მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი არ ჩაბარებულა, შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი

„ნაცობა“ სირცხვილი არ არის, „ნაცობა“ ბოროტებაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოიპარა, როგორც ვირთხა.

„სააკაშვილი დღეს როგორც გინდათ წარმოაჩინოთ, დააკვირდით როგორ წარმოაჩენენ ტელევიზიები, რომ ჩაბარდა, ის არ ჩამოსულა და არ ჩაბარებულა, ის შემოიპარა, როგორც ვირთხა და დააკავეს.

ასეთი ნარატივი უნდათ გაავრცელონ, რომ ის ჩაბარდა. არა და მას სურდა დესტაბილიზაციის გზა. რომ წარმოაჩინეს ახლა თითქოს 100 000 და 60 000 ადამიანი იყო, არადა 15 000 მაქსიმუმ, ფულით გადახდილი, მათ, იმ უამრავ ადამიანს უნდა უთხრან, რომ „ნაცობა“ სირცხვილი არ არის, „ნაცობა“ ბოროტებაა და სირცხვილი არის ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს

🔴 „სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომ შეაკვდება, აკვდება ფაქტობრივად ბრძოლას“ - თაკო ჩარკვიანი

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე