მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა - ეს ომი უფრო დიდ გაღატაკებას გამოიწვევს“ - ალექსეი ნავალნი სასამართლო სხდომაზე

ალექსეი ნავალნი

ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ისაუბრა რუსეთის ომის წინააღმდეგ უკრაინაში ლეფორტოვსკის რაიონული სასამართლოს სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ ის ომის წინააღმდეგია და რუსეთი ამით ცდილობს, სხვა პრობლემებიდან გადაიტანოს ყურადღება.  

„გარე სამყაროსთან კომუნიკაციის არანაირი მეთოდი არ მაქვს, გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა სასამართლოსა და მსოფლიოსადმი: მე წინააღმდეგი ვარ ამ ომის. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი შექმნილია იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რუსეთის პრობლემებიდან, ეს მხოლოდ უფრო დიდ გაღატაკებას გამოიწვევს...“ - განაცხადა ნავალნიმ.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს. ამ დროს ნავალნის სიტყვა მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მას არ შეეძლო სხვა საკითხებზე საუბარი, გარდა საკუთარი საქმისა.

შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

ამავე თემაზე:

📢 ოკუპანტების კიდევ 4 ტანკი დაიწვა და მე-6 თვითმფრინავი განადგურდა - უახლესი ინფორმაცია

📢 უკრაინელები კონტრშეტევაზე გადადიან - მოკლულია 50-მდე რუსი სამხედრო

📢 როგორ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება

📢 „განადგურებულია რუსეთის 7 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია“ - ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში

📢 ლუგანსკის რაიონში რუსებმა ორი სოფელი აიღეს და ააფეთქეს სატელევიზიო ანძა ლუცკში - უკრაინული მედია

📢 ომი თავისი მასშტაბებით სულ სხვა მოცემულობას გვაძლევს... რუსეთის უპირატესობა სარაკეტო სისტემებია - ზურაბ ბატიაშვილი

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)