მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წულუკიანი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს“ - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანს.

„დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ „რედბულამდე“ დავიდა, ეტყობა „რედბული“ განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასი რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალინდელი დღისთვის მზადაა“ - ნინო გოგორიშვილი

⚫ „ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, არის არტერიული წნევის მერყეობა, ასთენია და კომბინაციის პრობლემები“ - მარიამ ჯიშკარიანი