მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სააკაშვილის სასამართლო რეფორმა წარმატებული იყო, ახლა შეუძლია, ეს საკუთარ თავზე გამოსცადოს - უკრაინელი ექსპერტი

უკრაინელი ექსპერტი

„როდესაც სააკაშვილის მიერ გატარებულ რეფორმებზე ვსაუბრობთ, სასამართლო რეფორმაზე, მთლიანად სამართლებრივი სისტემის, ასევე, პენიტენციური სისტემის რეფორმირებაზე, აი, ახლა მას შეუძლია საკუთარ თავზე გამოსცადოს საკუთარი წარმატებული რეფორმების შედეგი“, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა გენადი დუბოვმა უკრაინის პირველი დამოუკიდებელი არხის ეთერში განაცხადა.

„თუ ჩვენს ვსაუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში მიკერძოებულია, მაშინ რანაირად არის სააკაშვილის რეფორმები წარმატებული? ჩვენ ხომ ეს რეფორმები მაგალითად მოგვყავს და უკრაინაში მათი გადაღება გვსურს?!“ - ამბობს ექსპერტი.

დუბოვის თქმით, საყურადღებოა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინა ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს, რათა სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს. ამის გაგრძელებაა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას განცხადება, რომ სააკაშვილი უკრაინას უნდა გადაეცეს:

„ეს არ არის მთლად სამართლიანი. უკრაინაში სააკაშვილის გასამართლება შეიძლება მხოლოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, საქართველოში კი იმ ეპიზოდებზე, რაშიც სააკაშვილი იყო ბრალდებული, ის უკვე გასამართლებულია. უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემის შემთხვევაში, ის, შესაძლოა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეიწყალოს და საერთოდ გაათავისუფლონ“, - ამბობს დუბოვი.

„ასე რომ სიტუაცია არის საკმაოდ უცნაური. განსაკუთებით ის უცნაურია უკრაინისთვის. აი, წარმოიდგინეთ, ასეთი სიტუაცია. ყირიმის ყოფილი პროკურორი ნატალია პოკლონსკაია, რომელიც შემდეგ რუსეთის დუმის დეპუტატი იყო, ხოლო ახლა კაბო ვერდეში რუსეთის ელჩად დაინიშნა და ჩვენ მისი ექსტრადირებისთვის კაბო ვერდეში დოკუმენტები რომ გავაგზავნოთ. ეს სამართლებრივი ნონსენსი იქნება, მოქმედ დიპლომატს ჩვენ არავინ გადმოგვცემს და კიდე ბოდიშების მოხდა მოგვიწევს, რადგანაც არის საერთაშორისო კონვენციები, რომლების ამის უფლებას არ მოგვცემს.

რაც შეეხება უკრაინისთვის სააკაშვილის შესაძლო გადაცემას, მე ვსვამ რამდენიმე კითხვას - ჯერ ერთი, რატომ წავიდა ის საქართველოში, მან ხომ კარგად იცოდა, რომ დაიჭერდნენ, რადგანაც უკვე გასამართლებული იყო და თანაც იმ ქვეყნის მოქალაქე აღარ არის. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ და მიმაჩნია, რომ უკრაინას შეუძლია მოითხოვოს, რომ მისი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პირობები ციხეში იყოს მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან“, - ამბობს გენადი დუბოვი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

🔴„დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ - მეუფე ნიკოლოზი

🔴„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

🔴„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო