მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი შანსია, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას - ბაიდენი ზელენსკის 

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ არსებობს „აშკარა შესაძლებლობა“ რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრას,- ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული  უშიშროების საბჭოს სპიკერი, ემილი ჰორნი ადასტურებს.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ამ საფრთხის შესახებ ჯო ბაიდენი უკვე დიდი ხანია ღიად და საჯაროდ საუბრობს, თუმცა არსებობს ანონიმური წყაროები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ანონიმური წყაროების ცნობით, ხუთშაბათს განხორციელებული სატელეფონო საუბრისას, რომელიც ერთ საათსა და 20 წუთს გრძელდებოდა, ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინას თავს კიევის ჩრდილოეთიდან დაესხმება.

თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არის „საშიში, თუმცა ორაზროვანი, ამიტომ დარწმუნებით არ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

🔴 The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი