მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა

დასავლელი ექსპერტებისა და კიევის მაღალი რანგის ოფიციალური პირების აზრით, რუსეთს ამჟამად არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა.

ექსპერტების თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინის უმეტესი ნაწილის ან მთელი უკრაინის ხელში ჩაგდების მიზნით უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.

აშშ ვარაუდობს, რომ სრულ შეჭრას დასჭირდება მინიმუმ 100 ბატალიონი, ხოლო დასავლელი ანალიტიკოსები,  ვარაუდობენ, რომ ამ რაოდენობის ორჯერ ან მეტი იქნება საჭირო ნებისმიერი კონტრ-აჯანყების წინააღმდეგ საბრძოლველად.

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ კრემლს ჯერ არ შეუგროვებია ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის საჭირო რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი საზღვარზე.

ზაგოროდნიუკის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურდა ელვისებური თავდასხმა კიევზე, პირდაპირი მარშრუტი ბელორუსიიდან იქნებოდა, თუმცა 3 მილიონზე მეტი ადამიანის დედაქალაქზე ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობის მსხვერპლს.

„კიევში მისვლა არ არის რთული. პრობლემა ტერიტორიის დაკავებაა. მის გასაკონტროლებლად რუსეთს ბევრი ჯარი დასჭირდება“, - აღნიშნა გენერალმა სერგეი კრივონოსმა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ.

სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ანკლავს უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდის. პუტინი უკვე ფაქტობრივად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და შესაძლოა გადადგას ნაბიჯები მათ ლეგალურად აღიარებისთვის ან ანექსირებისთვისაც კი.

„რუსული ჯარებისთვის ძალიან რთული იქნება უკრაინის ისეთი ქალაქების აღება, როგორიცაა - კიევი, ხარკოვი ან ოდესა. იქნება უზარმაზარი წინააღმდეგობა“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია, შესაძლებელია, განვითარდეს მრავალი სცენარი. მათივე ცნობით, უკრაინის არმია, მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს.

იური დუმანსკიმ უკრაინის არმიის შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები უკეთესად არიან მომზადებულები, ვიდრე 2014 წელს, როდესაც მათ განიცადეს მარცხი, მათ შორის აღმოსავლეთ ქალაქ ილოვაისკში. მათ ისწავლეს ბრძოლა. ფსიქოლოგიურად ისინი ბევრად ძლიერები არიან.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