მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსულმა სამხედრო ხომალდებმა შავ ზღვაში საარტილერიო სწავლებები დაიწყეს

რუსული სამხედრო ხომალდის არტილერია

რუსეთმა შავი ზღვის წყლებში სამხედრო ხომალდების საარტილერიო სწავლებები დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

წვრთნების ფარგლებში, 20 სამხედრო ხომალდი საჰაერო და საზღვაო სამიზნეების მიმართულებით სროლას ახორციელებდა. 

შავი ზღვის წვრთნები, სავარაუდოდ, 28 იანვარს დასრულდება. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

🔴 The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი