უცხოეთი

„ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

„მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი უკრაინაში“
1643142051
დაკოპირებულია

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ უკრაინის არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო. 

როგორც „ფორმულას“ ეთერში იასკომ აღნიშნა, უკრაინელი ჯარისკაცები მზადყოფნაში არიან და 2014 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 

„ცალსახად ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო. ჩვენი არმია, ჩვენი ჯარისკაცები მომზადებულები არიან. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ შიში ომისა არსად არ ქრება. უკრაინელების პატრიოტიზმი ძალიან მაღალია და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა მზად არის უკრაინა დაიცვას შესაძლო შეჭრისგან. 

პარლამენტში ვსაუბრობთ და ერთმანეთს კითხვას ვუსვამთ, რა გავაკეთოთ თუ ომი დაიწყო, იმიტომ რომ საზოგადოებაში არსებობს განსაზღვრული პანიკა. ჩვენ რა თქმა უნდა დავრჩებით უკრაინაში ხმას მივცემთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას. ვიცი, რომ უკრაინაში პატრიოტიზმის პრობლემა არ არსებობს. 

მსხვილმასშტაბიანი შეტაკება თუ დაიწყება, ეს ძალიან საშიშია, რადგან იქნება მსხვერპლი, დანაკარგი და ეს ჩვენ,  ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ დავუშვათ“, - აცხადებს იასკო. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „რუსეთი ანაკლიის დაკავებას და სამეგრელოში სამხედრო რეიდებს აპირებს“ - სააკაშვილი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი