მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია მიუღებლად მიგვაჩნია - ერდოღანი

ერდოღანი ყარსის რკინიგზაზე

„ვაცხადებ, რომ მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია,“ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთ-უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ერდოღანი ამბობს, რომ რუსეთის ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ მიაჩნია. 

„რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მიუღებლად მიგვაჩნია. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ეს მძიმე დარტყმა იქნება რეგიონის სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების გამო“, - აცხადებს ერდოღანი. 

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

ამავე თემაზე:

📢 „უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზადყოფნაში“ - ნატო-ს გენერალური მდივანი

📢 უკრაინელებმა კიდევ 3 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

📢 უკრაინელებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს