PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაიწყო
თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.
„თავისუფლება მიშას“ - ამ მოთხოვნით აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
სააკაშვილის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ამასთან, მათი განცხადებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მართლმსაჯულების პროცედურებით მისი გათავისუფლება ფაქტობრივად, შეუძლებელია.
აქციას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იმართება, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეურთდნენ.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას შეურთდნენ.
⏩ „სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! მიშა, შეხვედრამდე თავისუფლებაზე“ - იულია ტიმოშენკო
„ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია და მისი მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ.
როგორც მან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე აღნიშნა, მთელი ცივილიზებული სამყარო მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს.
„მანამ, სანამ უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით. მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, ხალხო, გარდა სამარცხვინო, მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია, მთელი ნორმალური, ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება ფაქტს, რომ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება გამოკეტილი და არ ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, პარტიის გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებაა.
„გეგმა მეორე ვერ და არ იქნება, გეგმა არის გამარჯვება და არაფერი სხვა“ , - განაცხადა ნიკა მელიამ.
ანდრია ჯაღმაიძე:
„სასულიერო პირების განცხადებები საპატრიარქოს პოზიცია არაა“
გია ბუღაძე:
„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“
ბექა ბასილაია:
„ქართველი ხალხის ვალია, მიხეილ სააკაშვილი ტყვეობისგან დაიხსნას“
ხატია დეკანოიძე:
ირაკლი ღარიბაშვილი:
„აღარ მინდა პატიმარზე ამდენი ვილაპარაკო“
ვადიმ ტრუხანი:
„სააკაშვილი ციხეში არავის აწყობს“
ეკა ბესელია:
„არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“
ანზორ მელია:
„ბატონო მიხეილ ბედნიერი კაცი ხართ, ათასობით ადამიანს უყვარხართ და ცრემლი აქვთ მომდგარი თვალზე“
პაატა ბურჭულაძე:
„ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“
ივერი მელაშვილი:
„მქონდა შინაგანი რისხვა, როგორია დაგაბრალონ ის, რაც შენი მენტალობისთვის წარმოუდგენელია“
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „სვეტიცხოვლობას“ აღნიშნავს
დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „სვეტიცხოვლობას“ აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს.
ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მეოთხე საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
წმინდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ინფორმაციით, დმანისში სოფელ სამებასთან 3.0 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 12:51 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბეირუთში აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაღუპულები
ბეირუთში რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას“ მოკავშირეებს და მხარდამჭერებს, რომლებიც აქციაზე ბეირუთის პორტში 2020 წლის აფეთქების საქმის მთავარი მოსამართლის გადაყენებას ითხოვენ ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლის გახსნას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 7 ადამიანი კი დაშავდა.
პრემიერ მინისტრმა ნაჯიბ მიქათმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა სროლის და აფეთქების ხმა. ადგილზე მობილიზებულია ლიბანის არმიის დანაყოფები.
დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მოქალაქეები ცოცხების კორიდორს უწყობენ
დაძაბულობა რუსთავის გასასვლელში, მოქალაქეები თბილისში აქციაზე მიმავალ ხალხს უპირისპირდებიან