მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა შიმშილობის აქტით საკუთარ თავსა და ხელისუფლებას წამმზომი ჩაურთო“ - ეკა ბესელია (ვიდეო)

დამოუკიდებელი დეპუტატი 2020

„მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის აქტით წამმზომი ჩაურთო საკუთარ თავს და ხელისუფლებასა, ეს ნიშნავს, რომ დრო ძალიან ლიმიტირებულია“, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „ფორმულას ეთერში“ განაცხადა.

„სამართლიანობისთვის“ ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილი გააზრებულად მოქმედებდა, მან იცოდა, რომ დააკავებდნენ.

„სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლისთვის არაორდინარული გზა აირჩია. ის თუ შემოვიდოდა - დადგენილი სტანდარტული სასაზღვრო წესით, მას უბრალოდ არ შემოუშვებდნენ, არ დააკავებენ და უკან გააბრუნებდნენ. მისი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად გააზრებულად იმის დაშვება, რომ მართლმსაჯულებას 3-4 დღეში შეხვდებოდა.

ის მოდიოდა იმიტომ, რომ მან იცოდა ციხეში მოხვდებოდა, თუმცა ამოცანა იყო ქვეყანაში შემოსვლა. თვითმმართველობის არჩევნების პოლიტიკური წონა მან გაცილებით სხვა ნიშნულზე ასწია და არჩევნებს დაადო სხვა პოლიტიკური ფასი. მისი შიმშილობის აქტი ერთგვარი გამოწვევაა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ბოლო პერიოდი არ ჰყოფნის ენერგია ცვლილებების მოხდენის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ სააკაშვილის შიმშილობა შეიძლება მძიმედ დასრულდეს.

„მმართველი პარტია იმ დათქმით მოქმედებს, რომ როგორმე არჩევნები და შემდგომი პერიოდი გადააგოროს და მიხეილ სააკაშვილმაც ხომ სწორედ ეს გათვალა, რომ ამ გადაგორების შესაძლებლობას არ აძლევს - თავისი შიმშილობის აქტით ჩაურთო წამმზომი საკუთარ თავსაც და ხელისუფლებასაც. ეს ნიშნავს, რომ დრო ძალიან ლიმიტირებულია. ამ დროში ის საზოგადოებას და ამომრჩეველსაც ეუბნება - თუ რამე შეგიძლია, შეცვალე. აგერ გაქვს კონკრეტული პოლიტიკური კალენდარი, შაბათს უნდა მიხვიდე და არჩევანი გააკეთო.

თუ ამას ვერ აკეთებ, ის ამაზე გააზრებულად მიდის და შეიძლება ძალიან მძიმედ დასრულდეს. დავარქმევ ამას თავის სახელს ეს არის ღია რევოლუციური სცენარი.

ეს საზოგადოების, ჩვენი ყველას გამოწვევაა. შაბათს არჩევნებზე გაქვს ღირსება და უნარი, რაღაც შეცვალო და შენი ღირსებისთვის ნაბიჯი გადადგა თუ იარო გიჟური გზით“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

👉 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

👉 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

👉 სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან - სააკაშვილის ადვოკატი

👉 „გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ვაცხადებ“ - სააკაშვილი

👉 „პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება“ - ნიკა გვარამია