პარლამენტი
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 46-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, საგადასახადო და ანტიკორუფციულ რეფორმებზე.„სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ მოსმენა, სადაც შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც მოიცავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მიმართულებებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე, მათ შორის ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობებზე. მან ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას.სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პრობლემატიკასა და მისი მოგვარების პერსპექტივაზე.ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. აღნიშნეს, რომ საქართველოსთან აკავშირებთ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.მათი განცხადებით, სასურველია საქართველოს მხრიდან ორმხრივი ვიზიტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი სიხშირით განხორციელდეს.„მოსმენაზე ყველა ქვეყნის დელეგაციამ აღნიშნა, რომ მათი სურვილია საქართველოსთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოთქვეს მზადყოფნა მოხდეს თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ მათ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და რომ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ურყევი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.საქართველოს შესახებ მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს სინგაპურის, ტაილანდის, მალაიზიის, ვიეტნამის, ინდონეზიის, ფილიპინების, კამბოჯის, ლაოსის და ბრუნეის საპარლამენტო დელეგაციებმა.პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმყოფება, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ასეანი) საპარლამენტო ასამბლეის რიგით 46-ე ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები დაასრულა.დღეს კომიტეტის წევრები ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფლების ტოლოშის და დამალას ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად განახლდა სასწავლო სივრცეები, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე ხარისხის განათლებაზე წვდომა, როგორიც დიდ ქალაქებში მცხოვრებ მათ თანატოლებს. მისივე თქმით, რეგიონებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.„განახლებული სკოლები, კეთილმოწყობილი სასწავლო გარემო, კვალიფიციური მასწავლებლები და თანამედროვე რესურსებით აღჭურვილი დაწესებულებები ხელს უწყობს მოსახლეობის ადგილობრივ სივრცეში შენარჩუნებას და აძლიერებს რეგიონულ განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.ასპინძის მუნიციპალიტეტში კომიტეტის წევრებთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე იმყოფებოდა.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სამი დღის განმავლობაში ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ და ახლად რეაბილიტირებული სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული სასწავლებლები დაათვალიერეს. ასევე შეხვდნენ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.მხარეებმა ყირგიზეთსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულად თბილ და მეგობრულ ურთიერთობებზე, მათ კიდევ უფრო გაძლიერებასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.საუბრის ერთ-ერთ უმთავრეს თემას საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები წარმოადგენდა.„თბილ ვითარებაში გამართული შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოვიხილეთ. ელჩს პარლამენტის საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ეკონომიკური ზრდის საკითხები გავაცანი. ყირგიზეთის ელჩმა თბილისსა და ბიშკეკს შორის პირდაპირი ფრენების საკითხი დააყენა, რაც ჩვენი მხრიდანაც მხარდაჭერილი იყო“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად. მხარეებმა სამომავლო ვიზიტებზეც ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩილეს რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ელისეო როდრიგო რუის ორტისს შეხვდა.შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ჩილეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაეროში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები. ხაზი გაესვა მათ შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.საუბარი შეეხო თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის მიმართულებებით.მხარეებმა ისაუბრეს ორივე ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე: მუნიციპალურ არჩევნებზე საქართველოში, ხოლო ჩილეში - საპრეზიდენტო არჩევნებზე.შალვა პაპუაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე.დადებითად შეფასდა საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ხშირი გაცვლები.მხარეებმა, აგრეთვე, აღნიშნეს ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასა და სატრანსპორტო ლოგისტიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ყირგიზეთის ელჩის თქმით, საქართველოსა და ყირგიზეთს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ, რაც შუა დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ქმნის.შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, ყირგიზეთს გაუზიაროს რეფორმების კუთხით საქართველოს საუკეთესო გამოცდილება.პარლამენტის თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა საქართველო-ყირგიზეთის ურთიერთობების განვითარებაში.
