მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! მიშა, შეხვედრამდე თავისუფლებაზე“ - იულია ტიმოშენკო

უკრაინელი პოლიტიკოსი

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს, და აღნიშნავს, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია.

მიმართვაში იგი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

„მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში განვახორციელე. ჩვენთან სულით ახლო და ძმურ სახელმწიფოში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პირველ რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით ვარდების რევოლუციას და მის წარმატებას. შემდეგ კი თავადაც წავედით მსგავსი რევოლუციური გზით.

მე და მიხეილ განსხვავებული პოზიციებიც გვქონია, ბევრჯერ გვიკამათია, ეს ყველაფერი ადამიანურია, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას. მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად ფეხზე მდგომი საქართველოსთვის და ეს უმთავრესია. მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი, რას ნიშნავს პატიმრობაში ყოფნა. ამას არასდროს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულებების გამო. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის ქვეყანაში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას საქართველო.

ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატავად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამავე დროს მინდა უმორჩილესად გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები.

ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა. ეს უმნიშვნელოვანესია

მიშა, შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე“, - აცხადებს იულია ტიმოშენკო.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

✅„მე-14 დღეა შიმშილობს და მდგომარეობა დამძიმებული უნდა იყოს“ - სააკაშვილის პირადი ექიმი

✅„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს“ - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

✅„ღირსებად არ მიმაჩნია, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)