მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

გერმანელი სამხედროები

„გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ“, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა

„მე მივიღე წერილი უკრაინის საელჩოდან, რომელშიც სამხედრო აღჭურვილობით, უფრო ზუსტად ჩაფხუტებით დახმარებას ითხოვდნენ. ეს არის აღჭურვილობა და არა იარაღი, თუმცა იგი უკრაინელებს მაინც დაეხმარება”, - განაცხადა ლამბრეხტმა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გერმანიის მიერ უკრაინისთვის 5 000 ჩაფხუტის მიწოდებას გამოეხმაურა და აღნიშნულ დახმარებას „ხუმრობა“ უწოდა.

„გერმანიის მთავრობის საქციელზე სიტყვები არ მყოფნის. თავდაცვის სამინისტროს, როგორც ჩანს, არ ესმოდა, რომ ჩვენ იდეალურად აღჭურვილ რუსულ ძალებს ვუპირისპირდებით, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დაიწყონ უკრაინაში მორიგი შეჭრა. რა სახის დახმარებას გამოგზავნის გერმანია შემდეგში? ბალიშებს?“, - განაცხადა კლიჩკომ. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