მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილს ციხეში „ლომკა“ აქვს - უკრაინელი ექსპერტი

დიმიტრო ჩეკალკინი

„არსებობს უამრავი დოკუმენტური ინფორმაცია, რომ სააკაშვილი აქტიურად მოიხმარდა ფსიქოტროპულ პრეპარატებს“, - ამის შესახებ ბლოგერმა და ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში დმიტრო ჩეკალკინმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„არის ვიდეო, რომელიც ოდესაშია გადაღებული, სადაც ჩანს, სააკაშვილს წონასწორობის შენარჩუნება უჭირს, თვალები აქვს გადატრიალებული. კარგად ჩანს, რაშიც არის საქმე, ამაზე ნებისმიერი ნარკოლოგი გეტყვით. და ის, რაც ხდება ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს „ლომკას“, რადგანაც მას ფსიქოტროპულ პრეპარატებთან წვდომა არა აქვს“, - ამბობს დმიტრო ჩეკალკინი.

ექსპერტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მის გარშემო შექმნილ სიტუაციას არაადეკვატურად აფასებს.

„ის ორი მუხლით საქართველოში უკვე გასამართლებულია და ახლა მის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის და, ასევე, უკრაინის საზღვრის დარღვევისთვის. ასე რომ, როდესაც დავით არახამია ან კიდე ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, უნდა გაითვალისწინონ, რომ სააკაშვილმა უკრაინის კანონიც დაარღვია. უკრაინას შეუძლია დიპლომატიური არხების ხაზით მიაღწიოს იმას, რომ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, გადაეცეს უკრაინის მხარეს და სასჯელი უკრაინაში მოიხადოს, საუბარია სასჯელზე, რომელიც მას მიუსაჯეს საქართველოში. მაგრამ აქ არ არის საუბარი საქმის გადახედვაზე, ეს მხოლოდ საქართველოს სასამართლოს შეუძლია, არ შეიძლება საქართველოს სასამართლოს საქმეებში ჩარევა, არსებობს შესაბამისი პროცედურები, და გადაცემა-არგადაცემის საკითხს თავად ის სახელმწიფო წყვეტს, რომელმაც ესა თუ ის პირი გაასამართლა“, - განაცხადა დმიტრო ჩეკალკინმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის

🔴 „სააკაშვილი არ ჩაბარებულა, შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს“ - მიხეილ ყაველაშვილი

🔴„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

🔴„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო