მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, არის არტერიული წნევის მერყეობა, ასთენია და კომბინაციის პრობლემები“ - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი

„ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება, საჭიროა გარკვეული გამოკვლევების ჩატარება“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ენცეფალოპათიას 2-3 თვე სტაციონარული მკურნალობა სჭირდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა- რეაბილიტაცია, არის გარკვეული კორექტირება შესატანი მკურნალობის კურსში. გავეცანით დოკუმენტაციას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სასამართლოში მონაწილეობას რაც შეეხება, აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარი და თვითონ გადაწყვეტს ამას.

აუცილებელია ჩვენი დადგენისათვის შევისწავლოთ დოკუმენტაცია და მონიტორინგი ვაწარმოოთ პაციენტის მდგომარეობის.  ნევროლოგიური სიმპტომატიკა კვლავ რჩება, არის გარკვეულწილად ასთენია (ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა, დამახასიათებელია სისუსტე, ადვილად დაღლა, ემოციური ლაბილობა, ჰიპერესთეზიები, ძილის დარღვევა), ადვილად დაღლილობა, კომბინაციის პრობლემები, შესაბამისად საჭიროებს მკურნალობა-რეაბილიტაციას. არის არტერიული წნევის მერყეობა. მკურნალობა სტაციონარულ პირობებში უნდა გაგრძელდეს. საჭიროა გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. ენცეფალოპათიას 2-3 თვე სტაციონარული მკურნალობა სჭირდება,  2 წელი კი მეთვალყურეობა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მორიგი სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი

🔴 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“