახალგაზრდა უკრაინელი სპორტსმენები.

მედიის ცნობით, არსებულ შენობაში სხვადასხვა ბიატლონის შეჯიბრებები, მათ შორის ეროვნული ჩემპიონატი იმართებოდა.

19.03.2022 09:54 რუსებმა უკრაინაში შეჭრისას ბევრი სერიოზული შეცდომა დაუშვეს - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში ისეთი წინსვლა, როგორიც დაგეგმილი ჰქონდა, ვერ განახორციელა და შეცდომები დაუშვა.

ლოიდ ოსტინის თქმით, რუსებმა დაუშვეს ბევრი სერიოზული შეცდომა უკრაინაში შეჭრის დროს, ამიტომ მათი წინსვლა გეგმის მიხედვით არ წარიმართა.

„მათ ლოგისტიკური პრობლემები აქვთ. ვერ ვხედავ ტაქტიკური დაზვერვის კარგად გამოყენების მტკიცებულებას. ასევე, საავიაციო შესაძლებლობების სახმელეთო მანევრებთან ინტეგრაციის მტკიცებულებას. არის რამდენიმე რამ, რასაც ველოდით, რომ გვენახა, მაგრამ არ გვინახავს. ვფიქრობ, რუსეთი ვარაუდობდა, რომ სწრაფად იმოქმედებდნენ და დედაქალაქს ძალიან მალე დაიკავებდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს“, - აცხადებს ლოიდ ოსტინი.

19.03.2022 08:48 რუსეთთან ომის გამო უკრაინის მოსახლეობის 23%-ზე მეტი დევნილი გახდა - გაერო

რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ უკრაინაში 6.5 მილიონი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი, კიდევ 3.3 მილიონმა ქვეყანა დატოვა, - ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია აღნიშნული.

მთლიანობაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა ქვეყნებში გაქცეულთა რიცხვი თითქმის 9.8 მილიონია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ზე მეტია.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ 819 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რეალური რიცხვები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია, რადგან ძალადობრივი შეტაკებები მთელი უკრაინის მასშტაბით გრძელდება.

19.03.2022 07:02 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

19.03.2022 05:28 „სუმის ოლქში რუსები ადამიანებს იტაცებენ და აწამებენ“ - სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

„რუსი ოკუპანტები სუმის ოლქში ადამიანებს იტაცებენ და აწამებენ, ისინი შედიან სოფლებში და მოსახლეობას ძარცვავენ“, - ამის შესახებ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ჟივიცკი იუწყება.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში სუმის ოლქიდან ევაკუაცია 4 500-მდე მშვიდობიანმა მოქალაქემ შეძლო

„სუმის ოლქში საბრძოლო ზონის დატოვება დაახლოებით 4 500-მა ადამიანმა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე შეძლო. ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც ევაკუაცია სურს. განსაკუთრებით, ტროსტიანეცისა და კრასნოპოლის დასახლებებში.

კრიტიკული ვითარება რჩება სუმისა და ოხტირკას ოლქების რამდენიმე დასახლებაში. ორკები შედიან სოფლებში და მოსახლეობას ძარცვავენ, ასევე დაფიქსირდა წამებისა და გატაცების შემთხვევები. აღნიშნული ქმედება მიუღებელია და 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა ჟივიცკიმ.

19.03.2022 05:16 ნიკოლაევში უკრაინელებმა ორი დივერსდანტი დააკავეს, რომლებიც სამხედრო ობიექტებს ნიშნავდნენ

ნიკოლაევში უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ორი დივერსანტი დააკავეს, რომლებიც სამხედრო ობიექტებს ნიშნავდნენ.

„ნიკოლაივის ერთ-ერთ საგუშაგოზე ეროვნულმა გვარდიამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებმაც განათავსეს ნიშნები სამხედრო ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან და გადაუღეს მათ სურათები“, - ნათქვამია ეროვნული გვარდიის განცხადებაში.

გვარდიელებმა დაკავებულები სპეცსამსახურებს გადასცეს.

19.03.2022 03:36 „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის დანაკარგები დიდი იქნება“ - ზელენსკი

„ერთადერთი შანსი, რომ რუსეთის ფედერაციამ შეამციროს საკუთარი შეცდომებისგან მიღებული ზიანი, არის უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რუსეთი ძალიან დაზარალდება/

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლიანობის აღდგენის დრო დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ აღდგეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

19.03.2022 03:02 რუსებმა კიევთან ახლოს გალავნების მშენებლობა დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ჩრდილო-დასავლეთით სამხედრო პოზიციების დასაცავად თიხის გალავანების მშენებლობა დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს დამცავ გალავანებს ოზეროში და ანტონოვის საჰაერო ბაზაზე.

სოფლებში ზდვიჟევკასა და ბერესტიანკაში ასევე ჩანს დამატებითი რუსული სამხედრო ტექნიკა.

სავარაუდოდ, რუსი დამპყრობლები გადაჯგუფებას და კიევზე მორიგი შეტევის მომზადებას ცდილობენ.

19.03.2022 02:41 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 12 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

„დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რუსი დამპყრობლების სულ მცირე 12 საჰაერო სამიზნე:

⚫ 2 თვითმფრინავი

⚫ 3 შვეულმფრენი

⚫ 3 უპილოტო საფრენი აპარატი

⚫ 4 საკრუიზო რაკეტა“, - აღნიშნულია განცხადებაში

18.03.2022 15:48 დმიტრო კულებამ ომის დასრულების ორ სცენარზე ისაუბრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დასრულების ორი სცენარი განიხილა. მან ამ საკითხზე pravda.com-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

როგორც კულებამ აღნიშნა, ნებისმიერ ომს ორი დასასრული აქვს. პირველი ეს არის ერთ-ერთი მხარის უპირობო ტოტალური დამარცხება, რაც რუსეთს სურს კიევთან მიმართებით. მეორე კი არის ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიება და შეთანხმება. 

„უკრაინის და არა რუსეთის თვალსაზრისით, ნათლად და ფხიზლად უნდა გვესმოდეს, რომ ან ბოლომდე უნდა მივუდგეთ ომს, რის შედეგადაც ჩვენ უპირობოდ უნდა დავამარცხოთ რუსეთი, ან უნდა არსებობდეს შეთანხმება, რომელიც ხელსაყრელი იქნება უკრაინისთვის. ვფიქრობ, რომ მეორე ვარიანტი რეალურია“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინული დიპლომატია მუშაობს იმისთვის, რომ ეს გარიგება მაქსიმალურად მომგებიანი იყოს კიევისთვის.

მანამდე კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის პუტინს „დღესაც“ შეხვდეს, „მისი პოზიცია ნათელია, ის ყველა საკითხზე არის ჩამოყალიბებული“.

18.03.2022 15:30 „რუსეთს რაკეტების მარაგი ეწურება, ამიტომ სხვა სცენარისთვის ინახავს“ - იური იგნატი

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს უკვე ეწურება რაკეტების მარაგი. ამიტომ, ახლა რაკეტები სხვა სცენარებისთვის ინახება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„პენტაგონის მონაცემებით, 900-ზე მეტი რაკეტა უკვე გასროლილია უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ, რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული ლიმიტი, დაზვერვის ცნობით, რაკეტები უკვე იწურება, რუსები ინახავენ მათ სხვა სცენარისთვის“, - განაცხადა იგნატმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 მარტს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კიევის რეგიონში რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს. მტრის თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის ფედერაციის სულ მცირე 14 საჰაერო სამიზნე, მათ შორის შვიდი თვითმფრინავი.

18.03.2022 15:22 უკრაინაში დააკავეს ჯაშუშები, რომლებმაც საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს რუსეთს

უკრაინის სამ რეგიონში სამართალდაცავებმა დივერსანტები დააკავეს. რუსმა ჯაშუშებმა მტერს საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს.ამის შესახებ, ინფორმაციას გამოძიების სახელმწიფო ბიურო და კიბერპოლიცია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ლვოვის რაიონში სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „რავა-რუსკაიაზე“ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ის არის რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელი კალუგის რეგიონში. მის ტელეფონზე იპოვეს შეტყობინება რუსეთის მხარდასაჭერად აქციების გამართვის შესახებ.

გარდა ამისა, რუსი ჯაშუში დააკავეს ტრანსკარპატების  რეგიონის საზღვარზე მალი ბერეზინის საბაჟო პუნქტზე. მის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს ტრანსკარპატების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოების ფოტოები.

კიდევ ერთი აგენტი იპოვეს ოდესის რეგიონში. აღმოჩნდა, რომ სოფელ სერგეევკაში 31 წლის მცხოვრები რუს კურატორებთან მუშაობდა. მან სტრატეგიული ობიექტების კოორდინატები მესინჯერის საშუალებით გადასცა რუს ოკუპანტებს.

ყველა დაკავებული დივერსანტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა.

18.03.2022 13:04 კიევში უკრაინელებმა მტრის სუ-34 გამანადგურებელი ჩამოაგდეს

უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა კიევის რეგიონში, კერძოდ ბუჩაში, მტრის გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ Ukrinform კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პავლიუკის ტელეგრამაზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ საკუთარი ძალებით ვკეტავთ კიევის რეგიონის ცას! დაახლოებით დილის 8:15 წუთზე ბუჩას რაიონში უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა ჩამოაგდეს მტრის გამანადგურებელი სუ-34! თვითმფრინავი ჩამოაგდეს სტინგერის გამოყენებით“, - განაცხადა ალექსანდრე პავლიუკმა.

როგორც ცნობილია, ეკიპაჟის კატაპულტირება არ შეინიშნება, თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

18.03.2022 12:28 „მესმის ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს“ - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის კარგად ესმის, თუმცა ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. ამის შესახებ pravda.com წერს.

„მესმის პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, რადგან ისინი პრეზიდენტი პუტინის დამპყრობელი ჯარების სასტიკი, უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა - გერმანია თამაშობს მთავარ როლს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთმა ომის გამო „უპრეცედენტო სანქციებით“ „მაღალი ფასი“ უნდა გადაიხადოს. სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინულ ჯარებს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიან, ეს ყველაფერი კი „უკრაინას დაეხმარა რუსული ჯარების შემოჭრის წინააღმდეგ“.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ აუცილებელია, ეს კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და არ გასცდეს უკრაინის საზღვრებს.

18.03.2022 12:05 რუსების 71% უკრაინაში ომის მომხრეა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა VCIOM-მა დაადგინა, რომ რუსების 71% უკრაინაში მიმდინარე ომს უჭერს მხარს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

VCIOM-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები:

კითხვაზე, თუ რას მიიჩნევენ სპეცოპერაციის უპირველეს მიზნად, გამოკითხული რუსი მოსახლეობის 46%-მა მიზეზად, უკრაინაში ნატოს ბაზების განლაგების თავიდან აცილება დაასახელა.

19%-მა უკრაინის დენაციფიკაცია

18%-მა კი, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში  მცხოვრები ხალხის დაცვა.

VCIOM-მა ასევე დაადგინა, რომ გამოკითხულთა 70%-ს მიაჩნია, რომ „სპეცოპერაცია“ უკრაინაში წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო 84% ენდობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

VCIOM-მა ქვეყნის მასშტაბით 18 წლის და უფროსი ასაკის 1600 რესპონდენტზე მეტი გამოკითხა. გამოკითხვა 2022 წლის 3 მარტს ჩატარდა.

18.03.2022 11:11 რუსულ არმიას საკვების, საწვავის და ლოგისტიკის პრობლემა აქვს - ბრიტანული არმია

ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, რომ რუსულ არმიას უკრაინაში ფრონტის ხაზზე ლოგისტიკური პრობლემები აქვს. აღნიშნულს უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ასევე პრობლემებია ქვეყნებს შორის მანევრირებასთან დაკავშირებით, უჭირთ საჰაერო სივრცის კონტროლი და შეზღუდული მობილურობა ხელს უშლის რუსეთს ეფექტურად უზრუნველყოს არმია ისეთი აუცილებელი კომპონენტით, როგორიც არის საკვები და საწვავი“, - აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარდა ამისა, დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრშეტევები ზღუდავს რუსეთის შემტევ პოტენციალს.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი, რომელიც პერსონალის მუდმივ დანაკარგს განიცდის, ამავდროულად სამხედრო ძალების დამატებას გეგმავს. 

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რუსეთის მცდელობა დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, წარმატებული არ არის. 

18.03.2022 11:11 7 საათი ჩანთით თავზე, წამება მეზობელ საკნებში - მელიტოპოლის მერი გატაცების დეტალებზე

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა, რომელიც რუსმა აგრესორებმა გატაცების შემდეგ გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ ის 7 საათის განმავლობაში ჩანთით თავზე მელიტოპოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გამომწყვდეული. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ფედეროვის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

მელიტოპოლის მერის განცხადებით, სიტუაცია, რომელშიც ის 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ძალიან ცუდი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მას ფიზიკურად არავინ შეხებია, მისი თქმით, გვერდით მდებარე საკნებიდან ყვირილის ხმა, ფიზიკური წამებისგან არაფრით განსხვავდებოდა.

„საკმაოდ რთულია, როცა შვიდი საათის განმავლობაში გატარებენ თავზე ჩანთით, ვერ ხედავ სად, ვერ ხედავ ადამიანებს, ვინც გატარებენ, მაშინ, როდესაც მათ აბსოლუტურად არ ენდობი...

მე ვიყავი მელიტოპოლში, მელიტოპოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

როდესაც ჩემთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ და ჩემგან რაღაცის მიღება სჭირდებოდათ, საკანში, ჩემს ირგვლივ ხან ხუთი, ექვსი, შვიდი ჯარისკაცი იმყოფებოდა იარაღით.

ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ დამიჯერეთ, იქვე იარაღით მყოფი შვიდი ადამიანი საკმარისია საკუთარ პოზიციაში ეჭვის შესატანად.

ხან ვიღაცას აწამებდნენ მეზობელ საკანში - იყო ყვირილი, რომელიც ფსიქოლოგიურად ისე მოქმედებს, რომ არაფრით ჩამოუვარდება ფიზიკურ წამებას. ამიტომ მთელი ეს ექვსი დღე საკმაოდ რთული იყო“, - განაცხადა ფედეროვმა.

ფედოროვმა თქვა, რომ მან ხელი მოაწერა უამრავ დოკუმენტს და სწორედ ამის წყალობით მან მოახერხა პოზიციაზე უცვლელი დარჩენილიყო. მერმა განმარტა, რომ მის მიერ ხელმოწერილ ფურცლებს იურიდიული ღირებულება არ გააჩნია.

გარდა ამისა, ფედოროვმა თქვა, რომ ის რუსი წვევამდელები, რომლებზეც ის გაცვალეს, 18-19 წლისები იყვნენ.

18.03.2022 10:35 რუსეთმა ლვოვში საჰაერო დარტყმა განახორციელა

18 მარტის დილით ლვოვში რამდენიმე აფეთქება გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ რაკეტები აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.

„რუსული რაკეტები მოხვდა ლვოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას. ჯერჯერობით ზუსტი ადგილი არ ვიცით, მაგრამ აეროპორტი ნამდვილად არ არის. ჩვენი ATP-1-ის შენობებში ფანჯრები დაზიანებულია. ადგილზე ვითარება დაზუსტებულია და მოგვიანებით გამოქვეყნდება“,- წერს სადოვი. 

სადოვიმ მოგვიანებით განმარტა, რომ თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას რამდენიმე რაკეტა მოხვდა.  შენობა კი დარტყმისგან განადგურებულია.

„ქარხნის აქტიური მუშაობა წინასწარ იყო შეჩერებული, ამიტომ ამ დროისთვის ადამიანური მსხვერპლი არ არის. ადგილზე მაშველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - წერს ქალაქის მერი.

მანამდე, 13 მარტის ღამეს, ოკუპანტებმა რაკეტები  გაისროლეს ლვოვის რეგიონში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე (იავოროვსკის სამხედრო პოლიგონი).

18.03.2022 10:01 პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს - აშშ-ის ოფიციალური პირები

აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს შესაძლოა რუსეთის ბირთვული არსენალის გაძლიერებით დაემუქროს, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ პუტინის გეგმების ჩაშლას. ინფორმაციას FOX NEWS ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა, გლობალური საფრთხეების შესახებ ახალ ანგარიშში, რომელიც 15 მარტით თარიღდება, საკმაოდ შემაშფოთებელ საფრთხეებზე ისაუბრა.

„რადგან ეს ომი და მისი შედეგები ნელ-ნელა ასუსტებს რუსეთის კონვენციურ ძალას, რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო მეტად დაეყრდნობა თავის ბირთვულ შემაკავებელ ძალას, რათა სიგნალი მისცეს დასავლეთს და მისცეს ძალა მის შიდა და გარე აუდიტორიას“, - ამბობს ამერიკელი გენერალი.

აშშ-ს ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ პუტინი აპირებს „გააუქმოს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიღებული წესები, რომელიც დაფუძნებულია ცივი ომის შემდგომ საერთაშორისო წესრიგზე ზრუნვისთვის“ და დაიბრუნოს ყოფილი საბჭოთა ტერიტორიები.

„რუსეთი განიხილავს ძლიერ, გადარჩენად ბირთვულ ძალას, როგორც მისი ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს, ხოლო მისი მოდერნიზებული ზოგადი დანიშნულების ძალებს, როგორც გადამწყვეტს ნებისმიერი ჩვეულებრივი სამხედრო საფრთხის დასაკმაყოფილებლად და რუსეთის ძალაუფლების საზღვარგარეთ პროექციისთვის”, - წერს ბერიერი ანგარიშში.

გარდა ამისა, რუსული ძალები იყენებენ თავდასხმის „განურჩეველ მეთოდებს“, რომლებიც ქალაქებს მიწასთან ასწორებენ, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას და აზიანებენ ინფრასტრუქტურას უკრაინის ეფექტური წინააღმდეგობის საპასუხოდ, ნათქვამია მოხსენებაში.

„რუსეთის მოდერნიზაციის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთს შეეძლოს სამხედრო ძალების გამოყვანა, რომელსაც შეუძლია ჩაერთოს ომის სრულ სპექტრში, რათა შეაჩეროს ან დაამარცხოს საფრთხეების ფართო სპექტრი, მაგრამ უკრაინაში თავდაპირველი წარუმატებლობა პუტინის ზოგიერთ ნარატივს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, - წერს ბერიერი.

ამავდროულად, რუსეთი აცხადებს, რომ მან განაახლა თავისი ბირთვული იარაღის 85%-ზე მეტი და მუშაობს რაკეტების საკითხზეც, რომლებსაც შეუძლიათ დასავლეთის თავდაცვის გვერდის ავლით, „უზრუნველყოს დასავლეთისთვის დიდი ზიანის მიყენება“.

18.03.2022 09:58 „რუსეთმა ამოწურა ადამიანური რესურსი და უკიდურეს ზომას მიმართავს“ - უკრაინის გენშტაბი

რუსეთმა მნიშვნელოვნად ამოწურა არმიის ადამიანური რესურსი და მიმართავს უკიდურეს ზომებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს. 

„იმის გამო, რომ ოკუპანტებმა მნიშვნელოვნად ამოწურეს ადამიანური რესურსები, რუსეთის ფედერაცია იძულებულია, მიმართოს უკიდურეს ზომებს რეკრუტირების საკითხებში. ისინი ახორციელებენ ფარულ მობილიზაციას, იზიდავენ ე.წ. „მოხალისეებს“, წვევამდელებს და იუნკერებს, ასევე, დაქირავებულებს სირიისა და არაბთა რესპუბლიკიდან“, - ვკითხულობთ შტაბის განცხადებაში.

შტაბი, ასევე, წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია.

„18 მარტის დილის მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მდგომარეობას და პოზიციასა 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობდნენ გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას მტრის ჯარზე, რომლებიც ცდილობდნენ დაკავებული თავდაცვითი ხაზების შეკავებას“, - უკრაინის გენერალური შტაბი.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა შეაჩერეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინსვლა. 

ასევე, წინა დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ბომბდამშენმა და თავდასხმის თვითმფრინავმა ძლიერი დარტყმა მიაყენა მტრის სამხედრო ტექნიკის კოლონებს. საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა დაარტყეს მტრის 14 საჰაერო სამიზნეს (7 თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 3 საკრუიზო რაკეტა). 

18.03.2022 09:21 „პუტინის შეჩერების ნიშნებს აშშ ვერ ხედავს“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის, შეაჩეროს და დაასრულოს უკრაინაში ომი დიპლომატიური გზით. 

„ახლა ვერ ვხედავ ნიშანს, რომ პუტინი მზად არის შეჩერდეს. პირიქით, თუ მის ბოლო განცხადებებს მოვუსმენთ, ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა, ასევე, დასძინა, რომ დიპლომატია მოითხოვს მოლაპარაკების ორივე მხარის პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ დეესკალაციას. თუმცა, რუსეთი მოლაპარაკების ხასიათზე არ არის.

„მე არ მინახავს რუსეთის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ ომის დასასრულებლად, რომელსაც ის დიპლომატიური გზით აწარმოებს“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი მტკიცედ დაუჭერს მხარს კიევის ძალისხმევას, რათა დიპლომატიური საშუალებებით მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ჯარების გაყვანას.

18.03.2022 06:14 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

18.03.2022 05:20 „ჩვენ არ დაგტოვებთ და მალე გაგათავისუფლებთ“ - ზელენსკიმ დროებით ოკუპირებული ქალაქების მცხოვრებლებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ქალაქთა მცხოვრებლებს მიმართა, რომლებიც რუსების დროებით აქვთ ოკუპირებული ან ყველაზე მეტად განიცდიან რუსულ აგრესიას.

ზელენსკის თქმით, ქალაქები მარტო არ დარჩებიან და მათ აუცილებლად გაათავისუფლებენ.

„ჩვენს მარიუპოლს, ხარკოვს, ჩერნიგოვს, იზიუმსა და ყველა გმირ ქალაქს, რომელშიც ვითარება ძალიან რთულია - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ: ჩვენი ჯარი, პოლიცია, სახელმწიფო საგანგებო სამსახური, ჰუმანიტარული კოლონები, ეკლესია, მთელი ჩვენი ხალხი. ჩვენ დაგეხმარებით, არსად წავალთ. თქვენ თავისუფალი იქნებით, ეს ზუსტად ვიცი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

18.03.2022 01:34 ოდესის სანაპიროზე ნაღმი აფეთქდა

უკრაინაში ოდესის სანაპიროზე ნაღმი აფეთქდა, - ამის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა.

„რომელი ნაღმი აფეთქდა და რა მიზეზით უცნობია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - განაცხადა მარჩენკომ. 

მისივე თქმით, გასული დღის განმავლობაში ოდესაში ვითარება მშვიდი იყო, დღემ მტრის დაბომბვის გარეშე ჩაიარა. 

18.03.2022 01:07 ზელენსკისა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. 

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის ხალხის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობიანი დიალოგის გაგრძელებას. ჩვენ უნდა გავამკაცროთ ომის საწინააღმდეგო კოალიცია“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონი პუტინთან რეგულარული მოლაპარაკებების გამართვას აპირებდა.

17.03.2022 21:15 რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს - დაიღუპა 6 ადამიანი

რუსეთის არმიამ ხარკოვის რეგიონში კაზაკ ლოპანს კასეტური ბომბები ესროლა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ დერგაჩივის მერმა ვიაჩესლავ ზადორენკომ განაცხადა. 

„რამდენიმე საათის წინ რუსეთის არმიამ კაზაკ ლოპანს კასეტური ბომბები ესროლა. შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი ზუსტდება“, - წერს ზადორენკო.

მისი თქმით, ოკუპანტებმა სოფლის ცენტრში რკინიგზის სადგური, მაღაზიები, აფთიაქები და სხვა სამოქალაქო შენობები დაბომბეს.

ამასთან, არ დაზიანებულა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

17.03.2022 20:43 ხარკოვის ოლქში რუსებმა თემის ხელმძღვანელი გაიტაცეს

რუსებმა ხარკოვის ოლქის ველიკობურლუცკის თემის ხელმძღვანელი ვიქტორ ტერეშჩენკო გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„რუს ოკუპანტებს ესმით, რომ ხარკოვის რეგიონში ომი წააგეს, ხარკოვს ვერ აიღებენ და აგრძელებენ ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის, კერძოდ ხარკოვის რეგიონის ტერიტორიული თემების ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ მათ გაიტაცეს ვიქტორ მიკოლაოვიჩ ტერეშჩენკო, ველიკობურლუცკის ტერიტორიული თემის ხელმძღვანელი“, - აცხადებს ხარკოვის ოლქის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი.

სინეგუბოვის თქმით,  ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ტერეშჩენკოს გასათავისუფლებლად.

17.03.2022 20:19 კადიროვი უკრაინაში 1 000 მებრძოლს აგზავნის

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის კიდევ 1 000 ჩეჩენს აგზავნის უკრაინაში, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი თანაშემწე აფტი ალაუდინოვი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ერთი დღით ადრე კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ მზად იყო შეასრულოს ნებისმიერი ბრძანება. პუტინმა კი კადიროვს მადლობა გადაუხადა.

რამდენიმე დღის წინ კადიროვმა მოიტყუა, რომ უკრაინაში იმყოფებოდა. მისი მებრძოლები ავრცელებდნენ ვიდეოს, რომ თითქმის კიევში არიან, თუმცა ჟურნალისტებმა დაადგინეს, ზოგიერთი ვიდეო, რომელსაც ისინი აქვეყნებდნენ ბელორუსიაშია გადაღებული.

უკრაინულ მედიაში, ასევე,  ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადიროველებმა უკან დაიხიეს.

17.03.2022 20:34 კიევის ოლქში დაბომბვას ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიევის ოლქში რუსული ჯარების მიერ დაბომბვას ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს 4 ადამიანი დაშავდა. 

„დღეს მძიმე არტილერიით მტერმა ესროლა საცხოვრებელ კორპუსებს ვიშჰოროდის რაიონში. დაინგრა მაღალსართულიანი შენობა, დაზიანდა მეზობელი სახლები. ამ დროისთვის ცნობილია ორი წლის ბავშვის გარდაცვალების და 4 ადამიანის მრავლობითი დაზიანებების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექიმები მუშაობენ, ასევე, პოლიციის თანამშრომლები.

17.03.2022 14:43 ჩერნიგოვი ნაწლავური დაავადებების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას - ჩერნიგოვის მერი

რუსეთის თავდასხმის გამო ქალაქი ჩერნიგოვი ჰუმანიტარული კატასტროფის პირასაა. რამდენიმე დღეა გათბობა, დენი და წყალი არ არის, საკვები და წამალი ცოტაა, - ამის შესახებ ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ განაცხადა. 

მერის თქმით, ქალაქი ნაწლავური დაავადებების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას - შეუძლებელია სანიტარიული პირობების დაცვა, რადგან ქალაქში წყალი არ არის. არც ცხელი და ცივი წყალი, რადგან ელექტროენერგია გათიშულია. განადგურებულია თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი.

„ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მტრის დაბომბვის ინტენსივობა საცხოვრებელ სექტორში ყველა ტიპის იარაღიდან. მტერი ურტყამს ყველგან,  მთელ ქალაქში“, - აღნიშნავს ატროშენკო.

17.03.2022 15:12 ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავედ უნდა აღიაროს - რეზნიკოვი

ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავედ უნდა აღიაროს მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში შეიჭრა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა. 

„მოვუწოდებ ყველა ევროპარლამენტარს, აღიარონ პუტინი, როგორც  სამხედრო დამნაშავე“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაგალითად მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვა მოიყვანა, რომელსაც ათასზე მეტი ქალი და ბავშვი აფარებდა თავს. 

ალექსეი რეზნიკოვის  თქმით, ადამიანი, ვინც პირადად დაბომბა მარიუპოლის თეატრი, „მონსტრია“.

17.03.2022 17:02 ჩერნიგოვო ისევ დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსმა სამხედროებმა  ჩერნიგოვო ისევ დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს მძიმე არტილერიით უიარაღო მოქალაქეებს.

არსებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულთა შორის  არის აშშ-ის მოქალაქე. დაშავებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა მიმდინარეობს. 

„მტერი აგრძელებს სისტემურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს რეგიონულ ცენტრზე, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩერნიგოვის გამომძიებლები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე“, - აცხადებს ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი.

მომხდართან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

17.03.2022 16:59 თუ ზელენსკი შეთანხმებაზე უარს იტყვის, მას უკრაინის ჩაბარების აქტზე ხელის მოწერა მოუწევს - ლუკაშენკო

ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საუკეთესო გამოსავალი, ამ ვითარებაში, რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა გარდაუვალი ჩაბარების წინაშე აღმოჩნდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთი სთავაზობს უკრაინას - მე ეს დანამდვილებით ვიცი - შეთანხმების აბსოლუტურად მისაღებ ვერსიას.

დღეს კი ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიონ და ზელენსკიმ ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას პუტინთან. თუ ზელენსკი არ დათანხმდება, მაშინ, დამიჯერეთ, მოვა დრო, როცა მას ჩაბარების აქტზე ხელის მოწერა მოუწევს“, - განაცხადა ლუკაშენკომ იაპონურ ტელეარხ TBS-თან ინტერვიუში.

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ამ სიტუაციაში არ წააგებს.

„ამაში თქვენც 100%-ით ხართ დარწმუნებული.

როგორ მთავრდება ომი ერთ-ერთი მხარის გამარჯვების შემთხვევაში, ეს იაპონიამ ჩემზე უკეთ იცის", - დასძინა ლუკაშენკომ.

17.03.2022 16:41 „მტერი ზარალს განიცდის, მაგრამ აგრძელებს შეტევას დედაქალაქზე“ - ვიტალი კლიჩკო

კიევის მისადგომები უსაფრთხოდ არის ჩაკეტილი, რუსული საოკუპაციო ჯარები დედაქალაქში ვერ შევლენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ უკრაინელ სამხედროებთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინელი დამცველები მზად არიან დაიცვან სამშობლო.

„დედაქალაქის მისადგომები უსაფრთხოდ არის ჩაკეტილი, მტერი იქ ვერ შევა“, - ვკითხულობთ შეიარაღებული ჯარების განცხადებაში. 

გარდა ამისა, უკრაინელი მცველების მორალი მაღალ დონეზეა - „ჩვენ გავანადგურებთ მტერს ნებისმიერ შემთხვევაში. რუსული ჯარები იგრძნობენ უკრაინელი დამცველების მთელ რისხვას და ძალას“, - განაცხადა სირსკიმ.

კიევში არსებულ ვითარებაზე დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ დედაქალაქზე თავდასხმის მცდელობებს.

„მტერი ზარალს განიცდის, მაგრამ ხელიდან არ უშვებს ჩვენი სახელმწიფოს განადგურების მცდელობებს. ის აგრძელებს შეტევას დედაქალაქზე. დარნიცკის რაიონში მრავალსართულიან კორპუსში რაკეტის ფრაგმენტების მოხვედრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა“, - განაცხადა კლიჩკომ.

17.03.2022 14:38 „დიდი სამამულო ომი მაინც სხვაა“ - პესკოვი მეორე მსოფლიო ომისა და უკრაინაში მიმდინარე სიტუაციის პარალელებზე

კრემლი არ ეთანხმება უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენების მეორე მსოფლიო ომის მოვლენებთან შედარებასა და პარალელების გავლებას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მე არ ვეთანხმები დიდი სამამულო ომისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედარებას, ის მაინც სხვაა, ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1943 წელს უზენაესი მთავარსარდლის მსგავსად  ადგილების მონახულებას, სადა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, პესკოვმა განაცხადა, რომ მოგზაურობები არ იგეგმება.

ასევე, მისივე თქმით, ჯერ არ არის დაგეგმილი შეხვედრა იმ რუს სამხედროებთან, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოებში იმყოფებიან.

„ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ არის. ყველაფერი თავის დროზე იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.

17.03.2022 14:31 მხოლოდ ერთ დღეში რუსებმა ხარკოვი 49-ჯერ დაბომბეს

16 მარტს რუსმა სამხედროებმა ხარკოვი 49-ჯერ დაბომბეს, ამავდროულად, ქალაქში მტრის თვითმფრინავი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ pravda.com ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის Telegram-ზე დაყრდნობით წერს.

„ბოლო დღის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კვლავ განახორციელეს 49 დაბომბვა ხარკოვის რაიონებში. ამავდროულად, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან (BM-21) დაბომბვის რაოდენობა გაიზარდა - დაახლოებით 10-ჯერ. მტრის ავიაცია ქალაქ ხარკოვში არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

რუსმა დამპყრობლებმა ღამით ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ მერეფას - დაანგრიეს სკოლა და კულტურის სახლი, დააზიანეს საცხოვრებელი კორპუსები, არიან დაზარალებულები. რეგიონის თავმჯდომარის თქმით, მტერმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია - დამპყრობლების არც ერთი შეტევითი ოპერაცია წარმატებული არ ყოფილა.

კერძოდ, რუსებმა ვერ შეძლეს იზიუმის გავლით წინსვლა, რადგან უკრაინის არმიის წინააღმდეგობას შეხვდნენ. გარდა ამისა, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში იზიუმის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის 2 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

16 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მახლობლად გაანადგურეს მტრის ტაქტიკური ჯგუფი - გაანადგურეს ტექნიკა, საწვავი და საბრძოლო მასალა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა რუსების შეტევითი პოზიციები.

17.03.2022 13:11 რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 108 უკრაინელი ბავშვი მოკლეს - უკრაინის გენერალური პროკურატურა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში 108 ბავშვი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გენერალური პროკურატურის ცნობით, 17 მარტის დილის მონაცემებით, 108 ბავშვი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა.

ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 52, ხარკოვის ოლქში - 34, დონეცკის ოლქში - 25, ჩერნიგოვის ოლქში - 24, მიკოლაივის ოლქში - 20, ჟიტომირის რეგიონში - 15 სუმის რეგიონში - 14 და ხერსონის რეგიონში - 10.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 411-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 63 მთლიანად განადგურდა.

ყველაზე მეტად დაზიანდა დონეცკის ოლქი - 119, ხარკოვის ოლქი - 77, მიკოლაევის ოლქი - 30, სუმის ოლქი - 28, კიევის ოლქი - 35, ხერსონის ოლქი - 21 და კიევის ოლქი - 24.

დაიბომბა 11-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება და სამი სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

ზაპოროჟიეს რაიონში რუსი სამხედროების ნაღმის შედეგად მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

17.03.2022 13:27 „რატომ აღმოჩნდა ოკეანის გაღმა ქვეყნები ჩვენთან უფრო ახლოს, ვიდრე თქვენ?“ - ზელენსკი გერმანიის კანცლერს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, მიმართა. მან მოუწოდა შოლცს, აიღოს ლიდერის როლი და დაეხმაროს უკრაინას, შეაჩეროს რუსეთის შეჭრა. ამის შესახებ ზელენსკიმ ბუნდესტაგში გამოსვლის დროს განაცხადა.

„რატომ აღმოჩნდა ოკეანის გაღმა ქვეყნები ჩვენთან უფრო ახლოს, ვიდრე თქვენ? იმიტომ, რომ ეს არის კედელი, რომელსაც ვიღაც ვერ ამჩნევს, მაგრამ რომელსაც ჩვენ ვებრძვით მაშინ, როცა ვიბრძვით ჩვენი ხალხის გადასარჩენად. კანცლერო შოლც, გაანადგურეთ ეს კედელი, მიეცით გერმანიას დამსახურებული ლიდერობა, მხარი დაგვიჭირეთ, შეაჩერეთ ომი, დაგვეხმარეთ მის შეჩერებაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

17.03.2022 12:58 14 000 რუსი სამხედრო, 1 435 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დიდ დანაკარგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 14 000

❗ ტანკი - 444

❗ ჯავშანტექნიკა - 1 435

❗ საარტილერიო სისტემები - 201

❗ MLRS - 72

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 43

❗ თვითმფრინავი - 86

❗ ვერტმფრენები - 108

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 864

❗ გემები / ნავები - 3

❗ საწვავის ავზი - 60

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 11

❗ სპეციალური აღჭურვილობა - 10

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17.03.2022 10:47 კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

კიევში, დარნიცკის რაიონში რუსული რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაშავდა სამი.

ინციდენტი კიევის დროით 05:00 საათზე მოხდა.  რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაინგრა შენობის მე-16 სართულების კონსტრუქციები, ასევე, ცეცხლი გაუჩნდა მე-16 სართულზე არსებულ ბინას.

17.03.2022 11:20 ხერსონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა - დენისოვა

ხერსონის რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა. 

„რეგიონის დასახლებებში, განსაკუთრებით მცირე დასახლებებში დროებითი ოკუპაციის გამო, ადამიანებს აკლიათ მედიკამენტები და ზოგჯერ საკვები. როგორც ჩანს, შეუძლებელია რაიმე საქონლის მიტანა უკრაინის სხვა რეგიონებიდან, აგრესიული ქმედებებისა და რასისტი ოკუპანტების დაბომბვის გამო“, - აღნიშნა დენისოვამ. 

რეგიონში, ასევე, არის ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების პრობლემა.

რუსი სამხედროები საპროტესტო აქციის მონაწილე სამოქალაქო პირებს ესვრიან.

დენისოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარების ასეთი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არის ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა.

ომბუდსმენმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს ყველა ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის სამხედრო აგრესია და თვითნებობა უკრაინის ტერიტორიაზე.

17.03.2022 12:04 უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა. ინფორმაციას უკრაინული მედია  ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უწყების ცნობით, რუსები კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

„რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მინიმალურ წინსვლას ხმელეთზე, ზღვაში ან ჰაერში ბოლო დღეების განმავლობაში და კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს.

უკრაინის წინააღმდეგობა რჩება მტკიცე და კარგად კოორდინირებული. უკრაინის ტერიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ყველა დიდი ქალაქი, რჩება უკრაინის ხელში“, - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა. 

17.03.2022 10:16 მარიუპოლი ამჟამად კატასტროფულ მდგომარეობაშია - ვადიმ დენისენკო

ვითარება მარიუპოლში ამჟამად კატასტროფული და წარმოუდგენლად რთულია, - ამის შესახებ  უკრაინულ ტელეარხებზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„აქ კატასტროფული ვითარებაა, საშინელი მდგომარეობაა. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს მეტ-ნაკლებად სტაბილური ინფორმაცია მარიუპოლის შესახებ. სამწუხაროდ, წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაა“, - აცხადებს დენისენკო.

თავის მხრივ, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ეროვნული უშიშროების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ფედორ ვენისლავსკიმ (ფრაქცია „ხალხის მსახური“) უკრაინის ტელევიზიით განაცხადა, რომ მტერი რეალურად ანგრევს დ ქალაქ ჩერნიგოვს.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინს ალბათ აქვს ეგზისტენციალური რისხვა ჩერნიგოვს, ხარკოვსა და მარიუპოლზე. რაც შეეხება მარიუპოლს, რა თქმა უნდა, არის საშინელი სიტუაცია, რომლის შესახებაც ყველამ იცის. ჩერნიგოვი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ჩვენი წინაპრების აკვანი და პუტინი ანგრევს მას, ასევე, ქალაქ ხარკოვს“, - განაცხადა ვენისლავსკიმ.

რაც შეეხება ჩერნიგოვის რეგიონს, პარლამენტარმა, ასევე, განმარტა, რომ მტერს იქ არანაირი მნიშვნელოვანი მიღწევა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას.

სხვა საკითხებთან ერთად, ვენისლავსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენს ერს და ეს უკვე აშკარაა მთელი მსოფლიოსთვის“.

17.03.2022 09:11 „ჩინეთს რომ მოსკოვის გეგმების შესახებ სცოდნოდა, ეცდებოდა, რომ კონფლიქტი თავიდან აეცილებინა“ - ჩინეთის ელჩი აშშ-ში

„ჩინეთს რომ მოსკოვის გეგმების შესახებ სცოდნოდა, ეცდებოდა, რომ კონფლიქტი თავიდან აეცილებინა, ომს ჩვენთვის სარგებელი არ მოაქვს“ - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა აშშ-ში ცინ განმა განაცხადა

მისივე თქმით, იმის შესახებ ცნობები, რომ ჩინეთი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მხარს უჭერდა, სიცრუეა.

„ნება მომეცით განვაცხადო: პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ჩინეთმა იცოდა, დათანხმდა ან ჩუმად უჭერდა მხარს ამ ომს, არის სრული დეზინფორმაცია. ყველა ეს პრეტენზია ემსახურება მხოლოდ ჩინეთზე ბრალის გადატანასა და ტალახის სროლას. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ არის კარგი ჩინეთისთვის. უკრაინაც და რუსეთიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან“, - აღნიშნა ელჩმა.

17.03.2022 10:04 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში მტრის 10 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს - გენერალური შტაბი

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ მტრის 10 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ინფორმაციას UNIAN უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო:

✔️ 2 სუ-34 გამანადგურებელი

✔️ 3 სუ-34სმ გამანადგურებელი

✔️ 3 ვერტმფრენი 

✔️ ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

„წინა დღის განმავლობაში განადგურდა მტრის 10 საჰაერო სამიზნე: ორი სუ-34 გამანადგურებელი, სამი სუ-34სმ გამანადგურებელი, სამი ვერტმფრენი და ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ზუსტდება ინფორმაცია სხვა ჩამოგდებული თვითმფრინავის კატეგორიებისა და პილოტების დაღუპვის შესახებ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ აქტიურ მოქმედებებს, რათა ოკუპანტებს საჰაერო სივრცეში  დომინირების შესაძლებლობა ჩამოართვან“, - დასძინა გენერალურმა შტაბმა.

17.03.2022 06:54 უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

განგაშია კიევის, ხარკოვის, ხმელნიცკის, რივნის, ივანო-ფრანკოვსკის, ლვივის, ვინიცას, ჩერკასის, ვოლინის ოლქებში.

„ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

17.03.2022 03:02 „ნატოს შემდეგი სამიტის დროს შესაძლოა, უკრაინაში სამშვიდობო მისიის შემოღება განიხილონ“ - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

„ნატოს შემდეგი სამიტის დროს შესაძლოა, უკრაინაში სამშვიდობო მისიის შემოღება განიხილონ“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა

„ეს წინადადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო და როდესაც კლავენ ქალებსა და ბავშვებს, როდესაც კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მას აქვს უფლება, რომ სხვა ქვეყნებიდან ჯარები მოიწვიოს. ასეთი სამშვიდობო მისია აუცილებლად მოუტანს მშვიდობას უკრაინის უმეტეს ნაწილს. არ მგონია, რომ პუტინმა ნატოზე თავდასხმა გაბედოს“, - აღნიშნა მორავეცკიმ. 

17.03.2022 02:00 უკრაინულმა მხარემ მელიტოპოლის მერი 9 რუს ტყვეზე გაცვალა

უკრაინულმა მხარემ მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი 9 რუს ტყვეზე გაცვალა. 

ტყვეები 2002-2003 წლებში დაბადებული წვევამდელები იყვნენ. 

შეგახსენებთ, მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს. 

17.03.2022 01:45 „რუსები გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყველაფერი დავთმეთ და ჩვენი ძალები არ ისვრიან“ - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები სერიოზული საინფორმაციო ოპერაციის განხორციელებას გეგმავენ.

მისივე თქმით, რუსები შეეცდებიან, რომ ხალხი საინფორმაციო ვაკუუმში დატოვონ და უკრაინის დანებების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ. 

„მტრის მზაკვრული გეგმა ასეთია: დღეს ან ხვალ შეეცდებიან ჩაატარონ ძალიან სერიოზული საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური ობიექტების განადგურებასთან, შეეცდებიან ქსელის გათიშვას კიბერშეტევებით, ფიზიკური ზემოქმედებით. როდესაც ვაკუუმი და პანიკა წარმოიქმნება, ისინი გაავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენ თითქოს ყველაფერი დავთმეთ - მოლაპარაკებებზე ჩვენმა დელეგაციამ ყველაფერი ჩააბარა, უკრაინის შეიარაღებული ძალები არ ისვრიან, ისინი უკან იხევენ და დანებდნენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

17.03.2022 01:25 ჩერნიგოვში რუსების მიერ პურის რიგში მოკლულ ადამიანთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვში რუსების მიერ პურის მაღაზიის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ჩერნიგოვის ოლქის პოლიციის უფროსი ვოლოდიმირ ნიძელსკი იუწყება

„დღეს რუსეთის ჯარებმა მზაკვრული საარტილერიო დარტყმები მიაყენეს ჩერნიგოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანს. ჭურვები მოხვდა მაღალსართულიან კორპუსს და დაეცა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაიღუპა 13 მშვიდობიანი მოქალაქე“, - განაცხადა ნიძელსკიმ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

17.03.2022 01:10 რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სარნიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ სარნიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სარნის მერმა რუსლან სერპენილოვმა გაავრცელა. 

მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსებმა როვნოს ოლქში მდებარე ქალაქზე იერიში ომის დაწყებიდან პირველად მიიტანეს. 

17.03.2022 01:10 რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სარნიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ სარნიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სარნის მერმა რუსლან სერპენილოვმა გაავრცელა. 

მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსებმა როვნოს ოლქში მდებარე ქალაქზე იერიში ომის დაწყებიდან პირველად მიიტანეს. 

17.03.2022 00:55 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ერთ დღეში რუსების სულ მცირე 10 საჰაერო სამიზნე გაანადგურა

16 მარტის დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რუსი დამპყრობლების სულ მცირე 10 საჰაერო სამიზნე. ამის შესახებ ukrinform უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისთვის 16 მარტის დღე კარგი ამბებით სრულდება. საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა სამი რუსული სუ-30 გამანადგურებელი, ერთი სუ-34 გამანადგურებელი, ერთი დაუდგენელი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვა იუწყება, რომ მეორე სუ-34 გამანადგურებელი და კა-52 ვერტმფრენი ჩამოაგდეს ჩრდილოეთით და სამხრეთით.

„მოიერიშე თვითმფრინავები აგრძელებენ საჰაერო ბრძოლებს ოკუპანტების დიდ საჰაერო ძალებთან. ახლა უკრაინელი დამცველები აზუსტებენ და ამოწმებენ სამიზნეების დაზიანებას მართვადი რაკეტების გაშვების შემდეგ“, - დასძინა პრესსამსახურმა.

17.03.2022 00:27 „მიუღებლად მიგვაჩნია ბაიდენის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებმა დაღუპა ასობით ათასი ადამიანი მთელ მსოფლიოში“ - დიმიტრი პესკოვი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, კრემლი გამოეხმაურა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

ჟურნალისტებმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჯო ბაიდენს პუტინის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხეს და მიიჩნევს თუ არა ის კრემლის მეთაურს ომის დამნაშავედ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი თქვა, „დიახ, რა თქმა უნდა“. ბაიდენის სიტყვებს დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. როგორც რუსული მედია Tass წერს, კრემლის ხელმძღვანელისადმი ამ სიტყვებს პუტინის პრესმდივანმა „მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკა“ უწოდა.

„მიუღებლად და მიუტევებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს მეთაურის ასეთი რიტორიკა, რომლის ბომბებმა დაღუპა ასობით ათასი ადამიანი მთელ მსოფლიოში“ - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე კი, შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად გამოაცხადა პუტინი ომის დამნაშავედ.

17.03.2022 00:10 „ჩვენი სამხედროები უფრო და უფრო ხშირად გადადიან კონტრშეტევებზე“ - ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ სიტუაცია კვლავ რთულია, მაგრამ უკრაინელი დამცველები სულ უფრო ხშირად მიმართავენ კონტრშეტევებს. ამის შესახებ რეზნიკოვი Facebook გვერდზე წერს. 

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრისგან ჩვენი გმირული თავდაცვის მესამე კვირა დასასრულს უახლოვდება.
ვითარება კვლავ მძიმეა, განსაკუთრებით სამხრეთსა და აღმოსავლეთში. მაგრამ უფრო და უფრო ხშირად ჩვენი დამცველები გადადიან კონტრშეტევებზე ფრონტის სხვადასხვა ნაწილში: კიევიდან და მიკოლაევის რეგიონებიდან ლუგანსკის რეგიონამდე. მტრის ვერტმფრენების დაწვა ხერსონის ოლქში არის დემონსტრირება იმისა, რაც ახლა ემართება საოკუპაციო ძალებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლას და სამხედრო დანაშაულებებს.

„მტერი აგრძელებს ომის დანაშაულებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც 20 დღეში რუსი დამპყრობლების მიერ მოკლული 103 უკრაინელი ბავშვის სიკვდილით დადასტურდა. რუსებმა გაანადგურეს და დაანგრიეს 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, 100-ზე მეტი უკრაინის საავადმყოფო და ათასობით საცხოვრებელი სახლი.

მარიუპოლის წინააღმდეგ ნამდვილი გენოციდი მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი რუსეთის მხრიდან. შეშლილი მანიაკების ეს აურზაური ვერანაირად ვერ გამართლდება. ჩვენ შურს ვიძიებთ უკრაინის ყველა მოქალაქისთვის. ყველა დამნაშავე დაისჯება. რამდენიმე რუსი გენერალი უკვე მოკლეს. დადგება დრო სხვებისთვისაც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

16.03.2022 23:09 უკრაინელებმა ჩერნიგოვში რუსების საბრძოლო მასალის საწყობი და 10 საწვავის ავზი გაანადგურეს

უკრაინელმა არტილერისტებმა ჩერნიგოვის რეგიონში რუსი დამპყრობლების საბრძოლო მასალის საწყობი და 10 საწვავის ავზი გაანადგურეს. ამის შესახებ Facebook-ზე ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთი“ იუწყება.

„ჩერნიგოვის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავი და 10-ზე მეტი საწვავის ავზი შეხვდნენ ლანდშაფტის დიზაინერებს. ჩვენი არტილერია მუშაობს ლამაზად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩერნიგოვის რეგიონში, ასევე, რუსული ბომბდამშენი სუ-34 გაანადგურეს.

16.03.2022 22:53 ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა მაღალსიჩქარიანი საზენიტო სარაკეტო სისტემა

Starstreak არის ბრიტანული საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც შექმნილია მტრის დაბალი ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების განადგურებისთვის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის STARStreak-ის მაღალსიჩქარიანი პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა. ამის შესახებ BBC წერს.

Starstreak ითვლება მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მოკლე დისტანციურ რაკეტად. MANPADS Starstreak-ს შეუძლია საჰაერო სამიზნეებს დაარტყას 5 კმ-მდე სიმაღლეზე.

უოლესმა არ დააკონკრეტა გადაცემული STARStreak-ების რაოდენობა. ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა 3615 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მალე მიაწოდებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე პარტიას.

16.03.2022 22:08 ამერიკა უკრაინას დამატებით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს გადასცემს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში უსაფრთხოების მიზნით დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბოლო ორ კვირაში დახმარებამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ CNN წერს.

„მსოფლიო ერთიანია უკრაინისადმი მხარდაჭერაში და ჩვენი გადაწყვეტილების მიმართ, რომ ვაიძულოთ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გადაიხადოს ძალიან მძიმე ფასი. ამერიკა ხელმძღვანელობს ამ ძალისხმევას, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების უზარმაზარ დონეს, რომელსაც ჩვენ ვამატებთ დღეს და ვაპირებთ გავაგრძელოთ მეტის გაკეთება მომდევნო დღეებსა და კვირებში“, - განაცხადა ბაიდენმა.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და უფრო მეტ თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ მანამდეც აწვდიდა უკრაინას. მათ შორის არის ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო და სტინგერის საზენიტო რაკეტები. თუმცა, დახმარება შეჩერდება ფრენის აკრძალული ზონის ან მოიერიშე თვითმფრინავების მიმართ. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბაიდენის ადმინისტრაცია, ასევე, აგრძელებს სანქციების შემუშავებას რუსეთის მაღალჩინოსნებისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო წრეში მყოფი პირების მიმართ და გეგმავს სამიზნეების რაოდენობის გაზრდას უახლოეს დღეებში და კვირებში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა სანქციები დაუწესა ათეულობით რუს მაღალჩინოსანსა და ოლიგარქს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს. ბაიდენმა ასევე ხელი მოაწერა პუტინის პირდაპირ მიზნობრივ სანქციებს, ევროკავშირთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით.

16.03.2022 21:32 🎥რუსებმა ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლის დრამატულ თეატრში, სადაც ასობით მოქალაქე იმალებოდა

რუსმა დამპყრობლებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს მარიუპოლის დრამატული თეატრი, სადაც ასობით მოქალაქე ბავშვებთან ერთად იმალებოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

„დღეს რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის გულში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით, შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა“, - ვკითხულობთ მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში.

დაბომბვის შემდეგ დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, შენობაში მდებარე თავშესაფრის შესასვლელი ბომბის ნამსხვრევებით გადაიკეტა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას კიევზე წარუმატებლობის გამო. ოკუპანტები ბომბავენ საცხოვრებელ ადგილებს, ესვრიან ადგილობრივ მოსახლეობას, ძარცვავენ, აუპატიურებენ ქალებს. მარიუპოლში რუსებმა ჰუმანიტარული კრიზისი შექმნეს მოსახლეობის ევაკუაციისა და საკვების მიწოდების დაბლოკვით.

მანამდე, რუსებმა მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო დაბომბეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მასში, სავარაუდოდ, განთავსებული იყო „ულტრამემარჯვენე აზოვის ბატალიონის ბაზა“.

16.03.2022 20:25 პუტინმა რუსეთის წინაშე აშშ-ის და ევროკავშირის დეფოლტი გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, ფაქტობრივად, გამოაცხადეს დეფოლტი მოსკოვის წინაშე თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე. ამის შესახებ lenta.ru წერს.

„რუსეთის ბანკის სავალუტო რეზერვების ნაწილის გაყინვის უკანონო ქმედებები ხაზს უსვამს ე.წ. პირველი კლასის აქტივების სანდოობას. ფაქტობრივად, აშშ-მაც და ევროკავშირმაც გამოაცხადეს რეალური დეფოლტი რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადა პუტინმა.

მანამდე, მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა და აღნიშნა, რომ დასავლეთმა დაბლოკა რუსეთის ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი.

16.03.2022 20:03 ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე გადაწყვეტილება მიიღო

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. განხილვა უკრაინულმა მხარემ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. ამის შესახებ RBC-Ukraine წერს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ჰააგის სასამართლომ რუსეთთან მიმართებით დროებითი ზომები დააწესა:

❗ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები, რომლებიც დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს;

❗ უზრუნველყოს, რომ ნებისმიერმა სამხედრო ან რეგულარულმა შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა, ისევე როგორც რუსეთის მიერ კონტროლირებადი სხვა ორგანიზაციებმა ან პირებმა, არ გადადგან ნაბიჯები სამხედრო ოპერაციის გასაგრძელებლად.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

 

„უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სრული გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ დაავალა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. ბრძანება რუსეთისთვის სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. გადაწყვეტილების იგნორირება გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ იზოლაციას“, - დაწერა ზელენსკიმ.

„გენოციდის“ საქმე:

უკრაინა თავის სარჩელში დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთი ტყუოდა, თითქოს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში  „გენოციდის აქტები“ იყო, რაც საფუძველი გახდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებისა და უკრაინის წინააღმდეგ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებისთვის.

ამრიგად, კიევი დაუპირისპირდა მოსკოვს და მოითხოვა ზომების მიღება ომის დასასრულებლად.

16.03.2022 17:42 ყველაზე ბნელ დროს, მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ - ზელენსკიმ კონგრესს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა. ზელენსკიმ მიმართვისას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებსა და უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. მან, ასევე, აშშ-ს მოუწოდა, რომ კიდევ უფრო მეტი რამ გააკეთოს, იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გამო პასუხი აგოს.

„ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, მოგიწოდებთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტებია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. შეზღუდვებია საჭირო ყველასთვის, ვისზეც ეს უსამართლო რეჟიმია დაფუძნებული“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა რუს პოლიტიკოსს, „ვინც რჩება თავის ოფისებში და არ წყვეტენ ურთიერთობას მათთან, ვინც უკრაინის წინააღმდეგია“.

„ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსეთის ბაზარი, დაუყოვნებლივ დატოვოს ბაზარი, რადგან ის ჩვენი სისხლით არის სავსე.

ბიზნესის დატოვების შემდეგ რუსეთში, თქვენ უნდა განახორციელოთ ზეწოლა მათზე. მე ვითხოვ, რომ რუსებმა არ მიიღონ ერთი პენიც კი, რომელსაც ისინი იყენებენ უკრაინაში ხალხის გასანადგურებლად“, - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა, რომ ომის შესაჩერებლად საჭიროა „ახალი ინსტიტუტები, ახალი ალიანსები“.

„ჩვენ გთავაზობთ შექმნას ასოციაცია... პასუხისმგებელი ქვეყნების გაერთიანება, რომელსაც ექნება ძალა და ცნობიერება კონფლიქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის.

საჭიროების შემთხვევაში იარაღიც კი, სანქციები, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსები, ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ სიმშვიდის შესანარჩუნებლად და სამყაროს სწრაფად გადასარჩენად, სიცოცხლის გადასარჩენად არის ეს“, - დასძინა ზელენსკიმ.

16.03.2022 17:22 🎥128-ე ბრიგადის მეომრებმა რუსების კოლონა გაანადგურეს

დღეს, 16 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეულმა ქვედანაყოფებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი უნარები. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.  

93-ე მოტორიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა გაანადგურეს ჰაუბიცის ბატალიონი, ხოლო 72-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ გაანადგურა მტრის არტილერია. 128-ე ცალკე სამთო თავდასხმის ტრანსკარპატების ბრიგადის ჯარისკაცებიც არ ჩამორჩებიან ძმებს, მათ მტერი „გრადებიდან“ გაანადგურეს. შედეგად, მტერმა დაკარგა ტექნიკა და ცოცხალი ძალის სერიოზული დანაკარგები განიცადა.

„128-ე ცალკეული სამთო-შეტევითი ტრანსკარპატების ბრიგადის საარტილერიო ქვედანაყოფმა საბრძოლო ზონაში რუსულ არმიას პონტონურ გადასასვლელზე ესროლეს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

16.03.2022 15:58 🎥რუსებმა ჩერნიგოვში პურის რიგში მდგომი 10 ადამიანი მოკლეს

ჩერნიგოვში ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში, რუსმა სამხედროებმა პურის რიგში მდგარ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ pravda.com წერს. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დაბომბვა 16 მარტს, დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა. დაბომბვას სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

16.03.2022 14:21 რუსებმა სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს

რუსმა დამპყრობლებმა ოკუპირებული სკადოვსკის (ხერსონის ოლქი) მერი ალექსანდრე იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პლიუხი გაიტაცეს. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინელი აქტივისტი არტემ კოსტიუჩენკო ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

„რუსმა სამხედროებმა ახლახან გაიტაცეს მერი ალექსანდრე იაკოვლევი და იური პალიუხი სკადოვსკის საკრებულოდან. 12:00 საათზე ვიკრიბებით ცენტრალურ მოედანზე", - განაცხადა აქტივისტმა.

 

16.03.2022 13:46 🎥 ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლები საომრად უკრაინაში გაგზავნეს - „ეხო კავკაზა“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც რუსეთის მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში საომრად გაგზავნეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დაადასტურა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სამხედრო ტექნიკა ცხინვალს ტოვებს, შემდეგ კი მთელ რეგიონს როკის გვირაბის გავლით.

„ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა დაასრულონ ნაცისტები, რომლებიც ატერორებენ თავიანთ ხალხს. ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრს ვესაუბრე. ისინი მიდიან ჩვენი ძმების გამო შურისძიებისთვის! უკრაინაში დაღუპულთა შორის მათი ნათესავები და მეგობრები არიან. ბიჭებო, თქვენ თან წაიღეთ ჩემი გულის ნაწილი! გამძლეობა და მოთმინება თქვენს ოჯახებს! შინ გამარჯვებული, ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდით!“, - დაწერა კოკოითმა ტელეგრამის არხზე.

16.03.2022 13:40 რუსეთის მხარდამჭერთა სია - ლავროვი მოკავშირეთა „უპრეცედენტო“ რაოდენობაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ქვეყნების უმეტესობა რუსეთის მხარესაა. ამის შესახებ, ლავროვმა ერთ-ერთ რუსულ არხთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს.

რუსი დიპლომატის განცხადებით, მიუხედავად დასავლეთის „უპრეცედენტო“ ზეწოლისა, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილი, კვლავ რუსეთის მხარესაა.

„ბევრ რუსს სჯერა, რომ „ახლა ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა“, დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად , ქვეყნების უმეტესობა მოსკოვის მხარესაა“, - განაცხადა ლავროვმა.

🔻 მიანმარი 

🔻 ვენესუელა

🔻 ყირგიზეთი

🔻 ბელორუსია

ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელსაც ლავროვი მსოფლიოს ქვეყნების უმეტეს ნაწილად მიიჩნევს.

რაც შეეხება ინდოეთს, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, მათ არ გაუკრიტიკებიათ რუსეთის ხელისუფლების ქმედებები, მაგრამ აღიარეს, რომ ამ სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავლის იმედი ჰქონდათ.

16.03.2022 09:57 ომის 21-ე დღე - უკრაინის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ზოგიერთ რაიონში

რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქებს ისევ უტევენ. კიევში, ოდესაში, ჟიტომირსა და ლვოვის ოლქში განგაშის სიგნალი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო.

ხარკოვში მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, განხორციელდა ორი მძლავრი სარაკეტო დარტყმაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ზოგიერთ რაიონში.

„თავდაცვის ძალების მოქმედების მდგომარეობა, პოზიცია და ხასიათი ბოლო დღის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს და დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს საოკუპაციო ჯარების ჯგუფებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზოგიერთ რაიონში გადავიდნენ კონტრშეტევაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ცნობით,  წინა დღის შედეგების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შედეგად, განადგურდა სამი თვითმფრინავი (მათგან ორი სუ-34). გარდა ამისა, ჩამოაგდეს ერთი ვერტმფრენი, სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და ორი საკრუიზო რაკეტა.

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება. ცხრა საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ტექნიკის კოლონებზე და საოკუპაციო ჯარების ჯგუფზე. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ სარაკეტო და დაბომბვას უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურასა და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ადრე ოკუპირებული საზღვრებისა და თავდაცვითი ტერიტორიების კონსოლიდაციასა და შენარჩუნებაზე.

 რამდენიმე საათის წინ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მტერს გასული დღე-ღამის განმავლობაში წინსვლა არ ჰქონია. 

16.03.2022 10:11 ზაპოროჟიეში აფეთქება მოხდა

ოთხშაბათს დილით ზაპოროჟიეში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი ავრცელებს. 

„ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, - წერს  ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი.

კურტევმა მოსახლეობას სთხოვა, პანიკაში არ ჩავარდნენ და არ გაავრცელონ ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელებში.

ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქება ქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა, თუმცა განგაში არ ყოფილა.

16.03.2022 10:35 რუსეთის გეგმები კიევის აღების შესახებ არასოდეს განხორციელდება - ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების გეგმები კიევის აღების შესახებ არასოდეს განხორციელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ომი 3 კვირაა გრძელდება, რუსეთის გეგმა, აეღოთ კიევი მთლიანად გაანადგურა უკრაინელმა სამხედროებმა. 

დღეისათვის შემიძლია გარკვევით ვთქვა - ჩვენ ვმუშაობთ სამხედროებთან, მუდმივად ვმუშაობთ თავდაცვაზე. რუსების გეგმები კიევის აღების შესახებ არ სრულდება. არ ასრულდება არასოდეს!

ქალაქი კიევი არ არის მხოლოდ შენობები, რომლები აქ არის აღმართული. ქალაქი კიევი უპირველეს ყოვლისა ხალხია“, - აცხადებს ვიტალი კლიჩკო.

მისი თქმით, დამპყრობლები დაბომბვით  ქალაქში პანიკის დათესვას ცდილობენ, მაგრამ ეფექტი საპირისპიროა.

„ადამიანებს აქვთ გაბრაზება, სიძულვილი და შურისძიების სურვილი“, - აღნიშნავს ქალაქის მერი. 

16.03.2022 11:26 თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავთ, უნდა გაარღვიოთ რამდენიმე ბარიერი, სანამ რადიაციულ ავარიას გამოიწვევთ - „ენერგოატომის“ ხელმძღვანელი

რუსი დამპყრობლები სამხედრო ბაზებად ზაპოროჟიეს და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს  იყენებენ, - ამის შესახებ „ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა პეტრ კოტინმა განაცხადა.

„მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის ექვსი ენერგეტიკული ერთეული და ძალიან ბევრი ბირთვული მასალა. თითოეულ რეაქტორში ბირთვი სრულად არის დატვირთული საწვავით. ღმერთმა იცის, რას მოიმოქმედებენ ამ მასალასთან დამპყრობლები. თუ ისინი ყველაფერს დღევანდელ ფორმაში დატოვებენ, ცუდი არაფერი მოხდება. ისინი ჯერ არ ერევიან ჩვენი პერსონალის მუშაობაში“, - აცხადებს პეტრ კოტინი.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უფრო დაცულია:

„თუ მას დაბომბავთ, უნდა გაარღვიოთ რამდენიმე ბარიერი, სანამ საწვავის უჯრედებთან მიხვალთ და რადიაციული ავარიის გამოწვევას მოახდენთ. ცუდია ის ფაქტი, რომ აფეთქებენ საბრძოლო მასალას ატომური ელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს“, - ამბობს „ენერგოატომის“ ხელმძღვანელი. 

16.03.2022 12:40 რუსებმა ომის დაწყებიდან ხარკოვში 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს - საგანგებო სიტუაციების სამსახური

ომის დაწყებიდან რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, -  ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

„დადასტურებული მონაცემებით, ხარკოვში ომის დაწყებიდან, დამპყრობლებმა მოკლეს 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მაშველებს ნანგრევებიდან 88 ადამიანის გამოყვანა მოუწიათ. სამძებრო სამუშაოები არ ჩერდება. ომის დროს დანგრეული შენობების ადგილზე მაშველებმა 189 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ გასულ დღეს მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაციისა და მტრის დაბომბვით გამოწვეული დანგრეული შენობების ნანგრევებიდან 4 ადამიანი გამოიყვანეს, ორი კი შენობების ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები: ხარკოვში, შევჩენკოვსკის, ნოვობავარსკის და ნემიშლიანსკის რაიონებში მიმდინარეობს.

16.03.2022 13:04 „არ არსებობს გზა, უკრაინა უახლოეს მომავალში შეუერთდეს ნატოს, ჩვენ ეს პუტინს მკაფიოდ ვუთხარით“ - ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინა ნატოში მალე არ გაწევრიანდება. ამის შესახებ sky news წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, უარი თქვას ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მცდელობაზე, რაც რუსეთის მთავარი მოთხოვნაა.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ზელენკისი ესმის.

„გუშინ კვლავ ველაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკის და რა თქმა უნდა, მესმის, რას ამბობს ის ნატოზე და პოზიციის რეალობაზე. ჩვენ პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ არ არსებობს გზა, უკრაინა უახლოეს მომავალში შეუერთდეს ნატოს“, - განაცხადა ჯონსონმა. 

უკრაინა ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტისა შესახებ. ზელენსკიმ გუშინ, 15 მარტს, განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პოზიციები ახლა „უფრო რეალისტურად ჟღერს“.

„უკრაინა წლების განმავლობაში იბრძოდა ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ ასეთი ნაბიჯი გააბრაზებს რუსეთს, რომელსაც საკუთარ საზღვრებთან ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის დანახვა“ - წერს sky news.

16.03.2022 12:54 ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო პოზიციების გაძლიერებას იწყებს

ნატო თავის სამხედრო მეთაურებს რუსეთის შეკავებისთვის საჭირო ახალი გზების ძიებას ავალებს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში მეტ ჯარსა და სარაკეტო თავდაცვას გულისხმობს. ამ თემაზე, ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა ისაუბრეს. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს, სულ მცირე, 10 უმსხვილესმა მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, განათავსეს მეტი ჯარი, ხომალდი და საბრძოლო თვითმფრინავი მის აღმოსავლეთ ფლანგზე, ალიანსმა მაინც უნდა განიხილოს, როგორ დაუპირისპირდეს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებს საშუალოვადიან პერიოდში.

ალიანსის თავდაცვის მინისტრები სამხედრო მოქმედებებისთვის მზადებას, სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაიწყებენ, სანამ მოკავშირეთა ლიდერები, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, შეიკრიბებიან ბრიუსელში.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი სამხედრო პოზიცია ამ ახალი რეალობისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„მინისტრები კონკრეტული ზომებს განიხილავენ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველა სფეროში“, - დასძინა მან.

მინისტრები ასევე მოუსმენენ თავიანთ უკრაინელ კოლეგას ალექსი რეზნიკოვს, რომელიც მოსალოდნელია, რომ ნატოს ცალკეული ქვეყნებიდან მეტს იარაღს მოითხოვოს, რადგან რუსეთის თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე გრძელდება და რუსი სამხედროები კიევზე კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ  მხარდაჭერა უკრაინისადმი ჩვენი მოქმედებებით“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.

უკრაინა არ არის ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ განაცხადა, რომ სურს ნატოში გაწევრიანება, რათა ისარგებლოს მისი მფარველობით.  ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ მას ესმის, ფაქტი, რომ უკრაინას არ აქვს ღია კარი ნატოს წევრობისთვის და ეძებს უსაფრთხოების სხვა სახის გარანტიებს.

რუსული რაკეტები 13 მარტს ნატოს წევრი პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ბაზას მოხვდა, რითაც ომი თითქმის ნატოს კარამდე მივიდა.

შეერთებული შტატების ინფორმაციით, რაკეტები რუსული იყო, რაც ხაზს უსვამს ოფიციალური მოსკოვის შესაძლებლობას, დაარტყას ნატოს აღმოსავლელ მოკავშირეებს.

შეერთებულმა შტატებმა, ასევე, ოფიციალური მოსკოვი გაურკვეველი შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ შეტევას განახორციელებს.

ნატო, რომელიც 1949 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო საფრთხის შეკავების მიზნით დაარსდა, არ არის ვალდებული დაიცვას უკრაინა. მაგრამ მან უნდა დაიცვას თავისი 30 მოკავშირე.

16.03.2022 12:37 რუსებმა ბუჩას საკრებულოს 6 თანამშრომელი და მოხალისე გაიტაცეს

სამშაბათს საღამოს, 15 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა დაარბიეს ბუჩას საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა და ტყვედ აიყვანეს თანამშრომლები და მოხალისეები, რომლებიც ბოლო დღეებში ქალაქის დასახმარებლად მუშაობდნენ. ამის შესახებ ბუჩას საკრებულო ტელეგრამზე წერს.

პატიმართა სრული სია ასეთია:
1 - დიმიტრი ალექსანდროვიჩი;
2 - ლეონიდ იუხიმოვიჩი;
3 - მიკოლა ვოლოდიმროვიჩი;
4 - ანატოლი ვიქტოროვიჩი;
5 - ვოლოდიმირ ოლექსანდროვიჩი
6 - სერგეი ალექსანდროვიჩი.

„წასვლისას ოკუპანტებმა პასპორტები და სხვა დოკუმენტები გადაყარეს. ჩვენ ვთხოვთ კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციას დახმარებას ჩვენი ხალხის გათავისუფლებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

16.03.2022 12:22 უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ორი რუსული სუ-30 გაანადგურეს

16 მარტს დილის 5 საათზე უკრაინის სამხრეთში საჰაერო სარდლობის „სამხრეთის“ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ორი რუსული სუ-30 გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა Facebook გვერდზე წერს.

„ოკუპანტმა მებრძოლმა წყვილმა სცადა შეტევა ოდესის რეგიონის ერთ-ერთ სოფელზე. საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა გაანადგურა ორივე თვითმფრინავი. თვითმფრინავები ჩამოაგდეს და უკრაინის შავ ზღვაში ჩავარდნენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

16.03.2022 12:00 ლუგანსკის რაიონში რუსეთის ჯარმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა და უკან დაიხია - სერხეი გაიდაი

ლუგანსკის რაიონში რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.
ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხეი გაიდაიმ Facebook გვერდზე დაწერა.

„რუსებს კიდევ ერთხელ სურდათ რუბეჟნოიეს, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის დაკავება, მაგრამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს. პოპასნაიას მიდამოებში მტერი ცდილობს თავისი პოზიციის შენარჩუნებას... სევეროდონეცკში, რუბიჟნესა და ლისიჩანსკში ღამით ათობით საცხოვრებელი კორპუსი იწვოდა. რუბიჟნეში არის ერთი გარდაცვლილი და რვა დაჭრილი, მათგან ერთი ბავშვია“, - წერს რეგიონის ხელმძღვანელი.

გაიდაიმ განმარტა, რომ მრავალრიცხოვანი დანაკარგის გამო, რუსები ცინიკურად აგრძელებდნენ დაბომბვას მთელი ღამის განმავლობაში. მისი თქმით, ახლა რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქის ქალაქებისთვის ემზადებიან.

„რაც შეეხება სოციალურ ინფრასტრუქტურას, რაშისტებმა „სტრატეგიულ ობიექტს“ - აუზსს დაუმიზნეს. გარდა ამისა, ლისიჩანსკში გაზსადენი გაითიშა“, - განაცხადა გაიდაიმ.

16.03.2022 11:24 13 800 რუსი სამხედრო, 1 375 ჯავშანტექნიკა, 430 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგის ოფიციალური მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 16 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - დაახლოებით 13 800

❗ ტანკი - 430

❗ ჯავშანტექნიკა - 1 375

❗ საარტილერიო სისტემები - 190

❗ MLRS - 70

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 43

❗ თვითმფრინავი - 84

❗ ვერტმფრენები - 108

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 819

❗ გემები / ნავები - 3

❗ საწვავის ავზი - 60

❗ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 11

❗ სპეციალური აღჭურვილობა - 10

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16.03.2022 06:49 რუსულმა გემებმა ოდესის ოლქის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

რუსულმა გემებმა ოდესის ოლქის სანაპიროზე ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ხომალდებიდან უკრაინის სანაპიროზე სარაკეტო და საარტილერიო იერიში განახორციელეს.

„მათ დიდი მანძილიდან ისროლეს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. სურდათ სანაპირო თავდაცვის სისტემის გამოცდა. შედეგს ვერ მიაღწიეს“, - წერს გერაშჩენკო.

16.03.2022 05:07 „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი სირცხვილით დასრულდება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი სირცხვილით დასრულდება

„რუსეთის მოქალაქეებო! ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც აქვს წვდომა ჭეშმარიტ ინფორმაციაზე, უკვე შეუძლია გააცნობიეროს, როგორ დასრულდება ეს ომი თქვენი ქვეყნისთვის - სირცხვილი, სიღარიბე და მრავალწლიანი იზოლაცია. რა იქნება მომავალში, თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

16.03.2022 04:34 კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმის, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

აფეთქებები დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს მიერ გაფართოებული კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ დაიწყო.

შეგახსენებთ, კიევში 35-საათიანი კომენდანტის საათი დააწესეს.

16.03.2022 04:28 დღის განმავლობაში უკრაინელებმა სამი რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი რუსული თვითმფრინავი, ვერტმფრენი, სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების პრესსამსახური იუწყება

აღნიშნულია, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავებიდან ერთი იდენტიფიცირებული არ არის, ხოლო ორი - სუ-34 ტიპის გამანადგურებელი იყო. 

გარდა ამისა, უკრაინელებმა ცხრა საჰაერო შეტევა განახორციელეს მტრის ტექნიკაზე. 

16.03.2022 04:19 „რუსებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამხედრო შესაძლებლობების 40% დაკარგეს“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

„რუსებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამხედრო შესაძლებლობების 40% დაკარგეს“, - ამის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში აღნიშნული.

„უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. „ოპერაციაში“ ჩართული ქვედანაყოფების სამხედრო შესაძლებლობების 40%-მდე დაკარგულია.

ჩერნობაევკას ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ეფექტური მუშაობის შედეგად, მტერმა დაკარგა შვიდი საბრძოლო ვერტმფრენი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების დამარცხების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევისა და სხვა ამოცანები მტერს არ შეუსრულებია. ამავდროულად, დამპყრობლები შეაჩერეს მიკოლაივის მიმართულებით.

ვოლინის მიმართულებით მტრის მოქმედებები არ შეცვლილა, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია უკრაინა-ბელარუსიის საზღვრის დაცვის გაძლიერებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

16.03.2022 04:00 უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 9 რუსი სარდალი დაიღუპა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 9 რუსი სარდალი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო იუწყება

„რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდანვე, საოკუპაციო ძალების მრავალი ჯარისკაცი დაეცა უკრაინის მიწაზე. 

შედეგად უკრაინაში დაიღუპნენ: გენერალ-მაიორი თუშაევი მაგომედი, გენერალ-მაიორი გერასიმოვი ვიტალი, გენერალ-მაიორი კოლესნიკოვი ანდრიი, პოლკოვნიკი ზახაროვი ანდრიი, პოლკოვნიკი პოროხნია სერხიი, პოლკოვნიკი ნიკოლაევი იგორი, ლეიტენანტი პოლკოვნიკი აგარკოვი იური, ლეიტენანტი პოლკოვნიკი აგარკოვი. სოფრონოვი, ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილო სოფრონოვი“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

16.03.2022 03:22 უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში რუსი სამხედროები, ტანკები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს

ლუგანსკის ოლქში უკრაინის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების ნაწილებმა რუსი დამპყრობლები გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილებმა ლუგანსკის ოლქში რუსები კონტრშეტევითი ბრძოლის დროს გაანადგურეს. ამ მიმართულებით, 24 თებერვლიდან, მტერი ცდილობდა შეტევის განვითარებას და ჩვენი ჯარების მოგერიებას. ოსტატურად განხორციელებული მოქმედებების შედეგად ჩვენმა ჯარისკაცებმა გაარღვიეს მოწინააღმდეგის თავდაცვა.

T-72 ტიპის ტანკები და ჯავშანტექნიკა ლითონის ჯართად გადაკეთდა, პუტინის ჯარისკაცები კი დაიკარგნენ - ისინი გაგზავნეს კობზონის კონცერტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

16.03.2022 01:50 რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქში 3 ახალგაზრდა დახვრიტეს

ჩერნიგოვის ოლქში რუსმა სამხედროებმა სამი ახალგაზრდა მამაკაცი დახვრიტეს

მომხდარ ფაქტზე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ჩერნიგოვის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობით, ომის კანონების დარღვევასა და განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

16.03.2022 00:36 ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინას 950-ზე მეტი რაკეტა ესროლა - პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ძალებმა ჯამში 950-ზე მეტი რაკეტა გაისროლა უკრაინის მიმართულებით. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„როგორც რუსეთს, ისე უკრაინას აქვს საბრძოლო ძალის დაახლოებით 90% ხელმისაწვდომობა“, -  დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები კიევს ჯერ არ მიახლოებია.

აშშ-ის შეფასებით, რუსული ძალები ჯერ კიდევ ჩრდილო-დასავლეთით 15-20 კილომეტრში და აღმოსავლეთით 20-30 კილომეტრში არიან.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან უსაფრთხოების დახმარება "აგრძელებს" ჩასვლას უკრაინაში. გადაზიდვები, რომლებიც ჩავიდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, „მოიცავდა იარაღს“, დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

16.03.2022 00:00 რუსეთმა დაიწყო უკრაინის პოზიციის მოსმენა - რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი დასრულდა

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკება შედარებით კონსტრუქციული გახდა, განიხილება სამომავლო შეთანხმებები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა დაიწყო უკრაინელების პოზიციის მოსმენა:

„მოლაპარაკების პირველ რაუნდში რუსეთი არ იყო მზად ჩვენი პოზიციის მოსასმენად, ულტიმატუმებს გვიყენებდა, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, დაყაროს იარაღი, რომ ჩვენი პრეზიდენტი ხელს მოაწერს კაპიტულაციას. ახლა კი რუსეთი შედარებით სხვა ტონით საუბრობს“, - აღნიშნა ჟოვკამ და დასძინა, რომ მოლაპარაკებაზე უკრაინის წარმომადგენლები „ზომიერად ოპტიმისტურები“ არიან.

მან ხაზი გაუსვა, რომ „დიდი მიღწევა ამ მოლაპარაკებებში სახელმწიფოების მეთაურების მონაწილეობით მიიღწევა“

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის დასრულებას, ასევე, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები 16 მარტს, ოთხშაბათს გაგრძელდება.

„გავაგრძელებთ ხვალ. ძალიან რთული მოლაპარაკების პროცესია. შეინიშნება ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ კომპრომისის შესაძლებლობები ნამდვილად არის“, - აცხადებს პოდოლიაკი.

15.03.2022 21:24 ისრაელმა უკრაინიდან ლტოლვილების მიღება შეწყვიტა

რუსეთის აგრესიის გამო უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირები ვეღარ შეძლებენ ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას. ქვეყანამ გადაწყვიტა უკრაინიდან ლტოლვილების მიღება შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

13 მარტიდან ისრაელი უკრაინელების მიღებას ზღუდავს. უკრაინისთვის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი იყო, ამის შესახებ, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

 

მაღალჩინოსანმა მადლობა გადაუხადა ისრაელს იმ ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ის დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას მძიმე ომის და მისი პირველი შედეგების დაძლევაში, თუმცა გადაწყვეტილება ლტოლვილების მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მისი თქმით, მოულოდნელია.

„ნება მომეცით შევახსენო ყველა ჩვენს პარტნიორს: თქვენმა ხალხებმა დიდი ხანია, ნათლად აჩვენეს და თქვეს, რა უნდა გააკეთოთ.

ნახეთ და მოუსმინეთ თქვენს ამომრჩეველს, მათ გააკეთეს არჩევანი.

ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. ისინი ჩვენთან არიან. და თქვენ?“, - წერს ანდრი ერმაკი.

პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა უპასუხებს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც აზიანებს ქვეყნისა და უკრაინელების ინტერესებს.

15.03.2022 19:05 რუსეთმა ბაიდენსა და ბლინკენს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

სანქცირებულთა სიაში, რომელიც რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 13 ადამიანი შედის:

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი


❌ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი


❌ პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი


❌ პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი


❌ CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი


❌ გაერთიანებული შტაბის უფროსი მარკ მილი


❌ თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი


❌ პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დულიპ სინგ


❌ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი სამანტა პაუერი


❌ აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი


❌ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი


❌ აშშ-ს სახაზინო მდივნის პირველი მოადგილე ადეველ ადეემო


❌ ექსპორტ-იმპორტიორი ბანკის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რეტა ჯო ლუისი

15.03.2022 16:59 ვოლოდიმერ ზელენსკის ომის პირველ დღეებში შესთავაზეს ქვეყნის დატოვება, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის ომის პირველ დღეებში შესთავაზეს ქვეყნის დატოვება, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არ შეეშინდა, როდესაც მას აცნობეს რუსეთის ფედერაციის გეგმების შესახებ.

„ომის პირველ დღეს ზელენსკიმ უარი თქვა ევაკუაციაზე, რასაც დაჟინებით მოითხოვდნენ როგორც დასავლელი პარტნიორები, ასევე, მისი პირადი დაცვა. როდესაც გოსტომელზე იყო დაშვება, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია, რომ შემდეგი დაშვება იყო პეჩერსკზე. მან თქვა: „ავიღებ ხელში ავტომატს და მე ვიბრძოლებ, რა პრობლემაა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ბევრი აქებს. 

„პირველი 48 საათის განმავლობაში, როცა კიევში უკვე ბრძოლები იყო, არავინ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა, საიდან გამოვიდოდნენ ეს დივერსანტები, ორჯერ იყო სროლა საბაზო სადგურთან. ზელენსკი კი ამბობდა - არასოდეს წავალ. მინიმუმ 10 დესანტი, რაკეტები მაინც მოხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას“, - დასძინა არესტოვიჩმა.

15.03.2022 16:18 უკრაინელების დანაკარგები მტერთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია - ზალუჟნი

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინელები ზარალს განიცდიდნენ, მაგრამ  ის რუსეთის არმიის დანაკარგზე რამდენჯერმა ნაკლებია. 

„20 დღე ღია ომი. შეიარაღებული ძალები ასრულებენ დავალებებს. შევაჩერეთ აგრესორი, განვათავსეთ რეზერვის ნაწილები და გარკვეული მიმართულებით გადავედით კონტრშეტევაზე.

სამწუხაროდ, ზარალს ვიღებთ. ისინი მტერზე რამდენჯერმე მცირეა. მაგრამ თითოეული ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფასდაუდებელია“, - აღნიშნავს გენერალი. 

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ შურს იძიებს რუსეთის მიერ მოკლული ყოველი უკრაინელისთვის.

15.03.2022 16:20 ჩვენ იქ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ იქ არ ვართ დაპატიჟებული - ბელარუსის ჯარები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ

ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების თანამშრომლებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბელორუსის ჯარები არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსულ ჯარებს არავითარი სარგებლობა არ ექნებათ, მათი ამოცანა კი რუსული უკანა ნაწილის დაფარვა გახლავთ.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენ არ ვაპირებთ ჩართვას ამ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი ატარებს უკრაინაში. რაც მთავარია, როგორც სამხედროებს გეუბნებით, ამის საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსის ქვედანაყოფები არ გაზრდიან ჯარების რაოდენობას მიმდინარე სიტუაციისას  და მათ არ აქვთ სპეციალური იარაღი.

„კარგი, დაფიქრდით, რა შეგვიძლია დავუმატოთ რუსეთს იქ? შეიძლება თუ არა რუსეთს იარაღის მხრივ რამე დავუმატოთ? ისე არა.

ჩვენ ყველაფერს ვყიდულობთ რუსეთის ფედერაციიდან. მათ აქვთ ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი.

ამიტომ, ჩვენ იქ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი(უკრაინაში). ჩვენ იქ არ ვართ დაპატიჟებული“, - დასძინა მან.

მისი თქმით, მათი ამოცანაა თავიდან ააცილონ თავდასხმები რუსეთის ჯარებს ზურგიდან, მათ შორის დასავლეთიდან.

„ჩვენი ამოცანა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბრძოლაში და არა მხოლოდ ომში, არის ის, რომ რუსულ ჯარებს ზურგიდან თავდასხმა თავიდან ავიცილოთ.

ეს არის ის, რაც არასდროს არ უნდა დავუშვათ. არასოდეს!

ეს იქნება ღალატი. ამის შესახებ პირველ დღეებში ვისაუბრე. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ეს ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება, როგორც სახელმწიფოს, რათა დავიცვათ ჩვენი საზღვრები ჩრდილო-დასავლეთში, დასავლეთში და სამხრეთში“, - განაცხადა მან.

15.03.2022 13:44 „აზოვის“ პოლკის სამხედროებმა რუსული არმიის გენერალ-მაიორი მოკლეს

„აზოვის“ პოლკის სამხედროებმა საოკუპაციო ჯარების გენერალ-მაიორი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის სახელი და გვარი ჯერჯერობით უცნობია. 

მოკლული გენერლის თანამდებობა და გვარი დგინდება.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში, მძიმე ბრძოლებში, აზოვის პოლკმა გაანადგურა მტრის უამრავი მძიმე ტექნიკა.

გარდა ამისა, გენერალურმა შტაბმა იტყობინება, რომ დღის განმავლობაში, 14 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს ოთხი ვერტმფრენი, ერთი თვითმფრინავი და მოიერიშემ ჩამოაგდო მტრის საკრუიზო რაკეტა.

15.03.2022 14:33 „ჩინეთი უკრაინას თავს არასოდეს დაესხმება“ - უკრაინაში ჩინეთის ელჩი

„ჩინეთი უკრაინას თავს არასოდეს დაესხმება“, - ამის შესახებ ლვოვში  გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში ჩინეთის ელჩმა ფან სიანგონგმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი მხარს დაუჭერს უკრაინას ეკონომიკურად და პოლიტიკურად.

„ჩინეთი და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა. ჩინეთი უკრაინელი ხალხისთვის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩმა, პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთი სამუდამოდ იქნება კარგი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე, პოლიტიკურად. პატივს ვცემთ თქვენს სახელმწიფოს, განვავითარებთ ურთიერთობებს თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელების მიერ არჩეულ გზას, რადგან ეს არის ყველა ერის სუვერენული უფლება“, - განაცხადა ელჩმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ჩინეთის საელჩო კიევიდან ლვოვში გადავიდა და იქ გააგრძელებს მუშაობას. 

„ჩინეთი არასოდეს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დავეხმარებით, უკრაინას განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. მზად ვართ დაგეხმაროთ განვითარებაში. ვნახეთ, რამდენად დიდია უკრაინელი ხალხის ერთიანობა და ეს ნიშნავს მის სიძლიერეს“, - დასძინა ელჩმა.

15.03.2022 12:44 მელიტოპოლში რუსებმა დეპუტატის ქმარი გაიტაცეს

მელიტოპოლში რუსებმა დეპუტატის  ირინა სლავოვას ქმარი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„დღეს დილის 6 საათზე მელიტოპოლში კვლავ გაიტაცეს ადამიანი. ამჯერად ჩემი ქმარი სერხი სლავოვი. ისინი მოვიდნენ ჩემთან. მაგრამ  მოვახერხე უსაფრთხო ადგილას მოხვედრა“, - წერს დეპუტატი.

დეპუტატი წერს, რომ არ იცის სად იმყოფება მისი ქმარი და როგორ მდგომარეობაშია. 

რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი იგორ სუდაკოვი წერს, რომ ოკუპანტები ძალით ცდილობენ თავიანთი ძალაუფლების დამკვიდრებას. ამ ყველაფერს თან ახლავს სასტიკი ტერორი, დაშინება, ცემა, გატაცება და მასობრივი აკრძალვები.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია გატაცებული მერის ივან ფედოროვის, საოლქო საბჭოს თავმჯდომარის სერჰი პრიიმას, აქტივისტის ოლგა ჰაისუმოვას და სხვა ჩვენი მცხოვრებლების ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ“, - წერს იგორ სუდაკოვი.

15.03.2022 13:09 რუსებმა 97 უკრაინელი ბავშვი მოკლეს - უკრაინული მედია

რუსმა ჯარებმა უკრაინაში 97 ბავშვი მოკლეს, 100-ზე მეტი კი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევი, ხარკოვი, დონეცკი, ჩერნიგოვი, სუმი, ხერსონი, მიკოლაევი და ჟიტომირის რაიონებში. დღეში მინიმუმ 5 ბავშვი იღუპება ხანძრის შედეგად.

უკრაინის  გენერალური პროკურატურის ცნობით, დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 59 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი ნგრევა მოხდა დონეცკში - 119, ხარკოვში - 50, მიკოლაევში - 30, სუმიში - 28, კიევში - 35, ხერსონში - 21 და კიევში - 24. დაბომბილია 11 სამედიცინო დაწესებულება და სამი სარეაბილიტაციო ცენტრი.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

15.03.2022 10:00 პუტინი იგივე ტაქტიკას იყენებს უკრაინაში, რასაც ალეპოში - თურქი დიპლომატი

რუსული ჯარები უკრაინაში იმეორებენ ტაქტიკას, რომელიც მანამდე გამოიყენეს ალეპოში და სირიაში, - ამის შესახებ მოსკოვში თურქეთის ყოფილმა ელჩმა აიდინ ადნან სეზგინზემ განაცხადა. 

„რუსული ჯარი ბრმად ისვრის. სარაკეტო დარტყმებისა და საჰაერო დაბომბვის ადგილებში არ არის სამხედრო ობიექტები, იქ არის საცხოვრებელი უბნები“, - განაცხადა სეზგინმა.

მისი თქმით, ალეპოს ტაქტიკას პუტინი ქალაქების დასაპყრობადაც იყენებს.

„როცა ხალხს დაბომბვის შიშით ქალაქის დატოვება სურთ, ის ამბობს, გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფანი. როდესაც ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება, ის არ აძლევს საშუალებას იმუშაოს იმ დროს, როცა ეს შეთანხმებული და კოორდინირებულია, ის ასევე, იბომბება“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

ის, ასევე, მიუთითებს რუსეთის ქმედებებს შორის მსგავსებაზე ჩეჩნეთში, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა „ფარად“ გამოიყენებოდა.

„ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური პროპაგანდისტული ომი. უკრაინა არ უტევს, უკრაინა იცავს თავის მიწას და მოქალაქეებს. რას მიაღწევს ზელენსკი საკუთარი მოქალაქეების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით? არაფერს, ტყუილია. მსგავსი ბრალდებები რუსეთს ჩეჩნეთში მანამდეც გაუკეთებია. რუსეთი უკვე დაგმო მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ“, - განაცხადა სეზგინმა.

თურქეთის ყოფილ ელჩს რუსეთში მიაჩნია, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტად დაზარალდება პუტინი. 

15.03.2022 11:59 განადგურებულია 13 500-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 279 ჯავშანტექნიკა, 404 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.  მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 15 მარტამდე პერიოდს.

ოკუპანტებმა  დაკარგეს: 👇

👉 13 500 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 81 - თვითმფრინავი

👉 95 -  ვერტმფრენები

👉  404 - ტანკი

👉 1 279 - საბრძოლო ჯავშანმანქანები

👉 150 - საარტილერიო სისტემა

👉  36 - საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 60 - საწვავის ავზი

👉MLRS - 64

👉 9 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

👉 3 - გემები / ნავები

👉 640 - მანქანა

15.03.2022 12:03 3 ქვეყნის პრემიერი კიევში ჩადის

ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩადიან. ინფორმაციას დასავლური მედია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პეტრ ფიალა (ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერი), მატეუშ მორავეცკი (პოლონეთის პრემიერი) და ჯანეზ იანშა (სლოვენიის პრემიერი) კიევს დღეს ეწვევიან. პრემიერ-მინისტრების კიევში ვიზიტის მიზანი, უკრაინისთვის ევროკავშირის სრული მხარდაჭერის კიდევ ერთხელ ჩვენებაა.

„ვიზიტის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს მთელი ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

ამ ვიზიტის მიზანია ასევე უკრაინისა და უკრაინელებისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის წარდგენა“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

15.03.2022 11:00 რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საავადმყოფოებს დაჭრილების სამკურნალოდ იყენებს

რუსეთის არმია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის ჰოსპიტლებს იყენებს. ოკუპანტები დაჭრილ ჯარისკაცებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. ინფორმაციას UNIAN უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მტერი შეგნებულად და ცინიკურად აგრძელებს სარაკეტო დაბომბვებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებების ქსელს იყენებენ დაჭრილ პერსონალის სამკურნალოდ.

ამავდროულად, ოკუპანტები ეშმაკურად აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებას პოზიციების აღჭურვის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად.

15.03.2022 10:18 რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეზე უპირატესობა არ გააჩნია - ჯონ კირბი

„ჩვენი შეფასებით, რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეზე უპირატესობა არ გააჩნია, უკრაინელები კი თავიანთ სივრცეს ოსტატურად იცავენ“, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, პენტაგონი უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 

„რუსები თავიანთ სამიზნეებს აფართოებენ. გვაქვს რამდენიმე მარშრუტი, რომლებითაც ვცდილობთ დახმარება უკრაინელების ხელში აღმოჩნდეს. ჩვენ უკრაინელებისთვის უსაფრთხოების დახმარებას განვაგრძობთ იმდენად სწრაფად და ეფექტურად, რამდენადაც შეგვიძლია. დახმარების ბევრი გზაა, რომლებსაც მივყვებით. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს უკრაინელ კოლეგებთან იმ სახის დახმარების შესახებ, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენი შეფასებით, რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეზე უპირატესობა არ გააჩნია, უკრაინელები კი თავიანთ სივრცეს ოსტატურად იცავენ“, - აცხადებს  ჯონ კირბი.

15.03.2022 10:18 რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეზე უპირატესობა არ გააჩნია - ჯონ კირბი

„ჩვენი შეფასებით, რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეზე უპირატესობა არ გააჩნია, უკრაინელები კი თავიანთ სივრცეს ოსტატურად იცავენ“, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, პენტაგონი უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 

„რუსები თავიანთ სამიზნეებს აფართოებენ. გვაქვს რამდენიმე მარშრუტი, რომლებითაც ვცდილობთ დახმარება უკრაინელების ხელში აღმოჩნდეს. ჩვენ უკრაინელებისთვის უსაფრთხოების დახმარებას განვაგრძობთ იმდენად სწრაფად და ეფექტურად, რამდენადაც შეგვიძლია. დახმარების ბევრი გზაა, რომლებსაც მივყვებით. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს უკრაინელ კოლეგებთან იმ სახის დახმარების შესახებ, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენი შეფასებით, რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეზე უპირატესობა არ გააჩნია, უკრაინელები კი თავიანთ სივრცეს ოსტატურად იცავენ“, - აცხადებს  ჯონ კირბი.

15.03.2022 10:35 რუსმა სამხედროებმა ევაკუირებულ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს გოსტომელიდან ევაკუირებულ ადამიანთა კოლონას, რის შედეგადაც ერთი ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი მამაკაცი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„გოსტომელიდან ევაკუაცია ორ ეტაპად განხორციელდა.

10 ავტობუსისგან შემდგარმა პირველმა კოლონამ, რომელიც ძირითადად შედგებოდა ბავშვების, დედების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისგან, წარმატებით მიაღწია დანიშნულების ადგილს.

4 ავტობუსისგან შემდგარ კიდევ ერთ კოლონას კი, რუსმა ჯარებმა ნაღმსატყორცნებიდან ესროლეს“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის გავრცელებულ განცხადებაში.

დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი დაშავდა.

ასევე კოლონაში ცეცხლის ქვეშ მოექცა მანქანა, რომელშიც წყვილი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გოსტომელში, სადაც ომის პირველივე დღიდან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, ოკუპანტებმა ადგილობრივების მძევლად აყვანა დაიწყეს.

15.03.2022 09:35 უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია - პენტაგონი

უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას bbc პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. 

 13 მარტს, პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრით დაშორებულ იავროვის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე გავლენა არ ჰქონია. და ამ ადგილას არ ყოფილან ამერიკელები, არც სამხედრო და არც სამოქალაქო პირები.

პენტაგონის ცნობით, რუსეთის წინსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთის ჯარებმა განზრახ შეწყვიტეს გადაჯგუფება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს უკრაინის წინააღმდეგობის შედეგია. ეს, ასევე, ეხება კიევზე თავდასხმას ჩრდილო-დასავლეთიდან გოსტომელის მხრიდან.

15.03.2022 09:35 უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია - პენტაგონი

უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას bbc პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. 

 13 მარტს, პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრით დაშორებულ იავროვის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე გავლენა არ ჰქონია. და ამ ადგილას არ ყოფილან ამერიკელები, არც სამხედრო და არც სამოქალაქო პირები.

პენტაგონის ცნობით, რუსეთის წინსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთის ჯარებმა განზრახ შეწყვიტეს გადაჯგუფება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს უკრაინის წინააღმდეგობის შედეგია. ეს, ასევე, ეხება კიევზე თავდასხმას ჩრდილო-დასავლეთიდან გოსტომელის მხრიდან.

15.03.2022 09:06 ჩერნიგოვოში დაბომბვას 10 ადამიანი ემსხვერპლა

რუსმა სამხედროებმა  ჩერნიგოვო ისევ დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით,  რუსმა დამპყრობლებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე არტილერიამ დააზიანა ჩერნიგოვოს ეროვნული ინსტიტუტის შენობა, სადგურის მიმდებარედ მდებარე ბაზარი, საცალო-საბითუმო ბაზა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, წყალსადენის სატუმბი სადგური, ადმინისტრაციული შენობა და ოთხი სატრანსპორტო საშუალება.

მომხდართან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

15.03.2022 08:41 დაბომბვის შემდეგ კიევში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში დაბომბვის შემდეგ საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება, უცნობია რამდენი ადამიანია დაშავებული.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. 

15.03.2022 08:00 განგაში კიევში - დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსებმა გვიან ღამით რამდენიმე საჰაერო იერიში განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში სულ მცირე 4 აფეთქების ხმა გაისმა.

წინასწარი ინფორმაციით, რუსების მიერ გასროლილი რაკეტების მიზანი ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი ზონა იყო.

15.03.2022 07:10 „ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, მაისში დასრულდება, რადგან რუსეთს რესურსები ამოეწურება“ - არესტოვიჩი

„ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დასრულდება, როდესაც რუსეთს ამოეწურება რესურსები მეზობელზე თავდასხმისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსები სამშვიდობო შეთანხმებაზე წამოვლენ.

„ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის, მაისის დასაწყისის, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება, შეიძლება ბევრად ადრე, ვნახოთ, მე ვსაუბრობ უახლეს შესაძლო თარიღებზე.

ან ძალიან სწრაფად დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ერთ-ორ კვირაში, ან იქნება მცდელობა, რომ მეორე დარტყმა განახორციელონ, შესაძლოა, სირიელები შემოიერთონ, მაგრამ როდესაც მათაც გავანადგურებთ, ისინი შეთანხმებაზე წამოვლენ და ჯარების გაყვანა მოუწევთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

15.03.2022 04:49 „მტერი დაბნეულია, ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები უკვე აცნობიერებენ, რომ უკრაინაში ვერაფერს ვერ მიაღწევენ.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსები ბრძოლის ველიდან გარბიან და ტექნიკას ტოვებენ.

„ჩვენი წინააღმდეგობის მე-19 დღე დასრულდა. კიდევ ერთი მძიმე დღე, რომელიც მაინც გვაახლოებს გამარჯვებასთან, აახლოებს მშვიდობას უკრაინას. მტერი დაბნეულია, ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ. მათ უკვე დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ომით ვერაფერს მიაღწევენ. ისინი გარბიან ბრძოლის ველიდან და ტოვებენ ტექნიკას. დღეს რუსული ჯარი ფაქტობრივად ჩვენი არმიის აღჭურვილობის ერთ-ერთი მომწოდებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

15.03.2022 03:59 „10 დღეში რუსეთს აქტიური ომის წარმოების შესაძლებლობები ამოეწურება“ - ამერიკელი გენერალი

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯისი აცხადებს, რომ რუსეთს 10 დღეში აქტიური ომის წარმოების შესაძლებლობები ამოეწურება.

მისივე თქმით, ოკუპანტები ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო დიდ ზარალს მიიღებენ. 

„დაახლოებით 10 დღეში ეს მოხდება. ეს არის ჩემი შეფასება, იმ პირობით, რომ ჩვენ, დასავლეთი, არამხოლოდ გავაგრძელებთ, არამედ გავზრდით უკრაინული ძალების მარაგს, რათა მათ გაანადგურონ რუსული არტილერია, არმია და მოიგერიონ სარაკეტო დარტყმები. თუ ჩვენ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ 10 დღეში რუსები შევლენ იმ ომის ფაზაში, როდესაც ისინი ვეღარ შეძლებენ აქტიურ ბრძოლას“, - განაცხადა ჰოჯისმა. 

15.03.2022 03:38 „ჩვენი სამხედროები რუსული ჯარებისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას აგრძელებენ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა. 

მისი თქმით, რუსებმა უკრაინაში უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომში. 

„ჩვენი მამაცი დამცველები აგრძელებენ რუსული ჯარებისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას. სულ მალე ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავების რაოდენობა ასობით ერთეულს მიაღწევს. მათ უკვე დაკარგეს 80 საბრძოლო თვითმფრინავი, ასობით ტანკი, ათასობით სხვა ტექნიკა. 19 დღეში რუსულმა არმიამ უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთში ორ სისხლისმღვრელ და მრავალწლიან ომში“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

15.03.2022 03:25 უკრაინელმა, რომლის სახლშიც რუსები შეიჭრნენ, თავი აიფეთქა

ჩერნიგოვის ოლქში მონადირეთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ანატოლი კულგეიკომ, რომლის სახლშიც რუსები შეიჭრნენ, თავი აიფეთქა

მამაკაცმა ხელყუმბარა გამოიყენა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა მას მონადირეების სიების გადაცემა მოსთხოვეს. 

როგორც უკრაინელები იტყობინებიან, მონადირემ რამდენიმე ოკუპანტი ჯოჯოხეთში გაგზავნა. 

ანატოლი კულგეიკო ადგილობრივებმა უკვე დაკრძალეს. 

15.03.2022 02:23 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 5 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება, რომ დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ 5 რუსული თვითმფრინავი ჩამოგდო. 

უკრაინელებმა 4 ვერტმფრენისა და 1 მოიერიშე თვითმფრინავის განადგურება შეძლეს. 

გარდა ამისა ჩამოაგდეს ოკუპანტების საკრუიზო რაკეტაც და საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა წარმატებით დაარტყა რუსული ტექნიკის კოლონებს.

15.03.2022 02:09 „მარიუპოლი მალე მთლიანად გაიწმინდება ბანდებისა და ავი სულებისგან“ - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „ტელეგრამზე“ განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, მარიუპოლს მალე რუსები დაიკავებენ. 

„მარიუპოლი მალე მთლიანად გაიწმინდება ბანდებისა და ავი სულებისგან. ამის შესახებ იტყობინება ჩემი ძვირფასი ძმა ადამ დელიმხანოვი. დღეს ნაშუადღევს რუსი მებრძოლები ქალაქში ერთნახევარი კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.

ადამ სულთანოვიჩმა მებრძოლებს გადასცა ჩემი სურვილები: ტერიტორიების გათავისუფლება მეთოდურად და პერსონალისთვის მაქსიმალურად უსაფრთხოდ. დანაკარგები არ გვაქვს. ჩვენი მებრძოლები კარგ ხასიათზე არიან და მარიუპოლის გათავისუფლებას აზოვის ნაცისტებისგან ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანენ. ადამ სულთანოვიჩი არასოდეს ტოვებს იმას, რაც დაიწყო“, - აცხადებს კადიროვი. 

15.03.2022 01:39 ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი უკრაინაში საომარი მდგომარეობის კიდევ 30 დღით გახანგრძლივების შესახებ.

უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ №7168 პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ შესაბამისი კანონპროექტი რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 24 თებერვალში გამოცხადდა. 

15.03.2022 01:22 გატაცებული მელიტოპოლის მერი ლუგანსკში იმყოფება - უკრაინული მხარე

მელიტოპოლის გატაცებული მერი ივან ფედოროვი ლუგანსკში იმყოფება, -  ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

„დღეს არსებული ინფორმაციით, მელიტოპოლის გატაცებული მერი ივან ფედოროვი იმყოფება ოკუპირებულ ლუგანსკში, სადაც მას ბრალი „ტერორიზმის“ მუხლით ედება. დამპყრობლების ტყვეა დნეპროუდნის მერი ევგენი მატვეევიც, მაგრამ მისი ბედი უცნობია“, - ამბობს სტარუხი.

შეგახსენებთ, მელიტოპოლის მერი 11 მარტს გაიტაცეს.

14.03.2022 16:15 კრემლს არ აქვს ინფორმაცია კადიროვის უკრაინაში ყოფნის შესახებ - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კადიროვის მიერ, მის უკრაინაში ყოფნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კრემლი არ ადასტურებს. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ინფორმაცია არ დაადასტურა და ჟურნალისტები კადიროვის ადმინისტრაციასთან გადაამისამართა.

„ის (კადიროვი), ჩემი აზრით, პირდაპირი მნიშვნელობით  არ ამბობდა, რომ (უკრაინაში) იყო. პირდაპირი განცხადებები არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში პირადად კადიროვის ჩართულობაზე პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს.

„არა. ასეთი ინფორმაცია არ არსებობს“, - დასძინა პესკოვმა.

14.03.2022 14:53 რუსეთი ამზადებს ტერორისტულ თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებით - სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი

რუსეთის სამხედრო კონტინგენტში ქიმიკოსების არსებობა გამოვლინდა, რაც შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური თავდასხმის მომზადებაზე მიუთითებდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ოთხი დღის წინ, სტარომლინივკას მახლობლად დიდი რაოდენობით მტერი განადგურდა. განადგურებულ  ჯარისკაცებს შორის აღმოჩნდნენ ისეთი პირები, რომლებსაც დამთავრებული  ჰქონდათ ქიმიური უსაფრთხოების სამხედრო ინსტიტუტი. 

დოკუმენტების მიხედვით, უკრაინაში გარდაცვალებამდე აფტაევი მსახურობდა 21222 სამხედრო ნაწილში - „ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების ფედერალური ოფისი“ პენზაში.

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით, მან  დაამთავრა სარატოვის ბიოლოგიური და ქიმიური უსაფრთხოების სამხედრო ინსტიტუტი. ამდენად, მიღებული დოკუმენტები შეიძლება, მიუთითებდეს, რომ რუსეთი ამზადებს ტერორისტულ თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებით. 

14.03.2022 14:34 კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს - შემთხვევას 1 ადამაინი ემსხვერპლა

საზენიტო ძალებმა კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც მისი ნამსხვრევები საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა და ხუთსართულიანი შენობა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაკეტის ნამსხვრევები კიევში, კურენივის რაიონში ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 ადამიანიდან, 1 ადგილზევე გარდაიცვალა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებს, რომ მან დაინახა რაკეტის ჩამოგდების პროცესი. კლიჩკომ თქვა, რომ რაკეტის ნამსხვრევები გზაზე დაეცა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი დაჭრილი გადაიყვანა.

ადგილზე მყოფი ტროლეიბუსი , რომელიც მგზავრების გარეშე იყო, მთლიანად განადგურდა. დაზიანდა მიმდებარე სახლების აივნები და კომერციული ფართები პირველ სართულებზე.

14.03.2022 14:11 დაეხმარეთ უკრაინას პუტინს მარცხი განაცდევინოს - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ ქვეყნებს უკრაინის საჭირო იარაღით მომარაგებისა და მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„მათთვის, ვისაც ეშინია არ იყოს ჩართული მესამე მსოფლიო ომში, უკრაინა წარმატებით იბრძვის. ჩვენ გვჭირდება, რომ ბრძოლაში დაგვეხმაროთ. მოგვაწოდეთ ყველა საჭირო იარაღი. დაუწესეთ რუსეთს მეტი სანქციები და მოაქციეთ სრულ იზოლაციაში. დაეხმარეთ უკრაინას, განაცდევინოს პუტინს მარცხი და თავიდან აიცილებთ უფრო ფართომასშტაბიან ომს“, - წერს დმიტრო კულება.

14.03.2022 13:40 უკრაინისთვის მომდევნო 2-3 კვირა გადამწყვეტი იქნება - ვადიმ დენისენკო

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადამწყვეტი მომდევნო 2-3 კვირა იქნება. 

მისი თქმით, დამპყრობლები ყველაფერს გააკეთებენ მარიუპოლის ასაღებად. შემდეგ კი მათ შეუძლიათ გადავიდნენ უკრაინის აღმოსავლეთში.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა შევაჩეროთ ეს მოძრაობა, ხელი შევუშალოთ მათ გეგმებში და ვაიძულოთ იომონ სახმელეთო ბრძოლაში, სადაც ისინი წააგებენ“, - განაცხადა დენისენკომ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსული არმია უკრაინასთან ომში ახალ ნაბიჯებს მიმართავს.

მან, ასევე, დასძინა, რომ უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვისთვის საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების მიღება.

14.03.2022 12:11 რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 90 ბავშვი მოკლეს - უკრაინული მედია

რუსმა ჯარებმა უკრაინაში 90 ბავშვი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„14 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 90 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივის და ჟიტომირის რაიონებში იყო.

მხოლოდ გუშინ ნიკოლაევის რაიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 379 სასწავლო დაწესებულება, აქედან 59 მთლიანად განადგურდა.

ყველაზე მეტი ნგრევა დონეცკის ოლქში - 119 საგანმანათლებლო დაწესებულება, მიკოლაევის ოლქში - 30, სუმის ოლქში - 28, კიევის ოლქში - 35, ხერსონის ოლქში - 21, დედაქალაქში - 24 მოხდა“, -  ნათქვამია ინფორმაციაში.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება იმ ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

14.03.2022 11:47 კიევში რუსებმა თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა „ანტონოვი“ დაბომბეს (ვიდეო)

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა „ანტონოვი“ და, ასევე, საცხოვრებელი სახლები დაიბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილზე მეხანძრეები, მედიკოსები და სხვა სამსახურები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 2 ადამიანი და სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციის სამსახურმა, 15 ადამიანი გადაარჩინა და 63 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

14.03.2022 11:14 3 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე - რუსებმა ახტირკაში საცხოვრებელ კორპუსებზე საჰაერო იერიში მიიტანეს

სუმის რაიონში დაბომბვას სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„არ არის კარგი დილა ქალაქ ახტირკაში... ღამით იყო საჰაერო დაბომბვა კერძო სექტორზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, სადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ჩემს უკან სახლები იწვის“, - განაცხადა ახტირკას მერმა.

მისი თქმით, მაშველები  ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.

ქალაქის მერი პაველ კუზმენკო ცის დახურვას  მოითხოვს. 

„მთელ მსოფლიოს ვაჩვენებ, რას გვიკეთებს მტერი, რომ ის გვანადგურებს და გვბომბავს, მას შეუძლია მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლა“, - აცხადებს  პაველ კუზმენკო.

14.03.2022 11:49 განადგურებული 1 249 ჯავშანტექნიკა, 389 ტანკი, 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - 12 000-ზე მეტი

❗ ტანკი - 389

❗ ჯავშანტექნიკა - 1 249

❗ საარტილერიო სისტემები - 150

❗ MLRS - 64

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 34

❗ თვითმფრინავი - 77

❗ ვერტმფრენები - 90

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 617

❗ გემები / ნავები - 3

❗ საწვავის ავზი - 60

❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 8

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

14.03.2022 11:32 რუსეთმა უკრაინას უკვე 120 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა - უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო

რუსეთია მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულმა ზარალმა 119 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ, უკრაინის ტელევიზიის ეთერში ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დენის კუდინმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, საომარი მოქმედებების გაგრძელებით ზარალის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ეკონომიკის სამინისტრო უკრაინის მშპ-ს პირველი ზარალის გამოთვლას რუსეთთან ომის შედეგად აპრილში დაიწყებს.

„რაც შეეხება მშპ-ს, ჩვენ შევძლებთ ის შევაჯამოთ მხოლოდ მაშინ, როცა ეკონომიკის სამხედრო რეჟიმზე გადასვლიდან პირველი სრული თვე გავა, ანუ აპრილში შევძლებთ შევაჯამოთ მარტის შუალედური შედეგები და შემდეგ დავასახელოთ გარკვეული ციფრები. “- თქვა კუდინმა.

მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან ზარალს ორი გზით ითვლის. გარდა მშპ-ს ზარალის გამოანგარიშებისა, სამინისტრო ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაზიანებასაც განიხილავს.

14.03.2022 10:57 „უკრაინა იცავს ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს საზღვრებს რუსული აგრესიისგან“ - რადას თავმჯდომარე

„რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. 

„ამჟამად, უკრაინის არმია, ისევე როგორც უკრაინელი ხალხი, იცავს თავის ქვეყანას, მიწას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, მაგრამ ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე - ყველაფერს იმავე მეთოდებით აკეთებს, როგორც ეს იყო 2008 წელს, საქართველოში. რუსები უსინდისოდ იყენებენ წინა სცენარებს. უბრალოდ გაიხსენეთ როგორ გაანადგურა რუსულმა ჯარმა ქალაქები სირიასა და ლიბიაში“, - აცხადებს უმაღლესი რადას თავმჯდომარე.

რადას თავმჯდომარის თქმით, უკრაინამ რუსეთის სამხედრო პოტენციალის მესამედი უკვე გაანადგურა.

„უკრაინელი ხალხი არასოდეს დანებდება და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს. მტერს კიევის 2-3 დღეში დაკავების გეგმა უკვე ჩავუშალეთ. ჩვენ სრულად მზად ვართ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არის გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას არ დავუშვებთ. ეს, ძირითადად, ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებს“, - განაცხადა  რუსლან სტეფანჩუკმა. 

მისი თქმით,  სანქციები უნდა დაწესდეს რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ.

რადას თავმჯდომარე, ასევე, მოითხოვს ცის დახურვას. 

„მოვითხოვთ უკრაინის თავზე ცის დახურვას, რადგან ყოველ დღე იხოცებიან უთვალავი მშვიდობიანი მოსახლეობა - მათ შორის ბავშვები. სანქციები უნდა დაწესდეს რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება. უბრალოდ, არ მესმის მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების შესახებ უწყვეტი დისკურსები. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ომი უკვე ზღვარზეა. რუსეთი ახორციელებს ოპერაციებს ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ. გაიხსენეთ ის თვითმფრინავები და დრონები, რომლებიც რუმინეთში გაუჩინარდნენ და ხორვატიაში ჩამოცვივდნენ.

უკრაინა ამჟამად იცავს ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს საზღვრებს რუსული აგრესიისგან. თუ ნამდვილად გვინდა თავიდან ავიცილოთ შესაძლო მსოფლიო ომის დაწყება, ცა უნდა დავხუროთ უკრაინის თავზე.
რუსეთი ახლა უხვად იყენებს ცრუ არგუმენტებს ნებისმიერ ქვეყანაში ომის დასაწყებად. რუსეთი ეძებს ომის დაწყების საფუძველს“, - აცხადებს უმაღლესი რადას თავმჯდომარე.

14.03.2022 10:16 ახლავე შეწყვიტეთ შეჭრა და ომი უკრაინაში - მსოფლიო პატრიარქი

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ  სიტყვით გამოსვლისას  უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა.

პატრიარქი , სისხლის ღვრისა და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. 

„ჩვენი უფალი და მხსნელი იესო ქრისტე არის „მშვიდობის ღმერთი. ჩვენ, ასევე, მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ რუსეთის მოქალაქეების გაბედულ რეაქციას სისხლის ღვრაზე. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ომის ყველა ფრონტზე. ძალადობა და ომი არა მხოლოდ არ წყვეტს უთანხმოებებს, არამედ იწვევს ტკივილსა და სიკვდილს და ქმნის უფრო რთულ პრობლემებს. შეჭრა და ომი ახლავე უნდა დასრულდეს და უნდა მიეცეს ახალი შესაძლებლობა დიალოგს. ომი არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რომელიც ახლა მშვიდობის კანონია“, -  განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.

14.03.2022 10:50 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან კონტრშეტევა განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან კონტრშეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან კონტრშეტევა წამოიწყეს! ამ მიმართულებით, უკრაინელი დამცველების აქტიური შეტევითი მოქმედებების შედეგად, მტერმა ზარალი განიცადა ტოპოლსკოეს, შპაკოვკას, დონეცკის დასახლებების მიდამოებში და უკან დაიხია“, - განაცხადა ბრაჩუკმა. 

14.03.2022 04:04 „ნატოს ტერიტორიაზე რუსული ბომბების დაცემა მხოლოდ დროის საკითხია“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული ბომბების დაცემა მხოლოდ დროის საკითხია.

მისი თქმით, უკრაინის თავზე ცა უნდა დაიკეტოს. 

„გასულ წელს მე მკაფიოდ გავაფრთხილე ნატოს ლიდერები, რომ თუ არ იქნებოდა მკაცრი პრევენციული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, იგი დაიწყებდა ომს. ჩვენ მართალი ვიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თუ არ დახურავთ ჩვენს ცას, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები დაეცემა თქვენს ტერიტორიაზე, ნატოს ქვეყნების მოქალაქეების სახლებზე. 

დღეს კიევის ოლქში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს, მისი კოლეგა დაიჭრა. ეს იყო რუსი სამხედროების მიზანმიმართული თავდასხმა. იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

14.03.2022 03:48 „რუსი სამხედროები უკრაინაში გამგზავრებაზე უარს მასიურად ამბობენ“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს

გენშტაბში აღნიშნავენ, რუსი ჯარისკაცები უკრაინაში გამგზავრებაზე უარს მასიურად ამბობენ. 

„არის შემთხვევები, როცა რუსი სამხედროები, ომის ვეტერანის სტატუსის, დამატებითი დღიური ანაზღაურებისა და ხელფასის გაზრდის დანაპირების მიუხედავად, უკრაინაში გამგზავრებაზე უარის ამბობენ. 

რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ შეტევას და ცდილობენ შეინარჩუნონ შეტევის ტემპი გარკვეულ ოლქებში.

პოლისიას, ტავრიასა და პივდენნობუჟსკის ოლქებში დაჯგუფებების რაოდენობის გაზრდის მიზნით, მტერი რეზერვების მობილიზებას ახდენს.

ოკუპანტები, უგულებელყოფენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, აგრძელებენ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. კერძოდ, 13 მარტს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უმანის, ივანო-ფრანკოვსკის, სტარიჩის დასახლებებში მდებარე ობიექტებზე.

გარდა ამისა, რუსული არმია აგრძელებს ისკანდერის გაშვებას ბელარუსიდან. 

ჩრდილოეთის მიმართულებით ოკუპანტებმა ყურადღება გაამახვილეს გადაჯგუფებაზე, მარაგის შევსებაზე, ბროვარის მიმართულებით შეტევის განახლებისთვის მომზადებაზე.

სლობოჟანსკის მიმართულებით დამპყრობლები ცდილობენ, რომ გადაჯგუფდნენ და განაახლონ შეტევა ხარკოვსა და სუმზე.

უკრაინელი დამცველების აქტიური შეტევითი მოქმედებების შედეგად მტერმა ზარალი განიცადა ტოპოლსკეს, შპაკივკას, დონეცკის დასახლებების მიდამოებში და უკან დაიხია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

14.03.2022 03:34 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 8 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 1 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევის ოლქის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე უკრაინელებმა მტრის სუ-35, სუ-34 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

უკრაინელებმა ოკუპანტებს საზენიტო რაკეტები ესროლეს. 

საჰაერო თავდაცვამ, მოიერიშე თვითმფრინავების გარდა, რაკეტებით ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაც შეძლო. 

14.03.2022 03:19 „ჩვენი დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლები ვიდეო ფორმატში ყოველდღიურად საუბრობენ.

„ჩვენს დელეგაციას აქვს მკაფიო ამოცანა - ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს, შეხვედრა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ხალხი ელის. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ მიიღო გარანტია შედეგი კომპლექსური მოლაპარაკებების დროს, რაც აუცილებელია მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. 

საუბარი აუცილებელია, რადგან ამ მოლაპარაკებების წყალობით, დღეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან 5 550 ადამიანი იქნა ევაკუირებული, ხოლო 6 დღეში 130 000-ზე მეტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 14-15 მარტს გაიმართება. 

14.03.2022 02:10 „ბელარუს სამხედროებს სთავაზობენ, რომ რუსული ფორმა ჩაიცვან და უკრაინაში შეიჭრან“ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ ბელარუს სამხედროებს უკრაინაში რუსული ფორმით შეჭრას სთავაზობენ

მისივე თქმით, სამხედროების უმრავლესობა ომის წინააღმდეგია. 

„დღეს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ზოგიერთი ბელარუსი სამხედრო უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაგრამ ახლა რუსეთის FSB და სხვა სპეცსამსახურები ცდილობენ დაარწმუნონ ბელარუსები, რომ რუსული ფორმა ჩაიცვან და ისე შეიჭრან უკრაინის ტერიტორიაზე. ოკუპანტები ისევ უარს მიიღებენ“, - აღნიშნა დანილოვმა. 

14.03.2022 01:10 „რუსები ოდესაში დესანტის დაშვებას გეგმავენ, მათ მარტივი გასეირნება არ ელოდებათ“ - დანილოვი

„რუსი ოკუპანტები ოდესის ოლქში, ქალაქ ოდესის დაკავების მიზნით, დესანტის დაშვებას გეგმავენ, თუმცა მათ იქ უკრაინელი სამხედროები ელოდებიან და მარტივი გასეირნება არ ელოდებათ“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა

„ეს არ არის ახალი საფრთხე, ეს ძველი საფრთხეა. შავ ზღვაზე 3-4 დღის წინ უნდოდათ დესანტის დაშვება, მაგრამ ამინდი ხელს არ უწყობდათ. მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ ოდესა დაიკავონ. ვითარებას ვაკონტროლებთ, ვიცით რა ხდება იქ, რუსებს ისე დახვდებიან, როგორც ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში. ჩვენ გვესმის, თუ რა ძალებზე და ტექნიკაზეა საუბარი, მათ გავუმკლავდებით“, - განაცხადა დანილოვმა. 

14.03.2022 00:20 რუსეთმა ჩინეთს უკრაინის ომში სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა

ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა, უკრაინის ომში სამხედრო აღჭურვილობით დაეხმაროს. ამის შესახებ New York Times წერს.

ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს, ასევე, სთხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება, რათა აღადგინოს ის ეკონომიკური ზარალი, რომელიც რუსეთს შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის ქვეყნების მიერ დაწესებული ფართო სანქციებისგან მიადგა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გააძლიერა პარტნიორობა პუტინთან და გვერდში დაუდგა მას მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს სამხედრო კამპანიას, ანადგურებს ქალაქებს უკრაინაში და კლავს ასობით ან ათასობით სამოქალაქო პირს. ამერიკელი ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთს, იმოქმედებს თუ არა რუსეთის თხოვნაზე და დაეხმარება თუ არა მას. 

„ჩვენ პირადად ვუკავშირდებით პეკინს, რომ რუსეთისთვის სანქციების თავიდან აცილების მცდელობებზე ან რუსეთის მიმართ მხარდაჭერაზე შედეგები ფართომასშტაბიანი იქნება“, - განაცხადა სალივანმა CNN-ის ეთერში.

სალივანს არ უხსენებია ჩინეთის რუსეთისადმი პოტენციური სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ აშშ-ის სხვა ოფიციალური პირები ანონიმურად საუბრობდნენ რუსეთის თხოვნაზე.

13.03.2022 22:16 „პუტინი იმედგაცრუებულია“- აშშ-მა განმარტა, თუ რატომ დაესხა თავს რუსეთი იავორივის საცდელ ადგილს

„პუტინი იმედგაცრუებულია“- შეერთებულმა შტატებმა განმარტა, თუ რატომ დაესხა თავს რუსეთის ფედერაცია იავორივის საცდელ ადგილს. თეთრ სახლს მიაჩნია, რომ იავორივის საცდელ ობიექტზე საჰაერო თავდასხმა იმაზე მიუთითებს, რომ პუტინის ომი მისი გეგმის მიხედვით არ მიდის. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

იავორივის პოლიგონის (ლვოვის რეგიონი) დაბომბვა, ალბათ, იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში ომი არ მიდის რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის გეგმის მიხედვით. ამის შესახებ CNN-ზე დღეს, 13 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინი არ არის კმაყოფილი უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობით.

„პუტინი იმედგაცრუებულია იმით, რომ მისი ჯარები არ განიცდიან პროგრესს ქვეყნის დიდ ქალაქებში, კერძოდ კიევში, როგორც ის ფიქრობდა. ამიტომ, ის აფართოებს სამიზნეების რაოდენობას და ცდილობს, დააზიანოს ქვეყნის ყველა რეგიონი“, - აღნიშნა სალივანმა.


13 მარტის დილას ცნობილი გახდა, რომ ლვოვში საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული. რაიონულ ცენტრში ორი ძლიერი აფეთქებაც გაისმა. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ ლვოვის რაიონში აფეთქებები პირველად მოხდა.

მოგვიანებით, ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ ავიაიერიშის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 134 კი დაშავდა.

13.03.2022 21:51 უკრაინელებმა დაამარცხეს რუსების საზღვაო ქვეითთა ნაწილები - 600 დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამარცხეს რუსების საზღვაო ქვეითთა ნაწილები, რის შედეგადაც 600 რუსი სამხედრო დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს 155-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ნაწილები. ამის შესახებ ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი იტყობინება. მისი თქმით, მტრის საზღვაო ნაწილები განადგურდა ბრიგადის სარდლობის ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შედეგად.

„ზარალი შეადგენს დაახლოებით 600 დაღუპულ და ამდენივე დაჭრილ რუს სამხედროს. ამავდროულად, ბრიგადის პერსონალს არ აქვს წვდომა საკვებსა და საცხოვრებელზე“, - განაცხადა ციმბალიუკმა.

13.03.2022 21:43 რუსებმა მარიუპოლში 2 187 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკვე ჩამოაგდეს 100-მდე საჰაერო ბომბი მარიუპოლზე, რის შედეგადაც დაიღუპა 2187 მარიუპოლის მცხოვრები. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

„მარიუპოლი ყოველდღე განიცდის რუსების საჰაერო თავდასხმებს. 24 საათში 22-ჯერ დაბომბეს მშვიდობიანი ქალაქი. დაახლოებით 100 საჰაერო ბომბი უკვე ჩამოაგდეს მარიუპოლზე“, - ვკითხულობთ მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში.

საკრებულოს განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ დამპყრობლები ცინიკურად და მიზანმიმართულად ურტყამენ საცხოვრებელ შენობებს, ხალხმრავალ ადგილებს, ანგრევენ ბავშვთა საავადმყოფოებს და მთლიანად ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას. მათი თქმით, ყოველ დაბომბვას მოაქვს საშინელ ნგრევას, ამ ყველაფერს კი მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს დღემდე მარიუპოლის 2187 მცხოვრები შეეწირა.

„მარიუპოლის 400 000 მცხოვრებლებს ყველაზე დიდი საფრთხე ციდან ემუქრება. ამიტომ, ნატოს მიერ უკრაინის ცის დახურვა ან საჰაერო თავდაცვის აუცილებელი სისტემების მიწოდება არის გამოსავალი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ასი ათასობით უდანაშაულო ადამიანი“ - ვკითხულობთ მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

13.03.2022 21:27 ბრიტანეთი განიხილავს უკრაინელი ლტოლვილების განთავსებას რუსი ოლიგარქების სახლებში - BBC

გაერთიანებული სამეფო განიხილავს უკრაინელი ლტოლვილების განთავსებას რუსი ოლიგარქების საკუთრებაში, რომლებიც სანქცირებულები არიან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შესახებ BBC წერს.

BBC-ის კითხვაზე, შეიძლება თუ არა სანქცირებული რუსი ოლიგარქების სახლების გამოყენება უკრაინელი ლტოლვილების დასაბინავებლად, ბრიტანეთის საბინაო მინისტრმა მაიკლ გოვმა თქვა, რომ მან უნდა შეისწავლოს ამის შესაძლებლობა.

„მე მსურს გამოვიკვლიო ვარიანტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ სანქცირებული პირების სახლები და ქონება მანამ, სანამ ისინი სანქცირებულები არიან“, - განაცხადა გოვმა. 

მან აღნიშნა, რომ ასეთი გეგმის განსახორციელებლად „მაღალი იურიდიული ბარიერი“ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო თუ ეს შესაძლებელი იქნება, ბრიტანეთი მიიღებს შესაბამის ზომებს.

„საკმაოდ მაღალი ლეგალური ზღუდეა გადასალახი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მუდმივ კონფისკაციაზე, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ სანქცირებული ხართ, თქვენ მხარს უჭერთ პუტინს, ეს სახლი აქ არის, თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ან ისარგებლოთ  და თუ შეგვიძლია, გამოვიყენოთ სხვების დასახმარებლად, მოდით გავაკეთოთ ეს“, - დასძინა მან.

დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე რუს ოლიგარქი სანქციების მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. სანქციებმა გაყინა აქტივები და დააწესა მოგზაურობის აკრძალვა.

ჯარიმების სამიზნეები არიან ჩელსის საფეხბურთო კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი, წამყვანი ინდუსტრიალისტი ოლეგ დერიპასკა, რუსული ენერგეტიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული სხვა პირები.

მანამდე, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბრიტანელები, რომლებიც  უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებენ, მთავრობა მათ გადაუხდის 350 ფუნტს, რაც დაახლოებით 456 აშშ დოლარია.

13.03.2022 18:58 უკრაინელებმა რუბიჟნეს თავზე რუსების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუბიჟნეს თავზე მოწინააღმდეგის კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

გაიდაიმ, ასევე, აღნიშნა, რომ ლუგანსკის რეგიონის მცხოვრებლები კვლავ თავშესაფრებში არიან, რადგან მტერი ურტყამს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ საცხოვრებელ შენობებსაც. ამასთან, გაიდაიმ განაცხადა, რომ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა და ხალხი იყინება. მისი თქმით, მათ სჭირდებათ საკვები, წამალი და თბილი ტანსაცმელი.

შეგახსენებთ, მანამდე, სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა უკვე დაიპყრეს ლუგანსკის რეგიონის 70%.

13.03.2022 18:26 რუსეთი სირიაში დაქირავებულთა რეკრუტირების 14 ცენტრს ხსნის და ამზადებს ლიბიელ მებრძოლებს

რუსეთმა სირიაში გახსნა 14 დაქირავებული რეკრუტირების ცენტრი და ამზადებს დაქირავებულებს ლიბიიდან. ვარაუდობენ, რომ სირიელები უკრაინელების წინააღმდეგ მძიმე არტილერიასა და სნაიპერულ იარაღს გამოიყენებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. 

„პუტინის რუსეთმა გახსნა დაქირავებულთა რეკრუტირების 14 ცენტრი სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. რუსეთმა უკვე შეკრიბა ათასობით სირიელი დაქირავებული ჯარისკაცი საოკუპაციო ძალების რიგებში, კერძოდ, ისინი არიან ეგრედ წოდებული „ეროვნული თავდაცვის მილიციის“ წევრები და სირიის შეიარაღებული ძალების მე-5 კორპუსის ნაწილები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დადასტურდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლების წვრთნის შესახებ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

„რუსეთი უცხოელ დაქირავებულებს გადაუხდის ყოველთვიურ ხელფასს 300-დან 600 დოლარამდე“, - იუწყება უკრაინის დაზვერვა.

13.03.2022 17:53 აზერბაიჯანი, სომხეთი, სერბეთი, სირია - 4 ქვეყნიდან სამხედროები რუსეთში გადაიყვანეს

სამხედრო ოლქის გიუმრის (სომხეთი) 102-ე სამხედრო ბაზის 800 სამხედრო მოსამსახურე უკრაინის საბრძოლო ზონაში შემდგომი გადაყვანისთვის რუსეთში ჩაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook გვერდზე დაწერა. 

„მზადდება დამატებითი დანაყოფების უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების ჩასატარებლად გადაყვანა. ამგვარად, არსებული ინფორმაციით, 9-10 მარტს, ყოველდღიური სამხედრო ოლქის 102-ე სამხედრო ბაზის (გიუმრი, სომხეთი) 800 სამხედრო მოსამსახურე რუსეთის ფედერაციაში საბრძოლო ზონაში გადაიყვანეს. წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო მე-40 ცალკეული ბრიგადის (პეტროპავლოვსკი-კამჩატსკი) 1500-მდე ადამიანი ბელორუსიაში იგზავნება სარკინიგზო გზით. ასევე, 820-ე სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი ცენტრი (სოლნეჩნოგორსკი) არჩევს პერსონალს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად“, - ვკითხულობთ უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ უკრაინაში აზერბაიჯანიდან გადადიან ჯარისკაცები, რათა საოკუპაციო ძალების დანაკარგი შეავსონ.

„საოკუპაციო ძალების დანაკარგების სასწრაფო შევსების მიზნით, „სამშვიდობო“ კონტინგენტის ნაწილი მთიანი ყარაბაღიდან (აზერბაიჯანი) უკრაინაში გადადის. ასევე, არსებული ინფორმაციით, ჩართულია დიდი რაოდენობით დაქირავებული მებრძოლი სხვა ქვეყნებიდან (სირია, სერბეთი).

13.03.2022 16:48 რუსებმა ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი დახვრიტეს

რუსმა დამპყრობლებმა ქალაქ ირპენში New York Times-ის 51 წლის ჟურნალისტი ბრენტ რენო დახვრიტეს. დაშავდა კიდევ ერთი ჟურნალისტი. ამის შესახებ rbc-ukraine კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიჭრა. ახლა მსხვერპლი საბრძოლო ზონიდან გაჰყავთ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პროფესია რისკს შეიცავს, მაგრამ აშშ-ის მოქალაქემ ბრენტ რენომ სიცოცხლე გაწირა იმისთვის, რომ შუქი მოჰფენოდა აგრესორის მზაკვრულ სისასტიკეს და დაუნდობლობას“, - განაცხადა ნებიტოვმა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ამერიკელ მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოების პასუხი მძლავრი და მყისიერი იქნებოდა.

13.03.2022 16:12 „რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და ივანკოვოში იმყოფება“ - ანტონ გერაშჩენკო

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და ივანკოვოში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამში წერს. 

გერაშჩენკოს თქმით, კადიროვი სარდაფში იმალება. ის ჩეჩნეთის ლიდერს მოუწოდებს, გამოჩნდეს და სარდაფში ვირთხასავით არ დაიმალოს.

„ტყუილად არ მოვუწოდე კადიროვს, ჩასულიყო უკრაინაში. მაგრამ, რამზან, ასე არ შევთანხმებულვართ. არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვის სარდაფში. ჩაჯექი ტანკში და შტურმით კიევისკენ...“, - განაცხადა გერაშჩენკომ. 

ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი უკრაინაში იმყოფება, არ არსებობს.

13.03.2022 15:55 ჩერნიგოვში უკრაინელებმა კიევისკენ მიმავალი რუსული სატანკო სვეტი გაანადგურეს

ჩერნიგოვის რაიონში უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს მტრის სატანკო სვეტი, რომელიც კიევში გადიოდა. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთი“ Facebook გვერდზე წერს.

„ჩრდილოეთის" ოპერატიული სარდლობის სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები აგრძელებენ დავალებების წარმატებით შესრულებას „რუსი დამპყრობლებისგან“ ჩვენი მშობლიური ჩერნიგოვის მიწის დასაცავად.

ამჯერად, სატანკო ქვედანაყოფს არ გამოუვიდა ჩვენი დამცველების გავლით უკრაინის დედაქალაქისკენ წინსვლა. ჩვენი ჯარი არის ძალა, გმირობა და პროფესიონალიზმი. სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მტერი ფაქტობრივად განადგურდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

13.03.2022 15:40 ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის - თურქული მხარე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის. აღნიშნულის შესახებ კრემლის ხელმძღვანელმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ RBC-Ukraine თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს პრესკონფერენციაზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ ვზრუნავთ ლიდერთა შეხვედრის მოწყობაზე. ომის დაწყებამდეც გვქონდა ასეთი ძალისხმევა. პუტინმა ჩვენს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი ასეთი შეხვედრის. უკრაინული მხარეც მზად არის“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

მანამდე, RBC-Ukraine წერდა, რომ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, იბრაჰიმ კალინის აზრით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში შედგეს.

