მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

„უცნობია, მიიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომ ის ემზადება უკრაინაში შესაჭრელად თებერვლის შუა რიცხვებამდე“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა. 

არ ვიცი, რას ფიქრობს პუტინი. ალბათ, მისი ახლო წრიდანაც კი არ იციან, რას გააკეთებს ის მომავალში. მაგრამ ვიცი, რომ იგეგმება სამხედრო ნაწილების კონცენტრირება უკრაინის ტერიტორიაზე. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს  სხვა გეგმებიც აქვს. არ ვიცი, მიიღო თუ არა მან საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ იმის ყველა ნიშანს ვხედავთ, რომ ის რაღაც დროში ძალის გამოყენებას აპირებს: ახლა ან შესაძლოა თებერვლის შუა რიცხვებში“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

შერმანის თქმით, პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 4 თებერვალს გაიმართება. გახსნაზე სავარაუდოდ პუტინი იქნება.

„ვფიქრობ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი არ იქნება ბედნიერი, თუ პრეზიდენტი პუტინი გამოიყენებს ამ მომენტს უკრაინის ხელში ჩასაგდებად“, - აღნიშნავს ვენდი შერმანი.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