ბიზნესი
საქართველოს ბანკი ქართველი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად, პირველ მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს - Creator-ს იწყებს. პროექტის მიზანი Youtube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი მაყურებლების მოზიდვა, კრეატორების მხარდაჭერა და მათი წახალისებაა. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ Youtube კრეატორს. გამარჯვებული კი საქართველოს ბანკისგან ფულად ჯილდოს მიიღებს 20 000 ლარის ოდენობით. „კრეატორის” პირველ ეტაპზე 20 მონაწილე შეირჩევა მათგან კი შერჩეული 8 მონაწილე გააგრძელებს პროექტში მონაწილეობას. 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების, ვიდეოების ნახვებისა და მაყურებელთა რეაქციების საფუძველზე პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო).მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.„საქართველოს ბანკისთვის YouTube სივრცე ძალიან საინტერესოა. ჩვენ არაერთ კრეატორთან ვთანამშრომლობთ და ვუჭერთ მხარს. თუმცა, გვჯერა, რომ ამ სივრცეს წინ განვითარების გრძელი გზა აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა YouTube ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რათა ხელი შევუწყოთ დამწყებ და უკვე გამოცდილ კრეატორებს, შექმნან კიდევ უფრო საინტერესო კონტენტი და აითვისონ პლატფორმის პოტენციალი. ჩვენი მხარდაჭერით გვინდა ერთი მხრივ, შევამციროთ არსებული ბარიერები, მეორე მხრივ კი ახალბედა კრეატორებისთვის შევქმნათ განვითარების რეალური შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, დაინტერესებულ ადამიანებს მივცეთ ცოდნა და შესაძლებლობა, რათა გადადგან პირველი, მყარი ნაბიჯები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ქართული Youtube სივრცის განვითარებაში,“ - განმარტავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეო creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეებს კი ჟიური თავად დაუკავშირდება. უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.ჯილდო თიბისიმ სამ კატეგორიაში მიიღო: საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაცია; საუკეთესო ინფორმაციის უსაფრთხოება და თაღლითობის მენეჯმენტი; საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი.გამარჯვებულები სპეციალურად დაჯილდოებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ჩართვა ციფრულ სერვისებში, ციფრული მომხმარებლების ზრდის ტენდენცია, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ასევე ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.„თიბისისთვის Global Finance-ის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით უსაფრთხო ფინანსურ სერვისებს და საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. ჩვენი გუნდი აგრძელებს ბიზნესის ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნვას“, - ანა ტატიშვილი, თიბისის ბიზნესმობაილბანკის გუნდის ხელმძღვანელი.ფინანსური ჟურნალი, Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. ფინანსური საზოგადოებისთვის Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო სტანდარტადაა აღიარებული.
19 სექტემბერს, 19:00 საათზე, დაესწარი საქართველოს ბანკის მიერ გამართულ ვებინარს და გაიგე, როგორ მიიღო დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: http://go.bog.ge/46uENpoსაქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად გამარჯვებულ სტიპენდიატებს ავლენს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.ვებინარის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ: როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში; როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ; მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ. CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
მომხმარებელთა უკუკავშირისა და საჭიროებებს გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოგიმზადათ. 17 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერი კატეგორიის საერთაშორისო ონლაინ ობიექტში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას 100 ლარი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, თიბისი Mastercard კონცეპტ ბარათით და Mastercard ერთგული საკრედიტო ბარათით, შესაძლებლობა გაქვთ 200 ლარი დაიბრუნოთ. მთავარია, დანახარჯი, ერთ თუ რამდენიმე ობიექტში, ჯამურად მინიმუმ 500 ლარს შეადგენდეს და თანხა საერთაშორისო ობიექტის ვებგვერდზე გადაიხადოთ. შეთავაზება არ ვრცელდება Apple pay და Google pay გადახდებზე. ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშნები, წიგნები, ტექნიკა, თავის მოვლა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი- შეთავაზება თითქმის ყველა კატეგორიასა და ობიექტს მოიცავს. გარდა ისეთი კატეგორიებისა როგორიცაა: სახელმწიფო სერვისები, აზარტული თამაშები, კომუნალური გადახდები, ფინანსური თუ სხვა სახის ოპერაციები. თითოეულ მომხმარებელს შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ. საერთაშორისო ონლაინ ობიექტებში დახარჯული თანხა დაანგარიშდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტში არსებული კომერციული კურსით ლარში.თიბისის ყველა ბარათის აღება შესაძლებელია, რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდან. გახდი თიბისის მომხმარებელი და ისარგებლე მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!საერთაშორისო შოპინგის შეთავაზების დამატებითი პირობების და დეტალების სანახავად, გადადით ბმულზე.
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი იქომერს ასოციაცია საქართველოს პარტნიორია, რომლის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს თბილისში, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ყოველწლიური ღონისძიება - eCommerce Day Georgia2025 ჩატარდება.eCommerce Day Georgia უკვე მესამედ იმართება და იგი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ცოდნის გაზიარებისა და ახალი პროფესიული კავშირების დამყარების პლატფორმად იქცა.წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ ისეთი გლობალური კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amazon Web Service, Avianca, IE Tech School, Visa და ა.შ. ისინი ელექტრონული კომერციის სფეროს სიახლეებზე, ინოვაციებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ხელოვნური ინტელექტი ელექტრონულ კომერციაში; ლაივ და სოცმედია ელ. კომერცია; ონლაინ სერვისების პლატფორმები. „ელექტრონული კომერცია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სექტორია და ჩვენი მისიაა, საქართველოში ამ მიმართულებას ახალი სიჩქარე და ენერგია შევძინოთ. „იქომერსის დღე“ უნიკალური პლატფორმაა, სადაც ადგილობრივი პრაქტიკა საერთაშორისო გამოცდილებას ერწყმის და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ იმ ბრენდების ისტორიებსა და სტრატეგიებს, რომლებიც განსაზღვრავენ გლობალურ ტენდენციებს და წყვეტენ ინდუსტრიის მომავალს”, - ამბობს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე ლადო კანდელაკი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რაც გლობალურ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს eCommerce Day Georgia 2025-ს, რადგან მსგავსი პლატფორმები ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას,გაიგოს, როგორ შეიძლება ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი გახდეს მათი განვითარების რეალური ბერკეტი”, - ამბობენ საქართველოს ბანკში.ღონისძიების მთავარი პარტნიორია: საქართველოს ბანკი ბიზნესიინოვაციების პარტნიორია: Visaპარტნიორები არიან: Amazon Web Service; Aversi; BDO Digital; Elit Electronics; Glovo; IE Tech School; Web Features…ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.
რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი წელს მეცხრედ ჩატარდა ბათუმში. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები. წლევანდელ ფესტივალზე თიბისიმ ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა შემდეგი კამპანიებისთვის: ვერცხლი: კამპანია „მე ჯიუტი ქართველი ვარ“ ბრინჯაო კამპანია #საქართველოსვუსურვებ ბრინჯაო: კამპანია „შენ იცი, მთავარია გჯეროდეს“ წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისიმ წარადგინა ნომინაცია Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა დააჯილდოვა. ადგილობრივი ჟიურის წევრებმა - ეკა ყიფიანმა (კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი), მაკუნა თავბერიძემ (თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი) და ბაჩო მებურიშვილმა (ენკენი ფილმსის თანადამფუძნებელი) - Young Creative ნომინაციაში გამარჯვებულად ნანუკა ნინიძე დაასახელეს. ნანუკა კრეატიული სააგენტო Playmakers-ს წარმოადგენს, მან ეს ჯილდო თიბისის საახალწლო აქტივაციისთვის - #საქართველოსვუსურვებ მოიპოვა.ფესტივალმა უმასპინძლა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართა. მათ შორის იყო შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის - Let’s Lightbulb-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე.თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. AD BLACK SEA-ის ფესტივალი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, მომხმარებლების ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად, ფუნქციონალები მუდმივად ემატება. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.ამჯერად, იმ ფუნქციონალების შესახებ მოგიყვებით, რომელთა საშუალებით, ბიზნესსაქმიანობისთვის ძალიან საჭირო მომსახურების მიღება მარტივად, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. თანამშრომლების მენეჯმენტი - კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში თანამშრომელი დაამატოს და მას კონკრეტული უფლებები მიანიჭოს (დადასტურების, რედაქტირების და ა.შ). აღნიშნული ფუნქციების მინიჭება შესაძლებელია კონკრეტული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კი, მობაილბანკითვე, შესაძლებელია დროის გახანგრძლივება. KYC -იცნობდე შენს მომხმარებელს - აღნიშნული ფუნქციონალი გულისხმობს ბიზნესმომხმარებლის მიერ, პირადი ინფორმაციის შევსებასა და განახლებას, უკვე ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მონაცემებს არ განაახლებს, მას შეეზღუდება წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და ფინანსურ საკითხებზე. SMS OTP-ის დადასტურება - ფინანსური ოპერაციების (ტრანზაქციების, კომუნალური გადახდების, გადარიცხვების) განხორციელება უკვე SMS კოდის საშუალებითაა შესაძლებელი და ამისათვის დიჯიპასის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.