13.03.2022 15:24 მელიტოპოლში რუსებმა მერის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან“ გალინა დანილჩენკო“ დანიშნეს

მელიტოპოლის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც გენერალურ პროკურორს ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით მიმართეს. ისინი ითხოვენ, სახელმწიფო ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ამის შესახებ pravda.com წერს.

„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები ცდილობენ, უკანონოდ შექმნან საოკუპაციო ადმინისტრაცია ქალაქ მელიტოპოლისთვის. ამ მიზნით ოკუპანტებმა მერის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადეს მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან“ გალინა დანილჩენკო“, - ვკითხულობთ მელიტოპოლის საკრებულოს განცხადებაში.

საქალაქო დეპუტატები ირინა ვენედიქტოვას მოუწოდებენ, დაიწყოს დანილჩენკოსა და მისი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს.

13.03.2022 15:05 „მოლაპარაკების მეუთხე რაუნდი 14-15 მარტს გაიმართბა“ - პოდოლიაკი საუბრობს, რა საკითხებს განიხილავენ მხარეები

პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა და რუსეთთან მომლაპარაკებელმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ შემდეგი შეხვედრა 14-15 მარტს გაიმართება. დელეგაციები სხვა საკითხებთან ერთად, ასევე, განიხილავენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული ნგრევისთვის კომპენსაციის საკითხს. ამის შესახებ pravda.com წერს.

„ახლა მოლაპარაკებების მაგიდაზე არის სხვადასხვა წინადადებები, ბევრია, არის ათეული წინადადება. მათ შორის პოლიტიკური მოგვარების და, რაც მთავარია, სამხედრო მოგვარების შესახებ. ვგულისხმობ ცეცხლის შეწყვეტას. ორმხრივი სამართლებრივი ფორმატების შემუშავებისთანავე დაინიშნება შეხვედრა - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. შეიძლება ხვალ იყოს ან ზეგ (14-15 მარტი) ალბათ არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა და უბრალოდ საუბარი. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, ახლა ვცდილობთ, რომ ეს საკითხები რაღაც სამართლებრივ ფორმატში შევფუთოთ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

13.03.2022 14:48 კიევი ბლოკადისთვის ემზადება - უკრაინული მედია

კიევი ბლოკადისთვის ემზადება. ქალაქში დარჩენილი ორი მილიონი კიეველისთვის საჭირო საკვები პროდუქტების ორკვირიანი მარაგი ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.

„ქალაქი მზადაა ბლოკადის შემთხვევაში შესაძლო ქმედებებისთვის. ის ორი მილიონი კიეველი, ვინც სახლიდან არ გავიდა, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მარტო არ დარჩება. ქალაქის ხელისუფლებამ ბიზნესთან თანამშრომლობით ყველაფერი გააკეთა მაღაზიების და აფთიაქების გასახსნელად, ხოლო ფასები შენარჩუნდა ხელმისაწვდომ დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ქალაქი მადლობას უხდის უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც შეძლეს დიდი და პატარა მაღაზიებისთვის უმოკლეს დროში მიეწოდებინათ ყველაზე საჭირო პროდუქტი.

13.03.2022 14:27 🎥მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა კომენდანტის საათი დააწესეს და ხალხს ქუჩაში გასვლას უკრძალავენ

მელიტოპოლის ქუჩებში რუსები მოძრაობენ და ხალხს უკრძალავენ აქციებზე გასვლას. „Z“ მარკით სამხედრო ტექნიკა მოძრაობს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. 

მელიტოპოლში ოკუპანტებმა საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს და მოსახლეობას აქციების გამართვა აუკრძალეს. მათი თქმით, ამას უსაფრთხოების მიზნით აკეთებენ. 

„მელიტოპოლის სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია, სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დროებით კრძალავს მიტინგებსა და დემონსტრაციებს. 18:00 საათიდან 06:00 საათამდე შემოღებულია კომენდანტის საათი“, - რაციით აცხადებენ რუსები მელიტოპოლის ქუჩებში.

შეგახსენებთ, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს. ამ დრომდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გატაცება სამხედრო დანაშაულად შეაფასა. 12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს აწამებდნენ, რათა ოკუპანტების მხარდასაჭერი ვიდეოს ჩაეწერა. მოგვიანებით, მელიტოპოლის ასობით მცხოვრები მოედანზე გამოვიდა - ისინი მერის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

13.03.2022 13:55 მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 6 ტანკი გაანადგურეს და 12 სამხედრო ტყვედ აიყვანეს

მარიუპოლში აზოვის პოლკის სამხედროებმა სასტიკი ბრძოლების დროს გაანადგურეს რუსების 6 ტანკი, 2 ჯავშანტრანსპორტიორი და ტყვედ აიყვანეს 12 დამპყრობელი. ინფორმაციას pravda.com აზოვის პოლკის ტელეგრამზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ცნობილია, რომ მარიუპოლში სასტიკი ბრძოლები გრძელდება - „ქალაქის დამცველები მამაცურად ებრძვიან მტრის უპირატეს ძალებს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

აზოველებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მებრძოლების სული ურღვევია, ბრძოლა ნახევარმილიონიანი ქალაქის სიცოცხლისთვის გრძელდება. 

13.03.2022 13:34 რუსმა სამხედროებმა უკრაინაში უკვე 85 ბავშვი მოკლეს - უკრაინული მედია

უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 85 ბავშვი დაიღუპა, 100-მდე ბავშვი კი დაიჭრა.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ტელეგრამში წერს.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 13 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში 85 ბავშვი დაიღუპა და თითქმის 100 დაიჭრა. ყველაზე მეტი მსხვერპლი კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის, მიკოლაივის და ჟიტომირის რაიონებშია“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 11 მარტს, ევაკუაციის დროს, რუსებმა ესროლეს სამოქალაქო მანქანას. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ბავშვი. ასევე, 12 მარტის საღამოს ხარკოვის ოლქში, გუსარივკაში, საგუშაგოზე, რუსბემა დაცხრილეს მანქანა, რის შედეგადაც ქალი და ბავშვი დაიღუპა.

13.03.2022 13:07 ლვოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ათობით ადამიანი

ლვოვში რუსი სამხედროების მიერ სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე საჰაერო თავდასხმის შედეგად (იავოროვსკის სამხედრო სასწავლო მოედანი), დაიღუპა 35 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაშავდა, განაცხადა ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ პრესკონფერენციაზე. კოზიცკიმ დასძინა, რომ წინასწარი ინფორმაციით, 30-ზე მეტი რაკეტა იყო გასროლილი.

წინასწარი მონაცემებით, მტერმა ლვოვის რაიონი რუსეთის ტერიტორიიდან ესროლა.

იავორივის სამხედრო პოლიგონზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა  დასავლეთის ქვეყნებს ტვიტერზე მოუწოდა, დაკეტონ ცა უკრაინის თავზე.

„რუსეთი თავს დაესხა ლვოვის მახლობლად სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს. იქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვრებზე. ამის შესაჩერებლად ზომები უნდა იქნეს მიღებული. დახურეთ ცა“, - განაცხადა ალექსი რეზნიკოვმა. 

13.03.2022 12:47 ჩერნიგოვში საჰაერო დარტყმის შედეგად დანგრეულია 9 სართულიანი საერთო საცხოვრებელი - არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. ამის შესახებ pravda.com უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო საგანგებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

წინასწარი ინფორმაციით, 7 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 1 დაიღუპა და 1 დაშავდა. შემთხვევა 13 მარტის დილას 05:45 საათზე მოხდა.

13.03.2022 12:37 რუსებმა დნეპროუდნის მერი გაიტაცეს - მერის გატაცების მეორე შემთხვევა

რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ოლქში დნეპროუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს. ამის შესახებ pravda.com ზაპორიჟიას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე სტარუხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„ომის დანაშაულები სისტემური ხდება. დნეპროუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს“, - წერს სტარუხი.

ეს რუსების მიერ მერის მეორე გატაცებაა ზაპოროჟიეს რეგიონში. 11 მარტს რუსმა დამპყრობლებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი. ამის შემდეგ „ოპოზიციური ბლოკის“ დეპუტატმა გალინა დანილჩენკომ განაცხადა, რომ ქმნის სახალხო დეპუტატთა კომიტეტს, რომელიც უხელმძღვანელებს მელიტოპოლს.

13.03.2022 11:54 „რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს“ - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში. მისი თქმით, ეს ნაბიჯი იქნება ომის დანაშაული. ამის შესახებ reuters სტოლტენბერგის გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-ში მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

„ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული განცხადებები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ. ახლა, როდესაც ეს ცრუ განცხადებები გაკეთდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვით. ეს იქნება ომის დანაშაული“, განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ კრემლი იგონებს ცრუ საბაბებს იმის გასამართლებლად, რისი გამართლებაც შეუძლებელია. სტოლტენბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგება რუსეთის შემოჭრას, უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდ სირთულეებს მოიტანს.

13.03.2022 11:13 განადგურებულია რუსების 1 226 ჯავშანტექნიკა, 374 ტანკი, 12 000-ზე მეტი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - 12 000-ზე მეტი

❗ ტანკი - 374

❗ ჯავშანტექნიკა - 1 226

❗ საარტილერიო სისტემები - 140

❗ MLRS - 62

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 34

❗ თვითმფრინავი - 74

❗ ვერტმფრენები - 86

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 600

❗ გემები / ნავები - 3

❗ საწვავის ავზი - 60

❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 7

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13.03.2022 10:47 „რუსული ჯარები უკრაინასთან ომში 1500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს“ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ რუსული ჯარები უკრაინასთან ომში 1500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას pravda.com ავრცელებს. 

„ზარალის გამო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აყალიბებენ ახალ დანაყოფებს. კერძოდ, მტრის სარდლობა გეგმავს მე-40 ცალკეული საზღვაო ბრიგადის (პეტროპავლოვსკი-კამჩატსკი, წყნარი ოკეანის ფლოტი) 1500-მდე ადამიანის ჩართვას“,- ვკითხულობთ უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში. 

„მტერი აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევით, იგი აგრძელებს დანაყოფებისა და აღჭურვილობის განლაგებას მაღალი რისკის ობიექტებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმებში გადაცმულები ახორციელებენ ადგილობრივი მცხოვრებლების პირადი ნივთების უკანონო შემოწმებას და ჩხრეკას,.

მტრის ჯარების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, კვლავ უარესდება, იზრდება დეზერტირებისა და ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევები.

13.03.2022 10:33 რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მონასტერი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკიში მონასტერი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.

12 მარტს 22:00 საათზე საჰაერო ბომბი აფეთქდა მდინარე სევერსკი მარჯვენა და მარცხენა ნაპირების დამაკავშირებელი ხიდიდან 50 მეტრში - სვიატოგორსკი ლავრის (მონასტრის) შესასვლელთან.

აფეთქებამ მონასტერში ყველა ფანჯარა ჩაამსხვრია. ასევე, დაზიანდა შენობა, სადაც მონასტრის მსახურები და ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ლავრაში 520 ლტოლვილია, მათგან 200 ბავშვია.

რამდენიმე დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდათ. 

 

 

 

13.03.2022 10:11 რუსებმა ლვოვში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე 8 რაკეტა გაისროლეს

რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ლვოვის რეგიონში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე. (უკრაინის სახმელეთო ჯარების ყოფილი იავორის პოლიგონი). ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ლვოვის სამხარეო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამში გავრცელებულ  განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

„წინასწარი მონაცემებით, 8 რაკეტა გაისროლეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დგინდება“, - განაცხადა ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლვოვში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რაიონულ ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება გაისმა.

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ აფეთქებები ლვოვის რაიონში პირველად გაისმა.

13.03.2022 08:45 ლუგანსკის რაიონში რუსებმა ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს (ვიდეო)

ლუგანსკის რაიონში რუსმა დამპყრობლებმა ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ოლექსი ბილოშიცკიმ განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ ფოსფორიანი საბრძოლო მასალები იწვევს დამანგრეველ და დამღუპველ შედეგებს.

„აი რას უშვებენ ახლა ფაშისტები ჩვენს ქალაქებში. წარმოუდგენელი ტანჯვა და ხანძრები“, - აღნიშნა ბელოშიცკიმ.

მანამდე ლუგანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ განაცხადა, რომ ბრძოლები იმართებოდა ლისიჩანსკის, სევეროდონეცკისა და რუბიჟნეს გარეუბანში.

13.03.2022 08:03 უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ - ჯასტინ ტრიუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო სრულად არის დარწმუნებული უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაში, - ამის შესახებ ტრიუდომ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში ეჭვგარეშეა“, -  აღნიშნა ტრიუდომ.

მისი თქმით, ერთადერთი საკითხია „რამდენ ხანს გაგრძელდება, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას მინიმალური დანაკარგებით, როგორ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები დამოუკიდებელ ქვეყანაში გააგრძელებენ წარმატებას“.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ თავიდან ავიცილოთ ესკალაცია ან გაფართოება, რადგან ეს ყველასთვის ცუდი იქნება. თუმცა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენადაც საჭიროა“, - განაცხადა კანადის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მთელი უკრაინა არ იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი.

13.03.2022 05:42 ნიკოლაევში დამპყრობლებმა რვა ადამიანი დაჭრეს

ნიკოლაევი რუსმა დამპყრობლებმა კასეტური ბომბებით და ჭურვებით დაბომბეს.  დაბომბვის დროს 8 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით,  დაბომბვისას  დაზიანდა 160-ზე მეტი სახლი.

„ნიკოლაევში დაბომბვის შედეგად 160-ზე მეტი სახლია დაზიანებული. ეს ძირითადად კასეტური ბომბის შეტევებისა და კასეტური ჭურვების შედეგებია. დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. მთელი დღის განმავლობაში პიროტექნიკა ასუფთავებდა ქალაქს ჭურვისაგან“, - აღნიშნა   ნიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა.

მან დასძინა, რომ კომპანიებმა ტიტანური სამუშაო შეასრულეს ქალაქის ფუნქციონირებისთვის. კერძოდ, ქალაქში ელექტროენერგიის გარეშე რჩება მხოლოდ რამდენიმე სახლი, 13 მარტს კი  ყველაფერს შეკეთებას გვპირდებიან. 

13.03.2022 05:26 სახელმწიფოს ისე სჭირდებით, როგორც არასოდეს - შმიგალი უკრაინელებს და ბიზნესს მუშაობისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბიზნესსა და უკრაინელებს მუშაობის განახლებისკენ მოუწოდა. სახელმწიფოს ისე სჭირდებით, როგორც არასოდეს

„მიუხედავად ჩვენი პრეზიდენტის, სამხედროების, დიპლომატების, საერთაშორისო პარტნიორების ყველა მცდელობისა, ვერავინ იტყვის, რომ ომი ხვალ დასრულდება. ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია ახალ რეალობებზე უნდა გახდეს გამარჯვების საკვანძო საფუძველი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ! ვისაც შეუძლია მუშაობა და აქვს სამუშაო - იმუშაოს. ვისაც აქვს ბიზნესი იმ ტერიტორიებზე, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს - აღადგინოს აქტიურობა. თქვენ ხართ ეკონომიკური ფრონტის ნაწილი! და ახლა სახელმწიფოს სჭირდებით ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

13.03.2022 04:16 მტრის თვითმფრინავები, შვეულმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია - უკრაინის საჰაერო თავდაცვა

დადასტურებული მონაცემებით, 12 მარტს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ  მტრის 2 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და 2 დრონი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს. 

საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით განადგურებულია:

◼️ ორი რუსული კა-52 ვერტმფრენი

◼️ ერთი სუ-34

◼️ ერთი დაუდგენელი გამანადგურებელი (ალბათ Su-30cm ან Su-34)

◼️ ორი უპილოტო საფრენი აპარატი

ასევე, არის ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მებრძოლების მიერ ორი საჰაერო სამიზნის დამარცხების შესახებ, რაც საჭიროებს დაზუსტებას და დადასტურებას.

უწყების ცნობით, შაბათს ძლიერი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა საჰაერო ძალების რამდენიმე სამხედრო ობიექტზე. დამპყრობლების სამი საკრუიზო რაკეტა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.  უმეტესობა მოხვდა სამიზნეებს, რამაც ზიანი მიაყენა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. განსაკუთრებით დაზიანდა ვასილკოვის სამხედრო აეროდრომი.

13.03.2022 03:41 მარიუპოლი „კატასტროფის ფაზაშია“ - ექიმები საზღვრებს გარეშე

მარიუპოლი „კატასტროფის ფაზაშია“, - ამის შესახებ CNN-ს ორგანიზაცია ექიმები საზღვრებს გარეშე დახმარების კოორდინატორმა განუცხადა​.

„ჩვენ გვყავს პერსონალი, MSF [Medecins Sans Frontières] პერსონალი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მარიუპოლში დ შევძელით მათთან კონტაქტის დამყარება, თუმცა ეს კონტაქტი დღითი დღე უფრო და უფრო რთული ხდება. მათ დაგვიდასტურეს, რომ სუფთა სასმელი წყალი ერთ კვირაზე მეტია ხელმისაწვდომი არაა,“- აღნიშნა ალექს უეიდმა.

მისი თქმით, სუფთა სასმელი წყალი უკვე ერთ კვირაზე მეტია ხელმისაწვდომი აღარაა და მარიუპოლში ადამიანები დასალევად თოვლისა და წვიმის წყალს იყენებენ. ასევე, ძალიან ჭირს საკვები.

„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა კატასტროფის ფაზაში ვართ”, - დასძინა უეიდმა.

მარიუპოლში ადგილზე მყოფმა თანამშრომლებმა უთხრეს უეიდს, რომ ადამიანები იღუპებიან მედიკამენტის დეფიციტის გამო.

„შემდეგ ფაზაში ჩვენ დავინახავთ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაიღუპონ დეჰიდრატაციის და შიმშილისგან“, - აღნიშნა უეიდმა.

უეიდას თქმით, ახლა ქალაქში არის პანიკა.

13.03.2022 01:10 პუტინის გადაყენება საკმარისი იქნება უკრაინაში ომის დასასრულებლად - დმიტრო კულება

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გადაყენება საკმარისი იქნება უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაგრამ ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად რუსეთის დეპუტინიზაციაა საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  განაცხადა.

კერძოდ, უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ომი პუტინის გადაწყვეტილებაა და მისი აღმოფხვრა საკმარისი იქნება მის დასასრულებლად.

„მაგრამ მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენა ევროატლანტიკურ ზონაში, ასევე, მოითხოვს არა მხოლოდ პუტინის გადაყენებას, არამედ რუსეთის დეპუტაციას. პუტინი არ არის მხოლოდ პიროვნება, ეს არის სისტემა და რუსეთი უნდა იყოს დეპუტინიზაციური“, - განაცხადა კულებამ.

13.03.2022 01:23 ნიკოლაევის რაიონში ნაღმებზე მტრის კოლონა აფეთქდა

ნიკოლაევის რაიონში მტრის ტექნიკის სვეტი ნაღმებზე აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის ხელმძღვანელზე  ვიტალი კიმმზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ბოლო დღის განმავლობაში მტერს ზიანი მიადგა. ნაღმზე მტრის სვეტი აფეთქდა. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ. მტერი გვაშინებს, რომ შეგვიპყრობს. მაგრამ ჩვენ არ ვნერვიულობთ, ჩვენ წინ მივდივართ“, - აცხადებს კიმი. 

13.03.2022 01:34 უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს (ვიდეო)

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი აგრესორების კიდევ ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„მინუს რუსული საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი სამეთაურო პუნქტი ჩვენს ტერიტორიაზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!“ -  აცხადებს ზალუჟნი.

13.03.2022 01:47 ხერსონის ოლქში ჟურნალისტი გაუჩინარდა

ხერსონის რეგიონში ადგილობრივი ჟურნალისტი ოლეგ ბატურინი გაუჩინარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტის ცოლის ინფორმაციით, მას ახლობელმა დაახლოებით 16:00 საათზე დაურეკა და ავტოსადგურთან შეხვედრა შესთავაზა, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობს.

„დაახლოებით 16:30 საათზე ოლეგი წავიდა შეხვედრაზე, სახლში დატოვა ტელეფონიც და საბუთებიც. თქვა, რომ 20 წუთში დაბრუნდებოდა. თუმცა არ დაბრუნებულა“, - აცხადებს ჟურნალისტის ცოლი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 16:50 საათზე ავტოსადგურთან რუსი სამხედროები შენიშნეს.

ოლეგ ბატურინი მუშაობს გაზეთ New Day-ში ჟურნალისტად.

13.03.2022 02:11 ჩერნიგოვის დამცველებმა გაანადგურეს რუსული სარაკეტო ქვედანაყოფი

ჩერნიგოვის დამცველებმა გაანადგურეს მტრის  სარაკეტო ქვედანაყოფი, რომელიც ესროდა ალყაში მოქცეულ ქალაქს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ჩვენმა ბიჭებმა ქალაქის გარეუბანში გაანადგურეს ორკების ნაწილები იარაღით, საიდანაც მტერმა რაკეტები ესროლა ჩერნიგოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დამცველების თქმით, გასული დღის განმავლობაში ჩერნიგოვის რეგიონში, ასევე, მოახერხეს მტრის ჯავშანტექნიკის და მანქანების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკავება და განადგურება.

რუსული ურდოს ნაწილი განადგურდა, ნაწილი დანებდა.

13.03.2022 02:21 ზელენსკიმ ისრაელის პრემიერმინისტრს, მელიტოპოლის გატაცებული მერის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაფტალი ბენეტს მელიტოპოლის დატყვევებული მერის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

„გავაგრძელე დიალოგი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან. ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს: ვთხოვე დახმარება მელიტოპოლის დატყვევებული მერის და ადგილობრივი საზოგადო მოღვაწეების გათავისუფლებაში“, - წერს  ზელენსკი.

13.03.2022 03:05 უკრაინაში რუსეთის აგრესიას 82 ბავშვი ემსხვერპლა - დანილოვი

რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში დღემდე 82 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა განაცხადა.

„დღემდე ამ ომში 82 ბავშვი დაიღუპა. ისინი დაიღუპნენ ოკუპანტების ტყვიებით, პუტინის მიერ აქ გამოგზავნილი ტყვიებით. ეს არის ძალიან მაღალი ფასი ჩვენთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების მდივანმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 მარტის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში 79 ბავშვი დაიღუპა.

13.03.2022 03:20 რუსები ვერ დაგვიმორჩილებენ, მათ არ აქვთ ასეთი ძალა, არ აქვთ შესაბამისი სიძლიერე და სულისკვეთება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სადაც არ უნდა მოვიდეს რუსეთი უცხო მიწაზე, ოცნებები შეუძლებელია.

პრეზიდენტის თქმით, რუსი ოკუპანტები ვერ დაიმორჩილებენ უკრაინელებს, რადგან მათ არ აქვთ ასეთი ძალა, არ აქვთ ასეთი სული.

„რუსი ოკუპანტები ვერ დაგვიმორჩილებენ. მათ არ აქვთ ასეთი ძალა, არ აქვთ ასეთი სული. მათ არ აქვთ შესაბამისი სიძლიერე და სულისკვეთება. ისინი დგანან მხოლოდ ძალადობაზე. მხოლოდ ტერორზე, იარაღზე, რომელიც ბევრი აქვთ. მაგრამ ოკუპანტებს არ აქვთ ნორმალური ცხოვრების საფუძვლები, იმისათვის, რომ ადამიანებმა ბედნიერება განიცადონ და იოცნებონ. მათ ორგანულად არ შეუძლიათ ცხოვრება ნორმალური გახადონ. ყველგან, სადაც რუსეთმა სხვის მიწაზე შეაბიჯა, ოცნებები შეუძლებელია“, - აცხადებს ზელენსკი.

13.03.2022 00:37 „უკრაინის შემდეგ რუსეთი გადავა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში“ - დანილოვი

უკრაინის უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინაში ბელარუსის არმიის შემოჭრის საფრთხე კვლავ არსებობს. 

„ომის დაწყებიდან დღემდე რუსულ აგრესიას, სამწუხაროდ, 82 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა. 

უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის სამხედროების გამოყენების მუქარა სრულად არ გაუქმებულა, რადგან ლუკაშენკო პუტინის ხელშია.

ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შემდეგ რუსეთის ფედერაცია გადავა ლიტვაში, შემდეგ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში, შემდეგ პოლონეთში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ნატოს რეაქციაზე.

ამ დროისთვის უკრაინა კოორდინირებულად მუშაობს თავის პარტნიორებთან“, - აღნიშნა დანილოვმა. 

13.03.2022 00:08 „პუტინმა შესაძლოა, კონფლიქტი სხვა ქვეყნებზეც გააფართოოს“ - ჯოზეფ ბორელი

„ევროპა რუსეთთან ომში სამხედრო გზით არ ჩაერევა“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა

მისივე თქმით, ევროკავშირს შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტი სხვა ქვეყნებზეც გააფართოოს. 

„ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მეორე მხრივ, ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ დიდი ომი. არავინ უნდა, თავი იმართლოს პუტინის წინაშე. მას შეუძლია გააფართოოს თავისი სამხედრო საქმიანობა. ეს შეიძლება იყოს ნატოს ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ან სხვის წინააღმდეგ.ჩვენ უნდა გამოვყოთ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, - განაცხადა ბორელმა.

12.03.2022 23:37 კადიროველებმა 12 დაჭრილი რუსი დახვრიტეს - უკრაინული მხარე

კიევის ოლქში, ბოროდიანკაში კადიროველებმა 12 რუსი სამხედრო დახვრიტეს, - ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება

შემთხვევა 12 მარტს მოხდა, დაჭრილი რუსები ბელარუსში ევაკუაციას ელოდებოდნენ. 

„დაჭრილები ბელარუსში სამკურნალოდ ევაკუაციას ელოდნენ. ისინი ეკუთვნოდნენ 06705 სამხედრო ნაწილს, რომელიც ტრანს-ბაიკალის რეგიონის ქალაქ ბორზიიდან არის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12.03.2022 23:03 უკრაინელებმა მარიუპოლში რუსი ოკუპანტების თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში რუსების თავდასხმა მოიგერიეს, ლიკვიდირებულია 15 ოკუპანტი, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება

„უკრაინის დამცველები გაბედულად აკავებენ აგრესორის შეტევას მარიუპოლზე. დღეს ბრძოლის შედეგად 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე იქნა ლიკვიდირებული, კიდევ ორი ​​ტყვედ აიყვანეს, დანარჩენები გაიქცნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარიუპოლში მყოფი უკრაინელების აცხადებენ, რომ მათი საბრძოლო სულისკვეთება მაღალია და მზად არიან, რომ ქალაქი დაიცვან. 

შეგახსენებთ, მარიუპოლი რუსებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. ქალაქის 400 000 მცხოვრები საკვების, წყლისა და სითბოს გარეშეა. 

12.03.2022 22:23 რუსეთი უკრაინაში მებრძოლებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც აგზავნის - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

„რუსეთი ე.წ. წვევამდელებს იღებს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გარდა ამისა, უკრაინაში აგზავნის დაქირავებულ მებრძოლებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ასევე პატიმრებს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება

„პერსონალის უდიდესი დანაკარგების და სარეზერვო ნაწილებისა და დანაყოფების რეკრუტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სასჯელაღსრულებიდან წამოყვანილ ხალხს აგზავნის.

რუსები მანამდე დაკავებული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. მტერი აგრძელებს სარაკეტო იერიშებსა და დაბომბვას  ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ ადგილებსა და აეროდრომებზე, ცინიკურად უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

12.03.2022 21:49 7 დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი - რუსებმა ევაკუაციისას ქალებსა და ბავშვებს ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში „მწვანე დერეფანში“ მოძრავი ქალებისა და ბავშვების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება. 

მომხდარს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის 1 ბავშვია. დაჭრილების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

სროლის შემდეგ ოკუპანტებმა გადარჩენილები აიძულეს, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და ევაკუაციაზე უარი ეთქვათ. 

12.03.2022 21:15 უკრაინელებმა ჩერნიგოვის ორი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინულმა არმიამ ჩერნიგოვის ოლქში ორი დასახლება გაათავისუფლა, - ამის შესახებ უკრაინის „ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობა იუწყება

უკრაინელები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარი დემორალიზებულია. 

„სამხედროებმა მოახერხეს კიდევ ორი ​​დასახლების გათავისუფლება და მტერს ჩერნიგოვის მხრიდან კიევისკენ წინსვლის გზა მოუჭრეს. რუსეთის ფედერაციის არმია აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტებმა ტელევიზიით თქვეს. პერსონალი დემორალიზებულია და აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ვერ აწარმოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

12.03.2022 20:58 რუსეთმა აშშ უკრაინისვის იარაღის მიწოდების პოტენციური შედეგების შესახებ გააფრთხილა

რუსეთი აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გაფრთხილებას უგზავნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში უცხოური იარაღით დატვირთული კოლონები რუსების „ლეგიტიმური სამიზნეები“ იქნებიან.  

„ჩვენ გავაფრთხილეთ შეერთებული შტატები, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არამხოლოდ საშიში ნაბიჯი, არამედ სახიფათო ქმედებაა, რომელიც შესაბამის კოლონებს ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს“, - განაცხადა რიაბკოვმა.

12.03.2022 19:01 „ნატოს წევრებს შორის უკრაინისთვის გაერთიანებისთვის გამბედაობას ვერ ვხედავ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. 

ზელენსკის თქმით, ნატოს ქვეყნებში ერთიანობას ვერ ხედავს. 

„ნატოს წევრებს შორის უკრაინისთვის გაერთიანებისთვის გამბედაობას ვერ ვხედავ. ისინი ისხდებიან კაფეებში, სანამ ბომბი იმ ადგილს არ დაეცემა. არ იჯერებენ, რომ ეს მათ დაემართებათ, იმ მომენტამდე ცას არ დაკეტავენ. 

უკრაინას სჭირდება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და ქვეყანა მზად არის, რომ ისინი შეისყიდოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა პირველად გაასაჯაროვა

12.03.2022 18:34 ზელენსკიმ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა დაასახელა. 

„ჩვენს ქვეყანაში 1300 ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინის რამდენიმე პატარა ქალაქი აღარ არსებობს. ეს უბრალოდ ტრაგედიაა. რუსები იტაცებენ ოკუპირებული ქალაქების მერებს და აიძულებენ, რომ მათთან ითანამშრომლონ, უარის თქმის შემთხვევაში კი კლავენ, ეს უბრალოდ ტერორიზმია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

აქამდე უკრაინულ მხარეს დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

12.03.2022 17:38 „რუსეთმა თავის არმიაში „თვითკმარობაზე“ გადასვლის ბრძანება გასცა“ - უკრაინის დაზვერვა

„ოკუპანტების არმია ფაქტობრივად აკანონებს ძარცვას იმით, რომ თავის სამხედროებში „თვითკმარობაზე“ გადასვლის ბრძანება გასცეს“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება

„შეტევის წარუმატებელი მცდელობის გამო, დამპყრობლები იძულებულნი არიან შეცვალონ ტაქტიკა. მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემებისა და დიდი დანაკარგების გამო, ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი ქვედანაყოფების სათანადოდ უზრუნველყოფას საწვავით, საკვებით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.

სამხედროები გადასული არიან „თვითკმარობაზე“, ისინი მუდმივად ძარცვავენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 

გარდა ამისა, მათ ქმედებებს თან ახლავს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის მრავალი შემთხვევა: მკვლელობა, წამება, გაუპატიურება. ეს არის ოკუპანტი სახელმწიფოს მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკა, წახალისებული მისი ხელმძღვანელობის მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

12.03.2022 16:25 „რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, წინააღმდეგობის გაწევის შემცირების უფლება არ გვაქვს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა

მისი თქმით, არმია რუსებს დიდ დანაკარგებს აყენებს, თუმცა უკრაინელები არ უნდა მოდუნდნენ და თავდაცვის ინტენსივობა არ უნდა შეაჩერონ. 

„ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების ნებისმიერი სურვილი წაართვან. რუსული ჯარების დანაკარგები უზარმაზარია. მე-17 დღეს ოკუპანტების დანაკარგების დინამიკა ისეთია, რომ თამამად შეიძლება ითქვას, ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსული არმიისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

უკრაინელებო! მინდა, რომ სწორად გამიგოთ. არაჩვეულებრივი წარმატება გვაქვს, ჩვენი წინააღმდეგობა რუსების მიმართ უკვე შევიდა ისტორიაში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევამციროთ თავდაცვის ინტენსივობა. რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება. რუსები ტერორს იყენებენ ჩვენი გამარჯვებისა და უკრაინის რწმენის გასატეხად. დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ.

ყველა ჩვენგანს, ყველა უკრაინელს მივმართავ: ჯერ კიდევ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სახელმწიფოს დაცვაზე ორიენტირებული მუშაობა, ერთად ვიმუშაოთ შიდა განხეთქილების გარეშე, ერთმანეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის მასშტაბით - უჟგოროდიდან მელიტოპოლამდე, ჩერნიგოვიდან მარიუპოლამდე, ლვივიდან ხარკოვამდე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

12.03.2022 15:39 ისრაელი უარყოფს, რომ ბენეტმა ზელენსკის რუსეთზე დანებება ურჩია

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთზე დანებება ურჩია, უარყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

„ბენეტს არავითარ შემთხვევაში არ უთქვამს ზელენსკიზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს და არც აქვს რაიმე განზრახვა“, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

მოგვიანებით, აღნიშნული ფაქტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც უარყო.

„სინამდვილეში, ისრაელი გვთავაზობს, რომ რუსეთმა უფრო ადეკვატურად შეაფასოს მოვლენები“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“. 

12.03.2022 14:47 რუსებმა მარიუპოლში მდებარე მეჩეთი დაბომბეს, რომელშიც თურქეთის მოქალაქეები იმალებიან

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მდებარე სულთან სულეიმან ბრწყინვალისა და მისი მეუღლის ალექსანდრა-ანასტასია ლისოვსკას სახელობის მეჩეთი დაბომბეს

თურქეთში უკრაინის საელჩოს ცნობით, მეჩეთში 80-ზე მეტი ადამიანი იმალება, მათ შორის თურქეთის მოქალაქეებიც არიან. 

11 მარტს მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ქალაქის მუდმივად დაბომბვის საფრთხის გამო, მეჩეთში თურქეთის 86 მოქალაქე, მათ შორის 34 ბავშვი, იმალებოდა.

თურქულ მხარეს მომხდარ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

12.03.2022 13:55 „რუსეთში ომის გაგრძელება მხოლოდ პუტინსა და შოიგუს სურს“ - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ არიან. 

მისივე თქმით, სამხედრო-პოლიტიკურ უთანხმოებაში დიდი უთანხმოებაა. 

„დიდი პრობლემები დაიწყო რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ახლა მხოლოდ ორი ადამიანია აბსოლუტურად ღიად ომის გაგრძელების მომხრე - ესენი არიან შოიგუ და პუტინი. სამხედრო გენერლებიც კი ძირითადად წინააღმდეგნი არიან“, - აღნიშნა ბუდანოვმა. 

12.03.2022 13:20 🎥 უკრაინულმა არტილერიამ რუსების კიდევ ერთი ტანკი და ორი ჯავშანტექნიკა გაანადგურა

ტრანსკარპათიის 128-ე სამხედრო ქვეითი ბრიგადის არტილერიამ რუსების ტანკი და ორი ჯავშანტექნიკა გაანადგურა

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსების ეკიპაჟები „ტარაკნებივით“ გარბოდნენ, ხოლო სხვა ჯავშანტექნიკა და ტანკები არტილერიის ცეცხლში იყო მოქცეული. 

12.03.2022 12:52 ისრაელი პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის ურჩია, რომ პუტინს დანებდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, რომ რუსეთს დანებდეს, - ამის შესახებ The Jerusalem post იუწყება. 

უკრაინის მთავრობაში მყოფი ოფიციალური პირის თქმით, 8 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას ბენეტმა ზელენსკის უთხრა, რომ ომის დასრულების შესახებ გაკეთებული პუტინის შეთავაზება უნდა მიიღოს. ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს უარი განუცხადა.

„შენს ადგილას რომ ვიყო, ჩემი ხალხის სიცოცხლეზე ვიფიქრებდი და შემოთავაზებას მივიღებდი“, - უთხრა ბენეტმა ზელენსკის. 

„ბენეტმა გვითხრა, რომ დავნებდეთ. ჩვენ არ გვაქვს განზრახული ამის გაკეთება“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი 8 მარტს მოსკოვში პუტინს შეხვდა, რამდენიმე საათში კი ზელენსკის დაურეკა. 

12.03.2022 12:27 მელიტოპოლში რუსების მიერ გატაცებული მერის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში რუსი დამპყრობლების მიერ გატაცებული მერის ივან ფოდოროვის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. 

ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან (თბილისის დროით 9 საათიდან) მელიტოპოლის 2 000-ზე მეტი მცხოვრები რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. 

უკრაინელები ფოდოროვის გათავისუფლებასა და ოკუპანტების მიერ ქალაქის დატოვებას ითხოვენ. 

12.03.2022 12:27 მელიტოპოლში რუსების მიერ გატაცებული მერის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში რუსი დამპყრობლების მიერ გატაცებული მერის ივან ფოდოროვის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. 

ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან (თბილისის დროით 9 საათიდან) მელიტოპოლის 2 000-ზე მეტი მცხოვრები რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. 

უკრაინელები ფოდოროვის გათავისუფლებასა და ოკუპანტების მიერ ქალაქის დატოვებას ითხოვენ. 

12.03.2022 11:59 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 205 ჯავშანტექნიკა, 362 ტანკი - უკრაინის გენშტაბმა მონაცემები განაახლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 12 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

 რუსი სამხედრო - 12 000-ზე მეტი 

❗ ტანკი - 362

❗ ჯავშანტექნიკა - 1205

❗ საარტილერიო სისტემები - 135

❗ MLRS - 62

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 33

❗ თვითმფრინავი - 58

❗ ვერტმფრენები - 83

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 585

❗ გემები / ნავები - 3 

❗ საწვავის ავზი - 60

❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 7

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12.03.2022 11:43 რუსული ძალების უმეტესობა კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრშია - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სადაზვერვო სამსახურის მონაცემების მიხედვით, რუსული ძალების დიდი ნაწილი ამჟამად ქალაქ კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრშია განლაგებული

დაზვერვის განცხადებაში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, რუსები უკრაინის დედაქალაქის ალყისთვის ემზადებიან. 

„ეს ასევე შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, შეამციროს მისი დაუცველობა უკრაინული კონტრშეტევების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ძალებს”, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

გარდა ამისა, ქალაქები ჩერნიგოვი, ხარკოვი, მარიუპოლი და სუმი ალყაშია და მუდმივად იბომბება. 

12.03.2022 10:48 ხარკოვის ოლქში დაბომბვის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ხარკოვის ოლქში დაბომბვის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. 

„მტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები გრძელდება. რუსული თვითმფრინავი ამჯერად თავს ორსართულიან კორპუსს დაესხა. მაშველებმა ორი ქალის, მამაკაცისა და ორი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

გარდა ამისა, ხარკოვის ტერიტორიაზე გამნაღმველებმა რამდენიმე აუფეთქებელი საბრძოლო მასალა გაანადგურეს. 

12.03.2022 10:28 რუსული დაბომბვის შედეგად ბროვარის მახლობლად საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

კიევის ოლქში, სოფელ კვიტნევეში დაბომბვის გამო გაყინული პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. 

ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებში 20 მეხანძრე და ოთხი სახანძრო მანქანა იყო ჩართული. 

12.03.2022 09:40 მტერს რეზერვის დიდი პრობლემა აქვს - უკრაინის გენერალური შტაბი

საომარი მოქმედებების დაწყებიდან, რუსული ჯარის 31 ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა საბრძოლო უნარი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

06:00 საათისთვის უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ და აჩერებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციას ყველა მიმართულებით.

კერძოდ, პოლისიას, სევერსკის და პივდენნობუჟსკის ოპერაციულ რაიონებში მტერმა განიცადა დიდი დანაკარგი ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, გაჩერდა და ცდილობდა ფეხის მოკიდებას საზღვრებზე.

დონეცკის მიმართულებით, წინსვლის მცდელობისას, რუსულმა ჯარებმა მიიღეს უკრაინელი მცველებისგან ღირსეული პასუხი და ზოგიერთ მიმართულებაზე შეაჩერეს, დანარჩენში კი მტერმა საგრძნობლად შეამცირა წინსვლის ტემპი.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მტრის 31 ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა საბრძოლო უნარი.

საომარი მოქმედებების შედეგად დემორალიზებული იყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უმეტესობა, რომლებსაც უშუალო საცეცხლე შეხება ჰქონდათ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებთან. მტრის პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ კლებულობს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში მტრის  მცირე ჯგუფები სახელმწიფო საზღვრისკენ მიემართებიან. მტერს დიდი პრობლემა აქვს რეზერვის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა კომპონენტებთან და ეროვნული წინააღმდეგობის ძალებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, აჩერებენ რუსული ჯარების მასიურ შეტევას.

12.03.2022 09:19 განადგურებულია რუსული ბომბდამშენი და ოთხი ვერტმფრენი - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ოპერატიული სარდლობის საჰაერო თავდაცვისგან არის ინფორმაცია ჩერნიგოვის რეგიონში რუსული სუ-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენის დამარცხების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ Buk-M1 და S-300 საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა  ხუთი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატი Forpost-ი და ოთხი ვერტმფრენი.

ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა Su-27 და MiG-29  ჩაატარეს ათამდე საჰაერო ბრძოლა რამდენიმე მიმართულებით და დაბრუნდნენ დანაკარგების გარეშე. 

12.03.2022 09:01 „არავის სურდა თქვენი დაბრუნება 90-იან წლებში, სიღარიბის ეპოქაში“ - ვოლოდიმერ ზელენსკი

„არავის სურდა თქვენი დაბრუნება 90-იან წლებში, სიღარიბის ეპოქაში, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ ომი არ დაიწყო, ბევრი თქვენგანი ჯერ ვერ გრძნობს, რა ელოდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები პირველ რიგში რუს ხალხზე იმოქმედებს

„ჩვენს წინააღმდეგ ომის დაწყებით რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყანა გლობალური მსოფლიოს მიღმა დააყენა. ეს თვითიზოლაცია, თავის დამცირება და თვითგანადგურება. არც ერთ ქვეყანას არ სურდა ცუდი ჩვეულებრივი რუსი ხალხისთვის, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ ომი არ დაიწყო საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. არავის სურდა თქვენი 90-იან წლებში დაბრუნება, სიღარიბის და უთანასწორობის ეპოქაში.

პროპაგანდისტების გამოყენებით ბევრი თქვენგანი ჯერ ვერ გრძნობს, რა ელოდება. ჩემი რჩევაა, მოძებნოთ ყველა ხერხი, რომ მოიპოვოთ მართებული ინფორმაცია. გაუფრთხილდით თქვენ სმარტფონებს და კომპიუტერებს. ისინი შეამოწმებენ, რას ინახავთ მათში. მე გაფრთხილებთ: ისწავლეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ რეპრესიებს, რომლის გაზრდასაც თქვენი ხელისუფლება გეგმავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

12.03.2022 08:02 რუსეთი ბირთვული შანტაჟის ორ ვარიანტზე მუშაობს - ბუდანოვი

რუსი აგრესორი ბირთვული შანტაჟის ორ ვარიანტზე მუშაობს და ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებს, - ამის შესახებ  თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ორი ვარიანტის შემუშავების შესახებ. რომელს აირჩევენ მთლიანად მათზეა დამოკიდებული. პირველი არის რადიოაქტიური ტყეების ფართომასშტაბიანი წვა, მაშინვე ამოვა რადიოაქტიური ღრუბელი და წავა ქარის მიმართულებით. მეორე არის არტილერიის გამოყენება ატომურ საცავზე“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ბირთვულ შანტაჟს მიმართავს. უკვე მოხდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიზანმიმართული დაბომბვა, ასევე, სარაკეტო დარტყმა ხარკოვის ფიზიკა ტექნოლოგიის ინსტიტუტზე, სადაც განთავსებულია ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი.

„რუსეთის ხელმძღვანელობის სწრაფი  გეგმები ჩაიშალა და ისინი ბირთვულ შანტაჟზე გადადიან“, - ანიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რა სცენარიც არ უნდა მოხდეს, ეს იქნება ბირთვული ტერორიზმი, ეკოციდი და ეკოლოგიური კატასტროფა, გავლენას მოახდენს ევროპასა და რუსეთზე და ყველაზე მეტად ბელორუსია და უკრაინა დაზარალდებიან.

12.03.2022 07:04 სუმის რეგიონში ტერიტორიულმა თავდაცვამ მტრის სამი ტანკი გაანეიტრალა

სუმის რეგიონში ტერიტორიულმა თავდაცვამ გაანეიტრალა მტრის სამი ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სუმის რეგიონი, ჩვენმა ტერიტორიულმა თავდაცვამ გაანადგურა ნაცისტური რუსეთის 3 ტანკი და ერთი ACS“, - წერსსუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ჟივიცკი.

ჟივიცკის თქმით, სულ მცირე ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

 

12.03.2022 06:42 სანქციების ახალი პაკეტი რუსეთისთვის - რას მოიცავს სანქციების მეოთხე ტალღა?

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი წარადგინა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ხვალ ჩვენ მივიღებთ ზომების მეოთხე პაკეტს, რათა კიდევ უფრო გამოვთიშოთ რუსეთი და დავასუსტოთ ის რესურსები, რასაც ამ ბარბაროსული ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, -  განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი სხვადასხვა ზომებს მოიცავს:

👉 აშშ-ის შემდეგ (რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური ძალაა), ევროკავშირის 27 ქვეყანა (მსოფლიოში მეორე ეკონომიკური ძალა) რუსეთს ვაჭრობაში უპირატესობებს ჩამოართმევს. ამ ნაბიჯის შემდეგ ევროკავშირს შეეძლება რუსულ პროდუქტებზე სადამსჯელო ტარიფების დაწესება, რითაც რუსეთს ჩრდილოეთ კორეას ან ირანთან გაათანაბრებს

👉 ახალი სანქციების მეორე ნაწილი პუტინის შიდა წრეს შეეხება. მომავალ კვირას დიდი შვიდეულის ფინანსთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები რუსეთის ლიდერის გარემოცვისთვის სანქციებს განიხილავენ. ამ სანქციებით დიდი შვიდეული დარწმუნდება, რომ რუსი ელიტა სანქციების გვერდის ავლას კრიპტო-აქტივების გამოყენებით ვერ შეძლებს

👉 ევროკავშირი დაბლოკავს რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს, რაც რუსული ელიტებისთვის დარტყმის მიყენებას ისახავს მიზნად

👉 ევროკავშირი შეზღუდავს ფოლადისა და სხვა რკინის მეტალების რუსეთიდან იმპორტს

👉 ევროპელებს აეკრძალებათ რუსეთის ენერგოსექტორში ინვესტირება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემოსავლის მთავარი წყარო ნავთობი და გაზია, ევროკავშირი კი რუსულ ენერგორესურსებზე მთლიანად უარის თქმას 2027 წლისთვის გეგმავს

„ამჟამინდელი კრიზისი უპრეცედენტოა, ისევე როგორც მასზე მყისიერი მეგობრული პასუხი დემოკრატიული ქვეყნებისგან. მე უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: უკრაინა გაიმარჯვებს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

12.03.2022 05:03 პენტაგონის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა კიევის მიმართულებით სერიოზული სახმელეთო წინსვლა განახორციელეს

„რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს კიევის მიმართულებით“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. 

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა სერიოზული სახმელეთო წინსვლა განახორციელეს.

„ვიტყოდი, რომ კიევის მოსახლეობას უკვე ემუქრება გარდაუვალი შეტევა. რუსმა სამხედროებმა სერიოზული სახმელეთო წინსვლა განახორციელეს კიევის მიმართულებით, მაგრამ უფრო მეტად აღმოსავლეთით, ვიდრე ჩრდილოეთიდან. არ მსურს ბევრი ვისაუბრო იმაზე, რასაც ვხედავთ თანამგზავრულ ფოტოებზე: სვეტი სამ ხაზად არის დაშლილი.  ჩვენ არ ვხედავთ რაიმე მოძრაობას სამხრეთით“, - აღნიშნა კირბიმ.

12.03.2022 06:20 ათობით დაღუპული და დაჭრილი - ვითარება ლუგანსკის რეგიონში

„ამჟამად ლუგანსკის ტერიტორიის 70% ოკუპირებულია, ათობით მცხოვრები დაიღუპა და დაიჭრა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერხი ჰაიდაიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლუგანსკის რეგიონი ახლა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.  სიტუაცია რთულია: დაბომბვა ყველგან მიმდინარეობს - მთის თემი, პოპასნა, ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე და კრემინნა... ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 70 პროცენტი უკვე ოკუპირებულია“, - აცხადებს ოლქის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, რუსები ბომბავს მთელ ინფრასტრუქტურას, სკოლებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს, ურტყამს წყალსადენებს და გაზსადენებს, ელექტრო ქსელებს. ამასთან, ჰუმანიტარული დერეფნების აღდგენა და შეთანხმება არ არის დაშვებული.

„ რუსი ოკუპანტები ბომბავენ უკრაინის კონტროლქვეშ არსებულ მთელ ტერიტორიას. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათობით დაშავდა“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისივე თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის პრობლემაა. ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი ცენტრები იქმნება ქალაქ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში. 

ხელმძღვანელმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, არ შეეშინდეთ რუსი ოკუპანტების.

„ნუ გეშინიათ ოკუპანტების, არ დაიჯეროთ მათი პროპაგანდა, გადაარჩინე შენი სიცოცხლე და რწმენა უკრაინაში, ნუ წახვალ მტრის სამსახურში, ემსახურე მხოლოდ ჩვენს ხალხს და შენს ქვეყანას, ნუ დაეხმარე მკვლელებს. ნუ უღალატებთ ქვეყანას, გჯეროდეთ გამარჯვების!!!!“. - ხაზგასმით აღნიშნა გაიდაიმ.

12.03.2022 01:13 ნიკოლაევის ტერიტორია იბომბება

რუსმა დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ნიკოლაევის სამოქალაქო ობიექტებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსზე ვიტალი კიმზე დატრდნობით ავრცელებს.

კიმის თქმით, დამპყრობლები ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესვრიან.

ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის, მაგრამ ვიტალი კიმის განცხადებით, მიმდინარეობს „განურჩეველი სროლა სამოქალაქო ობიექტებზე“. 

12.03.2022 01:36 რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს, რომ სერიოზულ ფასს გადაიხდის, თუკი ის უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. 

„სადაზვერვო ინფორმაციაზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ ქიმიურ საშუალებებს გამოიყენებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც განაცხადა, რომ შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

ამერიკის ხელისუფლებამ მანამდე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა როგორც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ 2020 წელს, ასევე 2018 წელს მამა-შვილის სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ ინგლისში.

12.03.2022 02:01 უკრაინელებმა ბაირაქტარით მტრის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს (ვიდეო)

კიევის რაიონში, მაკაროვის მახლობლად, უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ავრცელებს. 

„რამდენიმე წუთის წინ კიევის მიმართულებით მტრის სამეთაურო პუნქტი განადგურდა. ჩვენი საჰაერო ძალები მუშაობენ“, - აცხადებს ვალერი ზალუჟნი. 

მტრის გასანადგურებლად უკრაინელმა დამცველებმა ბაირაქტარის დრონი გამოიყენეს.

12.03.2022 02:10 ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს

ნიკოლაევში ონკოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელზე მაქსიმ ბეზნოსენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სწორედ ახლა, ამ ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს ონკოლოგიურ საავადმყოფოს. საავადმყოფო, რომელიც დახმარებას უწევს ონკოლოგიურ პაციენტებს ნიკოლაევის რეგიონიდან. თუ რუსეთი ონკოლოგიურ პაციენტებში ხედავს მტერს, რომელიც საფრთხეს უქმნის მას, ის არა მხოლოდ ავადმყოფია, უკვე აგონიაშია“, - განაცხადა ჯანდაცვის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მანამდე რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოლაევში საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს.

12.03.2022 03:11 დონეცკის რეგიონში დამპყრობლებმა კიდევ ორი ​​მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის რეგიონში რუსებმა კიდევ ორი ​​მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჯერჯერობით შეუძლებელია მსხვერპლთა საერთო რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში, ამჯერად დამპყრობლებმა უკრაინელები დახოცეს პეტრივსკეში ვუჰლედართან. გარდა ამისა, მათ დაჭრეს რეგიონის კიდევ ოთხი მცხოვრები: 2 - ევგენიევკაში, 1 - ნოვოანდრიევკაში და 1 - რუბციში“, - აცხადებს რეგიონის ხელმძღვანელი..

12.03.2022 03:34 რუსები მარიუპოლის მცხოვრებლების წამებას განაგრძობენ - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთს უპასუხებენ მარიუპოლში ადამიანების წამებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.  

„ტკივილით უნდა ვთქვა, მარიუპოლი კვლავ დაბლოკილია მტრის მიერ. რუსმა ჯარებმა არ შეუშვეს ჩვენი დახმარება ქალაქში და განაგრძობენ ჩვენი ხალხის, ჩვენი მარიუპოლის მცხოვრებლების წამებას.

ხვალ მაინც ვეცდებით და კიდევ ერთხელ გაგზავნით: საკვებს, წყალს და სამედიცინო აღჭურვილობას ჩვენს ქალაქში. დარწმუნებული ვარ რუსების შეიარაღებული ძალები აგებენ პასუხს ჩვენი ხალხის ტანჯვის ყოველ წუთზე“, - აცხადებს ზელენსკი.

12.03.2022 03:54 ოკუპანტები ტერორის ახალ სტადიაზე გადავიდნენ - ზელენსკი

დამპყრობლები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ქალაქ მელიტოპოლის მერი შეიპყრეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს მელიტოპოლში ოკუპანტებმა ქალაქის მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს, რომელიც თავის ქალაქს და ხალხს მამაცურად იცავდა. ეს მტრის სისუსტეზე მიანიშნებს და მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დიდ გათვლებს აკეთებდნენ. ან ისინი ატყუებდნენ საკუთარ თავს, რომ უკრაინაში ხელგაშლილები ელოდნენ. მათ ვერ იპოვეს ვერცერთი კოლაბორაციონისტი, რომელიც ქალაქს და ადგილობრივ ხელისუფლებას ჩააბარებდა.

ისინი ტერორის ახალ ფორმაზე გადავიდნენ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობაში გამოიხატება. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ესმით, რომ არჩევნების შედეგად კანონიერად არჩეული მერი ხალხის წარმომადგენელია. 

ეს არ ეხება პოლიტიკურ შეხედულებებს ან იდეოლოგიას, ეს ადამიანის ცხოვრებას უკავშირდება. შესაძლებელია, რომ რუსეთში მსგავს ავტოკრატიულ მმართველობას წლების განმავლობაში მიეჩვივნენ, შეიძლება იქ ფიქრობდნენ, რომ მერი უბრალო მაღალჩინოსანია, ის არაფერს წარმოადგენს და რომლის მოშორებაც მარტივად შეუძლიათ. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს უკრაინაა, ევროპაა, ჩვენ აქ დემოკრატია გვაქვს. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრეთ, მერის გატაცება არ არის მხოლოდ ადამიანის და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს არის დანაშაული დემოკრატიის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანები ამას უმაღლეს ტერორად ჩათვლიან.

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მელიტოპოლი არ დანებდა მტერს, ისევე როგორც ხერსონი, ბერდიანსკი და ყველა ის ქალაქი, სადაც მტერი შეიჭრა. რა თქმა უნდა, დროებით შესვლას ვგულისხმობ“, - აცხადებს ზელენსკი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ითხოვს მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ყველა თემის ხელმძღვანელის სრული უსაფრთხოების გარანტიას.

„უკრაინა მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ყველა ქალაქის ხელმძღვანელის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. და თუ თქვენ ტერორისტები ხართ, თქვენთან საუბარს საერთოდ რა აზრი აქვს. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც თქვენთანაც საუბრობენ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

12.03.2022 04:06 მსოფლიომ რუსეთი ბირთვულ ტერორისტად უნდა აღიაროს - დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „მშვიდად“ ეკიდება მოსკოვის ბირთვულ შანტაჟს, მაშინ როცა მსოფლიომ უნდა აღიაროს რუსეთი, როგორც ბირთვული ტერორიზმში ჩართული სახელმწიფო.

„მათ ყველაფერი შეუძლიათ, ასე პროფესიონალურად შეუძლიათ რაღაც მითების მოფიქრება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს რუსეთის ფედერაცია, როგორც ბირთვული ტერორიზმში ჩართული სახელმწიფო“, - აცხადებს  დანილოვი.

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, მნიშვნელოვანია სხვა სახელმწიფოების მხრიდან დამატებითი დახმარებისა და მხარდაჭერის გაზრდა. 

12.03.2022 04:13 არ გამოუშვათ შვილები სხვის მიწაზე საომრად, არ გაწიროთ ისინი სასიკვდილოდ - ზელენსკი რუსი სამხედროების დედებს

პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს კიდევ ერთხელ მიმართა და მათ შვილების დაცვისკენ მოუწოდა. 

მისი თქმით, უკრაინაში რუს ჯარისკაცებს კარგი არაფერი ელის.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაუჯეროთ თქვენი მთავრობის დაპირებებს, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ საომრად აგზავნიან, არ გაწიროთ ისინი არც სასიკვდილოდ და არც ტყვედ ჩასავარდნად.

უკრაინას არასდროს უნდოდა ეს საშინელი ომი, მაგრამ იმდენ ხანს დაიცავს თავს, რამდენიც საჭირო გახდება. საბედნიეროდ, ჩვენ ამ ომში მარტო არ ვართ“, - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

12.03.2022 03:01 ოკუპანტებმა ლუცკის აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - არიან დაღუპულები

რუსულმა ძალებმა ქალაქ ლუცკის აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ პოლოშჩუკა  განაცხადა.

მერის თქმით, სარაკეტო თავდასხმას 4 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 6 კი ექვსი დაიჭრა.

„წინასწარი ინფორმაციით, ჩვენს სამხედრო აეროდრომს ოთხი ფრთოსანი რაკეტა მოხვდა. ასევე წინასწარი ინფორმაციით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან, რუსული ხომალდიდან გამოისროლეს“, - განაცხადა ლუცკის მერმა.

„დღეს აეროდრომი დასრულდა, ის მთლიანად განადგურებულია“, - განაცხადა მერმა.

მისი თქმით,  სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანების რეალური მიზანი არ არსებობდა, რადგან აეროდრომი არანაირ ფუნქციას არ ასრულებდა.

11.03.2022 23:27 „მსოფლიოს ყირიმში შეჭრაზე, რომ რეაგირება ჰქონოდა, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა“ - ერდოღანი

„2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე მსოფლიო საზოგადოების არასაკმარისმა რეაქციამ გამოიწვია რუსეთის ამჟამინდელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მთელმა დასავლეთს და მთელ მსოფლიოს 2014 წელს ყირიმში შეჭრის წინააღმდეგ ხმა რომ ამოეღო, დღევანდელი სურათის წინაშე დავდგებოდით?

მაგრამ ისინი, ვინც ყირიმის ოკუპაციისას დუმდნენ, უკვე რაღაცას ამბობენ.

მოქმედებს თუ არა სამართლიანობა ამ სამყაროს ერთ ნაწილში და უვარგისია მეორეში? როგორი სამყაროა ეს? სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ არ გამოავლინა საჭირო მგრძნობელობა და არ გასწია საჭირო მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ არსებული რუსული აგრესიის აცილება შეიძლებოდა, იმ შემთხვევაში, თუ მანამდე მსოფლიო დიპლომატიურ ინსტრუმენტებს უფრო ეფექტურად გამოიყენებდა.

„უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვდგავართ პრობლემების დამანგრეველი და მტკივნეული შედეგების წინაშე, რომლებიც შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური გზით, თუ დროულად გამოვლინდება ძლიერი ნება.

როდესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს სახლებს, შიშითა და შფოთვით სავსე ბავშვებს, ნანგრევებში ჩავარდნილ ქალაქებს, უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს, ჩვენი მწუხარება იზრდება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაამწვავა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ლტოლვილებს უკავშირდებოდა.

„ხმელთაშუა ზღვის ლურჯი წყლები თითქმის 25 000  მოგზაურის საფლავი გახდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ლტოლვილთა რიცხვი გაორმაგდა და 85 მილიონს მიაღწია. ბოლო 15 დღის განმავლობაში 2 მილიონი უკრაინელი,  ლტოლვილი გახდა“, - განაცხადა ერდოღანმა.

11.03.2022 22:57 რუსეთს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია - აშშ

შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსული ძალების მიერ, უკრაინაში ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით, რის მიხედვითაც რუსებმა შეიძლება ჩაატარონ ცრუ დროშის ოპერაცია ან უკრაინის ტერიტორიაზე ტაქტიკური სამხედრო ოპერაციები. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტები მკვლელობებისთვის, როგორც დადგმული ან ყალბი ინციდენტის ნაწილი, ან ტაქტიკური სამხედრო ოპერაციები“, - განაცხადა გრინფილდმა.

თომას-გრინფილდმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა მსოფლიო კრემლის განზრახვების შესახებ, შექმნას საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის, მათ შორის უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სავარაუდო განვითარების შესახებ გავრცელებულ ნარატივებზე.

„ჩინეთი დაეხმარა მოსკოვს ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამით მხარი დაუჭირა რუსეთის აღმაშფოთებელ სიცრუეს“, - თქვა ელჩმა.

11.03.2022 21:00 „კიევი ალყაშია“ - პოდოლიაკი

„კიევი ალყაშია, ქალაქი მზად არის ბრძოლისთვის“, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა TWITTER-ზე დაწერა.

პოდოლიაკის თქმით, დედაქალაქში ახლა ყველა სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელი კონცენტრირებული და მობილიზებულია. მან აღნიშნა, რომ კიევი საბრძოლველად მზად არის.

„კიევი ალყაშია, ქალაქი მზად არის ბრძოლისთვის. 

თავდაცვის სტრატეგია კარგად არის გააზრებული.

დადგენილია მარაგების მიწოდება.

საგუშაგოებზე ბიჭები დატვირთულები, კონცენტრირებულები და პროფესიონალები არიან.

ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით იმყოფება ოფისში, დედაქალაქ კიევში“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

 

11.03.2022 20:14 „ჩვენ დავარტყამთ პუტინს ძლიერად“ - ჯო ბაიდენი

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ პუტინსა და რუსეთზე წნეხი გავაძლიეროთ. ჩვენ დავარტყამთ პუტინს ძლიერად - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად მუშაობას აგრძელებს და ამასთან, მან ახალი ინიციატივა გამოაცხადა. ჯო ბაიდენმა ამ თემებზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  განაცხადა, რომ აშშ, G7-თან და ევროკავშირთან ერთად, აპირებს რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსის გაუქმებას , რომელსაც აშშ-ში მუდმივ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებად მოიხსენიებენ.

„თითოეული ჩვენი ქვეყანა გადადგამს ნაბიჯებს, რათა უარი თქვას რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსზე. ყველაზე უპირატესი ერის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ვაჭრობაზე ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით (დაბალი ტარიფები, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერი და მაქსიმალური შესაძლო იმპორტი დაშვებულია)“, - განაცხადა ბაიდენმა.

„შეერთებულ შტატებში ჩვენ ამას ვუწოდებთ მუდმივ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს - PNTR-ს. რუსეთისთვის PNTR-ის გაუქმება გაართულებს რუსეთისთვის ბიზნესსაქმიანობას შეერთებულ შტატებთან. და ამის გაკეთება სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარს შეადგენენ, კიდევ ერთი გამანადგურებელი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე ძალიან იტანჯება ჩვენი სანქციებით“, - დასძინა ბაიდენმა.

„რადგან პუტინი აგრძელებს თავის დაუნდობელ თავდასხმას, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აგრძელებს მუშაობას პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად და რუსეთის იზოლაციისთვის გლობალურ ასპარეზზე. მოგვიანებით, ნატოს სხვა მოკავშირეებთან და G7-თან ერთად, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ისევე როგორც ევროკავშირი, ჩვენ,  ერთობლივად ვაპირებთ გამოვაცხადოთ რამდენიმე ახალი ნაბიჯი, რათა შევავიწროოთ პუტინი და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დავაკისროთ მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ დღეს ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„მე ვუთხარი მას, როგორც ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი მამაცურად იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად. ისინი ამას ნამდვილად აკეთებენ“, - განაცხადა ბაიდენმა.

11.03.2022 19:44 არ უნდა ჩაერთოთ ამ კრიმინალურ ავანტიურაში, რომელსაც რუსები შეგნებულად პროვოცირებენ - არესტოვიჩი ბელარუსელ ხალხს მიმართვს

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თხოვნით მიმართა ბელსრუსებს, ხელი შეუშალონ რუსეთს და არ ჩაერთონ კრიმინალურ ავანტიურაში. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ბელარუსებთან ბრძოლას და თქვენ არ უნდა მისცეთ უფლება ჩაერთოთ ამ კრიმინალურ ავანტიურაში, რომელსაც რუსები საკმაოდ შეგნებულად პროვოცირებენ. ეს უკვე პირდაპირი პროვოკაციაა... ნუ ჩაერთვებით ომში, თქვენ ეს არ გჭირდებათ. ჩვენ 15 დღეში გავანადგურეთ 12000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, თქვენ არ გჭირდებათ მათ შორის იყოთ. ბელარუსი არ არის საჭირო. ეს ჩვენ არ გვჭირდება“, - განაცხადაარესტოვიჩმა.

11.03.2022 19:13 „ჩვენ დავეხმარებით რუსეთს, უკეთ იბრძოლოს უკრაინაში“ - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მებრძოლები ომში ერთვებიან

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების მებრძოლებმა ინტერნეტში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს, რომელშიც ამბობენ, რომ მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში რუსულ სპეცოპერაციაში, როგორც მოხალისეები „რადიკალების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

„ჩვენ ვართ ცენტრალური აფრიკის ეროვნული ძალები, მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს რუს ძმებს. რუსები ჩვენი პარტნიორები არიან. მაშინაც კი, თუ მსოფლიო იტყვის, რომ მათ შეუძლიათ რუსეთთან ბრძოლა, ჩვენ რუსეთს დავეხმარებით. თუ რუსეთი გვთხოვს და გვეტყვის, წავიდეთ უკრაინაში, მთელი მონდომებით წავალთ. დავეხმარებით რუსებს ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩვენი დაშინება. მზად ვართ ვიბრძოლოთ, რადგან რუსეთი დაგვეხმარა ჩვენს ქვეყანაში ბრძოლაში და ჩვენ გავიმარჯვეთ. დავეხმარებით რუსეთს, უკეთ იბრძოლოს უკრაინაში“, - ამბობს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც გარშემორტყმულია შეიარაღებულთა ჯგუფით.

11.03.2022 18:49 რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორია დაბომბეს

რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსის სოფელი კოპანი დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება

რუსები უკრაინის ტერიტორიიდან აფრინდნენ, რათა ბელარუსი პროვოკაციაზე წამოაგონ და ომში ჩართონ. 

„სახელმწიფო საგზაო პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავები აფრინდნენ დუბროვიცის აეროდრომიდან (ბელარუსი), შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, დაბომბეს ჩვენი ქალაქები - ჰოროდიჩი და ტუმენი, შემდეგ კი დაბრუნდნენ უკან და კოპანის დასახლებას შეუტიეს, ეს არის პროვოკაცია, მიზანი კი არის ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინასთან ომში!“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რუსეთი ბელარუსის ომში ჩასართავად პროვოკაციას ამზადებდა

11.03.2022 18:09 რუსებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს

მელიტოპოლში, დამპყრობლების 10 კაციანმა ჯგუფმა ქალაქის მერი ივან ფედოროვი გაიტაცა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

ქალაქის მერი უარს ამბობდა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე, რის გამოც რუსების 10 კაციანმა ჯგუფმა ის გაიტაცეს და თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

„გატაცების დროს თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. მტრებმა ის ქალაქის კრიზისულ ცენტრში აიყვანეს, სადაც უკრაინის ქალაქისთვის სასიცოცხლო დახმარებას ეწეოდა. ივან ფედოროვის კაბინეტში უკრაინის დროშა იყო“, - ნათქვამია გერაშჩენკოს შეტყობინებაში.

11.03.2022 18:06 „დავინახე, რომ სამიზნე სამოქალაქო ობიექტი იყო, თუმცა ბრძანება მაინც შევასრულე“ - ტყვედ ჩავარდნილი რუსი პილოტი

ჩამოგდებულმა და დატყვევებულმა რუსმა პილოტმა, რუსეთის ფედერაციის 47-ე საავიაციო პოლკის მეთაურის მოადგილემ მაქსიმ კრიშტოპმა განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება მათთან 23 თებერვალს მივიდა. 

მისივე თქმით, პირველი საბრძოლო ფრენა 24 თებერვალს შეასრულა, მეორე საბრძოლო ფრენა კი 3 მარტს, სამიზნე იყო ჯავშანტექნიკის სვეტი ხარკოვის ოლქში, იზიუმთან.

„მესამე საბრძოლო ფრენა 2022 წლის 6 მარტს განვახორციელე, ბორტზე 4 ტონა ძლიერად ფეთქებადი ბომბი იყო. საბრძოლო დავალების შესრულებისას მივხვდი, რომ მიზანი იყო არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო ობიექტი და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ დანაშაულებრივი ბრძანება მაინც შევასრულე. დაბომბვის შემდეგ ჩამომაგდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, დაშვებისას კი ტყვედ ამიყვანეს უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა.

მე ვაღიარებ ჩემს მიერ ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულებს. მინდა პატიება ვთხოვო უკრაინელ ხალხს იმ უბედურებისთვის, რაც ჩვენ მათ დავმართეთ. გპირდებით, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს“, - განაცხადა რუსმა პილოტმა. 

11.03.2022 18:00 უკრაინელმა სამხედროებმა დაზვერვის შტაბის უფროსის მოადგილე ანდრეი ბურლაკოვი გაანადგურეს

კიდევ ერთი რუსი „ელიტის“ წარმომადგენელი განადგურებულია. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს, ტელეგრამის არხზე დაყრდნობით წერს.

როგორც გერაშჩენკო წერს, უკრაინელმა სამხედროებმა დაზვერვის შტაბის უფროსის მოადგილე ანდრეი ბურლაკოვი გაანადგურეს.

11.03.2022 17:41 „მათ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები“ - ზელენსკი რუს სამხედროებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ჰუმანიტარული დერეფნების ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ოკუპანტები კვლავ შეაფერხებენ ხალხის ევაკუაციას , საბოლოოდ ისინი მიიღებენ სამყაროსგან ისეთ პასუხს, რომ მათ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები. 

ზელენსკის თქმით, ოფიციალური პირები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს საწვავი, საკვები, მედიკამენტები და ყველა ის საქონელი, რომელიც ხალხს სჭირდება. 

„ჩვენმა ჩინოვნიკებმა დღეს 12 ჰუმანიტარული დერეფანი მოაწყვეს. ტვირთები საკვებით, საკვები პროდუქტებით, წყლით, მედიკამენტებით უკვე მიდის. ენერგოდარში, ვოლნოვახში, პოლოგში, ბუჩაში, გოსტომელშ, ბოროდიანკაში, ანდრეევკაში, მიკულიჩში, მაკაროვში, კოზაროვიჩში და  რა თქმა უნდა მარიუპოლში უკრაინელმა სამხედროებმა უზრუნველყო "დუმილის რეჟიმ,ი", რათა ჰუმანიტარული დერეფნები შეუფერხებლად მუშაობდეს. თუ ოკუპანტები ისევ ისვრიან და ხალხის გადარჩენის პროცესს შეაფერხებენ, ბოლოს და ბოლოს მსოფლიოსგან ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ მათ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

11.03.2022 17:27 Google უკრაინელებს საჰაერო თავდასხმების შესახებ შეატყობინებს

Google უკრაინაში მყოფ Android-ის მომხმარებლებს საჰაერო თავდასხმების შესახებ გაფრთხილებებს სმარტფონებში გაუგზავნის

კომპანიას შეტყობინებების გაგზავნის უზრუნველყოფა უკრაინის მთავრობამ სთხოვა.

შესაბამის ინფორმაციას Google-ს უკრაინული მხარე მიაწვდის.

„ტრაგიკულია, რომ მილიონობით ადამიანის ბედი უკრაინაში ახლა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებზეა დამოკიდებული, რათა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა მოასწრონ.

დღეიდან, უკრაინის მეზობელ ქვეყნებში სასტუმროების მფლობელებს შეუძლიათ თავიანთ ბიზნეს პროფილზე მიუთითონ, სთავაზობენ თუ არა უფასო ან ფასდაკლებულ საცხოვრებელს უკრაინელ ლტოლვილებს. ჩვენ შევაგროვებთ ამ ინფორმაციას უახლოეს კვირებში და დავეხმარებით ამ ადამიანებს, რომ უფრო მარტივად იპოვონ ეს ადგილები Search-სა და Maps-ში“, - განაცხადა Google-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტმა კენტ უოკერმა. 

11.03.2022 16:59 „ჩვენ მივაღწიეთ სტრატეგიულ შემობრუნებას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ სტრატეგიულ შემობრუნებას მიაღწია. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა უკვე 16 დღეა იბრძვის, ეს კი ოთხჯერ მეტია, ვიდრე მტერმა დაგეგმა უკრაინაში შეჭრისას.

„ჩვენ უკვე მე-16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის იმ არმიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდა და რომელიც იმედოვნებდა, რომ უკრაინელები უკრაინის ქუჩებში რუსეთის დროშებს მიესალმებოდა. “, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინელები ამაყი ხალხია, რომელიც ყოველთვის იცავს საკუთარ თავს და თავისუფლების არც ერთ პროცენტს არ დაუთმობენ დამპყრობელს.

„შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი დღე გვაქვს ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამას შევძლებთ, რადგან მისკენ ვისწრაფვით, უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ შემობრუნებას. ჩვენ მივდივართ ჩვენი მიზნისაკენ, ჩვენი გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11.03.2022 16:37 „ვლადიმერ პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს“ - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო Facebook-ზე წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსები გეგმავენ ელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფის შექმნას, შემდეგ კი ამის უკრაინელებისთვის დაბრალებას.

„ამჟამად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებიდან. სადგური გათიშულია. ხელმისაწვდომი დიზელის გენერატორების რესურსი განკუთვნილია უსაფრთხოების სისტემების მუშაობისთვის 48 საათის განმავლობაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ უკრაინელ ხელოსნებს ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად უარი უთხრეს. სამაგიეროდ, შევიდნენ ბელარუსი სპეციალისტები.

„ოკუპანტებმა სადგურში შესასვლელად უკრაინელ ხელოსნებს უარი უთხრეს. სამაგიეროდ იქ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით „ბელარუსი სპეციალისტები“ წავიდნენ. მათ შორის, ატომურ ელექტროსადგურებზე რუსი დივერსანტებიც შედიან ტერაქტის მოსაწყობად“, - წერია განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, ასევე, წერს, რომ რუსები ცდილობენ, შექმნან ყალბი მტკიცებულებები თავიანთი ვერსიის გასამყარებლად, თითქოს ჩერნობილის ავარიაში უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ.

„ამავდროულად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პუტინის ჯარები თავს დაესხნენ ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურს და ხარკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტს.

ჩერნობილის ავარიაში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, რუსები ცდილობენ, შექმნან ყალბი „მტკიცებულებები“ თავიანთი ვერსიის გასამყარებლად. კერძოდ, გოსტომელში ანტონოვის აეროპორტის მიმდებარედ გამოჩნდა რუსული საავტომობილო მაცივრები, რომლებიც აგროვებდნენ დაღუპული უკრაინელი დამცველების ცხედრებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ისინი ჩერნობილის ზონაში მოკლულ დივერსანტებად წარმოაჩინონ

ამჟამად უკრაინასაც, მსოფლიოსაც და თავად რუსეთსაც ესმით, რომ განცხადებები ბირთვული საფრთხის შექმნაში უკრაინის ჩართულობის შესახებ მხოლოდ უღიმღამო სცენარის მიხედვით არის დადგმული.
ამის მიუხედავად, პუტინის მსგავს ქმედებებს დამღუპველი შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის“, - ვკითხულობთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

11.03.2022 16:04 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ცნობის გამო, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა და აღნიშნა, რომ ეს იყო უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყების საბაბი. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაწესდა იმის გამო, რომ „სახელმწიფო დუმამ თებერვალში რატიფიცირება მოახდინა შეთანხმებებზე, რომლებიც აღიარებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების - უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ნაწილის დამოუკიდებლობას - და მისცა იქ რუსული ჯარების მუდმივი განლაგების ნებართვა“.

მანამდე დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, ბრიტანულ შავ სიაში რუსი დეპუტატების რაოდენობამ 400-ს მიაღწია - მათ ეკრძალებათ სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა, ასევე, აღმოჩენის შემთხვევაში მათი საბანკო ანგარიშები გაიყინება. მათ აეკრძალათ ბიზნესის კეთებაც.

„ჩვენ მიზანში ამოვიღეთ ისინი, ვინც მონაწილეობდნენ [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ] პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრაში  და ისინი, ვინც მხარს უჭერს ამ ბარბაროსულ ომს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

„ჩვენ არ შევამსუბუქებთ ზეწოლას, პირიქით  სანქციებით გავამკაცრებთ მას, რუსეთის ეკონომიკისთვის“, - დასძინა მან.

11.03.2022 15:35 დიდი დანაკარგების გამო, რუსები თავდაცვაზე არიან გადასული - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები თავდაცვაზე არიან გადასული.

„ოპერატიული ინფორმაციით, მტერი, რომელმაც ზარალი განიცადა პოლისიას, სივერსკის და პივდენნობუჟსკის ოლქებში, შეჩერდა და იძულებული გახდა, რომ უკან დაეხია. 

დონეცკის მიმართულებით, სასტიკი ბრძოლების დროს, უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტერი, ადგილზე დამპყრობლების შემოსევის ტემპი შენელდა.

კიევისა და მარიუპოლის შემოგარენი რჩება მტრის კონცენტრაციის მთავარ ზონებად, ასევე წინსვლა შეინიშნება კრივი რიჰის, კრემენჩუკის, ნიკოპოლისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

წარუმატებლობის გამო, მტერი აგრძელებს სარაკეტო შეტევებსა და დაბომბვას უკრაინის სიღრმეში მდებარე ქალაქებზე - დნეპერზე, ლუცკსა და ივანო-ფრანკოვსკზე.

გარდა ამისა, გრძელდება მტრის რეზერვების ფორმირება და მათი გადაყვანა უკრაინის ტერიტორიაზე არსებული საომარი მოქმედებების ზონებში.

დონეცკისა და ტავრიას ოლქებში მტრის ჯარების საჰაერო თავდაცვის სისტემა იზრდება.

ვოლინში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დივერსიის საფრთხე არსებობს.

მტერი არ ატარებს აქტიურ შეტევით ოპერაციებს პოლისიას მიმართულებით, იღებს ზომებს ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური, კოორდინირებული მოქმედებების შედეგად მტერმა განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც მათ კიევის ოლქში ადრე დაკავებული ზონებიდან უკან დახევა აიძულა. 

ჩრდილოეთის მიმართულებით მტრის მხრიდან აქტიური შეტევითი ოპერაციები არ მიმდინარეობს. ზოგიერთ რაიონში მტერმა მოახდინა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაზვერვა.

სლობოჟანსკის მიმართულებით მტერმა ქალაქ სუმს შემოუარა და ნაწილობრივ გადაკეტა ხარკოვი ჩრდილოეთიდან, პარალელურად ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

11.03.2022 14:52 „ზელენსკის და პუტინის შეხვედრა კონცეპტუალურად შესაძლებელია“ - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა არ არის გამორიცხული. ამის შესახებ რუსული მედია TASS წერს.

„არავინ გამორიცხავს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას. დიახ, მართლაც, ეს კონცეპტუალურად შესაძლებელია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მას, ასევე, დასძინა, რომ აუცილებელია, მოლაპარაკებები იყოს ნაყოფიერი და შედეგი გამოიღოს. მისი თქმით, შეხვედრა უნდა მომზადდეს, ამისთვის კი დელეგაციებმა და მინისტრებმა თავიანთი წვლილი უნდა შეასრულონ.

„პუტინი და ზელენსკი არა პროცესის და საუბრის მიზნით, არამედ შედეგის გამო შეხვდნენ. რუსული მხარის პოზიციები ცნობილია, ისინი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და უკრაინელმა მხარემაც იცის. ველოდებით საპირისპირო ფორმულირებებს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

11.03.2022 14:52 „ზელენსკის და პუტინის შეხვედრა კონცეპტუალურად შესაძლებელია“ - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა არ არის გამორიცხული. ამის შესახებ რუსული მედია TASS წერს.

„არავინ გამორიცხავს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას. დიახ, მართლაც, ეს კონცეპტუალურად შესაძლებელია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მას, ასევე, დასძინა, რომ აუცილებელია, მოლაპარაკებები იყოს ნაყოფიერი და შედეგი გამოიღოს. მისი თქმით, შეხვედრა უნდა მომზადდეს, ამისთვის კი დელეგაციებმა და მინისტრებმა თავიანთი წვლილი უნდა შეასრულონ.

„პუტინი და ზელენსკი არა პროცესის და საუბრის მიზნით, არამედ შედეგის გამო შეხვდნენ. რუსული მხარის პოზიციები ცნობილია, ისინი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და უკრაინელმა მხარემაც იცის. ველოდებით საპირისპირო ფორმულირებებს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

11.03.2022 14:12 „რუსული არმია ცუდად იყო მომზადებული უკრაინაში შეჭრისთვის, კიევს მარტივად ვერ აიღებენ“ - საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სპიკერი

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სპიკერი პასკალ იანი უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას გამოეხმაურა

მისი თქმით, რუსული არმია უკრაინაში შეჭრისთვის ძალიან ცუდად იყო მომზადებული და ახლა ადგილზე უამრავ სირთულეს აწყდება. 

იანი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული პრობლემები რუსებს ლოგისტიკურ და დაზვერვის სფეროში აქვთ. 

„რუსული არმია უკრაინაში შეჭრისთვის ცუდად მოემზადა. ისინი უამრავ პრობლემას აწყდებიან. შესაძლებელია, რომ კიევზე თავდასხმა უახლოეს დღეებში განხორციელდეს, მაგრამ, რეალურად, კიევზე კონტროლის აღება სულ სხვა საკითხია და ამას დიდი, ძალიან დიდი დრო დასჭირდება“, - აღნიშნა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სპიკერმა.

11.03.2022 13:32 „უკრაინელებმა ჩერნიგოვის რეგიონში 5 დასახლება გაათავისუფლეს, ახლა იქ უკრაინული დროშა ფრიალებს“ - უკრაინული მედია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვის რეგიონში 5 დასახლება გაათავისუფლეს დამპყრობლებისგან და დაატყვევეს ორი ჯავშანტრანსპორტიორი. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფებს არ შეუძლიათ, სრულად ჩაატარონ საბრძოლო მოქმედებები და ოფიცრებს შორის პანიკაა.

„ჩვენ გვაქვს უკრაინის სახელმწიფო დროშები ჩერნიგოვის რეგიონში და ორი ჯავშანტრანსპორტიორი, რომლებიც ახლა უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ გამოიყენება“, - აღნიშნა უკრაინელმა მებრძოლმა.

მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის დერგაჩიდან რუსი დამპყრობლები განდევნეს და ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებენ.

11.03.2022 12:51 უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სნაიპერი 1 კმ-ზე მეტი მანძილიდან გაანადგურეს

უკრაინელმა ჯარისკაცმა მტრის სნაიპერი 1 კმ-ზე მეტი მანძილიდან გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდია Facebook გვერდზე წერს.

„ნიკოლაევის მცველმა გაანადგურა მტრის სნაიპერი. ნიკოლაევის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, უკრაინელი დამცველების მოწინავე პოზიციებთან ახლოს, შენიშნეს მტრის სნაიპერი, რომელიც არც ერთ დღეს არ აძლევდა მოსვენებას ჩვენს მებრძოლებს. ტყვიამფრქვევის ზუსტი სროლით ერთ-ერთმა მცველმა გაანადგურა მტერი, რომელიც 1000 მეტრზე შორს იყო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

11.03.2022 12:27 უკრაინელმა კაცმა, რომელსაც რუსებისთვის მუშაობა არ სურდა, თავი მოიკლა

რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ გოროდნიას დაკავების შემდეგ, მერის შემცვლელის ძებნა დაიწყეს

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის თქმით, FSB-ის თანამშრომლები ადგილობრივ მცხოვრებ რომან მაკასთან მივიდნენ. რატომღაც, დამპყრობლებს ეგონათ, რომ ის მათი ერთგული იქნებოდა და დათანხმდებოდა, რომ მათი სახელით საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაური ყოფილიყო.

„დაიწყეს რომან მაკაზე ზეწოლა. გუშინ პროპაგანდისტებმა „ჭორები“ გაავრცელეს, რომ ის ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე დათანხმდა, მაგრამ 11 მარტის დილით ცნობილი გახდა, რომ რომანმა თავი მოიკლა.

კაცმა სიკვდილი აირჩია, რათა არ ემუშავა დამპყრობლებისთვის. დიდება გმირებს და მარადიული ხსოვნა. ორკებს არ აქვთ შანსი, ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აცხადებს გონჩარუკი. 

11.03.2022 12:08 „უკრაინა არასდროს, არსდროს იქნება პუტინის გამარჯვება“ - ჯო ბაიდენი

„უკრაინა არასდროს, არასდროს იქნება პუტინის გამარჯვება“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ აშშ მუშაობს აგრძელებს უკრაინისთვის მხარდასაჭერ საკითხებზე. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

ბაიდენმა თეთრ სახლში კოლუმბიის ლიდერ ივან დუკესთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, აძლიერებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის გამარჯვება უკრაინაში შეუძლებელია.

„უკრაინა არასოდეს, არასოდეს იქნება პუტინის გამარჯვება.

მჯერა, რომ შეერთებული შტატები და მსოფლიო გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იცავს საკუთარ ქვეყანას ქვეყანას“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ დღემდე აშშ-მ უკვე მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დასახმარებლად.

„თავდაცვითი აღჭურვილობის ახალი ნაკადი სწორედ უკრაინაში მიდის“, - ხაზგასმით აღნიშნა ბაიდენმა.

11.03.2022 11:57 13 000-მდე რუსი სამხედრო, 1165 ჯავშანტექნიკა, 353 ტანკი - უკრაინის გენშტაბი უახლეს ცნობებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - 12 000-ზე მეტი

❗ ტანკი - 353

❗ ჯავშანტექნიკა - 1165

❗ საარტილერიო სისტემები - 125

❗ MLRS - 58

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 31

❗ თვითმფრინავი - 57

❗ ვერტმფრენები - 83

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 558

❗ გემები / ნავები - 3

❗ საწვავის ავზი - 60

❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 7

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

11.03.2022 11:12 ემზადება თუ არა რუსეთი უკრაინაში „სირიული სცენარისთვის“

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ არ გამორიცხა, რომ რუსებმა მოვლენების განვითარებისთვის „სირიული სცენარი“ მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.

დენისენკომ ყურადღება გაამახვილა რუსების მიერ „Fake News-ის“ გავრცელებაზე, თითქოს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ „ქიმიურ თავდასხმას“ ამზადებს, რაც, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაძლოა მიუთითებდეს თავად აგრესორი ქვეყნის მიერ ასეთი თავდასხმის მომზადებაზე.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსები აქტიურად ავრცელებენ ისტორიებს უკრაინის ტერიტორიაზე „ბიოქიმიური ლაბორატორიების“ შესახებ. სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავთ, რომ რუსები ამზადებენ „სირიულ სცენარს“. რუსებს უნდა ესმოდეთ, რომ ქიმიური თავდასხმა მათ გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე უბრალოდ შემოჭრა“, - განაცხადა დენისენკომ.

უკრაინაში ქიმიური იარაღის შექმნაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია ქიმიური იარაღის მომზადების შესახებ საშიშია, რადგან შეიძლება თავად რუსეთის ამზადებდეს ამას.

„მანიაკალური აკვიატება, რომლითაც რუსი ოფიციალური პირები ფანტაზიორობენ არარსებულ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღზე, ღრმად შემაშფოთებელია და შეიძლება, რეალურად მიუთითებდეს, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ საზარელ ოპერაციას“, - აღნიშნა კულებამ.

რუსების დეზინფორმაციას, ასევე, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთი გაბედავს ქიმიური იარაღის წარმოებას, ისინი მიიღებენ უმკაცრეს სანქციებს. 

„ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. მე ვარ ადეკვატური ქვეყნის და ხალხის პრეზიდენტი, ორი შვილის მამა. არავინ აწარმოებს რაიმე ქიმიურ ან სხვა იარაღს. მსოფლიომ იცის ეს. თქვენ იცით ეს და თუ ჩვენს წინააღმდეგ მსგავს რამეს გააკეთებთ, თქვენ მიიღებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, რუსები აგრძელებენ უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას. მათ უკვე მოახერხეს ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების დაკავება. 11 მარტის ღამეს დამპყრობლებმა ხარკოვში ატომურ კვლევით ობიექტს ცეცხლი გაუხსნეს.

11.03.2022 11:05 რუსეთმა უკრაინას ომის განმავლობაში 775 რაკეტა ესროლა

ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინას საერთო ჯამში 775 რაკეტა ესროლა. ამის შესახებ eurointegration.com.ua იუწყება.

შესაბამისი ინფორმაცია გამოცემას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ეს არის ყველა სახის რაკეტა, მათ შორის მცირე და საშუალო სიშორის, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.

ჩინოვნიკმა ასევე განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციების შენელების პარალელურად რაკეტების გაშვების რაოდენობა გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, გააქტიურდა რუსული ავიაციის მოქმედებაც. 

11.03.2022 09:09 ომის მე-16 დღე - მოვლენების განვითარება

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-16 დღეს რუსულ საოკუპაციო ძალებს განსაკუთრებული სამხედრო წინსვლა არ ჰქონიათ.

მოვლენები კი შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა 👇

👉 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში ქიმიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით კრემლის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტის, შესაბამისად უკრაინა არანაირ ქიმიურ იარაღს არ აწარმოებს. 

👉 გაერო პარასკევს რუსეთის თხოვნით მორიგ შეხვედრას გამართავს. 

👉 სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსი ოკუპანტები  ნელ-ნელა მიიწევენ წინ, რათა დედაქალაქი კიევი ალყაში მოაქციონ. 

👉 საოკუპაციო ძალები ალყაში აქცევენ უკრაინის რამდენიმე მსხვილ ქალაქს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჰუმანიტარული კრიზისი იქმნება. 

👉 რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები თურქეთში მნიშვნელოვანი შეთანხმების გარეშე დასრულდა. მხარეებმა ცეცხლის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღიწეს. 

👉 კომპანია Meta-მ, რომელიც ფლობს Facebook-სა და Instagram-ს, განაცხადა, რომ შეაჩერებს ძალადობრივი მოწოდების კამპანიას.

👉 უფრო მეტმა დასავლურმა კომპანიებმა გაწყვიტეს ურთიერთობა რუსეთთან, მათ შორის Western Union, JPMorgan Chase და Warner Music-მა. 

👉 ქალაქი მარიუპოლი კვლავ რჩება კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად.

👉 უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 71 ბავშვი დაიღუპა. 

👉 გაერთიანებულმა საომეფოს რუსეთის 200 მოქალაქეს დაუწესა სანქციები.მათ შორის არიან ვლადიმირ პუტინი, სერგეი ლავროვი, რომან აბრამოვიჩი და სხვა ოლიგარქები. 

11.03.2022 08:25 „ჯოჯოხეთის ორი დღე, არმაგედონი“ - მარიუპოლის მერი ქალაქში არსებულ ვითარებაზე

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ქალაქში არსებული კატასტროფული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვაშო ისაუბრა. მისი თქმით, რუსული ჯარები ბომბავს საცხოვრებელ უბნებს და ხელს უშლის ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდებას. 

„მე-15 დღე არის ცინიკური და დესტრუქციული ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. ორი დღე ჯოჯოხეთი, არმაგედონი, რომელიც რუს-ფაშისტურმა ჯარებმა მოაწყვეს. ისვრიან აკრძალული იარაღიდან - გრადები, ჰაუბიცები. სასწრაფო დახმარების სამსახური ყოველ 30 წუთში. ავიაცია ბომბავდა საცხოვრებელ ადგილებს, კლავდა მშვიდობიან მოქალაქეებს, მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს. ეს არის დღეს რუსული არმიის სიდიადე? ეს არის ცინიზმი. ეს არის გენოციდი, რომელსაც რუსული არმია აკეთებს“, - აცხადებს მარიუპოლის მერი. 

მისი თქმით, ოკუპანტებს ჰყავთ ტყვედ აყვანილი მარიუპოლის 400 000 მცხოვრები, რომლებიც ყოველდღე ელიან ჰუმანიტარული დერეფნს.

„ჩვენ ვიბრძვით, ვვარდებით გრადების ქვეშ. მაგრამ უკვე მეექვსე დღეა, ჰუმანიტარული ტვირთი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლამდე ვერ აღწევს რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ „დუმილის“ პირობებში. ეს არის ცინიზმის უმაღლესი დონე რუსეთის ფედერაციების მხრიდან, ისინი აწარმოებენ გამანადგურებელ ომს“, - განაცხადა ბოიჩენკომ.

მან დასძინა, რომ, მიუხედავად ამისა, „ბრძოლა მიდის ყველა დონეზე“ და მიმდინარეობს მუშაობა ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ძლიერები ვართ იმიტომ, რომ უკრაინელები ვართ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მიწა, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მერმა.

11.03.2022 08:05 71 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული ბავშვი - 15 დღე ომის დაწყებიდან

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი კორპუსი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

ხარკოვის ოლქში სოფელ ჟუკოვსკის ბაზარზე თავდასხმის დროს 16 წლის ბიჭი დაიღუპა.

ღამით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკოიეში დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი, 5 წლის გოგონა გადარჩა.

„უკრაინაში, რუსეთის სამხედრო შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების უმოქმედობისთვის, ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის უკრაინა გამოუსწორებელ ფასს იხდის - მისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. დაგვეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებაში - დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე!“, - მიმართავს დენისოვა ნატოს და საერთაშორისო საზოგადოებას. 

11.03.2022 03:05 „რუსი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ ნათესავების ინფორმირება ფსიქოლოგიური გავლენის ბოროტი და დაბალი მეთოდია“ - რამზან კადიროვი

უკრაინელები ჩეჩნეთიდან ოკუპანტი ჯარისკაცების ახლობლებს ურეკავენ და ახლობლებს უკრაინაში რუსული არმიის სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ აცნობებენ. ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს ეს არ მოსწონს, რადგან, მისი აზრით, ისინი თითქოს ცოცხლები არიან - მაგრამ კომუნიკაციის გარეშე.

კადიროვმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ ნათესავების ინფორმირება „ფსიქოლოგიური გავლენის ბოროტი და დაბალი მეთოდია“.

კადიროვი ამტკიცებს, რომ „ბანდერას ბანდები„ სავარაუდოდ პოულობენ ამ ნათესავების მობილური ტელეფონის ნომრებს ღია მონაცემთა ბაზებში, მაგრამ არ აკონკრეტებს სად არის ინტერნეტში ზუსტად გამოქვეყნებული ჩეჩნეთიდან უკრაინაში ომში გაგზავნილი ჯარების სახელების სია და სად არის ამ სამხედრო მოსამსახურეების ნათესავების მობილური ნომრები.

„საჯარო სატელეფონო ბაზების გამოყენებით ურეკავენ სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებს და აცნობებენ მათ გარდაცვალებას“, - აღნიშნა რამზან კადიროვმა. 

კადიროვმა რუსებისთვის საოკუპაციო ჯარებს შორის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას „ფაშისტური მეთოდები“ უწოდა.

11.03.2022 03:14 რუსეთი შესაძლოა, ამზადებდეს მორიგ საშინელ ოპერაციას „ცრუ დროშის ქვეშ“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამზადებს მორიგ საშინელ ოპერაციას „ცრუ დროშის ქვეშ“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის მანია ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე გაყალბების გავრცელებაზე „ღრმა შეშფოთებას იწვევს“.

„მანიაკალური აკვიატება, რომლითაც სხვადასხვა რუსი ოფიციალური პირები ფანტაზიორობენ უკრაინაში არარსებულ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღზე ან საშიშროებაზე, ღრმად შემაშფოთებელია და შესაძლოა მიუთითებდეს რუსეთის მიერ მორიგი საზარელი „ცრუ დროშის“ ოპერაციის მომზადებაზე“, - წერს კულება.

11.03.2022 05:04 „პუტინი ახლა არ ანადგურებს უკრაინას, ის ანადგურებს რუსეთს“ - ალექსანდრე ტკაჩენკო

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო მიიჩნევს, რომ პუტინი მოწყვეტილია რეალობას და გაანადგურა რუსეთი როგორც ეკონომიკურად, ასევე, კულტურულად.

„პუტინი ახლა არ ანადგურებს უკრაინას, ის ანადგურებს რუსეთს. სამწუხაროა, რომ ცოტა რუსს ესმის ეს. უკრაინაში „მსოფლიოში მეორე არმიად“ შესვლისას ის კარგად შეიარაღებულ, მოტივირებულ, გაწვრთნილ არმიას დაუპირისპირდა.

პუტინი უკრაინაში ყველას სძულს: ჯარი, ბავშვები, დიასახლისები, პროგრამისტები, მებაღეები. დენაციფიკაციის შესახებ თეზისები დგას იმის წინაშე, რომ ყველა უკრაინელი უნდა განადგურდეს. და ეს ნაციზმზე უარესია. უკრაინელების გარდა, პუტინი კლავს რუსულენოვან რუსებს და ანგრევს რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიებს. ეს არ არის ნაციზმი. ეს არის გენოციდი“, - აღნიშნა ტკაჩენკომ.

ის დარწმუნებულია, რომ პუტინი თავის ბუნკერში მოწყვეტილია რეალობას.

„უკვე ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ლოგიკით არ აკეთებს ამ ყველაფერს. ეს არის შურისძიება. შურისძიება იმის გამო, რომ უკრაინა თავისუფალია. შურისძიება ხარკოვზე იმის გამო, რომ მათი გულშემატკივრების წყალობით მთელმა მსოფლიომ იცის, რომ პუტინი არის *** .  რუსეთის ამბების გაანალიზებისას ვხედავ, რამდენად მოწყვეტილია პუტინი რეალობას თავის ბუნკერში. მას მაინც სჯერა, რომ „დიდი“ ქვეყანა გაიმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ოქროსა და სავალუტო რეზერვები გაყინულია, ვალების დონე ისეთი ქვეყნების დონეზეა, როგორიცაა ნიგერია, ლიბია და მონღოლეთი“, - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ ახლა ყველაფერი რუსული ცივილიზებულ ქვეყნებში მტრულად იქნება აღქმული.

„მაგრამ მინდა ვისაუბრო კულტურაზე. პუტინმა მოახერხა მთელი ეგრეთ წოდებული „რუსული სამყაროს“ და, შესაბამისად, კულტურის შერცხვენა. მომავლისკენ გავიხედოთ. როგორ შეაფასებენ მომავალი თაობები? ჩეხოვი რუსი. რუსი = მკვლელი. პუტინი რუსეთის დენაციფიკაციას ახდენს. არავის არ უნდა ათწლეულების განმავლობაში ასეთ ერთან ურთიერთობა“, - განაცხადა ტკაჩენკომ.

11.03.2022 07:11 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსის მოადგილე მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსის მოადგილე მოკლეს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული გვარდიის მაიორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დაზვერვის საკითხებში და პოლკის დაზვერვის უფროსი ანდრეი ბურლაკოვი მოკლეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.03.2022 07:32 კიევის მახლობლად 60 კილომეტრიანი რუსული კოლონა ძირითადად დაიშალა - სატელიტური სურათები

ახალი სატელიტური სურათები გვიჩვენებს, რომ რუსული სამხედრო კოლონა კიევის ჩრდილო-დასავლეთით , რომელიც გადაჭიმულია 64 კილომეტრზე, ძირითადად დაიშალა და გადანაწილდა.

Maxar-ის თქმით, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ კოლონის ზოგიერთი დანაყოფი გადავიდა ტყეებსა და ტყიან ადგილებში ლუბიანკას მახლობლად. სატელიტური სურათები გადაღებულია ხუთშაბათს კიევის დროით 11:37 საათზე.

ბუქსირებადი არტილერია და სხვა აღჭურვილობა იმალება ლუბიანკას მახლობლად, ანტონოვის საჰაერო ბაზის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით ხუთ კილომეტრში.

ბერესტიანკაში, საჰაერო ბაზიდან დასავლეთით დაახლოებით 15 კმ-ში, რამდენიმე საწვავის სატვირთო მანქანა და, თანამგზავრების მიხედვით, რამდენიმე სარაკეტო გამშვები, გაჩერებულია ხეების მახლობლად მინდორში.

ივანკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 60-კილომეტრიანი კოლონის ბოლო, რამდენიმე სატვირთო მანქანა და ტექნიკა ჯერ კიდევ ჩანს გზაზე.

11.03.2022 07:02 რუსეთის ძალები კიევს 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ - BBC

რუსული ძალები, ბოლო დღის განმავლობაში კიევს დაახლოებით 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსული ჯარები, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან უახლოვდება, კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრშია, ხოლო კოლონა, რომელიც ჩრდილო-აღმოსაველეთიდან მოძრაობს, 40 კილომეტრშია გაჩერებული“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ამჟამად ქალაქი ჩერნიგოვი იზოლირებულია.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 775 რაკეტა გაისროლეს.

11.03.2022 06:27 ნიკოლაევში ეროვნულმა გვარდიამ მტრის სნაიპერი გაანადგურა (ფოტო)

ნიკოლაევში ეროვნულმა გვარდიამ მტრის სნაიპერი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდია ავრცელებს. 

„ნიკოლაევის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, უკრაინელი დამცველების მოწინავე პოზიციებთან ახლოს, შენიშნეს მტრის სნაიპერი, რომელიც არც ერთ დღეს არ აძლევდა მოსვენებას ჩვენს მებრძოლებს. ერთ-ერთმა გვარდიელმა გაანადგურა. ტყვიამფრქვევის სროლით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემა (MANPADS) და პირადი ნივთები.

11.03.2022 06:18 რუსეთს მხოლოდ ბარბაროსული ომის წარმოება შეუძლია - ევგენი ციმბალიუკი

ეუთოში უკრაინის დელეგაციამ მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოზე რუსული ჯარების ბარბაროსული საჰაერო თავდასხმების შესახებ და კრემლის პროპაგანდის ცინიკური მცდელობების დანაშაულის დაფარვის შესახებ.

„რუსეთმა გუშინ მარიუპოლის სამშობიარო დაბომბა. მათ ჩამოაგდეს ბომბები ორსულებთან და ახალშობილებთან. როგორც ჩანს, რუსებმა დიდი ხანია დაკარგეს ადამიანობა. მინდა ვკითხო რუსებს, ეს ნატოს ბაზა იყო თუ საიდუმლო ლაბორატორია?“, - განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში ევგენი ციმბალიუკმა.

უკრაინის ელჩის თქმით, დროა ვაღიაროთ, რომ რუსეთს შეუძლია მხოლოდ ბარბაროსული ომი აწარმოოს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვილების წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ამაზრზენი ტყუილებით დაფაროს.

ამ ფონზე მან მიუთითა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ცინიკურ განცხადებაზე, თითქოს მარიუპოლის სამშობიაროში იყო „უკრაინელი ნაციონალისტების დასაყრდენი“.

ეუთოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა უცხოურ დელეგაციებს აცნობა, რომ რუსეთს ამჟამად მარიუპოლში მძევლად ჰყავს 400 000 ადამიანი, ბლოკავს ჰუმანიტარულ დახმარებას და ევაკუაციას.

„თითქმის 3000 ახალშობილს მარიუპოლში არ აქვს წვდომა მედიკამენტებზე და საკვებზე“, - დასძინა ციმბალიუკმა.

თავის გამოსვლაში უკრაინის ელჩმა, ასევე, მიუთითა პუტინის ტყუილებზე, მათ შორის იმაზე, რომ რუს წვევამდელებს უკრაინის ომში არ აგზავნიან, რაც მოგვიანებით არსებითად უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

„მაშ, რას იტყუება რუსეთის პრეზიდენტი? უნდა მოვახსენებთ თუ არა მოსკოვს რა ხდება?“, - განაცხადა ციმბალიუკმა.

ცალკე, ელჩმა ისაუბრა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ქმედებებზე, რომლებიც საუბრობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე და კერძო სახლებისა და მაღაზიების ძარცვაზე.

„ასე გამოიყურება მსოფლიოში „მეორე უძლიერესი არმია“. რა სირცხვილია. ახალი ბრენდირებული ტელევიზორის ან მძლავრი ბლენდერის მისაღებად არ უნდა ჩაიდინოთ ომის დანაშაულები“, - დასძინა უკრაინელმა დიპლომატმა.

11.03.2022 02:40 რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ვითარება დაძაბულია - დანილოვი

ამჟამად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ვითარება დაძაბულია უკრაინის წინააღმდეგ ომში სასურველი შედეგის არარსებობის გამო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა  განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ვითარება დაძაბულია უკრაინის წინააღმდეგ ომში სასურველი შედეგის არარსებობის გამო“, - აცხადებს დანილოვი. 

დანილოვის თქმით, რუსი სამხედროების დიდ უმრავლესობას ბრძოლის სურვილი არ აქვს.

ამასთან, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებისგან უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. ჩეჩნური რაზმის მიერ შესასრულებელი ამოცანების შესახებ.

„ეს დაგვეხმარა დასაწყისში, განადგურდა სამი ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელიც მოვიდა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის”, - აღნიშნა დანილოვმა.

მანამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ტაქტიკა შეცვალა. გარდა ამისა, მისი თქმით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს რვა რუსი გენერალი.

11.03.2022 02:54 რუსებო, რა იყო, ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებთ?! თუ მსგავს რამეს გააკეთებთ, უმკაცრეს პასუხს მიიღებთ - ვოლოდიმერ ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსები გააფრთხილა, რომ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას მკაცრი პასუხი მოჰყვება. 

„რუსი პროპაგანდისტები დღეს გამოცოცხლდნენ და მათი არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას შეეცადნენ. დანაშაული, რომელიც მარიუპოლის, დონბასის, ხარკოვის და ასობით ქალაქის მიმართ ჩაიდინეს. დაგვადანაშაულეს, თითქოს ქიმიურ იარაღს ვააქტიურებდით და ვირუსულ შეტევებს ვაპირებდით. ამის ძალიან მეშინია, რადგან თუ გინდა, რომ გაიგო, რას აპირებს რუსეთი, მოისმინე, რაში ადანაშაულებს სხვას. 

რუსებო, რა იყო, ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებთ?! ამიაკი? ფოსფორი? კიდევ რა მოგვიმზადეთ?! სად აპირებთ ქიმიური იარაღით დარტყმას, მარიუპოლის სახლებზე? ხარკოვის ეკლესიებზე? საბავშვო საავადმყოფოებზე თუ იმ ლაბორატორიებზე, სადაც მეცნიერები მუშაობენ?! ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და მე ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. ასევე, ორი შვილის მამა და არანაირი მასობრივი განადგურების ქიმიურ იარაღს ჩვენს ქვეყანაში არავინ ამზადებს, ეს ჩვენც ვიცით და თქვენც! და თუ მსგავს რამეს გააკეთებთ, უმკაცრეს პასუხს მიიღებთ!“ - აცხადებს ზელენსკი. 

11.03.2022 02:28 რუსებმა დონეცკში 64 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

შეჭრის დაწყებიდან რუსებმა დონეცკში 64 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ  დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა.

კირილენკოს ცნობით, 315 მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის გათვალისწინების გარეშე დაჭრეს.

„რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! დღეს ცნობილი გახდა,რომ ავიადარტყმამ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოზე 3 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის - 1 ბავშვი. 10 მარტს რუსებმა რეგიონის კიდევ ორი ​​მცხოვრები მოკლეს: 1 მარიუპოლში და 1 ლიმანის რაიონის სოფელ ტერნიში. ოთხი ადამიანი დაშავდა: 1 მარიუპოლში, კრამატორსკში, ტერნიში და მირონივსკში“, - წერს რეგიონის ხელმძღვანელი.

რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა ჯერჯერობით ვერ დადგინდება.

11.03.2022 01:39 პუტინს ევროპის დაქუცმაცება სურს - ვოლოდიმერ ზელენსკი

პუტინის რუსეთი აპირებს ევროპის დაშლას, ისევე როგორც უკრაინის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, მთელი კონტინენტი საფრთხის წინაშეა, სანამ რუსეთს აქვს შესაძლებლობა შეტევის სხვა სახელმწიფოზე.

„გსმენიათ, რას ამბობენ მოსკოვში ბოლო წლებში? გსმენიათ ოდესმე, რომ ისინი პატივს სცემენ ევროპას? რომ მათ აღიარონ ევროპა, როგორც ძალა, რომელსაც უნდა მოექცეთ თანაბარ პირობებში და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე? ფაქტობრივად, მათ უნდათ ევროპის დაშლა, ისევე როგორც უკრაინის. ამას უკვე აცხადებენ. მოუსმინეთ რას ამბობენ მათი პროპაგანდისტები. ეკლესიებშიც კი აქვთ ქადაგებები სხვა სახელმწიფოების - მოლდოვას, საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების დაპყრობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, პოლონეთსაც ემუქრება საფრთხე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11.03.2022 01:52 რას მოითხოვს რუსეთი უკრაინისგან? - მედია

რუსეთმა უკრაინას ერთდროულად ექვსი მოთხოვნა დაუყენა ომის დასრულების შესახებ. ხუთი მათგანი, როგორც მათ სურთ კრემლში, უკრაინის კონსტიტუციაში უნდა იყოს დაფიქსირებული.

რას მოითხოვს რუსეთი უკრაინისგან (მედიის ცნობით):

⭕ უარი ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინის ნეიტრალური სტატუსი

⭕ რუსული მეორე სახელმწიფო ენაა. ყველა კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მას

⭕ უკრაინის მიერ ყირიმის რუსულად აღიარება

⭕ უკრაინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად აკონტროლებს უკრაინას)

⭕ „დენაციფიკაცია“. ულტრანაციონალისტური, ნაცისტური და ნეონაცისტური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა, ნაცისტების და ნეონაცისტების განდიდების შესახებ არსებული კანონების გაუქმება

⭕ „უკრაინის დემილიტარიზაცია“

საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს გააგრძელოს აგრესია მანამ, სანამ უკრაინა არ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, რომელთაგან ერთ-ერთია დანებება.

11.03.2022 01:23 „შესაძლოა, რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს“ - ბორის ჯონსონი

შესაძლოა, რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ერთადერთი გზა უკრაინაში ომის დასასრულებლად არის პუტინის მიერ იმის გაცნობიერება, რომ მან „კატასტროფული შეცდომა“ დაუშვა.

„ყველაფერი, რაც ქიმიურ იარაღზე გესმით, პირდაპირ მათი სახელმძღვანელოდანაა. დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ არსებობს ქიმიური იარაღები, რომლებიც მათი მოწინააღმდეგეების ან ამერიკელების მიერაა შენახული და როცა ქიმიურ იარაღს თავად გამოიყენებენ, ვშიშობ, ალბათ, გამოიყენებენ, მზად ექნებათ შესანიღბი ცრუ ისტორია“, - აცხადებს ჯონსონი.

11.03.2022 01:11 „მოსკოვი არავის იცავს - ის მხოლოდ ანადგურებს“ - ალექსეი რეზნიკოვი

პუტინის არმია აგრძელებს ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე. დამპყრობლები ბობავენ მშვიდობიან ქალაქებს და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვამ აჩვენა, თუ რა სისასტიკეები შეუძლიათ რუსეთის ფედერაციულ „ორკებს“, რომლებსაც არ შეიძლება ეწოდოს ნამდვილი ჯარისკაცები. 

თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა ომის დროს დაღუპული უკრაინელების რაოდენობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დაიღუპა უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ვიდრე ქვეყანაში არსებული ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი.

„რუსმა დამპყრობლებმა, რომლებმაც განიცადეს გამანადგურებელი დანაკარგები, დაიწყეს ტერორისტული ომი. ისინი იქცევიან როგორც კრიმინალები და მშიშარები. ისინი კლავენ სამოქალაქო პირებს - ქალებს და ბავშვებს. 10 მარტის მდგომარეობით, რუსმა ინტერვენციონისტებმა მოკლეს მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ვიდრე სამხედრო. მინდა, რომ ეს გაიგონ არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. კრემლი ბომბავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამშობიარო სახლებს. მოსკოვი არავის იცავს - ის მხოლოდ ანადგურებს“, - აცხადებს რეზნიკოვი. 

მისი თქმით, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ მხოლოდ მარიუპოლში დამპყრობლებმა გაანადგურეს დაახლოებით 1300 მშვიდობიანი უკრაინელი.

11.03.2022 00:48 „ვუახლოვდებით გამარჯვებას, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს იმაზე გვიან, ვიდრე გვსურს“ - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ მართალია, სანქციები და უკრაინული არმიის წინააღმდეგობა რუსეთს დიდ ზიანს აყენებს, თუმცა უკრაინელებმა სიტუაცია რეალურად უნდა შეაფასონ

„საერთაშორისო სანქციები ძალიან დიდ გავლენას ახდენს რუსეთში არსებულ ვითარებაზე. ჩვენი არმია დიდ საქმეს აკეთებს იმისათვის, რომ ომი რუსებს შორის რაც შეიძლება არაპოპულარული გახდეს, თუმცა რეალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია. ჩვენ ვუახლოვდებით გამარჯვებას, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს იმაზე გვიან, ვიდრე გვსურს.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ არსებულ ვითარებაში ცხოვრება ვისწავლოთ. არ მინდა მოვიყვანო სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც გადარჩნენ მსგავს პირობებში. ჩვენ ვიცით სხვადასხვა მაგალითები, მაგრამ ყველა უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ახლა ჩვენ თვითონ ვართ ამის ძალიან ღირსეული მაგალითი. ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ!“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

11.03.2022 00:22 „მეტი სანქციები რომ ყოფილიყო, რუსეთის შემოჭრა შეჩერდებოდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინაში შეჭრის შესაჩერებლად. თუ ეს საკითხი ახლა არ მოგვარდება, დასავლეთს აგრესორისგან სხვა ქვეყნების გადარჩენა მოუწევს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

„საკმარისი სანქციები რომ ყოფილიყო, შეჭრა შეჩერდებოდა. რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა კვლავ მიმდინარეობს. დასავლური კორპორაციები კვლავ რჩებიან რუსეთის ბაზარზე. დიახ, არიან მორალური კომპანიები, რომლებიც წავიდნენ და ამისთვის მადლობელი ვართ, მაგრამ არიან ბიზნეს გიგანტები, რომლებსაც კვლავ სურთ სისხლიანი ფული. ყველა მორალური უნდა იყოს და გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ამ სასტიკი შემოჭრისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უარეს პერიოდებს მოგვაგონებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, შემდგომში მას საქართველოს, მოლდოვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის გადარჩენა მოუწევს. 

„მსოფლიო პორტები რუსული გემებისთვის უნდა დაიხუროს. სატვირთო კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ საქონლის გაგზავნა და მიღება რუსეთიდან. არ უნდა იყოს დაშვებული გამონაკლისი SWIFT-დან გათიშული რუსული ბანკებისთვის. ეს არის კონკრეტული რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს. თუ ამას ახლა არ გააკეთებთ, მაშინ კიდევ მეტის გაკეთება მოგიწევთ, რათა გადაარჩინოთ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, მოლდოვა, საქართველო და ყველა სხვა რუსეთის მეზობელი ქვეყანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

10.03.2022 22:12 უკრაინულმა მხარემ დატყვევებული რუსი სამხედროების სავარაუდო რაოდენობა დაასახელა

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 15 დღის განმავლობაში 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება

„ზუსტი რაოდენობის დასახელება ძალიან რთულია, რადგან დატყვევებულები სხვადასხვა ქვედანაყოფებს ჰყავთ. რაოდენობის სწრაფი შეჯამება შეუძლებელია, თუმცა არსებული შეფასებით, ტყვეობაში დაახლოებით 500-700 რუსი ჯარისკაცი იმყოფება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფ რუს პატიმრებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად მოეპყრობიან და შემდგომში ისინი უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად იმუშავებენ.

10.03.2022 21:40 „ლავროვს ხელები ძალიან უკანკალებდა, ყინულის ფენა მის ფეხებქვეშ უკვე ძალიან თხელია“ - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი „ტვ პირველის“ ეთერში თურქეთში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვის მიერ გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ლავროვს ეტყობოდა, რომ ღელავდა, რადგან იცის, თუ რა დანაშაულებს ჩადის რუსეთი უკრაინაში. 

„მე მივაქცევდი ყურადღებას იმას, რომ ძალიან უკანკალებდა ხელები. ეს ადამიანი პროფესიონალი დიპლომატია და ძალიან კარგად ესმის, რა მოხდა სინამდვილეში და რაც მთავარია, რატომ არის ეს მისთვის სახიფათო. ყინულის ფენა მის ფეხებქვეშ უკვე ძალიან თხელია და ძალიან ვიწროა ის ზღვარი, როდესაც ის აღმოჩნდება სამხედრო დამნაშავეების სიაში. მისი ხელების კანკალი საერთოდ არ შეესაბამებოდა ტექსტსა და გამომეტყველებას“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მხარეებს შორის შესაძლო მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა. 

„რაც შეეხება არსებულ ვითარებას, რუსებს ვურტყამთ მაგრად, გუშინ 2 რუსი მაღალი რანგის ოფიცერი დაიღუპა. მათ სირიის ტაქტიკა აირჩიეს - ქალაქების განადგურება, რადგან ხმელეთზე ჩვენს ჯარისკაცებს ვერ უმკლავდებიან. ჩვენი გეგმები მარტივია - სამხედრო დამარცხება ვაწვნიოთ რუსეთს ბრძოლის ველზე, გავხადოთ რუსული არმია არაბრძოლისუნარიანი და დასვათ მოლაპარაკების მაგიდასთან დამარცხებული რუსეთი არამარტო უკრაინასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

10.03.2022 20:25 რუსეთი ხარკოვის ამიაკის საწყობების აფეთქებას გეგმავს - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

„რუსი დამპყრობლები ხარკოვის ოლქში ამიაკის საწყობების აფეთქებას გეგმავენ, რაშიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაადანაშაულებენ“, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება

„ტერორისტული სახელმწიფო ამზადებს ყალბ ინფორმაციას, რათა თავისი სისასტიკე გაამართლოს და მასში უკრაინა დაადანაშაულოს, მაგრამ, უპატივცემულო ოკუპანტებო, რაც არ უნდა მოიგონოთ, არავინ დაგიჯერებთ – არც უკრაინელები, არც მთელი ცივილიზებული სამყარო და არც საკუთარი თანამემამულეები. თქვენ ნამდვილად ავად იქნებით, თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენთ. ჩვენ გიმკურნალებთ - ჩვენი სამხედროები ამას 15 დღეა კარგად აკეთებენ და ეს გაგრძელდება უკრაინის გამარჯვებამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

10.03.2022 20:18 იზიუმში მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსებმა ავიაიერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმში მოსახლეობის ევაკუაციის დროს საჰაერო იერიში განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური იუწყება

„მზაკვრულმა მტერმა ქალაქ იზიუმში ხალხის ევაკუაციის დროს ავიაიერიში განახორციელა. საბედნიეროდ, არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და პოლიციელი არ დაშავებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იზიუმში მოსახლეობის ევაკუაცია 40 ავტობუსით განხორციელდა.

10.03.2022 19:18 რუსებმა კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარეობს

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები განიხილავენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს მიაწოდონ. 

როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა განაახლა სარემონტო სამუშაოები 1-ელ ბლოკზე, მაგრამ რუსული ჯარების მიერ ატომური ელექტროსადგურის და მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ამჟამად ადგილზე საჭირო სათადარიგო ნაწილებისა მიწოდებისა და პერსონალის მიყვანა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა 4 მარტს ჯერ დაბომბეს, შემდეგ კი დაიკავეს. 

10.03.2022 18:19 უკრაინელებმა რუსული ჯარის ქვედანაყოფი დაამარცხეს - რუსების უმრავლესობას ჩეჩნური გვარები ჰქონდა

უკრაინის „ტრანსკარპატების ლეგიონმა“ რუსეთის არმიის ქვედანაყოფი დაამარცხა

დაღუპული რუსი ჯარისკაცების უმრავლესობას ჩეჩნური გვარები აქვთ. 

„ერთ-ერთი ბოლო საბრძოლო შეტაკების დროს „ტრანსკარპატების ბრიგადას“ რუსეთის არმიის სადაზვერვო ნაწილი დაუპირისპირდა. ბრძოლის შედეგად, ზოგიერთი რუსი დაიღუპა, ნაწილმა კი უკან დაიხია. 

ცნობილია, რომ შეტაკების ადგილზე ჩვენმა მებრძოლებმა იპოვეს პირადი ნივთები და რუსული საბრძოლო მასალის ნარჩენები, მათ შორის სბერბანკის საკრედიტო ბარათები, ჯარისკაცის პირადობის მოწმობები, ასევე ჩანაწერები ჯარისკაცების სახელებიდან და მათზე გაცემული იარაღის ნომრებიდან. ზოგიერთი ნივთი ხანძრის შედეგად დაზიანდა.

მებრძოლთა უმეტესობას ჩეჩნური გვარები აქვს: კურბანოვი, მალაჩურბანოვი, შარაბუდანოვი, ტუგლანოვი, ალსურპანოვი, ბეკუზაროვი, მაგომედოვი“, -  აღნიშნულია „ტრანსკარპატების ლეგიონის“ განცხადებაში.

10.03.2022 16:33 პუტინი გეგმავს, რომ რუსებს დაობლებული უკრაინელების შვილად აყვანის შესაძლებლობა მისცეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში „ბავშვთა უფლებების კომისარს“  მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა.

პუტინმა შეხვედრა კანონში ცვლილებების განსახილველად გამართა, რომელიც რუსებს საშუალებას მისცემს, რომ დაობლებული უკრაინელი ბავშვები იშვილონ. 

ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, შვილად აყვანას დაექვემდებარებიან. 

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა ბიუროკრატიულ შეფერხებებზე, არამედ ბავშვების ინტერესებზე. ვაკეთებ კანონმდებლობის შეცვლის წინადადებას. მივმართავ სახელმწიფო სათათბიროს, დარწმუნებული ვარ, რომ დეპუტატები მხარს დაგვიჭერენ“, - განაცხადა პუტინმა 

შეხვედრა მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის პარალელურად გაიმართა.

10.03.2022 16:04 ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ქონების იძულებით ჩამორთმევის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ქონების იძულებით ჩამორთმევას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები უკრაინელი ხალხის დამცირებას ცდილობენ, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. 

„რუსებს ჩვენი ხალხის დამცირება უნდათ ისე, რომ მუხლებზე დაჩოქილები საკვებს სთხოვდნენ. ისინი ბლოკადას უწყობენ მარიუპოლს, რათა უკრაინელებმა სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან რუსეთში წასვლით შეძლონ. ასევე ბლოკადა მოუწყვეს სხვა ქალაქებსაც. დამპყრობლები შეგნებულად აწყობენ ამ დაცინვას, რათა თავიანთ პროპაგანდისტებს ახალი მასალა მისცენ, მხოლოდ ამისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

10.03.2022 15:41 „არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის მინისტრ დიმიტრი კულებასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას არ გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

„არ მიკვირს, რომ ბატონმა კულებამ თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შეუძლებელია. აქ არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას. ყველა ეს წინადადება და ნაბიჯების თანმიმდევრობა კარგად არის ცნობილი უკრაინული მხარისთვის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

10.03.2022 15:38 „რუსებს უკრაინელი სამხედროები ყველა მიმართულებით აჩერებენ“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყნის გარშემო მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინელი სამხედროები ყველა მიმართულებით აჩერებენ.

„ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსული ჯარებს კვლავ დაკავებული აქვთ პოლისიას, კუხარის, ბოროდიანკას, ანდრიევკას, მოტიჟინის, გორენიჩის, ბუჩას და დემიდოვის დასახლებები. მტერი ცდილობს, გადაჯგუფებით აღიდგინოს მძიმე დანაკარგები და დანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობები, იგი არ თმობს კიევის დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან გადაკეტვის მცდელობას. არ არის გამორიცხული, ოკუპირებული დასახლებებიდან ევაკუირებული მოქალაქეების ჯგუფში მყოფმა მტრის დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა კიევში შეღწევა სცადონ. 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის შეტევა მდინარე ირპინის მახლობლად და მოშჩუნის დასახლება გაათავისუფლეს. 

მიკოლაივის მიმართულებით, მტერი ცდილობს ფეხის მოკიდებას ლუპარევოს, პრავდინოს, ბლაგოდატნეს, ნოვოჰრიჰორივკას, კალინივკას, კისელივკას, პერშოტრავნავეს, ოლექსანდრივკას, ბურგუნკას, ბერესლავსა და ტავრისკის დასახლებებში.

ყირიმის მიმართულებით მტრის დაჯგუფება რუსეთის შეიარაღებული ძალების ბალტიის ფლოტის საზღვაო 336-ე ცალკეული ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფით გაძლიერდა.

რუს ოკუპანტებს უკრაინელის თავდაცვის ძალები ყველა მიმართულებით აჩერებენ, მათ არ აქვთ წარმატება, ცდილობენ, რომ ოკუპირებული საზღვრები და პოზიციები შეინარჩუნონ.

მტერმა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაიწყო ხელზე ყვითელი ლენტის შემოხვევა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

10.03.2022 13:33 რუსები გარდაცვლილ ჯარისკაცებს ორმოებში წვავენ, მათი რუსეთში გაგზავნა აკრძალულია

რუსულმა სარდლობამ მოკლული სამხედროების ორმოებში დაწვა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო იუწყება. 

მისი თქმით, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ 9 მარტს ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, 
ხერსონისა და ნიკოლაევშჩინას რაიონებში დაღუპული 50-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ორმოში ჩაყარეს და დაწვეს. 

ადგილობრივებმა რუსებს ჰკითხეს, თუ რატომ გაკეთდა მოექცნენ ასე გარდაცვლილთა ცხედრებს, მათ კი უპასუხეს, რომ ცხედრების რუსეთის ფედერაციაში გაგზავნა აკრძალულია.

„რუსი ჯარისკაცების დედებს შვილის საფლავზე წასასვლელი არსად ექნებათ“, - აცხადებს გერაშჩენკო. 

10.03.2022 13:20 რუსებს მოუწევთ დაივიწყონ ჩინური სმარტფონები: Huawei, Xiaomi, Oppo - უკრაინული მედია

ჩინურმა სმარტფონების მწარმოებლებმა Xiaomi, Oppo, და Huawei-მ გაანახევრეს თავიანთი მიწოდება რუსეთში. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

მიწოდება მცირდება რუბლის დაცემისა და დასავლეთის სანქციების გამო. ჩინურ ბრენდებს რუსეთში სმარტფონების ბაზრის 60% უკავია.

გამოცემის ცნობით, ზარალის თავიდან აცილების მიზნით, პროდუქციაზე ყოველდღიურად ახალი ფასის დაწესებაა საჭირო.

რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობამ გასულ წელს რეკორდულ 146 მილიარდ დოლარს მიაღწია.

10.03.2022 13:17 ლუკაშენკო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში „სპეციალისტებს“ აგზავნის

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს, „სპეციალისტებს“ აგზავნის.  

ბელარუსის მიზანი ჩერნობილზე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა იქნება.

„ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა სასწრაფოდ აღდგეს ჩერნობილზე ელექტროენერგიის მიწოდება. ჩვენ გვაქვს საბჭოთა დროინდელი ელექტროგადამცემი ხაზი, ის დაზიანებულია. ჩერნობილის სადგურის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავეს.

მოგვიანებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებიდან დისტანციური კავშირი დაკარგა.

გარდა ამისა, ატომურ ელექტროსადგურში დასაქმებული დაახლოებით 210 პირი რუსების ტყვეობაში რჩება. 

10.03.2022 12:51 „რუსეთი საბრძოლო მასალის გადასაზიდად კერძო დაცვის კომპანიებს იყენებს“ - დატყვევებული რუსი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დატყვევებული რუსი სამხედრო დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში საბრძოლო მასალის გადასაზიდად კერძო დაცვის კომპანიებს იყენებს

რუსმა ოკუპანტმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად 2 000 დოლარად როსტოვში, დაცვის კომპანიაში სამუშაოდ წავიდა. იგი, როგორც სამოქალაქო პირი, ტვირთის გადასატანად დაიქირავეს, რომლის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ამოცანა ხარკოვის დაბომბვისთვის „კამაზით“ საბრძოლო მასალის გადატანა იყო. 

უკრაინელმა სამხედროებმა იარაღის გადაზიდვის დროს რუსების კოლონა გაანადგურეს, დატყვევებულ რუსს გაუმართლა, იგი მსუბუქად დაშავდა. 

10.03.2022 12:04 რუსებმა მარიუპოლზე კიდევ ერთი საჰაერო იერიში განახორციელეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლზე საჰაერო იერიში კიდევ ერთხელ განახორციელეს, - ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება

„მარიუპოლში ისევ ცუდი დილაა. საჰაერო თავდასხმა მშვიდობიან ქალაქზე კვლავ განხორციელდა. რუსმა საოკუპაციო ძალებმა თვითმფრინავებიდან მარიუპოლის მცხოვრებლებს ესროლეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

10.03.2022 11:44 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1105 ჯავშანტექნიკა, 335 ტანკი - უკრაინის გენშტაბმა მონაცემები განაახლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 10 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

❗ რუსი სამხედრო - 12 000-ზე მეტი 

❗ ტანკი - 335

❗ ჯავშანტექნიკა - 1105

❗ საარტილერიო სისტემები - 123

❗ MLRS - 56

❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 29

❗ თვითმფრინავი - 49

❗ ვერტმფრენები - 81

❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 526

❗ გემები / ნავები - 3 

❗ საწვავის ავზი - 60

❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 7

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10.03.2022 11:22 „ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი იმყოფება“ - ალექსეი არესტოვიჩი

„უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი იმყოფება“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა

არესტოვიჩის თქმით, ძნელი სათქმელია, რამდენი რუსი წვევამდელი იბრძვის უკრაინაში, მაგრამ ყველა მიმართულებით, სადაც სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს, ასეთი სამხედროები იბრძვიან.

„არ არსებობს არც ერთი მიმართულება, სადაც სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს და ასეთი სამხედროები არ იბრძვიან“ - განაცხადა არესტოვიჩმა. 

არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომში მონაწილე რუსული არმიის პერსონალის მინიმუმ ნახევარი წვევამდელია.

გარდა ამისა, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ნახევარი ასევე წვევამდელია.

„საუბარია იმაზე, რომ აქ, ჩემი შეფასებით, სულ მცირე 80-100 ათასი წვევამდელია“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

10.03.2022 10:34 „მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა „ფეიკ ნიუსია“ - რუსული მხარე

რუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლში მათი ავიაციის მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა „ფეიკ ნიუსია“, რადგან შენობა ყოფილი სამედიცინო დაწესებულება იყო, რომელიც მოგვიანებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

„ასე იბადება „ფეიკ ნიუსი“, – წერს ტვიტერზე გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი.

მისივე თქმით, ჰოსპიტალი სამხედრო ობიექტად იყო გადაკეთებული, საიდანაც უკრაინელები ისროდნენ. 

შეგახსენებთ, 9 მარტს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარ ფაქტს უკრაინელი ხალხის გენოციდის საბოლოო დადასტურება უწოდა. 

10.03.2022 10:16 „კიევის მახლობლად უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რუსების 5 ტანკი გაანადგურეს“ - ვადიმ დენისენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ კიევის მახლობლად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს და რუსების 5 ტანკი გაანადგურეს. ამის შესახებ pravda.com წერს. 

„ღამე საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო კიევთან. ჩვენ გავანადგურეთ ხუთი ტანკი... დილით კიევში საარტილერიო ბრძოლები იყო დასავლეთ გარეუბანში. ახლა იქ ბრძოლები მიმდინარეობს. თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება“, - განაცხადა დენისენკომ.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა კიევისთვის ბრძოლაში უკრაინული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებით გაანადგურეს რუსების ექვსი ტანკი და ერთი ქვეითი საბრძოლო მანქანა.

10.03.2022 09:45 უკრაინელებმა მარიუპოლში რუსების კიდევ 4 ტანკი და 11 ჯავშანტექნიკა გაანადგურეს

გასული დღის განმავლობაში, 9 მარტს, მარიუპოლის დამცველებმა გაანადგურეს 4 რუსული ტანკი, 1 ქვეითი საბრძოლო მანქანა, ასევე, გაანადგურეს და დააზიანეს მოწინააღმდეგის კიდევ 11 ჯავშანტექნიკა.
ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე უკრაინის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენმა საზღვაო ქვეითებმა გუშინ გაანადგურეს 4 ტანკი და 1 ქვეითი საბრძოლო მანქანა. აზოვის გვარდიელებმა გაანადგურეს და დააზიანე 11 ჯავშანტექნიკა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ მარიუპოლი 1-ლი მარტიდან არის გარშემორტყმული რუსი სამხედროებით.

როგორც ცნობილია, 9 მარტს მარიუპოლში რუსეთის ჯარებმა საჰაერო თავდასხმის დროს გაანადგურეს სამშობიარო საავადმყოფო, კერძოდ, ბავშვთა განყოფილება და თერაპია.

დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს განცხადებით, ავიაიერიშის შედეგად დაშავდნენ ექიმები და ორსული ქალები - სულ 17.

10.03.2022 09:30 რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს „გაყინავს“, ეს 10 დღის საქმეა - Bellingcat

Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი ჰრისტო გროზევი მიიჩნევს, რომ რუსეთი შეეცდება უკრაინის წინააღმდეგ ომის „გაყინვას“. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.

„მეშინია, რომ დადგება პერიოდი, როცა გაურკვეველი იქნება, ომი დამთავრდა თუ არა, მაგრამ სისხლის ღვრა აღარ იქნება. ვფიქრობ, ამას ვუახლოვდებით, ეს 10 დღის საქმეა. რუსეთის პოზიციები სუსტდება და მათ ეს ესმით. მათთვის უფრო მოგებიანი იქნება, რომ ომი არ დასრულდეს, რადგან უნდა აღიარონ, რომ წაგებულია. უნდა შეაჩერონ რაღაც „გაყინულ“ ეტაპზე“ - განაცხადა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, რუსეთი ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ რეჟიმი შეიცვლება, როცა ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ელიტა მოვა.

10.03.2022 09:07 აშშ-მა უკრაინის დასახმარებლად 13,6 მილიარდი დოლარი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ, გვიან ღამით, უკრაინას 13,6 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

უკრაინის დახმარება გამიზნულია შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად რუსეთის ჯარების წინააღმდეგ და მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის, დაახლოებით 1,5 მილიონი ლტოლვილისთვის.

„ყველა ჩვენგანს მოუწევს მეტის გაკეთება უკრაინის დასახმარებლად“ - განაცხადა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ყოველკვირეული პრესკონფერენციისას.

10.03.2022 08:31 რუსეთმა უკრაინას ჯამში 710 რაკეტა ესროლა - CNN

სამხედრო შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სულ მცირე 710 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

გარდა ამისა, რუსული ძალები მიუახლოვდნენ ქალაქებს ხარკოვსა და ნიკოლაევს.

აღნიშნულია, რომ დამპყრობლები 20 კმ-ით დაწინაურდნენ და უკვე ხარკოვთან არიან. გარდა ამისა, ისინი უკვე არიან ნიკოლაევიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 15 კილომეტრში.

ამავდროულად, რუსული ძალების მნიშვნელოვანი მოძრაობა არ დაფიქსირებულა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით, თუმცა მნიშვნელოვანი ბრძოლები გრძელდება ჩერნიგოვის მახლობლად.

მანამდე ამერიკული მედია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსებმა უკვე დაკარგეს უკრაინაში შეჭრისთვის შედგენილი სამხედრო ტექნიკის 8-დან 10%-მდე .

10.03.2022 08:07 პუტინმა უკრაინაში ოთხი დიდი შეცდომა დაუშვა - სტივენ პაიფერი

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სულ მცირე ოთხი სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და ამჟამად ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა სტივენ პაიფერმა განაცხადა. 

„კრემლმა ბევრი შეცდომა დაუშვა. უპირველეს ყოვლისა, მან მნიშვნელოვნად შეაფასა უკრაინაში წინააღმდეგობის მასშტაბები და ინტენსივობა“, - აღნიშნა ეგზოზოლმა.

მისი თქმით, დასავლელი ექსპერტების უმეტესობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები ძლიერ, მტკიცე და გაბედულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ამიტომ გასაკვირია, რომ მოსკოვმა ეს გაფრთხილებები თავის გეგმებში არ გაითვალისწინა.

„კრემლის მეორე შეცდომა არის რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების რეალური გადაფასება“, - განაცხადა ექსპერტმა. მისი თქმით, ამან სერიოზული პრობლემები გამოიწვია ოპერაციების დროს.

მესამე არასწორი გათვლა, პაიფერის აზრით, იყო დასავლეთის ძლიერი და ერთიანი რეაქცია, რუსეთისთვის ეს იყო მოულოდნელი. ეს ეხება როგორც ნატოს ერთიანობას, ასევე, რეალურ სამხედრო დახმარებას უკრაინას სულ მცირე 2 ათეული მოკავშირის მხრიდან და უპრეცედენტო სანქციებს.

„რუსები არ მოელოდნენ, რომ მათი ბანკები გაითიშებოდა SWIFT-დან ან რუსეთის ცენტრალურ ბანკზე სანქციებს“, - აღნიშნა პაიფერმა.

პუტინმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში სერიოზულად გააძლიერა სავალუტო რეზერვები. ცენტრალურ ბანკს 600 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა და ახლა ამ ფულის უმეტესი ნაწილი, რომელიც დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებში იყო განთავსებული, დაბლოკილია. რუსეთი, ასევე, ეყრდნობოდა საკუთარ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს, მაგრამ დასავლეთი ახლა რუსული ოქროს წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.

გარდა ეკონომიკური კოლაფსისა, კრემლმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა - არ ელოდა სამხედროებს შორის მასშტაბურ დანაკარგებს. და რაც არ უნდა უნდოდეს რეჟიმს მსხვერპლის დამალვა, საზოგადოების ნეგატიური რეაქცია ახლა იწყებს გამოვლენას.

პაიფერის  თქმით, კრემლის ლიდერს შეეძლო ეს შეცდომები დაეშვა, რადგან მისი ახლო წრე მას „ძალიან ვიწრო“ ინფორმაციას აწვდიდა და ეშინოდა სიმართლის თქმა მანამ, სანამ პუტინი თავდასხმას გადაწყვეტდა. გარდა ამისა, ეგზოზოლმა აღნიშნა, რომ კრემლის ხელმძღვანელი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა.

„ვფიქრობ, ამჟამინდელი ვლადიმირ პუტინი არ არის ის პუტინი, როგორიც იყო ათი ან თხუთმეტი წლის წინ“, - განაცხადა პაიფერმა.

მან განმარტა, რომ წარსულში კრემლის ლიდერი საგულდაგულოდ ითვლიდა თავის ნაბიჯებს, გადაწყვეტილების მიღებამდე აწონ-დაწონიდა რისკებს.

პაიფერის თქმით, პუტინი გახდა ემოციურად დამოკიდებული და მანკიერი ლიდერი, პარანოიის გამოვლინებით, რომელიც დაკავშირებულია პირად უსაფრთხოებასთან.

10.03.2022 07:43 „ყველაფერი, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, წარმოუდგენელი სიმხეცეა“ - ვოლოდიმერ ზელენსკი

„ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო! ერთიანები უნდა ვიყოთ და რუსეთს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ერთად უნდა ვაგებინოთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

„ყველაფერი, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, წარმოუდგენელი სიმხეცეა! ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო! ერთიანები უნდა ვიყოთ და რუსეთს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ერთად უნდა ვაგებინოთ! ყველა დანაშაულისთვის, რომელიც ოკუპანტებმა ჩვენს მიწაზე მოიტანეს - ყველა დანგრეული შენობისთვის, ვოლნოვახაში, ხარკოვში, იზუმსა და ოხტირში, ჩერნიგოვში, ბოროდიანკაში, ჟიტომირსა და კიდევ ათობით უკრაინულ ქალაქში, იმ ქალაქებში ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელსაც რუსეთისთვის იოტისოდენა საფრთხეც კი არ შეუქმნია“, - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

10.03.2022 07:09 „უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს, ახლავე დაასრულეთ სისხლის ღვრა“ - ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთს მოუწოდა სასწრაფოდ დაასრულოს სისხლის ღვრა. 

მისი თქმით, ადგილობრივი საავადმყოფოს სამშობიარო და ბავშვთა განყოფილებებზე თავდასხმა საშინელებაა. 

„თავდასხმა მარიუპოლის საავადმყოფოზე, სადაც სამშობიარო და ბავშვთა განყოფილებებია განთავსებული, საშინელია. მშვიდობიანი მოქალაქეები იხდიან უმაღლეს ფასს ომისთვის, რომელიც მათ არანაირად არ ეხება. ეს უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს. ახლავე დაასრულეთ სისხლის ღვრა“, - აცხადებს გუტერეში.

10.03.2022 06:04 მტერს გამარჯვების შანსი არ აქვს - დანილოვი

„რუსეთის ფედერაციას არ აქვს შანსი მოიგოს ომი ჩვენს ქვეყანასთან“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„ისინი ძალიან, ძალიან ნელა მოძრაობენ. რატომ? იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით ვურტყამთ მტერს.  მუშაობს ტერიტორიული თავდაცვა, სპეცოპერაციის ძალები მუშაობენ, ჩვენი სამხედროები მუშაობენ.

მთელი საზოგადოება წინააღმდეგობას უწევს. დღეს ეროვნული წინააღმდეგობა ამ ფენომენის, ამ კალიის მიმართ, რომელიც თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას, უბრალოდ უზარმაზარია. ჩვენი საზოგადოების სული უბრალოდ გიჟია. ვერ ვხედავ რაიმე შესაძლებლობას, რომ მტერმა დაგვამარცხოს“, - აღნიშნა დანილოვმა.

10.03.2022 05:41 რუსეთი უკრაინაში თერმობარული იარაღის გამოყენებას ადასტურებს - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება

რუსეთი უკრაინაში თერმობარულ იარაღს იყენებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება „ტვიტერზე“ წერს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა TOS-1A შეიარაღების სისტემის გამოყენება უკრაინაში. TOS-1A თერმობარულ რაკეტებს იყენებს, რომელიც ქმნის ცეცხლგამჩენ და აფეთქების ეფექტს“, - წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.

10.03.2022 04:34 ბორის ჯონსონი რუსეთს „მაქსიმალურ ეკონომიკურ ხარჯს“ დაუწესებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ გაამკაცრებს სანქციებს და „რუსეთს მაქსიმალურ ეკონომიკურ ხარჯს დაუწესებს“. ასეთი განცხადება ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან საუბრისას გააკეთა.

მხარეებმა ასევე განიხილეს რუსული ჯარების მიერ მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმა. ჯონსონმა განუცხადა ზელენსკის იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ეწევა და რომელიც გულისხმობს უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას.

„ორივე ლიდერმა დაგმო მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე შემზარავი თავდასხმა და რუსული ძალების მიერ, ჰუმანიტარულ დერეფნებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინი მოქმედებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უგულებელყოფით. პრეზიდენტმა საუბარი დაასრულა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერით უკრაინელი ხალხის მიმართ და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიტანელი ხალხის აღფრთოვანება და სიყვარული დაიმსახურა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

10.03.2022 05:13 პუტინმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს საზიზღარი ქმედებები - ვენდი შერმანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ ის შეშინებულია, აღშფოთებულია და გულგატეხილია სარწმუნო ცნობებით, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმამ გაანადგურა სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო მარიუპოლში.

„კიდევ რამდენ განადგურებას მოუტანს პუტინის უაზრო არჩევანის ომი უკრაინელ ხალხს? მან ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს საზიზღარი ქმედებები“, - წერს შერმანი.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა თავად დაადგინა, რომ რუსეთი იდგა თავდასხმის უკან.

10.03.2022 05:08 ტროსტიანეცში საარტილერიო დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მტრის საარტილერიო დაბომბვისას სუმის რეგიონში, ტროსტიანეცში სამი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი, დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„მტრის არტილერიამ ესროლა ყოფილ ელექტრობუთპრილადის ქარხანას. დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაბომბვის შემდეგ ქალაქში ხანძარი დიდი ხნის განმავლობაში მძვინვარებდა. გზები სუმისა და ტროსტიანეცის მიმართულებით გაუვალია მტრის მანქანების სვეტების მოძრაობის გამო.

10.03.2022 04:54 ოკუპანტებმა სუმის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს - რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

10 მარტის ღამეს რუსეთის მტრის თვითმფრინავებმა დაბომბეს სუმის მიმდებარე ტერიტორია და სოფელი ბიტიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჟიტომირის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დიმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჟივიცკიმ განაცხადა, რომ რუსული ავიაცია აგრძელებს ახტირკას დაბომბვას ყოველდღიურად და ყოველ ღამე. ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. მსხვერპლთა დათვლა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ტროსტიანკაში მტრის არტილერიამ დაბომბა ყოფილი ელექტრობიტპრიბორის ქარხანა. სროლის შედეგად დაიღუპა სამი მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვანი.

ჟივიცკის თქმით, არის ინფორმაცია გაზსადენზე ბომბის მოხვედრის შესახებ.

10.03.2022 04:22 ჩამოგდებულია მტრის 56 თვითმფრინავი და 82 შვეულმფრენი - საჰაერო ძალებმა მტრის დანაკარგები დაასახელა

განადგურებულია მტრის 56 თვითმფრინავი და 82 შვეულმფრენი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. 

„ბოლო ორი დღის განმავლობაში, 8-9 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს მინიმუმ რვა საჰაერო სამიზნე გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში და კიევის რეგიონში.

მოიერიშე თვითმფრინავებმა, S-300 და Buk-M1 საზენიტო სარაკეტო ჯარების ნაწილებმა გაანადგურეს 4 სუ-25 თავდასხმის თვითმფრინავი, რუსი დამპყრობლების ორი ვერტმფრენი, ასევე, დადასტურებულია ორი ჩამოგდებული საკრუიზო რაკეტა. ამრიგად, ოპერატიული შეფასებით, რუსული აგრესორის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, მტრის თვითმფრინავების დანაკარგებმა შეადგინა 56 თვითმფრინავი და 82 ვერტმფრენი“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერი.

10.03.2022 04:01 ბრძოლა ერთი წუთითაც არ წყდება - რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლუგანსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხიი გაიდაიმ განაცხადა, რომ რეგიონში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, გაუთავებელი ბრძოლები გრძელდება.

„ლუგანსკის რაიონი თავს იცავს, გლოვობს დაღუპულ მოსახლეობას, მაგრამ ყოველ დილით პოულობს ძალას, მოიგერიოს მტერი და აიძულებს მას უკან დახევას.  სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. ბრძოლები ერთი წუთითაც არ წყდება. ბევრი მსხვერპლია. არანაირი კომუნიკაცია. არ არის გაზი, არ არის წყალი“, - აცხადებს გაიდაი.

10.03.2022 03:13 რუსეთი იბრძვის არა უკრაინის არმიის, არამედ უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ - პოდოლიაკი

რუსეთის ფედერაცია ამჟამად იბრძვის არა უკრაინის არმიის, არამედ უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ, კერძოდ სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამშობიარო სახლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. 

„რუსეთი უკრაინის არმიის წინააღმდეგ კი არ იბრძვის, არამედ ჩვენი შვილების წინააღმდეგ. კერძოდ, ის მიმართულია სკოლების, საბავშვო ბაღების, სამშობიაროების წინააღმდეგ. ბავშვები სარდაფებში გაიყინნენ. მშობლების მოკვლა ბავშვების თვალწინ. უბრალოდ შეხედეთ სიმართლეს ომის შესახებ“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი,  ევროპას უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს.

10.03.2022 03:02 მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვა გენოციდის საბოლოო დადასტურებაა - ვოლოდიმერ ზელენსკი

„სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

„დღეს არის დღე, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მიგვანიშნებს, ვინ ვის მხარესაა. რუსული ბომბი მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაეცა. საბავშვო საავადმყოფოც სამშობიაროდ იყო გადაკეთებული. შენობა ბოლომდე დანგრეულია. ამ დროისთვის, 17 დაშავებული გვყავს. როგორც კი განგაშის ხმა გაისმა, ადამიანებმა უცებ დაიწყეს დამალვა იმ 500 კილოგრამიანი ბომბისგან, რომლებსაც რუსები ისვრიან და ჩვენს ქალაქებს ეცემა. და ეს უკვე არაერთხელ მოხდა.

საბავშვო ბაღი, სამშობიარო, მაინტერესებს ეს შენობები რაში ქმნიდა საფრთხეს რუსეთის ფედერაციას. ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სამშობიაროებისა და საბავშვო ბაღების ეშინია და მათ ანადგურებს. რა იყო, იქ პატარა ნაციონალისტები ცხოვრობენ, მშობიარე ქალები როსტოვის მიმართულებით ცეცხლის გახსნას აპირებდნენ თუ რას იზამდნენ?! ვინმე ამ სამშობიაროში რუსულენოვანს ამცირებდა?! ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?! ყველაფერი, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, წარმოუდგენელი სიმხეცეა!

ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო!

ერთიანები უნდა ვიყოთ და რუსეთს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ერთად უნდა ვაგებინოთ! ყველა დანაშაულისთვის, რომელიც ოკუპანტებმა ჩვენს მიწაზე მოიტანეს - ყველა დანგრეული შენობისთვის, ვოლნოვახაში, ხარკოვში, იზუმსა და ოხტირში, ჩერნიგოვში, ბოროდიანკაში, ჟიტომირსა და კიდევ ათობით უკრაინულ ქალაქში, იმ ქალაქებში ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელსაც რუსეთისთვის იოტისოდენა საფრთხეც კი არ შეუქმნია.

გარდაცვლილი ქალები და ბავშვები... ასევე, სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება. ევროპელებო, თქვენ ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ არ გინახავთ, რა ხდებოდა უკრაინაში, ან რა დღეში იყვნენ მარიუპოლელები. თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენ ეს ყველაფერი დაინახეთ.

სანქციები იმ დონეზე უნდა გაამკაცროთ, რომ მათ ამ გენოციდის გაგრძელება ვერ შეძლონ. ისეთი ზეწოლა უნდა მოახდინოთ რუსეთზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ეს სიმხეცე შეაჩერონ. მოსკოვში კარგად იციან, რომ მარიუპოლი დონეცკის ოლქის ნაწილია. ეს ის დონეცკის ოლქია, რომელზედაც დონეცკში მცხოვრები ადამიანები ბევრს საუბრობენ, ახლა კი ვხედავთ, როგორ ექცევა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის მოსახლეობას. ეს ის უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც საწარმოებში მუშაობენ, სახლებში ცხოვრობენ, საავადმყოფოებში მკურნალობენ და მშობიარობენ.

წარმოიდგინეთ, ბავშვებს აჩენენ და ზუსტად ისეთივე უბრალო ადამიანები არიან, როგორებიც თქვენთან, რუსეთში ცხოვრობენ. მსგავს სიმხეცეს ჩვენ არც დონეცკის, არც ლუგანსკისა და არც მსოფლიოს არცერთი ქალაქის მიმართ არ ჩავიდენდით. სამყაროში არცერთ ქალაქს ასე არ მოვექცეოდით იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, თქვენ?!...

დღეს ვესაუბრე შარლ მიშელსა და ურსულა ვონ დერ ლეიენს. ასევე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელ ნენსი პელოსის, დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს. ბორის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! პარტნიორები ბოლომდე არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, რაც მარიუპოლში ხდება. ასევე, იციან სხვა რეგიონებში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ვმუშაობთ, რომ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი მიიღოს და ჩვენი ცა უფრო უსაფრთხო გახდეს.

ყველა ხერხით ვცდილობთ, მსოფლიოს ლიდერებს გავაკეთებინოთ ის, რაც მათ შემოჭრის პირველსავე დღეს უნდა გაეკეთებინათ! ან ჩაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია!

დღეს სამი ძირითადი მიმართულებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა და იქიდან დაახლოებით 35 ათასი ადამიანი გამოვიყვანეთ. ხვალ ისევ გავაგრძელებთ და ექვს ჰუმანიტარულ დერეფანს გავხსნით. ვლოცულობთ, რომ მოვახერხოთ ადამიანების გამოყვანა მარიუპოლიდანაც. ყველაფერს ვიზამთ, რომ ადამიანებმა ჩვენი მზრუნველობა იგრძნონ.

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევჩენკოს პრემია გადავცეთ იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ეროვნული კულტურის გაძლიერებაში. იმედი მაქვს, როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, ჩვენს კულტურასაც ყურადღება მიექცევა. მას უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ბრძანებას ხელი უკვე მოვაწერე და ლაურიატები ჩვენი ომში გამარჯვების შემდეგ დასახელდებიან.

დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.

10.03.2022 01:58 ჩერნიგოვის მახლობლად დამპყრობლებმა ფეხით მოსიარულეებს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

ჩერნიგოვის მახლობლად დამპყრობლებმა მოსიარულეებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა დაუდასტურა სუსპილის ინფორმაცია ჩერნიგოვის მახლობლად ადამიანების დაბომბვის შესახებ.

ცნობილია, რომ ხალხი ფეხით იმყოფებოდა და სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ოთხი კაცი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. 

დაშავებულები კულიკოვოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

10.03.2022 01:31 მხოლოდ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაასრულებს ამ ომს - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ იქნება შესაძლებელი ომის დასრულება, - ამის შესახებ Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„აქ კითხვა არ არის, მე რისი მიცემა შემიძლია. ყველა მოლაპარაკებაზე ჩემი მიზანია რუსეთთან ომის დასრულება. ასევე მზად ვარ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. კომპრომისი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს კომპრომისების სურვილი - ამიტომაც ჰქვია კომპრომისი. ეს ერთადერთი გზაა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. ჩვენ ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა. მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეიძლება დავასრულოთ ეს ომი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის,  ამ დრომდე პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა.

10.03.2022 01:20 რუსებმა ნიკოლაევის დაბომბვა „რადისა“ და „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით დაიწყეს

საღამოს, რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოლაევის დაბომბვა „რადისა“ და „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის მერის, ალექსანდრე სიენკევიჩის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სროლა ხდება „გრადისა“ და „ურაგანის“ სისტემებით. ისინი ან ამოწმებენ ჩვენს საგუშაგოებს, ან ემზადებიან თავდასხმისთვის. ვფიქრობ, დაბომბვა ღამითაც გაგრძელდება. ამიტომ ფრთხილად იყავით“, - წერს მერი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერი, ასევე, იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალებს, რომლებიც აკრძალულია მთელ მსოფლიოში.

რუსი ოკუპანტები ნიკოლაევის დაბომბვას იწყებენ ნიკოლაევში საღამოს 19 საათიდან განგაშია გამოცხადებული.

10.03.2022 01:09 ავიაიერიში კიევის ოლქზე - დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი

კიევის ოლქის სოფელ პისკივკაში რუსეთის ჯარებმა საჰაერო იერიში მიიტანეს საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„რუსულმა ავიაციამ ბუჩას რაიონის სოფელ პავიაიერიშიისკვიკას დაარტყა... დაიღუპა 20 წლის გოგონა, დაშავდა ორი ადამიანი, დაინგრა 9 სახლი“, - აცხადებენ ეროვნულ პოლიციაში.

09.03.2022 23:26 „დამპყრობლები პანიკაში არიან“ - დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომთან დაკავშირებით ტაქტიკა შეცვალა და რუსები პანიკაში არიან. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

დანილოვმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსებმა 8 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც მათი არსებული ტაქტიკით უკმაყოფილებასა და ახალ სტრატეგიაზე მიუთითებს. მისი თქმით, ახლა რუსმა პროპაგანდისტებმაც კი შეცვალეს რიტორიკა უკრაინის მიმართ.

 „დღეს ჩვენ ნათლად გვესმის, რა გეგმები აქვს ახლა მტერს. ომის დაწყებიდან ტაქტიკა ცოტა შეცვალეს, რისი გაკეთებაც სურდათ 2-3 დღეში არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ.

მეტიც, ახლა სხვა ტაქტიკაზე გადავიდიდნენ, მათი ხელმძღვანელობა შეიცვალა. 8-მდე გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან მათ დავალება არ შეასრულეს. ახლა დანიშნეს ახლები. ჩვენ ნათლად გვესმის, რა ხდება რუსეთის ფედერაციაში. მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი პანიკაში არიან“, - განაცხადა დანილოვმა.

09.03.2022 23:13 „თუ პუტინს არ გავაჩერებთ, სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ“ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„პუტინს უკრაინაში თუ არ გავაჩერებთ, ეს იქნება მესიჯი, რომ სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ“, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, პუტინის შეჭრა ისეთი წარმატებული ვერ აღმოჩნდა, როგორსაც ის (პუტინი) ელოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა ამ ყველაფერმა დიდი ტანჯვა და ტკივილი მოუტანა უკრაინელებს.

„მამაცმა უკრაინელმა ხალხმა სიურპრიზი გაუკეთა პუტინს თავისი სიმტკიცით. პუტინი უნდა დამარცხდეს. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ აგრესორი იგებს მხოლოდ ერთ რამეს, ეს არის ძალა. ვიცით, რომ თუ არ გავაკეთებთ საკმარისს ახლა, მსოფლიოს მასშტაბით სხვა აგრესორები გათამამდებიან. ვიცით, რომ თუ პუტინი არ იქნება გაჩერებული უკრაინაში, ამას საშინელი შედეგები ექნება ევროპისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ.

ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო მკაცრი და უფრო სწრაფი. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სანქციები, რაც მოიცავს SWIFT-დან სრულ ჩახსნას და დიდი შვიდეულის მიერ რუსული ნავთობის და გაზის მოხმარების შეწყვეტას. ჩვენ დავასრულებთ ავტორიტარულ რეჟიმებზე სტრატეგიულ დამოკიდებულებას ენერგეტიკის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების გათვალისწინებით. არ უნდა დავისვენოთ, ვიდრე პუტინი უკრაინაში არ დამარცხდება და ვიდრე ქვეყნის სუვერენიტეტი არ აღდგება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

09.03.2022 22:27 „თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ბრძოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიგებთ ომს“ - ბლინკენი რუსეთს მიმართავს

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი მარცხდება და რუსეთი სტრატეგიულ დამარცხებას განიცდის“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„როგორც უკვე ვთქვით, თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ბრძოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიგებთ ომს - პირიქით. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ქალაქი, მაგრამ ვერ აითვისოთ მისი ხალხის გული და გონება და უკრაინელები ყოველ დღე, ამ ყველაფრის დემონსტრირებას ახერხებენ“, - თქვა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე თავის ბრიტანელ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრუსთან ერთად.

„მისი {პუტინის} მიზანია მარიონეტული რეჟიმის დაწესება არსებული ხელისუფლების შეცვლით და მისი სურვილისამებრ სხვისი დაყენებით, ვფიქრობ, უკრაინელი ხალხის პასუხიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი არასოდეს მიიღებენ ამას და თუ ის შეეცდება აღასრულოს ასეთი მარიონეტული რეჟიმი უკრაინაში რუსული ძალების შენარჩუნებით, ეს იქნება ხანგრძლივი, სისხლიანი, გაჭიანურებული არეულობა, რომელშიც რუსეთი გააგრძელებს მძიმე ტანჯვას“, - დასძინა მან.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს მთავარი გეგმები ჩაეშალა.

09.03.2022 21:39 შეაჩერეთ მკვლელობები! ამის ძალა გაქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ - ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას

„საერთაშორისო საზოგადოება მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე პასუხისმგებელი იქნება, თუ უკრაინის თავზე არასაფრენ ზონას არ გამოაცხადებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე ავიაიერიშის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთი რაკეტებს, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს იყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მსოფლიოს ჰუმანიტარული მოვალეობაა რეაგირება მოახდინოს. დაუყოვნებლივ დახურეთ ცა! შეაჩერეთ მკვლელობები დაუყოვნებლივ! ამის ძალა გაქვთ, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

09.03.2022 19:59 🎥 რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს (ვიდეო)

მარიუპოლის საკრებულომ TELEGRAM არხზე გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია მარიუპოლის დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფო. რუსმა სამხედროებმა ადგილზე რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს. 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული ქალების შესახებ.

„ნგრევა კოლოსალურია. სამედიცინო დაწესებულების შენობა, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები მკურნალობდნენ, მთლიანად დანგრეულია. დაზარალებული ბავშვების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ! არასოდეს ვაპატიებთ ამ ნაძირალებს!“ - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

09.03.2022 18:47 გერმანია უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ მიაწვდის

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას არ მიაწვდის საბრძოლო თვითმფრინავებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS წერს.

შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარე უკრაინას უწევს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე, თავდაცვითი იარაღით ეხმარება.

„ჩვენ კარგად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ და ეს, რა თქმა უნდა, არ მოიცავს საბრძოლო თვითმფრინავებს,” - განაცხადა შოლცმა.

შოლცმა, ასევე, დასძინა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გადაწყვეტა დიპლომატიური უნდა იყოს.

„ყველასთვის ნათელია, რომ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტას აზრი არ აქვს, ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური გადაწყვეტა და ამისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ ერთობლივ ძალისხმევას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

09.03.2022 16:53 48 საათი რადიაციის გაჟონვამდე - კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო დანაყოფების დაშვება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რათა ელექტროენერგიის აღდგენა მოხერხდეს. კულება ამ თემაზე საკუთარ TWITTER-ზე წერს.

„სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს.

შემდეგ გაითიშება დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს მაქსიმალურად გაზრდის.

რუსეთის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინმა ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს“, - წერს კულება.

 

09.03.2022 16:16 მტრის ძალები გადაჯგუფებულია და კიევის აღების გეგმაზე მუშაობს - უკრაინის გენშტაბი

„უკრაინაში ომის მე-14 დღეს აგრესორი მხარის ჯარების წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა მიმდინარეობს ძალების გადაჯგუფება და ახალ გეგმაზე მუშაობა კიევის ასაღებად“, - აღნიშნულს უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. 

„მტრის ძალების გადაჯგუფებულია. ემზადება კიევის აღების მორიგი მცდელობისთვის. სოფელ ფასტოვის მიმართულებით წარუმატებელი შეტევის შემდეგ, მტერი ცდილობს განაახლოს შეტევითი ოპერაციები. მტერი ასევე აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ქალაქების სუმის, ხარკოვის, მარიუპოლის და  ნიკოლაევის აღებაზე. 

ასევე მიმდინარეობს მტრის რეზერვების ფორმირება მუდმივი განლაგების პუნქტებზე მათი შემდგომი გადაყვანისთვის ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ გარკვეულ რაიონებში. ხერსონში , სადაც მოსახლეობა უდიდეს წინააღმდეგობას უწევს, ოკუპანტები ადმინისტრაციულ - პოლიციური რეჟიმის შემოღებას ცდილობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

09.03.2022 15:56 კრემლი უკრაინის მიერ უცხოური აეროდრომების გამოყენებას საშიშად მიიჩნევს - პესკოვი

უკრაინის მიერ სხვა ქვეყნებში სამხედრო აეროდრომების გამოყენების შესაძლებლობა არასასურველი და პოტენციურად საშიში სცენარია - ამის შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს. 

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან უკვე გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია უკრაინამ გამოიყენოს სხვა აეროდრომები საბრძოლო თვითმფრინავებისთვის. ეს არის ძალიან არასასურველი და პოტენციურად სახიფათო სცენარი“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ეს განცხადება, პოლონეთის მიერ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების მიგ-29-ის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით გააკეთა.

09.03.2022 15:24 „პრეზიდენტი ზელენსკი მკვლელობის მცდელობის 10-ზე მეტ შემთხვევას გადაურჩა“ - მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის 10-ზე მეტ მცდელობას გადაურჩა. ამის შესახებ pravda.com წერს.

„ჩვენი უცხოელი პარტნიორები საუბრობენ ორ-სამ მცდელობაზე. მე ვფიქრობ, რომ იყო ათზე მეტი ასეთი მცდელობა. იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ არიან დივერსანტები, რომლებსაც სურთ, შევიდნენ სამთავრობო კვარტალში და ა.შ. ჩვენ გვაქვს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ძალიან მძლავრი ქსელი - ისინი ყველაფერს თვალყურს ადევნებენ და ყველა ამ დივერსანტის ლიკვიდაცია ხდება. ჩვენ ვიცით ყველა გეგმა და ჩვენი კონტრდაზვერვა მუშაობს მათზე“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა, ასევე, დასძინა, რომ რისკები ისევ არსებობს, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით ბევრ საკითხზე საუბარი არ შეუძლია. 

09.03.2022 15:09 მტერს თავისივე იარაღით დავამარცხებთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა არმიამ საბრძოლო აღჭურვილობა მტრის მიერ დატოვებული სამხედრო ტექნიკითა და აღჭურვილობით ბოლომდე შეავსო. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

„ჩვენმა სამხედროებმა არსენალის შევსება ბრძოლის ველზე მიღებული ტროფეის წყალობით შეძლეს. მტრის ტანკები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა ახლა იმუშავებს ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ არის მტრისთვის დამამცირებელი?“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერს თავისივე იარაღით დაამარცხებს. 

„სულ უფრო მეტი მტრის ჯარისკაცი და მეთაური უსვამს საკუთარ თავს ძალიან მარტივ კითხვას: რატომ გაგზავნეს ისინი ამ უცხო მიწაზე, ამ ომში? მათ პასუხი არ აქვთ, ჩვენ გვაქვს - ისინი სიკვდილისთვის გამოგზავნეს“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

09.03.2022 14:49 კიევის ოლქში, ევაკუაციის დროს, რუსმა სამხედროებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

კიევის ოლქში მდებარე სოფელ დემიდოვში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიცია იუწყება

თავდასხმის დროს ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„უფროსი სერჟანტი ოლექსი პონომარენკო გმირულად დაიღუპა კიევის ოლქში. ჩვენ ვამაყობთ პოლიციელის სიმამაცითა და თავგანწირვით. თანამებრძოლების სიკვდილიც კი არ შეგვაჩერებს. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მსახურებასა და დაცვას“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში. 

დემიდოვიდან 100 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 30 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა.

09.03.2022 14:35 „ტყვეობისა და სიკვდილის გარდა აქ არაფერი გელოდებათ“ - ზელენსკიმ რუს სამხედროებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსს სამხედროებს მიმართა და მათ უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. მიმართვისას პრეზიდენტმა რუსულ ენაზე ისაუბრა.

„რუსო ჯარისკაცებო! თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ გადარჩენის შანსი.

ჩვენი წინააღმდეგობის თითქმის ორმა კვირამ აჩვენა, რომ ჩვენ არ დავთმობთ, ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და დაღუპული ხალხისა და მოკლული ბავშვებისთვის პასუხს არ მოვითხოვთ.

თქვენ კვლავ შეგიძლიათ გადარჩენა, თუ უბრალოდ წახვალთ.

არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, როცა გეუბნებიან, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ გაქვთ შანსი.

ტყვეობისა და სიკვდილის გარდა აქ არაფერი გელოდებათ. ჩვენს მოქალაქეებს თქვენი სიცოცხლის სანაცვლოდ ხოცავთ.

ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ცივილიზებულ სამყაროში. დატოვეთ ჩვენი სახლები და თქვენსაში დაბრუნდით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

09.03.2022 14:02 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს საავიაციო სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთს საავიაციო სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტის მიხედვით, ქვეყანას აქვს უფლება დააკავოს ნებისმიერი რუსული თვითმფრინავი და აკრძალოს საავიაციო ან კოსმოსური საქონლის რუსეთში ექსპორტი. სანქციების შედეგად, ბრიტანეთმა უკვე დააკავა 1 რუსული თვითმფრინავი. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა ახალი საავიაციო სანქციების პაკეტი, რაც ქვეყანას უფლებას აძლევს დააკავოს ნებისმიერი რუსული თვითმფრინავი და აკრძალოს საავიაციო ან კოსმოსური საქონლის რუსეთში ექსპორტი.

დიდი ბრიტანეთი ასევე გაამკაცრებს რუსულ თვითმფრინავებზე წვდომის აკრძალვას - ამჯერად ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

აკრძალვა ვრცელდება ნებისმიერ საჰაერო ხომალდზე, რომელსაც ფლობს, რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი ან არაავტორიზებული ფიზიკური, ან იურიდიული პირი და იძლევა უფლებას დააკავოს ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის რუსეთთან ასოცირებულ პირებს. 

„ბრიტანეთში რუსეთის თვითმფრინავების აკრძალვა და მათი ქვეყანაში ყოფნის სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარება უფრო მეტე ეკონომიკურ ზეწოლა იქნება რუსეთისა და კრემლთან დაახლოებული პირებისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

ახალი ზომები ასევე ხელს შეუშლის ექსპორტს ავიაციისა და კოსმოსური განვითარების სფეროში, მათ შორის დაზღვევის საკითხებში.

ახალი სანქციების გათვალისწინებით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ 1 რუსული თვითმფრინავი უკვე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა გაავრცელა. მისი თქმით, თვითმფრინავის მფლობელთან დაკავშირებული გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

„ერთ-ერთი ასეთი თვითმფრინავი უკვე ფარნბოროს აეროპორტშია, ის დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას“, - განაცხადა შაპსმა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს კანონები, რომლებიც ამის საშუალებას იძლევა“, - დასძინა მინისტრმა.

09.03.2022 13:12 „გაახილეთ თვალები, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ“ - დმიტრო კულება გერმანიას მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა გერმანიას მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას. კულებამ, ასევე, მკაცრად გააკრიტიკა გერმანია რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების შეფერხების გამო. ამის შესახებ pravda.com წერს.

„უკრაინას დახმარება სჭირდება. მოგვეცით მეტი იარაღი, რათა დავიცვათ თავი. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ჩვენი ცა. დაგვეხმარეთ, მოგვაწოდოთ საბრძოლო თვითმფრინავები, მოგვაწოდოთ უფრო სერიოზული ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. დააწესეთ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი სანქციები“, - განაცხადა კულებამ.

კულებამ, ასევე, აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე უკრაინამ მოითხოვა პრევენციული სანქციები და მოუწოდა არ აეშენებინათ Nord Stream 2.

„ჩვენ ვითხოვეთ იარაღი და საპასუხოდ მოვისმინეთ ისტორიები „ისტორიული პასუხისმგებლობის“ შესახებ, რომელიც რატომღაც ვრცელდებოდა რუსებზე, მაგრამ არა უკრაინელებზე. ჩვენ ვთხოვეთ, არ აეშენებინათ Nord Stream 2. მაგრამ თქვეს, რომ ეს იყო „წმინდა კომერციული პროექტი“. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ პუტინი არის ისეთი მასშტაბის ბოროტება, რომელიც მსოფლიოს არ უნახავს 80 წლის განმავლობაში. ჩვენ ვთხოვეთ, არ განმეორებულიყო წარსულის შეცდომები და შეჩერებულიყო. თქვენ არ დაგვიჯერეთ და დაჟინებით მოითხოვეთ პუტინთან დიალოგი“, - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მუდმივი საზოგადოებრივი ზეწოლა რუსეთზე პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, ომის დანაშაულების შეჩერების და მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად ჰუმანიტარული დერეფნების დაშვების მოთხოვნა.

„გთხოვთ, გაახილეთ თვალები. რა თქმა უნდა, ჰიტლერი უნიკალური ბოროტება იყო. მაგრამ უკრაინას და ევროპას არ უნახავს ისეთი მასშტაბის სიძულვილი, ნგრევა და მწუხარება, რომელსაც პუტინი უკვე 1940-იანი წლებიდან გვაყენებს“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის გენერალურმა პროკურორმა პიტერ ფრანკმა დაიწყო გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დანაშაულებებზე.

09.03.2022 13:10 „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია უკიდურესად საშიშია, რადგან არავინ იცის, იქ რა ხდება“ - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ატომურმა სააგენტომ ჩერნობილის მონიტორინგის სისტემებთან კავშირი დაკარგა

მისივე თქმით, ახლა არავინ იცის, თუ რა ვითარებაა ატომურ ელექტროსადგურზე. 

„ატომურმა სააგენტომ მოულოდნელად დაკარგა კავშირი ჩერნობილის მონიტორინგის სისტემებთან. ასე რომ, ახლა არავინ იცის, რა ხდება ჩერნობილში, ვინ რას აკეთებს და რა ემუქრება რეგიონს. სიტუაცია უკიდურესად საშიშია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებიდან დისტანციური კავშირი დაკარგა.

გარდა ამისა, ატომურ ელექტროსადგურში დასაქმებული დაახლოებით 210 პირი რუსების ტყვეობაშია, მათი როტაცია კი არ ხდება. პერსონალი იქ ბოლო 13 დღის განმავლობაში იმყოფება და შეზღუდული წვდომა აქვს საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავეს

09.03.2022 12:02 მთვრალმა რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა სოფლის მაღაზია გაძარცვეს და ალკოჰოლი მოიპარეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა კი მოსახლეობის მისამართით ისროლეს. 

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სოფელში შეშინებულები არიან, ახლა ძირითადად სარდაფებში იმალებიან.

09.03.2022 11:40 წარუმატებლობის მიუხედავად, პუტინი აპირებს, რომ ესკალაცია გაზარდოს - აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ლიდერების აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სამხედრო წარუმატებლობისა და სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, შესაძლოა, უკრაინაში ესკალაცია გაზარდოს

„ჩვენი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პუტინი შეჩერდეს. მას შეუძლია, უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნით ზეწოლა და ძალისხმევა გააორმაგოს“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა. 

მისივე თქმით, ასეთი მაღალი დაძაბულობის პირობებში ყოველთვის არსებობს „უნებლიე ესკალაციის“ შესაძლებლობა. 

CIA-ის (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ პუტინი ახლა გაბრაზებული და ნაწყენია.

„ვფიქრობ, ის ალბათ გააორმაგებს ფსონებს და შეეცდება, რომ უკრაინის არმია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე ყურადღების მიქცევის გარეშე გაანადგუროს“, - აღნიშნა ბერნსმა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, უფრო საშიში გახდება. 

„პოლიტიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ წნეხში მყოფი პუტინი უფრო საშიში ხდება. მას სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ესკალაცია მოახდინოს, დასავლეთმა უნდა მოძებნოს გზა, რომ ევროპა გადარჩეს“ - აცხადებს ექსპერტი ლორი გარეტი.

09.03.2022 11:09 12 000-ზე მეტი განადგურებული სამხედრო, 1070 ჯავშანტექნიკა, 317 ტანკი - უკრაინის გენშტაბის უახლესი ცნობები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 9 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე). 


❗ რუსი სამხედრო - 12 ათასზე მეტი ადამიანი
❗ ტანკი - 317
❗ ჯავშანტექნიკა - 1070
❗ საარტილერიო სისტემები -120
❗ MLRS - 56
❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 28
❗ თვითმფრინავი - 49
❗ ვერტმფრენები - 81
❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 482
❗ გემები/ნავები - 3
❗ საწვავის ავზი - 60
❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 7

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

09.03.2022 11:02 ხარკოვში 93-ე მოტორიზებული ბრიგადის სამხედროებმა რუსული ტექნიკის კოლონა დაამარცხეს

ხარკოვის რეგიონში 93-ე მოტორიზებული ბრიგადის სამხედროებმა რუსული ტექნიკის კოლონა დაამარცხეს. ოთხი ტექნიკა განადგურდა, დანარჩენი სამი კი თხრილში ჩავარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს. 

სამხედროების თქმით, რუსების ნაწილი გაიქცა, მაგრამ ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიჭირა.

„კოლონა იყო, დაელოდნენ, შეიმუშავეს, აი შედეგი“, - ამბობს მებრძოლი. 

მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიკოლაევის რეგიონში დამპყრობელთა ჯგუფის დაკავება შეძლეს როგორც სტატიაში ვკითხულობთ, „მსოფლიოში მეორე არმიის“ ჯარისკაცები უკრაინელი დამცველების თანხლებით აწეული ხელებით დადიოდნენ. ყველა პატიმარი დუმს, როცა ეკითხებიან უკრაინაში ჩასვლის მიზნის შესახებ. დამპყრობელთა ეს ჯგუფი, რომელიც დაახლოებით 10 ადამიანს შეადგენდა, ტყვედ ჩავარდა ქალაქ სნიგირევკაში.

09.03.2022 10:23 უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 474 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 861 დაშავდა – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან 474 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სტატისტიკური  მონაცემებით, დაშავებულია 861 ადამიანი. გაეროს თქმით, რეალური დანაკარგები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.

„რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ბევრი ცნობა იმ ადგილებიდან, სადაც ასეთი ინციდენტები ხდება, კვლავ საჭიროებს დამატებით დადასტურებას, ხოლო ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ბრძოლა გრძელდება, დაგვიანებულია“, - ვკითხულობთ გაეროს განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გარდაცვალების მიზეზი დაბომბვა და სარაკეტო დარტყმები იყო.

„სამოქალაქო დაღუპვისა და დაშავების უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით დიდი მოქმედების ფართობით, მათ შორის, მძიმე არტილერიისგან დაბომბვისგან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“ - ვკითხულობთ განცხადებაში. 

09.03.2022 09:36 „უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყნის გარშემო მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ ჯარში, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უზარმაზარი დანაკარგის გამო, პანიკაა. 

„თავდაცვის ძალების ჯგუფი აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას განსაზღვრულ ოპერატიულ ზონებში:

ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით საომარი მოქმედებები გრძელდება პოლისიისა და ვოლინის ოლქებში, ასევე უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და ნიჟინში, ივანიციაში, ტროსტიანეცის დასახლებებში, აგრეთვე გრძელდება ჩერნიგოვის დაცვა.

ქალაქ კიევის ძალებისა და თავდაცვის საშუალებების დაჯგუფება იგერიებს მტრის შეტევას, აყენებს ზიანს მის ჯგუფს და მტკიცედ იცავს გარკვეულ საზღვრებს.

სამხრეთის მიმართულებით, თავდაცვის ძალების ოპერატიული ჯგუფები ფარავს უკრაინის სახელმწიფო საზღვარსა და ზღვის სანაპიროს, იცავს აეროდრომებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

საჰაერო ძალები იგერიებს სარაკეტო შეტევებს და ანადგურებს მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს.

არსებული ინფორმაციით, მრავალი მსხვერპლის გამო, სამხედროებში პანიკა შეინიშნება. მტერი აგრძელებს ფარულ მობილიზაციას ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოდარის მხარეში და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონში. 

რუსი დამპყრობლები არ გამორიცხავენ უკრაინასთან ომში არაღიარებული დნესტრისპირეთ-მოლდოვის რესპუბლიკის 800-მდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას, მაგრამ ამ პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ დაბალია. 

ბერდიანსკში მტერმა დაიწყო პროპაგანდისტული მასალების გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას.

ჩერნიგოვის რეგიონის დასახლებებში, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული რუსული ჯარების მიერ, მტერი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, აგრძელებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დამალვას საცხოვრებელი ადგილების ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების შენობებში, იყენებს სამედიცინო დაწესებულებების ქსელს დაჭრილი პერსონალის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. 

გარდა ამისა, ხერსონის რაიონში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროები სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული მიკოლაივისკენ მიიწევენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

09.03.2022 07:41 41 დაღუპული და 76 დაშავებული ბავშვი - 13 დღე ომის დაწყებიდან

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის დაწყებიდან 41 ბავშვი დაიღუპა და 76 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

დონეცკის ოლქში კიდევ 4 დაჭრილი სამოქალაქო პირის შესახებ გახდა ცნობილი, მათ შორის 14 წლის ბიჭის. მარიუპოლს. რუსეთის არმიის შეტევის დროს თავს დაესხა დერგაჩოვის N3 ლიცეუმს და ქალაქის საცხოვრებელ ბლოკებს. სულ მცირე სამი დაიღუპა და 15 დაშავდა, მათ შორის 4 წლის ბავშვი.

დენისოვა აცხადებს, რომ გასულ დღეებში, ხარკოვში რუსული არმია 30 საშუალო სკოლას, 27 საბავშვო ბაღს, 5 უმაღლესი განათლების დაწესებულებას და ბავშვთა პანსიონატებს დაესხა თავს.

დენისოვას თქმით, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი მარიუპოლსა და ვოლნოვახაში. მისი ინფორმაციით, ამ ქალაქებთან წვდომა რუსული ჯარების ალყის გამო შეუძლებელია.

უკრაინის სახალხო დამცველი ნატოს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს. 

„რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები ჰააგის და ჟენევის კონვენციების პირდაპირი დარღვევაა. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის ფედერაციაზე სამხედრო თავდასხმის შესაჩერებლად.

დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნებისგან - დახურეთ ცა!!“, - წერს ლუდმილა დენისოვა. 

09.03.2022 06:02 უახლოეს დღეებში რუსეთი უკრაინის ომში წარმატებას არ უნდა ელოდეს - CNN

მიუხედავად ყველა ძალის გამოყენებისა, რომელიც კონცენტრირებული იყო უკრაინაში და მის გარშემო, რუსეთი ჯერ კიდევ ძალიან მცირე პროგრესს აღწევს. ნატოს მიაჩნია, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინის ოკუპაციაში წარმატებას ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ CNN-ს ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ მინიმალურ ცვლილებას. პირველად, ჩვენ არ ველით, რომ ისინი მიაღწევენ რაიმე წარმატებას მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში

არავის ეგონა, რომ ამ უბრალო პრობლემების წინაშე დადგებოდნენ. ორი კვირის შემდეგ მათ ლოგისტიკური პრობლემების მოგვარება ვერ შეძლეს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„მთელი ჯავშნით ისინი ბევრად უფრო სწრაფად უნდა მოძრაობდნენ“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ სტრატეგიის შეცვლას საკვანძო ურბანული ცენტრების მიმართ და ქალაქების ძლიერ დაბომბვას  „დიდი ეფექტი“ არ მოჰყოლია. 

09.03.2022 05:11 „უკრაინა ატრიალებს ისტორიის ბორბალს და პარტნიორები გვეხმარებიან“ - დმიტრო კულება

„ყოველი იარაღი, ყოველი სანქცია, ყოველი კომპანია, რომელიც რუსეთიდან გადის, არის გამარჯვების მოახლოება, არის გადარჩენილი სიცოცხლე, ბავშვობა შიშის გარეშე, არდანგრეული სახლი, საავადმყოფო, სკოლა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. 

„არაფერი ხდება მარტივად. ბევრი რთული მოლაპარაკება, კომბინაცია. არის ცალკეული პარტნიორების მცდელობა, შემოიფარგლონ ნახევარი გადაწყვეტილებებით ახალ სანქციებთან დაკავშირებით. ზოგიერთი ცდილობს, დროს ეთამაშოს. თუმცა ჩვენ არ ვანელებთ სვლას. ზოგჯერ პარტნიორები პრეზიდენტს, მე, ყველა ჩვენგანს სიხისტეში გვადანაშაულებენ. დიახ, ჩვენ ხისტები ვართ, ზოგჯერ უმოწყალოები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ცდილობს, ცოტა მოგვატყუოს“, - აცხადებს კულება.

კულებას თქმით, უკრაინისთვის მიწოდებული ყოველი იარაღი, დაწესებული  სანქცია არის გადარჩენილი სიცოცხლე.

„ჩვენ ასეთები ვართ, რადგან ყოველი იარაღი, ყოველი სანქცია, ყოველი კომპანია, რომელიც რუსეთიდან გადის, არის გამარჯვების მოახლოება, არის გადარჩენილი სიცოცხლე, ბავშვობა შიშის გარეშე, არდანგრეული სახლი, საავადმყოფო, სკოლა. უკრაინა ატრიალებს ისტორიის ბორბალს და პარტნიორები გვეხმარებიან“, - აღნიშნავს  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

09.03.2022 05:01 ნატოს თუ არ უნდა, ან ვერ ახერხებს უკრაინის თავზე ცის „დახურვას“, ჩვენ თვითონ დავხურავთ, იარაღი მოგვეცით - დანილოვი

„ნატოს თუ არ უნდა, ან ვერ ახერხებს უკრაინის თავზე ცის „დახურვას“, ჩვენ თვითონ დავხურავთ, იარაღი მოგვეცით“ - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი ალექსეი დანილოვი „ფეისბუკზე“ წერს. 

„მადლობელი ვართ თითოეული პარტნიორის, ვინც ხმა მიეცით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და თითოეული სიტყვისთვის ჩვენ მხარდასაჭერად.

მადლობას ვუხდით ჩვენს ბრიტანელ, კანადელ და ჰოლანდიელ მეგობრებს მათი ბოლო ინიციატივისთვის, უკრაინის მხარდამჭერთა საერთაშორისო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

მაგრამ სწორედ ახლა, ამ წუთს, ამ დღეს გვჭირდება რაც შეიძლება მეტი გადაუდებელი და პრაქტიკული დახმარება, რომლის უზრუნველყოფაც, უკრაინის გამარჯვება და დამარცხება დასავლეთზეა დამოკიდებული, უკრაინის ცის დაცვა, ამაზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა რუსეთი ჩვენი ბავშვების და ქალების, ჩვენი მშობლების და მოხუცების დახოცვას. ნატოს თუ არ უნდა, ან ვერ ახერხებს უკრაინის თავზე ცის „დახურვას“, ჩვენ თვითონ დავხურავთ, იარაღი მოგვეცით“, - წერს დანილოვი.

09.03.2022 05:01 ნატოს თუ არ უნდა, ან ვერ ახერხებს უკრაინის თავზე ცის „დახურვას“, ჩვენ თვითონ დავხურავთ, იარაღი მოგვეცით - დანილოვი

„ნატოს თუ არ უნდა, ან ვერ ახერხებს უკრაინის თავზე ცის „დახურვას“, ჩვენ თვითონ დავხურავთ, იარაღი მოგვეცით“ - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი ალექსეი დანილოვი „ფეისბუკზე“ წერს. 

„მადლობელი ვართ თითოეული პარტნიორის, ვინც ხმა მიეცით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და თითოეული სიტყვისთვის ჩვენ მხარდასაჭერად.

მადლობას ვუხდით ჩვენს ბრიტანელ, კანადელ და ჰოლანდიელ მეგობრებს მათი ბოლო ინიციატივისთვის, უკრაინის მხარდამჭერთა საერთაშორისო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

მაგრამ სწორედ ახლა, ამ წუთს, ამ დღეს გვჭირდება რაც შეიძლება მეტი გადაუდებელი და პრაქტიკული დახმარება, რომლის უზრუნველყოფაც, უკრაინის გამარჯვება და დამარცხება დასავლეთზეა დამოკიდებული, უკრაინის ცის დაცვა, ამაზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა რუსეთი ჩვენი ბავშვების და ქალების, ჩვენი მშობლების და მოხუცების დახოცვას. ნატოს თუ არ უნდა, ან ვერ ახერხებს უკრაინის თავზე ცის „დახურვას“, ჩვენ თვითონ დავხურავთ, იარაღი მოგვეცით“, - წერს დანილოვი.

09.03.2022 04:23 რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას გამოყენებული სამხედრო აქტივების 8%-10% დაკარგა - აშშ

აშშ-ის შეფასებით, უკრაინაში შეჭრისას გამოყენებული რუსული სამხედრო აქტივების 8%-დან 10%-მდე ახლა განადგურებულია ან უმოქმედოა, - ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკარგული აღჭურვილობა მოიცავს ტანკებს, თვითმფრინავებს, არტილერიას და სხვა სამხედრო აქტივებს.

აშშ-ის შეფასების, უკრაინელი სამხედროების მიერ დაკარგული საკუთარი აქტივების პროცენტული მაჩვენებელიც იგივეა, რაც რუსეთის.

09.03.2022 04:10 უკრაინას სურს მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან - დმიტრო კულება

უკრაინას სურს მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, რუსეთისგან, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა სახელმწიფოსგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმი. რადგან მასში წერია მხოლოდ ის, რომ უკრაინის საფრთხის შემთხვევაში, ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილეები გამართავენ კონსულტაციებს. ეს არაფერია. ეს არ იყო რეალური გარანტიები.

ამიტომ, ახლა, თუ გარანტიები მუშავდება, ეს უნდა იყოს რეალური მკაცრი გარანტიები და, ჩვენი აზრით, მათ უნდა მოაწერონ ხელი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, რუსეთმა და  ზოგიერთმა სხვა სახელმწიფომ“, - აცხადებს კულება. 

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს არასოდეს მიუცია უკრაინისთვის წევრობის პროგნოზირებადი პერსპექტივა.

„დაგვპირდნენ, რომ 2008 წელს გავხდებოდით წევრები და 2022 წლის მდგომარეობით ნატოს არც ერთი ნაბიჯი ამ გზაზე არ გადაუდგამს“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა პრეზიდენტისა და უკრაინული დიპლომატიის მთავარი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოება უახლოეს მომავალში.

09.03.2022 04:05 რუსები აწამებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალს - ენერგეტიკის მინისტრი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტები პროვოკაციას ამზადებენ, სადგურის თანამშრომლებს კი აწამებენ, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ განაცხადა.

„რუსების მიერ დატყვევებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს აწამებენ. უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, დამპყრობლებმა აიძულეს სადგურის ხელმძღვანელობა დაეწერათ მიმართვა, რომლის გამოყენებასაც პროპაგანდისტული მიზნებისთვის აპირებენ“, - განაცხადა გალუშჩენკომ.

გალუშჩენკოს თქმით, რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას სურს შექმნას კიდევ ერთი ყალბი ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა მის მოქალაქეებს და საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი დანაშაულების გასამართლებლად.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები უკვე 4 დღეა მძევლად არიან აყვანილი, სადგურში 500-მდე რუსი ჯარისკაცი და 50 ცალი მძიმე ტექნიკაა.

სადგურის თანამშრომლები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაღლილები არიან“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს მიიღონ ყველა ზომა ატომური ელექტროსადგურების ირგვლივ საომარი მოქმედებების აკრძალვის, საოკუპაციო ჯარების გაყვანის მიზნით მიტაცებული ატომური ობიექტებიდან,

„რუსების მიერ იარაღის გამოყენების გამო ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევა ევროპული მასშტაბის კატასტროფას გამოიწვევს. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება. თუ ეს მოხდება, ევროპელებს მოუწევთ საკუთარი სახლების კომფორტის შეცვლა რადიაციული თავშესაფრებით. ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ რუსეთის ბირთვული ტერორიზმი. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე, სანამ გვიან არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

09.03.2022 03:51 პუტინმა უკვე წააგო, ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ და თავად დაიწყებს მოლაპარაკებებს - ანტონ გერაშჩენკო

უკრაინამ და რუსეთმა უკვე გამართეს მოლაპარაკებების სამი რაუნდი. შედეგად, შეთანხმება მხოლოდ ჰუმანიტარულ დერეფნებზე იყო შესაძლებელი და ისიც მხოლოდ ქაღალდზე. რუსეთის ფედერაციის არმია ნაცისტებს დაემსგავსა, ამიტომ ის დაბომბავს ევაკუაციის და მშვიდობიანი მოსახლეობის მარშრუტებს. თუმცა, ძალიან მალე მოლაპარაკებები განსხვავებული იქნება, რადგან პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებს. ასე ფიქრობს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.

მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს სხვა არჩევანი უბრალოდ არ ექნება და მოლაპარაკებებზე წამოვა.

„პუტინი ფაშისტი და ნაცისტია, მან კარგად იცის, რომ სარდაფებში ხალხი გვყავს. მარიუპოლის გარდა, მძიმე მდგომარეობაა კიევის გარეუბანში. ხალხი იქ საშინელი სიკვდილით იღუპება წყლის, საკვების და მედიკამენტების გარეშე. ხარკოვი, სიტუაცია მეტ-ნაკლებად მშვიდია“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი მიიჩნევს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

„წინ ბრძოლაა, მაგრამ პუტინმა უკვე წააგო. რუსეთმა დაკარგა სუბიექტურობა. ჩვენ კიდევ ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ და თავად პუტინი დაიწყებს მოლაპარაკებებს. ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც, რომელიც ამდენი წელია პუტინის ხელშია“, - აღნიშნა გერაშჩენკომ.

09.03.2022 03:41 დახურეთ ცა! მოიხსენით თქვენი თეთრი ხელთათმანები, შემდეგში პუტინი შესაძლოა, თქვენთან მოვიდეს - უკრაინის პირველ​ი ლედი

უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც  უკრაინის ომზე ისაუბრა, ის  უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას ითხოვს.

„ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო ის, რაც ახლა ხდება. ჩემი ქვეყანა მშვიდი იყო, მეგაპოლისები, ქალაქები და სოფლები სავსე იყო ყოველდღიური ცხოვრების სიხარულით.

24 თებერვალს ვიღვიძებთ ომის დაწყების გამოცხადებით. ტანკებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი, თვითმფრინავები იკავებენ ჩვენს საჰაერო სივრცეს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ წაიკითხო მსხვერპლ ბავშვებზე. უკრაინას მშვიდობა სურს! და უკრაინა დაიცავს თავის საზღვრებს და თვითმყოფადობას და არასოდეს დაიკავებს კაპიტულაციას

ის, რაც გვჭირდება და რაზედაც მთელ მსოფლიოში ვსაუბრობთ – დახურეთ ცა! მოიხსენით თქვენი თეთრი ხელთათმანები, მაინც ვერ შეინარჩუნებთ ნეიტრალობას. რადგან შემდეგში პუტინი შესაძლოა, თქვენთან მოვიდეს. დახურეთ ცა, მიწაზე ჩვენ თავად გავუმკლავდებით“, - წერს ელენა ზელენსკა.

ელენას თქმით, კრემლის პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელები მათ, როგორც განმანთავისუფლებლებს, ყვავილებით შეეგებებოდნენ.

„უკრაინელებმა მათ მოლოტოვის კოქტეილებით მიულოცეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე.

უკრაინის პირველი ლედი წერს, რომ მისი ქვეყანა გაიმარჯვებს.

„ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და გვაქვს იარაღი, რომელსაც ერთიანობა ჰქვია, უკრაინისადმი სიყვარულში ერთიანობა“, - წერს ზელენსკა.

უკრაინის პირველი ლედი საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილ ბავშვებზე წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინის ზოგიერთ ქალაქში ოჯახები თავშესაფრებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გამოდიან, ხოლო ავადმყოფები, შშმ პირები ან ხანდაზმულები სასწრაფო დახმარებას ვერ იღებენ.

ზელენსკამ მსოფლიო მედიას მოუწოდა, არ გაჩუმდეს და უკრაინაში ომის შესახებ ისაუბროს. მან რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ საშინელ სიზმარს შეადარა.

„თუ არ შევაჩერებთ პუტინს, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი არ იქნება“ , - აღნიშნავს უკრაინის პირველი ლედი.

09.03.2022 03:16 რუსი ჯარისკაცები იქცევიან ისე, როგორც ტერორისტები და ლაჩრები , ისინი დღეს ევროპული ქვეყნის მოსახლეობას კლავენ - ალექსეი რეზნიკოვი

„კრემლი დემონსტრაციულად აწარმოებს ომს ჩემი ხალხის წინააღმდეგ. ეს ხდება ევროპის შუაგულში. რაკეტებს ასობით კილომეტრის სიშორიდან ისვრიან მშვიდობიანი ქალაქებისკენ. დღეს ესენი ჩვენი ქალაქებია, მაგრამ ხვალ, შეიძლება, რომელიმე თქვენგანის ქალაქიც იყოს“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. 

რეზნიკოვის თქმით, რუსი ჯარისკაცები  ევროპული ქვეყნის მოსახლეობას კლავენ.

„დღეს მივმართავ არა მხოლოდ თავისუფალი სამყაროს ლიდერებს, არამედ ხალხს მთელ მსოფლიოში: ორი კვირის წინ სამყარო შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ამას ჯერ ყველა ვერ აცნობიერებს. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. რვა წლის წინ, ყირიმსა და დონბასში, მათ თქვეს „ჩვენ აქ არ ვართ“. ახლა კრემლი დემონსტრაციულად აწარმოებს ომს ჩემი ხალხის წინააღმდეგ. ეს ხდება ევროპის შუაგულში. რაკეტებს ასობით კილომეტრის სიშორიდან ისვრიან მშვიდობიანი ქალაქებისკენ. დღეს ესენი ჩვენი ქალაქებია, მაგრამ ხვალ, შეიძლება, რომელიმე თქვენგანის ქალაქიც იყოს.

კრემლს არ აინტერესებს თქვენი მცდელობები, შედგეს კომუნიკაცია, მას არ ეხება გაერო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ან სხვა ინსტიტუტები, სადაც თქვენ კვლავ ცდილობთ ამ ქვეყნის წარმომადგენლობის შენარჩუნებას. რუსი ჯარისკაცები იქცევიან ისე, როგორც ტერორისტები და ლაჩრები იქცევიან. გაანადგურეს 200-ზე მეტი უკრაინული სკოლა, 34 საავადმყოფო, 1500-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი. რუსმა სამხედროებმა 38 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 70-ზე მეტი დაიჭრა. მთლიანობაში, დადასტურებულია, რომ მოკლულია 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 800-ზე მეტი. ეს მონაცემები ნამდვილად არასრულია. მტერმა ნამდვილი გენოციდი მოაწყო უკრაინის წინააღმდეგ.

რუსი დამპყრობლები ისვრიან ჰუმანიტარული დერეფნების მიმართულებით, რომლებითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გაქცევას ცდილობენ. ხოცავენ მათ, ვისაც გაშვებას დაჰპირდნენ. ეს არის ომის დანაშაულები. ეს უკრაინისთვის საშინელი მწუხარებაა. და მაინც, შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცები კლავენ ევროპული ქვეყნის მოსახლეობას“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

09.03.2022 03:01 საჰაერო თავდასხმა ჟიტომირის რეგიონში - დაღუპულია 5 ადამიანი (ფოტოები)

ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში ავიაიერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მალინში, ჟიტომირის რაიონში ქ. საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი “, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული ავიაციის დარტყმის შემდეგ ჟიტომირის რაიონში 6 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

09.03.2022 02:26 ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ომი - ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.

„ომი უნდა დასრულდეს და მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ, თუმცა ეს სამართლიანი და ადამიანის ინტერესებს მორგებული უნდა იყოს და არ უნდა ემსახურებოდეს მოძველებულ ამბიციებს. ჩვენი ხალხის ტანჯვისა და მკვლელობის იგნორირების უფლებას მსოფლიოში არავის მივცემთ“, - აცხადებს ზელენსკი. 

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსებს, რომლებიც უკრაინელებს ქუჩაში გამოსვლით და პროტესტით უჭერენ მხარს.

09.03.2022 02:06 ხარკოვის რეგიონში ავიაიერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი (ფოტოები)

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხარკოვის რაიონში მტრის საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2015 წელს დაბადებული ბავშვი. 

„ ჩუჰუივის რაიონის სოფელ დინეტში ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს საჰაერო დარტყმის დროს მოხვდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 1 ბავშვი 2015 წელს დაბადებული)“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 1 ადამიანიც გამოიყვანეს. 

09.03.2022 01:27 „კოკა-კოლა“ რუსეთში საქმიანობას აჩერებს

უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-13 დღეს, კოკა-კოლას კომპანია რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს, - ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

კომპანიამ განაცხადა, რომ ის აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და შეფასებას იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

„ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში არაკეთილსინდისიერი შეჭრის შედეგებს განიცდიან“. - აცხადებენ კომპანიაში. 

კომპანიის პორტფელი გაზიანი სასმელების სფეროში მოიცავს: Coca-Cola, Sprite და Fanta.

ცნობისთვის „კოკა-კოლა“ რუსეთის ბაზარზე 1979 წელს გამოჩნდა. კომპანიამ ქვეყანაში სულ მცირე 6.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.  ის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია  რუსეთში. მისი ბაზრიდან გასვლა კი  უარყოფითად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე.

09.03.2022 01:14 რუსეთის აგრესიის შედეგად ხარკოვის რეგიონში 170 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ეროვნული პოლიცია

რუსეთის აგრესიის შედეგად ხარკოვის რეგიონში 170 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ უკრაინის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის ცნობით, დაღუპულთა შორის 5 ბავშვია.

„08.03.22 მდგომარეობით ხარკოვსა და რეგიონში 170 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 5 ბავშვი იყო. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენ ამას არასოდეს გაპატიებთ“, - განაცხადა საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა სერგეი ბოლვინოვმა.

09.03.2022 01:04 უკრაინის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს მსოფლიოს მოსახლეობას წავიდნენ მიტინგებზე და მოითხოვონ უკრაინის ცის დახურვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოუწოდებს მსოფლიოს მოსახლეობას, წავიდნენ თავიანთი ქალაქების მოედნებზე და მოითხოვონ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვა, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„უკრაინელებო და ადამიანებო მთელი მსოფლიოდან, აუცილებელია უკრაინული ქალაქების დაბომბვის შეჩერება. რაკეტებისგან და ბომბებისგან იღუპებიან სამოქალაქო პირები, იღუპებიან ბავშვები. გამოდით ქალაქების მოედნებზე 9, 10, 11 მარტს. აუცილებელია უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა ან ჩვენი დახმარება, რომ ეს თავად გავაკეთოთ“, - წერს დენის შმიგალი.

08.03.2022 18:20 ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები, მედიკამენტები - იაპონიის დახმარება უკრაინას

უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერხი კორსუნსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი იარაღის შემოწირულების შესახებ. მან, ასევე, იაპონიის უპრეცედენტო მხარდაჭერაზე ისაუბრა. ამის შესახებ pravda.com წერს. 

„ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას უკრაინასა და იაპონიას შორის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის დამცავი იარაღის მიწოდების შესახებ. კერძოდ, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები, კარვები, ზამთრის ტანსაცმელი, მედიკამენტები... გენერატორები, კამერები და სხვადასხვა ხელსაწყო საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად“ - წერს კორსუნსკი სოციალურ ქსელში.

08.03.2022 17:46 კიევის რეგიონში უკრაინელებმა რუსების კიდევ ერთი კოლონა გაანადგურეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა რუსული ტექნიკის კოლონის ფოტოები, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

„ამჯერად, ჩვენ მივიღეთ მტრის მანქანების კოორდინატები "V" მარკირებით კიევის რეგიონში. ისინი შემოწმდა და გადაეცა სამხედროებს. შედეგი ფოტოზეა: ცეცხლოვანი „მისალმებები“ დამპყრობლებს. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მონიშნავენ საბრძოლო მანქანებს, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი  დავალება შესრულდება, აუცილებლად - ჩვენ მათ გავანადგურებთ“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. 

08.03.2022 17:10 ბელარუსის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსის შეიარაღებულ ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ამის შესახებ novyny.live იუწყება. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბელარუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან და მათ რუსეთის ფედერაციის მხარეს ბრძოლა არ სურთ. 

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბელარუსი ძალის ნაწილი გადაჯგუფებას აწარმოებს. ისინი ბრესტის, ალექსანდროვკის, და კიროვოს მიდამოებში იმყოფებიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ არსებობს რუსეთის მხარის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ბელარუსული ძალების ჩართვის ალბათობა. 

08.03.2022 17:12 „რამდენიმე დღეც და რუსეთის მსხვერპლი ავღანეთთან 10-წლიანი ომის დანაკარგებს გადაწონის“ - ალექსი რეზნიკოვი

„რამდენიმე დღეში რუსეთის მსხვერპლი ავღანეთთან 10-წლიანი ომის დანაკარგებს გადაწონის“, - ამის შესახებ unn.com უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

„11 დღეში უკრაინამ მთლიანად გაანადგურა მითი რუსეთის სამხედრო ძლიერების შესახებ. 11 დღეში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ეს უფრო მეტია ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, რომელიც 6 წელი გაგრძელდა. ორიოდე დღე და რუსეთის დანაკარგები, დაღუპულები და დაჭრილები გადაწონის ავღანეთში 10-წლიანი ომის დანაკარგებს“, - წერს რეზნიკოვი.

მინისტრის თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაანადგურეს რუსი ოკუპანტების 300 ტანკი, 1 000 ჯავშანმანქანა, 40-ზე მეტი თვითმფრინავი და თითქმის 70 ვერტმფრენი.

„რუსეთმა დაკარგა ასობით ელიტარული მედესანტე და სპეცრაზმის მებრძოლი. ისინი აშინებენ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ არა უკრაინას.ჩვენ მათ ვანადგურებთ, როგორც ყველა სხვა ტერორისტს, რომლებიც ჩვენს ქალაქებს რაკეტებს ესვრიან და რომლებიც ბავშვებს ესვრიან", - დასძინა რეზნიკოვმა.

08.03.2022 17:08 რუსები ქალაქის დათმობისთვის ხარკოვის მერის მოსყიდვას ცდილობენ

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქის უბრძოლველად დაკავების მიზნით მის მოსყიდვას ცდილობენ

რუსეთის ფედერაციის გზავნილში ნათქვამია, რომ ტერეხოვმა სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფამდე არ უნდა მიიყვანოს და ქალაქი რუსებს ჩააბაროს.

უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად, მას შესთავაზეს, რომ „ტელეგრამის“ ერთ-ერთ არხს დაკავშირებოდა, რაზედაც ხარკოვის მერმა ძალიან მარტივად უპასუხა - „Иди на х*й!“.

08.03.2022 16:15 ვინ ბომბავს უკრაინას - რუსი პილოტებისა და ნავიგატორების სია გასაჯაროვდა

ომის დამნაშავეების სია, რომლებიც მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობასა და ქალაქებზე სარაკეტო იარიშების მიტანაში მონაწილეობდნენ, საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. 

რუსი სამხედროების სია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა .

პილოტები

🔴 პოდპოლკოვნიკი გუბინ ბორის ვლადიმროვიჩი.

🔴 მაიორი რუნევი დიმიტრი ს.

🔴 მაიორი ნეჩაი სერგეი ა.

🔴 მაიორი კრასნოიარცევი ალექსანდრე ვასილიევიჩი (ჩამოაგდეს 5 მარტს, ტყვედ ჩავარდა)

🔴 მაიორი გაბიტოვი არტურ რ.

🔴 მაიორი ხიტროვი დენის სერგეევიჩი.

🔴 კაპიტანი გუბაიდულინი არტურ რ. (ჩამოაგდეს 28 თებერვალს, ევაკუირებული)

🔴 კაპიტანი სავენკო დენის.

🔴 კაპიტანი კლეშნინი ივანე.

🔴 კაპიტანი სტრიჟაკოვი ვიაჩესლავი.

ნავიგატორები

🔴 მაიორი ბორონა მაქსიმ მ. (ჩამოაგდეს 28 თებერვალს, ევაკუირებული)

🔴 მაიორი კრივოლაპოვი კონსტანტინე ვლადიმროვიჩი (ჩამოაგდეს 5 მარტს, გარდაიცვალა)

🔴 მაიორი გატაროვი რავილ რ.

🔴 კაპიტანი უსტიანცევი კონსტანტინე.

🔴 კაპიტანი ფახრაზიევი ვადიმ.

🔴 კაპიტანი კორეცკი სტანისლავი.

🔴 კაპიტანი პავლოვი ალექსანდრე.

🔴 კაპიტანი კურლენკოვი ანატოლი.

🔴 ლეიტენანტი ლუკინ ანტონი.

🔴 ლეიტენანტი კურსანინ ოლეგი.

მე-2 Zmap-ის ორგანიზაციულ-საკადრო შემადგენლობა (იდენტიფიცირებული პერსონალი)

🔴 პოლკის მეთაური - პოლკოვნიკი კარნაუხოვი დიმიტრი იურიევიჩი.

🔴 პოლკის მეთაურის მოადგილე - ლეიტენანტი პოლკოვნიკი სტრახოვი ალექსანდრე ვლადიმროვიჩი.

🔴 პოლკის მეთაურის მოადგილე საფრენოსნო მომზადებისთვის - ვაკანტური.

🔴 შტაბის უფროსი - ვაკანტური.

🔴 პოლკის მეთაურის მოადგილე სამხედრო-პოლიტიკურ სამუშაოებში - მაიორი კუკრაძე ბოგდან არსენიევიჩი.

 Su-34-ის 1-ლი ესკადრილია 

🔴 მეთაური - პოდპოლკოვნიკი გუბინ ბორის ვლადიმროვიჩი.

🔴 მეთაურის მოადგილე - პოლკოვნიკი კანიშჩევი ევგენი ნიკოლაევიჩი.

08.03.2022 15:38 🎥კიევში წასვლა და სპეცოპერაციაში მონაწილეობა - კადიროვი თავის ოცნებაზე საუბრობს

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის მრჩეველი უმარ დაუდოვი ტელეგრამის პირად გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც რამზან კადიროვი საუბრობს. ვიდეოში კადიროვი ამბობს, რომ ის ოცნებობს კიევში წასვლასა და სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ lenta.ru წერს. 

დაუდოვი ხაზს უსვამს, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობა ცდილობს, ყველაფერში მხარი დაუჭიროს თავის მებრძოლებს.

„ეს ვიდეო ერთ-ერთი ასეთი მომენტია. რამზან ახმატოვიჩმა ვიდეო ზარის დროს თქვა, რომ რესპუბლიკის ყველა მცხოვრები ლოცულობს ჩვენი ბიჭებისთვის... მან აღიარა, რომ კიდევ ერთი სანუკვარი ოცნება ჰქონდა - წასულიყო კიევში, რათა პირადად მიეღო მონაწილეობა სპეცოპერაციაში“, - წერს დაუდოვი კადიროვზე.

ცნობისთვის, მანამდე, კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში პრაქტიკულად არ ხვდებიან სასტიკ წინააღმდეგობას და განრიგის მიხედვით ატარებენ წმენდის ოპერაციას.

 

08.03.2022 15:01 რუსეთმა ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბალტიის ზღვაში აშშ-ის ორი საესკადრო ნაღმოსნის შესვლის შემდეგ რუსეთის ბალტიის ფლოტმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. 

 წვრთნების დროს ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, „ბასტიონის“ გამოცდა მოხდება.  „სამხედროებმა ბალტიის ფლოტის სარაკეტო კომპლექსის „ბასტიონის“ მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნები ჩაატარეს. გეგმის მიხედვით, მათ კალინინგრადის ოლქის სანაპირო უნდა დაეცვათ, როდესაც პირობითი მოწინააღმდეგის მხრიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე შეიქმნა“ - განაცხადეს სააგენტოს ბალტიის ზღვის ფლოტის პრესსამსახურში.

წვრთნებში ბალტიის ზღვის ფლოტი, სანაპირო დაცვა და 10 ერთეული ავტომობილი და სპეციალური ტექნიკა მონაწილეობდა. მანევრებში 100 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკულ საესკადრო ნაღმოსნებს აკვირდებიან, რომლებიც ბალტიის ზღვაში შევიდნენ. 

08.03.2022 14:25 „რუსეთი შეცდა რადგან ულტიმატუმების წამოყენება დაიწყო“ - პოდოლიაკი მოლაპარაკებებზე

„მოლაპარაკებები ადეკვატური არის მაშინ, როდესაც მხარეები სხედან მაგიდასთან, იცავენ თავიანთ ინტერესებს და გარკვეულ წინადადებებს განიხილავენ, თუმცა ამ საკითხში, რუსეთი თავიდანვე შეცდა, რადგან უკრაინას თავიდანვე ულტიმატუმები წამოუყენა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას 24TV.UA ავრცელებს.

„რაც უფრო მკაცრია მათგან ულტიმატუმები, მით უფრო ძლიერია ხალხის წინააღმდეგობა. მით უმეტეს, რომ უკრაინელების მობილიზება მიმდინარეობს. ჩვენ არ მივიღებთ არანაირ ულტიმატუმებს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ჩვენ უკან ათობით მილიონი უკრაინელი დგას,“ - აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური. არსებითი მოლაპარაკებები ხომ არ იღებს საბოლოო ტონს. რაც უფრო ადრე დათანხმდება კრემლი, მით უფრო ნაკლებად დაზარალდება ის.

08.03.2022 14:08 „რუსეთის მხრიდან უკრაინაზე წამოყენებული მოთხოვნების ზღვარი თანდათან ეცემა“ - ალექსეი არესტოვიჩი

„მსოფლიოს სამხედრო ისტორია კარგად ვიცი და არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როცა აგრესორ ქვეყანას ომის დაწყებიდან მეორე დღეს მოლაპარაკება წამოეწყოს“, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე წამოყენებული მძიმე მოთხოვნების ნელ-ნელა რბილდება. 

„რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებზე გაგზავნა გარკვეულწილად „დაბნეული რეპუტაციის“ მქონე ადამიანები, ხოლო უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ, კერძოდ, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. ამავდროულად რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოთხოვნების ზღვარი თანდათან ეცემა. მათ პირველად მოითხოვეს „უპირობო ჩაბარება“, „დენაზიფიკაცია“, რომელიც სადღაც გაქრა, ახლა კი ისინი საუბრობენ „დემილიტარიზაციაზე“, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრის მრავალი კოლონის განადგურებას, ასე რომ დემილიტარიზაციის მოთხოვნა არ მუშაობს“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

08.03.2022 14:01 „ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად, ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ოკუპაციისა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის  დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნას გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის. ეს არ არის ჩემზე, არამედ იმ ადამიანებზეა, ვინც მე ამირჩია. რაც შეეხება ნატოს, ამ საკითხზე დიდი ხანია გავცივდი, მას შემდეგ რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების“, - განაცხადა ზელენსკიმ.

08.03.2022 13:29 რუსებმა ირპენის მერს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ქალაქის დათმობა შესთავაზეს - რა პასუხი მიიღეს მათ

კიევის ოლქის ირპენის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა გუშინ, 17:58 საათზე, რუსებისგან მიიღო შეტყობინება ქალაქის დათმობის წინადადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

შეტყობინებაში დამპყრობლები მიანიშნებენ, რომ მათთან თანამშრომლობა მარკუშინს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება და ასევე, ფინანსური მდგომარეობა გაუუმჯობესდება. 

„ძვირფასო ალექსანდრე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადაარჩინოთ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაძლოა ფინანსური მდგომარეობაც. შეთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ პასუხი +. შეთავაზება მოქმედებს 24 საათის განმავლობაში“, - წერენ რუსები.

მარკუშინმა მათ - (მინუსი) გაუგზავნა და დაწერა:

„მიკვირს, რომ ამ მახინჯმა არსებებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს - ირპენი არ ნებდება, ირპენი არ იყიდება, ირპენი იბრძვის! მე კონტრ-საჯარო შეთავაზებას ვაძლევ ოკუპანტებს, დატოვონ ირპენის თემის ტერიტორია 24 საათში და გადაარჩინონ რამდენიმე ათასი რუსი წვევამდელი ჯარისკაცის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომლებსაც სახლში ელოდებათ დედა, და, ქალიშვილი, ბებია. დაბრუნდით რუსეთში და თქვენს გარეშეც მივულოცავთ ირპენის თემის ქალებს“ - დაწერა ქალაქის მერმა.

 

08.03.2022 12:55 პუტინმა შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებს შეუტიოს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეიძლება დაუპირისპირდეს ნატოს და შეუტიოს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუ მას უკრაინაში არ გააჩერებენ, ამიტომ ევროკავშირი ვალდებულია მხარი დაუჭიროს კიევს“, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკიმ POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, ეს {რუსული აგრესია} უკრაინაში არ შეჩერდება. ცხადია, პუტინი ახლა რაღაც აგრესიულ სამხედრო განწყობაზეა და, სამწუხაროდ, სავარაუდოა, რომ ეს აგრესია სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა ვალდის დომბროვსკიმ.

მისი აზრით, ბალტიისპირეთის ქვეყნები შესაძლოა დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ და რუსეთმა იერიში მათზე მიიტანოს.

„უბრალოდ შეხედეთ რუსეთის აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას და განცხადებებს, რომ რუსეთი მხარს უჭერს ბელორუსის ინტერესებს ბალტიის ზღვაზე გასასვლელში, ისევე როგორც ანტიბალტიისპირეთის რიტორიკის გაძლიერებას - ნებისმიერ შემთხვევაში, მან უკრაინაშიც ანტიუკრაინული რიტორიკით დაიწყო “, - დასძინა დომბროვსკისმა.

08.03.2022 12:51 „პუტინი არის გამოფიტული ძალა მსოფლიოში, ის და მისი არმია დასრულდა, მან ეს უნდა აღიაროს“ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა The Guardian-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ისაუბრა. მან პუტინს გამოფიტული ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ ის და მისი არმია დასრულდა. ამის შესახებ rbc-უკრაინა The Guardian-ზე დაყრდნობით წერს.

„რაც არ უნდა მოხდეს, პრეზიდენტი პუტინი არის გამოფიტული ძალა მსოფლიოში და ის დასრულდა, მისი არმია დასრულდა და მან ეს უნდა აღიაროს“, - განაცხადა უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანდა პუტინის წინააღმდეგ.

„ის არის ისეთ მდგომარეობაში, რომელიც დიდ ეკონომიკურ სირთულეებს მოუტანს თავის ხალხს“, - განაცხადა უოლესმა.

08.03.2022 12:48 „არასაფრენი ზონის გამოცხადება უკრაინას დააზარალებს“ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება უკრაინას დააზარალებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

უოლესმა აღნიშნა, რომ არც რუსული რაკეტები და არც არტილერია ფრენის აკრძალული ზონით არ დაზარალდება, ამავდროულად ეს შეაჩერებს უკრაინული თვითმფრინავების ფრენას. 

„თუ ჩვენ გვექნება აკრძალული ზონა, უკრაინის ცაზე ვერავინ ვერ იფრენს, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერება. ეს არის იმავე მიზნის მიღწევის კიდევ ერთი გზა“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. 

08.03.2022 12:14 „რაც უფრო მეტს ჭამს მხეცი, მით მეტი უნდა მას“ - ზელენსკი დასავლეთს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება და ომი მათზეც იმოქმედებს. ამის შესახებ RBC-უკრაინა ABC News-თან ინტერვიუში სახელმწიფო მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ შორს ვართ ამერიკიდან ან კანადიდან. არა, ჩვენ ვართ თავისუფლების ზონაში. როცა ირღვევა უფლებებისა და თავისუფლებების საზღვრები, მაშინ თქვენ უნდა დაგვიცვათ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველები. თქვენ კი მეორე იქნებით. იმიტომ, რომ რაც უფრო მეტს ჭამს მხეცი, მით უფრო მეტი სურს მას“ - განაცხადა ზელენსკიმ. 

08.03.2022 12:12 „რუსები, უკრაინის არმიის დარტყმის შიშით, სამხედრო ტექნიკას კერძო ეზოებში ათავსებენ“ - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

„ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსები, უკრაინის არმიის დარტყმის შიშით, სამხედრო ტექნიკას კერძო ეზოებში ათავსებენ“, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსები ამ ტაქტიკას, ძირითადად, კიევისა და სუმის რეგიონებში მიმართავენ და უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს „ფარად“ იყენებენ. 

„ჩვენი ინფორმაციით, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც რუსული ჯარებია თავმოყრილი, რუსული ტექნიკა სპეციალურად დგას ეზოებში, რადგან ესმით, რომ საკუთარ ხალხს არ ვესვრით. ჩვენი დიდი პრობლემა ისაა, რომ არ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება, რადგან რუსეთის ფედერაციის ტექნიკა კერძო ეზოებშია განლაგებული, ისინი ადამიანებს „ფარად“ იყენებენ“, - აღნიშნა დენისენკომ. 

08.03.2022 11:31 12 ათასი განადგურებული ოკუპანტი, 1036 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს

8 მარტის დილისთვის, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსული საოკუპაციო ჯარების ადამიანური ზარალი დაახლოებით 12 ათასზე მეტს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

რუსული არმიის დანაკარგები 👇

✔️ ტანკები - 303 ერთეული

✔️ ჯავშანტექნიკა - 1036 ერთეული

✔️ საარტილერიო სისტემები - 120

✔️ MLRS - 56

✔️ საჰაერო თავდაცვა - 27

✔️ თვითმფრინავი - 48

✔️ ვერტმფრენები - 80 ერთეული

✔️ მანქანები - 474

✔️ გემები/ნავები - 3 ერთეული

✔️ საწვავის ავზები - 60

„მონაცემები ზუსტდება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა. შეებრძოლეთ ოკუპანტს! ერთად გავიმარჯვებთ“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. 

08.03.2022 11:14 „პირადად შენ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლის ღვრა“ - იანუკოვიჩი ზელენსკის მიმართავს

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ ნებისმიერ ფასად შეწყვიტოს სისხლის ღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

"მე კარგად მესმის, რომ ბევრი "მრჩეველი" გყავს, მაგრამ პირადად შენ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლის ღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც შენგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში. უკრაინელი ხალხი და დასავლეთის პარტნიორები მადლობელი იქნებიან შენი“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში, რომლის ტექსტი რია ნოვოსტიმ მიიღო.

08.03.2022 10:43 ზელენსკი მსოფლიოს სხვადახხვა წერტილიდან უკრაინის სამშვიდობო ძალებს სახლში აბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინის სამშვიდობო ძალების გამოწვევის შესახებ. ამის თაობაზე 5.ua იუწყება. 

„მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილეობაა“ - წერია ამ დოკუმენტში.

08.03.2022 09:24 რუსი ოკუპანტების წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

„ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის რეგიონებში, რუსი დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ფართოდ არის დაფიქსირებული ძარცვის ფაქტები და ძალადობრივი ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. მათი წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად არის შეჩერებული“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება

„უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვითი ოპერაციის განხორციელებას სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ოპერაციულ ზონებში გარკვეული ხაზების გასწვრივ.

სევერსკის მიმართულებით გრძელდება ქალაქ ჩერნიგოვის გმირული თავდაცვა.

ქალაქ კიევის თავდაცვის ძალები აგრძელებენ დედაქალაქის დაცვას გარე ხაზის გასწვრივ და დამატებით განსაზღვრულ რაიონებში.

სამხრეთ საოპერაციო ზონაში, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, თავდაცვითი ოპერაცია მიმდინარეობს და იგი ზღვის სანაპიროს ფარავს. გარდა ამისა, თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობს ნიკოლაევის გარეუბანში“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. 

08.03.2022 09:05 რუსეთი 8 მარტს უკრაინაში „დუმილის რეჟიმს“ აცხადებს

რუსული მხარე „დუმილის რეჟიმს“ აცხადებს და მზადაა 8 მარტს კიევის დროით 09:00 საათიდან (თბილისის დროით 11:00 საათიდან) უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.  

ჰუმანიტარული დერეფნები კიევიდან და მიმდებარე დასახლებებიდან რუსეთის ფედერაციამდე და ბელარუსის ტერიტორიამდე გაიხსნება. 

გარდა ამისა, რუსეთი აპირებს, რომ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა უზრუნველყოს ჩერნიგოვიდან ბელარუსის ტერიტორიამდე, ქალაქ სუმიდან ორი მარშრუტით პოლტავამდე და რუსეთის ტერიტორიამდე, ხარკოვიდან რუსეთის ტერიტორიაზე ან ლვივში, უჟგოროდში, ივანო-ფრანკოვსკში, მარიუპოლიდან ორი მარშრუტი რუსეთის ტერიტორიაზე და ზაპოროჟიეში.

08.03.2022 07:13 პუტინს არ აინტერესებს არცერთი ადამიანის სიცოცხლე, მას მხოლოდ მისი ფული და ძალაუფლება აინტერესებს - რუსი ოპოზიციონერი

ნავალნის გუნდმა რუს ქალებს მოუწოდა  მონაწილეობა მიიღონ ომის საწინააღმდეგო აქციებში, - ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინული მედია ავრცელებს. 

„დღესასწაული - 8 მარტი. ქალთა დღე...ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ მტკიცედ უნდა ვთქვათ რა გვინდა. ჩვენ არ გვინდა ომი. გვინდა, რომ ეს დაუყოვნებლივ შეწყდეს“, - განაცხადა რუსული ოპოზიციის პრესმდივანმა იარმიშმა.

მან ხალხს მოუწოდა, 8 მარტს, 14 საათზე წავიდნენ თავიანთი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე.

მისი თქმით, პუტინს არ აინტერესებს არცერთი ადამიანის სიცოცხლე - რუსი თუ უკრაინელი, მას მხოლოდ მისი ფული და ძალაუფლება აინტერესებს.

„რუსეთის პრეზიდენტისთვის, ყველა ადამიანი, ვინც ფრონტზე იბრძვის, უსახელოა, ფაქტობრივად, პირუტყვი, რომელიც მას დასაკლავად მიჰყავს“, - აცხადებს ოპოზიციონერი.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსი ნავალნიმ და მისმა გუნდმა მოუწოდეს რუსებს მონაწილეობა მიეღოთ ყოველდღიურ და განუსაზღვრელ მიტინგებში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ. 

08.03.2022 07:19 ჩვენი მიზანი ახლა ომის შეჩერებაა - ნატოში აშშ-ის ელჩი

ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ ნატო მზად არ არის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად.

„ჩვენი მიზანი ახლა ომის შეჩერებაა. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის უკრაინის ფარგლებს გარეთ გაფართოება და ამიტომ, ახლა ნატოს ერთობლივი სიგნალი არის ის, რომ ნატო მზად არ არის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად“, - აღნიშნა ნატოში აშშ-ის ელჩმა.

ჯულიან სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრები ზომებს იღებენ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების კუთხით

„ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ნატო მზად არის ამისათვის და უკვე დგამს ნაბიჯებს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ელჩმა.

08.03.2022 08:09 „სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩემს ქვეყანას სიტყვით, კალმით და ხმლით“ - ვლადიმერ პუტინი

„სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩემს ქვეყანას სიტყვით, კალმით და ხმლით“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ  პუტინმა განაცხადა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, იმ ჯარისკაცების დედებს, დებს და ცოლებს მიმართა, რომლებიც სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში: გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და პრობლემები, სამხედრო კონფლიქტები და ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის დაცვის გარდაუვალი საჭიროება, პანდემია და ბრძოლა მილიონობით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

მინდა მივმართო იმ ჯარისკაცების დედებს, დებს, ცოლებს, რომლებიც სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენს სამშობლოს იცავენ. მესმის, როგორ ნერვიულობთ თქვენს საყვარელ და ახლო ადამიანებზე. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ მათი ისე, როგორც თქვენი ერთობით მთელი ქვეყანა ამაყობს.

ხაზს ვუსვამ, რომ სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ და არც მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები და არ იქნება გამოძახებული არც დამატებითი რეზერვი. გაცემულ დავალებას ასრულებენ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩემს ქვეყანას სიტყვით, კალმით და ხმლით“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

08.03.2022 08:28 იაპონიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა

იაპონიის მთავრობამ პერსონალური სანქციები დაუწესა კიდევ 20 რუსს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ორგანიზებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„შავ“ სიაში შედიან, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი.

გარდა ამისა, რუსი ოლიგარქები, მათ შორის ძმები როტენბერგები, გენადი ტიმჩენკო და ალიშერ უსმანოვი. სანქციები, ასევე, დაწესდა ორ ორგანიზაციაზე, ინტერნეტის კვლევის სააგენტოსა და ვაგნერზე.

იაპონია, ასევე, კრძალავს რუსეთში ნავთობგადასამუშავებელი აღჭურვილობის ექსპორტს.

რუსეთის გარდა, სანქციები შეეხება 12 ფიზიკურ პირს და 10 კომპანიას და ორგანიზაციას ბელორუსიიდან.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიაში, არიან ალექსანდრე ლუკაშენკოს ვაჟები ვიქტორი და დიმიტრი, მისი პრესმდივანი ნატალია ეისმონტი და შინაგან საქმეთა მინისტრი ივან კუბრაკოვი.

გარდა ამისა, ტოკიომ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ექსპორტის აკრძალვა დაუწესა.

08.03.2022 06:58 რუსი ტერორისტები არ ასრულებენ სიტყვას, არ ინდობენ არც ბავშვებს, არც ქალებსა და არც დაჭრილებს - რეზნიკოვი

რუსი ტერორისტები არ ასრულებენ სიტყვას, არ ინდობენ არც ბავშვებს, არც ქალებსა და არც დაჭრილებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. 

„რუსული მშვიდობა“ ჰუმანიტარული კრიზისით ცდილობს გმირული ქალაქი მარიუპოლი ჩაახშოს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველსაყოფად. ეს არ არის ადვილი. რუსი ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ. არ ინდობენ არც ბავშვებს, არც ქალებსა და არც დაჭრილებს. ისინი ბომბავენ საცხოვრებელ უბნებს. ევაკუაციის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას. ასე ცხოველებიც კი არ იქცევიან. ყოველ წუთს ვიყენებთ დაცვის გასაძლიერებლად“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

08.03.2022 04:10 პუტინმა უკრაინაში საზღვართან წინასწარ მობილიზებული ჯარის თითქმის 100% განალაგა - პენტაგონი

რუსეთმა მობილიზებული ჯარის თითქმის 100% უკრაინაში უკვე შეიყვანა, - ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა. 

ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, ორი ძირითადი რუსული კოლონა უკრაინის დიდი ქალაქების ხარკოვისა და კიევის გარეთ გაჩერებულია.

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 12 დღის შემდეგ, რუსული ძალები დიდწილად შეჩერდნენ კიევის ჩრდილოეთით და ჯერ კიდევ არ აკონტროლებენ უკრაინის ცას, სულ უფრო მეტად ეყრდნობიან სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს.

„ეს არის ჩვენი შეფასება ამჟამად”, - განუცხადა ჟურნალისტებს ოფიციალურმა პირმა.

მათივე ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 625-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. რაკეტებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები და ქალაქების ცენტრები ქვეყნის მასშტაბით, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სანაპირო ქალაქ მარიუპოლიდან ჩრდილოეთით კიევის გარეუბნებამდე.

08.03.2022 04:10 პუტინმა უკრაინაში საზღვართან წინასწარ მობილიზებული ჯარის თითქმის 100% განალაგა - პენტაგონი

რუსეთმა მობილიზებული ჯარის თითქმის 100% უკრაინაში უკვე შეიყვანა, - ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა. 

ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, ორი ძირითადი რუსული კოლონა უკრაინის დიდი ქალაქების ხარკოვისა და კიევის გარეთ გაჩერებულია.

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 12 დღის შემდეგ, რუსული ძალები დიდწილად შეჩერდნენ კიევის ჩრდილოეთით და ჯერ კიდევ არ აკონტროლებენ უკრაინის ცას, სულ უფრო მეტად ეყრდნობიან სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს.

„ეს არის ჩვენი შეფასება ამჟამად”, - განუცხადა ჟურნალისტებს ოფიციალურმა პირმა.

მათივე ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 625-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. რაკეტებმა გაანადგურეს საცხოვრებელი კორპუსები და ქალაქების ცენტრები ქვეყნის მასშტაბით, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სანაპირო ქალაქ მარიუპოლიდან ჩრდილოეთით კიევის გარეუბნებამდე.

08.03.2022 05:40 რუსეთი უკრაინაში ბირთვულ ტერორისტულ აქტებს ახორციელებს - ევგენ ციმბალიუკი

რუსეთი უკრაინაში ბირთვულ ტერორისტულ აქტებს ახორციელებს, - ამის შესახებ ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ევგენ ციმბალიუკმა  ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ელჩმა უცხოურ დელეგაციებს აცნობა, რომ 4 მარტს ევროპა ბირთვული კატასტროფის პირას იყო, რადგან რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს - ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს.

„რუსული ჭურვები დაეცა ბირთვულ ელექტროსადგურს. გარდა ამისა, ატომური რეაქტორი პირდაპირ შენობაში მოხვდა. წარმოგიდგენიათ, რა უპასუხისმგებლობაა ატომურ რეაქტორზე თავდასხმა?“ - აღნიშნა ციმბალიუკმა.

მან აღნიშნა, რომ რუსული დარტყმის შედეგად ატომური ელექტროსადგურის დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების უზარმაზარი გამოყოფა - სავარაუდოა, რომ რადიოაქტიური ღრუბელი ძირითადად გავრცელდება რუსეთის, ასევე, შავი ზღვის სანაპიროს, ბულგარეთისა და თურქეთის მიმართულებით.

„ასე რომ, მაქვს ტრადიციული კითხვა რუს დიპლომატებთან: როგორ ეგუებით თქვენი ხელმძღვანელობის ასეთ უპასუხისმგებლო ბრძანებებს? თქვენც გულგრილი ხართ თქვენი თანამემამულეების მიმართ?“ - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

ციმბალიუკმა აღნიშნა, რომ როგორც ზაპოროჟიეს, ასევე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი ამჟამად იძულებულია იმუშაოს რთულ ფსიქოლოგიურ გარემოში აგრესორის ზეწოლის ქვეშ.

მან, ასევე, განაცხადა, რომ 6 მარტს რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტს, რამაც დააზიანა ნეიტრონული წყაროს ბირთვული ობიექტი.

„ასეთი თავდასხმა ქმნის რადიოაქტიური დაბინძურების რისკებს. სინამდვილეში, რუსეთი ამჟამად ახორციელებს ბირთვულ ტერორისტულ აქტებს, არა?“, - განაცხადა ეუთოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ამჟამად სხვა სადგურის, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართებიან. მ

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების დამატებითი პროტოკოლის 56-ე მუხლის დარღვევა, რომელიც კრძალავს ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმას.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ქცევა არაპროგნოზირებადია და უნდა შევაჩეროთ მანამ, სანამ ის ევროპაში სხვა კატასტროფამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ციმბალიუკმა.

08.03.2022 06:01 ოკუპანტებმა ქალაქი სუმი დაბომბეს - არიან დაჭრილები და დაღუპულები

ოკუპანტებმა ქალაქი სუმი და მისი რეგიონები დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დიმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს საჰაერო ბომბები, დარტყმის შედეგად დაინგრა და დაზიანდა სახლები“, - აცხადებს ჟივიცკი. 

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები. მსხვერპლთა შორის ბავშვებიც არიან. დაღუპულთა რიცხვი უკვე 10-ზე მეტია.

გარდა ამისა, ჟივიცკის თქმით, მტრის არტილერიამ, ასევე, დაბომბა ახტირკა.

08.03.2022 05:20 ჩამოგდებული ოკუპანტების 52 საბრძოლო თვითმფრინავი და 69 ვერტმფრენი - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, უკვე ჩამოგდებულია ოკუპანტის ათობით საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტა.

„რუსების მიერ სხვადასხვა მიმართულებიდან ნასროლი ბევრი რაკეტა ვერ აღწევს სამიზნეს სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვის წყალობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ერთი ვერტმფრენი და სამი ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ერთი მათგანი ხარკოვის რეგიონში უკრაინის ეროვნული გვარდიის წვევამდელმა ჩამოაგდო, დანარჩენი ორი კიევთან საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა.

„საერთო ჯამში, განადგურებულია ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი და ასევე ჩამოგდებულია სხვა მცირე სამიზნეები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

08.03.2022 03:02 პოდოლიაკი მოლაპარაკებების შედეგებზე: ჰუმანიტარული დერეფნების ლოგისტიკის გაუმჯობესების კუთხით მცირე პოზიტიური ძვრებია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დადებითი შედეგები ჰუმანიტარული დერეფნების ლოგისტიკის კუთხით. გაგრძელდა ინტენსიური კონსულტაციები რეგლამენტის ძირითად პოლიტიკურ ბლოკზე, ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“, - წერს მიხეილ პოდოლიაკი.

08.03.2022 02:34 უკრაინაში ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ - ვლადიმერ პუტინი

„წვევამდელი ჯარისკაცები არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინაში სპეცოპერაციაში და რეზერვისტების დამატებითი გამოძახება არ იქნება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება. დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის მოსახლეობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა პუტინმა.

სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ქალებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ.

08.03.2022 02:42 ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი, ვიტალი გერასიმოვი მოკლეს

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის ომებში ჩეჩნეთში, სირიაში და ყირიმის აღებაში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ხარკოვის მახლობლად ბრძოლების დროს დაიღუპა რუსი სამხედრო ლიდერი, გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე ვიტალი გერასიმოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში და რუსეთის სამხედრო ოპერაციაში სირიაში. მან მიიღო მედალი „ყირიმის დაბრუნებისთვის“.

გარდა ამისა, დაიღუპა და დაიჭრა რუსული არმიის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი.

08.03.2022 02:42 ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი, ვიტალი გერასიმოვი მოკლეს

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის ომებში ჩეჩნეთში, სირიაში და ყირიმის აღებაში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ხარკოვის მახლობლად ბრძოლების დროს დაიღუპა რუსი სამხედრო ლიდერი, გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე ვიტალი გერასიმოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში და რუსეთის სამხედრო ოპერაციაში სირიაში. მან მიიღო მედალი „ყირიმის დაბრუნებისთვის“.

გარდა ამისა, დაიღუპა და დაიჭრა რუსული არმიის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი.

08.03.2022 02:13 აქ ვრჩები, კიევში, არ ვიმალები, არ მეშინია - ვოლოდიმირ ზელენსკი

„აქ ვრჩები, კიევში, არ ვიმალები და არ მეშინია, აქ იმდენ ხანს დავრჩები, რამდენიც ომში გამარჯვებას დასჭირდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებს თავიდან ააშენებენ და ისინი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე რუსეთის ყველა ერთად აღებული ქალაქი.

„აი, ღამის კიევი, ჩვენი ოფისი, ორშაბათი საღამო, დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი დაცვის მეთორმეტე ღამეა. ყველანი ადგილზე ვართ. ყველანი ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც საჭიროა. კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთან ერთად არის. ვრჩები კიევში, არ ვიმალები და არავისი მეშინია. დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც ომში გასამარჯვებლად იქნება საჭირო“, - აცხადებს ზელენსკი

08.03.2022 02:03 პუტინი მზადაა გაგწიროს ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე თავისი პირადი ამბიციების მისაღწევად - ლინდა თომას-გრინფილდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურებისა და დატერორების გეგმა აქვს.

აშშ-ის ელჩმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია და მსოფლიო უნდა მოემზადოს ძალიან გრძელი და ძალიან რთული გზისთვის.

„თუ ბოლო ორმა კვირამ რაღაც გვაჩვენა, ეს არის ის, რომ უკრაინელი ხალხი არ აპირებს დანებებას. თავად ბევრ რუს ხალხს, მათ შორის ბევრ რუს ჯარისკაცს, არ სურს ეს ომი“, - განაცხადა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, პუტინი მზადაა გაგწიროს ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე თავისი პირადი ამბიციების მისაღწევად.

„კვირების განმავლობაში ვაფრთხილებდით მოსკოვს, რომ ამ ომის წამოწყებისთვის რუსეთი საბოლოოდ უფრო სუსტი გახდება და არა ძლიერი. ეს უკვე დადასტურდა. საკითხავი ის არის, თუ რამდენი განადგურება სურს პრეზიდენტ პუტინს ამ უზარმაზარი შეცდომის გამო“, - განაცხადა მან.

08.03.2022 02:03 პუტინი მზადაა გაწიროს ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე თავისი პირადი ამბიციების მისაღწევად - ლინდა თომას-გრინფილდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურებისა და დატერორების გეგმა აქვს.

აშშ-ის ელჩმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია და მსოფლიო უნდა მოემზადოს ძალიან გრძელი და ძალიან რთული გზისთვის.

„თუ ბოლო ორმა კვირამ რაღაც გვაჩვენა, ეს არის ის, რომ უკრაინელი ხალხი არ აპირებს დანებებას. თავად ბევრ რუს ხალხს, მათ შორის ბევრ რუს ჯარისკაცს, არ სურს ეს ომი“, - განაცხადა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, პუტინი მზადაა გაგწიროს ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე თავისი პირადი ამბიციების მისაღწევად.

„კვირების განმავლობაში ვაფრთხილებდით მოსკოვს, რომ ამ ომის წამოწყებისთვის რუსეთი საბოლოოდ უფრო სუსტი გახდება და არა ძლიერი. ეს უკვე დადასტურდა. საკითხავი ის არის, თუ რამდენი განადგურება სურს პრეზიდენტ პუტინს ამ უზარმაზარი შეცდომის გამო“, - განაცხადა მან.

08.03.2022 01:37 „ჩვენს პრეზიდენტს არაფრის ეშინია, თუ პუტინსაც არ შეეშინდება, მოვიდეს შეხვედრაზე“ - დმიტრო კულება

უკრაინას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა სურს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენ დიდი ხანია პირდაპირი საუბარი გვსურს უკრაინის პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის, რადგან ყველას გვესმის, რომ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ახლა. ჩვენს პრეზიდენტს არაფრის ეშინია, მათ შორის პუტინთან პირდაპირი შეხვედრის. თუ პუტინსაც არ შეეშინდება, მოვიდეს შეხვედრაზე, დასხდნენ და ისაუბრონ“, - აცხადებს კულება. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ დაადასტურა, რომ ის მალე შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.  

„თუ ლავროვი სერიოზული საუბრის ხასიათზეა, მაშინ ჩვენ, როგორც დიპლომატს, სერიოზული საუბარი გვექნება.  თუ ის დაიწყებს იმ ძალიან აბსურდული პროპაგანდის გამეორებას, რაც მისგან ბოლო დროს ისმის, მაშინ ის მოისმენს ჩემგან მკაცრ სიმართლეს, რომელსაც ის იმსახურებს.

მზად ვარ ნებისმიერთან ვისაუბრო, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს და არ დავხოცოთ უკრაინელი მოქალაქეები, არ გავანადგუროთ ჩვენი ქალაქები და სოფლები“, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი.

08.03.2022 01:29 უკრაინელებმა ტყვედ 2 000-ზე მეტი ჯარისკაცი აიყვანეს - გერაშჩენკო

ომის დაწყების დღიდან უკრაინელებმა ტყვედ 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი აიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.  

„ტყვედ ვარდებიან ის რუსი ჯარისკაცები, რომლებიც თავისმა მეთაურებმა მოატყუეს და არაფერი უთხრეს იმის შესახებ, რომ უკრაინაში საომრად მიდიოდნენ. რუსი ჯარისკაცები დემოტივირებულები იყვნენ, ისინი მოატყუეს აიყვანეს ღამით, 24 რიცხვში და უთხრეს, რომ მიდიან სწავლებაზე, შემდეგ კი მთავარმა მანქანებმა გადაკვეთეს საზღვარი, ძირითადად ისინი ბეტეერებითა და მანქანებით მიდიოდნენ, ისე, რომ  ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ უკვე შემოიჭრნენ დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

08.03.2022 00:50 რუსეთმა ომის დაწყებიდან 2778 სანქცია მიიღო და ჩრდილოეთ კორეასა და ირანს გადაასწრო - bloomberg

რუსეთმა უკრაინაში შეჭრით მოახერხა და ყველაზე სანქცირებული ერი გახდა, რითაც გადაუსწრო ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. ამის შესახებ bloomberg წერს.

უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთმა 2778 ახალი სანქცია მიიღო. მის წინააღმდეგ კი ყველაზე მეტი სანქცია შვეიცარიამ დააწესა.

აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების მიერ 22 თებერვლიდან დაწყებული მოქმედებების გააქტიურებისას, რუსეთი გახდა 2778 ახალი სანქციის სამიზნე და გადაუსწრო ირანს, რომელსაც ათი წლის განმავლობაში დაეკისრა 3616 სანქცია, უმეტესობა მისი ბირთვული პროგრამისა და ტერორიზმის მხარდაჭერისთვის.

რუსეთისა და ირანის შემდეგ ყველაზე სანქცირებული ქვეყნების სიაში შედის სირია, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, მიანმარი და კუბა.

22 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უმეტესი ნაწილი, 2427, არის ფიზიკური პირების მიმართ, 343 კი სუბიექტების მიმართ, რომლებიც, როგორც წესი, კომპანიები ან სამთავრობო უწყებები არიან.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხრივ წამყვანი ქვეყანაა შვეიცარია 568 სანქციით, შემდეგ არის ევროკავშირი 518 სანქციით, საფრანგეთს 512 სანქცია აქვს დაწესებული რუსეთისთვის, ხოლო შეერთებულმა შტატებმა 243 სანქცია დააწესა.

08.03.2022 00:20 7 მარტის საღამოს უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კიევის თავზე 7 მარტის საღამოს ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თვითმფრინავები ერთ საათში ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

„რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების პირველი თვითმფრინავი კიევის თავზე 20:30 საათზე ჩამოაგდეს“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Facebook-ზე დაწერა. ზალუჟნიმ, ასევე, აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის წარმატებული მუშაობა.

მეორე თვითმფრინავი კიევის მიდამოებში 21:20 საათზე ჩამოაგდეს.

08.03.2022 00:05 7 მარტს მარიუპოლი უმოწყალოდ დაიბომბა, მიცვალებულებს ეზოებში კრძალავენ - უკრაინული მედია

7 მარტი მარიუპოლი უმოწყალოდ დაიბომბა. ქალაქი განადგურდა, ელექტროენერგია, სითბო და გაზი პრაქტიკულად არ არის, ბევრი გარდაცვლილი კი ეზოებშია დაკრძალული. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბრძოლას ქალაქისთვის. მტრის ცეცხლი არ ცხრება. ქალაქის ყველა უბანში ნგრევაა: ჩამსხვრეულია ფანჯრები, დანგრეულია ბინები თუ სახლები.

მარიუპოლში არ არის დენი, წყალი და გაზი. ასევე არ არის მობილური კომუნიკაცია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გარკვევა შეუძლებელია. 

მარიუპოლის დამცველები აჩერებენ მტრის მცდელობებს ქალაქში შეჭრასთან დაკავშირებით. თავად მარიუპოლის მცხოვრებლებსაც არ სურთ ქუჩებში დამპყრობლების დროშების დანახვა და აქტიურად ეხმარებიან ერთმანეთს.

დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის დათვლა ჯერ კიდევ ძალიან რთულია. გარდაცვლილთა ცხედრებს მეზობლები კერძო სახლების ეზოში კრძალავენ.

07.03.2022 23:53 🎥ჟიტომირის რაიონში საჰაერო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ჟიტომირის რაიონის ჩერნიახივში, რუსმა დამპყრობლებმა ნავთობის საცავი ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ხანძარი იქ საჰაერო თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მსხვერპლი და დაშავებულები არ არის. ცნობილია, რომ ევაკუირებულია მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლები.

„7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ორი საჰაერო დარტყმა ქალაქ ჟიტომირსა და ქალაქ ჩერნიახივში ნავთობის საწყობებს მოხვდა. ჟიტომირში 10 კუბური მეტრი ტევადობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაცია მსხვერპლსა და დაშავებულებზე არ არის ცნობილი“, - განაცხადეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში.

07.03.2022 23:39 ზელენსკიმ რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი მიიღო

რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა ფრედერიკ რაიანმა უკრაინის ელჩს შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვას  ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თავისუფლების მედალი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მაღალი ჯილდო აღიარებს ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობას და მილიონობით უკრაინელის სულის დაუმარცხებლობას, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი და შთააგონონ მთელი ცივილიზებული სამყარო იბრძოლონ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რომელსაც პრეზიდენტმა რეიგანმა სიცოცხლე მიუძღვნა.

თავისუფლების მედალი დაარსდა პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ფონდის მიერ 1992 წელს. იგი ენიჭება გამოჩენილ მსოფლიო მოღვაწეებს „მსოფლიოში თავისუფლების განვითარებაში მნიშვნელოვანი და მარადიული წვლილისთვის“. ჯილდოს მთელი არსებობის მანძილზე მისი ლაურეატი მხოლოდ 10 ადამიანი გახდა, მათ შორის ლეხ ვალესა, მიხაილ გორბაჩოვი, კოლინ პაუელი, მარგარეტ ტეტჩერი. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდი კერძოა და დაარსდა შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის სიცოცხლეში. მისი მისიაა იმ ღირებულებებისა და პრინციპების შესანარჩუნებლად, რომლებსაც პრეზიდენტი რეიგანი ასწავლიდა.

07.03.2022 23:31 რაიმე პოზიტიურზე საუბარი ჯერ ადრეა - ვლადიმერ მედინსკის კომენტარი მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ კომენტარი რუსულ მედიასთან გააკეთა.

რუსეთ-უკრაინის ომი (live)

როგორ მედინსკიმ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, ის მოლაპარაკების მესამე რაუნდის შედეგებით იმედგაცრუებულია.

მედინსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ შემდეგი მოლაპარაკება უფრო შედეგიანი იქნება:

„ჩვენ ჩამოვედით ბევრი წერილობითი დოკუმენტით, გვქონდა კონკრეტული შეთანხმება, პროექტები, შეთავაზებები და იმედი გვქონდა, რომ იმ პუნქტების ნაწილში, რომლებიც თითქოს პრინციპულად გავიარეთ, შეგვეძლო ხელის მოწერა, თუნდაც პროტოკოლით, თუმცა, უკრაინულმა მხარემ ყველა ეს დოკუმენტი წაიღო შესასწავლად, ადგილზე ხელმოწერა ვერ შეძლეს და თქვეს, რომ ამ საკითხს მომდევნო შეხვედრაზე დაუბრუნდებიან. სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკების მესამე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო არსებითი ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ. მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - განაცხადა მედინსკიმ.

07.03.2022 23:14 „რუსეთისგან გაზისა და ნავთობის ყიდვის შეწყვეტა ჯერჯერობით შეუძლებელია“ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ევროპა რუსეთისგან ჯერ კიდევ ვერ შეწყვეტს გაზისა და ნავთობის ყიდვას, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა. ამის შესახებ მან ლონდონში ნიდერლანდებისა და კანადის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი არ არის ისეთივე დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, მაგრამ მხარს უჭერს მის კოლეგებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რუსული ნავთობი არ შეიყვანონ სანქციების სიაში.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ერთ ღამეში, თუნდაც რუსეთისგან. ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ გააკეთებს. ბრიტანეთში ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ყველა ქვეყანა სხვა პოზიციაზეა. უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, უნდა ვეძებოთ მიმწოდებელი და ვეძიოთ შემცვლელი ნავთობისა და გაზისთვის“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

07.03.2022 23:03 აშშ-მა შესაძლოა მარტომ იმოქმედოს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის მიზნით - reuters

ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა გააგრძელოს რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვა შეერთებულ შტატებში ევროპაში მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ reuters წერს.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 7 მარტს  საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ვიდეო კონფერენციას გამართავს, რადგან მისი ადმინისტრაცია აგრძელებს მათ მხარდაჭერას იმპორტის აკრძალვისთვის. 

თეთრი სახლი, ასევე, აწარმოებს მოლაპარაკებებს კონგრესის ლიდერებთან, რომლებიც მუშაობენ სწრაფ კანონმდებლობაზე რუსული იმპორტის აკრძალვის შესახებ.

07.03.2022 22:18 უკრაინელი დეპუტატი პოლონეთის საზღვარზე დააკავეს - უკრაინული მედია

„ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრი დეპუტატი ევგენი შევჩენკო პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ის კიევში წაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN  ტელეგრამზე წერს.

დეპუტატ შევჩენკოს არა ერთხელ გამოუხატავს აღფრთოვანება ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ. ხშირადაც სტუმრობდა მას. გასული წლის მაისში შევჩენკო ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“ გარიცხეს.

07.03.2022 22:02 „არის მცირე პოზიტიური წინსვლა“ - მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკების მესამე რაუნდზე

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი twitter-ზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, არის მცირე დადებითი წინსვლა ჰუმანიტარული დერეფნების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის მცირე დადებითი წინსვლა ჰუმანიტარული დერეფნების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდა რეგულაციების ძირითად პოლიტიკურ ბლოკზე, ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“ - წერს პოდოლიაკი.

პოდოლიაკმა დასძინა, რომ მოლაპარაკების დეტალები უფრო ვრცლად მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

07.03.2022 20:59 პესკოვი, სოლოვიოვი, სიმონიანი, დერიპასკა - კანადამ რუსების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადამ რუსების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების სიაში მოხვდნენ პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი, რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა, პირველი არხის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე ერნსტი და კიდევ 5 პირი. ამის შესახებ რუსული მედია Tass წერს.

„დღეს კანადა აცხადებს ახალ სანქციებს 10 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინაში გაუმართლებელ შეჭრაში. სიაში შედიან ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ოლიგარქები და რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდამჭერები“, - აღნიშნა ტრუდომ.

ტრუდომ არ დააკონკრეტა სახელები, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი აღებული არიან ალექსეი ნავალნის მიერ ადრე შედგენილი სიიდან. 

07.03.2022 19:55 უკრაინაში ომის განმავლობაში 1200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა - გაერო

უკრაინის ომის მთელი პერიოდის განმავლობაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაჭრის შესახებ ვრცელდებოდა ცნობები. მხოლოდ ხარკოვში დაიღუპა 133 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 5 ბავშვი. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით , ომის 11 დღის განმავლობაში 1207 მშვიდობიანი უკრაინელი დაზარალდა. მათგან 406 დაიღუპა, დანარჩენებმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მსხვერპლია უკრაინის ცენტრალური, ჩრდილოეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი რეგიონების მოსახლეობაში. კერძოდ, კიევში, ხარკოვში, დონეცკში, ლუგანსკში, ნიკოლაევში, სუმში, ჩერნიგოვში და სხვა რეგიონებში.

„სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო დიდი ფართობის ასაფეთქებელი მოწყობილობებით, მათ შორის მძიმე არტილერიით და მრავალჯერადი სარაკეტო შეტევებით, ასევე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა.

07.03.2022 19:35 რუსებმა მაკაროვში საცხობს საჰაერო დარტყმა მიაყენეს - გარდაიცვალა 13 ადამიანი

რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქში, მაკაროვში, საცხობის შენობას საჰაერო დარტყმა მიაყენეს. შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ RBC-უკრაინა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, საჰაერო დარტყმის შედეგად, ჭურვი მოხვდა სახელმწიფო საწარმო „მაკაროვსკი ხლებოზავოდის“ ტერიტორიას, რომელიც არ მუშაობს.

„სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 5 ადამიანი ამოიყვანეს და 13 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

07.03.2022 19:15 უკრაინელებმა ვიშგოროდში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა ომის მე-12 დღეს კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამჯერად კიევის რეგიონის ვიშგოროდში წყალსაცავის თავზე. ამის შესახებ rbc უკრაინის სახმელეთო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

„ვიშგოროდი - 1 მტრის ვერტმფრენი. ერთად გამარჯვებამდე!“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

07.03.2022 18:52 უკრაინელებმა ოდესის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე ჩაძირეს

უკრაინელმა სამხედროებმა ოდესის სანაპიროსთან ჩაძირეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე - პროექტის 22160 უახლესი საპატრულო გემი „ვასილი ბიკოვი“. ამის შესახებ rbc წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დადასტურდა ინფორმაცია უკრაინის საზღვაო ძალების წარმატებული ოპერაციის შესახებ რუსული გემის განადგურების მიზნით. გამოცემის ცნობით, გუშინ გემს, რომელიც თავისი საბრძოლო პოტენციალით აჭარბებს ყველაფერს, რაც უკრაინას გააჩნია, საზღვაო სარაკეტო არტილერია მოხვდა.

გემი დღეს ჩაიძირა, ამ დროისთვის ეკიპაჟის ბედის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ რუსული გემები არ აიყვანენ, რადგან ტერიტორია დაკეტილია საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

როგორც ვკითხულობთ, „ბიკოვი“ საზღვაო ოპერაციის დროს ჩაიძირა. მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემები ცდილობდნენ უკრაინული მსუბუქი კატარღების ჩაძირვას და ერთ-ერთი მათგანი მაინც ჩაიძირა, მაგრამ ეკიპაჟის უმეტესობა გადარჩა.

07.03.2022 18:38 ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამ კვირაში უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ამ კვირაში ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ უკრაინული pravda წერს.

გერმანიას, ნიდერლანდებს და სხვებს უპირველეს ყოვლისა სურთ, რომ ევროკომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე გამოთქვას აზრი უკრაინის მზაობის შესახებ.

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ამ ქვეყნებს სურთ ფოკუსირება მოახდინონ უკრაინის პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და ომის დასრულებაზე, ვიდრე პროცესის დაწყებაზე, რომელსაც შესაძლოა მინიმუმ ათი წელი დასჭირდეს.

ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ წინადადებას, ამტკიცებენ, რომ სიმბოლურად მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ლიდერებისთვის უკრაინის წინადადების მხარდაჭერა, მაშინაც კი, თუ თავად წევრობის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება.

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უახლოეს დღეებში განიხილება.

07.03.2022 18:16 პუტინმმა მიშელს უთხრა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ - რუსული მედია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა მიშელს მოუწოდა, რომ ევროკავშირმა გავლენა მოახდინოს კიევის ხელისუფლებაზე და აიძულოს ისინი, პატივი სცენ ჰუმანიტარულ კანონს. ამის შესახებ Tass კრემლის პრესსამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები იღებენ ყველა შესაძლო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.

„მთავარი საფრთხე მოდის ნაციონალისტურ ფორმირებებზე, რომლებიც არსებითად იყენებენ ტერორისტების ტაქტიკას, იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის უკან“, - განმარტა კრემლის პრესსამსახურმა.

07.03.2022 17:44 უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოლდოვას ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოლდოვას ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება. ქვეყანაში უკვე 250 000 ლტოლვილი ჩავიდა, საიდანაც 120 000 მოლდოვაში დარჩა. ამის შესახებ „ევროინიუსი“ იუწყება. 

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ნატალია გავრილიცას ინფორმაციით, მოლდოვას ლტოლვილების მხარდასაჭერად სასწრაფოს სჭირდება ფინანსური დახმარება. მისი თქმით, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ახლა ყველაზე მეტი ლტოლვილია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

„მოლდოვას რესურსები საკმაო შეზღუდულია. ჩვენ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გვჭირდება, რათა ლტოლვილების ამ ნაკადის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვქონდეს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

3 მარტს მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეეცდება. მანამდე ანალოგიური განაცხადები ევროკავშირში საქართველომდე უკრაინამ შეიტანეს. განაცხადის შეტანის შემდეგ დნესტრისპირეთის რეგიონმა, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალები იმყოფებიან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ კიშინევთან საკუთარ სტატუსზე მოლაპარაკებას იქამდე წყვეტს, ვიდრე მოლდოვა ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. 

07.03.2022 17:43 202 სკოლა, 34 საავადმყოფო, 1500-ზე მეტი კორპუსი - პოდოლიაკი რუსების მიერ განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი twitter-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. მან რუსებს 21-ე საუკუნის ბარბაროსები უწოდა. 

„XXI საუკუნის ბარბაროსები. რუსეთმა დააზიანა და გაანადგურა 202 სკოლა, 34 საავადმყოფო, 1500-ზე მეტი კორპუსი, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსები. ჩვენი 900-ზე მეტი დასახლება სინათლის, წყლისა და სითბოს გარეშეა. რუსეთის არმიამ არ იცის როგორ იბრძოლოს სხვა ჯარებთან. მაგრამ მან იცის როგორ მოკლას მშვიდობიანი მოსახლეობა“ - წერს პოდოლიაკი.

 

07.03.2022 17:43 რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა კიდევ ერთხელ ჩაშალა - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის ფედერაციამ კიევის, ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის ოლქებში ალყაშემორტყმული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა კიდევ ერთხელ შეაფერხა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება

„მიღწეული შეთანხმებების საპირისპიროდ, 7 მარტს რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ ჩაშალა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა კიევის, ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქების მიმდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სარაკეტო თავდასხმებს და დაბომბვებს კიევზე, ​​მარიუპოლზე, ვოლნოვახაზე, სუმიზე, მიკოლაევზე, ​​ხარკოვსა და სხვა დასახლებებზე. ეს შეუძლებელს ხდის უკრაინელი და უცხოელი მოქალაქეების ჰუმანიტარული კოლონების უსაფრთხოდ გამგზავრებას, ასევე მათთვის მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას.

ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ მოსკოვის მცდელობებს, აიძულოს ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომ რუსეთსა და ბელარუსში წავიდნენ. აღნიშნული ქმედება მიუღებელია პროვოკაციების მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, მათ შორის ევაკუირებული მძევლების აყვანის ან რუსული არმიის მიერ მათი ცოცხალ ფარად გამოყენების გამო“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

07.03.2022 17:20 ვიქტორ იანუკოვიჩის თვითმფრინავი მინსკში დაეშვა - უკრაინული მედია

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ რუსული ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

„ვიქტორ იანუკოვიჩის თვითმფრინავი (RA-09617) ახლა მინსკში დაეშვება. რეისი იყო ვნუკოვოდან“, - განაცხადა გერაშჩენკომ ერთ-ერთ არხზე.

ცნობისთვის, უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ არაერთ საქმეს იძიებენ, ის უკვე გასამართლებულია სამშობლოს ღალატისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთით.

07.03.2022 17:01 უკრაინელმა მებრძოლებმა ნიკოლაევის აეროპორტი დაიბრუნეს

უკრაინელმა მებრძოლებმა ნიკოლაევის აეროპორტი დაიბრუნეს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ იყო დაპყრობილი. ამის შესახებ ნიკოლაევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა საკუთარ TELEGRAM არხზე განაცხადა.

„აეროპორტი ჩვენია! დავარტყით, იქ თავს კომფორტულად ვგრძნობთ. თვითმფრინავებს ახლა არ შეუძლიათ ფრენა, მაგრამ აეროპორტი ჩვენია, ეს აუცილებელი პუნქტია“, - განაცხადა კიმმა.

კიმის თქმით, ზოგიერთი ოკუპანტი რაიონის გარშემო, ტყის მიდამოებში გაიქცა.

„ისინი ასევე იბრძოდნენ სხვა მხრიდან, „დაბნეული პატარა ზღარბებივით“ ბუჩქებში დარბიან. მათ არ იციან რა გააკეთონ. ახლა ჩვენ ყველას ვიპოვით“, - დასძინა მან.

07.03.2022 16:26 „მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში რუსეთი უკრაინაზე შემდგომი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას არ აპირებს“ - დიმიტრი პესკოვი 

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ითხოვს უკრაინისგან შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები, შეცვალოს მისი კონსტიტუცია ნეიტრალიტეტის დაცვით, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს და ე.წ  დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები დამოუკიდებელ ტერიტორიებად ცნოს. ამის შესახებ reuters წერს.

პესკოვის თქმით, რუსეთმა განუცხადა უკრაინას, რომ მზად იყო, შეეჩერებინა სამხედრო ქმედება მომენტალურად, თუ კიევი შეასრულებდა პირობებს. კრემლის სპიკერი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაზე შემდგომი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას არ აპირებს. 

„უკრაინამ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და მერე არავინ ისვრის“, - განაცხადა პესკოვმა.

07.03.2022 12:11 მინუს ერთი ხომალდი რუსეთს - ოდესის შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოდესის მახლობლად რუსული საბრძოლო ხომალდია განადგურებული. ამის შესახებ news.liga.net იუწყება. 

„მინუს ერთი მტრის საბრძოლო ხომალდი. ჩვენები მაგრები არიან. მტერს სერიოზული ზიანი მივაყენეთ “- წერს ტელეგრამში ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მარტს რუსულმა ხომალდებმა შავი ზღვიდან ქალაქ ვინიცას ცეცხლი გაუხსნეს. 

07.03.2022 16:05 ხარკოვსა და სუმს შორის რუსეთის ჯარის უზარმაზარი კოლონა გაანადგურეს

ხარკოვსა და სუმს შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი დაჯგუფება გაანადგურეს, რომელიც კიევისკენ უნდა წასულიყო. ამის შესახებ rubryka.com იუწყება. 

ამის შესახებ პრესიდენტ ზელენსკის უფროსმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ხარკოვსა და სუმს შორის უზარმაზარი ოპერატიული დაჯგუფება აღმოვაჩინეთ. ის აღარ არსებობს“ - განაცხადა არესტოვიჩმა. 

არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ძალები ძალზე დასუსტებულია და მათ ბოლო 24 საათში პრაქტიკულად წინ ვერსად ვერ წაიწიეს. 

07.03.2022 16:02 სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება ერთმანეთს ანტალიაში შეხვდებიან - reuters

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ თურქეთში დიპლომატიური ფორუმის დროს ერთმანეთს შეხვდნენ. კერძოდ, მათი თურქი კოლეგის ,მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრა ანტალიაში გაიმართება. ამის შესახებ reuters წერს.

თურქულ მედიასთან მოკლე მიმოხილვაში ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრას თავადაც დაესწრება. უკრაინელი და რუსი კოლეგები ერთმანეთს სავარაუდოდ 10 მარტს შეხვდებიან.

„ამ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში გავმართავთ ხუთშაბათს, 10 მარტს ანტალიაში“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

07.03.2022 15:56 „დღის განმავლობაში რუსული ჯარები ფრონტის არცერთ მონაკვეთზე წინ არ წასულან“ - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსული ჯარები ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზებზე წინსვლას ვერ ახერხებენ.

„ბოლო დღის განმავლობაში მტერი ფრონტის არცერთ მონაკვეთზე წინ არ წასულა. პირიქით, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ქალაქი ჩუგუევი, რომლის სიახლოვეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომი“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, რუსებმა ღამით განახორციელეს სარაკეტო დარტყმები კიევზე, ​​ჟიტომირზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვზე, სუმის ოლქსა და მარიუპოლზე.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ, ზოგიერთ ტერიტორიაზე კი კონტრშეტევაზე გადადიან.

07.03.2022 15:56 უკრაინასთან ომმა პუტინის რეჟიმის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო - დანილოვი

„უკრაინასთან ომმა დაიწყო თავად პუტინის რეჟიმის ლიკვიდაციის პროცესი, რუსი დამნაშავეების ტრიბუნალი რუსეთის ფედერაციისთვის სამაგალითო იქნება“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განაცხადა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ჯარმა, ეროვნულმა გვარდიამ, პოლიციამ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა, დაზვერვამ, მესაზღვრეებმა, სახელმწიფო სასწრაფო სამსახურმა, ჩვენმა გმირმა ექიმებმა, მოხალისეებმა და ათიათასობით სხვამ, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზატორები გახლავთ, გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დილით მივესალმოთ ხალხს და გავაგრძელოთ ჩვენი სამართლიანი ბრძოლა“, - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, დღეს დილით დადასტურდა ის, რაც უკრაინელებს ესმოდათ ომის პირველივე დღეებიდან - რუსეთის ხელმძღვანელობამ წინასწარ და შეგნებულად დაგეგმა "დამწვარი მიწის" ტაქტიკა, რაც საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფაა და გეზი ომის დანაშაულებისა და ჩადენის გზისკენ აიღო. 

„დილის ხუთ საათზე რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გამოიყენეს „სმერჩი“ ქალაქ ნიკოლაევში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი და ნგრევა. მათ დაბომბეს ქალაქები მალინი, ოვრუჩი, კოროსტენი", - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

მისი თქმით, მომავალი ტრიბუნალი რუსი კრიმინალების მიმართ, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე თავად რუსეთისთვის, სამაგალითო იქნება, რადგან უკრაინასთან ომმა, სხვა საკითხებთან ერთად, დაიწყო თავად პუტინის რეჟიმის ლიკვიდაციის პროცესი.

„არასოდეს აწარმოოთ ომი უკრაინასთან, ჩვენმა ხალხმა გაიარა არაადამიანური განსაცდელი ათასობით წლის განმავლობაში, მათ გაანადგურეს ერთზე მეტი იმპერია და ამ ყველაფრით, ისინი მხოლოდ გაძლიერდნენ და უფრო გამძლენი გახდნენ, ასე იქნება ახლაც! თქვენ კლავთ ჩვენს შვილებს, ქალებსა და მოხუცებს! ჩვენ გვახსოვს ყველა და ყველაფერი, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა დანილოვმა.

07.03.2022 15:17 რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა

რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, რომლებიც რუსეთის, მისი კომპანიებისა და მოქალაქეების მიმართ „არამეგობრულ ქმედებებს“ ჩადიან. 

სიაში შედიან: აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთი მაკედონია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.

ოკუპანტი ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აღნიშნულმა ქვეყნებმა დააწესეს ან შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, თავად სახელმწიფო, მისი რეგიონები და მუნიციპალიტეტები, რომლებსაც აქვთ სავალუტო ვალდებულებები უცხოელი „არამეგობრული“ ქვეყნების წარმომადგენელი კრედიტორების მიმართ, მათ რუბლში გადახდას შეძლებენ. ახალი დროებითი პროცედურა ვრცელდება კრედიტებზე, რომელიც თვეში 10 მილიონ რუბლზე მეტ გადასახადს არ აღემატება. 

2021 წლის რუსეთის მიმართ „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში საქართველოც იყო, თუმცა წელს ოკუპანტებმა სიიდან „ამოგვშალეს“. 

07.03.2022 15:10 ომი მიმდინარეობს, რადგან დონბასს არ სურს გეი აღლუმები - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილმა მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, იმ დღეს, როდესაც მართლმადიდებლები შენდობის კვირას აღნიშნავენ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციებზე ისაუბრა. პატრიარქმა სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად, მიმდინარე სიტუაციის მიზეზად გეი აღლუმები დაასახელა.

პატრიარქის თქმით, არსებული ვითარება, რომელსაც მან უწოდა „პრაქტიკულად საომარი მოქმედებების დასაწყისი“, განპირობებულია იმით, რომ რვა წელია გარკვეული ძალები ცდილობენ გაანადგურონ ის, რაც დონბასში არსებობს. კირილის თქმით, არსებობს „უარყოფა, ფუნდამენტური უარყოფა ეგრეთ წოდებულ ღირებულებებზე, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ ისინი, ვინც ამტკიცებს მსოფლიო ძალაუფლებას“.

„ბევრი ადამიანისთვის გეი-პრაიდის აღლუმის გამართვის მოთხოვნა არის ყველაზე ძლიერი ლოიალობის ტესტი სამყაროსადმი“, - თქვა კირილმა.

მისი თქმით, „დღეს ამ თემის ირგვლივ ნამდვილი ომი მიმდინარეობს“.

ვინ უტევს დღეს უკრაინას, სადაც რვა წელია დონბასში ხალხის  განადგურება მიმდინარეობს? - კირილემ რიტორიკული შეკითხვა დაუსვა, მაგრამ პასუხი არ გასცა, თუმცა დასძინა, რომ „ჩვენ შევედით ბრძოლაში, რომელსაც არა ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური მნიშვნელობა აქვს“.

მან ასევე დაამატა, რომ მართლმადიდებლები „არ შეიძლება არ იყვნენ“ დონბასში ძმებთან და მოუწოდა მათ, ილოცონ მათთან ერთად მშვიდობისთვის, კვლავ ახსენა დონბასი და არა უკრაინა.

 

07.03.2022 14:41 „რით განსხვავდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები ხარკოვში ან ნიკოლაევში, ჰამბურგისგან ან ვენისგან?“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში უკრაინის თავზე ცის დახურვაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება, ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ღამით ოკუპანტებმა სარაკეტო არტილერიიდან დაარტყეს ნიკოლაევის საცხოვრებელ უბნებს, ასევე, ხარკოვის საცხოვრებელ უბნებს და სხვა ქალაქებს. 

„არ არსებობს სამხედრო აზრი. მძევლად ჰყავთ ირპენის, ბუჩას, გოსტომელის და მრავალი სხვა ქალაქისა და სოფლის მცხოვრებლები. იმ ქალაქების, რომელთა აღებაც ოკუპანტმა მოახერხეს, დროებით - სანამ სასჯელს არ მიიღებენ და აუცილებლად მიიღებენ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა იციან როგორ გააკეთონ ეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერი დაღლილი და დემორალიზებულია.

„ჩვენს მიწაზე მოვიდნენ იმის საძებნელად, რაც აქ არასდროს მომხდარა - სიმხდალე, თანხმობა მონობაზე. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ეშინია დამწვარი სახლების ყურების და ეს გასაგებია... რაკეტები, საჰაერო ბომბები, გრადები, ნაღმტყორცნები ხალხის წინააღმდეგ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სხვა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაშია, რომელსაც ყოველთვის ყველაზე მეტად სურდა მშვიდობა“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ, ასევე, დასვა კითხვა: "კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის უზრუნველსაყოფად? რით განსხვავდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები ხარკოვში ან ნიკოლაევში ჰამბურგისგან ან ვენისგან?"

„ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას - გავასუფთაოთ ცა, ან იმ ძალით, რომელიც გაქვთ, ან მოგვცემთ საბრძოლო თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვას, რომელიც მოგვცემს საჭირო ძალას.

ეს არის დახმარება, რომელიც მსოფლიომ უნდა უზრუნველყოს, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც, რათა დაამტკიცოს, რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

07.03.2022 14:21 უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე დასასწრებად ბელარუსისკენ გაემართნენ

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან.

რუსული მედიის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის დელეგაცია ბელარუსში უკვე გაემგზავრა.

ამასთან, უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ დაადასტურა, რომ ის და მისი კოლეგებიც გზაში არიან.

მოლაპარაკებები თბილისის დროით 17:00 საათზე უნდა დაიწყოს.

07.03.2022 14:17 რუსეთმა თავის გემებს რეკომენდაცია მისცა არ შევიდნენ ევროპისა და ამერიკის პორტებში

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია მის გემებს დიდი ბრიტანეთის, კანადის, ევროკავშირის ქვეყნების და სხვა ქვეყნების საზღვაო პორტებში, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, არ შევიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN სატრანსპორტო სტრატეგიების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ წერილები გაუგზავნა რუსეთის საზღვაო ნავსადგურების კაპიტნებს, ასევე, რუსეთის დროშით მცურავი გემების კაპიტნებს, რომ რუსეთმა თავი აარიდოს დიდი ბრიტანეთის, კანადის, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიულ წყლებსა და საზღვაო პორტებში შესვლას, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

07.03.2022 13:58 ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს ექსპორტსა და იმპორტზე რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე საუბრობს. ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებისკენ მოუწოდებს, კერძოდ, ბოიკოტი გამოუცხადონ ექსპორტსა და იმპორტს. ამის შესახებ rbc ზელენსკის ვიდეო მიმართვაზე დაყრდნობით წერს. 

„თუ შეჭრა გაგრძელდება და რუსეთი არ შეაჩერებს თავის გეგმებს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ საჭიროა ახალი სანქციების პაკეტი. ახალი სანქციები, ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ - მშვიდობისთვის. რუსული ექსპორტის ბოიკოტი, კერძოდ, უარი რუსული ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს. ამას შეიძლება ეწოდოს „ემბარგო“, ან უბრალოდ გამოიყენო „მორალი“, როცა უარს ამბობ ფულის მიცემაზე ტერორისტებისთვის. ბოიკოტი დაწესდეს რუსეთში იმპორტზე, თუ მათ არ სურთ ცივილიზებული წესების დაცვა, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ საქონელი და მომსახურება ცივილიზაციისგან. დაე, ომმა გამოკვებოს ისინი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

07.03.2022 13:36 „კიევთან ბრძოლები გრძელდება, რუსები მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ კლავენ“ - ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქთან არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. 

კლიჩკო გოსტომელის თემის ხელმძღვანელის მკვლელობის ფაქტსაც გამოეხმაურა. 

„კიევთან ბრძოლები ისევ გრძელდება. განსაკუთრებული მრისხანებით მტერი ანადგურებს ბუჩას, გოსტომელს, ვორცელს, ირპინს, განზრახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იური პრილიპკო გარდაიცვალა, როცა ხალხს პურსა და მედიკამენტებს ურიგებდა. იგი იყო ჩემი კოლეგა, რომელსაც კარგად ვიცნობდი. ის ბოლო ამოსუნთქვამდე იყო საზოგადოებასთან და ხალხზე ზრუნავდა“, - აღნიშნა კლიჩკომ. 

07.03.2022 13:02 „ჩვენ უნდა ავკრძალოთ მათი დაბრუნება, ვინც რუსეთიდან გაიქცა“ - რუსეთის დუმის დეპუტატი

რუსეთის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სულთან ხამზაევმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ აიკრძალოს ყველა იმ რუსი ბიზნესმენისა და მსახიობის დაბრუნება, ვინც რუსეთი უკრაინის ომის გამო დატოვა. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს.

„ჩვენ უნდა ავკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა მათთვის, ვინც გაიქცა. ასეთ დროს ყველა უნდა გავერთიანდეთ  რუსეთის განვითარებისა და გაძლიერებისთვის“, - განაცხადა სულთან რამზაევმა.

„ქვეყანაში გაჩნდა განგაშისტების ჯგუფი, რომელიც თავისი „ვირუსივით“ აზრით,  ზოგადი ატმოსფეროს დესტაბილიზაციას ცდილობს“, - ამბობს რამზაევი. 

მისი თქმით, ხელოვანებმა, ბლოგერებმა და ოლიგარქებმა, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა, „სხვა ქვეყნებში ბედნიერების კუნძულები ამჯობინეს სამშობლოს“

„აქ შოულობენ ფულს და პირველივე გაჭირვებაზე გარბიან. არ არსებობს უკეთესი დრო, ვიდრე ხორბლის გამოყოფა ხორბლისგან“, - დასძინა მან.

სულთან რამზაევი არის რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ერთიანი რუსეთის პარტიიდან (2021 წლიდან) და  დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრი.

07.03.2022 12:55 „ნელ-ნელა დალიეთ ყავა კრუასანთან ერთად და დიდხანს უყურეთ უკრაინის განადგურებული ქალაქების ფოტოებს“ - პოდოლიაკი დასავლეთს საყვედურობს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლელ პარტნიორებს საყვედურობს. მისი თქმით, ისინი სხედან პარიზის, ნიუ-იორკის და სხვა ქალაქების კაფეებში და უყურებენ როგორ ნადგურდება უკრაინა.

„როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრები სიამოვნებით სხდებიან პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკში ან ბუდაპეშტში მყუდრო კაფეებში. ნელ-ნელა დალიეთ შავი ყავა კრუასანთან ერთად და დიდხანს უყურეთ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც განადგურებულია. ჩვენი მომაკვდავი ქალაქები კვლავ იბრძვიან“, - წერს პოდოლიაკი.

 

07.03.2022 12:49 „დავამაგროთ ჩინეთის დროშები ამერიკულ თვითმფრინავებზე და რუსეთი დავბომბოთ“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში არსებულ ვითარებას რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის დონორებთან საუბრისას გამოეხმაურა

ტრამპმა ნატო უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და იხუმრა, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა რუსეთი ჩინეთის დროშის ქვეშ უნდა დაბომბონ, რათა აღნიშნულმა ქვეყნებმა ომი გააჩაღონ. 

„როდის იქნება ჩვენთვის მიუღებელი ეს მასიური დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ? ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ამას გაგრძელების უფლება მივცეთ. ბაიდენი ძალიან არაკომპეტენტურია, მისი სანქციების მუქარა სასაცილოა, პუტინი სანქციებს ბოლო 25 წლის განმავლობაში ისედაც იღებს. 

დავამაგროთ ჩინეთის დროშები ამერიკულ თვითმფრინავებზე და დავბომბოთ რუსეთი, შემდეგ ვთქვათ, რომ ეს ჩვენ არ ვიყავით, არამედ ჩინეთი იყო. ისინი ომს გააჩაღებენ, ჩვენ კი განზე დავდგებით და სანახაობას ვუყურებთ. 

მე ვლოცულობ ამაყი უკრაინელი ხალხისთვის, აღფრთოვანებული ვარ ზელენსკის მამაცობით, ღმერთმა დალოცოს ისინი.

ყველას ესმის, რომ ეს საშინელი კატასტროფა არასდროს მოხდებოდა, ჩვენი არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და მე რომ ისევ პრეზიდენტი ვიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

07.03.2022 12:29 6 მარტს ხერსონში უკრაინელმა სამხედროებმა 30 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მახლობლად მდებარე ჩერნობაივკას აეროდრომი ცეცხლით დაფარეს. ამის შესახებ საზღვაო ძალების Facebook გვერდზე ვკითხულობთ.

„ღამით უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაფარეს ხერსონის მახლობლად მდებარე ჩერნობაივკას აეროდრომი. ოკუპანტებმა გადაწყვიტეს მათი ფლოტი ნაწილობრივ განეთავსებინათ იქ. განადგურდა მოწინააღმდეგის 30 შვეულმფრენი, ცოცხალი ძალა და ტექნიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ გასულ დღეს, ნიკოლაევთან უკრაინულმა არმიამ გაანადგურა რუსული ტექნიკის 3 კოლონა და რუსებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა წაართვეს. 

07.03.2022 12:09 11 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 999 ჯავშანტექნიკა, 290 ტანკი - უკრაინის გენშტაბის უახლესი ინფორმაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 7 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე).

❗ რუსი სამხედრო - 11 ათასზე მეტი ადამიანი
❗ ტანკი - 290 
❗ ჯავშანტექნიკა - 999 
❗ საარტილერიო სისტემები - 117
❗ MLRS - 50 
❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 23 
❗ თვითმფრინავი - 46 
❗ ვერტმფრენები - 68 
❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 454 
❗ გემები / ნავები - 3 ერთეული
❗ საწვავის ავზი - 60
❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 7

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

07.03.2022 11:54 კიევისა და ხარკოვის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები მხოლოდ ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიისკენ გაიხსნება

რუსეთი უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს კონკრეტული მარშრუტების მიხედვით ხსნის, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

რუსების მიერ გამოქვეყნებული ევაკუაციის მარშრუტები აჩვენებს, რომ კიევიდან დერეფანი ბელარუსამდე მიდის, ხოლო ხარკოვის მოქალაქეებს მხოლოდ რუსეთისკენ მიმავალი დერეფანი ექნებათ.

ქალაქ მარიუპოლისა და სუმის მოქალაქეები ევაკუაციას უკრაინის სხვა ქალაქებსა და რუსეთის ტერიტორიაზე შეძლებენ.  

07.03.2022 11:33 რუსეთმა უკრაინას ჯამში 600 რაკეტა ესროლა - პენტაგონი

ომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინას 600 რაკეტა ესროლა. გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა საზღვრებზე დაგროვილი ძალების 95% გამოიყენეს. ინფორმაციას UNIAN CNN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხერსონსა და ნიკოლაევში ბრძოლებს პენტაგონი აკვირდება. ამავდროულად, რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევას. თუმცა უკრაინელების ძლიერმა წინააღმდეგობამ საგრძნობლად შეანელა რუსების წინსვლა.

კიევის ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის მასიური კოლონაა მობილიზებული, რომელიც გზის ნაწილის დაახლოებით 64 კილომეტრს მოიცავს. კოლონა პრაქტიკულად რამდენიმე დღეა ადგილზეა. გასული კვირის ბოლოს აღინიშნა, რომ კოლონა კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო.

აშშ აღნიშნავს, რომ უკრაინელები და რუსები თავიანთი საჰაერო საბრძოლო ძალის უმეტეს ნაწილს ინახავენ, ამიტომ არცერთ მხარეს არ აქვს უპირატესობა ცაში.

„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმეტეს ნაწილში ჯერ კიდევ აქვს კომუნიკაციის საშუალებები, წვდომა ინტერნეტზე და მედიაზე“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინააღმდეგობის 11 დღეზე ნაკლებ დროში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 46 ათასამდე რუსი დამპყრობლის განეიტრალება . საუბარია დაღუპულებზე, დაჭრილებსა და პატიმრებზე.

07.03.2022 11:18 რუსმა სამხედროებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი დახვრიტეს

რუსმა სამხედროებმა კიევის რეგიონში გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იური პრილიპკო დახვრიტეს მაშინ, როცა ის ომში დაზარალებულ მოსახლეობას საკვებს ურიგებდა.

„გოსტომელის თემის ხელმძღვანელი იური პრილიპკო გარდაიცვალა, მშივრებს პურს ურიგებდა, ავადმყოფებს წამალს აძლევდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. ამისათვის ის და მისი ძმები რუსლან კარპენკო და ივან ზორია მოკლეს ოკუპანტებმა “, - ვკითხულობთ გოსტომელის სოფლის საბჭოს ოფიციალურ Facebook გვერდზე. 

სოფლის საკრებულოში აღნიშნეს, რომ სოფლის თავკაცს შეეძლო უსაფრთხო ადგილას დარჩენა, მაგრამ მან გადაწყვიტა ხალხის დახმარება და ოკუპანტების ტყვიასაც შეეწირა.

07.03.2022 11:11 „დაე, მტერი დაელოდოს სიურპრიზს“ - რეზნიკოვი

„უზარმაზარი დანაკარგების გამო, რაც მტერმა განიცადა, ბრძოლის ინტენსივობა დროებით შემცირდა“ - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ყოველდღიური შეჯამებების სერიას აგრძელებს. რეზნიკოვი ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში 7 მარტის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსი სამხედროები და ზოგადად რუსეთი, სიტყვას არ ასრულებს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით და ამ ყველაფერს, მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

„გავიდა გმირული წინააღმდეგობის თერთმეტი დღე.
უზარმაზარი დანაკარგების გამო, რაც მტერმა განიცადა, ბრძოლის ინტენსივობა დროებით შემცირდა. თუმცა, რუსი დამპყრობლები ცდილობენ კონცენტრირება მოახდინონ ძალებსა და საშუალებებზე თავდასხმების ახალი ტალღისთვის.

პირველ რიგში - კიევზე, ​​ხარკოვზე, ჩერნიგოვსა და მიკოლაევზე.
ნუ დავკარგავთ სიფხიზლეს!

„რუსული მშვიდობა“ ჰუმანიტარული კრიზისით ცდილობს დაახრჩოს გმირი ქალაქი მარიუპოლი. სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები.

ეს არ არის ადვილი. რუსი ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ. არც ბავშვებსა და ქალებს, არც დაჭრილებს იბრალებენ. ისინი საცხოვრებელ უბნებს ესვრიან. ევაკუაციის დროს მშვიდობიან ადამიანებს ესვრიან.

მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ იბრძვის უკრაინელი ხალხი თავისი ქვეყნისთვის.

მე კომენტარს არ გავაკეთებ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე - ეს დელიკატური მომენტია. დაე, მტერი დაელოდოს სიურპრიზს. გაითვალისწინეთ: ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია.

ჩვენი ჯარისკაცები თავდაცვის ყველა მიმართულებით ავლენენ მაღალ ოსტატობას რუსი მებრძოლების განადგურებით.

ომი ის მწუხარებაა, რომელიც რუსეთმა მოგვიტანა და მიიტანა იგი მთელი მსოფლიოს სახლებში. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ჩვენს ხალხს. ყველას გვახსოვდეს და ყველასთვის შური ვიძიოთ.


ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა მტერთან შედარებით უკრაინული საზოგადოების ერთიანობაა. რუსეთში, მათ არ ესმით, რა არის თვითორგანიზება და რა არის რეალური ნდობა ძალაუფლებასა და მოქალაქეებს შორის.

ისინი ათწლეულებია ანადგურებენ ხალხის თავისუფლებას და ღირსებას, რათა მოეპოვებინათ მორჩილი მოსახლეობა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

 

07.03.2022 11:06 „უკრაინამ 46 000-მდე რუსი სამხედრო გაანეიტრალა: ესენი არიან მოკლული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილები“ - უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი ზაგოროდნიუკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის საზღვართან მობილიზებული სამხედროების შემადგენლობის მესამედი უკვე დაკარგეს.

„24 თებერვალს შეჭრის დროს რუსული ჯარის რაოდენობა შედგებოდა 145 000 ადამიანისგან. 11 დღის განმავლობაში უკრაინამ როგორღაც გაანეიტრალა 46 000-მდე რუსი მეომარი: ესენი არიან მოკლული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები“, - აცხადებს ზაგოროდნიუკი. 

07.03.2022 10:34 ომის დასრულების სამი სცენარი - The New York Times

The New York Times- ის ამერიკელმა ჟურნალისტმა თომას ფრიდმანმა უკრაინაში ომის დასრულების სამ სცენარზე ისაუბრა. პროგნოზის მიხედვით, პირველი სცენარი ყველაზე მძიმეა. დანარჩენი ორი უფრო რბილია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.

პირველი სცენარი:

ექსპერტი თვლის, რომ თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს პუტინს, ის უკრაინას გაანადგურებს. ამ სცენარს შეიძლება მოჰყვეს ომის დანაშაულების ისეთი მასშტაბი, როგორიც ევროპას ნაცისტური ეპოქის შემდეგ არ უნახავს.

„თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროს არასოდეს ჰქონია საქმე ამ დონის სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ ლიდერთან, რომლის ქვეყანაც 11 დროის სარტყელშია, არის მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი და ფლობს ბირთვული ქობინების უდიდეს არსენალს მსოფლიოში“ - წერს ფრიდმანი.

მეორე სცენარი:

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში შევა და ორივე მხარე იძულებული იქნება კომპრომისზე წავიდეს.

„ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ, უკრაინის აღმოსავლეთი, რომლებიც ახლა დე ფაქტო რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, ოფიციალურად გადაეცემა რუსეთს და უკრაინა ღიად დაპირდება, რომ არასოდეს შეუერთდება ნატოს. აშშ და მისი მოკავშირეები შეთანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ ახლახან დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებაზე“, - წერს ექსპერტი.

ექსპერტის აზრით, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პუტინს, ფაქტობრივად, დასჭირდება იმის აღიარება, რომ მან ვერ შეძლო უკრაინის რეინტეგრაციის ხედვის რეალიზება.

მესამე სცენარი:

ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარი ისაა, რომ რუსები აჯანყდებიან და პუტინს ჩამოაგდებენ.

„ათასობით ადამიანი უკვე გამოდის ქუჩებში პუტინის გიჟური ომის გასაპროტესტებლად. ისინი ამას აკეთებენ საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ვნახოთ, მასობრივი მოძრაობა შეძლებს თუ ვერა საბოლოოდ დაასრულოს პუტინის მმართველობა“, - აღნიშნა ექსპერტმა.

07.03.2022 10:22 რუსეთი დროებით ცეცხლს წყვეტს - მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება

რუსეთი უკრაინის რამდენიმე ქალაქში ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის, რათა მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან (თბილისის დროით 08:00 საათიდან) დაიწყება. ევაკუაციის მარშრუტები უკვე შეიქმნა დედაქალაქ კიევში, ხარკოვში, მარიუპოლსა და სუმში.

ყველა აღნიშნული ქალაქი ამჟამად რუსი სამხედროების თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

უკრაინელი ოფიციალური პირები ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

07.03.2022 09:37 დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო უკრაინის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში, აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთი დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოყოფს პირდაპირ უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში, რუსეთის მიერ არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრით გამოწვეული ფინანსური ზეწოლის შესამსუბუქებლად.

ეს თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჯარო სექტორის მუშაკებისთვის ხელფასების გადასახდელად, სოციალური დაცვის ქსელის მხარდასაჭერად და პენსიების გადასახდელად.

თანხები მსოფლიო ბანკის მეშვეობით იქნება უზრუნველყოფილი.

„რუსეთის უკანონო და სასტიკი თავდასხმის დაწყების დღიდან, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ძლიერად უდგას გვერდში მსოფლიო  უკრაინის ურყევ ხალხს. ბრიტანეთის დახმარება გათვლილია მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. თუმცა მხოლოდ პუტინს შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს ტანჯვა უკრაინაში. ფინანსური დახმარება გამიზნულია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას განიცდიან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

07.03.2022 08:50 ლუგანსკში ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ლუგანსკში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, ქალაქში ნავთობის საწყობი აფეთქდა. ის რამდენიმე წელია არ მუშაობს.

„ლუგანსკში  რამდენიმე წუთის წინ ნავთობის საცავი ააფეთქეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი რამდენიმე წელია შეჩერებულია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

07.03.2022 08:40 უკრაინაში ასაფრენი ზონის დაწესება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს - სენატორი რუბიო

ამერიკის სენატის დაზვერვის კომიტეტის უმაღლესი რანგის რესპუბლიკელმა, სენატორმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ასაფრენი ზონის დაწესება „მესამე მსოფლიო ომის დაწყებას“ ნიშნავს.

„ხალხმა უნდა გაიგოს, რას ნიშნავს არასაფრენი ზონა. ეს არ არის რაიმე წესი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ეს არის რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების სურვილი“, - აღნიშნა სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა.

მისი თქმით, აზრი არ აქვს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის გაგრძელებას, რომელიც უკრაინაში ომის დასაფინანსებლად გამოიყენება.

მეორე სენატორს კრისტოფერ მერფს მიაჩნია, რომ ცის დახურვა ამერიკის ან ევროპის ინტერესებში არ შედის. მისი თქმით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოს ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის ომი.

07.03.2022 07:01 დუდა: არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსები კიევში შტურმისთვის მზად არიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. 

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბრისას მითხრა, რომ რუსული ჯარები და მანქანები მუდმივად გროვდება კიევთან. შტურმისთვის მზადყოფნის ან ენთუზიაზმის ნიშანი არ არის. დამცველები კი საბრძოლველად მზად არიან და დიდი მოტივაცია აქვთ მტრის მოსაგერიებლად. მხარი დაუჭირეთ უკრაინას!“ ,- წერს ანჯეი დუდა. 

07.03.2022 07:01 დუდა: არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსები კიევში შტურმისთვის მზად არიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. 

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბრისას მითხრა, რომ რუსული ჯარები და მანქანები მუდმივად გროვდება კიევთან. შტურმისთვის მზადყოფნის ან ენთუზიაზმის ნიშანი არ არის. დამცველები კი საბრძოლველად მზად არიან და დიდი მოტივაცია აქვთ მტრის მოსაგერიებლად. მხარი დაუჭირეთ უკრაინას!“ ,- წერს ანჯეი დუდა. 

07.03.2022 06:15 უკრაინაში რუსეთის აგრესიას 38 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - ომბუდსმენი

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 38 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაცია „უნიანი“ უკრაინის სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დენისოვას ცნობით, სამხედრო თავდასხმის შედეგად 71 ადამიანი დაშავდა. 

მისი თქმით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ შეუძლებელია ზუსტი ინფორმაციის დადგენა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლისა და კიევის რეგიონის ქალაქ ირპენის დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ

ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი ბოლო 24 საათში რუსეთის შეიარაღებული ძალების ბარბაროსული თავდასხმების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ.

მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, რადგან შეუძლებელი იყო მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ხოლო კიევის ოლქის ქალაქ ირპენში რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას ცდილობდნენ - შედეგად სულ მცირე ორი ბავშვი დაიღუპა.

ასევე, ქალაქ „ბელა ცერკოვში“ სარაკეტო თავდასხმების შედეგად 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომლებსაც მოხუცები და ბავშვები აფარებდნენ თავს. დაშავებულთა ან მსხვერპლთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. მოვუწოდებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე და შეაჩეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

07.03.2022 07:06 რუსეთმა ომისთვის მობილიზებული ჯარის 95% უკვე გამოიყენა - პენტაგონი

რუსეთი 12 დღეა უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. პენტაგონის ცნობით, რუსეთმა უკვე გამოიყენა ომისთვის მობილიზებული ჯარის 95%.

პენტაგონს ბოლო დღეებში  არ დაუფიქსირებია მტრის ჯარებში მნიშვნელოვანი წინსვლა. კიევის მახლობლად დამპყრობლების სვეტები დგას.

ზოგიერთი ცნობით, კიევის მახლობლად ოკუპანტები - ჭაობში გაიჭედნენ ან საწვავი ამოეწურათ ან კიდევ ორივე. 

პენტაგონის ცნობით, ოდესაში საზღვაო დესანტის დაშვება არ მომხდარა. არ არსებობს ნიშნები, რომ ეს მოხდება უახლოეს მომავალში.

რუსული ჯარები არ აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს. საჰაერო ბრძოლების დროს, პენტაგონის ცნობით, ორივე მხარემ განიცადა დანაკარგი.

თუმცა, პენტაგონმა ჯერ ვერ დაადასტურა რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენება, ჩერნიგოვის თავზე 500 კილოგრამიანი ბომბის ჩამოგდება და რუსეთში რეზერვისტების დაკომპლექტება.

07.03.2022 05:14 ნატო არ დახურავს თავის საჰაერო სივრცეს უკრაინის თავზე - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ნატო არ დახურავს ცას უკრაინის თავზე, რადგან ეს ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას.

მისი თქმით, ცის დახურვა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას ნიშნავს.

„ეს ნიშნავს ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა. ნატო პასუხისმგებელია მილიონობით ევროპელის სიცოცხლეზე. პუტინის ომი სხვა ქვეყნებში არ უნდა გავრცელდეს და მესამე მსოფლიო ომში არ უნდა გადაიზარდოს“, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ პუტინისთვის არ არსებობს „წითელი ხაზები“, ამიტომ ნატომ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთის საზღვრები, რათა შეძლოს მოკავშირეების დაცვა.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა შეთანხმების საჯარო სივრცეში განხილვა საჭირო არ არის.

07.03.2022 04:11 რუსებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს - უკრაინული მედია

რუსებმა ზღვიდან სარაკეტო შეტევა განახორციელეს ტუზლიზე (ოდესის ოლქი ბელგოროდ-დნესტროვსკის ოლქი). ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  

ინციდენტს რეგიონული შტაბის წარმომადგენელი სერგეი ბრაჩუკი ადასტურებს. 

ჯერჯერობით ინფორმაცია დაშავებულების და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. 

07.03.2022 04:05 პუტინის თქმით, რუსეთი თავის მიზანს მოლაპარაკებებით ან ომით მიაღწევს - საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ცნობილია რაზე ისაუბრეს დღეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთი საკუთარ მიზნებს „მოლაპარაკების ან ომის გზით“ მიაღწევს.

მაკრონმა პუტინს მოუწოდა შეაჩეროს ომი და უზრუნველყოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს „მოლაპარაკებებით ან ომით“.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმება სრულად მისაღები უნდა იყოს უკრაინელებისთვის. მაკრონმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

07.03.2022 03:47 რუსმა სამხედროებმა ირპენში ევაკუაციის დროს დედა და ორი შვილი მოკლეს

ევაკუაციის დროს ირპენში რუსებმა მთელი ოჯახი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მოკლულია  IT სტარტაპში ფინანსებს ხელმძღვანელი ტატიანა და მისი ორი შვილი. 

„ეს არის ტატიანა პერებეინოსი. ის და მისი ორი შვილი ირპენიდან ევაკუაციის დროს ნაღმტყორცნის შედეგად დაიღუპა. ტატიანა IT სტარტაპში ფინანსებს ხელმძღვანელობდა. სამწუხაროდ მისი ოჯახი ავადმყოფი დედის გამო ადრე ვერ ტოვებდა ირპენს“, - წერს სტარტაპის ინვესტორი მიკადო.

07.03.2022 03:27 უკრაინელებმა ქალაქი ჩუგუევი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და ორი რუსი ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ქალაქი ჩუგუევი დამპყრობლებისგან და გაანადგურეს ორი რუსი ვიცე-პოლკოვნიკი, - ამის შესახებ ინფორმაცია „უნიანი“ უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„თავდაცვითი ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებას სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებით. საომარი მოქმედებების დროს განთავისუფლდა ქალაქი ჩუგუევი. დამპყრობლებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. განადგურდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საზღვაო კორპუსის ბრიგადა, მოკლეს ლეიტენანტი პოლკოვნიკი დიმიტრი საფრონოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მე-11 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის მეთაურის მოადგილე, ლეიტენანტი პოლკოვნიკი დენის გლებოვი“, - ნათქვამია  გენერალურმა შტაბის განცხადებაში.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ძალების უკრაინელი ჯარისკაცები სტაბილურად იკავებდნენ პოზიციებს ლუგანსკის მიმართულებით და ზარალს აყენებდნენ მტერს.

07.03.2022 02:55 ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ უსაფრთხოების მოდელები ნატოს გარეთ - არახამია

ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან მზად, განიხილონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ხალხის მსახურის“ ლიდერის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში არის რამდენიმე პრობლემური საკითხი, რაც ხელს უშლის მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.

„პასუხი გვაქვს ნატოს ქვეყნებიდან, რომ მზად არ არიან ნატოში ჩვენი გაწევრიანება განიხილონ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს 5-10 წელიწადში. ჩვენ არ ვიბრძოლებთ ნატოში განაცხადისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიბრძოლეთ შედეგისთვის და არა პროცესისთვის.

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ რამდენიმე მოდელი, რომელიც არ მოიცავს ნატოს. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოების პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა, გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხები ფართო წრეში, არა მხოლოდ რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებში, არამედ სხვა პარტნიორებთანაც“, - აცხადებს არახამია.

არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ დათანხმდება ტერიტორიების დათმობას, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით.

მისი თქმით,  რუსული სამხედრო ავიაცია აჭარბებს და აჭარბებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს. სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში რუსმა დამპყრობლებმა მოახერხეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სტრუქტურაში საკმაოდ ბევრი ელემენტის განადგურება.

„ამჟამად, უკრაინელმა სამხედროებმა აიღეს ტაქტიკური ინიციატივა ადგილზე, მაგრამ ციდან დაუცველები არიან, ისევე როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები ქალაქებსა და სოფლებში“, - დასძენს ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი.

07.03.2022 02:40 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რაიონში ოკუპანტები დაბომბეს - UNIAN

ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ზარალს აყენებენ მტერს, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს.

„შედეგად, დამპყრობლებმა დაკარგეს 40-მდე პერსონალი, 8 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 1 MTLB, ურალის სატვირთო მანქანა, SUV და საარტილერიო სისტემები (რიცხვი დაზუსტებულია)“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლის მიმართულებით კონტრშეტევა განახორციელეს. შედეგად, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის სამი ტანკი, ოთხი ქვეითი საბრძოლო მანქანა,  და ოცდაათამდე რუსი დამპყრობელი. ორი დამპყრობელი ტყვედ აიყვანეს.

07.03.2022 02:18 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

07.03.2022 02:14 დონეცკის რეგიონში დამპყრობლებმა სულ მცირე სამი ადამიანი მოკლეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის  ოლქში  3 ადამიანი მოკლეს 1ო კი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსებმა რეგიონის კიდევ 3 მცხოვრები მოკლეს, კერძოდ, დღეს გავიგეთ, რომ რუსი ნაცისტების მსხვერპლი მარიუპოლში 18 თვის ბავშვი იყო - ეს მათი ომის მხოლოდ მცირე ნაწილია. მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი მონაცემების დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია“, - წერს კირილენკო.

07.03.2022 02:04 რატომ ზიხარ ჩეჩნეთში? მოდი ჩვენთან უკრაინაში და აჩვენეთ ერთგულება პუტინის მიმართ არა ინსტაგრამზე, არამედ ბრძოლის ველზე - გერაშჩენკომ კადიროვს საჯაროდ მიმართა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ საჯაროდ მიმართა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს.

„საჯაროდ მივმართავ რამზან კადიროვს. რატომ ზიხარ ჩეჩნეთში? მოდი ჩვენთან უკრაინაში. უხელმძღვანელე თავდასხმას - კიევზე, ​​ხარკოვზე ან მარიუპოლზე და აჩვენეთ თქვენი ოსტატობა და ერთგულება პუტინის მიმართ არა ინსტაგრამზე, არამედ ბრძოლის ველზე“, - წერს გერაშჩენკო ტელეგრამის თავის არხზე.

მან, ასევე დაამატა, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია. მხოლოდ ახლა უკრაინელი სამხედროები იღუპებიან როგორც გმირები.

„ყველა ადამიანი მოკვდავია. რუსები, ბურიატები, ჩეჩნები და უკრაინელები. მაგრამ უკრაინელები იღუპებიან გმირული სიკვდილით, იცავენ თავიანთ სახლს, თავიანთ მიწას!. ჩვენი ტყვიები, გრადები, არტილერია, ავტომატები, ანადგურებენ მათ ისევე, როგორც ყველა სხვა დამპყრობელს“, - დასძინა გერაშჩენკომ.

07.03.2022 01:40 რუსეთის სითამამე აჩვენებს, რომ სანქციები საკმარისი არ არის - ზელენსკი

ხვალისთვის რუსეთმა ოფიციალურად დააანონსა, რომ ჩვენ ტერიტორიებს ცეცხლს გაუხსნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი აღშფოთებულია, რომ არც ერთი მსოფლიო ლიდერი და არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი არ გამოეხმაურა რუსეთის მიერ გამოცხადებულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უკრაინული საწარმოების დაბომბვას.

„რუს სამხედროებს არ ჰყოფნით ის რაც უკვე გააკეთეს. არ ჰყოფნით ამდენი გარდაცვლილი, არ ჰყოფნით ამდენი გაუბედურებული სიცოცხლე. მათ სურთ რომ უფრო მეტი ტრაგედია იყოს. ხვალისთვის რუსეთმა ოფიციალურად დააანონსა, რომ უკრაინულ ტერიტორიებს ცეცხლს გაუხსნის და იერიშს მიიტანს თავდაცვით ობიექტებზე. მათი უმეტესობა საბჭოთა ხელისუფლების დროს არის აშენებული, ახლა კი ისინი ჩვეულებრივი, ურბანული გარემოს შუაგულში მდებარეობენ, იქ ათასობით ადამიანი მუშაობს, ასობით ათასი ცხოვრობს იქვე. ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა. დაფიქრდით ოკუპანტები აანონსებენ სასტიკ ქმედებებს, რომლებიც დაგეგმილი აქვთ.

ამ განცხადებაზე მსოფლიოს არცერთი ლიდერის, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსის რეაქცია არ მომისმენია. იფიქრეთ ოკუპანტების დაუსჯელობის გრძნობაზე: ისინი გეგმავენ სისასტიკეს. რატომ? იმიტომ რომ პასუხი არ არის. იმიტომ, რომ სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ ამ საღამოს, ამ დღისთვის“, - აღნიშნავს ზელენსკი.

მისი თქმით, სანქციები რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი არ არის.

პრეზიდენტი იმედს იტოვებს, მაინც დასავლელი ლიდერები როგორმე რეაგირებას მოახდენენ ამ თავდასხმებზე.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ მოამზადა ეს თავდასხმა. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ მოჰყვება ბრძანებები ვერტიკალურ ბრძანებას. ჩვენ ყველაფერი ვიცით. ჩვენ არაფერს ვაპატიებთ. ტრიბუნალი გელოდებათ. აგრესორის სითამამე არის ნათელი სიგნალი დასავლეთისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

07.03.2022 01:25 8 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე - ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ხიდი დაბომბეს

რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ევაკუაციის დროს ირპენში - კიევის დასავლეთით მდებარე რაიონში, - ამის შესახებ ინფორმაციას ირპენის მერი ოლექსანდრე მარკუშინი ავრცელებს. 

ირპენის მერის თქმით, რუსებმა ხიდზე ევაკუაციის დროს ცეცხლი გახსნეს. 

„ოჯახი დაიღუპა. ჩემს თვალწინ ორი პატარა ბავშვი და ორი მოზარდი დაიღუპა“, - განაცხადა მერმა.

მშვიდობიანი მოქალაქეები საგუშაგოზე მოძრაობდნენ, სანამ ადგილზე აფეთქება მოხდებოდა.

„ირპენი ომშია, ირპენი არ დანებებულა, ირპენის ნაწილი მართლაც რუსმა დამპყრობლებმა დაიპყრეს, მაგრამ ირპენი იბრძვის და არ ნებდება“, - აცხადებს მარკუშინი.

როგორც მარკუშინი ამბობს, ირპენიდან ევაკუაციის პროცესი ხვალიდან განახლდება.

07.03.2022 01:07 ჩვენ არ მივუტევებთ რუსეთს ასობით მსხვერპლს, მიტევების ნაცვლად იქნება განკითხვის დღე - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პატიების კვირას უკრაინა არ აპატიებს და არასოდეს აპატიებს რუს ოკუპანტებს.

მისი თქმით, პატიების ნაცვლად განკითხვის დღე იქნება. 

„დღეს შენდობის კვირაა, დღე, როცა ყოველთვის ვითხოვდით პატიებას ერთმანეთისგან, ყველა ადამიანისგან, ღმერთისგან. მაგრამ დღეს, როგორც ჩანს, ბევრს საერთოდ არ ახსოვს ეს დღე. მათ არ ახსოვდათ სიტყვა „მაპატიე“და  ამ სიტყვებმა თითქოს დაკარგეს მნიშვნელობა.

ჩვენ არ ვაპატიებთ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსებს, არ ვაპატიებთ რაკეტას, რომელიც ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ დღეს ჩამოაგდო ოჰმატდეტის თავზე და 500-ზე მეტი ასეთი რაკეტა, რომელიც მოხვდა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ხალხს, ბავშვებს. ჩვენ არ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯას, ინფრასტრუქტურის დანგრევას, ასობით მსხვერპლს, ათასობით და ათასობით ტანჯვას და ღმერთი არ გაპატიებს - არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს. მიტევების ნაცვლად იქნება განკითხვის დღე, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აცხადებს ზელენსკი. 

07.03.2022 00:22 მარიუპოლის დამცველებმა 40 ოკუპანტი გაანადგურეს, 2 ტყვედ აიყვანეს - უკრაინული მხარე

უკრაინელმა სამხედროებმა შვიდი ტანკი, ხუთი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს, ამასთან განადგურებულია 40 ოკუპანტი, ხოლო ორი კი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.

„სასიხარულო ამბავი მარიუპოლის დამცველებისგან. დღეს ოკუპანტებმა სცადეს ჩვენი გმირი ქალაქის გარეუბნების დაკავება. შედეგი მათთვის სავალალო იყო“, - აცხადებს გერაშჩენკო. 

მისი თქმით, მარიუპოლის დაცვას საზღვაო ქვეითი ბრიგადა, აზოვის ეროვნული გვარდიის პოლკი და ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები ახორციელებენ.

06.03.2022 18:26 მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ ჩაიშალა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

„რუსებმა დაიწყეს ძალების გადაჯგუფება და ძლიერად დაბომბეს ქალაქი. ასეთ პირობებში ხალხის გაყვანა უკიდურესად საშიშია“, - წერს დონეცკის რეგიონალური სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო თავის Telegram არხზე.

მარიუპოლის საკრებულო თავის ტელეგრამის არხზე წერს, რომ ჰუმანიტარული დახმარების კოლონა, რომელიც დღეს მარიუპოლში გაემგზავრა ზაპოროჟიედან  ჯერ კიდევ გზაშია.

06.03.2022 17:30 უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლის მიმართულებით კონტრშეტევა განახორციელეს

მარიუპოლის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უკრაინული მხარის ცნობით, შედეგად, დღეს უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ოკუპანტების სამი ტანკი, ოთხი ქვეითი საბრძოლო მანქანა და ოცდაათამდე რუსი სამხედრო. 2 ჯარისკაცი კი ტყვედ აიყვანეს. 

„მარიუპოლის უკრაინელი დამცველები გმირულად და გაბედულად აგრძელებენ აგრესორის შემოჭრის შეკავებას. გამარჯვება ჩვენი იქნება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

06.03.2022 16:09 ვლადიმერ პუტინი ერდოღანთან საუბარში ომის შეწყვეტის პირობას ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას kremlin.ru ავრცელებს. 

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პუტინმა ერდოღანს „დონბასის დასაცავად „სპეციალური ოპერაციის“ მიმდინარეობა გააცნო. 

კრემლში იუწყებიან, რომ ამ კონტექსტში პუტინმა ერდოღანს ძირითადი მიდგომები და დასახული მიზნები გააცნო. 

ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში „სპეცოპერაცია“ გეგმის და განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. 

„უკრაინის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის რუსული მხარის მზადყოფნა დადასტურდა უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების უშედეგო მცდელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სპეცოპერაციის“ შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს.

გამოითქვა იმედი, რომ დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დროს უკრაინის წარმომადგენლები გამოიჩენენ უფრო კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სრულად ითვალისწინებს ახალ რეალობას“, - აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

06.03.2022 15:00 რუსული ჯარები ოდესის დაბომბვას აპირებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მხრიდან ოდესის შესაძლო დაბომბვის შესახებ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან ისტორიული დანაშაული იქნება. 

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იქცევა ცივილიზებულად, თუნდაც აგრესორის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს მზაკვრულად, უკანონოდ, როგორც ტერორისტი, არღვევს ყველანაირ წესს. 

„ისინი ოდესის დაბომბვისთვის ემზადებიან. ოდესა! რუსები ყოველთვის ჩამოდიოდნენ ოდესაში. ოდესაში ყოველთვის მხოლოდ სითბო იგრძნობოდა. მხოლოდ გულწრფელობა.

და ახლა რა? ბომბი ოდესის წინააღმდეგ? არტილერია ოდესის წინააღმდეგ? რაკეტები ოდესის წინააღმდეგ?რაკეტები ოდესის წინააღმდეგ მზადაა. ეს იქნება ომის დანაშაული, ეს იქნება ისტორიული დანაშაული“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

06.03.2022 13:17 ოკუპანტებმა ქალაქ ირპენში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნენ - დაღუპულია 2 ბავშვი

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ირპენში  მშვიდობიანი მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის მცდელობისას ცეცხლი გაუხსნეს“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი იუწყება. 

„მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ერთი კი დაჭრილია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

06.03.2022 12:59 ოკუპანტები ქალაქ იზიუმის დაბომბვას აგრძელებენ - განხორციელდა რამდენიმე საჰაერო იერიში

ოკუპანტები ხარკოვის ოლქში ქალაქ იუზიუმის დაბომბვას აგრძელებენ. ინფორმაციას rbc ავრცელებს. 

RBC-ს ცნობით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა  6 მარტის ღამეს ქალაქზე რამდენჯერმე მიიტანეს საჰაერო იერიში. 
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული ჯარები მთელი ძალით ცდილობენ ქალაქის ნებისმიერი გზით აღებას და ამიტომ ისინი არც საცხოვრებელი სახლების დაბომბვას არ ერიდებიან. 

„ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ქალაქს საარტილერიო სისტემებიდან ესროდნენ. ასევე განახორციელეს რამდენიმე საჰაერო იერიში. რაკეტები და ბომბები ასევე მოხვდა იზიუმის ცენტრალურ ნაწილს“, - აღნიშნულია მოხსენებაში. 

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება. 

06.03.2022 12:43 მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა - ექიმები საზღვრებს გარეშე

„ალყაში მოქცეულ მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა“, - ამის შესახებ უკრაინული მედია არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ჩვენი პერსონალისგან ვიცით, რომ ისინი უიმედოდ ცდილობენ თავის დაცვას, რადგან მძიმე შეტევები გრძელდება, საკვების მარაგი ამოწურულია. არ მიეწოდებათ წყალი, ელექტროენერგია და გათბობა. ადამიანებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტსა და ტელეფონზე“, - აცხადებენ ექიმები. 

ამასთან, ამავე ინფორმაციის თანახმად, ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მიტანა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, უკრაინა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე ცდილობს მარიუპოლისთვის „მწვანე დერეფნის“ შეთანხმებას.

06.03.2022 11:49 11 ათასზე მეტი განადგურებული ოკუპანტი, 285 ტანკი - უკრაინის გენშტაბი უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს

6 მარტის დილისთვის, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსული საოკუპაციო ჯარების ადამიანური ზარალი დაახლოებით 11 ათასზე მეტს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

რუსული არმიის დანაკარგები 👇

✔️ 11 ათასზე მეტი ჯარისკაცი

✔️ 285 ერთეული ტანკი

✔️ 109 ერთეული საარტილერიო სისტემები 

✔️ 21 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები

✔️ 44 ერთეული თვითმფრინავი

✔️ 48 ერთეული ვერტმფრენი

✔️ 447 ერთეული საავტომობილო ტექნიკა

✔️ 2 ერთეული მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები 
✔️ 60 ერთეული ავზები საწვავით და საპოხი მასალებით 
✔️ 4 ერთეული - უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე 

„მონაცემების დაზუსტება მიმდინარეობს. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. 

06.03.2022 11:36 ოკუპანტებმა ჟიტომირში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

ჟიტომირის რეგიონში, ორ ქალაქზე ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაინგრა 25 სახლი, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხოლო ერთი კი დაიღუპა. 

უფრო კონკრეტულად კი, ქალაქ კოროსტენში 10 კერძო სახლი დაინგრა, ოვრუჩში 15, 5 ბავშვი კი სარდაფიდან გამოიყვანეს. 

ამასთან, ჟიტომირის რეგიონში აგრესორმა მხარემ საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელა, არიან დაღუპულები და დაჭრილებიც. 

06.03.2022 09:58 ოკუპანტებმა ხარკოვს მორიგი საჰაერო დარტყმა მიაყენეს - იწვის მაღალსართულიანი შენობა

ოკუპანტები უკრაინის ქალაქ ხარკოვში მორიგი იერიში მიიტანეს და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

„დილის 05:00 საათზე მორიგი იერი მიიტანეს ხარკოვზე, დილიდან ისმის აფეთქებების ხმა, დარჩით თავშესაფრებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოცემა წერს, რომ აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის ალექსეევკასა და სალტოვკას მიდამოებში, ასევე ქალაქის ცენტრში. 

06.03.2022 09:30 „რუსი მფრინავები უსულო ფაშისტები არიან, ისინი გენოციდს გვიწყობენ“ - ჩერნიგოვის მერი

ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

მისი თქმით, ოკუპანტები ჩერნიგოვს განუწყვეტლივ ბომბავენ და აკრძალულ იარაღს იყენებენ. 

„ჰააგიდან პროკურორები სასწრაფოდ უნდა გაიგზავნონ ჩერნიგოვში, რათა აღრიცხონ მსოფლიოში აკრძალული იარაღის გამოყენება. რუსი მფრინავები უბრალოდ უსულო ფაშისტები არიან. ისინი ბომბებს დაბალი სიმაღლიდან ყრიან. ხედავენ, რომ დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ, ეს გენოციდია“, - განაცხადა ატროშენკომ. 

06.03.2022 08:50 კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა

გამთენიისას უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა.  

წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო რაკეტა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

06.03.2022 07:11 3 000 ამერიკელი მოხალისე მზად არის, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს

3 000 ამერიკელი მოხალისე მზად არის, რომ საერთაშორისო ბატალიონს შეუერთდეს და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. 

მსურველთა შორის არიან ვეტარანები, რომლებიც ერაყში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.

სულ უკრაინაში 16 000-ზე მეტი უცხოელი მოხალისეა გაგზავნილი. უკვე კიევში იმყოფებიან ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ისრაელის მოქალაქეები. 

06.03.2022 06:45 რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების ცხედრების განადგურების ბრძანება გასცა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების განადგურების ბრძანება გასცა.

26 თებერვლით დათარიღებული შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკო აწერს, „ჩრდილოეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ გამოაქვეყნა.

აღნიშნულ დოკუმენტში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ითხოვს, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების ევაკუაციისთვის ზომები რაც შეიძლება მალე მიიღონ და უზრუნველყონ ცხედრების ფარული გადაყვანა ღამით მუდმივი განლაგების პუნქტებში და მათი დაკრძალვა მასობრივ საფლავში, ნომრის მინიჭებით, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ თუ ცხედრების ევაკუაცია შეუძლებელია, აუცილებელია „ადგილზე მათი განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება“.

06.03.2022 06:11 ოკუპირებულ ყირიმის საავადმყოფოები დაჭრილი რუსი ჯარისკაცებითაა გადატვირთული

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ქალაქებში არმიანსკში, კრასნოპერეკოპსკსა და ჟანკოიში საავადმყოფოები დაჭრილი რუსი სამხედროებითაა გადატვირთული, - ამის შესახებ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისი იუწყება.

 „თითო ქალაქში 1000-1500-მდე დაჭრილია. ეს საავადმყოფოები იღებენ მხოლოდ სამხედროებს, სამოქალაქო პირები იძულებულნი არიან, რომ კერძო კლინიკებს მიმართონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

06.03.2022 05:43 რუსები კანევის ჰიდროელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას გეგმავენ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

რუსი ოკუპანტები კანევის ჰიდროელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას გეგმავენ - ამის შესახებ  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„რუსული საოკუპაციო ძალები მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტის - კანევის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ხელში ჩაგდებას გეგმავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

კანევის ჰიდროელექტროსადგური მდინარე დნეპრზეა აშენებული და ჩერკასის ოლქში მდებარეობს. 

06.03.2022 05:10 ზელენსკიმ ბაიდენთან უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება განიხილა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  

ლიდერებმა უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება განიხილეს. 

„მიმდინარე დიალოგის ფარგლებში მე მქონდა მორიგი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების საკითხები, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელება“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

06.03.2022 04:16 პუტინთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის დაურეკა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა. 

გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. 

"ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა დამირეკა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს", - წერს ზელენსკი.

06.03.2022 03:08 ომის დაწყების შემდეგ ხარკოვის ოლქში რუსმა სამხედროებმა 194 უკრაინელი მოკლეს

ომის დაწყების შემდეგ ხარკოვის ოლქში რუსმა აგრესორებმა 194 უკრაინელი მოკლეს და 433 დაჭრეს, - ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი იუწყება

დაღუპულთა შორის 5 ბავშვია 

„ომის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში მოკლეს 194 ადამიანი, მათ შორის 126 მშვიდობიანი მოქალაქე და 5 ბავშვი. დაღუპულთა შორის არიან - შეიარაღებული ძალების 35 სამხედრო მოსამსახურე, 4 პოლიციელი, 6 ეროვნული გვარდიის წევრი, 4 მესაზღვრე, 4 მედესანტე, უკრაინის უშიშროების სამსახურის 1 თანამშრომელი და ასევე ტერიტორიული თავდაცვის 14 მებრძოლი“, - ნათქვამია განცხადებაში.

06.03.2022 02:26 დღის განმავლობაში უკრაინელებმა 5 რუსული თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი ოკუპანტების განადგურებული თვითმფრინავების სიას აქვეყნებს.  

„სამი ვერტმფრენი უკრაინის საზღვაო ძალებმა დამოუკიდებლად ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ სამხედრო მოსამსახურეებმა ჩამოაგდეს ერთი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. 

ორი სუ-34 ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის „ჩრდილოეთის“ სამხედრო მოსამსახურეებმა.

ორი სუ-30 ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების იუგის საჰაერო სარდლობის სამხედროებმა.

საჰაერო თავდაცვამ ასევე ჩამოაგდო ორლან-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და რამდენიმე საკრუიზო რაკეტა, რომლებიც უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში დაფრინავდნენ.

მტრის მფრინავები, რომლებიც გადარჩნენ, უკრაინელმა ჯარისკაცებმა იპოვეს. მათ მიიღეს სამედიცინო დახმარება და უკვე გვაძლევენ ჩვენებას პუტინის რეჟიმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

06.03.2022 02:15 კიევში აფეთქებების ხმა ისმის

კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმა ისმის. 

უკრაინის დედაქალაქში განგაშია გამოცხადებული.

კიევში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს, რომ თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადავიდნენ. 

06.03.2022 02:07 უკრაინულმა დესანტმა დნეპროპეტროვსკის ოლქთან რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურა

უკრაინელებმა რუსულ ჯარებს დნეპროპეტროვსკის ოლქში შესვლის საშუალება არ მისცეს.

მედესანტეებმა ოკუპანტების სამხედრო კოლონა წარმატებით გაანადგურეს. 

„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიჩესლავის საჰაერო სადესანტო ძალების 25-ე ბრიგადის კონსოლიდირებული ქვედანაყოფის ძალებმა შეაჩერეს მტრის კოლონები, რომლებიც ცდილობდნენ წინსვლას ბალაქლიიდან დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ. გაბედული ოპერაციის დროს მტერი განადგურდა!“, - აღნიშნულია სიჩესლავის 25-ე სადესანტო ბრიგადის განცხადებაში. 

06.03.2022 01:52 „ვახორციელებთ ფართომასშტაბიან თავდასხმებს, კონტროლქვეშ ავიღეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი“ - რუსი გენერალ-მაიორი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ „ნაციონალისტებზე“ ზეწოლის მოხდენაზე უარის თქმის გამო, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში თავდახმების სერია განაახლეს. 

„იმის გამო, რომ უკრაინელებმა არ გამოიჩინეს სურვილი ზეწოლა მოეხდინათ ნაციონალისტებზე და გაეგრძელებინათ სიჩუმის რეჟიმი, თავდასხმითი ოპერაცია ისევ განახლდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ფართომასშტაბიან თავდასხმებს ახორციელებენ და კონტროლქვეშ აიღეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი“ - განაცხადა კონაშენკოვმა. 

06.03.2022 01:35 „ქალაქი ალყაშია, განუწყვეტლივ გვბომბავენ“ - მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ რუსი სამხედროების მიერ გარშემორტყმულ ქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

მისი თქმით, ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ. 

„ახლა ქალაქი ბლოკადაშია, ჩვენ გვხოცავენ როგორც ერს, როგორც უკრაინის ხალხს. რუსი დამპყრობლები დასახლებულ პუნქტებსაც ესვრიან. დაბომბვა უკვე ექვსი დღეა გრძელდება. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები მივა იქამდე, რომ საევაკუაციო დერეფანი მოგვცენ, ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც სჭირდებათ“, - განაცხადა მარიუპოლის მერმა.

06.03.2022 01:21 „რამდენიმე უცხო ქვეყანაში რუსოფობიის უპრეცედენტო დონე შევნიშნეთ“ - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში რუსოფობიის გაზრდილი დონე შენიშნეს. 

„ჩვენ შევნიშნეთ რუსოფობიის უპრეცედენტო დონე რამდენიმე უცხო ქვეყანაში უკრაინაში სპეცოპერაციის კონტექსტში. დარწმუნებული იყავით, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა ამ ინციდენტს“, - აღნიშნულია „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

06.03.2022 01:09 ზელენსკიმ დონბასს მთელ უკრაინასთან ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის მოსახლეობას მოუწოდა, რომ მთელ უკრაინასთან ერთად თავისუფლებისთვის იბრძოლონ

„დონბას, ახლა დროა! მივმართავთ ყველა ადამიანს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე: იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის! უკრაინის თავისუფლებისთვის, ხერსონთან, ბერდიანსკთან, კიევთან და უკრაინის ყველა სხვა ქალაქთან ერთად.  თქვენ გითხრეს, რომ ჩვენ ქალაქებს ვანადგურებთ. შეხედეთ ხარკოვს, ჩერნიგოვს, ხუთას კილოგრამიან ბომბებს, რომლებიც უკრაინელების სახლებზე ჩამოაგდეს, ბავშვები დახოცეს. რუსებმა ეს თქვენს თვალწინ გააკეთეს, ასე რომ თავი დაიცავით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სიცოცხლეს წაგართმევთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს არასოდეს არ ესვრის და დახოცავს.

06.03.2022 00:59 ჯო ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა. ბაიდენმა მიმართვა TWITTER-ზე დაწერა.

„არ მჯერა, რომ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ - ქვეყნისა და ხალხის, რომელთანაც ოჯახური, ისტორიული და კულტურული კავშირები გაქვთ“, - წერს ჯო ბაიდენი.

06.03.2022 00:42 კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პოლონეთის საზღვარზე შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პოლონეთის საზღვარზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკვე დაწესებული სანქციების ეფექტურობა რუსული აგრესიის შეკავების მიზნით და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიხსენა, რომ უკრაინა პარტნიორებს  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს  სთხოვს და დიმიტრი კულებამ ეს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დააყენა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ბლინკენი, ბრიტანეთისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები და ნატოს გენერალური მდივანი.

"რუსულ ნავთობს დღეს უკრაინის სისხლის სუნი ასდის. მისი ყიდვა ნიშნავს რუსული ომის დანაშაულების დაფინანსებას... ეს არის არჩევანი, რომელიც ახლა უნდა გაკეთდეს", - განაცხადა დიმიტრი კულებამ.

მან ყველა კომპანიებს მოუწოდა შეწყვიტონ თანამშრომლობა რუსეთთან და ასევე გაიმეორა მოწოდება დასავლეთისადმი, დაეხმარონ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებით, საჰაერო თავდაცვითა და ფრენის აკრძალული ზონის შემოღებით, რომლისთვისაც ნატო  ჯერ არ არის მზად .

05.03.2022 23:33 ზელენსკი მზადაა პუტინს სტამბოლში შეხვდეს - თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სტამბოლში ან ანკარაში შეხვედრაზე.ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს.

ერდოღანმა ზელენსკის განზრახვები პუტინს უკვე გადასცა.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ასეთი შეხვედრის გამართვა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება სიტუაციაზე. თურქეთი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს, თურქეთის ლიდერი გააჟღერებს ანკარის წინადადებებს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად.

„თურქეთი ამჟამად არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად ისაუბრონ როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან. ვიმეორებ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებს, ჩვენ ვერ დავტოვებთ რუსეთს და უკრაინას. ამიტომ, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანაზე, მაგრამ განსაკუთრებით, რუსული მხარის დასარწმუნებლად“, - განაცხადა კალინმა.

05.03.2022 23:23 „ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ევროკავშირმა რუსულ გაზზე, ნავთობზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს, დივერსიფიკაციის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული გადასვლის გზით“, - ამის შესახებ მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

„ენერგეტიკა რჩება ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად. ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს. ამისათვის ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ მიწოდება, მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს ენერგოეფექტურობაში და დიდი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განახლებად ენერგიაში“, - ურსულა ფონ დერ ლაიენმა 

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს მომხმარებლებს, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს განიცდიან ევროპაში ნახშირწყალბადების ფასების მრავალჯერადი ზრდის გამო 2021-2022 წლებში. მისი თქმით, 10-11 მარტს, ვერსალში (საფრანგეთი) ევროკავშირის სამიტზე, ეს თემა, ერთ-ერთი მთავარი გახდება.

05.03.2022 22:22 მოსკოვი ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, იარაღის მიწოდების შეწყვეტა მთელი ევროპისთვის კოლოსალური რისკების თავიდან აცილებისთვის საუკეთესო გზაა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნებს , შეწყვიტონ კიევის დაუფიქრებელი რეჟიმის უახლესი იარაღის სისტემებით „დატუმბვა“, რათა თავიდან აიცილონ კოლოსალური რისკები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციებისთვის არა მხოლოდ ევროპაში , არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

05.03.2022 20:25 რუსმა სამხედროებმა სუმის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

ტროსტიანეცში, სუმის რაიონში, რუსმა დამპყრობლებმა შტაბ-ბინა შექმნეს და ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს. ამის შესახებ, სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

„ტროსტიანეცში ხალხის ქუჩაში გამოსვლა შეუძლებელია. რუსმა სამხედროები ძარცვავენ და ამტვრევენ ბანკომატებს და ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას პირდაპირ ქუჩაში, მით უმეტეს, თუ ვინმე მობილურ ტელეფონს აირებს. მოსახლეობა ძალიან შეშინებულია“, - თქვა ჟივიცკიმ.

ჟივიცკის თქმით, სუმის რეგიონის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილები, მუდმივი საჰაერო დარტყმებსა და დაბომბვების ქვეშაა. რუსი სამხედროები ქალაქების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავენ, სადაც ჯერ კიდევ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

„ოხტირკა ბოლო ერთი საათის განმავლობაში დაიბომბა. საარტილერიო დაბომბვა მოხდა ლებედინზეც. ქალაქი ძირითადად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ოხტირკაში არ არის გათბობა. ქალაქ სუმის სხვადასხვა რაიონში, ქალაქების მესამედში არ არის გათბობა, ასევე არ არის წყალი, ელექტროენერგიის უქონლობის გამო“, - განაცხადა  ჟივიცკიმ.

05.03.2022 19:59 კადიროველებმა კიევის მახლობლად დაიკავეს ფსიქონევროლოგიური სკოლა-ინტერნატი, სადაც 600-ზე მეტი პაციეტი იმყოფებოდა

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ კადიროველებმა კიევის რეგიონში ფსიქონევროლოგიური პანსიონი დაიკავეს, სადაც 600-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია, კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბოროდიანკადან მოვიდა ინფორმაცია, რომ დღეს რასისტი კადიროველების რაზმი შევიდა ადგილობრივი ფსიქონევროლოგიური პანსიონის ტერიტორიაზე!

მათ დანაღმეს პანსიონის ყველა მისადგომი და ახლა არტილერიით ესვრიან უკრაინის არმიის პოზიციებს.

წინასწარი მონაცემებით, დაწესებულებაში ამჟამად 500-ზე მეტი პაციენტია. აქედან თითქმის 100 - მწოლიარე. ყველა მათგანი, თანამშრომლებთან ერთად, არაადამიანების მძევლები არიან“, - განაცხადა ალექსეი კულებამ.

კულებამ მოგვიანებით თქვა, რომ ადგილზე 670 კაცი იმყოფებოდა. ამჟამად, მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ცდილობენ მიიღონ მეტი ინფორმაცია, რათა გაიგონ, როგორ გაათავისუფლონ ხალხი.

კულებამ დასძინა, რომ ბოლო დღეებში სკოლა-ინტერნატი ადგილობრივების თავშესაფარი იყო.

05.03.2022 18:53 „რუსულ საწვავს უკრაინის სისხლის სუნი არ ასდის?“ - კულება SHELL-ს მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროპის უმსხვილეს ნავთობკომპანია Shell-ს მიმართა, რომელიც ფარულად ყიდულობდა რუსულ ნავთობს. კულებამ განცხადება TWITTER-ზე გაავრცელა.

„მე მითხრეს, რომ Shell-მა გუშინ ფარულად იყიდა რუსული ნავთობი.

ერთი შეკითხვა Shell-ს: რუსულ საწვავს თქვენთვის უკრაინის სისხლის სუნი არ ასდის?

მე მოვუწოდებ ყველა შეგნებულ ადამიანს მთელ მსოფლიოში, მოსთხოვონ მრავალეროვნულ კომპანიებს ყველა საქმიანი კავშირის გაწყვეტა რუსეთთან“, - წერს კულება.

 

05.03.2022 18:30 უკრაინის არმიამ ჯამში 3 მილიარდი დოლარის რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა - Forbes

ომის დროს უკრაინის არმიამ 331,2 მილიარდი რუბლის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა, რაც დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ Forbes Ukraine-ის შეფასებაშია ნათქვამი.

ამ აღჭურვილობას შორისაა:

🔴 33 თვითმფრინავი

🔴 37 ვერტმფრენი

🔴 251 ტანკი 

🔴 939 ჯავშანტექნიკა

კერძოდ, განადგურებული ტანკები რუსეთს 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ხოლო ჯავშანტექნიკა - 0,6 მილიარდი დოლარი.

რაც შეეხება თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს  ჯამში ისინი 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

აღნიშნულია, რომ ეს ღირებულება მიახლოებითია. Forbes-მა აიღო აღჭურვილობის ერთეულის ღირებულება ღია წყაროებში - მაგალითად, ტანკის ფასი 4 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რა ფასადაც რუსეთმა ალჟირს ტანკები 2006 წელს მიაწოდა.

ჩამოგდებული თვითმფრინავების კატეგორია, ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, რუსეთის მიერ გამოყენებული სუ-25 შეფასებულია 11 მლნ დოლარად, სუ-30 ღირებულება 33 მლნ დოლარია, სუ-34-ის კი 36 მლნ დოლარი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე ჩამოაგდეს ორი დიდი სადესანტო თვითმფრინავი IL-76 ვალკოვოს მახლობლად და კროპივნიცკის მახლობლად - თითოეულის ღირებულება 86 მილიონი დოლარია.

05.03.2022 17:18 დენის კირეევის ლიკვიდაციას ანატოლი შარი ადასტურებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დენის კირეევი ღალატში ამხილა, რის გამოც კირეევი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა და ის, უკრაინელმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა ანატოლი შარიმ დაადასტურა.

უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებზე დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ცენტრში მოკლა. ამის შესახებ უკრაინელი ბლოგერი და ჟურნალისტი ანატოლი შარი წერს.

„გომელის პირველ შეხვედრაზე მომლაპარაკებელი კირეევი მოკლეს. ის სიკვდილით დასაჯეს თავში გასროლით, ზუსტად კიევის ცენტრში“, - წერს შარი.

კირეევის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა უმაღლესი რადას დეპუტატის ალექსანდრე დუბინსკის განცხადებებიდანაც. პარლამენტარმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მომლაპარაკებელი ღალატში ეჭვმიტანილი იყო. როგორც ირკვევა, მან დაკავების დრო წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც ის მოკლეს.

2014 წლამდე კირეევი მუშაობდა საბანკო სექტორში, იყო Oschadbank-ისა და Ukreximbank-ის მმართველი ორგანოების წევრი. მოგვიანებით იგი კერძო ფონდების მენეჯმენტით იყო დაკავებული

05.03.2022 16:35 ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა

ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა. ცნობილი გახდა, რომ რუსული ესტრადის პრიმადონა მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან და ორ შვილთან ერთად, ქვეყნიდან კერძო თვითმფრინავით გაფრინდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოჯახის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა, თვითმხილველის თქმით, ისინი ქვეყნიდან ერთი კვირის წინ გაემგზავრნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალა პუგაჩოვას მეუღლის მაქსიმ გალკინის კარიერა რუსეთის უკრაინაში შეჭრის  შესახებ მისი აზრის გამო, არც ისე კარგად გაგრძელდა. მხატვარმა ღიად და საჯაროდ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდებოდა, რის შემდეგაც რუსეთის პატრიოტმა მაყურებელმა მისი კონცერტის ბილეთების დაბრუნება დაიწყო.

შედეგად, არხანგელსკში სპექტაკლი გაუქმდა, ხოლო ყაზანში გადაიდო. გალკინმა ასევე დაკარგა რამდენიმე სარეკლამო კონტრაქტი. 

05.03.2022 15:59 რუსეთი შეთანხმებას არღვევს - მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი გადაიდო

დონეცკის რეგიონიდან საევაკუაციო მარშრუტზე ბრძოლა გრძელდება, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებას ევაკუაციის პროცესის გადადება მოუწია. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

ზაპოროჟიეს ოლქში ბრძოლები გრძელდება, რის გამოც დონეცკის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი გადაიდო.  ამის შესახებ დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პაველ კირილენკომ Telegram-ზე განაცხადა.

„დილის 10:55 საათისთვის დუმილის დადასტურება მიიღეს მხოლოდ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე. მარშრუტის შემდგომ მონაკვეთზე, ზაპოროჟიეს რაიონში, ბრძოლა მიმდინარეობს“, - განაცხადა კირილენკომ.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ მხარესთან, რათა დაადასტუროს დუმილის რეჟიმი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მთელ მარშრუტზე.

მარიუპოლის საქალაქო საბჭომ გაავრცელა განცხადება , რომ რუსული ჯარები მარიუპოლისა და მისი შემოგარენის დაბომბვასაც აგრძელებენ.

„ჩვენ ვთხოვთ მარიუპოლის ყველა მცხოვრებს წავიდნენ თავშესაფრებში. ევაკუაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან დუმილის რეჟიმის დამყარებისა და ჰუმანიტარული დერეფნისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნებისმიერი ცვლილების შესახებ მოქალაქეებს დინამიკით ეცნობებათ.

05.03.2022 15:37 დაუდასტურებელი ინფორმაციით უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი დენის კირეევი ლიკვიდირებულია

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი, დენის კირეევი ღალატში ამხილა, რის გამოც კირეევი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ღალატში მხილებული კირეევი დაკავებისას მოკლეს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით შესაბამისი უწყებების მხრიდან ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

05.03.2022 15:15 „რუსეთი არღვევს თავის შეთანხმებებს და ბლოკავს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას“ - დანილოვი

„რუსული საოკუპაციო ძალები არღვევენ შეთანხმებებს - ბლოკავენ „მწვანე დერეფნების“ გახსნას და არ უშვებენ ჰუმანიტარულ მარაგებს“ - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„უკრაინის მთელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი ღირსეულად უპასუხებს რუს ოკუპანტებს ყველა მიმართულებით. რუსული საოკუპაციო ძალები გადავიდნენ ღია ტერორის ტაქტიკაზე, აყენებენ პუტინის "პირდაპირი დარტყმებს" მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რისი მიზანსაც, დაშინება, პანიკის შექმნა, ჩვენი წინააღმდეგობის ნების გატეხა წარმოადგენს.

მტერი არღვევს მიღწეულ შეთანხმებებს - ბლოკავს „მწვანე დერეფნების“ გახსნას, არ უშვებს ჰუმანიტარულ მარაგს.  ხერსონმა უარი თქვა  მოსკოვის ნაძირალების მიერ მოწყობილ შოუში მონაწილეობაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა დანილოვმა.

05.03.2022 15:07 „უკრაინის თავზე ცის დახურვის საკითხი შესაძლოა გადაიხედოს“ - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინის თავზე ცის დახურვის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

„გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 70% უკრაინის ცის დახურვის მომხრეა, ანუ აშშ-ის ხელმძღვანელობა ახლა დგას როგორც ნატოს ბლოკის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების რეაქციისა და მისი შეფასებების წინაშე. მე მჯერა, რომ ეს თემა არ არის დახურული და ის ფაქტი, რომ პირველად ვერ მოვახერხეთ ნატოს ბლოკის იძულება, ებრძოლა რუსებს უკრაინის ცაში, არ ნიშნავს იმას, რომ ცოტა მოგვიანებით ამას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

05.03.2022 14:55 „შეუძლებელია იმ ხალხზე გამარჯვება, რომელიც სამხედრო ტექნიკას იარაღის გარეშე აჩერებს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში უკრაინელ ხალხსა და მათ გამბედაობაზე ისაუბრა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსი სამხედროების იერიშისა, უკრაინელმა ხალხმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა.

„უკრაინელი ხალხიც უწევს წინააღმდეგობას რუს სამხედროებს იქ, სადაც, სამწუხაროდ, მათ გავლა მოახერხეს, მაგრამ მათი (რუსი სამხედროების) ეს წინსვლა დროებითია. მე აღფრთოვანებული ვარ ყველა უკრაინელით, ყველა უკრაინელი ქალით, რომელიც აპროტესტებს, რომელიც იღებს ეროვნულ დროშას და აჩვენებს რუს სამხედროებს, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ. წააგებენ და დამარცხდებიან იმიტომ, რომ შეუძლებელია გაიმარჯვო იმ ადამიანებზე, ვინც სამხედრო ტექნიკას იარაღის გარეშე აჩერებს, ვისაც ამ ყველაფრის ეშინია, თუმცა ისინი არ კარგავენ სიტყვა „ღირსებას““, - განაცხადა ზელენსკიმ.

05.03.2022 13:05 „უკრაინაში მტრის ჯარების სამხედრო რესურსები იწურება“ - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მტრის ჯარების სამხედრო რესურსები იწურება. ამის შესახებ, მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება და იქნება ლოგისტიკური კოლაფსი. ამასთან იზრდება მტრის ტყვედ აყვანის ტენდენცია. მათ უკვე ესმით, რომ  ათასობით მათი თანამებრძოლის ცხედრები უცხო ქვეყანაში დარჩა. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის ისინი ქვემეხის საკვებია, დასახარჯავი მასალა მისი იმპერიული ოცნების მიღწევისთვის. ბევრი მათგანი, უკვე მიხვდა, რომ მათ უღალატეს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტისთვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა დანებებაა.

05.03.2022 12:34 რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ე.წ. „დუმილის რეჟიმი“ გამოაცხადა

რუსეთმა მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ე.წ. „დუმილის რეჟიმი“ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დღეს, 5 მარტს, მოსკოვის დროით დილის ათი საათიდან, რუსული მხარე აცხადებს დუმილის რეჟიმს და ხსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული კორიდორები და გასვლის მარშრუტები უკრაინის ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევის მონაცემებით, ვოლნოვახის დატოვება დაახლოებით 20 000 მშვიდობიან მოქალაქეს სურს, ხოლო მარიუპოლის კი - 200 000-ს.

05.03.2022 12:09 10 000-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და განადგურებული სამხედრო ტექნიკა - რუსეთის არმიის დანაკარგები

5 მარტის დილის 6 საათის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა 10 000-ზე მეტი თანამებრძოლი დაკარგეს, ასევე, განადგურებულია მათი ტექნიკის დიდი ნაწილი. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსული არმიის დანაკარგები: 

✔️ 10 000-ზე მეტი სამხედრო

✔️ 269 ტანკი

✔️ 945 საბრძოლო ჯავშანმანქანები

✔️ 105 საარტილერიო სისტემა

✔️ 50 მრავლჯერადი სარაკეტო სისტემა

✔️ 13 საჰაერო თავდაცვის სისტემა

✔️ 39 თვითმფრინავი

✔️ 40 ვერტმფრენი

✔️ 409 საავტომობილო აღჭურვილობა

✔️ 2 ჩქაროსნული სამხედრო კატარღა

✔️ 60 ნავთობმზიდი

✔️ 3 უპილოტო საფრენი აპარატი

05.03.2022 11:30 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტები საზღვრისკენ განდევეს

ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტები საზღვრისკენ განდევნეს. ინფორმაციას UNIAN  ტელეგრამის არხზე, "ოპერაციული ZSU"-ზე, დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის სამი ტანკი, ხოლო მეოთხე, რომელიც რუსმა სამხედროებმა მიატოვეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტროფეის სახით გადასცეს.

„ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და უკან დააბრუნეს დამპყრობლები“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ინფორმაციაში, ასევე,  აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის სამი ტანკი, ხოლო მეოთხე, რომელიც რუსმა სამხედროებმა უბრალოდ მიატოვეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტროფეის სახით გადასცეს.

როგორც UNIAN იტყობინება, რუსეთთან ომის შვიდი დღის განმავლობაში ხარკოვის რეგიონში  500-ზე მეტი ერთეული მტრის რუსული ტექნიკა განადგურდა. ამის შესახებ, ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

05.03.2022 07:42 „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური მტვრის გამოყოფის საშიშროება არსებობს“ - სლავუტიჩის მერი

უკრაინის ქალაქ სლავუტიჩის მერმა იური ფომიჩოვმა განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური მტვრის გამოყოფის საშიშროება არსებობს.

„ყველა სამხედრო ტექნიკას, რომელიც ჩერნობილის ზონას გადის, რადიოაქტიური მტვერი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოაქვს“, - აღნიშნა ფომიჩოვმა.

მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებთან კომუნიკაცია უკრაინულ მხარეს შეზღუდული აქვს.

„ისინი ორ ჯგუფად გაიყვნენ, მაგრამ დაღლილები არიან გონებრივად, ფიზიკურად, ემოციურად და ეს არის ბირთვულის საშიშროება, რადგან პერსონალმა სტაბილურად უნდა იმუშაოს. ჩვენ მათ ვუკავშირდებით, მაგრამ შეზღუდული დროით. ისინი შეზღუდული რაოდენობით იკვებებიან, მედიკამენტების რაოდენობაც მცირე აქვთ და ეს მათთვის ძალიან რთულია, ეს არის ნამდვილი ტერორიზმი“, - განაცხადა მერმა.

05.03.2022 05:24 „ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინი დამარცხდება“ - ბორის ჯონსონი

„მსოფლიო გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სანამ აგრესია არ დასრულდება“, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მსურს, პირდაპირ ვესაუბრო უკრაინელებს აქ, დიდ ბრიტანეთში, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში.

თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია თავისი გადაწყვეტილებით, წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის ბარბაროსობას.

მხარს ვუჭერთ მათ, ვინც იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი სახლების, არამედ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად.

მე ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინი დამარცხდება“, - განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

05.03.2022 04:59 „რუსი სამხედროები უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდებიან“ - აშშ-ის ელჩი გაეროში

„რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდებიან“ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა

„რუსეთის შეიარაღებული ძალები ახლა უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტიდან 32 კილომეტრის მანძილზე არიან. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს ჰუმანიტარული კატასტროფა ამ ომის დასრულებითა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერი თავდასხმების შეწყვეტით“, - აღნიშნა ელჩმა, თუმცა ატომური ელექტროსადგურის სახელი არ დაუკონკრეტებია. 

Energoatom-ის თანახმად, უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტი, ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის თვალსაზრისით, იუჟნუკრაინსკის ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მიკოლაევის ოლქში, სამხრეთ უკრაინაში, მდებარეობს.

05.03.2022 04:28 „რუსულ ჯარებს კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევა სურთ“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევაზე“ - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება

„დასრულებულია უკრაინელი ხალხის გმირული დაპირისპირების მეცხრე დღე რუსეთის სამხედრო შემოჭრასთან. მტერი ავიაციის მხარდაჭერით აგრძელებს თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ და იყენებს მაღალი სიზუსტის იარაღს.

მტერი აპირებს მიაღწიოს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს და შემდგომ შექმნას სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან.

პოლისიაში მტერმა დაიწყო საინჟინრო სამუშაოები ბოროდიანკას რაიონში გზების გადაკეტვის მიზნით, სავარაუდოდ კიევის მიმართულებით შემდგომი წინსვლის გასაგრძელებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

05.03.2022 04:04 „მტერი, რომელიც მძიმე დანაკარგებს განიცდის, ცდილობს, უკრაინელებში პანიკა დათესოს“ - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინაში პანიკის დასათესად ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ცდილობენ.  

„რეგულარული ვარიაციები ყოველ დღე ჩნდება, თითქოსდა: უკრაინის ხელმძღვანელობამ დატოვა ქვეყანა ან მოაწერა ხელი კაპიტულაციის შეთანხმებას, ოკუპირებული ქალაქების მოსახლეობა რუს ოკუპანტებს ხვდება როგორც „განმათავისუფლებლებლებს“ და სხვა სისულელეები.

სოციალური ქსელების მომხმარებლებს გთხოვთ, რომ რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნებამდე და გავრცელებამდე, , გადაამოწმოთ, გამოქვეყნდა თუ არა ის ერთ-ერთ ოფიციალურ წყაროზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

05.03.2022 03:29 Bloomberg-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა გადაწყვიტა, შეაჩეროს თავისი ჟურნალისტების მუშაობა რუსეთში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუს სამხედროებზე „ყალბი“ ამბების გამავრცელებლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან. 

„დიდი მწუხარებით გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ მუშაობა რუსეთში. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რომელიც, როგორც ჩანს, ნებისმიერ დამოუკიდებელ რეპორტიორს კრიმინალად აქცევს, შეუძლებელს მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა Bloomberg-ის მთავარმა რედაქტორმა ჯონ  მიკლვეიტმა.

მანამდე „ეხო მოსკოვმა“ და „დოჟდმა“ მაუწყებლობა შეწყვიტეს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ ცნობების ცენზურაზე უარი თქვეს.

4 მარტიდან ქვეყანაში მიუწვდომელი იყო BBC-ის, Deutsche Welle-ისა და Meduza-ს ვებსაიტები. 

05.03.2022 02:58 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია „ტელეგრამზე“ ავრცელებს. 

„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარი!“, - ნათქვამია განცხადებაში. 

05.03.2022 02:50 ომის დაწყებიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 39 რუსული თვითმფრინავი და 40 ვერტმფრენი გაანადგურა

ომის დაწყებიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 39 რუსული თვითმფრინავი და 40 ვერტმფრენი გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება. 

„ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა სამი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი დაკარგეს. 

გარდა ამისა, დღეს ბოლო რეისს რუსული ჯარის კიდევ სამი ვერტმფრენი ასრულებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე, საზღვრებთან კონცენტრირებული რუსული არმიის საავიაციო ჯგუფი ითვლიდა 700 ერთეულ თვითმფრინავს - 450 მოერიშეს და 250 ვერტმფრენს.

05.03.2022 02:30 „არავინ არსად გაქცეულა“ - ზელენსკიმ უკრაინის დატოვების შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ კიევი დატოვა.

ზელენსკიმ მოქალაქეებს თავისი სამუშაო კაბინეტიდან მიმართა. 

„ყოველ ორ დღეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაქცეული ვარ უკრაინიდან, კიევიდან. მაგრამ ხომ ხედავთ, აქ ვარ, არავინ არსად გაქცეულა. გვიყვარს სირბილი, კარდიო ვარჯიშისთვის, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ ვმუშაობთ, დიდება უკრაინას!“ - აღნიშნა ზელენსკიმ. 

05.03.2022 02:10 „ნატო თავისი სისუსტისთვის ფასს გადაიხდის“ - დმიტრო კულება

„რუსეთის თავდასხმამდე უკრაინელ ხალხს სჯეროდა, რომ ნატო ძლიერი იყო, ევროკავშირი კი სუსტი, ახლა კი გაირკვა, რომ პირიქითაა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს ძალა: მან გამოიყენა უპრეცედენტო სანქციები, შექმნა ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. 

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმოქმედობის გამო ნატო გააკრიტიკა. 

„ეს არის სისუსტე, რომელსაც ალიანსი, სამწუხაროდ, გადაიხდის. სამწუხაროდ, ახლა უკრაინელები დაზარალდებიან ამ სისუსტისა და გაურკვევლობის გამო, მაგრამ ჩვენ მაინც ძლიერები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივ დონეზე“, - განაცხადა კულება. 

05.03.2022 01:52 უკრაინელებმა ხარკოვში კონტრშეტევა წამოიწყეს და რუსების ტანკები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში კონტრშეტევა წამოიწყეს და რუსების ტანკები გაანადგურეს, - ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა

„შეიარაღებულმა ძალებმა გაუძლეს აგრესორის თავდასხმას და ახლა ისინი არამხოლოდ იგერიებენ, არამედ უკვე გადავიდნენ კონტრშეტევაზე. მაგალითად, მტრის ფრონტის ხაზს ხარკოვიდან სუმის მიმართულებით უბიძგეს და მთლიანად დაიკავეს სახელმწიფო საზღვრის პოზიციები“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

05.03.2022 01:43 „მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, თავს მარტოდ არ ვგრძნობთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკის

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ომის დაწყების დღიდან მხარს უჭერენ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა თავს მარტოდ არ გრძნობს.

„მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად ყველაფრისა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, შემოჭრის პირველივე დღიდან და დარწმუნებული ვარ - გამარჯვებამდე. ამიტომ არ ვგრძნობთ თავს მარტოდ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას ჩვენი გმირების წყალობით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

05.03.2022 01:21 „უკრაინის ცის დახურვაზე უარის თქმით, ნატომ რუსულ დაბომბვას მწვანე შუქი აუნთო“ - ზელენსკი

„უკრაინის თავზე ცის დახურვაზე უარის თქმით, ნატოს ლიდერებმა რუსული ჯარის მიერ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას მწვანე შუქი აუნთო“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომი დაბომბვას, უარი თქვა ფრენის აკრძალული ზონის შექმნაზე. თქვენ შეგეძლოთ ცა დაგეკეტათ, მაგრამ... არ ვიცი, დაიცავით თქვენი ალიანსის ქვეყნები. თქვენ ჩვენს მიერ ევროპისთვის დაღვრილ ლიტრობით სისხლს საწვავის ლიტრებით ვერ გამოისყიდით“, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

05.03.2022 01:13 პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუს სამხედროებზე „ყალბი“ ამბების გამავრცელებლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან 

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუს სამხედროებზე „ყალბი“ ამბების გამავრცელებლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან, - ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს

კანონი ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ შეგნებულად „ცრუ ინფორმაციას“ ავრცელებენ და რუსული ჯარების „დისკრედიტაციით“ არიან დაკავებული.

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელი ჯარიმიდან (მილიონ-ნახევარი რუბლი) თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთამდე იქნება.

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო არაერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაცხადა მუშაობის შეჩერება ან გადაწყვეტილება უკრაინაში ომის შესახებ მასალების წაშლისა და საომარი მოქმედებების გაშუქებაზე უარის თქმის შესახებ. 

04.03.2022 23:29 პენტაგონი: კიევთან ახლოს რუსული ჯარების უზარმაზარი კოლონა დგას

კიევიდან 25 კილომეტრში რუსული ჯარების უზარმაზარი კოლონა დგას. ინფორმაციას უკრაინული მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ამ დროისთვის კოლონა კიევის მიმართულებით არ მოძრაობს.

„საუბარია, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგრძეზე განლაგებულ სამხედრო მანქანებზე. ასევე, რუსული ჯარები განლაგებულია ჩერნიგოვისა და ხარკოვის მახლობლად ქვეყნის ჩრდილოეთით, თუმცა ისინი აგრძელებენ სვლას სამხრეთით. ამავდროულად, მარიუპოლი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ და ოდესაზე მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნები ჯერ არ შეინიშნება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

04.03.2022 19:47 ოლაფ შოლცმა პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა - ოფიციალური ბერლინი

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შოლცი პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა პუტინს მოუწოდა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 

ოფიციალურ დოკუმენტში, ასევე, წერია, რომ პუტინმა შოლცს აცნობა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ შემდგომი მოლაპარაკებების გამართვაზე უახლოეს მომავალში.

04.03.2022 18:17 კიევთან ახლოს რუსი სამხედროები ერთმანეთს ებრძვიან

კიევის რეგიონში, ევერინოვკას მახლობლად რუსი სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.

ბრძოლის შედეგად, 9 ტანკი და 4 ჯავშანტრანსპორტიორი განადგურდა. შესაბამისად, ბრძოლამ რუს ოკუპანტებს შორის, უკრაინის არმიის 13 ჯაველინი გადაარჩინა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები მწუხარებას გამოთქვამენ,  დამპყრობლებს შორის ასეთი სუიციდური ტენდენციების გამოვლენისთვის და სთხოვენ მათ, რომ მოქმედებები გააგრძელონ ამ სულისკვეთებით“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

04.03.2022 18:08 „კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ - დავით არახამია

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კადიროველებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლი გახსნეს. კერძოდ, მათ მოკლეს სადგურის რამდენიმე თანამშრომელი. ამის შესახებ RBC წერს.

„კადიროველებმა ატომურ ელექტროსადგურზე მოკლეს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც აკონტროლებდნენ ბირთვულ უსაფრთხოებას. ვერ გეტყვით, რა არის ამ ჩეჩენი ბოევიკების გონებაში“, - განაცხადა არახამიამ.

არახამიამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგივე შეიძლება მოხდეს სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე.

„ამ საკითხზე ყველა უნდა გაერთიანდეს. შემდეგ შეიძლება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაიკავონ. ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე ბირთვულ ობიექტებზე", - დასძინა მან.

04.03.2022 18:01 „რუსეთს ეგონა, რომ ოპერაცია სწრაფად ჩაივლიდა“ - პოდოლიაკი

რუსმა ოკუპანტებმა გადაჭარბებულად შეაფასეს თავიანთი ძალა უკრაინის წინააღმდეგ ომში. აგრესორი ფიქრობდა, რომ მალე შეძლებდა უკრაინის ოკუპაციას - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინის ერთ-ერთ ტელეარხზე ინტერვიუს დროს განაცხადა.

„რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის დაგეგმვისას ფიქრობდა, რომ ოპერაცია ძალიან ხანმოკლე იქნებოდა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ დასძინა, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით 100 დაღუპულს ელოდებოდა, თუმცა, ომის მე-9 დღეს რუსეთმა დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ამრიგად, რუსეთის ზარალი უკვე ასჯერ მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

04.03.2022 17:42 „უკრაინაში მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება“ - იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში მომავალი დღეები „სავარაუდოდ უარესი იქნება“. ამის შესახებ times of israel წერს.

„მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიტანენ მძიმე იარაღს და განაგრძობენ თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა, ასევე, დასძინა:

„ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ომი, უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან და ახლავე ჩაერთოს ჭეშმარიტ დიპლომატიაში“.

04.03.2022 14:22 უკრაინაში რუსეთის აგრესიას 28 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - დარია გერასიმჩუკი

8 დღის განმავლობაში რუსეთის აგრესიას უკრაინაში 28 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ბავშვთა უფლებების და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკმა განაცხადა.

„განადგურდა სამშობიარო საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სკოლები. დაახლოებით მილიონ-ნახევარი ბავშვია დაბომბვის შედეგად დაზარალებულ რაიონებში და ალყაში მოქცეული, მათ შორის ობლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა დარია გერასიმჩუკმა.

მისი თქმით, სამხედრო თავდასხმის შედეგად 64 ადამიანი დაშავდა. 

04.03.2022 13:26 ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პუტინის ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად დასრულდეს - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 4 წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც რუსეთის სამხედრო დაზვერვამ სოლსბერის ქუჩებში ქიმიური იარაღი გამოიყენა და წერს, რომ ამ დროს ბრიტანეთის გვერდით უკრაინა იდგა. 

მისი თქმით, ერები უკრაინის გვერდით დგანან და ყველაფერს აკეთებენ პუტინის შესაჩერებლად. 

„ოთხი წლის წინ ჩვენი ქვეყანა შეძრწუნდა, როდესაც რუსეთის სამხედრო დაზვერვამ სოლსბერის ქუჩებში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ჩემი ფიქრები რჩება ყველა დაზარალებულთან და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანის დაუღალავ ძალისხმევას, ვინც მონაწილეობდა ამ საზიზღარ თავდასხმაზე რეაგირებაში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერები, უკრაინის ჩათვლით, ჩვენთან ერთად იდგნენ მაშინ. დღეს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პუტინის ბარბაროსული წამოწყება წარუმატებლად დასრულდეს“, - წერს ბორის ჯონსონი.

04.03.2022 15:56 თუ ბელორუსია ჩაერია ომში, ეს იქნება საჩუქარი დასავლეთისთვის - ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსის არმიას არ მიუღია მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში. 

ლუკაშენკო ამბობს, რომ საზღვრებს ბრესტიდან მოგილოვის ჩათვლით თავისივე ძალებით იცავენ. 

„თითოეული ჩვენგანი ბელარუსის წარმატებით და განვითარებით არის დაინტერესებული. ამასთან, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით. როგორც არ უნდა შეეცადონ საგარეო ძალები, რომ უკრაინასთან ომში ჩაგვითრიონ, ამას ვერ მოახერხებენ, ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს საზღვრებს ბრესტიდან მოგილოვის ჩათვლით, ჩვენი ძალებით ვიცავთ. ბელარუსის არმია ამ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობს, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს“, - აცხადებს ლუკაშენკო.

მისი თქმით, ბელორუსულ ჯარი არ აპირებს ამ ომში მონაწილეობის მიღებას და დასძენს, რომ ჰიბრიდული ომი ბელარუსის წინააღმდეგ ადრეც იყო დაწყებული. 

„ბელორუსის არმიას არ მიუღია მონაწილეობა ამ კონფლიქტში,  ჩვენ რომ ახლა ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, სადაც არ გველოდებიან, ეს იქნება საჩუქარი დასავლეთისთვის“, - აცხადებს ლუკაშენკო.

04.03.2022 11:19 დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და დაკეტონ ცა - პოდოლიაკი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ომის ლოგიკა არის სამოქალაქო ობიექტებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმა.

„ამ ომის ლოგიკაა - სარაკეტო იერიშები და თავდასხმების მოწყობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. მხოლოდ დახურული ცა შეაჩერებს ესკალაციას. დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, - აცხადებს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. ბომბავს - სახლებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, საბავშვო ბაღებს და ისტორიულ ადგილებს.

მისი თქმით, მტერი უკრაინის განადგურებას ცდილობს.

04.03.2022 15:55 „პუტინი წარდგება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე და ციხეში ჩაჯდება ომის დანაშაულებისთვის“ - პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პოლონურ ტელეარხზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთის არმიას და პრეზიდენტ პუტინს კიევის დაკავების შანსი არ აქვთ. ამის შესახებ interfax წერს.

„უკრაინაში ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიყოთ თავისუფლები, დემოკრატიები, ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპელები... ჩვენ არასდროს ვნებდებით. არ არსებობს შანსი, რომ კიევი პუტინს გადაეცეს. ჩვენ კარგად ვართ ორგანიზებულები და ვართ ერთიანები“, - განაცხადა პოროშენკომ.

პოროშენკომ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინაში უკვე ბევრი რუსი სამხედროა დაღუპული, თუმცა პუტინს ამის აღიარება არ სურს. ამის გამო უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა პუტინს მატყუარა უწოდა.

„პუტინი არ ცნობს ამ მონაცემებს, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის მატყუარაა. უკრაინის ქალაქების ნანგრევები, ხარკოვიდან ირპენამდე, ხერსონიდან ბუჩამდე, აჩვენებს, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის მსგავსია. პუტინი წარდგება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და ციხეში ჩაჯდება ომის დანაშაულებისთვის“, - აღნიშნა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსები ფასს გადაიხდიან ყოველი უკრაინელი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლის სანაცვლოდ. მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა პუტინის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი,  „ჯოჯოხეთური“ სანქციები დააწესონ.

„რუსებმა უნდა იგრძნონ, რამდენად საშიშია მათთვის პუტინის მხარდაჭერა“, - განაცხადა პოროშენკომ.

04.03.2022 15:35 რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევის ოლქში სკოლის დირექტორი დახვრიტეს

უკრაინაში, ნიკოლაევის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბაშტანკაში სკოლა გაანადგურეს და სკოლის დირექტორი დახვრიტეს. ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს

„ბაშტანკიდან გასვლისას ოკუპანტების კოლონა დასახლებაში შევიდა, შეიჭრნენ სკოლაში, გაანადგურეს, ხოლო  სკოლის დირექტორი დახვრიტეს,“ - აცხადებს კიმი. 

04.03.2022 14:58 „არის ბრუტუსი რუსეთში?“ - ამერიკელი სენატორი პუტინის ლიკვიდაციაზე

რუსეთის აგრესიის დასასრულებლად უმარტივესი გზა  ვლადიმერ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციაა, მისი ახლობელი ადამიანის მიერ - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

ამერიკელი კონგრესმენი რუსებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, ეს ერთადერთის საშუალებაა მიმდინარე სიტუაციის (რუსეთ-უკრაინის ომის) დასასრულებლად.

„არის რუსეთში ბრუტუსი? არის უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი რუსულ ჯარში ( გერმანელი სამხედრო, ჰიტლერზე მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორი)?

ერთადერთი გზა რითაც შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ამ ადამიანის მოშორებაა.

ქვეყანისა და მსოფლიოსთვის ეს დიდი სამსახურია“, - წერს კონგრესმენი.

 

04.03.2022 14:26 რუსებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძა აიღეს და რუსული არხები ჩართეს

რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძას ალყა შემოარტყეს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს მელიტოპოლის სატელევიზიო ანძას. ის მათი კონტროლის ქვეშაა", - ნათქვამია ანგარიშში.

შემდგომში ცნობილი გახდა, რომ დატყვევებულ ქალაქში რუსული ტელევიზია ჩართული იყო.

„წყაროები იუწყებიან, რომ ოკუპანტებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძაზე თავიანთი აღჭურვილობა დაამონტაჟეს და რუსული ტელეარხების მაუწყებლობა დაიწყეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღესვე ცნობილი გახდა ხერსონის სატელევიზიო ანძის სავარაუდო აღების შესახებ - სავარაუდოდ, ქალაქში რუსული პროპაგანდისტული არხების გაშვება იგეგმება - წერს UNIAN.

04.03.2022 14:23 ოკუპანტებმა პოლტავაში სამხედრო ტექნიკა დატოვეს და გაიქცნენ - უკრაინული მხარე

სუმისა და პოლტავას რეგიონებში ოკუპანტებმა ტანკები დატოვეს და გაიქცნენ. ინფორმაციას პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ლუნინი ავრცელებს. 

უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტების მიერ დატოვებული ტანკები უკრაინულ არმიას გადაეცა. 

„რამდენიმე რუსული ტანკი უკრაინის არმიის ხაზინას გადაეცა. სუმისა და პოლტავას ოლქების საზღვარზე ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკა დატოვეს და გაიქცნენ“, - წერს ლუნინი.

04.03.2022 14:00 ქალაქ ვოლნოვახაში კიდევ ერთი რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს - უკრაინული მხარე

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დონეცკის რეგიონში ქალაქ ვოლნოვახაში რუსული სუ-25 თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. 

„განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე განადგურებულია სუ-25-ის პილოტი“, - აღნიშნულია საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციაში. 

04.03.2022 13:29 „რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს, ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა. მისი, თქმით ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა უპრეცედენტო დონის ტერორია და უკრაინა და მთლიანად ევროპა გადაურჩა ღამეს, რომელსაც მათი ისტორიის შეჩერება შეეძლო.

„უკრაინელებო! ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც უკრაინისა და ევროპის ისტორიის შეჩერება შეეძლო.

რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ელექტროსადგურს, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია და მხოლოდ ის შეიძლება იყოს „ექვსჯერ აღებული ჩერნობილი“. რუსმა ოკუპანტებმა და სამხედროებმა გამიზნულად დაბომბეს ელექტროსადგური, რაც არის საერთაშორისო და უპრეცედენტო დონის ტერორი.

რუსო ხალხნო, მინდა მოგმართოთ: როგორ არის ეს საერთოდ შესაძლებელი? ჩვენ 1986 წელს ერთად ვებრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული დამწვარი გრაფიტი და მსხვერპლი.

თქვენ უნდა გახსოვდეთ ნათება განადგურებული ელექტროსადგურის ზემოთ. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30 კილომეტრიანი ზონიდან. როგორ შეგიძლიათ დაივიწყოთ? და თუ არ დაგავიწყდათ, მაშინ ვერ გაჩუმდებით. თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე, რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, - განაცხადა ზელენსკი

04.03.2022 12:54 ზაპოროჟიეს ოლქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში რუსი ოკუპანტები შეტევებს განაგრძობენ. ამასთანავე, ბევრი რუსი სამხედრო უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა. ინფორმაციას 24tv.ua ავრცელებს. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები ტექნიკას ყრიან. რუსი ოკუპანტები აქტიურად იყენებენ მძიმე ტექნიკას, მათ შორის ზალპური სისტემის რეაქტიულ დანადგარებს და ტანკებს.

„სამხრეთის“ დაჯგუფების ქვედანაყოფები თავდაცვით ოპერაციას ახორციელებენ. შეტევების მოგერიებაში მოიერიშე ავიაციაც მონაწილეობს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსმა სამხედროებმა შეტევისთვის რამდენჯერმე ფლანგების გამოყენება სცადეს, რათა უკრაინელთა ძალები ალყაში მოაქციონ. 

04.03.2022 12:06 ყველაზე რთული მდგომარეობა სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის რაიონებშია - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა მტერი უმეტეს რაიონში გააჩერეს, მაგრამ ახლა მთავარია წინააღმდეგობის გაწევა.

მისი თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის რაიონებშია.

„ჩვენმა სამხედროებმა მტერი უმეტეს მიმართულებაზე გააჩერეს. ზოგიერთ რაიონში შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, რეზნიკოვი ამბობს, რომ  მძიმე მდგომარეობა რჩება სამხრეთში, სადაც მტერი ბოლო საათებში ბომბავდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.

„ხარკოვი არის გადაულახავი ციხესიმაგრე. მთელი უკრაინა ტკივილით უყურებს მის დაბომბვას. მაგრამ ახლა მთელმა ევროპამ იცის, რომ ხარკოვი არა მხოლოდ ინტელექტუალური და ინდუსტრიული ცენტრია, არამედ მამაცი მოქალაქეების საამაყო ქალაქიც“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

8 დღის შედეგების მიხედვით, რუსული არმიის დანაკარგებმა 10 ათას მოკლულსა და დაჭრილს გადააჭარბა - დადასტურდა მინიმუმ ერთი რუსი გენერლის განადგურება.

„განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა უკვე უნდა გაიზომოს არა ქვედანაყოფებით, არამედ ბატალიონებითა და ბრიგადებით. სამხედროებმა MLRS-ში ჭურვებით რამდენიმე მანქანა აიღეს, რომლითაც რუსი სამხედროები ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. 

მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინაც ზარალს განიცდის - თითქმის ყოველ საათში არის ახალი ამბები იმის შესახებ, რომ რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე, არის დანაკარგები უკრაინელ ჯარისკაცებს შორის.

„ხალხი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. დიდი იმედი მაქვს, რომ რუსული მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დერეფნების შესაქმნელად“, - აღნიშნა მან. 

მისი თქმით, ბოლო დღეებში ბევრი რთული გადაწყვეტილება მიიღეს, ხელმძღვანელობას მოუწია მანევრირება, რათა არმია გადაერჩინა.

„ტკივილით ვუყურებთ რუსული დაბომბვის შემდეგ დანგრეულ შენობებს. ყველაფერს აღვადგენთ. უკრაინის საზღვაო ძალების ფლაგმანის მეთაურმა შეასრულა გემის დატბორვის ბრძანება, რათა შეკეთების პროცესში მყოფი ფრეგატი Hetman Sagaidachny არ მოხვდეს მტრის ხელში. ჩვენ ავაშენებთ ახალ ფლოტს. თანამედროვეს და ძლევამოსილს. ახლა მთავარია წინააღმდეგობის გაწევა“, - განაცხადა რეზნიკოვმა. 

მინისტრის თქმით, წინ ჯერ კიდევ ძალიან რთული პერიოდია, რომლის დროსაც დიდი ძალა და გამძლეობა იქნება საჭირო.

04.03.2022 12:38 „აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს“ - ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის არასაფრენ სივრცედ გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„კვლავ გავიმეორებ, მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მზად არ იყო და ჩვენ არ ვიყავით დაინტერესებული ამ საკითხით, არის ის, რომ არასაფრენი ზონა მოითხოვს მის ამოქმედებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკულმა სამხედროებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები და გამოიწვიონ პირდაპირი პოტენციური ომი რუსეთთან. ეს კი ზუსტად ის არის, რისი თავიდან არიდებაც გვინდა“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ. 

04.03.2022 12:08 რუსეთი წითელ ჯვარს დახმარებას სთხოვს

ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების ძებნაში დახმარებისკენ მოუწოდა. ინფორმაცია რუსეთის ომბუდსმენის ვებგვერდზე ვრცელდება. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება.

„მოსკალკოვამ თხოვნით მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, პიტერ მაურერს და წითელი ჯვირს საერთაშორისო კომიტეტის მისიის ხელმძღვანელს უკრაინაში, ფლორენს ჟილეტს, რათა დაიცვან უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების უფლებები, დაეხმარონ მათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში და უზრუნველყონ მათი უფლებები საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის სამედიცინო დახმარების უფლებით“, - წერია განცხადებაში.

რუსეთის ომბუდსმენის ვებსაიტზე ასევე ნათქვამია, რომ მოსკალკოვამ მიმართა უკრაინელ ომბუდსმენს ლუდმილა დენისოვას და მოუწოდა მას „დატყვევებული რუსი ჯარისკაცების წამების თავიდან ასაცილებლად ზომები მიეღო“. 

04.03.2022 09:00 პუტინის უგუნური ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას - ბორის ჯონსონი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი თავდასხმის გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოეს საათებში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დილით ადრე სატელეფონო საუბრისას, ბ-ნმა ჯონსონმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში სიტუაცია სერიოზულად შემაშფოთებელია და გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „უგუნური ქმედებებისთვის“, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

„პუტინის დაუფიქრებელი ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ ევროპასა და მსოფლიოს“, - აცხადებს ჯონსონი.

ჯონსონმა, ასევე,  განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს. 

„ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებოს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ქარხანაში“, - აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისში.

04.03.2022 10:06 თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა ზომას მივიღებთ - ჰააგის გამომძიებელთა ჯგუფი

ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური საერთაშორისო სარჩელის საფუძველზე გამოძიებას ჩაატარებს.

მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

„თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა საჭირო ზომას მივიღებთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ მშვიდობიან მოქალაქეები პირდაპირი სამიზნეები არიან, თუ მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა ამოღებული, ეს დანაშაულია. გამართლება ვერ იქნება იმის თქმა, რომ ეს სამხედრო აუცილებლობაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ფართო სპექტრის იარაღია გამოყენებული, ანუ იარაღი, რომელსაც დასახლებულ რაიონებში მოქმედების დიდი რადიუსი აქვს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ეს არის დანაშაულები, რომელზედაც მართლა არანაირ რესურსს არ დავიშურებთ“, - განაცხადა პროკურორმა კარიმ ხანმა.

04.03.2022 09:40 „პუტინი უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე“ - ემანუელ მაკრონი

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ტვიტერზე“ წერს. 

„დილით პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე, ამ ეტაპზე ის უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმების შეჩერებაზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევასა და კონტაქტებს. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან უარესი“, - წერს ემანუელ მაკრონი.

04.03.2022 08:52 პარტნიორებო, ვისაც არ მოგიწოდებიათ სამხედრო თვითმფრინავი, როგორ შეგიძლიათ დაიძინოთ, როდესაც უკრაინელი ბავშვები ბომბების ქვეშ არიან? - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უცხოელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ.

„ჩვენი შესანიშნავი მფრინავები გმირულად იცავენ ჩვენს ცას. თუმცა, რუსეთს უპირატესობა აქვს. ძვირფასო პარტნიორებო, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუწოდებიათ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები: როგორ შეგიძლიათ დაიძინოთ, როდესაც უკრაინელი ბავშვები ბომბების ქვეშ არიან მარიუპოლში, ხერსონში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში? თქვენ შეგიძლიათ ახლავე მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. გააკეთეთ ეს!“ - წერს კულება. 

04.03.2022 08:48 ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რადიაციული ფონის მომატება არ ფიქსირდება - თეთრი სახლი

თეთრი სახლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რადიაციული ფონის მომატებას არ აფიქსირებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„ბაიდენი შეუერთდა ზელენსკის რუსეთისადმი მოწოდებაში, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ატომური სადგურის სიახლოვეს და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე მუშაობის საშუალება მიეცეთ“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი სახლი აგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებები სადგურის სიახლოვეს შეწყდა და ფონური რადიაციის დონე ამჟამად ნორმალურია.

 ანდრეი ტუზის თქმით, სადგურს კრიტიკული ხასიათის დაზიანება არ მიუღია. თუმცა ექვსიდან მხოლოდ ერთი ელექტროენერგიის წარმოების ბლოკი მუშაობს.

04.03.2022 11:20 ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კიევის ალყაში მოქცევაზეა კონცენტრირებული - უკრაინის გენშტაბი

„ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კიევის ალყაში მოქცევაზე და ბლოკირებულ დასახლებებში წინააღმდეგობის შესუსტებაზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

გენშტაბი იუწყება, რომ აგრესორს მხარეს ამისათვის საკმარისი ოპერატიული რეზერვები არ აქვთ.

„ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კიევის ალყაში მოქცევაზე და ბლოკირებულ დასახლებებში წინააღმდეგობის შესუსტებაზე. ამ ამოცანის შესრულებისას რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფებმა ამოწურეს ოპერატიული რეზერვების დიდი ნაწილი და დაიწყეს ახალი გეგმის მომზადება. ძალები და აღჭურვილობა სამხრეთ და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებთან არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, აგრესორი მხარე ყველა მიმართულებით ზარალს განიცდის.

„მტერი ზარალს განიცდის ყველა მიმართულებით, დემოტივირებული სამხედროები ნებდებიან და ტოვებენ აღჭურვილობას“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. 

04.03.2022 11:09 9166 რუსი სამხედრო, 939 ჯავშანტექნიკა, 251 ტანკი - უკრაინის გენშტაბი უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს 24 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდს. (ომის დაწყების დღიდან დღემდე)

❗ რუსი სამხედრო - 9166 
❗ ტანკი - 251 
❗ ჯავშანტექნიკა - 939 
❗ საარტილერიო სისტემები - 105 
❗ MLRS - 50 
❗ საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 18 
❗ თვითმფრინავი - 33 ერთეული 
❗ ვერტმფრენები - 37 ერთეული
❗ სატრანსპორტო აღჭურვილობა - 404 
❗ მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები - 2 
❗ საწვავის ავზი - 60
❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 3

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

04.03.2022 10:45 „უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში არ დაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო“ - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტზე საუბრობდა, თქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში არ დაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ იყო და არც არის.

შოლცმა, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ის  თემა, რომელიც ახლა უნდა განიხილებოდეს, სანამ უკრაინაში ვითარების დეესკალაცია არ მოხდება.

შოლცი გულისხმობდა 2021 წლის ივნისის ბრიუსელში გამართულ სამიტს, როდესაც ნატო-მ მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების უფლებას, მაგრამ არ მისცა გაწევრიანების ვადა.

04.03.2022 08:17 ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. 

„ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო შენობაში ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ლოკალიზდა. წინასწარი მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაბომბეს

04.03.2022 08:07 „ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაჭრილები არიან, მათი საავადმყოფოში გადაყვანის საშუალება არ გვაძლევენ“ - ენერგოდარის მერი

ენერგოდარის მერი დმიტრო ორლოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაჭრილები არიან, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. 

მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს დაჭრილების საავადმყოფოში გადაყვანის საშუალება არ ეძლევა. 

„გასულ ღამეს ქალაქში შემოიჭრა მტრის ჯავშანტექნიკის კოლონა, პირდაპირ ატომურ ელექტროსადგურთან მივიდა და ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა დაიწყო. გაჩნდა ხანძარი, არიან დაჭრილები. დაჭრილების რაოდენობაზე ინფორმაცია არ მაქვს. მათი მდგომარეობის შესახებ: არიან ასევე მძიმედ დაშავებულები. მათი საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია“, - განაცხადა ორლოვმა.

04.03.2022 07:41 ბაიდენსა და ზელენსკის შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასთან დაკავშირებით საგანგებო სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.  

„ამაღამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, სადაც მიიღო ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის შესახებ“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული ვითარება განიხილა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების მდივნის მოადგილესთან და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაბომბეს

04.03.2022 06:58 „ბრძოლები ელექტროსადგურთან შეჩერებულია და რადიაციის დონე ამჟამად ნორმალურია“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პრესსპიკერი

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ბრძოლა შეჩერებულია და ფონური რადიაციის დონე ამჟამად ნორმალურია“, - ამის შესახებ ქარხნის სპიკერმა ანდრეი ტუზმა განაცხადა.

მისივე თქმით, ატომურ ელექტროსადგურს რაიმე კრიტიკული დაზიანება არ მიუღია, თუმცა ექვსიდან მხოლოდ ერთი ელექტროენერგიის წარმოების ბლოკია მოქმედი.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაბომბეს

04.03.2022 06:32 „ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია“ - ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე

ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხი აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოება ახლა უზრუნველყოფილია.

მისივე თქმით, ცეცხლი გაუჩნდა საგანმანათლებლო შენობის და ლაბორატორიისა და კეთილმოწყობის შენობას.

„ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ხანძარი არ გაუჩნდა“, - აღნიშნა სტარუხმა.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაბომბეს

04.03.2022 06:09 „რუსეთს სურს ჩერნობილის გამეორება და უკვე იმეორებს, ევროპელებო, გაიღვიძეთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს და მსოფლიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის გამო საგანგებო განცხადებით მიმართა.

„ევროპამ ახლავე უნდა გაიღვიძოს! ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური იწვის, ისვრიან ტანკები, რომლებიც აღჭურვილია თერმოგამომსახველობით, ანუ იციან სად ისვრიან, ამისთვის ემზადებოდნენ.

რუსეთს სურს ჩერნობილის გამეორება და უკვე იმეორებს. ევროპელებო, გაიღვიძეთ, გთხოვთ, უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს, რომ რუსული ჯარები ბომბავენ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ენერგოდარში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

04.03.2022 05:38 „კადიროველები“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეიჭრნენ

„კადიროველები“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეიჭრნენ, - ამის შესახებ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა განაცხადეს.

ამ წუთებში ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ოკუპანტები უკრაინის ეროვნულ გვარდიელებს ებრძვიან.

„ახლა ისინი ელექტროსადგურის დანაღვმას და მთელი ევროპის დაშანტაჟებას შეეცდებიან“, - აცხადებენ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები.

04.03.2022 05:29 მეხანძრეებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შესვლის უფლება მიეცათ

უკრაინელ მეხანძრეებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შესვლის უფლება მიეცათ, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

„მეხანძრეებს უკვე გავუშვით“, - აცხადებს სტარუხი. 

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაბომბეს

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი დაიკავეს.

04.03.2022 05:26 უკრაინისკენ გასროლილი 480 რაკეტიდან 70 ბელარუსის ტერიტორიიდან გაუშვეს - პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინისკენ გასროლილი 480 რაკეტიდან 70-ზე მეტი ბელარუსის ტერიტორიიდან იყო გაშვებული.

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა საომარი მოქმედებების დაწყებიდან 480 რაკეტა გაუშვა და აქედან 230 რაკეტა მობილური გამშვები სადგურებიდან ისროლეს, 160 რაკეტა გაშვებული იყო რუსეთის ტერიტორიიდან, 70 ბელარუსიდან და 10 რუსული გემებიდან.

04.03.2022 04:48 „თუ ატომური ელექტროსადგური ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი ტრაგედია მოხდება“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას ეხმაურება.  

კულება რუსებს მოუწოდებს, რომ ცეცხლი შეწყვიტონ და უსაფრთხო ზონა შექმნან, რადგან მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. 

„რუსული არმია ყველა მხრიდან ისვრის ზაპოროჟიეს, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩორნობილზე 10-ჯერ დიდი ტრაგედია იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, შეუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!“, - წერს კულება.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოკუპანტებმა რამდენიმე წუთის წინ დაბომბეს

04.03.2022 04:34 რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკი დაიკავეს

რუსი დამპყრობლები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკში შევიდნენ, - ამის შესახებ ელექტროსადგურის პრესსამსახურის წარმომადგენელი ანდრეი ტუზი იუწყება.  

მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას ვერ დაიწყებენ, რადგან ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან არიან გასროლილი.

"ხანძარი ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე! მეხანძრეები აალების ადგილზე ვერ ხვდებიან და შედეგებს აცილებენ - ისვრიან. პირველ ენერგობლოკში უკვე არის დარტყმა", - განაცხადა ტუზმა

მისივე თქმით, ხანძრის ლიკვიდაციას ვერ იწყებენ, რადგან ოკუპანტები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან. 

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოკუპანტებმა რამდენიმე წუთის წინ დაბომბეს

04.03.2022 03:58 ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა ბირთვული კატასტროფის საფრთხე გამოაცხადა

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა ბირთვული კატასტროფის საფრთხე გამოაცხადა.

„რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით ისვრიან. ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არის ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე. ჩვენ ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტა“, - განაცხადა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სპიკერმა ანდრეი ტუზმა. 

04.03.2022 03:41 შეტაკება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან - უკრაინა ბირთვული კატასტროფის ზღვარზე

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ბოლო 1 საათია ბრძოლა მიმდინარეობს

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისადგომებზე სასტიკი ბრძოლები ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. ჩვენი შეიარაღებული ძალები თავს იცავენ“, - აცხადებს ენერგოდარის მერი დმიტრო ორლავი.

ბირთვული კატასტროფის რისკის გამო, ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსი ოკუპანტებისგან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ.  

04.03.2022 03:14 რუს ოკუპანტებს რაკეტების მარაგი ეწურებათ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

„ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შემოჭრილ დამპყრობლებს რაკეტები ეწურებათ“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„უკრაინაში სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად რუსმა დამპყრობლებმა გამოიყენეს შეტევითი ოპერაციისთვის განკუთვნილი კალიბრის რაკეტების თითქმის მთელი საბრძოლო მასალა. ამჟამად მტერი მარაგებს ავსებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

04.03.2022 03:06 ერთ დღეში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოკუპანტების 3 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო

3 მარტს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების 3 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს. 

„ჩამოვარდა რუსი დამპყრობლების სუ-30, სუ-34 და სუ-25. მოწინააღმდეგის ვერტმფრენის დანაკარგები ზუსტდება“, - აღნიშნული განცხადებაში. 

04.03.2022 02:42 კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა

თვითმხილველების თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ გოლოსეევსკის რაიონში მოხდა.

ამასთან, აფეთქების წინ ქალაქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.

04.03.2022 02:31 რუსებმა უკრაინელი პილოტი დაატყვევეს და ზეწოლით პროპაგანდისტული ინტერვიუ ჩაწერეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი პილოტი, რომელიც სარაკეტო დარტყმის შემდეგ ჩამოვარდა, დაატყვევეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

„რუსულმა აგიტაციურმა ინდუსტრიამ გამოიყენა 2014 წლის უხეში ტაქტიკა. ცხადია, ზეწოლისა და რეპრესიების მუქარის ქვეშ, პილოტი ინტერვიუებს აძლევს „ნაციონალისტებზე“, ევროკავშირსა და ნატოზე, სადაც უკრაინა არ უნდა შევიდეს და რუს „ძმებთან“ უნდა იმეგობროს. არ დაიჯეროთ, ამას მას აიძულებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მფრინავის სახლში დასაბრუნებლად.

04.03.2022 01:57 „რუსული სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა“ - ენერგოდარის მერი

„რუსული სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა“ - ამის შესახებ ენერგოდარის მერი იუწყება

„მტრის ტექნიკის კოლონა ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით წავიდა. ქალაქში ისმის ძლიერი სროლები, რომელიც ისმის ელექტროსადგურის მხრიდან“, - აცხადებს ენერგოდარის მერი.

შეგახსენებთ, რუსი ჯარისკაცები ენერგოდარს, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, 2 მარტს მიუახლოვდა, თუმცა უკრაინელი ხალხი შეეწინააღმდეგა და ქალაქში არ შეუშვა.

04.03.2022 01:25 ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა სატელევიზიო ანძა დაიკავეს

ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა სატელევიზიო ანძა დაიკავეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. 

„ხერსონი: მტერმა დაიკავა ტელეანძა და ცრუ ახალი ამბებისა და ინფორმაციის გავრცელებას აპირებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ფეიკების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უზარმაზარი რაოდენობა. ხელისუფლება არასოდეს დათმობს ჩვენს მიწას. ყველაფერი, რასაც ტერორისტები იტყვიან, სიცრუეა“, - ნათქვამია განცხადებაში.

04.03.2022 01:16 უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირში სამი წლით ცხოვრების უფლება მიიღეს

უკრაინელ ლტოლვილებს ევროკავშირში სამი წლით ცხოვრების უფლება მიენიჭათ, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ერთი კვირის წინ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმა დაიწყო, თითქმის 875 000 ადამიანი იძულებული გახდა, უკრაინა დაეტოვებინა. დაზუსტებულია, რომ მათგან ნახევარზე მეტი (454 ათასი) წავიდა პოლონეთში, 116 ათასი - უნგრეთში, 67 ათასი - სლოვაკეთში, 45 ათასი - რუმინეთში და 79 ათასი - მოლდოვაში, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ევროკავშირი უკრაინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს აძლევს უფლებას იცხოვრონ, იმუშაონ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, საცხოვრებელი და განათლება ევროკავშირის ქვეყნებში. 

სამინისტროს განცხადებით, თუ ვითარება დიდხანს გაგრძელდება, ან ლტოლვილები უსაფრთხოდ ვერ დაბრუნდებიან უკრაინის ტერიტორიაზე, ეს სტატუსი შეიძლება კიდევ ორი ​​წლით გაგრძელდეს.

„ევროპა დგას მათ გვერდით, ვისაც დაცვა სჭირდება. ჩვენ დავიცავთ თავშესაფრის მაძიებლებს და დავეხმარებით მათ, ვინც ეძებს უსაფრთხო გზას სახლში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

04.03.2022 01:04 „როგორ შეუძლიათ პარტნიორებს ძილი, როდესაც სამხედრო თვითმფრინავები ჯერ არ მოუწოდებიათ?“ - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს „ტვიტერზე“ მიმართავს

კულება პარტნიორებს მოუწოდებს, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები დროულად მიაწოდონ.

„ჩვენი მეომრები გმირულად იცავენ ცას, მაგრამ რუსეთს აქვს უპირატესობა. როგორ შეუძლიათ ახლა დაიძინონ პარტნიორებმა, რომლებმაც ჯერ არ მიაწოდეს უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები? მაშინ როცა მარიუპოლში, ხერსონში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში ბავშვები სხედან სარდაფებში? თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლავე, გააკეთეთ ეს!“, - აცხადებს კულებამ.

03.03.2022 23:16 „დაჯექი ჩემთან, არ ვიკბინები“ - ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი თემის განსახილველად, მათ შორის პუტინთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისთვის. მან, ამ თემებზე ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი და ხელისუფლება ტერორისტები არ არიან და ისინი სხვის მიწებსა და ბანკებს არ იტაცებენ. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად აუცილებელია პუტინთან პირდაპირი დიალოგი.

„მე თავისუფალი ვარ, დაჯექი ჩემთან (მოლაპარაკების მაგიდასთან), არ ვიკბინები,  ნორმალური კაცი ვარ, დაჯექი ჩემთან, ისაუბრე. ჩვენ არავის ვემუქრებით, ჩვენ არ ვართ ტერორისტები. ჩვენ არ ვიტაცებთ ბანკებს, არ ვიტაცებთ სხვის მიწებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

03.03.2022 22:30 რუსეთი უეფას და ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

რუსეთის ფეხბურთის კავშირმა განაცხადა, რომ ისინი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ, ფიფას და უეფას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ნაკრები მომავალი საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოიხსნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რუსული კავშირი ამტკიცებს, რომ გლობალური ფეხბურთის მმართველ ორგანოს ფიფას და ევროპის ფეხბურთის მმართველ ორგანოს უეფას, არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი რუსული გუნდების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და რომ მათ თავიანთი პოზიციის დაცვის საშუალება არ მიეცათ.

„როგორც ერთი სარჩელის ნაწილი ორი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რუსეთის საფეხბურთო კავსირი მოითხოვს რუსეთის ყველა მამაკაცთა და ქალთა ნაკრების აღდგენას ყველა ტიპის ფეხბურთში, იმ ტურნირებში, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ (მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში)“, - ნათქვამია რუსეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

განცხადებაში რუსეთის საფეხბურთო კავშირი ამტკიცებს, რომ ფიფას გადაწყვეტილება, მამაკაცთა ნაკრების გაყვანის შესახებ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან, მიღებული იქნა, იმ გუნდების ზეწოლის შედეგად, რომელთა წინააღმდეგაც ქვეყანა იასპარეზებდა , რაც არღვევს სპორტის პრინციპს და სამართლიანი თამაშის წესებს. 

„თუ ფიფა და უეფა უარს იტყვიან ამგვარ პროცედურაზე, დადგება მოთხოვნა დროებითი ზომების შემოღების შესახებ ფიფას და უეფას გადაწყვეტილებების შეჩერების სახით“, - ნათქვამია განცხადებაში.

03.03.2022 20:29 პატრიარქი ბართლომე აცხადებს, რომ ის „მოსკოვის სამიზნეა“

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აცხადებს, რომ  ის „მოსკოვის სამიზნე“ გახდა. ინფორმაციას turkishminute ავრცელებს. 

„ჩვენი საპატრიარქო და პირადად მე გავხდით მოსკოვის სამიზნე“, - აცხადებს პატრიარქი ბართლომე.

მიზეზი კი ისაა, რომ მან ავტოკეფალია მიანიჭა უკრაინის ეკლესიას.

300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინის ეკლესია სამად იყო გაყოფილი, ერთ ეკლესიას მოსკოვის პატრიარქი ზედამხედველობდა.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ეკლესიამ უარი თქვა მონაწილეობაზე ერთიანი ეკლესიის ჩამოყალიბებაში.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა რუსეთისგან, რაც უდიდესი დარტყმა იყო მოსკოვის სულიერი ავტორიტეტისთვის მართლმადიდებლურ სამყაროში.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რამდენად მართალი ვიყავით ამ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ბართლომემ.

პატრიარქი სოლიდარობის ნიშნად ესტუმრა კიევის საკონსულოს სტამბოლში და გაესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„მან გვთხოვა ვილოცოთ და ჩვენ ამას სიამოვნებით გავაკეთებთ, ის მაგალითს აძლევს თავის ხალხს. მათ არ სურთ დანებება და მართლები არიან”, - აღნიშნა ბართლომემ.

03.03.2022 19:57 „ამ ომში უკრაინელები როგორც უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსთვის გაიმარჯვებენ“ - დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ საქართველოს მოსახლეობას მიმართა  და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

მისი თქმით, პატარა ყურადღებაც კი უკრაინელ ჯარისკაცებისთვის ბევრ რამეს ნიშნავს და დასძენს, რომ  მსგავსი ვითარება საქართველოში 2008 წელს უკვე იყო. 

„პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ უკრაინას მხარს ასე მტკიცედ უჭერთ. ქუჩაში გამოხვედით და ვიდეომიმართვები ჩაწერეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამიჯერეთ, პატარა ყურადღებაც კი ჩვენი ჯარისკაცისთვის მორალურად ძალიან ბევრს ნიშნავს.

დღეს ჩვენი ჯარისკაცები რუსულ არმიას ებრძვიან. არმიას, რომლის სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინულ ჯარს, თუმცა რუსები მორალურად მარცხდებიან.

2008 წელს საქართველოშიც მსგავსი ვითარება იყო, სამწუხაროდ, მაშინ საქართველომ რუსეთის დამარცხება ვერ მოახერხა. დღეს ამ ომში, უკრაინელები, როგორც უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. ვიცი, რომ ყველაზე კარგად გესმით, ის, რაც ახლა ხდება“, - აცხადებს დავით არახამია. 

03.03.2022 19:37 რუსეთი საკუთარ ხალხს კრემატორიუმებისკენ „მიერეკება“ - ვოლოდიმერ ზელენსკი

„ჩვენ ვიცავთ ცივილიზაციას დემონური ძალებისგან, არ მინდა ახალგაზრდა რუსი ბიჭები, რომლებიც ჩემი შვილების თაობაა, მოხვდნენ კრემატორიუმებში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. 

❗ რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

ზელენსკი აცხადებს, რომ არ სურს რუსი ახალგაზრდა სამხედროები იღუპებოდნენ. 

ამასთან ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ცივილიზაციას იცავს დემონური ძალისგან. 

„რუსეთის ჯარები 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი ჯარები. აქ რუსები იღუპებიან. მმართველები ცდილობენ ოჯახებს გვამები არ უჩვენონ, არც აპირებენ ,რომ მშობლებს უთხრან, შვილები აქ დაიღუპნენ. ჩვენ სახლებს, თავისუფლებას ვიცავთ. ჩვენ არ გვსურს მათი მოკვლა. რუს ჯარისკაცებს სიცოცხლეს ვუნარჩუნებთ. რუსეთი საკუთარ ხალხს კრემატორიუმებისკენ „მიერეკება“, აი, ეს არის გენოციდი. 

ჩვენ ვიცავთ ცივილიზაციას დემონური ძალებისგან. რუსებს უნდათ ომის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ მათ ეშინიათ ქუჩაში გამოსვლის და ამის თქმა მათი პრეზიდენტისთვის. პრეზიდენტი თავის ხალხს უნდა უყურებდეს არა როგორც ტიტანი, ფიურერი, არამედ ისე, როგორც ხელმძღვანელი და ხელმძღვანელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს  იმისთვის, რომ ქვეყანა წარმატებული გახადოს. 

ჩვენ ჩვენსას ვიცავთ, არ მინდა ახალგაზრდა რუსი ბიჭები, რომლებიც ჩემი შვილების თაობაა, მოხვდნენ კრემატორიუმებში. ღმერთი განსჯის მათ, ვინც ეს ბიჭები აქ გამოაგზავნა“, - აცხადებს ზელენსკი. 

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სიკვდილს გიპირებთ და გეშინიათ? უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შემდეგნაირად უპასუხა:

„ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ყველას სიცოცხლე გვწადია. თუკი ვიღაცას არ ეშინია სიკვდილისა და შვილების სიკვდილისა, ეს არ არის ჯანსაღი ადამიანი. მე ჩემი ოჯახის სიცოცხლეზე ვფიქრობ. პრეზიდენტი ვარ და არ მაქვს უფლება რომ მეშინედოს, თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები მაქვს და მეც შეიძლება  შიში დამეუფლოს, როგორც ადამიანს. ოჯახები გვაფიქრებს და ის ადამიანები, ვინც გვიყვარს. მაშინებს სწორედ ის, რომ ჩემი ქვეყანა არ მეყოლება. მეშინია შემდეგი თაობებისა. მსოფლიომ უნდა იცოდეს - უკრაინას სჭირდება უშიშროების გარანტიები“, - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი. 

03.03.2022 19:00 რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკვე დაიწყო. შეხვედრა ბელარუსში, ბრესტში მიმდინარეობს. 

მოლაპარაკების დღის წესრიგი უკვე ცნობილი გახდა: 

🚩 1. სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტა;

🚩 2. ზავი;

🚩 3. ჰუმანიტარული დერეფნები, დანგრეული ან მუდმივად დაბომბული სოფლებიდან და ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

უკრაინის მხრიდან დელეგაციის წევრები არიან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი  და რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციის წევრები არიან რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

03.03.2022 18:48 მსოფლიოში უმსხვილესი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია რუსეთში ექსპორტს აჩერებს

მსოფლიოს უდიდესმა ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ Diageo-მ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში ექსპორტი შეაჩერა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

„ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი ხალხის უსაფრთხოება უკრაინასა და მთლიანად რეგიონში“, - აცხადებენ კომპანიაში.

სანამ კომპანია ექსპორტს შეაჩერებდა, უკრაინის რიგ ქალაქებში, მათ შორის კიევში, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა.

Diageo არის ბრიტანული კომპანია, მსოფლიოში პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების უდიდესი მწარმოებელი. კომპანიის შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს. კომპანიის მთავარი სავაჭრო ნიშნებია Johnnie Walker, J&B, White Horse and Crown Royal ვისკი, სმირნოფის არაყი, ბეილისის ლიქიორი, კაპიტან მორგანის რომი, გორდონის ჯინი, გინესის ლუდი.

03.03.2022 18:37 რამზან კადიროვი უკრაინელი ნაციონალისტი მეთაურების თავებისთვის ჯილდოს აწესებს

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი „ბანდერას“, „აზოვის“ და „დუდაევის შაიტანთა“ ბატალიონის მეთაურების მკვლელობაში ჯილდოს აწესებს. 500 000 დოლარი თითოეული მეთაურის თავის სანაცვლოდ. ამის შესახებ მან ტელეგრამის გვერდზე დაწერა.

„ამას ვამბობ არა როგორც ოფიციალური პირი, არამედ როგორც მოხალისე რუსეთის პატრიოტების სახელით, რომლებსაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობები და გამოთქვეს სურვილი გადაიხადონ 500 ათასი დოლარი თითოეული მეთაურის თავში.

მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და უკრაინის უშიშროების სამსახურს: თქვენ უფრო განათლებული და წიგნიერი ხალხი ხართ, უნდა გესმოდეთ სიტუაცია და გვერდში უნდა დაუდგეთ რუსულ ქვედანაყოფებს, რათა განდევნოთ ნაცისტური ბოროტება. მაგრამ რატომღაც უფრო გეშინიათ ბანდერასი. ნუ შეგეშინდებათ მათი! რუსი სამხედროების გვერდით არ უნდა გეშინოდეთ.

ზელენსკიმ უნდა შეიცვალოს აზრი და გაიგოს, რომ მას არცერთი ბუნკერი არ გადაარჩენს. ის პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილზე და თავისი ხალხის მომავალზე. სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია - რუსული მხარის პირობების სრულად შესრულება“, - წერს კადიროვი.

03.03.2022 17:11 „თქვენი ჯარისკაცები ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყარეთ... უკრაინაში რუსული ტანკები იწვის“ - დმიტრო კულება სერგეი ლავროვს

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულება რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინულ არმიასა და უკრაინელი ხალხის დენაციფიკაციას ეხებოდა. 

დმიტრო კულებამ სერგეი ლავროვი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ღირსეულად იცავენ სამშობლოს. 

„ბატონო ლავროვ, გესმით? ახლა უკრაინაში ერთადერთი იდეოლოგია არის სახალხო ომი რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. რუსი ჯარისკაცები ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყარეთ, რაც საერთოდ არ გადარდებთ. უკრაინაში ჩირაღდნები კი არ იწვის, არამედ რუსული ტანკები“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინული არმია ხალხთან ერთად არიან როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს. 

„ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის ბუნკერში დამალული, ის ხალხთან ახლოს არის. ის რჩება უკრაინის გულში, კიევში და რიგითი მოქალაქეების გვერდიგვერდ იცავს სახელმწიფოს“, - დასძინა დმიტრო კულებამ. 

03.03.2022 16:48 რუსეთი საკუთარი ტერიტორიის დაბომბვისთვის ემზადება, რათა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს - უკრაინული მხარე

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები საკუთარ ტერიტორიაზე პროვოკაციისა და დაბომბვის მოსაწყობად ემზადება, რათა რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულონ უკრაინა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსული მხარე საკუთარ ტერიტორიაზე პროვოკაციისა და დაბომბვების მოსაწყობად ემზადება, რათა შემდგომ რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს.

„რუსულ სოფელ პოპოვკაში, რომელიც ესაზღვრება სუმის ოლქის კრასნოპოლსკის რაიონს, რუსული გრადები განლაგდნენ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკრაინის საზღვრიდან მოძრაობის მიმართულებით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ოკუპანტები პროვოკაციისა და საკუთარი ტერიტორიის დაბომბვისათვის ემზადებიან, რათა უკრაინა რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულონ“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროებას ითხოვს, იმისთვის, რომ პროვოკაციის მცდელობა ჩაიშალოს.

03.03.2022 16:03 უკრაინის ძალები სუმის ოლქში სახელმწიფო საზღვარზე გავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე გავიდნენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სასაზღვრო ძალები შეიარაღებული ძალების გვერდით რუსი ოკუპანტების განადგურების ოპერაციას წარმატებით ასრულებენ.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საზღვარზე უკრაინის სასაზღვრო ძალების მე-5 სასაზღვრო რაზმის წარმომადგენლები გავიდნენ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის წინააღმდეგ მე-8 დღეა რუსეთის ფედერაცია ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს. 

03.03.2022 16:06 ფორმულა 1-მა რუსეთთან გრან-პრის გარიგება შეწყვიტა

რუსეთში ფორმულა 1-ის რბოლა აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ფორმულა 1-მა გააუქმა 2022 წლის ტურნირი, რომელიც სექტემბერში სოჭის ოლიმპიურ პარკში უნდა ჩატარებულიყო. ტურნირის გაუქმების მიზეზი, გასულ კვირას რუსეთის უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების დაწყება გახდა.

„ფორმულა 1-ს შეუძლია დაადასტუროს, რომ რუსეთის გრან-პრის პრომოუტერთან კონტრაქტი შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში რბოლა რუსეთში აღარ გაიმართება“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-თან.

2023 წელს, რუსეთის გრან-პრი სოჭიდან პეტერბურგის გარეთ უნდა გადასულიყო, ახალ სპრციალურად შექმნილ მოედანზე, თუმცა ეს აღარ მოხდება, რადგან კონტრაქტი უკვე გაუქმდა.

03.03.2022 15:33 გერმანელებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში - გერმანიის შს მინისტრი

გერმანელებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა  მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა. 

მისი თქმით, გერმანიას არ სურს ხელი შეუშალოს მოხალისეებს ბრძოლებში მონაწილეობაში.

ფედერალურ მთავრობა ხელს უშლიდა ქვეყნიდან მოხალისეების გასვლას, თუკი ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ სამხედრო წვრთნებში ან ბრძოლაში. 

„ფედერალური მთავრობა  არ შეუშლის ხელს საკუთარ მოქალაქეებს  გაემგზავრონ უკრაინაში საბრძოლველად. ფედერალური პოლიცია ამოწმებს, არის თუ არა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა კანონიერად დასაშვები. მიმდინარე კონფლიქტის გამო, ფედერალური პოლიციის შტაბს ეცნობა მემარჯვენე ექსტრემისტების შესაძლო მოგზაურობის შესახებ. საეჭვო შემთხვევებში, გამგზავრება აკრძალულია“, - აცხადებს  შს მინისტრი. 

03.03.2022 15:06 მტერს ოდესის ხელში ჩაგდება უნდა, თუმცა შავი ზღვის ფსკერს მიიღებენ - ზელენსკი

რუსეთის ჯარებს სურთ ოდესის განადგურება, მაგრამ დაინახავენ მხოლოდ შავი ზღვის ფსკერს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით,  მტერს სტრატეგიული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

„უკრაინული დასახლებული პუნქტების რაკეტებით დაბომბვა, მიანიშნებს იმაზე, რომ მტერმა ღირებულს ვერაფერს მიაღწია. არცერთი სტრატეგიული მიმართულებით მტერს წარმატებები არ აქვს. კიევმა მორიგი სარაკეტო იერიშები მოიგერია. მტერს ჩვენი ქალაქების აღება უნდა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. მტერს ოდესის ხელში ჩაგდება უნდა, თუმცა შავი ზღვის ფსკერს მიიღებენ.  რადგან ისინი არიან ფსკერზე“, - აცხადებს ზელენსკი.

03.03.2022 15:57 სანქციები დამოუკიდებლობისთვის ერთგვარი გადასახადია - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და მას „დამოუკიდებლობისთვის ერთგვარი გადასახადი“ უწოდა. 

როგორც სერგეი ლავროვმა უცხოური და რუსული მედიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთი მზადაა იმუშაოს ყველა სფეროში, სადაც ორმხრივი მზადყოფნა იქნება ბიზნესის წარმართვის თაობაზე. 

„სანქციები არის ერთგვარი გადასახადი დამოუკიდებლობისთვის. გარწმუნებთ, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც აუკრძალეს თავიანთ კომპანიებს რუსეთის ფედერაციაში მუშაობა, დიდი ზეწოლის ქვეშ მოიქცნენ. ისინი ახლა ამბობენ: „ჩვენ რუსეთს გაკვეთილი უნდა ვასწავლო“, - აცხადებს ლავროვი. 

ლავროვის თქმით, დასავლეთის გონება მხოლოდ იქითკენ არის მიმართული, რომ რუსეთი მაქსიმალურად დასაჯოს. 

„მათი გონება მხოლოდ იქითკენ არის მიმართული, რომ რუსეთი მაქსიმალურად დასაჯოს. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროზე და ა.შ.  მაგრამ გარწმუნებთ, ყველაფერს მოვაგვარებთ“, - დასძინა სერგეი ლავროვმა. 

03.03.2022 15:00 „პუტინი ღმერთს ბუნკერში ვერ დაემალება“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა. მან თქვა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ვერც ერთი სტრატეგიული მიმართულებით ვერ მიაღწიეს წარმატებას და რომ ისინი განწირულნი არიან დამარცხებისთვის.

„არც ერთ სტრატეგიულ მიმართულებით მტერს წარმატებისთვის არ მიაღწევია. განწირულები არიან. კიევი ამ ღამესაც გადარჩა და გაუძლო მორიგი რაკეტისა და ბომბის დარტყმებს. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ იმუშავა. 

რუსეთის სამიზნე იყო ხარკოვის მიძინების ტაძარი, ქალაქის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ძეგლი. ომის დროს ტაძარი ხარკოველების თავშესაფარი იყო. თავშესაფარი ყველა ადამიანისთვის, მორწმუნესთვისაც და ურწმუნოსთვისაც. ყველასთვის, რადგან ყველა თანასწორია.

ღმერთი ამას ხედავს. არ არსებობს ასეთი ბუნკერი, რომელიც გადაურჩება ღვთის პასუხს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

03.03.2022 14:31 მოლაპარაკების მეორე რაუნდი ბელორუსში - ბრესტში გაიმართება

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი ბელარუსში, ბრესტის რეგიონში, კიევის დროით 14:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას pravda.com ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში „რუსული წინადადებების“ ბლოკი შედგება სამხედრო-ტექნიკური, ჰუმანიტარულ-საერთაშორისო და პოლიტიკური ნაწილებისგან. 

03.03.2022 14:15 „რკინის ფარდა უკვე დაეშვა“ - რუსი ბიზნესმენი სანქციებზე

ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც რუსეთს დასავლეთმა უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა, რუსი ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა გამოეხმაურა. ბიზნესმენის თქმით, ეკონომიკური კრიზისი სამჯერ უარესი იქნება, ვიდრე ეს 1998 წელს იყო. ამ თემაზე, მან კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

ნიკოლაევის ალუმინის ქარხნის მფლობელი, რუსი ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა დასავლეთის სანქციებს უპრეცედენტოს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთი მსგავსი გამოწვევის წინაშე ჯერ არ მდგარა. 

„მსგავსი გამოწვევების წინაშე ჯერ არ ვმდგარვართ, რკინის ფარდა უკვე დაეშვა.

რაც შეეხება სანქციების შედეგებს, ჩვენ ვიღებთ 1998 წლის კრიზისს და ვამრავლებთ სამზე“, - განაცხადა დერიპასკამ.

ბიზნესმენმა დასძინა, რომ სამ კვირაში გაირკვევა, თუ რა დაემართებათ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბანკებს სანქციების შედეგად.

„აუცილებელი იქნება ამ [რკინის] ფარდის ხელახლა გახსნა. პირველი ნაბიჯი არის მშვიდობა. მეორე ნაბიჯი არის ის, რომ გულწრფელად განვიხილოთ სად ვცხოვრობთ, როგორ ვცხოვრობთ, რა პირობებში, ვინ რას ბრძანებს და რა რისკებს შეიცავს ეს ბრძანება. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა წამოწეულ იქნეს წინა პლანზე . მე წინააღმდეგი ვარ ყველაზე მძიმე ფინანსური ზეწოლის, მოსახლეობა არაფერში არ არის დამნაშავე“, - განაცხადა დერიპასკამ.

03.03.2022 14:11 უკრაინა შეგნებულად აჭიანურებს მოლაპარაკებების დაწყებას - დიმიტრი პესკოვი

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს საფუძველი აქვს იფიქროს, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკების დაწყებას შეგნებულად აჭიანურებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

„რუსეთს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ უკრაინული მხარე მიზანმიმართულად აჭიანურებს მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ გვაქვს ამის დასაჯერებელი მიზეზი“, - აცხადებს პესკოვი. 

03.03.2022 13:05 რუსეთს სანქციების გაუქმების იმედი აქვს - მედია

რუსეთს სანქციების გაუქმების იმედი აქვს, - ამის შესახებ  Censor.NET რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ზე დაყრდნობით  წერს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროპა და სხვა ქვეყნები სანქციებს გააუქმებენ და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება.

„ძნელია ვიმსჯელოთ, რამდენად გრძელვადიანი იქნება დასავლეთის სანქციები. ის  შეიძლება გაუქმდეს და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 5 რუსული ბანკისა და 3 რუსი მილიარდერის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი აამოქმედა.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს:  VEB ბანკს და სამხედრო ბანკს.

გერმანიამ შეაჩერა უკვე აშენებული გაზსადენის ლიცენზია. ამ გზით უპასუხა გერმანიამ რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.

03.03.2022 13:21 დახურეთ ცა ახლავე - კულება დასავლელ პარტნიორებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დახურონ საჰაერო სივრცე და ამითაც გამოხატონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

„ეს არის ნამდვილი სახალხო ომი უკრაინისთვის. პუტინს მისი მოგების შანსი არ აქვს. ამ ფოტოზე მშვიდობიანი მოქალაქეები გუშინ ენერგოდარში რუს დამპყრობლებს ბლოკავდნენ. ასობით ასეთი ფოტო და ვიდეოა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას თავის დაცვაში. განსაკუთრებით ჰაერში. დახურეთ ცა ახლავე!“, - წერს დმიტრო კულება.

03.03.2022 13:40 „რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 16000 მოხალისე უკრაინაში უკვე მოდის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 16000 უცხოელი მოხალისე უკვე მიემგზავრება უკრაინაში. მან, ასევე, დასძინა, რომ უკრაინა იარაღს თავისი პარტნიორებისგან ყოველდღიურად იღებს. ამის შესახებ RBC ზელენსკის ვიდეო მიმართვაზე დაყრდნობით წერს.

„უკრაინა ყოველდღიურად იღებს უფრო და უფრო მძლავრ იარაღს ჩვენი პარტნიორებისგან, ნამდვილი მეგობრებისგან. უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოდიან. პირველი 16 ათასი მოხალისე აპირებს დაიცვას ჩვენი თავისუფლება და ჩვენი სიცოცხლე. ეს წარმატებული იქნება, დარწმუნებული ვარ ამაში“, - თქვა მან.

03.03.2022 13:15 თუ ვინმე ფიქრობს რომ უკრაინელები შეშინდებიან, ცდებით... არაფერი იცით უკრაინის შესახებ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის მიმართვაში რუს ჯარისკაცებს უთხრა, რომ დაიცვან რუსულენოვანი მოსახლეობა. 

ამასთან, ზელენსკის თქმით, თუ ვინმეს ჰქონია, რომ ომით უკრაინის შეშინებას შეძლებს, ცდება.

„ბევრჯერ უნდოდათ ჩვენი განადგურება, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. ძალიან ბევრი გამოვიარეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრით უკრაინელები შეშინდებიან, გატყდებიან და დანებდებიან, ძალიან ცდებიან. მათ უბრალოდ არაფერი იციან უკრაინის შესახებ. წადით სახლში! დაიცავით რუსულენოვანი ხალხი არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში, არამედ თქვენს ქვეყანაშიც“, - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. 

03.03.2022 11:47 იქნება სისხლი, ცრემლები, ტკივილი, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ალექსეი რეზნიკოვი

„რუსები ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს აღარ არის ჯარი - ისინი ჩვეულებრივი მშიშრები და ტერორისტები არიან“, - ამის შესახებ  უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „ფეისბუკზე“ წერს.

მისი თქმით, ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა დაიწყეს.

„​​​ძვირფასო უკრაინელებო! ადრე არც მიფიქრია კვირაში რამდენი საათია? აღმოჩნდა - 168. უკვე მთელი კვირაა უკრაინა მედგრად ებრძვის რუს ოკუპანტებს. ამას ვერავინ ​იფიქრებდა. არც რუსეთში და არც დასავლეთში, არავის სჯეროდა, რომ უკრაინა გაძლებდა. მხოლოდ უკრაინას და უკრაინელებს სჯეროდათ.

24 თებერვალს, უკრაინელების მხოლოდ ორი მესამედი იყო დარწმუნებული, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებოდით. დღეს ასე ფიქრობს უკრაინელების 90 პროცენტი. ეს ჩვენი ჯარისკაცების გმირობის შედეგია. ეს თითოეული თქვენგანის თავდადებაა.

ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, რკინიგზის მუშები, ჟურნალისტები, ფინანსისტები იბრძვიან ფრონტზე. ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის. მინდა ხაზი გავუსვა სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების და მერების თავდადებას.

ჩვენმა არმიამ უკვე გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და იმდენი მტრის აღჭურვილობა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის არმიის აღჭურვას ეყოფოდა. ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა დაიწყეს. ისინი ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს აღარ არის ჯარი - ისინი ჩვეულებრივი მშიშრები და ტერორისტები არიან.

წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. იქნება სისხლი, ცრემლები, ტკივილი, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ ვიყოთ თავდაჯერებულები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - წერს რეზნიკოვი.

03.03.2022 12:08 „საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას, საკმარისია სიტყვები“ - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი  საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული კორიდორების დაუყოვნებლივ მოწყობაში დახმარებას სთხოვს. 

„სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონებია განლაგებული, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა. საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები - საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. საკმარისია სიტყვები“, - წერს პოდოლიაკი.

03.03.2022 12:58 უკრაინის რკინიგზამ სამხედროებს დაღუპული რუსი ჯარისკაცების გამოსაყვანად მაცივრიანი ვაგონები მიაწოდა

დაღუპული რუსი დამპყრობლების გამოსაყვანად უკრაინის რკინიგზამ შეიარაღებულ ძალებს მაცივრიანი ვაგონები მიაწოდა. ინფორმაციას უკრაინის რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს

„უკრაინის რკინიგზა  20 მაცივრიან ვაგონს აგზავნის 200 რუსი ჯარისკაცის გამოსაყვანად ოდესა-ზასტავასა და ზაპოროჟიეს სადგურებიდან.

ერთი სამაცივრო ვაგონის ტევადობა 50 ტონაა, ანუ შეგვიძლია გამოვიყვანოთ რუსი ოკუპანტების 1 0000 დაღუპული ჯარისკაცი“, - წერია განცხადებაში.

ეს ვაგონები გამოყენებული იქნება მხოლოდ დაღუპული რუსი ოკუპანტების გადასაყვანად. ისინი ამჟამად სადგურებზე იმყოფებიან და სრული დატვირთვის მოლოდინში არიან.

გარდა ამისა, უკრაინის რკინიგზა შეიმუშავებს რეგულაციებს ასეთი მატარებლების გადაადგილებისთვის. 

03.03.2022 12:55 ბოლო 24 საათში ხარკოვში 34 ადამიანი დაიღუპა, 285 კი დაშავდა - მათგან 10 ბავშვია

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ხარკოვის რეგიონში რუსი აგრესორის მიერ საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 285 დაშავდა, მათ შორის, 10 ბავშვი. ინფორმაციას interfax ავრცელებს. 

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2-დან 3 მარტამდე, მტერი განაგრძობდა სასიკვდილო ბომბებით, ჭურვებითა და სარაკეტო არტილერიით დარტყმას საცხოვრებელ ტერიტორიებზე და მთელ დასახლებებზე, კლავდა მშვიდობიან მოსახლეობას. მათგან 10 ბავშვია", - ნათქვამია განცხადებაში.

დაახლოებით დილის 8 საათზე ხარკოვის ცენტრში მასიური სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. რაკეტები ორ საოფისე შენობას მოხვდა, რომლებსაც ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ფართობი 600 კვადრატული მეტრი იყო.

03.03.2022 12:28 უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება დასავლური პოლიტიკის შედეგია - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარი ზახაროვა უკრაინაში საომარ მოქმედებებს დასავლური პოლიტიკის შედეგს უწოდებს. 

როგორც ზახაროვამ YouTube-ის არხზე Soloviev Live-თან საუბარში აღნიშნა, რუსეთი არსებულ სიტუაციაში უკრაინასთან მიმართებით ყველა შესაძლო გზას განიხილავდა მოლაპარაკებისთვის და კომპრომისის მისაღწევად. 

„უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება სრულიად იძულებითი და დასავლეთის პოლიტიკის შედეგია, რომლის თავიდან აცილებასაც რუსეთი ცდილობდა. აბსოლუტურად იძულებითი სიტუაციაა... რთული სიტუაციაა და ეს დასავლეთის პოზიციის შედეგია. ეს არის ის, რაც უნდა გესმოდეთ. ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებდით კომპრომისისთვის, მოლაპარაკებისთვის და სხვა შესაძლო გზებისთვის“, - განაცხადა მარიამ ზახაროვამ. 

03.03.2022 11:58 9000 დაღუპული რუსი - 8 დღე ომის დაწყებიდან

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე აგრესორმა ქვეყანამ 9000 ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. 

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ომის დროს რუსეთმა დაკარგა 30 თვითმფრინავი და 31 ვერტმფრენი.

✔️ 217 - ტანკი

✔️ 90 - საარტილერიო სისტემები   

✔️ 11 - საჰაერო თავდაცვა

✔️ 2 ერთეული მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები

✔️3-  უპილოტო საფრენი აპარატები

უკრაინული მხარის განცხადებით, მტრის დანაკარგების მონაცემების განახლება აქტიურად მიმდინარეობს. 

03.03.2022 11:28 ჰააგის სასამართლომ რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ 39 წევრი ქვეყნის მიმართვების შემდეგ, სასამართლო იწყებს სრულმასშტაბიან გამოძიებას რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რუსეთის მხრიდან ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე. ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემმა ოფისმა მიიღო საჩივრები უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ 39 მონაწილე სახელმწიფოსგან. ეს საჩივრები საშუალებას აძლევს ჩემს ოფისს დაიწყოს 2013 წლის 21 ნოემბრიდან უკრაინაში არსებული სიტუაციის გამოძიება, რაც მოიცავს ნებისმიერი პირის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, ასევე საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ან გენოციდს“, - განაცხადა პროკურორმა.

„რამდენიმე წუთის წინ მე ვაცნობე საერთაშორისო სასამარტლოს თავმჯდომარეს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სიტუაციის აქტიური გამოძიება. ჩვენ მტკიცებულებების შესაგროვებლად მუშაობა დავიწყეთ", - დასძინა მან.

როგორც პროკურორი იტყობინება, უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შესწავლისას, პროკურატურამ უკვე იპოვა იმის საფუძველი, რომ ადგილზე იყო ჩადენილი სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები და პოტენციური დანაშაულები უკვე გამოვლინდა.

„რადგან ახლა მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა იმ პირს მიმართ, ვინც მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში, მკაცრად დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის არსებული ნორმები“,- აღნიშნა პროკურორმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რამდენიმე წელია უკრაინის მოვლენებს იძიებს.

03.03.2022 10:44 პუტინი უკრაინის აღებას რამდენიმე დღეში გეგმავდა - რუსული სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილე (ვიდეო)

უკრაინელმა სამხედროებმა დაიჭირეს რუსი ოკუპანტი დიმიტრი შიშკანოვი, 12676 სამხედრო ნაწილის ბატალიონის მეთაურის მოადგილე. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

ოკუპანტის თქმით,  სამხედროებს რუსეთში უთხრეს რომ სახლებში 2-3 მარტამდე უნდა დაბრუნებულიყვნენ. 

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის აღებას რამდენიმე დღეში გეგმავდა. 

დატყვევებული ოკუპანტი ვიდეოში პუტინის გეგმების შესახებაც საუბრობს. 

03.03.2022 10:17 რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი, რუსეთი თავად აგრესორია - ემანუელ მაკრონი

რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი, რუსეთი თავად აგრესორია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ტვიტერზე“ წერს. 

„პრეზიდენტმა პუტინმა ომი აირჩია. მან თავის საერთაშორისო ვალდებულებებს უღალატა. ეს ომი არ არის კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც ზოგიერთს სურს, რომ გვჯეროდეს. არ არსებობს ნატოს ბაზა უკრაინაში. ეს არის ტყუილი. რუსეთი არ არის აგრესიის ქვეშ, ის არის აგრესორი. ეს ომი არ არის ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ, ეს ტყუილია“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

03.03.2022 10:54 აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ უკრაინაში - თეთრი სახლი

თეთრი სახლი ამერიკელებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებას არ ურჩევს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

„უკრაინელებმა გამბედაობა გამოიჩინეს და თავიანთი თავის დასაცავად ყველა რესურსსა და ბერკეტს იყენებენ. ჩვენ მივესალმებით მათ მამაცობას, თუმცა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია ძალაშია. აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრნონ უკრაინაში“, -  განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ კარინ ჟან-პიერმა.

03.03.2022 11:07 იზიუმის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები - უკრაინული მხარე

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ჭურვის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ინფორმაციას იზიუმის მერის მოადგილემ ვლადიმერ მაცოკინი სოციალურ ქსელში ავრცელებს

მისი თქმით, ჭურვი უკრაინსკის ქუჩაზე მდებარე სახლს მოხვდა. მაცოკინის ინფორმაციით, დაღუპულია 2 ბავშვი. 

„ჭურვი პოლიციის შენობას მოხვდა. ქალაქის ცენტრი მნიშვნელოვად არის განადგურებული. არის მსხვერპლი და მათ შორის 2 ბავშვი“, - აცხადებს მაცოკინი. 

03.03.2022 10:58 ხარკოვში დაბომბვისას ეუთოს ოფიცერი დაიღუპა

მარინა ფენინა, უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრი, ხარკოვში დაბომბვისას დაიღუპა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

ეუთომ უკვე დაადასტურა ინფორმაცია მათი სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრის გარდაცვალებაზე. 

„მარინა დაიღუპა იმ ქალაქში, რომელიც საომარ ზონად არის ქცეული, როდესაც დაზარალებულ ოჯახს საჭირო ნივთებს აწვდიდა“, - აცხადებენ ეუთოს ხელმძღვანელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ და ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია.

ეუთოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მათი თქმით დაბომბვებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ეუთოს მასშტაბით, არაპროვოცირებული სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ურბანული ცენტრების დაბომბვას, რასაც  მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და დაშავება მოჰყვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - აცხადებენ ეუთოს ლიდერები.

03.03.2022 10:18 ოკუპანტებმა ხარკოვში სულ მცირე 3 სკოლა, ტაძარი და მაღაზიები დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვში სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა წერს, რომ ოკუპანტებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს ხარკოვზე კონტროლის დამყარება. 

ბოლო დღეებში თავდასხმების დროს ხარკოვში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსი, სამთავრობო შენობა და საცხოვრებელი სახლები.  

03.03.2022 10:03 ოკუპანტებმა ქალაქ სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - არიან დაჭრილები

ოკუპანტებმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკი ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილები. 

„სუმის სახელმწიფო  სამხედრო დეპარტამენტისა და კადეტთა კორპუსის ტერიტორიაზე განხორციელებულია ძლიერი სარაკეტო თავდასხმა. არიან დაჭრილები“, - აცხადებს ჟივიცკი. 

03.03.2022 09:26 ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართება, ამჟამად გზაზეა გაჩერებული - პენტაგონი

„ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართება, ამჟამად გზაზეა გაჩერებულია“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

„ჩვენი შეფასებით მათ ბოლო 24-დან 36 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ“, - აღნიშნა კირბიმ. 

მისი თქმით, შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ძალების გადაჯგუფებით.

„ლოგისტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები და ასევე უკრაინელების მხრიდან წინააღმდეგობა მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - დასძინა კირბიმ.

 BBC წერს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ. 

03.03.2022 08:58 რუსულ მხარესთან მოლაპარაკება ბელოვეჟის ტყეში არ გაიმართება - დავით არახამია

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გუნდის წევრი დავით არახამია უკრაინა-რუსეთის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ შეხვედრა ბელოვეჟის ტყეში არ გაიმართება. 

მისივე თქმით, რუსულ მხარესთან შეხვედრა დღეს გაიმართება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები ბელოვეჟის ტყეში გაიმართება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოლაპარაკებები დღეს ნამდვილად გაიმართება, მაგრამ სხვა ლოკაციაზე. მოლაპარაკების შესახებ ყველა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აცხადებს დავით არახამია. 

03.03.2022 08:41 რუსეთი DeepFake-ით ზელენსკიზე ყალბ ვიდეოს ამზადებს - უკრაინის დაზვერვა

რუსეთი გეგმავს, რომ Deepfake-ით [ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ადამიანის გარეგნობის, სხეულის მოძრაობის, ლაპარაკის მანერისა და მიმიკის მიმბაძველი ტექნოლოგია] უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ვიდეო დაამზადოს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა იუწყება

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი გაყალბებული ვიდეოს დამზადებას გეგმავს, სადაც, სავარაუდოდ, ზელენსკი განაცხადებს, რომ უკრაინა გამოფიტულია და მზად არის დანებდეს. 

„როდესაც 2022 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთთან კონფლიქტმა იმპულსი მოიმატა, მან გაააქტიურა მისთვის ხელმისაწვდომი ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი, კერძოდ, დაიწყო ვიდეოების გაყალბება - თითქოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ, თითქოს,უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქიმიურ თავდასხმას ამზადებდნენ და ა.შ.

ახლა კი რუსეთი გეგმავს, რომ დაამზადოს ყალბი ვიდეო, სადაც განცხადებული იქნება, რომ უკრაინა გამოფიტულია და მზად არის დანებდეს, მაგრამ, ეს არასოდეს მოხდება. დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასეთ ვიდეოში, ამიტომ, იცოდეთ, რომ ასეთი ვიდეო იქნება ყალბი, რომლის მიზანია პანიკის დათესვა, დემორალიზება და ჩვენი ჯარების დანებებაში დარწმუნება“, - აღნიშნავენ დაზვერვის სამსახურში.

03.03.2022 08:10 „მტერმა ინიციატივა დაკარგა, დროა, ტოტალურ წინააღმდეგობაზე გადავიდეთ“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსი დამპყრობლების შეტევებს უკრაინული არმია წარმატებით იგერიებს

მისივე თქმით, დროა, რომ ოკუპანტებზე ზეწოლა გაიზარდოს, რომელმაც ინიციატივა დაკარგა.

„რუსეთმა ვერ გაუძლო და დაიწყო დანაკარგების აღიარება. ეს ჩვენი სამხედროების გმირობის წყალობით მოხდა.  დროა გაიზარდოს ზეწოლა მტერზე, რომელიც დაკარგა ინიციატივა, დროა გადავიდეთ ტოტალურ წინააღმდეგობაზე, ჩვენი არმია წარმატებით ხვდება რუსი დამპყრობლების ფრონტალურ შეტევებს.

 თუ მტერი დარჩება საწვავის, საბრძოლო მასალის, საკვების, საინჟინრო და სარემონტო დახმარების გარეშე, ის უმწეო გახდება. აუცილებელია, რომ ოკუპანტს ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოტივაცია - რაც შეიძლება მალე გაიქცეს ჩვენი ქვეყნიდან“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

03.03.2022 07:33 ჩინეთმა რუსეთს სთხოვა, რომ უკრაინაში ომი პეკინის ოლიმპიადის შემდეგ დაეწყო - აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისში ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა რუს მაღალჩინოსნებს სთხოვეს, რომ უკრაინაში შეჭრამდე პეკინის ოლიმპიადის დასრულებას დალოდებოდნენ, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა იმ დროს გაკეთდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე პეკინს ეწვია, სადაც მის ჩინელ კოლეგა სი ძინპინს შეხვდა, ანგარიშის მიხედვით, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ მიმართა თუ არა ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნული მოთხოვნით პუტინს ცნობილი არ არის. 

დასავლელი დაზვერვის ოფიციალური პირები, რომლებიც იმ დროს უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარის მობილიზაციას აკვირდებოდნენ, ელოდებოდნენ, რომ პუტინი შეჭრას გადადებდა, რათა ჩინეთის გაბრაზება თავიდან აეცილებინა.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში პუტინისა და სის შეხვედრის შემდეგ მოსკოვმა და პეკინმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ მათ პარტნიორობას „საზღვრები არ აქვს“ და ამავდროულად ნატოს გაფართოება დაგმეს, რამაც დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია. 

03.03.2022 06:59 უკრაინა ერთ კვირაში მილიონმა ლტოლვილმა დატოვა

უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ქვეყანა მილიონმა ადამიანმა დატოვა, - ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ „ტვიტერზე“ განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინაში მყოფი სხვა ადამიანების დასახმარებლად ომის დასრულებაა საჭირო. 

„სულ რაღაც შვიდ დღეში ჩვენ შევესწარით უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასახლებას. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი კიდევ მრავალი მილიონი ადამიანისთვის, დრო, იარაღი გაჩუმდეს, რათა სიცოცხლეების გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარების განხორციელება შესაძლებელი იყოს“, - აღნიშნა გრანდიმ.

03.03.2022 06:22 კანადა „გაზპრომს“ სანქციებს უწესებს

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

კანადის ახალი სანქციები „როსნეფტს“, „გაზპრომს“ და მათ 10 ლიდერს შეეხება.  

„კანადის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. რუსეთის ლიდერების მიერ ჩადენილი აგრესიის ყველა აქტზე ჩვენ ვუპასუხებთ ზომებით, რათა შესუსტდეს მათი ომის წარმოების უნარი. იმის გამო, რომ უკრაინაში საშინელი მოვლენები კვლავ ვითარდება ჩვენს თვალწინ, აშკარაა, რომ გასაკეთებელია მეტია“, - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

სანქციები, სავარაუდოდ, ძალაში უახლოეს დღეებში შევა. 

03.03.2022 05:50 „პუტინი კრემლში ერთი კვირაა, არ გამოჩენილა“ - რუსი ჟურნალისტი

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერტმფრენებთან ერთად ერთი კვირაა, კრემლში არ გამოჩენილა“, - ამის შესახებ რუსმა დისიდენტმა და ჟურნალისტმა ალექსანდრე პოდრაბინეკმა განაცხადა. 

ჟურნალისტის თქმით, ინფორმაცია ზუსტია, რადგან მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებიდან კრემლი ჩანს.

„ჩვეულებრივ, ყოველ სამუშაო დღეს, დილის თერთმეტი საათიდან, ორი ვერტმფრენი ერთმანეთის მიყოლებით დაფრინავს რამდენიმე წუთის ინტერვალით. ისინი ეშვებიან პირდაპირ კრემლის ტერიტორიაზე, პუტინი კი ერთ-ერთ მათგანში იმყოფება ხოლმე“, - აცხადებს ჟურნალისტი. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმყოფება

03.03.2022 05:31 „უკრაინაში რუსეთის დანაშაულებში გენოციდის ნიშნები ჩანს“ - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდა უკრაინაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა

მისი თქმით, რუსების მიერ განხორციელებულ ქმედებებში გენოციდის ნიშნები ჩანს და ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. 

„კიევი, ისევე როგორც მთელი უკრაინა, გახდა ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვის სიმბოლო თავისუფალი სამყაროსთვის. უკრაინა უკვე ერთი კვირაა ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევს და ყველაზე მაღალ ფასს იხდის. სახლებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმები გენოციდის ნიშნებს აჩვენებს. მჯერა, რომ ისინი დაუსჯელი არ დარჩებიან და დამნაშავეები პასუხს აგებენ საერთაშორისო ტრიბუნალებში“, - განაცხადა დუდამ.

03.03.2022 05:03 დაბომბვის შემდეგ კიევში განგაში კიდევ ერთხელ გამოცხადდა

რამდენიმე საათის განმავლობაში კიევში განგაში მესამედ გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქში მორიგ საჰაერო თავდასხმას ელოდებიან. 

„კიევში განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ, სასწრაფოდ გადავიდნენ თავშესაფარი", - ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ კიევის ცენტრში სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. 

03.03.2022 03:55 აფეთქებების სერია კიევში - რუსებმა დედაქალაქის ცენტრი დაბომბეს

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა იერიში სამთავრობო შენობებზე მიიტანეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, დაიბომბა თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლობის შენობები.

03.03.2022 03:51 უკრაინელებმა ერთ დღეში რუსების სამი მოიერიშე თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინულმა საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ერთ დღეში რუსული ჯარის სამი მოიერიშე თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება

„დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს მტრის სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების!“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში.

გარდა ამისა განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა სუ-24მ და სუ-25 საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა საჰაერო დახმარება გაუწიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დანაყოფებს, გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა კიევში, სუმში, ჩერნიგოვსა და ხარკოვის ოლქებში.

03.03.2022 03:26 „ყველა ოკუპანტმა უნდა იცოდეს: უკრაინელებისგან სასტიკ პასუხს მიიღებენ, ჩვენ არ დავნებდებით“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა. 

მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ 9 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. 

„ყველა ოკუპანტმა უნდა იცოდეს: უკრაინელებისგან სასტიკ პასუხს მიიღებენ, სამუდამოდ დაიმახსოვრებენ, რომ ჩვენ არ დავნებდებით!

ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც დაარღვია მტრის გეგმები. ჩვენ დავარღვიეთ გეგმები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამზადებდნენ. მათი მორალური მდგომარეობა უარესდება. უფრო მეტი ოკუპანტი გარბის ჩვენგან საკუთარ სახლებში. მე გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ უკრაინელებით, რომლებიც შიშველი ხელებით გამოდიან და ოკუპანტებს თავიანთი ქალაქებიდან აძევებენ! ჩვენ მათ სამარცხვინოდ გავაძევებთ! 

ერთ კვირაში 9000 რუსი დაიღუპა. ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, ეს არის სამამულო ომი. ჩვენ გვახსოვს, როგორ იწყება ისინი და ჩვენ ვიცით, როგორ მთავრდება დამპყრობლებისთვის! სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან განადგურდებიან. ოკუპანტები უკრაინელებისგან პასუხს მიიღებენ!“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

03.03.2022 03:12 რუსებმა ქალაქი იზიუმი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი იზიუმი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ „ტელეგრამის“ არხებზე ვრცელდება. 

იზიუმის ქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, თავდასხმას სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

„იზიუმის დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჭურვი მაღალსართულიან კორპუსსა და კერძო სახლს მოხვდა“, - განაცხადა ქალაქის მერის მოადგილე ვლადიმერ მაცოკინმა.

03.03.2022 03:00 ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს მიზანმიმართულად ბომბავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების განადგურება რაკეტებით, ბომბებითა და ჭურვებით შემთხვევითი არ არის და რუსული ძალები მათ განზრახ უტევენ. 

„აშკარაა, რომ ისინი ამას აკეთებენ“, - თქვა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა, როდესაც ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთი განზრახ უტევს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს.

გარდა ამისა, მსგავს შეკითხვას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც უპასუხა.

მისი თქმით, წარსულში რუსეთმა არაერთხელ აჩვენა, რომ მისი ომის ერთ-ერთი მეთოდი აბსოლუტური სისასტიკეა.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყველა დარღვევას აფიქსირებს. 

03.03.2022 02:39 „აშშ რუსეთსა და ბელორუსს ახალ სანქციებს უწესებს“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღება დააანონსა.

„დღეს ჩვენ ვუწესებთ მკაცრ სანქციებს რუსეთის თავდაცვის სექტორს. საერთო ჯამში, სიაში მოხვდება 22 პირი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სექტორთან. ეს არის სწორედ ის სისტემა, რომლებიც გამოიყენება უკრაინელ ხალხზე თავდასხმისთვის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის.  

გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სანქციები უწესდება ბელარუსსაც, რადგან ის პუტინის მხარეზეა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ჩავახშობთ ბელარუსის უნარს საკვანძო ტექნოლოგიების იმპორტისთვის და თუ ლუკაშენკო გააგრძელებს ამ ომის მხარდაჭერას, შედეგები რეჟიმისთვის გამწვავედება“, - აღნიშნა ბლინკენმა. 

03.03.2022 01:56 უკრაინელებმა ჩამოაგდეს სუ-25, რომელმაც კიევის გარეუბანი დაბომბა

უკრაინელებმა ჩამოაგდეს სუ-25, რომელმაც კიევის გარეუბანი ირპინი დაბომბა. 

„მტრის სუ-25 ტიპის თვითმფრინავი, რომელმაც ირპენი დაბომბა, განადგურდა“, - წერს ომის კორესპონდენტმა ანდრეი ცაპლიენკო სოციალურ ქსელში. 

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კიევის მახლობლად რუსი დამპყრობლების თავდასხმების მოგერიებას. სასტიკი ბრძოლები რამდენიმე დღეა გრძელდება, მაგრამ დამპყრობლების დედაქალაქში მოხვედრის მცდელობები წარმატებით არ სრულდება.

03.03.2022 01:09 პუტინი 4 მარტს რუსეთში საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში საომარი მდგომარეობა 4 მარტს გამოცხადდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა. 

„ეს არის ჩვენი დაზვერვის მონაცემები, რომ 4 მარტიდან რუსეთის ფედერაციამ ნამდვილად უნდა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა თავის ქვეყანაში. მინდა ვნახო, როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს, სადაც კიდევ ბევრი ინტელექტუალია, ვისაც ესმის, რა ხდება რუსეთის ფედერაციაში.

დღეს თუ პუტინს არ აქვს საკმარისი ქვემეხი, შეუძლია წაიყვანოს ის ბავშვები, რომლებსაც გამოიძახებს ჯარში, რათა  „ხორცსაკეპ მანქანაში“ მოხვდნენ. არ მესმის, რატომ აკეთებს ამას“, - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ბევრ რუსს, ვინც რუსეთში თანამდებობებს იკავებს, არ ესმის რა ხდება პუტინის თავში.

03.03.2022 00:58 რუსულმა გამანადგურებლებმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

ოთხი რუსული გამანადგურებელი შვედეთის ტერიტორიაზე შევიდა, რამაც შვედეთის თავდაცვის მინისტრის სწრაფი დაგმობა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას reuters  შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ორი რუსული SU27 და ორი SU24 საბრძოლო თვითმფრინავი მოკლე დროში შევიდა შვედეთის საჰაერო სივრცეში შვედეთის კუნძულ გოთლანდის აღმოსავლეთით ბალტიის ზღვაში“, - ვკითხულობთ შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

„რუსეთის მიერ შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია. ეს გამოიწვევს შვედეთის მტკიცე დიპლომატიურ პასუხს. შვედეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიას ყოველთვის პატივი უნდა სცენ“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტკვისტმა საინფორმაციო სააგენტო TT-ს.

შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ინციდენტმა აჩვენა, რომ მზადყოფნა კარგი იყო.

03.03.2022 00:38 „კრემინეცკის მერი მოკლული იპოვეს, უკრაინას ერთი მოღალატით ნაკლები ჰყავს“ - ანტონ გერაშჩენკო

ლუგანსკის ოლქის კრემინეცკის მერი და ლუგანსკის საოლქო საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვლადიმერ სტრუკი მოკლული იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო Facebook-ზე წერს.

„უკრაინას ერთი მოღალატით ნაკლები ჰყავს“ - წერს ანტონ გერაშჩენკო. 

როგორც გერაშჩენკო აღნიშნავს, გასულ კვირას მან აქტიურად დაიკავა პრორუსული პოზიცია და ეწეოდა რუსეთის ფედერაციის აგიტაციას. მისი თქმით, 8 წლის განმავლობაში უშიშროების სამსახური, პროკურატურა, სასამართლო ვერაფერს გახდა მის წინაშე, რადგან ის დიდი ფულით ფინანსდებოდა რუსეთის მიერ, ახლა კი, ის სახალხო ტრიბუნალმა გაასამართლა.

„გარდაცვალების მიზეზია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულში. უკრაინის მთელი სახელმწიფო აპარატი - უშიშროების სამსახური, შსს, პროკურატურა, სასამართლოები 8 წლის განმავლობაში ვერაფერს აკეთებდნენ გამოკვეთილ სეპარატისტ სტრუკთან! იმიტომ, რომ ბევრი ფული ჰქონდა. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით. მაგრამ, როდესაც რუსული ჯარები კრემინეცკს 15 კილომეტრში მიუახლოვდნენ, ვლადიმერ შტრუკი სახალხო ტრიბუნალმა გაასამართლა. როგორც ჩანს, ის დახვრიტეს უცნობმა პატრიოტებმა, როგორც მოღალატე ომის კანონებით“, - წერს გერაშჩენკო.

03.03.2022 00:03 „მათი პრეზიდენტის გამო რუს ხალხს მოუწევს პასუხისგება და ტანჯვა“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პუტინმა ამერიკის ნათქვამი შედეგებთან დაკავშირებით ბლეფად მიიჩნია. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ეს ომი არის პირადად პუტინის და არა რუსი ხალხის. თუმცა, მან რუსებს მოუწოდა, რომ თავიანთ პრეზიდენტს ომის შეწყვეტა მოსთხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლინკენის თქმით, პუტინის გამო რუს ხალხს მოუწევს ამაზე პასუხისგება.

„პრეზიდენტმა პუტინმა შეიძლება ჩათვალა, რომ აშშ ბლეფობს, როდესაც შედეგებზე ვსაუბრობთ. პუტინმა აშკარად ვერ გათვალა. ეს პრეზიდენტი პუტინის ომია, ეს არ არის რუსი ხალხის ომი. ყოველდღე ნათელი ხდება, რომ რუსი ხალხი ამას ეწინააღმდეგება. შესაძლოა, რუსეთის ჯარის ნაწილიც ეწინააღმდეგება, მაგრამ არ იციან რა გააკეთონ. მათი პრეზიდენტის გამო რუს ხალხს მოუწევს პასუხისგება და ტანჯვა ამის გამო. თუ რუს ხალხს ესმის ჩემი, რადგან გვბლოკავენ, ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს არ სურს ომში მონაწილეობა. თქვენ ამერიკელების და უკრაინელების მსგავსად გსურთ სუფთა წყალი, სამსახური, გქონდეთ იმის შანსი, რომ გაზარდოთ თქვენი შვილები ნორმალურად, მისცეთ კარგი განათლება. ეს აგრესია როგორ გახდის თქვენს ცხოვრებას უკეთესს?! ჩვენ თქვენც გვერდშიც ვდგავართ და მოგიწოდებთ, რომ თქვენს პრეზიდენტს უთხრათ, დაასრულოს ეს ომი, მოუწოდოს თავის ჯარისკაცებს, რომ დაბრუნდნენ სახლში“ - აღნიშნავს ბლინკენი.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს დიპლომატიისკენ და აღნიშნა, რომ მათ დიპლომატიის კარების ღია აქვთ. 

„აშშ აგრძელებს დიპლომატიურ მცდელობებს. დიპლომატიური კარი ღია გვაქვს დატოვებული. ძალიან რთული იქნება სამხედრო დეესკალაციის გარეშე, რთულია დიპლომატიამ გაიმარჯვოს მაშინ, როცა სამხედრო ტექნიკა მუშაობს. თუმცა, თუ მოინდომებს რუსეთი, მზად ვართ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ვარ კონტაქტზე და დავუჭერთ მხარს ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - განაცხადა ბლინკენმა.

02.03.2022 23:35 „პირობას ვდებ, მილიონ დოლარს გადავუხდი მას, ვინც პუტინს დააპატიმრებს“ - რუსი ოლიგარქი

„პირობას ვდებ, 1 000 000 დოლარს გადავუხდი იმ ოფიცრებს, ვინც თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას დააპატიმრებს პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობით“ - ამის შესახებ წარმოშობით რუსმა ბიზნესმენმა ალექს კონანიხინმა ისაუბრა. კონანიხინმა აღნიშნა, რომ როგორც რუსს, ვალდებულება აქვს ხელი შეუწყოს რუსეთის დენაციფიკაციას და გვერდით დაუდგეს უკრაინას გმირულ ბრძოლაში.

„როგორც ეთნიკური რუსი და რუსეთის მოქალაქე, ჩემს მორალურ მოვალეობად მიმაჩნია, ხელი შევუწყო რუსეთის დენაციფიკაციას. მე გავაგრძელებ უკრაინის დახმარებას მის გმირულ ბრძოლაში. პუტინმა ლიდერობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც „მოწინააღმდეგეები მოკლა“ და მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსი ააფეთქა“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

ფინანსური მაგნატი გულისხმობს 1999 წლის 9 სექტემბერს გურიანოვის ქუჩაზე ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დამანგრეველ აფეთქებას. აფეთქებას 40 ადამიანი შეეწირა, 152 კი დაშავდა. პუტინმა, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, პირობა დადო, რომ გაარკვევდა ვინ იდგა აფეთქების უკან, რამაც გამოიწვია მისი რეიტინგის მატება. იური ფედოროვის მიერ რადიო თავისუფლებისთვის დაწერილ სტატიაში კი ის ამტკიცებდა, რომ პუტინს არ ექნებოდა პრეზიდენტობის გამარჯვების შანსი, რომ არა ეს აფეთქება.

კონანიხინი ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქი იყო რუსეთში, სანამ 1992 წელს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევდა, მას შემდეგ რაც ყოფილ კგბ-ს აგენტებს ჰქონდათ მისი გატაცების მცდელობის, რომლებსაც სავარაუდოდ მისი ბიზნესის მოპარვა სურდათ. ის გადავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც ახლა ხელმძღვანელობს რამდენიმე კორპორაციას, მათ შორის KMGi Group-ს. ის, ასევე, იყო რუსული კორუფციის ხმამაღალი კრიტიკოსი.

02.03.2022 23:09 „რუსებმა 180-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, საოკუპაციო ჯარის მორალი უკიდურესად დაბალია“ - გენშტაბი

მიმდინარე დღის განმავლობაში 30-მდე საბრძოლო თვითმფრინავმა დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე, ძირითადად ბელორუსიიდან და დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსული ჯარების შემოჭრის დაწყებიდან მოყოლებული, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან მოწინააღმდეგემ 180-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. სამხედრო ობიექტების გარდა, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სამოქალაქო ინფრასტრუქტურამ და დასახლებულმა საცხოვრებელმა უბნებმა. რუსული საოკუპაციო ძალები არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების ძარცვითა და მკვლელობით. საოკუპაციო ჯარების მორალი უკიდურესად დაბალია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ოფიციალურ განცხადებაში , ასევე, ვკითხულობთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გაათავისუფლეს კიევის ოლქი მაკარივი და დამკვიდრდნენ ქალაქში. გარკვეული ძალები და საშუალებები იცავენ ქალაქ კიევს, აგრძელებენ სისტემატურ საომარ მოქმედებებს და აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიებს.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ქალაქებში ომის დაწყებიდან დღემდე 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

02.03.2022 22:30 უკრაინის არმიამ რუსული საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა, რომელშიც დეტალურად წერია ომის დაწყების და დასრულების თარიღები

უკრაინელებმა მოიპოვეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფის დოკუმენტები, რომელიც არის  უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის და დამტკიცებულია 18 იანვარს. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის წარმატებული მოქმედებების წყალობით, რუსი დამპყრობლები კარგავენ არა მხოლოდ აღჭურვილობას და ადამიანურ ძალას, არამედ პანიკაში არიან და ისინი, ასევე, ტოვებენ საიდუმლო დოკუმენტებს. ასე რომ, ჩვენს განკარგულებაშია რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო  810-ე ცალკეული ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფის დაგეგმვის დოკუმენტები. მიღებულ დოკუმენტებს შორისაა სამუშაო რუკა, საბრძოლო დავალება, გამოძახების ცხრილი, საკონტროლო სიგნალის ცხრილები, ფარული მართვის ცხრილები, სამხედროების სია და ა.შ.“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილია, რომ უკრაინასთან ომის დაგეგმვის დოკუმენტები დამტკიცდა 18 იანვარს, ხოლო თავად უკრაინის ხელში ჩაგდების ოპერაცია 15 დღე უნდა გაგრძელებულიყო. კერძოდ, 20 თებერვლიდან 6 მარტამდე.

„ასე რომ, როდესაც კიდევ ერთხელ ერთ-ერთი ტყვე იტყვის, რომ სასწავლებლად მოვიდა და დაიკარგა - არ დაიჯეროთ! იცოდნენ, საგულდაგულოდ დაგეგმეს და მოემზადნენ. ჩვენ კი ერთს ვეტყვით რუს ოკუპანტებს: დატოვეთ თქვენი აღჭურვილობა და საიდუმლო დოკუმენტები მომავალში, ისინი დაგვჭირდება, პირველი ჩვენი დამცველებისთვის, მეორე კი ჰააგასთვის“, - წერს უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა.

02.03.2022 22:02 „ეს არის „ჰოლოკოსტი“, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა და მას „ჰოლოკოსტი“ უწოდა. ტრამპმა რუსეთს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას the hill ავრცელებს.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთმა „უნდა შეწყვიტოს ამ ადამიანების მკვლელობა“. ტრამპმა, ასევე, უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რუსეთ-უკრაინის ომში რა არის გამოსავალი. მისი თქმით, გამოსავალია ომის შეწყვეტა, თუმცა რუსეთი აშშ-ს არ სცემს პატივს.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა. თუმცა, ისინი არ სცემენ პატივს ამერიკას. ეს არის ჰოლოკოსტი. საშინელებაა, რაც ხდება. ჩვენ ამ ყველაფრის მოწმეები ვართ და ამას ყოველ საღამოს ტელევიზორით ვუყურებთ“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა. ტრამპმა, ასევე, არა ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არ მომხდარა კონფლიქტები.

ინტერვიუს დროს ტრამპი ყოყმანობდა, ეთქვა, სჯერა თუ არა უკრაინის ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას.

„ახლა ბევრად უფრო ადვილი იქნება „დიახ“-ის თქმა, ვიდრე ეს ექვსი თვის წინ იქნებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

02.03.2022 20:54 რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები გადაიდო

რუსეთ-უკრაინის შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები გადაიდო. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. 

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ მედინსკის თქმით, უკრაინის დელეგაციამ უკვე დატოვა კიევი და რუსეთთან დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად ხვალ დილით ჩავა.

მისივე თქმით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა ბელოვეჟსკაია პუშჩაში ერთობლივად გადაწყვიტეს მოლაპარაკებების გამართვა.

მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის დელეგაციისთვის რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების დერეფანი უზრუნველყო.

რუსული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებზე იმავე შემადგენლობით მივიდა, როგორც პირველ რაუნდზე. 

02.03.2022 20:34 უკრაინამ დენაციფიკაციის პროცესი უნდა გაიაროს, როგორც ეს გერმანიამ გაიარა - სერგეი ლავროვი

„მოსკოვი კიევს სთავაზობს მოლაპარაკებას და არა კაპიტულაციას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მზად არის განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. 

„თუ დასავლეთი გადაწყვეტს ახალი „რკინის ფარდის“ ჩამოფარებას რუსეთის წინაშე, ჩვენ არ ვიდარდებთ, აუცილებლად ვიპოვით განვითარების შესაძლებლობას“, - აცხადებს სერგეი ლავროვი. 

ამასთან, ლავროვის განცხადებით, უკრაინამ უნდა გაიაროს დენაციფიკაციის პროცესი, როგორც ეს წარსულში გერმანიამ გააკეთა. 

02.03.2022 19:25 ჯონსონმა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ჯონსონმა შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა არის სამხედრო დანაშაული.

მანამდე რუსეთის სამხედრო დანაშაულის ჩადენაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ პუტინმა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე ავიადარტყმა განახორციელა.

„ყოველ დღე მსოფლიო ხდება უკრაინაში პუტინის ომის მოწმე“ - განაცხადა ჯონსონმა. მან მოუწოდა შესაბამის სტრუქტურებს, რომ პუტინი „სამხედრო დანაშაულების სრული სპექტრისთვის“ გაასამართლონ. „მე ვიცი, რომ საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი შესაბამის გამოძიებას უკვე ატარებს“ - განაცხადა ჯონსონმა.

1 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების საკითხზე გამოძიება დაიწყება.

02.03.2022 18:40 13 ევროპარლამენტარი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

1-ელ მარტს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შემდეგ, ევროპარლამენტმა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის განაცხადის მიღებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭებას პარლამენტის 637-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 13-მა წევრმა კი არა. 26-მა მათგანმა თავი შეიკავა.

13 ევროპარლამენტარის შემადგენლობა, რომლებმაც ხმა არ მისცეს უკრაინის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას, ასე გამოიყურება:

◾ ნიდერლანდებიდან მარსელ დე გრაფი (იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფი, მემარჯვენე)
◾ იტალიიდან ფრანჩესკა დონატო (დამოუკიდებელი, მემარჯვენე)
◾ საბერძნეთიდან იოანის ლაგოსი (დამოუკიდებელი, მემარჯვენე)
◾ საბერძნეთიდან ლეფტერის ნიკოლაუ-ალავანოსი (საბერძნეთის კომუნისტური პარტია, მემარცხენე)
◾ საბერძნეთიდან კოსტას პაპადაკისი (საბერძნეთის კომუნისტური პარტია, მემარცხენე)
◾ ირლანდიიდან კლერ დალი ირლანდიელი (დამოუკიდებლები ცვლილებებისთვის, მემარცხენე)
◾ ირლანდიიდან მიკ უოლესი (დამოუკიდებლები ცვლილებებისთვის, მემარცხენე)
◾ გერმანიიდან ოზლემ დემირელი (მემარცხენე)
◾ გერმანიიდან მარტინ შირდევანი  (მემარცხენე)
◾ პორტუგალიიდან სანდრა პერეირა  (პორტუგალიის კომუნისტური პარტია, მემარცხენე)
◾ პორტუგალიიდან პიმენტა ლოპესი (პორტუგალიის კომუნისტური პარტია, მემარცხენე)
◾ ესპანეთიდან ურბან კრესპო ესპანელი (ანტიკაპიტალისტები, მემარცხენე)
ლატვიიდან ტატიანა ჟდანოკა  (უმცირესობის ინტერესები)

02.03.2022 18:09 რუსული აგრესიის შედეგად 21 ბავშვი დაიღუპა, 55 დაშავდა - უკრაინული მხარე

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ 21 ბავშვი დაიღუპა და 55 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დამცველზე ლუდმილა დენისოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, 21 ბავშვი დაიღუპა და 55 დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დენისოვას თქმით, დაბომბვის შედეგად განადგურდა - კიევის, ირპენის, ხარკოვის, მარიუპოლის, ჟიტომირის, ხერსონისა და ზაპოროჟიის რაიონის სოფელ ვასილივკას ინფრასტრუქტურა.

„ჟიტომირის სამშობიარო საავადმყოფო დაზიანდა ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის დროს. ჟიტომირში ავიაიერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა და 6 დაშავდა. ისინი დანგრეული სახლების სარდაფებიდან გამოიყვანეს“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

დენისოვამ აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები არღვევს ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით.

მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ უკრაინის ცის მტრის მებრძოლებისგან დაკეტვის ინიციატივას.

მისი თქმით, ჩერნიგოვის დაბომბვის დროს სამშობიაროში ორი ტყუპი დაიბადა.

„სანამ ასეთი ანგელოზები იბადებიან უკრაინაში, ჩვენ უძლეველი ვართ“, - თქვა დენისოვამ.

02.03.2022 17:47 პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდა - ტყვე

ერთ-ერთი რუსი ოკუპანტი, რომელიც თავისი ნებით ჩაჰბარდა, ამბობს, რომ პუტინი სამ დღეში უკრაინის აღებას  გეგმავდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„პუტინი სამ დღეში უკრაინის აღებას ელოდა. სამი დღის სამყოფი წყალი და საკვები მივიღეთ. სამ დღეში უკან უნდა დავბრუნებულიყავით “, - ამბობს რუსი სამხედრო. 

მისი თქმით, სამხედროებს ტელეფონები და საბუთები წაართვეს. ოჯახთან შეხება არ ყოფილა.

რუსი სამხედროები ნებაყოფლობით ჩაჰბარდნენ  ტერიტორიულ დაცვას. პირველადი სამედიცინო დახმარება უკრაინელებისგან მიიღეს.

ოკუპანტმა მოუწოდა რუსებს, შეწყვიტონ ომი, გააპროტესტონ და არ დაიჯერონ რუსული პროპაგანდა. მან მებრძოლებს დანებება ურჩია.

02.03.2022 18:07 ევროკავშირს უკრაინის მიღება გაანადგურებს - ალექსანდრე გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს თქმით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება გამანადგურებელი იქნება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

„ისეთი ნაციონალისტური სახელმწიფოს მიღება, სადაც ნაცისტები და მათთან დაკავშირებული ჯგუფები შოუს მართავენ, ჩემი აზრით თვითდესტრუქციულია. ევროკავშირს უკრაინის მიღება გაანადგურებს“, - აცხადებს გრუშკო. 

02.03.2022 17:55 „16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი მოხალისე უკვე მოდის“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ათასზე მეტი უცხოელი უკვე მიდის უკრაინაში, რათა შეუერთდეს უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონს. ამის შესახებ მან ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინაში უკვე მოდიან მოხალისეები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან, რომლებიც მზად არიან უკრაინელ ხალხთან ერთად იბრძოლონ აგრესორის წინააღმდეგ. მათმა რაოდენობამ უკვე ათასს გადააჭარბა“, - აღნიშნა კულებამ.

მინისტრმა, ასევე, დასძინა, რომ მოხალისეების განცხადებების მიღება გრძელდება.

02.03.2022 15:57 პარტნიორებთან ერთად ვიცავთ უკრაინას - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმერ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ესაუბრა.

ზელენსკი წერს, რომ პარტნიორებთან ერთად იცავს უკრაინას. 

„კოორდინირებული მოქმედებები ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ბორის ჯონსონთან. მოვახსენე უკრაინის თავდაცვის კურსზე და რუსეთის უახლოეს დანაშაულებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ მადლობელი ვართ აგრესიასთან ბრძოლაში ბრიტანეთის მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. პარტნიორებთან ერთად ვიცავთ უკრაინას!“, - წერს ზელენსკი. 

02.03.2022 16:37 „პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ“ - ალექსი არესტოვიჩი

პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ და მიიწევენ გარლოვკისკენ. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სასიხარულო ამბავია. ჩვენი ქვედანაყოფების უმეტესობა პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი ერთ-ერთი ბრიგადა კი გარლოვკის გარეუბანში დაწინაურდა“ - ალექსი არესტოვიჩი.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, არესტოვიჩმა დასძინა, რომ შეჩერებულია რუსული ჯარების მოძრაობა ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებით. როგორც პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რუსები აგრძელებენ ძალების კონცენტრირებას დედაქალაქზე შემდგომი თავდასხმებისთვის. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები საარტილერიო დარტყმებს აყენებენ.

„ხარკოვში მტერი ქალაქს რამდენიმე რაკეტას და თვითმფრინავს ესვრის. „ამოცანაა ქალაქის ფსიქოლოგიურად გატეხა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

02.03.2022 16:06 ევროკავშირმა SWIFT-დან 7 რუსული ბანკი გათიშა

ევროკავშირმა 7 რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

ბანკების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

🏧 ბანკი ოტკრიტიე
🏧 ნოვიკომბანკი
🏧 პრომსვიაზბანკი
🏧 ბანკი როსია
🏧 სოვკომბანკი
🏧 ვნეშექონომ ბანკი
🏧 ვითიბი ბანკი

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ სიაში არსებული ბანკები შეირჩა რუსეთის სახელმწიფოსთან მათი კავშირების საფუძველზე.

02.03.2022 13:56 „ჩვენი დელეგაცია ადგილზე იქნება და უკრაინელ მომლაპარაკებლებს დაელოდება“ - პესკოვი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე

კრემლმა უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების ზუსტი თარიღი დაასახელა. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 2 მარტის საღამოს რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებს კონკრეტულ ადგილზე დაელოდება, რათა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართოს. პესკოვს შეხვედრის ადგილი არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

„ნამდვილად არის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გარკვეული ელემენტები თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს, გვიან დღის მეორე ნახევარში, ჩვენი დელეგაცია ადგილზე იქნება და უკრაინელ მომლაპარაკებლებს დაელოდება. ჩვენი დელეგაცია მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ადგილს არ ვიტყვი, მაგრამ მას აუცილებლად გაიგებთ გაიგებთ“, - განაცხადა პესკოვმა დღეს გამართულ კონფერენციაზე.

მან ასევე გაამხილა, რომ კრემლის მოლოდინებით, რუსეთისთვის ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. პესკოვი მიიჩნევს, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად ყველა პირობა უნდა შესრულდეს.

„დასკვნების წინასწარ გაკეთება არ შემიძლია, წინასწარმეტყველების ნიჭი არ მაქვს. პირველ რიგში, საინტერესოა, ჩამოვლენ თუ არა უკრაინის წარმომადგენლები. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოხდება. ადგილზე ჩვენი ხალხი მზად იქნება საღამოს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. პრეზიდენტმა არაერთხელ ჩამოაყალიბა ამ სიტუაციის მოგვარების ყველა პირობა, თან საკმაოდ მკაფიოდ. პუტინმა ისინი დეტალურად აუხსნა  საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულ პირებს“, - დასძინა მან.

02.03.2022 13:41 კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს

„უკრაინიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი  ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რუსეთი ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად გამოცხადებას გეგმავს.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი შესაძლოა ამზადებს საინფორმაციო ოპერაციას ან მოქმედებას ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

02.03.2022 13:19 „პუტინი ბავშვებთან ომშია“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომს აპროტესტებდნენ, 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების დაკავებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. 

„პუტინი ბავშვებთან ომშია. უკრაინაში, სადაც ის ბომბავს საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებს, ამ დროს რუსეთში 7, 9 და 11 წლის ბავშვებმა ღამე გისოსებს მიღმა გაატარეს თავიანთი პოსტერებისთვის „არა ომს“. ასეთი საშიში კაცია ის“, - წერს კულება.

02.03.2022 13:27 ესპანეთი უკრაინას შეტევით იარაღს მიაწვდის

ესპანეთმა უკრაინისთვის იარაღის არ მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაადასტურა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლა. მისი თქმით, უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად, უახლოეს მომავალში მიეწოდება შეტევითი იარაღი. ინფორმაციას RBC UKRAINE ავრცელებს.

სანჩესის თქმით, ესპანეთი შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც პირდაპირ უკრაინას გაუგზავნიან იარაღს. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება არა მშვიდობის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით, როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ პირდაპირი გზით მოხდება.

„პუტინს არ სურს დემოკრატიის განვითარება და თავს ესხმის ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ეს არის თავდასხმა ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე“, - დასძინა სანჩესმა.

02.03.2022 13:08 ზუგზვანგი ანუ სვლა ჭადრაჯში, როდესაც ნებისმიერი შემდგომი სვლა აუარესებს მოთამაშის მდგომარეობას - გერაშჩენკო რუსეთზე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გერაშჩენკო პუტინის ქმედებებს ზუგზვანგს ანუ ჭადრაკის სვლას ადარებს, როდესაც ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ აუარესებს მოთამაშის მდგომარეობას.

„ეს არის სიტუაცია ჭადრაკში, როდესაც ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ აუარესებს მოთამაშის მდგომარეობას.
პუტინის გათვლა იყო კიევის ალყაში მოქცევა სამ დღეში. თუმცა, მარცხი მიიღო ყველა მიმართულებით.
გეგმავდა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მუხლების კანკალით დანებებას.
პრეზიდენტ ზელენსკის კი, იმის ნაცვლად, რომ დაკარგოს კონტროლი, მტკიცედ უჭირავს ძალაუფლება. მან ერთ კვირაში მოახერხა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე კანდიდატურის მიღება.

გერაშჩენკომ, ასევე, დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა.

„რუსებს ახლა არსად აქვთ გასაფრენი, არ აქვთ ვაჭრობა, სპორტი. ეკონომიკა ნანგრევებშია. უკრაინელი ხალხის შესახებ მოკლედ გეტყვით, უკრაინელი ხალხის დამარცხება შეუძლებელია!

რა მოხდება შემდეგ?

დიახ, პუტინს ჯერ კიდევ აქვს ასობით ათასი, შესაძლოა მილიონობით ტონა ჭურვი, ბომბი და რაკეტა. დიახ, მას შეუძლია ასობით კალიბრით, ისკანდერით კომუნიკაცია, წყალი, ელექტროენერგია წაგვართვას, რომ აღარაფერი ვთქვათ ათიათასობით უკრაინელის სიცოცხლეზე.მაგრამ ეს რას მისცემს მას? არაფერს!უკრაინა არ დანებდება!“ - წერს გერაშჩენკო. 

02.03.2022 12:57 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

რუსეთის 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა, რომელიც ოკუპირებულ ყირიმშია განლაგებული, ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ, ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავდაცვის სტრატეგიების ცენტრი ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმში საზღვაო ქვეითები, რომელთა გაგზავნასაც რუსეთი ოდესის რეგიონში დესანტისთვის გეგმავდა დემორალიზებული არიან. 

„უკრაინის მოტივირებული და პროფესიონალი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში მონაწილეობის რისკების გაცნობიერებამ,  ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია კრემლის უიმედო კამპანიაში მათი წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამიტომ, 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა ( მუდმივი განლაგების ადგილი არის ყირიმი) კატეგორიულ უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, ხოლო მოსახლეობა უარს ამბობს მობილიზებაზე. მოსალოდნელია, რომ ეს განწყობები გავრცელდება ყირიმში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის ყველა ჯარსა და მოქალაქეზე“, - აცხადებენ სამოქალაქო ორგანიზაციაში.

 

02.03.2022 12:28 ოკუპანტებმა შესაძლოა, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება სცადონ - ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონი გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები სამხრეთ უკრაინაში მდებარე ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან. 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკოლაევის რაიონიდან ქალაქ ვოზნესენსკის მიმართულებით, სადაც მდებარეობს სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური, ოკუპანტების 20-ზე მეტი ვერტმფრენი დესანტებთან ერთად ჩაფრინდა. ისინი ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან“, - აცხადებს გერაშეჩენკო. 

02.03.2022 11:55 5840 რუსი სამხედრო, 211 ტანკი, 862 ჯავშანტექნიკა - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი უახლეს ცნობებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი სამხედროებისა და ტექნიკის დანაკარგის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები გულისხმობს ომის დაწყების დღიდან 2 მარტამდე დანაკარგს.

❗ რუსი სამხედრო - 5840 პირი
❗ თვითმფრინავები - 30 
❗ ვერტმფრენები - 31 
❗ ტანკები ‒ 211
❗ საბრძოლო ჯავშანტექნიკა ‒ 862,
❗ საარტილერიო სისტემები - 85,
❗ საზენიტო საბრძოლო სისტემები - 9,
❗ MLRS - 40
❗ საწვავის ავზები - 60
❗ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე - 3
❗ მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები - 2 
ავტოტრანსპორტი/სატრანსპორტო საშუალებების - 355 - 355.

„მიმდინარეობს მონაცემების განახლება. აღრიცხვას საბრძოლო მოქმედებების მაღალი ინტენსივობით ართულებს“ - ვკითხულობთ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

02.03.2022 11:36 „6 დღეში 6000 დაღუპული რუსი სამხედრო“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რიცხვზე საუბრობს. 

„რუსეთ-უკრაინის ომის პირველი ექვსი დღის განმავლობაში რუსულმა მხარემ დაკარგა 6 ათასი ადამიანი. სტატისტიკა არ შეიცავს წუხანდელ ზარალს,“ - ვოლოდიმირ ზელენსკი.

02.03.2022 11:29 ახალი „ბაირაქტარები“ მივიღეთ, ველოდებით სტინგერს და ჯაველინს - ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ ახალი „ბაირაქტარები“ მიიღო. ინფორმაციას მინისტრი უკრაინული მედია ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, უკრაინა კიდევ მიიღებს დამატებით ჯაველინებსა და სტინგერს. 

„უკრაინელები თავისუფალი სამყაროს წინა ხაზზე დგანან. ვამაყობ ყველა იმით, ვინც დღეს იცავს საკუთარ მიწა-წყალს რუსული ჭურვებისგან. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა. გამარჯვების შემდეგ ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, რათა მომავალ საუკუნეებში უკრაინელებმა პატივს სცენ გოსტომელის, ხერსონის, ჩერნიგოვის, სუმის, შჩასტიას, ვოლნოვახას, ხარკოვის, მარიუპოლის, ახტირკას და სხვა ქალაქების გმირებს“, - აცხადებს ალექსეი რეზნიკოვი. 

02.03.2022 11:21 უკრაინაში საბრძოლველად 70-მდე იაპონელი მოხალისე ჩასვლას გეგმავს

იაპონელი მოსალისეები უკრაინაში გამგზავრებას და იქ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ეს გადაწყვეტილება იაპონიის თავდაცვის ძალების ყოფილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ მოხალისეებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

მოხალისეებმა უკრაინის საელჩოს უკვე მიმართეს. საელჩოს განცხადებით, უკრაინაში საჭიროა მედიცინის სფეროს მუშაკები, მეხანძრეები და მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტები.

რამდენიმე დღის წინ ტოკიოში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად ხალხი შეიკრიბა. იაპონიის მოსახლეობამ შემოწირულობის სახით უკრაინის დასახმარებლად 17 მლნ დოლარი შეაგროვა.

02.03.2022 10:35 უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა საზღვართან მდებარე ზოგიერთ რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას 93-ე ბრიგადა „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს. 

93-ე ბრიგადის განცხადებით, მათ რუსი ჯარისკაცების კოლონების გარღვევა და მათი სამხედრო ტექნიკის განადგურება მოახერხეს. 

„დავიწყოთ დილა კარგი ამბებით. 93-ე ბრიგადის ქვედანაყოფმა ცალკეულ უბნებზე მტერს უკან დახევა აიძულა. ასევე გაარღვია მტრის კოლონები და რუსებს უამრავი ტექნიკა წაართვა. დეტალება და ფოტოებს თვალყური ადევნეთ“, - წერია განცხადებაში.

 

02.03.2022 10:12 პუტინმა იფიქრა, რომ უკრაინაში შევიდოდა და მსოფლიო გვერდით გაიხედავდა, ამის ნაცვლად კი სიმტკიცეს შეეჯახა - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს და აღნიშნავს, რომ „პუტინს ეგონა მსოფლიო გვერდით გაიხედავდა“. 

„პრეზიდენტმა პუტინმა იფიქრა, რომ ის უკრაინაში შევიდოდა და მსოფლიო გვერდით გაიხედავდა. ამის ნაცვლად, ის შეეჯახა სიმტკიცის ისეთ კედელს, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა. ის შეეჯახა უკრაინელ ხალხს“, - აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი. 

02.03.2022 09:40 Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს 100 000 უფასო ბილეთს გადასცემს

უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა გადაწყვიტა 100 000 უფასო ბილეთი გადასცეს უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო ქვეყნიდან გადიან. მათ ამის შესახებ ინფორმაცია TWITTER-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს.

უკრაინელი ლტოლვილები Wizz Air-ის 100 000 უფასო ბილეთით სარგებლობას პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან მოკლე მანძილის ფრენებზე შეძლებენ.

„Wizz Air მზად არის დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს მიაღწიონ დანიშნულების ადგილს, სადაც არ უნდა იყოს ეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ 100,000 უფასო ადგილს პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან მოკლე მანძილის ფრენებზე“, - წერია განცხადებაში.

 

02.03.2022 08:42 ჟიტომირში რუსული ავიაიერიშის შედეგად 10 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა - არის მსხვერპლი

ჟიტომირში ავიაიერიშის შედეგად 10 კერძო სახლი და ქალაქის საავადმყოფო დაზიანდა, გარდაიცვალა სულ მცირე 2 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება

სამაშველო ოპერაციაში 95 ადამიანი მონაწილეობდა. 

„ჟიტომირში ავიაიერიშის შედეგად  10 კერძო სახლი (3 მათგანს ცეცხლი გაუჩნდა) და ქალაქის საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. დაზიანებული კერძო სახლების ნანგრევებში, სავარაუდოდ, ადამიანები არიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

02.03.2022 08:17 შეტაკება ხარკოვის სამხედრო ჰოსპიტალთან - უკრაინელებმა რუსების შეტევა მოიგერიეს

ხარკოვში გამთენიისას რუსული დესანტი დაეშვა და ქალაქზე შეტევა დაიწყო

„ტელეგრამზე“ suspilne-ის არხზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ხარკოვის სამხედრო ჰოსპიტალთან უკრაინელ სამხედროებს თავს დაესხნენ.

„ხარკოვის სამხედრო ჰოსპიტალთან შეტაკება მოხდა. უკრაინელ სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნულია suspilne-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

02.03.2022 07:41 „რუსები გაავრცელებენ ცრყ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ ყველაფერი დავთმეთ, შეიარაღებული ძალები არ ისვრიან, უკან იხევენ, ნებდებიან და სუვერენიტეტს თმობენ“ - არესტოვიჩი

„რუსეთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გეგმავს სერიოზული საინფორმაციო ოპერაციის ჩატარებას, რომლის დროსაც ის შეეცდება დაარწმუნოს უკრაინის მოქალაქეები, რომ ხელისუფლებამ დათმო პოზიციები, შეიარაღებული ძალები უკან იხევენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დამოუკიდებელმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„მტრის მზაკვრული გეგმა ასეთია: დღეს ან ხვალ აპირებენ ჩაატარონ ძალიან სერიოზული საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური ობიექტების განადგურებასთან და შეეცდებიან ქსელის დანგრევას კიბერშეტევებით, შემდეგ კი, როცა ინფორმაციული ვაკუუმი და პანიკა იქნება, გაავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ ყველაფერი დავთმეთ, შეიარაღებული ძალები არ ისვრიან, უკან იხევენ, ნებდებიან და სუვერენიტეტს თმობენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

მისივე თქმით, რუსებს არავინ არაფერს არ ჩააბარებს და გადასცემს, ამიტომ მოქალაქეებმა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს არ უნდა დაუჯერონ. 

„არ დაიჯეროთ, რა დამაჯერებელი ინფორმაციაც არ უნდა მიიღოთ, რა საბუთებიც არ უნდა გაჩვენოთ – აყალბებენ, არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ. მათ არავინ არაფერს ჩააბარებს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

02.03.2022 06:30 ბაიდენი: ჩვენი ჯარები უკრაინაში არ იომებენ, მაგრამ აშშ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს

აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის მოსმენა მიმდინარეობს

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში არსებულ რუსულ აგრესიაზე ისაუბრა. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო დახმარება - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად.

ჩვენი ჯარები უკრაინაში არ იომებენ, მაგრამ აშშ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელები გამბედაობას იჩენენ, მაგრამ მომავალი დღეები მათთვის რთული იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი წინ მიიწევს, უკრაინელი ხალხი არ დათმობს თავის თავისუფლებას და 30-წლიან დამოუკიდებლობას.

ჩვენ დიდი გამოცდა გვაქვს, მაგრამ უკრაინელი ხალხის რკინის ნება დაგვეხმარება მის დაძლევაში. დაე, პუტინმა ტანკებით შემოუაროს კიევს, მაგრამ მას არ შეუძლია დაამარცხოს უკრაინელი ხალხის გული და სული, მათი თავისუფლების სიყვარული“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

02.03.2022 06:20 „დღეიდან საჰაერო სივრცეს ვკეტავთ ყველა რუსული თვითმფრინავისთვის“ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოსმენა მიმდინარეობს. 

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთს საჰაერო სივრცეს დაუხურავს.

„მე ვაცხადებთ, დღეიდან ჩვენ ვუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და საჰაერო სივრცეს ვკეტავთ ყველა რუსული თვითმფრინავისთვის, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს რუსეთის იზოლირება და მათ ეკონომიკაზე ზეწოლა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

02.03.2022 05:25 ხარკოვში რუსული დესანტი დაეშვა - ქალაქისთვის ბრძოლა დაიწყო

უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხარკოვში რუსული დესანტი დაეშვა, უკრაინელმა სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას „ტელეგრამის“ არხი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება

„რუსული ჯარები დაეშვნენ ხარკოვში. დამპყრობლები თავს დაესხნენ საავადმყოფოს - ჩრდილოეთ რეგიონის სამხედრო-სამედიცინო კლინიკურ ცენტრს. დამპყრობლებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის ბრძოლა დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ხარკოვში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 

02.03.2022 05:07 უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ გორლოვკის ნაწილზე კონტროლი აიღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, 95-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა გორლოვკაში შევიდა და ქალაქის ნაწილზე კონტროლი აიღო.

„95-ე ბრიგადა შევიდა გორლოვკაში და აიღო კონტროლი ქალაქის ნაწილზე! ვამაყობ ჩემი ბრიგადით!“, - წერს სოციალურ ქსელში კიევის საკრებულოს წევრი ალექსანდრე პოგრებისკი.  

შეგახსენებთ, რომ გორლოვკა, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს, რვა წლის განმავლობაში რუსების მიერ იყო ოკუპირებული.

02.03.2022 04:46 აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს დახურავს - CNN

ამაღამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადებს, - ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. 

აშშ შეუერთდება იმ ქვეყნების მზარდ რაოდენობას, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის თავიანთ ცას ხურავენ.

რამდენიმე დღის წინ ბაიდენის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ კითხვაზე, განიხილავდნენ თუ არა ამ ნაბიჯს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშულ გადაწყვეტილებაში დიდ როლს რუსეთის თავზე აზიისა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში აშშ-იდან განხორციელებული ფრენების რაოდენობა ითამაშებდა. 

02.03.2022 04:17 „რუსებმა ტაქტიკური უპირატესობა დაკარგეს და წინსვლის ტემპი შეანელეს“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი იუწყება, რომ უკრაინაში შეჭრის მეექვსე დღეს რუსმა ოკუპანტებმა ტაქტიკური უპირატესობა დაკარგეს და წინსვლის ტემპი შეანელეს. 

„მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ აწარმოებს სისხლიან ომს რუსეთის ფედერაცია, აგრესორი სახელმწიფო უკრაინის წინააღმდეგ, იყენებს შორ მანძილზე და ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციას. რუსი დამპყრობლები მშვიდობიანი მოსახლეობის წინ მშვიდად აჭერენ ჩახმახს, რაც მათ სამხედრო დამნაშავეებად აქცევს“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგრესორს ისეთი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ შეტევის გასაგრძელებლად ის იძულებულია ხელახალი მობილიზება მოახდინოს. 

„მტერმა დაკარგა ტაქტიკური უპირატესობა და შეანელა წინსვლის ტემპი. დღეს ჩერნობილის მიმართულებით სასტიკი ბრძოლის დროს დაიჭრა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 36-ე არმიის შტაბის უფროსი“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

02.03.2022 03:53 მარიუპოლში პასპორტმა 16 წლის უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა

მარიუპოლში პასპორტმა უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა.

საუბარია 16 წლის ბიჭზე, რომლის დოკუმენტშიც აფეთქების შემდეგ ნამსხვრევები ჩარჩა.

მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შეგახსენებთ, რუსებმა მარიუპოლში რამდენიმე სამოქალაქო შენობა დაბომბეს. ოკუპანტებს მარიუპოლის პარალიზება სურთ. 

02.03.2022 03:25 „რუსებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ბარბაროსები არიან“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ხარკოვში რუსების მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა

მისი თქმით, რუსებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ბარბაროსები არიან.

„საშინელი მოვლენები მოხდა დღეს. ხარკოვში ადმინისტრაციის შენობის დანგრევა, ბავშვების მკვლელობა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა როგორც ხარკოვში, ასევე სხვადასხვა ქალაქებში. დღეიდან ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ რუსი ბარბაროსია, ჩვენ არ გვინდოდა, არ ვისწრაფვით ამისთვის, მაგრამ მთელი თავისი მოქმედებით მათ ამის თქმის სრული მორალური უფლება მოგვცეს“, - განაცხადა კულებამ.

02.03.2022 02:53 რუსეთმა საზღვართან განლაგებული სამხედროების 80% უკრაინაში უკვე შეიყვანა - პენტაგონი

რუსეთმა საზღვართან განლაგებული სამხედროების 80% უკრაინაში უკვე შეიყვანა, ისინი კიევისა და ხარკოვის შეტევისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ პენტაგონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა

„ჩვენ გვჯერა, რომ ახლა მათ [რუსებმა] გამოიყენეს ადრე კონცენტრირებული სამხედროების 80%-ზე მეტი, ამიტომ მათი საბრძოლო შესაძლებლობების 80%-ზე მეტი ახლა უკრაინაშია“, - აღნიშნა აშშ-ის სამხედრო წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, პენტაგონი აგრძელებს მონიტორინგს, თუ როგორ აკავებს კიევის დაცვა შეტევას დედაქალაქის ჩრდილოეთით.

„ძირითადად, მთავარი თავდასხმა კიევზე რჩება იქ, სადაც გუშინ იყო, ამიტომ რუსების მხრიდან ჩრდილოეთიდან შესამჩნევი მოძრაობა არ შეინიშნება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ამავდროულად, მაღალჩინოსნის თქმით, ოკუპანტები ცდილობენ ხარკოვის ალყაში მოქცევას და შესაძლოა ამ მიზნით თერმობარული იარაღი გამოიყენონ, რადგან დაზვერვამ გამოავლინა რუსული გამშვები, რომელსაც შეუძლია ასეთი საბრძოლო მასალის ტარება, თუმცა მათზე თერმობარიული იარაღის არსებობას შეერთებული შტატები ჯერჯერობით ვერ ადასტურებს.

02.03.2022 02:38 ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში დაპირებულ მოიერიშე თვითმფრინავებს არ აგზავნიან

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში არ გაგზავნიან საბრძოლო თვითმფრინავებს, რომელთა მიწოდება რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. 

პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავებს არ აგზავნის. გარდა პოლონეთისა, ბულგარეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმაც ცოტა ხნის წინ გამორიცხეს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას არ გააჩნია შესაბამისი თვითმფრინავები და სათადარიგო ნაწილები. 

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ასევე უარყო უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის ფაქტი. 

„სლოვაკეთი უკრაინას გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ გადასცემს“, - განაცხადა სპიკერმა.

მათ ასევე შეუერთდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად პოლონეთში ლასკის საჰაერო ბაზაზე საუბრისას დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არ აპირებს თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, რადგან „ეს სამხედრო ინტერვენციას გამოიწვევს“.

02.03.2022 02:13 რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქში უკრაინელი ექიმი მოკლეს

რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქში  ანესთეზიოლოგი მარინა კალაბინა მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს.

„დღეს რუსმა ტერორისტებმა მოკლეს ექიმი - მარინა კალაბინა!!! პედიატრიული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამეცნიერო და პრაქტიკული სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგი. მის მანქანას ესროლეს, როცა დაჭრილი ძმისშვილი საავადმყოფოში მიჰყავდა კიევის ოლქის სოფელ კუხარიდან“, - აცხადებს ლიაშკო.

ჯანდაცვის მინისტრმა ოკუპანტებსაც მიმართა: „არ გაპატიებთ“.

02.03.2022 01:46 რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ

რუსული არმია ზაპოროჟიეს რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. 

„მტერი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს „სამხრეთის“ ჯარების ჯგუფის ქვედანაყოფების პოზიციებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ რუსული ჯარები დარჩნენ საწვავისა და საბრძოლო მასალის სისტემატური მიწოდების გარეშე, მაგრამ განახორციელეს ორი საარტილერიო დაბომბვა უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე, რომლებიც ქალაქ მელიტოპოლს, ზაპოროჟიეს, ბერდიანსკისა და მარიუპოლს იცავდნენ.

„სამხრეთის“ ჯარების ქვედანაყოფებისგან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მტერმა უკან დაიხია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

02.03.2022 01:33 ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრი უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა

უკრაინაში განხორციელებულ რუსულ აგრესიას ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მარია მეზენცევა ავრცელებს. 

„პირველი სიკვდილი ეუთოს მისიაში. უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს 45 წლის ქალი ემსხვერპლა“, - აცხადებს მეზენცევა. 

ამასთან, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული ფაქტი.

01.03.2022 23:45 უკრაინა ყოველდღე იბრძვის, დახმარება სჭირდება - ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინაში ომი ყოველდღე მიმდინარეობს, ამიტომ პარტნიორების დახმარება ყოველდღიურად არის საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა CNN-თან და Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინა ყოველდღე იბრძვის და დახმარება სჭირდება. უკრაინამ ნამდვილად არ უნდა დახარჯოს დრო გარკვეულ ბიუროკრატიულ პროცესებზე. დღეს ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა და ქვეყანას სხვა ფორმატში ვმართავთ. განხილვის დრო არ არის. საჭიროა კონკრეტულობა და რაღაცის გაკეთება ამ ომში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ უკრაინის უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიები, თუ ისინი არ არიან მზად უკრაინის წევრობის მისაღებად.

პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მეტი გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების აკრძალული ზონის შემოღების მიზნით.

ზელენსკიმ აქვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას პირადად გადასცა, რომ ახლა ამგვარი ზომის მიღების დრო არ არის.

„საუბარი არ არის ნატოს ქვეყნების ამ ომში ჩართვაზე. სიმართლე ისაა, რომ ყველა დიდი ხანია, ჩათრეულია ამ ომში და ცალსახად არა უკრაინის, არამედ რუსეთის მიერ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი“, - აღნიშნავს ზელენსკი.

როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, უნდა შემოიღონ უკრაინის უსაფრთხოების საერთო გარანტიები.

„ჩვენი პარტნიორები, თუ ისინი არ არიან მზად, მიიღონ უკრაინა ნატოში, რადგან რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა იყოს ნატოში, უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას, ჩვენი საზღვრების დაცვას, ყველა ჩვენს მეზობელთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს, ჩვენს სრულ უსაფრთხოებას და იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტორები ამას იურიდიულად უზრუნველყოფენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

02.03.2022 00:15 რუსეთის მიერ მობილიზებული ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების ჯგუფი დონბასში ტყვედ აიყვანეს

დონბასში დაატყვევეს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა ჯგუფი, რომლებიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა, - ამის შესახებ  შეიარაღებული ძალების პრესცენტრზე დაყრდნობით censor იუწყება. 

„დონეცკის მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა შეიპყრეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჯგუფი. ისინი იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები: ზეინკალი, მასწავლებლები, სოციალური მუშაკები. ყველა მათგანი კრემლის ძალით იყო მობილიზებული და გაგზავნილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, დღეს აზოვის პოლკის ჯარისკაცები ღირსეულად შეხვდნენ კადიროველებს დონბასის სტეპებში. 

01.03.2022 22:02 „მე არ ვარ სიმბოლო, უკრაინაა სიმბოლო, უკრაინა ევროპის გულია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინა ევროპის გულია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა. 

ზელენსკი ამბობს, რომ ის არ არის უკრაინის სიმბოლო.

„ეს ძალიან სერიოზულია... მე არ ვარ ფილმში... მე არ ვარ სიმბოლო, უკრაინაა სიმბოლო... უკრაინა ევროპის გულია და ახლა, ვფიქრობ, რომ ევროპა ხედავს, რომ უკრაინა არის რაღაც განსაკუთრებული ამ მსოფლიოსთვის. ამიტომაც მსოფლიო ვერ დაკარგავს ამ რაღაც განსაკუთრებულს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის არის რუსული ძალების ნომერ პირველი სამიზნე, მაგრამ მან გადაწყვიტა დარჩენა ქვეყნის დედაქალაქში.

ზელენსკის თქმით, ახლა კიევის დაცვა არის მათი მთავარი პრიორიტეტი.

„ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენი მიწისა და ჩვენი თავისუფლებისთვის“, - აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გააკეთოს მკაცრი და სასარგებლო გზავნილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ.

01.03.2022 22:19 უმჯობესია ღამე თავშესაფრებში გაატაროთ, ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ - კლიჩკომ კიევის მოსახლეობას მიმართა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ვიდეომიმართვას ავრცელებს და დედაქალაქში განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს. 

დედაქალაქის მერი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, სატელევიზიო ანძაზე რაკეტების მოხვედრის შედეგად დაღუპულები არიან.

„მტერი თავს დაესხა დედაქალაქს! და უკვე არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. წინასწარი მონაცემებით, ტელეანძაზე რაკეტის მოხვედრის შედეგად, 5 მშვიდობიანი კიეველი დაიღუპა, ისინი, ვინც კოშკთან ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ. მოვუწოდებ ყველა კიეველს, არ იარონ ქუჩებში! იყავით მაქსიმალურად ფრთხილად. ეს ღამე უმჯობესია თავშესაფრებში გაატაროთ“, - აცხადებს დედაქალაქის მერი. 

კიევის მერის თქმით, დედაქალაქი სატელევიზიო ანძის სრულფასოვანი ფუნქციონირების აღდგენაზე მუშაობს და უკრაინის შეიარაღებული ძალები, დედაქალაქის პოლიციასთან, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან და ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებთან ერთად კიევს იცავენ. 

„ახლა სპეციალისტები ტელევიზიის სრულფასოვანი მუშაობის აღსადგენად მუშაობენ. ნაწილობრივ, ციფრული მაუწყებლობა აღდგენილია. ასევე, სატელევიზიო არხები საკაბელო ქსელებშია ხელმისაწვდომი.

ერთად დავდგეთ ჩვენი ქალაქის დასაცავად! უკრაინის შეიარაღებული ძალები, დედაქალაქის პოლიცია, სხვა ძალოვანი სტრუქტურები იცავენ კიევს! შევინარჩუნოთ გამძლეობა, რადგან მტერს ჩვენი დაშინება და დემორალიზება სურს! ეს არ მოხდება!

ჩვენ ერთად ვართ! კიევი უკრაინის გულია და ჩვენ ეს გვესმის,  ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“ - აცხადებს კლიჩკო გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

01.03.2022 21:33 ისტორია მეორდება - ზელენსკი კიევის ანძაზე მიტანილ იერიშზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში სატელევიზიო ანძაზე მიტანილ იერიშს „ტვიტერზე“ ეხმაურება. 

ზელენსკი წერს, რომ ისტორია მეორდება. 

„მსოფლიოს: რა აზრი აქვს 80 წლის განმავლობაში „არასდროს“ თქმას, თუ მსოფლიო დუმს მაშინ, როცა ბომბი ვარდება ბაბინ იარზე? {კიევის ანძა}. სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ისტორია მეორდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

01.03.2022 21:12 დიდი ქალაქების დაბომბვა და მასობრივი მსხვერპლი რუსეთის ახალი ტაქტიკაა - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი რუსი ჯარისკაცების ახალ ტაქტიკაზე წერს. 

მისი თქმით, დიდი ქალაქების დაბომბვა მასობრივ მსხვერპლს და პანიკას გამოიწვევს. 

„დიდი ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მსხვერპლი. დაშინება და პანიკის გამოწვევა. ისტორიული ნაწილების წაშლა უკრაინის ქალაქების ქუჩებიდან. ეს არის რუსული ომის ახალი ტაქტიკის ძირითადი გამოვლინებები“, - წერს პოდოლიაკი. 

01.03.2022 20:26 17 დაღუპული და 50 მძიმედ დაშავებული - უკრაინის პოლიციის უახლესი ინფორმაცია

 უკრაინის ნაციონალური პოლიციის მონაცემებით, უკრაინაში ომის დროს 17 პოლიციელი დაიღუპა. 

მათივე ცნობით, 50 პოლიციელი მძიმედ დაშავდა და 2 დაკარგულად ითვლება. 

„პოლიცია, სამხედროებთან, სხვა ძალოვანი და ტერიტორიული დაცვის თანამშრომლებთან ერთად, რეგიონებში კანონისა და წესრიგის დაცვას ამკაცრებს, დივერსანტებს ეძებს და ხელს უშლის ძარცვას. სამართალდამცველები მორიგეობენ საგუშაგოებზე, ამოწმებენ საბუთებსა და ავტომობილებს, ეხმარებიან მძღოლებს გზებზე. სამწუხაროდ, 17 პოლიციელი დაიღუპა, 50 დაშავდა, 2 დაკარგულად ითვლება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

01.03.2022 20:49 რუსები კიევში წმინდა სოფიას ტაძარზე ავიადარტყმისთვის ემზადებიან

რუსი საოკუპაციო ჯარები კიევში მდებარე წმინდა სოფიას ტაძრის განადგურებას აპირებენ, -  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო ავრცელებს.

„რუსები აპირებენ გაანადგურონ  წმინდა სოფია {ტაძარი}. ისინი ცდილობენ გაანადგურონ მთელი უკრაინის ისტორია და ცდილობენ მის მითვისებას. სამიზნიდან ათეულ მეტრში არის  წმინდა სოფია მე-11 საუკუნის მოზაიკებითა და ფრესკებით. ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. რუსეთის მიერ საკათედრო ტაძრის დაზიანება ან დანგრევა გამოუსწორებელი ზარალი იქნება მთელი კაცობრიობისთვის“, - აცხადებს ტკაჩენკო.

მეუფე სვიატოსლავი მიმართავს ყველა ქრისტიანს, ილოცონ სულიერი სალოცავისთვის და მოუწოდებს რუსებს, თავი შეიკავომ ამ საშინელი ვანდალიზმისგან.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპირებს უკრაინის უშიშროების სამსახურის დაბომბვას. 

01.03.2022 20:57 ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. დოკუმენტი, ასევე, გმობს რუსეთის აგრესიას, რომელიც უკრაინის მიმართ ხორციელდება. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა. კერძოდ, რეზოლუციას  მხარი 637-მა დეპუტატმა დაუჭირა,  წინააღმდეგ წავიდა - 13 , ხოლო 26-მა თავი შეიკავა.

ახლა ეს რეზოლუცია გადაეცემა ევროკავშირის ინსტიტუტებს და ყველა წევრ ქვეყანას, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. 

01.03.2022 19:51 „დაგვსაჯეთ! საშიში არაფერია“ - დიმიტრი პესკოვი აშშ-სა და ევროკავშირს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი, მიუხედავად მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, აგრძელებს მუშაობას იმ იმედით, რომ ევროკავშირში გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც გააცნობიერებენ მოსკოვთან ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას. ამის შესახებ პესკოვმა tass.ru-სთან ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკული პრაქტიკა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით „ბაცილასავით“ გავრცელდა ევროკავშირშიც. თუმცა, მისი თქმით, შეზღუდვების დაწესება ვერ აიძულებს რუს პოლიტიკოსებს საკუთარი პოზიციების შეცვლას.

„ზოგადად, სანქციების ასეთი აპოლოგეტი არის შეერთებული შტატები. ისინი სანქციების ფანატები არიან. ბუნებრივია, სანქციების დაწესების ამგვარი დამოკიდებულება „ბაცილასავით“გავრცელდა ევროპაზეც“, - აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ სანქციების დაწესება ვერ აიძულებს რუს პოლიტიკოსებს საკუთარი პოზიციების შეცვლას.

„ცალსახაა, რომ ამაზე საუბარიც კი არ არის. არცერთი ჩვენგანი საკუთარ თანმიმდევრულ პოზიციებს არ შეიცვლის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, კოლექტიურ დასავლეთს სურს ამგვარი მეთოდით რუსეთი დასაჯოს, თუმცა, მისივე თქმით, ამით მაინც არაფერი შეიცვლება:

„დაგვსაჯეთ! ჩვენ არანაირი აქტივები და ანგარიშები არ გვაქვს დასავლეთში. დაგვსაჯეთ! საშიში არაფერია“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ყველა სანქციის მიუხედავად, რუსეთი გააგრძელებს მუშაობას იმ იმედით, რომ ევროკავშირში გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც გააცნობიერებენ მოსკოვთან ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას.

„რა თქმა უნდა, მაინც გავაგრძელებთ მუშაობას. დროთა განმავლობაში ხომ გამოჩნდებიან ევროკავშირში ფართო ხედვის მქონე ლიდერები, რომლებიც გააცნობიერებენ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას. ჩვენც ვიმუშავებთ ამ პერსპექტივაზე“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

01.03.2022 19:35 კადიროვის ჯგუფი, რომელსაც ზელენსკის ლიკვიდაცია ევალებოდა, განადგურდა - ოლექსი დანილოვი

„კადიროვის ჯგუფი, რომელსაც ზელენსკის ლიკვიდაცია ევალებოდა, განადგურდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ჩვენ უკვე ვიცით ის სპეცოპერაცია, რომელიც კადიროველებს უნდა ჩაეტარებინათ. მივიღეთ ინფორმაცია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც არ სურთ მონაწილეობა მიიღონ სისხლიან ომში“, - განაცხადა დანილოვმა.

მან აღნიშნა, რომ ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ. გოსტომელში ერთი ჯგუფი განადგურდა, მეორე ჯგუფს ცეცხლი უკიდია.

„ჩვენ არავის მივცემთ ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს ქვეყანას. ეს ჩვენი მიწაა, წადით აქედან“, - დასძინა დანილოვმა.

01.03.2022 18:35 უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე - ანჟეი დუდა

„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს - ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს. ჩვენ არ ვუერთდებით ამ კონფლიქტს. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ ვაპირებთ თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფენ.

„ნატო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ნატოს მოკავშირეებმა რუსეთს მძიმე ხარჯები დააკისრეს უკრაინაში მისი სრულიად გაუმართლებელი და დაუფიქრებელი შეჭრისთვის 

ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას: მატერიალურ, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას უკრაინას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას. მაგრამ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

01.03.2022 18:35 უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე - ანჟეი დუდა

„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს - ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს. ჩვენ არ ვუერთდებით ამ კონფლიქტს. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ ვაპირებთ თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფენ.

„ნატო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ნატოს მოკავშირეებმა რუსეთს მძიმე ხარჯები დააკისრეს უკრაინაში მისი სრულიად გაუმართლებელი და დაუფიქრებელი შეჭრისთვის 

ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას: მატერიალურ, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას უკრაინას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას. მაგრამ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

01.03.2022 18:52 უკრაინა არ აპირებს კრემლის ულტიმატუმების განხორციელებას - დმიტრო კულება

„უკრაინა აანალიზებს გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგებს რუსეთთან და აყალიბებს პოზიციას შემდეგი რაუნდისთვის, მაგრამ არ აპირებს კრემლის ულტიმატუმების განხორციელებას“, - ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ახლა ვაანალიზებთ გუშინ მომხდარს, გაცხადებულ პოზიციებს. პრეზიდენტი სრულად არის ინფორმირებული გუშინდელი საუბრის შესახებ. ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენს პოზიციას და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მოვემზადებით ახალი შეხვედრისთვის“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინულ მხარეს მიაჩნია, რომ ასეთი შეხვედრა უნდა შედგეს, რადგან უკრაინას სჯერა დიპლომატიის და მზად არის ამ სამხედრო კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის.

„არავითარ შემთხვევაში არ წავალთ მოლაპარაკებებზე, თუ რუსეთის ფედერაცია მხოლოდ თავისი ულტიმატუმების გამოცხადებას გეგმავს. მაგრამ ჩვენ არ შევასრულებთ რუსეთის ულტიმატუმებს და ახირებებს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, 28 თებერვალს უკრაინის დელეგაცია რუსებს შეხვდა უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე მდინარე პრიპიატთან. მოლაპარაკების მთავარი საკითხი იყო ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, თქვა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა მოლაპარაკებების დროს განიხილეს რამდენიმე პრიორიტეტული თემა და ახლა მიემგზავრებიან თავიანთ დედაქალაქებში შემდგომი გადაწყვეტილებების საკითხებზე კონსულტაციებისთვის.

გარდა ამისა, მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში, რომელშიც განხილულ თემებს ექნებათ განვითარების კონკრეტული პრაქტიკა.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად არ არის ისეთი შედეგი, რისი ნახვაც გვინდა.

01.03.2022 19:32 კიევის სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს

ამ წუთებში უკრაინაში, კერძოდ კიევში, სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს. უკრაინული არხების ნაწილს მაუწყებლობის პრობლემა უკვე შეექმნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კიევის მცხოვრებლებს მიმართა და კიევზე იერიშის მიტანის საფრთხის ალბათობის გამო დაცულ ადგილებზე თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდა. 

„დარტყმები განხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელი ნაციონალისტების მიერ არიან დაქირავებულნი, განახორციელონ პროვოკაციები რუსეთის და არა უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

შემდგომში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა უკრაინის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მტერი მშვიდობიან მოსახლეობაში მასობრივ პროვოკაციას ამზადებდა.

„გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს უკრაინის ხელმძღვანელობამ და მთავრობამ ქვეყანა ჩააბარა.

არსებული მონაცემებით, დეზინფორმაციული კამპანია შემდეგი სქემით წარიმართება:

✔️ მტერი შეეცდება დაბლოკოს მობილური და ინტერნეტკომუნიკაციები

✔️ კომუნიკაციის დაბლოკვის შემდეგ, ოკუპანტები გეგმავენ გაავრცელონ უკრაინის ხელისუფლების სავარაუდო კაპიტულაცია

✔️ რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოამზადეს დეზინფორმაციული ვიდეოები შესაბამისი სურათით

გააფრთხილებთ! ყველა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება! მტერი უკრაინის განადგურებას 3 დღეში გეგმავდა, მაგრამ ოკუპანტები შოკში იყვნენ, რადგან უკრაინაში სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ!“, - აღნიშნულია გაფრთხილების ტექსტში.

 

ამ დროის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროს ვარაუდი გამართლდა: კიევზე, კერძოდ, სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს.

01.03.2022 19:32 კიევის სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს

ამ წუთებში უკრაინაში, კერძოდ კიევში, სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს. უკრაინული არხების ნაწილს მაუწყებლობის პრობლემა უკვე შეექმნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კიევის მცხოვრებლებს მიმართა და კიევზე იერიშის მიტანის საფრთხის ალბათობის გამო დაცულ ადგილებზე თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდა. 

„დარტყმები განხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელი ნაციონალისტების მიერ არიან დაქირავებულნი, განახორციელონ პროვოკაციები რუსეთის და არა უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

შემდგომში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა უკრაინის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მტერი მშვიდობიან მოსახლეობაში მასობრივ პროვოკაციას ამზადებდა.

„გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს უკრაინის ხელმძღვანელობამ და მთავრობამ ქვეყანა ჩააბარა.

არსებული მონაცემებით, დეზინფორმაციული კამპანია შემდეგი სქემით წარიმართება:

✔️ მტერი შეეცდება დაბლოკოს მობილური და ინტერნეტკომუნიკაციები

✔️ კომუნიკაციის დაბლოკვის შემდეგ, ოკუპანტები გეგმავენ გაავრცელონ უკრაინის ხელისუფლების სავარაუდო კაპიტულაცია

✔️ რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოამზადეს დეზინფორმაციული ვიდეოები შესაბამისი სურათით

გააფრთხილებთ! ყველა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება! მტერი უკრაინის განადგურებას 3 დღეში გეგმავდა, მაგრამ ოკუპანტები შოკში იყვნენ, რადგან უკრაინაში სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ!“, - აღნიშნულია გაფრთხილების ტექსტში.

 

ამ დროის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროს ვარაუდი გამართლდა: კიევზე, კერძოდ, სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს.

01.03.2022 18:15 უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოდან ელჩის გაწვევის დეტალებს აკონკრეტებს

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასანოვმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, დეტალურად განმარტა.

ამის შესახებ კასანოვმა უკრაინის საელჩოში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეიდან ვასრულებ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს. როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის. ამის მიზეზს წარმოადგენდა ორი საკვანძო საბაბი. პირველი - არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომლებიც იყო დაწესებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. მეორე მიზეზი, ეს არის გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს.

დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც მიმდინარეობს ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ყველანაირი ნორმების წინააღმდეგ იყენებს აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების წინააღმდეგ“, -  განაცხადა ანდრეი კასანოვმა.

01.03.2022 18:29 ოკუპანტები ამზადებენ ყალბ ინფორმაციას უკრაინის კაპიტულაციის შესახებ - უკრაინის უშიშროების სამსახური

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი უკრაინის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მტერი მშვიდობიან მოსახლეობაში მასობრივ პროვოკაციას ამზადებს.

„გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს უკრაინის ხელმძღვანელობამ და მთავრობამ ქვეყანა ჩააბარა.

არსებული მონაცემებით, დეზინფორმაციული კამპანია შემდეგი სქემით წარიმართება:

✔️ მტერი შეეცდება დაბლოკოს მობილური და ინტერნეტკომუნიკაციები

✔️ კომუნიკაციის დაბლოკვის შემდეგ, ოკუპანტები გეგმავენ გაავრცელონ უკრაინის ხელისუფლების სავარაუდო კაპიტულაცია

✔️ რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოამზადეს დეზინფორმაციული ვიდეოები შესაბამისი სურათით

გააფრთხილებთ! ყველა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება! მტერი უკრაინის განადგურებას 3 დღეში გეგმავდა, მაგრამ ოკუპანტები შოკში იყვნენ, რადგან უკრაინაში სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ!“, - აღნიშნულია გაფრთხილების ტექსტში.

01.03.2022 18:42 რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვში ეკლესია გაძარცვეს

რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვის რეგიონში ეკლესია გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN  თავდაცვის ძალების რეგიონული სამმართველოს „ჩრდილოეთის“ პრესსამსახური განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სკინოვსკაიას ტაძრის დეკანოზი აღნიშნავს, რუსებმა ჩაამტვრიეს ფანჯარა, გაძარცვეს ეკლესია, გამოიტანეს საჭმელი.

„რუსები გარბიან, მაგრამ ეკლესია გაძარცვეს, არც ეს ადარდებთ, ფანჯრები ჩაამტვრიეს, ეკლესიიდან საჭმელი მოიპარეს... ანუ პრობლემები აქვთ. ძვირფასო ძმებო და დებო! არ მისცეთ ოკუპანტს არც ერთი მარცვალი, არც ერთი წვეთი წყალი, წავიდნენ სახლში და პუტინს სთხოვონ სასურსათო ნივთები,“ - განაცხადა დეკანოზმა.

01.03.2022 18:38 რუსებმა ხარკოვის საავადმყოფო დაბომბეს

ხარკოვში რუსების მიერ გასროლილი ჭურვები ქალაქის საავადმყოფოს მოხვდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩა ამის შესახებ ტელეკომპანია Rada-ს ეთერში ისაუბრა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინული მხარე ადგილზე ახლახან მივიდა. მისი თქმით, ინფორმაცია მსხვერპლსა და დაშავებულებზე ჯერ კიდევ ზუსტდება.

ხარკოვის მერის მოადგილის სვეტლანა გორბუნოვა-რუბანის განცხადებით, რუსული ჭურვები ნოვობავარსკის რაიონში, მე-3 საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაეცა. 

01.03.2022 18:27 რუსეთი კიევზე სარაკეტო შეტევას განახორციელებს - უკრაინული მხარე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კიევის მცხოვრებლებს მიმართავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

უწყება მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაცულ ადგილებს შეაფარონ თავი, რადგან კიევზე იერიშის მიტანის საფრთხე ძალიან დიდია. 

01.03.2022 18:16 ლატვიის სეიმმა ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინისთვის ბრძოლის უფლება მისცა

ლატვიის პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ლატვიის მოქალაქეები უკრაინის ჯარში სამსახურს შეძლებენ, ხოლო უკრაინელი სამხედროები ლატვიაში ნატურალიზებული იქნებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 თებერვალს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ლატვიის სეიმმა მხარი დაუჭირა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც ლიტვის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იბრძოლონ უკრაინისთვის, როგორც მოხალისეებმა.

კანონში შეტანილ ცვლილებებს სეიმის ყველა წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, ლატვიის ეროვნული გვარდიის პროფესიონალ ჯარისკაცებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მოუწევთ შეწყვიტონ წევრობა შეიარაღებულ ძალებში ან ქვეყნის ეროვნულ გვარდიაში, რათა იბრძოლონ უკრაინის სასარგებლოდ. დეტალების შესახებ ინფორმაცია ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

01.03.2022 18:09 ჩინეთი მზად არის ძალისხმევა გამოიჩინოს უკრაინაში ომის დასასრულებლად - ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება დაარწმუნა, რომ ჩინეთი როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მზადყოფნაშია გამოიყენოს ყველანაირი ძალისხმევა იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, კულებამ ჩინელ კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა ჩინეთის დისტანცირებას ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში ჩინეთის თემის უსაფრთხოება.  ამ კონტექსტში, კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩინეთის და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის მათი მთავრობების ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. 

01.03.2022 17:31 მინიმუმ 10 დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგები

რუსული ჯარის მიერ ხარკოვის ცენტრალური მოედნის დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია 5.ua ავრცელებს. 

„მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, მაშველებმა და მოხალისეებმა ნანგრევებიდან 10-მდე ადამიანი ამოიყვანეს. სამუშაოები ნანგრევების გასასუფთავებლად მიმდინარეობს. ყველა სართულზე კიბეები და დერეფნები მთლიანად განადგურებულია“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01.03.2022 16:45 ოკუპანტები ფართომასშტაბიანი ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან - ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ოკუპანტები უკრაინაში ფართომასშტაბიანი ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

რეზნიკოვის თქმით, უკრაინა არ დანებდება, ბრძოლა გამარჯვებისთვის გრძელდება. 

„მათი მიზანია უკრაინელი ხალხის და არმიის განადგურება. ჯერ კომუნიკაციის ჩაშლას გეგმავენ, ამის შემდეგ კი მასობრივად გაგზავნიან ყალბ შეტყობინებებს. 

დანებება არ იქნება! მხოლოდ გამარჯვება! გააფრთხილეთ ყველას, როგორც შეგიძლიათ. ბევრი, ვინც კიევის აღებას 2-3 დღეში ელოდა, უკვე ჯოჯოხეთშია. იარაღი გვაქვს ხელთ, ვაგრძელებთ წინააღმდეგობას. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა რეზნიკოვმა. 

01.03.2022 16:25 რას ითხოვს რუსეთი - მოლაპარაკების დეტალები ცნობილია

28 თებერვალს უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. შემდეგი მოლაპარაკების რაუნდი 2 მარტს არის დაგეგმილი. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

უკრაინული დიპლომატიის წყაროებმა მთავარსარდალს რუსების მიერ წამოყენებული ზოგიერთი მოთხოვნა გააცნეს.

რას ითხოვს რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში:

👉 რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის ნეიტრალური სტატუსი

👉 უკრაინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების აღიარება ადმინისტრაციულ ფარგლებში

👉 დენაციფიკაცია

👉 ყირიმის დაბრუების საკითხი, რომელსაც უკრაინა ითხოვს, სამომავლოდ გადაიდოს

უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებებისას მოითხოვდა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან აგრესორი ქვეყნის ჯარის გაყვანას.

დელეგაციაში შედიოდნენ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ანდრეი კოსტინი. დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.

01.03.2022 16:12 „გუშინ 16 ბავშვი დაიღუპა, პუტინი კი იტყვის ჩვენ სამხედრო ინფრასტრუქტურას ვურტყამთო“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს ვიდეო ჩართვით მიმართა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ზელენსკის მათ გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„გუშინ 16 ბავშვი დაიღუპა, პრეზიდენტი პუტინი კი იტყვის ეს არის ოპერაცია და ჩვენ ვურტყამთ სამხედრო ინფრასტრუქტურასო. სად არიან ჩვენი ბავშვები, ქარხნებში მუშაობენ? ტანკებით დადიან?

ჩვენი ხალხი ძალიან მოტივირებულია. ახლა ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ ვიყოთ სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სულ მცირე ისეთები ვართ, როგორიც თქვენ. მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ, თქვენ დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ. სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე მსოფლიოში. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

01.03.2022 15:42 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი სამხედრო ოპერაციის შემდეგ არ აპირებს უკრაინაში „არჩევნების ორგანიზებას“ ან საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სამხედრო ოპერაციის შემდეგ უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს. მან ეს თემა ჟურნალისტების შეკითხვების შემდეგ წამოჭრა.

„თქვენ ამ კითხვით კრემლს მიმართავთ - კრემლს არაფერი აქვს საერთო უკრაინის არჩევნებთან“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მეზობელ ქვეყანაში არჩევნებში.

„არა, კრემლი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის არჩევნებში. ეს სხვა ქვეყანაა“, - დასძინა მან.

01.03.2022 15:30 რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2 მარტს გაიმართება - რუსული მედია

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა 2 მარტს გაიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს უკრაინის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

ამ ეტაპზე უცნობია, იგივე შემადგენლობით გაიმართება თუ არა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.

01.03.2022 15:24 „ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინაში აკრძალულ ზონაში ფრენის უზრუნველყოფა, ეს გამოიწვევს პირდაპირ შეჯახებას რუსეთთან“ - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსჯონი ამბობს, რომ ნატოს არ შეუძლია განახორციელოს უკრაინის თავზე აკრძალული ზონაში ფრენა. ამის შესახებ რუსული მედია „რია ნოვოსტი“ წერს.  

ნატოს არ შეუძლია განახორციელოს ფრენა აკრძალულ ზონაში უკრაინის თავზე.„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინაში აკრძალულ ზონაში ფრენის უზრუნველყოფა, ეს გამოიწვევს პირდაპირ შეჯახებას რუსეთთან,“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.  

01.03.2022 15:21 „დადგა დრო, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დავაბრუნოთ“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპიდან ბირთვული იარაღის ამერიკაში დაბრუნების შესახებ მოუწოდა. მისი თქმით, მიუღებელია ბირთვული იარაღის ევროპის ქვეყნებში არსებობა და მასთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურა უნდა განადგურდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს დააბრუნოს ევროპიდან ბირთვული იარაღი და გაანადგუროს მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფუნდამენტური დებულებების საწინააღმდეგოდ, ევროპის რიგი ქვეყნების ტერიტორიაზე კვლავ არსებობდეს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღი, ერთობლივი ბირთვული პრაქტიკის მანკიერი პრაქტიკა. მისიები ნატოს არაბირთვული ქვეყნების მონაწილეობით გრძელდება. ასეთი მისიების ფარგლებში მუშავდება ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი  რუსეთზე“, - განაცხადა ლავროვმა განიარაღების კონფერენციის მონაწილეებისადმი გაკეთებულ ვიდეომიმართვაში. 

„დადგა დრო, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დავაბრუნოთ და ევროპაში მასთან ასოცირებული ინფრასტრუქტურა მთლიანად აღმოიფხვრას“, - დასძინა მან.

01.03.2022 14:59 რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა - ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა ხარკოვის თავისუფლების მოედანზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, ოკუპანტმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა და მისი სამიზნე სამხედრო ობიექტი არ ყოფილა. 

„ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე რაკეტა აშკარა, დაუფარავი ტერორია. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არავინ აპატიებს. არავინ დაივიწყებს“, - აცხადებს ზელენსკი. 

ცნობისთვის, დღეს პირველ მარტს რუსებმა  ხარკოვის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო ავიაიერიში განახორციელეს. ავიაიერიშს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

01.03.2022 14:44 ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის სანქცირებასთან დაკავშირებით. ის უკრაინის ელჩთან კონსულტაციებს გამართავს.

01.03.2022 14:17 პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია - დმიტრო კულება

„ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს რუსეთის სრული იზოლაცია. 

„ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ცენტრალურ თავისუფლების მოედანსა და ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე. პუტინი უკრაინის გატეხას ვერ ახერხებს. სიბრაზის გამო, ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უფრო მეტი უნდა გააკეთოს. გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია!“ - წერს კულება.

01.03.2022 14:34 უკრაინაში ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება - სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

შოიგუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორია. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და მას „სპეციალური ოპერაცია“ უწოდა. 

სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ რუსულ არმიას მშვიდობიან მოქალაქეებსა და მათ საცხოვრებელ სახლებზე იერიში არ მიაქვთ. 

„დარტყმები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიულ ობიექტებზე ხორციელდება. რუსეთის ჯარებს არ აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორია. ოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ. 

01.03.2022 12:24 დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი - ავიაიერიში ხარკოვის ადმინისტრაციის ცენტრზე (ფოტოები)

რუსებმა  ხარკოვის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო ავიაიერიში განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.  

ავიაიერიშს სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

„მოედანზე და შენობაზე სარაკეტო დარტყმა მოხდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი,  დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ჩვენი მაშველები ნამდვილი გმირები არიან, არაფრის არ ეშინიათ, მუშაობენ“, - აცხადებს  რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რომან სემენუხა.

01.03.2022 14:08 უკრაინაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა იკრძალება

უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ნიკოლაევის რეგიონში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა უკვე აკრძალულია. შეზღუდვა უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს. 

„ნიკოლაევის რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხელი მოაწერა 2022 წლის 28 თებერვლის №72-რ ბრძანებას ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვის შესახებ“, -  ნათქვამია მოხსენებაში.

აკრძალვა დააწესა ლვოვმაც. ქალაქში მთლიანად აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა. პირი, რომელიც განკარგულებას დაარღვევს კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„საომარი მდგომარეობა არ ითვალისწინებს რაიმე დისკუსიას ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას. ყველა ვინც დაარღვევს ამ ბრძანებას პასუხს აგებს კანონის წინაშე. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება როგორც მაღაზიებს, ასევე ქსელებს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს“, - განაცხადა ლვოვის საქალაქო თემის ხელმძღვანელმა, ანდრეი სადოვმა.

01.03.2022 13:38 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

რუსმა სამხედროებმა ბუნტი მოაწყვეს საბრძოლო გემზე, რომლიდანაც ოდესაში დესანტის გადასხმა იგეგმებოდა. ამის შესახებ clickthis.blog იუწყება. 

როგორც გამოცემა „დუმსკაიას“ ოკუპირებული ყირიმიდან აცნობეს, სადესანტო ოპერაციის დროს ოდესის მახლობლად სანაპიროზე დესანტის გადასხმა იგეგმებოდა, რისთვისაც წინასწარი მათ სარაკეტო ცეცხლი გახსნეს. პარალელურად ჰაერში უპილოტო საფრენი აპარატები და ვერტმფრენები დაფრინავდნენ.

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და სანაპირო დაცვა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა და ცეცხლის გახსნას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს რუსი მეზღვაურები კავშირზე გავიდნენ და უკრაინულ მხარეს უკან დახევის შესაძლებლობა სთხოვეს., ამის შემდეგ კი ხომალდმა ოდესის მისადგომები დატოვა.

„ჩვენი მონაცემებით რუსულ ხომალდზე ბუნტი მოხდა, რუსმა კაცებმა უარი თქვეს ბრძანების შესრულებაზე, რათა სლავური რუსულენოვანი ქალაქის შტურმი განეხორციელებინათ. რუსო სამხედროებო, მიჰბაძეთ თქვენს ამხანაგებს. თქვენი მტერი უკრაინაში კი არა, კრემლშია“ - წერია „დუმსკაიას“ ინფორმაციაში. 

01.03.2022 13:27 უკრაინულმა არმიამ ჩერნიგოვოში რუსი დივერსანტები გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნიგოვის მახლობლად მტრის დივერსანტები გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„სხვა რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების სატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფები, ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით, აგრძელებენ თავდაცვითი ბრძოლების წარმოებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით,  ქალაქიდან ყველა გასასვლელი დანაღმულია.

01.03.2022 13:08 რუსი ოლიგარქები პუტინთან კავშირს უარყოფენ

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს და ამით რუსულ ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგა, რუსი ოლიგარქები პუტინთან კავშირს უარყოფენ და ამბობენ, რომ დასავლეთის ბრალდებები რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი ევროკავშირის მიერ სანქციებს უპირისპირდებიან, რომელიც, მათი თქმით,  „ცრუ და უსაფუძვლო საფუძველს“ ეყრდნობა. 

„ავენი არის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი ოლიგარქი“ და  ფრიდმანს „რუსეთის მთავარ ფინანსისტთა დამხმარეს და პუტინის ახლო წრის წარმომადგენელს უწოდებენ“, - განაცხადა ევროკავშირმა.

„მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი გაოგნებული არიან  ევროკავშირის რეგულაციებში შეტანილი მიზანმიმართული ცრუ განცხადებებით, რომლებიც შექმნილია იმ საფუძვლის გასამართლებლად, რის საფუძველზეც ისინი სანქციებს დაექვემდებარნენ“, - აცხადებენ რუსი ბიზნესმენები.

ამ ყველაფრის საპასუხოდ, ავენმა თქვა, რომ არასწორი იყო ევროკავშირის მიერ იმის თქმა, რომ ის იყო „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორის იგორ სეჩინის "განსაკუთრებით ახლო პირადი მეგობარი". ფრიდმანმა კი თქვა, რომ ინფორმაცია, მისი ძლიერი კავშირების შესახებ  პუტინის ადმინისტრაციასთან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ორივემ განაცხადა, რომ არასწორია იმის მტკიცება, რომ ისინი იყვნენ „რუსეთის მთავრობის არაოფიციალური ელჩები“ ან, რომ ისინი მხარს უჭერდნენ, ან სარგებელს იღებენ რუსი პირებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის დესტაბილიზაციაზე.

01.03.2022 13:07 ბელარუსის ჯარი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ გეგმავს. მისი თქმით, ბელორუსული ჯარი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა და არც მიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 

„რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს მოუთხოვია შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი მონაწილეობა. უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

ჩვენი მიზანია ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის დაცვა ბრესტიდან მოზირამდე, რათა ქვეყანაში იარაღის და რადიკალების შეღწევა არ მოხდეს“- განაცხადა ლუკაშენკომ.

01.03.2022 12:55 „პუტინმა თავის ოპერაციაში წარმატებას ვერ მიაღწია“ - სალომე ზურაბიშვილი

„უკვე ნათელია, რომ პუტინმა თავის ოპერაციაში წარმატებას ვერ მიაღწია“, -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან საუბარში განაცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავ იმისა, რომ რუსეთის მიერ სქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მას ევროპული გზისკენ წინსვლა არ შეუჩერებია. 

„რუსეთს საქართველოსთან ომში უნდა ესწავლა ის, რომ არა მხოლოდ საქართველო არ გამქრალა როგორც სახელმწიფო, არამედ საქართველომ არ შეცვალა ორიენტაცია იმის გამო, რომ დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%.  ოკუპაცია ეს არის ყოველდღიური ტრაგედია. საქართველოს ევროპული გზის გავლა არ შეუწყვეტია. უკვე ნათელია, რომ პუტინმა თავის ოპერაციაში წარმატებას ვერ მიაღწია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი  აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები და კომპრომისები ორივე მხარეს იქნება.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინი უკვე წარუმატებელია, რადგან მან ომით შექმნა ძლიერი ევროპა, რომელსაც არ ელოდა. 

„არის რეალური პასუხი მის შეჭრაზე უკრაინაში. ევროპის ერთიანობა ამ უკიდურესად გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია. უკრაინელებმა იციან, რომ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ. პუტინმა შექმნა „ევროპის ძალა“. გაერთიანებული და ძლიერი სამხედრო ქვეყნები“, - დასძენს პრეზიდენტი. 

01.03.2022 12:57 „ის შედეგი, რომელიც დღეს მივიღეთ, ევროპული ეგოიზმის შედეგია“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის დროს ფრანგულ რადიოში გადაცემა დიდ ინტერვიუში იყო მიწვეული. პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა პატივი მიაგო უკრაინელების სიმტკიცეს, წინააღმდეგობის უნარს და პრინციპებს. ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ზელენსკი არაჩვეულებრივად მუშაობს.

„დღეს უკრაინელები მართლაც მაგალითები არიან.  პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა არაჩვეულებრივი რამ შეჭრის წინა პერიოდში, ის დიპლომატიურად მუშაობდა არაჩვეულებრივად. რუსეთისადმი ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ამ ტიპის თავდასხმებისთვის ფასს გადაიხდის,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, უპასუხა წამყვანის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსეთში გადატრიალება მოხდეს, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი შესაძლოა.

„სანქციები იმდენ ხანს უნდა გაგრძელდეს, რომ მოსახლეობამ და პუტინის პოლიტიკურმა გარემოცვამ ეს იგრძნოს. არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ რეჟიმის შეცვლა რუსეთში აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკის შეცვლას. ის შედეგი, რომელიც დღეს მივიღეთ და ამის თქმას პირდაპირ ვაპირებ, ევროპული ეგოიზმის შედეგია“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დასასრულს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა:

„მაგალითი, რომელსაც უკრაინა გვაძლევს, არის ის, რომ თუ გვინდა, მომავლის უფლება გვქონდეს, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ხანდახან გვიწევს ფასის გადახდა“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

01.03.2022 12:34 ბირთვული ომის საფრთხე არ არსებობს - ბაიდენი

ამერიკელებს ბირთვული ომის შიში არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე უნდა ჰქონდეს თუ არა აშშ-ის მოსახლეობას ბირთვული ომის შიში, ბაიდენმა უპასუხა - „არა“.  ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ბაიდენმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რომ 26 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული ძალების მზადყოფნის დონე გაზარდა. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ საკუთრი ბირთვული ძალების მზადყოფნის დონის გაზრდას არ აპირებს. “ჩვენ ვიცით პუტინის ამ განკარგულების შესახებ და ამ ეტაპზე ჩვენი ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდას არ ვგეგმავთ“ - განაცხადა ფსაკიმ.

ფსაკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ და ნატოს 30 ქვეყანა რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ აპირებს. „მსგავსი პროვოკაციული რიტორიკა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ძალზე სახიფათოა და აუცილებელია მასზე უარის თქმა, ჩვენ სწორედ ასე ვმოქმედებთ“ - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

ბაიდენმა ამ საკითხზე 1 მარტს ნატოს ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარში ნატოს და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ამჟამად დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მოსკოვს უპრეცედენტო ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. აშშ-ის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ნებისმიერი სახის ოპერაციები აეკრძალათ. 

01.03.2022 11:44 6 000 სამხედრო, 198 ტანკი, 29 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს.

ოკუპანტებმა 5 დღის განმავლობაში დაკარგეს: 👇

👉 6 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 29 - თვითმფრინავი

👉 29 - შვეულმფრენი

👉 198 - ტანკი

👉 846 - საბრძოლო ჯავშანმანქანები

👉 77- საარტილერიო სისტემა

👉 7- საჰაერო თავდაცვის სისტემა

👉 60 - საწვავის ავზი 

👉 MLRS - 24

👉 3 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი 

👉 2- გემები / ნავები 

👉 305 - მანქანა 

👉 200 - პატიმარი

01.03.2022 11:23 ჩინეთმა უკრაინიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

ჩინეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მყოფი მათი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო მედია იტყობინება.  ინფორმაციას CNN ავრცელებს.

უკრაინა ჩინეთის დაახლოებით 600 მოქალაქემ უკვე დატოვა.  სამშაბათს კიდევ 1000 მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება მეზობელ ქვეყნებში. ინფორმაციას სახელმწიფო მედია კიევში ჩინეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის მოქალაქეების გასაყვანად ჩარტერული ფრენები შაბათ-კვირას სამხედრო აქტივობების გაძლიერების გამო შეჩერდა.

მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან განსხვავებით, უკრაინაში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს არ მიუღიათ  ინსტრუქციები ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით. რუსეთის თავდასხმამდე ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა უარი  თქვეს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გაფრთხილებაზე, რომ მოსკოვის აგრესიული ნაბიჯი გარდაუვალი იყო.

სახელმწიფო მედიის ცნობით, უკრაინაში 6000-მდე ჩინეთის მოქალაქეა.

01.03.2022 10:46 რუსული ძალები კიევს მიუახლოვდნენ, მაგრამ ქალაქის გარეთ იმყოფებიან - პენტაგონი

რუსული ძალები ცდილობენ მიუახლოვდნენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, მაგრამ მაინც იმყოფებიან ქალაქის ცენტრს გარეთ, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების თითქმის 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, მიუახლოვდნენ კიევს ხმელეთით. ჩვენი შეფასებით, ისინი ქალაქის ცენტრის მიღმა არიან. რაც ნათლად ვიცით, ის არის, რომ აქვთ განზრახვები კიევთან მიმართებით. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას კიევის ირგვლივ. მათ რუსებს სამხრეთით გადაადგილება გაართულეს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. პენტაგონში განაცხადეს.

01.03.2022 10:36 დაღუპულია მხოლოდ 2 ჩეჩენი - რამზან კადიროვი

უკრაინაში ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის სამხედროებს შორის მსხვერპლის არსებობა პირველად აღიარა.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადგილობრივ მოსახლეობას შორის უკვე არის დანაკარგები. ორი დაიღუპა, ექვსი კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა“, - განაცხადა კადიროვმა. 

01.03.2022 11:17 ჰააგის სასამართლო უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებას აპირებს

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებას გეგმავს. ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ჰანმა განაცხადა. ინფორმაციას „Deutche Welle“ ავრცელებს. 

მისი თქმით, გამოძიება რაც შეიძლება მალე ჩატარდება. ჰანის განცხადებით, გამოძიება იმ სამხედრო დანაშაულს ეხება, რაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრამდე იყო ჩადენილი, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ „ყველა ხვალ დანაშაულს“ გამოიძიებს.

„არსებობს ბევრი საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე როგორც სამხედრო დანაშაულები, ასევე დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ იყო ჩადენილი“ - განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს დილით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან 5 დღეა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია მიმდინარეობს. დაღუპულია ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. .

01.03.2022 11:09 ნორვეგია უკრაინას 2 000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს გაუგზავნის

ნორვეგიის მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნორვეგია უკრაინას 2 000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

გადაწყვეტილება, რომელიც ნორვეგიის ხელისუფლებამ მიიღო, ცვლის ნორვეგიის პოლიტიკას, რომელიც მოქმედებს 1950-იანი წლებიდან და  ნატოს არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ომში ან შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის წინაშე, იარაღის არ გაგზავნას ითვალისწინებს.

„ნორვეგიას აქვს მკაცრი სამხედრო ტექნიკის საექსპორტო პოლიტიკა, მაგრამ უკრაინა ახლა განსხვავებული გარემოებების წინაშე დგას“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა იონას გაჰრ სტერემ.

ნორვეგია უკრაინას 2000-მდე M72 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს გადასცემს, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

01.03.2022 09:53 რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა - UNIAN

Maxar Technologies-ის ახალი სატელიტური გამოსახულება აჩვენებს, რომ რუსული სამხედრო კოლონა, რომელმაც კიევის გარეუბნამდე მიაღწია, იმაზე გრძელია ვიდრე ადრე ეგონათ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

საოკუპაციო ძალების მძიმე ტექნიკის კოლონა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მწკრივში ჩაყენებული ტანკები და სხვა სამხედრო მანქანების კოლონა სიგრძით 64 კილომეტრს შეადგენს.

დიდი სამხედრო კოლონა შედგება ჯავშანტექნიკისგან, ტანკებისგან, ბუქსირებული არტილერიისგან და სხვა მანქანებისგან.

სურათებზე ჩანს, რომ კოლონა მიდის ანტონოვის საჰაერო ბაზიდან - კიევის ცენტრიდან დაახლოებით 17 მილის დაშორებით - პრიბორსკის ჩრდილოეთით.

Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, კოლონა ანტონოვის ავიაბაზიდან ​ პრიბირსკის ჩრდილოეთამდეა გადაჭიმული და კიევის ცენტრიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული.

Maxar Technologies-ის ასევე სატელიტით გადაღებული მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქიდან 32 კილომეტრის მანძილზე, ბელარუსის სამხრეთ ნაწილში სახმელეთო ძალებისა და შემტევი ვერტმფრენების დამატებითი ძალები შეინიშნება.

01.03.2022 10:40 „უკრაინელები რუსებს უჩვენებენ განსხვავებას თავისუფალ ადამიანებსა და მონებს შორის“ - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე საუბრობს. რეზნიკოვის თქმით, რუსები ვერ მალავენ, რომ მათ აგონია ეწყებათ.

„ძვირფასო უკრაინელებო!

ინტერვენციის მეხუთე დღეს რუსი ოკუპანტები ვერ მალავდნენ, რომ მათ აგონია ეწყებათ.
რუსეთის ფედერაციის მიერ მშვიდობიანი ქალაქების და ვარვარიის რაკეტებით დაბომბვა იმის მტკიცებულებაა, რომ შეიარაღებულ უკრაინელებთან მეტი ბრძოლა არ შეუძლიათ.

ეს არის ომის დანაშაული. მის უშუალო შემსრულებლებსა და ორგანიზატორებს განზრახული აქვთ დარჩენილი სასიკვდილო მარაგების შეგროვება და დამალვა. მათ ელის ტრიბუნალი.


სამართლიანი იქნება, თუ ხარკოვში სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება. სხვათა შორის, სწორედ ხარკოვში 1943 წელს მოხდა პირველი პროცესი, რის გამოც ნაცისტები გაასამართლეს ომის დანაშაულებისთვის.

ჩვენი დამცველების გმირობის წყალობით ვხსნით ახალ ფრონტებს, სადაც მტერი ზარალს განიცდის. გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი ბიჭებისა და გოგოების თავდადება აღმოსავლეთში. ისინი მტრისთვის გადაულახავ ბარიერად იქცნენ, რაც მტერს საშინლად ანგრევს.


ეკონომიკურ ფრონტზე რუსეთმა უკვე განიცადა დამანგრეველი ნგრევა. რუსული ვალუტა ჩვეულებრივ ქაღალდად იქცევა. პირველი აკრძალვა დაწესდა რუსული ნავთობის ექსპორტზე.


საერთაშორისო IT საზოგადოება შეუერთდა ოკუპანტების არმიის განადგურებას.

ევროპიდან იარაღისა და საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იზრდება.


კიბერფრონტის მუშაობაში უკრაინელი სკოლის მოსწავლეებიც კი ჩაერთვნენ.


ასობით ათასმა ადამიანმა რუსეთში უკვე გაიგო, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს. რომ არ არსებობს „სპეციალური ოპერაცია“. ჩვეულებრივი ომია,  რომელზედაც ათასობით რუსი დაიღუპა, თვით რუსეთის შიგნით ომის წინააღმდეგობა ყოველ საათში იზრდება.


ამ დღეებში უკრაინელები რუსებს უჩვენებენ განსხვავებას თავისუფალ ადამიანებსა და მონებს შორის,მოქალაქეებსა და დამონებულ ტირანებს შორის. ისინი, ვინც წლების განმავლობაში აღფრთოვანებული იყო მსჯავრდებული მანიაკით, ახლა განწირულია ათწლეულობით ტანჯვისთვის.

უკრაინა გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინის არმიას!

დიდება უკრაინას!“, - წერს რეზნიკოვი.

 

01.03.2022 10:35 უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთ დღე-ღამეში 5 რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5 რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ასევე განადგურებულია ერთი ვერტმფრენი, ფრთოსანი რაკეტა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ასევე ჯავშანტექნიკის კოლონა და საწვავით დატვირთული ავტომობილები. ამის შესახებ suspilne.media იუწყება. 

„ვასილკოვოზე და ბროვარიზე ავიაიერიშის დროს უკრაინელმა პილოტებმა ორი რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. „С-300“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა „სუ-30“-ის და „სუ-35“-ის ტიპის თვითმფრინავები გაანადგურეს“ - განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესცენტრში.

კიევის მახლობლად საზენიტო კომპლექსმა „ბუკ მ-1“-მა ფრთოსანი რაკეტა და ვერტმფრენი გაანადგურა.

უკრაინულმა „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა ჩერნიგოვის და ბერდიანსკის მიდამოებში სატანკო კოლონაზე შეტევა განახორციელეს.

Bayraktar TB2-ის უპილოტო აპარატმა კი ტანკი და „ბუკის“ ტიპია საზენიტო დანადგარი გაანადგურა. 

01.03.2022 10:11 აშშ-ის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტი რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების სრულ აკრძალვას ითხოვს

აშშ-ს ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტი (USOPC) რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებისა და ოფიციალური პირების საერთაშორისო სპორტში მონაწილეობის სრულ აკრძალვას ითხოვს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ს ოლიმპიურმა და პარალიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ აკრძალვა დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს და ის 2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს მოიცავს, რომლებიც 4 მარტს დაიწყება.

„როდესაც მსოფლიო უყურებს, რომ რუსეთი თავხედურად ესხმის უკრაინის უდანაშაულო ხალხს და სპორტსმენებს, ეს არის ერთადერთი მისაღები ქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ მშვიდობა არ აღდგება“, - წერია განცხადებაში.

 

 

01.03.2022 09:52 სამხრეთ კორეა უკრაინას 10 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

სამხრეთ კორეა უკრაინას 10 მილიონი დოლარის განცხადებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია სეულის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სეულის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარდაჭერა განხორციელდება უკრაინის მთავრობასთან, მეზობელ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებით.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მთავრობის მხარდაჭერა ეფექტურად დაეხმარება უკრაინელ ხალხს და ლტოლვილებს და ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში“, - აცხადებენ სამინისტროში.

ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა მიიღო, მან უბრძანა მთავრობას გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შესულიყო.

01.03.2022 09:29 ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს შავი ქამარი ჩამოართვა

ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 2013 წლის ნოემბერში მინიჭებული შავი ქამარი ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია „მსოფლიო ტაეკვონდო“ ავრცელებს.

ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ისინი გმობენ უდანაშაულო ადამიანებზე სასტიკ თავდასხმებს, რაც ეწინააღმდეგება ტაეკვონდოს მსოფლიო ხედვას „მშვიდობა ტრიუმფზე ძვირფასია“.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ტაეკვონდოს მსოფლიო ღონისძიებებზე რუსეთს და ბელარუსს ეროვნული დროშებით წარდგენა და ჰიმნების შესრულების უფლება აღარ ექნებათ . მსოფლიო ტაეკვონდო და ევროპის ტაეკვონდოს კავშირი არ მოაწყობენ და არ აღიარებენ ტაეკვონდოს ღონისძიებებს რუსეთსა და ბელარუსში.

01.03.2022 08:40 უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა - გაერო

რუსულმა აგრესიამ ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად 160 ათასი კი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია, - ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.

„ცნობილია, რომ უკრაინაში სულ მცირე 160 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა“, - აღნიშნა გრიფიტსმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უსაფრთხო ადგილის საძიებლად ქვეყანა ნახევარ მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ რეალური რიცხვები შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე და დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

01.03.2022 08:17 ევროკავშირმა უკრაინის წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურა დაიწყო

„ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო უკრაინის წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურა“, - ამის შესახებ ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელი ვსევოლოდ ჩენცოვი იუწყება

ჩენცოვმა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, ფილიპ ლეგლის-კოსტას წარუდგინა უკრაინის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რომელსაც ხელს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს.

„განაცხადი რეგისტრირებულია. განხილვის პროცედურა დაწყებულია“, - განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური პროცედურის ფარგლებში, ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. 

01.03.2022 07:57 დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახებს თავდაცვის სამინისტრო 50 დოლარს გადაუხდის

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებს 11 000 რუბლს გადაუხდის.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გამოეხმაურა.  

„პუტინმა თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა. 50 დოლარი რუსი ოკუპანტის სიცოცხლის ფასია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

01.03.2022 07:44 „მზად ვართ ვიბრძოლოთ და დავიხოცოთ ჩვენი სამშობლოსთვის“ - ვიტალი კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ CNN-თან ინტერვიუში უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. 

კლიჩკომ აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინის იმ მოქალაქეებით, რომლებიც თავიანთ ქვეყანას იცავენ.

„ბოლო 4 დღეა, ჩვენ აფეთქებები ყოველ საათში გვესმის. ხალხი ძალიან ნერვიულობს, ისინი დიდ დროს ატარებენ ბუნკერებში. ხალხი იღებს იარაღს და მზად არის დაიცვან ჩვენი სახლები, ოჯახები, ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყანა, მე ძალიან ვამაყობ.

ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და დავიხოცოთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, რადგან ეს ჩვენი სახლია. ეს ჩვენი მომავალია. ჩვენ ვხედავთ ჩვენს მომავალს, როგორც დემოკრატიულ, თანამედროვე, ევროპულ ქვეყანას. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ოცნებისთვის“, - განაცხადა კლიჩკომ.

01.03.2022 07:15 კიევის ოლქში სამშობიაროს რუსული ჭურვი მოხვდა

რუსი აგრესორების მიერ ნასროლი ჭურვი კიევის ოლქში მდებარე კერძო სამშობიაროს მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვიტალი გირინი ავრცელებს.  

„მეგობრებო, ყველა მეკითხება, რა მოხდა სამშობიაროში. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. სამშობიაროს ჭურვი მოხვდა, ზარალი დიდია, მაგრამ შენობა გადარჩა. ყველა ევაკუირებულია, უსაფრთხო ადგილას უვნებლები არიან“, - განაცხადა გირინმა.  

01.03.2022 06:40 დაბომბვის გამო მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა

მისივე თქმით, რუსული ჯარები ქალაქზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებენ.

„დღეს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვეს, მაგრამ ვიცით, რა ვქნათ. სინათლის პირველი სხივების დადგომასთან ერთად დავიწყებთ ელექტროენერგიის აღდგენას“, - განაცხადა ბოიჩენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და აზოვის პოლკი თავის საქმეს შეასრულებენ და მტერს უკან დაახევინებენ. 

01.03.2022 04:54 რუსი სამხედროები ხერსონში შეიჭრნენ

უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური რუსული ჯარების მიერ ხერსონზე შტურმის დაწყების შესახებ იუწყება.

„ხერსონზე თავდასხმა დაწყებულია. თვითმხილველების თქმით, მტერი აეროპორტიდან ნიკოლაევის გზატკეცილისა და ქარხნის მახლობლად მდებარე რგოლში მიიწევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის ცნობით, შუმენის რაიონთან რუსული ჯარების კონცენტრაცია დაფიქსირდა. გარდა ამისა, რუსებმა გადაკეტეს ივან ბოჰუნ-ლავრენევის ქუჩა, გადაკეტეს გზა ნაფტოვიკისკენ და გაჩერდნენ კომიშანის დაღმართის მიდამოში. 

01.03.2022 04:33 „კიევის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

„კიევის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია“ - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაშია აღნიშნული

გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები უკრაინის მიმართულებით შეტევის განახლების მიზნით პოლესის რაიონში იბრძვის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული საოკუპაციო ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფით იყენებენ ინფრასტრუქტურის განადგურებისა და დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო იერიშების მიტანის ტაქტიკას.

01.03.2022 04:00 „რუსეთის თავდასხმა მიუღებლად მიგვაჩნია, ვაფასებთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას“ - ერდოღანი

თურქეთმა მონტრეს კონვენციის ფარგლებში თავისი უფლებამოსილება გამოიყენა და სამხედრო ხომალდებისთვის ბოსფორის სრუტე დაკეტა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მონტრეს კონვენციით ჩვენს ქვეყანაზე მინიჭებული უფლებამოსილებები, რათა თავიდან ავიცილოთ კრიზისის ესკალაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და პოლიტიკურ და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის თავდასხმა მიუღებლად მიგვაჩნია და ვაფასებთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თურქეთი ამ პროცესში შუამავლობისთვის მზადაა.

„თურქეთმა შეასრულა თავისი მოვალეობები იმ ინსტიტუტებისა და ალიანსების ფარგლებში, რომელთა ნაწილიც არის, მათ შორის გაერო, ნატო და ევროკავშირი და მომავალშიც ასე გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ რეგიონულ და გლობალურ ბალანსს“, - განაცხადა ერდოღანმა.

01.03.2022 03:31 რუსმა ოკუპანტებმა ბერდიანსკის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ბერდიანსკის საზღვაო პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ბერდიანსკის საქალაქო საბჭოს მდივანი ალექსანდრე სვიდლო იუწყება

„ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურას პირველად მოხვდა სარაკეტო დარტყმა. ობიექტი იყო ბერდიანსკის საზღვაო-სავაჭრო პორტი“, - აღნიშნა სვიდლომ.

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მაშინ განახორციელეს, როცა ქალაქის ცენტრში, აღმასრულებელი კომიტეტის შენობის წინ, მშვიდობიანი აქცია იმართებოდა. ხალხი რუსული ტანკების წინ სკანდირებდა, რომ უკრაინის მიწაზე რუსების ადგილი არ იყო.

ზოგიერთმა საზოგადო მოღვაწემ სვიდლო და მისი გუნდი „ქალაქის დათმობაში“ დაადანაშაულა, რადგან ისინი აქციაზე არ მივიდნენ.

შეგახსენებთ, აზოვის ზღვის სანაპიროზე რუსებმა ქალაქი ბერდიანსკი 27 თებერვალს აიღეს. 

01.03.2022 02:47 ზელენსკი: რუს აგრესორებს კიევის უშუქოდ დატოვება სურთ

„რუსეთის ფედერაციის ჯარებს, რომლებიც შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე, სურთ, კიევი ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

„მტრისთვის კიევი არის მთავარი მიზანი. მათ სურთ დაარღვიონ ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობა. ამიტომ დედაქალაქი მუდმივად საფრთხის ქვეშაა. მხოლოდ დღეს სამი რაკეტა გვესროლეს. მათ უნდათ, რომ ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანონ და ჩვენი ქალაქი უშუქოდ დატოვონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის დაცვა ვერ გატეხეს, ამიტომ ისინი ასობით დივერსანტს აგზავნიან, თუმცა, მისივე თქმით, ყველა მათგანი განეიტრალდება.

01.03.2022 02:08 ბელარუსის ჯარებმა უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილება დაიწყეს - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

ბელარუსის შეიარაღებული ძალების ცალკეულმა ქვედანაყოფებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე ვოლინის მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. 

გარდა ამისა, გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღის განმავლობაში რუსი აგრესორები კიევისა და უკრაინის დიდი ქალაქების ალყაში მოქცევისა და აღების მიზნით, ჯავშანტექნიკასა და სარაკეტო და საარტილერიო იარაღს გარკვეულ რაიონებში, კერძოდ, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ოდესაში, ხერსონსა და მარიუპოლში აგროვებდნენ. სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი წილი ბელორუსის ტერიტორიიდან და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოდის.

„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუს ოკუპანტებს საშინლად ეშინიათ, რადგან მათ არ მიიღეს პროპაგანდისტების მიერ დაპირებული პური და მარილი. მათ მიიღეს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის სიძულვილი, უგულებელყოფა და უკრაინის არმიისგან შესაბამისი პასუხი“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. 

01.03.2022 01:59 „რუსებმა ხარკოვში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს, მათ იცოდნენ, სად ისროდნენ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ხარკოვის დაბომბვის ფაქტს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, აღნიშნულ დანაშაულს საერთაშორისო ტრიბუნალი აუცილებლად მოჰყვება. 

„რუსულმა ძალებმა დღეს სასტიკად დაბომბეს ხარკოვი. ეს აშკარად ომის დანაშაულია. მშვიდობიანი ქალაქი, საცხოვრებელი სახლები, არცერთი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩანაწერი ადასტურებს, რომ ეს ადამიანების განზრახ განადგურებაა. რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა“, - აცხადებს ზელენსკი.

01.03.2022 01:12 „იარაღის ნებაყოფლობით დაყრისთვის რუსი ჯარისკაცები 5 მილიონ რუბლს და სრულ ამნისტიას მიიღებენ“ - რეზნიკოვი

უკრაინა იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებით იარაღს ნებაყოფლობით დაყრიან, სრულ ამნისტიას და კომპენსაციის სახით, 5 მილიონ რუბლს [143 ათას ლარს] სთავაზობს

დანებების მოთხოვნით რუსებს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა მიმართა. 

„მივმართავ რუს ჯარისკაცებს და ოფიცრებს. თქვენ ჩვენს მიწაზე ჩვენს მოსაკლავად და სიკვდილისთვის მოგიყვანეს. ვისაც არ გინდათ, იყოთ მკვლელი და მოკვდეთ, შეგიძლიათ გადარჩენა. ნუ შეასრულებთ მათ დანაშაულებრივ ბრძანებებს, ვინც წლების განმავლობაში ატყუებდა უკრაინასა და უკრაინელებს. ჩვენ ვთავაზობთ რუს ჯარისკაცებს არჩევანს: დაიღუპონ უსამართლო ომში ან მიიღონ სრული ამნისტია და 5 მილიონი რუბლი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ დადებენ იარაღს და ნებაყოფლობით ჩაგვბარდებიან. ამ კამპანიის მხარდასაჭერად თანხებს აგროვებენ გლობალური IT ინდუსტრიის ლიდერები. ჩვენ რუს სამხედროებს ახალი ცხოვრების დაწყებას ვთავაზობთ. ვინც უარს იტყვის ოკუპანტობაზე, მშვიდობას მიიღებს. არ იქნება წყალობა მათთვის, ვინც ოკუპანტის გზას აირჩევს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

01.03.2022 00:46 რუსეთმა 5 დღის განმავლობაში უკრაინაში 113 რაკეტა გაუშვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნის განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრიდან რუსეთმა ისკანდერისა და კალიბრის ტიპის 113 რაკეტა გაუშვა.

„რუსეთმა ღია შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში ისკანდერისა და კალიბრის ტიპის 113 რაკეტა გაუშვა.

პუტინის რეჟიმის ეს სისხლიანი დანაშაული არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალდარღვევა, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება სჭირდება,“ - განაცხადა ზალუჟნიმ.

01.03.2022 00:24 ევროპარლამენტი ევროკავშირში უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეზოლუციას მიიღებს

ევროპარლამენტი სამშაბათს რეზოლუციას მიიღებს, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს იმუშაონ უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და გააგრძელონ მუშაობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ევროპული „პრავდას“ ცნობით, საფრანგეთი კენჭისყრამდე ვიდეომიმართვით ისაუბრებს ევროპარლამენტარებთან. შემდეგ საბჭო აცნობებს წევრ სახელმწიფოებს, ევროპარლამენტს და ეროვნულ პარლამენტებს განაცხადის შესახებ. 

სხდომამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა ოფიციალურად მიიღოს ევროკომისიის აზრი განაცხადის შესახებ.

„როგორც წესი, კომისიას აზრის გამოქვეყნებისთვის 15-დან 18 თვემდე სჭირდება, თუმცა ეს პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს „პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

01.03.2022 00:17 უკრაინელი მღვდელმსახურები რუსეთის პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სუმის ეპარქიის რამდენიმე მღვდელმსახურმა დაგმო რუსული აგრესია და მოსკოვის პატრიარქ კირილის ლოცვებში მოხსენიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ უკრაინული „რადიო თავისუფლება“ წერს.

მღვდლებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას და განაცხადეს, რომ ისინი ლოცულობენ უკრაინის ხელისუფლების, შეიარაღებული ძალებისა და ყველასთვის, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად დადგა იარაღით ხელში. 

„განსაკუთრებული მწუხარებით უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საშინელ დღეებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებები. 2022 წლის 24 თებერვლის მიმართვაში პატრიარქმა კირილემ მხოლოდ მოუწოდა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს, გაეკეთებინათ ყველაფერი, რათა თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამდენად, თავად ომი აქ არ არის დაგმობილი“, - ნათქვამია მღვდლების განცხადებაში.

პატრიარქმა კირილემ უკრაინაზე თქვა: „ბოროტი ძალები, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთის ერთიანობისა და რუსული ეკლესიის წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, მოსკოვის სუმის ოლქის საპატრიარქოს სასულიერო პირებმა დაასკვნეს, რომ რუსეთის პატრიარქი ეთანხმება რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

„ჩვენი სინდისის კარნახით, გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა მოსკოვის პატრიარქის თაყვანისცემა. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია ჩვენი სამწყსოს მოთხოვნებითაც, რომელსაც, სამწუხაროდ, აღარ სურს პატრიარქ კირილის სახელის გაგონება ჩვენს ეკლესიებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეპარქიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი არ არის კანონიკური დარღვევა, რადგან საეკლესიო კანონები ითვალისწინებს მხოლოდ მმართველი ეპისკოპოსის, ონუფრის ხსენებას.

28.02.2022 23:56 ბრიტანეთმა რუსული გემების მის პორტებში შესვლა აკრძალა

დიდი ბრიტანეთი ხურავს თავის საზღვაო პორტებს რუსული გემებისთვის. ამის შესახებ Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა დაწერა. 

„საზღვაო სექტორი ფუნდამენტურია საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი რუსეთის ეკონომიკურ შეზღუდვაში. ასეთ ვითარებაში ტრანსპორტის დეპარტამენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რუსული გემების გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა აიკრძალოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამიერიდან, გაერთიანებული სამეფოს პორტებზე წვდომა არ მიენიჭება არცერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ ცურავს, აკონტროლებს ან დაქირავებულია რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიერ.

„ჩვენ ვეცდებით, მხარი დავუჭიროთ გაერთიანებებული სამეფოს პორტებს რუსული გემების იდენტიფიცირებაში ამ პროგრამის ფარგლებში“ - განაცხადა გრანტ შეპსმა.

28.02.2022 23:45 რას ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომელიც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ გამოიცა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას rbc ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულება, რომელიც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ გამოიცა, ითვალისწინებს ექსპორტიორების მიერ სავალუტო შემოსავლების გაყიდვაზე კონტროლს არარეზიდენტებზე უცხოური ვალუტით დაკრედიტების აკრძალვას და რუსების მიერ უცხოურ ანგარიშებზე ფულის ჩარიცხვას.

ამასთან, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ შეერთებული შტატების და მათ მიერ შეერთებული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“.

✔️ ექსპორტიორების მიერ უცხოური ვალუტის რეალიზაციის წესს ცენტრალური ბანკი ადგენს.

✔️ რეზიდენტებს ეკრძალებათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა და უცხოური ვალუტის დაკრედიტება რუსეთის ფარგლებს გარეთ საბანკო ანგარიშებზე.

✔️ რეზიდენტებს ასევე ეკრძალებათ ფულის გადარიცხვა ანგარიშის გახსნის გარეშე უცხოური საგადასახადო მომსახურების პროვაიდერების მიერ მოწოდებული გადახდის ელექტრონული საშუალებებით.

28.02.2022 23:45 რას ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომელიც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ გამოიცა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას rbc ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულება, რომელიც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ გამოიცა, ითვალისწინებს ექსპორტიორების მიერ სავალუტო შემოსავლების გაყიდვაზე კონტროლს არარეზიდენტებზე უცხოური ვალუტით დაკრედიტების აკრძალვას და რუსების მიერ უცხოურ ანგარიშებზე ფულის ჩარიცხვას.

ამასთან, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ შეერთებული შტატების და მათ მიერ შეერთებული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“.

✔️ ექსპორტიორების მიერ უცხოური ვალუტის რეალიზაციის წესს ცენტრალური ბანკი ადგენს.

✔️ რეზიდენტებს ეკრძალებათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა და უცხოური ვალუტის დაკრედიტება რუსეთის ფარგლებს გარეთ საბანკო ანგარიშებზე.

✔️ რეზიდენტებს ასევე ეკრძალებათ ფულის გადარიცხვა ანგარიშის გახსნის გარეშე უცხოური საგადასახადო მომსახურების პროვაიდერების მიერ მოწოდებული გადახდის ელექტრონული საშუალებებით.

28.02.2022 22:48 ოკუპანტები უკრაინის დროშას უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით იყენებენ - უკრაინული მხარე

ოკუპანტები უკრაინის დროშას უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით იყენებენ.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის  შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს. 

„აგრესორი შეცდომაში შეყვანის მიზნით უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოებს იყენებს. რუსული სამხედრო ტექნიკის სვეტებზე უკრაინის დროშა აქვთ დამაგრებული. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა კიევის რეგიონში, ჩერნიგოვის რეგიონში და ნიჟინის გზატკეცილზე“, - წერს ზალუჟნი. 

ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტრის ასეთი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა.

28.02.2022 22:00 ფიფამ და უეფამ რუსეთის კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს ყველა ტურნირზე თამაშის უფლება შეუჩერეს

ფიფას და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული პირველადი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლებიც ითვალისწინებდა დამატებითი ზომების მიღებას, ფიფამ და უეფამ დღეს ერთად გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ყველა გუნდს, იქნება ეს ეროვნული წარმომადგენლობითი გუნდები თუ საკლუბო გუნდები, შეუჩერდებათ მონაწილეობა ორივე თამაშში. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიფას და უეფას  შემდგომ გაფრთხილებამდე გაგრძელდება.

„ფეხბურთი სრულად არის გაერთიანებული და სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა დაზარალებულს უკრაინაში. ორივე პრეზიდენტი {ფიფას და უეფას} იმედოვნებს, რომ სიტუაცია უკრაინაში მნიშვნელოვნად და სწრაფად გაუმჯობესდება, რათა ფეხბურთი კვლავ იყოს ხალხთა შორის ერთიანობისა და მშვიდობის ვექტორი,“ - ვკითხულობთ უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28.02.2022 22:09 ამ წუთებში ბელორუსის ტერიტორიიდან 20-მდე ვერტმფრენი კიევის მიმართულებით გაფრინდა.

ბელორუსის ტერიტორიიდან 20-მდე ვერტმფრენი აფრინდა. ისინი კიევისკენ მიემართებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელორუსები იუწყებიან, რომ ბოლო 10 წუთის განმავლობაში კიევში 20-მდე ვერტმფრენი გაფრინდა ბელორუსის ტერიტორიიდან“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამ ეტაპზე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის შვეულმფრენია და რამდენი ჯარისკაცია მათზე, უცნობია.

28.02.2022 21:43 კიევს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს - უკრაინული მხარე

პრიპიატში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ ოკუპანტებმა კიევს ბალისტიკური ესროლეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. 

გერაშჩენკოს თქმით, რაკეტის დარტყმის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

„ეს არის პუტინის რეჟიმის კიდევ ერთი დანაშაული. კიევს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, ინფორმაცია ლოკაციის და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება.

მორიგი მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთს სურს ფსონების აწევა - კიევისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევა. ეს იქნება რუსეთის ბოლო მცდელობა, რისთვისაც ჩვენი არმია მზად არის. წინ გადამწყვეტი ბრძოლა გველის", - წერს გერაშჩენკო.

28.02.2022 21:41 უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მისი ტერიტორიის გავლით - reuters

უნგრეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ ზიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მისი ტერიტორიის გავლით. ინფორმაციას reuters ავრცელებს. 

„უნგრეთი არ გაგზავნის ჯარს ან იარაღს უკრაინაში და არ დაუშვებს სასიკვდილო იარაღის ტრანზიტს მისი ტერიტორიიდან ქვეყნის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ ზიარტომ კოსოვოში ვიზიტისას.

მინისტრმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებისთვის მიიღეს.

"ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ასეთი მიწოდება შეიძლება გახდეს მტრული სამხედრო მოქმედების სამიზნე და... ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უნგრეთის უსაფრთხოება... რომ არ ჩავერთოთ ამ ომში", - თქვა ზიარტომ კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. 

28.02.2022 20:09 ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა.

ინფორმაციას პარტია „ხალხის მსახურის“ პრესსამსახური ავრცელებს. ხელმოწერის ცერემონიას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფაჩუკი და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დაესწრნენ.

28.02.2022 20:04 „ჩვენი სამხედროები და თავდაცვის ძალები კიევში აგრძელებენ დივერსანტების აღმოჩენას და განეიტრალებას“ - ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, კიევი აგრძელებს თავდაცვის შენარჩუნებას რუსეთის შეტევის ფონზე.

„ჩვენი სამხედრო, სამართალდამცავი და თავდაცვის ძალები აგრძელებენ დივერსანტების აღმოჩენას და განეიტრალებას, რომელთა ჯგუფები იმყოფებიან ქალაქში. ისინი აშენებენ ციხესიმაგრეებს დედაქალაქში, აყენებენ შემზღუდველ ბლოკებს სტრატეგიული საწარმოებისა და დაწესებულებების ტერიტორიაზე“, - წერს ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევში ღამით იყო შეტაკებები და სროლები. უკრაინელმა სამხედროებმა და ტერორისტებმა რამდენიმე დივერსიული ჯგუფი გაანეიტრალეს და ტყვედ აიყვანეს. მისივე თქმით, ყველა ინფრასტრუქტურა მუშაობს.

28.02.2022 19:03 არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმალება - უკრაინის შს სამინისტრო

არსებობს მტკიცებულება, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინის ურალის ბუნკერში იმალება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა

„პუტინი უკვე მე-5 დღეა ურალის ბუნკერშია... ბუნკერში ყოფნის ფაქტი 100%-ია. მის ურალში ყოფნას ადასტურებს ადამიანების გარკვეული წრე და ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან“, - აცხადებს დენისენკო. 

დენისენკო ამბობს, რომ პუტინს პარანოია აქვს. 

„ახლა მას პარანოია აქვს. ხვდება, რომ უკრაინასთან ომი გაუმართლებელი იყო და ყველაფრის ეშინია“, დასძინა ვადიმ დენისენკომ. 

28.02.2022 18:42 რუსეთში მოსწავლეებს ასწავლიან, რომ მათი არმია უკრაინაში „ებრძვის მცოცავ ფაშისტურ ქვეწარმავალს“

რუსეთში სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, რომ მათი არმია უკრაინაში „ებრძვის მცოცავ ფაშისტურ ქვეწარმავალს“. ამის შესახებ ინფორმაციას Осторожно, новости ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსმა სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს საუბარი უკრაინის ომზე, რომელიც პუტინმა გააჩაღა. ბავშვებს ასწავლიან კრემლის მიერ გამოგონილ პროპაგანდას აგრესიის გასამართლებლად.

ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ მასწავლებელმა ღიად გაავლო პარალელი 41-წლიან ომთან, როდესაც მოახერხეს „მცოცავი ფაშისტური ქვეწარმავლის შეჩერება“.

ამის შემდეგ, სკოლის მოსწავლეები მიჰყავთ იმ აზრამდე, რომ აუცილებელია შეჩერდეს ასეთი ფაშისტური რეჟიმი უკრაინაში.

28.02.2022 18:19 სიცრუის იმპერია ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს აწესებს - პუტინი

„დასავლეთის თანამეგობრობა, როგორც მე მას ვუწოდე, სიცრუის იმპერია, ცდილობს განახორციელოს ჩვენს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები“. ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ თათბირზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.  

პუტინის თქმით, ის ეკონომიკური საკითხების განსახილველად ეკონომიკურ გუნდს ხვდება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხები მან რუსეთის პრემიერ-მინისტრთან მიხეილ მიშუსტინთან უკვე განიხილა.

ცნობისთვის, 27 თებერვალს ევროკავშირის და აშშ-ის ლიდერებმა, ასევე სხვა ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს. ყველაზე მძიმე სანქციები საბანკო სფეროს შეეხო. სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მიიღეს.

28.02.2022 18:26 „ეს არის სიგიჟე, რომელიც მთელი მსოფლიოს კატასტროფა იქნება“ - კულება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის. UNIAN-ის ცნობით კულებამ ამის შესახებ ონლაინ განცხადების დროს ისაუბრა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენება მთელ კაცობრიობაზე თავდასხმა იქნება. 

„ეს არის სიგიჟე, რომელიც მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება. თუ ის, რასაც ახლა პრეზიდენტი პუტინი აკეთებს, მის მიერ გაჩაღებული ომი, არის შეტევა მსოფლიო წესრიგზე, მაშინ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე. ეს საკითხი ყველაფრის ფასად უნდა აღიკვეთოს“, - განაცხადა კულებამ.

28.02.2022 18:24 352 გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი - უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი ინფორმაცია

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ომის დაწყებიდან დღემდე დაშავებულთა და გარდაცვლილთა მონაცემებს ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე 2040 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 45 ბავშვი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, დაიღუპა 352 მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი.

28.02.2022 18:08 კუპიანსკის მერი ქალაქის რუსებისთვის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

კუპიანსკის მერი ქალაქის რუსებისთვის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს. 

„ხარკოვის საოლქო პროკურატურამ კუპიანსკის მერის ქმედებას დაუყოვნებლივ და კანონის შესაბამისად უპასუხა“ - განაცხადა ვენედიქტოვამ. 

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ 27 თებერვალს კუპიანსკის მერმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობას დახმარება შესთავაზა. მერი რუს სამხედროებს ტრანსპორტით, საცხოვრებელი ფართით, საწვავითა და საკვებით უზრუნველყოფდა.

„ყველას, ვინც ჩვენი მიწის ნაკვეთსაც კი გადასცემს ოკუპანტებს, სამართლიანი სასჯელი ემუქრება“, - დასძინა ვენედიქტოვამ.

28.02.2022 17:47 სუმის ოლქში რუსეთის 8 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს (ფოტოები)

რუსი სამხედროების ჯგუფი სუმის ოლქში პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენლებთან ერთად დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„რეგიონის ერთ-ერთ რაიონში პოლიციამ ტერიტორიულ დაცვასთან ერთად რუსეთის ფედერაციის 8 სამხედრო მოსამსახურე დააკავა. ყველა მათგანმა შელახა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ხელშეუხებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველა დაკავებული 20-დან 30 წლამდე ასაკისაა.

მათი თქმით, ისინი, სავარაუდოდ, სასწავლებლად მივიდნენ და საბრძოლველად გაგზავნას არ ელოდნენ.

28.02.2022 17:31 უკრაინაში დაჭრილ და დაღუპულ სამხედროებს შორის ბელორუსებიც არიან

უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპულ და დაჭრილ სამხედროებს შორის ბელორუსი ჯარისკაცებიც არიან. განცხადებას Charter97.org ავრცელებს, რომელსაც ინფორმაცია, როგორც ბელორუსულმა, ასევე, უკრაინულმა წყაროებმა დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ ადრე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ბელორუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. ბელორუსიის ტერიტორია გამოიყენება როგორც სამხედრო პლაცდარმი მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმისთვის. უკრაინა, ასევე, იტყობინება ბელორუსიიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ.

28.02.2022 17:26 ხარკოვის ოლქის მერი ღალატისთვის დააკავეს

სამხრეთ ხარკოვის ოლქის მერი, მისი მოადგილე, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უფროსი და უბნის ინსპექტორი ღალატი მუხლით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„დღეს 28 თებერვალს სპეცოპერაცია ჩატარდა. სამხრეთის მერი ბ-ნი ბრაუხანოვი, მისი მოადგილე, ადგილობრივი სამხარეო პოლიციის უფროსი და უბნის ინსპექტორი „ღალატის“ მუხლით დააკავეს. ეს უნდა გაიგონ მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ომი გვაქვს“, - აცხადებს  ოლეგ სინეგუბოვი.

28.02.2022 16:49 კიევში წმინდა მიქაელის მონასტერში დივერსანტები გაანეიტრალეს (ფოტოები)

კიევში წმინდა მიქაელის ოქროს გუმბათოვან მონასტერში დივერსანტები გაანეიტრალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერნიგოვისა და ნიჟინის (ზორია) მთავარეპისკოპოსზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წმინდა მიქაელის ოქროს გუმბათოვან მონასტერში დივერსანტები გაანეიტრალეს, რომლის სამიზნე შესაძლოა, იყოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ეპიფანე“, - აცხადებს  ჩერნიგოვისა და ნიჟინის მთავარეპისკოპოსი.

28.02.2022 17:24 რუსეთი 36 ქვეყნისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

რუსეთის ფედერაცია დასავლეთის სანქციებს პასუხობს და 36 ქვეყნისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

„საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ფრენებზე ევროპული სახელმწიფოების აკრძალვის საპასუხოდ 36 ქვეყნისთვის საჰაერო სივრცე დაიხურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქვეყნებს: ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, დანია (+ გრენლანდია, ფარერის კუნძულები, ტერიტორიული ზღვა), ჯერსი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

აღნიშნული ქვეყნებიდან ავიარეისები მხოლოდ სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი. 

28.02.2022 17:19 „ნატოს მოკავშირეები ზრდიან დახმარებას საზენიტო რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებით“ - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მხარდასაჭერი ტვიტი გამოაქვეყნა. როგორც ვკითხულობთ, ნატო და მოკავშირე ქვეყნები უკრაინისადმი დახმარებას ზრდიან. 

„მე ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის და მივულოცე უკრაინის ხალხისა და შეიარაღებული ძალების გამბედაობა. ნატოს მოკავშირეები ზრდიან დახმარებას საზენიტო რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებით, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით“, - წერს სტოლტენბერგი.

28.02.2022 16:45 ოდესის რეგიონში დივერსანტების დიდი რაოდენობა შეინიშნება - უკრაინული მხარე 

ოდესა და ოდესის რეგიონი დივერსანტებით არის სავსე. ამის შესახებ 28-ე ცალკე მექანიზებულ ბრიგადაში განაცხადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ქალაქი ოდესა და მთელი ოდესის რეგიონი სავსეა დივერსიული დაჯგუფებებით, ისინი ღიად მუშაობენ ოკუპანტებისთვის. ისინი უკრაინული ძალების გადაადგილებისა და განლაგების შესახებ ინფორმაციას გადასცემენ ოკუპანტებს, აყენებენ ნიშნებს... “, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უკრაინელი სამხედროები მოქალაქეებს სთხოვენ, შეატყობინონ უახლოესი პოლიციის განყოფილებას ან საგუშაგოებს ხალხის საეჭვო თავშეყრის, ბოლო დროს გამოჩენილი უცნობი ადამიანებისა და მათი გადაადგილების შესახებ.

28.02.2022 16:24 13 უკრაინელი მესაზღვრე ზმეინის კუნძულიდან ცოცხალია - უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები

„უკრაინელი სამხედროები ზმეინის კუნძულიდან ცოცხლები არიან, თუმცა რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს. 

„სამხედრო პირები ტყვედ არიან ჩავარდნილი, თუმცა ცოცხლები და ჯანმრთელები არიან.  მოუთმენლად ველით ჩვენი ძმების გათავისუფლებას. რუსეთისგან მოვითხოვთ უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, ყველა ეკლესიის მორწმუნეებს თხოვნით მიიღონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის ფედერაციაზე გავლენის მოსახდენად ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისთვის. გვინდა დავამატოთ, რომ მტერმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არსი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის ქმედებებსა და სიტყვებში არანაირი სიმართლე არაა. მოუთმენლად ველით ჩვენი ძმების დაბრუნებას“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში. 

28.02.2022 16:12 ქალაქ ახტირკაში რუსეთის ძალებმა ვაკუუმური ბომბი ჩამოაგდეს

უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსეთის ძალებმა ნავთობის ბაზაზე ვაკუუმური ბომბი ჩამოაგდეს. ამის შესახებ com.ua იუწყება. 

როგორც ახტირკის მერმა პაველ კუზმენკომ განაცხადა, ვაკუუმური ბომბის გამოყენება ჟენევის კონვენციით აკრძალულია. „მტერმა ნავთობბაზა დაბომბა. გამოიყენა ვაკუუმური ბომბი. ნავთობბაზა განადგურებულია“’ - განაცხადა კუზმენკომ.

მანამდე კუზმენკომ განაცხადა, რომ ახტირკაში მარადიორებს ადგილზე გაანადგურებენ. ასევე მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ ღამის საათებში ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. 

28.02.2022 15:58 რუსეთის ხელისუფლებამ 6000-მდე ადამიანი დააკავა - ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შედეგი რუსეთში

რუსეთის სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ომის წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებამ ჯამში 5942 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ნებართვას ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეებს ნებართვა არ ექნებათ და პროტესტი მაინც გაგრძელდება, სასჯელი ჯარიმების, ან უკიდურეს შემთხვევაში პატიმრობით ისჯება.

კანონმდებლობის აღსრულებისთვის რუსეთის ხელისუფლებამ ჯამში 5 942 ადამიანი დააკავა, აქედან 1 275 კი მხოლოდ მოსკოვში.

28.02.2022 15:28 ჩინეთმა პუტინს თავშეკავებისკენ მოუწოდა

ჩინეთმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის თავშეკავებისკენ მოუწოდა, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გუშინ გააჟღერა და რომლის თანახმად, პუტინმა თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს უბრძანა, რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ძალები გადაიყვანონ სამხედრო სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმში. 

პუტინის თქმით, ის აამუშავებს შეკავების სტრატეგიულ ძალებს, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებასაც გულისხმობს.

„ყველა მხარე უნდა იყოს მშვიდად, თავშეკავებული, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას სამხედრო დაპირისპირების განმუხტვისა და მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა.

ვანგ ვენბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი არიან „სტრატეგიული პარტნიორები“, მაგრამ არა „მოკავშირეები“.

„ჩინეთი თითოეულ შემთხვევაში საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას განსაზღვრავს“, - დასძენს  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. 

28.02.2022 13:52 „პუტინი უნდა დამარცხდეს“ - ბორის ჯონსონი

პუტინი უნდა დამარცხდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“ წერს.,

„დღეს დილით ჩვენ რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოვათავსეთ. ჩვენს პარტნიორებთან და „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ გადავწყვიტეთ მივიღოთ ყველაზე მკაცრი ეკონომიკური ზომები პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ  იმ საზიზღარი კამპანიის გამო, რომელიც მან უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. პუტინი უნდა დამარცხდეს“, - წერს ბორის ჯონსონი.

 

28.02.2022 15:33 ე.წ. „ლუგანსკის რესპუბლიკა“ ქალაქ სჩასტიეს აღების შესახებ იუწყება

ე.წ. „ლუგანსკის რესპუბლიკა“ ქალაქ სჩასტიეს აღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ეს ქალაქი ლუგანსკიდან 30 კმ-ში მდებარეობს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. 

სჩასტიეს პრორუსი სეპარატისტები 24 თებერვლიდან უტევენ. პარალელურად რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სხვა ქალაქებსაც, მათ შორის კიევს უტევენ. 

28.02.2022 15:34 🎥მოლაპარაკების პარალელურად ხარკოვს მასიურად ბომბავენ (ვიდეო)

მოლაპარაკების პარალელურად ხარკოვს მასიურად ბომბავენ. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონი გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

გერაშჩენკოს ინფორმაციით ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილია. 

„ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს!
ოკუპანტი კლავს!“- წერს გერაშჩენკო.

 

28.02.2022 15:30 „რუსეთს აქვს ზარალის ანაზღაურებისთვის საჭირო პოტენციალი“ - დიმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით რუსეთი დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების „მოხსნას“ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

„დასავლეთის სანქციები რომელიც რუსეთს დაეკისრა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას აქვს ზარალის ანაზღაურებისთვის საჭირო პოტენციალი“, - განაცხადა პესკოვმა. 

პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ქვეყნის მნიშვნელოვან მინისტრებს შეხვდება, მათ შორის ფინანსთა მინისტრსა და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს, რათა ეკონომიკურ საკითხებზე იმუშაოს.

„ვლადიმერ პუტინი ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებს“, - დასძინა მან. 

რუსეთში რთული ეკონომიკური სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე რუსული ბანკები აკრძალა,ასევე  შეუწყვიტა ურთიერთობა ცენტრალურ ბანკთან, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებთან და ფინანსთა სამინისტროსთან.

შედეგად, რუსეთის ცენტრალურ ბანკს ძირითადი საპროცენტო განაკვეთის გაორმაგება მოუწია, 20%-მდე 9,5%-დან.

28.02.2022 15:10 ლატვიის სეიმმა ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის სასარგებლოდ ბრძოლის უფლება მისცა

ლატვიის სეიმმა ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინისთვის ბრძოლის საშუალება მისცა. ინფორმაციას delphi ავრცელებს. 

28 თებერვალს ლატვიის სეიმმა ერთხმად მიიღო ცვლილებები კანონში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ლატვიის მოქალაქეების უკრაინაში სამსახურის ნებართვას.

ლატვიის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვა, უნდა დარეგისტრირდნენ ეროვნული შეიარაღებული ძალების სარეზერვო ოფისში.

აქამდე კანონი ლატვიელებს უკრძალავდა უცხო ჯარებში ან სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე მსახურებას.

28.02.2022 14:54 მოროდიორებს გაფრთხილების გარეშე გავანეიტრალებთ - ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში რუსული დივერსიული ჯგუფების განადგურება ამ დრომდე გრძელდება. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე „უკრაინა ონლაინ“ ავრცელებს. 

კლიჩკოს თქმით, ამ დროისთვის ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდვით მუშაობს. 

„გაფრთხილება მოროდიორებს. განეიტრალებს გაფრთხილების გარეშე მოხდება. ფუნქციონირებს ყველა კრიტიკული საჭიროების ობიექტი“, - აცხადებს კლიჩკო. 

28.02.2022 13:56 ოკუპანტები ლუგანსკის რეგიონის ნაწილს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ - უკრაინული მხარე

რუსეთის საოკუპაციო ძალები ლუგანსკის რეგიონში დასახლებებს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, ოკუპანტების დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ისეთ დასახლებებს ბომბავდნენ როგორიც არის გორსკოე, ზოლოტოე, ნიჟნეე და სხვები. 

„რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზეა და მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის. სიტუაცია დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია“, - აცხადებს ლუგანსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი. 

28.02.2022 13:37 „თავს უშველეთ, წადით“ - ზელენსკიმ რუს სამხედროებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სამხედროებს მიმართა, დაეტოვებინათ აღჭურვილობა და წასულიყვნენ.

„4 500 რუსი ჯარისკაცი უკვე მოკლეს. დატოვეთ თქვენი ტექნიკა და წადით. ნუ ენდობით თქვენს მეთაურებს, ნუ დაუჯერებთ თქვენს პროპაგანდისტებს. უბრალოდ გადაარჩინე შენი სიცოცხლე, წადი“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის მეხუთე დღეს მტკიცედ დგანან. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, უკრაინა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

„როდესაც პრეზიდენტად მოვდიოდი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი არის პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ჩვენ ყველა პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინისთვის. ახლა კი მოხდა ისე, რომ თითოეული ჩვენგანი მებრძოლია და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს ზელენსკი. 

28.02.2022 13:15 უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში სპეციალური პროცედურის მიხედვით - ზელენსკი

„ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. 

მისი თქმით,  უკრაინელებმა შეცვალეს ისტორია.

„გისურვებთ ჯანმრთელობას უკრაინელ გმირებს. როგორც ხედავთ, რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი, ვდგავართ მყარად. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გავაკეთეთ იმდენი რაც სხვა ხალხმა ვერ შეძლო ათეულობის განმავლობაში. ყველა საუბარში ჩვენს პარტნიორებთან მესმის უდიდესი პატივისცემა. უკრაინელმა მსოფლიოს დაანახვეს ვინ ვართ და რუსეთმა აჩვენა მსოფლიოს როგორი გახდა ის. რუსეთის სროლის შედეგად  დაიღუპა უკრაინელი 16 ბავშვი, 45 ბავშვი დაჭრილია. თითოეული სროლა, თითოეული  დანაშაული,  რომელსაც ახორციელებს ოკუპანტი ჩვენ  უფრო გვაერთიანებს და  გვაძლიერებს. უკრაინელებმა შეცვალეს ისტორია. ევროკავშირმა გადაწყვიტა მოგვაწოდოს იარაღი, ჩვენ მადლობას ვუხდით“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის პარტნიორებს გვერდში დგომისთვის. 

„ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის. ეს გვაძლევს სრულ უფლებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.

ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩართოს უკრაინა გაერთიანებაში, სპეციალური ახალი პროცედურებით“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

28.02.2022 12:08 რუსეთი დაინტერესებულია უკრაინასთან რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას - მედინსკი

მოსკოვი დაინტერესებულია კიევის დელეგაციასთან შეთანხმების მიღწევით რაც შეიძლება მალე, - განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებებს. ვინაიდან კონფლიქტის გაგრძელების ყოველ საათს მოაქვს ახალი მსხვერპლი. ეს შეთანხმებები, უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესებში“, - განაცხადა მედინსკიმ.

უკრაინულ მხარის უსაფრთხოება მოლაპარაკების პროცესში გარანტირებულია. 

28.02.2022 12:43 არახამია, რეზნიკოვი, პოდოლიაკი - უკრაინული დელეგაცია რუსეთთან შესახვედრად მივიდა

უკრაინის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს

პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. უკრაინის დელეგაცია TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.

მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა.

28.02.2022 11:53 რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს - რუსული მედია

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დამაყარეს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს. 

„რუსი სამხედროები ატომური სადგურის გარშემო ტერიტორიას აკონტროლებენ და იცავენ“ - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.

მისივე  თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქები ბერდიანსკი და ენერგოდარი აიღეს. ბერდიანსკი აზოვის ზღვაზე მდებარეობს, ხოლო ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

28.02.2022 11:35 ოკუპანტებმა შეტევის ტემპი შეანელეს - უკრაინის გენშტაბი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე შეტევის ტემპი შეანელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში აგრესორი ქვეყნის დანაკარგები დიდია. 

„რუსმა ოკუპანტებმა შეანელეს შეტევის ტემპი, თუმცა ისინი ამ დრომდე ცდილობენ შეტევით ოპერაციებში წინააღმდეგობის გაწევას“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციაში. 

ამასთან, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს საცხოვრებელ შენობებზე ქალაქებში ჟიტომირსა და ჩერნიგოვში. 

„მტერი დემორალიზებულია და დიდ ზარალს განიცდის. ხშირია დეზერტირობის და დაუმორჩილებლობის შემთხვევები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

28.02.2022 11:12 ვითარება უკრაინის რეგიონებში ორშაბათს დილის მდგომარეობით

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეხუთე დღეს აგრესორი ქვეყანა სასტიკ წინააღმდეგობას აწყდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „Pravda“ ავრცელებს

მედიასაშუალება წერს, რომ ორშაბათს ღამე შედარებით მშვიდი იყო წინა დღეებთან შედარებით. ამავე ინფორმაციის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება. 

✔️ ჟიტომირის რეგიონი - სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

✔️ კიროვოგრადის რაიონი - ღამე შედარებით მშვიდი იყო

✔️ ვოლინი - ისმოდა საჰაერო სიგნალის ხმა

✔️ ხერსონი - ღამე შედარებით მშვიდი იყო 

✔️ ზაპოროჟიეს რეგიონი - ოკუპირებულია ქალაქი ბერდიანსკი

✔️ რივნე - დღეს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, დილით ქალაქში არ იყო განგაში

✔️ ზვინიცა - შედარებით მშვიდი სიტუაციაა

✔️ პოლტავა - შედარებით მშვიდი სიტუაციაა 

✔️ ლუგანსკის რეგიონი - ღამე შედარებით მშვიდია. დილით თორმეტი ერთეული ტექნიკა სვატოვოსკენ დაიძრა 

✔️ დონეცკის რეგიონი - მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს მარიუპოლის და ვოლნოვახას ასაღებად

✔️ ოდესა - რეგიონში ვითარება შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა

✔️ დნიპრო -  სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

✔️ კიევის რეგიონი - სიტუაცია კონტროლს ქვეშაა 

✔️ ლვოვის რეგიონი - მშვიდი სიტუაციაა

28.02.2022 11:10 ომის დაწყებიდან დღემდე რუსული არმიის დანაკარგი სრულად - უახლესი ინფორმაცია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარი სოციალურ ქსელში 24.02-დან 28.02-მდე მტრის მთლიანი სავარაუდო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

„მტრის მთლიანი სავარაუდო დანაკარგები 24.02-დან 28.02-მდე 6.00 საათისთვის
თვითმფრინავი - 29
ვერტმფრენი -  29
ტანკი - 191
სხვა ჯავშანტექნიკა - 816
ქვემეხი - 74
საზენიტო დანადგარი „ბუკი“- 1

სარაკეტო დანადგარი „გრადი“ - 21

საავტომობილო ტექნიკა - 291
ცისტერნები - 60
უპილოტო საფრენი აპარატი - 3
გემები / ნავები - 2
ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები - 5
ცოცხალი ძალა - დაახლოებით 5300 (დაუზუსტებული)

👆ინფორმაცია საორიენტაციოა და დასაზუსტებელია, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, რადგან მეთაურები ძირითადად ბრძოლაზე ამახვილებენ ყურადღებას.გარდა ამისა, ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბრძოლის შემდეგ შეგვიძლია და ბრძოლები დროში უკიდურესად იწელება. მონაცემების მიღება შესაძლებელია მეორე დღეს და ზოგჯერ ყოველ მეორე დღეს.გარდა ამისა, თუ ბრძოლა ღამით გაგრძელდა და დაიწყო ერთ კალენდარულ თარიღზე და დასრულდა მეორეზე, საკმაოდ რთულია განცალკევება, თუ რომელ დღეს მოხდა დანაკარგები“ - წერს განა მალიარი.

28.02.2022 10:36 ქალაქი ბერდიანსკი ოკუპირებულია - უკრაინული მხარე

აზოვის ზღვის სანაპიროზე ოკუპანტებმა ბერდიანსკის რეგიონი აიღეს.ამის შესახებ ინფორმაციას „პრავდა“ ბერდიანსკის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ბერდიანსკში, ქალაქის აღების ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ბერდიანსკის მოსავლის საწარმოს დაცვის თანამშრომლები არიან. ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება განადგურებულია, ასევე გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

28.02.2022 10:30 უკრაინაში საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მებრძოლები ჩავლენ - უკრაინული მედია

უკრაინის უცხოური ლეგიონის მებრძოლები უკრაინაში ჩასვლას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების საბჭოს დეზინფორმაციასთან დაპირისპირების ცენტრი ავრცელებს. ინფორმაციას unn.com.ua ავრცელებს. 

პირველ რიგში ლეგიონი უკრაინის ეროვნების ადამიანებს გამოუშვებს, რომლებიც იქ მსახურობენ. ისინი უკრაინაში სრული საბრძოლო ეკიპირებით ჩადიან. 

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ

უკრაინაში უცხოელებისგან ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონს შექმნიან. 

28.02.2022 10:24 „დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები“ - პენტაგონი პუტინის მუქარას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

აშშ-ს ოფიციალურ პირებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვული შეკავების ძალები მაღალ მზადყოფნაში მოაქცია,  განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ ამ ანგარიშების სისწორეში. ეს არის პუტინის გადადგმული არასაჭირო ნაბიჯი, რადგან რუსეთი არასდროს ყოფილა ნატოს და რა თქმა უნდა, უკრაინის საფრთხის ქვეშ,“ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც აშშ-ის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ ძალებში და შეუძლიათ საკუთარი თავისა და მოკავშირეების დაცვა.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი პარტნიორები, და ეს მოიცავს სტრატეგიული შეკავების სფეროს“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

28.02.2022 10:15 დღეიდან კიევში სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნება

კიევში 08:00 საათიდან სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

კიევის მერია ადგილობრივებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქალაქში ხშირი გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.  აღნიშნულია, რომ მეტროს მატარებლები ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლები სიხშირით იმოძრავებენ.

„გაითვალისწინეთ, რომ კომენდანტის საათი არ მოხსნილია. 28 თებერვლიდან იგი გაგრძელდება, როგორც ადრე იყო განსაზღვრული, 22:00 საათიდან 07:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ამავე ინფორმაციით თანახმად, კიევის თითქმის ყველა უბანში ქუჩური ბრძოლა გრძელდება. 

28.02.2022 09:54 „გუშინ იყო ნამდვილი შემობრუნება, ომი ევროპული გახდა“ - ალექსი რეზნიკოვი

 „ძვირფასო უკრაინელებო! 96 საათიანი წინააღმდეგობა. გამარჯვების, გამბედაობის, თავდადებისა და რწმენის 4 დღე,“- ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა სოციალური ქსელით უკრაინელებს და მათ მადლობა გადაუხადა. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინული ომი ევროპული გახდა.

„ბოლოს და ბოლოს, გუშინ იყო ნამდვილი შემობრუნება. ომი ევროპული გახდა.

უკვე ნახევარი ევროპა აგროვებს, აწყობს, აგზავნის ჩვენთან იარაღს და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა რეალური დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფოების სპექტრი და მასშტაბები.

ევროპამ უკვე მიანიჭა დროებითი თავშესაფარი ათი ათასობით მათგანს, ვისი გადარჩენაც ყველაზე მეტად გვინდა - ჩვენს შვილებსა და მათ დედებს. ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, როგორც თავისიანებს.

ახლა დასავლეთით საზღვარი არ გვაქვს. მაგრამ, მხარდაჭერა გვაქვს სამხრეთში, შორეულ აღმოსავლეთში და ატლანტის ოკეანის გადაღმაც.

ეს ყველაფერი ჩვენი დამცველებისა და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა განრისხებული ტირანის მორჩილებაზე და ვინც აუცილებლად გაიმარჯვებს.

უკრაინა გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!“ -წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

28.02.2022 09:24 კრემლმა ზელენსკის მოსაკლავად კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნა

გამოცემა The Times წერს, რომ კრემლის სახელით კიევში 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი მოქმედებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მათ რუსეთი „მყარ ფინანსურ პრემიას“ დაჰპირდა.

დაქირავებულებს ევალებათ პრეზიდენტი ზელენსკისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მოკვლა და საფუძვლის მომზადება მოსკოვისთვის კონტროლის დასამყარებლად.

ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს ფილიალი, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცებით გაფრინდა მისიით, მშვენიერი ფინანსური პრემიის სანაცვლოდ.

ინფორმაცია "ვაგნერიტების" მისიის შესახებ შაბათს დილით უკრაინის მთავრობის მაგიდაზე მოხვდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი კიევმა 36-საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა, რათა ქალაქი რუსი დივერსანტებისგან გაეწმინდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ქუჩაში გამოჩენის შემთხვევაში ისინი დივერსანტებად ჩაითვლებოდნენ და ლიკვიდაციის რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.

28.02.2022 08:34 „რუსებს კიევში შეჭრის ყველა მცდელობა ჩაეშალათ, დემორალიზებულები და დაღლილები არიან“ - კიევის თავდაცვის სარდალი

გასულ ღამეს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუს ოკუპანტებს უკრაინის დედაქალაქში შეჭრის ყველა მცდელობა ჩაეშალათ.

კიევის თავდაცვის სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძალების ყველა მოძრაობა კონტროლქვეშ იყო.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების ყველა მცდელობა ჩაიშალა. განადგურდა დამპყრობლის სამხედრო ტექნიკა. მტერმა ჯარისკაცების მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. რუსული ჯარები დემორალიზებულები და დაღლილები არიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან“, - აღნიშნა სირსკიმ. 

28.02.2022 06:48 ჩერნიგოვის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა

ჩერნიგოვში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა. 

შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. 

შენობაში ხანძარი გაჩნდა. 

დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

28.02.2022 06:14 ხარკოვში აფეთქებების ხმა ისმის - ქალაქის თავზე მოიერიშე თვითმფრინავები დაფრინავენ

ხარკოვში კვლავ დაძაბული ვითარებაა - ქალაქში მოიერიშე თვითმფრინავები დაფრინავენ და აფეთქებების ხმა ისმის. 

სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აფეთქებების ხმა ისმის. 

28.02.2022 04:59 „ვშიშობ, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება“ - ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა

მისი თქმით, ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. 

„უკრაინის წინააღმდეგ ამ ომით, მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.

ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დროა საზოგადოებები და ალიანსები გაერთიანდნენ, რათა ჩვენი მომავალი ნდობაზე, სამართლიანობასა და თავისუფლებაზე ავაშენოთ. 

ვშიშობ, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და მისი გავლენა შესაძლოა, მოლდოვასა და საქართველოშიც ამუშავდეს“, - აცხადებს ბორელი. 

28.02.2022 04:33 ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით მოიერიშე თვითმფრინავები გაფრინდნენ (ვიდეო)

ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით მოიერიშე თვითმფრინავები მიფრინავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„ბელარუსიდან მოიერიშეები ახლა უკრაინის მიმართულებით მიფრინავენ. ვიდეო ჟლობინოდან (გომელის რაიონი)“, - ნათქვამია განცხადებაში. 

28.02.2022 04:32 რუსებმა ქალაქ ირპენის აღება სცადეს - უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ქალაქ ირპენის აღება სცადეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეტევის დროს რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა 

„პოლისიაში, კიევის მიმართულებით, მტერი ცდილობს, დემიდოვის რაიონში შეტევა განაახლოს.  ოკუპანტის კიდევ ერთი მცდელობა აეღო ქალაქი ირპინი, წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ახალი ტექნიკა“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

28.02.2022 03:15 „რუსები ხერსონიდან ნიკოლაევში მოდიან, სტუმრებს ველოდებით “ - ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

რუსეთის ფედერაციის სამხედროები ხერსონიდან ნიკოლაევში გაემგზავრნენ, - ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

მან ოკუპანტთა სასიგნალო სისტემა განმარტა.

„თეთრი სასიგნალო რაკეტა - მომზადება, ორი თეთრი - დაწყება, ყვითელი - დაბრკოლება, წითელი - გაჩერება და სახლში დაბრუნება. ნახევარი საათის წინ თეთრი იყო, ცოტა ხნის წინ ორი თეთრი იყო. ხერსონიდან ჩამოვიდნენ, ამიტომ სტუმრებს ველოდებით“, - განაცხადა ვიტალი კიმმა.

28.02.2022 03:00 კიევიდან 64 კილომეტრში რუსული ტანკების კოლონა შენიშნეს (ფოტოები)

უკრაინის დედაქალაქიდან სულ რაღაც 64 კილომეტრში რუსული ტანკების კოლონა შენიშნეს.

სურათებს ამერიკული კომპანია Maxar Technologies Inc-ი ავრცელებს.

სამხედრო ტექნიკა კიევის რეგიონის სოფელ ივანკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დააფიქსირეს.

ფოტოებში საბრძოლო მანქანები და თვითმავალი საარტილერიო სამაგრებიც ჩანს.

28.02.2022 02:52 „ბელარუსი შესაძლოა, დილით უკრაინაში შეიჭრას“ - ბელარუსის სოლიდარობის ფონდის დამფუძნებელი

ბელარუსის სოლიდარობის ფონდის დამფუძნებლის ანდრეი სტრიჟაკის განცხადებით, ბელარუსი შესაძლოა, დილით უკრაინაში შეიჭრას. 

მისივე თქმით, ბელარუსმა მედესანტეებმა უკრაინაში გაფრენის ბრძანება 28 თებერვალს დილის 5:00 საათზე მიიღეს.

„გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სადესანტო ჯარებმა უკრაინაში გაფრენის ბრძანება 28 თებერვალს დილის 05:00 საათზე მიიღეს. ჯარისკაცების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილია. წყარო გადამოწმებულია“, - აცხადებს სტრიჟაკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვა 28 თებერვლის დილას ბელარუსის საზღვართან იგეგმება.

28.02.2022 01:53 „პუტინის ქმედებები რიგით რუსებს სიღარიბეში ჩაძირავს, ეს პოლიტიკური სისტემის კოლაფსს გამოიწვევს“ - კულება

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად დახურა ევროპისკენ მიმავალი ფანჯარა, რომელიც 300 წლის წინ გახსნა მისმა წინამორბედმა პეტრე I-მა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. 

„აღნიშნული ქმედება არის გარდამტეხი მომენტი რუსეთის ისტორიაში, რომელიც რიგით რუსებს სიღარიბესა და იზოლაციაში ჩაძირავს, ეს პოლიტიკური სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. ბელარუსს, როგორც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის თანამონაწილეს, მსგავსი შედეგები ექნება, თუ იგი გააგრძელებს ტერიტორიის გამოყენების და თავისი ადამიანური რესურსების დათმობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის“, - აღნიშნა კულებამ. 

28.02.2022 01:44 რუსებმა ნიკოლაევის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური იუწყება. 

„რუსმა სამხედროებმა ნიკოლაევის საერთაშორისო აეროპორტისკენ რაკეტები გაისროლეს. ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა ფაქტი დაადასტურა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპანტებმა აეროპორტს სამი რაკეტა ესროლეს, ჭურვები ასაფრენ ბილიკსა და პლატფორმას მოხვდა.

28.02.2022 01:36 ევროკავშირი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდის

ევროკავშირი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდის, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აგრეთვე განაცხადა, რომ ქვეყნები კიევისთვის 450 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემაზეც შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, უკრაინისთვის იარაღის, საწვავის და დამცავი აღჭურვილობის გადაცემისთვის დამატებით 50 მილიონი ევრო გამოიყოფა.

„ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი და მოიერიშე თვითმფრინავებიც კი“, - აღნიშნა ბორელმა. 

28.02.2022 01:27 „კიეველებო, რთული ღამე გველოდება, ჩვენი მტერი სატანისტურია, რადგან მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის“ - კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მიმართა

მისი თქმით, დედაქალაქში ვითარება კვლავ რთული იქნება, ამიტომ კიეველებს ღამის გათევისკენ მოუწოდებს. 

„ძვირფასო კიეველებო, ღამე ისევ რთული იქნება. ჩვენი სამხედროები ემზადებიან დედაქალაქის დასაცავად. ჩვენი მტერი სატანისტურია, რადგან იგი მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო კორპუსებს ესვრის. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მთელ უკრაინაში გმირულად იბრძვიან. დღეს ვიყავი ფორტიფიკაციაზე, რომელსაც კიეველები აშენებენ, რათა მტრის არმია ჩვენს ქალაქში არ მოხვდეს - ეს არის უკრაინელი ხალხის სული, სამხედროც და სამოქალაქოც", - განაცხადა კლიჩკომ.

28.02.2022 01:17 რუსულ აგრესიას უკრაინაში სულ მცირე 352 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კონფლიქტს 352 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, დაღუპულთაგან სულ მცირე 14 ბავშვია.

დაშავებულია კიდევ 1684 ადამიანი, მათ შორის 116 ბავშვი.

28.02.2022 01:10 დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 6 რუსული კოლონა გაანადგურა

მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა რუსი აგრესორების ექვს კოლონა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის რთული პერიოდია. ოკუპანტები აგრძელებენ დაბომბვას ფრონტის ხაზის თითქმის ყველა მიმართულებით. საჰაერო ძალები ეწინააღმდეგებიან აგრესორს როგორც ზეცაში, ასევე მიწაზე. ვასილკოვოს საავიაციო გარნიზონი გმირულად იცავს თავს, უძლებს მასიური დაბომბვისა და მტრის თავდასხმებს. საჰაერო ძალების ჯარისკაცები გაბედულად იგერიებენ აგრესორს სხვა ქალაქებსა და სამხედრო გარნიზონებში. მიმდინარე დღის განმავლობაში ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის ექვს კოლონას გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

27.02.2022 23:40 4 500 სამხედრო, 150 ტანკი, 26 ვერტმფრენი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს. რუსეთის ფედერაცია ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საავიაციო ტექნოლოგიების დაგროვებასა და სპეცრაზმის გააქტიურებას განაგრძობს.

ბელარუსმა თავისი შენაერთების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

ოკუპანტებმა დაკარგეს  დაახლოებით 4 500 სამხედრო მოსამსახურე. განადგურებული და დაზიანებულია 27  თვითმფრინავი. 26 ვერტმფრენი, დაახლოებით 150 ტანკი, BBM 700-ზე მეტი. ოთხი RSZV BM-21 Grad,  გემები, ნავები - 2.

27.02.2022 23:18 კიევი ალყაშია, თუმცა ბრძოლისთვის მზად ვართ - ვიტალი კლიჩკო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დედაქალაქი ალყაშია, თუმცა ისინი ბრძოლისთვის მზად არიან. 

Associated Press-ის ჟურნალისტის კითხვაზე - იგეგმება თუ არა მშვიდობიანი მოსახლეობის კიევიდან ევაკუაცია, თუ რუსეთის ძალები მაინც მოახერხებენ დედაქალაქის აღებას, კლიჩკომ ასე უპასუხა: „ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ყველა გზა დაბლოკილია“, - აღნიშნა კლიჩკომ. 

27.02.2022 23:04 „უმოქმედოდ სახლში ჯდომა არ შეეძლო და ჩაეწერა მოხალისედ“ - ხარკოვში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს ნათესავი

ხარკოვში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს ნათესავი მომხდარის დეტალებს ჰყვება. ვალერი ჯიჩოშვილის ბიძაშვილი ნონე ჯიჩოშვილი „ტვ პირველთან“ სატელევიზიო ინტერვიუში ბოლო საუბრის მომენტებს იხსენებს და შემთხვევის დეტალებს ჰყვება. „უმოქმედოდ სახლში ჯდომა არ შეეძლო და ჩაეწერა მოხალისედ“, - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ ხარკოვში ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი ვალერი ჯიჩოშვილი. 

„ვალერი დიდი ხანია ხარკოვში ცხოვრობდა. სოფელი საიდანაც ჩვენ ვართ სამაჩაბლოს ესაზღვრება და იქ განვითარებული მოვლენები, რაც თავის დროზე მოხდა ყველას გახსოვთ, ვალერი ეროვნული გვარდიის შექმნის დღიდან იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში, და ბოლოს, რაც ის ასაკში შევიდა, სხვათა შორის ის 4 მარტს 50 წლის გახდებოდა, უკრაინაში წავიდა. მისი უკრაინაში ცხოვრების დაახლოებით მე-20 წელი სრულდებოდა და აი, ამ განვითარებული მოვლენების დროს, ბოლო სამი დღე განსაკუთრებულად ინტენსიურად ვსაუბრობდით, მას შემდეგ, ოკუპანტებმა რაც ინტენსიური იერიში მიიტანეს  ხარკოვზე. მან მითხრა, რომ უმოქმედოდ სახლში ჯდომა არ შეეძლო და ჩაეწერა მოხალისედ. 

იქ სამოქალაქო მოხალისეებს,როგორც იცით პატარა ბრიგადები აქვთ შექმნილი და რეიდებს ატარებდნენ  თავიანთ უბნებში და სწორედ ასეთი რეიდის დროს, დღეს დილით, სადღაც 11-დან 12 საათამდე, ბოლო კავშირისას მან თქვა, რომ გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირე იყო და გაეთიშა ტელეფონი“, - განაცხადა ნონე ჯიჩოშვილმა, ხარკოვში გარდაცვლილი ჯარისკაცის ბიძაშვილმა.

27.02.2022 22:35 თურქეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ომად აღიარებს - მევლუთ ჩავუშოღლუ

რუსეთის უკრაინაში შეჭრა ომია, - ამის შესახებ  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ეს კონფლიქტია თუ ომი? ჩვენ დავადგინეთ, რომ მონტროს კონვენციის მე-19 მუხლი ძალიან თვალსაჩინოა - ეს ომია“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მონტროს კონვენცია თურქეთის სრუტეებში საზღვაო მიმოსვლას არეგულირებს და მონტრეს კონვენცია თურქეთს ანიჭებს გარკვეულ კონტროლს დარდანელის და ბოსფორის სრუტიდან სამხედრო გემების გავლაზე, რომლებიც აკავშირებენ ეგეოსს, მარმარილოსა და შავ ზღვას. 

მშვიდობიან დროს სამხედრო ხომალდებს სრუტეების გავლა წინასწარი დიპლომატიური შეტყობინების შედეგად შეუძლიათ. ომის დროს კი, როდესაც მასში თურქეთი არ არის ჩართული, სამხედრო ხომალდებს შეუძლიათ, ისარგებლონ სრუტეებით, გარდა იმ ხომალდებისა, რომლებიც ომში ჩართულ ქვეყნებს ეკუთვნით. თუმცა, ამ ხომალდებს დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების უფლება აქვთ.

კონვენციის თანახმად, თუ თურქეთი ომის მხარეა ან თავს ომის გარდაუვალი საფრთხის წინაშე თვლის, მას შეუძლია გადაკეტოს სრუტე იმ სამხედრო გემების გასასვლელამდე, რომლებსაც აქვთ სანაპირო შავ ზღვაზე.

რუსულ ხომალდებს სრუტეებით სარგებლობის ნებას იმ შემთხვევაში დართავენ, თუ ისინი მუდმივი დისლოკაციის პორტებს დაუბრუნდებიან.

27.02.2022 22:44 უკრაინა გაიმარჯვებს, ის უკვე იმარჯვებს, ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის - ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინელების შეშინება უშედეგოა. ჩვენი დამცველების გატეხა არ გამოვა, ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის, - ამის შესახებ  უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „ფეისბუკზე“ წერს.

„თავდაცვის 85 საათი. უკრაინელების შეშინება უშედეგოა. ჩვენი დამცველების გატეხა არ გამოვა, მით უმეტეს, ვერ გვაიძულებენ, ჩავაბაროთ დედაქალაქი. წარმოუდგენლად რთული საათებია, თუმცა ეს გაივლის. ზეგ უკვე გაზაფხულია. უკრაინა გაიმარჯვებს, ის უკვე იმარჯვებს! ჩვენს მიწაზე მოსული მტერი ცნობილი მიმართულებით წავა. ამიტომ ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის“, - წერს რეზნიკოვი.

27.02.2022 21:49 „კიევის აჩრდილმა“ მტრის 10 თვითმფრინავი ჩამოაგდო

ლეგენდარულმა უკრაინელმა პილოტმა, მეტსახელად „კიევის აჩრდილი“ უკვე ჩამოაგდო 10 რუსული თვითმფრინავი, - ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების დაცვის სამსახური ავრცელებს. 

„მას უწოდებენ „კიევის აჩრდილს“, თუმცა ის იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც „ნამდვილი ანგელოზი“. საჰაერო ბრძოლების დროს უკრაინელმა პილოტმა უკვე ჩამოაგდო დამპყრობლების 10 თვითმფრინავი“, - აცხადებენ უსაფრთხოების დაცვის სამსახურში. 

27.02.2022 22:07 ზელენსკის ქმედებებს უკრაინელთა 90%-ზე მეტი უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები ცნობილია

რეიტინგის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ 2022 წლის 26-27 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებებს  გამოკითხულთა 90%-ზე მეტი  უჭერს მხარს. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

გამოკითხვის თანახმად , უკრაინელების 91% მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის ქმედებებს, საიდანაც 59% მხარს უჭერს მათ მთელი გულით, 32% უფრო მეტად უჭერს მხარს. პრეზიდენტის ქმედებებს მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 6%, ხოლო პასუხის გაცემა 3%-ს გაუჭირდა. ამავე დროს, რეიტინგის ჯგუფი აღნიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბრიდან უკრაინის პრეზიდენტის ქმედებების მხარდაჭერა სამჯერ გაიზარდა.

ქვეყნის ყველა რეგიონში ზელენსკის მხარდაჭერის უკიდურესად მაღალი დონეა: დასავლეთსა და ცენტრალურ რეგიონში 90% -ზე მეტი, ხოლო აღმოსავლეთსა და სამხრეთში - 80% -ზე მეტი.

გამოკითხვა 2022 წლის 26-27 თებერვალს ჩატარდა. გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში  18 წლის და მეტი ასაკის 2000 რესპონდენტი გამოიკითხა.

ასევე ცნობილი გახდა, სოციოლოგიური ჯგუფი "რეიტინგის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

გამოკითხულთა 70% დარწმუნებულია, რომ უკრაინა შეძლებს რუსი დამპყრობლების თავდასხმის მოგერიებას. აქედან 47% აბსოლუტურად დარწმუნებულია ამ საკითხში, 23% კი საკმაოდ დარწმუნებულია. ამ ყველაფერში დარწმუნებული არ არის,  მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის 16%.

შეიარაღებული ძალების მიმართ ყველაზე მაღალი ნდობა დასავლეთსა და ცენტრალურ რეგიონებშია - პროცენტული მაჩვენებლები 75-78%-ს აღწევს. შედარებით დაბალი მაჩვენებელია - სამხრეთსა და აღმოსავლეთი - 64-66%.

ასევე, კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა საკუთარი შეიარაღებული ძალებისადმი რწმენის დონე. კერძოდ, 16-17 თებერვლის კვლევის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებაში დარწმუნებული 64% იყო, საიდანაც 28%-ს აბსოლუტური რწმენა ჰქონდა , 36% კი საკმაოდ დარწმუნებული იყო მათში.

27.02.2022 21:41 უეფა ევროპული შეჯიბრებებიდან ყველა რუსული კლუბის გამორიცხვას აპირებს

უეფას ეგიდით თამაშის უფლება შეიძლება ყველა რუსულმა კლუბმა დაკარგოს. ორშაბათს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი გაიმართება, რომელიც განიხილავს რუსეთის მონაწილეობას უეფას ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

აღნიშნული სანქცია რუსეთს უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი იერიშის მიტანის გამო დაეკისრება. დასავლური მედიის ინფორმაციით, სანქციებს ყველაზე აქტიურად უეფას ვიცე-პრეზიდენტი ზბიგნევ ბონიეკი უჭერს მხარს. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უეფას სანქციები ფიფას მოქმედებას აიძულებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს შესაძლოა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობა აეკრძალება. 

შეგახსენებთ, 25 თებერვალს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მოუწოდა ყველა სპორტულ ფედერაციას გადადოს ან გააუქმოს ყველა შეჯიბრი რუსეთსა და ბელარუსში.

იმავე დღეს ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედმა გამოაცხადა, რომ წყვეტს სპონსორობის ხელშეკრულებას რუსულ ავიაკომპანია აეროფლოტთან . გარდა ამისა, უეფამ გადაწყვიტა რუსეთს ჩამოერთვას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება და ამასთან, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ  გააუქმა სოჭის გრანპრი. 

27.02.2022 21:19 ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს ხელფასის სახით თვეში 100 000 გრივნას გადაუხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს ხელფასის სახით თვეში 100 000 გრივნას (11 000 ლარი) გადაუხდის. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები არა ფულის გამო, არამედ ხვალინდელი დღისთვის იბრძვიან, ამიტომ მისი თქმით, მათ სახელმწიფოსგან სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.

„ცხადია, ჩვენი სამხედროები არ იბრძვიან ფულისთვის, არამედ აწმყოსთვის, ხვალინდელი დღისთვის და ისინი სრულად პასუხისმგებლები არიან ამ საკითხზე.

მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა - იყო სამხედრო კაცი და დაიცვა ქვეყანა. ამიტომ ძალიან მინდა, რომ სახელმწიფომ ადეკვატურად აანაზღაუროს ეს სამუშაო. ჩვენს სამხედროებს, რომლებსაც იარაღი უჭირავთ, თვეში 100 000 გრივნას გადავუხდით.

არა იმისთვის, რომ ჩვენ „მადლობა“ გადაგვიხადონ, არამედ იმისთვის, რომ იცოდნენ, რომ ქვეყანა მათი ნამდვილად მადლიერია და ასე იქნება მანამ, სანამ ეს ომი არ დასრულდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

27.02.2022 20:41 „მე ნამდვილად არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგის, მაგრამ დაე, სცადონ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მოლაპარაკებებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ. მან TELEGRAM-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სჯერა მოლაპარაკებების შედეგის, მაგრამ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მის მცდელობაში ეჭვი არ შეეპაროს, მან ეს შესაძლებლობა დაუშვა. 

„ალექსანდრე ლუკაშენკომ მომაბრუნა, რათა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გამართულიყო მდინარე პრიპიატზე. ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გულწრფელად, როგორც ყოველთვის, მე ნამდვილად არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგის. მაგრამ დაე, სცადონ იმისთვის, რომ მოგვიანებით უკრაინის არცერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს, მცირედი ეჭვიც კი, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ ვცდილობდი ომის შეჩერებას, როდესაც იყო შანსი, თუმცა მცირე“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

27.02.2022 19:50 რუსებმა ლეგენდარული თვითმფრინავი An-225 „Dream“ გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს უკრაინის ავიაციის ფლაგმანი - ლეგენდარული An-225 „Dream“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს. 

მისი აღდგენა 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება და დიდი დრო დასჭირდება.

„ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი, AN-225 „Mriya“ ოცნება - უკრაინულად. რუსეთმა  გაანადგურა ჩვენი „მრია“. მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ გაანადგურონ ჩვენი ოცნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - წერს კულება.

 

27.02.2022 19:25 რუსული ჯარები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით იმუქრებიან - უკრაინული მედია

რუსმა დამპყრობლებმა წამოაყენეს ულტიმატუმი, იმუქრებოდნენ ჩერნობილის მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტის დანაღმვით და აფეთქებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„რუსმა სამხედროებმა წამოაყენეს ულტიმატუმი, იმუქრებიან ჩერნობილის მნიშვნელოვანი ატომური ობიექტის დანაღმვით და აფეთქებით. სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთი ამზადებს ისტორიებს იმის შესახებ, რომ იქ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და უსაფრთხო“,  - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკრაინამ ორი დღის წინ დაკარგა კონტროლი ატომურ ელექტროსადგურზე. ასევე, მომატებულია რადიაციის დონეც. 

„ეს მიუთითებს დამპყრობლების მიერ უსაფრთხოების სისტემების არასწორ გამოყენებაზე და მათ არ გააჩნიათ საჭირო ექსპერტიზა ბირთვული ობიექტების დასაცავად“, - აცხადებენ სპეციალისტები და ამბობენ, რომ მოსახლეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

27.02.2022 19:31 რუსეთს დრო ეწურება - ტაქტიკურად უკან იხევენ - არესტოვიჩი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს დრო ეწურება და ტაქტიკურად უკან იხევს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა ამოისუნთქა. ბოლო ძალები კიევისა და ხარკოვისკენ გაემართნენ. მტერი ტაქტიკურად უკან იხევს. "შედარებითი სიჩუმეა" მთელ ქვეყანაში, გარდა ვოლნოვახასა, კიევის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

„ბელორუსის შეიარაღებული ძალები 45000 ადამიანს შეადგენს. მხოლოდ 17000-ს შეუძლია მეტ-ნაკლებად დავალებების შესრულება. უფრო მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბელორუსი ჯარისკაცები არ შეასრულებენ რუსეთის კრიმინალურ ბრძანებებს“, - დასძინა მან.

არესტოვიჩმა ასევე მიმართა რუსეთისა და ბელარუსის ჯარისკაცებს. მისი თქმით, უკრაინა მათ დანებებას სამარცხვინოდ არ ჩათვლის და ეს ყველაფერი მათთვის სამხედრო ღირსების შენარჩუნების ტოლფასი იქნება.


„რაც შეეხება, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ჯარისკაცებს: როცა დანებდებით, ჩვენ ამ ყველაფერს არ ვთვლით სამარცხვინოდ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ შეინარჩუნებთ სამხედრო ღირსებას“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

27.02.2022 19:11 რუსული აგრესიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

რუსული აგრესიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა, ექიმებმა მძიმე დაზიანებების გამო მათი გადარჩენა ვერ შეძლეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ დახმარებას ვუწევთ დაჭრილებს და დაშავებულებს. სამწუხაროდ, 16 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს არის რუსული არმიის შედეგი, რომელსაც არმიას ვერ ვუწოდებთ. იმიტომ რომ ექიმებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს ჯარები არ ესვრის, არამედ ესვრიან ტერორისტები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არმია არ არის, ისინი ტერორისტები არიან“, - განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს სხვა ქვეყნების ექიმებს, შეუერთდნენ რუსეთის აგრესიის დროს დაშავებული მოქალაქეების, ჯარისკაცების სამედიცინო დახმარებას.

27.02.2022 18:50 ათობით რუსი სამხედრო ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდა

ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით რუსი ჯარისკაცი ჩაბარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

„ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები საუბრობენ სრულ გამოფიტვასა და დემორალიზაციაზე, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ცენტრალურ სარდლობასთან, მათ არ ესმით და არ იციან მათი შემდგომი ქმედება. უკრაინაზე თავდასხმის დაწყებიდან მათ არ მიუღიათ საკვები და წყალი. მათ არ აქვთ საწვავის მარაგი.

პოზიციების დატოვების შემდეგ, რუსი მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობაში დამალვას ცდილობენ და ხალხს ტანსაცმელსა და საკვებს სთხოვენ“, - წერს ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სინეგუბოვმა, ასევე, მოუწოდა ხარკოვის ოლქის მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ, არ გაუღონ კარები უცნობებს, არ დაეხმარონ რუს აგრესორს მიმალვაში.

27.02.2022 19:01 პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით - აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ აგრესორი სახელმწიფოს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება რუსული შემაკავებელი ძალების, რომელიც შეიცავს ბირთვულ იარაღის მზადყოფნაში მოყვანას, მიუღებელი ესკალაციაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავადა“ ავრცელებს.

„ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით და ჩვენ მისი ქმედებების შეჩერება ყველანაირი შესაძლო გზით უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

27.02.2022 18:40 უკრაინელი ბავშვების მკვლელობისთვის მტერი აუცილებლად დაისჯება! უკრაინა არ აპატიებს - დენის შმიგალი

„ოკუპანტებმა ვერ მიაღწიეს თავიანთ გეგმებს და ამიტომ ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას“, - აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, მტერმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მიიღო.

„ჩვენი ჯარები ანადგურებენ ოკუპანტებს ხმელეთზე, ზღვაში, ცაში. ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ასობით ტყვედ აიყვანეს, ათასობით დაიჭრა. ჩვენი ჯარი იცავს ფრონტის ყველა ნაწილს. მტერი ელოდა მარტივ გასეირნებას, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი მიიღო“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ოკუპანტებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.

„ესვრიან საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ესვრიან სასწრაფოს მანქანებს, ავტობუსებს, რომლებშიც ბავშვებიც არიან. ამ დანაშაულებისთვის რუსეთის სარდლობას აუცილებლად ელის ტრიბუნალი. უკრაინელი ბავშვების მკვლელობისთვის მტერი აუცილებლად დაისჯება! უკრაინა არ აპატიებს“

27.02.2022 18:02 რუსები ბავშვებს და ქალებს კიევში შესაღწევად იყენებენ - ანტონი გერაშჩენკო

რუსებს სურთ გამოიყენონ ბავშვები და ქალები  კიევში შესაღწევად, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონი გერაშჩენკო ავრცელებს. 

მისი თქმით, რუსი სამხედროები ბუჩაში აგროვებენ ბავშვებსა და ქალებს და ამბობენ, რომ მათი ევაკუაცია სურთ.

„ომის დამნაშავეებს სურთ გამოიყენონ ბავშვები და ქალები, როგორც „ადამიანის ფარი“ კიევში შესაღწევად“ , - აცხადებს გერაშჩენკო. 

27.02.2022 18:15 უკრაინული და რუსული მხარეები ერთმანეთს მდინარე პრიპიატთან შეხვდებიან

უკრაინული და რუსული მხარეები ერთმანეთს მდინარე პრიპიატთან შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. 

„პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ უკრაინული დელეგაცია რუსულს შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან. მოლაპარაკებების დროს ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

27.02.2022 17:56 უკრაინული დელეგაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის არაღიარებულ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს. ზელენსკის თქმით ლუკაშენკომ უკრაინული დელეგაციის უსაფრთხოების საკითხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ზელენსკი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უკრაინული დელეგაცია რუსულს, მდინარე პრიპიატის მიდამოებში, უკრაინულ-ბელარუსულ კორდონთან შეხვდება.

იმ პირთა უსაფრთხოების საკითხზე პასუხისმგებლობა, რომლებიც 1 საათის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე იქნებიან, საკუთარ თავზე თავად ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო. იმისთვის, რომ უკრაინული დელეგაცია ამ ტერიტორიაზე ჩავიდეს და მოლაპარაკებები გაიმართოს, ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საჰაერო რაკეტები, საჰაერო სივრცეს დატოვებს და მიწაზე დაეშვება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

27.02.2022 17:48 საშიში ტერორისტების ჯგუფი მარკით V განადგურებულია (ვიდეო)

უკრაინულმა არტილერიამ კიევის ოლქი ბუჩაში მთლიანად დაამარცხა რუსი სამხედროების V ჯგუფი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„განეიტრალებულია საშიში ტერორისტები.  განადგურდა 100-ზე მეტი ერთეული მტრის ტექნიკა. ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს, რომ  კადიროვის ხალხია“,  - ნათქვამია განცხადებაში.

27.02.2022 17:02 თავდასხმის დაწყების დღიდან კიევში 18 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ვიტალი კლიჩკო

„დედაქალაქში რუსული ჯარები არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - ამის შესახებ ნათქვამია დედაქალაქის მერის  ვიტალი კლიჩკოს ვიდეომიმართვაში.

„დედაქალაქში რუსული ჯარები არ არის. მაგრამ ჩვენი სამხედროები, სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ დივერსანტების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას. ღამით იყო შეტაკებები. განადგურდა რამდენიმე დიდი დივერსიული ჯგუფი.

კიევში, თავდასხმის დაწყებიდან, 24 თებერვლის შემდეგ, დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი, ასევე, 4 უცნობი და 18 სამხედრო პირი. დაშავდა 106 პირი, მათგან 47 მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულია 3 ბავშვი და 17 წლის კადეტი“, - აცხადებს კლიჩკო. 

მისი თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ დედაქალაქში საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვას.

„ყველას ვთხოვ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და დარჩით სახლში ან თავშესაფრებში“, -  დასძინა კლიჩკომ. 

27.02.2022 17:09 უკრაინა ბელორუსიის საზღვარზე მოლაპარაკებებს დათანხმდა - „უკრაინსკაია პრავდა“

რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ უკრაინა დათანხმდა მოლაპარაკებებს ბელორუსის საზღვარზე, - ამის შესახებ ინფორმაცია „უკრაინსკაია პტრავდას“ ზელენსკის ოფიციალურმა წყაროებმა დაუდასტურეს. 

აღნიშნული ინფორმაცია „უკრაინსკაია პრავდამ“ უკრაინის წყაროსთან გადაამოწმა, სადაც გამოცემას დაუდასტურეს, რომ შეხვედრა ბელორუსიის საზღვარზე გაიმართება.

„ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვეყოლება ძალიან სწორი დელეგაცია“, - აცხადებს წყარო.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა მოლაპარაკებების გამართვას გომელის რეგიონში.

ახლა რუსეთის დელეგაცია ადგილზე მიდის.

27.02.2022 16:29 „ეს პუტინის ომია!“ - ოლაფ შოლცი

ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძნობს, თუ რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ” უკრაინაში შეჭრისთვის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინი  ერთ ღამეში არ შეცვლის თავის გზას.

„გერმანია უკრაინას იარაღს გადასცემს თავის დასაცავად. შეუძლებელია, სხვა პასუხი გქონდეს პუტინის აგრესიაზე“, - აცხადებს შოლცი. 

გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი დამატებითი 100 მილიარდი ევროთი გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან გერმანია თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს დახარჯავს.

მისი თქმით, სანქციების პაკეტი უპრეცედენტოა, თუმცა უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს.

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას ამ სასოწარკვეთილების დროს. უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ. როგორც დემოკრატები, როგორც ევროპელები, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს“, - განაცხადა შოლცმა 

ოლაფ შოლცმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ევროპის ისტორიისთვის გარდამტეხ ეტაპად შეაფასა.

„პრეზიდენტ პუტინის ქმედებები არაადამიანურია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და შეუძლებელია მისი გამართლება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა თავის გამოსვლაში ახსენა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსული ბანკების SWIFT საერთაშორისო გადახდების სისტემიდან ამოღების შესახებ და აღნიშნა, რომ რუსულ ბანკებსა და კომპანიებს დაფინანსება შეუჩერდებათ.

გერმანია, ასევე, დახურავს თავის საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის.

ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა. ამიტომ, ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“ - აცხადებს შოლცი. 

რუსეთის პრეზიდენტს სურს, ევროპა მისი წარმოდგენების მიხედვით შეცვალოს, რასაც ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს.

27.02.2022 16:24 უკრაინაში დასაფრენად ბელარუსის საჰაერო ქვედანაყოფები ემზადებიან - უკრაინული მედია

ბელარუსი თავისი პერსონალით, ფაქტობრივად უკრაინაში შეჭრას იწყებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, მათი დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იტყობინება. 

უკრაინული გამოცემის წყაროს ინფორმაციით სადესანტო ადგილები - კიევისა და ჟიტომირის მიმართულებებია.

რამდენიმე საათით ადრე ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განცხადებები გააკეთა, რომელშიც ღიად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას. ის ამტკიცებდა, რომ „სამ დღეში დაიწყება ნამდვილი ხორცსაკეპი“.

ლუკაშენკო პუტინს მხარდაჭერას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეც დაჰპირდა.

27.02.2022 16:00 15 ტანკი, 25 ჯავშანტრანსპორტიორი და ადამიანებით სავსე 15 ურალი - ოკუპანტები კიევისკენ დაიძვრნენ

UNIAN-ის ცნობით, თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, კიევისკენ ოკუპანტთა რაზმი დაიძრა, რომელიც 15 ტანკისგან, 25 ჯავშანტრანსპორტიორისგან და ადამიანებით სავსე 15 ურალისგან შედგებოდა. ინფორმაციები მას შემდეგ ვრცელდება, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ მტრის გადაადგილების შესახებ ეცნობებინათ.

ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ დამპყრობლების კოლონა მაკროვის რაიონის გავლით - კიევის ან ჟიტომირის მიმართულებით მიემართებოდნენ.

„უკვე მესამე კოლონაა, რიგრიგობით მცირე დროის შუალედით, მეტი თვითმავალი თოფები, ჯავშანტრანსპორტიორები, სატვირთო მანქანები, ცეცხლსასროლი იარაღებით, რაკეტებით. საწვავიც ტრანსპორტირდება“, - აცხადებს მოსახლეობა.

27.02.2022 15:35 რუსეთმა წამმზომი ჩართო - უკრაინას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა, ადგილობრივი დროით, 15:00 საათამდე აქვს

რუსეთმა უკრაინის ოფიციალურ პირებს ვადა, რათა გადაწყვიტონ, შეხვდებიან თუ არა მოლაპარაკებებისთვის ბელორუსის ქალაქ გომელში, ადგილობრივი დროით, კვირის 15:00 საათამდე მისცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ  სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს განუცხადა, რომ ისინი დარჩებიან გამოყოფილ დრომდე და დაელოდებიან პასუხს.

„როგორც კი მივიღებთ ამის დადასტურებას, ჩვენ დაუყოვნებლივ გავემგზავრებით მოლაპარაკებებისთვის ჩვენს კოლეგებთან შესახვედრად.

ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ“, - თქვა მედინსკიმ. 

რაც შეეხება ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს მოლაპარაკება გამართოს რუსეთთან, მაგრამ უარი განაცხადა მათი წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც შეხვედრა ბელარუსში უნდა გამართულიყო.

ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა და უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მთავარი როლი ითამაშა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსული ჯარები  ბელარუსის საზღვრის გავლით, ბელარუსის  მთავრობის მხარდაჭერით შეიჭრნენ. ბაიდენის ადმინისტრაციამ შემდგომში სანქციები დაუწესა 9 ბელარუსულ თავდაცვის ფირმას თავდასხმის მხარდაჭერისთვის.

ზელენსკიმ პირდაპირ მიმართა ბელარუსიას  და თქვა, რომ მათი ტერიტორიიდან „აგრესიული ქმედებები“ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია. უკრაინამ განაცხადა, რომ ბელორასის ტერიტორიიდან კიევის მიმართულებით გაშვებული საკრუიზო რაკეტა დააფიქსირა.

27.02.2022 15:17 უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„უკრაინამ ოფიციალურად შეიტანა სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში.

რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის მცდელობის გამო. ჩვენ ვთხოვთ სასამართლოს დაუყოვნებლივ დაავალოს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დანიშნოს მოსმენა მომავალ კვირას“, - აცხადებს ზელენსკი. 

27.02.2022 15:12 კიევში გაანეიტრალეს კადიროველთა ჯგუფი, რომლებიც ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ

კიევში სახიფათო კადიროვის დივერსანტთა ჯგუფი გაანეიტრალეს.ამის შესახებ ტელეგრამში ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.მისი თქმით, კადიროველები ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

„კიევში ჩეჩენ დივერსანტთა ჯგუფი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა გაანეიტრალეს. უკრაინელებმა ნაწილი დახოცეს, ნაწილი - დაატყვევეს“, - განაცხადა გერაშჩენკომ

27.02.2022 15:02 კიევში განსაკუთრებით საშიში ტერორისტების კოლონას ეძებენ მარკით V - UNIAN

უკრაინის შეიარაღებული ძალები ეძებენ განსაკუთრებით საშიშ ტერორისტებს, მარკით V, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ცნობით, ეს განსაკუთრებით საშიში ტერორისტები არიან, რომლებიც უკრაინაში სპეციალური დავალებით ჩავიდნენ. ტექნიკა კიევის მიმართულებით მოძრაობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია. მივმართავთ კიევის რეგიონისა და კიევის ყველა მოქალაქეს! ყველამ, ვინც იცის მათი ადგილმდებარეობა, სასწრაფოდ მიაწოდოს მონაცემები უკრაინელ დამცველებს ან თუ შესაძლებელია, არ დაუშვას მათი შემდგომი მოძრაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, დიდება უკრაინას“, - ნათქვამია შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

27.02.2022 14:44 უკრაინამ საჰაერო რაკეტების დიდი პარტია მიიღო

უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან  საჰაერო რაკეტების დიდი პარტია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ისინი უკვე ჩვენი მებრძოლების ფრთების ქვეშ არიან. პილოტები ირწმუნებიან, რომ საკმარისი იქნება ყველა ოკუპანტისთვის! დიდება უკრაინას!“ - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ მადლობა გადაუხადა ანტიპუტინის კოალიციის მოკავშირეებს უკრაინის ჯარების ძლიერი მხარდაჭერისთვის.

27.02.2022 14:32 „უფალმა დაიცვას რუსული მიწა, რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“ - რუსეთის პატრიარქი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ საკვირაო ქადაგებისას, ლიტურგიის შემდეგ განაცხადა, რომ ლოცულობდა მშვიდობისთვის "რუსულ მიწაზე", რომელშიც შედის უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები. მან ასევე მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა მორწმუნეს, როგორც ეკლესიაში, ასევე სახლში, ილოცონ მშვიდობის აღსადგენად ყველა ამ ქვეყანაში.  

"უფალმა დაიცვას რუსული მიწა! როდესაც ვამბობ "რუსულს", ვიყენებ ძველ გამოთქმას წარსული წლების ზღაპრიდან - "საიდან გაჩნდა რუსული მიწა", რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“, - განაცხადა პატრიარქმა მრევლთან მიმართვის დროს.

„ღმერთმა ქნას, რომ მოძმე უკრაინაში, რომელიც ჩვენთან ახლოსაა, არსებული პოლიტიკური ვითარება იყოს მიმართული იმისთვის, რომ მათ გაიმარჯვონ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთისა და რუსული ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ“, - დასძინა პატრიარქმა.

27.02.2022 14:14 არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან, სანამ ის არ გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან - დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინის თაობაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება, სანამ მოსკოვს იქ ჯარები ჰყავს. 

„თუ რუსები სერიოზულად უყურებენ მოლაპარაკების იდეას, მათ უნდა გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან. მათ არ შეუძლიათ მოლაპარაკება უკრაინელების თავთან იარაღით აწარმოონ... ასე რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მე არ ვენდობი ამ ე.წ. მოლაპარაკების მცდელობებს“, - განაცხადა ტრასმა.

"მე შევადგინე იმ ოლიგარქების სია, რომლებსაც სანქციები დაეკისრებათ. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და ყოველ კვირეულად მათი რაოდენობა გაიზრდება. ისინი ამ სანქციებს ვერსაც დაემალებიან“, - დასძინა მან.

27.02.2022 14:10 რუსეთის ჯარებმა სცადეს შეჭრა ბუჩაში, ირპენში და გოსტომელში, თუმცა ისინი შეაჩერეს - ალექსეი არესტოვიჩი

„რუსეთის ჯარები კვირა დილით ცდილობდნენ წინსვლას კიევის რეგიონის ქალაქების - ბუჩას, ირპენისა და გოსტომელისკენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება კიევს და ვითარებას დედაქალაქის დასავლეთ გარეუბანში: მტერი ცდილობდა წინსვლას ქალაქ ბუჩასკენ, ქალაქ გოსტომელისაკენ, ქალაქ ირპინისკენ. დამპყრობლებმა ვერ მოახერხე ქალაქის დაკავება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს სარაკეტო, საარტილერიო და საჰაერო დარტყმები“, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და ანადგურებენ მტერს.

„სხვათა შორის, საბრძოლო ოპერაციებში ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა, მათ რუსი მედესანტეები მოლოტოვის კოქტეილებით სწორედ ბუჩაში დაწვეს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

27.02.2022 13:45 4 300 სამხედრო, 146 ტანკი, 26 ვერტმფრენი - რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს. რუსმა ოკუპანტმა შეამცირა შეტევის ტემპი, მაგრამ მაინც, გარკვეული თვალსაზრისით, ახერხებს წარმატების მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციის დროს. რუსი აგრესორების ჯავშანტექნიკამ შეამცირა უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლის ტემპი.

ოკუპანტებმა 3 დღის განმავლობაში დაკარგეს: 👇

👉 4 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე

👉 27 - თვითმფრინავი

👉 26 - ვერტმფრენი 

👉 146 - ტანკი

👉 706 - საბრძოლო ჯავშანმანქანები

👉 ZRK BUK- 1

👉 ავტომანქანა - 30

👉ცისტერნები - 60

👉 BPLA OTR - 2

👉გემები / ნავები - 2

👉 PPO-ს საშუალებები

27.02.2022 13:52 რუსული დაბომბვების შედეგად მარიუპოლის რაიონში 10 ბერძენი დაიღუპა - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი

დონეცკის ოლქის, მარიუპოლის მიდამოებში, რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად, 10 ბერძენი დაიღუპა - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა Twitter- ზე დაწერა.

"რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დღეს მარიუპოლის მახლობლად 10 უდანაშაულო ბერძენი, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სასწრაფოდ შეწყვიტეთ დაბომბვა!" - წერს ის.

 

 

27.02.2022 13:43 ყვავს უნდა ვუწოდოთ ყვაყი, რუსეთის ქმედებებს გენოციდის ნიშნები აქვს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ნიშნები აქვს და დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციას გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ მან დღეს გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.

„ყვავს უნდა ვუწოდოთ ყვავი. რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ნიშნები აქვს. მე ვესაუბრე გაეროს გენერალურ მდივანს. რუსეთი ბოროტების გზაზეა, მსოფლიომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის მიცემის უფლება უნდა ჩამოართვას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

27.02.2022 13:24 სუმის რეგიონში პოლიციამ 5 ოკუპანტი დააკავა (ფოტოები)

სუმის რეგიონში პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ხუთი ოკუპანტი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას sumypost ავრცელებს. 

„იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად, არ დაუკავშირდეთ საეჭვო პირებს და არ შეატყობინოთ მათ რაიმე ინფორმაცია, არ გახვიდეთ საღამოს გარეთ, ენდეთ მხოლოდ დამოწმებულ წყაროებს“, - აცხადებენ უწყებაში.

უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლები, ისევე როგორც სხვა სამართალდამცავი უწყებები, აგრძელებენ მუშაობას მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პატრულირებენ დასახლებულ პუნქტებში. 

27.02.2022 12:55 ლუკაშენკომ ბელორუსის მიერ უკრაინის დაბომბვა აღიარა

ალექსანდრე ლუკაშენკომ  დაადასტურა, რომ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები ბელორუსის ტერიტორიიდან განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„კონფლიქტის დასაწყისში მოხდა 2-3 სარაკეტო დარტყმა ბელორუსის სამხრეთიდან, მას შემდეგ, რაც კიევმა განათავსა 3-4 სარაკეტო ბატალიონი საზღვართან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან, ასევე, აღიარა რომ ეხმარებოდა რუს ტერორისტებს, რომლებიც უკრაინის ქალაქებს ბომბავდნენ.

ამასთან, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კიევი არ დაუბომბიათ.

27.02.2022 12:36 „თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ“ - ზელენსკი ბელარუსს მიმართავს

„თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ, ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ყველაფერი ააფეთქონ“, - ასე მიმართა  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსებს. 

„დღეს ყველას საარჩევნო უბნებზე, რეფერენდუმში ხმის მისაცემად გიხმობენ. ერთი მხრივ, შესაძლებელია ეს ჩვეულებრივ საარჩევნო პროცესს ჰგავდეს, თუმცა ყველანი ვხედავთ რომ სხვა დონის გადაწყვეტილების მისაღებად გამზადებული პროცესია. გასული ღამე უკრაინისთვის საშინელება იყო. ისევ ბომბდამშენების ფრენა და ისევ დასახლებული პუნქტების დაბომბვა. უკრაინაში არ არის არცერთი ობიექტი, რომელიც რუს ოკუპანტებს მიზანში არ აქვთ ამოღებული. ისინი ყველას ესვრიან და ყველას ებრძვიან. არ ინდობენ დასახლებულ პუნქტებს, საბავშვო ბაღებს და სასწრაფო დახმარების მანქანებს.

იყენებენ რეაქტიულ არტილერიას, ისვრიან ჭურვებს ყველა დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ამ დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ბაზები არასდროს ყოფილა. ვასილკოვი, კიევი, სუმი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და სხვა ბევრი ქალაქი, ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორც ბოლოს ეს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ამ ომში ჩვენ ერთ მხარეს არ ვართ.

ბელარუსის ტერიტორიიდან, რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინის მიმართულებით რაკეტებს ისვრის, თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ, ანგრევენ ჩვენს სახლებს, ცდილობენ ყველაფერი ააფეთქონ ყველაფერი რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მამებისა და ბაბუების მიერ იყო აშენებული. ბელარუსში დღეს მიმდინარე რეფერენდუმი არის დე ფაქტო მოვლენა.

თქვენ დღეს წყვეტთ, ვინ ხართ და ვინ უნდა იყოთ მომავალში. შვილებს, მეგობრებს და მეზობლებს თვალებში როგორ ჩახედავთ. გახსოვდეთ რომ ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები, თქვენი მეზობლები ვართ. იყავით ბელარუსი და ბელორუსები და არა რუსეთი. ეს გადაწყვეტილება თქვენ დღეს, ზუსტად ახლა უნდა მიიღოთ. 

ეს ადგილი მოლაპარაკებების ცენტრად ჩვენ არ აგვირჩევია, არც თქვენ. ეს ადგილი რუსებმა აირჩიეს. ჩვენ დაძინებას არ ვაპირებთ, რადგან ვიბრძვით ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

27.02.2022 12:03 ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარკოვის რეგიონში 302-ე უკრაინული საზენიტო პოლკი დააკავეს ყალბია

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების არცერთ მებრძოლს არ დაუყრია იარაღი და რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 302-ე საზენიტო პოლკის დაკავებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ UNIAN წერს.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და რუსეთი ამ ყველაფრით, უკრაინელი სამხედროების მიმართ არსებული რწმენის შერყევას ცდილობს.

„ყველა უკრაინელი სამხედრო იმყოფება საბრძოლო პოზიციებზე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს მშობლიურ ხარკოვის რეგიონს და ვანადგურებთ მტერს. რუსეთი აქტიურად ავრცელებს ტყუილს, რომ ხარკოვის რეგიონში 302-ე საზენიტო პოლკია დაკავებული. ეს არის ყალბი! რუსეთი ცდილობს შეარყიოს რწმენა ჩვენი ძალების მიმართ, მაგრამ არაფერი გამოუვა!“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

27.02.2022 11:57 უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ არა ბელორუსიაში - ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტები არ დაფრინავს უკრაინაში, მაგრამ არა ბელორუსიაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - ჩვენ ყველამ შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს.

 ნებისმიერი სხვა ქალაქი ჩვენთვის შესაფერისია -  რომლის ტერიტორიიდან რაკეტები არ დაფრინავს უკრაინაში“, - აცხადებს ზელენსკი.

27.02.2022 11:47 რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია ბელორუსიაში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა

მისი თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.

„მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ბელორუსიაში ჩავიდა უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, - განაცხადა პესკოვმა.

27.02.2022 11:05 ქალაქი ახალი კახოვკა რუსმა ძალებმა დაიკავეს

სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქის ქალაქი ახალი კახოვკა რუსმა ძალებმა აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია  ქალაქის მერ ვოლოდიმირ კოვალენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნოვაია-კახოვკა ხერსონის ოლქში რუსულმა ჯარმა დაიპყრო. ოკუპანტებმა აღმასრულებელი კომიტეტი დაიკავეს და შენობებიდან ყველა დროშა ჩამოხსნეს“, - აცხადებს კოვალენკო.

27.02.2022 11:17 პოლტავას ოლქში 200-ზე მეტი რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა

პოლტავას ოლქის პრესსპიკერის კაპიტან რომან ისტომინის თქმით, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა განადგურდა.

შეიარაღებული ძალების, სამხედრო თვითმფრინავების და თანამშრომლობითი საარტილერიო დანაყოფების ერთობლივი მოქმედებების წყალობით პოლტავას ოლქში 200-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა, უმეტესობა ტანკები, განადგურდა. 

27.02.2022 11:01 უკრაინაში ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი იქმნება - ზელენსკი

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახალი დანაყოფის - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ განაცხადა. ის დაკომპლექტდება უცხოელებით, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ რუსული აგრესიის მოგერიებაში. ინფორმაცია 

„ყველა უცხოელს, ვისაც სურს შეუერთდეს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლასა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს სახელმწიფოში მისვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში გაწევრიანებას“, - განაცხადა ზელენსკიმ

27.02.2022 10:45 ხარკოვში ქალაქში შიდა ბრძოლები დაიწყო, ვიდეოში ჩანს როგორ ესვრიან რუსებს 

 

27.02.2022 10:36 განადგურებულია ოკუპანტების 102 ტანკი და 16 თვითმფრინავი - უახლესი ინფორმაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს. მათი თქმით, რუსებმა შეამცირეს  თავდასხმის ტემპი. 

საოკუპაციო ძალების პირადი რაზმი, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდა კაცები არიან, გადაღლილები არიან წინა სამხედრო წვრთნებიდან.

მოწინააღმდეგეებს  მთავარი მიზანი კიევის ბლოკირება შეუსრულებელი დარჩა.

რუსი დამპყრობლები გადადიან დივერსიული  ჯგუფების აქტიურ გამოყენებაზე, რომლებიც ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას დიდ ქალაქებში.

ოკუპანტებმა დაკარგეს: 3 000-ზე მეტი  სამხედრო,  200-ზე მეტი ადამიანი ჩავარდა ტყვედ, განადგურებულია 16 ერთეული თვითმფრინავი და 18 ერთეული ვერტმფრენი. განადგურებულია მტრის 102 ტანკი. ასევე განადგურებულია  ჯავშანმანქანები 540-ზე მეტი, თვითმფრინავის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა BUK - 1 და 20 ერთეულზე მეტი ავტომატური ტექნიკა.

27.02.2022 10:20 კიევს მთლიანად აკონტროლებს უკრაინის არმია და ტერიტორიული დაცვა - კიევის საქალაქო ადმინისტრაცია

კიევს მთლიანად აკონტროლებს უკრაინის არმია და ტერიტორიული დაცვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„დედაქალაქს მთლიანად უკრაინის არმია და თავდაცვა აკონტროლებს. ღამით რამდენიმე შეტაკება მოხდა დივერსიულ ჯგუფებთან“, - განაცხადა მიკოლა პოვოროზნიკმა, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ.

სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უკრაინის მთელ რიგ ქალაქებზე და თავს დაესხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს.

ამ დროისთვის დედაქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.

27.02.2022 10:02 რუსული ჯარები ხარკოვის ცენტრში შეიჭრნენ

რუსული ჯარები ხარკოვის ცენტრში შეიჭრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას  „უნიანი“  რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„რუსული ჯარები ხარკოვის ცენტრში შეიჭრნენ. მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ყურადღება! არ დატოვოთ თავშესაფარი! უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის ლიკვიდაციას ახდენენ.  მოსახლეობას ვთხოვთ, არ გამოხვიდეთ ქალაქის ქუჩებში. გთხოვთ, დარჩით სახლში. ქალაქში ვითარება ძალიან დაძაბულია“, - აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.

27.02.2022 09:53 ლიეტუვის სამხედრო დახმარება უკვე უკრაინაშია

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მათ მიერ გაგზავნილი სამხედრო დახმარება უკრაინაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს TWITTER-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

"ლიეტუვური სამხედრო დახმარების ტვირთმა უკრაინამდე მიაღწია. ლიეტუვა გააგრძელებს ჩვენი ძვირფასი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას!" - წერს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო.

 

27.02.2022 09:26 „სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას გვპირდებოდა 2 საათში?“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა მოქალაქეებს მიმართა

მინისტრმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან გასული 3 დღე შეაფასა. 

„სამი დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას გვპირდებოდა 2 საათში? სად არიან? მე მათ არ ვხედავ. მხოლოდ მესმის, როგორ იმართლებენ თავს.

მესაზღვრეები, თავდაუზოგავი მაშველები, სანდო პოლიციელები, დაუღალავი სამედიცინო პერსონალი, ყველა ასრულებს თავის მოვალეობას.

მე ვხედავ ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც აიღეს იარაღი, შეუერთდნენ ტერიტორიული თავდაცვის რიგებს და იბრძვიან მათი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის, მათთვის, ვინც უყვართ, მათი წინაპრების ხსოვნისათვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ყოველ საათში უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ასეთი არმია არსად არ არსებობს ევროპაში და რომ ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო ამ არმიისა და ჩვენი ხალხის გარეშე. ევროპა უბრალოდ არ იარსებებს ჩვენს გარეშე. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. 

27.02.2022 09:02 ქალაქი ნიკოლაევი უკრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ რჩება

ნიკოლაევი უკრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ რჩება, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა ვიდეომიმართვისას განაცხადა

მისი თქმით, ქალაქი კვლავ სახიფათოა, ამიტომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს.

„ძვირფასო ნიკოლაეველებო, ახლა საკათედრო მოედანზე ვარ, ჩემს უკან საკრებულოა, იქ ჩვენი უკრაინის დროშა ფრიალებს, მეორე მხარეს, საკრებულოს მოპირდაპირედ, ასევე უკრაინის დროშა. მინდა ვთქვა, რომ ქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ტანკები და ჯავშანტექნიკა, რომლებიც ახლა ქალაქის ტერიტორიაზეა, უკრაინულია. არ მოდუნდეთ, ქალაქი ჯერ კიდევ საშიშია, მაგრამ უკრაინის არმია გვიცავს“, - განაცხადა სიენკევიჩმა.

27.02.2022 08:37 უკრაინელმა სამხედროებმა „კადიროველების“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაანადგურეს

კიევის ოლქში, გოსტომელთან უკრაინელმა სამხედროებმა „კადიროველების“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაანადგურეს

უკრაინის უზენაესი რადას ინფორმაციით, განადგურებულია „როსგვარდიის“ ქვედანაყოფი. 

„გოსტომელთან განადგურდა „კადიროველების“ ქვედანაყოფი. ჯგუფთან ერთად დაიღუპა ჩეჩნეთის „როსგვარდიის“ 141-ე პოლკის მეთაური მაგომედ თუშაევიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

27.02.2022 08:21 რუსებმა ოდესის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკი ავრცელებს. 

მისივე თქმით, უკრაინელთა საჰაერო თავდაცვა მზადაა. 

„ოდესაში მტერს არ სძინავს. გვემუქრება, უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებს, ფსიქიკაზე ზეწოლას ახდენს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. ზუსტი გაშვებები თქვენ, ძმებო“, - განაცხადა ბრაჩუკმა. 

27.02.2022 07:37 უკრაინა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომას იწვევს

რუსული აგრესიის ფონზე უკრაინა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომას იწვევს, - ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგი კისლიცამ განაცხადა

„გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს ფონზე, მე ვთხოვე საბჭოს წევრებს მიეღოთ საჭირო გადაწყვეტილება გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის მოწვევის შესახებ, შესაბამისად, 377A (V) რეზოლუციით. რუსეთმა ვეტო გამოიყენა, რათა საბჭოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად მოქმედების საშუალება არ მისცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის ცხრა ხმაა საჭირო, ამ შემთხვევაში არცერთ ქვეყანას ვეტოს უფლება არ ექნება. 

27.02.2022 06:23 ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე უკრაინაში - ვასილკოვოს ნავთობის საცავში ხანძრის ჩაქრობას მაშველები მიმდინარე ბრძოლების გამო ვერ ახერხებენ

ვასილკოვოში მიმდინარე ბრძოლების გამო მაშველები ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსეი კულება აცხადებს, რომ თუ ხანძარი დროულად არ ჩაქრება, უკრაინა ეკოლოგიური კატასტროფის  საფრთხის წინაშე დადგება. 

„ჩვენ უკვე მოვახერხეთ გაზის მიწოდების შეწყვეტა. ჩვენი ინფორმაციით, საწვავის 10 ავზიდან ერთ-ერთში გვაქვს პირდაპირი დარტყმა. ხანძარი შესაძლოა სხვებზეც გადავიდეს, ამ შემთხვევაში გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დავდგებით“, - განაცხადა კულებამ. 

27.02.2022 06:06 კიევში რუსული ჭურვები რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს დაეცა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსული ჭურვები რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს დაეცა, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექცია იუწყება. 

„27 თებერვლის რუსეთის ფედერაციისთვის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის საზენიტო და სარაკეტო იარაღით კიევის მასობრივი დაბომბვის შედეგად, ჭურვები მოხვდა კიევის ფილიალის რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს. ამჟამად შეუძლებელია ზარალის სიდიდის შეფასება. დაბომბვის შემდეგ რადიაციული სიტუაციის შეფასება პორტატული მოწყობილობებით მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის წინასწარი შეფასებით, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების დაწესებულების ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

27.02.2022 05:47 არკოვში მტრის ჭურვი ცხრასართულიან შენობას მოხვდა - არის მსხვერპლკი

ხარკოვში რუსული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ჭურვი ცხრასართულიან შენობას მოხვდა, რასაც მოხუცი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ოპერატიული განყოფილება და პირველადი სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა.

მაშველებმა შენობიდან 20-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

27.02.2022 05:09 „მტერს ყველაფრის განადგურება სურს, რთული ღამე იქნება“ - ვასილკოვოს მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მერმა ნატალია ბალასინოვიჩმა მოქალაქეებს მიმართა:

„ხედავთ, რა ხდება, ხედავთ ხანძარს - სამწუხაროდ, ეს არის ნავთობის საცავი სოფელ კრიაჩკიში. მტერს სურს, გაანადგუროს ყველაფერი, მაგრამ არ გამოუვა. ჩვენი აეროდრომიც დაიბომბა, მაგრამ ის უკრაინელთა კონტროლქვეშაა. ღამე რთული იქნება აქაც, ისევე როგორც კიევში, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ღმერთი ჩვენთანაა“, - განაცხადა ბალასინოვიჩმა.

27.02.2022 04:51 ვიდეო: უკრაინელები მოლოტოვის კოქტეილებით რუსულ სამხედრო ტექნიკას ანადგურებენ

სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ვიდეო ვრცელდება, რომელშიც უკრაინის მოქალაქეების მიერ რუსული სამხედრო ტექნიკის მოლოტოვის კოქტეილებით განადგურების კადრებია აღბეჭდილი. 

ვიდეო, სავარაუდოდ, კიევის ქუჩებშია გადაღებული. 

27.02.2022 03:59 „მჭიდროდ დაკეტეთ ფანჯრები“ - კიევის ოლქში მოსახლეობას მომწამლავი კვამლისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ

კიევის ოლქში ვასილკოვოში სარაკეტო დარტყმის შედეგად ნავთობბაზა აფეთქდა. 

ადგილზე ძლიერი ხანძარია გაჩენილი. 

ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მომწამლავ კვამლს თავი აარიდონ.

„კიევის რეგიონის მცხოვრებლების საყურადღებოდ:

მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები - კვამლი და საშიში ნივთიერებები შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს, რადგან ქარი მიმართულებას იცვლის“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

27.02.2022 03:34 რუსი ჯარისკაცების მიერ მარიუპოლის დაბომბვას ათი ბერძენი ემსხვერპლა

რუსული ჯარების მიერ მარიუპოლის დაბომბვისას ათი ბერძენი დაიღუპა, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

„მარიუპოლის მახლობლად რუსული დაბომბვისას დაიღუპა ბერძნული წარმოშობის ათი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე. სასწრაფოდ შეაჩერეთ დაბომბვა!“, - განაცხადა მიცოტაკისმა.

მომხდარის გამო რუსეთის ელჩი საბერძნეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

გარდა ამისა, საბერძნეთმა უკრაინიდან ლტოლვილების მიღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

27.02.2022 03:19 „პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა, თუმცა რეალურად საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. 

მისი თქმით, პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა, თუმცა რეალურად საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნეს SWIFT-დან.

ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.

გარდა ამისა, ჩვენ გავყინავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს, ეს კი გაყინავს მის ტრანზაქციებს.

და ბოლოს, ჩვენ ვიმუშავებთ, რომ რუს ოლიგარქებს აეკრძალოთ თავიანთი ფინანსური აქტივების გამოყენება ჩვენს ბაზრებზე. პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა, მაგრამ ფაქტობრივად საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს“, - განაცხადა ფონ ლაიენმა. 

27.02.2022 03:19 „პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა, თუმცა რეალურად საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. 

მისი თქმით, პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა, თუმცა რეალურად საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნეს SWIFT-დან.

ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.

გარდა ამისა, ჩვენ გავყინავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს, ეს კი გაყინავს მის ტრანზაქციებს.

და ბოლოს, ჩვენ ვიმუშავებთ, რომ რუს ოლიგარქებს აეკრძალოთ თავიანთი ფინანსური აქტივების გამოყენება ჩვენს ბაზრებზე. პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა, მაგრამ ფაქტობრივად საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევს“, - განაცხადა ფონ ლაიენმა. 

27.02.2022 02:59 კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

აფეთქება უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მოხდა.

დედაქალაქის თავზე ცა რამდენიმე წუთის განმავლობაში განათდა.

27.02.2022 02:40 უკრაინელებმა კიევის ცაზე რუსული დესანტით სავსე 2 ილ-76 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კიევის ცაზე ორი რუსული ილ-76 ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი გალინა ტრეტიაკოვა სოციალურ ქსელში წერს. 

ბორტზე, სავარაუდოდ, რუსი მედესანტეები იყვნენ.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

27.02.2022 02:36 ნატოს ქვეყნები უკრაინაში დიდი რაოდენობით სამხედრო დახმარებას აგზავნიან

ნატოს მოკავშირეები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას აძლიერებენ. 

ალიანსის რამდენიმე წევრი ქვეყანა უკრაინაში სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. 

„მოკავშირეები აძლიერებენ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორი უკრაინის მიმართ. 

ბელგიამ, კანადამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ბრიტანეთმა და აშშ-მა გააგზავნეს ან გასაგზავნად ამტკიცებენ სამხედრო დახმარებას, როგორიცაა იარაღი, საბრძოლო მასალა და რაკეტები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა.

იტალია ამზადებს ფინანსურ მხარდაჭერას და ესპანეთი ჰუმანიტარულ დახმარებას. თურქეთი ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან თავდაცვით კავშირებს აღრმავებს. 

ნატო მრავალი წელია მხარს უჭერს უკრაინელებს თავის დასაცავად. ჩვენ ასე გავაგრძელებთ და მოვუწოდებთ სხვებსაც, იგივე გააკეთონ“, - აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში. 

27.02.2022 02:23 „სრულად ვაკონტროლებთ ყველაფერს, რაც უკრაინის რეგიონებში ხდება“ - ზელენსკის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა მოსახლეობას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინის რეგიონებში არსებულ სიტუაციას მათი სამხედროები სრულად აკონტროლებენ. 

„მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს, რაც უკრაინის რეგიონებში ხდება. რუსეთის ფედერაციას არცერთი ქალაქი არ დაუკავებია. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ტერიტორია, სადაც ისინი გადაადგილდებიან, თუმცა იქ არავინ არ იბრძვის. მათ უნდა გაიგონ, რომ ასე ქალაქების აღება შეუძლებელია, ახლა არ არის მეთოთხმეტე საუკუნე, მოსახლეობა რუსულ ტანკებს შესაბამისად დახვდება. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვაკონცენტრირებდით ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ცხადია, რომ მათი მიზანი უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაა, თუმცა ხელმძღვანელობა ისევ კიევშია, არსად წასულა და არც წავა“, - განაცხადა პოდოლიაკმა. 

27.02.2022 02:00 რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას ლიეტუვაც შეუერთდა

ლიეტუვა რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცეს დახურავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა. 

„ლიეტუვა რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცეს შუაღამისას დახურავს. 

არავითარი აგრესორის თვითმფრინავების ფრენა თავისუფლების ცაზე“, - წერს შიმონიტე „ტვიტერზე“. 

რუსულ ავიახაზებს საჰაერო სივრცე რუმინეთმა, სლოვენიამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა, ჩეხეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაუხურეს. 

27.02.2022 01:37 უკრაინა რუსეთთან და ბელარუსთან ყველა სახმელეთო საზღვარს კეტავს

უკრაინა რუსეთთან და ბელარუსთან ყველა სახმელეთო საზღვარს ოფიციალურად დაკეტავს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. 

„ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, შმიგალმა განაცხადა, რომ  28 თებერვლიდან, მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს ექნებათ უფლება რუსეთიდან და ბელარუსიდან უკრაინაში გადავიდნენ.

27.02.2022 01:12 კიევი მძიმე ბრძოლების მოლოდინში - დედაქალაქში რუსების თავდასხმას დაახლოებით 1 საათში ელოდებიან

27 თებერვლის გამთენიისას კიევს მძიმე ბრძოლები ელის

უკრაინის დედაქალაქში რუსი ოკუპანტების შეტევას დაახლოებით 1 საათში ელოდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი ირინა გერაშჩენკო ავრცელებს. 

„მომდევნო ნახევარ საათში ან საათში ფაშისტური რეჟიმი ყველა ძალით, მთელი მომაკვდინებელი ქარიშხლით, კიევს შემოუტევს. გთხოვთ, ყველა თავშესაფარში ძვირფასო კიეველებო", - აცხადებს გერაშჩენკო.

27.02.2022 01:07 უკრაინელებმა კიევში საგუშაგოზე შეტევის დროს რუსი დივერსანტების ჯგუფი გაანადგურეს

უკრაინის დედაქალაქ კიევის დარნიცკის რაიონში სამხედროებმა რუსი დივერსანტების ჯგუფი გაანადგურეს

ოკუპანტები ერთ-ერთ საგუშაგოს გარღვევას ცდილობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის შსს მინისტრის მრჩეველი ანტონი გერაშჩენკო იუწყება. 

„დარნიცკის რაიონში, საგუშაგოს გარღვევევის მცდელობისას, პოლიციამ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუს-ფაშისტური დივერსანტების ჯგუფი გაანადგურეს“, - აცხადებს გერაშჩენკო.

27.02.2022 00:29 3000 სამხედრო, 100 ტანკი, 18 ვერტმფრენი, 16 თვითმფრინავი - 26 თებერვლის რუსული არმიის დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 26 თებერვლის 20:00 საათის მდგომარეობით არსებულ ვითარებას აჯამებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ რუსულმა არმიამ სერიოზული დანაკარგი განიცადა.

„მტრის ჯარები დემორალიზებულია, მათ საწვავი და საკვების მარაგი ამოეწურათ. მოწინააღმდეგე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. დიახ, სამხედროების სავარაუდო დანაკარგი 3000 ადამიანზე მეტია, ტანკების -100, BBM - დაახლოებით 540, ჭავლი - 15, "ბუკი" - 1, თვითმფრინავები - 16, ვერტმფრენები - 18.ასევე, რუსი ოკუპანტები მასიურად ტოვებენ ტექნიკას და გარბიან.გამარჯვება ჩვენი იქნება! ერთად გავიმარჯვებთ“ - ვკითხულობთ ოფიციალურ ინფორმაციაში.

27.02.2022 00:15 პუტინი ფიქრობდა, რომ ნატოს გახლეჩა შეეძლო, თუმცა ასე არ მოხდა - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო როგორც გრძელვადიან ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე საფასურს გადაიხდის. 

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ კიდევ უფრო მეტად დააახლოვა ნატო და ევროკავშირი. 

„ჩემი მიზანი იყო თავიდანვე დავრწმუნებულიყავი, რომ ნატო და ევროკავშირი ერთიანი არიან. პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო ნატოს გახლეჩა, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა

რაც შეეხება კითხვას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ, თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ სანქციები რუსეთის დასასჯელად ერთადერთი გამოსავალია.

„ქვეყანა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის“, - დასძინა ჯო ბაიდენმა. 

26.02.2022 23:36 მტერი კიევში არ შემოჭრილა, მაგრამ დივერსიული ჯგუფები აქტიურად მოქმედებენ - ვიტალი კლიჩკო

„მტერი კიევში არ შემოჭრილა, მაგრამ დივერსიული ჯგუფები აქტიურად მოქმედებენ“, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა. 

კლიჩკოს თქმით, სამართალდამცველები და სამხედროები დივერსიულ დაჯგუფებებს ანადგურებენ. 

„მტერი ქალაქში არ შემოჭრილა, მაგრამ დივერსიული დაჯგუფებები აქტიურად მოქმედებენ. კიევის მცხოვრებლების და მათი უსაფრთხოების დასაცავად, იძულებული გავხდით, დღეიდან 17:00 საათიდან კომენდანტის საათი გამოვაცხადოთ, რომელიც 28 თებერვლის დილის 8:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ დროისთვის აკრძალულია საკუთარი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარდა მათთვის, ვისაც აქვს სპეციალური საშვი. სამოქალაქო პირები, რომლებიც ქუჩაში გამოჩნდებიან კომენდანტის საათის დროს სპეციალური საშვის გარეშე, მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების წევრებად ჩაითვლებიან“, - აცხადებს ვიტალი კლიჩკო. 

26.02.2022 23:32 გერმანია უკრაინას ათას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და ხუთას სტინგერს გადასცემს

გერმანია უკრაინას ათას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სტინგერს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Twitter-ზე დაწერა.

„ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ პუტინის არმიისგან უკრაინის დასაცავად. სწორედ ამიტომ, ვაწვდით ათას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და ხუთს სტინგერის რაკეტას ჩვენს მეგობრებს უკრაინაში“, - განაცხადა შოლცმა.

თუმცა, მანამდე უკრაინამ არა ერთხელ სთხოვა გერმანიას მისთვის იარაღის მიწოდება, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბურბოკმა და კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ გერმანიის მთავრობა არ გეგმავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატები გააგრძელებენ გერმანიის ხელისუფლების დარწმუნებას, რათა დაითანხმონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე.

26.02.2022 22:52 უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკის მახლობლად რუსი სამხედროების კოლონა დაამარცხეს - უახლესი ცნობები

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა სევეროდონეცკის მახლობლად რუსი სამხედროების კოლონა დაამარცხეს.

”უკრაინელმა დამცველებმა სევეროდონეცკის მახლობლად დაარღვიეს სვეტი და აიძულეს მტერი, დაეხია ქალაქიდან მრავალი კილომეტრით.

გაანადგურეს ტექნიკა და არის ბევრი გვამი,“ - წერს გაიდაი Facebook-ზე.

26.02.2022 22:32 რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა უკრაინაში ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლა, მათ შორის 10 წლის გოგო

რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა უკრაინული ოჯახის წამი წევრი, ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილი, მეოთხე კლასელი გოგო მოკლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

დივერსიულმა დაჯგუფებამ მანქანას მაშინ დაუმიზნა, როცა ისინი გადაადგილდებოდნენ. მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან დაღუპული ცოლ-ქმრის კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. 

უკრაინული მედია წერს, რომ მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

26.02.2022 22:15 რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი უკრაინაში წარუმატებლობის გამო გაათავისუფლეს - უკრაინული მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ოპერაციის ჩავარდნის გამო რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი გადააყენა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ua.news ავრცელებს. 

26.02.2022 22:06 თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რუსეთთან მოლაპარაკების ორგანიზება შემომთავაზეს - ვოლოდიმირ ზელენსკი 

„თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზება შემომთავაზეს, ამას მხოლოდ მივესალმები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელები საკუთარ მიწაზე არიან და არ აპირებენ ვინმეს რამე დაუთმონ. 

„მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელები ძლიერები არიან, უკრაინელებს შეუძლიათ ბრძოლა, უკრაინელები არიან საკუთარ მიწაზე და არასოდეს არავის არაფერს დაუთმობენ. ვესაუბრე ლიდერებს... იტალიის პრემიერთან საუბარმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. 

ლიდერებისგან სრული მხარდაჭერა მივიღე. მადლობა ვუთხარი ჩვენს მეგობარს თურქეთს. პრეზიდენტ ერდოღანს ვუთხარი, რომ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემები არ უნდა შევიდნენ. ალიევმა და ერდოღანმა ასევე შემომთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკების ორგანიზება. ამას მხოლოდ მივესალმები. 

ჩვენი დიპლომატები მთელი დღე-ღამის განმავლობაში იბრძოდნენ იმისათვის, რომ ევროპის ყველა ქვეყანა დათანხმებოდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ რუსეთი გარიცხულიყო საერთაშორისო საბანკო ქსელიდან. ამ მხრივ უპირატესობა გვაქვს და ეს ნიშნავს რუსეთისთვის მილიარდობით ზარალს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ მხარეს არის სამართალი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. 

26.02.2022 21:42 გერმანიამ უფლება მისცა ნიდერლანდებს, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს

გერმანიამ უფლება მისცა ნიდერლანდებს, რომ უკრაინაში 400 რეაქტიული ყუმბარმტყორცნი გააგზავნოს. ამის შესახებ eurointegration.com.ua იუწყება. 

ექსპერტების აზრით, ბერლინი იძულებული იყო თავისი პოლიტიკა შეეცვალა ევროპის ქვეყნებიდან და ნატოსგან ზეწოლის გამო. 26 თებერვლამდე გერმანია კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მისი იარაღი კონფლიქტის ზონაში ყოფილიყო გაგზავნილი. ეს ფაქტი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მხრიდან უკმაყოფილებას იწვევდა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ევროპის ქვეყნებმა უკრაინისთვის იარაღის, ჭურვების და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღეს. ასე, მაგალითად, ნიდერლანდებმა უკრაინისთვის Stinger-ის ტიპის 200 საზენიტო რაკეტის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. 

26.02.2022 21:38 ხარკოვი და კიევი ახლა

 

 

 

26.02.2022 21:30 ოკუპანტებმა ბერდიანსკის აეროპორტი აიღეს - უკრაინული მხარე

ზაპოროჟიეს ოლქის ბერდიანსკის ყოფილი აეროპორტის ტერიტორია რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. 

„მტრის სამხედრო ტექნიკამ დაიკავა ყოფილი ბერდიანსკის აეროპორტის ტერიტორია აიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

26.02.2022 21:26 ბელგია უკრაინას 2000 ტყვიამფრქვევს და 3800 ტონა საწვავს გაუგზავნის

ბელგია უკრაინის არმიას 2000 ტყვიამფრქვევითა და 3800 ტონა საწვავით დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრომ განაცხადა.

„უკრაინამ ბელგიას სთხოვა დიდი რაოდენობით საწვავის მიწოდება უკრაინული ჯარების მომარაგებისთვის. ჩვენი ქვეყანა პასუხობს ამ მოთხოვნას, ჯამში ეს იქნება 3800 ტონა საწვავი. ბელგია, ასევე, უკრაინის არმიას 2000 ტყვიამფრქვევს გადასცემს,“ - დაწერა პრემიერ-მინისტრმა twitter-ზე.

დე კროს თქმით, ბრიუსელის მთავრობა განიხილავს კიევისთვის დახმარების შემდგომ მოთხოვნებს. 

მან, ასევე, თქვა, რომ ბელგია 300 სამხედროს განათავსებს რუმინეთში, როგორც ნატოს ძალების ნაწილი, მისი აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.

შაბათს ცნობილი გახდა, რომ ლატვია უკრაინას გადასცემს 30-ზე მეტ სატვირთო მანქანას საბრძოლო მასალებით, ჩაფხუტით, მშრალი რაციონით, მედიკამენტებით, ასევე, 500 ტონა დიზელის საწვავს. 

26.02.2022 20:40 დაბლოკეთ გზები, წააქციეთ ხეები, დაწვით საბურავები - სამხედროები მოუწოდებენ სამოქალაქო პირებს, რომ მტერი შეაჩერონ

უკრაინელი სამხედროები მოუწოდებენ სამოქალაქო პირებს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა გააჩერონ აგრესორი და ამისთვის მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალება გამოიყენონ. ინფორმაციას pravda.com.ua იუწყება. 

„ჩვენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, უშიშროების სამსახური, პოლიცია უკრაინისთვის და ქვეყნისთვის სიცოცხლეს ვდებთ და თქვენგან ვითხოვთ, რომ ისე გააკეთოთ, რომ დაგვეხმაროთ ამ სიბოროტის დაძლევაში.

„ჩვენს ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის გადაადგილების შესაჩერებლად!

თუ დაინახავთ სატანკო კოლონას, მას უკან საწვავის მანქანები მოჰყვებიან, როგორც წესი. გააკეთეთ ყველაფერი, რომ მათ გადაადგილება ვერ შეძლონ. დაბლოკეთ გზები, წააქციეთ ხეები, გაშალეთ მავთულები. ნებისმიერი მეთოდი მისაღებია. არ არის საწვავი - არ არის ტექნიკა.

თუ ხედავთ, რომ კოლონა ტყეში შევიდა, წააქციეთ ხეები, დაბლოკეთ, რომ გამოსვლა ვერ შეძლონ. თუ ზუსტად იცით, რომ ეს მტერია, დაწვით ტყე - ახალი ხეები ოკუპანტების ძვლებზე გაიზრდება.

თუ გყავთ ექსკავატორები, დასახლებულ პუნქტებთან გზები გადათხარეთ, რომ მტერმა ვერ გაიაროს. ნუ ელოდებით, რომ ამას ვინმე თქვენს ნაცვლად გააკეთებს.

თუ გაქვთ სნაიპერიანი სამიზნის მქონე იარაღი  - არ არის აუცილებელი მტერს ეძგეროთ - ესროლეთ დისტანციიდან ბორბლებში, ეს ტრანსპორტს გააჩერებს, შემდეგ კი - მდგომარეობის მიხედვით.

მოხსენით დასახლებული პუნქტების მაჩვენებლები, თქვენ ისედაც შეგიძლიათ ორიენტირება, მტერს კი - არა. თუ გკითხეს. სად იმყოფებიან, არ უთხრათ ზუსტი ინფორმაცია, შეცდომაში შეიყვანეთ.

თქვენ უკვე იცით რაღაცა ნიშნების შესახებ, რომელსაც დივერსანტები სვამენ მნიშვნელოვან ობიექტებთან - მიასხით საღებავი, მიაყარეთ მიწა, წაშალეთ ისინი.

თუ ხედავთ, რომ მოწინააღმდეგე გიახლოვდებათ, დაწვით თივა, საბურავები, შავი კვამლის დანახვისას მტერი იფიქრებს, რომ ეს პუნქტი უკვე დაიბომბა და ამით თქვენ დროს მოიგებთ“- წერია სამხედროების მოწოდებაში. 

26.02.2022 20:47 რუსებმა დონეცკის რეგიონში დღეს 19 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ორი ბავშვი

დონეცკის რეგიონში რუსი დამპყრობლების დაბომბვის შედეგად, ხარკოვის რეგიონში, ავტობუსში ყოფნისას 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო Facebook-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, 26 თებერვალს (17:00 საათის მდგომარეობით) რუსული დაბომბვის შედეგად 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 73 დაშავდა.

კერძოდ:
- ვოლნოვახაში 15 დაღუპული, 5 დაჭრილი (1 ბავშვი);
- სართანში 4 დაღუპული, 9 დაჭრილი (1 ბავშვი);
- მარიუპოლში 58 დაჭრილი;
- სოფინოში 3 დაჭრილი;

მოგვიანებით კირილენკომ დაამატა, რომ კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, ყველა მათგანი ტორეცკის თემის მცხოვრები იყო.

„ისინი იმყოფებოდნენ ჩვეულებრივ ავტობუსში, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხარკოვის ოლქში. დაღუპულთა შორის არის ორი 42 წლის ქალი და სამი მამაკაცი. რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და დაისჯება თავისი დანაშაულებისთვის!" - განაცხადა პაველ კირილენკომ.

26.02.2022 20:15 კიევთან ახლოს ოკუპანტების 370 სამხედრო მანქანაა მობილიზებული - უკრაინული მხარე

ბოროდიანსკის რაიონის სოფელ ზდვიჟევკასთან, რომელიც კიევიდან 37 კილომეტრშია, აგრესორი ქვეყნის - რუსეთის 370 სამხედრო მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ჟურნალისტ ანდრეი ცაპლიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჟურნალისტის თქმით, ოკუპანტების სამხედრო მანქანები ჯერჯერობით ადგილზე არიან გაჩერებული. 

უკრაინული გამოცემა ოკუპანტების კიდევ უფრო მეტად მობილიზებას პუტინის ბრძანებას უკავშირებს. კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა

პესკოვი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო, პრეზიდენტმა პუტინმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც რუსული არმია სვლას განაგრძობს. 

26.02.2022 20:07 ბოროდიანკაში რუსების ჭურვი კერძო სახლს მოხვდა - სამი ადამიანი დაიღუპა

კიევის ოლქის სოფელ ბოროდიანკაში რუსმა სამხედროებმა ჭურვი გაისროლეს, რომელიც კერძო სახლს მოხდა. შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას კიევის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს პრესცენტრი ავრცელებს. 

„26 თებერვალს, 13:38 საათზე, 31-ე სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო განყოფილების საკომუნიკაციო პუნქტში შევიდა შეტყობინება, რომ ჭურვი მოხვდა კერძო საცხოვრებელ კორპუსს ქალაქ ბოროდიანკაში. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადა გაემგზავრა. მისვლისთანავე დადგინდა, რომ ჭურვის აფეთქების შედეგად სახლი მთლიანად დაინგრა, ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი გარდაცვლილი კი სარდაფში იპოვეს“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

26.02.2022 19:28 უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სატანკო ბატალიონის მეთაური დაატყვევეს - უახლესი ინფორმაცია

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სატანკო ბატალიონის მეთაური დაატყვევეს. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს. 

მაიორი ლეონიდ პეტროვიჩ შჩეტკინი, 35-ე მოტორიზებული შაშხანის ბრიგადის სატანკო ბატალიონის მეთაური, რუსეთის არმიის ცენტრალური სამხედრო ოლქის ქალაქ ოლეისკში, ტყვედ აიყვანეს.

ოფიციალურ ინფორმაციას „ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

„ყაზანის სამხედრო სატანკო სკოლის კურსდამთავრებული დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი. მის ტანკს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს, სასწაულებრივად გადარჩა“, - ნათქვამია ანგარიშში.

26.02.2022 19:12 „სამხედრო ოპერაციები ჩატარდება სრულად, სანამ არ მიიღწევა ის შედეგი, რაზეც პუტინმა ისაუბრა... როგორც 2008 წელს“ - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, რუსულ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს. 

მედვედევმა სანქციებს მითი, ფიქცია უწოდა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ არც მას და არც მის ოჯახს უცხოური ანგარიშები და ქონება საზღვარგარეთ არ აქვთ. 

„მე ღრმად გულგრილი ვარ საზღვარგარეთ უფლებების  შეზღუდვების მიმართ. უფრო მკაცრადაც შემიძლია ვთქვა, მაგრამ თავს შევიკავებ“- განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციები უკრაინაში ჩატარდება სრულად, სანამ არ მიიღწევა პუტინის სურვილი, როგორც 2008 წელს.

26.02.2022 18:37 ხარკოვში რუსმა სამხედროებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

იზიუმ-ხარკოვის გზატკეცილზე დამპყრობლებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. არის მსხვერპლი, 14 ადამიანი კი დაიჭრა.

ამის შესახებ იზიუმის მერის მოადგილემ ვლადიმერ მაცოკინმა განაცხადა.

იზიუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სტეპან მასელსკის ინფორმაციით კი, დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.

26.02.2022 18:25 კიევში დააკავეს დივერსანტი, რომელიც ხანძრის გაჩენას გეგმავდა

 

 

26.02.2022 18:20 რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში თავისივე თვითმფრინავი გაანადგურა

შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის გემმა საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული საზღვაო ძალების პრესსამსახური ავრცელებს. ასეთ შემთხვევას „მეგობრულ ცეცხლს“ უწოდებენ. 

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

26.02.2022 18:15 რუსეთის SWIFT-დან გამოსართავად დაწყებულია ტექნიკური მზადება - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის SWIFT-დან გამოსართავად ტექნიკური მზადებაა დაწყებული. 

მინისტრი ამბობს, რომ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის გაფორმებული, მაგრამ დაწყებულია ტექნიკური მზადება გადაწყვეტილების მისაღებად და ამ სანქციის განსახორციელებლად.

„ამისთვის მთელი უკრაინული დიპლომატია მუშაობდა, უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული უკრაინის საელჩოში ატაშით დამთვრებული“, - წერს კულება სოციალურ ქსელში. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატები ამ გამარჯვებას უკრაინის ყველა დამცველს ულოცავენ. 

26.02.2022 18:05 რუსეთი დონეცკში ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებს - უკრაინის უშიშროების სამსახური

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ, რა დროსაც ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

„ოკუპანტები „ბოევიკებსა“ და სამხედროებს აირწინაღებს ურიგებენ. არსებობს პროვოკაციის საშიშროება, შესაძლებელია ქიმიური საცავების აფეთქება“ - იუწყება უკრაინის უშიშროების სამსახური. დივერსიაში ოკუპანტები უკრაინული მხარის დადანაშაულებას აპირებენ.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით უკრაინული მხარე ასეთ მეთოდებს არ იყენებს. კიევი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

26.02.2022 18:01 „მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ თურქეთის პრეზიდენტს... შავ ზღვაზე რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა უკრაინსითვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მადლობას უხდის, რადგან თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლა აკრძალა.

ზელენსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს მათი ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაზე რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინსითვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს.

უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“ - დაწერა ზელენსკიმ twitter-ზე.

26.02.2022 17:45 „სანამ თქვენ მარსის კოლონიზებას ცდილობთ, პუტინი უკრაინის კოლონიზებას ახდენს“ - უკრაინის ვიცე პრემიერი ელონ მასკს მიმართავს

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფედოროვი კორპორაცია Tesla-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს დახმარებით მიმართავს. 

„ძვირფასო ილონ მასკ! სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზებას, რუსეთი უკრაინის კოლონიზებას ცდილობს.  სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვება კოსმოსიდან - რუსული რაკეტები ბომბავს უკრაინის საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს! ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. გთხოვთ, უკრაინას მიაწოდოთ Starlink-ი“, - წერს ტელეგრამზე უკრაინის ვიცე-პრემიერი. 

„სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვებიან კოსმოსიდან, რუსული რაკეტები უკრაინულ საბავშვო ბაღებს ბომბავენ“

26.02.2022 17:09 უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს - დიმიტრი პესკოვი

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

პესკოვის თქმით, გამომდინარე იქიდან რომ მოლაპარაკებები მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში რუსული არმიის მისამართით შეჩერების ბრძანება გასცა. 

პესკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რადგან ოფიციალური კიევი მოლაპარაკებაზე არ მოდის, რუსული ძალები წინსვლას განაგრძობენ. 

26.02.2022 16:48 ხარკოვში სომეხი ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება - სომხური მხარე

აზერბაიჯანულ და უკრაინულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარკოვში უკრაინელმა სამხედროებმა სომეხი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, სრული დეზინფორმაციაა. ამის შესახებ 24 News-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა განუცხადა.

„ეს არის სრული დეზინფორმაცია, ცდილობენ თითქოს აჩვენონ სხვებს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ“, – განაცხადა მან კითხვის პასუხად.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ და უკრაინულ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ხარკოვში სომეხი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ დააკავეს. 

სომხური მხარე აცხადებს, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია უკრაინაში მცხოვრები სომეხი თემის მიმართ დაძაბულობის შექმნას ისახავს მიზნად. 

26.02.2022 16:10 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების კოლონას რაკეტა ესროლეს - განადგურდა დაახლოებით 20 ტექნიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსების კოლონას ჩერნიგოვის რაიონში. რუსულმა მხარემ დიდი ზარალი განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს. 

„ჩერნიგოვის რეგიონში, გოროდნიას რაიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს მტრის კოლონაზე. ცეცხლის შედეგად რუსული არმიის დანაყოფებმა ზარალი განიცადეს. განადგურდა დაახლოებით 20 ცალი ტექნიკა და დაჭრილია ბევრი,“ - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის პრესსამსახური იტყობინება.

26.02.2022 16:08 ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაზარალებულებისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 „მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის“, - აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.  

26.02.2022 15:58 რუსულმა ფლოტმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „კონტრტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ fakty.com.ua იუწყება. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ოკუპანტებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაოსნობისთვის დახურეს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ რაიონებში გემების და ხომალდების არსებობას განიხილავენ როგორც ტერორისტულ საფრთხეს.

ამასთანავე უკრაინის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი არის უკრაინის და არა რუსეთის სანაპირო. 

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა დრონმა უკრაინულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანა, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ის ჩამოაგდეს. 

26.02.2022 15:30    ნიკოპოლში და ხარკოვში დივერსანტების მორიგი ჯგუფები დააკავეს

 

26.02.2022 15:12  ზაპოროჟიეში დააკავეს ჩეჩენთა ჯგუფი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მინივენით წარწერით „TV“

 

26.02.2022 15:07  ქვეყნები რომლებმაც რუსეთს საჰაერო სივრცე დაუკეტეს

26.02.2022 15:00 ხარკოვში კიდევ ორი ​​დივერსანტი აიყვანეს, ერთმა თავი ჩამოიხრჩო (ვიდეო)

26 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ორი ​​დივერსანტი დააკავეს. ერთ-ერთმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

უკრაინელმა სამხედროებმა ერთ-ერთ დივერსანტს ჰკითხეს თუ რისთვის მოვიდა ის უკრაინაში, ოკუპანტმა უპასუხა, რომ ტერიტორიის მისატაცებლად მოვიდა. 

 

26.02.2022 14:55 „იმედი მაქვს, გერმანიას და უნგრეთს ეყოფა ვაჟკაცობა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიფინგი გამართა. მან რუს ხალხს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ საკუთარ ხელისუფლებას ომის დასრულებისკენ მოუწოდონ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იგერიებს მტრის თავდასხმებს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინა ევროკავშირისგან იმსახურებს მინიშნებას, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი. 

„მინდა, მიმართვა კარგი ამბით დავიწყო. ჩვენ წარმატებით ვიცილებთ მტრის დარტყმას. ჩვენ ვიცავთ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს. კიევი და ძირითადი ქალაქები ჩვენი ჯარის მიერ კონტროლდება. ოკუპანტებს უნდოდათ, ჩვენი სახელმწიფოს დედაქალაქი დაებლოკათ და დაესვათ აქ მათი მარიონეტები, ისევე როგორც დონეცკში. ჩვენ ისინი გავტეხეთ. ჩვენს ქუჩებში ვასილკოვში, ოჟგოროდში მიმდინარეობდა ბრძოლა. რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა ყველაფერი. გამანადგურებლები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა, დესანტები. ოკუპანტები უტევენ საცხოვრებელ კვარტლებს. ცდილობენ, დაარღვიონ ენერგეტიკული ობიექტები. რაკეტების მიერ განადგურებულია საცხოვრებელი ადგილები. უკრაინელ ხალხს უფლება აქვს, მიიღონ მინიშნება ევროკავშირისგან. დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, ვესაუბრე შარლ მიშელს.

ანტისამხედრო კოალიცია მოქმედებს. უკრაინაში შემოდის აღჭურვილობის მარაგი. გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროპის ქვეყნებიდან. იმედი მაქვს, რომ გერმანიას და უნგრეთს ეყოფა ვაჟკაცობა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაჟკაცობა გვყოფნის, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და დავიცვათ ევროპა. თითოეულ ჩვენ ქალაქში ოკუპანტები იღებენ მძიმე წინააღმდეგობას ხერსონში, დონბასში, ჩერნიგოვში, კიევში, ყველგან, სადაც მტერი ხოცავს ჩვენს ხალხს. ვისაც შეგიძლიათ უკრაინის დაცვა, გააკეთეთ ეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ბრიფინგზე, ასევე, აღნიშნა, რომ სამხედრო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ააფეთქა ხიდი და დაიცვა უკრაინა, გმირის წოდებით დაჯილდოვდება და მის ხსოვნას დუმილით პატივი მიაგო. 

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ უკრაინის გმირის წოდებით დავაჯილდოო ვიტალი სკაკუნი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ხიდი ააფეთქა“ - განაცხადა ზელენსკიმ. 

