პოლიტიკა

„ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა სააკაშვილს ემუქრება, არის გულის გაჩერების რისკი“ - სააკაშვილის ადვოკატები

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge
1635065937
დაკოპირებულია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა.

„დამამშვიდებელი, დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება უკვე შეუძლებელია. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ დღეს მივმართოთ საზოგადოებას და, ასევე, საქართველოს ხელისუფლებას

პირველი, ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და კონსილიუმის მხრიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შედგა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმადგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას.

იქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგალითად, ველოდებით განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში MRI, ე.წ. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერი, რაც პირდაპირ წერია კონსილიუმის დასკვნაში.

გარდა ამისა, არსებობს ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი, ამ კლინიკაში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტატი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა - ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხის საავადმყოფოში, ეს არ იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაკეთდეს სრულფასოვნად. მრავალპროფილურ კლინიკაში არის ყველა შესაბამისი განყოფილება ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურებების საჭიროებებისა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სპეციალისტი კარდიოლოგი არის ციხის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური განყოფილება იქ არ არის. ასევე, იქ არ არის მომსახურება მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, კლინიკა, რომელშიც მოთავსება მიხეილ სააკაშვილი, უნდა იყოს მრავალპროფილური, მულტიფუნქციური, შერეული კლინიკა. ასეთს არ წარმადგენს ციხის საავადმყოფო“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში, სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. გვარამიამ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც მესამე პრეზიდენტს ემუქრება.

„ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, თითქოს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, არის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. სინამდვილეში, პირიქით, აქ გადაყვანა იქნება უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს იქნება იმიტირებული დღეს მოქმედი ხელისუფლების მიერ, იქნება იმიტირებული ბუნტი და ეს დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. ასეთი ინფორმაცია გვაქვს და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ მათ შორის, უსაფრთხოების პრობლემების გამო მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება, გადაყვანილ იქნეს ციხის სტაციონარში.

მოვითხოვთ, მიმდინარე საათებში დაუყოვნებლივ გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო.

გადაწყდეს არა მხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატების მონაწილეობითაც (ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, ეს არის უფლებრივი საკითხიც).

ვთხოვთ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს როგორც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგი, არამედ შეამოწმოს ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც გუშინ კონსილიუმმა წარმოგვიდგინა.

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გააკეთოს განცხადება და ცალსახად თქვა,ს კი ან არა - შეიძლება თუ არა სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში. ჩვენი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ექსპრეზიდენტის ციხის კლინიკაში გადაყვანა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ნიკოლოზ ყიფშიძემ 23 ოქტომბრის საღამოს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ყიფშიძის თქმით, ამაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც იკრიბება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება.

იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იტყუება.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერს რატი ბრეგაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში - ექიმი

🔴 დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

🔴 სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.