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსის შედგენა, ასევე ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები 40%-ს, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები - 60%-ს შეადგენს. გიორგი მიშელაძის განცხადებით, სააგენტო პერიოდულად აახლებს და აზუსტებს მიწის რესურსების მონაცემებს.„მიწის განახლებული ბალანსის შესაქმნელად, მიმდინარე წელს, 620 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის მონაცემები დამუშავდა. სამუშაოები აჭარის, ნინოწმინდის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ჩატარდა. წლის ბოლომდე კი 1 200 000 ჰექტარი ტერიტორიის მონაცემების დამუშავება იგეგმება“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.გიორგი მიშელაძემ კომიტეტის წევრებს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგებიც გააცნო და ამ კუთხით არსებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქარსაცავი ზოლების ინვენტარიზაციის პროცესი 2027 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას, გიორგი მიშელაძის ინფორმაციით, 2024 წელს იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 89 მიწის ნაკვეთზე. აუქციონის გზით იჯარით გაცემულ საძოვრებზე წლიური საიჯარო თანხა - 402 ათას ლარზე მეტია, ხოლო პირდაპირი გზით გაცემულ საძოვრებზე კი საიჯარო თანხა ჯამურად 80 ათასს ლარს შეადგენს.კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა. როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, სააგენტო თავისი საქმიანობის ფარგლებში იკვლევს და აანალიზებს თუ რა მოცულობის სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწას ვფლობთ და როგორია მათი მდგომარეობა.სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ლიდერების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა იმართება, რომელშიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელისეო როდრიგო რუის ორტისთან (რეზიდენციით ვარშავაში) შეხვედრა გამართა.თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ჩილეს რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის, მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს რეზოლუციების სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის.როგორც ელისეო როდრიგო რუის ორტისმა განაცხადა, ჩილე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის კონტაქტების გააქტიურების გზით.ჩილეს რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში მესამედ იმყოფება, იცნობს მის რეგიონებსა და კულტურას და მზადყოფნა გამოთქვა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სამცხე-ჯავახეთში სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ.კომიტეტის წევრები ადიგენში ახლად რეაბილიტირებულ იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.პარლამენტის წევრებმა ახალციხის ნომერ მეორე საბავშვო ბაგა-ბაღი და ნომერ პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერეს. სკოლაში მეორე წელია ინტეგრირებულია პროფესიული განათლება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „Front-end დეველოპმენტი“ ხორციელდება.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ახალციხეში პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარს“ ესტუმრნენ, სადაც კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.„მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააჩნია ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. სკოლები, ისე როგორც საბავშვო ბაღები, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.კომიტეტის წევრებთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმყოფება, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ასეანი) საპარლამენტო ასამბლეის რიგით 46-ე ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობს, რომელიც ინკლუზიური ზრდისა და მდგრადი განვითარების საკითხებს ეძღვნება.ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ასეან-ის წევრ ქვეყნებთან ტურიზმის, კულტურის, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობას მთლიანად ევრაზიისთვის.ნიკოლოზ სამხარაძემ რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა აქტორების მიერ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა.სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ქართველების უფლებების შელახვაზე, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების გატაცებასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების გამოძევებაზე გაამახვილა ყურადღება.„მსურს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ძალისხმევისკენ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად და მადლობა გადავუხადო ასეან-ის ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საპარლამენტო დიპლომატიის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროცესში როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ დონეზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კანონის უზენაესობის, ბიზნესის წარმოების სიმარტივის, მთავრობის ეფექტიანობისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საერთაშორისო რეიტინგებში, რაც ქვეყნის სწრაფ ინსტიტუციურ და ეკონომიკურ წინსვლას ასახავს.მან ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი და რეგულარულად მონაწილეობს მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში დადებითად შეაფასეს.„2025 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 820.0 მილიონი ლარია. აქედან წლის პირველ ნახევარში სამინისტრომ 4 380.0 მილიონი ლარი აითვისა, რაც წლიური გეგმის 49.7%-ია, ხოლო უშუალოდ 6 თვის გეგმასთან მიმართებით - 99.2%. რაც შეეხება სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროგრამებს, აქაც შესრულების კარგი მაჩვენებლებია. ეს შეეხება როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის მიმართულებებით არსებულ პროგრამებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.საკითხის მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის ფინანსური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მოქმედებს. გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, დეფიციტის მაჩვენებელზე, საგარეო ვაჭრობიდან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულადი გზავნილების ოდენობებზე ისაუბრა. მან ასევე ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და მათი ხარჯვითი ნაწილის მონაცემები წარადგინა.სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც სამინისტროს მიერ ცალკეული პროგრამების შესრულების მიმდინარეობას, საგარეო ვალდებულებებისა და სესხების დაბრუნების მონაცემებს და სხვა საკითხებს შეეხებოდა.სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კომიტეტის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. საკითხი ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან, ასევე საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებიდან დათხოვნილი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის დაწესების მიზანშეწონილობას შეეხებოდა.„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით გამართული შეხვედრების შემდეგ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების გზით, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული კატეგორიების პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების ოდენობის გადაანგარიშება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
აბასთუმანში, ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელმაც პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.„პროექტი „გმირის დღე“ მოიცავს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე, კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ბავშვებსა და მოზარდებში. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ისტორიულ პირებს, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია კონკრეტულ რეგიონთან. საკუთარი ფესვების ცოდნა აძლიერებს სამშობლოს სიყვარულს და მის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.როგორ კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტი „გმირის დღე“ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო.ინიციატივა ეტაპობრივად გაგრძელდება და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.როგორც მან აღნიშნა, პროექტი აკავშირებს თაობებს და წარსულის გამოცდილებაზე დაფუძნებით აყალიბებს საფუძველს, რომელზეც მომავალი შენდება.„გისურვებთ, რომ ეს პროექტი გახდეს თქვენი შთაგონების წყარო, რომ უკეთ შეიცნოთ ისტორია, განავითაროთ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა და იყოთ ისეთი მოქალაქეები, რომლითაც საქართველო იამაყებს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.ახალგაზრდებს ისტორიული პირების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრნენ.ახალგაზრდებმა, ასევე, დაათვალიერეს ობსერვატორია და მოისმინეს ლექცია ევგენი ხარაძის შესახებ, რომლის სახელსაც უკავშირდება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსება.