მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინების გაცრუების გამო - იაგო ხვიჩია

სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინების გაცრუების გამო

„ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ ციხეში უნდა იჯდეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინების გაცრუების გამო“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ იდეალი დაირღვა, როდესაც სახელმწიფომ სასამართლო და პროკურატურა ჯიბეში ჩაისვა.

„ვარდების რევოლუციის“ დროს  დიდი მოლოდინებით  შევყურებდი მომავალს.  „ვარდების რევოლუციის“ შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც საქართველოს მოსახლეობა ელოდა. არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ქმედებების გამო და იმის გამო, რომ ფაქტობრივად, მან ის იმედები და მოლოდინები გააცრუა, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ადამიანებს ჰქონდათ.

„ვარდების რევოლუციის“ იდეალი დაირღვა, როდესაც სახელმწიფომ სასამართლო და პროკურატურა ჯიბეში ჩაისვა. ასევე, დაირღვა 7 ნოემბერს.  პირველივე ვადაში მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ რეალური ღირებულებებიდან არაფერი დატოვა. 

ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ ციხეში უნდა იჯდეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არსებული მოლოდინების გაცრუებისთვის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო აქციებს 23 ნოემბერს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

⚫ „ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას! 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ფიცს“ - მიხეილ სააკაშვილი

 ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კარლ ჰარცელი

⚫ საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია - სანდრო ცისკარიძე სააკაშვილზე]

 პერიოდულად შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას - ლომჯარია სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

 „იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება“ - ალექსანდრე ცისკარიძე