მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რეგიონი

შეხვედრა სტუდენტებთან
1758458994
გივი მიქანაძე დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა, სადაც პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ - მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. სტუდენტებთან საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ისე მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.2025 წელს დმანისის ახალგაზრდული ცენტრი პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ ფარგლებში 350 ახალგაზრდას შვიდ ნაკადად უმასპინძლებს.პროექტის მიზანია ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, მათთვის საგანმანათლებლო, მრავალფეროვანი სპორტულ-შემეცნებითი აქტივობებისა და ტრენინგების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიას, ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება. დმანისის ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს მულტიფუნქციური სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ.

კონსტანტინე ბუზალაძე
1758449930
გორის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძე, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, შევხვდით სკოლის პედაგოგებს და მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმისა და ღვაწლისთვის, რასაც თქვენ ჩვენი მომავალი თაობისთვის აკეთებთ. მჯერა, რომ თქვენს საკლასო ოთახებში ყოველდღიურად იწერება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მომავალი თაობისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა მიიღონ სათანადო განათლება და გვჯერა, რომ ეს არის ყველაზე სწორი ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ამ აღიარებას და გისურვებთ წარმატებებს”, - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

სკოლის გახსნა
1758448978
ქვემო ქართლის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასკოლო საზოგადოებას განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, მოეწყო სპორტული დარბაზი.სოფელ დიდი დმანისის 500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ 230 ათას ლარამდეა.

პედაგოგთა დაჯილდოება დმანისში
1758443449
გივი მიქანაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

„დმანისობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას „დმანისობის“ სახალხო დღესასწაული მიულოცა და ფასდაუდებელი შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გიორგი ჯინჭარაძე
1758375998
გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირფასია, ქალაქი - რომელმაც გახსნა თავისი კარი ათასობით დევნილისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მოქალაქეებს „თბილისობას“ ულოცავს.როგორც ის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირფასია - ქალაქი, რომელმაც გახსნა თავისი კარი ათასობით დევნილისთვის, მოგვცა თავშესაფარი, სითბო და იმედი.„გილოცავთ თბილისობას!თბილისი ჩვენი ქვეყნის გულია - ქალაქი, სადაც საუკუნეებია ქართული კულტურა, ტრადიცია და ადამიანური სითბო ერთმანეთს ერწყმის. ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირფასია. ქალაქი, რომელმაც გახსნა თავისი კარი ათასობით დევნილისთვის, მოგვცა თავშესაფარი, სითბო და იმის იმედი, რომ საკუთარ კერას მოწყვეტილებსაც შეუძლიათ ღირსეულად ცხოვრება.თბილისი ყველასია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის გულში ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, როგორც იმედის, ერთიანობისა და სიყვარულის ქალაქი.მშვიდობა და სიხარული ჩვენს დედაქალაქს და მთელ საქართველოს!“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2025“ დედაქალაქში წელს 20-21 სექტემბერს იმართება.

ქართულ-აფხაზური კონფერენცია
1758367061
თბილისში კონფერენცია „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ გაიმართა

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, კონფერენცია „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ გაიმართა.ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ გახსნა.კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს, რომელთაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.კონფერენციაზე ხაზი გაესვა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებას აკადემიური პერსონალის ჩართულობით, ასევე ქართულ მწერლობაში ასახული ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი როლის გამოკვეთას აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში.ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.კონფერენცია აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ხელვაჩაური
1758364707
ხელვაჩაურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.ადგილზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რომელიც პირადად გაეცნო მიმდინარე პროცესებს.მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტთან კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს სტიქიის შედეგების აღმოფხვრა.„სტიქიის შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე სახლი და საპიკნიკე ზონა. ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ ეტაპზე სიმშვიდე ნარჩუნდება“, – განაცხადა ზაზა დიასამიძემ.

გივი მიქანაძე
1758351778
გივი მიქანაძემ გორის სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი
1758351569
სულხან თამაზაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სისტემა რეგიონში ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი იყოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ჯანდაცვის ფორუმს დაესწრო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის, სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის.„ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის სახელმწიფოს მთავარი სიმდიდრე და ქვეყნის სტაბილური წინსვლის საწინდარი. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვა ყოველთვის იყო და იქნება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამაყი ვარ, რომ აჭარის მთავრობას მრავალფეროვანი პროგრამები აქვს ჯანდაცვის მიმართულებით და ყოველწლიურად ფართოვდება ბენეფიციართა რიცხვიც. უმნიშვნელოვანესია, რომ ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა რეგიონში ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამის მიღწევა კი შესაძლებელია საერთო ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და საზოგადოების მხარდაჭერით. მადლობა თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის, ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ფორუმის მონაწილეებს სამინისტროს მიმდინარე პროგრამები და სიახლეები გააცნო. 2026 წლიდან, პროგრამები ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით გაფართოვდება.„ჯანდაცვის ფორუმს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შუახევური საღამო
1758271530
ბათუმის საზაფხულო თეატრში ფოლკლორული ღონისძიება „შუახევური საღამო“ გაიმართა

ბათუმის საზაფხულო თეატრში ფოლკლორული ღონისძიება „შუახევური საღამო“ გაიმართა.კონცერტში შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.ღონისძიებას ესწრებოდნენ შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.„შუახევური საღამო“ მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ ხალხურ სიმღერებს, ცეკვებს და ტრადიციულ ხელოვნებას.ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები და აჭარული ნაქარგები. მოეწყო შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტოგამოფენა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შუახევის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, უნიკალური ფოლკლორისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.

შეხვედრა
1758269775
ირაკლი კობახიძე სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი გაერთიანების – „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი და წინასაარჩევნო გარემო რეგიონში. აღინიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელის ინიციატივის მოსმენა და გაზიარება.მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.„ბათუმელთა დარბაზს“ ბათუმის საპატიო მოქალაქე, დიპლომატი, ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ვალერიან მოქერია ხელმძღვანელობს. გაერთიანების წევრები გამორჩეული ბათუმელები არიან.

კონსტანტინე ბუზალაძე
1758222637
„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კონსტანტინე ბუზალაძემ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად გორში, წმინდაწყლის დასახლებაში შეხვდა მოსახლეობას. ბუზალაძემ ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ოსიშვილი წარუდგინა და სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. „მოსახლეობას წარვუდგინეთ საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ოსიშვილი. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ვმუშაობთ როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე, ასევე, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე.მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს მორგებული”, - წერს კონსტანტინე ბუზალაძე.

••• იტვირთება