პოლიტიკა

„არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

საქართველოს პარლამენტის
წევრი 2020
1634200006
დაკოპირებულია

„ჩემი დასჯა გადაწყვიტა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი, დროებით ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების საკითხს.

როგორც ბესელია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ უნახავს.

ამასთან, ბესელიას თქმით, სააკაშვილმა შურისძიების მიზნით მისი უდანაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე ძმა დააპატიმრა, შემდეგ კი მძევლად ამყოფა.

„ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და თან დღეს ... მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე როგორც ვფიქრობ
სააკაშვილზე …

რასაკვირველია მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდანაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო მძევლად ამყოფა … მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება …. და ჩემი დასჯა გადაწყვიტა მან და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი დროებით და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის….

მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონდა იმათგან განსხვავებით ვისაც როცა შეეხნენ, მაშინ ამოიღეს ხმა …
მე სხვათა დასაცავად გამოვედი ქუჩაში და …ამის მერე შური ჩემს ოჯახზე იძია და ამით დამსაჯა , მაგრამ ვერ გაგვტეხა … ერთი დღე არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და არც კომპრომისზე წავსულვართ! ვიდექი წლები ტყვიების ზუზუნში, ყველა დარბევის დროს , სიცივესა თუ უიმედობაში, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია….არ შემშინებია ….
სასტიკად გამომცადა იმ ხელისუფლებამ!

ბიძინამ რომ მთხოვა - მჭირდები და ერთად ვიბრძოლოთო - პირველი რაც ვუთხარი: მე მხოლოდ სამართლიანობისთვის ვიბრძვი და თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს ამ ქვეყანაში როცა მოხვალ მეთქი!
იგივე გზას დაადგა თავადაც და „ოცნებაც“ და რასაკვირველია უარი ვთქვი მათზეც და ყველაფერზე ….
ამათაც სასტიკად გამომცადეს … მორალური ზღვარი წაიშალა ….

დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე - მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ , საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ, პროკურორ, მოსამართლეებს ( ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა ….

არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო …. არც შურისძიება შემიძლია ….

და აღმოვაჩინე ისევ , ჩემს თავში , რომ მიუხედავად იმისა , არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ - არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი , მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ!
ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას, განსაკუთრებით ისინი , მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის რაც გავიარე!

მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა სიკვდილის წინაშე მყოფი
თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია!

არ მომეწონებოდა ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე ! მზარავს ის ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე! არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი - თავად ხარ ადამიანი“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

14 ოქტომბერს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

⭕ „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

⭕ „ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა“ - ექიმი კომაროვსკი სააკაშვილზე (ვიდეო)

⭕ „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.