ბოლოს კი, ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა:

„ახლა კი, მინდა, რომ რუსეთში ყველამ მომისმინოს. გვყავს ათასობით ტყვე, რომელთაც არ ესმით, რისთვის გამოაგზავნეს უკრაინაში. რაც მალე ეტყვით თქვენს ხელისუფლებას, რომ ომი დასრულდეს, უფრო მეტი თქვენი მოქალაქე გადარჩება. ვხედავთ, რომ ნამდვილად ბევრი მოქალაქე ეწინააღმდეგება ომს, ამისთვის მადლობას გიხდით. შეაჩერეთ ისინი, ვინც გატყუებთ თქვენ და ატყუებს მთელ მსოფლიოს. შეიძლება დასრულდეს ეს ომი და ჩვენ მშვიდად ვიცხოვროთ ადამიანურ სამყაროში. დიდება უკრაინას, ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

26.02.2022 14:52 რუსული ძალები ფეიკებს ამზადებენ, თითქოს უკრაინული მხარე ჩერნობილის სადგურზე ცეცხლს ხსნის - კიევი

„ჩერნობილის ატომური სადგურის მიდამოებში უკრაინის შეიარაღებული ძალები არ იმყოფებიან და რუსული ძალები ფეიკებს ამზადებენ, თითქოს უკრაინული მხარე ჩერნობილის სადგურზე ცეცხლს ხსნის“. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

რადიაქტიური ზონის მართვის უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ახლა ამ ადგილას საჰაერო ბრძოლის იმიტაცია ხდება. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მსოფლიო მედიისთვის ფეიკ-ნიუსის მომზადება ხდება, თითქოს უკრაინა საშიშ ობიექტებთან ოკუპანტებს ცეცხლს უხსნის. უკრაინა ჩერნობილის მიდამოებში არანაირ საბრძოლო მოქმედებებს არ აწარმოებს. ფეიკებს არ დაუჯეროთ“ - წერია ამ ინფორმაციაში.

ჩერნობილის ატომური სადგური რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვალს აიღეს. 25 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადგურის ტერიტორიაზე რადიაქტიური ფონი გაიზარდა. 

26.02.2022 14:41 უკრაინის ტკივილი საქართველოს ტკივილია - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის ტკივილი საქართველოს ტკივილია. 

„უკრაინის ტკივილი, საქართველოს ტკივილია. მხარდაჭერას და გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს“, - წერს კახა კალაძე ტვიტერის პირად გვერდზე

26.02.2022 14:20 უკრაინელი დეპუტატი მოუწოდებს სამხედროებს რომ უკრაინულად ისაუბრონ, რათა საკუთარი სამხედროები მტრისგან გაარჩიონ

უკრაინის უმაღლესი რადას წევრი სოფია ფედინა აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა გოსტომელის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი აიღეს და უკრაინის ძალების ფორმით დივერსიული ქმედებების განხორციელებას გეგმავენ. მია შესახებ prm.ua იუწყება. 

„გოსტომელში რუსულმა სპეცრაზმელებმა სამხედრო ნაწილი აიღო. მათ ნაციონალური გვარდიის ფორმები ჩაიცვეს და დივერსიული აქციებისთვის ემზადებიან. დილიდან შემოდის ინფორმაცია, რომ რუსი დივერსანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ კიევის, ჟიტომირის და ჩერკესის ოლქებში. ისინი, ვინც გადმოსხმა მოახერხა, უკრაინის ძალების ფორმებს იცვამენ და კიევისკენ მიიწევენ“, - წერს ფედინა ფეისბუკში. 

მან მოუწოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ასევე სამართალდამცველებს მხოლოდ უკრაინულად ისაუბრონ. ასე მტრის და საკუთარი ძალების გარჩევა უფრო მარტივი იქნება“ - განაცხადა ფედინამ.

დივერსიულმა ჯგუფებმა კიევის მახლობლად გადმოსხმა გუშინაც არაერთხელ სცადეს. 

26.02.2022 14:05 რუსმა სამხედროებმა სოფელი ლუგანსკი, კრიმსკე და მარკოვკა დაიკავეს - უახლესი ცნობები

რუსმა სამხედროებმა სოფელი ლუგანსკი, კრიმსკე და მარკოვკა დაიკავეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, სოფელი ლუგანსკი, კრიმსკოე, მარკოვკა დროებით რუსების მიერაა ოკუპირებული“ - განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაიმ, ასევე, დაამატა, რომ ხელისუფლება ყველა დასახლებულ პუნქტში მუშაობს.

26.02.2022 13:51 ნიდერლანდები უკრაინაში 200 საზენიტო რაკეტას აგზავნის

ნიდერლანდები უკრაინაში რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საზენიტო რაკეტას აგზავნის. ინფორმაციას pravda ავრცელებს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 200 საზენიტო რაკეტა ამ წუთებში უკრაინისკენ მოემართება. 

ამასთან, მედია წერს, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება უკრაინაში სხვა სამხედრო დანიშნულების ტექნიკის გაგზავნაზეც თანახმაა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ პირველი საზენიტო რაკეტების მიღება მხოლოდ თებერვალში დაიწყო. პირველი საზენიტო რაკეტით უკრაინას ლიტვა დაეხმარა. 

26.02.2022 13:40 გაიტანეთ ოკუპანტების ცხედრები უკრაინიდან - უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა მოუწოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომ უკრაინიდან რუსი სამხედროების ცხედრები გაიტანოს. ამის შესახებ ვერეშუკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

„მივმართავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომ მან რუსი სამხედროების ცხედრების რუსეთის ფედერაციაში გადაიტანოს. ეს არის ჰუმანიტარული თხოვნა და საუბარია ათასობით ცხედარზე. გაიტანეთ ოკუპანტების ცხედრები უკრაინის ტერიტორიიდან. რუსეთმა უნდა იცოდეს რამდენი ოკუპანტის ცხედარი არის დღეს უკრაინის ტერიტორიაზე. წითელ ჯვარს მივმართავთ, რომ გადაწყვიტოს ეს ჰუმანიტარული საკითხი. მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტეთ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა ვერეშუკმა.

26.02.2022 13:37 რუსი ექიმები პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტით მოთხოვნით მიმართავენ

ასობით რუსმა ექიმმა კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით ღია წერილით მიმართეს. ინფორმაციას pravda ავრცელებს. 

„ომი ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს... შეწყვიტეთ! ეს ყველაფერი გამოიწვევს ტკივილს, ტანჯვას,“- აცხადებენ რუსი ექიმები. 

მედიკოსების მიმართვამდე რუსეთის პრეზიდენტს რუსი ჟურნალისტების გარკვეულმა ნაწილმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და მეცნიერებმა მიმართეს. მათ ერთხმად მოუწოდეს პუტინს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედება შეწყვიტოს. 

26.02.2022 13:17 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი

„ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება კიევის დაცემის შემთხვევაში, მაგრამ შესაძლოა მანამდეც,“- ამის შესახებ რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს

კახა გოგოლაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული ცალკე პოლონეთის შეზღუდული კონტინგენტის შესვლა ლვოვის ოლქში.

„რადგან ნატომ თავისი სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოიყვანა, როგორც ჩანს, მზადდება გადაწყვეტილება უკრაინაში შეზღუდული კონტინგენტის შეყვანის შესახებ. ასეთ ნაბიჯს ნატოს ქვეყნების მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში მთავრობები ვერ გაბედავენ.

თუმცა, დასავლეთში მოსახლეობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა იზრდება და სულ მალე ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებს ამის ამის შესაძლებლობას მისცემს. საბედნიეროდ, ევროპა გამოდის გრძელვადიანი კეთილდღეობით გამოწვეული ძილიდან, ირგვლივ იხედება და რეალობას თვალს უსწორებს.

ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება კიევის დაცემის შემთხვევაში, მაგრამ შესაძლოა მანამდეც. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, ეს ძალები ჰუმანიტარული, მშვიდობის მხარდაჭერის ამოცანით (ჰუმანიტარული ინტერვენცია, გაეროს ქარტიის მუხლი 7, ან მუხლი 50 - ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება) დასავლეთ უკრაინაში განლაგდებიან.

ასევე, არ არის გამორიცხული ცალკე პოლონეთის შეზღუდული კონტინგენტის შესვლა ლვოვის ოლქში. დაიცავენ აეროდრომებს და ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებს, რომლებსაც თავად შემოიტანენ. ისინი უზრუნველყოფენ უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდების გზების უსაფრთხოებას. საბოლოო ჯამში, შესაძლოა ვიხილოთ ნამდვილი „პროქსი“ ომი კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის“, - აცხადებს გოგოლაშვილი. 

26.02.2022 13:15  რუსები უკრაინაში ქალაქ მელიტოპოლში მარადიორობენ

26.02.2022 13:13 ხარკოვში სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა

26.02.2022 13:03 უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც წყალსაცავის კაშხლისკენ მიფრინავდა

დღეს დილის 3:50 საათზე უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რუსული რაკეტა, რომელიც მიფრინავდა კიევის ჩრდილოეთით მდებარე კიევის წყალსაცავის კაშხლისკენ. 

თუ კაშხალი განადგურდა, წყალდიდობა გამოიწვევს სერიოზულ ზიანს, დატბორავს საცხოვრებელ უბნებსა და სოფლებს, საფრთხეს შეუქმნის ათასობით ადამიანს - ინფორმაციას interfax ავრცელებს.

სახელმწიფო საწარმოს ცნობით, თუ კიევის კაშხალი გატყდება, განადგურდება კანივის, კრემენჩუგის და სხვა კასკადის კაშხლები.

გარდა ამისა, კიევის კაშხლის გარღვევა გამოიწვევს ობოლონის, პოდილის და კიევის მთელი მარცხენა სანაპიროს განადგურებას. წყალდიდობა გაანადგურებს ხიდებს და კომუნიკაციებს, ელექტროენერგიას.

26.02.2022 13:00 ოკუპანტების აგრესიის შედეგად 198 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი - უკრაინული მხარე

ოპერატიული მონაცემებით, რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად დაიღუპა 198 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო წერს. 

რაც შეეხება დაშავებულებს, მინისტრის თქმით, დაჭრილია  1115 უკრაინელი, მათ შორის 33 ბავშვი.

ლიაშკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორი აგრძელებს მუშაობას. მინისტრის თქმით, სამინისტრო თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუძლებელი შეძლოს. 

26.02.2022 12:32 ძვირფასო ქართველებო დაიბრუნეთ, რაც გეკუთვნით... იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში - ალექსეი გონჩარენკო

„ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით,“ - ამის შესახებ რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს და ქართველ ხალხს მიმართავს. 

„ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ.

დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი გასეირნება აქ.
პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს, ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრიანების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს.

ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს.
მიდი, საქართველო, დროა“, - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში

26.02.2022 12:20 უკრაინულმა საბრძოლო გემმა რუსული დრონი გაანადგურა

უკრაინულმა საბრძოლო ხომალდმა შავ ზღვაში რუსული საბრძოლო დრონი გაანადგურა, რომელიც მას თავს დაესხა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

დრონი ჩერნომორსკის მახლობლად ააფეთქეს. ხომალდი ამჟამად შავ ზღვაში რჩება. 

26.02.2022 11:57 „უკრაინა არა მხოლოდ გადარჩა, არამედ იმარჯვებს“ - მიხაილ პოდოლიაკი

„გუშინდელი ღამე მძიმე იყო, მაგრამ უკრაინა არა მხოლოდ გადარჩა, არამედ იმარჯვებს. რუს სამხედროებს არც ერთი ტაქტიკური და ოპერატიული უპირატესობა არ მიუღიათ“ - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა შაბათს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა მთელი თავისი რესურსი და რეზერვი, რომ მაქსიმალური მარცხი მიეყენებინა ჩვენი ქალაქებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ეროვნულ პოლიციასთან ერთად სრულად აკონტროლებენ მთელ სიტუაციას და მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან აღნიშნა, რომ აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სამხრეთით - ხერსონში, ნიკოლაევში, ოდესაში. მისი თქმით, ეს მიმართულება რუსეთის ფედერაციის პრიორიტეტად ითვლება.

„იქ გაძლიერება სურდათ რუსებს, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.

პოდოლიაკმა, ასევე, დასძინა, რომ კიევი არის ნომერ პირველი სამიზნე, სადაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს, გაანადგუროს ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა.

„იყო მცდელობა რუსეთის ფედერაციის ტექნიკისა და ძალების მაქსიმალური ოდენობის გამოყვანისთვის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: როგორც კიევში, ასევე, მის შემოგარენში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ზოგან დივერსიული ჯგუფები მუშაობენ, რის წინააღმდეგაც აქტიურად მუშაობს ეროვნული პოლიცია. გარეუბანში დაცვას უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ.

ასევე, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა მარიუპოლის გარშემო, მაგრამ ახლა, პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციას მისი დაკავების შანსი არ აქვს.

პოდოლიაკის თქმით, რეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს დაგეგმა დიდი რაოდენობით მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, რათა შექმნას ყველაზე ეფექტური კოალიცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

26.02.2022 11:43 კიევში 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი - უკრაინული მხარე

26 თებერვლის დილის მონაცემებით კიევში რუსული აგრესიის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას pravda კიევის მერ ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს

კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევში რუსული ჯარები არ არიან, თუმცა ადგილზე არიან დივერსიული ჯგუფები. 

მერი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავშესაფრებს შეაფარონ. 

26.02.2022 11:33 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი „ილ-76“ ჩამოაგდეს

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა კიევთან მდებარე დასახლება ვასილკოვოსთან „ილ-76“-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომლითაც რუსული ძალები დესანტის გადასხმას ცდილობდნენ. ამის შესახებ kontrakty.ua იუწყება. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვინიცასთან რუსი ოკუპანტების სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავია განადგურებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამდღიანი ბრძოლების შედეგად 3500-ზე მეტი ოკუპანტია განადგურებული.

ვასილკოვოსთან, ასევე კიევის ჩრდილოეთ მისადგომებთან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე სცადეს დესანტის გადასხმა. ზოგიერთმა დივერსიულმა ჯგუფმა კიევში შეაღწია, სადაც ისინი გაანადგურეს. 

26.02.2022 11:31 „მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, კიევში საცხოვრებელი კორპუსზე რუსული რაკეტის მოხვედრის შემდეგ მსოფლიოსგან რუსეთის სრულ იზოლაციას ითხოვს.

„კიევი - ჩვენი ლამაზი, მშვიდობიანი ქალაქი - კიდევ ერთ ღამეს გადაურჩა რუსული სახმელეთო ჯარების და რაკეტების თავდასხმის ქვეშ. ერთ-ერთი ჭურვი კიევში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას. გააძევონ ელჩები. ნავთობის ემბარგო. გაანადგურეთ რუსეთის ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსეთის ფედერაციის ომი!” - წერს კულება twitter-ზე.

 

 

26.02.2022 11:28 განადგურებულია ოკუპანტების 102 ტანკი, 8 ვერტმფრენი, სარაკეტო დანადგარები... - უკრაინული მხარე

მთელი ღამის განმავლობაში მტრის დანაკარგები საგრძნობლად გაიზარდა, დიდი დანაკარგი აქვთ როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვლის დილის 6:00 საათის მონაცემებით განადგურებულია 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი, 536 საბრძოლო მანქანა, 1 სარაკეტო დანადგარი და 17 საავტომობილო ტექნოლოგია. 

ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, ლიკვიდირებულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო. 

26.02.2022 11:18 სარაკეტო თავდასხმა კორპუსში კიევზე

 

 

26.02.2022 10:48 ემანუელ მაკრონი უკრაინაში იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას აგზავნის

26 თებერვალს, დილით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა twitter-ზე დაწერა. როგორც ტვიტში ვკითხულობთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, უკრაინას იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას უგზავნის.

„ახალი დღე დიპლომატიურ ფრონტზე დაიწყო ემანუელ მაკრონთან საუბრით. იარაღი და აღჭურვილობა ჩვენი პარტნიორებისგან მოდის ჩვენთან. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს!“ - წერს ზელენსკი.

26.02.2022 10:35 კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის 100-მდე ერთეული გადაადგილდება

კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების 100-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება, 

ამჟამად ტექნიკა სოფელ კოზაროვიჩთან გადაადგილდება. ტექნიკას თეთრი ასო V აწერიათ, ხოლო ოკუპანტების მკლავებზე თეთრი საკითხი. 

ამ სოფლიდან მათ შეუძლიათ ან ჩრდილოეთის მიმართულებით წავიდნენ, ან მდინარე ირპენი გადალახონ და კიევისკენ დაიძრან. 

26.02.2022 10:29 „მე აქ ვარ, იარაღს არ დავდებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება 🎥(ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტელეგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს. თითქოს ჯარს მოუწოდებს იარაღის დაყრისკენ.  ზელენსკის თქმით, იარაღის დადებას არ აპირებენ და ბოლომდე დაიცავენ სამშობლოს. 

„დილა მშვიდობისა, უკრაინელებო. ახლა სოციალურ ქსელში ბევრი ყალბი ინფორმაცია გაჩნდა, თითქოს მოვუწოდებ ჩვენს ჯარს იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. ასე რომ, მე აქ ვარ, იარაღს არ დავდებთ. დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან ჩვენი ბრძოლა არის ჩვენი სიმართლე, ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები და ჩვენ დავიცავთ ყველაფერს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

26.02.2022 10:21 აშშ უკრაინას დამატებით 350 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრძანების საფუძველზე უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის დამატებით 350 მილიონი დოლარი გამოეყოფა. 

სახელმწიფო დეპარტამენტი, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაავრცელებს განცხადებას დამატებითი დეტალებით დაკავშირებით. 

26.02.2022 10:00 განადგურებულია 3500-ზე მეტი ოკუპანტი, ხოლო ტყვედ 200-ზე მეტი აიყვანეს - უკრაინული მხარე

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მესამე დღეს მძიმე დანაკარგებს განიცდის. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. 

ლიკვიდირებულია 3500-ზე მეტი ოკუპანტი, ხოლო 200-ზე მეტი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაცია უკრაინულ მედიას პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. 

„დღევანდელმა საღამომ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციას ნამდვილად აქვს ძალიან დიდი დანაკარგი. დილის მდგომარეობით განადგურებულია 3500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ტყვედ გვყავს აყვანილი 200-ზე მეტი“, - აცხადებს პოდოლიაკი. 

ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ 26 თებერვლის დილის მდგომარეობით კიევში ვითარება კონტროლირებადია. 

დღეს კიევში უკრაინელმა ჯარებმა მეტროსადგურ „ბერესტეისკას“ რუსული კოლონა გაანადგურეს.

26.02.2022 09:33 ვასილკოვში ბრძოლა დასრულდა - რუსებმა ქალაქი ვერ აიღეს

კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში ბრძოლა დასრულდა, ქალაქში უკვე სიმშვიდეა, - ამის შესახებ ვასილვოკის მერმა ნატალია ბალასინოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი არ დათმეს.

„ბრძოლა დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვში უკვე სიწყნარეა, ჩვენი საშინელი ღამე დასრულდა. რუსმა მედესანტეებმა დაიწყეს სროლა ჩვენი მე-40 ბრიგადის მიმართულებით, რის შემდეგაც მათ მიუახლოვდნენ საბრძოლო მანქანები და ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ, საბედნიეროდ ვასილკოვი არ დავთმეთ“, - განაცხადა ბალასინოვიჩმა.

26.02.2022 08:33 უკრაინელებმა კიევში, მეტროსადგურ „ბერესტეისკასთან“ რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევში, მეტროსადგურ „ბერესტეისკასთან“ რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„კიევის ქუჩებში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი ღირსეულ პასუხებს იღებს და ზარალს განიცდის. კერძოდ, მეტრო „ბერესტეისკას“ მახლობლად განადგურდა კოლონა: 2 მანქანა, 2 სატვირთო და ტანკი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალურმა შტაბმა ასევე აღნიშნა, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში.

26.02.2022 09:14 150-მდე ვერტმფრენი და ჯარი ბელარუსი-უკრაინის საზღვართან - თანამგზავრიდან გადაღებული ახალი ფოტოები

კერძო ამერიკული კომპანია Maxar Technologies თანამგზავრიდან გადაღებულ ახალ ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც ბელარუსში განლაგებული რუსულ ჯარი და ვერტმფრენებია აღბეჭდილი. 

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 32 კილომეტრში 150-მდე სატრანსპორტო შვეულმფრენი და სახმელეთო ჯარია განლაგებული.

ვერტმფრენების ერთი დიდი განლაგება, 90 მათგანი, ბელარუსის ქალაქ ხაინიკის მახლობლად მდებარეობს. 

26.02.2022 08:04 „კიევი უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მოქალაქეების კონტროლქვეშაა“ - დანილოვი

„კიევში სიტუაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები და მისი მოქალაქეები აკონტროლებენ“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვაჩერებთ ურდოს რამდენადაც შეგვიძლია, სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების და კიევის მოქალაქეების კონტროლქვეშაა“, - განაცხადა დანილოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი სამხედროების რამდენიმე შეტევა განხორციელდა, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს. 

ბოლო ინფორმაციით, კიეველებმა რუსი დივერსანტების რამდენიმე ჯგუფი ქალაქიდან განდევნეს.

26.02.2022 07:51 რუსული დესანტი ვასილკოვში დაეშვა - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის არიან დაღუპულები

ვასილკოვის მერმა ნატალია ბასალინოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში ბრძოლები ისევ გრძელდება.

მისივე თქმით, რუსული დესანტი ვასილკოვის მინდვრებზე დაეშვა.

„ბევრი ჯარისკაცი დაეშვა მინდვრებში, რომლებსაც ახლა ჩვენი 40-ე ბრიგადის სამხედროები ებრძვიან.  მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფარში ჩავიდა, ყველა შეშფოთებულია. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს დანაკარგები, ბევრი სამხედრო დაიჭრა“, - განაცხადა ბასალინოვიჩმა. 

26.02.2022 07:40 ხარკოვში განგაში გამოცხადდა

უკრაინის აღმოსავლეთში, ხარკოვში განგაში გამოცხადდა.

ქალაქში საჰაერო თავდასხმას ელიან.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ხდება ქალაქში.

მანამდე ხარკოვში რუსებმა რამდენიმე სამოქალაქო შენობა, მათ შორის საბავშვო ბაღი დაბომბეს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

26.02.2022 07:22 შეტაკებები კიევში - უკრაინელები რუს დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს ქალაქიდან აძევებენ

უკრაინის დედაქალაქ კიევს რუსი ოკუპანტები უტევენ.

უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მარიანა ბეზუგლას ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინელები რუს დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს ქალაქიდან აძევებენ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს კიევიდან აძევებენ. ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებს ბეზუგლა.

26.02.2022 06:33 უკრაინელებმა კიევში მეტროსადგურ „ბერესტეისკას“ მახლობლად თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებებისა და სროლების ხმა ამ დრომდე ისმის.

ბოლო ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მეტროსადგურ „ბერესტეისკასთან“ მყოფ სამხედრო ნაწილზე თავდასხმა უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს.

„რუსი სამხედროები თავს დაესხნენ კიევის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს გამარჯვების გამზირზე. თავდასხმა მოგერიებულია“, - ნათქვამია უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადებაში.

26.02.2022 06:08 პუტინის მოთხოვნის მიუხედავად, ყაზახეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარი თქვა - მედია

ყაზახეთმა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, აგრესორის ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულიყო, უარი თქვა, - ამის შესახებ NBC ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

ყაზახეთმა განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის ფსევდორესპუბლიკებს, რომელთა აღიარება პუტინმა უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენა.

უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ყაზახეთის განცხადებას შეერთებული შტატები მიესალმა.

„ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს. ჩვენ ასევე მივესალმებით ყაზახეთის უარს გააგზავნოს თავისი ძალები უკრაინაში პუტინის ომში მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნულია აშშ-ის უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

26.02.2022 05:51 პოლიციის ფორმაში გადაცმულმა რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცები დახვრიტეს

უკრაინის ეროვნული პოლიციის ფორმაში გადაცმულმა რუსმა დივერსანტებმა უკრაინელი სამხედროები დახვრიტეს.

შემთხვევა კიევის ოლქში, ვასილკოვის მახლობლად, საგუშაგოზე მოხდა.

მალევე ადგილზე სატვირთო მანქანებით რუსი ჯარისკაცების ჯგუფი გამოჩნდა.

მძიმე ბრძოლა გრძელდება.

26.02.2022 05:39 ბრძოლა კიევისთვის - ქუჩებში აფეთქებებისა და სროლის ხმა არ წყდება

უკრაინის დედაქალაქში მძიმე ბრძოლები გაჩაღდა - კიევის ქუჩებში აფეთქებებისა და სროლის ხმა არ წყდება, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

რამდენიმეწუთიან ინტერვალში მოქალაქეებმა 50-ზე მეტი გასროლისა და აფეთქების ხმა გაიგონეს.

დედაქალაქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი შეტაკებები მიმდინარეობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ოკუპანტები ტროეშჩინას რაიონში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი უკუაგდეს.

26.02.2022 05:29 აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ზელენსკის კიევის დატოვებაში დაეხმაროს - Washington Post

შეერთებული შტატების მთავრობა მზადაა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში დაეხმაროს, - ამის შესახებ Washington Post იუწყება.

უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ს სურს, რომ ზელენსკის რუსების მიერ შეპყრობა ან მოკვლა აარიდონ.

უკრაინის პრეზიდენტი კიევის დატოვებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს განაცხადა, რომ იგი რუსეთის ნომერ პირველი სამიზნეა, მეორე კი მისი ოჯახია.

26.02.2022 05:03 რუსებმა ნიკოლაევის აღება სცადეს - უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი წარმატებით დაიცვეს

უკრაინის უზენაესი რადას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელების თავდაცვის გარღვევა ვერ შეძლეს.

„ნიკოლაევში მისასალმებელი სიჩუმეა. მადლობა ჩვენს დამცველებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა, მტრის საჰაერო დარტყმები ჩაიშალა.

26.02.2022 04:33 ვასილკოვში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - რუსები დესანტის დაშვებას ცდილობენ

კიევის ოლქის ქალაქ ვასილვოკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ოკუპანტები დესანტის დაშვებას ცდილობენ.

„ამჟამად მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში, სადაც ოკუპანტები ცდილობენ დესანტის დაშვებას! დიდება უკრაინელ პილოტებს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვასილკოვში უკრაინელებმა რუსი დესანტით სავსე ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

26.02.2022 04:26 კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის დედაქალაქ კიევის გარეუბანში აფეთქებების ხმა გაისმა, - ამის შესახებ CNN იუწყება.

ახლა უკრაინაში ადგილობრივი დროით ღამის 2 საათია.

აფეთქებების ზუსტი მიზეზი და ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

26.02.2022 04:11 ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს კიდევ რამდენიმე რუს ოფიციალურ პირს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გარდა სხვა რუს ოფიციალურ პირებსაც უწესებს, - ამის შესახებ CNN იუწყება.

ოფიციალური პირები რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი არიან.

შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა 25 თებერვალს გამოაცხადა პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.

26.02.2022 03:38 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიდევ ერთი რუსული სუ-25 და ვერტმფრენი ჩამოაგდო

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუსული ვერტმფრენი და სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება.

„დაახლოებით შუაღამისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემით მტრის ორი სამიზნე, ვერტმფრენი და რუსეთის საოკუპაციო ძალების შემტევი თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვაგდეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ვინიცის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი ბორზოვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა კალინოვკასთან კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს.

26.02.2022 03:11 უკრაინელებმა რუსული დესანტით სავსე ილ-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ილ-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი იუწყება.

რუსულ თვითმფრინავს კიევის ოლქში ვასილკოვის რაიონში დესანტი უნდა გადაესხა.

„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ილ-76 მტერთან ერთად, რომელიც ვასილკოვთან ეშვებოდა, სიკვდილი მტრებს!“, - აცხადებს მთავარსარდალი.

26.02.2022 03:00 რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის საპასუხოდ შედგენილ რეზოლუციას ვეტო დაადო 

გაეროს უშიშროების საბჭოში მიმდინარე საგანგებო შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის საპასუხოდ შედგენილ რეზოლუციას ვეტო დაადო.

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილება გამოიყენა და კრემლისთვის პასუხისგებაში მიცემის დოკუმენტის სისრულეში მოყვანას თავი აარიდა. 

კენჭისყრა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

26.02.2022 02:50 მაკრონმა რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ მისი უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში იუწყება.

„ახლახან დაურეკე ემანუელ მაკრონს. უნდა ითქვას, რომ ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია. ყველაზე რთულ მომენტებში ჩვენთან ერთად დგას. მან მხარი დაუჭირა რუსეთის SWIFT-დან გათიშვას, პუტინის წინააღმდეგ პირადი სანქციების შემოღებას და უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას. მადლობა საფრანგეთს“, - წერს ზელენსკი.

26.02.2022 02:30 „პუტინი რუსეთს სრულ საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანს“ - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინელ და რუს ხალხს მიმართა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებები რუსეთს საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანს.

„ის, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ხდება ტრაგედიაა. მამაცი ახალგაზრდა ჯარისკაცები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, ტანკები ქალაქებში თარეშობენ. უკვე ერთ თაობაზე მეტია, რაც ასეთი სისხლის ღვრის მომსწრენი ევროპაში არ ვყოფილვართ, ვიმედოვნებდით, რომ ასეთი რამის ნახვა აღარასოდეს მოგვიწევდა.

რუსებს, ისევე როგორც უკრაინელებს, გამორჩეული ისტორია და კულტურა აქვთ, მათ დიდი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში, თუმცა დღეს ის, რასაც პუტინი აკეთებს რუსეთს სრულ საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანს. 

გაერთიანებული სამეფოს ხალხი ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ერთად დგას. ჩვენ მივესალმებით უკრაინის მთავრობის, სამხედროებისა და ხალხის მამაცობასა და პატრიოტიზმს.

ეს კრიზისი, ეს ტრაგედია მალე უნდა დასრულდეს, რადგან მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა“, - განაცხადა ჯონსონმა.

26.02.2022 02:21 „ეს ღამე დღეზე მძიმე იქნება, უნდა გავუძლოთ, უკრაინის ბედი წყდება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ხალხს მიმართა.

მისი თქმით, დღევანდელი ღამე ძალიან მძიმე იქნება, რადგან რუსები შტურმისთვის ემზადებიან.

„ღამე იქნება მძიმე, იმაზე მძიმე, ვიდრე დღე. ბევრ ქალაქს თავს დაესხმებიან. ამ ღამეს მტერი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ძალას წინააღმდეგობის გასატეხად, ისინი შტურმისთვის ემზადებიან. ამ ღამეს ჩვენ უნდა გავუძლოთ, უკრაინის ბედი ახლა წყდება.

უბრალოდ არ არსებობს ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც ახსნის, რატომ ხდება საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა. რას ნიშნავს ომი უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ უკრაინის საბავშვო ბაღში? ვინ არიან ისინი? ისინიც ნეონაცისტები არიან თუ ნატოს ჯარისკაცები, რომლებიც ემუქრებოდნენ რუსეთს?“, - განაცხადა ზელენსკიმ.

26.02.2022 01:54 ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობის თხოვნით მიმართა 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტს რუსეთთან მოლაპარაკებაში შუამავლობის თხოვნით მიმართა

ისრაელში უკრაინის ელჩის, ევგენი კორნიიჩუკის თქმით, ეს მოთხოვნა ორ ლიდერს შორის 25 თებერვალს სატელეფონო საუბრისას იქნა გაჟღერებული.

ზელენსკის სურს, რომ მოლაპარაკებები იერუსალიმში გაიმართოს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ისრაელი ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც აქვს შესანიშნავი ურთიერთობა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან“, - განაცხადა კორნიიჩუკმა. 

მისივე თქმით, ისრაელი მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ დასთანხმებია.

26.02.2022 01:32 რუსეთი ევროვიზია 2022-დან მოკვეთეს

მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე ევროვიზია 2022 რუსი არტისტების გარეშე ჩატარდება - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უკვე მიიღო.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, წლევანდელ ევროვიზიაზე არცერთი რუსი არტისტი მონაწილეობას არ მიიღებს. გადაწყვეტილება ასახავს შეშფოთებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის ფონზე. რუსეთის წლევანდელ კონკურსში ჩართვა კონკურსის რეპუტაციის გაუარესებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროვიზია 2022-ზე უკრაინას „კალუშ ორკესტრი“ წარადგენს. მუსიკალური კონკურსი იტალიაში, ტურინში მაისში გაიმართება.

26.02.2022 01:14 კიევში განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში განგაში გამოცხადდა.

ქალაქში მორიგ საჰაერო იერიშს ელოდებიან, - ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაცია  ტელეგრამის არხზე იტყობინება .

კიევის საქალაქო ადმინისტრაცია მოქალაქეებს სთხოვს, სასწრაფოდ წავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში.

26.02.2022 01:10 ჩერნიგოვზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი სრულად აღადგინა

ჩერნიგოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ჩაუსმა ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქის „დაცემის“ შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, დღის განმავლობაში მას ამ კითხვით პირადად 20-მა ადამიანმა მიმართა.

„ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობის მეთაურმა ვიქტორ ნიკოლიუკმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩერნიგოვი უკრაინული იყო, არის და დარჩება.

ქალაქის მერის ვლადისლავ ატროშენკოს განცხადებით, ბრძოლებისას 5 სამხედრო დაიჭრა, მათ იცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. 

26.02.2022 00:31 უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებაზე - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მოლაპარაკებაზე და შესთავაზა საკითხის შაბათისთვის გადადება. 

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა თავისი დელეგაცია გაგზავნოს მინსკში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.

„უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მოლაპარაკებაზე. კიევის წარმომადგენლებმა შემოგვთავზეს ამ საკითხის ხვალისთვის გადადება“, - აცხადებს ზახაროვა.

26.02.2022 00:14 ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს. ზელენსკი TWITTER-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. 

„შესანიშნავი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭიროთ მხარი! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როდესაც მოქალაქეები არა მთავრობა, არამედ უკეთესი მთავრობაა“, - წერია განცხადებაში

 

26.02.2022 00:10 დამალეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუ ისინი ძვირფასები არიან თქვენთვის - რეზნიკოვმა რუსი ჯარისკაცების ცოლებსა და დედებს მიმაერთა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსებს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მან რუსებს საყვარელი ადამიანების დამალვისკენ მოუწოდა. 

„მინდა მივმართო რუსეთის მცხოვრებლებს. განსაკუთრებით რუსი ჯარისკაცების ცოლებს, დედებს, შეყვარებულებს. უკრაინაში რამდენიმე დღეში იმდენი რუსი სამხედრო განადგურდება, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში. ათასობით ათასობით. რუსეთის მმართველი გახდა მკვლელი. 

ჩვენ ვიცით, რომ ახლა ახალგაზრდა ბიჭები სასწრაფოდ მიჰყავთ ჯარში მთელ რუსეთში. კონტრაქტის ჯარისკაცებს არ ეუბნებიან სად მიდიან სინამდვილეში და რა ელით მათ. დამალეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუ ისინი ძვირფასები არიან თქვენთვის.

მათ მოკლავენ უკრაინის ყველა ქალაქში. გამოდით ქუჩებში. მოითხოვეთ ომის შეჩერება. მოითხოვეთ რუსული არმიის გაყვანა უკრაინიდან. ნუ გეშინიათ! სიმართლე თქვენს მხარეზეა. ახლა მაინც შეგიძლიათ. შეცვალეთ ყველაფერი ისე, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. როდესაც კრემლის ომის დანაშაულების შესახებ ყველა ინფორმაცია გაირკვევა, თქვენი ახლობლები ძალიან მადლობელი იქნებიან “, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

25.02.2022 23:12 კლიჩკომ კიეველები მომავალი რთული ღამის შესახებ გააფრთხილა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევის მოსახლეობა მოსალოდნელი რთული ღამის შესახებ გააფრთხილა. 

მისი თქმით, რუსული ჯარები დედაქალაქთან ახლოსაა.

„კიევში მდგომარეობა საფრთხის შემცველია. ღამე ძალიან რთული იქნება. რუსული ჯარები დედაქალაქთან ახლოს არიან. ქალაქში სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოები დივერსიულ ჯგუფებს ანეიტრალებენ“, - განაცხადა მერმა. 

კლიჩკოს თქმით, დედაქალაქში ხიდები სპეციალური კონტროლის ქვეშაა. მათზე მორიგეობენ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და მებრძოლები.

საკონტროლო გამშვები პუნქტები, იდგმება ქალაქის მთავარ შესასვლელებთან. 

მოახლოებული აგრესორისგან დედაქალაქის დასაცავად კიევის ტერიტორიული თავდაცვის 112-ე ბრიგადა უკვე 100%-ით არის აღჭურვილი.

„მადლობას ვუხდი ქალაქის მცხოვრებლებს იმ მზადყოფნისთვის, რომ შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებთან და სამართალდამცავ ძალებთან ერთად დადგნენ დედაქალაქისა და ქვეყნის დასაცავად“, - დასძინა კლიჩკომ.

25.02.2022 22:42 იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას - დმიტრო კულება

„იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას“, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერით“ავრცელებს.

„სატელეფონო საუბარი მქონდა იტალიელ კოლეგასთან ლუიჯი დი მაიოსთან. ჩემმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას“ - წერს კულება.

25.02.2022 23:31 კიდევ რამდენიმე რუსი ტყვე - უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ფოტოს ავრცელებს

გენერალური შტაბიდან უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს კიდევ რამდენიმე დატყვევებული რუსის შესახებ.

„მეგობრებო, ყველას მოგიწოდებთ ფხიზლად ვიყოთ! ახლა რთული პერიოდია. პოლიციამ რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანა“, - აცხადებს ანტონ გერაშჩენკო.

25.02.2022 23:03 რუსებმა ქალაქი ხერსონი აიღეს და ნიკოლაევისკენ გაემართნენ

ნიკოლაევში მტრის დესანტი საცხოვრებელ უბნის გარშემო ხიდის აღების მიზნით დაეშვა, თუმცა დესანტი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა  Telegram-ში გაავრცელა.

თვითმხილველების თქმით, ნიკოლაევის გემთმშენებელი ქარხნის ირგვლივ გარკვეული დროის განმავლობაში სროლები ისმოდა. ახლა ადგილზე სიმშვიდეა.

ხერსონში რუსულმა ჯარებმა შეძლეს შეიარაღებული ძალების გარღვევა და ანტონოვის ხიდის დაკავება. ბრძოლა გრძელდება, უკრაინელი ჯარისკაცები არ ნებდებიან.ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაცია  ფეისბუქზე იტყობინება .


„იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ხერსონის გარეუბანში სასტიკი ბრძოლის შემდეგ, უკრაინის არმიის თავდაუზოგავი  მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, დავკარგეთ კონტროლი ხერსონის მონაკვეთზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენადი ლაგუტას განცხადებით, მტერმა ქალაქზე კონტროლი მნიშვნელოვანი ძალისხმევით და დანაკარგებით მოიპოვა.

25.02.2022 22:47 რუსები ივანკოვს ბომბავენ

ოკუპანტები კიევის ოლქის ქალაქ ივანკოვს ბომბავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, არის მსხვერპლი. 

„კიევის რეგიონში ამჟამად რამდენიმე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვიცით, რომ კიევი არის ვლადიმირ პუტინის მთავარი მიმართულება. ახლა კი კიევის რეგიონის ქალაქი ივანკოვი ცეცხლის ქვეშაა. ამ ქალაქში ხანძარია, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, - განაცხადა დენისენკომ.

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს საშიშროება, რომ  ჭურვები მაგისტრალურ გაზსადენს მოხვდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ევროპისკენ გაზის ტრანზიტის შეწყვეტა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაზსადენები შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მიზანი, რათა უკრაინა ცუდ სატრანზიტო ქვეყნად აქციოს“, - დასძინა მან.

25.02.2022 22:42 პოლონეთიდან უკრაინაში საბრძოლო მანქანების კოლონა ჩავიდა

25.02.2022 22:42 რუსეთის იმპულსი უკრაინაში შენელდა, მაგრამ კონფლიქტი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია - პენტაგონი

რუსეთი იმაზე მეტ წინააღმდეგობას ხვდება უკრაინული ძალების მხრიდან, ვიდრე ამას ელოდა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ჯერ კიდევ აქვს გამოუყენებელი საბრძოლო ძალა. პუტინის მიზანი უფრო ნელა პროგრესირებს, ვიდრე რუსეთის მთავრობა მოელოდა, განაცხადა დღეს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. 

„რუსებმა იმპულსი დაკარგა. ისინი არ მიიწევენ წინ ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მოელოდნენ“,- განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

„ამის კარგი მაჩვენებელია, რომ არცერთი დასახლებული პუნქტი არ არის აღებული“, - დასძინა მან.

ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა მანამდე დაგროვილი ძალების მხოლოდ მესამედი გამოიყენა, რაც 175 000 ჯარისკაცს აღემატება - რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს „დიდი ძალაუფლება“.

25.02.2022 22:27 „დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის“ - ჯონსონი ნატოს ლიდერებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატოს ლიდერებს მოუწოდა, რუსეთი SWIFT-დან გათიშონ.

„დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის კუთხით, რათა მაქსიმალური ტკივილი მიადგეს პრეზიდენტ პუტინსა და მის რეჟიმს“, - განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის,  რუსეთის Swift-იდან ჩახსნის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს გერმანიაც და იტალიაც. 

25.02.2022 22:23 30 საათიანი ომის შემდეგ ჩამოგდებული 6 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის ერთი სუ-35 უკრაინელი პილოტის ანგარიშზეა

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ერთმა უკრაინელმა პილოტმა შეძლო გაენადგურებინა რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების (VKS) 6 თვითმფრინავი, მათ შორის ერთი სუ-35. ამის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას.

„ერთმა პილოტმა 30 საათიანი ომის განმავლობაში ჩამოაგდო 6 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის ცნობილი სუ-35!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრი ასევე იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (AFU) მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღე-ნახევარში  დაახლოებით 3100 თანამშრომელი დაკარგეს.

25.02.2022 22:10 პუტინი გრძნობს, რომ რუსეთი აგებს - არესტოვიჩმა ნიშნებზე მიუთითა

როგორც ჩანს, კრემლი არღვევს უკრაინაში შეჭრის გეგმას. ეს ვარაუდი ფეისბუქის საშუალებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

„კრემლი ისაუბრებს მოლაპარაკებებზე და მიმართავს უკრაინელ სამხედროებს. ამიტომ, ჩვენ მათ სისხლის ღვრას არ დავუშვებთ", - თქვა არესტოვიჩმა.

„ზოგადად, კრემლიდან მოდის ნიშანი, რადგან როგორც კი „კადიროველთა“ ხსენება ამოქმედდება, ეს იმას ნიშნავს, რომ წაგება დაიწყო. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ წინაა, ვლადიმირ ვლადიმერვიჩ“, - არესტოვიჩი

25.02.2022 21:53 საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა

საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად უკრაინის დედაქალაქში პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.

კიევში ელიტარული ჟანდარმერიის ქვედანაყოფის რვა კაციანი ჯგუფი ჩავიდა, რომელიც საელჩოში მუდმივად იმყოფება. 

მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უკრაინას 300 მილიონი ევროს ოდენობით ფულად დახმარებას და სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს.

ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთთან დიალოგისთვის გარკვეულ ფანჯარას  ღიად ტოვებს , მიუხედავად იმისა, რომ  მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს.

25.02.2022 20:55 გერმანია მზადაა რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარი დაუჭიროს - გერმანიის ფინანსთა მინისტრი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის განცხადებით გერმანია მზადაა რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ უცხოური გამოცემები წერენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს და მიუხედავად, იმისა რომ გერმანია მოსალოდნელ შედეგებს იაზრებს, ისინი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს. 

25.02.2022 20:51 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა

 

უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა.

„ევროპის საბჭოს დებულების შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს რუსეთის ფედერაციას წარმომადგენლობის უფლება მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ცნობით, რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ.

ორგანიზაციის ცნობით,  წარმომადგენლობის უფლების შეჩერება არის დროებითი ზომები და ევროპის საბჭო ღიას ტოვებს კომუნიკაციის არხებს.

25.02.2022 20:30  ხარკოვი ცეცხლის ალშია გახვეული

25.02.2022 20:14 ჩერნიგოვში რუსი დამპყრობლები კარდაკარ დადიან და საჭმელს ითხოვენ (ვიდეო)

ჩერნიგოვის რაიონში რუსი სამხედროები კარდაკარ დადიან და საკვებს ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ 93-ე მოტორიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით იუწყება. 

„შეხედეთ ამ მეომრებს. ჩერნიგოვის რეგიონში, ადგილობრივების ცნობით, ეს პატარა დამპყრობლები უკვე დადიან სახლიდან სახლში და ითხოვენ საკვებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

დაკავებული რუსს სამხედროს  ჰკითხეს, სჭირდებოდა თუ არა ომი უკრაინაში, რაზედაც მან უპასუხა: „არა“.

25.02.2022 20:03 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონთან სტრატეგიული ხიდი დაიკავეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხერსონთან სტრატეგიული ხიდი აიღეს. ამის შესახებ gazeta.ua იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, მოწინააღმდეგემ დაცვა გაარღვია და ანტონოვსკის ხიდი დაიკავა.. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხიდზე კონტროლი დაკარგეს.  უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათ მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენეს.

ადგილობრივი ადმინისტრაცია მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას პანიკას არ აჰყვეს და სიმშვიდე შეინარჩუნოს. 

25.02.2022 19:49 თურქეთის მხრიდან რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვაზე ინფორმაცია სიცრუეა - თურქეთის საგარეო უწყება

25 თებერვალს, რუსული რადიოსადგურის „ეხო მოსკვი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თურქეთის მხრიდან რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თურქეთს არ შეუძლია შეაჩეროს სამხედრო გემების გავლა შავ ზღვაში მიმავალი სრუტეებით, როგორც ამას უკრაინა ითხოვდა, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ გაზეთ Hurriyet-ს განუცხადა. მისი მითითებით მონტრეს კონვენციის პუნქტი გემებს თავიანთ ბაზაზე დაბრუნების საშუალებას აძლევს.

„ომის შემთხვევაში, სადაც თურქეთი არ არის მხარე, არის ზომები, რომლებიც შეიძლება იქნეს მიღებული იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც ომის მონაწილეები არიან.

თუ არსებობს მოთხოვნა, რომ მეომარი ქვეყნების გემები დაბრუნდნენ თავიანთ ბაზებზე, მაშინ ეს უნდა იყოს დაშვებული“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ თურქეთს თხოვნით მიმართა, რათა დაებლოკა რუსული ხომალდების დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში გავლა. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთს ამის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. 

25.02.2022 19:14 მელიტოპოლში რუსული არმიის თავდასხმის შედეგად განადგურებულია უკრაინული T-64BV და საწვავის სატვირთო მანქანა

25.02.2022 19:14 5 დაღუპული და 15 დაშავებული - ვითარება სუმის ოლქში

ქალაქ ახტირკაში, სუმის რაიონში, რუსი დამპყრობლების დღევანდელი საარტილერიო დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ იუწყება. 

ახტირსკის საქალაქო საბჭოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელენა ლანინას თქმით, დაღუპულთა შორის ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ერთი ბავშვი.

მისი ინფორმაციით, დაჭრილია 6 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი და 9 უკრაინელი სამხედრო. დაღუპულებს შორის ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ერთი ბავშვი.

„ორივე დაჭრილ ბავშვს ახლა ადგილობრივ ჰოსპიტალში უტარდება ოპერაცია. სამხედრო მოსამსახურეებს შორის ხუთი მძიმედ არ დაშავებულა“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.

ახტირსკის ქალაქის ტერიტორიული თემის თავმჯდომარემ პაველ კუზმენკომ განუცხადა UNIAN-ს, რომ ერთმა ბავშვმა მიიღო გამჭოლი ჭრილობა და ის მძიმე მდგომარეობაშია.

დაბომბვისას ერთ-ერთმა ჭურვმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსის გაზსადენი.

სოციალური ქსელებიდან გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დღეს ახტირკა განმეორებით დაიბომბოს, რის შესახებაც სამხედროები ხალხს აფრთხილებენ.

25.02.2022 19:07 „ეს ჩვენი არჩევანი არ არის“ - მოსკოვმა კიევისგან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ნოტა მიიღო

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინა რუსულ მხარეს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ ნოტა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ შეტყობინებით - ეს ჩვენი არჩევანი არ არის, როგორც გესმით“, - აღნიშნა ზახაროვამ. 

ზახაროვამ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას კიევის ხელისუფლების მიზანმიმართული რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური შედეგი უწოდა.

„ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“, - დასძინა ზახაროვამ. 

25.02.2022 19:00 რუსები ხარკოვს გრადებით განუწყვეტლივ ბომბავენ

25.02.2022 18:29 განადგურებულია 2800 ოკუპანტი და 80-მდე ტანკი - უკრაინული მხარე

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით განადგურებულია 2800 ოკუპანტი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი განა მალიარი ავრცელებს

„რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევა გრძელდება.  15:00 საათის მონაცემებით განადგურებულია აგრესორის 80-მდე ტანკი, საბრძოლო მანქანები, 7 ვერტმფრენი და დაღუპულია 2800 ოკუპანტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

25.02.2022 18:06 ევროკავშირი პუტინის და ლავროვის ანგარიშებს გაყინავს

ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვის ანგარიშების გაყინვას გეგმავს, ამის შესახებ ft.com იუწყება. 

ამ სანქციების შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს აპირებენ. ასევე სანქციების პაკეტში რუსული ბანკები და მრეწველობა შედის.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს სამი დღის განმავლობაში დააწესებს. ის რუსული ბანკების მიერ გარკვეული ოპერაციების შეზღუდვას, ბლოკის საფონდო ბირჟაზე ზოგიერთის სახელმწიფო კომპანიის მიერ ახალი ლისტინგების განთავსების და რუსეთის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ბანკებში მსხვილი დეპოზიტების გახსნის აკრძალვას ითვალისწინებს. 

როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე და პოლიტიკურ ელიტაზე მაქსიმალურ გავლენას მოახდენს. 

25.02.2022 17:35 „ხალხის მსახური“ ზელენსკის პოზიციას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განმარტავს

პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა ელენა შულიაკმა განმარტა პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. 

„დღემდე ჩვენ ვერ ვხედავთ დასავლეთის ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება შეაჩეროს რუსეთი. დასავლეთს შეუძლია ამის გაკეთება. დახურეთ ცა, გათიშეთ რუსეთი SWIFT-ისგან, დააწესეთ ნავთობის ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ და შეაჩერეთ რუსული ექსპორტი. მაგრამ დასავლეთი ამას არ აკეთებს“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ახალი სანქციები საკმარისი არ არის და  დასძენს, რომ „ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს ქვეყანას“.

„თავდასხმის მასშტაბებიდან გამომდინარე, უკვე ბევრი რამ გაკეთდა მტრის შესაჩერებლად. რუსეთის გეგმა შემოჭრის პირველ დღეებში აშკარად ჩაიშალა. ამიტომაც არიან ისინი ასე სასტიკები სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, - დასძინა მან.

პარტია „ხალხის“ ლიდერი აცხადებს, რომ ომი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს.

„ჩვენ ამას არ ვაპატიებთ რუსეთს. მაგრამ ყველასთვის აშკარაა, რომ ომი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ამიტომ პრეზიდენტი, სხვა საკითხებთან ერთად, სთავაზობს მოლაპარაკებებს“, - განმარტა შულიაკმა.

25.02.2022 18:00 ევროსაბჭო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას აჩერებს

ევროპის საბჭოს ერთობლივი კომიტეტი, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობას, წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რეკომენდაციას უწევს რუსეთის მიმართ გამოიყენოს ექსკლუზიური პროცედურა, რაც გამოიწვევს ქვეყნის გარიცხვას ევროსაბჭოდან. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თინა კოქსმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას eurointegration-ი ავრცელებს. 

კოქსის განცხადებით, ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია და რუსეთი ორგანიზაციის წევრობა პარასკევს უნდა შეუჩერონ. 

„დიდი ხანია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვარ და პირველად ვხედავ ასეთ ერთიანობას ყველა დონეზე. ფორმალურად, ეს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს, რომელიც საღამოს შეიკრიბება, მაგრამ კოქსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი განიხილება. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, არ შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზაციის ნაწილი იყოს“, - განუცხადა კოქსმა eurointegration-ს. 

25.02.2022 17:47 რა არის SWIFT და შეიძლება თუ არა მისი პუტინის წინააღმდეგ გამოყენება?

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა, რასაც, ასევე, მისი ძირითადი გლობალური გადახდების სისტემიდან გამოყოფასთან დაკავშირებული მოწოდებები მოჰყვა. რუსეთის მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) გამორიცხვამ შეიძლება დააბრკოლოს რუსეთის ვაჭრობა მსოფლიოს უმეტეს ნაწილთან და მძიმე დარტყმა მიაყენოს მის ეკონომიკას.

მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი SWIFT-ს არ ჩამოაშოროს, თუმცა ამ შესაძლებლობის ხელახლა განხილვისთვის კარს ღია ტოვებს. 

🔴 რა არის SWIFT და რას აკეთებს ის?

SWIFT არის ქსელი, რომელსაც ბანკები ფულის გადარიცხვისა და სხვა ტრანზაქციების შესახებ უსაფრთხო შეტყობინებების გასაგზავნად იყენებენ.

თითქმის 200 ქვეყანაში 11000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი იყენებს SWIFT-ს, რაც ამ ქსელს საერთაშორისო ფინანსური გადარიცხვების სისტემის ხერხემლად აქცევს.

🔴 ვინ ფლობს SWIFT-ს?

SWIFT კოოპერატიული კომპანიაა, რომელიც ბელგიის კანონმდებლობით მოქმედებს. ვებსაიტზე ნათქვამია, რომ „მას ფლობენ და აკონტროლებენ მისი აქციონერი ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა ფირმების რაოდენობაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  3,500-ს შეადგენს.

სისტემას ზედამხედველობს G10 ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც ევროპის ცენტრალური ბანკი, ხოლო მთავარი ზედამხედველია ბელგიის ეროვნული ბანკი გახლავთ.

🔴 როგორია ურთიერთობა SWIFT-სა და რუსეთს შორის?

რუსეთის ეროვნული SWIFT ასოციაციის მონაცემებით, რუსეთის სისტემას დაახლოებით 300 რუსული ფინანსური ინსტიტუტი ეკუთვნის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მონაცემებით ყველაზე მეტია.

რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების ნახევარზე მეტი SWIFT-ის წევრია.

ალისია გარსია ჰერერომ, აზიის წყნარი ოკეანის მთავარმა ეკონომისტმა ჰონგ კონგში, თქვა, რომ რუსეთისთვის  SWIFT-ზე წვდომის აკრძალვა სერიოზული დარტყმა იქნებოდა ქვეყნისთვის.

„ეს უფრო დიდი რამაა, ვიდრე ევროკავშირის მიერ გაზის იმპორტის შეჩერება რუსეთიდან“, - განაცხადა გარსია ჰერერომ.

🔴 რა თქვა რუსეთმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, ნიკოლაი ჟურავლევმა, იანვარში აღიარა, რომ ქვეყნის ქსელიდან განდევნა შესაძლებელია.

„SWIFT არის ანგარიშსწორების სისტემა, ეს არის სერვისი. ამიტომ, თუ რუსეთი SWIFT-ს გათიშავს, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ [უცხოურ] ვალუტას, მაგრამ მყიდველები, პირველ რიგში ევროპის ქვეყნები, ვერ მიიღებენ ჩვენს საქონელს - ნავთობს, გაზს, ლითონებს და მათი იმპორტის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს. მათ ეს სჭირდებათ? არ ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა ჟურავლევმა რუსული სააგენტო TASS-ის ცნობით.

ჟურავლევმა, ასევე, აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ SWIFT მოსახერხებელია, ეს არ არის ფულის გადარიცხვის ერთადერთი გზა და ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ქვეყნისთვის ამ სერვისის შეჩერება, ასოციაციის წევრებს შორის ერთსულოვნებას საჭიროებს.

„SWIFT არის ევროპული კომპანია, ასოციაცია, რომელშიც ბევრი ქვეყანაა ჩართული“, - განაცხადა ჟურავლევმა.

🔴 არის თუ არა, რუსეთის მუქარა SWIFT-ის ქსელის გაუქმებასთან დაკავშირებით, დამაჯერებელი?

ტაქტიკურად, „უპირატესობები და უარყოფითი მხარეები სადავოა“, - ამის შესახებ ბრიუსელში დაფუძნებული ბრიუგელის კვლევითი ცენტრის დირექტორმა გუნტრამ ვოლფმა განაცხადა.

პრაქტიკული თვალსაზრისით, SWIFT-ის სისტემიდან გასვლა ნიშნავს, რომ რუსული ბანკები ვეღარ გამოიყენებენ მას უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებთან გადახდების განსახორციელებლად, ან მისაღებად.

დასავლური ქვეყნები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთს SWIFT-დან გარიცხვით დაემუქრნენ. მაგრამ ასეთი დიდი ეკონომიკის გარიცხვას - რუსეთი ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ექსპორტიორია - შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს სხვა ქვეყნებისთვისაც.

ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ აღიარა, რომ აკრძალვა „სენსიტიურია“ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის, რადგან ეს „მნიშვნელოვნად დიდ გავლენას მოახდენს ჩვენზე“.

„ეს იქნება ნამდვილი თავის ტკივილი“, - თქვა ვოლფმა და დასძინა, რომ გავლენა განსაკუთრებით დიდი იქნება ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან სავაჭრო საქმიანობას ეწევიან რუსეთთან, რომელიც  კონტინენტის ბუნებრივი აირის 41 პროცენტს აწვდის მათ.

ჰერერომ განაცხადა, რომ რუსეთის გარიცხვა ძვირად დაუჯდება „ობლიგაციების მფლობელებს, ევროკავშირის ბანკებისა და ენერგიის იმპორტიორების“.

ამგვარმა აკრძალვამ, ასევე, შეიძლება ხელი შეუწყოს იმ ფაქტს, რომ მოსკოვმა, ჩინეთთან ან სხვა ქვეყნებთან ერთად, დააჩქაროს ალტერნატიული ტრანსფერების სისტემის განვითარება, რაც პოტენციურად შეამცირებს აშშ-ის დომინირებას ფინანსურ სისტემაში.

მასალა მომზადებულია ALJAZEERA-ს მიხედვით.

25.02.2022 17:16 პუტინი მზადაა მინსკში მოლაპარაკებებისთვის რუსული დელეგაცია გაგზავნოს

რუსეთი მზადაა მინსკში დელეგაცია გაგზავნოს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

„მოგეხსენებათ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. თავდაპირველად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით.

ზელენსკის წინადადების საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში გაგზავნოს რუსული დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

25.02.2022 17:36 რა სიტუაციია ამჟამად უკრაინაში, სრული სურათი

25.02.2022 17:26 რომის პაპი რუსეთის საელჩოში უკრაინაზე თავდასხმის დასაგმობად მივიდა

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეშფოთება გამოთქვა და მომხდარის დასაგმობად რუსეთის საელჩოში მივიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ვატიკანის სპიკერმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, რომ პაპმა საელჩოში დაახლოებით 30 წუთი დაჰყო.

მედიასაშუალება წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაპი საელჩოს ეწვია. როგორც წესი ელჩებს პაპის რეზიდენციაში იწვევენ. 

პაპის ვიზიტი საელჩოში უჩვეულო მოვლენად შეფასდა. 

25.02.2022 17:24 პოლონეთი რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცეს დახურავს

პოლონეთი რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დახურვისთვის ემზადება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ twitter-ზე დაწერა. 

„ვუბრძანებ მინისტრთა საბჭოს მოამზადონ რეზოლუცია, რომელიც გამოიწვევს რუსული ავიახაზების საჰაერო სივრცის ჩაკეტვას“, - წერს მორავიეცკი. 

25.02.2022 17:02 „ქალაქი თავდაცვის ფაზაში შევიდა, მძიმე ვითარებაა“ - ვიტალი კლიჩკო

„დედაქალაქი თავდაცვის ფაზაში შევიდა“, - ამის შესახებ მერმა ვიტალი კლიჩკომ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

მერმა კიევის მოსახლეობას სიფხიზლისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა, ასევე, გააფრთხილა მოსახლეობა რომ არ დატოვონ თავშესაფრები. 

მან მოქალაქეებს გააცნო კიევში არსებული ვითარება და ქალაქის ხელისუფლების ქმედებები რუსეთის აგრესიის და დედაქალაქში საომარი მდგომარეობის პირობებში.

მერის თქმით, სიტუაცია მძიმე და დაძაბულია. დღეს რუსეთის არმიამ შეუტია კიევს. დილის ოთხი საათის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა დედაქალაქის საცხოვრებელ უბნებზე.

კოშიციის 7-ა-ში საცხოვრებელი კორპუსი რაკეტის შედეგად ძლიერ დაზიანდა. დაშავდა სახლის ოთხი მცხოვრები.

ასევე, რუსული ჯავშანტექნიკის შეჯახების გამო ობოლონში კერძო ავტომობილში სამოქალაქო პირი - ხანდაზმული მამაკაცი დაშავდა.

აქტიური საომარი მოქმედებების მოახლოებასთან დაკავშირებით, ქალაქის ხელისუფლება მოუწოდებს ობოლონის რაიონის მცხოვრებლებს გარეთ არ გავიდნენ, საშიშია.

„დარჩით სახლში - სახლში ან თავშესაფრებში. გასვლა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაშის სიგნალზე მიდიხართ თავშესაფარში. თავშესაფრების რუკა შეგიძლიათ იხილოთ ქალაქის ხელისუფლების ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში. მოვუწოდებ კიევის სხვა რაიონების მოსახლეობას, არ დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფრები. იმისთვის, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდეთ“, - მიმართა კლიჩკომ მოსახლეობას.

მერის თქმით, დედაქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული.

„ქალაქი თავდაცვის ფაზაში შევიდა. ახლა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში სროლები და აფეთქებები ისმის. უკრაინელმა სამხედროებმა რუსული დივერსიული ჯგუფები გაანეიტრალეს. მტერი უკვე კიევშია“, - აცხადებს  კლიჩკო.

ვიტალი კლიჩკოს თქმით, ყველა, ვისაც შეუძლია ქალაქის დაცვა, უნდა შეუერთდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს - დაეხმაროს უკრაინელ ჯარისკაცებს.

დღეს შეიარაღებული ძალები იჩენენ გმირობას და თავგანწირვას. ჩვენთვის თქვენთან ერთად. ჩვენი სახელმწიფოს გულისთვის. უკრაინის არმია კიევს იცავს.

„მძიმე ვითარებაა. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ყველანაირად ვეხმარებით. ჩვენ, როგორც ქალაქის ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს“, - განაცხადა კლიჩკომ.

მან აღნიშნა, რომ ჰაერის განგაშის და სირენების ამოქმედების შემთხვევაში - მიწისქვეშა სადგურები ღიაა მცხოვრებლების თავშესაფრისთვის დღის ნებისმიერ დროს, რათა გაუძლოს საფრთხეს.

ამავდროულად, კიევის მერმა კიევის მოსახლეობას წყლის, საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგისკენ მოუწოდა.

მოამზადეთ თბილი ტანსაცმელი, საბნები - წაიღეთ ისინი თავშესაფარში ყოფნისას.

„ვთქვი და კიდევ ვიტყვი: დღეს არის ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, რომელიც ფართოდ ვრცელდება პანიკის დასათესად. ეს ასევე, არის რუსეთის ომის ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ოფიციალური წყაროების ინფორმაციას ვენდობით“, - განაცხადა კლიჩკომ.

მან ხაზი გაუსვა, რომ რაც არ უნდა რთული იყოს, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო! მხარი დავუჭიროთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც დღეს გვიცავენ და იბრძვიან უკრაინის მიწისთვის.

„დღეს უკრაინა  მტკიცედ, ღირსეულად და თავდადებით იცავს თავის თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიულ არჩევანს. დიდება უკრაინა“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.

25.02.2022 17:17 რა არის რუსეთის საბოლოო გეგმა? პუტინის მიზანი უკრაინის ორად გაყოფაა - მედია

უკრაინის სპეცსამსახურებმა კიევის წინააღმდეგ რუსეთის ზრახვები გამოააშკარავეს. 

როგორც ZN.UA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, პუტინის გეგმა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

რუსეთის ფედერაციის ოპერატიული გეგმის მიხედვით, კიევის ორი აეროპორტიდან ერთ-ერთის დასაკავებლად 2 ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნა იგეგმება. გარდა ამისა, რუსები კიევში 10 ათასამდე მედესანტეს, მსუბუქ ჯავშანტექნიკასთან ერთად გადაისვრიან.

დესანტის ამოცანაა გადაკეტოს კიევი, გაანეიტრალოს და განაიარაღოს უკრაინელი სამხედროები, დათესოს რაც შეიძლება მეტი პანიკა, რათა კიევიდან მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური გადინება, რომლებიც შემდეგ მაგისტრალებს გადაკეტავენ, რაც უკრაინული ჯარის კიევში შესვლას გაართულებს. 

ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის ხელისუფლების ხელში ჩაგდება და შანტაჟის გზით იძულება, ხელი მოაწერონ შეთანხმებებს რუსეთის პირობებზე. მაშინაც კი, თუ ხელისუფლებას ევაკუაციის დრო ექნება, მთავრობას ერთ-ერთი პრორუსი მარიონეტი უხელმძღვანელებს.

შედეგად, უკრაინა შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად - დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის, ან ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის პრინციპით.

25.02.2022 17:06 რუსმა სენატორმა საქართველო იმის გამო შეაქო, რომ ის დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა საქართველო იმის გამო შეაქო, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„როგორც იქნა საღმა აზრმა გაიმარჯვა. საქართველოს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, ვაჭრობს ხილით, ბოსტნეულით, ღვინით. ისინი მიხვდნენ, რომ დასავლეთი მათ ზარალს არ აუნაზღაურებს. და საერთოდ, რა მაგათი საქმეა თუ რა ხდება ახლა უკრაინაში? ყოჩაღ! მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რუსმა სენატორმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის და მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს ითვალისწინებს და დასავლეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ შეუერთდება. 

25.02.2022 17:07 ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპის ყველაზე დაუცველი პრეზიდენტი?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის არმიის ნომერ პირველი სამიზნე აღმოჩნდა, რადგან მოსკოვი, გავრცელებული ინფორმაციით, რეჟიმის შეცვლას ცდილობს.

 ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია, უკრაინის ხელისუფლებაში 2019 წელს მოვიდა, მაშინ როცა ქვეყანა ნაომარი იყო და კორუფციას ებრძოდა. 

პოლიტიკურად ახალბედა და პროფესიონალ კომიკოს ზელენსკის უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის მარიონეტი უწოდეს თავის დროზე. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელისუფლებაში მოსვლამდე თქვა და უკრაინელ ხალხს პირობა მისცა, რომ მათ რუსული აგრესიისგან დაიცავდა. 

ზელენსკიმ გაპრეზიდენტებიდან ძალიან მალე წარმატებას მიაღწია, დიპლომატია გამოიყენა და ტყვეების გაცვლა მოხდა, თუმცა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობა მაინც ვერ დაიმსახურა. 

 ზელენსკიმ არ შეცვალა თავისი ქვეყნის პროდასავლური კურსი კრემლის სასარგებლოდ. გასულ წელს რუსეთმა სამხედრო წვრთნების ჩატარების საბაბით უკრაინის საზღვრებთან ჯარის მობილიზება დაიწყო.

მიუხედავად შეერთებული შტატების გაფრთხილებისა უკრაინაში შეჭრის რუსული გეგმის შესახებ, ზელენსკი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა და იმავეს მოუწოდებდა უკრაინელ ხალხს.

ხუთშაბათს, 24 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ყველაზე დაუცველი პრეზიდენტი გახდა, რადგან რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შეიჭრა. 

„რეჟიმის შეცვლა“

პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანიის Rasmussen Global-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცერი და ნატოს პოლიტიკის დაგეგმვის ყოფილმა დირექტორმა  Al Jazeera-ს განუცხადა, რომ პუტინის მიზანი იყო „პოლიტიკური კაპიტულაცია“ და  „რეჟიმის შეცვლა“ უკრაინაში.

„საკმაოდ ნათელია, რომ მას ზელენსკის ხელისუფლების შეცვლა სურს. ყველა ძალას იყენებს, უკრაინას უარი ათქმევინოს სამხედრო ალიანსზე“, - აცხადებს ანალიტიკოსი. 

24 თებერვალს გვიან ღამით გაკეთებულ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის კრემლის ნომერი პირველი სამიზნეა. 

„მათ სურთ უკრაინის პოლიტიკურად განადგურება სახელმწიფოს მეთაურის ჩამოგდებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

44 წლის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ არასაკმარისია ის სანქციები, რომელიც რუსეთის მისამართით დასავლეთმა და შტატებმა დააწესეს. 

„ჩვენ მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად,„ვინ არის მზად ჩვენს გვერდით იბრძოლოს? მე არავის ვხედავ. ვინ არის მზად უკრაინას ნატოში გაწევრიანების გარანტია მისცეს? ყველას ეშინია,” - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. 

სოციალური მედიის მომხმარებლებმა ვოლოდიმირ ზელენსკის „მარტოხელა, მაგრამ ღირსეული ადამიანი“ უწოდეს. 

წყარო: aljazeera

25.02.2022 17:05 „მტერმა, სამწუხაროდ, უკვე შეაღწია კიევში“ - დედაქალაქის მერი

უკრაინის შეიარაღებული ძალები დედაქალაქში შედიან. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„ახლა უკრაინული სამხედრო ტექნიკა შემოდის ქალაქ კიევში, რათა შეაჩეროს ქალაქის დაცვა“, - აღნიშნა დენისენკომ.

დენისენკომ, ასევე, თხოვნით მიმართა ყველას, არ გადაიღონ და არ გამოაქვეყნონ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის მოძრაობა. 

დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები კიევში თავდაცვას აკავებენ.

„ქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული, ახლა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ისმის სროლები და აფეთქებები. უკრაინელი სამხედროები რუსების დივერსიულ ჯგუფებს ანეიტრალებენ. მტერმა, სამწუხაროდ, უკვე შეაღწია კიევში... უკრაინის არმია კიევის ირგვლივ თავდაცვას აკავებს. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, მხარს ვუჭერთ მათ“, - ხაზგასმით აღნიშნა კლიჩკომ.

კლიჩკომ აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ კიევს დღეს დილის 4 საათის შემდეგ შეუტია. სარაკეტო თავდასხმების სერია საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა. რაკეტების ფრაგმენტების შედეგად ქუჩაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი კოშიცე 7-ა ძლიერ დაზიანდა. დაშავდა სახლის 4 მცხოვრები.

25.02.2022 16:50 დღეს რუსეთის ჯარის დანაკარგი ათასზე მეტია - ოფიციალური ინფორმაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დღეს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ დანაკარგების რაოდენობა ათასზე მეტია.

„ჯარისკაცების ამდენი დანაკარგი ასეთი საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთს არ განუცდია არც ერთ შეიარაღებულ კონფლიქტში. რუსი დედები თავიანთ ვაჟებს სასიკვდილო ომში აგზავნიან, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ იკავებენ თავდაცვას და დაიცავენ თავიანთ მიწას ოკუპანტისაგან“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

25.02.2022 16:23 „ნატომ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს კრიტიკით გამოეხმაურა. ერდოღანის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა მტკიცე პოზიცია არ დაიკავეს. ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

ჰაზრათ ალის მეჩეთში ლოცვის შემდეგ განცხადებების გაკეთებისას ერდოღანმა თქვა, რომ ნატოს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა.

„ნატომ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას.

 როგორც ჩვენი საელჩო, ასევე საკონსულოს გენერალური შტაბი მზად არიან გადადგან ნებისმიერი ნაბიჯი.

სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველა დასავლურ ქვეყანას, ამ მომენტისთვის, არ აქვს სერიოზული და მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ერდოღანმა.

25.02.2022 16:15 რუსეთის ჯარმა ვორცელში მდებარე ბავშვთა სახლი დაბომბა, სადაც 50 ბავშვი იმყოფებოდა

რუსეთის არმიამ სავარაუდოდ დაბომბა კიევის ოლქის ვორცელში მდებარე ბავშვთა სახლი, სადაც 50 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა სოციალურ ქსელში წერს. 

"ბრძოლის დროს რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა დაბომბა, კიევის რეგიონში, ვორცელში მდებარე ბავშვთა სახლის ერთ-ერთ შენობა, სადაც 50 ბავშვი იყო განთავსებული," - წერს გენერალური პროკურორი.

როგორც ვენედიქტოვა წერს, დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის, რადგან ამ დროს ბავშვები და თანამშრომლები სხვა ოთახებში იმყოფებოდნენ.

„ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე არ არის თავშესაფრები და სარდაფები. პროკურატურის ჩარევის შემდეგ მივიღებთ ზომებს მათი ევაკუაციისთვის", - განაცხადა ვენედიქტოვმა.

25.02.2022 16:11 „პოზიტივისკენ მოძრაობა“ - პესკოვმა „ნეიტრალური სტატუსის“ შესახებ ზელენსკის სიტყვები შეაფასა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება „რუსეთთან ნეიტრალური სტატუსის განხილვის შესაძლებლობის შესახებ. ამის თაობაზე „უნიანი“ იუწყება. 

პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია აქვთ.

„ეს ახალი განცხადებაა. ჩვენ ის მოვისმინეთ. ეს არის მოძრაობა პოზიტივისკენ. ახლა აუცილებელია მისი გაანალიზება. მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით“ - განაცხადა პესკოვმა.

პუტინის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გამოსწორდება, როდესაც იქ მიხვდებიან, რომ რუსეთს აიძულეს ომი დაეწყო.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკება აწარმოოს, მაგრამ მოსკოვისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

25.02.2022 16:15 პუტინი: რუსეთი უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის მზად არის

კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინადადებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

„რუსეთი ჩინეთის ჩართულობით მზად არის უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. 

25.02.2022 „მოუხადოს ზელენსკიმ ბოდიში პუტინს, სანამ ის გახდება ყოფილი პრეზიდენტი“ - კადიროვი. ჩეჩენი ე.წ. ბოევიკები - კიდებ ათასობით ჯარისკაცი მიდის უკრაინაში

25.02.2022 16:00 შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი გადავდო და დაგელეპარაკოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ზელენსკიმ მის სატელეფონო ზარს არ უპასუხა. 

მარიო დრაგის ვოლოდიმირ ზელენსკიმ იუმორით უპასუხა.

„დღეს 10:30 საათზე ჩერნიგოვის, გოსტომელის და მელიტოპოლის მისადგომებზე მძიმე ბრძოლები გაიმართა,  ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი გადავდო, რათა კონკრეტულ საათზე #მარიოდრაგის დაველაპარაკო. უკრაინა, ამასობაში, აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერის პირად გვერდზე. 

25.02.2022 15:51 უკრაინა საჭიროდ მიიჩნევს საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებას - პოდოლიაკი

„უკრაინა საჭიროდ მიიჩნევს საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„უკრაინა საჭიროდ მიიჩნევს საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებას და ნორმალური ცხოვრების აღდგენას. თუ მოსკოვიდან გავიგებთ, რომ აინტერესებთ ნეიტრალური სტატუსის თემა, მაშინ ჩვენ არ გვეშინია, თუმცა მოსკოვისგან უსაფრთხოების გარანტიებს მოვითხოვთ“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ვლადიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ბუქარესტის ცხრას თავდაცვით დახმარებასთან დაკავშირებით.

25.02.2022 15:37 „მოდი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს მიმართავს 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არსებული ვიტარებიდან გამომდინარე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინადადებით მიმართავს. 

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლა გრძელდება მთელ უკრაინაში. მოდი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

25.02.2022 15:30 მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებას დათანხმდება, თუ მისი შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართავს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ამის შესახებ ლავროვმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. „რესპუბლიკების“ ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე დაამატა, რომ „უკრაინის ოკუპაციას არავინ აპირებს“. 

ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ცრუობს, როდესაც საუბრობს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განხილვის მზადყოფნის შესახებ, ვინაიდან მან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. 

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში  დაწყებული ოპერაციის მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაციაა“.

25.02.2022 15:35 „თქვენ დააწესეთ სანქციები ბანკებზე, მაგრამ რუსული ჯარი აგრძელებს შეტევას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მათი სანქციების მიუხედავად, რუსეთი შეტევას აგრძელებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ევროპის წინააღმდეგ ომის დაწყების წინაპირობაა.

„ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ. უკვე მეორე დღეა, ჩვენი ქალაქები ექვემდებარებიან სარაკეტო თავდასხმებსა და ბომბდამშენებს, საჰაერო თავდასხმებს, ტანკების კოლონებს -  ამას უკვე მეორე დღეა ევროპა ხედავს. 

ჩვენ არ ვიცით, რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით და როგორ აპირებთ დაცვას, როდესაც ასე ნელა ეხმარებით უკრაინას. თქვენ დააწესეთ სანქციები ბანკებზე, მაგრამ რუსული ჯარი აგრძელებს შეტევას, აგრესიის შეჩერება მაინც შეგიძლიათ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, ხალხო, გამოდით ქალაქების მოედნებზე და მოითხოვეთ ომის დასრულება,“ - ვოლოდიმირ ზელენსკი.

25.02.2022 15:35 „თქვენ დააწესეთ სანქციები ბანკებზე, მაგრამ რუსული ჯარი აგრძელებს შეტევას“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მათი სანქციების მიუხედავად, რუსეთი შეტევას აგრძელებს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ევროპის წინააღმდეგ ომის დაწყების წინაპირობაა.

„ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ. უკვე მეორე დღეა, ჩვენი ქალაქები ექვემდებარებიან სარაკეტო თავდასხმებსა და ბომბდამშენებს, საჰაერო თავდასხმებს, ტანკების კოლონებს -  ამას უკვე მეორე დღეა ევროპა ხედავს. 

ჩვენ არ ვიცით, რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით და როგორ აპირებთ დაცვას, როდესაც ასე ნელა ეხმარებით უკრაინას. თქვენ დააწესეთ სანქციები ბანკებზე, მაგრამ რუსული ჯარი აგრძელებს შეტევას, აგრესიის შეჩერება მაინც შეგიძლიათ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, ხალხო, გამოდით ქალაქების მოედნებზე და მოითხოვეთ ომის დასრულება,“ - ვოლოდიმირ ზელენსკი.

25.02.2022 15:22 გველების კუნძული უკრაინის კონტროლის ქვეშაა (ვიდეო)

გველების კუნძული უკრაინის კონტროლის ქვეშაა. მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრების დაცვას აგრძელებენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„გველების კუნძულს ორი უცნობი გემი მიუახლოვდა, ნავსადგურზე გაისროლეს. მათ უკრაინელებს  დანებება მოსთხოვეს. ამის შემდეგ ისინი კუნძულს დაშორდნენ. ამ დროისთვის გველების კუნძული ჩვენია,“ - განაცხადა დენისენკომ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მესაზღვრეები აგრძელებენ უკრაინის საზღვრების დაცვას შავ ზღვაში.

25.02.2022 15:24 ჯიმი კარტერი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ევროპასა და მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის

ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საკითხს და მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

პრეზიდენტმა კარტერმა დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედება და განაცხადა, რომ ეს უკრაინელი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა. 

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე სამხედრო და კიბერიარაღის გამოყენებით არღვევს საერთაშორისო კანონის და უკრაინელი ხალხის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მე ვგმობ ამ უსამართლო თავდასხმას უკრაინის სუვერენიტეტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებას. მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და აღადგინოს მშვიდობა“, - აცხადებს ჯიმი კარტერი. 

ამასთან, ჯიმი კარტერის თქმით, აშშ და მოკავშირეები ქვეყნები დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ. 

25.02.2022 15:05 კიევში მტერი განეიტრალებულია - ალექსეი არესტოვიჩი

„კიევში მტერი განეიტრალებულია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა „უნიანთან“ საუბარში განაცხადა

„შეთქმულები და ოკუპანტების გარკვეული ჯგუფი კიევის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და აურზაურის შესაქმნელად გამოვიდა, თუმცა ამას მასიური სახე არ ჰქონდა. ახლა ეს ყველაფერი შეჩერებულია, ისინი განადგურებული და ტყვედ ჩავარდნილი არიან“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

მან ასევე უარყო ინფორმაცია პოვიტროფლოცკის პროსპექტზე სროლის შესახებ. 

„ახლახან მოვისმინე მოხსენება სამართალდამცავი ორგანოებიდან. არ იყო ნახსენები არც პოვიტროფლოცკის პროსპექტზე და არც რკინიგზის სადგურზე“, - აცხადებს არესტოვიჩი. 

25.02.2022 14:51 „საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას არანაირი გამართლება აქვს და მე მას მკაცრად ვგმობ“ - ანგელა მერკელი რუსეთ-უკრაინის ომზე

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა  რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს.

„რუსეთის აგრესიული ომი წარმოადგენს ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპის ისტორიაში უკან, ღრმად დაბრუნებას”, - განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა. 

„არანაირი გამართლება აქვს საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას და მე ვგმობ მას მკაცრად“, - თქვა მერკელმა

„ჩემი ფიქრები და ჩემი სოლიდარობა ამ საშინელ საათებსა და დღეებში, უკრაინელი ხალხისა და მთავრობისადმია მიპყრობილი, რომელსაც პრეზიდენტი [ვოლოდიმირ] ზელენსკი ხელმძღვანელობს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და გამოხატა „სრული მხარდაჭერა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციას ყირიმის ანექსიასა და დღევანდელ სიტუაციას შორის, განასხვავებს ის, რომ  ბოლო თავდასხმა მთელ უკრაინას შეეხო.

25.02.2022 14:41 ოკუპანტებმა ქალაქი კონოტოპი აიღეს... მელიტოპოლსა და ხარკოვში ბრძოლა გრძელდება - უკრაინული მხარე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ კონოტოპზე კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიურო ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 1-ლი ცალკეული სატანკო ბრიგადის ნაწილებმა მდინარე ბელოუსზე სევერსკის რაიონში მტერი შეაჩერეს. 

„სამხრეთში მტერი აგრძელებს აგრესიული გეგმების განხორციელებას. ისინი უკრაინის ქალაქ მელიტოპოლისთვის იბრძვიან“, - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვში განთავსებული უკრაინული ძალები მოიგერის და ახლა ქალაქის გვერდის ავლით ცდილობენ კიევში შეჭრას. 

25.02.2022 14:31 ️️ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთის“ ერთეულებმა ჩერნიჰივში 20 ერთეული რუსული ტანკი გაანადგურეს - უახლესი ცნობები

უკრაინის ოპერატიული სარდლობა ჩრდილოეთში ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ ოპერატიული სარდლობის „ჩრდილოეთის“ ერთეულებმა ჩერნიჰივში მინსკის მიმართულებით დაახლოებით 20 ერთეული მტრის ტანკი გაანადგურა. 

„ასევე, შენაერთმა "ჩრდილოეთმა" გაანადგურა მტრის ტექნიკის კოლონა, რომელიც ჩერნიჰოვზე რიპოკის მხრიდან გადადიოდა. დანაკარგი დაახლოებით 10-15 ერთეული ტექნიკაა.

ჩერნიჰივი დაცვას ინარჩუნებს და მტერს ანადგურებს!

დაუჯერეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მხარი დაუჭირეთ!“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

25.02.2022 13:59 „დღეს უკრაინას ყველა სჭირდება“ - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის იური გალუშკინის განცხადებას ავრცელებს.

გალუშკინის განცხადებით, ახლა უკრაინას ყველა სჭირდება. 

„დღეს უკრაინას ყველა სჭირდება. ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში ჩარიცხვის ყველა პროცედურა გამარტივებულია. თან იქონიეთ მხოლოდ პასპორტი და საიდენტიფიკაციო კოდი. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

✅Офіційна заява Командувача Сил ТрО Юрія Галушкіна:


‼️Сьогодні Україні потрібні всі. Всі процедури приєднання до ТрО спрощені. З собою мати лише паспорт та ідентифікаційний код. Вікових обмежень немає.

Якщо у вас на місцях будуть проблеми, посилайтесь на цю офіційну заяву.

— Defence of Ukraine (@DefenceU) February 25, 2022

25.02.2022 13:31 კიევი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას დიმერ-ივანკოვის მიმართულებით - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ კიევი ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას დიმერ-ივანკოვის მიმართულებით.

„ყველაზე დიდი საფრთხე ახლა ვითარდება დიმერ-ივანკოვის მიმართულებიდან. კიევის ჩრდილო-დასავლეთით. იქ უკვე მიმდინარეობს ბრძოლა გოსტომელის, ვორცელისა და ბუჩას დასახლებების რაიონებში. რუსული ჯარები შეეცდებიან შეტევას, მაგრამ ჩვენმა სადესანტო ნაწილებმა იქ საიმედო ბარიერი შექმნეს. გაანადგურეს მტრის რამდენიმე ვერტმფრენი“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, კიევი თავდაცვისთვის ემზადება.

არესტოვიჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბევრი ფეიკი ვრცელდება და საზოგადოებას მოუწოდა გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური წყაროები.

მისი თქმით, ახლა ტყვედ ჩავარდნილი რუსი პილოტის დაკითხვა მიმდინარეობს.

25.02.2022 13:27 დასავლეთი უკრაინის სამხედრო დანაშაულებზე, რუსოფობიასა და ნეონაციზმის გაძლიერებაზე თვალს ხუჭავს - სერგეი ლავროვი

„დასავლეთი თვალს ხუჭავს უკრაინის სამხედრო დანაშაულებზე, რუსოფობიისა და ნეონაციზმის გაძლიერებაზე“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის „რესპუბლიკების“ დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ლავროვის თქმით, დასავლეთმა კიევის რეჟიმთან ერთად მხარი დაუჭირა საბოტაჟს და დაარღვია მინსკის შეთანხმება.

„დასავლეთი თვალს ხუჭავს უკრაინის სამხედრო დანაშაულებზე, რუსოფობიისა და ნეონაციზმის გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, დასავლეთი მთლიანად დადგა კიევის რეჟიმის მხარეს, მხარი დაუჭირა საბოტაჟს და ამით დაარღვია მინსკის შეთანხმებები“, - განაცხადა ლავროვმა და უკრაინის ხელისუფლება ე.წ. რესპუბლიკების ძალადობრივი გზით აღებაში დაადანაშაულა. 

„ამ ქმედებების საპასუხოდ რუსეთს უბრალოდ სხვა არ ჰქონდა, რომ ზომები არ მიეღო“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე უკრაინას აგრესორი უწოდა. 

„რუსეთს კეთილი ზრახვები აქვს, რომ უკრაინელმა ხალხმა თავად, დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ როგორ უნდა იცხოვროს“, - აღნიშნა ლავროვმა. 

ამასთან, სერგეი ლავროვმა დასავლეთი და უკრაინა საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა დაადანაშაულა. 

25.02.2022 13:21 უკრაინელმა სამხედრომ მტრის მოსაგერიებლად ხიდი სიცოცხლის ფასად ააფეთქა

უკრაინელმა სამხედრომ ვიტალი სკაკუნმა ჰენიჩესკის საავტომობილო ხიდი საკუთარი სიცოცხლის ფასად ააფეთქა, რათა რუსი ოკუპანტების გარღვევა შეეჩერებინა. ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახურმა დაადასტურა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი ყველა მიმართულებით იგერიებს რუს ოკუპანტებს, უკრაინის რუკაზე ერთ-ერთი ურთულესი ადგილი იყო ყირიმის ისთმუსი, სადაც მტერმა ერთ-ერთი პირველი შეტევა განახორციელა. სატანკო სვეტის წინსვლის შეჩერების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰენიჩესკის საავტომობილო ხიდის აფეთქების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახურმა გაავრცელა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცალკეული ბატალიონის ინჟინერი, მეზღვაური სკაკუნი ვიტალი ვოლოდიმროვიჩი, მოხალისედ გამოვიდა ამ დავალების შესასრულებლად.

„ხიდი დანაღმული იყო, მაგრამ წასვლის დრო არ ჰქონდა.

ძმების თქმით, ვიტალი დაუკავშირდა და თქვა, რომ ხიდს ააფეთქებდა. მაშინვე აფეთქების ხმა გაისმა. ჩვენი ძმა გარდაიცვალა. მისმა გმირულმა საქციელმა საგრძნობლად შეანელა მტრის წინსვლა, რამაც დანაყოფს საშუალება მისცა თავდასაცავად ხელახლა განლაგებულიყო“, - შეაჯამა რადამ.

25.02.2022 13:18 რუსებმა ლუგანსკის ტერიტორიაზე სტარობელსკის დასახლება დაბომბეს (ვიდეო)

ოკუპანტებმა უკრაინული არმიის მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის ტერიტორიაზე სტარობელსკის დასახლება დაბომბეს.  

დაბომბვის შედეგად სახლები დაიწვა. 

მსხვერპლისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

25.02.2022 12:45 მდინარე ირპინზე 3 ხიდი ააფეთქეს - ირპენის მერი

რუსეთის ტანკების შესაჩერებლად უკრაინელები ხიდებს აფეთქებენ, - ამის შესახებ ირპენის მერმა ალექსანდრ მარკუშინმა „ფეისბუკზე“დაწერა.

„მათ ააფეთქეს ხიდი ნოვოირპინსკაიას გზატკეცილზე, ხიდი გოსტომელში ვარშავის გზატკეცილზე და ხიდი დემიდოვში მდინარე ირპინზე“, - განაცხადა  ალექსანდრ მარკუშინმა.

ამასთან, უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო ამბობს, რომ უკრაინელ სამხედროებს მნიშვნელოვანი ბრძოლები აქვთ დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, რადგან რუსული ძალები, როგორც ჩანს კიევისკენ წინსვლას ჩრდილოეთის მხრიდან ცდილობენ.

 

25.02.2022 12:51 რუსი ოკუპანტები ქალაქ მელიტოპოლში შევიდნენ, ქალაქში ქუჩის ბრძოლა მიმდინარეობს

რუსი ოკუპანტები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მელიტოპოლში შევიდნენ, ქალაქში ქუჩის ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

რუსი სამხედროები ქალაქში ადმინისტრაციული და ძალოვანი უწყებების შენობების აღებას ცდილობენ. ქალაქის მოსახლეობისთვის სპეციალური თავშესაფრები არსებობს.

მელიტოპოლის ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქში სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ სუდაკოვმა განაცხადა, რომ მოსახლეობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებაზე ინფორმაცია არ გადასცეს და მხოლოდ შემოწმებულ ინფორმაციას დაეყრდნოს. 

25.02.2022 12:55 გოსტომელთან 2 რუსი სამხედრო დააკავეს (ვიდეო)

„გოსტომელთან ორი რუსი ოკუპანტი შეტაკებისას დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს. 

„კიევის რაიონის პოლიციამ გოსტომელთან ორი რუსი ოკუპანტი შეტაკებისას დააკავა. ერთი მძიმედ დაშავებულია და დაშავებულს ეხმარებიან.

მეთაურებმა თქვეს, რომ ვარჯიშებზე მიდიოდნენ“, - წერს ანტონ გერაშჩენკო.

 

25.02.2022 12:51 უკრაინაზე შეტევა იმ იმედით გრძელდება, რომ უკრაინული ძალები დაიღლებიან... არ დავიღლებით - ზელენსკი

„უკრაინაზე რუსული ძალების შეტევა იმ იმედით გრძელდება, რომ უკრაინული ძალები დაიღლებიან, მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა, უკრაინის ყველა დამცველმა, მტერს პირველივე დღეს არ მისცეს საშუალება, განეხორციელებინა შემოჭრის ოპერატიული გეგმა. თითოეული უკრაინელი გმირობას სჩადის. ბრძოლა გრძელდება და ჩვენ არ დავიღლებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ძალები სასტიკად მოქმედებენ, განსაკუთრებით იმ ზონებში, სადაც საცხოვრებელი სახლებია. 

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ  უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები მაქსიმალურად იცავენ უკრაინის სახელმწიფოს ცას.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში არსებული ვითარება  1941 წლის თავდასხმას შეადარა. 

„საშინელი აფეთქებები დილით კიევის თავზე, დაბომბვა, სახლებზე დარტყმა, ხანძარი... ეს ყველაფერი გვაგონებს პირველ მსგავს თავდასხმას ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც მოხდა 1941 წელს“, - თქვა ზელენსკიმ.

25.02.2022 12:46 უკრაინელებმა ჩერკასის რაიონში კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა ჩერკასის რაიონში კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ საზოგადოებას რეგიონის ეროვნული პოლიციის პრესსპიკერმა ზოია ვოვკმა დაუდასტურა.

თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტთან, კერძოდ სოფელ ვოზნესენსკესთან ჩამოვარდა. მისი თქმით, ამჟამად ეძებენ პილოტს, რომელიც ჩამოგდებულ თვითმფრინავს მართავდა.

25.02.2022 12:21 უკრაინა რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებისთვის მზად არის, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს - პოდოლიაკი

 უკრაინა ,მზად არის რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკება აწარმოოს, მაგრამ მოსკოვისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„უკრაინა მოლაპარაკებისთვის სივრცეს ყოველთვის იტოვებს. ახლაც კი, როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა. ომი უნდა დასრულდეს. საბრძოლო მოქმედებები უნდა შეჩერდეს“- ამბობს პოდოლიაკი. 

25.02.2022 12:17 უკრაინაში გადავიდა ჩეჩენთა რაზმი კადიროვის ე.წ. ბოევიკები

25.02.2022 12:13 კიევის გარეუბნის ქუჩებში რუსული ტანკი გამოეკიდა ავტომობილს ვიდეოს „უნიანი“ ტელეგრამ არხზე ავრცელებს

25.02.2022 12:01 აფეთქება პირდაპირ ეთერში - ხერსონი

 

25.02.2022 11:42 კიევის ერთ-ერთ უბანში სროლების ხმა ისმის

 

25.02.2022 11:45 რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის სადგურის აღების შემდეგ იქ რადიაციის დონე გაიზარდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, რომელიც 24 თებერვალს საღამოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს, რადიაციის დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ vlasti.net იუწყება. 

ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, რადიაქტიური კონტროლის ავტომატიზებული სისტემა გამა-გამოსხივების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებს.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ზონაში რუსი სამხედროები 24 თებერვალს შევიდნენ. მათ სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს. 

25.02.2022 11:47 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს. სავარაუდო სადესანტო ადგილი მინსკის მასივია. 

„მტერი კიევში, მინსკის მასივში ჯარების გადმოსხმას ცდილობს“, - ნათქვამია უკრაინელი ჟურნალისტის განცხადებაში. 

მისივე თქმით, შესაბამისი ჯგუფები საჭირო ზომებს უკვე იღებენ. 

25.02.2022 11:38 ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოაცხადა. სანქციები დაწესდა ფინანსურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო სექტორზე, ასევე, სავიზო სექტორზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ეს მაქსიმალურ გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და პოლიტიკურ ელიტაზე.

სანქციების პაკეტი 5 პუნქტს მოიცავს: 

ფინანსური სანქციები, რომლებიც წყვეტენ რუსეთის წვდომას ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალის ბაზრებზე. ეს რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს მოიცავს, ასევე, ძირითად სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროს. ეს სანქციები გაზრდის რუსეთის სესხის ხარჯებს, გაზრდის ინფლაციას და თანდათან გაანადგურებს რუსეთის ინდუსტრიულ ბაზას.

ენერგეტიკის სექტორი, საკვანძო ეკონომიკური სფერო, რომელსაც განსაკუთრებული სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის. ექსპორტის აკრძალვა დაარტყამს ნავთობს, რადგან შეუძლებელს გახდის რუსეთისთვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების განახლებას.

ტრანსპორტის სექტორი, ჩვენ ავკრძალავთ ყველა თვითმფრინავის, სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მიყიდვას რუსულ ავიახაზებზე. ეს გააუარესებს რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორს და ქვეყნის კავშირს.

ტექნოლოგიები, ჩვენ ვზღუდავთ რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ნახევარგამტარები ან უახლესი ტექნოლოგიები,  რომლებიც მას სჭირდება წარმატებული მომავლის ასაშენებლად.

სავიზო პოლიტიკა, დიპლომატებს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს და ბიზნესმენებს აღარ ექნებათ პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირში.

„მოვლენები, მართლაც, ახალი ეპოქის დასაწყისია. პუტინი ცდილობს დაიმორჩილოს მეგობარი ევროპული ქვეყანა. და ძალით ცდილობს ევროპის რუქების გადახაზვას“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

25.02.2022 11:22 რუსმა სამხედროებმა უკრაინელების ორი მანქანა გაიტაცეს და კიევისკენ მიემართებიან

რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი მანქანა გაიტაცეს და კიევისკენ მიემართებიან. ამის შესახებ pravda.com.ua იუწყება. 

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ფეისბუკში დაწერა, რუსმა სამხედროებმა უკრაინელების ფორმები ჩაიცვეს და ობოლონის მხრიდან კიევის ცენტრში შეღწევას ცდილობენ. უკან კი რუსი სამხედრო სატვირთო ავტომობილების კოლონა მოჰყვებათ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ჯგუფი აუცილებლად იქნება გაუვნებელყოფილი. 

25.02.2022 10:55 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 160 რაკეტა ისროლა - პენტაგონი

რუსეთმა უკრაინაზე 160-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. ამის შესახებ focus.ua იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, რაკეტები უკრაინას ხმელეთზე და ზღვაში მდებარე დანადგარებიდან ესროლეს.  საუბარია მცირე და საშუალო სიშორის, ასევე ფრთოსან რაკეტებზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ პუტინმა პრაქტიკულად შეიარაღებული ძალების მთელი  რესურსი აამოქმედა. 

ნატოში არსებობდა მოსაზრება უკრაინის ტერიტორიაზე ფრენებისთვის აკრძალული ზონის დაწესება, მაგრამ შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვეს, რადგანაც ამას შეეძლო კონფლიქტში ალიანსის წევრი ქვეყნები იქნებოდნენ ჩართულები. 

25.02.2022 10:53 თავდასხმა როსტოვის აეროპორტზე

რუსები ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა მოაწყვეს რუსეთში როსტოვის სამხედრო აეროპორტზე
ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. შესაძლოა, რუსეთის არმიამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა, კიევისთვის უფრო სერიოზული დარტყმის გასამართლებლად.

25.02.2022 10:33 განგაშის სირენები ჩართულია ლვოვშიც

 

25.02.2022 10:33 კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ unian იუწყება. 

ხელისუფლება, მოსახლეობას სთხოვს სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში.

მტრის ტანკების კოლონა ივანკოვიდან კიევისკენ მიემართება. იმის გამო, რომ სოფელ დემიდოვთან ხიდი აფეთქდა, ჯარი  გოსტომელის მიმართულებით მოძრაობს.

25.02.2022 10:17 კიევის თავზე მტრის სუ-27 ჩამოაგდეს - გონჩარენკო

კიევის თავზე მტრის სუ-27 ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დეპუტატმა ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.

„კიევის თავზე სუ-27 ჩამოაგდეს, ჩვენ ვანადგურებთ ოკუპანტებს!“ - განაცხადა გონჩარენკომ.

25.02.2022 10:21 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

თურქეთმა რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ ავრცელებს.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ანკარაში მყოფი უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან გადასცა თურქეთის ოფიციალურ პირებს უკრაინის თხოვნა რუსეთისთვის სრუტეების დაკეტვასთან დაკავშირებით. 

25.02.2022 10:07 ჩვენ გხედავთ, თქვენ ჩვენი ხმა გაიგეთ, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ - ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკვე მეორე დღეა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს.

პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის ქვეშ იმყოფება საცხოვრებელი კორპუსები და არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები.

მისი თქმით,  მტერი აგრძელებს ზეწოლის მიზნით მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმას.

„ამ თავდასხმის მიზანი არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე, ძვირფასო მოქალაქეებო. ზეწოლა მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე. ჯარებმა დღეს არ მისცეს რუსეთს შეჭრის ოპერატიული გეგმის განხორციელება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმეტესი მიმართულებით მტერი შეჩერებულია, ბრძოლები მიმდინარეობს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები იცავს ცას. ეს თავდასხმა მოგვაგონებს 1941 წელს კიევზე თავდასხმას.

„ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან აკვირდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფლების დაცვა მხოლოდ უკრაინელების სოლიდარობას შეუძლია.

მისი თქმით, სამხედროები თავიანთ დავალებებს მაქსიმალურად ასრულებენ. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა ყველა უკრაინელს მოუწოდა მობილიზების, ერთმანეთისა და არმიის დახმარებისკენ.

„უკრაინელების ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.  ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენს უკან დგას. კალიბრის რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან. 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ მოუწევს ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ბრძოლა და შეაჩეროს ეს შემოჭრა.

„რაც უფრო ადრე დაიწყება საუბარი, მით ნაკლები იქნება ზარალი თავად რუსეთისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა რუსებსაც მიმართა.

„რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომელიც საპროტესტო აქციებზე გადის, მინდა გითხრათ: ჩვენ გხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი ხმა გაიგეთ, ჩვენი გჯერათ, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25.02.2022 09:11 საშინელი რუსული რაკეტები კიევს უტევენ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება კიევზე რუსი სამხედროების მიერ ღამის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება უკრაინამ 1941 წელს განიცადა.

„საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც მას თავს ნაცისტური გერმანია დაესხა. უკრაინამ დაამარცხა ის ბოროტება და დაამარცხებს ამასაც. შეაჩერეთ პუტინი. მოახდინეთ რუსეთის იზოლირება. გაანადგურე ყველა კავშირი. გაწყვიტეთ ყველა კავშირი. რუსეთი გააგდეთ ყველაფრიდან“, - წერს დმიტრო კულება 

25.02.2022 08:52 კიევისკენ მიმავალი რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ივანკოვთან შეაჩერეს - აფეთქებულია ხიდი

კიევისკენ მიმავალი რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ ივანკოვთან შეაჩერეს, - ამის შესახებ „უნიანი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, თუმცა ივანკოვთან ბრძოლა დაიწყო. უკრაინელმა ძალებმა ააფეთქეს ხიდი, რათა შეეჩერებინათ რუსული კოლონა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

25.02.2022 08:41 რივნეში ოკუპანტები რაკეტებს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ისვრიან

პარასკევს დილით, 25 თებერვალს, რივნეში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ „Today“-ის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.

ტელეგრამის არხი „Military Observer“ იუწყება, რომ აფეთქებები აეროპორტის სიახლოვეს მოხდა.

ინფორმაცია დაშავებულების და გარდაცვალების შესახებ არ ვრცელდება. 

25.02.2022 08:16 დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლში მოსახლეობას შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ აფრთხილებენ

„დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში სარაკეტო თავდასხმა ან დაბომბვაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერე სერხი ნადალი ავრცელებს

„მიღებულია ინფორმაცია, რომ მტერი გეგმავს გარკვეული ობიექტების დაბომბვას. სამიზნეებია: 44-ე ბრიგადა, ტერნოპოლის აეროპორტი, საწყობები სოფელ ბილაში, ნაგავსაყრელთან ახლოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ თავშესაფრებში სპეციალურ შეტყობინებამდე. პოტენციურად საშიშ ობიექტებთან ახლოს მდებარე სახლების მცხოვრებლებს სამართალდამცავი ორგანოები ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. 

25.02.2022 07:40 „რუსი სამხედროები კიევიდან 32 კილომეტრში არიან“ - ბაიდენის ადმინისტრაციის წევრი

„რუსეთის არმია, რომელიც უკრაინაში ბელარუსის გავლით შევიდა, კიევიდან დაახლოებით 32 კილომეტრში არიან“, - ამის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს განუცხადეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გარდა ამისა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი რუსული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც უკრაინაში რუსეთიდან შევიდა, ცოტა შორს არის, მაგრამ ორივე მათგანი კიევისკენ ქალაქის ალყაში მოქცევისა და უკრაინის მთავრობის პოტენციურად დამხობის მიზნით გაემართა.

25.02.2022 07:28 რუსეთმა ზაპოროჟიეში უკრაინელ მესაზღვრეებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა - არის მსხვერპლი

ზაპაროჟიეს რეგიონში მდებარე პრიმორსკი პასადის სასაზღვო ქვედანაყოფზე რუსებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. 

„თავდასხმის შედეგად მესაზღვრეებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - ნათქვამია განცხადებაში.

25.02.2022 06:52 „კიევში აფეთქებები მტრის თვითმფრინავის ან უპილოტოს ჩამოგდების გამო მოხდა“ - გერაშჩენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონი გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ, რუსული თვითმფრინავის ან უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების კადრებია ასახული.

„ბრავო უკრაინის საჰაერო თავდაცვა! აფეთქებები - ეს იყო ჩვენი საჰაერო თავდაცვის დარტყმები მტრის თვითმფრინავებზე ან უპილოტოებზე!

ოპერატიული ინფორმაციით, მტრის თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს და იგი დარნიცკის რაიონში დაეცა“, - წერს გერაშჩენკო.

25.02.2022 06:39 კიევის ცენტრში ორი დიდი აფეთქება მოხდა - CNN

CNN-ის ჯგუფმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება, განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში ორი დიდი აფეთქების ხმა გაიგეს.

მათივე ინფორმაციით, მესამე ძლიერი აფეთქება კიევის სიახლოვეს მოხდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

25.02.2022 06:02 „რუსები ქალაქ სუმიდან კიევისკენ მიემართებიან“ - სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი აცხადებს, რომ რუსები ქალაქ სუმიდან კიევისკენ დაიძრნენ. 

მისი თქმით, სუმის ოლქის დასახლებები ალყაშია.

„რუსული სამხედრო ტექნიკა ქალაქ სუმიდან ქალაქ კიევის მიმართულებით მიდის, ბევრი ტექნიკა, რომელიც ტრანზიტში გავიდა, დასავლეთის მიმართულებით იგზავნება“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქ სუმისთვის ბრძოლაში უკრაინელებმა გაიმარჯვეს და რუსებმა უკან დაიხიეს. 

25.02.2022 05:47 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჯამში 15-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურა

„საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაუძლო მტრის პირველ დარტყმებს და დღის განმავლობაში მტრის 15-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა“, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

„დილის 5 საათზე აგრესორის საჰაერო ძალებმა მასიური სარაკეტო თავდასხმები და დაბომბვები განახორციელეს უკრაინის ქალაქებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. საჰაერო ძალებმა პირველებმა მიიღეს ეს დარტყმები. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაუძლო მტრის ამ დარტყმებს, რომელთა ძირითადი სამიზნეები იყო სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო აეროდრომები, სარადარო სადგურები, საწყობები და სხვა. საჰაერო ძალებმა დღის განმავლობაში მტერს დამანგრეველი ზარალი მიაყენა.

უკრაინული სამხედრო თვითმფრინავების SU-24 M ტიპის ბომბდამშენებმა, SU-24 MR სადაზვერვო და SU-25-ის ტიპის თვითმფრინავებმა გოსტომელის აეროდრომის მახლობლად რამდენიმე მძლავრი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და დანაკარგის გარეშე დაბრუნდნენ. სწორედ იქ, კიევის მახლობლად, მტრის დესანტი რამდენიმე ათეული საბრძოლო შვეულმფრენიდან ხიდის დასაკავებლად დაეშვა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მათ შორის თვითმფრინავებმა, ტანკებმა და არტილერიამ, მტერს გეგმის განხორციელების საშუალება არ მისცეს და წარმატებით გაანადგურეს ოკუპანტები. მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა მტრის 15-ზე მეტი თვითმფრინავი, ათობით საკრუიზო რაკეტა „კალიბრი“, ასევე „ისკანდერის“ რაკეტები. საბოლოო ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება“, - განაცხადა იგნატმა.

25.02.2022 05:13 სუმის ბრძოლა უკრაინელების გამარჯვებით დასრულდა - რუსები უკან იხევენ

სუმის კადეტთა კორპუსისა და სამხედრო ნაწილების მონაწილეობით ბრძოლა დასრულდა, მტერმა უკან დაიხია, - ამის შესახებ უკრაინული მედია სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. 

„ბრძოლა კადეტთა  კორპუსთან და სუმის სამხედრო ნაწილთან, ქუჩაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მტერმა უკან დაიხია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა იუწყებოდა, რომ სუმში ცეცხლი არ წყდებოდა და რუსები ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში იყვნენ განლაგებულნი.

25.02.2022 04:57 „მოსკოვი კიევის ფართომასშტაბიან დაბომბვას ამზადებს“ - ჰაკერებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს

ჰაკერების მთავარმა საერთაშორისო ქსელმა Anonymous-მა რუსეთს ომი გამოუცხადა.

დაჯგუფების განცხადებით, მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს.

Anonymous-ი იუწყება, რომ რუსები კიევის ფართომასშტაბიან დაბომბვას ამზადებენ.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები ამზადებენ უკრაინის დედაქალაქის ფართომასშტაბიან დაბომბვას“, - ნათქვამია Anonymous-ის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

25.02.2022 04:02 „რუსები ღამით ჯარს საბრძოლო მასალით მოამარაგებენ, გადმოგვეცით ინფორმაცია მტრის გადაადგილების შესახებ“ - უკრაინის გაერთიანებული ძალების გენშტაბი მოქალაქეებს მიმართავს

უკრაინის გაერთიანებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ღამით თავიანთ ჯარს საწვავითა და საბრძოლო მასალებით მოამარაგებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გენერალური შტაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მტრის ტექნიკისა ან ჯარის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდონ.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო - სუმის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის რეგიონების მცხოვრებო პირებო! სავარაუდოდ, ღამით მტრები თავიანთ ჯარს საწვავითა და საბრძოლო მასალებით მოამარაგებენ. გადაეცით ინფორმაცია მტრის ტექნიკის გადაადგილების შესახებ უკრაინელ სამხედროებს ან თქვენი დასახლებების, უბნების, რეგიონების ხელმძღვანელობას! მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

25.02.2022 04:37 შესაძლოა, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხონ

25 თებერვალს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეორე რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

შეხვედრის მთავარი განხილვის თემა რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შესაძლებლობას შესაძლებლობა იქნება.

პირველ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა 

🔴 მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე საერთაშორისო სამართლის დარღვევით.

🔴 გადაწყვიტა, დაუყოვნებლად და საპარლამენტო ასამბლეასთან და გენერალურ მდივანთან მჭიდრო კოორდინაციით, განიხილოს ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევის საპასუხოდ.

🔴 მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში.

🔴 დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება.

🔴 კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

🔴 გამოხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ.

25.02.2022 03:29 უკრაინაში, სუმის ოლქში რუსებმა ჯავშანტექნიკა დატოვეს და გაიქცნენ

აღმოსავლეთ უკრაინაში, სუმის რაიონის ქალაქ ახტირკაში რუსმა ოკუპანტებმა ჯავშანტექნიკა დატოვეს და გაიქცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.

„ახტრიკაში ოკუპანტებმა სულელურად მიატოვეს ჯავშანტრანსპორტიორი და გაიქცნენ! გინდათ კიევის აღება? კარგი! დედაქალაქში, ხარკოვში, სუმიში, ჩერნიგოვში - ჯოჯოხეთი გელოდებათ. პატრიოტებს იარაღი დაურიგეთ! ვისვრით ფანჯრებიდან, სარდაფებიდან, ყველა კუთხიდან“, - აღნიშნა გერაშჩენკომ.

მან რუსულ ჯარებს ურჩია, გაქცეულიყვნენ რუსეთში ან დანებებულიყვნენ.

25.02.2022 03:03 „რუსებმა მე გამომაცხადეს ნომერ პირველ სამიზნედ, მეორე სამიზნე ჩემი ოჯახია“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით ოკუპანტთა რამდენიმე დივერსიული ჯგუფი კიევში იმყოფება.

„მტრის დივერსიული ჯგუფები შევიდნენ კიევში. ამიტომ, კიეველებს ვთხოვ: ფრთხილად იყავით, დაიცავით კომენდანტის საათის წესები. წინასწარი მონაცემებით, დღეს ჩვენ დავკარგეთ 137 გმირი, სამხედროები და სამოქალაქო პირები. გველის კუნძულზე ყველა მესაზღვრე გმირულად დაიღუპა. მაგრამ არ დანებებულა. ყველა მათგანს მიენიჭება უკრაინის გმირის წოდება.

ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მე გამომაცხადა ნომერ პირველ სამიზნედ. ჩემი ოჯახი ნომერ მეორე სამიზნეა. მათ უკრაინის პოლიტიკური განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით სურთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25.02.2022 02:50 „რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას აპირებს“ - ენტონი ბლინკენი

„ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კიევის ალყაში მოქცევას აპირებს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„რუსეთის ქმედებები არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ადამიანური წესიერების მიმართ შეურაცხყოფა. თვეების განმავლობაში რუსეთი დიპლომატიურ ომში იყო ჩართული და ამტკიცებდა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კრემლი ამზადებდა ამ ცივსისხლიან შეტევას, რომლის მასშტაბები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამ ორგანიზაციის წევრები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა აშკარად ხედავენ რუსეთის მიერ ვალდებულებების უგულებელყოფას, რომლებიც მან მსოფლიოს წინაშე აიღო და ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ“, - განაცხადა ბლინკენმა.

25.02.2022 02:23 ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა:

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, უკრაინის საბჭომ, უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის 1, 17, 20 პუნქტის შესაბამისად, ვლადიმერ ზელენსკიმ გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს საყოველთაო მობილიზაცია.

2. მობილიზაცია უნდა განხორციელდეს ვინიცას, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ჟიტომირის, ტრანსკარპატების, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვსკის, კიევის, კიროვოგრადის, ლუგანსკის, ლვოვის, ნიკოლაევის, ოდესის, პოლტავას, რივნეს, სუმის, ტერნოპილის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ჩერნივცის, ჩერნიგოვის რეგიონების, კიევის ტერიტორიაზე.

3. მობილიზაცია ხორციელდება ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში.

4. მობილიზაცია განსაზღვრული მოცულობებით განხორციელდება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებში, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურში, უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურსა და უკრაინის სხვა სამხედრო ფორმირებებში.

5. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაადგენს წვევამდელების, რეზერვისტებისა და სატრანსპორტო საშუალებების რიგითობასა და მოცულობას მობილიზაციის საერთო პერიოდში.

6. უკრაინის მინისტრთა კაბინეტი უზრუნველყოფს დაფინანსებას და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია საერთო მობილიზაციის გამოცხადებასთან და აღსრულებასთან.

7. უკრაინის უშიშროების სამსახური განახორციელებს კონტრდაზვერვის მხარდაჭერის ღონისძიებებს საერთო მობილიზაციის განხორციელებისას.

8. ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება ტერიტორიული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრებთან თანამშრომლობით, ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობით და ყველა ფორმის საკუთრების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების ჩართულობით ორგანიზებას გაუწევს და უზრუნველყოფს საერთო მობილიზაციას დადგენილი წესით:

1) მოხდება სამხედრო სამსახურში გამოძახებული მოქალაქეების დროული შეტყობინება და გაფრთხილება.

2) სამხედრო სამსახურში გაწვევის განხორციელება, რეზერვისტების  უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებსა და დაწესებულებებში გადაყვანა. 

3) შენობების, ნაგებობების, მიწის ნაკვეთების, ტრანსპორტის და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დროებითი გამოყოფა, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისთვის მომსახურების მიწოდება.

9. სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეების მიერ რეგიონული, რაიონული და საქალაქო სამედიცინო კომისიების შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

25.02.2022 01:57 უკრაინელებმა გოსტომელის აეროპორტი დაიბრუნეს - გადარჩენილი რუსები ტყეებში გაიქცნენ

უკრაინის არმიამ გოსტომელის აეროპორტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.

„გოსტომელი! პირველი დიდი გამარჯვება! ერთი საათის წინ, ჩვენი მედესანტეები ვერტმფრენებიდან დაეშვნენ გოსტომელის აეროდრომზე და გაათავისუფლეს მტრისგან. გადარჩენილი რუსი მედესანტეები მიმდებარე ტყეებში და მინდვრებში გარბოდნენ! ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, - აცხადებს გერაშჩენკო.

25.02.2022 01:42 „ჩვენი ხალხი კვდება უკრაინისა და ევროპის თავისუფლებისთვის, პუტინი პასუხს თუ არ მიიღებს, შეტევას გააგრძელებს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რომ ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაში მონაწილეობა მიიღონ, რათა უკრაინას გვერდით დაუდგნენ და რუსული აგრესია შეაჩერონ.

მისი თქმით, უკრაინას ახლა უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები სჭირდება.

„უკრაინის ბედი უკრაინაში წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, ის შეტევას გააგრძელებს.

აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, ჩამოერთვათ აგრესიის გაგრძელების საშუალებები: გათიშეთ SWIFT-დან, დაწესდეს ემბარგო ნავთობისა და გაზის ვაჭრობაზე, მხარი დაუჭირეთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციას.

ჩვენი ხალხი კვდება უკრაინისა და ევროპის თავისუფლებისთვის. გაღებულ კართან დიდხანს ველოდით. ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ - პასუხი არ მიგვიღია.

ჩვენ ახლა გვჭირდება უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა და სწრაფი, კონკრეტული ქმედება“, - აცხადებს ზელენსკი.

25.02.2022 01:32 „პუტინი საერთაშორისო არენაზე დევნილი იქნება, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ“ - ბაიდენი

„პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, რუსეთს ძვირად დაუჯდება - ეკონომიკურად და სტრატეგიულად. პუტინი იქნება დევნილი საერთაშორისო არენაზე, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პუტინის სრულიად გაუმართლებელი ომი რუსეთს საგრძნობლად დაასუსტებს. თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანური ღირსება ბევრად უფრო ძლიერი ძალებია, ვიდრე შიში და ჩაგვრა. ისინი არ უნდა გაანადგურონ ტირანებმა, როგორიცაა პუტინი და მისი არმია. მათი წაშლა ხალხის გულებიდან და იმედებიდან ძალადობითა და დაშინებით შეუძლებელია. ისინი გადარჩებიან“, - აღნიშნა ბაიდენმა.

25.02.2022 01:11 საომარი მდგომარეობის გამო, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს უკრაინის დატოვება აეკრძალათ

საომარი მდგომარეობის გამო, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს უკრაინის დატოვების უფლება აღარ ექნებათ, - ამის შესახებ ლვოვის საბაჟოს უფროსმა დანიილ მენშიკოვმა განაცხადა.

„გადაუდებელი შეტყობინება! მოქალაქეების საყურადღებოდ! საომარი მდგომარეობის გამო, 18-დან 60 წლამდე უკრაინის მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გაატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მან აღნიშნა, რომ საზღვრის თვითნებურად გადაკვეთა არ უნდა მოხდეს.

25.02.2022 01:14 ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს, დაღუპულია 3200-მდე ჯარისკაცი - უკრაინული მხარე

სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახური ომის პირველ დღეს მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა განიცადეს ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს, დაახლოებით დაღუპულია 3200 ოკუპანტი. 

„განადგურებულია დიდი ოდენობით მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა, დაღუპულია 3200-მდე ჯარისკაცი და 2 ბატალიონმა დატოვა ტექნიკა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მარიუპოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

25.02.2022 00:39 „რუსული ჯარები ამზადებენ შეტევების ახალ ტალღას, მათ შორის საჰაერო სადესანტო შეტევას“ - ალექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსული ჯარები ამზადებენ შეტევების ახალ ტალღას, მათ შორის საჰაერო სადესანტო შეტევას. რეზნიკოვი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის არმია ამისთვის მზად არის.

„კრემლი ამზადებს შეტევების ახალ ტალღას, მათ შორის საჰაერო სადესანტო თავდასხმას. მაგრამ ჩვენი არმია მზადაა ამისთვის“ - ალექსი რეზნიკოვი.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუგანსკის და სუმის რეგიონებში, დედაქალაქის ჩრდილოეთით. მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის სამხრეთშიც.

„მტერი ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა. ხარკოვთან შეაჩერეს. რუსი დამპყრობლები უკვე ნებდებიან", - აღნიშნავს მინისტრი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მსოფლიო სანქციების დაწესებას იწყებს და რუსეთში ომის საწინააღმდეგო პროტესტი დაიწყო.

„ხვალ რუსები გაიგებენ პუტინის სიგიჟის ფასს“, - წერს რეზნიკოვი.

25.02.2022 00:00 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ვორონეჟის რაიონში ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

როგორც რუსული სააგენტო წერს, ეკიპაჟი დაიღუპა. რუსი სამხედროების განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოვარდა „სამხედრო ტექნიკის გადასატანად დაგეგმილი ფრენის დროს“.

რუსები ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკის გაუმართაობას ასახელებენ. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

24.02.2022 23:42 ხარკოვის ოლქში საარტილერიო დაბომბვა არ ჩერდება

 

24.02.2022 23:42 რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა, 169 კი დაშავდა - უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო

24 თებერვალს რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა, 169 კი დაშავდა. ინფორმაციას pravda.com ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჯანდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობის დაწესებასთან ერთად, მათ, ვისაც ამბულატორიულად მკურნალობა შეუძლიათ, მოუწოდა, რომ დატოვონ სამედიცინო დაწესებულებები, რათა მზად იყვნენ მიიღონ უკრაინელები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ მთელ უკრაინაში.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სამედიცინო მუშაკები მუდმივად მორიგეობენ. მორიგეობენ არა მხოლოდ ქირურგიული პროფილის ექიმები, არამედ ტრავმატოლოგები, რეანიმატოლოგები.

24.02.2022 23:14 ნებისმიერი აქტივი, რომელიც რუსეთს გააჩნია გაყინული იქნება - აშშ რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სანქციების მორიგ, ახალ პაკეტს უწესებს. 

როგორც საგანგებო ბრიფინგზე თეთრი სახლი ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციების ახალი რაუნდი, რუსეთის ბანკებისთვის, მათ შორის ვითი ბანკისთვის აქტივების გაყინვას შეეხება. 

ბაიდენის თქმით, სანქციები პუტინთან დაახლოებულ ელიტას და მათ ოჯახის წევრებსაც შეეხება. 

„ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელსაც გამართლება არ აქვს, ეს არის ნამდვილად აღმაშფოთებელი შემთხვევა და ასეთი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება. 75 ათასი ჯარისკაცი არის გამაგრებული უკრაინის საზღვარზე მდებარე პოზიციებზე. 

აუცილებელია სათანადო ინფორმაციის მიღება. პუტინმა ნებისმიერი საშუალება მოგვიჭრა იმისა, რომ დიალოგით მოგვეგვარებინა სიტუაცია და თავიდან აგვეცილებინა არასაჭირო კონფლიქტი. ახლა უფრო მასშტაბურად ხორციელდება მოვლენები, ვიდრე ჩვენ მოველოდით. 

წინა კვირას ჩვენ ვნახეთ სიტუაციის დაძაბვა დონბასში, რომელიც რუსი სეპარატისტების მიერ არის ხელში ჩაგდებული. რუსეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა, მოსკოვიდან მოდიოდა უსაფუძვლო განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინამ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ და რომ უკრაინა აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას. 

ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე ჩვენ ვნახეთ როგორ მოხდა საერთაშორისო კანონმდებლობის მძიმე დარღვევა და ცალმხრივად აღიარება ე.წ. ახალი რესპუბლიკებისა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭო განიხილა, რომ საკითხი განეხილა და ამ მომენტში უკრაინის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, ყველაფერ ამას მოყვა ტანკებით შემოტევა. გავუზიარეთ ყველას ინფორმაცია რუსეთის გეგმებთან მიმართებით და არანაირი გაუგებრობა არ იყო პუტინის საქმიანობაზე. 

პუტინი აგრესორია, პუტინმა აირჩია ომის გზა და ის აუცილებლად ნახავს როგორი იქნება შედეგები. დღეს ახალ მძიმე სანქციებს და შეზღუდვებს, რომელიც დაკავშირებული იქნება რუსეთთან. მე აუცილებლად უზრუნველვყოფ, რომ დაზარალდეს რუსეთის ეკონომიკა, ჩვენ მიზნობრივად განვსაზღვრეთ ეს სანქციები, რათა რუსეთზე განხორციელდეს მაქსიმალური გრძელვადიანი შემოქმედება და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ზემოქმედება შეერთებულ შტატებზე და მის მოკავშირეებზე. 

შეერთებული შტატები ამას მარტო არ აკეთებს, ჩვენ წლების განმავლობაში პარტნიორების კოალიციას ვაშენებდით, რომელსაც მოცული აქვს გლობალური ეკონომიკის ნახევარი. საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია და ბევრი სხვა ქვეყანა გაერთიანებულია და ჩვენი რეაგირება კიდევ უფრო ძლიერი იქნება. 

დიდი შვიდეულის ლიდერებს დილით ვესაუბრე და ჩვენ სრულ შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის მიერ ბიზნესის კეთების დოლარებში და სხვა საერთაშორისო ვალუტაში, ჩვენ შევაჩერებთ მის ფინანსირებას, რათა ვერ გაიზარდოს რუსეთის სამხედრო სისტემა, რომ რუსეთმა ვერ მოახდინოს ეკონომიკის სათანადოდ განვითარება და ის, რომ რუსეთის ვალუტის დევალვაცია მოხდეს. 

დღევანდელი ქმედებები ზემოქმედებას მოახდენენ რუსეთის ბანკებზე, რომელთა აქტივები 1 ტრილიონი დოლარია. ეს აუცილებლად მოახდენს რუსეთის ბანკების ერთ მესამედზე. ნებისმიერი აქტივი, რომელიც რუსეთს გააჩნია ამერიკაში გაყინული იქნება, ეს შეეხება ვითიბის რუსეთის სიდიდით მეორე ბანკს და რომელსაც უზარმაზარი აქტივები გააჩნია. 

ჩვენ ასევე ჩამოვწერეთ სია რუსეთის ელიტის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომელთა მიმართაც სანქციები განხორციელდება. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც პირად სარგებელს იღებენ კრემლის პოლიტიკიდან გამომდინარე და შესაბამისად საფასურიც უნდა გაიღონ“, - განაცხადა ბაიდენმა. 

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომი ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ დროთა განმავლობაში განხორციელდება.

„შემდგომი ქმედებები დროთა განმავლობაში განხორციელდება, როდესაც ჩვენ ტექნოლოგიებთან წვდომას შევუწყვიტავთ. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ქმედებები სავარაუდოდ რუსეთის ტექნოლოგიებს ნახევარს შეეხება“, - დასძინა ბაიდენმა.  

24.02.2022 23:13 „კანადა რუსულ ბანკებს, მინისტრებს და რუსულ ელიტას სანქციებს დაუწესებს“ - ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს. 

ახალი სანქციები შეეხება 58 ადამიანს და სუბიექტს, მათ შორის რუსული ელიტის წევრებს და მათ ოჯახებს, ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიას და მსხვილ რუსულ ბანკებს.

სანქციები, ასევე, შეეხება რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შორის, რუსეთის მთავრობის მთავარ მინისტრებს - თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებს.

კანადა, ასევე, გააუქმებს რუსეთისთვის არსებულ საექსპორტო ნებართვებს და არ გასცემს ახალს.

როგორც ტრუდომ აღნიშნა, მთავრობა პრიორიტეტს მიანიჭებს უკრაინელების საიმიგრაციო განაცხადებს,  რომლებსაც სურთ კანადაში გადასვლა და აამუშავებს სპეციალურ სატელეფონო ხაზს ყველასთვის, ვისაც აქვს გადაუდებელი კითხვები უკრაინიდან ემიგრაციაზე.

24.02.2022 23:04 „ხარკოვში დაახლოებით 3000 რუსი სამხედროა მოკლული“ - უკრაინელი დეპუტატი

უკრაინელი დეპუტატი მიხაილო აპოსტოლი სოციალურ ქსელში ხარკოვში განვითარებულ მოვლენებზე წერს. 

„ხარკოვი:
- დაახლოებით 3000 რუსი სამხედრო მოკლულია;
- 2-მა ბატალიონმა გადაყარა ტექნიკა და გაიქცა უკრაინის ტერიტორიიდან;
- ხარკოვის მიმდებარედ განადგურდა დაახლოებით 200 ერთეული ტექნიკა;

ხერსონი:
- 200 რუსი სამხედრო მოკლულია;

გოსტომელი:
- უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი აეროპორტის ტერიტორიაზე ყველა რუსი სამხედრო დაიღუპა.

ჩერნიჰივი:- რუსეთის ფედერაციის ერთეულები დიდ დანაკარგებს განიცდიან;- მთლიანად განადგურებულია 100 ერთეული ტექნიკა,“ - წერს აპოსტოლი

24.02.2022 22:49 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსების ბლიცკრიგი აგრესიის პირველ დღეს ჩავარდა.

„ვლოცულობთ ჩვენი გარდაცვლილი ძმების სულებისთვის და დაჭრილების მალე გამოჯანმრთელებისთვის“ - წერს ზალუჟნი სოციალურ ქსელში.

„მოდით ვიბრძოლოთ! მთელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი ღირსეულად უპასუხებს. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ. საკუთარ სისხლში იცურავებენ!“ - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს და ჯარისკაცებს, რომლებიც, როგორც თავად აღნიშნა, „რუსი ოკუპანტისგან ჩვენს მიწას იცავენ“. 

მან უცხოელ პარტნიორებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ახლა მოქმედების დროა.

„მადლობა ჩვენს ყველა უცხოელ პარტნიორს, მაგრამ ახლა დროა ვიმოქმედოთ და არა განვიხილოთ“ - წერს ვალერი ზალუჟნი.

24.02.2022 21:27 ჯონსონმა რუსეთის მსხვილ ბანკებს აქტივები გაუყინა - დიდი ბრიტანული სანქციები რუსეთს

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციას მკაცრი სანქციები პაკეტი მოუმზადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ბორის ჯონსონმა სანქციების ვრცელი სიის შესახებ განაცხადა, რომელიც მან რუსეთს დაუწესა.

სანქციების ჩამონათვალი ასე გამოიყურება. 

✔️ დიდმა ბრიტანეთმა ყველა მსხვილ რუსულ ბანკს გაუყინა აქტივები და გარიცხა დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ წვდომა არ ექნებათ გირვანქა სტერლინგზე

✔️ სანქცია ეხება მსხვილ რუსულ ბანკს, „ვითიბი“ ბანკს

✔️აქტივების გაყინვა მოხდება 100 ახალ ფიზიკურ ან სუბიექტზე

✔️ ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ოპერირება აეკრძალება

✔️ შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები

✔️რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადასამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს

✔️ მსგავსი ფინანსური სანქციები გავრცელდება ბელარუსზე მისი როლის გამო უკრაინაზე თავდასხმაში

ამასთან, ჯონსონი ამბობს, რომ არსებობს პოტენციალი, რომ რუსეთი ამოიღონ Swift-ის გადახდებიდან. 

24.02.2022 22:12 რუსეთის ძალები კიევს 96 საათში აიღებენ -Newsweek

გამოცემა Newsweek აშშ-ის ხელისუფლებაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კიევს, სავარაუდოდ, 96 საათში აიღებენ. ამის შემდეგ კი მათი ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა დასრულდება. 

ანონიმურმა წყაროებმა გამოცემას აცნობეს, რომ რუსეთის გეგმის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ალყაში იქნება მოქცეული და თუ არ დანებდებიან, მათი განადგურება მოხდება.

რუსეთის შეტევები უკრაინის სამთავრობო და სამხედრო სტრუქტურებზე იქნება უფრო მასშტაბური სახმელეთო კამპანიისთვის მზადება. ანალოგიური მოსაზრება ამერიკული დაზვერვის ოფიცერმა გამოთქვა, რომელიც ადრე რუსეთში მუშაობდა. 

რაც შეეხება მომდევნო ეტაპებს, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, შესაძლოა, უკრაინაში პარტიზანული მოძრაობაც დაიწყოს.

ის ფაქტი, რომ რუსული ძალები კიევს რამდენიმე დღეში მიუახლოვდებიან, უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა წყარომაც დაადასტურა. მაგრამ კიევის წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ ეს უკრაინის ხელისუფლებას დამხობას გამოიწვევს.

„უკრაინის ძალებმა ბევრად უფრო სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ“, - განუცხადა Newsweek-ს უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა წყარომ.

ამავე გამოცემის მიხედვით, კიევის მახლობლად, გოსტომელში მდებარე ანტონოვის აეროპორტისთვის ბრძოლა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგანაც ის კიევიდან სულ რაღაც 15 მილში მდებარეობს და რუსეთის ძალებს იქიდან კიევზე შეტევის განვითარება შეუძლიათ.

24.02.2022 21:55 „ყველას, ვისაც ახლა ეჭვი ეპარება, უნდა აიკრძალოს თუ არა რუსეთი SWIFT-ზე, უდანაშაულო ქალების, ბავშვებისა და კაცების სისხლი მათ ხელშიც იქნება“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, რუსეთის SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან ამოღების საკითხს ეხმაურება. კულება ითხოვს, რომ რუსეთი SWIFT-ისგან აკრძალონ. 

„ამ მხრივ დიპლომატიური არ ვიქნები. ყველას, ვისაც ახლა ეჭვი ეპარება, უნდა აიკრძალოს თუ არა რუსეთი SWIFT-ზე, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლი მათ ხელშიც იქნება. აკრძალეთ რუსეთი SWIFT-ისგან“ -წერს კულება twitter-ზე. 

24.02.2022 21:45 რუსმა ოკუპანტებმა გოსტომელის აეროპორტი აიღეს - უკრაინული მხარე

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გოსტომელში ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს. აღნიშნულს pravda ავრცელებს. 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსი მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის ინფორმაციით,  შეიარაღებული ძალების უკრაინულმა ნაწილებმა მძიმე ბრძოლების შემდეგ დაკარგეს კონტროლი აღნიშნულ აეროპორტზე. 

24.02.2022 21:37 „ეს არის ევროპის შიგნით საზღვრების ძალდატანებით გადატანის მცდელობა“ - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. შოლცა მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედება და აღნიშნა, რომ ბოლო 75 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა.

რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, დილიდან კი ტანკები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძრაობენ. კანცლერმა ოლაფ შოლცმა მკაცრად დაგმო რუსეთის უკრაინაში. „ჩვენ ახლა განვიცდით ომის დაწყებას, როგორიც არ გვქონია 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში”, - თქვა შოლცმა.

„უკრაინაზე თავდასხმით პუტინს დროის უკან დაბრუნება სურს“, - თქვა შოლცმა. მაგრამ ცივი ომის ეპოქაში დაბრუნება არ იქნება. პუტინის თავდასხმას „არაფერი და ვერავინ გაამართლებს“. ეს არის ევროპის შიგნით საზღვრების ძალდატანებით გადატანის მცდელობა და „შესაძლოა, მთელი ქვეყანა წაშალოს მსოფლიო რუკიდან“. პუტინი საფრთხეს უქმნის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს,“ - განაცხდა შოლცმა.

24.02.2022 21:25 რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს. ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს. 

„სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩვენი კონტროლი ჩერნობილის ობიექტზე დაიკარგა. ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტების მდგომარეობა, შეზღუდვა და ბირთვული ნარჩენების შესანახი მდგომარეობა უცნობია,“ - წერს პოდოლიაკი

24.02.2022 20:53 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში დაფრინდება - უახლესი ცნობები

18 სადესანტო თვითმფრინავი, რომლებშიც რუსი სამხედროები იმყოფებიან, რუსული ფსკოვიდან  კიევის მიმართულებით აფრინდა.

ამის შესახებ Twitter-ზე Bellingcat-ის ხელმძღვანელმა ჰრისტო გროზევმა უკრაინის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.

„უკრაინის მთავრობის წყაროებმა მითხრეს, რომ 18 ილ-76 თვითმფრინავი ფსკოვიდან კიევის მიმართულებით აფრინდა და დაახლოებით ერთ საათში ჩაფრინდება“ - განაცხადა გროზევმა. 

24.02.2022 20:46 რუსეთის 24 ქალაქში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს

რუსეთის ქალაქებში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით,  რუსეთის 24 ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 200-მდე ადამიანი დააკავეს. 

რუსეთის მოქალაქეებმა მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ. ისინი შეძახილებით სკანდირებდნენ „არა ომს“. 

ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რომ უშიშროების ძალები ბლოკავს მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და მასობრივად ხდება უკრაინის მხარდამჭერი რუსების დაკავება. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ. 

24.02.2022 20:33 ბორის ჯონსონის სურვილს, რუსეთი ამოიღონ swift-ის გადახდების სისტემიდან, ოლაფ შოლცი არ ეთანხმება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსოს სურს, რუსეთი ამოიღონ Swift-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ვაჭრობასა და ბანკებს. 

თუმცა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ასეთ დრამატულ ნაბიჯს. გერმანელმა ოფიციალურმა პირმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება". 

მოსალოდნელია, რომ ჯონსონი დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებთან გააძლიერებს საერთაშორისო მხარდაჭერას რუსეთის Swift-ის სისტემიდან ამოღებასთან დაკავშირებით. 

ჯერჯერობით, აშშ ფიქრობს, რომ ნაადრევია ამ ნაბიჯის განხილვა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილემ დეილიპ სინგმა თქვა, რომ „არსებობს სხვა მკვეთრი ზომები, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ“.

Swift უკვე დიდი ხანია განიხილება, როგორც ვარიანტი ევროკავშირის სანქციების პაკეტში, მაგრამ ის არ განიხილება საწყისი რაუნდის ნაწილად და სანაცვლოდ ინახება რეზერვში დამატებითი შემაკავებელი ზომებისთვის. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მასშტაბებმა გამოიწვია დებატები იმის შესახებ, დაჩქარდება თუ არა ამ ნაბიჯის გამოყენება. 

24.02.2022 20:08 „მსოფლიო ლიდერებო, თუ დღეს არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე დააკაკუნებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

„თუ თქვენ, ძვირფასო ევროპელებო, მსოფლიო ლიდერებო, თავისუფალი სამყაროს ლიდერებო, დღეს არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე დააკაკუნებს“, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში შესანიშნავად მოქმედებენ.

„დონბასში ჩვენი შეიარაღებული ძალები მშვენივრად მოქმედებენ. ხარკოვის მიმართულება ძალიან რთულია. ძალები მუშაობენ ქალაქის დასაცავად. ისინი საიმედოები არიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენკის თქმით, ყველაზე პრობლემური სიტუაცია სამხრეთშია.

„ჩვენი ჯარები აწარმოებენ სასტიკ ბრძოლებს ხერსონის გარეუბანში. მტერი ცდილობს ოკუპირებული ყირიმიდან მელიტოპოლისკენ გადაადგილებას“, - დასძინა მან.

ზელენსკის თქმით, რთული მდგომარეობაა ჩრდილოეთშიც.

„ქვეყნის ჩრდილოეთით, მტერი ნელ-ნელა მიიწევს წინ ჩერნიგოვის რაიონში, მაგრამ იქ არიან ისინი, ვინც მას აკავებს. ჟიტომირის რაიონში საიმედო თავდაცვაა. გოსტომელშიც მტერი განეიტრალებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

24.02.2022 20:01 უკრაინელებს რუსეთში არაფერი ემუქრებათ - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერია მარია ზახაროვას თქმით, უკრაინელებს რუსეთში საფრთხე არ ემუქრებათ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

„რუსეთში უკრაინის საელჩოსა და მოქალაქეებს, უკრაინაში რუსი დიპლომატებისგან განსხვავებით, საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ზახაროვამ „ეხო მოსკვისთან“ საუბარში. 

ზახაროვას თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა უკრაინის არჩევანია. 

„რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების ევაკუაცია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფონზე მოხდა“, - აცხადებს ზახაროვა. 

24.02.2022 19:59 ოდესის ოლქში სოფელ ლიპოცკოვოსთან რუსების დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

24.02.2022 19:47  პროტესტი ომის წინააღმდეგ სანკტ-პეტერბურგში - ვიდეოს ბელარუსული მედია „nexta“ ავრცელებს

24.02.2022 19:37 კიევსა და ნიკოლაევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევისა და ნიკოლაევის მერებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ ქალაქებში კომენდანტის საათი ამოქმედდა.

„კიევი დღეიდან აწესებს კომენდანტის საათს. ის 22:00 საათიდან 7:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო ნიკოალევში 6:00 საათამდე. ეს არის იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ სამხედრო აგრესიის და საომარი მდგომარეობის ამჟამინდელ პირობებში, აუცილებელია დედაქალაქის მაცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის. 

კომენდანტის საათის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამავდროულად, მეტროსადგურები ხელმისაწვდომი იქნება, როგორც თავშესაფარი“, - წერს უკრაინული მედია.

24.02.2022 19:24 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონი გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ბირთვული ნარჩენების დაზიანებით გამოწვეულ საფრთხეზე წერს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსული არტილერია გაანადგურებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური ბირთვული მტვერი შეიძლება გავრცელდეს უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე.

„თუ დამპყრობლების არტილერია მოხვდება და დაანგრევს/დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური ბირთვული მტვერი შეიძლება გავრცელდეს უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე!

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის შესახებ!

ოკუპანტების ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში.ეროვნული გვარდია, რომლებიც რადიოაქტიური ნარჩენებს იცავენ, მძვინვარე წინააღმდეგობას უწევს,“ - განაცხადა გერაშჩენკომ.

24.02.2022 19:14 რუსები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი ტვიტერზე წერს

„რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ“, - აცხადებს ზელენსკი. 

24.02.2022 17:02 სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც აღნიშნულია თუ რა ტერიტორიები დაიკავა რუსეთმა უკრაინაში

24.02.2022 17:02 რუსული ტანკები უკრაინის ქალაქ ხარკოვში

 

24.02.2022 18:58 4 დაღუპული და 10 დაშავებული - დონეცკში ადგილობრივი საავადმყოფო დაბომბეს (ფოტოები)

დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკში რუსი სამხედროების ქმედებების შედეგად, საავადმყოფო დაიბომბა. 

დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა 10 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 მედიკოსია. 

„უგლდარში, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ოკუპანტების ჭურვები ადგილობრივ საავადმყოფოს მოხვდა. დაშავებულებს შორის 6 მედიკოსია. დაშავებულების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა“, - წერს პაველ კირილენკო. 

24.02.2022 18:50 რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნობილის ატომური სადგურის მიდამოებში გამოჩნდნენ

რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსის საზღვართან მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურთან გამოჩნდნენ. მასთან ახლოს ბრძოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„რუს ოკუპანტებს აქ ნაციონალური გვარდია უწევს წინააღმდეგობას, ატომური ნარჩენების საცავს ჭურვი რომ მოხვდეს, მას შეუძლია მთელი უკრაინის ტერიტორია დაფაროს“ - წერია ამ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

24.02.2022 15:42 „უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზადყოფნაში“ - ნატო-ს გენერალური მდივანი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა ბრიუსელში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით მთელი ევროპა დააყენა საფრთხის ქვეშ. ის მოუწოდებს პუტინს, გადავიდეს დიპლომატიის გზაზე და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან. სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგზავნის ჯარს იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. 

„ძალიან ცუდია, რომ რუსეთმა დააყენა რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლე უკრაინაში. ისინი ბომბავენ სამხედრო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ ადგილებს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ან ინფორმაციას უარყოფს, რუსეთის მთავრობა ატარებს სრულ პასუხისმგებლობას იმ ქმედებაზე, რაც მათ განახორციელეს უკრაინაში. ეს არის აშკარა დარღვევა საერთაშორისო ნორმების. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადავიდეს დიპლომატიის გზაზე და გაიყვანოს თავისი ჯარები. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთი იყენებს ძალას, რომ არ მისცეს უკრაინას საშუალება, დამოუკიდებლად განვითარდეს. 

ნატო-მ გადაწყვიტა გაააქტიუროს თავისი გეგმები, რაც იქნება თავდაცვითი ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენ გავაგზავნით ნატოს ძალებს იქ, სადაც საჭირო იქნება. უკვე გავაძლიერეთ თავდაცვითი ძალები, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. ჩვენ გავაგზავნით მეტ ჯარს ამ ადგილებში. უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზად ყოფნაში. ასევე, უამრავი საშუალება, რომ გავიდნენ ზღვაში. არ შეიძლება დაემუქრო სხვის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. 

დემოკრატია ყოველთვის იზეიმებს ავტოკრატიაზე. 

რუსეთს ახლა ემუქრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩაიდინა“, - განაცხადა იენ სტოლტენბერგმა.   

24.02.2022 17:52 „ვლადიმერ პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება მარცხით უნდა დასრულდეს“ - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

„გაერთიანებული სამეფო თვალს არ აშორებს რუსეთის „საშინელ და ბარბაროსულ“ თავდასხმას უკრაინაზე“, - აცხადებს ბორის ჯონსონი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო „დიდი შეჭრა ხმელეთით, ზღვით და ჰაერით“ პროვოკაციის გარეშე. ამიტომ, ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების „მასობრივი პაკეტის“ დაწესებას აპირებს.

ჯონსონის განცხადებით, უკრაინა არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა და გაერთიანებული სამეფო და მსოფლიო არ დაუშვებს ამ თავისუფლების ჩამოშლას. 

„ჩვენი მისია ნათელია: დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საბოლოოდ სამხედრო თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება მარცხით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ ხალხს მიმართა: „ამ აგონიის მომენტში ჩვენ თქვენთან ვართ, ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, - განაცხადა ჯონსონმა. 

გარდა უკრაინელებისა, ჯონსონმა რუს ხალხსაც მიმართა: „არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი თქვენი სახელით გაკეთდა, ან რომ თქვენ გსურთ გარიყულის სტატუსი, რომელსაც ეს ომი პუტინის რეჟიმს მოუტანს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

24.02.2022 18:47 რუსული გემები გველების კუნძულს თავს დაესხნენ

შავ ზღვაში ზმეინის კუნძულს რუსული გემებიდან თავს დაესხნენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

„დამპყრობლებმა კუნძულზე ცეცხლი გახსნეს გემებიდან. მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ ხაზს! ახლა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ორი ხომალდი „მოსკვა" და „ვასილი ბიკოვი" დგას კუნძულთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

24.02.2022 18:53 რუსეთმა 74 სახმელეთო სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურა - რუსული მხარე

თავდასხმების შედეგად რუსეთმა 74 სახმელეთო სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურა, ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განუცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

„მათ შორის საჰაერო ძალების 11 აეროდრომი, სამი სამეთაურო პუნქტი, უკრაინის საზღვაო ძალების ბაზა, ასევე S-300 და Buk-M1 საზენიტო სარაკეტო სისტემების 18 სარადარო სადგური”, - განაცხადა გენერალ-მაირომა იგორ კონაშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა, არანაირ დარტყმას ახორციელებენ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე, მათი თქმით არაფერი ემუქრება მშვიდობიან მოსახლეობას. 

დაახლოებით ორი საათის შემდეგ დეპარტამენტმა დაამატა, რომ უკრაინელი მესაზღვრეები „არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ“ მათ, ასევე ის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩახშობილია და სამხედრო საჰაერო ბაზების ინფრასტრუქტურა გამორთულია. თავდაცვის სამინისტრომ  უცხოური მედიის ინფორმაცია უკრაინის თავზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ არ დაადასტურა.

24.02.2022 34  რუსული დესანტი CNN-ის პირდაპირ ეთერში, რუსები „ანტონოვის აეროპორტის“ აღებას აპირებენ, რომელიც კიევიდან 17 კილომეტრშია

 

24.02.2022 18:47 ოკუპანტებმა ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. 

ხარკოვის მერი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავშესაფრებში დარჩნენ. 

„სასწრაფოდ ყველას თავშესაფრებში! ისინი ქალაქს ბომბავენ. ქალაქის ყველა მუნიციპალური სამსახური მუშაობს. ხარკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ არის“, - აღნიშნულია მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ასევე იუწყება, რომ მტერი განიცდის დანაკარგებს ცოცხალი ძალითა და ტექნიკით.

24.02.2022 18:04 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თურქული უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების ვიდეო. კადრებზე ჩანს, როგორ ანადგურებენ „ბაირაქტარები“ ცოცხალ ძალას და ჯავშანტექნიკას. 

უკრაინამ 2019 წლიდან თურქეთიდან 40 „ბაირაქტარი“ შეიძინა. შემდეგ ორმა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე „ბაირაქტარების“ წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

 

24.02.2022 17:40 ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფი - უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ფოტოს ავრცელებს

გენერალური შტაბიდან უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს კიდევ რამდენი რუსი ტყვეების შესახებ.

„მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუგანსკისთვის, რომელიც ამჟამად უკრაინელი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშაა.  ბრძოლის დროს მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით და უკან დაიხია. რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს“, -  ნათქვამია განცხადებაში.

24.02.2022 17:51 ომის გამო რუსმა მილიარდელებმა დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაკარგეს

რუსმა მილიარდერებმა დღეს, კიევის დროით 12:00 საათისთვის, 38,162 მილიარდი დოლარი დაკარგეს – ყველაზე მეტი დაკარგა ლუკოილის თანამფლობელმა ვაგიტ ალეკპეროვმა. ამის შესახებ Forbes Russia  Forbes Real Time-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ალეკპეროვის ქონება 5 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა. 

Novatek-ის თანამფლობელებმა გენადი ტიმჩენკომ და მისმა ბიზნესპარტნიორმა ლეონიდ მიკელსონმა, რომლებიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ,  22 თებერვალს დაკარგეს 3,9 მილიარდი დოლარი (სიმდიდრე დაეცა 19,8 მილიარდ დოლარამდე) და 4 მილიარდი დოლარი (23,6 მილიარდ დოლარამდე). 

Severstal-ის თანამფლობელმა ალექსეი მორდაშოვმა, უმდიდრესმა რუსმა მეტალურგმა, 3,5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

Norilsk Nickel-ის თანამფლობელმა ვოლოდიმირ პოტანინმა დაკარგა 3,3 მილიარდი დოლარი

24.02.2022 17:36 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანაკარგების და ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით 24 თებერვლის 5.00 საათიდან ფრონტის მთელ ხაზზე თავდაცვით ბრძოლას აწარმოებს. დაძაბული ბრძოლა გრძელდება. ინფორმაცია დაჯგუფების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. 

შავი ზღვის საოპერაციო ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალები „ბაირაქტარის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ.

რუდნია - ვისტუპოვიჩის (ბელარუსის საზღვარი) მიმართულებაზე მოწინააღმდეგის ძალებმა - ორი ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორები და საავტომობილო ტექნიკამ საზღვრის გადმოკვეთა სცადა. განადგურებულია 5 ჯავშანტრანსპორტიორი და ავტომობილები. 

პუტივლიას მიმართულებაზე ჩვენმა ძალებმა სატანკო შეტევა მოიგერიეს. ვიშგოროდთან КА-52-ის ტიპის ვერტმფრენია განადგურებული. მიმდინარეობს ბრძოლა გენიჩესკე, სადოვსკეს და ჩაპლინკეს მიმართულებებზე.

შეიარაღებული ძალები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ და ოფიციალურ საიტეზბე გავრცელებულ ინფორმაციას თვალი ადევნონ. 

24.02.2022 17:44 უკრაინის მიმართულებით ბელარუსიდან 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს

ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს“, - წერს ვალერი ზალუჟნი. 

24.02.2022 17:38 რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ თანამედროვე სამყაროში ნორმალური ცხოვრების ყველა წესს უტევს - მიხეილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის მიხეილ პოდოლიაკის თქმით,  რუსული ძალები ქვეყნის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

„ახლა მთავარია მაქსიმალურად ფოკუსირება ქვეყნის დაცვასა და ხალხის ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებაზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი მხარდაჭერა მსოფლიოსგან. 

„ახლა ისე როგორც არასდროს უკრაინას მსოფლიოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა. მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დღეს დასავლეთმა უნდა დააწესოს“, - აცხადებს პოდოლიაკი. 

24.02.2022 17:22 MCdonald's-მა უკრაინაში ყველა რესტორანი დახურა

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების გამო, MCdonald's-მა უკრაინაში დროებით ყველა რესტორანი დახურა. ამის შესახებ ინფორმაცია, მათ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელეს.

ინფოემაციის მიხედვით, სიტუაციის დასტაბილურებამდე რესტორნები დაკეტილი იქნება, მაგრამ გუნდი უკრაინაში მუშაობას აგრძელებს. კრიზისული ჯგუფი თანამშრომლებისთვის ხელფასების სასწრაფოდ გადახდის საკითხზე მუშაობენ.

 

24.02.2022 17:16 რუსები მელიტოპოლის აეროპორტს უტევენ

 

24.02.2022 16:41 ზელენსკიმ რადაში საყოველთაო მობილიზაციის კანონპროექტი შეიტანა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. ამის შესახებ ukrinform.ua იუწყება.

ზელენსკის შესაბამისი განცხადება ტელეგრამ-არხზე გავრცელდა. „უმაღლეს რადაში შეტანილია უკრაინის პრეზიდენტის კანონპროექტი საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“ - წერია ამ ინფორმაციაში.

როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, ქვეყნის თავდაცვა საზოგადოების მშვიდ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, რუსეთს სურს საზოგადოების მართვის ყველა სისტემის განადგურება და სახელმწიფო სისტემის დესტაბილიზაცია.

„შეიარაღებული ძალები შეტევებს კარგად იგერიებენ, რუსი სამხედროები ტყვედ არიან აყვანილები. განადგურებულია მოწინააღმდეგის ავიაცია და ჯავშანტექნიკა. მიღებულია გადაწყვეტილება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. ყველა უნდა შეუერთდეს ქვეყნის დაცვას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. მას უნდა შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და ძალავანი უწყებების ვეტერანები“ - განაცხადა პოდოლიაკმა. 

24.02.2022 16:46 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს

„რუსეთი მზადაა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობასთან ქვეყნის ნეიტრალიტეტზე და მის ტერიტორიაზე იარაღის განთავსებაზე უარის თქმის საკითხზე მოილაპარაკოს“, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა

„პრეზიდენტმა [პუტინმა] ჩამოაყალიბა თავისი ხედვა იმის შესახებ, თუ რას ველოდებოდით უკრაინისგან კონცეპტუალური „წითელი ხაზის“ პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის ნეიტრალიტეტის სტატუსი და იარაღის განთავსებაზე უარი. საკითხავია, არის თუ არა უკრაინის ხელმძღვანელობა ამისთვის მზად“, - განაცხადა პესკოვმა.

24.02.2022 16:20 კიევის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

კიევის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. 

"სოფელ ჟუკივცისა და ტრიპილია ობუხივის რაიონს შორის, ხანძრის შედეგად  შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა , რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე სულ 14 ადამიანი იმყოფებოდა."- ამის შესახებ უკრაინული გამოცემის „უკრაინსკაია პრავდა“-ს სანდო წყარო იუწყება. 

რაც შეეხება დეტალებს, მაშველები ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირების პროცესში არიან.

24.02.2022 15:57 „უკრაინაში შეჭრის მიზანი მისი დემილიტარიზაციაა, ოპერაციის ვადებს პუტინი დაადგენს“ - პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მოსკოვის მიერ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის მიზანი ქვეყნის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“. 

„მიზანი დაისახა პრეზიდენტმა [პუტინმა] - უკრაინის დემილიტარიზაცია. ფაქტობრივად, უკრაინა არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის, ამიტომ აუცილებელია მისი ნაცისტებისგან გაწმენდა, პრონაცისტურად მოაზროვნე ადამიანებისგან და იდეოლოგიისგან გათავისუფლება. სამხედრო ოპერაციის ვადების განსაზღვრას უმაღლესი მთავარსარდალი დაადგენს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

კითხვაზე, თუ რა საზღვრებს მიაღწევენ რუსული ჯარები, პესკოვმა თქვა, რომ სამხედრო ოპერაციის დეტალების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება არ შეუძლია.

24.02.2022 15:45 რუსული შვეულმფრენები თავს დაესხნენ აეროპორტს ჰოსტომელში უკრაინის დედაქალაქ კიევთან ახლოს

24.02.2022 15:37 რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის საზღვარი გაარღვიეს

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს

რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე ვილჩას საგუშაგოდან შეიჭრნენ, მათ წინააღმდეგობას მესაზღვრეებთან ერთად უკრაინელი სამხედროებიც უწევდნენ. 

გარდა ამისა, სროლა იყო მლაჩივკას სასაზღვრო დაცვის სამსახურის ლოკაციაზეც.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, სიტუაციიდან გამომდინარე, სასაზღვრო ქვედანაყოფები გადანაწილდებიან სარეზერვო პოზიციებზე და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად იმოქმედებენ.

24.02.2022 15:35 პრეზიდენტი, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს, მთავრობას, პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილი

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და უკრაინელ ხალხს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, დღეს როცა უკრაინა ცდილობს უმძიმეს ვითარებას გაუმკლავდეს, საქართველო მის გვერდით დგას. 

„ეროვნული თანხმობის სესია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო აქ, გავაუქმე, რადგან დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი ეხება არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნების ყველაფერი იღონა უკრაინამ, მაინც ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. 

დღეს როცა ის ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და მშვიდობის მოყვარე, დემოკრატიული ერებისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რადგან ომი ევროპის გულში გაჩაღდა გული ყველანაირი დიალოგის მიუხედავად. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. პატივი მინდა მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. 

მინდა შევუერთდე გაეროს გენმდივნის და ყველა სხვა ლიდერების ომის შეწყვეტისკენ მოწოდებას. მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას და ოპოზიციას, ასევე მთავრობას, დღეს როგორც არასოდეს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია“, - აცხადებს პრეზიდენტი. 

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის მზად არის რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე თხოვნას ხელი მოაწეროს.

„საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული საბჭოს ფორმატში გამოვხატოთ, რომ ყველა ერთად ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს. 

ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის ფორმა და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრიდან მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო როგორც კონსტიტუცია მაძლევს უფლებას, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რადგან უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც“, - დასძინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.  

24.02.2022 14:34 განადგურებულია რუსეთის მეშვიდე თვითმფრინავი - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

ჩვენს სამხედრო ობიექტს ბროვარში ორი  ფრთოსანი რაკეტა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას  გენერალური შტაბიდან უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს. 

მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ.

გაერთიანებული ძალების სარდლობის ოპერატიული ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის თავზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებული რუსი ოკუპანტების რიგით მეშვიდე თვითმფრინავია.

24.02.2022 15:13 უკრაინის მხრიდან 40 სამხედრო დაიღუპა

რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების და სამხედრო მოქმედებების შედეგად 40 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ათობით სამხედრო დაიჭრა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.

დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც არის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპული ბავშვის შესახებ. 

24.02.2022 15:11 უკრაინელებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლები ტყვედ აიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბიდან უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს. 

ანტონ გერაშჩენკოს თქმით,  ისინი სრულიად უსაფრთხოდ იქნებიან და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

24.02.2022 14:56 ოდესის ოლქში სამხედრო ნაწილზე თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ოდესის ოლქის პოდოლსკის რაიონში სამხედრო ნაწილზე სამხედრო დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 სამხედრო ნაწილზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი - 8 კაცი და 10 ქალი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს თქმით, დღეს 08:36 საათზე ოდესის ოლქის ქალაქ პოდოლსკში სამხედრო ნაწილი 0173 დაიბომბა. 

24.02.2022 14:21 უკრაინის არმიამ მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინა. 

სამხედროებმა ასევე მოახერხეს მტრის შეჩერება ჩერნიგოვის რაიონშიც. ამავდროულად, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით

„ჩვენმა ჯარებმა სრული კონტროლის ქვეშ დაიბრუნეს ქალაქი მარიუპოლი. განადგურდა სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და მტრის ათობით ჯავშანმანქანა. რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები უკუაგდებენ აგრესორს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

24.02.2022 13:57 თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი თუ რომელ მხარეს დადგებით - ზელენსკი რუს ხალხს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ბრიფინგზე რუს ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა მათი გადასაწყვეტია ისტორიის რომელ მხარეს იდგებიან ისინი. 

ზელენსკის თქმით, მტერს სამშობლოს მიწა-წყლის მიტაცების საშუალებას არ მისცემენ. 

„უკრაინის მოსახლეობა ერთიანია და გაუმკლავდება გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაშია. ყველა ძალოვანი უწყება არის მზად და არ არის საჭირო პანიკის გაღვივება. აუცილებელია მოქალაქეები მიჰყვნენ ინფორმაციას, რომლებსაც ოფიციალური უწყებები გაავრცელებენ.

პრეზიდენტი დონორებს სთხოვს, რომ სისხლი ჩააბარონ. პრეზიდენტ ზელესნკის თქმით, ეს ფრონტის ხაზზე საჭირო იქნება. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ერთიანობა აჩვენონ. უკრაინის საბანკო სისტემა გამართულად მუშაობს და ეროვნულ ბანკს ყველანაირი ფინანსური რესურსი გააჩნია, რომ უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქეების ფინანსური საჭიროებები და აქ განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინის დამოუკიდებლობის მიტაცება მიმდინარეობს. 

„ახლა მიმდინარეობს უკრაინის დამოუკიდებლობის მიტაცება, ახლა ოპონენტები არ არსებობენ ჩვენ ახლა ყველა ერთიანი ვართ, მოქალაქეები ვართ... ჩვენ, მოქალაქეები უკრაინის ერთიანობას დავიცავთ. მინდა ვთქვა, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია მნიშვნელოვანია, თუმცა ველოდებით დამატებით გამოხმაურებას. 

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა მოახდინოს. რუსეთი და უკრაინა ისტორიის სხვადასხვა მხარეს დგანან, ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია რუს ხალხზე. მინდა რუსეთის მოქალაქეებს მივმართო. დღეს თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი თუ რომელ მხარეს დადგებით. 

ისინი ვინც ახლა რუსეთში არიან და ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ სინდისი, მათ უნდა გამოთქვან პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე უკრაინის შესახებ. ჩვენ საათში ერთხელ გამოვალთ და საათში ერთხელ დაგელაპარაკებით თქვენ. ელაპარაკეთ ერთმანეთს, გაუზიარეთ ნამდვილი ადამიანების ემოციები ერთმანეთს“, - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.   

24.02.2022 13:50 უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის შესახებ hromadske.ua იუწყება.  

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. გადაწყვეტილება ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამოა მიღებული. 

შესაბამისი განაცხადით ზელენსკის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 თებერვალს მიმართა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა. 

24.02.2022 13:50 „რუსეთის თავდასხმა ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი საათია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“ - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელი რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა, ბოლო 80 წლის განმავლობაში, "ევროპისთვის ყველაზე ბნელ საათებს" შორისაა.  

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი საათები ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ“ - განაცხადა ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირის მხრიდან გადაუდებელ დახმარებას მიიღებს, ასევე იქნება ევაკუაციის მცდელობები. 

24.02.2022 13:49 უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა 22 თებერვალს მოითხოვა. მას შემდეგ, რაც პუტინმა აღიარა  დონეცკის ა და ლუგანსკის რეგიონები.

24.02.2022 13:41 განადგურებულია სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ათობით მტრის ჯავშანტექნიკა - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 10:30 საათის მდგომარეობით ოპერატიულ ინფორმაციას  ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფოს თავდაცვას მტკიცედ უჭირავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება.

მათი ინფორმაციით, ჩერნიჰივის რეგიონში მოწინააღმდეგე შეაჩერეს.

„მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის მიმართულებით. ჩვენი ჯარის ძალებს დაუბრუნდა მარიუპოლისა და სჩასტიას ქალაქების სრული კონტროლი. განადგურებულია სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ათობით მტრის ჯავშანტექნიკა.

რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრესორს ეწინააღმდეგებიან,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

24.02.2022 13:38 რამდენიმე წუთის წინ ხარკოვისკენ მიმავალ გზაზე ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა ააფეთქეს

 

24.02.2022 13:24 კიდევ ერთი თავდასხმა - რუსეთმა უმანში ჭურვი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა უმანის ცენტრალურ ნაწილში ჭურვი ჩამოაგდეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას „ტელეგრამზე“  ჩერკასის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სკიჩკო ავრცელებს. 

"უმანი: ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ხუთი კი დაშავდა“, - წერს სკიჩკო

სკიჩკომ, ასევე, დასძინა, რომ უმანის რაიონში გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია. 

24.02.2022 13:06 „უკრაინაზე რუსი სამხედროების პირველი დარტყმა ჩავარდა“ - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი

„უკრაინაზე რუსი სამხედროების პირველი დარტყმა ჩავარდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა

„უპირველეს ყოვლისა: ძირითადი დარტყმები დილის 5 საათზე განხორციელდა ქალაქებზე, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, აეროდრომებზე, რესურსების საცავებსა და სამხედრო სამეთაურო ცენტრებზე. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, რომელიც ზუსტდება, პირველი დარტყმა ჩაიშალა. ჩვენში არის დანაკარგები, მაგრამ ისინი უმნიშვნელოა და არ შეუმცირებია უკრაინის თავდაცვის ძალების და სხვა ძალოვანი სტრუქტურების საბრძოლო ეფექტურობა.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანს - არის თუ არა სახმელეთო წინსვლა, წინასწარი მონაცემებით, მტრის მცირე ნაწილი 5 კმ მანძილზე შეინიშნება ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით, თუმცა საჭიროა ინფორმაციის დაზუსტება. 

არავითარი პანიკა საჭირო არ არის, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდად რჩება და თავდაჯერებულად ხელმძღვანელობს ჯარს და ყველა სხვა სამსახურს“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ვიდეო შეიცავს სენსიტიურ კადრებს
რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავს. ერთ-ერთ კორპუსზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. დაზიანებული შენობიდან მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული ქალი გამოიყვანეს


 

24.02.2022 12:48 ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე რუსულ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობს - ლუკაშენკო

„ბელარუსის ჯარი დონბასში მიმდინარე რუსეთის სპეცოპერაციაში არ მონაწილეობს“. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. 

„მე წავიკითხე ინფორმაცია, რომ დილის 5 საათზე უკრაინაში ბელარუსის და რუსეთის მხრიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ და რომ რუსულ ჯარს ბელარუსი მხარს უჭერს. ნაძირლებო!  ჩვენი ძალები ამ ოპერაციაში არანაირ მონაწილეობას არ იღებენ“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

24.02.2022 12:49 ოკუპანტების კიდევ 4 ტანკი დაიწვა და მე-6 თვითმფრინავი განადგურდა - უახლესი ინფორმაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე რუსი ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა.

„გარდა ამისა, კრამატორსკას მიმდებარე ტერიტორიაზე განადგურდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი. ეს უკვე მეექვსეა.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს.ერთად გავიმარჯვებთ!“ - წერია განცხადებაში.

24.02.2022 12:48 საქართველოში მყოფ უკრაინელებს მოქალაქეები უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ

მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო,საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან, მოქალაქეები უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ.

განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც “ფეისბუკზე“, ასევე  Spend four seasons in Georgia-ში ვრცელდება. 

24.02.2022 12:36 „გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა - ეს ომი უფრო დიდ გაღარიბებას გამოიწვევს“ - ალექსეი ნავალნი სასამართლო სხდომაზე

ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ისაუბრა რუსეთის ომის წინააღმდეგ უკრაინაში ლეფორტოვსკის რაიონული სასამართლოს სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ ის ომის წინააღმდეგია და რუსეთი ამით ცდილობს, სხვა პრობლემებიდან გადაიტანოს ყურადღება.  

„გარე სამყაროსთან კომუნიკაციის არანაირი მეთოდი არ მაქვს, გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა სასამართლოსა და მსოფლიოსადმი: მე წინააღმდეგი ვარ ამ ომის. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი შექმნილია იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რუსეთის პრობლემებიდან, ეს მხოლოდ უფრო დიდ გაღატაკებას გამოიწვევს...“ - განაცხადა ნავალნიმ.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს. ამ დროს ნავალნის სიტყვა მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მას არ შეეძლო სხვა საკითხებზე საუბარი, გარდა საკუთარი საქმისა.

24.02.2022 12:24 დეპუტატი, რომელიც კიევს დატოვებს, მოღალატეა - რადას სპიკერი

დეპუტატები, რომლებიც კიევს დატოვებენ, მოღალატეები არიან. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„მე გთხოვთ - ყველანი კიევში ვრჩებით“- განაცხადა რადას სპიკერმა. „ყველა დეპუტატი კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას უნდა შეიკრიბოს, ვინც წავიდა - მოღალატეა. უკრაინის ყველა სტრუქტურა საგანგებო რეჟიმში მუშაობს“ - დაწერა სტეფანჩუკმა ფეისბუკში.

სტეფანჩუკმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ სახლში დარჩნენ და „თავის ახლობლებზე“ იზრუნონ

„ახლა არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომავალი წყდება. იმაზე, როგორ გასცემს  მსოფლიო ამ  აგრესიას პასუხს, დამოკიდებულია გლობალური უსაფრთხოება. რაც უფრო ძლიერი იქნება ცივილიზებული სამყაროს რეაქცია, მით უფრო მალე აღდგება მშვიდობა. აგრესორმა თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს“ ამბობს რადას სპიკერი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ტელემიმართვაში განაცხადა. 

„ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მან.

24.02.2022 12:22 „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება. პრემიერის განცხადებით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა მიუღებელია. 

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით . სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია.“ - წერს ღარიბაშვილი საკუთარი ტვიტერის გვერდზე. 

24.02.2022 12:16 „ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 7 უკრაინელი“ - ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო Facebook-ზე დაღუპულებისა და გარდაცვლილების შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს. 

როგორც გერაშენკომ დაწერა, დაღუპულია შვიდი ადამიანი.

„08.36 საათზე ოდესის ოლქში ქალაქ პოდილსკში VCH 0173 დაბომბვის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა, 19 კი დაკარგულია.

დონეცკის რაიონის ქალაქ მარიუპოლში 08.38 საათზე მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა“ - წერს გერაშენკო

გერაშენკოს ცნობით, დნეპროპეტროვის ოლქში რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხიდი მდინარე ინგულეცზე.

24.02.2022 12:16 კახა კალაძე: მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გამოეხმაურა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნულის შესახებ კალაძე ტვიტერის პირად გვერდზე წერს.

„მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს“, - აცხადებს კალაძე. 

24.02.2022 12:06 „კრემლს პასუხს ვაგებინებთ“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ევროკავშირი რუსეთს პასუხს აგებინებს“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ არ მივცემთ უფლებას პრეზიდენტ პუტინს დაანგრიოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. მან  უნდა შეაფასოს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცე და ძალა. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. უკრაინა გაიმარჯვებს. კრემლს პასუხს ვაგებინებთ“, - წერს  ურსულა ფონ დერ ლაიენი.

24.02.2022 11:55 „რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები“ - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ომის დაწყების შესახებ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა  ემანუელ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა. 

„რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საფრანგეთი უკრაინელების გვერდით დგას და პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მუშაობს ომის დასასრულებლად“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

24.02.2022 11:59 უკრაინელები კონტრშეტევაზე გადადიან - მოკლულია 50-მდე რუსი სამხედრო

უკრაინული მხარის განცხადებით, ლუგანსკის რეგიონის ქალაქი სჩასტიეზე კონტროლი დაიბრუნეს. 

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და სტრატეგიული უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა მოიგერიეს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 

უკრაინის არმიამ გაანადგურა მტრის ტექნიკა, მოკლულია 50-მდე მტერი.

24.02.2022 12:06 სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით ქართველი ხალხი შოკირებულია მიმდინარე სიტუაციით. 

„ქართველი ხალხი შოკირებულია რუსული აგრესიით უკრაინაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ.“ - წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე

24.02.2022 11:47 კიდევ ერთი ვიდეო, თუ როგორ გადადის რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის საზღვრიდან

24.02.2022 11:30 ოდესის ოლქში რუსულ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ოდესის ოლქში სამხედრო ნაწილის დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაიჭრა, 19 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

„კონოტოპის რაიონში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ქალი და ბავშვი დაშავდნენ.

08:36 საათზე ოდესის ოლქში, ქალაქ პოდოლსკში დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაჭრილია, 19 კი დაკარგული.

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, 08:38 საათზე, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

დაიბომბა ხიდი მდინარე ინგულეცზე“, - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო.

24.02.2022 11:26 უკრაინელებმა ორი რუსული ტანკი და სატვირთოები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული გენერალური შტაბი ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უკრაინელებმა რუსეთის ფედერაციის ორი ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა გაანადგურეს. 

„გაერთიანებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით , დღეს, 24 თებერვალს, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სჩასტიეს რაიონში განადგურდა რუსეთის ფედერაციის ორი ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა.

გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. 
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს.

ერთად გავიმარჯვოთ! დიდება უკრაინას!“,- ვკითხულობთ შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

24.02.2022 11:34 „განადგურებულია რუსეთის 7 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია“ - ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში

ქართველმა ჯარისკაცმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის 7 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი განადგურებულია. ამის შესახებ ვანო ნადირაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

„ბორისპოლი არ დაბომბილა, უბრალოდ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა უცხო უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ. 

რუსი სამხედროები უკრაინას სოფელი ვადინოედან უტევენ, რომელიც მარიოპოლიდან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

ბელარუსის საზღვართან შეტაკება დილის 5 საათზე მოხდა. 

სხვადასხვა ლოკალური შეტევების მიუხედავად, ჩვენ საკმაოდ ძლიერი ბრიგადები გვიყენია ადგილზე და საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას ვუწევთ მათ. 

მათი ჯავშანტექნიკა, ასევე ავტომანქანები განადგურებულია. საკმაოდ დიდი ზიანი მივაყენეთ მათ, იმ მონაკვეთზე სადაც მე ვიმყოფები და მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.

 რუსეთმა სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა შუაღამისას დაიწყო. “ - განაცხადა ვანო ნადირაძემ, ქართველმა სამხედრომ უკრაინაში. 

24.02.2022 11:34 კიევის მოსახლეობა რომელიც ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას, მეტროში თავშესაფარს ეძებს

 

24.02.2022 11:32 მხარდაჭერა უკრაინას... დღეს გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე - ელენე ხოშტარია 

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

„შაბათამდე ვერ გავჩერდებით. დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს არ იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.ახლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი. დღეს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე“, - წერს ხოშტარია. 

 

24.02.2022 11:14 რუსული ჯარი შედის უკრაინაში ყირიმის მხრიდან

 

24.02.2022 11:14 ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

სატელევიზიო მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელა და მან აშშ-ს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთსა და ევროკავშირს მოუწოდა, რომ მათ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი.

„მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ პუტინი. ეს არის ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. უნდა შევქმნათ ანტიპუტინური კოალიცია. დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს სანქციები, მოხდეს უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა. დაიხურა უკრაინის საჰაერო სივრცე. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთის მშვიდობისთვის“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ოპერაციის დაწყების შესახებ პუტინმა ტელემიმართვაში განაცხადა. „ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“ - განაცხადა მან.

24.02.2022 11:09 საცობი კიევში - უკრაინელები ცდილობენ ქვეყნის დატოვებას

24.02.2022 11:05 რუსეთის არმია აცხადებს, რომ თავდასხმისას უკრაინელ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის დროს უკრაინის სასაზღვრო სამსახურს „არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვა „ჩაახშვეს“.

გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა უარყვეს უკრაინული ძალების განცხადება, რომ მათ რამდენიმე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსების თქმით, ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

24.02.2022 10:48 რუსეთი ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტს ბომბავს

 

24.02.2022 10:48 რუსეთმა ნიკოლაევში სამხედრო აეროდრომი დაბომბა (ვიდეო)

რუსეთის ჯარებმა ნიკოლაევის სამხედრო აეროდრომზე ცეცხლი გახსნეს. 

დაბომბვის შედეგები გადაიღო ადგილობრივი საფრენი კლუბის დირექტორმა დიმიტრი ფილონენკომ. 

„პუტინის მხარდამჭერებო, რუსეთი - ნახეთ რა ხდება“ - ამბობს ფილონენკო. 

 

 

24.02.2022 10:50 რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ - მოსკოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.  ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. 

ამავე განცხადების მიხედვით, უკრაინის ქალაქებზე და სამშვიდობო დასახლებებზე სარაკეტო, საავიაციო ან საარტილერიო დარტყმა არ განხორციელებულა. „ზუსტი მაღალტექნოლოგიური იარაღით სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე, სამხედრო აეროდრომებზე და უკრაინულ ავიაციაზე დარტყმები განხორციელდა“ - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

24.02.2022 10:41 „გერმანია მკაცრად გმობს პუტინის ამ უგუნურ ქმედებას“ - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. 

შოლცმა რუსეთის თავდასხმა დაგმო და პუტინს მოუწოდა, საომარი მოქმედებები სასწრაფოდ შეწყვიტოს.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. მას ვერაფერი გაამართლებს. გერმანია მკაცრად გმობს პრეზიდენტი პუტინის ამ უგუნურ ქმედებას. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ეს საშინელი დღეა უკრაინისთვის და ბნელი დღე ევროპისთვის“, - წერს შოლცი.

24.02.2022 10:33 რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილის საჰაერო სივრცე დახურა

„როსავიაციის“ გადაწყვეტილებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 2 მარტამდე აეროპორტები დაიხურა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა  გამოიწვია. დახურულია როსტოვის,მ კრასნოდარი, ანაპა, სტავროპოლის, ბელგოროდის და სხვა ქალაქების აეროპორტები.

შერემეტიევოს აეროპორტიდან რეისები ანაპაში, სოჭში, ვორონეჟში და ვოლგოგრადში გაუქმდა. ვნუკოვოს და დომოდედოვოს აეროპორტიდან 9 რეისი გაუქმდა. კიდევ 20 გადაიდო.

უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში დროებით შეწყდა სასწავლო პროცესი. 

 

24.02.2022 10:23 ლუგანსკის რაიონში რუსებმა ორი სოფელი აიღეს და ააფეთქეს სატელევიზიო ანძა ლუცკში - უკრაინული მედია

ლუგანსკის რაიონში რუსებმა ორი სოფელი აიღეს და ააფეთქეს სატელევიზიო ანძა ლუცკში. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 07:00 საათისთვის გაავრცელა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსებმა აიღეს ლუგანსკის რაიონის სოფლები გოროდიშჩე და მელოვოიე.

- ხმელნიცკის რაიონი: დაბომბვის გამო - სამხედრო ნაწილის საწვავის და საპოხი მასალების ხანძარი. 

- დნეპროპეტროვსკის ოლქი: კრასნოპოლი და მარგანეცი - ხანძარი სამხედრო საწყობებში.

- ვინიცის რაიონი: ტულჩინი და  ბოჰანი - ხანძარი სამხედრო ნაწილებში.

-ლუცკი - ააფეთქეს ტელეანძა.

- კიევის რეგიონი: ქალაქ ბროვარის მახლობლად სამხედრო ნაწილის ხანძარი.

შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

24.02.2022 10:26 დონბასში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს - უკრაინის გენშტაბი

24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს

„24 თებერვალს, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე ჩამოგდებულ იქნა 5 თვითმფრინავი და აგრესორების ვერტმფრენი.გაერთიანებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან. მტერი ზარალს განიცდის.შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს. ერთად გავიმარჯვოთ! დიდება უკრაინას“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

24.02.2022 10:25 როგორ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ დაიწყო რუსეთმა სამხედრო ოპერაცია. 

„დღეს, 24 თებერვალს, 05:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში. განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინის, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.

პარალელურად, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების დაბომბვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლის საჰაერო თავდასხმა. სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და იკავებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - ნათქვამია ანგარიშში.

24.02.2022 10:22 მთელი უკრაინის მასშტაბით ისმის აფეთქებების ხმა, ქალაქებში ჩართულია განგაშის სირენები

24.02.2022 10:07 რუსეთი უკრაინას ბელარუსის მხრიდანაც თავს დაესხა

რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინის საზღვარი ბელარუსის მხრიდანაც გადაკვეთა. ამის შესახებ hromadske.radio იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით ღამის 5 საათზე ბელარუსის მხრიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს, მათ არტილერია, მძიმე ტექნიკა და სხვა იარაღი გამოიყენეს.

შეტევა ლუგანსკის, სუმსკის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქების მიმართულებით განხორციელდა. ასევე შეტევა ყირიმის მხრიდანაც განხორციელდა.

უკრაინის ლუგანსკის ოლქში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ოპერაციის დაწყების შესახებ პუტინმა ტელემიმართვაში განაცხადა. „ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“ - განაცხადა მან.

 

24.02.2022 08:37 პუტინმა ომის გზა აირჩია - ბაიდენი

უკრაინელ ხალხზე რუსეთის შეიარაღებულმა  ძალებმა გაუმართლებელი შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

ბაიდენის თქმით, უკრაინას ომის პროვოცირება არ მოუხდენია. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინმა ომის გზა აირჩია, რასაც კატასტროფული მსხვერპლი და ტანჯვა მოჰყვება.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთის შეტევას პასუხს გასცემენ მისი თქმით, სამხედრო აგრესიით გამოწვეულ მსხვერპლზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია. 

24.02.2022 09:55 „შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ“ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ფონზე მის კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. 

სატელეფონო საუბრის შემდეგ ბაიდენმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

„პრეზიდენტი ზელენსკისთან ახლახან დავასრულე საუბარი. მე ვგმობ რუსეთის სამხედრო ძალების ამ გაუმართლებელ თავდასხმას. მე მას ვაცნობე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის დღეს საღამოს გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით. ხვალ მე შევხვდები G7-ის ლიდერებს და შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას“, - აცხადებს ბაიდენი. 

24.02.2022 09:29 ბაიდენი და ზელენსკი საგანგებო სატელეფონო საუბარს მართავენ - CNN

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების ფონზე მის კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით დაუკავშირდა, - ამის შესახებ CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. 

„ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობენ“, - აცხადებს ოფიციალური პირი.

24.02.2022 09:20 „რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს პუტინი“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერზე“ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ წერს. 

მისი თქმით, მსოფლიომ პუტინი უნდა შეაჩეროს და ახლა მოქმედების დროა. 

„პუტინმა ახლახან დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მშვიდობიანი უკრაინის ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. უკრაინა დაიცავს თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, - წერს კულება. 

24.02.2022 09:10 უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

უკრაინის საჰაერო სივრცეზე სამოქალაქო თვითმფრინავების საჰაერო მიმოსვლის სერვისები შეჩერებულია.

უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

24.02.2022 09:06 უკრაინამ საომარი მდგომარეობა შემოიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა. 

„ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემოღების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ შემოგვაქვს საომარი მდგომარეობა. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ, ყველას დავამარცხებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

24.02.2022 08:08 კიევი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იბომბება - ჟურნალისტი

უკრაინის დედაქალაქი კიევი ღამით რუსულმა მხარემ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეეტბით დაბომბა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, დაიბომბა სტრატეგიული ობიექტები.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე დაიბომბა ავიაბაზები და სამხედრო ინფრასტრუქტურა. უკრაინელმა ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის ძალები მათ წინააღმდეგობას უწევენ. 

24.02.2022 07:39 პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ lenta.ru იუწყება.  

ოპერაციის დაწყების შესახებ პუტინმა ტელემიმართვაში განაცხადა. „ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“ - განაცხადა მან.

პუტინმა ასევე „გარე ძალებს“ მიმართა, რომლებსაც რუსეთისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ და აღნიშნა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს. 

სააგენტო „უნიანის“ ცნობით უკრაინის ქალაქებში, მათ შორის კრამატორსკში, ოდესაში, ხარკოვსა და კიევში აფეთქებების ხმა ისმის. რაც შეეხება დონბასს, იქ ფრონტის მთელ ხაზზე ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ამავე სააგენტოს ცნობით, პუტინმა უკრაინელ სამხედროებსაც მიმართა, მათ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა და სახლში დაბრუნება ურჩია.  

24.02.2022 00:07 უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა

უმაღლესმა რადამ უკრაინაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

კორესპონდენტის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში რეგისტრირებული 339 დეპუტატიდან 335-მა მისცა ხმა.

ეს არის კანონი, რომელიც ამტკიცებს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებას „უკრაინის გარკვეულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ“ (№7108).

პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს ჩერნიგოვის რეგიონში, ქალაქ კიევში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას 24 თებერვალს 00 საათიდან 00 წუთიდან 30 დღის განმავლობაში.

რეგიონული და კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა უნდა შექმნან ოპერატიული შტაბები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, რათა კოორდინირება გაუწიონ აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, საწარმოების, ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ქმედებებს საგანგებო მდგომარეობის განხორციელების მიზნით.

იმ ტერიტორიებზე, სადაც საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული, ტარდება შემდეგი ღონისძიებები:

👉 შესვლისა და გასვლის სპეციალური რეჟიმი, აგრეთვე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა 

👉 სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა და მათი შემოწმება

👉 საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება

👉 აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები და გაფიცვები

👉 ადამიანების დროებითი ან შეუქცევადი ევაკუაცია საცხოვრებლად საშიში ადგილებიდან, სტაციონარული ან დროებითი საცხოვრებლის სავალდებულო უზრუნველყოფით

👉 გარდა ამისა, შემოღებულია კომენდანტის საათი და მოქალაქეების მიერ დოკუმენტაციის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი პირადი ჩხრეკა, ნივთების, მანქანების, ბარგის და ტვირთის შემოწმება.

23.02.2022 23:46 ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორსა და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესა

აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორსა და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და მის კორპორაციულ პირებზე. ეს ნაბიჯები უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ჩვენი სანქციების საწყისი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილია. ჩვენ არ მოვერიდებათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, თუ რუსეთი გააგრძელებს ესკალაციას“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

24.02.2022 00:07 უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა

უმაღლესმა რადამ უკრაინაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

კორესპონდენტის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში რეგისტრირებული 339 დეპუტატიდან 335-მა მისცა ხმა.

ეს არის კანონი, რომელიც ამტკიცებს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებას „უკრაინის გარკვეულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ“ (№7108).

პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს ჩერნიგოვის რეგიონში, ქალაქ კიევში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას 24 თებერვალს 00 საათიდან 00 წუთიდან 30 დღის განმავლობაში.

რეგიონული და კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა უნდა შექმნან ოპერატიული შტაბები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, რათა კოორდინირება გაუწიონ აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, საწარმოების, ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ქმედებებს საგანგებო მდგომარეობის განხორციელების მიზნით.

იმ ტერიტორიებზე, სადაც საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული, ტარდება შემდეგი ღონისძიებები:

👉 შესვლისა და გასვლის სპეციალური რეჟიმი, აგრეთვე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა 

👉 სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა და მათი შემოწმება

👉 საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება

👉 აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები და გაფიცვები

👉 ადამიანების დროებითი ან შეუქცევადი ევაკუაცია საცხოვრებლად საშიში ადგილებიდან, სტაციონარული ან დროებითი საცხოვრებლის სავალდებულო უზრუნველყოფით

👉 გარდა ამისა, შემოღებულია კომენდანტის საათი და მოქალაქეების მიერ დოკუმენტაციის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი პირადი ჩხრეკა, ნივთების, მანქანების, ბარგის და ტვირთის შემოწმება.

23.02.2022 23:37 შვეიცარია რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს - BBC

შვეიცარია უკრაინის გამო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მთავრობის მინისტრები დღეს შეიკრიბნენ და დაგმეს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა და პირობა დადეს,  რომ შვეიცარია არ იქნეს გამოყენებული როგორც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების პლატფორმა.

რუსეთი შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესს პარტნიორია. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კონსორციუმი, რომელიც აშენებს გაზსადენებს რუსეთიდან ევროპაში, მისი სათავო ოფისი შვეიცარიის ქალაქ ზუგშია. იქვე ოფისი აქვს რუსულ კომპანია „გაზპრომს“, რომელიც მილებს ავსებს.

2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, შვეიცარიის პასუხი იგივე იყო - არანაირი სანქცია. 

23.02.2022 23:13 უკრაინას აქვს საკმარისი რეზერვები, რათა გაუძლოს სამხედრო და ეკონომიკურ აგრესიას - უკრაინის პრემიერი

უკრაინას აქვს საკმარისი რეზერვები, რათა გაუძლოს როგორც სამხედრო, ასევე, ეკონომიკურ აგრესიას, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა  დენის შმიგალმა განაცხადა. 

„ჩვენი ეკონომიკა და ფინანსური სისტემა სტაბილურია. გვაქვს საკმარისი რეზერვები და ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ არამარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ აგრესიას. სიტუაციის გაუარესების ეკონომიკური მიზეზები არ გვაქვს, გარდა პანიკისა. ეროვნულ ბანკს აქვს აბსოლუტურად საკმარისი რეზერვები და საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე გასცეს მილიარდობით დოლარის გარანტიები და ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

შმიგალის განცხადებით, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება გავლენას არ მოახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესის მუშაობაზე.

23.02.2022 22:56 შესაძლოა, რუსეთი უკრაინაში 48 საათში შეიჭრას - ბაიდენის ადმინისტრაცია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვლადიმერ ზელენსკის აცნობა , რომ რუსეთი 48 საათში სრულმასშტაბიან შეჭრას ამზადებს, - ამის შესახებ  Newsweek-ი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება.

„უკრაინის პრეზიდენტი გაფრთხილებულია, რომ 48 საათში, რუსეთი დიდი ალბათობით, უკრაინაში შეჭრას დაიწყებს“, - განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Newsweek-ს​.

პენტაგონის შეფასებით, პუტინი სრულად არის მზად ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, რაც შეიძლება, მოხდეს ნებისმიერ მომენტში.

„ის მზად არის. ჩვენ ნებისმიერ დღეს ვამბობდით და, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დღეს ეს დღე იყოს“, - ამბობს ოფიციალური პირი.

ოფიციალური პირის თქმით, რუსული ძალების დაახლოებით 80% ახლა წინა პოზიციებზეა - რაც ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან შეჭრისთვის. 

პენტაგონის შეფასებით, შეჭრა შეიძლება, მოიცავდეს საჰაერო დარტყმებს, საკრუიზო რაკეტებს და სახმელეთო ოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შეტევა შესაძლოა მოდიოდეს არა მხოლოდ ოკუპირებული დონბასიდან, არამედ ბელორუსიიდან.

ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ოპერაცია უნდა დაიწყოს კიბერშეტევით, რასაც მოჰყვება სახმელეთო შეჭრა, სავარაუდოდ ღამით.

23.02.2022 22:29 დონბასში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა, - ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახური ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იტყობინება.

„17 საათის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააფიქსირეს 59 სროლა, მათგან 54 მძიმე იარაღით. დაბომბვის შედეგად ერთ უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, მეორე დაჭრილი სამხედროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, -  ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელი დამცველების პოზიციებს ნოვოტოშკოვსკის, ზოლოტის, პოპასნას, პივდენის, პისკის, სვიტლოდარსკის, ბოგდანოვკას, მარიუპოლის, სტანიცია ლუჰანსკას, შჩასტიას, ავდიივკას, მარინკასა და გრანიტნის მახლობლად.

გაერთიანებული ძალები აკვირდებიან სიტუაციას და ადეკვატურად რეაგირებენ მტრის პოტენციურ საფრთხეებზე.

23.02.2022 20:25 ვაჭრობისა და ინვესტიციების შეზღუდვა, ტურისტული სერვისების აკრძალვა - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დაამტკიცა

უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების აღიარებისა და რეგიონში ჯარების გაგზავნის საპასუხოდ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო, - ამის შესახებ ევროსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

სანქციების სიაში შედის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყველა დეპუტატი, რომლებმაც 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დონეცკისა და ლუგანსკის  აღიარების მოწოდებას.

​გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები 27 მაღალი რანგის ფიზიკურ და იურიდიულ პირზე.

მათ შორის:

მთავრობის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში

ბანკები და ბიზნესმენები/ოლიგარქები, რომლებიც ფინანსურად ან ფინანსურად უჭერენ მხარს ან სარგებლობენ რუსეთის ოპერაციებიდან დონეცკსა და ლუგანსკში

უფროსი სამხედრო ოფიცრები

უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ომის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირები

შემაკავებელი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას და ამ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახსრების მიწოდების აკრძალვას. გარდა ამისა, რუსეთის მიერ სეპარირებულ რუსებს ეკრძალებათ ევროკავშირში გამგზავრება და სატრანზიტო მიზნით შესვლა.

ევროკავშირმა, ასევე, დააწესა აკრძალვა დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან საქონლის იმპორტზე, ეკონომიკის გარკვეულ სექტორებთან დაკავშირებული ვაჭრობისა და ინვესტიციების შეზღუდვა, ტურისტული სერვისების აკრძალვა, ასევე, ექსპორტის აკრძალვა. გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების შესახებ.

ევროკავშირის სანქციები, ასევე, მოიცავს სექტორულ აკრძალვას რუსეთის, მისი მთავრობისა და ცენტრალური ბანკის დაფინანსებაზე. საუბარია რუსეთის წვდომის შეზღუდვაზე ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე და ფინანსურ სერვისებზე.

„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების აღიარება, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და დაუბრუნდეს ნორმანდიის ფორმატში დისკუსიებს. ევროკავშირი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დააწესოს უფრო ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს  ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

23.02.2022 19:34 „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი მთლიანად უნდა შეწყდეს - ზელენსკი

Nord Stream-2 გაზსადენის პროექტი მთლიანად უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გერმანიის გადაწყვეტილება გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ შეუქცევადი უნდა გახდეს.

„გერმანიის გადაწყვეტილება შეაჩეროს Nord Stream-2 სერტიფიცირება მნიშვნელოვანია. ის უნდა გახდეს შეუქცევადი. ის  არის იარაღი, რომელიც გამოიყენება მთელი ევროპის წინააღმდეგ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე, ამბობს, რომ უკრაინამ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები უნდა მიიღოს, მათ შორის რუსეთისგან.

„უკრაინა დღეს არ არის უსაფრთხოების არცერთ ალიანსში. ჩვენ ვიცავთ თავს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ უკრაინელები იღუპებიან.  უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. გვინდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი სახლები და არა მხოლოდ საკუთარი თავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სხვა პარტნიორების მხარდაჭერა.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დღეს ჩვენ გვყავს 150 000 რუსული ჯარისკაცი საზღვარზე, იმ ფაქტთან ერთად, რომ არის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები - მჯერა, რომ ამ ქვეყნებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს, უნდა იყოს რუსეთი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

23.02.2022 18:50 უკრაინის სამინისტროების და უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინაზე მორიგი კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერკრიმინალების სამიზნე იყო სამინისტროების, უმაღლესი რადას, უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სტრუქტურების ვებგვერდები. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიბერშეტევა კიევში 15:00 საათის შემდეგ დაიწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გათიშულია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე წვდომისას სირთულეებია.

გარდა ამისა, გათიშულია უკრაინის უშიშროების სამსახურისა და უმაღლესი რადას ვებსაიტები.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გარკვეული შეფერხებით მუშაობს. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდი არ მუშაობს.

23.02.2022 18:22 სანქციებს ძლიერი პასუხი გაეცემა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს განცხადებით ეხმაურება.

საგარეო უწყების თქმით, სანქციებს ძლიერი პასუხი გაეცემა. 

მათი თქმით, რუსეთს ზიანის მინიმუმამდე შემცირება შეუძლია, და ის გავლენას ვერ იქონიებს მათ გადაწყვეტილებაზე.

„აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი, რომელიც გავლენას ახდენს ფინანსურ სექტორზე იმ პირთა სიის გაფართოებით, რომელთა მიმართ პერსონალური შეზღუდვებია დაწესებული, შეესაბამება ვაშინგტონის მუდმივ მცდელობებს შეცვალოს რუსეთის კურსი.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზნით გაწეული ძალისხმევის აშკარა უშედეგო იყო, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად იყენებს შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით.

რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების ყველა ხარჯით, შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება. და კიდევ უფრო მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები

ჩვენ ღია ვართ დიპლომატიის მიმართ, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე.

ეჭვგარეშეა, რომ სანქციებს გაეცემა ძლიერი პასუხი, არა აუცილებლად სიმეტრიული, მაგრამ გაზომილი და მგრძნობიარე ამერიკული მხარისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

23.02.2022 16:12 „რუსეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებზე უარს ვერ ვიტყვით“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა

მისი თქმით, თურქეთი ორივე სახელმწიფოსთან მჭიდროდაა დაკავშირებული და რომელიმე მათგანთან ურთიერთობების გაწყვეტა არ შეუძლია. 

„ჩვენ პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს უკრაინასთან. თუ იტყვით „თავი დაანებეთ უკრაინას“, ჩვენ ვერ დავთმობთ მათთან ურთიერთობებს, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესები აქ არის ძალიან წინ წასული. ჩვენ რუსეთთანაც გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები. ჩვენი მიზანია, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომ ღვთის ნებით ეს პრობლემა რომელიმე მათგანის მიტოვების გარეშე მოვაგვაროთ“, - განაცხადა ერდოღანმა. 

გარდა ამისა, მან მოუწოდა უკრაინასა და რუსეთს, განაახლონ მოლაპარაკებები და თქვა, რომ ნატომ 23 თებერვალს დაგეგმილი სამიტის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე თავისი პოზიცია უნდა განსაზღვროს.  

23.02.2022 14:29 „ბაიდენის ნაბიჯები ხუმრობაა იმასთან შედარებით, რასაც რუსეთი აკეთებს, უკრაინას ძალიან ცუდად ექცევიან“ - ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა

მისი თქმით, პუტინი ახლა უკრაინის სრულად დაუფლების შესაძლებლობას ხედავს. 

„რაც ხდება არის კატასტროფა, უკრაინის მაგალითი, ავღანეთიდან ჯარების გაყვანასთან ერთად, ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო მომენტია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პუტინს ტელევიზორის ეკრანიდან ვუყურებდი და ვთქვი: იგი გენიოსია. პუტინი უკრაინის დიდ ნაწილს დამოუკიდებლად აცხადებს. ოჰ, ეს ხომ მშვენიერია.

ასე რომ, პუტინი ახლა ამბობს: ეს ტერიტორია დამოუკიდებელია, უკრაინის დიდი ნაწილი. როგორი ჭკვიანია - იგი შეიჭრება და იქნება მშვიდობისმყოფელი. ეს არის ყველაზე ძლიერი სამშვიდობო ძალა - გავრცელებულ კადრებში იმაზე მეტი არმიის ტანკი იყო, ვიდრე ოდესმე მინახავს. პუტინი ძალიან ჭკვიანია, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ძალიან, ძალიან კარგად.

სხვათა შორის, ეს ჩვენს დროს არასდროს მოხდებოდა. თანამდებობაზე რომ ვყოფილიყავი, ასეთი სცენარის განვითარებას არც კი წარმოვიდგენდი. მაგრამ აი, პუტინი ამბობს, თქვენ იცით, მე გამოვაცხადებ უკრაინის დიდ ნაწილს დამოუკიდებლად და იცით, რა იყო ბაიდენის პასუხი? არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ეს ძალიან სამწუხაროა. ბაიდენის ნაბიჯები ხუმრობაა იმასთან შედარებით, რასაც მეორე მხარე აკეთებს. ის აგზავნის 3 000 ჯარისკაცს აღმოსავლეთ ევროპაში, 3 000-ს, ისინი ასე ცუდად ექცევიან უკრაინას. პარალელურად რუსეთი ძალიან მდიდრდება, რადგან ნავთობის ფასი ძალიან გაიზარდა და ეს მათი შემოსავლის მთავარი წყაროა.

პუტინს ძალიან კარგად ვიცნობდი. მშვენივრად ვმეგობრობდი მასთან. მე ის მომწონდა. მას აქვს დიდი ხიბლი და დიდი სიამაყე. მაგრამ, ისე, მას უყვარს თავისი ქვეყანა. ვიცოდი, რომ მას ყოველთვის სურდა უკრაინა. მე მას ველაპარაკებოდი ამაზე. ვეუბნებოდი: თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაგრამ ვხედავდი, რომ მას ეს სურდა. ამ თემაზე დიდხანს ვსაუბრობდით. ვფიქრობ, ალბათ არავინ იცნობს მას უკეთესად იმ დისკუსიების კუთხით, რომელიც ჩვენ გვქონდა. იგი ახლა უკრაინის დაუფლების შესაძლებლობას ხედავს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

23.02.2022 14:50 უკრაინის რადამ იარაღის ლეგალიზაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის სამოქალაქო უფლების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში რეგისტრირებული 352-დან 274-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს ცეცხლსასროლი იარაღის საკუთრების ცნება, განსაზღვროს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შესახებ დოკუმენტების მოპოვების პირობები და პროცედურა.

23.02.2022 14:40 უკრაინას დიდი არჩევანი არ აქვს... დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარება“  რუსული არმიის წინ დაძვრას ნიშნავს - გიორგი რუხაძე

„სცენარი, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ძალიან ჰგავს 2008 წელს საქართველოში მიმდინარე სცენარს, რუსეთი ცდილობს, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებაში შემოიყვანოს უკრაინა და შემდეგ ამით გაამართლოს რუსეთის არმიის წინსვლა,“ - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი რუხაძემ რუსეთ-უკრაინის კრიზისზე საუბრისას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

რუხაძის თქმით, თუკი ასე არ მოხდება, მაშინ ამით შეეცდება რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებას ძალა დაუკარგოს და თვითონ უკრაინელებში შეამციროს მისი ლეგიტიმაცია. 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი უკრაინაში არსებულ სიტუაციას დრამატულს და საგანგაშოს უწოდებს. 

„ვითარება დრამატულია და საკვირველი სულაც არ არის, რომ უკრაინამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება საგანგებო და საგანგაშოა და მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს იმას რომ რუსული არმია წინ დაიძვრება და შეეცდება, რომ მაქსიმალურად მეტი ტერიტორია დაიკავოს. 

უკრაინას არ აქვს დიდი არჩევანი, იქიდან გამომდინარე რომ თუ უკრაინის სამხედრო ძალები, რომლებიც ამ არეალის რაღაც ნაწილს აკონტროლებენ, ისინი შეეწინააღმდეგებიან რუს სამხედროებს და მაშინ შედეგად მივიღებთ სამხედრო დაპირისპირებას, რასაც ცდილობს რომ პუტინი მიაღწიოს. 

თუ არ დაუპირისპირდებიან და მოდი ასე ვთქვათ, დათმობენ ამ ტერიტორიებს, მაშინ ჩვენ მივიღებთ ყირიმის ერთგვარ სცენარს, როდესაც სერიოზული დაპირისპირებისა და გასროლის გარეშე უკრაინამ ჩააბარა ტერიტორიები, რაც ბუნებრივია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს პრეზიდენტ ზელენსკის და მის ხელისუფლებას. 

სცენარი, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ძალიან ჰგავს 2008 წელს საქართველოში მიმდინარე სცენარს, რა თქმა უნდა, განსხვავებები არსებობს, მაგრამ ძირითადი მიმართულებები ერთია. რუსეთი ცდილობს, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებაში შემოიყვანოს უკრაინა და შემდეგ ამით გაამართლოს რუსეთის არმიის წინსვლა. 

თუკი ასე არ მოხდება, მაშინ ამით შეეცდება რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებას ძალა დაუკარგოს და თვითონ უკრაინელებში შეამციროს მისი ლეგიტიმაცია. ბუნებრივია, განსხვავება ის არის, რომ დღეს მსოფლიო, დასავლეთი და აშშ უფრო მზად არის ასეთი სცენარისთვის, ზუსტად იციან თუ როგორ მოქმედებს ვლადიმირ პუტინი და მზად არიან ძალიან მკაცრი სანქციები დაუპირისპიროს, რომელიც უკვე დააანონსა ამერიკის პრეზიდენტმა.  

23.02.2022 14:23 უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სასაზღვრო რეგიონებში დამატებით რეჟიმს აწესებს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის, ბელორუსიის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის (CADLO და ანექსირებული ყირიმი) და ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზე, დაწესებულია დამატებითი დროებითი რეჟიმის შეზღუდვები:

✔️ ღამით სასაზღვრო ზონაში ყოფნა

✔️ ნებისმიერი მცურავი ხომალდის გასვლა საბაზისო წერტილებიდან

✔️  მოძრაობა (გარდა სამხედრო, სამართალდამცავი ორგანოებისა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა) გზებზე, რომლებიც არ არის საავტომობილო გზების რეესტრში და მიდის სახელმწიფო საზღვრამდე

ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობის შემოღება უკრაინაში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისა.

ახლა ამ გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს უმაღლესმა რადამ.

23.02.2022 14:00 ზახაროვა, შოიგუ, სიმონიანი, სოლოვიოვი და ა.შ. - ევროკომისიის მიერ სანქცინირებული პირები

ევროკომისიის მიერ დაწესებული სანქციების სიაში შედის სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუტატი - ყველა, ვინც წამოიწყო რუსეთის მიერ დონბასის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი, ასევე 24 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი. ინფორმაციას რუსული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. 

ევროკავშირის სანქციების სიაში შედის რუსი ოფიციალური პირები, სამხედროები და პროპაგანდისტები.

„ოთხშაბათს, 23 თებერვალს, ევროკავშირი აპირებს გამოაქვეყნოს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სია,, რომელთა მიმართ სანქციებია დაწესებული და რომელზეც შეთანხმებულია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა“ - ვკითხულობთ სტატიაში.

სანქციების არსი არსი ამ პირების აქტივების გაყინვა, რომელიც მათ აქვთ ევროკავშირში. ასევე, კავშირის ქვეყნებში შესვლისა და მათში ტრანზიტის აკრძალვა.

პირთა სიაში შედიან, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სამხედრო მოსამსახურეების დიდი ჯგუფი, ასევე სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა. RT სატელევიზიო არხი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.

23.02.2022 13:18 საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გარკვეულ რეგიონებში ან მთელ უკრაინაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ - უკრაინელი დეპუტატი

დღეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განიხილება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობა, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატმა კირა რუდიკმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო განიხილავს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღებას.

„ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტი თავად მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რუდიკმა.

მისი თქმით, ფრაქცია „ხმა“ მხარს უჭერს საომარი მდგომარეობის შემოღებას ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში.

„ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა იქნება შემოღებული, რადგან ეს პუტინს ნაკლებ შანსს აძლევს აჩვენოს, რომ ომისთვის უკრაინა ემზადება“, - განაცხადა რუდიკმა.

23.02.2022 12:57 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინელებს სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და არ წავიდნენ ამ ქვეყანაში. ინფორმაციას unian ავრცელებს. 

„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მოგზაურობისგან და ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს  ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფას.

23.02.2022 11:58 რუსეთს სანქციები ავსტრალიამაც დაუწესა

ავსტრალიამ რუსეთს უკრაინაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ სანქციები დაუწესა. ავსტრალიის სანქციების პირველ რაუნდში სამიზნე რუსეთის უშიშროების რვა მაღალი თანამდებობის პირი და ნავთობისა და გაზის სექტორი იქნება. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს. 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი ეროვნული უშიშროების კომიტეტს შეხვდა და განაცხადა, რომ „რუსეთის ქმედებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგები“. 

მორისონმა აღნიშნა, რომ სანქციები ავსტრალიის  მხოლოდ და მხოლოდ პირველი საპასუხო ნაბიჯია და მოუწოდა  ავსტრალიის უსაფრთხოების სააგენტოებს, რუსეთის შესაძლო კონტრქმედებებზე, როგორიცაა კიბერშეტევები და ჯაშუშობა.

ავსტრალია სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრისთვის მოგზაურობის აკრძალვისა და მიზანმიმართული ფინანსური სანქციების დაწესებით დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭო სულ 12 წევრისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთი - სერგეი ლავროვია.

მორისონს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ რვა წევრს შეეხება სანქციები.

ავსტრალია, ასევე, დონეცკსა და ლუგანსკთან დაკავშირებულ სანქციებსაც ცვლის. სანქციებით, აიკრძალება  ვაჭრობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები, ნავთობი, გაზი და მინერალური მარაგი.

„ავსტრალიელები ყოველთვის ებრძვიან მოძალადეებს,“ - განაცხადა მორისონმა. 

23.02.2022 11:37 კანადამ რუსეთს არა ერთი სანქცია დაუწესა

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი რაუნდი გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლად „აღიარებას“ მოჰყვა. 

ტრუდოს გადაწყვეტილებით, მისი მთავრობა კანადელებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან" ლუგანსკთან და დონეცკთან. კანადა, ასევე, სანქციებს აწესებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

გარდა ამისა, კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანქციები დაუწესდება რუსეთის პარლამენტის წევრებს, რომელთაც ხმა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების საკითხს.

ტრუდოს თქმით, კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ორ რუსულ ბანკზე და თავიდან აიცილებს მათთან ფინანსურ ურთიერთობას.

კანადის მთავრობის ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ უფლებას აძლევს კანადის შეიარაღებული ძალების 460-მდე წევრის განლაგებას რეგიონში, რაც გულისხმობს დამატებით ჯარისკაცებს ლატვიაში, ასევე დამატებითი საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის განლაგებას.

ტრუდო ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, როდესაც მან ბრძანება გასცა აღმოსავლეთ უკრაინაში შესულიყო რუსული ჯარი, რომ თითქოს ისინი იქ იყვნენ "მშვიდობის შესანარჩუნებლად". ტრიუდომ ამ ნაბიჯს „უკრაინის სუვერენიტეტში აშკარა შეჭრა" უწოდა.

„არ დაუშვათ შეცდომა: ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში და ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთისთვის „არ არის გვიან“ დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძიება.

23.02.2022 11:15 დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ჩვენს დღის წესრიგში არ დგას - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების საკითხი არ დგას სომხეთის დღის წესრიგში, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა.

უწყების თქმით, პრობლემის მოგვარება დიპლომატიური გზით უნდა მოხდეს. 

„ბუნებრივია, გვინდა, რომ ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემები გადაწყდეს დიპლომატიური დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და გაეროს წესდებას. ვიმედოვნებთ, რომ გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის“, - აცხადებს სომხეთის საგარეო უწყების სპიკერი.

23.02.2022 10:36 „სანქციები ვერ აიძულებს რუსეთს, შეცვალოს პოლიტიკური კურსი“ - რუსეთის ელჩი აშშ-ში

რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი, მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ვერ აიძულებს მოსკოვს, შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დააზარალებს გლობალურ ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს. შეერთებული შტატებში რიგითი მოქალაქეები იგრძნობენ ფასების ზრდის ყველა შედეგს“, - განაცხადა ანტონოვმა.

ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები „არაფერს გადაჭრის“.

23.02.2022 10:25 აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა ცეცხლი 100-ჯერ გახსნეს, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში გასულ დღე-ღამეში პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. ამის შესახებ radiosvoboda.org იუწყება. 

„ბოევიკებმა“ ცეცხლი 100-ჯერ გახსნეს. 81 შემთხვევაში მძიმე შეიარაღება იყო გამოყენებული, რომელიც მინსკის შეთანხმებებით აკრძალულია.

თავის მხრივ „ბოევიკებმა“ დაბომბვებში უკრაინული მხარე დაადანაშაულეს. „ლუგანსკის რესპუბლიკის“ ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ პერვომაისკოე და დონეცკი დაბომბა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარებას მოაწერა ხელი. უკრაინაში ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში დამატებითი ძალები შეიყვანა. 

23.02.2022 09:29 ბაიდენი 800 ქვეითი ჯარისკაცის ბალტიის რეგიონში და რვა F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გაგზავნას აპირებს - REUTERS

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის  განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ ითვალისწინებს ბალტიის რეგიონში  800 ქვეითი ჯარისკაცის , ხოლო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რვა F-35-მდე გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნას. REUTERS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

„ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ჩვენი ნატოს მოკავშირეების დასამშვიდებლად, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნის მიზნით ხდება “, - თქვა აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა.

23.02.2022 10:00 ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების ბრძანება გასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესახებ ბრძანება გასცა.

მისი თქმით, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება ამ დროისთვის საჭირო არაა.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ სიტუაციაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. დღეს არ არის საჭირო საყოველთაო მობილიზაცია. ჩვენ სწრაფად უნდა შევავსოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

23.02.2022 09:51 ის რაც უკრაინაში ხდება, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია - ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი „ტვიტერში“  რუსეთ-უკრაინის ირგვლივ შექმნილ მოვლენებს ეხმიანება. 

სენატორის თქმით,  ის რაც უკრაინაში ხდება, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.

„როგორი რეაგირება ექნება საერთაშორისო საზოგადოებას პუტინის ძალადობაზე, გავლენას ახდენს სხვა ერების მომავალზე, რომელსაც პუტინი  ხელმისაწვდომად თვლის, ევროპის უსაფრთხოებაზე, აშშ-ზე. რაც უკრაინაში ხდება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ევროპისთვის, აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, - წერს ჯინ შაჰინი.

23.02.2022 09:45 იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას განცხადებით, რუსეთს უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო სანქციები დაუწესდება. მისი განცხადებით ოფიციალური მოსკოვის ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, რაც საყოველთაოდ მიუღებელია. ამის შესახებ ინფორმაცია REUTERS ავრცელებს. 

კიშიდას თქმით, იაპონიის სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას და გარკვეული რუსი პირების აქტივების გაყინვას, ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას. 

"რუსეთის ქმედებები აშკარად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ დისკუსიებს", - თქვა კიშიდამ.

„სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ჩვენ გავაგრძელებთ მის დაკვირვებას. სანქციების დეტალები დამუშავდება და გამოცხადდება უახლოეს დღეებში,“- დასძინა მან.

23.02.2022 08:16 „პრეზიდენტ პუტინის განცხადებებმა ცხადყო, თუ როგორ უყურებს ის უკრაინას“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებები ადასტურებს, რომ „მისი გეგმა თავიდანვე  უკრაინაში შეჭრა იყო“ და რომ რუსეთის საკითხი ნატოსთან მხოლოდ „საბაბი იყო პრეზიდენტ პუტინის შეხედულების დასაფარად, რომ უკრაინა არ არის სუვერენული ქვეყანა.“ ამის შესახებ ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

„ახლა, როცა ეს პირდაპირ პუტინისგან მოვისმინეთ, ეს ადასტურებს, რასაც ვამბობდით, რომ მას არ გაუგზავნია 150 000-ზე მეტი სამხედრო უწყინარი სამხედრო​ წვრთნებისთვის ან იმისთვის, რომ ეპასუხა უკრაინიდან მომავალი საფრთხისთვის ან რაიმე სხვა გამოგონილი მიზეზის გამო. პრეზიდენტ პუტინის გუშინდელმა ღრმად შემაშფოთებელმა გამოსვლამ და დღევანდელმა განცხადებებმა მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახადა, როგორ უყურებს ის უკრაინას – არა, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უფლებით, არამედ, როგორც რუსეთის ქმნილებას და შესაბამისად, რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფს“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, პუტინის რეალური მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა, გავლენის სფეროების აღდგენა ან მეზობელი ქვეყნების ტოტალური ნეიტრალიტეტი.

„ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მასშტაბური საფრთხეა“, – დასძინა ბლინკენმა.

23.02.2022 00:30 „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს“ - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოსთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინიციატივის გამოვლენას უზენაესი რადაც გეგმავს. 

მანამდე საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უზენაესი რადა 23 თებერვალს, პლენარულ სესიაზე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოსთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიმართვის შესახებ კენჭისყრას გეგმავს.  

23.02.2022 00:13 რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციას განახორციელებს.

„შექმნილ ვითარებაში ჩვენი პრიორიტეტია ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოსა და გენერალური საკონსულოების თანამშრომლებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში რუსული უცხოური დაწესებულებების პერსონალის ევაკუაციის შესახებ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

22.02.2022 23:59 „ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ“ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ იგი რუსეთს სანქციების პირველ ეტაპს დაუწესებს. 

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო გაფართოვდება.

გარდა ამისა, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამერიკელი ჯარისკაცების კონტინენტი გაიგზავნება. 

„გუშინ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ორი ტერიტორია დამოუკიდებლად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ისინი უკრაინის ნაწილი აღარ არიან. გუშინ ღამე ამ რეგიონებში მან სამხედროების დიდი ნაწილი გააგზავნა, დღეს კი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიების სრულ ნაწილს აღიარებს. თუ მის გუშინდელ განცხადებას მოუსმინეთ, მკაფიოა, რომ მას უფრო ღრმად წასვლა სურს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის დასაწყისია, ამიტომ დღეს ვაცხადებ სანქციების პირველ ეტაპს, რათა რუსეთს სერიოზული ფასი დაუწესდეს მისი გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ.

სანქციების პაკეტი მჭიდროდ იყო კოორდინირებული ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ჩვენ რუსეთის მხრიდან შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას გავაგრძელებთ. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკირებულ სანქციებს ორ დიდ რუსულ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ დავაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. მათ აღარ შეეძლებათ ფულის მოზიდვა დასავლეთიდან და ვერ ივაჭრებენ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან სანქციები ამოქმედდება რუსეთის ელიტებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც. ისინი იზიარებენ რუსეთის პოლიტიკის კორუფციულ ზრახვებს და უნდა გაიზიარონ ტკივილიც.

გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაყინვაც.

დღესვე, რუსეთის განცხადების საპასუხოდ, რომ ის არ გამოიყვანს თავის ძალებს ბელარუსიდან, მე ვაძლევ უფლებას ევროპაში უკვე დისლოცირებულ აშშ-ის ძალებს, რომ გააძლიერონ ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ეს არის სრულიად თავდაცვითი ქმედება ჩვენი მხრიდან, ჩვენ რუსეთთან ომის სურვილი არ გვაქვს. თუ რუსეთი უფრო შორს წავა, ჩვენ მზად ვართ უფრო წინ წავიწიოთ სანქციებით.

ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე რეაგირებას. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება, რომ თავის მეზობელს ტერიტორია წაართვას“, - განაცხადა ბაიდენმა. 

22.02.2022 23:07 „რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო ქმედებებზე გადადის“ - სტოლტენბერგი

„რუსეთი ახლა გადავიდა უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე, რაც ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვგმობთ მოსკოვის გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ბევრი რუსული ქვედანაყოფი განლაგებულია უკრაინის საზღვართან და მზად არის დარტყმის განსახორციელებლად, ეს არის სერიოზული ესკალაცია რუსეთის მხრიდან და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, ეს კიდევ უფრო უთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხსა და მის მთავრობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას. მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობის მიწოდებას, რათა უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში დავეხმაროთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

22.02.2022 22:08 „რუსეთი უკრაინის ციხეებში ბუნტების მოწყობას გეგმავს“ - უკრაინის იუსტიციის მინისტრი

უკრაინის იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის ციხეებში არეულობების მოწყობა სცადოს. 

„ოპერატიული ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროში არსებული კავშირების გამო, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რამდენიმე ციხეში ბუნტები მოაწყოს“, - აცხადებს მალიუსკა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები წარმატებას ვერ მიაღწევენ. 

„უახლოესი რამდენიმე კვირა ემოციური რეაგირება ნუ გექნებათ ციხის გაყალბებულ ანგარიშებსა და პენიტენციურ დაწესებულებებთან მოწყობილ საპროტესტო აქციებზე. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა მალიუსკამ.

22.02.2022 21:45 ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზე ერთხმად შეთანხმდნენ

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ სანქციების პაკეტზე, რომელიც ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის“, - ამის შესახებ პარიზში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხოსეპ ბორელმა განაცხადა

მისი თქმით, სანქციები გავლენას ახდენს ფიზიკურ პირებზე, საბანკო ინსტიტუტებზე, ეკონომიკის სექტორებზე და ზღუდავს რუსეთის წვდომას ევროკავშირის კაპიტალურ ბაზრებზე.

ამავე დროს, ევროკავშირი მზად არის გააძლიეროს ეს სანქციები, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებას გააგრძელებს. 

22.02.2022 21:11 ოკუპანტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვიეს და 2 სამხედრო დაჭრეს

22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის მიერ კონტროლირებად ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვიეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესცენტრის ინფორმაციით, თავდასხმებისას ორი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა, ერთ-ერთ მათგანს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ცეცხლის შეწყვეტის 47-ჯერ დარღვევის დროს 30 შემთხვევაში ოკუპანტებმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენეს. 

22.02.2022 20:32 რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ საგანგებო სხდომაზე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა

კენჭისყრის შედეგებს სენატორები ოვაციებით შეხვდნენ.

იდენტური შეთანხმებების მიხედვით, მხარეები დაამყარებენ ურთიერთობებს, როგორც მეგობრული სახელმწიფოები, თანმიმდევრულად იხელმძღვანელებენ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და ნებისმიერი უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპებით.

ხელშეკრულებები იმოქმედებს 10 წლის ვადით და რეგულარულად, ავტომატურად გაგრძელდება კიდევ ხუთი წლით. დოკუმენტების მიხედვით, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებს შეთანხმებული მხარეები ერთობლივად დაიცავენ.

ასევე, შეთანხმებები თითოეული მხარე მეორეს მისცემს უფლებას, რომ ააშენოს და გამოიყენოს სამხედრო ბაზები მეორე „ქვეყნის“ ტერიტორიაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ შეთანხმებები ასევე ითვალისწინებს სამხედრო დახმარებასაც.

ხელშეკრულებები ასევე მიზნად ისახავს უმცირესობების ეთნიკური, ენობრივი, კულტურული და რელიგიური იდენტობის დაცვას. ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „მოქალაქეებს“ რუსული პასპორტების ქონა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შეეძლებათ. მხარეები დამატებით ხელშეკრულებებს მოაწერენ ხელს, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას დაარეგულირებს.

ხელშეკრულებები ადგენს, რომ თითოეული მხარე აღიარებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მეორე მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებს.

შეთანხმებების თანახმად, რუსეთი მიიღებს ზომებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ფინანსური და საბანკო სისტემების შესანარჩუნებლად, იმის საფუძველზე, რომ მათ ტერიტორიაზე კანონიერი გადახდის საშუალება რუსული რუბლი იქნება.

გარდა ამისა, დოკუმენტების თანახმად, შეთანხმების მხარეები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ხელსაყრელი ეკონომიკური, ფინანსური და სამართლებრივი პირობები სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე წაახალისონ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები და პირდაპირი კავშირები მხარეთა მოქალაქეებს შორის.

ასევე გათვალისწინებულია მხარეთა სამოქალაქო და საგადასახადო კანონმდებლობისა და საპენსიო სისტემის შესახებ კანონმდებლობის გაერთიანება.

22.02.2022 19:25 პუტინი: რუსეთი მხარს უჭერს მეზობლების სუვერენიტეტს, უკრაინა გამონაკლისია

„რუსეთი მხარს უჭერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს და სიტუაცია უკრაინასთან არის გამონაკლისი, რადგან მას გარე ძალები მართავენ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„რუსეთმა 2022 წლის დასაწყისში ყაზახეთს მისი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მხარი დაუჭირა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ასე მოვიქცეთ ყველა ჩვენს მეზობელთან მიმართებით. უკრაინის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ტერიტორიას მესამე ქვეყნები რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შესაქმნელად იყენებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ეს მოხდა გადატრიალებისა და ხელისუფლების უკანონო ხელში ჩაგდების შემდეგ. რუსეთი მხარს უჭერს მეზობლების სუვერენიტეტს, მას ყოველმხრივ აძლიერებს და ყაზახეთის მაგალითი ამ პოლიტიკის დასტურია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

22.02.2022 18:30 კიევმა მოსკოვიდან უკრაინის დროებითი რწმუნებული გაიწვია

კიევმა კრემლის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ, მოსკოვიდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ მსჯელობისთვის მიიწვია.

თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაწყვეტას „უკიდურესად არასასურველი სცენარი“ უწოდა.

22.02.2022 17:18 ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „პირველი ეტაპი“ აამოქმედა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 5 რუსული ბანკისა და 3 რუსი მილიარდერის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი აამოქმედა.

ეს საკითხი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ წინასწარ მომზადებულ სანქციებს „ახალი და უპრეცედენტო უფლებამოსილების“ გამოყენებით დანერგავს. 

სანქციების სიაში შედის: „ბანკი რასია“, „პრომსვიაზ ბანკი“, „ ბანკი ჩერნომორსკი“, „გენბანკი“ და „ინდუსტრიალნი ბანკი“. 

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი რუს მილიარდერებს გენადი ტიმჩენკოს, ბორისს და არკადი როტენბერგს პერსონალურ სანქციებს უწესებს. როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, დიდ ბრიტანეთში მათი აქტივები გაიყინება.

ჯონსონის თქმით, ეს არის მხოლოდ ზომების "პირველი ეტაპი". უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი სანქციები დაწესდეს.

22.02.2022 17:02 „მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ის, რაც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალარომ კარისომთან შეხვედრა გამართა. მათ სახელმწიფოების ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს, უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში.

„რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც. დღეს უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი. ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომლებიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად „აღიარება“ უკრაინის მიმართ აგრესიის კიდევ ერთი გამოხატულებაა. 

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების „აღიარების“ საკითხზე  უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინებაა და მოითხოვს ჩვენს დაუყოვნებლივ რეაგირებას პარტნიორების მხრიდან“ - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. 

22.02.2022 16:51 წინ მძიმე განსაცდელი და დანაკარგები გველის - უკრაინის თავდაცვის მინისტრი სამხედროებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მიმართა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, მტერმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე.

„კრემლმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საბჭოთა კავშირის აღორძინებისკენ. ახალი ვარშავის პაქტით და ახალი ბერლინის კედლით. ერთადერთი, რაც მას ყოფს არის უკრაინა და უკრაინის არმია. ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია - დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა“, - აცხადებს რეზნიკოვი.

მინისტრის თქმით, უკრაინის მეგობარი ქვეყნები უფრო მეტი გახდებიან.

„წინ რთული განსაცდელები გველის. იქნება დანაკარგები. მოგვიწევს ტკივილის გავლა, შიშის და სასოწარკვეთის დაძლევა. მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამჟამად შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სარდლობის მთელი ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის გაძლიერებისკენ. 

22.02.2022 16:40 მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი - კულება „ჩრდილოეთ ნაკადის“ შეჩერებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერების გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. ის გერმანიის ნაბიჯს მორალურად და პოლიტიკურად სწორს უწოდებს. 

„მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს“, - წერს კულება.

22.02.2022 15:45 „ალბათ მალე ლენინს გამოაძევებენ მავზოლეუმიდან... პუტინმა ამორალური ისტორიული განცხადება გააკეთა“ - პაატა ზაქარეიშვილი

„ახალი რუსეთის დაანონსება“, უკრაინის ორი რეგიონის აღიარება, კრემლის ლიდერის ვრცელი მონოლოგი და პარალელი 2008 წლის ქართულ რეალობასთან - სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო Pia.ge კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. 

ბატონო პაატა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის აღიარებით დავიწყოთ... რა იქნება ახლა ? რას უნდა ველოდოთ? რა ტიპის სცენარის განვითარება არის მოსალოდნელი? ვთანხმდებით, რომ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სცდება ამ ქვეყნის კრიზისს...

- რუსეთმა გარდა იმისა, რომ ამ ორი რეგიონის „დამოუკიდებლობა“ აღიარა, აღიარების შემდეგ რამდენიმე საათში პუტინმა განკარგულება გამოსცა და თავდაცვის სამინისტროს დაავალა, „აღიარებული ტერიტორიების უსაფრთხოება“. აქედან გამომდინარე დღესვე თუ არა უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ რუსეთის ჯარები შევა უკვე ბრჭყალებში, ვითომ ოფიციალურად მის მიერ აღიარებულ ტერიტორიებზე. ჯარების შეყვანა აუცილებლობად არჩია, უკვე ფარისევლურ და ამორალურ კონტექსტში, ვითომ მის მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე. ამას მოჰყვება ის თუ როგორ მოიქცევა უკრაინა, მანდ ძალიან ამორალური ფოკუსი ჩაატარა რუსეთმა.

თუ ამდენ ხანს ყველა ელოდა, რომ  რუსეთი შეიყვანდა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარებს, ახლა რუსეთმა დაატრიალა ისე რომ უკრაინას მოუწევს რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე შესვლა. ასეთია „სამხრეთ ოსეთი“ და ოკუპირებული აფხაზეთი. დღემდე რუსეთის საოკუპაციო ჯარები დგას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მთელი მსოფლიო ამას ხედავს. ვაპროტესტებთ, მოვითხოვთ მათი ჯარების გაყვანას, მაგრამ მათ არ გაჰყავთ ჯარები.

ხელიც აქვს მოწერილი ჯარების გაყვანაზე, რომელსაც 2008 წელს მოეწერა ხელი და მაინც არ გაჰყავს ანუ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს. საქართველომ უნდა შეიყვანოს ჯარები და ამით შექმნას დაძაბულობა და ასეთივე პასუხისმგებლობაზე გადავიდა დღეს რუსეთი უკრაინის ხელისუფლებაზე. მან უნდა შეიყვანოს ჯარები თავის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი უკვე დამოუკიდებელ ტერიტორიებად მიიჩნევს.

ამიტომ თუ უკრაინამ შეიყვანა ჯარები თავის ტერიტორიაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ომი რუსეთისა და რომელიც იცავს დონბასს, იცავს ბრჭყალებში, ვითომ მომხდური უკრაინის ჯარების წინააღმდეგ. აი ასე დაალაგა რუსეთმა სიტუაცია. ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო ფანტაზიის სფერო. ეს ფოკუსი საქართველოში ჩატარებული ჰქონდა. ამიტომ ეს ვარიანტი მოსალოდნელი იყო და სამწუხაროდ, რაც მოსალოდნელი იყო ამის რეალიზაცია მოხდა. ამიტომ პასუხისმგებლობა გადასული იქნება უკრაინაზე ანუ რას გააკეთებს ის თუ რუსეთი შეიყვანს ჯარებს მის მიერ უკანონოდ აღიარებულ ტერიტორიებზე. 

დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერა.... მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნებმა ვიცით, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ზოგი იარაღით დაეხმარა უკრაინას, ზოგი ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა... ამ ყველაფერმა კრემლის მხრიდან აგრესიის განხორციელების შესაძლებლობა შეარბილა ? 

- ან შეარბილა ან წინასწარ ასე ჰქონდა რუსეთს დაგეგმილი. რუსეთმა ტემპერატურა აწია, რათა შემდეგ მოეხდინა მისი აღიარება და შემდეგ გადაეყვანა ქართულ ვარიანტზე. ასეთი ვარიანტი, რომელიც ყოველთვის განიხილებოდა იყო ქართული ვარიანტი. ასე ერქვა. საბოლოო ჯამში მან ქართული ვარიანტი განახორციელა. მგონია, რომ რუსეთს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მათ შორის განიხილავდა ომის ვარიანტს, შეჭრის ვარიანტს და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მომზადებული ჰქონდა საშინაო დავალებასავით, ამოიღო და განახორციელა. 

მესმის, რთულია პუტინის პოლიტიკის პროგნოზირება და ზოგადად რთულია თქვა რა სურს და რას ფიქრობს ის, მაგრამ რა სცენარს შეიძლება განიხილავდეს? 

- პუტინს უნდა, რომ უკრაინა დასავლეთის ნაწილი არ იყოს. მას უნდა რომ უკრაინა ბოლომდე დაიმორჩილოს და დააჩოქოს ბოლომდე. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ უნდა ისეთი პროცესები წავიდეს რომ საერთოდ დაიშალოს უკრაინა. ამის იმედი შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ მცდელობა აქვს. მას გაუხარდება თუ უკრაინაში დაიწყება პროცესები, რომლის შედეგადაც პირობითად ვამბობ, ჩამოაგდებენ ზელენსკის, მოვლენ ნაციონალისტი რადიკალები, დასცხებენ ერთმანეთს და დაყოფენ უკრაინას.  მეორე ვარიანტი - ეს არის რომ უკრაინა აქციოს საქართველოდ, ჩუმი, წყნარი, პარალიზებული, რომელსაც საკუთარი ჩრდილების ეშინია. ალბათ ის უფრო რეალისტურია, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს უკრაინაში, რომელიც იქნება არც პრორუსული, მაგრამ არც პროდასავლური. 

რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს... პოლიტიკურ წრეებში და არამხოლოდ მის მიმართ განწყობები მკვეთრად პოზიტივისკენ არის მიმართული 

- ზელენსკი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს და განცხადებებით შემოიფარგლება. აბა რა უნდა თქვას? დავწვავთ ყველაფერსო ხომ არ იტყვის? თავისი განცხადებებით აგულიანებს თავის ხალხს. ზელენსკი მნიშვნელოვნად გაიზარდა და საუბარი იმაზე, რომ ის ყოფილი კომიკოსია, არასერიოზულია. ზელენსკი როგორც პრეზიდენტი შედგა. მას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რაც პოლიტიკოსის მთავარი მისიაა და ეს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა მისთვის. ის ღირსეულად იქცევა. რუსეთი არის აგრესიული, რადიკალური. ის არის სტიქია, ცუნამი, ვულკანი და ერთადერთი ასეთ დროს რაც შეიძლება გაკეთდეს, თავის დაცვაა. 

ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ რა გვაქვს საერთო 2022 წლის უკრაინასა და 2008 წლის საქართველოს შორის. ნამდვილად ბევრი საერთო გვაქვს. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მე აბსოლუტურად გაოგნებული ვარ იმაზე, რომ საერთოდ არ ვლაპარაკობთ რა განსხვავებები გვაქვს. განსხვავებები არის საქართველოს სასარგებლოდ. იმიტომ რომ აფხაზები და ოსები არ არიან რუსები, ისინი რუსული კულტურის და ცივილიზაციის ნაწილი არ არიან. შესაბამისად, ჩვენ მეტი რესურსები გვაქვს, რომ ჩვენს ხალხს აფხაზებს და ოსებს ველაპარაკოთ. 

დიდი განსხვავებაა უკრაინაში. იქ არიან რუსები ყირიმშიც და დონბასშიც, ისინი რუსული კულტურის ნაწილი არიან, მათ არ უნდათ უკრაინასთან ამიტომ ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენსა და უკრაინას შორის. გვაერთიანებს რუსული აგრესია, ცალსახად ასეა. 

რას გვეტყვით პუტინის ვრცელ მონოლოგზე? რა გენიშნათ ამ ვრცელი განცხადებით თქვენ? 

- რუსეთი ძალიან თავხედურად იქცევა. ყურადღებას ვაქცევთ რა გააკეთა რუსეთმა გუშინ, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას პუტინის გამოსვლას, რომელსაც საერთო არ ჰქონდა ამ „აღიარებებთან“. მას შეეძლო გამოსულიყო და ეთქვა, რომ „სიტუაცია ისე გართულდა, რომ ჩვენ იძულებული ვართ ვაღიაროთ“.  მან მთელი 1 საათიანი ლექცია წაიკითხა. 

ისტორიული განცხადება გააკეთა, ისტორიულში მხოლოდ დადებითი არ იგულისხმება. მან ამორალური ისტორიული განცხადება გააკეთა, ეს იყო მანიფესტი თუ როგორ ხედავს პუტინი დღევანდელობას და მომავალს. მან პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში გაანადგურა ლენინი, წარმოუდგენელია და არ მომხდარა არასდროს. ალბათ მალე ლენინს გამოაძევებენ მავზოლეუმიდან. მან დამარხა ლენინიზმი. 

მან აღმატებულად ილაპარაკა სტალინზე. სტალინისტი გახდა. მან აჩვენა უდიდესი განსხვავება სტალინსა და ლენინს შორის, რაც გააკეთა ხრუშოვმა და გორბაჩოვმა, როცა თქვეს რომ ლენინი იყო უკეთესი და სტალინი იყო ბოროტება. 

ეს ამოაყირავა პუტინმა გუშინ. პუტინმა ახალი რუსეთი დააანონსა, სადაც თქვა რომ ისტორიას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დღევანდელ რეალობას. პუტინმა პრაქტიკულად ორი უდიდესი შეცდომა, შეცდომა დავარქვა სწორი იქნება, მაგრამ დიდ სახელმწიფოებს შეცდომა როგორც წესი არ მოსდით, იმიტომ რომ რასაც უნდა იმას აკეთებენ. 

მან გამორიცხა რეალობებში ახალი სახელმწიფოების არსებობა. მიუხედავად იმისა რომ ის მოიტყუა უკრაინის ისტორიაზე. მან ის თქვა, რაც მას აწყობდა. მოიგონა რაც არ არსებობდა, ეს არის ისტორიის ფალსიფიცირება. მან არ აღიარა რეალიზმი. რეალიზმი რა არის ? სიტყვაზე როცა გაერო შეიქმნა და ის 50 სახელმწიფომ შექმნა, ახლა არის 192 სახელმწიფო ანუ 100-ზე მეტი სახელმწიფო შემდეგ შეიქმნა. 

რაც არ უნდა მართალი იყოს პუტინი უკრაინის ისტორიაში, ის ტყუის, არ არის მართალი, მაგრამ მართალიც რომ იყოს, უკრაინა არსებობს, ეს როგორც პოლიტიკოს პუტინს წესით არ უნდა ეშლებოდეს. იმიტომ რომ სახელმწიფოები იქმნებიან, არსებობენ და მათ აქვთ არსებობის უფლება. ეს არის აცდენა რეალობასთან. 

22.02.2022 15:28 „ჩრდილოეთ ნაკადის“ სერტიფიცირება შეჩერდა

გერმანიამ გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის“ (North Stream-2) სერტიფიცირება შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემა Bild იუწყება. 

„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ. პროცესის მომდევნო გადაწყვეტილება შეჩერდა“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

როგორც შოლცმა განაცხადა, მან გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მისცა დავალება, რომ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეწყდეს. გერმანიის ფედერალური კანცლერის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების გარეშე მილსადენი ვერ ამოქმედდება. 

22.02.2022 15:23 ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოთხოვნა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო მოთხოვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. 

„მე მივიღე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თხოვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ და ამ ყველაფერს განვიხილავ,“ - თქვა ზელენსკიმ ესტონეთის ლიდერთან ალარ კარისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

მანამდე, უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სერხი კისლიცამ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს „ემოციური და დრამატული“. უკრაინის მთავრობა, მისი თქმით, მიიღებს „ცნობიერ გადაწყვეტილებებს“. 

22.02.2022 15:11 იქნება თუ არა უკრაინაში საომარი მდგომარეობა? - ზელენსკის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირობა დაასახელა, - ამის შესახებ RBC-Ukraine-ი ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ზელენსკის თქმით, საომარი მოქმედება სრულმასშტაბიანი შემოტევის შემდეგ დაიწყება. 

„ჩვენ არ გვჯერა, რომ იქნება ომი უკრაინის წინააღმდეგ და სრულმასშტაბიანი სამხედრო ესკალაცია. თუ იქნება, საომარი მოქმედებები, იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა, ასევე, აღნიშნა, რომ რადა მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

22.02.2022 14:58 რუსეთის სახელმწიფო დუმამ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებთან“ მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებთან“ მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. 

გადაწყვეტილებას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. კენჭისყრის შედეგებს რუსი პარლამენტარები ტაშით შეხვდნენ. ხელშეკრულება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. 

შესაბამისი დოკუმენტი დუმაში 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაუგზავნა.

ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით, რუსეთის „რესპუბლიკების“ საზღვრების დაცვაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე, მას ამ რეგიონებში სამხედრო ინფრასტრუქტურის და ბაზების განთავსების უფლება ეძლევა. 

22.02.2022 14:44 როგორ უპასუხებს დასავლეთი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას? - უცხოელი ანალიტიკოსების შეფასებები

უკრაინის ირგვლივ კრიზისის გამწვავებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს მკაცრ სანქციებს დაჰპირდნენ, თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას. როგორ უპასუხებს დასავლეთი რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას? 

BBC-თან ანალიტიკოსებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს მოვლენების შემდგომი განვითარება - ფრონტის ხაზზე, დიპლომატიურ მოლაპარაკებებში და სანქციების საკითხზე.

სიტუაცია ფრონტის ხაზზე

არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ რა ნაბიჯები შეიძლება, გადადგას მოსკოვმა შემდეგში.

პირველი ვარიანტი არის რუსული ჯარების შეყვანა დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგენტის სახით.

„შესაძლოა, რუსეთმა ამის ნებართვა გაეროს უშიშროების საბჭოშიც მოითხოვოს და, რა თქმა უნდა, არ მიიღოს. შემდეგ მოსკოვი მაინც გაგზავნის ჯარებს და დადგება კითხვა, რამდენად შორს უნდა მიიყვანონ ისინი. თუ [რუსი] სამხედროები მიაღწევენ მხოლოდ ამჟამინდელ კონტაქტის ხაზს, დგანან მის გასწვრივ და არ შეეცდებიან მის შეცვლას, მაშინ ყველაფერი შეიძლება, გაკეთდეს დიდი ომის გარეშე“, - განუცხადა სემ გრინმა, ლონდონის კინგს კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის დირექტორმა BBC-ის.

მეორე ვარიანტი, არის დონეცკისა და ლუგანსკის სამხედრო პოტენციალისა და პოზიციების მნიშვნელოვანი გაძლიერება რუსული ჯარების დახმარებით, შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობით.

„არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა ამ ტერიტორიებზე და ამას გააკეთებს რაც შეიძლება ღიად, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ხელისუფლების მოწვევით. მოსკოვი კი იტყვის, რომ ეს არასდროს გაუკეთებია, მაგრამ ახლა ეს აუცილებელი ნაბიჯია რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

რამდენადაც მე მესმის, რუსეთმა ამ ტერიტორიების მცხოვრებლებზე დაახლოებით 700 000 პასპორტი გასცა. და [რუსული] ჯარების ფართომასშტაბიანი განლაგების მომენტიდან, დონეცკი და ლუგანსკი ღიად მოვლენ რუსეთის მფარველობის ქვეშ. ეს დიდი ნაბიჯია. ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის დასავლეთის ქვეყნების, განსაკუთრებით შეერთებული შტატების შეშფოთებას რუსეთის სამომავლო განზრახვების მიმართ. მაგრამ არ მჯერა, რომ მოსკოვის მხრიდან რაიმე ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია იქნება“, - აცხადებს ჯონ ლოუ, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი.

მესამე ვარიანტი დონბასის ტერიტორიაზე კონფლიქტის გამწვავებაა.

„თუ რუსული მხარე მაინც გადაწყვეტს, რომ მას სჭირდება, ვთქვათ, ინფრასტრუქტურა, რომელიც მდებარეობს ფრონტის მეორე მხარეს, მაშინ ისვრიან. მაშინ რთული იქნება მოვლენების განვითარების პროგნოზირება, როგორც შეტაკების მასშტაბის, ასევე, დასავლეთის რეაქციის მასშტაბის თვალსაზრისით“, - განმარტავს გრინი.

„ამ ფართო გამოსვლიდან მთავარი გამოსავალი არის ის, რომ რუსეთმა საკუთარ თავს მისცა საბაბი, რომ უპასუხოს „თავდასხმებს“ დონეცკსა და ლუგანსკიზე მისი პირდაპირი სამხედრო ჩართულობის დამალვის გარეშე“ , - დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა სამუელ შარაპმა ტვიტერზე.

ის დასძენს, რომ მოსკოვს ახლა აქვს ღია სამხედრო შემოჭრის საბაბი: „რუსეთს ყოველთვის სურს როგორმე წარმოაჩინოს თავისი ქმედებები და არა როგორც აგრესია“.

„ანუ მოემზადეთ! ცუდი რამ გველის წინ“, - დაასკვნა ექსპერტმა.

სანქციები

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ორი ძირითადი ვარიანტი არსებობს.

პირველი, არის ამჟამინდელი სანქციების რეჟიმის გაძლიერება, ანუ უკვე არსებულ სანქციების სიაში ახალი კორპორაციების, ახალი სექტორების და ახალი პიროვნებების დამატება.

ასევე, შესაძლებელია რუსი ოფიციალური პირებისა და ოლიგარქების უცხოურ ანგარიშებზე წვდომის დაბლოკვა. მაგრამ ეს არის ნაბიჯები იმ სანქციების ფარგლებში, რომელიც უკვე მიღებულია და ძალაშია 2014 წლიდან.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ შეზღუდვებს გარკვეული გავლენა აქვს რუსეთის ხელმძღვანელობაზე, მაგრამ მათ აშკარად ვერ შეცვალეს კრემლის ქცევა.

მეორე ვარიანტი არის ახალი სანქციების შემოღება ყველაზე მკაცრი სცენარის მიხედვით.

„ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ ახლა ვაშინგტონში და ზოგჯერ ლონდონში, ცოტა ნაკლებად პარიზსა და ბერლინში. ეს არის სანქციების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლა. ეს ეხება რუსეთის SWIFT სისტემიდან გათიშვას, დოლარის ტრანსაქციების და სახელმწიფო ვალით ვაჭრობის შესაძლო აკრძალვას (მეორად ბაზარზე - BBC-ის შენიშვნა). ფაქტობრივად, ეს არის რუსული ეკონომიკის ირანულში გადაქცევა. და ეს ბევრად უფრო სერიოზული რამაა.

დასავლელი ლიდერები ცდილობდნენ აირიდონ ეს ვარიანტი 2014 წლიდან, რადგან ის პირდაპირ ურტყამს რუს ხალხს. მაგრამ ახლა ეს განიხილება და განიხილება სერიოზულად“, - აღნიშნავს გრინი.

შესაძლებელია მესამე ვარიანტიც - შუა ვარიანტი, რომელიც მოიცავს პირველი და მეორე სცენარის ელემენტებს.

არ არსებობს მხოლოდ კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რამ უნდა გამოიწვიოს სანქციები და „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება ჯერ კიდევ არ ჟღერდა შესაძლო გამომწვევ ფაქტორებს შორის.

„სანქციების დაწესება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განმარტავს დასავლეთის მთავრობები რუსი სამხედროების ღია გამოჩენას ე.წ. დონბასის და ლუგანსკის ტერიტორიებზე. ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც შეჭრა, რადგან, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისინი გადაკვეთენ საზღვარს უკრაინაში.  მაგრამ აქ საფრანგეთი და გერმანია, მაგალითად, იცავენ უფრო რბილ სტრატეგიას“, - აღნიშნა  ენდრიუ ვუდმა, ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, BBC-სთან საუბარში.

ამავდროულად, ბევრი ევროპული ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე (იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი და სხვ.), ზოგი კი იდეოლოგიურად ახლოს არის მასთან (მაგალითად, უნგრეთი). თურმე ევროპასაც აქვს დასაკარგი.

როგორ იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე სეპარატისტთა აღიარება?

არავითარი პირდაპირი ეფექტი არ ექნება. 2014 წლის შუა პერიოდიდან ამ რეგიონების მოვლა უკვე რუსეთის მხრებზეა. და მას საკმარისზე მეტი რესურსი აქვს ამ ტერიტორიებისთვის მინიმალური მხარდაჭერისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე.

სხვა საკითხია, როგორ იმოქმედებს ეკონომიკაზე დასავლური ახალი სანქციები.

„პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, რომ რუბლი დოლართან მიმართებით 2014 წელს განახევრდა და ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე მნიშვნელოვანი ვარდნა იყო“, - ამბობს ოლეგ ვიუგინი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი.

ესკალაცია და სანქციების სპექტრი აფერხებს ბიზნესს აქტივობას, რადგან ადამიანებს ომის ეშინიათ და ბიზნესები თავს არიდებენ ინვესტირებას. შედეგი არის ფასების ვარდნა ფინანსურ ბაზრებზე.

დღევანდელ პირობებში რუსული კომპანიების წილების ყიდვის და რუსეთის მთავრობისთვის სესხების მსურველები ცოტაა, რის გამოც აქციების და ობლიგაციების ფასი ეცემა. და რადგან რუსეთში ინვესტიციისთვის რუბლი არავის სჭირდება, კურსიც ეცემა.

„რუბლი იმდენად არ დაეცა, რადგან რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შეწყვიტა დოლარის ყიდვა სუვერენული სიმდიდრის ფონდისთვის და სავაჭრო ბალანსი ახლა  არსებითად დადებითია. მაგრამ თუ სანქციები დაწესდება უმსხვილესი ბანკების მიმართ, ანუ დოლარში ტრანსაქციები აიკრძალება, ეს გამოიწვევს ქაოსს რუსეთის ფინანსური სისტემის საქმიანობაში. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ცხოვრების დონის ვარდნას“, - დასძენს ვიუგინი.

მინსკის შეთანხმებების შეჩერება

დასავლელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ აღიარებს რუსეთის ნაბიჯს ლუგანსკის და დონბასის წინააღმდეგ.

„საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები უკრაინის ნაწილია და ისინი ასე დარჩებიან“, - განმარტა ვუდმა, გადამდგარმა დიპლომატმა.

პუტინის გადაწყვეტილებების ყველაზე აშკარა შედეგი კი მინსკის შეთანხმებების ფაქტობრივი შეჩერებაა. ისინი აღარ იმუშავებენ.

მას ეთანხმება ექსპერტი ჯონ ლოუ: „ვფიქრობ, სამართლიანია იმის თქმა, რომ პუტინი უკვე დიდი ხანია უკიდურესად იმედგაცრუებულია მინსკის შეთანხმებების განხორციელების პროცესით. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მოსკოვში მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.

მეჩვენება, რომ პუტინი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს შეთანხმებები არსად მიგვიყვანს. პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინის გარშემო არსებული კრიზისი და ევროპაში უსაფრთხოების პრობლემები შეერთებულ შტატებთან ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესში უნდა მოაგვაროს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი თითქოს უარს ამბობს მინსკის პროცესზე“.

22.02.2022 14:42 რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება მიუღებელია - ერდოღანი

„რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარება მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს. 

ერდოღანმა მხარეებს საღი აზრის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს, გერმანიის და თურქეთის ერთობლივი სამიტის ჩატარების შესახებ.

„თუ უშიშროების საბჭოს სხვა წვერები წინააღმდეგები არ იქნებიან, ჩვენ ამ შეხვედრას მივესალმებით და მასში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის რეგულარული  შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ.

22.02.2022 14:08 დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გამო რუსეთის ბაზარზე კოლაფსია - რუბლი დაეცა

რუსეთის ბაზარზე კოლაფსი გრძელდება, რუბლი დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების „აღიარების“ გამო ეცემა. ამის შესახებ RBC-Ukraine მოსკოვის ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

მოსკოვის ბირჟაზე რუბლის ინდექსი 4%-ით დაეცა, დოლარის კურსმა 80 რუბლს გადააჭარბა.

სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის აღიარების გამო დაეცა რუბლი, თუმცა, მოგვიანებით, ეს განცხადება უარყვეს.

რუსეთის ბანკმა ფინანსური ბაზრის მხარდაჭერის ზომები გამოაცხადა. მარეგულირებელმა გადაწყვიტა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფასიანი ქაღალდების გადაფასების შეღავათები და სტანდარტების გაანგარიშების განაკვეთის დაფიქსირება.

„რუსეთის ბანკი მონიტორინგს გაუწევს ფინანსურ ბაზრებზე ვითარების განვითარებას და მზადაა, განახორციელოს დამატებითი ზომები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარზე მკვეთრი ვარდნა დაიწყო 21 თებერვალს, როდესაც გაიმართა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს სხდომა. 

რუსეთში ასევე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, მიწოდების შეფერხების შიშის გამო.

22.02.2022 14:02 ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მან დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს. ამის შესახებ განცხადება ჟირინოვსკის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს. 

ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს უჭერს დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ მან დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს, რადგანაც „დასავლეთი რუსეთის სახით მიწაზე თრევას აპირებს“. 

ჟირინოვსკი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთის წინაშე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას.

„ახლა საქმე ეხება რუსეთის შენარჩუნებას, საუბარია იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში, ვიცხოვრებთ, რამდენად თავისუფლები ვიქნებით, შევწყვეტთ თუ არა მუდმივი სტაგნაციის პროცესს, როდესაც ყოველწლიურად სულ ახალ და ახალ სანქციებს გვიწესებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ და სახით მიწაზე გვათრევენ“, - წერს ჟირინოვსკი. 

ჟირინოვსკიმ გაიხსენა, რომ რუსეთმა უკვე დიდი ხნის წინ ევროპის ქვეყნებისთვის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. ევროპის ქვეყნების ლიდერები კი გაზსადენის გაშვებას აფერხებენ და რუსეთს ბუნებრივი გაზის ფასების ზრდაში ადანაშაულებენ. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ასევე ამბობს, რომ უკრაინისთვის ნატოს ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდება რუსეთისთვის კარგის მომტანი არ არის. ჟირინოვსკის თქმით, ახლა რუსეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ყველა საკითხი უნდა მოაგვაროს. 

ვლადიმერ ჟირინოვსკი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შემდეგ მოხვდა.  

22.02.2022 13:35 ეუთო მოუწოდებს რუსეთს, რომ დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება უკან გაიწვიოს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელკგა შმიდტი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა მოუწოდებენ რუსეთს, რომ დონბასის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება უკან გაიწვიოს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

„ეს გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და ის მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება“, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ, ვალდებულება აიღო პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ეუთოს ხელმძღვანელობის აზრით, ამ რეგიონების აღიარება რუსეთის მიერ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს და გახლეჩს მოსახლეობას, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს დანარჩენი უკრაინისგან.

22.02.2022 12:36 აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008 წელს ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? - მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დონეცკ-ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ ცნობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პუტინმა უკან დაიხიაი. 

სააკაშვილის თქმით, უკარინას და საქართველოს რაც არ უნდა ექნათ, აღიარება მაინც მოხდებოდა.

„სინამდვილეში პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინის თავდასხმაზე, დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა. რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მოკლა მისთვის მოგებიანი მინსკის ხელშეკრულება და ოფიციალურად მიიღო ოკუპანტის სტატუსი. აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008 წელს ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა. ისევ აწვებით პირველ ჩვენებას? 

ახლა ხომ დაინახეთ, რომ უკარინას და საქართველოს რაც არ უნდა ექნათ, აღიარება მაინც მოხდებოდა, ოღონდ საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

22.02.2022 12:33 რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ ზელენსკის კიევის დატოვებას ურჩევს - NBC

აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან რუსული აგრესიის შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ კიევის დატოვების შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ NBC იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემთხვევაში ზელენსკი ლვოვში, პოლონეთის საზღვრიდან 50 კმ-ში უნდა გადავიდეს.

ბაიდენმა და ზელენსკიმ ტელეფონით 21 თებერვალს ისაუბრეს. აშშ-მა უკვე მოახდინა კიევიდან საელჩოს თანამშრომლების უდიდესი ნაწილის ევაკუირება და ისინი ლვოვში გადაიყვანა.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა და იქ შეიარაღებული ძალები შეიყვანა.

22.02.2022 11:39 „ომის დაწყების ახალი საბაბი“ - მსოფლიო ლიდერების რეაქცია პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, ლუგანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებლად“ ცნობას მსოფლიო ლიდერების მხრიდან მკაცრი რეაქცია და სანქციების დაწესების შესახებ განცხადებები მოჰყვა. 

პუტინის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარების შესახებ ნატოს ხელმძღვანელმა საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა უწოდა.

21 თებერვალს, გვიან ღამით, პუტინმა „მშვიდობის შენარჩუნების“ მიზნით ლუგანსკსა და დონეცკში რუსული ჯარების მობილიზება მოახდინა.  პუტინის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. 

მსოფლიო ლიდერების განცხადებები პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მტკიცედ დაგმო პუტინის გადაწყვეტილება. 

„ყველა ამ მოწოდებაში პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორც საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის, ასევე, იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც რუსეთს დავაკისრებთ, თუ ის შემდგომ შეიჭრება უკრაინაში.

რუსეთი აგრძელებს ამ კრიზისის ესკალაციას, რომელიც, პირველ რიგში, მან შექმნა. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიის გატარებას ტანკების გაშვებამდე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში. და ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტად ვუპასუხოთ, როცა ეს მოხდება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსი ხალხის საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილება უწოდა. 

კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა და მკაცრად დაგმოს უკრაინის რეგიონების „აღიარება“. 

„გაერო, გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად, კვლავაც მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა გუტერეშმა. 

უკრაინის რეგიონების „აღიარებას“ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც გამოეხმაურა. ოფიციალურმა პეკინმა მხარეებს კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი

„ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევა... მინსკის პროცესისა და მინსკის შეთანხმებების უარყოფა.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს სანქციების ძალიან მკაცრი პაკეტით“, - აცხადებს ჯონსონი. 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი

„უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები უკრაინასთან სოლიდარობით რეაგირებენ ერთიანობით და მტკიცედ“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. 

ამასთან, კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებას პოლონეთის პრემიერ მინისტრი მატეუშ მორავეცკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ აღიარების გადაწყვეტილება არის დიალოგის საბოლოო უარყოფა.

„ეს არის აგრესიის აქტი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა მოჰყვეს ცალსახა პასუხი დაუყოვნებელი სანქციების სახით“, - აღნიშნა მორავეცკიმ. 

„პუტინის სატელევიზიო გამოსვლა, რომელშიც მან დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ გამოაცხადა, იყო აღმაშფოთებელი, ყალბი განცხადებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს ომის საბაბის შექმნას“, -  აღნიშნა გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

თომას-გრინფილდის თქმით, პუტინმა მინსკის შეთანხმებები დაანაწევრა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება რუსული ჯარების შეყვანის შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე და მისი მტკიცე რომ ისინი „სამშვიდობოები“ არიან ეს სისულელეა - „ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი სინამდვილეში“.

„რუსეთის ქმედებების შედეგები საშინელი იქნება უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნავს  გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი.

შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის თქმით, პუტინი აპირებს აჩვენოს, რომ ძალით შეუძლია „გაერო ფარსად აქციოს“.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ კრიზისის საპასუხოდ”, - აღნიშნა თომას-გრინფილდმა.

წყარო: aljazeera

22.02.2022 11:18 რუსეთი არ დაუშვებს ახალ ხოცვა-ჟლეტას დონბასში - გაეროში რუსეთის ელჩი

„მოსკოვის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება არ ცვლის მინსკის შეთანხმებების მხარეთა შემადგენლობას და უკრაინის ვალდებულებას შეასრულოს ისინი“, - განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.

მისი თქმით, მინსკის შეთანხმებები მკვდარი არაა. 

„კიევი კვლავ ვალდებულია შეასრულოს ისინი. ჩვენ კვლავ ღია ვართ დიპლომატიური გადაწყვეტისთვის, მაგრამ აღარ ვაპირებთ დონბასში ახალი სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დაშვებას“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა. 

რუსეთის ელჩი გაეროში აცხადებს, რომ  რუსეთი მინსკის შეთანხმებების მხარეს არ წარმოადგენს.

„ის ფაქტი, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, მინსკის შეთანხმებების მხარეთა შემადგენლობას არ ცვლის. რუსეთი ამ შეთანხმებაში მხარეს არ წარმოადგენს. ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ და, შესაბამისად, არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. მინსკის შეთანხმებები, რომლის დებულებების ნაწილი ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა განხორციელებულიყო, დიდი ხანია უკრაინა  ღიად არღვევს“, - განაცხადა ვასილი ნებენზიამ.

22.02.2022 10:59 „ნატო-მ და აშშ-მა 2008 წლის გაკვეთილი ცუდად ისწავლეს“ - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას თქვა, რომ ნატო-მ და აშშ-მა ვერ ისწავლეს გაკვეთილი რუსეთისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 

„2008 წელს მომიწია რთული გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით რუსეთი დაეხმარა ასობით ათას ადამიანს  და ობიექტური გაკვეთილი ასწავლა ნატო-ს, ყველას, ვისაც ჰქონდა აგრესიული განზრახვები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ნატო-მ ეს კარგად არ მიიღო და განაგრძო ცინიკურად და უცერემონიოდ მიახლოება რუსეთის საზღვრებთან, გააფართოვა ალიანსის პოტენციური წევრების წრე“, - განაცხადა მედვედევმა.

მედვედევი მიიჩნევს, რომ დასავლეთი კიევს მინსკის შეთანხმებების საბოტაჟში დაეხმარა.

„ომი დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ წესების გარეშე მიმდინარეობდა. ხალხი მუდმივ რეპრესიებს ექვემდებარებოდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს მათ სახლებს, აიძულეს ეცხოვრათ მარადიულ შიშში“, - დასძინა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

22.02.2022 10:58 პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარების ფაქტზე უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ფეისბუკში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ დაწერა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომლითაც ქვეყნის საზღვრების შეცვლა და ამისკენ მოწოდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იკრძალება.

„უკრაინელი პროკურორები ამ საქმეს „სრული პროგრამით“ მიხედავენ. ამ დახურული კლუბის წევრებისთვის საზღვარგარეთ შოპინგზე წასვლა ბევრად რთული გახდება - ამას გპირდებით“.

ვენედიქტოვას თქმით, ის არსებული მდგომარეობის ემოციურად კომენტირებას არ აპირებს და კანონი ავალდებულებს პროკურორის ოფისს „მომხდარ დანაშაულზე რეაგირება მოახდინოს და ამ საქმის მიმდინარეობაზე პასუხი აგოს“.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის რეგულარული  შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ.

22.02.2022 10:28 „ბოევიკებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა „ბოევიკებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 84-ჯერ დაბომბეს. ამის შესახებ www.unn.com.ua იუწყება.

ცეცხლი „სჩასტიეს“ და მარიუპოლის მიმართულებით გაიხსნა.  გამოყენებული იყო 122 მმ-იანი არტილერია და 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები. ეს შეიარაღება მინსკის შეთანხმებებით აკრძალულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ორი სამხედრო დაიღუპა და 12 დაიჭრა.

ასევე დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატის „ორლან-10“-ის გადაფრენის ფაქტი, რომელმაც დაპირისპირების ხაზი გადაკვეთა. 

22.02.2022 10:20 გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უპასუხოდ არ დარჩება

„რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უპასუხოდ არ დარჩება“, - ამის შესახებ გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები აცხადებენ.

„გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებები უკრაინის ორი სეპარატისტული პრომოსკოვური რეგიონის დამოუკიდებლად აღიარების შესახებ უპასუხოდ არ დარჩება“, - აღნიშნა შოლცის სპიკერმა. 

გერმანიის კანცლერი ესაუბრა ბაიდენსა და მაკრონს რუსეთის პრეზიდენტის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ.

„სამივე მხარე შეთანხმდა, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი ნაბიჯი არის მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევა. გერმანიამ, საფრანგეთმა და აშშ-მ მკვეთრად დაგმეს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა სპიკერმა.

22.02.2022 09:49 რუსული სამხედრო ტექნიკა დონეცკის შემოგარენში შენიშნეს - „როიტერი“ (ვიდეო)

სამშაბათს დილით დონეცკის შემოგარენში სამხედრო ტექნიკა შენიშნეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. კოლონის კადრებს „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, აღნიშნული კადრები სააგენტოს თვითმხილველმა მიაწოდა. კადრებში ჩანს ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები.

22.02.2022 09:34 „დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლად ცნობა საჭიროებს სწრაფ და მტკიცე პასუხს“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლად აღიარებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„კრემლის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება სწრაფ და მტკიცე პასუხს საჭიროებს და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ნაბიჯებს ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციით“, - წერს ბლინკენი.

22.02.2022 09:25 „რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას“ - თურქეთის საგარეო უწყება

თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს,  ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას.

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისადმი და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, იმოქმედონ საღი აზრით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, -  აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.

22.02.2022 09:17 „პუტინი ომის საბაბს ქმნის“ - ლინდა თომას-გრინფილდი

„პუტინის სატელევიზიო გამოსვლა, რომელშიც მან დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ გამოაცხადა იყო აღმაშფოთებელი, ყალბი განცხადებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს ომის საბაბის შექმნას“, -  ამის შესახებ  გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

თომას-გრინფილდის თქმით, პუტინმა მინსკის შეთანხმებები დაანაწევრა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება რუსული ჯარების შეყვანის შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე და მისი მტკიცე რომ ისინი „სამშვიდობოები“ არიან ეს სისულელეა - „ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი სინამდვილეში“.

„რუსეთის ქმედებების შედეგები საშინელი იქნება უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნავს  გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი. 

შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის თქმით, პუტინი აპირებს აჩვენოს, რომ ძალით შეუძლია „გაერო ფარსად აქციოს“.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ კრიზისის საპასუხოდ”, - აღნიშნა თომას-გრინფილდმა.

მან დასძინა, რომ უკვე 21 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააწესა სანქციები აშშ-ის მოქალაქეების ინვესტიციებსა და სხვა ბიზნესს საქმიანობაზე აღმოსავლეთ უკრაინაში, ხოლო 22 თებერვალს ვაშინგტონი მიიღებს შემდგომ ზომებს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევისთვის.

22.02.2022 08:55 ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ - თეთრი სახლი

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა იყო თავდასხმა სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის იდეაზე.

ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება.

„ყველა ამ მოწოდებაში პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორც საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის, ასევე ,იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც რუსეთს დავაკისრებთ, თუ ის შემდგომ შეიჭრება უკრაინაში.

რუსეთი აგრძელებს ამ კრიზისის ესკალაციას, რომელიც, პირველ რიგში, მან შექმნა. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიის გატარებას ტანკების გაშვებამდე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში. და ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტად ვუპასუხოთ, როცა ეს მოხდება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

22.02.2022 08:42 უკრაინის საზღვრები დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი განცხადების მიუხედავად, უკრაინის საზღვრები საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში დარჩება.

უკრაინის რუკის ფონზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა: „უკრაინა ჩემს უკან დგას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და ისინი ასე დარჩებიან, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი განცხადებებისა და ქმედებებისა“.

„დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება, ნიშნავდეს რუსეთის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებებიდან და ნორმანდიის ფარგლებში გადაწყვეტილებების იგნორირებას. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას და ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატებს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება მოლაპარაკებების ფორმატს ანადგურებს.

„ჩვენ არაფრის და არავის გვეშინია, არავისთან ვართ ვალში, არავის არაფერს მივცემთ. დიდი ხანია, ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ თქვენი უძილო ღამის მიზეზი არ არსებობს“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

22.02.2022 03:24 „უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს“ - დმიტრო კულება

უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა ოფიციალურად მოითხოვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, შესაბამისი მიმართვა უშიშროების საბჭოში უკვე შევიდა.

„უკრაინა ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისი მიმართვა უკვე შევიდა უშიშროების საბჭოში“, - წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.

22.02.2022 03:11 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან უკრაინაში არსებული ვითარება სატელეფონო საუბრისას განიხილა.

„ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბორის ჯონსონთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განვიხილე“, - აღნიშნულია ზელენსკის „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ზელენსკიმ დაგეგმა მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან შარლ მიშელთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

22.02.2022 02:35 „ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას, საჭიროა ევროპული სანქციები“ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მარკონი მისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. 

მაკრონის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა.

„აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვისკენ მოვუწოდე, საჭიროა ევროპული სანქციები“, - წერს მაკრონი.

22.02.2022 02:09 ბაიდენი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან ვაჭრობასა და ინვესტიციებს აკრძალავს - თეთრი სახლი

რუსეთის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების ფაქტს თეთრი სახლის სპიკერი გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს აშშ-ის ინვესტიციებსა და ვაჭრობას აღმოსავლეთ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში.

„ბრძანება ასევე მოგვცემს უფლებამოსილებას, დავაწესოთ სანქციები ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს ოპერირებას უკრაინის ამ რეგიონებში“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

22.02.2022 01:42 პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში რუსი სამხედროების შეყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების შეყვანის ბრძანება გასცა

ოფიციალური განკარგულებების თანახმად, სამხედროები „რესპუბლიკების“ დაცვის ფუნქციებს მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების დადებამდე განახორციელებენ.

„ამ დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებული შეთანხმების დადებამდე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამშვიდობო ფუნქციების განხორციელება“, - აღნიშნულია ოფიციალურ განკარგულებაში.

22.02.2022 01:22 „აფხაზეთი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გადაწყვეტილებას მხარს უჭერს“ - ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია რუსეთის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების ფაქტს გამოეხმაურა

განცხადებაში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი მას მხარს უჭერს. 

„მრავალი წელია, დონბასელი ხალხი მძიმე განსაცდელების წინაშე დგას. უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება თანმიმდევრულად ერიდებოდა მინსკის შეთანხმებების საკვანძო პუნქტების პრაქტიკულ განხორციელებას, იგი მოლაპარაკების პროცესის საბოტაჟს ახორციელებდა. უკრაინული მხარის მიერ კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირების ხელოვნურმა გაჭიანურებამ გამოიწვია დონბასში სიტუაციის მკვეთრი გამწვავება, რესპუბლიკებში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება. კონფლიქტის გამწვავების შედეგად დონბასში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და თავშესაფარი რუსეთში მოეძებნა.

ამდენად, გადაწყვეტილება „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სუვერენიტეტის აღიარების შესახებ სამართლიანია, გეოპოლიტიკური რეალობის ადეკვატურ შეფასებაზე დაფუძნებულია და თანამედროვე გამოწვევებს შეესაბამება. 

როგორც რუსეთის მოკავშირე, აფხაზეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება ხელს უწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც მცირე ხალხების უფლებები საიმედოდ იქნება დაცული და საერთაშორისო საზოგადოება პატივს სცემს მათ ხმას.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ხალხებს ვუსურვებ სიტუაციის სწრაფ ნორმალიზებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

22.02.2022 01:11 ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას სთხოვენ

რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას სთხოვენ.

„ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები“, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა Twitter-ზე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ესკალაცია სანქციებით უნდა დასრულდეს“, - წერს მისი ლიეტუველი კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ერთობლივ განცხადებაში რინკევიჩმა და ლატვიის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს „რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მაქსიმალური ზომები იყოს მიღებული და უკრაინას დაეხმარონ.

გარდა ამისა, ესტონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ საერთაშორისო სამართლის უხეში და გაუმართლებელი დარღვევისთვის რუსეთს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს.

ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, სოლიდარობის ნიშნად, კვირის ბოლოს კიევში ჩასვლას გეგმავენ.  

22.02.2022 01:04 უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევაა - ბორის ჯონსონი

„პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

დასავლეთი შიშობს, რომ პუტინს დიდი ომის წამოწყება სურს. 

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ცნობს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებს. ეს აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევა“, - აცხადებს ბორის ჯონსონი. 

22.02.2022 01:03 ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ - თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ  ფსაკი პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

„ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას ამერიკელი პირების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. ეს „მეწარმეთა ორგანიზაცია“ ასევე უზრუნველყოფს, რომ დააწესოს სანქციები ნებისმიერ პირზე, რომელიც განსაზღვრავს ოპერირებას უკრაინის ამ რეგიონებში. სახელმწიფო დეპარტამენტები და ფინანსთა სამინისტრო დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. ასევე მალე გამოვაცხადებთ დამატებით ზომებს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებთან დაკავშირებით, დღევანდელი უხეში დარღვევის შემდეგ. 

გასაგებად რომ ვთქვათ: ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებდით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, იმ შემთხვევაში  თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, შემდეგი ნაბიჯების შესახებ და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ესკალაციის შესახებ“, - წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

22.02.2022 00:54 „დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა“ - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პუტინის გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს.

„მე ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია. მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ, რომლის წევრიც არის რუსეთი, დაადასტურა სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ალიანსი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„მოკავშირეები მტკიცედ მოუწოდებენ რუსეთს აირჩიოს დიპლომატიური გზა და დაუყოვნებლივ მიატოვოს სამხედრო ძალაუფლების ფართომასშტაბიანი ზრდა უკრაინაში და მის გარშემო, ასევე, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

22.02.2022 00:43 ეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები, ერთიანობითა და უკრაინისადმი მტკიცე სოლიდარობით უპასუხებენ“, - წერს ფოონ დერ ლაიენი.

22.02.2022 00:43 სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას გმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა. 

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებას. ეს იგივე სცენარია, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას ბატონო ზელენსკი და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

22.02.2022 00:38 ე.წ. „სამხრეთ ოსეთმა“ მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ დონბასის დამოუკიდებლობის აღიარებას

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოსკოვის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარებას „მოსალოდნელი, გონივრული და გამართლებული გადაწყვეტილება“ უწოდა. 

„კიევის რეჟიმმა დაასრულა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დონბასის ხალხის წინააღმდეგ სასტიკი ტერორის გაღვივებით. რუსეთმა გამოიჩინა წარმოუდგენელი მოთმინება და გამძლეობა, დაუტოვა კიევის ხელისუფლებას შანსი, იმ იმედით, რომ გაიმარჯვებს წინდახედულება და მინსკის შეთანხმებებზე დაფუძნებული  ეროვნული შერიგებისკენ მიმართული კურსი იქნებოდა  არჩეული “, - განაცხადა  ბიბილოვმა.

მისი თქმით, ეს მოლოდინი გააქარწყლა უკრაინის ხელისუფლების  ქმედებებმა. 

„დიალოგის ნაცვლად, დონბასმა დაინახა გენოციდის ზღვარზე მყოფი ახალი და ახალი არაადამიანური მოქმედებები. აშკარა იყო, რომ კიევის მიერ შეთანხმება  დადებული იყო მხოლოდ დროის საყიდლად. ეს კიევის ხელისუფლების არაადეკვატურობის მაჩვენებელია და ეს არის ზღვარი. მოთმინება, რამაც ადგილი  მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების მისაღებად დატოვა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“, რომელმაც 2014 წლიდან აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტი, სრულად უჭერს მხარს რუსეთის გადაწყვეტილებას მათი აღიარების შესახებ.

„ეს გადაწყვეტილება არის ძმათამკვლელი სიგიჟის დასრულების გასაღები, ეს არის ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ეს არის შანსი უკრაინისთვის დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და იპოვოს მომავალი. დონბასის აღიარება ნიშნავს უკეთესი მომავლის იმედს ათობით მილიონი ადამიანისთვის. ისევე, როგორც რუსეთისგან აღიარება უკვე 13 წელია უზრუნველყოფს მშვიდობას „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის მიწაზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.

22.02.2022 00:28 ესტონეთი არასდროს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები - ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისმა „ტვიტერში“ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება.

„ესტონეთი არასდროს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ნაწილი ისევე, როგორც ყირიმი. მოსკოვი სერიოზულად არ უდგება დიპლომატიას და ომის საბაბს ეძებს“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

22.02.2022 00:27 რუსეთის სახელმწიფო დუმის განცხადებით, დამასკო მზადაა აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის დიმიტრი საბლინის განცხადებით, დამასკო მზადაა აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას LENTA.RU ავრცელებს. 

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის შემდეგ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარებული იქნება მოკავშირეებისა და მეგობრების მიერ. დონბასში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. მან თქვა, რომ სირია, ასევე, მზად იქნება აღიაროს ისინი, როგორც მან აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“, - განაცხადა საბლინმა. 

22.02.2022 00:18 ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარება ბაიდენთან განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან  უახლესი მოვლენები განიხილა, - ამის შესახებ მან  Twitter-ზე დაწერა. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან საუბარს გეგმავს.

„ბოლო საათების მოვლენები განვიხილე ჯო ბაიდენთან. ვიწყებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას. დაგეგმილია საუბარი ბორის ჯონსონთანაც“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

22.02.2022 00:08 შარლ მიშელი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მან დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, TWITTER-ში ეხმაურება. 

„უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები ამ ყველაფერს სოლიდარობით და ერთიანობით უპასუხებენ, მტკიცედ და მტკიცედ“, - წერია განცხადებაში.

21.02.2022 „მივიღე გადაწყვეტილება, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ვთხოვ ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების და ამ რესპუბლიკების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ მომზადდეს გადაწყვეტილება რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით რაც სასწრაფოდ უნდა შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს.

ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში  ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო.

პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეიძლება, ეწოდოს ლენინის სახელობის ქვეყანა, რადგან ის სწორედ ლენინმა შექმნა.

„დიდი სამამულო ომის წინ და შემდეგ სტალინმა საბჭოთა კავშირს შეუერთა და უკრაინას გადასცა გარკვეული მიწები, რომლებიც მანამდე პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს ეკუთვნოდა. ამასთან, ერთგვარი კომპენსაციის სახით, სტალინმა პოლონეთს ისტორიული გერმანული ტერიტორიების ნაწილი გადასცა, 1954 წელს კი, ხრუშოვმა რუსეთს რატომღაც ყირიმი წაართვა და უკრაინას აჩუქა. ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია. ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც შეიძლება ვუწოდოთ ლენინის სახელობის უკრაინა. ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით. ახლა კი მალდობელმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა. ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. გსურთ დეკომუნიზაცია? ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. მზად ვართ, გაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.