რა ხდება მაშინ, როდესაც მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი გაქვს დარჩენილი? რა გაძლევს ძალას, გადალახო დაბრკოლება? რა არის ის, რაც გეხმარება, იპოვო სიჯიუტე, არ შეუშინდე სირთულეებს?ეს ჟინია.ჟინი ხელოვნებაშია. ჟინი სპორტშია. ჟინი ბიზნესშია, ჟინი განათლებაშია. ჟინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია.ჟინი მეორე სუნთქვაა - ის გაძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინო შენს თავში ენერგია.ჟინი ძალაა - რომელიც გეხმარება, იპოვო გამძლეობა და დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ მიზნის მისაღწევად, ყველა დაბრკოლებას გადალახავ.ჟინი რწმენაა - რომ, შესაძლებლობები უსაზღვროა.ჟინი მუდმივი სვლაა.ჟინი არ გაჩერებაა.ჟინი შენშია.თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიზნად დაუსახავს მუდმივი მოძრაობა, საქართველოს ბანკი ახალი კამპანიით მოუწოდებს, აღმოაჩინონ ჟინი საკუთარ თავში. ჟინი ძალაა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ჟინი ცეცხლია, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად იზრდება, უფრო ძლიერდება და გაძლიერებს შენც, მაღალ სიმაღლეებს გაპყრობინებს.„როდესაც შევხედავთ ამბებს სადაც დიდი მიღწევები მოხდა, ამ ამბების მონაწილე ადამიანებში დავინახავთ ერთ საერთო მახასიათებელს - ჟინს. ჟინი საოცარი სიტყვაა. მასში ერთდროულად თავს იყრის სურვილი, წყურვილი, წადილი, სწრაფვა, ბრძოლისუნარიანობა შეუპოვრობა. ის იმდენად ქართულია რომ მისი ზუსტი თარგმანი არ არსებობს. მიუხედავად ჟინის უდიდესი ძალისა - თითქოს მასზე საკმაოდ ხშირად არ ვსაუბრობთ”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.“საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - ხელი შეუწყოს ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ინდივიდებს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, ძალა და ჟინი, რომელიც დაეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზანს და არ გაჩერდნენ. ჩვენი ახალი კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, შეახსენოს და მოუწოდოს ადამიანებს, რომ - ჟინი ყოველთვის იგებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ცანავა.
Vodkast Records, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა დიჯეებისთვის და მუსიკოსებისთვის და აერთიანებს ფირფიტებისა და აუდიო მაღაზიას, ივენთების სერიას, მუსიკალურ ლეიბლს და დიჯეი პოდკასტს 19 და 20 სექტემბერს, 10 წლის იუბილეს ნეკრესში (კახეთი) აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია სპეციალური, დაბადების დღის მუსიკალური პროგრამა, რომელსაც ვოდკასტის დიჯეები და მათი ადგილობრივი და უცხოელი მეგობრები უზრუნველყოფენ. ასევე, ადგილზე მისულ სტუმრებს დაგხვდებათ შეფების მიერ მომზადებული სხვადასხვა გემრიელი კერძები, ლამაზი ბუნება და სასიამოვნო ატმოსფერო.19 და 20 სექტემბრის Line Up ასე გამოიყურება: 3AM 3RD SOUL BOYA DEKA DJ ASTROBEE ERICSSON FABRIZIO MAMMARELLA GABRIEL PATÅS IAMEA KETO MARTIN GILLESHØJ MEMOTECH NIKA J NINASUPSA PASTORIUS_X PAYAM PARVIZI SANDRO JORBENADZE TOMMA TRYM SØVDSNES VAKHO ZURKIN ღონისძიებაზე დასწრების მსურველები ბილეთების SOLO ბარათით შეძენისას, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. იმისათვის რომ შეიძინოთ ბილეთი, უნდა გაიაროთ ვერიფიკაცია. მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ tkt.ge-ს. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ვერიფიცირებული სტუმრები შეძლებენ ბილეთების შეძენას. ერთ ვერიფიცირებულ მომხმარებელს მაქსიმუმ 2 ბილეთის ყიდვა შეუძლია.
საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ის 7 ოქტომბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.ინფორმაციისთვის, უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს. ბანკი შერჩეულ სტუდენტს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს. პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 30-ზე მეტი სტიპენდიატი. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩივნინგი 1983 წელს დაარსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან. დღესდღეობით, ჯამში, 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის კი უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.
საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია ქრონომეტრი ლისზე, ელგუჯა ამაშუკელის ქ. 11-ში, ბიზნეს ცენტრისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 28 მლნ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ინვესტიცია კი 16.4 მლნ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის მშენებლობა ლისზე, 4,558 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ის ბიზნეს ცენტრსა და საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. კომპლექსი 13 სართულიანია, ის 167 ბინას, ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, აუზს, სპას, გამწვანებულ ეზოსა და საბავშვო მოედანს აერთიანებს. პირველი 4 სართული კი კომერციულ, საოფისე და სპორტულ გამაჯანსაღებელ სივრცეებს დაეთმობა. მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო და 2027 წლის ივნისში დასრულდება. ქრონომეტრი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქალაქში ახალ მულტიფუნქციურ, მოქნილ და დინამიკურ საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეებს ქმნის. კომპანიის ჯგუფში შემავალ „შპს დაგის" სამშენებლო სექტორში დაგროვილი დიდი გამოცდილება და 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი დასრულებული კომერციული, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს. „ქრონომეტრი ლისზე არის ბიზნესს კლასის კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების, ასევე ბიზნეს ცენტრის მშენებლობას, თანამედროვე ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ელემენტის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია მაცხოვრებლებს შევუქმნათ მეტი კომფორტი, მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ პროდუქტიულად, იცხოვრონ უსაფრთხოდ და რაც მთავარია არ დაკარგონ ბალანსი მათ შორის. ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებს საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა გრძელდება, რადგან ბანკი აქტიურად გვიწყობს ხელს ჩვენი ბიზნესის დეველოპერული მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებაში“, - განაცხადა ქრონომეტრის დირექტორმა დავით გულორდავამ„საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას წლებია უცვლელად უჭერს მხარს. მოხარულები ვართ,რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კომპანია დეველოპმენტის მიმართულებით ვითარდება და ამჯერად ქრონომეტრის პროექტს ახორციელებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი ძაგანიამ.
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს განსაკუთრებული შეთავაზებებით. წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. - ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ. იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს. „სწორედ მომხმარებლის ანალიტიკის საშუალებით ვადგენთ, რომელი პროდუქტები თუ პარტნიორი კომპანიები იქნება ყველაზე რელევანტური კონკრეტული შეთავაზებების დროს და რამდენად ვაკმაყოფილებთ მომხმარებელთა საჭიროებებს. ნებისმიერი კამპანიის დროს, ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა მიიღონ მაქსიმალურად დიდი სარგებელი, პარტნიორ კომპანიებს კი, მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია გააცნონ თიბისის მომხმარებლებს”,- აცხადებს პროდუქტის მფლობელი აკა სანიკიძე თიბისის გუნდის ეს მიდგომა ყოველთვის წარმატებულია, რაც წლევანდელი წინასასკოლო შეთავაზებების შედეგებითაც ნათელია. „ჩვენ მიერ დაგეგმილი შეთავაზებებით, თიბისის 60 000-ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს გავუმარტივეთ წინასასკოლო სამზადისი და ხელშესახები ღირებულება ყველა იმ ობიექტში დავახვედრეთ, რომელიც სექტემბრის მნიშვნელოვანი სამზადისისთვის დასჭირდებოდათ. შედეგად, ტრანზაქციების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორ დროსა და საჭირო შეთავაზებას მომხმარებლები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან”, - აცხადებს თიბისის შეთავაზებების გუნდის ლიდერი ბექა ჭაფოძე. წინასასკოლო შეთავაზებების დროს თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვა ხუთჯერ გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.