მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკომისიის ხელმძღვანელი SWIFT-დან რუსეთის გათიშვას არ გამორიცხავს

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან,  SWIFT-დან რუსეთის გათიშვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლაიენმა CNN-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ასევე იგეგმება „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც.

„დღის წესრიგში რეაგირების სხვადასხვა ფორმა დგას“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და რუსეთის საგარეო ვაჭრობის 40% სწორედ ევროპის კავშირზე მოდის.

„ეს ციფრები მეტყველებს, რომ ჩვენ რუსეთზე ზეწოლის სერიოზული ინსტრუმენტები გაგვაჩნია და თუ აგრესია მოხდება, ამას მოსკოვი ძალიან მწვავედ იგრძნობს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს ორგანიზაცია კონფლიქტის  დიპლომატიური გზით გადაჭრის  გარდა „უარესი სცენარისთვისაც“ მზად არის. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსს ან რუსეთს თავს დაესხმებიან“ - ლუკაშენკო

🔴  „ომი არ იქნება, ომები არ გვინდა“ - სერგეი ლავროვი

🔴  დიდი შანსია, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას - ბაიდენი ზელენსკის 

🔴  რუსეთისთვის უკრაინასთან ომის შესახებ ფიქრიც კი მიუღებელია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

🔴  ჩინეთი მოუწოდებს რუსეთსა და აშშ-ს, უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაცია არ დაუშვან

🔴  გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია - გამოკითხვა

🔴  „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინის გამო კონფლიქტის იდეა, კატასტროფული სცენარი იქნება“ - მედვედევი

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua